დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No. 161
მარტი 2013
ოლეინიკოვი რუსეთის წინააღმდეგ - 36703/04
გადაწყვეტილება 14.3.2013 [სექცია I]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა
სასამართლოების უარი, ემსჯელათ საჩივარზე, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო წარმომადგენლისადმი გაცემული სესხის დაფარვას: დარღვევა
ფაქტები – 1997 წელს მომჩივანმა ასესხა 1500 ამერიკული დოლარი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო მრჩევლის ხაბაროვსკის ოფისს („DPRK-ს სავაჭრო მრჩეველი”) იმ პირობით, რომ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. მას შემდეგ რაც DPRK-ს სავაჭრო მრჩეველმა არ გადაიხადა თავისი ვალი, მომჩივანმა და მისმა ადვოკატმა მოთხოვნის შესახებ რამდენიმე წერილი გაგზავნეს, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა. მომჩივნის ადვოკატმა შემდგომში მისწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მიიჩნევდა რომ DPRK-ს სავაჭრო მრჩეველი მოქმედებდა DPRK-ს სახელით და შესაბამისად, სარგებლობდა სასამართლო დავისგან იმუნიტეტით. სამინისტრომ ურჩია მომჩივანს, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების კომპეტენტური წარმომადგენლებისგან მიეღო თანხმობა, მანამ სანამ შეიტანდა სარჩელს DPRK-ს სავაჭრო მრჩევლის წინააღმდეგ რუსულ სასამართლოებში. ვინაიდან DPRK-ს საელჩომ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, მომჩივანმა შეიტანა საჩივარი მის წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში. საჩივარი დაბრუნდა უკან ყოველგვარი განხილვის გარეშე იმ საფუძვლებით, რომ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი უცხო სახელმწიფოს უზრუნველყოფს აბსოლუტური იმუნიტეტით რუსული სასამართლოების წინაშე. 2004 წელს რეგიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სამართალი – მუხლი 6 § 1: შეზღუდვას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, რომ დაეცვა საერთაშორისო სამართალი, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემით ხელი შეეწყო სახელმწიფოებს შორის თავაზიანობისა და კარგი ურთიერთობებისთვის. თუმცა, რუსეთმა 2004 წელს ხელი მოაწერა კონვენციას სახელმწიფოებისა და მათი საკუთრების იურისდიქციული იმუნიტეტების შესახებ ( Convention on Jurisdictional Immunities of States and their Property), რომელიც ადასტურებს შეზღუდული იმუნიტეტის პრინციპს, როცა სახელმწიფო ჩართულია უცხოელ ფიზიკურ პირთან კომერციულ გარიგებებში. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო და უზენაესმა კომერციულმა სასამართლოებმა დაადასტურეს, რომ შეზღუდული იმუნიტეტი გახდა ჩვეულებითი სამართლის პრინციპი. საბოლოოდ, 2002 წელს მიღებულ ახალ კომერციულ საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული იყო შეზღუდული იმუნიტეტი და USSR-სა და DPRK-ს შორის ვაჭრობის და ნავიგაციის შესახებ 1960 წლის ხელშეკრულებას უნდა დაქვემდებარებოდა ყველა დავა, რომელიც წამოიშობოდა უცხო სავაჭრო გარიგებების დროს, რომელიც დადებული ან გარანტირებულია/უზრუნველყოფილია სავაჭრო წარმომადგენლობის მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანასკნელის სასამართლოების იურისდიქციით. თუმცა, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა უარი თქვეს მომჩივნის საჩივარზე განხილვის გარეშე, აღნიშნული ხელშეკრულების ან საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის რელევანტური პრინციპების გამოყენებადი დებულებების ანალიზის გარეშე, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით იყო რუსეთის სამართლებრივი სისტემის შემადგენელი ნაწილი. მართლაც, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა გამოიყენეს აბსოლუტური იმუნიტეტი სახელმწიფო იურისდიქციისგან, და არ უცდიათ, დაედგინათ იყო თუ არა საჩივარი დაკავშირებული DPRK-ს ქმედებებთან, მისი სუვერენული ხელისუფლების განხორციელების დროს, ან იყო თუ არა ის მხარე კერძო სამართლის ბუნების გარიგებისა. შესაბამისად, მომჩივნის საჩივრის უარყოფა დავის არსის შესახებ განხილვისა და რელევანტური და საკმარისი მიზეზების მიუცემლობის გარეშე, საერთაშორისო სამართლის გამოყენებადი დებულებების მიუხედავად, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთობები და შესაბამისად ზიანი მიადგა მომჩივნის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ძირითად არსს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: მატერიალურ ზიანთან დაკავშირებულ საჩივარს უარი ეთქვა; არ გაკეთებულა საჩივარი არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით.
(ნახეთ ასევე Sabeh El Leil v. France [GC], no. 34869/05, 29 ივნისი 2011, საინფორმაციო ბროშურა no. 142; და Cudak v. Lithuania [GC], no. 15869/02, 23 მარტი 2010, საინფორმაციო ბროშურა no. 128)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy