© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2010 წლის მარტი
ორშუში და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (GC)– 15766/03
გადაწყვეტილება 16.3.2010 (GC)
მუხლი 14
დისკრიმინაცია
ბოშური წარმოშობის ბავშვების იმ კლასებში განთავსება სადაც მხოლოდ ბოშა ბაშვები არიან იმ მიზეზით რომ ისინი ცუდათ ფლობენ ხორვატულ ენას: დარღვევა
ფაქტები – მომჩივნები იყვნენ თხუთმეტი ბოშური წარმოშობის ხორვატელი რომლებიც 1996-2000 წლებში დადიოდნენ ორ საშუალო სკოლაში. მაშინ ისინი დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ ბოშური წარმოშობის კლასებში. 2002 წელს მათ სარჩელი შეიტანეს სკოლის წინააღმდეგ, ინტერ ალია, რასობრივი დისკრიმინაციის და მათი განათლების უფლების შელახვის საფუძველით, ვინაიდან მხოლოდ ბოშური წარმოშობის ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამა მნიშვნელოვნად მცირე და შინაარსობრივად მწირი იყო ოფიციალურ ეროვნულ სასწავლო პროგრამასთან შედარებით. მათ ასევე წარადგინეს ფსიქოლოგიური კვლევა სადაც მითითებული იყო რომ გამოყოფილი სწავლება იწვევდა ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზიანს ბოშა ბავშვებში, როგორც თვით შეფასების ისე პიროვნული განვითარების კუთხით. 2002 წლის სექტემბერში მუნიციპალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი იმ საფუძვლით რომ ბოშური წარმოშობის ბავშვების ცალკე კლასებში განთავსება გამოწვეული იყო იმით რომ მათ სჭირდებოდათ დამატებითი სწავლება ხორვატული ენის და რომ მომჩივნებმა ვერ დაასაბუთეს საკმარისად კარგად მათი ბრალდება რასობრივი დისკრიმინაციის და შეზღუდული კურიკულუმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს განაჩენი.
კანონი – მუხლი 14 დამატებითი ოქმი #1 მე-2-ე მუხლთან ერთად: სახელმწიფო ამტკიცებდა რომ მომჩივნები ცალკე კლასში განთავსდნენ მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ადექვატურად არ ფლობდნენ ხორვატულ ენას. სასამართლოს უნდა დაედგინა სკოლამ გაატარა თუ არა ყველა შესაძლო ღონისძიება იმისათვის რომ უზრუნველეყო მომჩივნების სწრაფი პროგრესი ენის შესწავლის მიზნით და მათი შერეულ კლასში საბოლოო ინტეგრაცია. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა რომ მოსწავლეების დროებითი განთავსება ცალკე კლასში იმ საფუძვლით რომ ისინი ადექვატურად არ საუბრობდნენ სასწავლო ენაზე არ ეწინააღმდეგება პირდაპირ მე-14-ე მუხლს. მაგრამ,. როდესაც ეს ღონისძიება არათანაზომიერ გავლენას ახდენს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წევრებზე საჭიროა ეფექტიანი დამცავი მექანიზმების შემუშავება მისი იმპლემენტაციის ნებისმიერ ეტაპზე. პირველად სასამართლომ დაადგინა რომ არ არსებობდა იმ ბავშვების ვინც ადექვატურად არ ფლობდა ხორვატულ ენას ცალკე კლასებში განთავსების აშკარა სამართლებრივი საფუძვლები. უფრო მეტიც, სახელმწიფოს არ უჩვენებია რომ იგივე მიდგომა გამოყენებული იყო ნებისმიერი სხვა მოწაფის მიმართ რომლებიც ასევე გამართულად არ საუბრობდნენ ხორვატულ ენაზე ქვეყნის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასე რომ ეს პრაქტიკა ვერ იქნება მიჩნეული როგორ ერთგვაროვანი ან ზოგადი პრაქტიკა რომელიც გამოიყენება იმ ბავშვების მიმართ რომლებიც არ ფლობენ საგანმანათლებლო ენას. რაც შეეხება კურიკულუმს რომელიც გამოიყენებოდა მხოლდომ ბოშური წარმოშობის ბავშვებით დაკომპლექტებულ კლასებში, სახელმწიფომ დაადგინა რომ ეს იყო იგივე რაც ყველა სხვა კლასებში, იმავე ასაკის მოწაფეებს შორის და ნებისმიერ შემთხვევაში კურიკულუმი ნებისმიერ ერთ კლასში შეიძლება შემცირდეს 30%-ით. მაგრამ, იმის სანაცვლოდ რომ შეემცირებინათ კურიკულუმი მხოლოდ ბოშური წარმოშობის ბავშვებით დაკომპლექტებულ კლასში, სასამართლომ მიიჩნია რომ სახელმწიფოს უნდა გაეტარებინა პოზიტიური ზომები იმ მიზნით რომ მომჩივანებს დახმარებოდნენ საჭირო ლინგვისტური უნარების შეძენაში მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ენის სპეციალური გაკვეთილების საფუძველზე. ესეთი გაკვეთილები მართლაც უტარდებოდა ზოგიერთ მომჩივანს გარკვეულ ეტაპზე მათი განათლების საწყის დონეზე, მაგრამ მაგალითად სამ მომჩივანს არასდროს მისცემია საშუალება ესეთ გაკვეთილზე დასწრების და დამატებით კიდევ ექვს მომჩივანს შესთავაზეს ესეთი გაკვეთილები მხოლოდ მესამე კლასში მიუხედავად იმისა რომ ისინი მხოლოდ ბოშური წარმოშობის კლასში დადიოდნენ პირველივე კლასიდან. სასამართლომ ასევე მიუთითა რომ არ არსებობდა დადგენილი პროგრამა იმ ბოშური წარმოშობის ბავშვებისთვის რომელთაც ჰქონდათ განსაკუთრებული საჭიროება ხორვატული ენის არასაფუძვლიანად ფლობის და რომელიც დროში იქნებოდა გაწერილი ლინგვისტური უნარების შეძენის მიზნებთან ერთად. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია რომ ბოშური წარმოშობის ბავშვების სკოლიდან გარიცხვის მაღალი მაჩვენებელი იმ რეგიონში სადაც მომჩივნები სწავლობდნენ საჭიროებდა დამატებითი პოზიტიური ღონისძიებების გატარებას და ასევე სოციალური სამსახურის აქტიურ ჩართულობას, იმისათვის რომ მომხდარიყო ბოშური წარმოშობის ბავშვებს შორის განათლების მნიშვნელობის პოპულარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საქმე განსხვავდება საქმისგან ჰ.დ. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (GC) # 57325/00; 13 ნოემბერი 2007 წელი, საინფორმაციო ბარათი #102) არ არსებობდა დადგენილი მიდგომა ორივე სკოლაში ბოშური წარმოშობის ბავშვების ავტომატურად ცალკე კლასში განთავსების, ეს იყო ერთიანი საფუძველი რომელსაც ევროპული სახელმწიფოების ნაწილი იზიარებდა რაც გამოიხატებოდა სერიოზულ პრობლემაში ბოშური წარმოშობის ბავშებისთვის ადექვატური განათლების მიცემის პროცესში. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გადადგმული ძალიან პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად სადაო პერიოდის გასვლის შემდეგ, მომჩივანის საქმის ფაქტები მიუთითებს რომ მიუხედავად ყველაფრისა სკოლაში საკმარისად არ იყო უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო პირობები რომელიც პასუხს გასცემდა ხელმოკლე ჯგუფების წარმომადგენელთა სპეციალურ საჭიროებებს. ამის შედეგად, მომჩივნები განთავსებულნი იყვნენ ცალკე კლასში სადაც ადაპტირებული კურიკულუმით ხდებოდა სწავლა და არ არსებობდა ნათელი და გამჭირვალე კრიტერიუმი მათი შერეულ კლასში გადაყვანის თაობაზე.
დასკვნა: დარღვევა (ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ)
ბოლოს, სასამართლომ დაადგინა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა (ოთხ წელზე მეტი) იყო გადაჭარბებულად გაჭიანურებული და არღვევდა მე-6-ე მუხლის ნაწილი 1.
მუხლი 41: 4500 ევრო თითოეული მომჩივანის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy