© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
იანვარი 2012
ოთმან (აბუ ქატადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 8139/09
გადაწყვეტილება 17.1.2012 [IV სექცია]
მუხლი 6
სისხლის სამართლებრივი პროცედურები
გაძევება
მუხლი 6-1
სამართლიანი განხილვა
რეალური სირკი, რომ მტკიცებულება რომელიც მოპოვებულია მესამე პირების წამების შედეგად დაშვებულ იქნება მომჩივანის ხელახლა გასამართლების დროს: დეპორტაცია იქნება დარღვევა.
მუხლი 3
გაძევება
დეტალური გარანტიები მიმღები სახელმწიფოს მიერ, რომ დიდი პროფილის ისლამისტი არ იქნება არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი თუ დაბრუნდება იორდანიაში: დეპორტაცია არ იქნება დარღვევა.
ფაქტები – მომჩივანი, იორდანიის მოქალაქე, ჩავიდა გაერთიანებულ სამეფოში 1993 წელს და მიენიჭა თავშესაფარი. იგი დაკავებულ იქნა 2002 წლიდან 2005 წლამდე 2001 წლის ანტი-ტერორიზმის, დანაშაულის და უსაფრთხოების აქტის საფუძველზე. მისი გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა გადასცა მომჩივანს შეტყობინება დეპორტაციის განზრახვის შესახებ. ამასთან ერთად, 1999 და 2000 წლებში მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა in absentia იორდანიაში აფეთქებების და დაბომბვის განხორციელების განზრახვის ბრალდების გამო. ძირითადი მტკიცებულება მომჩივანის წინააღმდეგ ყველა პროცესზე რომელიც დასრულდა მსჯავრდებით, გახლდათ ორი თანაბრალდებულის მაინკრიმინირებელი განცხადებები, რომლებმაც შემდეგში შეიტანეს საჩივარი წამების შესახებ. 2005 წელს გაერთიანებულ სამეფოს და იორდანიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რამაც დაადგინა მთელი რიგი გარანტიები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის თვალსაზრისით, რაც უნდა იქნეს დაცული როდესაც ხდება ინდივიდის დაბრუნება ერთი სახელმწიფოდან მეორეში. მან აგრეთვე გაითვალისწინა ნებისმიერი პირისათვის რომელიც დაბრუნებულ იქნა დროული და რეგულარული ვიზიტები დამოუკიდებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ, რომელიც შერჩეულია, ერთობლივად, ორივე მთავრობის მიერ. Adaleh Centre for Human Rights Studies შემდგომში ხელი მოაწერა შეთანხმებას გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან ამ საკითხთან მიმართებაში. მომჩივანის საქმეში დამატებითი კითხვები იქნა დასმული შესაძლო ხელახალ გასამართლებასთან მიმართებაში და პასუხები გაცემულ იქნა იორდანიის მთავრობის მიერ. მომჩივანმა შეიტანა საჩივარი მისი დეპორტაციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მისი საჩივრები, ფრთხილი შესწავლის შემდეგ, ადგილობრივი სასამართლოების მიერ, საბოლოოდ იქნა უარყოფილი.
კანონი – მუხლი 3: გაეროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებდნენ რომ წამება იორდანიაში დარჩა “ფართოდ გავრცელებული და რუტინული” და მხარეებმა აღიარეს რომ იორდანიის მთავრობის მიერ გარანტიების გარეშე შექმნიდა რეალურ რისკს მომჩივანის, დიდი პროფილის ისლამისტის, არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით. ამასთან კავშირში, სასამართლომ აღნიშნა რომ მხოლოდ ცალკეულ საქმეებში ზოგადი სიტუაცია შეიძლება გულისხმობდეს რომ არანაირი დატვირთვა არ მიეცეს გარანატიებს, რომლებიც იქნა წარმოდგენილი. უფრო ხშირად, სასამართლო აანალიზებდა, უპირველესყოვლისა, მიცემული განარტიების ხარისხს (რამდენადაც ისინი იქნა გაზიარებული სასამართლოსათვის, რამდენად ისინი იყო სპეციფიკური, რამდენად ისინი იყო სავალდებულო მიმღები ქვეყნისათვის, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე და რამდენად მათი სანდოობა შემოწმებულ იქნა გამგზავნი/მონაწილე სახელმწიფოს ადგილობრივ სასამართლოების მიერ) და მეორეს მხრივ, რამდენად მიმღები სახელმწიფოს პრაქტიკის მიხედვით ისინი შეიძლება იქნეს სანდოდ მიჩნეული (რამდენად მიმღები სახელმწიფო იყო მონაწილე სახელმწიფო, რამდენად მან მიანიჭა ეფექტური დაცვა წამების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ გამოაცხადა ის მოქმედება რომლებთანაც დაკავშირებულია გარანტიები, რამდენად არსებობდა ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები გამგზავნ სახელმწიფოსთან და შებოჭილი იყო მსგავსი განარტიებით წარსულში, რამდენად მომჩივანი ადრე იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და რამდენად ადექვატურ ღონისძიებებს ქონდა ადგილი მიმღებ სახელმწიფოში, რათა დაეშვა ეფექტური მონიტორინგი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა მომჩივანისთვის მისი ადვოკატისადმი).
მომჩივანის საქმეში გაერთიანებულმა სამეფომ და იორდანიის მთავრობამ მიიღეს გონივრული ღონისძიებები, რათა მიეღო და წარმოედგინა გამჭირვალე და დეტალური გარანტიები რათა უზრუნველეყო რომ პირი არ იქნებოდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მისი იორდანიაში დაბრუნების შემდეგ. ურთიერთგაგების მემორანდუმი მიღწეულ იქნა იმ ღონისძიებათა შედეგად რომლებიც იყო უფრო ძლიერი დეტალებსა და ფორმალურობაში, ვიდრე სხვა გარანტიები, რომლებიც შეუსწავლია სასამართლოს. მეტიც, გარანტიები გაცემულ იქნა კარგი განზრახვით და დამტკიცებული იორდანიის მთავრობის უმაღლესი ორგანოების მიერ, რომელთა ორმხრივი ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან ისტორიულად იყო ძალზედ ძლიერი. ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებდა რომ მომჩივანი დეპორტირებული იქნებოდა იორდანიაში, სადაც მოხდებოდა მისი დაკავება და განმეორებით გასამართლება იმ დანაშაულებისთვის, რომლების გამოც მოხდა მისი მსჯავრდება ინ აბსენტია. მომჩივნის დიდი პროფილი მაღალი ალბათობით უზრუნველოფდა რომ იორდანიის ხელისუფლების ორგანოები ყოფილიყვნენ ფრთხილები რათა უზრუნველეყოთ მისი შესაფერისი მოპყრობა, რადგან რაიმე არასათანადო მოპყრობა არა მარტო იქონიებდა სერიოზულ შედეგებს ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებზე გაერთიანებულ სამეფოსთან, არამედ გამოიწვევდა საერთაშორისო გამოხმაურებას. ბოლოს, ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, მომჩივანი რეგულარულად იქნებოდა მონახულებული Aდალეჰ ცენტრის მიერ, რომელსაც ექნება შესაძლებლობა გადაემოწმებინა რამდენად გარანტები იყო დაცული. შედეგად, მომჩივანის დაბრუნება იორდანიაში არ გამოიწვევდა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის რეალური რისკის წარმოშობას.
დასკვნა: დეპორტაცია არ გამოიწვევდა დარღვევას (ერთხმად).
მუხლი 5: სასამართლომ დაადასტურა რომ მე-5 მუხლი გამოიყენებოდა გაძევების საქმეებზე და მონაწილე სახელმწიფო დაარღვევდა მოცემულ დებულებას, თუ მოხდებოდა მომჩივანის გაძევება იმ სახელმწიფოში, სადაც ის იქნებოდა მოცემული მუხლით დაცული უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის რისკის ქვეშ. თუმცა, ძალზედ მაღალი თამასა გამოიყენება მოცემულ საქმეებში. იორდანიის კანონის თანახმად, მომჩივანი უნდა წარედგინად სასამართლო განხილვაზე მისი დაკავების მომენტიდან ორმოცდაათი დღის განმავლობაში, რაც სასამართლოს მოსაზრებით, არასაკმარისი იყო იმ დაკავების ვადისათვის, რაც შეიძლება ჩათვლილიყო მე-5 მუხლის სერიოზულ დარღვევად.
დასკვნა: დეპორტაცია არ გამოიწვევდა დარღვევას (ერთხმად).
მუხლი 6: მომჩივანი ჩიოდა, რომ თუ მოხდებოდა მისი დაბრუნება იორდანიაში, მისი ხელახალი გასამართლება იქნებოდა მართმსაჯულების არსებითი დარღვევით, რადგან, inter alia, მოხდებოდა წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლომ მიიჩნია რომ მართლმსაჯულების არსებითი დარღვევა ექცეოდა უბრალო დარღვევებისგან ან იმ პროცესის გარეთ, რომლის დროსაც შესაბამისი გარანტიების არ არსებობდა რასაც შეიძლება გამოეწვია მე-6 მუხლის დარღვევა, თუ ეს მოხდებოდა თვით მონაწილე სახელმწიფოში. რაც იყო მოთხოვნილი, გახლდათ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევა, გახლდათ ისეთი ფუნდამენტური, რომ ეს გამოიწვევდა გაუფასურებას ან განადგურებას მოცემული მუხლით გარანტირებული უფლების რეალური არსის. ამასთან კავშირში, სასამართლომ აღნიშნა რომ წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობა რეალურად წინააღმდგობაში იქნებოდა არა მარტო კონვენციის მე-6 მუხლთან, არამედ სამართლიანი სასამართლოს ძირითად საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან. ეს განაპირობებს რომ პროცესი იქნება არამორალური, არალეგალური და სრულად არასანდო მისი შედეგის თვასლაზრისით. წამების შედეგდ მიღებული მტკიცებულების დასაშვებად გამოცხადება სისხლის სამართლის პროცესზე შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს მართმსაჯულების არსებით წართმევად. მაინკრიმინებელი განცხადებები მომჩივანის საქმეში მიცემულ იქნა ორი სხვადასხვა მოწმის მიერ, ორივე მათგანი გახდა მსხვეპლი ფეხის გულებზე ცემის მსხვეპლი, რაც ცნობიალია როგორც ფალაკა, რისი მიზანიც შეიძლება იყოს მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება. სასამართლომ ადრე განიხილა არაადამიანური მოპყრობის მოცემული ფორმა და არანაირი ყოყმანი არ ქონია რომ დაეხასიათებინა იგი როგორც წამება. მეტიც, წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები გამოყენება იორდანიაში იყო ფართოდ გავრცელებული და სამართლებრივ განატიებს, რომლებსაც ადგილი ქონდა იორდანიის კანონმდებლობაში, როგორც ჩანს, მცირე პრაქტიკული ფასი გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს ექნებოდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა იმ ჩვენებების დასაშვებობა, რომლებიც მოპოვებულ იქნა წამების შედეგად, მას შეექმნებოდა მნიშვნელოვანი სირთულეები ამის მცდელობის დროს, ამდენი წლის შემდეგ, ამ მოვლენების შემდეგ და ამავე სასამართლოს წინაშე, რომელიც რუტინულად უარყოფდა მსგავს საჩივრებს. წარმოადგინა რა კონკრეტული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ თანაბრალდებულები დაექვემდებარენ წამებას, მის წინააღმდეგ საქმის წარმოდგენის დროს მოცემული მტკიცებულება მაღალი ალბათობით გამოყენებული იქნებოდა მისი ხელახალი გასამართლების დროს, მომჩივანმა დააკმაყოფილა ის მტკიცების სტანდარტი, რაც აუცილებელია, რომ ნაჩვენები იქნას მართლმსაჯულების არსებითი უარყოფის რეალური რისკის არსებობა მისი იორდანიაში რეპორტაციის შემთხვევაში.
დასკვნა: დეპორტაცია გამოიწვევდა დარღვევას (ერთხმად)
მუხლი 41: არანაირი მოთხოვნა არ დაყენებულა ზიანთან მიმართებაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy