© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #120
2009 წლის ივნისი
ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ – 33401/02
გადაწყვეტილება 9.6.2009 (III სექცია)
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულება
მუხლი 2-1
სიცოცხლე
მომჩვანის დედამ მიიღო სასიკვიდლო ჭრილობები ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამო როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ინფორმირებულნი იყვნენ მოძალადის ძალადობრივ წარსულზე: დარღვევა
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
პოზიტიური ვალდებულება
სახელმწიფო უწყებების მიერ ადექვატური ზომების მიღების უუნარობა დაეცვათ მომჩივანი და მისი ოჯახი ოჯახში ძალადობისგან: დარღვევა
მუხლი 14
დისკრიმინაცია
სასამართლო სისტემის უუნარობა ადექვატური პასუხი გაეცა ისეთი სერიოზული დანაშაულისთვის როგორიცაა ოჯახში ძალადობა: დარღვევა
ფაქტები: 2002 წელს მომჩივანის დედას ესროლა და მოკლა მომჩივანის მეუღლემ როდესაც ის ეხმარებოდა მომჩივანს გაპარულიყო მეუღლის სახლიდან. სროლამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მომჩივანის მეუღლე ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს მომჩივანზე და მის დედაზე, და ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიიღეს დაზიანებები რომელიც ექიმის მიერ დადგენილი იყო სიცოცხლისთვის საშიშად. ინციდენტი შეიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ცემა, ორ ქალზე მანქანის დაჯახება როდესაც მომჩივანის დედამ მიიღო სერიოზული ზიანი და თავდასხმა როდესაც მომჩივანმა მიიღო შვიდი ჭრილობა სხეულზე. სახელმწიფო უწყებები ქალების მიერ რამდენჯერმე იყვნენ ინფორმირებული მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების და მათი სიცოცხლის საფრთხის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის მეუღლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სხვადასხვა დანაშაულის გამო მათ შორის ისეთი როგორიცაა სიკვდილის მუქარა, მძიმე თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა მინიმუმ ორ შემთხვევაში ეს ქმედებები გაგრძელდა მას შემდეგაც რაც ქალებმა გამოიტანეს საჩივარი სავარაუდოდ მომჩივანის მეუღლის ზეწოლის გამო. ზიანის სერიოზულობიდან გამომდინარე მანქანის დაჯახების და მეუღლის დაჭრის ფაქტებზე გაგრძელდა სასამართლო პროცესი. მეუღლე დამნაშავედ იქნა ცნობილი ორივე შემთხვევაში. პირველი დანაშაულისთვის მან მიიღო სამ თვიანი პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა ჯარიმით და მეორე შემთხვევაში კი მას დაეკისრა ჯარიმის ნაწილ-ნაწილ გადახდა. ძალადობამ კულმინაციას მიაღწია სასიკვდილო გასროლისას რომლის შედეგადაც მომჩივანის დედა გარდაიცვალა და როგორც მომჩივანის მეუღლემ აღნიშნა ეს იყო მისი ქმედება განხორციელებული საკუთარი ღირსების დასაცავად. ამ დანაშაულისთვის მას ბრალად დაედო მკვლელობა 2008 წელს და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად ის გათავისუფლდა და გააგრძელა მეუღლეზე ძალადობის მუქარა რომელმაც სახელმწიფო უწყებებს მიმართა დახმარებისთვის. მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია, მომჩივანის დასაცავად განხორციელდა ქმედებები სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა მიერ.
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ქალების ძალადობისგან დაცვის თაობაზე (REC(2002)5 2002 წლის 30 აპრილი) აღნიშნავს რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ, განავითარონ და/ან დახვეწონ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული მექანიზმები. ეს დოკუმენტი რეკომენდაციას უწევს ქალების მიმართ სერიოზული ძალადობის კრიმინალიზაციას და იმ ღონისძიებების გატარებას რომელიც მსხვერპლს სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირების და ეფექტური დაცვის მიღების საშუალებას მისცემს და პროკურორს კი დაავლდებულებს ქალის წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიოს დამამძიმებელ ან გადამწყვეტ ფაქტორად იმის გადაწყვეტისას უნდა დაიწყოს თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა.
კანონი: მუხლი 2 – სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა რომ როდესაც არსებობს ვარაუდი რომ სახელმწიფო უწყებებმა დაარღვიეს მათი პოზიტიური ვალდებულება დაიცვან სიცოცხლის უფლება და მათი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინონ ადამიანის მიმართ მიმართული დანაშაულის პრევენცია და აღმოფხვრა უნდა განისაზღვროს რომ სახელმწიფო უწყებებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ იდენტიფიცირებული პირის ან პირების სიცოცხლის რეალური და პირდაპირი რისკის თაობაზე მესამე პირის მიერ განხორციელებული სისლხის სამართლებრივი ქმედებიდან გამომდინარე და მათ ვერ შეძლეს სპეციალური ღონისძიებების გატარება საკუთარი ძალაუფლების ფარგლებში როდესაც გონივრულად განსჯის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ამ რისკისთვის თავის არიდება.
(ა)რისკის წინასწარ განჭვრეტა: საქმე წარმოადგენს მომჩივანის და მისი დედის მიმართ განხორციელებული მზარდი ძალადობის ნიმუშს, რომელიც საკმარისად სერიოზული იყო იმისათვის რომ პრევენციული ღონისძიებები ყოფილიყო გამოყენებული ვინაიდან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრებოდა მუდმივი საფრთხე. აშკარა იყო რომ ქმარს ჰქონდა წარსულში ოჯახში ძალადობის დანაშაული ჩადენილი და ამიტომ არსებობდა მნიშვნელოვანი რისკი მომავალში ძალადობის განხორციელებისა. სახელმწიფო უწყებებისთვის ცნობილი იყო ეს სიტუაცია და ორი კვირით ადრე მომჩივანის დედამ აცნობა პროკურორს რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა პირდაპირი საფრთხე და მოითხოვა პოლიციის ჩარევა. სასიკვდილი თავდასხმის შესაძლებლობა აშკრა იყო.
(ბ)სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს თუ არა შესაბამისი ღონისძიებები: პირველი საკითხი ეხება იმას თუ რამდენად გამართლებული იყო სახელმწიფო ორგანოების მიერ ქმრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის არ განხორციელება მაშინ როდესაც მომჩივანმა და მისმა დედამ გამოიტანეს საჩივარი. სასამართლომ დაიწყო წევრ სახლემწიფოებში არსებული პრაქტიკის გამოკვლევა და დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა რომ არ არსებობდა ზოგადი შეთანხმება პრაქტიკა აჩვენებდა რომ რაც უფრო სერიოზული იყო დანაშაული ან რაც უფრო მაღალი იყო მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკი უფრო სავარაუდი იყო რომ პროკურატურა გააგრძელებდა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას იმ შემთხვევაშიც კი თუ დაზარალებული უკან გამოიტანდა საჩივარს. სხვადასხვა ფაქტორები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას გაგრძელებულიყო თუ არა სისლხის სამართლებრივი დევნა და ესენი დაკავშირებულია დანაშაულთან (მისი სერიოზულობა, დაზარალებულის ზიანის ფორმები, იარაღის გამოყენება, დაგეგმვა), მოძალადე (მისი კრიმინალური წარსული, მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, წარსულში ძალადობის ფაქტი). დაზარალებული და პოტენციური დაზარალებული (ნებისმიერი რისკი მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, გავლენა ბავშვებზე, თავდასხმის შემდეგ მუქარის არსებობა) და მოძალადესა და დაზარალებულს შორის ურთიერთობა (მათი წარსული და ამჟამინდელი მდგომარეობა, სისხლის სამართლებირვი დევნის განხორციელების გავლენა დაზარალებულის სურვილის საწინააღმდეგოდ). მომჩივანის საქმეში, მიუხედავად ძალადობის ნიმუშისა და სასიკვდილო იარაღის გამოყენებისა, სახელმწიფო უწყებებმა რამდენჯერმე შეწყვიტეს სისხლის სამართლებრივი დევნა ქმრის წინააღმდეგ იმის გამო რომ მათ თავიდან აეცილებინათ ის რასაც ისინი “ოჯახურ საქმეში” ჩარევას უწოდებდნენ და ყურადღება არ მიუქცევით საჩივრის უაკნ გამოტანის მოტივისთვის, მიუხედავად იმისა რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ სიკვდილის მუქარის თაობაზე. რაც შეეხება სახელმწიფო უწყების არგუმენტს რომ მათ კნონით აქვთ შეზღუდული უფლებამოსილება გააგრძელონ სისხლის სამართლებრივი დევნა მაშინ როდესაც საჩივარს უკან გაიტანს დაზარალებული გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სისხლის სამართლის ქმედებამ გამოიწვია მინიმუმ ათ დღიანი ავადმყოფობა ან სამუშაოს ვერ შესრულება; ეს საკნონმდებლო ჩარჩო არ არის შესაბამისობაში სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაიცვას ოჯახში ძალადობისგან. არც იმაზე აპელირება იქნება სწორი რომ სისლხის სამართლებრივი დევნის განხორციელების გაგრძელებით მოხდებოდა კონვენციის მე-8-ე მუხლით გარანტირებული უფლებების შელახვა დაზარალებულისთვის ვინაიდან მომჩივანის დედის მიმართ რისკის სერიოზულობამ ასეთი ჩარევა გახადა სავალდებულო.
დავუბრუნდეთ სახელმწიფოს პოზიციას, რომ ხელმოსაკიდი მტკიცებულება იმისა რომ დედის სიცოცხლე პირდაპირი საფრთხის წინაშე იყო არ არსებობდა, სასამართლომ დაადგინა რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს არ შეუფასებიათ ქმრის მუქარა და ისე დაადგინა რომ დაკავება არ იქნებოდა მართლზომიერი. მათ საკითხისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მოძალადის უფლებები ვერ შეცვლის და ჩაანაცვლებს დაზარალებულის სიცოცხლის და ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობის უფლებას.
და ბოლოს, სასამართლომ აღნიშნა რომ სახელწმიფო უწყებებს უნდა გამოეყენებინა დამცავი საშუალებები ოჯახის დაცვის კანონის (კანონი #4320) ფარგლებში ან უნდა გამოეცათ ქმრისთვის შემაკავაბელი აკრძალვა მეუღლესთან კონტაქტზე, მომჩივანის დედასთან კომუნიკაციაზე ან გარკვეული ადგილების მიახლოებაზე. სახელმწიფო უწყებებმა ვერ განახორციელეს მათი პოზიტიური ვალდებულება ჯეროვნად დაეცვათ მომჩივანის დედის სიცოცხლის უფლება.
(გ) გამოძიების ეფქტურობა: სისხლის სამართლებრივი დევნა გამოწვეული გარდაცვალებით მიმდინარეობდა ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო განხილული. ამას ვერ მივიჩნევთ სწრაფ რეაგირებად სახელწმიფო უწყებების მხრიდან განზრახ მკველობასთან დაკავშირებით რომელიც დამნაშავემ უკვე აღიარა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სისლხის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ეს მომჩივანის საქმეში ჩანს, არ მოქმედებდა როგორც ადექვატური დამცველი. მას შემდეგ რაც სიტუაცია მოექცა სახელმწიფო უწყებების ყურადღების ქვეშ ისინი უფლებამოსილნი იყვნენ მიეღოთ ადექვატური ზომები და მოეხდინათ მომჩივანის ფიზიკური მთლიანობისკენ მიმართული მუქარის პრევენცია.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 3 – ქმრის ქმედებაზე სახელმწიფო უწყებების პასუხი იყო აშკარად არა ადექვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაული სიმძიმიდან გამომდინარე. სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ჰქონიათ პრევენციული ან ამკრძალავი გავლენა და გამოიჩინა ტოლერანტობა ქმრის მიმართ მისთვის მოკლე პატიმრობის სასჯელის განსაზღვრით (რაც შეიცვალა ჯარიმით) ადამიანისთვის მანქანის დაჯახებისთვის და კიდევ უფრო პატარა ჯარიმით, რომელიც ნაწილ-ნაწილ უნდა გადახდილიყო, მომჩივანისთვის შვიდი ჭრილობის მიყენებისთვის. 1998 წლამდე არ არსებობდა კანონი, სანამ კანონი #4320 არ იქნა მიღებული, თურქულ კანონმდებლობში სადაც განსაზღვრული იქნებოდა ადმინისტრაციული ან სისლხის სამართლის ღონისძიებები ოჯახ|ში ძალადობისგან დასაცავად და მაშინაც კი როდესაც კანონი იქნა მიღებული არსებული სანქიციები და ღონისძიებები არ იყო ეფექტურად გამოყენებული მომჩივანის საქმეში. და ბოლოს ის რომ ძალადობა დაზარალებულის მიმართ არ იყო დასრულებული და რომ სახელმწიფო უწყებები კვლავ არაფერს ახორციელებდნენ ამის აღმოსაფხვრელად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად მომჩივანის თხოვნის დახმარებოდნენ მას არაფერი გაკეთებულა სანამ სასამართლომ არ მოსთხოვა სახელმწიფოს გადაეცა მისთვის სახელწმიფოს მიერ გატარებული დამცავი მექანიზმების თაობაზე ინფორმაცია. სახელმწიფო უწყებებმა ვერ მოახერხეს დამცავი ღონისძიებების გატარება მომჩივანის დასაცავად მისი ყოფილი ქმრის აგრესიისგან.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მე-14-ე მუხლი მე-2-ე და მე-3-ე მუხლებთან ერთად – სასამართლომ აღნიშნა რომ სახელმწიფოების უმეტესობის მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესების და პრინციპების მიხევით, სახელმწიფოს უუნარობა – განუზრახველიც კი – დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან არღვევს მათ უფლებას სარგებობდნენ კანონის დაცვის თანაბარი მექანიზმებით. დიარბარიკის ადვოკატთა ასოციაციის და Aმნესტყ Iნტერნატიონალ –ის ანგარიშების მიხედვით რომელიც არ ყოფილა გასაჩივრებული სახელწმიფოს მიერ, აჩვენებს რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო დიარბაკირში, სადაც მომჩივანი ცხოვრობდა მოცემულ დროს. ყველა მსხვერპლი იყო ქალი და მათი უმეტესობა იყო ქურთული წარმოშობის, გაუნათლებელი ან განათლების დაბალი დონით და როგორც წესი მათ არ ჰქონდათ არანაირი დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო. ანგარიშში ასევე მითითებული იყო რომ ოჯახში ძალადობის მიმართ ადგილობრივი სახელმწიფო უწყებები ტოლერანტობას იჩენდნენ და არსებული მექანიზმები არ მოქმედებდა ეფექტურად. პოლიციის ოფიცრები არ იძიებდნენ საჩივრებს მაგრამ ცდილობდნენ შეესრულებინათ მედიატორის როლი მსხვერპლის დარწმუნებით დაბრუნებულიყო ოჯახში და უკან გაეტანა სარჩელი. სასამართლო აკრძალვის გამოცემის გაჭიანურება ხშირი იყო და სასამართლოები ამ საკითხს განიხილავდნენ როგორც განქორწინების საქმეს. ოჯახში ძალადობის მოძალადეების მიმართ არ გამოიცემოდა შემაკავებელი სასჯელები, რაც გამოწვეული იყო ტრადიციების, ადათების და ღირსების დაცვის საფუძვლით.
ოჯახში ძალადობა ძირითადად ეხებოდა ქალებს და თურქეთში არსებული ზოგადი და დისკრიმინაციული სასამართლო ინერტულობა ქმნიდა ამისთვის ხელსაყრელ კლიმატს. მომჩივანის და მისი დედის მიერ განცდილი ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს გენდერულ საფუძველზე განხორციელებულ ძალადობად რომელიც დისკრიმინაციულია ქალის მიმართ. ბოლო წლებში სახელმწფოს მიერ ჩატარებული რეფორმების მიუხედავად სასამართლო ხელისუფლების გულგრილობა და აგრესორის დაუსჯელობა როგორც ეს მომჩივანის საქმეში იყო, ხაზს უსვამს სახელმწიფო უწყებების არსაკმარის მზაობას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ოჯახში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41 – 30 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy