დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №161
მარტი 2013
ოსტენდორფი გერმანიის წინააღმდეგ - 15598/08
გადაწყვეტილება 7.3.2013 [V სექცია]
მუხლი 5
მუხლი 5-1-ბ
კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა
პოლიციელმა ოთხი საათით დააკავა ფეხბურთის გულშემატკივარი, რათა თავიდან აერიდებინა მისი ჩხუბში მონაწილეობა : დარღვევას ადგილი არ ქონდა
ფაქტები - მომჩივანი, ფეხბურთის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, ბრემენიდან ფრანკფურტში მიემგზავრებოდა ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად. ბრემენის პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მხარდამჭერები ემზადებოდნენ ძალადობისთვის და მომჩივანი იყო მათი ლიდერი, ფრანკფურტის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა, აღმოაჩინა პირის დამცავი მოწყობილობა და რამდენიმე წყვილი ქვიშით სავსე ხელთათმანები და ჯგუფი მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსა. მათ ასევე უბრძანეს მომჩივანს, რომ დარჩენილიყო ჯგუფთან ერთად და მას შემდეგ, რაც მან არ შეასრულა ბრძანება, დააკავეს. მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და იგი იმყოფებოდა პატიმრობაში ოთხი საათით, სანამ მატჩის დამთავრებიდან ერთი საათის შემდგომ არ გაათავისუფლეს.
ფრანკფურტის პოლიციის მიმართ მომჩივნის საჩივარს უკანონო დაკავების თაობაზე უარი ეთქვა და შემდგომი ქმედება ჰესეს მიწის წინააღმდეგ ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა, ჰესეს მიწის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგის შესახებ აქტზე დაყრდნობით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მომჩივნის დაკავება საჭირო იყო უახლოესი ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისთვის.
სამართალი – მე-5 მუხლის 1 ნაწილი: მიუხედავად დაკავების შედარებით მოკლე ხანგრძლივობისა, მომჩივანს ჩამორთმეული ჰქონდა თავისუფლების უფლება მე-5 მუხლის 1 ნაწილის მნიშვნელობის ფარგლებში. ფრანკფურტის პოლიციამ მათი შეფასება, რომ იგი ემზადებოდა ძალადობრივი დანაშაულის ჩასადენად, რამდენიმე ფაქტობრივ ელემენტს დააყრდო: ინფორმაციას, რომელიც მათ მიიღეს ბრემენის პოლიციისგან; ხულიგნურ ჩხუბთან ტიპიურად ასოცირებული მოწყობილობებს, რომელიც აღმოუჩინეს ჯგუფის სხვა წევრებს: მომჩივნის კონტაქტს ფრანკფურტელ ხულიგანთან: და ბოლოს, ჯგუფთან ერთად დარჩენის ბრძანების შეუსრულებლობას. პოლიციას, მაშასადამე, ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმის სავარაუდოდ, რომ მომჩივანი გეგმავდა ხულიგნურ ჩხუბს, რომლის დროსაც კონკრეტული და განსაზღვრული დანაშაულები, სახელდობრ, თავდასხმა/სიტყვიერი შეურაცხყოფა და მშვიდობის დარღვევა, იქნებოდა ჩადენილი. ამგვარად, მისი დაკავება შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც „დანაშაულის ჩადენის თავის არიდების“ შედეგი, მე-5 მუხლის 1 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.
პოლიციის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხულიგნური ჩხუბები ჩვეულებრივ წინასწარ არის დაგეგმილი, მაგრამ მას ადგილი არ აქვს ფეხბურთის სტადიონზე ან მასთან ახლოს. შესაბამისად, მომჩივნის ტელეფონის ჩამორთმევა და მისი ჯგუფიდან გამოცალკევება არ დააკმაყოფილებდა ჩხუბის პრევენციას. იმისათვის, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან თანხვედრაში იყოს, დაკავება ასევე „ეჭვმიტანილის კომპეტენტური იურიდიული ავტორიტეტის წინაშე წარდგენის მიზნის შედეგი უნდა იყოს“. მომჩივნის დაკავების სამართლებრივი საფუძველი, ჰესენის საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის შესახებ აქტი, განკუთვნილი იყო განსაკუთრებით დანაშაულის პრევენციაზე და არა დევნაზე და მომჩივნის სისხლისსამართლებრივ სასამართლო პროცესზე მოსამართლის წინაშე წარდგენაზე. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს ასევე იმისათვის, რომ მოიცვას პრევენციული დაკავება მომჩივნის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რადგანაც აღნიშნული არ არის შეთავსებადი მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნტთან როგორც მთლიანობასთან, რომელიც წაკითხული უნდა იყოს მე-5 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთად. კერძოდ, მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში ტერმინი ,,სასამართლო’’ არ მიუთითებს პრევენციული დაკავების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერებაზე, არამედ მხოლოდ სისხლისსამართლებრივ სასამართლო პროცესზე. ვერც სასამართლო დაარწმუნა მთავრობის არგუმენტმა, რომ მე-2 და მე-3 მუხლით დაკისრებული სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოება დანაშაულისგან, გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის განმარტება, მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია მოითხოვს სახელმწიფოებისგან მათი ძალაუფლების ფარგლებში გადადგან გონივრული ნაბიჯები სასტიკი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული არ აძლევს მათ უფლებას ინდივიდები სხვების დანაშაულებრივი ქმედებისგან ისეთი ზომებით დაიცვან, რომლებიც თავად არღვევს კონვენციას. კონვენციით დაკისრებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ამრიგად, არ არის მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილში ამომწურავად ჩამოთვლილი თავისუფლების ჩამორთმევის დასაშვები საფუძვლების, განსხვავებული და უფრო ფართო ინტერპრეტაციის გამამართლებელი. მომჩივნის დაკავება, მაშასადამე, არ შეიძლება გამართლებული იყოს მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მე–5 მუხლის 1-ლი ნაწილით „კანონით დადგენილი რაიმე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფად“ დაკავების შესაძლო გამართლებას, სასამართლო კმაყოფილი იყო, რომ მომჩივანზე დაკისრებული ვალდებულება საკმარისად განსაზღვრული და კონკრეტული იყო მისი პრეცედენტული სამართლის მოთხოვნების შესასრულებლად. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცალკეული პირები მსგავს გარემოებებში თვითნებური დაკავების სუბიექტები არ აღმოჩნდებოდნენ, საჭირო იყო იმის გარანტიის მიცემა, სადავო საკითხის ვალდებულების შეუსრულებლობის დასკვნის გამოტანამდე, რომ მათ, ვისაც ეხებოდათ ინფორმაცია, მიაწოდეს, რომ მათგან მოითხოვდნენ განსაზღვრული ქმედებისაგან თავის შეკავებას და გამოხატეს, რომ არ სურდათ ამის შესრულება. მოცემულ საქმეში, მომჩივანს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისგან მოითხოვდნენ ხულიგანთა მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის ჩხუბის მოწყობის შეჩერებას და მის დაკავებამდე, უბრძანეს დარჩენილიყო მოგზაური მხარდამჭერების ჯგუფთან ერთად ან/წინააღმდეგ შემთხვევაში ელოდა დაკავება. პოლიციის ზედამხედველობის თავიდან არიდების მცდელობით და სხვა ხულიგანთან კონტაქტში შესვლით, მან აჩვენა, რომ არ სურდა მშვიდობის შენარჩუნების მოვალეობის შესრულება. მაშასადამე, მისი დაკავება ემსახურებოდა ვალდებულების შესრულებას, თავიდან აერიდებინათ მის მიერ ჩხუბის მომზადება და მონაწილეობის მიღება და არ ჰქონდა სადამსჯელო ხასიათი.
განსაზღვრული დანაშაულის კონკრეტულ დროს და ადგილას არ ჩადენის მოვალეობის შემთხვევაში – განსაზღვრული ქმედების ჩადენის მოვალეობის საპირისპიროდ – ვალდებულება უნდა განიხილოს ,,შესრულებულად’’ მე–5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ყველაზე ბოლოს, როდესაც შეწყვეტილია ვალდებულების არსებობა იმ დროის ამოწურვის გამო, რა დროსაც დანაშაულს უნდა ქონოდა ადგილი. არ იყო გამორიცხული, რომ შეხების მქონე პირს, დანაშაულის ჩადენის დროდ მითითებულ მომენტამდე, აღარ ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის განზრახვა, რა შემთხვევაშიც მისი დაკავება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. მიუხედავად, მომჩივნის პატიმრობაში ყოფნის დროს არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ მან გამოავლინა სურვილი, შეესრულებინა მშვიდობის შენარჩუნების მოვალეობა. ამასთანავე, მისი ვალდებულება მე–5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შესრულდა, როდესაც შეწყდა მისი არსებობა როგორც კი თამაში დასრულდა და სხვა ხულიგნები დაიშალნენ, და იმ მომენტში ის გაათავისუფლეს. ამგვარად, მომჩივნის ოთხსაათიანი დაკავება მისი ვალდებულების სასწრაფო შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროპორციული იყო საჯარო ინტერესის, არ დაებრკოლებინა დიდი რაოდენობის მაყურებლით ჩართული სპორტული ღონისძიების მშვიდობიანი მსვლელობა და გამართლებული იყო მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. უფრო მეტიც, იგი კანონიერი იყო ჰესეს მიწის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის შესახებ აქტის მიხედვით.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy