© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #139
მარტი, 2011
ოტეგი მონდრაგონი (Otegi Mondragon) ესპანეთის წინააღმდეგ - 2034/07
გადაწყვეტილება 15.3.2011 [III სექცია]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
გამოხატვის თავისუფლება
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მეფის შეურაცხყოფისთვის: დარღვევა
ფაქტები - განმცხადებელმა პრესკონფერენციის დროს, როგორც ბასკთა საპარლამენტო ჯგუფის სპიკერმა კომენტარი გააკეთა ბასკური გაზეთის დახურვასთან, გაზეთის მთავარი რედაქტორების დაკავებასთან და პატიმრობაში მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრებთან დაკავშირებით. გააკეთა რა მინიშნება ბასკეთში ესპანეთის მეფის ვიზიტთან დაკავშირებით, განმცხადებელმა აღნიშნა: „როგორ შეიძლება ადამიანმა დღეს ბილბაოში ფოტო გადაიღოს ესპანეთის მეფესთან ერთად, მაშინ როცა ის არის ესპანეთის არმიის მთავარსარდალი, ის არის ადამიანი, რომელიც ბრძანებს წამებას, იცავს წამებას და თავს ახვევს თავის მონარქიულ რეჟიმს ჩვენს ხალხს წამებითა და ძალადობით?“ შედეგად განმცხადებელს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მეფის მძიმე შეურაცხყოფისთვის. მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
კანონმდებლობა - მე-10 მუხლი: განმცხადებელის ეს გამონათქვამები საზოგადო ინტერესის მქონე საჯარო დებატის კონტექსტში გაკეთდა. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოების თავისუფალი შეფასების ფარგლები მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებისას იყო განსაკუთრებით ვიწრო. ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ განმცხადებლის კომენტარები სუბიექტური მოსაზრებები უფრო იყო, ვიდრე ფაქტების კონსტატაცია. თუმცა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოსაზრებების გამოთქმის კონტექსტი ვერ გაამართლებდა მათ სერიოზულობას, იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არასაკმარის მტკიცებულებებს ემყარებოდა. ამასთან მიმართებით [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოყენებული ფრაზები შეიძლება მიჩნეულ იქნას არასათანადო მოპყრობაზე სახელმწიფოს უშიშროების ძალების პოტენციური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ფართო საჯარო დებატის ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის მიერ გამოყენებული ენა შეიძლება პროვოკაციულად იქნეს მიჩნეული, არსებითი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ მართალია განმცხადებლის კომენტარებში გამოყენებული რამდენიმე სიტყვა შეიძლება მტრული ბუნების იყო, არ იყო მოწოდება ძალადობისკენ და ეს არ უტოლდებოდა სიძულვილის ენას. უფრო მეტიც, ეს განცხადებები გაკეთდა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ განმცხადებელი ვერ შეძლებდა მათ ხელახლა ფორმულირებას, პერიფრაზს ან უარყოფას, საჯაროდ გავრცელებამდე. რესპუბლიკური მმართველობის სახელმწიფოს მეთაურების ზედმეტ დაცულობასთან დაკავშირებით პრეცედენტულ სამართალზე კვლევ მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი პრინციპები მოქმედებდა ასევე მონარქიასთან მიმართებით. ის ფაქტი, რომ მეფე პოლიტიკურ დებატებში ნეიტრალური რჩებოდა და მისი როგორც არბიტრისა და სახელმწიფოს სიმბოლოს სტატუსი, ვერ დაიცავდა მას კრიტიკისგან მის ოფიციალური საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ სახელმწიფოს წარმოდგენისას, რომლის სიმბოლოც იყო, განსაკუთრებით იმათგან, ვინც ლეგიტიმურად სადავოდ ხდიდა სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობას, მათ შორის მონარქიულ მმართველობას. უფრო მეტიც, იმ ფაქტს, რომ ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად მეფე „პასუხს არ აგებს“, განსაკუთრებით სისხლის სამართლებრივად, არ შეეძლო გამოერიცხა შესაძლო ინსტიტუციური პასუხისმგებლობის შესახებ, ალბათ სიმბოლური, ღია დებატი, მისი როგორც ადამიანის რეპუტაციის პატივისცემის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ სადავო გამონათქვამები არ ეხებოდა მეფის პირადი ცხოვრებას ან პირად ღირსებას, ისინი მხოლოდ მეფის, როგორც სახელმწიფო აპარატისა და მისი შეიარაღებული ძალების მეთაურისა და სიმბოლოს კონსტიტუციურ პასუხისმგებლობას ეხებოდა. და ბოლოს, ამ გარემოებებში წინამდებარე საქმეზე საპატიმრო სასჯელის გამოყენებას ვერაფერი გაამართლებდა. განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ემატებოდა მისი აქტიური საარჩევნო ხმის უფლების შეჩერება სასჯელის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკოსი იყო. შედეგად, განმცხადებლის მსჯავრდება და მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული იყო დასახული ლეგიტიმური მიზნისა, კერძოდ კი ესპანეთის მეფის ესპანეთის კონსტიტუციით გარანტირებული რეპუტაციის დაცვისა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 20 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy