© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე ოთმანი (აბუ ქათადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივარი No. 8139/09)
(ამონარიდები)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
17 იანვარი 2012
საბოლოო
09/05/2012
წინამდებარე საქმეზე ოთმანი (აბუ ქათადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლეხ გარლიკი, პრეზიდენტი
ნიკოლას ბრატცა,
ლილიანა მიიოვიჩ,
დევიდ თორ ბიორგვინსონ,
ლედი ბიანკუ,
მიჰაი პოალელუნგი,
ვენსან ა. დე გაეტანო, მოსამართლეები
და ლორანს ერლი, სასამართლო გამწესრიგებელი,
2011 წლის 13 დეკემბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამავე დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 8139/09) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 11 თებერვალს სასამართლოში შეიტანა იორდანიის მოქალაქემ, ბ-ნმა ომარ ოთანმა ("მომჩივანი").მომჩივანს წარმოადგენდა ქ-ნი გ. ფირსი, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა ლონდონში იურიდიულ ფირმაში "ბირნბერგ ფირსი და პარტნიორები". მას ასისტენტობას უწევდა ბ-ნი ე. ფიცჯერალდი QC, ბ-ნი რ. ჰუსეინი QC და ბ-ნი დ. ფრიდმანი, მრჩეველი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენდა მისი აგენტი ქ-ნი ლ. დობენი საგარეო და თანამეგობრობის განყოფილებიდან.მომჩივანი აცხადებდა, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, იგი აღმოჩნდებოდა არასათანადო მოპყრობის საფრთხის წინაშე და ვერ ისარგებლებდა მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებით მე-6 მუხლის დარღვევით იმ შემთხვევაში, თუკი განხორციელდებოდა მისი დეპორტირება იორდანიაში.2009 წლის 19 თებერვალს იმ პალატის პრეზიდენტმა, რომელსაც მიეკუთვნა მოცემული საჩივარი, გადაწყვიტა სასამართლო რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება, მოახსენა რა მთავრობას, რომ მხარეთა და სამართალწარმოების ჯეროვანი განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი იყო მომჩივანი არ გადაცემულიყო იორდანიას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2009 წლის 19 მაისს სასამართლომ გადაწყვიტა საჩივრის შესახებ შეეტყობინებინა მთავრობისათვის. მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისაღებობა და საქმის არსებითი მხარე განეხილა თანადროულად (კონვენციის მუხლი 29 § 1).მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ წარმოადგინეს მოსაზრებები (სასამართლო რეგლამენტის 59 § 1 მუხლი). ამასთანავე, მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან Amnesty International, Human Rights Watch და JUSTICE, რომელთაც პალატის პრეზიდენტმა მიანიჭა უფლება ჩართულიყვნენ წერილობით პროცედურაში (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44 § 2). მხარეებმა უპასუხეს წარმოდგენილ კომენტარებს (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44 § 5).მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2010 წლის 14 დეკემბერს (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ქ-ნი ლ. დობენი,წარმომადგენელი
ბ-ნი მ. ბელოვი QC,
ქ-ნი რ. თემი QC,მრჩეველი
ბ-ნი თ. ეიქი,
ბ-ნი ნ. ფასელი,
ბ-ნი ა. გლედჰილი,
ბ-ნი თ. კინსელა,
ბ-ნი ა. როსთრონი,კონსულტანტები
(ბ)მომჩივნის მხარეს
ქ-ნი გ. ფირსი,სოლისიტორი
ბ-ნი ე. ფიცჯერალდი, QCადვოკატი
ბ-ნი დ. ფრიდმანი
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი ბელოვისა და ბ-ნი ფიცჯერალდის გამოსვლებს, ისევე როგორც მათ პასუხებს სასამართლოს შეკითხვებზე.
ფაქტები
I.საქმის გარემოებები
ა. შესავალიმომჩივანი დაიბადა 1960 წელს ბეთლემთან ახლოს, მაშინდელი იორდანიის სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე. იორდანიიდან პაკისტანში გაქცევის შემდეგ იგი გაერთიანებულ სამეფოში ჩამოვიდა 1993 წელს. მან წარმატებით მოითხოვა თავშესაფარი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა შემდეგი ფაქტები: პირველი იგი დაპატიმრებული და ნაწამები იქნა 1988 წლის მარტსა და 1990-1991 წლებში იორდანიის ხელისუფლების მიერ და, მეორე, იმის გამო, რომ იგი დაპატიმრებულ იქნა და შემდგომ განათავსეს შინაპატიმრობაში დამატებით კიდევ ორ შემთხვევაში. მომჩივანი აღიარებულ იქნა ლტოლვილად 1994 წლის 30 ივნისს და მიენიჭა ქვეყანაში დარჩენის უფლება 1998 წლის 30 ივნისამდე. ზოგადი პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფო მდივანს არ წარმოუდგენია ის მიზეზები, რომლის საფუძველზეც მოხდა მომჩივნის ლტლვილად აღიარება.1998 წლის 8 მაისს მომჩივანმა მოითხოვა გაერთიანებულ სამეფოში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლება. მოცემული განახადი არ გახლდათ დაკმაყოფილებული მომჩივნის დაკავების დროისათვის 2002 წლის 23 ოქტომბერს. მოცემულ დღეს იგი დაკავებულ იქნა 2001 წლის "ანტი-ტერორისტული, დანაშაულისა და უსაფრთხოების კანონის" საფუძველზე (იხ. A. and Others v. the United Kingdom [GC], no. 3455/05, § 90, 19 თებერვალი 2009). 2005 წელს, მაშინ როდესაც მოხდა კანონის გაუქმება, მომჩივანი გაათავისუფლეს გირაოთი, რის შემდეგაც იგი დაექვემდებარა კონტროლს "ტერორიზმის პრევენციის შესახებ კანონის" საფუძველზე (ibid., §§ 83-84). 2005 წლის 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც მომჩივანის მიერ გასაჩივრებული კონტროლის ბრძანება ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზე იყო, სახელმწიფო მდივანმა მას გაუგზავნა შეტყობინება დეპორტირების განზრახვის შესახებ (იხ. ნაწილი დ, პარაგრაფი 25 ქვემოთ).
ბ. წინარე სისხლისსამართლებრივი წარმოება იორდანიაში
1. რეფორმისა და გამოწვევის სასამართლო პროცესი1999 წლის აპრილში, მომჩივანს იორდანიაში in absentia მსჯავრი დაედო აფეთქებების მოწყობის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სასამართლო პროცესზე, რომელიც ცნობლი გახლდათ როგორც "რეფორმისა და გამოწვევის" საქმე. მომჩივანი გახლდათ ცამეტ ბრალდებულთაგან მეთორმეტე.საქმე ეხებოდა ბრალდებას შეთქმულებაში მონაწილეობაზე, რომელიც მიზნად ისახავდა იორდანიაში ბომბის აფეთქების ორგანიზებას, რის შედეგადაც 1998 წელს ამანში ამერიკულ სკოლასა და იერუსალიმის სასტუმროზე განხორციელდა თავდასხმები. ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა შემდგომ მსჯავრდებებს ტერორისტული დაჯგუფების წევრობისათვის, თუმცა მოცემული თემები ზოგად ამნისტიას დაექვემდებარა. სასამართლო პროცესის დასასრულს მომჩივანს მიასაჯა სამუდამო პატიმრობა მძიმე შრომის თანხლებით.სასამართლო პროცესის დროს ერთმა მოწმემ, მოჰამედ ალ-ჯერამენმა, აღიარა, რომ სწორედ იგი და არა ბრალდებული იყო ჩართული აღნიშნულ ბომბის აფეთქების საქმის განმხილველმა სახელმწიფოს უსაფრთხოების სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული აღიარება ცრუ გახლდათ, კერძოდ კი იმ უზუსტობების გამო რომელიც ვლინდებოდა მოწმის მიერ ხსენებულ ასაფეთქებელ ნივთიერებათა ბუნების ირგვლივ და სხვა ტექნიკურ მტკიცებულებებთან მიმართებაში. ბ-ნი ალ-ჯერამენი მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს სხვა მკვლელობებისათვის, რომელშიც მას მსჯავრი სხვა სამართალწარმოების დროს დაედო.მომჩივანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულება უწინარესად ეფუძნება თანაბრალდებულის - აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის (ასევე ცნობილი როგორც ალ-ხამაისე) მიერ წარმოდგენილ ინკრიმინაციულ ჩვენებას. საჯარო (ან სახელმწიფო) პროკურორის წინაშე მიცემულ აღიარებაში ბ-ნი ალ-ჰამაშერი აცხადებდა, რომ მომჩივანმა წაახალისა იგი თავდასხმებში მონაწილეობის მისაღებად. მან ასევე აღნიშნა, თითქოს მომჩივანმა ჯგუფს მიულოცა თავდასხმების წარმატებით განხორციელება.ბ-ნი ჰამაშერი, სხვა რამდენიმე ბრალდებულთან ერთად ჩიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას, რომ ისინი დაექვემდებარნენ წამებას იორდანიის გენერალური სადაზვერვო დეპარტამენტის ("გსდ") მხრიდან, რომელსაც საჯარო უშიშროების მმართველობასა და სამხედრო დანაყოფთან ერთად აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით უშიშროების უზრუნველყოფასა და უშიშროებისადმი საფრთხის მონიტორინგზე იორდანიაში. დაკითხვის დასასრულს, რომლის დროსაც აღნიშნული პირები აცხადებენ. რომ დაექვემდებარნენ წამებას, საჯარო პროკურორმა მიიღო ჩვენება ყოველი ბრალდებულისაგან.სასამართლოზე წარმოდგენილ იქნა ბრალდებულთა წამების აშკარა მტკიცებულებანი ადვოკატების, სამედიცინო შემმოწმებლების და ბრალდებულთა ნათესავების მიერ. თუმცა, სახელმწიფოს უშიშროების სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულებმა ვერ შეძლეს წამების დადასტურება.აღნიშნულის შემდეგ ადგილი ჰქონდა საკასაციო სასამართლოში რამდენიმე აპელაციას, რის შემდეგაც საქმეები განსახილველად დაუბრუნდა ისევ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს, თუმცა, იმის გამო, რომ მომჩივანს მსჯავრი დაედო in absentia, მას აპელაციის უფლებით არ უსარგებლია. აღნიშნული აპელაციების დროს მსჯავრდება შეუცვლელად იქნა დატოვებული იმის გამო, რომ შესაბამისი ჩვენებები მიცემული გახლდათ საჯარო პროკურორისათვის. მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ ჩვენებებში არსებული აღიარებანი საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა მსჯავრდებისათვის იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაითვალისწინებდა მას და თუკი საჯარო პროკურორი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა აღნიშნულ აღიარებებს. საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საჯარო პროკურორს უნდა დაემტკიცებინა. რომ ბრალდებულებმა აღიარებითი ჩვენება საკუთარი ნებით მისცეს: საჯარო პროკურორის ვალდებულება ამტკიცოს. რომ აღიარება ნებაყოფლობით იყო მიცემული წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღიარება მის წინაშე არ მომხდარა. მოცემული აღიარებანი ნამდვილი იყო და არ არსებობდა მტკიცებულება, რომლითაც ფინანსური ან მორალური იძულება დადასტურდებოდა.საკასაციო სასამართლომ შემდეგ განიხილა ბრალდების მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც საჯარო პროკურორის წინაშე მიცემული აღიარებანი წარმოადგენდა "გსდ"-ში პატიმრობისას ბრალდებულთა და მათ ოჯახთა იძულების შედეგს. გამოძიების დროს ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგებოდა იორდანიის კანონმდებლობას და დამნაშავეებს დასჯას უქვემდებარებდა. თუმცა, იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ ბრალდებულთა მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს შეესაბამებოდა, იგი მაინც არ აბათილებდა საჯარო პროკურორის წინაშე გაკეთებულ აღიარებებს თუ არ დამტკიცდებოდა, რომ ეს უკანასკნელი მიღებული იყო უკანონო იძულებით, რომლის შედეგადაც ბრალდებულები იძულებელნი შეიქნენ ეღიარებინათ ის, რაც არ ჩაუდენიათ. ბრალდებულებს არ დაუდასტურებიათ, რომ ადგილი ჰქონდა მსგავს შემთხვევას.მოცემული სასამართლო პროცესის შედეგად მომჩვნის მსჯავრდების შემდეგ იორდანიის ხელისუფლებამ მოითხოვა მომჩვნის ექსტრადირება გაერთიანებული სამეფოდან. 2000 წლის დასაწყისში იორდანიამ უკანვე გამოიხმო საკუთარი მოთხოვნა.
2. ათასწლეულის შეთქმულების სასამართლო პროცესი2000 წლის შემოდგომაზე მომჩივანი კიდევ ერთხელ გასამართლდა in absentia იორდანიაში, ამჯერად სასამართლო პროცესზე რომელიც ცნობილია სახელით "ათასწლეულის შეთქმულება" და რომელიც ეხებოდა შეთქმულებას განხორციელებულიყო აფეთქებანი დასავლეთის და ისრაელის სამიზნეებზე იორდანიაში ათასწლეულის დღესასწაულის თანადროულად. შეთქმულება გაიხსნა მანამდე, სანამ მოხდებოდა თავდასხმების განხორციელება. მომჩივანი ეჭვმიტანილი გახლდათ კომპიუტერისათვის ფულის მიწოდებასა და წერილობითი ფორმით წახალისებაში. წერილი აღმოჩენილ იქნა თანაბრალდებულის, ანუ ჰოშერის სახლში. მომჩივანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებას აბუ ჰოშერის ჩვენება წარმოადგენს.ბრალდებულთა უმრავლესობას მსჯავრი დაეკისრათ უმეტეს ბრალდებებში; ზოგიერთი მათგანს კი სრულად ან ნაწილობრივ მოეხსნათ ბრალი. მომჩივანი დამნაშვედ იქნა ცნობილი და მიესაჯა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა და მძიმე შრომა. სხვა ბრალდებულებს, მათ შორის აბუ ჰოშერსაც, კი სიკვდილით დასჯა შეეფარდათ. აპელაციისას რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის, როგორც ჩანს ალი ჰოშერმაც, განაცხადეს, რომ დაკითხვის თხუთმეტი დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც უარი ეთქვათ ადვოკატზე წვდომაზე, ისინი დაექვემდებარნენ წამებას. საკასაციო სასამართლომ უარყო აპელაციის მოცემული საფუძველი და დაადგინა, რომ დაკითხვის ოქმის მიხედვით დასტურდებოდა, რომ ყოველ ბრალდებულს განემარტა -მას ჰქონდა დუმილის უფლება წაყენებულ ბრალთან მიმართებაში მანამდე, სანამ არ მოვიდოდა მისი ადვოკატი. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გაცხადებული არასათანადო მოპყრობა "გსდ"-ში დაკავებისას არ იყო რელევანტური, რადგან სახელმწიფო უშიშროების სასამართლო არ ეფუძნებოდა ბრალდებულთა მიერ "გსდ"-ში მიცემულ აღიარებებს, არამედ იმ აღიარებებს, რომელიც განხორცილდა საჯარო პროკურორის წინაშე. აბუ ჰოშერის განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ ძალაში იქნა დატოვებული.გაერთიანებული სამეფოს სპეციალური საიმიგრაციო აპელაციის კომისიის ("სსაკ") დასკვნები იმ მტკიცებულებასთან მიმართებაში, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ ყოველ სასამართლო პროცესზე მოცემულია ქვემოთ 45-ე პარაგრაფში. შემდგომი მტკიცებულებანი, რომელიც წარმოდგენილი იქნა "სსაკ" დასკვნის შემდეგ, და რომელიც წარმოდგენილია მოცემული სასამართლოსათვის, მიმოხილულია ქვემორე პარაგრაფებში 94-105 (იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რომელიც ხელმისაწვდომია Hudoc-ზე).
გ. ურთიერთგაგების მემორანდუმის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსა და იორდანიას შორის2001 წლის ოქტომბერში საგარეო და თანამეგობრობის ოფისმა მოახსენა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას. რომ კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაციას იორდანიაში. 2003 წლის მარტში მთავრობის მიერ გაძევების ამგვარი ბარიერის მოხსნის შესაძლებლობის განხილვის შემდეგ საგარეო და თანამეგობრობის ოფისმა დაადასტურა, რომ მის მიერ 2001 წლის ოქტომბერში გაცემული მოსაზრება ძალაში რჩებოდა, მაგრამ განიხილავდა თუ რამდენად მოისურვებდნენ რიგი მთავარი ქვეყნები გაეცათ შესაბამისი გარანტიები, რომლის მიხედვითაც პოტენციური დეპორტანტებისადმი მოპყრობა შესაბამისობაში იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს ვალდებულებებთან. 2003 წლის მაისში საგარეო საქმეთა მდივანი დაეთანმა, რომ შესაბამისი უცხო სახელმწიფოებისაგან კონკრეტული და სანდო გარანტიების მიღების შემთხვევაში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმით, შესაძლებელი გახდებოდა გაერთიანებული სამეფოდან დეპორტაციის განხილვა.2003 წლის ნოემბერში ბრიტანეთის საელჩომ ამანში მიიღო ინსტრუქცია განევითარებინა იდეა, რათა დადებულიყო ჩარჩო ურთიერთგაგების მემორანდუმი ("უშმ") იორდანიის მთავრობასთან. 2005 წლის თებერვალში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და იორდანიის მეფის შორის გამართულ შეხვედრაზე, ისევე როგორც საშინაო საქმეებში სახელმწიფო მდივნისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრაზე შედგა შეთანხმება "უშმ" პრინციპების ირგვლივ.შემდგომი მოლაპარაკებები გაიმართა 2005 წლის ივნისში და "უშმ"-ს ხელი მოეწერა 2005 წლის 10 აგვისტოს. მოცემული "უშმ" აყალიბებდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიებს, რომელიც პატივცემული იქნებოდა იმ შემთხვევაში. როდესაც ადგილი ექნებოდა ერთი სახელმწიფოდან მეორეში (იხ. პარაგრაფი 76 ქვემოთ) პირის დაბრუნებას. იმავე დღეს ხელი მოეწერა საერთო შეთანხმებას ამანში გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ წარმომადგენელსა და იორდანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომელშიც გაიწერა იორდანიის მთავრობის ვალდებულება წარმოედგინა გარანტიები, რომ რიგ ინდივიდუალურ შემთხვევებზე არ განხორციელდებოდა სიკვდილით დასჯის დაკისრება. იორდანიის მთავრობისადმი დასმულ იქნა შემდგომი შეკითხვები მომჩივანთან დაკავშირებით დეპორტაციის შემდეგ ხელახალი გასამართლების შესახებ, რომელსაც 2006 წლის მაისში პასუხი გასცა იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივმა მრჩეველმა."უშმ" ასევე მოიცავდა დებულებას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პირი, რომელიც დაბრუნებული იქნებოდა მემორანდუმის ფარგლებში, უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი საკონტაქტოდ და უნდა ესარგებლა დაუყოვნებელი და რეგულარული ვიზიტებით გაერთიანებული სამეფოსა და იორდანიის მთავრობების მიერ ნომინირებული დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან. 2005 წლის 24 ოქტომბერს "ადამიანის უფლებების ადალეჰ შესწავლის ცენტრმა" (Adaleh Center for Human Rights Studies) ("ადალეჰ ცენტრი") გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მოაწერა ხელი მონიტორინგის შეთანხმებას. 2006 წლის 13 თებერვალს მოხდა "ადალეჰ ცენტრთან" პირობების შეთანხმება (იხ. პარაგრაფი 80, ქვემოთ).
დ. მომჩივნის მიერ დეპორტაციის აპელაცია2005 წლის 11 აგვისტოს, ანუ "უშმ" ხელმოწერის მეორე დღეს, სახელმწიფო მდივანმა მომჩივანს გაუგზავნა დეპორტირების განზრახვის შეტყობინება. სახელმწიფო მდივანმა დაადსტურა, რომ გადაწყვეტილება მომჩივნის დეპორტირების შესახებ მიღებული გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მომჩივანმა მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრა "სსაკ"-ში, inter alia, იმ საფუძველზე, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 მუხლებთან. დაეფუძნა რა საკუთარ წინარე თავშესაფრის მოთხოვნას, იგი დავობდა, რომ მისი მაღალი ცნობადობა გულისხმობდა იორდანიის ხელისუფლების ფართო დაინტერესებას მისი პერსონით. დაბრუნების შემთხვევაში, იგი ამასთანავე დაექვემდებარებოდა ხელახლა გასამართლებას იმ დანაშაულებისათვის, რომელთათვისაც მას მსჯავრი დაედო in absentia. შესაბამისად, მას შეეფარდებოდა ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა. ყოველივე აღნიშნული კი ნიშნავდა, რომ იგი იდგა წამების რეალური საფრთხის წინაშე წინასწარი პატიმრობისას ან მსჯავრდების შემდეგ, რათა მისგან მიღებული ყოფილიყო აღიარება ან ინფორმაცია სხვა მიზნებისათვის. იგი ამასთანავე ექვემდებარებოდა სიკვდილით დასჯის ან სხვა ქვეყნებისათვის, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, გადაცემის საფრთხეს. მე-6 მუხლის საფუძველზე მომჩვანი აღნიშნავდა, რომ მისი ხელახალი გასამართლება ცალსახად არასამართლიანი იქნებოდა: სახელმწიფოს უშიშროების სასამართლო, რომელიც გახლდათ სამხედრო სასამართლო, არ იყო აღმასრულებელისაგან დამოუკიდებელი და არსებობდა რეალური საფრთხე მტკიცებულების წამების გზით მოპოვების შესახებ - მისგან, მის თანაბრალდებულთა ან სხვა პატიმართაგან - რომელიც მის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
1. სამართალწარმოება "სსაკ"-ში
(ა) სამართალწარმოების პროცესი "სსაკ"-ში და მისი დასკვნები ეროვნული უსაფრთხოების შესახებ2007 წლის 26 თებერვალს მომჩვნის აპელაცია არ დაკმაყოფილდა "სსაკ" მიერ. აპელაცია "სსაკ"-მა ორ ნაწილად მოისმინა: "ღია სხდომაზე", სადაც მომჩივნისა და მისი წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდა საქმისა და მტკიცებულებების წარმოდგენა სახელმწიფო მდივნის მიერ; და "დახურულ სხდომაზე", სადაც რიგი სახელმწიფო მდივნის მიერ წარმოდგენილი საქმისა ვერ იქნა გამოაშკარავებული უსაფრთხოების მიზნების გამო... "სსაკ"-მა დახურულ სხდომაზე მოისმინა ის მტკიცებულებები, რომელიც შეთანხმებული იყო "უშმ" ფარგლებში, იმდენად რამდენადაც მოხდებოდა წამების საფრთხის შემცირება და იმ მტკიცებულების განხილვა, რომელიც ეხებოდა ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელსაც წარმოადგენდა მომჩივანი გაერთიანებული სამეფოსათვის ("დახურული მასალა"). დახურული სხდომებისას მომჩივანი და მისი წარმომადგენლები არ იქნენ დაშვებულნი, თუმცა მათი ინტერესები დაცული გახლდათ სპეციალური ადვოკატების მიერ. "სსაკ"-მა შემდეგ გამოიტანა "ღია გადაწყვეტილება" რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და "დახურული გადაწყვეტილება", რომელიც მიეცა მხოლოდ სახელმწიფო მდივანსა და სპეციალურ ადვოკატებს.გადაწყვეტილების მიღებისას მასზედ, თუ რამდენად იყო მომჩივნის დეპორტაცია აუცილებელი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის, "სსაკ"-მა მიიჩნია, რომ სახელმწიფო მდივნის საქმე იყო "კარგად დამტკიცებული" რადგან მომჩივანი მრავალი მხარის მიერ ითვლებოდა ტერორისტად და სულიერ მრჩევლად იმ პირთათვის, რომლებიც ჩადიოდნენ ძალადობის აქტებს. თუმცა, "სსაკ"-მა არ გაითვალისწინა მომჩივნის არც ერთი in absentia მსჯავრდება იორდანიაში, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა მთავრობის საქმის ნაწილს. აღნიშნულის მიზეზი გახლდათ ის ფაქტი, რომ მთავრობამ მიიღო . "პრაგმატული მიდგომა" როდესაც არ დაეფუძნა იმ მტკიცებულებებს, რომელიც ითქვა რომ მიღებული გახლდათ წამების შედეგად, რადგან მისი გამოყენების შემთხვევაში უნდა დადგენილიყო მართლაც მოხდა თუ არა მათი მიღება წამების გზით. აღნიშნული განხორციელდა ლორდთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში საქმეზე A and others (no. 2) (იხ. პარაგრაფები 136-137 ქვემოთ)."სსაკ"-მა შემდეგ განიხილა ის მტკიცებულებანი, რომელიც მან მოისმინა სხვადასხვა წყაროებისაგან, მათ შორის მაღალი რანგის გაერთიანებული სამეფოს დიპლომატის, ბ-ნ მარკ ოუქტებისაგან, რომელმაც მტკიცებულებები წარმოადგინა "უშმ" ფარგლებში ნაწარმოები მოლაპარაკებებისას, "ადალეჰ ცენტრთან" მონიტორინგის შეთანხმების დადებისას და ისაუბრა იმ საფრთხეებზე. რომელიც ელოდა მომჩივანს იორდანიაში. მომჩივნის სახელით მან მოუსმინა სამი მეცნიერის მიერ წარმოდგენილ ჩვენებებს იორდანიაში არსებული რეჟიმის შესახებ. მან ასევე მოუსმინა არაბულად მოსაუბრე ბარისტერს, ქ-ნ რანა რეფაჰის, რომელმაც იმოგზაურა იორდანიაში კვლევის საწარმოებლად და წინა ორ სასამართლო განხილვაზე დასასწრებად, ასევე, გაესაუბრა ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს. ამასთანავე, მან განიხილა აშშ მთავრობის ინტერესი მომჩივნის მიმართ და ბრალდებანი, რომ იორდანიის მოქალაქე გამონაკლისის სახით დაექვემდებარებოდა გადაცემას იორდანიიდან აშშ-სათვის.
(ბ)"სსაკ"-ის დასკვნები "უშმ"-ზე"სსაკ"-მა დაადგინა, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, Reports of Judgments and Decisions 1996‑V და Mamatkulov and Askarov v. Turkey [GC], nos. 46827/99 and 46951/99, ECHR 2005‑I, ადასტურებდა, რომ მიღებულ გარანტიებზე დაფუძნება კანონიერი გახლდათ. მაგრამ ის წონა, რაც შეიძლება მინიჭებოდა მოცემულ გარანტიებს დამოკიდებული იყო ყოველ კონკრეტულ საქმეზე. არსებობდა სხვაობა იმ გარანტიებზე დაფუძნებისას, რომელიც სახელმწიფოსაგან ითხოვდა იმგვარ მოქმედებას, რომელიც არ გამომდინარეობდა მისი ჩვეულებრივი კანონისაგან და იმ გარანტიებზე დაფუძნებისას, რომელიც სახელმწიფოს თხოვდა ემოქმედა კანონის მოთხოვნის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში მოცემული კანონის დაცვა სრულად ან რეგულარულად არ ხდებოდა. მოიხმო რა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება საქმეზე Agiza v. Sweden (იხ. პარაგრაფი 147 ქვემოთ), სადაც შვედეთის ხელისუფლებამ გააძევა ეგვიპტის მოქალაქე მას შემდეგ რაც მიიღო გარანტიები ეგვიპტისაგან "სსაკ"-მა აღნიშნა:
"აგიზას საქმე წარმოადგენს აშკარა გაფრთხილებას სიტყვებსა და დიპლომატიურ მონიტორინგზე უშალო დაფუძნებისას. მოცემულ საქმეში არსებობდა გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც შვედეთს ხელისუფლება უნდა დაეჭვებულიყო საფრთხეების შესახებ, მათ შორის ის ფუნქცია რომელიც მათ მიანიჭეს უცხო ქვეყნის დაზვერვის ორგანიზაციას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ დეტალებს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია: სიმძლავრე, ხანგრლივობა და სიღრმე ორმხრივი ურთიერთობებისა ორ ქვეყანას შორის იმასთან შედარებით, რომელიც ჰქონდათ შვედეთსა დაეგვიპტეს; ის თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებანი "უშმ" ირგვლივ და მათი მნიშვნელობის დიპლომატიური შეფასება; (მოცემული მომჩვნის) ცალკეული გარემოებები და იორდანიის დამოკიდებულება; სხვადასხვა ეტაპზე არსებული საფრთხეების მასშტაბი "უშმ" არარსეობისას, განსაკუთრებით პატიმრობის ადრეულ ეტაპზე, ანუ სწორედ მაშინ როდესაც "გსდ" მიერ წამების საფრთხე ყველაზე მაღალია და როდესაც აგიზას საქმეში წამება დადასტურებულადსწორედ ამ დროს განხორციელდა; სისწრაფე, რომლითაც იმოქმედებდნენ მონიტორები და ჩვენის მრწამსით მოიპოვებდნენ წვდ
ომას მომჩივანზე თავდაპირველ დღეებში. შვედებს ეგონათ, რომ აგიზას ნახვის მოთხოვნა ნეგატიურად აისახებოდა ურთიერთნდობაზე შვედებსა და ეგვიპტელებს შორის, მაშინ როდესაც მსგავსი დამოკიდებულება არ შეინიშნება არც გაერთიანებული სამეფოს, არც "ადალეჰ ცენტრისა" და არც იორდანიის მთავრობის მხარეს, პირიქით. მოცემული საქმის ერთი ასპექტი, რომელიც შემაშფოთებელი იყო წამების წინააღმდეგ კომიტეტისათვის გახლდათ ის ფაქტი, რომ აგიზა გადაყვანილი იქნა მისი საქმის საბოლოო იურიდიული განხილვის გარეშე. ჩვენს შემთხვევაში კი ვითარება განსხვავებულია."მოცემულ შემთხვევაში, იორდანიის პოლიტიკური ვითარება და არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და პარლამენტის თავისუფლება, მართალია შეზღუდული ფორმით, მაგრამ მაინც ამცირებს იმ საფრთხეებს რომელიც შესაძლოა მომჩივანს შეექმნას. ამასთანავე, კრიტიკული განხილვის დონე, რომელზეც იორდანიამ თანხმობა განაცხადა "უშმ" ფარგლებში ადასტურებს მის სურვილს დაემორჩილოს ამ უკანასკნელის პირობებსა და სულისკვეთებას. ყოველ ქვეყანას გააჩნია ჯეროვანი ინტერესი თავიდან აიცილოს "უშმ" დარღვევა: დიპლომატიური ურთიერთობანი გაერთიანებულ სამეფოსა და იორდანიას შორის მეგობრული და ფართომასშტაბიანია, რაც იორდანიისათვის ღირებულ მონაპოვარს წარმოადგენს და საკუთარი სიტყვის დარღვევის თავიდან აცილება მისთვის ნამდვილ მასტიმულირებელ გარემოებად შეიძლება იქნას განხილული. ორივე ქვეყანას გააჩნია ინტერესი შეინარჩუნოს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ საკითხებში. გაერთიანებულ სამეფოს გააჩნდა ერთობ რეალური საფიქრალი მასზედ, თუ როგორ გადაეცა უცხო ქვეყნის მოქალაქენი იმგვარად, რომ არ დაერღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რადგანაც ამ ფართოდ გაჟღერებულ საქმეში შეცდომის დაშვება პროცესს მნიშვნელოვნად დახევდა უკან. შესაბამისად, ამგვარი საფიქრალი წარმოადგენდა "უშმ" ნებისმიერი დარღვევის გამოძიების შემდგომ მასტიმულირებელ ფაქტორს. მაშინ როდესაც "უშმ" არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯები იქნებოდა მიღებული ამგვარი გამოძიებისას, "სსაკ"-მა მიიღო მტკიცებულებანი ბ-ნი ოუქდენისაგან, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი უუნარობა იორდანიის მთავრობის მხრიდან ეპასუხათ დიპლომატიური შეკითხვებისათვის გამოიწვევდა "დაუყოვნებელ დაძაბვას დიპლომატიურ და სამინისტროთაშორის ურთიერთობებსა და რეაქციებში"."სსაკ"-მა აღნიშნა, რომ "უშმ"-სა და მონიტორინგის დებულებებში არსებობდა რიგი სუსტი დებულებები. ზოგიერთ დაცვითი უფლება, მაგალითად ადვოკატზე დაუყოვნებელი წვდომა, ჩაწერილი ინტერვიუები, დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევანი და ფარული დაკავების ადგილების აკრძალვა არ იყო ცალსახად გაწერილი მაგრამ რეალობაში მოცემულ ასპექტთა უმეტესობა მოცული გახლდათ "უშმ" მიერ. არ არსებობდა გარანტია, რომ წვდომა მომჩივანზე, როგორც ეს მოთხოვნილი გახლდათ "ადალეჰ ცენტრის" შეთანხმების პირობებით, ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნებოდა და რომ ყოველი უარი დაუყოვნებლივ გამოაშკარავდებოდა; დაკავების საწყის ეტაპზე "ცენტრს" შეეძლო მომჩვანი მოენახულებინა კვირაში სამჯერ. "სსაკ" ასევე იმედოვნებდა, რომ "გსდ" და იორდანიის ხელისუფლება უპრობლემოდ განიხილავდნენ გაერთიანებული სამეფოს შეტყობინებას ვიზიტზე უარის გაცხადების შემთხვევაში. "დამაფიქრებელი" გახლდათ ის ფაქტი, რომ გაეროს წამების სპეციალურ მომხსენებელს უარი ეთქვა "გსდ" შესვლაზე 2006 წლის ივნისში, მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც მას უნდა ჰქონოდა თავისუფალი წვდომა დაკავების მოცემულ ცენტრზე. თუმცა, იმ მტიკებულებებზე დაყრდნობით, რომელიც განიხილა "სსაკ"-მა დაასკვნა, რომ "გსდ"-ში მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე არ არსებობდა. იყო სუსტი პუნქტი "ადალეჰ ცენტრის" "შესაბამის გამოუცდელობასა და მასშტაბთან" მიმართებაში: მას უნდა ეკისრა ვალდებულება, რომელიც მისთვის ახალი გახლდათ და თანამშრომლებს შორის არც საკმარისი გამოცდილების მქონე პერსონალით გამოირჩეოდა, როგორც ეს თავადაც აღიარა. იგი საკმაოდ ახალ ორგანოს წარმოადგენდა შეზღუდული რესურსებითა და პერსონალით, თუმცა მოცემული ნაკლოვანებანი გამოსწორებადი გახლდათ თუკი გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გასწევდა ხარჯებს. სწორედ მონიტორინგის ვიზიტები გახლდათ მნიშვნელოვანი და სპეციალისტების ექსპერტიზის არქონა არ იყო გადამწყვეტი.
(გ) "სსაკ" დასკვნა კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაშიგაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ გაუსაჩივრებია იორდანიის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მასალის ნაკლებობა და "სსაკ"-ის მოსაზრებით, იორდანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დეტალები მნიშვნელოვანი გახლდათ მომჩივანისადმი არსებული საფრთხის შესწავლისას. მთავრობამ ასევე დაიკავა პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას არ შეეძლო მომჩივნის იორდანიაში დაბრუნება მისი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით მანამდე, სანამ არ იმოქმედებდა "უშმ"-ში გაწერილი ღონისძიებანი. მიუხედავად ამისა, "სსაკ"-მა მნიშნველოვნად მიიჩნია განეხილა მომჩვანის წინაშე არსებული საფრთხეები მოვლენათა განივთარების იმ შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდებოდა მისი დაბრუნება. მან დაადგინა, რომ "უშმ" შეიძლება არ ყოფილიყო აუცილებელი ყოველ საფრთხესთან მიმართებაში, არამედ საჭირო იყო არსებული დაცვის გასაძლიერებლად."სსაკ" დაეთანხმა, რომ დაბრუნების შემთხვევაში მომჩივანი დაკავებული იქნებოდა "გსდ" მიერ და მოხსდებოდა მისი ხელახალი გასამართება იმ ორ ბრალდებასთან მიმართებაში, რომელთა ჩადენაშიც მას დაეკისრა მსჯავრი in absentia. პატიმრობის ადგილას მას თან ახლდებოდა წარმომადგენელი "ადალეჰ ცენტრიდან" და გაივლიდა სამედიცინო შემოწმებას. "სსაკ" ასევე დაეთანხმა, რომ "გსდ" დაკითხავდა მომჩივანს აღიარების მისაღებად, რომელსაც შემდეგ გამოიყენებდა სასამართლო პროცესზე და სხვა უფრო ზოგადი დაზვერვის მიზნებისათვის, თუმცა, ამასთანავე "სსაკ"-მა მიიჩნია, რომ სპეკულაციური გახლდათ "გსდ" მიერ მომჩივნის დაკითხვა სხვა იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა მისთვის ბრალის წაყენებას; ამასთანავე, არ არსებობდა მტკიცებულება რომ მომჩივნის სამართალში მიცემისას არსებობდა წაუყენებელი ბრალი. "სსაკ" დაეთანხმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვდა მომჩვნის დაკითხვას და რომ მოცემულ ფაქტს ადგილი ექნებოდა იორდანიაში მისი ჩასვლიდან მოკლე პერიოდში. თუმცა, არ არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მე-3 მუხლი დაირღვეოდა ხელახალი სასამართლო განხილვის დასრულებამდე.წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხე რეალურად არსებობდა "ჩვეულებრივი ისლამისტური ექსტრემისტის" მიმართ "გსდ"-ში დაკავებისას, მანამდე სანამ მოხდებოდა მისთვის ბრალის წაყენება, რადგან ამგვარი არასათანადო მოპყრობა ფართოდ გახლდათ გავრცელებული და ხშირ ხასიათს ატარებდა; "გსდ"-ში ადგილი ჰქონდა საერთაშორისო მონიტორინგის თავიდან აცილებასა და დაუსჯელობის სინდრომს. თუმცა, მომჩივანი დაცული იქნებოდა მისი ცნობადობის გამო "უშმ"-ით და მონიტორინგის შეთანხმებით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ "ადალეჰ ცენტრი" "მონდომებული გახლდათ დაედასტურებინა მისი გულმოდგინება" და თავადაც ექვემდებარებოდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეთვალყურეობას. მოცემული ფაქტი თავიდან აიცილებდა "გსდ" ტაქტიკის გამოყენების საფრთხეს, მათ შორის წვდომაზე ბოლო წუთს უარის გაცხადებას, იმის აღნიშნვნას, რომ მომჩივანს არ სურდა მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა ნახვა ან მის გადაყვანას სხვა ადგილას წინასწარი შეტყობინების გარეშე. "ადალეჰ ცენტრის" წვდომა თავიდან აიცილებდა მომჩვნის ინკომუნიკადო პატიმრობას.
"უშმ"-იც იქონიებდა ნეგატიურ გავლენას "გსდ"-ში არსებულ დაუსჯელობასა და მისი მაღალჩინოსანი პირების მიერ განხორციელებულ წამების შემწყნარებლობაზე. "უშმ" და მონიტორინგის შესახებ შეთანხმებანი იორდანიაში მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილი - იორდანიის მეფის პოლიტიკური ძალაუფლება და პრესტიჟი იდგა სწორედ რომ "უშმ" უკან- შესაბამისად, გონივრულად შეიძლება მიჩნეულიყო, რომ "გსდ"-სადმი მიცემული იქნებოდა ინსტრუქციები თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ მომჩივანს და რომ აშკარა იყო, რომ მათი დარღვევა დაუსჯელად არ ჩაივლიდა. მეტიც, "გსდ"-ის მაღალჩინოსანნი მონაწილეობდნენ "უშმ" მოლაპარაკებებში და ეცოდინებოდათ თუ რა შედეგს გამოიწვევდა მისი დაუცველობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარღვევანი ცუდ მოხელეთა მიერ ხორციელდებოდა, მომჩვნის სპეციფიური და უჩვეულო პოზიცია, ისევე როგორც "უშმ"-ს შედეგები უზრუნველყოფდა მაღალჩინოსანთა მიერ მოცემულ საქმეში არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს უკანასკნელი ჩადენილი იქნებოდა ერთეულ მოხელეთა ინიციატივით.აშშ მიერ დაკითხვა არ იკრძალებოდა "უშმ" ფარგლებში და "სსაკ" მიხედვით დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მისცემოდა უფლება დაეკითხა მომჩვანი "გსდ" თანდასწრებით. თუმცა, გაერთიანებულმა სამეფომ ნათლად მიანიშნა აშშ-ს "უშმ"-ის დაურღვევლობის შესახებ მისი ინტერესის თაობაზე. იორდანიის ხელისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები ფრთხილად იქნებოდნენ და უზრუნველყოფდნენ, რომ აშშ-ს არ "გადაეჭარბებინა". იმის დაშვებით, რომ მომჩივანი დარჩებოდა "გსდ" პატიმრობაში და არ მოხდებოდა მისი აშშ-სათვის გადაცემა, წინასწარი პატიმრობის ეტაპზე არ იარსებებდა მის მიმართ არაჯეროვანი მოპყრობის საფრთხე. ასევე ნაკლებ სავარაუდო გახლდათ მომჩივნის განთავსება საიდუმლო "გსდ" ან "ცსს" პატიმრობის ცენტრში იორდანიაში.იგივე ფაქტორები მიესადაგებოდნენ ნებისმიერ დაკითხვას, რომელიც შესაძლო იყო განხორციელებულიყო მომჩვნის მსჯავრდების ან გამართლების შემდეგ მალევე. "უშმ" განაგრძობდა მოქმედებას და როგორც იორდანიელების, ისე ამერიკელების ინტერესებში გახლდათ განეხორციელებინათ ნებისმიერი დაკითხვა პირველივე შესაძლებლობისას ვიდრე მოეცადათ სასამართლო პროცესის დასრულებისათვის. ამასთანავე, მიჩნეულ იქნა, რომ მომჩვნის ცნობადობა "სავარაუდოდ არ დასრულდებოდა შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში".იორდანიის ხელისუფლების მიერ ახალი ბრალის წაყენების საფრთხე, რომელიც სიკვდილით დასჯას მოიცავდა, ან იმ ბრალდებებისათვის სიკვდილით დასჯის მოთხოვნა, რომლისთვისაც მომჩივანი უნდა ხელახლა გასამართლებულიყო, ნაკლებსავარაუდო გახლდათ. ნაცვლად ამისა, მსჯავრდების შემთხვევაში, მომჩივანი დაქვემდებარებოდა ხანგრძლივ პატიმრობას. რეფორმისა და შეთქმულების შემთხვევასთან მიმართებაში არსებობდა სამუდამო პატიმრობის რეალური საფრთხე, თუმცა არსებობდა მოსაზრება, რომ სასჯელი ნაკლები იქნებოდა იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეუმცირდათ სასჯელები სხვა ბრალდებულებს აპელაციისას, კერძოდ კი ოთხი თუ ხუთ წელი. სამუდამო პატიმრობის დაკისრების რეალური საფრთხე არ არსებობდა არც ათასწლეულის შეთქმულების საქმეში ხელახალი გასამართლებისას. არ არსებობდა წესი, რომელიც ხელს შეუშლიდა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრებას ვიდრე თხუთმეტი წელი, რომელიც უკვე მისჯილი გახლდათ in absentia. თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით არ იყო მიღებული იმაზე მაღალი სასჯელის დაკისრება ხელახალი სასამართლო განხილვისას ვიდრე ადგილი ჰქონდა in absentia თავდაპირველი მსჯავრდებისას და არ არსებობდა საფუძველი რომლის მიხედვითაც ვიფიქრებდით, რომ მომჩივნის მიმართ უფრო არახელსაყრელი დამოკიდებულება იქნებოდა მიღებული პროცესზე დასწრებისას ვიდრე მაშინ როდესაც იგი არ ესწრებოდა პროცესს. მომჩივანი სასჯელს მოიხდიდა ჩვეულებრივ ციხეში და არა "გსდ" დაკავების ცენტრში; სასჯელი მძიმე შრომით ვერ მოიცავს დამატებით სასჯელს. ზოგადი პირობები არ დაარღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს და, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ადგილი ჰქონდა ცემას, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მომჩივანი, როგორც ისლამური პოლიტიკური პატიმარი, დაექვემდებარებოდა მსგავს მოპყრობას. მისი სტატუსი მას დაიცავდა.რაც შეეხება გადაცემას, არსებობდა "მნიშნველოვანი სტიმული" იორდანიისა და აშშ მთავრობებისათვის რათა ეს უკანასკნელი არ განხორციელებულიყო, იმის გათვალისწინებით თუ რა საშინაო პოლიტიკურ სირთულეებს გამოიწვევდა იგი იორდანიის მთავრობისათვის და აშშ-ს მხრიდან სურვილის არ ქონა მასზედ, რომ გამოეწვია დესტაბილიზაცია იორდანიაში. უცხო ქვეყნის მოქალაქების იორდანიიდან ნებისმიერი გადაცემა, ან მოცემულ შემთხვევაში ორმაგ აშშ-იორდანიის მოქალაქის გადაცემა არასასურველი გახლდათ. ასევე ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ მომჩივანი გადაყვანილიყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო დაკავების ცენტრში იორდანიაში, რადგანაც ეს უკანასკნელი გამოიწვევდა იორდანიის ხელისუფლების ჩართვას პროცესში, რაც ეწინააღმდეგებოდა "უშმ"-ს. ასევე ნაკლებსავარაუდო გახლდათ აშშ მთავრობას მოეთხოვა მომჩივნის გადაცემა იორდანიიდან მაშინ, როდესაც მას არ ჰქონდა მოთხოვნილი მისი ექსტრადიცია გაერთიანებული სამეფოსათვის და იორდანიას პოლიტიკური სირთულეები შეექმნებოდა ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
(დ)"სსაკ" დასკვნები კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაშიმომჩივნის პატიმრობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მოხდებოდა მისი იორდანიისათვის გადაცემა, "სსაკ"-მა დაასკვნა, რომ ის დრო, რომელიც იყო დადგენილი სამართალდამცავი ორგანოებისათვის შესატყობინებლად (პატიმრობის განმახორციელებელი ორგანოსათვის ორმოცდარვა საათი) და ოფიციალურად ბრალის წარსადგენად განსაზღვრული (თხუთმეტი დღე) რეგულარულად და კანონიერად შეიძლება გაგრძელებულიყო სასამართლოების მიერ პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად, თხუთმეტი დღიდან მაქსიმუმ ორმოცდაათ დღემდე. ამიტომაც, ფორმალურად ბრალის წაყენებამდე მომჩივნის პატიმრობა ორმოცდაათი დღის განმავლობაში ფიზიკურად სასამართლოს წინაშე წარდგომის გარეშე შესაბამისობაში იქნებოდა იორდანიის კანონმდებლობასთან. ამგვარი ვადის გაგრძელებანი დადასტურებული იყო სასამართლო ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილის ფიზიკური წარდგენის გარეშე."სსაკ"-მა აღნიშნა, რომ "უშმ" აშკარად არ ითხოვდა, რომ პატიმრობის პირველადი თხუთმეტდღიანი ვადა არ გაგრძელებულიყო, არამედ ითხოვდა, რომ გადაცემული პიროვნება დაუყოვნებლივ წარმდგარიყო მოსამართლის ან კანონით განსაზღვრული სხვა პირის წინაშე, რომელიც უფლებამოსილი გახლდათ განეხილა მისი პატიმრობა. მართალია ტერმინი "დაუყოვნებლივ" არ იყო განმარტებული "უშმ" მიერ, მაგრამ "სსაკ"-მა დაადგინა, რომ "უშმ" ეს ნაწილი დაცული იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ წარმოადგენდა "უშმ" პირველ რიგში გამოყენებად დებულებას და რომ მომჩივნის პირველი წარდგენა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე განხორციელდებოდა ორმოცდარვა საათში. ამასთანავე, "უშმ" დარღვევას ადგილი არ ექნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ მომჩივანი დაპატიმრებული იქნებოდა ორმოცდაათი დღის განმავლობაში სასამართლოს მიერ ავტორიზებულ თხუთმეტდღიანი ვადის გაგრძელების შემთხვევაშიც ან მაშინ, თუკი იგი არ დაესწრებოდა შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, რეალობაში ორმოცდაათი დღის მოთხოვნა ნაკლებსავარაუდო იყო "უშმ" არსებობის გარეშეც კი, რადგან მომჩივანი უნდა დაქვემდებარებოდა ხელახალ სასამართლო პროცესს, საქმის მასალები უკვე მზად იყო და განხილული გახლდათ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ რამდენჯერმე.
(ე)"სსაკ" დასკვნები კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებაში"სსაკ" მიერ მიჩნეული გახლდათ, რომ მომჩივნის წინარე მსჯავრდებანი გადაიდებოდა გვერდით და სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე იგი დაექვემდებარებოდა ხელახალ სასამართლო განხილვას იმავე ბრალდებებზე.სასამართლოზე ხელახალი განხილვისას ორ გამოწვევასთან ერთად ( სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს დამოუკიდებლობა და წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებების გამოყენება), მომჩივანი ასევე დავობდა, რომ იგი პატიმრობისას დაიკითხებოდა ადვოკატის დასწრების გარეშე "გსდ", აშშ სახელმწიფო მოხელეებისა თუ საჯარო პროკურორის მიერ. ამ უკანასკნელს გააჩნდა უფლებამოსილება იორდანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 64 § 3 საფუძველზე ეწარმოებინა გამოძიება ადვოკატის დასწრების გარეშე "როდესაც იგი საჭიროდ მიიჩნევდა აღნიშნულს სიმართლის გამოაშკარავების მიზნით". მოცემული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გადახედვას, თუმცა "სსაკ"-მა ამასთანავე აღნიშნა, რომ საჯარო პროკურორის წინაშე გაკეთებული აღიარება მიუღებელი იქნებოდა თუკი კონკრეტული პირი არ იქნებოდა გაფრთხილებული მასზედ, რომ მას შეეძლო არ ეპასუხა შეკითხვებისათვის ადვოკატის დასწრების გარეშე. "სსაკ"-მა მიიჩნია, რომ ნაკლებ სავარაუდო გახლდათ მომჩივანს ყოლოდა ადვოკატი "გსდ" ან აშშ ოფიციალური პირების მიერ დაკითხვის დროს, თუმცა დიდი იყო ალბათობა, რომ სასამართლოსა და საჯარო პროკურორის წინაშე წარდგომისას მას ადვოკატი თან ეყოლებოდა. დაცვის წინასწარი განხილვისათვის მომზადებისას, მომჩივანს უფრო ნაკლები დრო და საშუალებანი ექნებოდა ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის რაც მისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი ჯდებოდა იორდანიაში არსებულ ნორმალურ სტანდარტებში.რაც შეეხება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობას სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს შემთხვევაში, "სსაკ"-მა განსაზღვრა, რომ სასამართლო შედგებოდა სამი მოსამართლისაგან, მათ შორის ორი მაინც იქნებოდა სამართლებრივი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო მოხელე უშიშროებაში პოსტის გარეშე. საჯარო პროკურორიც სამხედრო მოხელე იქნებოდა. აპელაცია განხორციელდებოდა საკასაციო სასამართლოში, სამოქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს უკანასკნელი სასამართლო ვერ განიხილავდა არგუმენტებს, რომელიც ეხებოდა სასამართლო განხილვის არასამართლიანობას იმის გამო, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს შემადგენლობა სამხედრო ხასიათისა გახლდათ.რაც შეეხება წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებების პოტენციურ გამოყენებას მომჩვნის ხელახალი გასამართლებისას, "სსაკ"-მა დაადგინა შემდეგი:
" 418. იორდანიის სამართებრივი სისტემა, მისი პირობებით, არ იძლევა იძულებითი აღიარებისა თუ ინკრიმინაციული განცხადებების გამოყენების უფლებას. მოცემული ტიპის ბრალდებებზე ხორციელდება სამართლებრივი მოკვლევა მანამდე სანამ მოხდება მტკიცებულების დაშვება. მოცემული ბრალდებები შესაძლოა შემოწმებულ იქნას მტკიცებულებით. ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი მოცემულ ბრალდებათა პრაქტიკული შემოწმება, დამოკიდებულია სისტემის რიგ მახასიათებლებზე. პროკურორის წინაშე წარმოდგენილ აღიარებათა გამოუყენებლობის მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა. ამასთანავე, სახეზეა აშკარა სირთულე "გსდ" წინარე ქმედებებისა თუ მუქარის დასამტკიცებლად დაკითხვის ჩანაწერის არარსებობის, დაკითხვისას ადვოკატის დაუსწრებლობისა და დაუყოვნებელი სამედიცინო შემოწმებების გარეშე. ასევე არსებობს სავარაუდო თავშეკავება სასამართლოს მხრიდან გაიზიაროს პროკურორისადმი მიცემული აღიარება, მტკიცებულების ზოგადი წყარო, რომელიც შეიძლება მოპოვებული გახლდეთ არასათანადო მოპყრობის შედეგად. სასამართლო თუ პროკურორი არ არიან მზად აიძულონ "გსდ" თანამშრომლები მისცენ ჩვენებები მოცემულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შესაძლოა შეიქმნას იმის შთაბეჭდილება, რომ ამგვარი ბრალდებები უკვე რუტინულ ხასიათს ატარებს და წარმოადგენს დაცვის ერთ-ერთ ჩვეულ სტრატეგიას.
419. შესაძლოა არსებობდეს დიდი მონდომება იმ აღიარებების შესამოწმებლად, რომელიც მიღებული იქნა "გსდ" დაკითხვების ჟამს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ საკასაციო სასამართლოს დონეზე მაინც, აღიარებანი, რომელიც შესაძლოა მოპოვებულ იქნას წამების შედეგად არ იქნას დაშვებული (თუმცა, ნათელი არ არის სად მოხდა მათი მიღება "გსდ" თუ პროკურორის მიერ).
420. თუმცა, ზოგადი სამართალწარმოებისა და განხილული ორი სასამართლო პროცესის მტკიცებულებები ადასტურებს, რომ არსებობს მინიმუმ ძალიან რეალური საფრთხე იმისა, რომ (მომჩვნის) წინააღმდეგ ინკრიმინაციული ჩვენებები მიღებული გახლდათ "გსდ" მიერ განხორციელებული, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის შედეგად; დადგენილი არ არის რამდენად წარმოადგენდა ეს უკანასკნელი წამებას. ნაკლებსავარაუდოა, რომ მოცემული ჩვენებები დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელახალი სასამართლო პროცესის დროს, რადგან სახელმწიფო უშიშროების სასამართლო სავარაუდოდ ვერ დარწმუნდება, რომ მათი მოპოვება დარღვევის შედეგად მოხდა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ პირველ სასამართლო განხილვაზე არ გაუზიარებია მსგავსი არგუმენტები მიუხედავად იმისა, რომ მხარე მზად იყო წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ჩვენებათა მოპოვება დარღვევით განხორციელდა და ფაქტობრივად სიცრუეს წარმოადგენდა."
შესაბამისად, ალბათობა დიდი გახლდათ, რომ საჯარო პროკურორისადმი მიცემული წინა ჩვენებები, რომლის საფუძველზეც მოხდა მომჩივნის ინკრიმინირება დაშვებული იქნებოდა. "სსაკ"-მა შემდგომ დაადგინა, რომ რიგი ჩვენებები დიდი, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობისაც კი ყოფილიყო მის წინააღმდეგ. ხელახალი გასამართლების ამ ასპექტზე "სსაკ"-მა აღნიშნა შემდეგი:
"439. ჩვენთვის შეკითხვა იმას ეხება, თუ რამდენად სამართლიანია იორდანიაში მტკიცების ტვირთის ისე გადანაწილება , როგორც ეს ახლა ხდება; ჩევნ არ მიგვაჩნია რომ იგი თავისთავად უსამართლოა. თუმცა, იკვეთება, რომ მტკიცების ტვირთს თან არ ახლავს წინარე არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საბაზისო გარანტიები თუ მტკიცების საშუალებანი, მაგ. ვიდეო ან სხვა სახით ჩაწერა "გსდ"-ში დაკითხვისას, დაკითხვის მიზნით შეზღუდული ვადით დაპატიმრება, ადვოკატთა უცვლელი დასწრება, რუტინული სამედიცინო შემოწმებანი, სასამართლოს მხრიდან დახმარება შესაბამისი მოხელეებისა თუ ექიმების მოწვევისას. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით და არ ტოვებს აღნიშნული ტიპის ბრალდებათა ჯეროვნად და გულდასმით შესწავლის შთაბეჭდილებას. სწორედ ამ დეტალებს მივყავართ დასკვნამდე, რომ სასამართლო პროცესი არ იქნება სამართლიანი მე-6 მუხლის მიხედვით, იმის გამო თუ როგორ განიხილება ბრალდებები იძულებითი ჩვენებების შესახებ.""სსაკ"-მა დაასკვნა, რომ მიუხედავად მისი დასკვნებისა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხებზე სახელმწიფო უშიშროების სასამართლოსთან მიმართბაში და მე-3 მუხლის დარღვევით მიღებული მტკიცებულებების დაშვების რეალური საფრთხისა, კონვენციის მე-6 მუხლის აშკარა დარღვევას ადგილი არ ექნებოდა მომჩივნის იორდანიაში გასამართლების შემთხვევაშ. "სსაკ"-მა აღნიშნა, რომ ხელახალი სასამართლო განხილვა განხორციელდებოდა "სამართლებრივ გარემოში, რომელიც მოიცავს სასამართლო სისტემას, პროცედურულ წესებსა და სამართალდარღვევებს", მომჩვანი წარმოდგენილი იქნებოდა და იგი საჯარო ხასიათს იქონიებდა. თავდაპირველი სასამართლოს მასალები წარდგენილი იქნებოდა ხელახლა განმხილველი სასამართლოს წინაშე, მაგრამ მომჩივანს შეეძლებოდა მისი შინაარსის ეფექტიანად გასაჩივრება. ბ-ნი ალ-ჯერამენის სიკვდილით დასჯა და ის სირთულეები, რომელიც წინ ედგა სხვა მოწმეებს, განსაკუთრებით კი ანუ ჰოშერს, არ შეიქმდა ხელახალ სასამართლო პროცესს უსამართლოდ. "სსაკ"-მა დაასკვნა|:
"446. ჩვენ ვიზიარებთ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ არგუმენტს. მოცემულ სასამართლოთა მოსამართლეების დამოუკიდებლობის ნაკლებობა მდგომარეობს სტრუქტურასა და სისტემაში. არ არსებობს მტკიცებულება, თუ რატომ ხდება ამა თუ იმ მოსამართლის არჩევა კონკრეტული საქმეზე და არც ის ჩანს, რომ მათ "ეყრდნობიან". თუმცა, სახელმწიფო უშიშროების სასამართლო არ არის აღმასრულებლის იარაღი: არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულებანი მასზედ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებას და ამოწმებს მას კანონის მიხედვით და ამართლებს კიდევაც რიგ ბრალდებულებს. იგი სასჯელს დროთა განმავლობაში ამცირებს კიდეც.
447. მოცემულ სასამართლოთა მოსამართლეებს მიღებული აქვთ იურიდიული განათლება და არიან სამხედრო იურისტები. ძალიან მცირე საფუძველი თუ არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ისინი მოსყიდულნი არიან და რომ ასამარებენ საჩივრებს. შესაძლოა მათი გამოცდილება მათ სკეპტიკურს ხდიდეს პროკურორის წინაშე "გსდ" მიერ კანონდარღვევის ბრალდებების მიმართ. ისინი შესაძლოა ინსტინქტურად იზიარებდნენ ხედვას, რომ არაჯეროვანი მოპყრობის შესახებ ბრალდებები დაცვის რუტინულ გზას წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება სხვათა ინკრიმინაციის წინააღმდეგ. სამართლებრივი სისტემა არ არის მორგებული სამართალდარღვევის აღმოჩენისა და მასზე ჯეროვანი რეაგირებისათვის. ის, თუ როგორ ხდება მტკიცებულების დაშვება იმ მასალაზე დაყრდნობით რაც ჩვენ გაგვაჩნია ადასტურებს, რომ არ ხორციელდება პოტენციურად უკანონო მტკიცებულების კანონიერების ანალიზი. ხელახალ სასამართლო პროცესს მიექცევა მნიშნველოვანი ყურადღება და საჯარო სასამართლო განხილვები შესაძლოა შეიქნეს მომეტებული ზრუნვისა და მიუკერძოებლობის გარანტად მტკიცებულებათა განხილვისას. მოცემული სასამართო პროცესი არ იქნება უბრალოდ საჩვენებელი განხილვა; ასეთად არც პირველი პროცესები არ მიგვაჩნია; არც მისი შედეგია წინასწარგანსაზღვრული, მიუხედავად მტკიცებულებისა;
448. გადაწყვეტილებები არის დასაბუთებული და აპელაცია საკასაციო სასამართლოში ხელმისაწვდომია. ის ფაქტი, რომ აპელაცია ვერ გამოასწორებს სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების სტრუქტურული დამოუკიდებლობის სურვილს, არ გახლავთ საკმარისი მიზეზი რათა უგულვებელყოფილ იქნას მისი არსებობა ზოგადად იმის შეფასებისას, თუ რამდენად ექნება მართლმსაჯულების განუხორციელებლობას ადგილი მე-6 მუხლით დაცულ უფლებებთან მიმართებაში. მოცემული სასამართლო არის სამოქალაქო სასამართლო და არაჯეროვანი აღმასრულებელი გავლენის მტკიცებულებანი დანიშნვისა თუ გათავისუფლების გზით საკმაოდ იშვიათია. არ არსებობს მტკიცებულება თუ როგორ ხდება მისი კოლეგიის შერჩევა და არც ის დასტურდება, რომ მათზე "ზეწოლას" ახორციელებს აღმასრულებელი. იგი მოქმედებს როგორც სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების გადაწყვეტილებების შემსწორებელი კანონისა და პროცედურის მიხედვით და გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა ფაქტობრივ საქმეებზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელახლა არ განიხილავს მტკიცებულებებს და არ გააჩნია სრული ფაქტობრივი იურისდიქცია გარდა პროკურორების აპელაციებისა. სავარაუდო სასჯელები არ არის დანაშაულების მიმართ სრულად არაპროპორციული.
449. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიდგომა პროკურორისადმი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შედეგად მიცემული ჩვენებების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია რომ რიგი ფაქტორები მოცემულ საქმის ხელახლა განხილვას არასამართლიანად შეიქმს, იგი მაინც არ წარმოადგენს სამართლიან სასამართლოზე სრულ უარს. სამართლებრივი აკრძალვის არსებობა ამგვარი მტკიცებულების დაშვებაზე ვერ იქნება უგულვებელყოფილი, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლო განიხილავს მტკიცებულებებს, რომლებიც ეხებიან მოცემულ ბრალდებებს. გადახედვისას და რიგ შემთხვევებში სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისას საკასაციო სასამართლოს როლი არსებითია. იმის სურვილი, რომ მტკიცების ტვირთის დამაბალანსებელი მტკიცებულებითი თუ პროცედურული გარანტიები და პროკურორის/მოსამართლის მიმართ სამოქალაქო საკანონმდებლო სისტემაში ჩვენებებისადმი მიმხრობის ალბათობა და ეს ყოველივე განხორციელებული უშიშროების სასამართლოში, რომელიც იმარტება სამხედრო იურისტების მიერ არ არის საკმარისი დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.
450. ზოგად საფრთხეს მოიცავს ის ფაქტი თუ რაზე გაკეთდა აქცენტი, კერძოდ კი თუ პოტენციურად რა იქნებოდა უსამართლო ხელახალი სასამართლო პროცესისას და მხოლოდ ნაკლოვანებაზე აქცენტირებისას, მაშინ როდესაც განიხილებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული უგულვებელყოფა ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სამრთალწარმოების სურთის მთლიანობაში აღქმა. აქამდე მხოლოდ აღნიშნულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამ სურათს, მთლიანობაში მივყავართ მოცემულ დასკვნამდე.
451. სხვადასხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ხელახალი სასამართლო განხილვისას კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, დიდწილად ურთიერთდაკავშირებულია. თუმცა მათი განხილვა არ გვარწმუნებს, რომ სახეზე გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული უგულვებელყოფის რეალური საფრთხე."დაბოლოს, მაშინ როდესაც მართლაც არსებობდა გრძელვადიანი პატიმრობის რეალური ალბათობა, ამით არ შეცვლილა "სსაკ" დასკვნა, რომ საქმის ხელახალი განხილვის ზოგადი ბუნების გათვალისწინებით ადგილი არ ექნებოდა მომჩვნის უფლებების სრულ უგულვებელყოფას.
2. სამართალწარმოება სააპელაციო სასამართლოს წინაშემომჩვანმა საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა 2008 წლის 9 აპრილს და ერთხმად სცნო მისაღებად აპელაცია მე-6 მუხლთან და მე-3 მუხლის დარღვევით მიღებული მტკიცებულებების გამოყენების საფრთხესთან დაკავშირებით, ხოლო სხვა საფუძვლები კი მიუღებლად სცნო ([2008] EWCA Civ 290).მე-3 მუხლით მომჩივნის საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა დახურულ მტკიცებულებათა გამოყენებას "სსაკ" მიერ და "უშმ" საფუძველზე გაცემულ გარანტიებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ იგი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა მისი წინარე გადაწყვეტილებანი მოცემულ საკითხზე საქმეში MT (Algeria), RB (Algeria), U (Algeria) v. the Secretary of State for the Home Department [2007] EWCA Civ 808,სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ: (i) "სსაკ" შეეძლო განეხილა დახურული მტკიცებულებანი დაბრუნების უსაფრთხოების შესახებ; და (ii) დაბრუნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარანტიების რელევანტურობა ფაქტს წარმოადგენდა და არა კანონს, შესაბამისად სასამართო არ ფლობდა ამ საკითხზე აპელაციის განხილვის იურისდიქციას .სააპელაციო სასამართლომ ასევე უარი განაცხადა განეხილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი მე-5 მუხლთან მიმართებაში, დაასკვნა რა, რომ "სსაკ" უფლებამოსილი იყო მიეღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო კიდეც.მე-6 მუხლთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს დამოუკიდებლობისა და/ან მიუკერძოებლობის გამო არსებობდა "მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის" რეალურ საფრთხეს იორდანიაში მისი ხელახლა გასამართლებისას. "სსაკ" უფლებამოსილი იყო გამოეტანა ის დასკვნა, რაც მიიღო კიდეც მოცემულ საკითხზე და მისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია მოგვიანებით არც ამ სასამართლოს საქმეში Al‑Moayad v. Germany (dec.), no. 35865/03, 20 თებერვალი 2007. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ არსებობდა "მართსლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის" რეალური საფრთხე იმის გამო, რომ ჩვენებები, რომელიც მიღებული იყო მე-3 მუხლის დარღვევით დაშვებული იქნებოდა სასამართლოზე საქმის ხელახალი განხილვისას. სააპელაციო სასამართომ აღნიშნა შემდეგი:
"45. "სსაკ"-მა ვერ შეაფასა ან არაჯეროვნად მოეკიდა კონვენციურ სამართალს, რომელიც კრძალავს იმ მტკიცებულებათა გამოყენებას, რომელიც მიღებულ იქნა წამების შედეგად. სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მისი არგუმენტების ნაწილი არ მოიცავდა იმის მტკიცებას, რომ თუკი ნათელია, რომ სასამართლო საქმის განხილვისას გამოიყენებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც მოპოვებულ იქნა თავად კონკრეტული პირისა თუ მესამე მხარის წამების შედეგად, შესაძლოა იგი არ მოიცავდეს მართმსაჯულებაზე უარის აშკარა გაცხადებას. შესაბამისად, მას შემდეგ რაც "სსაკ"-მა ფაქტობრივად დაადგინა, რომ მაღალი იყო ალბათობა იმისა, რომ მტკიცებულებები წამების შედეგად ყოფილიყო მოპოვებული (SIAC, § 436); ან რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მოპოვებული იყო წამების ან მე-3 მუხლის სხვა ფორმით დარღვევის შედეგად (SIAC, § 437); და იგი დაშვებული იქნებოდა ბ-ნი ოთმანის სასამართლო განხილვაზე; მაშინ "სსაკ"-ს უნდა უზრუნველეყო, რომ მსგავსი მტკიცებულებანი არ დაშვებულიყო ან არ მოჰყოლოდა რეაგირება. ის საფუძვლები, რომელსაც დაეყრდნო "სსაკ" მაშინ როდესაც დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონდა მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას, არასაკმარისი გახლდათ.
46. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ან მთავარ მიზნად არ არის დასახული "სსაკ" არგუმენტაციის კრიტიკა, თუმცა ამასთანავე მიგვაჩნია, რომ "სსაკ" დასკვნები არ ეფუძნება მის მიერ დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე ლოგიკას. პირუკუ, ჩვენი მთავარი დასკვნის მიხედვით "სსაკ"-მა შეცდომა დაუშვა არსაკმარისად მომთხოვნი ტესტის გამოყენებით, მაშინ როდესაც მიზნად ისახავდა იმის დადგენას თუ რამდენად მოხდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.
...
48. წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებების გამოყენება აკრძალულია კონვენციური სამართლით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი მასალის გამოყენება სასამართლო განხილვას უკარგავს სამართლიან ბუნებას, არამედ იმიტომაც და განსაკუთრებით იმიტომ, რომ უკავშირდება მე-3 მუხლით დადგენილ ფუნდამენტურ, უპირობო და უცვლელ აკრძალვას, რომელიც კონვენციის დაცვის საფუძველშია ჩადებული. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა საქმეში Jalloh v. Germany 44 EHRR 32:
"მაინკრიმინერებელი მტკცებულება - წარმოდგენილი აღარებისა თუ რეალური მტკიცებულების ფორმით- მიღებული ძალადობის აქტების ან სისასტიკის ან მოპყრობის სხვა იმ ფორმების შედეგად, რომელიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც წამება - არასდროს უნდა იქნას გამოყენებული პირის ბრალის დასადასტურებლად, მიუხედავად მოცემულ მტკიცებულებათა სავარაუდო ღირებულებისა. ნებისმიერი სხვა დასკვნა გამოიწვევს არაპირდაპირ იმ ქმედების ლეგიტიმირებას, რომლის აკრძალვასაც ცდილობდნენ კონვენციის მე-3 მუხლის ავტორები ან, როგორც ეს აღნიშნა აშშ უზენაესმა სასამართლომ საქმეში Rochin [342 US 165], ეს იგივეა რა "მოასხა კანონის მანტია სისასტიკეს"."
ხედვა, რომ წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება აკრძალულია არის არა მარტო სამართლიანი, მისი არასანდოობის გამო, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას მკაცრად მიუდგეს იმ ქმედებას, რომლის შედეგადაც იქნა მიღებული მტკიცებულებანი. აღნიშნული პრინციპი უნივერსალურად აღიარებულია როგორც კონვენციურ სამართალში, ისე მის მიღმაც.
ამ საკითხზე, სხვა მრავალ ავტორიტეტულ წყაროს შორის, არსებობს ერთი განსაკუთრებით ძლიერი არგუმენტი, რომელიც მოიხმო ლორდმა ბინჰემმა საქმეში A. v. Home Secretary (no. 2) [2006] 2 AC 221, § 17.
49. "სსაკ" შეცდა როდესაც არ აღიარა, რომ მოცემული უმნიშვნელოვანესი განსხვავება მე-6 მუხლის დარღვევებს შორის ეფუძნებოდა აღნიშნულ საკითხს და რომ მე-6 მუხლის დარღვევები გამოწვეული იყო სასამართლო პროცესის ნაკლოვანებებითა თუ სასამართლოს შემადგენლობით. ნაცვლად აღნიშნულისა, §§ 442‑52 პარაგრაფებში მოცემულ დასკვნაში ... მან განიხილა წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების გამოყენება pari passu სასამართო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საჩივრებთან ერთად: იხ. განსაკუთრებით "სსაკ" პარაგრაფები 449-50. მოცემულმა ფაქტმა გამოიწვია, ის, რომ არ იქნა აღიარებული ის მაღალი დონის გარანტიები, რომელიც საჭირო გახლდათ უცხო სახელმწიფოში პირის წინააღმდეგ სამართალწარმოებისათვის მანამდე, სანამ მოხდებოდა პირის კანონიერად დეპორტირება იმ სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რომლის დროსაც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებანი."სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ "სსაკ" მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი არ ექნებოდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე სრულ უარს იმ მტკიცებულების გამოყენებით, რომელიც მიღებულ იქნა წამების შედეგად. მოცემული დასკვნის გამოტანისას იგი დაეფუძნა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოსა და საკასაციო სასამართოს წინაშე გამართულ სასამართლო პროცესს, რომელიც მისი შეფასებით მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი გახლდათ. სააპელაციო სასამართლოსათვის მოცემული დასკვნა ნეგატიურად აისახება თავად "სსაკ" დასკვნებთან ერთად სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს პროცესთან მიმართებაში, კერძოდ კი "სსაკ" წუხილის გათვალისწინებით იმ სირთულეებთან მიმართებაში რაც სახეზე გახლდათ იმის დადასტურებისას, რომ მტკიცებულება მოპოვებული იყო წამების შედეგად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, "სსაკ" წუხილი იყო "სრულიად გამართლებული წინარე არასათანადო მოპყრობისაგან ელემენტარული დაცვის ნაკლებობის გათვალისწინებით" იორდანიაში. მან ასევე გააკრიტიკა "სსაკ" "შემაშფოთებელი უუნარობა" ჯეროვნად შეეფასებინა ის თემები, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში არსებულ პრობლემებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა:
" "სსაკ"-ისათვის არ იყო ნათელი დაესკვნა, რომ მართლმსაჯულებაზე სრული უარის საფრთხე, რომელიც მდგომარეობს წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებაზე, ჯეროვნად არის გამორიცხული. "სსაკ" ვერ მივიდოდა მსგავს დასკვნამდე თუკი გაიაზრებდა კონვენციური სამართლის დამოკიდებულებას მე-6 მუხლის ამ ასპექტთან მიმართებაში."
3. სამართალწარმოება ლორდთა პალატის წინაშესახელმწიფო მდივანმა ლორდთა პალატის წინაშე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართოს დასკვნა მე-6 მუხლზე. მომჩივანმა ჯვარედინად წარმოადგინა აპელაცია კონვენციის სხვა საჩივრებთან მიმართებაში. აპელაცია განხილულ იქნა ორ სხვა აპელანტთან ერთად MT (ალჟირი), კერძოდ BR და U (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ). გაერთიანებულ აპელაციებში ლორდთა პალატამ განიხილა "სსაკ" წინაშე წარდგენილი დახურული მასალა, "უშმ"-ში მოხმობილ გარანტიებზე დაყრდნობა და მომჩვნის საჩივრები მე-5 და მე-6 მუხლის მიხედვით. ლორდთა პალატამ ერთხმად გამოიტანა გადაწყვეტილება 2009 წლის 18 თებერვალს და მისაღებად სცნო სახელმწიფო მდივნის აპელაცია და დაუშვებლად სცნო მომჩივნის ჯვარედილი აპელაცია ([2009] UKHL 10).
(ა) კონვენციის მე-3 მუხლი: "დახურული" სამართალწარმოება "სსაკ"-ის წინაშელორდმა ფილიპსმა აღნიშნა, რომ "სსაკ" კანონიერად გახლდათ უფლებამოსილი განეხილა დახურული მასალა იმის შეფასებისას თუ რამდენად უსაფრთხო იყო დაბრუნება და რომ ამგვარი ქცევის გამამართლებელი არგუმენტები საკმაოდ საფუძვლიანი გახლდათ. მნიშნველოვანია ურთიერთისაგან განსხვავდეს დაბრუნების შესახებ დახურული მასალა და დახურული მასალის გამოყენება სხვა სამართალწარმოებებისას, მაგალითად, ინდივიდის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის დადასტურება. პირველ შემთხვევაში ინდივიდმა, როგორც წესი. იცის დაბრუნების საფრთხის შესახებ და, ნებისმიერ შემთხვევაში, თავად ინდივიდის და არა სახელმწიფოს სამტკიცებელია აღმოჩნდება თუ არა იგი საფრთხის წინაშე დაბრუნების შემთხვევაში. ნაკლებსავარაუდოა განსაკუთრებული მნიშნველობა ენიჭებოდეს სპეციალური ადვოკატისათვის იმ პირის მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც დეპორტირებას ექვემდებარება დახურულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. რაც შეეხება იმ არაპრაქტიკულობას, რომელიც თან სდევს შესაბამისი ექსპერტ მოწმისათვის უსაფრთხოების პროცედურის გავლას რათა მოხდეს მასალის განხილვა, ლორდ ფილიპს მოცემული პრობლემა არასამართლიანად არ მიუჩნევია. "სსაკ"-ის საპროცესო წესები სპეციალურ ადვოკატებს ანიჭებდა უფლებას მოეთხოვა "სსაკ"-ისათვის დამატებითი მტკიცებულებანი და "სსაკ"-ი, როგორც ექსპერტთა ტრიბუნალი, შესაძლოა მოხმობილ ყოფილიყო რათა "სპეციალური ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ეწარმოებინა დახურული მასალების რეალისტური შეფასება". გარანტიებთან მიმართებაში ლორდმა ფილიპმა გაიზიარა ხედვა, რომლის მიხედვითაც "უშმ"-ში მოცემული გარანტიები უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა მემორანდუმის შემუშავებაში ნაწარმოები მოლაპარაკებები კი შესაძლოა დახურულ მასალად შეფასებულიყო.ლორდმა ჰოფმანმა არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი უფრო საფუძვლიანი მიზეზის გამო, მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აღნიშნავს, რომ იმის განსაზღვრისას თუ რამდენად არის შესაძლებელი დეპორტაციით კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა არ არის სავალდებულო "მე-6 ან თუნდაც 5 § 4 მუხლის სრული იურიდიული საჭურველი". მოიხმო რა ზემოთციტირებული Chahal საქმე, მან ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნილი გახლდათ "საჩივრის დამოუკიდებელი შეფასება", რასაც ადგილი ჰქონდა კიდევ მომჩივნის შემთხვევაში.ლორდი ჰოუფი დაეთანხმა, თუმცა გაიზიარა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჯერ არ ჰქონია საშუალება გაეანალიზებინა თუ რამდენად აკმაყოფილებდა "სსაკ" კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. მისი აზრით ეს უკანასკნელი შესაბამისობაში გახლდათ დადგენილ წესებთან. ლორდი ბრაუნიც დაეთანხმა, ხაზი გაუსვა რა, რომ დაბრუნებისას უსაფრთხოების საკითხი არ იყო წამოყენებული მომჩივნის წინააღმდეგ, პირუკუ, ამ საქმეში სწორედ რომ მომჩივანი უჩიოდა სახელმწიფოს.
(ბ) მუხლი 3: გარანტიები და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმილორდმა ფილიპსმა (რომელსაც დაეთანხმნენ სხვა ლორდებიც) მოიხმო სასამართლოს პრაქტიკა ზემოთციტირებული საქმიდან Mamatkulov and Askarov, გარანტიების მოხმობასთან დაკავშირებით როგორც "იმ გრაფის ნაწილი, რომელიც განხილვას ექვემდებარებოდა" მაშინ როდესაც ხდებოდა იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად არსეობდა საფუძვლიანი მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ მომჩივანი დაექვემდებარებოდა მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას. იგი შეეხო საერთაშორისო სამართლის მასალების "სიმრავლეს", რომელიც ამყარებდნენ მის პოზიციას მასზედ, რომ გარანტიები სკეპტიკურად უნდა იქნას შეფასებული იმ შემთხვევაში, როდესაც იგი გაიცემა იმ ქვეყნის მიერ, სადაც არაადამიანური მოპყრობა სახელმწიფო მოხლეების მიერ ენდემურ ხასიათს ატარებს. თუმცა, ლორდ ფილიპსისათვის აღნიშნული წარმოადგენდა "‘catch-22’ ახლოს მდგომ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ითხოვ გარანტიებს, რომელთაც ვერ დაეყრდნობი". აღნიშნული დამოკიდებულების უარყოფისათვის მან აღნიშნა, რომ "სსაკ" პოზიციაში ჩარევის ერთადერთი საფუძველი ის იქნებოდა, თუკი მისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლო იყო გარანტიებზე დაყრდნობა -- არარაციონალურ ხასიათს ატარებდა. მოცემულ შემთხვევაში კი "სსაკ" დასკვნები არ ხასიათდებოდა ხსენებული ირაციონალურობით.
(გ) კონვენციის მე-5 მუხლილორდთა პალატამ ერთხმად განაცხადა უარი ჩარეულიყო "სსაკ" დასკვნაში, რომლის მიხედვითაც სასამართლოსა თუ ადვოკატზე წვდომის გარეშე იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით დადგენილი ორმოცდაათდღიანი პატიმრობის მომჩივნისათვის შეფარდებას ადგილი არ ექნებოდა. ლორდმა ფილიპსმა აღნიშნა, რომ ასეც რომ მომხდარიყო, ორმოცდაათდღიანი პატიმრობა მაინც არ წარმოადგენდა კონვენციის მე-5 მუხლის ცალსახა დარღვევას. ცალსახა დარღვევა არის იმგვარი დარღვევა, რომლის შედეგებიც იმდენად სასტიკია, რომ აჭარბებს სახელმწიფოს უფლებას გააძევოს უცხოელი საკუთარი ტერიტორიიდან. ამგვარ დარღვევას შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე წლიანი თვითნებური პატიმრობა და არა ორმოცდაათდღიანი.
(დ) კონვენციის მე-6 მუხლი
კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით, განიხილებოდა რა საკითხი თუ რამდენად წარმოადგენდა "მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარი ან მისი გაუქმება" საქმის სამართლიანად განხილვის უფლების ნაწილს, ლორდმა ფილიპსმა აღნიშნა:
"136. იმის შეფასება, თუ რამდენად კრძალავს უცხოელის დეპორტაციას მე-6 მუხლი არ წარმოადგენს არც მარტივ და არც ადექვატურ ტესტს. პირველ რიგში მარტივი არ არის იმის განსაზღვრა თუ რა არის თავისთავად "საქმის სამართლიანად განხილვის უფლებაზე სრული უარი ან მისი გაუქმება". მოცემული ფრაზა არ მოითხოვს იმის მტკიცებას, რომ სასამრთლო პროცესის ყოველი ასპექტი არასამართლიანი იყო. ... იგი მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესისას არსებული ნაკლოვანება ან ნაკლოვანებანი იმდენად ფუნდამენტური ხასიათისა უნდა იყოს, რომ აზიანებდეს სავარაუდო სასამართლო პროცესის სამართლიანობას.
137. მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ დეპორტირებადი პირი შესაძლოა მიმღებ სახელმწიფოში შეიქნას აშკარად უსამართლო სასამართლო პროცესის მონაწილე, თავისთავად ვერ გაამართლებს მისი დეპორტაციის უარყოფას. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ სასამართლო პროცესის არასამართლიან ხასიათზე, არამედ მის პოტენციურ შედეგებზეც. საქმის არასამართლიანად განხილვა დიდი ალბათობით იწვევს ადამიანის უფლებების არსობრივი დარღვევებს და მოცემულის გათვალისწინებით დარღვევა უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი იმის განსაზღვრისას თუ რამდენად უნდა მოხდეს დეპორტაციის აკრძალვა".
სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკის განხილვის შედეგად, მათ შორის საქმისა Bader and Kanbor v. Sweden, no. 13284/04, § 42, ECHR 2005‑XI, სადაც ნიმუშად მოყვანისას, როდესაც ლორდი ფილიპსი განიხილავდა მე-6 მუხლის დარღვევას სხვა მუხლებთან ერთობლიობაში, მათ შორის მუხლი 2 და 3, ლორდმა დაადგინა შემდეგი:
" სტრასბურგის იურისპრუდენციას, მისი ორჭოფული ბუნების მიუხედავად, მაინც მივყავარ ქვემორე დასკვნებამდე. მანამდე სანამ უცხოელის დეპორტაციას განვიხილავთ მე-6 მუხლის დარღვევად, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი მიზეზები რათა დავიჯეროთ, რომ არსებობს რეალური საფრთხე მასზედ, რომ: (ა) ადგილი ექნება კონვენციის მე-6 მუხლით დაცული საქმის სამართლიანად განხილვის უფლების ფუნდამენტურ დარღვევას და (ბ) მოცემული დარღვევა ხომ არ გამოიწვევს მართლმსაჯულების განუხორციელებლობას, რაც თავისთავად წარმოადგენს მსხვერპლის ფუნდამენტური უფლებების ცალსახა დარღვევას."მოცემულ შემთხვევაში, მომჩივნის პოტენციურ საპატიმრო სასჯელთან მიმართებაში აქტუალური გახლდათ მეორე საკითხი. პირველთან მიმართებაში ლორდმა ფილიპსმა დაასკვნა, რომ მართალია იორდანიის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს სამხედრო შემადგენლობა შესაძლოა გამხდარიყო მე-6 მუხლის დარღვევის საფუძველი, თუკი ეს უკანასკნელი განხორციელდებოდა კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ დაეთანხმა "სსაკ"-სა და სააპელაციო სასამართლოს, რომ მიუხედავად ამისა, იგი ვერ განიხილებოდა "მართლმსაჯულების განხოციელებაზე ცალსახა უარად", რომელიც საკმარისია რათა მოხდეს დეპორტაციაზე უარის გაცხადება.რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს მასზედ, რომ არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებანი მიღებული იყო წამების გზით, ლორდმა ფილიპსმა დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვა შეცდომა. იმისათვის, რომ მტკიცებულებანი, რომლებიც შესაძლებელია წამების გზით იყოს მოპოვებული არ იყოს გამოყენებული უცხო ქვეყნის სასამართლო პროცესზე სავალდებულოა გარანტიების მაღალი მაჩვენებელი. მან აღნიშნა შემდეგი:
"წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების აკრძალვა გამოწვეულია არა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი არასანდოა ან იმიტომ, რომ მისი მიღების შედეგად სასამართლო აღარ იქნება სამართლიანი. არამედ უპირატესად იმიტომ, რომ "სახელმწიფომ მკაცრი უარი უნდა განაცხადოს იმ ქმედების წინააღმდეგ რომლის შედეგადაც მოხდა მტკიცებულების მოპოვება". ეს პრინციპი ვრცელდება სახელმწიფოზე, სადაც ხორციელდება მტკიცებულებების მცდელობა. იგი არ მოითხოვს ამ სახელმწიფოსაგან, გაერთიანებული სამეფოსაგან, შეინარჩუნოს მოცემული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას გააჩნია მაღალი დონის გარანტიები. რომ წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებანი არ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ იორდანიაში... "სსაკ" წინაშე განიხილებოდა საკითხი თუ რამდენად არსებობდა გონივრული საფუძველი ჩათვლილიყო, რომ თუ ბ-ნი ოთმანი დეპორტირებულ იქნებოდა იორდანიაში, მის წინააღმდეგ წარმართული სისხლის სამართლის საქმე იმდენად მნიშვნელოვანი ნაკლოვანებეით იქნებოდა აღსავსე, რომ ფუნდამენტურად დაარღვევდა სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის პრინციპს, ან, როგორც ეს თავად "სსაკ"-მა აღნიშნა, მიაღწევდა ზღვარს, რომელიც წარმოადგენს საქმის სამართლიანად განხილვის უფლებაზე უარის გაცხადებას. "სსაკ"-მა დაასკვნა, რომ ის ნაკლოვანებანი, რომელიც დაადგინა "სსაკ"-მა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ ტესტს. მე არ მიმაჩნია, რომ მოცემული დასკვნის გაკეთებისას "სსაკ"-მა დაუშვა სამართლებრივი შეცდომა."ლორდმა ჰოფმანმა დაადგინა, რომ არ არსებობდა საკონვენციო ორგანო, რომელიც დაადგენდა, რომ მე-6 მუხლის ფარგლებში გაძევების გამოყენების კონტექსტში წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების საფრთხე უტოლდებოდა მართლმსაჯულებაზე ცალსახა უარს.ლორდი ჰოუფი დაეთანხმა. მან გაიზიარა პოზიცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული ჰქონდა "უკომპრომისო მიდგომა" წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების სასამართლოს მიერ გამოყენების საკითხზე, თუმცა "სსაკ" წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მოცემულ სტანდარტს ვერ აღწევდნენ. ბრალდებები არ გახლდათ მტკიცებულებით გამყარებული. იმის მტკიცება, რომ არსებობდა რეალური საფრთხე მტკიცებულების წამების შედეგად მიღების შესახებ არ იყო საკმარისი გაძევების ასაკრძალად. მან მოიხმო "სსაკ" დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხელახალი გასამართლება სავარაუდოდ ვერ იქნებოდა კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი, იორდანია რომ ყოფილიყო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, მაგრამ განხორციელდებოდა სამართლებრივად მოწესრიგებული ფრმით. არსებობდა გონივრული მტკიცებულებანი, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლო არ იყო უბრალოდ აღმასრულებელს დაქვემდებარებული, რომ იგი აფასებდა მტკიცებულებას და ადარებდა მას კანონის დანაწესს. "სსაკ" შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო ის დასკვნა, რაც მიიღო კიდეც მტკიცებულებების საკითხის ირგვლივ.ლორდი ბრაუნი დაეთანხმა ლორდ ფილიპსს და, მოიხმო რა უმრავლესობის პოზიცია ზემოთციტირებულ საქმეში Mamatkulov and Askarov, აღნიშნა: "თუკი ექსტრადიცია არ იყო კანონიერი იმ პირობებში, რომელიც წარმოიშვებოდა ხსენებულ საქმეში, ჩემი აზრით გაძევება ნამდვილად არ არის უკანონო ამ შემთხვევაში."ლორდმა მანსმა, რომელიც დაეთანხმა სხვა ლორდებს მე-6 მუხლსა და სააპელაციო საჩივრის სხვა პუნქტებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ არსებობდა მნიშვნელოვანი მსგავსება ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში განხილულ "ცალსახა უსამართლობასა" და საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებულ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს შორის. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით თანამედროვე კონსესუსის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებანი უნდა იყოს შეუწყნარებელი, რათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით დადგეს სახელმწიფო პასუხისმგებლობის საკითხი.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
...
ბ. "სსაკ" სასამართლო პრაქტიკა გარანტიებთან დაკავშირებითიორდანიასთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აწარმოა მოლაპარაკებანი გარატიების საკითხზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შესახებ ეთიოპიასთან, ლიბანთან და ლიბიასთან. მან ასევე შეთანხმებას მიაღწია გარანტიების მიღებაზე ალჟირიდან. "სსაკ"-მა განიხილა იმ ჩვიდმეტი პირის სააპელაციო საჩივარი, რომელთა დეპორტაციასაც აპირებდა მთავრობა მოცემულ გარანტიებზე დაყრდნობით. "სსაკ"-მა განიხილა ყოველი მოცემული საქმე, და გარანტიებთან დაკავშირებით არსებული ზოგადი მიდგომა ასახა საქმეში BB. v. the Secretary of State for the Home Department, "სსაკ" მიერ 2006 წლის 5 დეკემბერს განხილული საქმე, პარა. 5, სადაც დაადგინა, რომ მანამდე სანამ გარანტიები რეალურად მოხსნიან არასათანადო მოპყრობის საფრთხეს, უნდა დაკმაყოფილდეს ოთხი პირობა:
(ა) გარანტიების პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში დაბრუნებული პირი არ დაექვემდებაროს მე-3 მუხლით აკრძალულ ქმედებას;
(ბ) გარანტიები გაცემული უნდა იყოს კეთილი ნებით;
(გ) უნდა არსებობდეს გონივრული, ობიექტური საფუძველი ჩავთვალოთ, რომ გარანტიები შესრულდება; და
(დ) გარანტიების შესრულება უნდა იყოს გადამოწმებადი.მოცემული ტესტის გამოყენებით, "სსაკ"-მა დაადგინა, რომ გარანტიები საკმარისი იყო ალჟირისათვის (იხ. "სსაკ" საქმე G (8 თებერვალი 2007); Z და W (14 მაისი 2007); Y, BB და U (2 ნოემბერი 2007); PP (23 ნოემბერი 2007); B (30 ივლისი 2008); T (22 მარტი 2010); და Sihali (no. 2) (26 მარტი 2010)). "სსაკ"-მა ასევე დაადგინა, რომ გარანტიები საკმარისი გახლდათ ეთიოპიის შემთხვევშიც საქმეში XX (10 სექტემბერი 2010).თუმცა, არსებობს განსხვავებული პრაქტიკაც, როდესაც "სსაკ"-მა გარანტიები არასაკმარისად ცნო ლიბიის შემთხვევაში რაც დიდწილად განპირობებული გახლდათ კადაფის რეჟიმის ცვალებადი ბუნებით (DD და AS (27 აპრილი 2007)).მე-3 მუხლთან შესაბამისად იქნა მიჩნეული იორდანიის მიერ წარმოდგენილი გარანტიებიც საქმეში VV (2 ნოემბერი 2007). "სსაკ"-მა გაითვალისწინა იორდანიის ციხეებში არსებულ წამებაზე ანგარიშები და მიიჩნია, რომ აღნიშნული ანგარიშები ადასტურებდნენ მის ხედვას მასედ, რომ "უშმ" გარეშე არასათანადო მოპყრობის საფრთხე მაღალი იყო. თუმცა, ხსენებული ანგარიშები არ ცვლიდნენ მის დასკვნებს მოცემულ საქმეზე, რომლის მიხედვითაც "უშმ" და "ადალეჰის" მიერ განხორციელებული მონიტორინგი საკმარის დაცვას წარმოადგენდა.
III. შეთანხმებანი გაერთიანებულ სამეფოსა და იორდანიას შორის
ა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
გაერთიანებულ სამეფოსა და იორდანიის მთავრობებს შორის შეთანხმებული "უშმ" სათაურდება როგორც "კონკრეტულ პირთა მისამართით დეპორტაციამდე წარმოდენილ ვალდებულებათა" რეგულირება."უშმ" აღნიშნავს მხარეების შეთანხმებას მასზედ, რომ ისინი დაემორჩილებიან საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ადამიანის უფლებების ვალდებულებებს იმ პირთა მიმართ, რომელთა დაბრუნებაც მოხდება "უშმ" ფარგლებში. როდესაც მოხდება პირის მიღება "უშმ" პირობების შესაბამისად, გამოიყენება "უშმ"-ს პარაგრაფები 1-8 სხვა იმ ვალდებულებებთან ერთად, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მიმღები სახელმწიფოს მიერ. პარაგრაფები 1-5 აღნიშნავენ შემდეგს:
"1. დაბრუნების შემდეგ, დაბრუნებული პირის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საცხოვრებლით, კვებით, სამედიცინო მომსახურებით და მას მოექცევიან ადამინურად და ჯეროვნად, საერთაშორისოდ აღირებული სტანდარტების შესაბამისად.
2. დაბრუნებული პირი, რომელიც დაექვემდებარება დაკავებას ან დაპატიმრებას დაუყოვნებლივ იქნება წარდგენილი მოსამართლის ან კანონიერ მიერ განსაზღვრული, სასამართლო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა შესაბამისი პირის წინაშე რათა განხილულ იქნას მისი დაპატიმრების კანონიერება.
3. დაბრუნებული პირი, რომელიც დაექვემდებარება დაკავებას ან დაპატიმრებას დროულად მიიღებს ინფორმაციას მიმღები სახელმწიფოს ორგანოებისაგან საკუთარი დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზების, ისევე როგორც არსებული ბრალის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. თუკი მოხდება დაბრუნებული პირის დაკავება, დაპატიმრება ან თავისუფლების აღკვეთა დაბრუნებიდან სამი წლის განმავლობაში, იგი უფლებამოსილი იქნება დაეკონტაქტოს და შემდეგ მიიღოს დაუყოვნებელი და რეგულარული ვიზიტები გაერთიანებული სამეფოსა და იორდანიის ხელისუფლების მიერ ერთობლივად ნომინირებული დამოუკიდებელი ორგანოს წარმომდგენელბისაგან. ამგვარი ვიზიტები ნებადართული იქნება მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ მაინც და მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა ადგილი დაბრუნებული პირის მსჯავრდებას, მოიცავს დაბრუნებულ პირთან პირადი ინტერვიუს საშუალებას. ნომინირებული ორგანო ვიზიტის შესახებ ანგარიშს წარუდგენს გამგზავნი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს.
5. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხდება დაბრუნებული პირის დაკავება, დაპატიმრება ან თავისუფლების შეზღუდვა, მიმღები სახელმწიფო არ დააბრკოლებს, შეზღუდავს, შეავიწროებს ან სხვაგვარად ხელს შეუშლის დაბრუნებულ პირს იქონიოს წვდომა გამომგზავნი სახელმწიფოდან მიღებულ საკონსულო ფოსტაზე ჩვეული სამუშაო საათების დროს. ამასთანავე, მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული ხელი შეუწყოს მოცემულ ფოსტაზე წვდომას უფასოდ ან ფასდაკლებით ტრანსპორტის შეთავაზების ფორმით."მე-6 პარაგრაფი გარანტიას იძლევა პატიმრობისას რელიგიურ წეს-ჩვეულებათა დაცვაზე, ხოლო მე-7 პარაგრაფი კი აყალიბებს დაბრუნებული პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე, მსგავსად კონვენციის 6 § 1 მუხლისა.მე-8 პარაგრაფი იმეორებს 6 § 3 პარაგრაფს, თუმცა არ აკეთებს მითითებას ხსენებული მე--6 მუხლის (ა) და (ე) პუნქტებზე."უშმ" აღნიშნავს, რომ ორივე მთავრობა უფლებამოსილია შეწყვიტოს "უშმ" მოქმედება წინასწარი 6 თვიანი შეტყობინების შემდეგ, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, "უშმ" არ შეწყვეტს მოქმედებას უკვე დაბრუნებულ პირებზე.
ბ. "ადალეჰ ცენტრთან" დადებული შეთანხმების პირობები"ადალეჰ ცენტრთან" (მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო) შეთანხმების პირობების მიხედვით, ეს უკანასკნელი უნდა იყოს საქმიანობითა და ფინანსურად დამოუკიდებელი მიმღები სახელმწიფოსაგან და უნდა შეეძლოს გულწრფელი და პატიოსანი ანგარიშების წარმოდგენა. შეთანხმების პირობები ასევე აღნიშნავს, რომ მას უნდა გააჩნდეს სამუშაოს გაწევის საშუალება, ჰყავდეს ექსპერტები ("მონიტორინგის განმახორციელებელი პირები"), რომლებიც გაწვრთნილნი არიან წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნიშნების ამოცნობაში, რომელთაც ამასთანავე ექნებათ წვდომა სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებთან, საჭიროების მიხედვით. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი თან უნდა ახლდეს "უშმ" ფარგლებში დაბრუნებულ ყოველ პირს ("დაბრუნებული პირი") გამომგზავნი სახელმწიფოდან მიმღებ სახელმწიფოში მოგზაურობის დროს და თან უნდა წაყვეს შინ ან სხვა ადგილას, სადაც წაიყვანენ დაბრუნებულ პირს. "ადალეჰ ცენტრს" უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კონტაქტი დაბრუნებულ პირთან და მის ახლო ნათესავთან და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაბრუნებული პირისათვის ან მისი ახლო ნათესავისათვის, თუკი ისინი მოინდომებენ მასთან დაკავშირებას. იგი ანგარიშს აბარებს გამომგზავნ სახელმწიფოს ნებისმიერ იმ წუხილზე, რომელიც შეეხება პირისადმი მოპყრობას ან თუკი ადგილი ექნება დაბრუნებული პირის გაუჩინარებას. დაბრუნებიდან პირველი წლის განმავლობაში მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუკავშირდეს დაბრუნებულ პირს ტელეფონით ან პირადად, ყოველ კვირა.შეთანხმების პირობები პატიმრობასთან დაკავშირებით აღნიშნავენ შემდეგს:
"4. პატიმართა მონახულება
(ა) მას შემდეგ რაც მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო შეიტყობს, რომ დაბრუნებული პირი დაპატიმრებულია, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი(ები) ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მოინახულონ აღნიშნული პირი.
(ბ) ამის შემდეგ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მოინახულონ ყველა პატიმარი ხშირად და შეტყობინების გარეშე (მინიმუმ იმ სიხშირით მაინც, რის უფლებასაც იძლევა "უშმ"); მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა განიხილონ უფრო ხშირი ვიზიტების მოთხოვნა საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით პატიმრობის ადრეულ ეტაპებზე.
(გ) მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა აწარმოონ გასაუბრება პატიმრებთან სხვა პირთა თანდასწრების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის დახმარებით.
(დ) სამონიტორინგო ვიზიტები უნდა განხორციელდეს იმ ექსპერტების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ წვრთნა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნიშნების ამოცნობაში. სამონიტორინგო ვიზიტის განმახორციელებელი პირი ან პირები უნდა დარწმუნდნენ თუ რამდენად არის პატიმარი უზრუნველყოფილი ადექვატური საცხოვრებელი პირობებით, კვებითა და სამეციდინო მკურნალობით, რამდენად ეპყრობიან მას ადამიანურად და ჯეროვნად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
(ე) პატიმართან გასაუბრებისას, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა ხელი უნდა შეუწყოს გულწრფელი დიალოგის წარმოებას და დააკვირდეს პატიმრის მდომარეობას.
(ვ) მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუკი გაუჩნდებათ ეჭვი პატიმრის ფიზიკური თუ გონებრივი კეთილდღეობის ირგვლივ.
(ზ) მონიტორინგის განმახორციელებელმა ორგანომ უნდა მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია პატიმრობის პირობებისა და მოპყრობის შესახებ, მათ შორის დაკავების ადგილების შემოწმების გზით, და უნდა უზრუნველყოს დაუყოვნებლად ინფომაციის მიღება იმ შემთხვევაში თუკი პატიმარი გადაყვანილი იქნება სხვა საპატიმროში."მე-5 მუხლის მიხედვით იმისათვის, რომ მონიტორინგი შეესაბამებოდეს საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ყველა სასამართლო მოსმენაზე, ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით. მე-6 მუხლი მიუთითებს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ინფორმირებულობა იმ გარანტიების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილი გახლეთ მიმღები სახელმწიფოს მიერ დაბრუნებულ ნებისმიერ პირთან დაკავშრებით და უნდა უზრუნველყოს მოცემულ გარანტიათა შესრულების მონიტორინგი. მე-7 მუხლი რომელიც ეხება ანგარიშგებას აღნიშნავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელმა ორგანომ გამგზავნ სახელმწიფოს უნდა წარმოუდგინოს რეგულარული და გულწრფელი ანგარიშები და უნდა დაუკავშირდეს გამგზავნ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ, თუკი მისი დასკვნები ამისკენ მოუწოდებს.
...
IV. ადამიანის უფლებები იორდანიაში
ა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშები
1. ადამიანის უფლებათა საბჭოუნივერსალური პერიოდული ანგარიშის სამუშაო ჯგუფმა იორდანიაზე ანგარიში წარმოადგინა 2009 წლის 3 მარტს (A/HRC/11/29). აღინიშნა, რომ იორდანიის მიერ რიგ რეკომენდაციათა აღიარება მიუთითებდა წამების აღმოფხვრისაკენ სვლაზე. ანგარიშის შემდეგ, Human Rights Watch მიესალმა იორდანიის კმაყოფილებას მისი ადამიანის უფლებათა სტანდარტების "მუდმივი მიმოხილვის" გამო, თუმცა აღნიშნა, რომ იორდანიის მიერ რიგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციების უარყოფით მსვლელობა წამების აღმოფხვრისაკენ "ძლიერ იმედგამაცრუებელი" გახლდათ. ორგანიზაციამ მოუწოდა იორდანიას სწრაფად მოეხდინა რეკომენდაციების იმპლემენტაცია და შეექმნა საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი კომისია, დაეშვა წინასწარშეუტყობინებელი ვიზიტები და გაეუქმებინათ პოლიციის სასამართლოები, რომელიც დაკომპლექტებული იყო პოლიციის მოხელეებისაგან, რომელთა მიმართაც არსებობდა ბრალდებები სხვა პოლიციების წამების შემთხვევებზე. მსგავსი რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი გაერთანებული სამეფოს მთავრობის მიერაც ადამიანის უფლებათა საბჭოში.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტიწამების წინააღმდეგ კომიტეტი, იორდანიაზე წარმოდგენილ დასკვნაში CAT/C/JOR/CO/2), 2010 წლის 25 მაისს მიესალმა იორდანიაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც მათ შორის მოიცავდა ადამიანის უფლებების ეროვნული ცენტრის შექმნას, დამოუკიდებელი ომბუდსმენის დაფუძნებას, რომელიც მიიღებდა საჩირვებს და მრავლისმომცველი გეგმის შემუშავებას პატიმრობის ადგილების მოდერნიზების გეგმით. თუმცა, ამასთანავე იგი შეშფოთებას გამოხატავდა "მრავალრიცხოვანი, გამეორებადი და სარწმუნო ბრალდებების ირგვლივ, რომლებიც ეხებოდა პატიმართა მიმართ, პატიმრობის ადგილებში, მათ შორის გენერალური სადაზვერვო დეპარტამენტის კონტროლს ქვეშ არსებულ ადგილებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდგავრცელებულ და რუტინულ პრაქტიკას". მან ასევე მიიჩნია, რომ არსებობდა "დაუსჯელობის კლიმატი" და დამნაშავეთა მიმართ არ ხორციელდებოდა ჯეროვანი სისხლისსმართლებრივი დევნა. კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება წამების მიმართ არსებული ბრალდებების შეზღუდული რაოდენობის გამო და სერიოზული წუხილი გამოხატა პატიმართათვის ფუნდამენტური სამართლებრივი გარანტიების არარსებობისა და ადმინისტრაციული პატიმრობის მომეტებულად გამოყენების გამო, რის შედეგადაც პატიმრები სასამართლოს მიერ კონტროლს მიღმა ხვდებოდნენ. კომიტეტმა ასევე რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ "გსდ" დაექვემდებაროს სამოქალაქო ორგანოს კონტროლს, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული ორგანო განაგრძობდა ეჭვმიტანილთა თვითნებურ დაპატიმრებას, მის ფარგლებში ადგილი ჰქონდა ინკომუნიკადო პატიმრობას, სადაც პატიმრებს შეზღუდული ჰქონდათ მოსამართლეზე, ადვოკატებსა თუ ექიმებზე წვდომა. კომიტეტი ასევე შეშფოთებული გახლდათ იორდანიაში სპეციალური სასამართლო სისტემის არსებობით, რომელიც მოიცავდა სახელმწიფოს უშიშრროების სასაამრთლოს, სადაც სამხედრო და უშიშროების პერსონალი, რომელიც სავარაუდოდ პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებების დარღვევებზე, თავს აფარებდნა სამართლებრივ ანგარიშვალდებულებას და მოცემულ სასამართლოში მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ყოველთვის ვერ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში დადგენილ სტანდარტებს. დაბოლოს, წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლთან მიმართებაში კომიტეტმა დაასკვნა შემდეგი:
"მიუხედავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159 მუხლის არსებობისა (იძულებით მოპოვებული მტკიცებულების უარყოფა), რომელიც პირდაპირ წამებას არ ეხება, კომიტეტმა გამოხატა წუხილი იმ ანგარიშებზე რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ იძულებითი აღიარებების გამოყენება მტკიცებულებად ფართოდ იყო გავრცელებული ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
...
ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები რათა უზრუნველყოს, რომ კონვენციის მე-15 მუხლის დებულებებთან შესაბამისად, წამების შედეგად მიღებული აღიარებანი მიუღებლად იქნას ცნობილი სასამართლოში. კომიტეტი თხოვს წევრ სახელმწიფოებს აკრძალოს წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებების დაშვება სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე და წარმოადგინონ ინფორმაცია თუ რამდენად მოხდა სახელმწიფო მოხელეთა დევნა და დასჯა ამ ტიპის აღიარებების ამოღების გამო."
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2010 წლის 18 ნოემბრის დასკვნით დებულებებში (CCPR/C/JOR/CO/4), ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც შეაქო იორდანიის რეფორმები, მათ შორის ეროვნულ კანონმდებლობაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ინკორპორირებაც. თუმცა, ადამიანის უფლებათა კომიტეტი წუხილს გამოხატავდა შემდეგ საკითხებზე: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ანგარიშგებული შემთხვევების დიდი რაოდენობა დაკავების ცენტრებში, განსაკუთრებით კი GID-ში; ჯეროვნად დამოუკიდებელი საჩივრების განმხილველი მექანიზმის არარსებობა, რომელიც განიხილავდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან წამებისა თუ არასათნადო მოპყრობის შემთხვევებს; ასევე ამგვარ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი დევნის დაბალი მაჩვენებელი; ადვოკატზე დაუყოვნებელი წვდომის უარყოფა და პატიმრებისათვის სამედიცინო შემოწმების საშუალების არმიცემა; და ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უარი ეთქვათ დაკავების ცენტრებზე წვდომაზე. შესაბამისად, კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა ეფექტიანი და დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას, რომელიც შეეხება წამების ბრალდებების გამოძიებას; ჯეროვან დევნას; პატიმრის მიერ საკუთარი ნებით არჩეულ ადვოკატზე დაუყოვნებელ წვდომას და დამოუკიდებელ სამეციდინო გამოკვლევას; და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში დამოუკიდებელი ვიზიტების სისტემის შექმნას.
კომიტეტმა ასევე გამოხატა წუხილი სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს შეზღუდული ორგანიზაციული და ფუნქციური დამოუკიდებლობის ირგვლივ და ურჩია მისი გაუქმება.
4. სპეციალური მომხსენებელი2007 წლის 5 იანვრის ანგარიშში ადამიანის უფლებათა საბჭომ () გაერთიანებული ერების სპეციალურმა მომხსენებემა წამებაზე, მანფრედ ნოვაკმა აღნიშნა inter alia რომ GID-მა უარი განუცხადა მას განეხორციელებინა კერო ვიზიტი პატიმრებთან და დაასკვნა:
"სპეციალურ მომხსენებლამდე მოვიდა მრავალი შესაბამისი და სანდო ბრალდება წამებისა და არასათანადო მოპყროის შესახებ. კერძოდ ითქვა, რომ წამება ხორციელდებოდა გენერალური სადაზვერვო დეპარტამენტის ("გსდ") მიერ რათა მოპოვებული ყოფილიყო აღიარებანი და სადაზვერვო მასალა ტერორიზმის წინააღმდეგ საქმიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად; ისევე როგორც სისხლისსამართლებრივი გამოძიებების განყოფილებაში ("სგგ") რათა მოპოვებული ყოფილიყო აღიარებანი ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიებების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ორი დაკავების ადგილი წარმოადგენდა ყველაზე ხშირად ციტირებულ და ცნობილ წამების ცენტრებს იორდანიაში, შეგროვებული ყველა მტკიცებულების საფუძველზე, მოცემულ ბრალდებათა შეფასებაზე უარის გაცხადება "გსდ"-ში არსებულ პატიმრებთან პირადი ინტერვიუების ჩატარების გზით და იმის გათვალისწინეით, რომ რიგი მოხელეები სპეციალურ მომხსენებელს ხელს უშლიდნენ მისი საქმიანობის განხორციელებაში, სპეციალური მომხენებელი ადასტურებს, რომ წამებას რუტინული ხასიათი აქვს "გსდ"-სა და "სგგ"-ში... ამასთანავე, პრაქტიკაში იორდანიის კანონმდებლობაში გაწერილი დებულებები და დაცვა მიმართული წამებისა და არასათანადო მოპყრობის დასამარცხებლად უშედეგოა, რადგან უშიშროების სამსახურები ეფექტიანად არიან დაცულნი დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო შეფასებისაგან, რადგან მოცემულ დანაყოფთა მოხელეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები განიხილება სპეციალური პოლიციის სასამართლოების, დაზვერვის სასამართლებისა და სამხედრო სასამართლოების მიერ, რომლებიც თავად არ ხასიათდებიან დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიებით."ამავე კონტექსტში მომხსენებელმა აღნიშნა, რომ:
"57. სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ არ განხორციელებულა არცერთი ex officio გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივ ეჭვმიტანილისადმი მიყენებულ იქნა სერიოზული დაზიანებანი; ვერცერთმა მოხელემ ვერ უჩვენა სპეციალურ მომხსენებელს გადადგმული სპეციალური ნაბიჯები ბრალდებების გამოსაძიებლად, მათ შორის სულ მცირე დაუყოვნებელი და დროული სამედიცინო დოკუმენტაციის შედგენა იმ პატიმარზე, რომელთაც აღენიშნებოდათ დაზიანებანი ...
60. პარადოქსულია, რომ მაშინ როდესაც სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ მათ დაწესებულებებში წამების ბრალდებების შესახებ მათ არაფერი სმენიათ, საკასაციო სასამართლომ გააუქმა რიგი მსჯავრდებებისა იმის გამო, რომ უშიშროების თანამშრომლებმა ბრალდებულთაგან აღიარებანი წამებით მოიპოვეს. სამწუხაროა, რომ ამგვარი დასკვნების ფონზეც კი არ ხორციელდება გამოძიება სახელმწიფო ჩინოსანთა მიერ სამართალდარღვევების გამოსაძებლად და რომ მოცემულ საქმებში ჩართული არცერთი უშიშროების ჩინოსანის მიმართ არ დაწყებულა სამართალწარმოება.
62. მეტიც, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი და განჩინებანი ეხებოდა შემთხვევებს, სადაც სისხლისსამართლებრივი ეჭვმიტანილები გასამართლდნენ სპეციალური სასამართლოების მიერ, რომლების ამასთანავე სახელმწიფო მოხელეების მიხედვით ცნობილია როგორც სისტემის დამცავი, მიუთითებენ რა ეს უკანასკნელნი მასზედ, რომ მოცემულ სპეციალურ სასამართლოებზე ხორციელდება ზედამხედველობა აპელაციის სახით.
62. თუმცა, დაუსჯელობისა და წამებისა თუ არასათანადო მოპყრობისათვის სპეციალური სასამართლოების მიერ პოლიციისა და დაზვერვის მოხელეების გასამართლების საკითხზე წარმოდგენილი არ ყოფილა არანაირი დასტური იმისა, რომ სპეციალური სასამართლოების მიერ პოლიციის მოხელეების გათავისუფლება წარმატებულად, ან საერთოდ, გასაჩივრდა თუ არა საკასაციო სასამართლოში.
63. აღიშნული ფაქტს მივყავართ დასკვნამდე, რომ დაუსჯელობა ტოტალურ ხასიათს ატარებს. სპეციალური სასამართლო სისტემა ეფექტიანად ვერ მუშაობს. წამების როგორც დანაშაულის არარსებობა წამების წინააღმდეგ კონვენციის 1 მუხლის მიხედვით პრობლემის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. პრობლემის მთავარი არსი გახლავთ იმგვარი სისტემის არსებობა, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია მოჩვენებითია, უპირატესობა ენიჭება აღიარებების მიღებას, საჯარო მოხელეები დიდწილად არ ახორციელებენ დაკისრებულ ვალდებულებებს და არ კისრულობენ პასუხისმგებლობას სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიებაზე, ხოლო შიდა სპეციალურ სასამართლოთა სისტემა კი მიზნად მხოლოდ იმას ისახავს თუ როგორ დაიცვას უშიშროების თანამშრომლები მართლმსაჯულების განხორციელებისაგან. (სქოლიო გამოტოვებულია)".მომხსენებელმა რეკომენდაცია გასცა პატიმართათვის რიგი საბაზისო დაცვის შემოღებაზე, მათ შორის აღიარებების დასაშვებობის უკეთესი წესების შემოღების ფორმითაც. მან ასევე ურჩია წევრ სახელმწიფოს გაეუქმებინა სახელმწიფო უშიშროების სასამართლო.
ბ. სხვა ანგარიშები
1. Amnesty InternationalAmnesty International-მა წარმოადგინა იორდანიაში პატიმართა მიმართ მოპყრობის შესახებ რამდენიმე ანგარიში. მისი ყველაზე ფართოტანიანი ანგარიში, სახელწოდებით "იორდანია: თქვენი აღიარებანი მზადაა ხელმოსაწერად: პოლიტიკურ ეჭვმიტანილთა პატიმრობა და წამება" გამოქვეყნდა 2006 წლის ივლისში. ანგარიში აკრიტიკებდა იორდანიას ინკომუნიკადო პატიმრობის სისტემის არსებობის გამო, რომელიც თავისთავად ხელს უწყობდა წამებას, განსაკუთრებით კი "გსდ"-ს ფარგლებში, სადაც წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა და მისი ჩამდენნი დაუსჯელნი რჩებოდნენ. "გსდ"-ში სამართალდარღვევის მასშტაბი უფრო ფართო გახლდათ, რადგან "გსდ" მოხელებს ენიჭებოდათ საჯარო პროკურორის უფლებამოსილებანი (და შესაბამისად მართლმსაჯულებითი ძალაუფლება), რაც თავად "გსდ"-ს აძლევდა პატიმრობის გახანგრძლივების საშუალებას დაკითხვის მიზნებისათვის. პატიმრისათვის რეალურად შეუძლებელი იყო დაემტკიცებინა, რომ იგი დაექვემდებარა წამებას "გსდ" თანამშრომლების მხრიდან. ანგარიში მიიჩნევდა, რომ იორდანიის ადამიანის უფლებების ეროვნული ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მონიტორინგის დაწყება პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენდა, თუკი შედგებოდა. თუმცა, ორივე ორგანიზაციას ხელი ეშლებოდა ენახა პატიმრები "გსდ" პატიმრობაში.მართალია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლში 2001 წელს განხორციელებული ცვლილებები აძლევდა პატიმრებს ადვოკატზე წვდომის უფლებას ინკომუნიკადო პატიმრობის დროსაც კი, მაგრამ მოცემული ცვლილებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოებში არსებულ პრაქტიკასთან, სადაც პატიმრები ხანგრძლივად ექვემდებარებოდნენ ინკომუნიკადო დაკავებას წინასწარი პატიმრობისას. ასევე ადგილი ჰქონდა საჯარო პროკურორის წინაშე დაკითხვის დროს ადვოკატის დასწრების უფლების აშკარა დარღვევას. სახელმწიფო უშიშროების სასამართლო იყო "დიდწილად უმოქმედო" წამების ბრალდებებთან მიმართებაში, არ ახორციელებდა რა ჯეროვან გამოძიებას წარმოდგენილ ბრალდებებში. მის წინაშე წარმართული სასამართლო პროცესები ხშირად არასამართლიანი იყო. იგი ხშირად მსჯავრდებას აფუძნებდა სავარაუდო წამების შედეგად მიღებულ აღიარებებზე. ანგარიში აღნიშნავდა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში, დაახლოებით ასმა მოპასუხემ აღნიშნა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე, რომ მათი აღიარებითი ჩვენებები წამების შედეგად იყო მოპოვებული. 2005 წელს თოთხმეტი ამგვარი ბრალდება იქნა წარმოდგენილი, თუმცა სახელმწიო უშიშროების სასამართლომ შესაბამისად არ გამოიძია აღნიშნული ბრალდებები. საკასაციო სასამართლოში აპელაცია არ წარმოადგენდა შესაბამის დაცვას.ანგარიში მიმოიხილავდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების წინაშე წარმოდგენილ ცხრა საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა წამების გზით აღიარების მოპოვებას "გსდ" მიერ, მათ შორის ათასწლეულის თანამონაწილეობის საქმესაც. ანგარიშის მიხედვით ოთხი მოპასუხე მაინც, მათ შორის აბუ ჰოშერი, დაექვემდებარა წამებას "გსდ" დაკითხვისას, მათ სხეულებზე აღინიშნებოდა წამების კვალი როდესაც იგი პირველად მოინახულეს მისმა ნათესავებმა და ადვოკატებმა. მოწმემ მისცა ჩვენება, რომ დანაშაულის ადგილების რეკონსტრუქციისას მათ ნახეს ერთი მოპასუხე, ბ-ნი შაედ ჰიჯაზი, რომელიც ორ დაცვას მიჰყავდა, რადგან სავარაუდოდ თავად ფეხზე დგომა მას არ შეეძლო. მეორეს ბ-ნი რაედ ჰიჯაზი (აშშ-იორდანიის მოქალაქე) შემთხვევაში ექიმმა მისცა ჩვენება, რომლის მიხედვითაც ბ-ნ ჰიჯაზს დაემართა მწვავე პნევმონია ინკომუნიკადო პატიმრობის დროს. აშშ კონსულმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნახა წამების კვალი მის სხეულზე, ვერ მისცა ჩვენება სასამართლო პროცესზე დიპლომატიური იმუნიტეტის გამო.ანგარიში დასძენდა, რომ სამწუხარო იყო იორდანიის მიერ წამების აბსოლუტური აკრძალვის იგნორირების გათვალისწინებით და, მეტიც, მონიტორინგის შემდეგ პირის დაბრუნება ვერ შეცვლიდა საერთაშორისო სამართლის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს, რომელიც აწესებს სისტემურ საკანონმდებლო, იურიდიულ და ადმინისტრაციულ გარანტიებს წამების პრევენციის მიზნით. მონიტორინგი, განხორციელებული თვით პროფესიული ორგანიზაციების მიერაც კი, არასაკმარისია წამების თავიდან ასაცილებლად.
2. Human Rights Watchანგარიშში სახელწოდებით "საეჭვო წმენდა: გენერალური სადაზვერვო დეპარტამენტი და იორდანიის კანონის უზენაესობის პრობლემა", გამოცემული 2006 წის 18 სექტემბერს, ორგანიზაცია დოკუმენტირებულად აღწერდა "გსდ" მიერ არასათანადო მოპყრობების შემთხვევებს. ანგარიშის ნაწილი ასევე ეხებოდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე პროკურორებსაც:
"სახელმწიფო უშიშროების სასამართო შეიქმნა იორდანიის კონსტიტუციის 99-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე.
...
გაერთიაებული შტაბის უფროსი ნიშნავს ერთ სამხედო მოხელეს, რომელიც პროკურორის ფუნქციას განახორციელებს, ამით ხაზს უსვამს რა სასამართლოს ქვემდგომ ხასიათს. სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს პროკურორის ოფისი ფიზიკურად არის განლაგებული "გსდ" ცენტრალურ შენობაში. სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს (sic) პროკურორი უყენებს ბრალს მოპასუხეებს და ახდენს მათი განგრძობადი პატიმრობის ავტორიზებას. სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს პროკურორი, რომელიც იკვლევს იმ დანაშაულებს რომელთა ჩადენაშიც ედებათ ბრალი "გსდ"-ში განთავსებულ პატიმრებს, სამხედრო ოფიცერი გახლავთ და არის დაზვერვის ოფიცრების იდენტურ ხელმძღვანელობის ქვეშ. მოცემული ფაქტი ასახავს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ ნაკლებობას.
...
უშიშროების სასამართლოების შესახებ კანონის მე-7 მუხლი აღნიშნავს, რომ ის პირები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება იმ დანაშაულთა ირგვლივ, რომელიც ხვდება უშიშროების სასამართლოს იურისდიქციაში, შესაძლოა პატიმრობაში იყვნენ "საჭიროების შემთხვევაში არაუმეტეს შვიდი დღისა მანამდე, სანამ მოხდება მათი წარდგენა პროკურორის წინაშე ბრალდების წასაყენებლად. ეჭვმიტანილისათვის ბრალის წაყენების შემდეგ, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", პროკურორი უფლებამოსილია გააგრძელოს პატიმრობის ორდერი განახლებადი თხუთმეტი დღის ვადით. პრაქტიკოსმა დაცვის მხარის ადვოკატმა უთხრა Human Rights Watch-ს, რომ "ჩვეულებრივ პატიმრები "გსდ" პატიმრობაში ატარებენ დაახოებით ექვს თვეს. მას შემდეგ რაც "გსდ" დაასრულებს გამოძიებას პატიმრები გადაყავთ ჩვეულებრივ ციხეში ან მათ ათავისუფლებენ."
იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით, მართალია ფორმალურად პროკურორი არის გამოძიების სათავეში მას შემდეგ რაც მოხდება ბრალის წაყენება, უშიშროების სასამართლოს წინაშე წაყენებულ საქმეებში, პრაქტიკის მიხედვით პროკურორი ვალდებულებების დელეგირებას ახდენს "გსდ" თანამშრომლებზე რათა მათ განაგრძონ გამოძიება, მათ შორის დაკითხვის ჩათვლით. Human Rights Watch-ის მიერ დაკითხული ყველა პატიმარი აღნიშნავდა, რომ პატიმრობის განმავლობაში ისინი ხვდებოდნენ მხოლოდ "გსდ" თანამშრომლებს, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ხდებოდა მათი წარდგენა პროკურორის წინაშე ბრალის წასაყენებლად. თუმცა, რამდენიმე პატიმარმა ნათლად აღნიშნა, რომ მათ არ შეეძლოთ დარწმუნებით განესხვავებინათ "გსდ" თანამშრომლები პროკურატურის თანამშრომლებისაგან, რადგანაც ისინი ყველანი სამოქალაქო ტანისამოსში იყვნენ ჩაცმულნი, მსგავსად აწარმოებდნენ დაკითხვას და განლაგებული იყვნენ ახლო რადიუსში.
პროკურორი ამასთანავე გახლავთ სამართლებრივად უფლებამოსილი პირი განიხილოს პატიმართა საჩივრები სასტიკი თუ არაადამიანური მოპყრობისა და წამების შესახებ. იორდანიის კანონმდებლობა ითხოვს, რომ ნებისმიერმა სახელმწიფო მოხელემ, მათ შორის "გსდ" თანამშრომლებმაც, უნდა მიიღონ და ზემდგომ პირს გადასცენ საჩივარი. პროკურორის ფუნქცია მოიცავს იმ საჩივრების გამოძიებასაც, რომლებიც ეხებიან კანონის დარღვევას. "გსდ"-და და სახელმწიფო უშიშროების სასამართლო სტრუქტურებში (sic) არსებული დამოუკიდებლობის ფუნდამენტური ნაკლებობა კი მის ფუნქციას სრულად უკარგავს ეფექტიანობას. სამიჰ ხრაისმა, ადვოკატმა, რომელსაც უწარმოებია სახელმწიფო უშიშროების სასამართლოებში ათობით კლიენტის დაცვა, მოახსენა Human Rights Watch-ს შემდეგი: "პროკურორი პატიმარს აბრუნებს საკანში თუკი იგი იტყვის, რომ მან აღიარება წამების გამო მისცა". ხრაისმა თქვა, რომ პროკურორის როლის გამო უშიშროების სამინისტროს სასამართლოს წინაშე მიმდინარე პროცესზე, ისევე როგორც იმ წესების გამო, რომელიც წამების შედეგად მიღებულ ჩვენებებს სასამართლოსათვის მიუღებლად მიიჩნევს, უშიშროების სასამართლოს პროკურორები ცდილობენ არ მოახდინონ რეაგირება წამების შესახებ საჩივრებზე. ერთმა პატიმარმა, მუსტაფა რ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ დაექვემდებარა წამებას როგორც ბრალის წაყენებამდე, ისე მას შემდეგაც, მოუთხრო Human Rights Watch-ს რომ ბრალის წასაყენებლად პროკურორის წინაშე წარდგენისას იგი მარტო იყო პროკურორთან ერთად მისსავე კაბინეტში "გსდ" შენობაში, მაშინ როდესაც მანქანა სადაც ისხდნენ ის პირები, რომლებმაც დაკითხეს იცდიდა გარეთ რათა უკან, საკანში წაეყვანათ იგი. პროკურორი არ დაინტერესებულა გაერკვია გამოყენებულ იქნა თუ არა უკანონო ძალა ან იძულება მუსტაფა რ.-ს წინაშე დაკითხვის დროს. მეორე ყოფილმა პატიმარმა, მუჰამედ ალ-ბარქავიმ, უთხრა Human Rights Watch-ს რომ თუკი პატიმარი ითხოვს ადვოკატს ან აცხადებს წამების შესახებ, პროკურორი მას უკან აბრუნებს დამატებით დასაკითხად, მიუთითებს რა შემდეგს: "იგი მზად ჯერ არ არის"."2008 წლის 8 ოქტომბრის ანგარიშში "წამება და დაუსჯელობა იორდანიის ციხეებში", რომელიც ეფუძნებოდა 2007 და 2008 წელს განხორციელებულ ციხის ვიზიტებს, Human Rights Watch-მა დაასკვნა, რომ წამება ფართოდ იყო გავრცელებული და რუტინულ ხასიათს ატარებდა იორდანიის ციხეებში. 110 პატიმარს შორის, რომელსაც გაესაუბრა ორგანიზაცია, 66-მა მიუთითა არასათანადო მოპყრობის შესახებ. მან ასევე დაასკვნა, რომ ციხის ბადრაგები აწამებდნენ პატიმრებს იმის გამო, რომ პროკურორები და მოსამართლეები მათ ქმედებაზე ნაკლებად რეაგირებდნენ. ანგარიში აღნისნავდა, რომ იორდანიის მთავრობის სურვილი მიენიჭებინა ციხეებზე წვდომა მისასალმებელი იყო და ასახავდა რეფორმისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას. თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავდა, რომ იორდანიის მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ გამოხატული წუხილი არ იყო ადგილზე განგრძობადი შედეგის მქონე. პატიმრის მიერ ციხის წესების დარღვევის, ექიმის, სატელეფონო ზარის განხორციელების ან ვიზიტის მოთხოვნისა თუ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში წამება რუტინულ ხასიათს ატარებდა, მუსლიმი პატიმრები უფრო მეტ დარღვევებს აწყდებოდნენ. საჩივრები წამების შესახებ შემცირდა, თუმცა მაინც ხშირი იყო. წამება არ იყო ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, თუმცა ციხის მაღალჩინოსანი თანამშრომლები პერიოდულად ითხოვდნენ პატიმართა ცემას. წამება "შემწყნარებლობას" იმსახურებდა, რადგან არ არსებობდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმები; მთავრობა ეცადა მშვიდად მიეღო რიგი ზომები რათა წარმოედგინა მდგომარეობის გამოსასწორებელი საშუალებანი, თუმცა არ მოუხდენია მათი სათანადო ამოქმედება.Human Rights Watch-ის 2010 წლის მსოფლიო ანგარიშის ნაწილი, რომელიც ეთმობოდა იორდანიას აღნიშნავდა, რომ მისასალმებელი იყო შემდგომი პოზიტიური რეფორმები, მათ შორის იორდანიის ადამიანის უფლებების ეროვნული ცენტრის წამების საწინააღმდეგო ტრენინგ პროგრამები, მაგრამ მოცემული რეფორმები არ იყო საკმარისი დამნაშავეთა სამართალში მისაცემად იორდანიაში პოლიტიკური ნებისა და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის გამო.
3. იორდანიის ადამიანის უფლებების ეროვნული ცენტრი (ცენტრი)2005 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ცენტრი აღნიშნავდა, რომ მართალია იორდანიის კანონმდებლობა ნათლად აღნიშნავდა იძულებით მიღებული აღიარების საფუძველზე მსჯავრდების უკანონობას, მაგრამ დაცვისათვის მაინც რთული გახლდათ იმის დამტკიცება, რომ აღიარებანი იძულების გზით იყო მოპოვებული, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევას არ ყავდა თვითმხილველი, ხოლო პატიმრობის ხანგრძლივობის გამო კი რთული იყო ექიმების მიერ სხეულებრივი დაზიანების დასტურის წარმოდგენა.2007 წლის ანგარიშში ცენტრმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესებზე ადასტურებდა "მრავალ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული კრიტერიუმების აშკარა ნაკლებობას". იგი განსაკუთრებით ეხებოდა სამოქალაქო პირთა გასამართლებას სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე, იქ, სადაც მოსამართლეები "სამხედრო მიმართულებისანი" იყვნენ და რითაც ხდებოდა სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპის დაზარალება და სამართლიანი სასამართლოს გარანტიების შემცირება.2008 წლის ანგარიშში ცენტრმა ხაზი გაუსვა წამების დადგენის სირთულეებს, მათ შორის ხანგრძლივი ვადით პატიმრობასა და იმ ფაქტს, რომ მოპასუხეთა იძულებაზე პასუხისმგებელი პირები არ ახდენდნენ ჩვენებების ჩამოწერას და შედეგად მოცემული ჩვენებები სამართლებრივად საბოლოო მტკიცებულების სახეს იღებდა. ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ წლის გარკვეულ პერიოდში მას აეკრძალა პატიმრების მონახულება. თუმცა, ამასთანავე ამ პერიოდში მთავრობის მიერ შემოღებულ იქნა რამდენიმე დადებითი წამების საწინააღმდეგო ზომა.2009 წლის ანგარიშში ცენტრმა აღნიშნა, რომ წამების საწინააღმდეგო ზომები ჯერ ისევ "საშუალო და საჭოჭმანო" ხასიათის მატარებელი გახლდათ. პრობლემები თავს იჩენდა დანაშაულის პრევენციის კანონში, რომელიც იძლეოდა ინკომუნიკადო პატიმრობის საშუალებას სასამართლო მონიტორინგის გარეშე; სახელმწიფო უშიშროების კანონში, რომელიც იძლეოდა შვიდი დღით პატიმრობის საშუალებას მოსამართლესთან წარდგენამდე; ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილის მიერ საჯარო პროკურორის დასწრების გარეშე მიცემული ჩვენება მისაღები გახლდათ თუკი მოხდებოდა "მისი წარდგენა საჯარო ბრალმდებელისათვის იმ მტკიცებულებასთან ერთად, რომელიც შეეხებოდა პირობებს, სადაც მოხდა ჩვენების მიცემა" და დადასტურდებოდა, რომ "ეჭვმიტანილმა ჩვენება ნებაყოფლობით მისცა".
4. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტიაშშ სახელმწიფო დეპარტამებტის 2009 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში იორდანიაზე ახმიანებდა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილს წამების ფართო მასშტაბების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნებოდა საჩივრების რაოდენობის კლება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასკვნეს, რომ საჩივრების წარდგენის მექანიზმები გაუმჯობესებული იყო, მაგრამ საჭირო გახლდათ დამატებითი რეფორმები. ანგარიში ასევე მიუთითებდა შემდეგს:
"წინა წლებისაგან განსხვავებით ადგილი აღარ აქვს დაცვის მხარის მიერ წამების შესახებ საჩივრების წარმოდგენას სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე. 15 აპრილს სამმა პირმა იმ ხუთი ბრალდებულიდან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ 2007 წლიდან 2008 წლის მაისამდე წამებას ექვემდებარებოდნენ, მიიღეს ხუთწლიანი სასჯელი. დანარჩენი ორი კი გათავისუფლდა მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. სახელმწიფომ დაასკვნა, რომ ამ უკანასკნელთა მიერ წარმოდგენილი საჩივრები წამების შესახებ უსაფუძვლო იყო. იგივე დასკვნა იქნა მიღებული 2008 წლის იანვრის წამების საჩივრების შესახებაც, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ ორი მამაკაცის მიერ, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ იარაღის ექსპორტში დასავლეთ სანაპიროზე, რომელთა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიც დასრულებული არ იყო წლის ბოლოსათვის.
14 მაისს, სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ ნიდალ მომანის, თარვატ დრაზს და სატამ ზავაჰრას მიუსაჯა სიკვდილით დასჯა 2006 წელს ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის ლიდერის მკვლელობის შეთქმულებისათვის, თუმცა, მათი სასჯელი უმალვე შემცირებულ იქნა თხუთმეტი წლით პატიმრობით. 2007 და 2009 წლებში მოპასუხეები აცხადებდნენ, რომ დაექვემდებარნენ ცემასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის შედეგადაც მოხდა მათ მიერ აღიარების მიცემა."2010 წლის ანგარიში მიუთითებდა, რომ იორდანიის კანონმდებლობა კრძალავდა წამებას, თუმცა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ წამებისა და ფართოდგავრცელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ პოლიციისა და უშიშროების დაკავების ცენტრებში. დაკავებისა და მართლმსაჯულების პროცედურებთან მიმართებაში ანგარიში აღნიშნავდა შემდეგს:
"სასამართლო პოლიციას, რომელსაც ეკისრება სისხლისსამართებრივი გამოძიების წარმოების ვალდებულება, სახელმწიფო უშიშროების სასამართლო ანიჭებს უფლებამოსილებას დააკავოს და პატიმრობაში ამყოფოს დაკავებული პირები ათი დღის ვადით. მოცემული უფლებამოსილება ვრცელდება სამართალდარღვევებისათვის დაკავებაზე. იმ საქმეებში, რომელიც სავარაუდოდ მოიცავს სახელმწიფო უშიშროებას, უშიშროების ძალები აკავებენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს ბრალის შესახებ ინფორმირების გარეშე და არ აძლევენ საშუალებას შეხვდნენ ადვოკატებს, მათ შორის სასამართლოს დაწყებამდე მცირე ხნით მაინც. სახელმწიფო უშიშროებს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოპასუხენი როგორც წესი ადვოკატებს ხვდებიან სასამართლო პროცესის დაწყებისას ან მხოლოდ ერთი-ორი დღით ადრე სასამართლომდე. საქმე შესაძლებელია გადაიდოს ორმოცდარვა საათზე მეტ ხანს მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში. პრაქტიკაში, სხდომებს შორის საქმეები რუტინულად მოიცავს ხოლმე გადადებას ათზე მეტი დღით და ხსნებული სამართალწარმოებანი ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება სამართალწარმოების დროს გირაოს დაშვების გარეშე. რამდენიმე პატიმარი ბრალის წაყენების გარეშე იყო დაპატიმრებული მთელი წლის განავლობაში."
ანგარიში ასევე აღნიშნავდა, რომ იორდანიის კანონმდებლობა აწესებდა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას; თუმცა, პრაქტიკაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა გაჯერებული იყო ნეპოტიზმისა და განსაკუთრებული ინტერესების ზემოქმედებით.
V. შესაბამისი შედარებითი და საერთაშორისო სამართალი წამებისა და წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების შესახებ
ა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია წამების შესახებგაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის წინააღმდეგ 1984 წლის კონვენციას ("წამების კონვენცია") ჰყავს ას ორმოცდაცხრა ხელშემკვრელი სახელმწიფო, მათ შორის ევროპის საბჭოს ყველა სახელმწიფოც. კონვენციის პირველი მუხლი წამებას განმარტავს როგორც:
"ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს და ზნეობრივს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი ან განახორციელონ ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება ტკივილი და ტანჯვა, რომლებიც წარმოიშვება მხოლოდ კანონიერ სანქციათა შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი ნაწილია ან შემთხვევით არის მათგან გამოწვეული."მუხლი 1 § 2 აღნიშნავს, რომ იგი გავლენას არ ახდენს იმ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ ეროვნულ კანონმდებლობაზე რომელთაც შესაძლოა ჰქონდეს უფრო ფართო გამოყენება. მე-2 მუხლი ითხოვს სახელმწიფოთაგან ეფექტიანი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, იურიდიული თუ სხვა ზომების მიღებას რათა თავიდან იქნას აცილებული წამება მისი იურისდიქციის ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე. მე-4 მუხლი ყოველი წევრი სახელმწიფოსაგან ითხოვს უზრუნველყონ წამების დასჯადობა სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით.მე-3 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
" ."მე-12 მუხლის მიხედვით ყოველი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი შესაბამისი ორგანოების მიერ დაუყოვნებელი და დამოუკიდებელი გამოძიების განხორციელება ყოველთვის, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი მივიჩნიოთ, რომ მისი იურისდიქციის ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე განხორციელემულ იქნა წამება.მე-15 მუხლი ითხოვს ყოველი სახელმწიფოსაგან უზუნველყოფილ იქნას, რომ ნებისმიერი განაცხადი რომელიც დადგინდება, რომ განხორციელდა წამების შედეგად არ იქნება მოხმობილი მტკიცებულებად სამართალწარმოებისას; გამონაკლისია ის პირები, რომლებსაც ბრალი ედებათ განაცხადის მისაღებად წამების ჩადენაში.
2. წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და ანგარიშები
(ა) გაერთინებული ერების ორგანიზაციის კომიტეტი წამების წინააღმდეგ
საქმეში P.E. v. France (21 ნოემბერი 2002, communication no. 193/2001, CAT/C/29/D/193/2001), კომიტეტმა განიხილა საფრანგეთიდან ესპანეთში ექსტრადირებული გერმანიის მოქალაქის საქმე. მომჩივანი აცხადებდა, რომ ესპანეთის მიერ წარმოდგენილი ექსტრადირების მოთხოვნა ეფუძნებოდა მესამე პირისაგან წამების შედეგად მიღებულ ჩვენებებს. მართალია კომიტეტმა საჩივარი მიუღებლად სცნო დაუსაბუთებლობის გამო, მან მაინც განიხილა მე-15 მუხლის ის დებულებანი, რომლებიც ვრცელდებოდა საფრანგეთში ექსტრდირების სამართალწარმოებაზე და აღნიშნა, რომ საფრანგეთს ეკისრებოდა ვალდებულება გაერკვია წამოყენებულ ბრალდებათა შესაბამისობა სიმართლესთან. მე-15 მუხლის "ფართო მასშტაბი" და მისი გამოყენებადობა ექსტრადირების სამართალწარმოებაში დადასტურებულ იქნა კომიტეტის მიერ საქმეში G.K. v. Switzerland (7 მაისი 2003, communication no. 219/2002, CAT/C/30/D/219/2002), რომელიც მსგავსად მოცემულის საქმისა, ეხებოდა ესპანეთში ექსტრადირებას, სადაც ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა ეფუძნებოდა სავარაუდოდ წამების შედეგად მესამე პირისაგან მოპოვებულ ინფორმაციას. მესამე მხარის მიერ, სავარაუდოდ წამების განმახორციელებულ პირთა წინააღმდეგ ნაწარმოები სისხლისსმართლებრივი საქმე შეწყვეტილ იქნა ესპანეთის ხელისუფლების მიერ და შესაბამისად, საჩივარი აღარ იქნა განხილული კომიტეტის მიერ დაუსაბუთებლობის გამო; შედეგად, ადგილი არ ჰქონია შვეიცარიის მიერ მე-15 მუხლის დარღვევას მომჩივნის ექსტრადირებისას.2007 წლის 6 თებერვლით დათარიღებულ დასკვნით დებულებებში რუსეთთან დაკავშირებით (CAT/C/RUS/CO/4), კომიტეტი შეწუხებული გახლდათ იმ ფაქტით, რომ მაშინ როდესაც რუსეთის სისხლის სამართის საპროცესო კოდექსი აღნიშნავდა, რომ წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებანი მიუღებელი იყო, პრაქტიკაში იკვეთებოდა, რომ სასამართლოები არ მიიჩნევდნენ მსგავს მტკიცებულებებს მიუღებლად და არც დაუყოვნებელ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვდნენ. კომიტეტმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ უნდა მიღებულიყო ნათელი სამართლებრივი დებულებანი, რომელიც გაწერდა იმ ზომებს, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, თუკი გაჩნდებოდა ეჭვი, რომ მტკიცებულება წამების ან არასათნადო მოპყრობის შედეგად იყო მოპოვებული. ამგვარად მოხდებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ წამების შედეგად მიღებული მკტიცებულება სრულიად დაუშვებლად ყოფილიყო მიჩნეული.
შეშფოთება გამოითქვა კომიტეტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით გაკეთებულ დასკვნით დებულებებშიც (25 ივლისი 2006, CAT/C/USA/CO/2) მე-15 მუხლის გამოყენების გამო სამხედრო კომისიებსა და სხვა იმ ორგანოებში, რომელიც განიხილავდა გუანტანამოს ყურეში, კუბაზე მყოფ პატიმართა საქმეებს. მისი რეკომენდაციის მიხედვით აშშ-ს უნდა შეექმნა დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც მოახერხებდა მის პატიმრობაში მყოფი ყველა პირს უფლებების დაცვას.
მექსიკისადმი მიძღვნილ ანგარიშში (26 May 2003, CAT/C/75), კომიტეტმა მიიჩნია, რომ მექსიკის კონსტიტუციის მე-20 მუხლი (რომელიც აღნიშნავდა, რომ საჯარო პროკურორისა თუ მოსამართლის დასწრების გარეშე გაკეთებული აღიარება, ან აღიარება გაკეთებული დაცვის ადვოკატის დასწრების გარეშე არ ატარებდა მტკიცებულების ძალას) არ გახლდათ საკმარისი წამების თავიდან ასაცილებლად. პატიმრებს ეშინოდათ ეთქვათ პროკურორისათვის, რომ დაექვემდებარნენ წამებას, არასაკმარისი გახლდათ იურიდიულ კონსულტაციაზე არსებული წვდომა, პოლიცია და პროკურატურა ძალიან ახლოს იყვნენ განლაგებულნი და პატიმრები მუდმივად გადაყავდათ ერთიდან მეორე შენობაში ჯერ დასაკითხად შემდეგ კი იძულებით აღიარების მსიაცემად; პროკურორები არ იძიებდნენ წამების ბრალდებებს და, როდესაც იძიებდნენ, მაინც იყენებდნენ ხსენებულ აღიარებას; სამედიცინო ექსპერტები არ იყვნენ საკმარისად დამოუკიდებელნი პროკურორთაგან. "განსაკუთრებით რთული" გახლდათ იძულებით მიღებული აღიარების დაუშვებლად ცნობა: სასამართლოებს არ გააჩნდათ დამოუკიდებელი საშუალებანი დაედგინათ თუ რამდენად ნებაყოფლობითი გახლდათ მიცემული ესა თუ ის ჩვენება (ანგარიში, პარაგრაფები 155, 196-202 და 219-20).
(ბ) საფრანგეთიმე-15 მუხლი გამოყენებულ იქნა პოს სააპელაციო სასამართლოს მიერ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ესპანეთს ექსტრადიციის მოთხოვნაზე საქმეში Irastorza Dorronsoro, case no. 238/2003, 16 მაისი 2003. ესპანეთი აღიარებდა, რომ ქ-ნი სორზაბალ დიაზის, პატიმრობაში მყოფი მესამე მხარის ჩვენება გახლდათ ერთადერთი სამხილი ბ-ნი ირასტორზა დორონსოროს წინააღმდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სერიოზული ეჭვი მასზედ, რომ ქ-ნი დიაზი დაექვემდებარა ფიზიკურ ზეწოლას პატიმრობის დროს, ესპანეთის ხელისუფლებას მოცემული ეჭვები არ გაუქარწყლებია. შესაბამისად, რთული იყო დასკვნის მიღება მასზედ, რომ მისი ჩვენებები მიღებული იყო მე-15 მუხლის დარღვევით და, შედეგად, ექსტრადიციის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
(გ) გერმანია
2003 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაში დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლომ (Oberlandesgericht) მოიხმო მე-15 მუხლი როდესაც უარი განაცხადა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის გადაცემაზე თურქეთისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ თურქეთს რატიფიცირებული ჰქონდა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია და მისი დებულებები ინკორპორირებული გახლდათ ეროვნულ კანონმდებლობაში. მიუხედავად ამისა არსებობდა რეალური საფრთხე (konkrete Gefahr), რომ მოცემული დებულებების პატივისცემა შეიძლება არ მომხდარიყო მოთხოვნილი პირის ექსტრადირების შემთხვევაში. მის წინაშე არსებულ მტკიცებულებებში სასამართლომ ჰპოვა გონივრული მტკიცებულება (begründete Anhaltspunkte) რათა ევარაუდა, რომ 1998 წელს ოცდათორმეტი თანაბრალდებულის მიერ ისტანბულის პოლიციისათვის მიცემული ჩვენებები - რომელიც სრულად აღიარებებზე იყო დაფუძნებული - გამოწვეული იყო თურქეთის უშიშროების ძალების წამების შედეგად. წამების ბრალდებანი გამყარებული გახლდათ სამედიცინო მტკიცებულებით (მიუხედავად ალაგ-ალაგ ბუნდოვანი ჩანაწერებისა) და შესაბამისობაში მოდიოდა ზოგად ანგარიშებში აღწერილ, თურქეთში პოლიციაში დაკავებისას წამების ჩვეულ მეთოდებთან, რომელიც ხასიათდებოდა ფიზიკური ძალადობის კვალის ნაკლებობით. ამასთანავე, არსებობდა საფრთხე, რომელიც გამყარებული გახლდათ კონკრეტული მტკიცებულებებითაც (durch konkrete Indizien belegte Gefahr), რომ თანაბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენებები შესაძლოა გამოყენებულ ყოფილიყო მოთხოვნილი პირის წინააღმდეგ თურქეთში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებებში აღნიშნა, რომ თურქეთის სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ საშინაო და საერთაშორისო სამართლებრივი დებულებანი წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების მიუღებლობის შესახებ, ისევე როგორც თურქეთის საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არანებაყოფლობითი აღიარებანი მიუღებლად იყო მიჩნეული. თუმცა, ადამიანის უფლებათა ანგარიშები მუდმივად აღნიშნავდნენ თურქეთის სისხლისსამართლებრივ- მართლმსაჯულებითი სისტემის მიერ გამოძიებების არაადექვატურობას წამების ბრალდებებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ სასამართლოები განაგრძობდნენ პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული აღიარებების დაშვებას. არსებობდა საფუძველი გვევარაუდა, რომ ისტანბულის ეროვნული უშიშროების სასამართლო სწორედ ამგვარად მოიქცეოდა, რადგან 1998 წელს პოლიციისათვის მიცემული ჩვენებების გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახლდათ მისთვის ბრალის წაყენება.დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კიოლნის ადმინისტრაციული სასამართლოს (Verwaltungsgericht) 2003 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებას მსგავს ექსტრადიციის საქმეზე. კიოლნის სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ იცვლებოდა თურქეთის ხელისუფლების მიერ გარანტიების შეთავაზების შედეგად; მოცემული გარანტიები არ იყო კონკრეტული ხასიათის და ეფუძნებოდა თურქეთის ზოგად კანონმდებლობას წამების მტკიცებულებების შესახებ.ჰამბურგის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის (Oberlandesgericht) მიერ განხილულ საქმეში re. El Motassadeq მოპასუხეს ბრალად ედებოდა შეთქმულება 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებში. სასამართლოს წარუდგინეს სამი მოწმის ჩვენების მოკლედ მიმოხილვა. მოწმეები დაკავებულნი იყვნენ და დაიკითხნენ აშშ-ში. შეკითხვები აშშ ხელისუფლების მიერ განხორციელებული დაკითხვის ირგვლივ უპასუხოდ იქნა დატოვებული. შესაბამისად, სასამართლოს მოუწია გაეკეთებინა დასკვნა წამების არსებობის შესახებ საჯაროდ არსებულ და ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით. სასამართლომ დაადგინა, - მთლიანობაში არ დასტურდებოდა, რომ მოწმეები ექვემდებარებოდნენ წამებას, inter alia, რადგან ჩვენებათა შინაარსი არ იყო ცალმხრივი ხასიათის. აღნიშნულის გამო, სასამართლომ გადაწყვიტა არ განეხილა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლი, რომელიც, როგორც აღნიშნა, გაამართლებდა მტკიცებულების გამოყენების აკრძალვას შესახებ (იხ. გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი საქმეში A and others (no. 2), §§ 60, 122-23 და 140-41 ). მოპასუხის მიერ სასამართლოს წინაშე შემდგომ წარმოდგენილი საჩივარი მიუღებლად იქნა ცნობილი აშკარად დაუსაბუთებლობის გამო (იხ. El Motassadeq v. Germany (dec.), no. 28599/07, 4 მაისი 2010).
ბ. გაერთიანებული სამეფო
1. საქმე A and others (no. 2) საქმეში A and others (no. 2) v. Secretary of State for the Home Department [2005] UKHL 71, ლორდთა პალატამ განხილა თუ რამდენად შეეძლო "სსაკ"-ს კანონიერად იმ მტკიცებულების გამოყენება, რომელიც შესაძლოა წამების შედეგად ყოფილიყო მიღებული სხვა სახელმწიფოში ბრიტანეთის სახელმწიფო მოხელეთა ჩარევის გარეშე. პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მოცემული სასამართლოს პრაქტიკისა და საერთაშორისო საჯარო სამართალის, მათ შორის გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით, ლორდებმა დაასკვნეს, რომ მსგავსი მტკიცებულების გამოყენება დაუშვებელი იყო.ლორდები გაიყვნენ იმის განხილვისას, თუ რა ტიპის ტესტი უნდა გამოყენებულიყო "სსაკ"-ის მიერ რათა შეეფასებინა მტკიცებულებათა დასაშვებობა. ლორდები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მტკიცების ტვირთის კონვენციური მიდგომა არ უნდა გამოყენებულიყო "სსაკ"-ის პროცედურების გამო. აპელანტს "სსაკ"-ის წინაშე აპელაციისას ვერ მოეთხოვებოდა იმაზე მეტის გაკეთება ვიდრე წამოეყენებინა გონივრული მიზეზი/არგუმენტი მასზედ, რომ მტკიცებულება შეიძლება წამების შედეგად ყოფილიყო მიღებული. ამგვარად მოქცევის შემდეგ უკვე "სსაკ"-ის ვალდებულება გახლდათ შესაბამისი კვლევის დაწყება. უმრავლესობამ (ლორდები ჰოუფი, როჯერი, ქარსველი და ბრაუნი) შემდეგ აღნიშნა, რომ "სსაკ"-მა უნდა შეიმუშავოს მისაღებობის ტესტი გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით. მათ აღნიშნეს, - "სსაკ"-მა უნდა განიხილოს თუ რამდენად იყო დაცული ბალანსი, რათა მიეჩნიათ, რომ მტკიცებულება მიღებული იყო წამების შედეგად. თუკი იგი ასე მიიჩნევდა, მაშინ "სსაკ"-ს არ უნდა დაეშვა მტკიცებულება, ხოლო თუკი ეჭვი ეპარებოდა მტკიცებულების მიღების ჯეროვანობაში, მაშინ უნდა მიეღო მტკიცებულება, მაგრამ არ დაევიწყებინა ეჭვის შესახებ და მისი გათვალისწინებით შეეფასებინა იგი. მათგან განსხვავებით ლორდებმა ბინჰემმა, ნიკოლსმა და ჰოფმანმა მიიჩნიეს, რომ ალბათობის-ბალანსის ტესტი ვერასდროს იქნებოდა ეფექტიანი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ეფექტიანობასაც. მათ უფრო დაბალი ტესტი წარმოადგინეს, კერძოდ კი, როდესაც "სსაკ" დაასკვნიდა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე მტკიცებულებათა წამების შედეგად მოპოვებისა, მათ არ უნდა დაეშვათ მოცემული მტკიცებულება.
...
გ. კანადასაქმეში India v. Singh 108 CCC (3d) 274 (1996), ბრიტანეთის კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ განიხილა ექსტრადიციის მოთხოვნა საქმეზე, რომელიც prima facie ეფუძნებოდა ძებნილი სინქხის წინააღმდეგ თანამზრახველთა ხუთ აღიარებას, რომელიც სავარაუდოდ წამების შედეგად იყო მოპოვებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის დასადგენად თუ რამდენად იყო შესაძლებელი ექსტრადირება prima facie საქმეში, წამების შედეგად მიღებული ჩვენება მიუღებელი იყო. თუმცა, მტკიცების ტვრითი იმის სამტკიცებლად, რომ ჩვენება მართლაც წამების შედეგად იყო მიღებული ეკისრებოდა ძებნილ პირს, რომელმაც გააჟღერა მოცემული ბრალდება. საბოლოოდ დადგინდა, რომ მოცემული ბრალდება უნდა დადასტურებულიყო ალბათობის ბალანსით. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდება ვერ დამტკიცდა მოცემული სტანდარტით ოთხი ჩვენების შემთხვევაში; თუმცა, მეხუთე ჩვენებაზე კი დადასტურდა.A and others (no. 2) საქმეში მიღებული მიდგომა გაზიარებულ იქნა კანადის ფედერალური სასამართლოს მიერ საქმეში Mahjoub v. Canada (Minister of Citizenship and Immigration). Mahjoub საქმეც ეხებოდა დეპორტაციას გარანტიების არსებობისას. მოცემული საქმე მოკლედ არის მიმოხილული ქვემორე პარაგრაფში 153.
VI. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა და კომენტარები გარანტიების საკითხის ირგვლივ
გარანტიების საკითხზე Ismoilov and Others v. Russia, no. 2947/06, §§ 96-100, 24 აპრილი 2008 საქმეში არსებულ კომენტარებთან ერთად, მხარეებმა წარმოადგინეს შემდეგი მასალა.
ა. ანგარიშები და სხვა საერთაშორისო კომენტარები
2006 წლის დასკვნაში აშშ შესახებ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური გარანტიები მხოლოდ იმ სახელმწიფოების შემთხვევაში უნდა იქნეს გაზიარებული, რომლებიც სისტემატურად არ არღვევენ წამების წინააღმდეგ კონვენციის დებულებებს; და ისიც მას შემდეგ რაც მოხდება ყოველი საქმის არსებითი მხარის შესწავლა. რეკომენდაციის მიხედვით სასურველია არსებობდეს გარანტიების მიღების აშკარა პროცედურა, რომელიც მოიცავს ადექვატურ მართლმსაჯულებით მექანიზმებს შეფასებისა და ეფექტიანი დაბრუნების შემდგომი მონიტორინგის დეტალებით.2006 წლის თებერვალში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტთა ჯგუფისადმი მიმართვისას, ლუიზ არბურმა, მაშინდელმა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა შემდეგი:
"საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებისა და ექსპერტების ხანგრძლივი გამოცდილების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნების შემდგომი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა შეძლებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან ეფექტიან აცილებას და იქონიებს სასურველ შედეგს კონკრეტულ შემთხვევებში. ხსენებული ქმედებანი ხშირად ფარულად და იმდენად გამოცდილი დამნაშავეების მიერ ხორციელდება, რომ რთულია დაზიანების კვალის დადგენა. დაზარალებული პირები, რომელთაც ეშინიათ შურისძიების, ხშირად ვერ აჟღერებენ საკუთარ ტანჯვას, ან, ხმის ამოღების შემთხვევაში მათ არ უჯერებენ."2006 წლის 27 ივნისის "მოსაზრებაში" ევროპის საბჭოს ადმაიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური გარანტიები წარმოადგენდა პირობებს, რომელიც არასანდო და არაეფექტიანი იყო, რაც დასტურდებოდა არაერთი ჯეროვნად დოკუმენტირებული საქმით. მისი აზრით პრინციპი non-refoulement არ უნდა დაექვემდებაროს მოსახერხებელ, არასავალდებულო პირობებს.შეშფოთება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელიც იღებს და ეყრდნობა გარანტიებს, გამოითქვა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ადამიანის უფლებების ერთობლივი კომიტეტისა (იხ. 2006 წლის 18 მაისის ანგარიში) და თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ (იხ. 2008 წლის 20 ივლისის ანგარიში).Human Rights Watch-მა ძლიერ გააკრიტიკა გარანტიების გამოყენების პრაქტიკა. 2008 წლის მსოფლიო ანგარიშში სახელწოდებით "ფრთხილად: დიპლომატიური გარანტიები და მსოფლიოში წამების აკრძალვაზე ეროზია" ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ გარანტიებთან დაკავშირებული პრობლემა თავად წამების ბუნებაში გახლდათ, რომელიც როგორც წესი. ხორციელდებოდა ფარულად და ისეთი მეთოდებით, რომ რთული გახლდათ მისი კვალის დადგენა. ანგარიში ასევე განიხილავდა გაერთიანებულ სამეფოსა და იორდანიას შორის შეთანხმებას. მასში "ადალეჰი" მოხსენიებული იყო როგორც პატარა არასამთავრობო ორგანიზაცია და აღინიშნა, რომ კითხვის ნიშანს ბადებდა ის ფაქტი, რომ მცირე გამოცდილება, საეჭვო დამოუკიდებლობა და რეალურად არანაირი ბერკეტი პასუხი აგებინოს მთავრობას, იყო თუ არა საკმარისი "უშმ" ფარგლებში დაბრუნებული პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ბ. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე საჩივრები
როგორც აღინიშნა კიდეც ზემორე 127-ე პარაგრაფში, გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია კრძალავს დაბრუნებას (refoulement) იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მასზედ, რომ პირი შესაძლოა წამებას დაექვემდებაროს. საქმეში Agiza v. Sweden (24 მაისი 2005, communication no. 233/2003, CAT/C/34/D/233/2003), მომჩივანს მსჯავრი დაედო in absentia ეგვიპტის სასამართლოს მიერ 1998 წელს ტერორისტული საქმიანობის გამო. 2000 წელს მან თავშესაფარი თხოვა შვედეთს. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და იგი დეპორტირებულ იქნა ეგვიპტეში 2001 წლის დეკემბერში, სადაც მან განაცხადა, რომ დაექვემდებარა წამებას. როგორც კომიტეტის გადაწყვეტილებიდან იკვეთება, მაშინ როდესაც ხდებოდა მისი მოთხოვნის განხილვა, შვედეთის ხელისუფლება შეხვდა ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებს ქაიროში და მიიღო გარანტიები მაღალჩინოსანი მოხელეებისაგან მასზედ, რომ მომჩივანს დაბრუნების შემდეგ მოეპყრობოდნენ საერთაშორისო სამართლის დებულებების სრული დაცვით.გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით საჩივრის განხილვისას, კომიტეტმა მიიჩნია, რომ შვედეთის ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ეგვიპტეში პატიმრები ექვემდებარებოდნენ ხშირ და ფართოდგავრცელებულ წამებას, განსაკუთრებით აღნიშნული ვრცელდებოდა პოლიტიკური ან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე. შევედეთმა ამასთანავე იცოდა, რომ საჩივარი ხვდებოდა სწორედ ამ კატეგორიაში და რომ უცხოეთის დაზვერვის სამსახურების ინტერესი მომჩივნის მისამართით მომეტებული გახლდათ. მომჩივნის გაძევებიდან მალევე შვედეთის პოლიციამ ასევე შეიტყო დაუდგენელი უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ. მოცემული ფაქტები კი იმაზე მიუთითებდა, რომ შვედეთის მიერ მომჩივნის გაძევებით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი. კომიტეტის აზრით: "დიპლომატიური გარანტიების მიღება, რომელიც არ არის აღჭურვილი აღსრულების მექანიზმით არ არის საკმარისი პირის დასაცავად განხილული აშკარა საფრთხისაგან."კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ შვედეთმა დაარღვია პროცედურული ვალედბულებანი იმავე მუხლის მიხედვით, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს ავალდებულებდა გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განეხორციელებინა ვითარების ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასება, რადგან ხსენებული გადაწყვეტილება შვედეთმა მიიღო თავშესაფრის შესახებ გადაწყვეტილებებზე ჩვეული აპელაციის პროცედურების დაშვების გარეშე. შვედეთმა, რომელმაც გადაწყვეტილების მიღებისთანავე მოახდინა მომჩივნის გადაცემა, ასევე დაარღვია გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის 22-ე მუხლიც, რომელიც ავალდებულებს პატივი სცეს კომიტეტთან ინდივიდუალური კომუნიკაციის ეფექტიან უფლებას.საქმეში Pelit v. Azerbaijan (29 მაისი 2007, communication no. 281/2005, CAT/C/38/D/281/2005), მომჩივანი გადასცეს აზერბაიჯანიდან თურქეთს მიუხედავად კომიტეტის მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიებისა, რომელიც აზერბაიჯანისაგან ითხოვდა თავის შეკავებას გადაცემისაგან მანამდე, სანამ იგი არ განიხილავდა საქმეს. როგორც ჩანს, გადაცემამდე აზერბაიჯანმა თურქეთისაგან მიიღო გარანტიები არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ და შეათანხმა რიგი დებულებები გადაცემის შემდგომი მონიტორინგის ირგვლივ. კომიტეტმა დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა კომიტეტს არ წარუდგინა გარანტიები რათა კომიტეტს დამოუკიდებლად შეეფასებინა მათი დამაკმაყოფილებლობა. აზერბაიჯანს არც დეტალურად აუხსნია კომიტეტისათვის განსახორციელებელი მონიტორინგის შესახებ და არც ის განუმარტავს, თუ როგორ უზრუნველყოფდა მის ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და სათანადო სანდოობას.
გ. მუჰამედ ალზერი შვედეთის წინააღმდეგ
საქმეში Mohammed Alzery v. Sweden (10 ნოემბერი 2006, communication no. 1416/2005, CCPR/C/88/D/1416/2005), გაეროს ადამიანის უფლებთა კომიტეტმა განიხილა ეგვიპტის მოქალაქის გადაცემა შვედეთის მიერ ეგვიპტის მთავრობისაგან დიპლომატიური გარნტიების მიღების შემდეგ. საქმის არსებით მხარეზე კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი:
"11.3 ... დიპლომატიური გარანტიების არსებობა და მათი შინაარსი , ისევე როგორც აღსრულების მექნიზმების იმპლემენტირება წარმოადგენენ ფაქტობრივ ელემენტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადად იმის დასადგენად, რეალურად არსებობს თუ არა არასათანადოდ მოპყრობის საფრთხე.
...
11.5 კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიღებული გარანტიები არ შეიცავდნენ არანაირ მექანიზმს აღსრულების საზედამხედველოდ. არც სხვა ზომები ყოფილა მიღებული უშუალოდ გარანტიების გარდა, რომელიც უზრუნველყოფდა დაცვის ეფექტიან იმპლემენტაციას. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ელჩისა და პერსონალის მხრიდან ვიზიტები განხორციელდა დაბრუნების შემდეგ ხუთ კვირაში, ანუ სრულად იქნა უგულვებელყოფილი ის დიდი საფრთზე, რომელიც შეიქმნა გადაცემის შემდეგ მოკლე პერიოდში. ამასთანავე, ვიზიტების მექანიზმი არ აკმაყოფილებდა საერთაშორისოდ დამკვიდრებულ ჯეროვან პრაქტიკას, რადგან არ ითხოვდა ინდივიდუალურ კონტაქტს პატიმართან და არ მოიცავდა შესაბამის სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზას, მას შემდეგად კი რაც წარმოიშვა სერიოზული ბრალდებანი არასათანადო მოპყრობის არსებობის შესახებ. მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული დიპლომატიური გარანტიები საკმარისი იყო მოცემულ საქმეში არასათანადო მოპყრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად იმგვარად, რომ პაქტის მე-7 მუხლის მოთხოვნები დაცული ყოფილიყო. შესაბამისად, მომჩივნის გაძევება წარმოადგენდა პაქტის მე-7 მუხლის დარღვევას."
დ. კანადის სასამართლო პრაქტიკა
1. სურეშისაქმეში Suresh v. Canada (Minister of Citizenship and Immigration) [2002] 1 SCR 3, კანადის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ კანადისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დეპორტაცია არ იყო ნებადართული მაშინ, როდესაც არსებობდა მტკიცებულება წამების რეალური საფრთხის შესახებ. სასამართლოს არ აღუნიშნავს, რომ დეპორტაციის ყველა შემთხვევა არაკონსტიტუციური იქნებოდა (და ლტოლვილის უფლებები შეფასდებოდა მისი საფრთხის შესაბამისად), მაგრამ ბალანსი ჩვეულებრივ ირღვეოდა ლტოლვილის იმ ქვეყანაში გაძევებით, სადაც იგი წამების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. წამების წინააღმდეგ გარანტიებზე დაყრდნობასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა შემდეგი (პარაგრაფები 124-125):
"ურთიერთისაგან უნდა განვასხვავოთ გარანტიები, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ არ გამოიყენებს სიკვდილით დასჯას (სამართლით დარეგულირებული პროცესი) და გარანტიები გაცემული სახელმწიფოს მიერ, სადაც იგი აღნიშნავს. რომ არ მიმართავს წამებას (არასამართლებრივი პროცესი). ჩვენ ვხედავთ სირთულეებს, როდესაც სახელმწიფო სრულად ეფუძნება მეორე სახელმწიფოს მიერ მიცემულ გარანტიებს მასზედ, რომ იგი არ გამოიყენებს წამებას მომავალში, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ახორციელებდა ან აძლევდა სხვებს საშუალებას ემოქმედათ უკანონოდ წარსულში. სირთულე კიდევ უფრო მწვავე სახეს იღებს იმ შემთხვევებში, როდესაც წამება ხორციელდება არა მხოლოდ სახელმწიფოს ცოდნით, არამედ მისი უუნარობითაც აკონტროლოს მისი მოხელეების ქმედებანი. შესაბამისად წარმოიშვება საჭიროება განვასხვავოთ გარანტიები სიკვდილით დასჯასა და წამებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილით დასჯის პირობის დაცვა უფრო იოლად ემორჩილება მონიტორინგს და უფრო სარწმუნოა, ვიდრე წამების შემთხვევაში.
უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გარანტიების შეფასებისას, მინისტრმა შესაძლოა მოისურვოს იმ სახელმწიფოში არსებული ადამიანის უფლებების ვითარებაში გარკვევა, რომელიც იძლევა გარანტიებს. ასევე, ის ფაქტი თუ რამდენად ემორჩილება ხოლმე მოცემული სახელმწიფო საკუთარ გარანტიებს და თუ რამდენად ძალუძს მას ხსენებულ გარანტიათა დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი მთავრობის მიერ საკუთარი უშიშროების ძალების კონტროლთან დაკავშირებით."
2. მაჰჯუბისაქმეში Mahjoub v. Canada (Minister of Citizenship and Immigration) (F.C.), 2006 FC 1503 რომელიც ეხებოდა ეგვიპტისათვის პირის გადაცემას, კანადის ფედერალურმა სასამართლომ განიხილა ორი საკითხი: რამდენად შეუძლია მინისტრს დაეფუძნოს წამების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს პირის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის შეფასებისას; და თუ რამდენად გონივრული იყო იმ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ გარანტიებზე დაყრდნობა, რომელიც სისტემატიურად მიმართავდა წამებას.
პირველ საკითხან დაკავშირებით, განიხილა რა სასამრთლომ შესაბამისი წყაროები და A and others (no. 2) საქმე (იხ. პარაგრაფები 136-137 ზემოთ) დაასკვნა, რომ კანონი კრძალავდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობას, რომელიც სავარაუდოდ წამების შედეგად იყო მოპოვებული; ამ შემთხვევაში საჭირო გახლდათ სანდო მტკიცებულებების არსებობა, რომელიც უკავშირდებოდა წამების არსებობას და გაამართლებდა ამ გზით მოპოვებულ მტკიცებულებათა უარყოფას. ალბათობის ბალანსის ტესტი, რომელიც გამოყენებულ იქნა საქმეში Singh (იხ. პარაგრაფები 139-140), არ მიესადაგებოდა მოცემულ ეროვნული უსაფრთხოების საქმეს, სადაც მომჩივანს არ გააჩნდა მტკიცებულებანი. მოცემულ საქმეში, მაშინ როდესაც მომჩივანი წამოაყენებს სარწმუნო განმარტებას მასზედ, თუ რატომ იყო მტკიცებულება წამების შედეგად მოპოვებული, გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა განიხილოს მოცემული საკითხი საჯაროდ თუ ფარულად არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მაშინ როდესაც გადაწვეტილების მიმღები დაადგენს, რომ არსებობდა გონივრული ფაქტორები გვევარაუდა, რომ მტკიცებულება სავარაუდოდ წამების შედეგად იყო მოპოვებული, იგი არ უნდა იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას.
მეორე საკითხთან დაკავშირებით კი სასამართლომ მიიჩნია, რომ აშკარად არაგონივრული გახლდათ აღმასრულებელი გადაწყვეტილების მიმღების მიერ არასათანადო მოპყრობის გამოუყენებლობის შესახებ ეგვიპტის მიერ წარმოდგენილ გარანტიებზე დაყრდნობა, როდესაც მან დაასკვნა, რომ მაჰჯუბის საქმეში არ არსებობდა წამების რეალური საფრთხე. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
"[სურეშის საქმეში უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილი გარემოებანი] აყალიბებს "ფრთხილ გარემოს" უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული გარანტიების სანდოობის შეფასებისას. მაგალითისათვის, მთავრობა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არასახარბიელო ვითარებაა, ჩვეულებრივ საჭიროებს გარანტიებთან შესაბამისობაზე უფრო მეტ დაკვირვებას. თუკი ადგილი არ ექნება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა საჭირო შეიქმნას დამატებითი პირობების დადგენა, მათ შორის მონიტორინგის მექანიზმებისა თუ სხვა გარანტიების შემოღება, რომელიც რეკომენდირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანოების მიერ. პირუკუც, ქვეყანა სადაც ჯეროვნად ხდება ადამიანის უფლებების დაცვა სავარაუდოდ დახსიათდება ვალდებულებათა სათანადო შესრულებით და, შესაბამისად, დამატებითი პირობების დაწესება არ იქნება საჭირო გარანტიათა სანდოობის უზრუნველსაყოფად."
გარანტიებზე დაყრდნობისას, აღმასრულებელს არ გაუთვალისწინებია ეგვიპტეში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა და არც მის მიერ წარმოდგენილი გარანტიების დაცვა არ შეფასებულა. მოცემული ფაქტები განსაკუთრებით შესაშფოთებელია ეგვიპტეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ არაერთი ანგარიშის გათვალისწინებით. ორი დიპლომატიური ნოტა, რომელიც ეხებოდა გარანტიებს, არ ახსენებდა მონიტორინგის მექანიზმებს და არც კონკრეტულ ვალდებულებებს აყალიბებდა მაჰჯუბის მიმართ ძალადობის აკრძალვის ირგვლივ. არც ის დასტურდებოდა, რომ კანადა ეცადა მიეღო ხსენებული მონიტორინგის მექანიზმის პირობები ეგვიპტისაგან.
3. ლაი ჩეონგ სინგი და ცანგ მინგ ნა
საქმეში Lai Cheong Sing and Tsang Ming Na v. Canada (Minister of Citizenship and Immigration), 2007 FC 361, ჩინეთი ითხოვდა მომჩივანდა დაბრუნებას, რათა მომხდარიყო მათი გასამართლება კონტრაბანდისა და მექრთამეობისათვის. დიპლომატიური ნოტის საშუალებით ჩინეთმა წარმოადგინა გარანტიები, რომ ხსენებული პირები არ დაექვემდებარებოდნენ წამებას და რომ მათ წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული სიკვდილით დასჯა. ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღმასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი იყო დაყრდნობოდა სიკვდილით დასჯის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიებს, რადგან უზენაესი სახალხო სასამართლო უზრუნველყოფდა მოცემული გარანტიის შესრულებას.
რაც შეეხება წამების საფრთხეს, გადაწყვეტილების მიმღებმა აღნიშნა, რომ გარანტიების გაცემა, თავისთავად წარმოადგენდა იმის აღიარებას, რომ არსებობდა წამების საფრთხე მიმღებ სახელმწიფოში, მაგრამ მიიჩნია, რომ მოცემული გარემოებანი ბალანსდებოდა მომჩივნის რეპუტაციით, რაც უზრუნველყოფდა მის დაცვას. სასამართლომ ჩათვალა, რომ ამგვარი არგუმენტაცია შეცდომითი გახლდათ. პირველ რიგში ადგილი არ ჰქონდა მომჩივნის არგუმენტების გაანალიზებას, რომელთა მიხედვითაც გარანტიების მოთხოვნა არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნების შემთხვევებში, სადაც წამება სისტემატიური და ფართო მასშტაბიანი გახლდათ. ასევე მას არ შეუფასებია თუ რამდენად გონივრული იყო საერთოდ ჩინეთის მიერ წარმოდგენილ გარანტიებზე დაყრდნობა. ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა, რომ გარანტიები უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ აუცილებელ მოთხოვნებს მაინც, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ეფექტიანობა და გონივრულობა. სიკვდილით დასჯისაგან განსხვავებით, წამება ხორციელდება დახურულ კარს მიღმა და სახელმწიფოები, სადაც ადგილი აქვს ხოლმე წამების შემთხვევებს, უარყოფენ მის არსებობას. თვით მონიტორინგის მექანიზმებიც კი პრობლემური გახლდათ, რადგან პირებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ წამებას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ხშირად ეშინოდათ შურისძიების და ამიტომ არაფერს ამბობდნენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებმა დაუშვა შეცდომა - არ გამოარკვია რა თუ რამდენად აკმაყოფილებდა გაცემული გარანტიები მინიმალურ არსებით მოთხოვნებს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა მათ (გარანტიების) გონივრულობასა და სანდოობაზე საუბარი. ნაცვლად ამისა კი, გადაწყვეტილების მიმღები დაეყრდნო მომჩივნის რეპუტაციას მიიჩნია რა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი დაიცავდა მას. მოცემული დასკვნა აშკარად არაგონივრულია. იმისათვის, რომ წამების შესახებ ცნობილი გახდეს, აუცილებელია გარკვეული შესაბამისობისა და გადამოწმების მექანიზმების არსებობა (მაგალითად დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ეფექტიანი მონიტორინგი). შესაბამისად, რეპუტაცია არაფერს არგებს მომჩივანს, თუკი წამება ხორციელდება იმგვარად, რომ არავინ იცის მის შესახებ.
სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ ჩინეთის მიერ საქმის არასამართლიანად განხილვა წარმოადგენდა სასტიკ და არანორმალურ მოპყრობას, რომლის შედეგადაც დგებოდა გახანგრძლივებული პატიმრობა. სასამართლომ მიიჩნია, - გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი იყო დაესკვნა, რომ სასამართლო სამართლიანი იქნებოდა მაშინ, როდესაც inter alia არ იარსებებდა მტკიცებულება მომჩივნების წინააღმდეგ არსებული საქმის დაფუძნების მოწმის წამების შედეგად მიღებული ჩვენებებს შესახებ
VII. საერთაშორისო სამართალი პატიმრობის გადასინჯვასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ
ა. პატიმრობის გადასინჯვა
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ("პაქტი") მუხლი 9 § 3 inter alia აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალით ნებისმიერი დაკავებული ან დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი მოსამართლის ან სხვა მართლმსაჯულებითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოხელის წინაშე. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მის ზოგად კომენტარში N. 8 (1982), რომელიც ეხება მე-9 მუხლს, აღნიშნა, რომ მოსამართლის წინაშე წარდგენის გაჭიანურებამ არ უნდა გადააცილოს რამდენიმე დღეს. მან დაადგინა 9 § 3 მუხლის დარღვევა ოთხდღიანი, შვიდდღიანი და რვადღიანი პატიმრობების შემთხვევებში (იხ. საქმეები Freemantle v. Jamaica, communication no. 625/1995, CCPR/C/68/D/625/1995; Grant v. Jamaica, communication no. 597/1994, CCPR/C/56/D/597/1994; და Stephens v. Jamaica, communication no. 373/1989, CCPR/C/55/D/373/1989).
გაეროს წამების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ზოგად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სასამართლო ორდერის გარეშე პატიმრობის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდარვა საათს (2002 წლის 17 დეკემბრის ანგარიში, E/CN.4/2003/68, პარაგრაფი 26 (ზ)).
საქმეში Kulomin v. Hungary (communication no. 521/1992, CCPR/C/50/D/521/1992), ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ პატიმრობის გადასინჯვის შესაბამისი ორგანო ვერ იქნებოდა საჯარო პროკურორი, რომელიც თავად გახლდათ პასუხისმგებელი ეჭვმიტანილის საქმის გამოძიებაზე, რადგან მოცემული პროკურორი არ იყო აღჭურვილი საჭირო ინსტიტუციური ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით.
ბ. ადვოკატზე წვდომა
საქმეში Salduz v. Turkey [GC], no. 36391/02, §§ 37-44, ECHR 2008, წარმოდგენილ მასალებთან ერთად, მომჩივანმა წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია.
პაქტის მუხლი 14 § 3 (ბ) აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ყველა პირი უფლებამოსილია "ჰქონდეს სათანადო დრო და საშუალება რათა მოამზადოს დაცვა და აწარმოოს კომუნიკაცია მის მიერვე არჩეულ ადვოკატთან". ადამიანის უფლებათა კომიტეტმა N. 20 ზოგად კომენტარში (1992), რომელიც ეხება მე-14 მუხლს, აღნიშნა, რომ პატიმრების დაცვა საჭიროებს დაუყოვენებელ და რეგულარულ წვდომას ადვოკატებზე. ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა ხუთი დღის განმავლობაში მიჩნეულ იქნა მე-14 მუხლის დარღვევად საქმეში Gridin v. Russia (communication no. 770/1997, CCPR/C/69/D/770/1997).
ამასთანავე, ზოგად კომენტარ N.2 (ციტირებული საქმეში Salduz, პარაგრაფი 43) ერთად წამების წინააღმდეგ კომიტეტმა ხაზი გაუსვა დაკავებული პირის უფლებას შეატყობინოს ვინმეს მისი პატიმრობს შესახებ, ჰქონდეს ადვოკატზე დაუყოვნებელი წვდომა და გამოკვლეულ იქნას დამოუკიდებელი ექიმის მიერ - აღნიშნული მოქმედებანი წარმოადგენს არსებით დაცვას წამებისაგან, განსაკუთრებით კი პატიმრობის პირველ საათებსა და დღეებში, როდესაც ყველაზე მაღალია წამების საფრთხე (იხ. დასკვნები და რეკომენდაციები ალბანეთთან დაკავშირებით, დათარიღებული 2005 წლის 21 ივნისით CAT/C/CR/34/ALB, პარაგრაფი 8 (ი), და საფრანგეთთან მიმართებაში 3 აპრილი 2006, CAT/C/FRA/CO/3, პარაგრაფი 16).
წამების სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ადვოკატზე წვდომა უნდა განხორციელდეს ოცდაოთხ საათში (2001 წლის 3 ივლისის ანგარიში, A/56/156, პარაგრაფი 39 (ვ)).
გ. სამხედრო სასამართლოები
მომჩივანმა წარმოადგინა შემდეგი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, რომელიც განხილული გახლდათ საქმეში Ergin v. Turkey (no. 6), no. 47533/99, ECHR 2006-V.2007 წლის აგვისტოს N. 32 ზოგად კომენტარში (CCPR/C/GC/32) პაქტის მე-14 მუხლთან დაკავშირებით (საქმის სამართლიანად განხილვის უფლება), ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი:
"მართალია პაქტი არ კრძალავს სამოქალაქო პირთა გასამართლებას სამხედრო ან სხვა სპეციალური სასამართლოების მიერ, მაგრამ იგი ითხოვს, რომ ხსენებული სასამართლო პროცესები სრულად შეესაბამებოდეს მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომ მისი გარანტიები არ შეიზღუდოს ან შეიცვალოს სასამართლოს სამხედრო ან სპეციალური ხასიათის გამო.საქმეში Madani v. Algeria (21 June 2007, communication no. 1172/2003, CCPR/C/89/D/1172/2003), კომიტეტმა დაასკვნა, რომ სამხედრო ტრიბუნალის მიერ მომჩივნის გასამართლება და მსჯავრდება არღვევდა მე-14 მუხლს. დარღვევას არ ცვლიდა ის ფაქტი, რომ სამხედრო მოსამართლეებს გააჩნდათ დამოუკიდებელი პროფესიული სტრუქტურა, ექვემდებარებოდნენ უზენაესი იურიდიული საბჭოს ზედამხედველობას და რომ მისი გადაწყვეტილებანი საჩივრდებოდა უზენაეს სასამართლოში. კომიტეტმა დაასკვნა, რომ ალჟირმა ვერ ახსნა თუ რატომ იყო საჭირო სამხედრო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მადანის საქმეში: დანაშაულის სიმძიმე ან ხასიათი არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს. მოცემული დასკვნის მიხედვით კომიტეტს არ დასჭირვებია განეხილა თუ რამდენად სთავაზობდა სამხედრო სასამართლო მხარეს მე-14 მუხლით დადგენილ გარანტიებს სრულად.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი აცხადებდა, რომ იორდანიაში დეპორტირების შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს. კონვენციის მე-3 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს."
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობამთავრობა აღნიშნავდა, რომ ყველა მასალა დიპლომატიურ გარანტიებზე, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ მომჩივნისა და მესამე მხარეების მიერ (იხ. პარაგრაფები141-46 ზემოთ) მიუთითებდა თუ როგორი უნდა იყოს სასამართლოების პრაქტიკა, ნაცვლად კონვენციით დადგენილი მოთხოვნებისა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიდგომის მიხედვით მხოლოდ გარანტიები საკმარისი არ გახლდათ არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, საამართლოს უმსჯელია იმაზე თუ რამდენად არის მსგავსი გარანტიების პრაქტიკული გამოყენება საკმარისი გარანტია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ (იხ. საქმე Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 და 36742/08, § 106, 6 ივლისი 2010). ამასთანავე, მომჩივნის არგუმენტისაგან განსხვავებით (იხ. პარაგრაფი 168 ზემოთ), სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს პრინციპი, რომ მაშინ, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში არსებობს არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ქვეყანაში არსებული სისტემატიური წამების გამო, გარანტიები არ გახლავთ საკმარისი ხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად."სსაკ"-მა გაიმეორა სასამართლოს მიდგომა გარანტიებთან დაკავშირებით. მან განიხილა მტკიცებულებათა ფართო სპექტრი, მათ შორის გარანტიების მნიშვნელობისა და სავარაუდო გავლენის შესახებ, ისევე როგორც იორდანიაში ამჟამად არსებული ვითარება. მან არსებული მტკიცებულებანი დიდი სიფრთხილით შეაფასა. ყველა გარემოება, რომელსაც "სსაკ" დაეფუძნა გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი არებობდა შეფასების ჟამს. მისი დასკვნები ვერ შეცვალა ვერც იმ კრიტიკულმა ანგარიშებმა, რომელიც გამოქვეყნდა მის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ; ხსენებული ანგარიშები ზოგადი ხასიათისა გახლდნენ. მტკიცებულებით დასტურდებოდა მხოლოდ ის, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუმჯობესების გზას ადგა და რომ ვითარება არ გაუარესებულა "სსაკ"-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.მთავრობამ აღნიშნა, რომ "სსაკ"-მა დაადგინა, რომ იორდანიის მიერ ამ საქმეზე გაცემული გარანტიები საკმარისი გახლდათ შემდეგი მიზეზების გამო: ა) იორდანიას სურდა და შეეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) მომჩივანი დაცული იქნებოდა მისივე მაღალი ცნობადობის გამო; და გ) მონიტორინგი განხორციელდებოდა "ადალეჰ ცენტრის" მიერ.პირველ არგუმენტთან დაკავშირებით მთავრობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "უშმ"-ში არსებული გარანტიები გაცემული იყო კეთილი ნებით და მხარდაჭერით სარგებლობდა იორდანიის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში. ისინი მიზნად ისახავდნენ საერთაშორისო სტანდარტების ასახვას და საკმარისად ნათელი იყო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც "უშმ" განმარტება ხდებოდა დიპლომატიურ და პოლიტიკურ კონტექსტში. "უშმ" დებულებების ჯეროვანი ინტერპრეტაცია მომჩივანს ანიჭებდა საშუალებას დაუყოვლებლივ წარმდგარიყო მოსამართლის ან სხვა მართლმსაჯულებითი მოხელის წინაშე (რომელიც, იორდანიის კანონმდებლობის მიხედვვით, მოიცავს საჯარო პროკურორსაც) და ჰქონოდა დამოუკიდებელი წვდომა იურიდიულ და სამედიცინო დახმარებაზე. "უშმ" გაკრიტიკება იმის გამო, რომ იგი არ გახლდათ იურიდიულად სავალდებულო ხასიათის (როგორც ეს მომჩივანმა აღნიშნა) წარმოადგენდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების ზოგადი მოქმედების არსის დაკნინებას. ხსენებული ტიპის მემორანდუმები კარგად დამკვიდრებული და ფართოდ გამოყენებული პრაქტიკას წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც "სსაკ"-მა აღნიშნა კიდეც, არსებობდა ჯანსაღი არგუმენტები თუ რატომ დაემორჩილებოდა იორდანია ამ კონკრეტული "უშმ"-ს. გარანტიების დაცვა ორივე სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა; "სსაკ" მიხედვით, იორდანიის პოზიცია შუა აღმოსავლეთში და მისი ურთიერთობა აშშ-სთან არ ცვლიდა ვითარებას. "სსაკ"-მა ასევე დაადგინა, განსხვავებით მომჩივნის პოზიციისა, რომ ორივე მთავრობის ინტერესებში იქნებოდა "უშმ" სავარაუდო დარღვევის სათანადო გამოძიება. მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ "გსდ", რომელიც დააკავებდა მომჩივანს იორდანიაში დაბრუნებისას, "ხელს აწერდა" "უშმ"-ს, ჩართული იყო მოლაპარაკებებში, ეთანხმებოდა მონიტორინგის დებულებებს და უწყოდა გარანტიების დარღვევის შედეგების შესახებ. მთავრობა შემდეგ დაეფუძნა VV საქმის აპელაციისას მოცემულ "სსაკ" დასკვნას (იხ. პარგრფი 75 ზემოთ), რომელიც ანახლებდა და ადასტურებდა "სსაკ" მზაობას მოცემული მომჩივნის საქმეში. VV საქმეში "სსაკ"-მა გაიზიარა ბ-ნი ლაუდენის მტკიცებულება, რომ ორმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსა და იორდანიას შორის, რომელსაც ეფუძნებოდა "უშმ", საკმაოდ მჭიდრო გახლდათ.მეორე არგუმენტთან დაკავშირებით მთავრობამ მოიხმო "სსაკ" დასკვნა მასზედ, რომ მომჩივანი კარგად ცნობილი პირი გახლდათ არაბულ სამყაროში და რომ, მიუხედავად "უშმ"-სა, მისი დაბრუნება და მისდამი მოპყრობა დაექვემდებარებოდა ძლიერ ადგილობრივ და საერთაშორისო მედია ინტერესსა და ყურადღებას. იორდანიის სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის იორდანიის პარლამენტარები, ყურადღებით მიადევნებდნენ თვალს მომჩივნის საქმეს. ნებისმიერი არასათანადო მოპყრობა გამოიწვევდა მნიშვნელოვან რეაგირებას და იორდანიის მთავრობის დესტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს. როგორც "სსაკ"-მა აღნიშნა, პატიმრობაზე პასუხისმგებელი პირები ფლობდნენ ინფორმაციას ყველა ამ გარემოების შესახებ.მესამე საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მართალია "სსაკ"-მა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა "ადალეჰ ცენტრის" უნარი, მას ამითი არავითარ შემთხვევაში არ დაუკნინებია უშუალოდ მონიტორინგის მნიშნველობა; მართლაც, მან აღნიშნა, რომ მონიტორინგს ექნებოდა პოზიტიური გავლენა არასათანადო მოპყრობის საფრთხის შემცირებაზე. ამასთანავე, "სსაკ" გადაწყვეტილების შემდეგ, დიდწილად გაიზარდა "ადალეჰ ცენტრის" გამოცდილება. როგორც ბ-ნი ლეიდენის განცხადებებშია აღნიშნული, მონიტორინგი დაიწყო მისი დამხმარეს, წამების დამარცხების ეროვნული ჯგუფის ("წდეჯ") საშუალებით; მან მოიპოვა პრაქტიკული გამოცდილება პატიმრების მონახულების მხრივ, მათ შორის "გსდ" მიერ დაკავებულ პირებთან მიმართებაშიც; ასევე, გაიმრავალფეროვნა გამოცდილება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის მხრივ; აიყვანა დამატებითი პერსონალი, მათ შორის სამედიცინო ექსპერტები; და დაადასტურა მისი დამოუკიდებლობა მთავრობისაგან, განსაკუთრებით "გსდ"-საგან გამოაქვეყნა რა მათ მიერ განხორციელებული კვლევა წამების საკითზე. განსხვავებით მომჩივნის პოზიციისა, მან შეინარჩუნა მისი მოგებაზე არაორიენტირებული სტატუსი (და დამოუკიდებლობა) მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელიც გამოხატეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცენტრის მიერ შეთანხმების პირობების ხელმოწერისას. მთავრობამ ასევე ღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ "ადალეჰ ცენტრისადმი" გამოთქმული კრიტიკა, ნებისმიერ შემთხვევაში უადგილო გახლდათ, რადგან რეალურად მონიტორინგს განახორციელებდა ცენტრის დამხმარე, "წდეჯ". მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ზოგადი პრობლემისა იორდანიაში, "უშმ" და შეთანხმების პირობები ანიჭებდა "ადალეჰ ცენტრს" აშკარა და დეტალურ მანდატს და ყველა მხარისათვის ნათელი გახლდათ თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო სამონიტორინგო ვიზიტები. თუკი "ადალეჰ"-ს შეხვდებოდა რაიმე სახის პრობლემა, მას შეეძლო ამანში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსათვის შეეტყობინებინა მის შესახებ. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ... მონიტორინგი გაგრძელდებოდა მანამდე, სანამ მომჩივანი პატიმრობაში გახლდათ.მოცემული მიზეზების გამო, მთავრობამ აღნიშნა, რომ ურთიერთისაგან დიდწილად განსხვავდებოდა სასამართლოს მიერ აქამდე განხილული და იორდანიის მიერ ამჯერად წარმოდგენილი გარანტიები. ხსენებული გარანტიები, გაცემული მონიტორინგის მიზნებისათვის, საკმარისი იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომჩივნის იორდანიაში დეპორტირების შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა დარღვევებს.
2. მომჩივანი
მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის მხრივ ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს გარანტიებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოთქმულ კრიტიკას. საერთაშორისოდ აღიარებული გახლდათ, რომ გარანტიები საფრთხეს უქმნიდა წამების საწინააღმდეგოდ საერთაშორისოდ დადგენილ სამართლებრივ სისტემას და თუ ქვეყანას არ სურდა დამორჩილებოდა საერთშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ნაკლებსავარაუდო გახლდათ, რომ იგი დაემორჩილებოდა ორმხრივ გარანტიებს. საერთაშორისო გამოცდილებამ ასევე დაადასტურა, რომ ვალდებულებების დაცვა უკიდურესად რთული დასამტკიცებელი გახლდათ. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ კანადის უზენაესი სასამართლოს მიერ Suresh საქმეში მიღებული მიდგომის მიხედვით (იხ. ზემოთ პარაგრაფი 152), გონივრული იყო ერთმანეთისაგან განგვესხვავებინა გარანტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ განახორციელებდა რაიმე კანონიერ ქმედებას (მაგალითად სიკვდილით დასჯის შეფარდებისაგან თავის შეკავება) და გარანტები მასზედ, რომ იგი არ ჩაიდენდა უკანონო მოქმედებას (მაგალითად წამებას). ამასთანავე, ამ სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ კი საქმეები Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR 2005-III, და Ismoilov and Others, ციტირებული ზემოთ, ადასტურებდა, რომ მას შემდეგ რაც არსებობს ცალკეული საფრთხე კონკრეტული პირის მიმართ, გარანტიები საკმარისი არ გახლდათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში წამება სისტემატურ ხასიათს ატარებს. მან აღნიშნა, რომ შესაბამისად გარანტიები საკმარისია მხოლოდ მაშინ, როდესაც ა) წამების სისტემური ხასითი კონტროლს დაექვემდებარა; და ბ) მართალია ალაგ-ალაგ, მაგრამ არასისტემატური შემთხვევები ისევ ხდებოდა, თუმცა მათზე კონტროლს ახორციელებდა დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანო, რომელიც ცნობილი გახლდათ ეფექტიანობითა და დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლბრივი სასჯელის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში ზემორე კრიტერიუმები არ იყო დაკმაყოფილებული.მომჩივანი დაეფუძნა ზემორე 106-24 პარაგრაფებში აღწერილ მტკიცებულებას, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებდა, რომ იორდანიის ციხეები არ ემორჩილებოდა კანონის უზენაესობას. წამება ენდემური ხასიათისა გახლდათ, განსაკუთრების "გსდ" ციხეებში და მუსლიმი პატიმრების მიმართ, რომლებიც ხშირად ექვემდებარებოდნენ ცემას. ადგილი ჰქონდა წამების ბრალდებების მიმართ დაუყოვნებელი და ეფექტიანი გამოძიებების სისტემურ უგულვებელყოფას. ამ ყოველივეს მტკიებულება კიდევ უფრო სარწმუნო გახლდათ ახლა ვიდრე "სსაკ" მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთანავე, დაუსჯელობის კულტურა, რომელსაც ფართოდ ჰქონდა ფესვები გადგმული "გსდ"-ში, გარანტიების შესრულებას შეუძლებელს ხდიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი დაცვა სურდა მმართველ ჯგუფს. იორდანიის ნდობა ადამიანის საერთაშორისო უფლებების დაცვის მხრივ დაუშვებელი გახლდათ. იგი უარს აცხადებდა წარმოედგინა ხსენებულ ვალდებულებათა აღსრულების ნებისმიერი ფორმა; მაგალითად, მან უარი განაცხადა მოეხდინა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის 22-ე მუხლის რატიფიკაცია (წამების წინააღმდეგ კომიტეტისათვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლება) და არც ხსენებული კონვენციის ოქმი უღიარებია სავალდებულოდ (რომელიც აფუძნებს წამების პრევენციის ქვე-კომიტეტს და ანიჭებს მას, inter alia საპატიმროების მონახულების უფლებას).მოცემულ საქმეში იორდანიის მთავრობის მიერ გაცემული გარანტიები პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა იქნეს განხილული. მართალია სტრატეგიულად მნიშნველოვანი იორდანია მაინც გახლდათ არასტაბილური, აშშ პატრონაჟს დაქვემდებარებული, არეულობისა და ისლამიზმის მიმართ მოწყვლადი სახელმწიფო. შესაბამისად, მართალია მომჩივანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა იორდანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო საგარეო ურთიერთობების არსებობას, იგი მაინც მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი გარემოებანი ორ მხარეს შორის არსებულ ურთიერთობებს არასაკმარისად ხდიდა "უშმ"-ში მოცემული გარანტიების დასაცავად.მოცემული ვითრების გათვალისწინებით, მომჩივანის ცნობადი სახე არათუ ვერ დაიცავდა , არამედ დააყენებდა მას უფრო დიდი საფრთხის წინაშე. ფაქტობრივად მისი ცნობადობის გამო მოხდა სწორედ "უშმ" დადება. იგი მანამდე იყო ნაწამები, რადგან მან საჯაროდ გააკრიტიკა იორდანიის საგარეო პოლიტიკა. იორდანიის ექსტრადიციის მოთხოვნა უკან იქნა გამოხმობილი, რადგან მისი დასწრება სასურველი არ გახლდათ. მომჩივნის მიერ გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხობისათვის შექმნილი საფრთხის მოცემულ შეფასებას მხოლოდ "სსაკ" დასკვნა თუ დაადასტურებს. მეტიც, ჯამილ ელ ბანა, ბიშარ ალ რავი და ბინიამ მოჰამედი, რომლებიც აშშ ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული გახლდათ გუანტანამოს ყურესა და სხვა ადგილებში, აღნიშნავდნენ, რომ ისინი ხანგრძლივად იკითხებოდნენ მომჩივანთან მისი კავშირის ირგვლივ. დეპორტაციის შემთხვევაში, იგი მიჩნეულ იქნებოდა ქვეყნისა და შუა აღმოსავლეთის მნიშნველოვან საფრთხედ. მსგავს არასტაბილურ გარემოში, იორდანიის მთავრობის კალკულაციები "უშმ" პირობების დაცვის შესახებ შესაძლოა შეცვლილიყო. ხსენებული გარემოებანი, რომელიც "გსდ"-ში არსებულ დაუსჯელობის კულტურასთან ერთად, გულისხმობდა, რომ მისი ცნობადობა იმუშავებდა არა მის დასაცავად, არამედ მის მიმართ სხვადასხვა დარღვევის მიზეზად. ამასთანავე, არარაციონალური გახლდათ "სსაკ" დასკვნა მასზედ, რომ იორდანია დაემორჩილებოდა გარანტიებს იმის გამო, რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებები - მართალი თუ არა - შესაძლოა ისევე მადესტაბილიზირებელი შექნილიყო, როგორც იმის მტკიცება, რომ ხსენებული ბრალდებანი სიმართლეს შეესაბამებოდა. მოცემულის დადგენის შემთხვევაში არ იარსებებდა მიზეზი, რომელიც შეაკავებდა იორდანიის ხელისუფლებას არასათანადო მოპყრობისაგან, რადგან ის ყოველთვის შეძლებდა ცრუ ბრალდებების წამოყენებას."უშმ"-ს გააჩნდა რიგი ნაკლოვანებანი. ნათელი არ გახლდათ თუ რა იგულისხმებოდა ტერმინში "მოსამართლე", მაშინ როდესაც საუბარი იყო მასზედ, რომ მომჩივანი "დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის წინაშე". შესაძლოა ეს უკანასკნელი უბრალოდ აღნიშნავდეს პროკურორის წინაშე წარდგენას, რომელიც მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული მოსამარლე. ასევე არ გახლდათ ნათელი თუ რამდენად ექნებოდა მომჩივანს წვდომა ადვოკატზე პატიმრობისას განხორციელებული დაკითხვისას. ასევე უცნობი იყო კრძალავდა თუ არა "უშმ" რენდიციას, რომელიც შესაძლოა აქტუალური გამხდარიყო აშშ-ს ინტერესის გათვალისწინებით მომჩივნის მიმართა და იორდანიის მონაწილეობით აქამდე ჩადენილ რენდიციებში. დაბოლოს, უცნობი იყო იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით, იყო თუ არა "უშმ" სამართლებრივი ძალის მქონე და აღსრულებადი მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი არ გახლდათ დადასტურებული იორდანიის პარლამენტის მიერ. მომჩივანმა მოცემულ არგუმენტს ხაზი გაუსვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა იორდანიულმა არასამთავრობო ორგანიზაციის უფროსმა - ადამიანის უფლებების დაცვის არაბული ორგანიზაცია - უარი განაცხადა მონიტორინგის განხორციელებაზე სწორედ ხსენებული არგუმენტის მოშველიებით.გარანტიების მონიტორინგის მხრივ მისი პოზიცია ეთანხმებოდა მესამე მხარეთა პოზიციას, რომლის მიხედვითაც იორდანიაში არ ხორციელდებოდა დამოუკიდებელი მონიტორინგი და, მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი უნდა განაანალიზებულიყო "ადალეჰ"-ის შესაძლებლობების შეფასებისას. რაც შეეხება თავად "ადალეჰ"-ს, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი შთამბეჭდავი მტკიცებულება, მათ შორის "სსაკ" მიერ მიღებული დასკვნის დროსაც, არ იყო პრაქტიკული გავლენის მქონე ადამიანის უფლებების მონიტორინგზე და ძირითადად ეხებოდა ტრენინგებსა და ადვოკატირებას. ასევე, მართალია "ადალეჰ"-მა წარმოადგინა ერთი ანგარიში წამების დამარცხების საკითხზე 2008 წელს, მნიშნველოვანია აღნიშნოს, რომ ხსენებული ანგარიში არსად არ გამოხატავდა კრიტიკას "გსდ" მიმართ.მიუხედავად "ადალეჰ"-ისსავე შეზღუდვებისა, თავად შეთანხმების პირობების მიხედვით გაწერილი მონიტორინგის ბუნებაც შეზღუდული გახლდათ. პირობების მიხედვით, იორდანიას შეეძლო შეეზღუდა ვიზიტები ციხეში და დაეშვა მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ. ამასთანავე, დოკუმენტი არ შეიცავდა მითითებას დამოუკიდებელ სამედიცინო გამოკვლევებზე. "ადალეჰ"-ს არ ექნებოდა შეუზღუდავი წვდომა მომჩივანის მთლიან საპატიმრო სივრცეზე, რადგანაც ჰქონდა მხოლოდ მასთან პირადად გასაუბრების საშუალება; ასევე, "ადალეჰ"-ს არ გააჩნდა მექანიზმი გამოეძიებინა არასათანადო მოპყრობის ბრალდებანი; არც მის ადვოკატებს ექნებოდათ წვდომა "ადალეჰ"-ის იმ ანგარიშებზე, რომელსაც ორგანიზაცია წარუდგენდა იორდანიასა და გაერთიანებულ სამეფოს; და როგორც ჩანს მონიტორინგი იზღუდებოდა მხოლოდ სამი წლის ვადით, ანუ განხორციელდებოდა მხოლოდ სამი წლის განმავლობაში. ყველა ხსენებული ფაქტი მიუთითებდა, რომ "ადალეჰ"-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგი დიდად ჩამორჩებოდა საერთაშორისო, მათ შორის წამების წინააღმდეგ კონვენციის ოქმით გაწერილ სტანდარტებსაც. მეტიც, რომც დაგვეშვა, რომ "ადალეჰ"-ს შეეძლო მოეთხოვა მომჩივნის პატიმრობის ადგილას შესვლა იმისათვის, რომ ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა მომჩივნის მონიტორინგი, მათ შეეძლოთ მარტივად ეთქვათ, რომ მომჩივანს არ სურდა მათი ხილვა.
3. მესამე მხარე
მესამე მხარედ ჩართულებმა (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ) აღნიშნეს, რომ დიპლომატიური გარანტიების გამოყენება სერიოზული წუხილის საფუძველი გახლდათ. მსგავსი ორმხრივი, სამართლებრივად აღუსრულებელი დიპლომატიური გარანტიები აკნინებდა წამების აბსოლუტური აკრძალვის jus cogens ბუნებასა და non-refoulement ვალდებულებას. ამასთანავე, იგი მნიშვნელობას უკარგავდა სავალდებულო, მრავალმხრივ საერთაშორისო სისტემას, რომელიც სახელმწიფოებს ხსენებულ ვალდებულებებს აკისრებდა. საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტისა და გაერთიანებული სამეფოს ადამიანის უფლებების ერთობლივი კომიტეტის მიერ გარანტიები ფართოდ იყო დაგმობილი როგორც არასწორი და პრაქტიკაში არაეფექტიანი პრინციპი (იხ. პარაგრაფები 141-45 ზემოთ).უფრო პრაქტიკულად რომ აღვნიშნოთ, გარანტიები ხასიათდებოდა ოთხი მნიშვნლოვანი წუნით. პირველი, მათ არ შეეძლოთ დარღვევის დადგენა. წამება ხორციელდებოდა ფარულად და გამოიყენებოდა წამების რთულად დასადგენი მეთოდები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინები, რომ დაზარალებულებს არ სურდათ გულწრფელად საუბარი მონიტორინგის განმახორციელებლებთან რეპრისალიების შიშით.მეორე, გარანტიების ფარგლებში დადგენილი მონიტორინგის რეჟიმები არადამაკმაყოფილებელი გახლდათ. მაგალითად, იგი განსხვავდებოდა (უარყოფითი დატვირთვით) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ განხორციელებული ვიზიტებისაგან, სადაც ეს უკანასკნელი ორგანიზაცია არასდროს ნახულობდა ერთ პატიმარს მხოლოდ, რათა არ მიეცა შესაბამის პირთათვის საშუალება დაედგინათ თუ ვინ ჩიოდა დარღვევების შესახებ. მესამე მხარეებმა ასევე აღნიშნას, რომ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმაც უარყო შეთავაზება მასზედ, რომ ერთი პატიმრის მონახულება შესაძლოა ეფექტიანი დაცვის საფუძველი გამხდარიყო. ასევე აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის კომიტეტმა უარი განაცხადა განეხორციელებინა გარანტიების შესრულებაზე მონიტორინგი.მესამე, ადგილობრივ მონიტორინგის განმახორციელებლებს ხშირად აკლდათ საჭირო დამოუკიდებლობა. ისინი არ ფლობდნენ სათანადო ავტორიტეტს მიეღოთ წვდომა დაკავების ადგილებზე, წარმოედგინათ საჩივრები ან განეხორციელებინათ ზეწოლა ხელისუფლებაზე რათა შეეჩერებინათ დარღვევები. ისინი თავად ექვემდებარებოდნენ ხოლმე შევიწროებასა და დაშინებას.მეოთხე, გარანტიებს აკლდათ პირობები, რომელიც გამოააშკარავებდა დარღვევებს, რადგან არცერთ მთავრობას არ სურდა ეღიარებინა მის მიერ საერთშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა; ხოლო გამგზავნი სახელმწიფოს შემთხვევაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა მომავალი დეპორტაციები, განხორციელებული ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე. ერთი სახელმწიფოსაგან მეორეს მიმართ წინასწარ განუჭვრეტელი დაპირებების გათვალისწინებით, ნაკისრი გარანტიები შესაძლოა დარღვეულიყო სერიოზული შედეგების გამოწვევის გარეშეც.მესამე მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი ანგარიშები (შეჯამებული პარაგრაფებში 112-18 ზემოთ) დოკუმენტურად ასახავდა იორდანიაში უკვე ხანგრძლივად არსებულ წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოცდილებას ტერორისტებისა და ეროვნული უსაფრთხოების დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ. მათი მიხედვით, მოცემული ანგარიშები აჩვენებდა, რომ "გსდ" განუწყვეტლივ ახშობდა მონიტორინგის განხორციელების მცდელობებს. მაგალითად, 2003 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იძულებულ შეიქნა შეეწყვიტა ვიზიტები "გსდ" მიერ ვიზიტის პროცედურის დარღვევის გამო; ხოლო გაეროს სპეციალურ მომხსენებელს კი ხელი შეუშალეს განეხორციელებინა პრივატული ინტერვიუები. "გსდ" განაგრძობს არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების უარყოფას. მდგომარეობის შიდა გამოსწორების საშუალებანი არ არსებობს, ხოლო სისხლისსამართლებრივი სასჯელები კი არაადექვატურია. იმ რამდენიმე მოხელეს, რომელსაც მსჯავრი დაედო წამების გამო, დაეკისრა უკიდურესად მცირე სასჯელი.მესამე მხარეების პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა Human Rights Watch-ისა და "ადალეჰ"-ის უფროსს შორის ინტერვიუებს, მდგომარეობდა იმაში, რომ ცენტრი გახლდათ არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქამდე არ ჰქონდა განხორციელებული არანაირი შემოწმება. ცენტრს არც პირადად თუ საჯაროდ არ გამოუხატავს მისი ნეგატიური პოზიცია იორდანიის დაკავების ცენტრებში არსებული არაათანადო მოპყრობის შესახებ.
ბ. მისაღებობასასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მნიშვნელობით. ასევე, საჩივარი არ არის მიუღებელი სხვა გარემოებების გამოც. შესაბამისად, იგი მას მისაღებად აცხდებს.
გ. არსებითი მხარე
1. ზოგადი პრინციპები
პირველ რიგში სასამართოს სურს ხაზი გაუსვას, რომ მისი ისტორიის განმავლობაში მან იცის, რომ სახელმწიფოები ხშირად აწყდებიან სირთულეებს მათივე მოსახლეობის დასაცავად ტერორისტული ძალადობისაგან, რომელიც თავისთავად ადამიანის უფლებებისადმი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ( იხ. inter alia, Lawless v. Ireland (no. 3), 1 July 1961, §§ 28-30, Series A no. 3; Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი 1978, Series A no. 25; Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 179, ECHR 2005‑IV; Chahal, ციტირებული ზემოთ, § 79; A. and Others v. the United Kingdom [GC], no. 3455/05, § 126, 19 თებერვალი 2009; და A. v. the Netherlands, no. 4900/06, § 143, 20 July 2010). ამგვარი საფრთხის წინაშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ მკაცრი პოზიცია ტერორისტული აქტების მიმართ, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ გამართლებას (იხ.Boutagni v. France, no. 42360/08, § 45, 18 ნოემბერი 2010, და Daoudi v. France, no. 19576/08, § 65, 3 დეკემბერი 2009).მეორე, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ უფლება მოხდინონ მათი მოქალაქეობის არმქონე იმ პირთა დეპორტირება, რომლებიც მათი აზრით უქმნიან საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად წარმოადგენს პირი საფრთხეს; სასამართლომ უნდა დაადგინოს ის, თუ რამდენად გახლავთ მოცემული პირის დეპორტაცია შესაბამისობაში კონვენციით განსაზღვრულ უფლებებთან (იხ, აგრეთვე საქმე Ismoilov and Others, ციიტრებული ზემოთ, პარაგრაფი 126).მესამე, დადგენილი გახლავთ, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პირის გაძევებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა და შესაბამისად, გამოიწვიოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის მიხედვით. აღნიშნულს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დავიჯეროთ, რომ კონკრეტული პირი, დეპორტირების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლის დამრღვევი მოპყრობის საფრთხის წინაშე. ასეთ შემთხვევაში მე-3 მუხლი გულისხმობს ვალდებულებას არ მოხდეს კონკრეტული პირის გადაცემა ხსენებული ქვეყნისათვის. მე-3 მუხლი აბსოლუტური ხასიათისაა და დაუშვებელია არასათანადო მოპყრობის საფრთხის უგულვებელყოფა გაძევების მიზნით წამოყენებული მიზეზების გამო (იხ.Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, §§ 125 და 138, ECHR 2008 ).მეოთხე, სასამართლო იაზრებს, რომ მომჩვნისა და მესამე მხარედ ჩართულთა მიერ წარმოდგენილი მასალა აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს ფართოდგავრცელებული სკეპტიციზმი იმ პირთა დეპორტაციისას გარანტიების წარმოდგენის მიმართ, რომლებიც ითვლებიან ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის მომცველად (იხ. პარაგრაფები 141-45 ზემოთ, და საქმე Ismoilov and Others, ციიტრებული ზემოთ, პარაგრაფი 96-100). თუმცა, ამ სასამართლოს დასადგენი არ არის თუ რამდენად მართებულია გარანტიების მოპოვება ან მათი შეფასება მომავალი შედეგების გათვალისწინებით; მისი ფუნქცია გახლავთ იმის შეფასება, თუ რამდენად არის კონკრეტულ საქმეში მიღებული გარანტიები საკმარისი, რომ თავიდან იქნას აცილებული არასათანადო მოპყრობის საფრთხე. მანამდე, სანამ მოხდება მომჩივნის საქმის ფაქტების შეფასება, ხელსაყრელი იქნება ჩამოყალიბდეს ის მიდგომა, რომელიც სასამართლოს აქვს მიღებული მე-3 მუხლით გაძევების საქმეებში გარანტიების მიღების მიმართ.იმის შეფასებისას, თუ რამდენად ემუქრება მომჩივანს არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე იმ ქვეყანაში, სადაც იგეგმება მისი გადაცემა, სასამართლო განიხილავს როგორც ზოგად ადამიანის უფლებების ვითარებას მიმღებ ქვეყანაში, ისევე მომჩივნის შემთხვევაში არსებულ ცალკეულ სპეციფიკურ გარემოებებს. იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება გარანტიების მიღება მიმღები სახელმწიფოსაგან, მოცემული გარანტიები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელსაც განიხილავს სასამართლო. თუმცა, თავისთავად გარანტიები არ არის საკმარისი რათა უზრუნველყოფილი იქნას არასათანადო მოპყრობის საფრთხისაგან სათანადო დაცვა. არსებობს ვალდებულება განხილულ იქნას თუ რამდენად არის წარმოდგენილი გარანტიები, მათი პრაქტიკული გამოყენებისას, საკმარისი გარანტია მასზედ, რომ მოხდება მომჩივნის დაცვა არასათანადო მოპყრობის საფრთხისაგან. წონა, რომელიც მიენიჭება მიმღები სახელმწიფოსაგან წარმოდგენილ გარანტიებს დამოკიდებულია, ყოველი საქმის მიხედვით, იმ გარემოებებზე, რომელთაც ადგილი აქვთ კონკრეტულ დროს (იხ. საქმე Saadi, ციტირებული ზემოთ, პარაგრფი 148).გარანტიების პრაქტიკაში გამოყენებისა და იმის დადგენისას, თუ რა წონა უნდა მიენიჭოთ მათ, პირველ რიგში უნდა გაირკვეს თუ რამდენად არის მიმღებ სახელმწიფოში ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იმგვარი ვითარება, რომ გამორიცხავდეს ნებისმიერი სახის გარანტიების მიღებას. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში არის ხოლმე ქვეყანაში ზოგადი ვითარება იმგვარი, რომ შესაძლებელია არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდეს წარმოდგენილ გარანტიებს (იხ. მაგალითად, საქმეები Gaforov v. Russia, no. 25404/09, § 138, 21 ოქტომბერი 2010; Sultanov v. Russia, no. 15303/09, § 73, 4 ნოემბერი 2010; Yuldashev v. Russia, no. 1248/09, § 85, 8 ივლისი 2010; და Ismoilov and Others, ციტირებული ზემოთ, § 127).უფრო ხშირ შემთხვევებში, სახელმწიფო აფასებს, პირველ რიგში წარმოდგენილი გარანტიების ხარისხს და, მერე იმას, თუ რამდენად შეიძლება მათზე დაყრდნობა მიმღები სახელმწიფოს პრაქტიკის გათვალისწინებით. შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს inter alia შემდეგ გარემოებებს:რამდენად იქნა გამჟღავნებული სასამართლოსათვის შეთანხმების პირობები (იხ.Ryabikin v. Russia, no. 8320/04, § 119, 19 ივნისი 2008; Muminov v. Russia, no. 42502/06, § 97, 11 დეკემბერი 2008; იხ. აგრეთვე გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება საქმეში Pelit (იხ. პარაგრაფი 150 ზემოთ));რამდენად კონკრეტულია გარანტიები და ხომ არ არის ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათის (იხ.Saadi, ციტირებული ზემოთ; Klein v. Russia, no. 24268/08, § 55, 1 აპრილი 2010; და Khaydarov v. Russia, no. 21055/09, § 111, 20 მაისი 2010);ვინ გასცა გარანტიები და რამდენად სავალდებულოა მისი გარანტიები მიმღები სახელმწიფოსათვის (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, § 344, ECHR 2005‑III; Kordian v. Turkey (dec.), no. 6575/06, 4 July 2006; და Salem v. Portugal (dec.), no. 26844/04, 9 May 2006: განსხვავებით Ben Khemais v. Italy, no. 246/07, § 59, 24 თებერვალი 2009; Garayev v. Azerbaijan, no. 53688/08, § 74, 10 ივნისი 2010; Baysakov and Others v. Ukraine, no. 54131/08, § 51, 18 თებერვალი 2010; და Soldatenko v. Ukraine, no. 2440/07, § 73, 23 ოქტომბერი 2008);თუკი გარანტიები გაცემულია მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობის მიერ, რამდენად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაემორჩილება მას (იხ. Chahal, ციტირებული ზემოთ, §§ 105-07);რას ეხება გარანტიები, კანონიერ თუ უკანონო ქმედებებს მიმღებ სახელმწიფოში (იხ. Cipriani v. Italy (dec.), no. 221142/07, 30 მარტი 2010; Saoudi v. Spain (dec.), no. 22871/06, 18 სექტემბერი 2006; Ismaili v. Germany (dec.), no. 58128/00, 15 მარტი 2001; Nivette v. France (dec.), no. 44190/98, ECHR 2001-VII; და Einhorn v. France (dec.), no. 71555/01, ECHR 2001-XI;იხ. აგრეთვე კანადის უზენაესი სასამართლოსა და ფედერალური სასამართლოს განჩინებანი საქმეებზე Suresh და Lai Cheong Sing and Tsang Ming Na (იხ. პარაგრაფები 152 და 154 ზემოთ);გარანტიები გაცემულ იქნა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ თუ არახელშემკვრელი მხარის მიერ (იხ.Chentiev and Ibragimov v. Slovakia (dec.), nos. 21022/08 და 51946/08, 14 სექტემბერი 2010, და Gasayev v. Spain (dec.), no. 48514/06, 17 თებერვალი 2009 );გამგზავნ და მიმღებ სახელმწიფოებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ხანგრძლივობა და სიმჭიდროვე, მათ შორის მიმღები სახელმწიფოს გამოცდილება მსგავსი გარანტიების დაცვისა (იხ.Babar Ahmad and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 107-08, და Al‑Moayad v. Germany (dec.), no. 35865/03, § 68, 20 თებერვალი 2007);შესაძლებელია თუ არა გარანტიების დაცვის ობიექტურად დადგენა დიპლომატიური ან სხვა მონიტორინგის მექანიზმებით, მათ შორის მომჩივნის ადვოკატებზე წვდომის ჩათვლით (იხ.Chentiev and Ibragimov and Gasayev, ორივე საქმე ციტირებული ზემოთ; განსხვავებით Ben Khemais, § 61 და Ryabikin, § 119, ორივე საქმე ციტირებული ზემოთ, და Kolesnik v. Russia, no. 26876/08, § 73, 17 ივნისი 2010; იხ. აგრეთვე გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის განჩინებანი საქმეებში Agiza და Pelit (პარაგრაფები 147-50 ზემოთ), და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიეს განჩინება საქმეში Mohammed Alzery (პარაგრაფი 151 ზემოთ));არსებობს თუ არა მიმღებ სახელმწიფოში წამებისაგან ეფექტიანი დაცვის სისტემა, ასევე, სურს თუ არა მას თანამშრომლობა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებთან (მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან) და მონდომებულია თუ არა გამოიძიოს წამების ბრალდებანი და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები (იხ.Ben Khemais, §§ 59-60, ციტირებული ზემოთ; Soldatenko, § 73, ციტირებული ზემოთ; და Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, § 63, 10 დეკემბერი 2009);განუცდია თუ არა მომჩივანს აქამდე არასათანადო მოპყრობა მიმღებ სახელმწიფოში (იხ.Koktysh, § 64, ციტირებული ზემოთ); დაგარანტიების სანდოობა შემოწმებული არის თუ არა გამგზავნი/ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ.Gasayev; Babar Ahmad and Others, § 106; და Al-Moayad, §§ 66-69, ორივე საქმე ციტირებულია ზემოთ).
2. მომჩივნის საქმე
მოცემული საქმისადმი ხსენებული პირობების მისადაგებისას, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მან განიხილა მხოლოდ "სსაკ" წინაშე წარდგენილი ღია მტკიცებულებანი და დამატებითი მტკიცებულებანი, რომელიც წარმოდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ... ისევე როგორ იორდანიაში ადამიანის უფლებების შესახებ არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი ანგარიშები... სასამართლოს არ მიუღია დამატებითი დახურული მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ იქნა "სსაკ" წინაშე და არც მოთხოვნა ყოფილა მის მიმართ წარდგენილი განეხილა ხსენებული მტკიცებულებანი. იმის გამო, რომ სასამართლოს არ განუხილავს "სსაკ" დახურული გადაწყვეტილება, სასამართლოს ex nunc შეფასებისათვის მას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება იმის დადგენისას, თუ რამდენად გამომდინარეობდა მე-3 მუხლის დარღვევა იმ ფაქტიდან, რომ "სსაკ"-მა, მე-3 მუხლთან მიმართებაში საკუთარი დასკვნის გამოტანისას განიხილა დამატებითი, დახურული მტკიცებულებანი, რომელიც არ ჩაწერილა მის საჯარო გადაწყვეტილებაში.შესაბამისად, მის წინაშე არსებული მტკიცებულებების განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გაეროს ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დახატული სურათი იორდანიის ციხეებში წამების ფაქტების შესახებ არის საკმაოდ თანმიმდევრული და შემაშფოთებელი. რა პროგრესიც არ უნდა ჰქონდეს იორდანიას, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიხედვით, წამება მაინც რჩება "ფართოდგავრცელებულ და რუტინულ" პრაქტიკად ( იხ. პარაგრაფი 107 ზემოთ). კომიტეტის დასკვნას ეთანხმება სხვა ანგარიშებიც, რომელიც შეჯამებულია ზემორე პარაგრაფებში 106-24 ზემოთ, და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ წამება სისტემატურად ხორციელდება გენერალური სადაზვერვო დირექტორატის მიერ, განსაკუთრებით მუსლიმი პატიმრების მიმართ. "გსდ" მიერ განხორციელებული წამება დაუსჯელია. დაუსჯელობის კულტურა, სასამართლოს აზრით არ არის გასაკვირი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იორდანიის სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულების სისტემას არ გააჩნია მრავალი სტანდარტული, საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, რომლეთა დახმარებითაც მოხდებოდა წამების პრევენცია და შემდეგ მის ჩადენაში პასუხისმგებელ პირთა დასჯა. როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა მის დასკვნით დებულებებში, ქვეყანაში არ არსებობს ჯეროვნად დამოუკიდებელი საჩივრების მექანიზმი, ადგილი აქვს დამნაშავეთა მიმართ დევნის დაბალ მაჩენებელს, ხშირია ადვოკატსა და დამოუკიდებელ, დაუყოვნებლივ სამედიცინო გამოკვლევის წვდომაზე უარის გაცხადება (იხ. პარაგრაფი 108 ზემოთ). წამების წინააღმდეგ კომიტეტის დასკვნები (რომელიც გამყარებულია შემდეგი ორგანიზაციების დასკვნებითაც Amnesty International, Human Rights Watch და the Jordanian National Centre for Human Rights) აჩვენებს, რომ ხსენებული პრობლემები უარესდებოდა პატიმრობისას "გსდ" ფართო უფლებამოსილებებით და იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების მიერ განხილულ საქმეებში, საჯარო პროკურორის სიახლოვე "გსდ"-სთან გულისხმობს, რომ სასამართლოს არ გააჩნია საგულისხმო კონტროლი ამ უკანასკნელზე (იხ. პარაგრაფები 107, 112-13, 116 და 119-22 ზემოთ). დაბოლოს, როგორც გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, Amnesty International-მა და the Jordanian National Centre for Human Rights-მა დაადასტურა, "გსდ" არ თანამშრომლობს ცნობილ ეროვნულ თუ საერთშორისო მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოებთან (იხ. პარაგრაფი 109 და 121 ზემოთ).ხსენებული მტკიცებულებების შედეგად მხარეები მიიჩნევდნენ, რომ იორდანიის მთავრობის მიერ გაცემული გარანტიების გარეშე, ნამდვილად იარსეებებდა არასათანადო მოპყრობის საფრთხე მომჩივნის მიმართ მისი იორდანიაში დაბრუნების შემთხვევაში. სასამართლო ეთანხმება ამგვარ პოზიციას. ნათელია, რომ როგორც ცნობილი მუსლიმი, მომჩივანი წარმოადგენს სწორედ იმ პატიმართა კატეგორიას, რომელნიც ხშირად ექვემდებარებიან არასათანადო მოპყრობას იორდანიაში. ასევე მნიშვნელოვანია მისი განცხადება, რომ წარსულში იგი უკვე იყო წამების მსხვერპლი იორდანიაში (იხ. მისი განაცხადი თავშესაფარზე, შეჯამებული ზემორე მე-7 პარაგრაფში). თუმცა, იმ ზოგადი მიდგომის შესაბამად, რომელიც სასამართლოს გააჩნია და რომელიც აღწერილია პარაგრაფებში 187-189, სასამართლომ ამასთანავე უნდა განიხილოს თუ რამდენად წარმოადგენდა "უშმ"-ში მოცემული გარანტიები, "ადალეჰის" მიერ განხორციელებულ მონიტორინგთან ერთად მომჩივნისადმი არასათანადო მოპყრობის რეალურის საფრთხის გამანეიტრალებელ საფუძველს.მოცემული საკითხის განხილვისას სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა წარმოადგინა რიგი ზოგადი და კონკრეტული არგუმენტები მასზედ, თუ რამდენად საკმარისია იორდანიის მიერ გაცემული გარანტიები მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზოგადად, მან აღნიშნა, რომ თუკი იორდანია არ ემორჩილება სამართლებრივად სავალდებულო ხასიათის მრავალმხრივ, საერთაშორისო ვალდებულებას არ განახორციელოს წამება, რამდენად გონივრული იქნება მივიჩნიოთ, რომ იგი დაემორჩილება არასავალდებულო ორმხრივ გარანტიებს. მან ასევე მიუთითა, რომ დაუშვებელია გარანტიებზე დაყრდნობა მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემატიური პრობლემა და ასევე აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც არსებობს მტკიცებულება ცალკეული, არასისტემური წამების აქტების შესახებ, დასაშვებია მხოლოდ იმ გარანტიებზე დაყრდნობა, რომელთაც ამყარებს დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგი, სადაც ხსენებული ორგანიზაცია გამოირჩევა პრაქტიკაში მაღალი ეფექტიანობით. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოცემული ზოგადი არგუმენტები გამომდინარეობს გარანტიების საკითხზე არსებული მისი სასამართლო პრაქტიკიდან. ზემოთმოცემულ 187-189 პრაგრაფებში ასახული ზოგადი პრინციპების მიხედვით სასამართლოს არასდროს ჩამოუყალიბებია აბსოლუტური წესი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, რომელიც არ ემორჩილება მრავალმხრივ ვალდებულებებს ამასთანავე არ დაემორჩილება ორმხრივ გარანტიებსაც; ის, თუ რამდენად არ დაემორჩილა სახელმწიფო მის მრავალმხრივ ვალდებულებებს წარმოადგენს, უმეტესწილად, იმის განმსაზღვრელ პირობას, თუ რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს ორმხრივი გარანტიები. ასევე, გარანტიების მიღება არ იკრძალება მაშინ, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში არსებობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემატური პრობლემა; სხვაგვარად, როგორც ლორდმა ფილიპსმა აღნიშნა (იხ. პარაგრაფი 57 ზემოთ), პარადოქსული იქნებოდა გარანტიების მიღება მაშინ, როდესაც არ მოხდება მათზე დაყრდნობა.მეტიც, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ზოგადად ადამიანის ულებათა მდგომარეობა იორდანიაში გამორიცხავს იორდანიისაგან ნებისმიერი სახის გარანტიების მიღებას. ნაცვლად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოსა და იორდანიის მთავრობებმა განახორციელეს ჯეროვანი მცდელობები რომ მიეღოთ და გაეცათ გამჭვირვალე და დეტალური გარანტიები რათა დანამდვილებით ყოფილიყო თავიდან აცილებული მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობა იორდანიაში მისი დაბრუნების შემდეგ. მოცემულ მცდელობათა შედეგი, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, ზემოდგომი ძალისაა მისი დეტალური და ოფიციალური ხასიათის გამო ყველა იმ გარანტიაზე, რომელიც სასამართლოს აქამდე განუხილავს (შეადარე, მაგალითად, გარანტიები, რომელიც წარმოდგენილ იქნა საქმეებში Saadi, Klein და Khaydarov, ციტირებულია ზემოთ, პარაგრაფში 189 (ii) ზემოთ). "უშმ" ასევე უპირატესი ძალის მქონეა ყველა იმ გარანტიაზე, რომელიც განუხილავს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს (იხ.Agiza, Pelit, and Mohammed Alzery, შეჯამებული ზემოთ პარაგრაფებში 147-51). "უშმ" არის კონკრეტული და ყოვლისმომცველი. იგი პირდაპირ ეხება მომჩივნის კონვენციური უფლებების დაცვას იორდანიაში (იხ. "უშმ" პარაგრაფები 1-8 წარმოდგენილი ზევით, პარაგრაფებში 77-78). "უშმ" უნიკალურია იმ მხრივაც, რომ იგი დეტალურად იქნა შეფასებული დამოუკიდებელი ტრიბუნალის "სსაკ" მიერ, რომელსაც ჰქონდა საშუალება განეხილა ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, და განეხორციელებინა ექსპერტ მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვაც (იხ. პარაგრაფები 28 და 189 (xi) ზემოთ).სასამართლო ეთანხმება "სსაკ" ზოგად შეფასებას, რომლის მიხედვითაც გარანტიები განხილულ უნდა იქნეს იმ კონტექსტში, რომელშიც მოხდა მათი გაცემა. მართალია სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნ ლაიდენს, მის მიერ მიცემულ ჩვენებებში (შეჯამებული ზემოთ, პარაგრაფებში 83-90 [იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, მოცემული Hudoc ბაზაში]) ჰქონდა ტენდენცია შეემსუბუქებინა იორდანიაში წამების მხრივ არსებული ვითარება, მაგრამ მისი პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ისაუბროს გარკვეული სიბეჯითით გაერთიანებული სამეფოსა და იორდანიის ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ამ ურთიერთობებში "უშმ" მნიშვნელობის შესახებ. ბ-ნი ლაიდენის ჩვენებებისა და "სსაკ" წინაშე წარმოდგენილი შემდგომი მტკიცებულებების მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება რათა მან ჩათვალოს, რომ გარანტიები გაცემული იყო კეთილი ნების საფუძველზე იმ მთავრობის მიერ, რომლის ორმხრივი ურთიერთობებიც გაერთიანებულ სამეფოსთან საკმაოდ მჭიდრო იყო ისტორიულად (იხ.Babar Ahmad and Others, და Al‑Moayad, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 189 (vii) ზემოთ). მეტიც, გარანტიები დადასტურებულ იქნა იორდანიის მთავრობის უმაღლესი ეშელონების მიერ და თვით იორდანიის მეფემაც კი გამოხატა მოწონება და მხარდაჭერა მოცემული გარანტიების მიმართ. შესაბამისად, ნათელია, რომ როგორიც არ უნდა იყოს "უშმ" სტატუსი იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით, გარანტიები გაცემულ იქნა იმ მოხელეთა მიერ, რომლებიც მოქმედებენ იორდანიის სახელმწიფოსათვის სავალდებულო უფლებამოსილებით (იხ. განსხვავებული შემთხვევა საქმეებში Ben Khemais, Garayev, Baysakov and Others, და Soldatenko, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 189 (iii)). ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ გარანტიები დადასტურებული და მხარდაჭერილი იყო "გსდ" ზემდგომი მოხელეების მიერაც (იხ. განსხვავებული საქმე Chahal, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 189 (iii)). სასამართლოს აზრით, ყოველი ხსენებული გარემოება მიუთითებს "უშმ" ტექსტისა და სულისკვეთების განუხრელი დაცვის მაღალ ალბათობაზე.ასევე, მართალია მომჩივანი დავობდა, რომ მაღალი ცნობადობა მას მომეტებულ საფრხეს შეუქმნიდა, სასამართლო ვერ იზიარებს მოცემულ არგუმენტს იმ ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც მოხდა "უშმ" შემუშავება. იგი მიიჩნევს, რომ უფრო სავარაუდოა იორდანიის ხელისუფლების მიერ მოხდეს მომჩვნის ჯეროვანი მოპყრობის უზრუველყოფა მისი ცნობადობის გამო; იორდანიის მთავრობამ უდავოდ იცის, რომ არასათანადო მოპყრობა გამოიწვევს არამარტო სერიოზულ გავლენას მის ორმხრივ ურთიერთობაზე გაერთიანებულ სამეფოსთან, არამედ ასევე გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებასაც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ეს მითითებული გახლდათ კანადის ფედერალური სასამართლოს მიერ საქმეში Lai Cheong Sing და Tsang Ming Na (იხ. პარაგრაფები 154 ზემოთ), ცნობადობა არ არის საკმარისი დამცავი საშუალება მაშინ, როდესაც წამება ისე ხორციელდება, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. მიუხედავად ამისა, მოცემული არგუმენტი ამ საქმეზე ნაკლებად გამოიყენება იმ სამონიტორინგო მექანიზმების არსებობის გამო, რომელიც შემუშავდა წინამდებარე საქმეზე და რომელიც სრულიად არარსებობდა Lai Cheong Sing და Tsang Ming Na საქმეში."უშმ"-ს ირგვლივ არსებულ ზოგად შეშფოთებაზე სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა გამოყო გარანტიების მნიშვნელობასა და მოქმედებასთან დაკავშირებული ექვსი კონკრეტული საორჭოფო სფერო. მან აღნიშნა, რომ "უშმ" არ არის ნათელი შემდეგ საკითხებზე: 1. რა იგულისხმება ტერმინში "მოსამართლე" იმ გარანტიების ფარგლებში, რომ იგი "დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის წინაშე"; 2. ექნება თუ არა წვდომა ადვოკატზე პატიმრობის დროს დაკითხვისას; 3. იკრძალება თუ არა რენდიცია; 4. იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით არის თუ არა "უშმ" სამართლებრივი და აღსრულებადი; 5. "ადალეჰის" მიერ მასზე წვდომის პირობები; და 6. მისი უნარი განახორციელოს გარანტიების მონიტორინგი. სასამართლო განიხილავს ყოველ პუნქტს ცალ-ცალკე.პირველთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ "უშმ" უფრო ძლიერი ხასიათისა იქნებოდა რომ დაეწესებინა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მომჩივანი დაკავების შემდეგ მოკლე, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში წარმდგარიყო სამოქალაქო მოსამართლის და არა სამხედრო პროკურორის წინაშე. აღნიშნული დანაწესი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომ პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის საფრთხე ყველაზე დიდია მისი დაპატიმრების პირველი რამდენიმე საათისა თუ დღის განმავლობაში (იხ. გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მოსაზრებანი პარაგრაფში 156 ზემოთ, და წამების პრევენციის კომიტეტის მე-9 ზოგადი ანგარიში (CPT/Inf (99) 12), ციტირებული საქმეში Panovits v. Cyprus, no. 4268/04, § 46, 11 დეკემბერი 2008). თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ზოგადად ადვოკატები თან არ ახლავან პატიმრებს საჯარო პროკურორის წინაშე წარდგომისას, მაგრამ იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით, მომჩივანს ექნებოდა ადვოკატის დასწრების უფლება (იხ. ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის ანგარიში, პარაგრაფი 97 ზემოთ [იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, ხელმისაწვდომი Hudoc ბაზაში]). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის წარდგენა საჯარო პროკურორის წინაშე იორდანიაში მისი დაბრუნებიდან ოცდაოთხ საათში იქნება პირველი საჯარო საშუალება იორდანიის ხელისუფლებისათვის დაადასტუროს მისი განწყობა გარანტიების შესრულების მიმართ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკლებსავარაუდოა საჯარო პროკურორმა უარი განაცხადოს მომჩივნის ადვოკატის დასწრებაზე. მეტიც, მომჩივნის პირველი წარდგენა საჯარო პროკურორის წინაშე უნდა განხილულ იქნას მის დაბრუნებასთან დაკავშირებული სხვა შეთანხმებების ფარგლებში. მაგალითად, სავარაუდოა, რომ მონიტორინგის განმახორციელებლები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოდან იორდანიაში ჩავლენ, მომჩივანთან დარჩებიან იორდანიაში პატიმრობის პირველი დღის მინიმუმ ნაწილი მაინც. მოცემული ფაქტი დიდწილად განსხვავდება წვდომაზე იმ ხუთკვირიანი დაყოვნებისაგან, რომელიც დარღვევად იქნა მიჩნეული გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქმეში Mohammed Alzery (იხ. პარაგრაფი 151 ზემოთ) და მნიშვნელოვნად ამცირებს არასათანადო მოპყრობის ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს "უშმ"-ში არსებული ბუნდოვანებით.მეორე საკითხთან დაკავშირებით - ადვოკატის დაუსწრებლობა დაკითხვისას, "სსაკ"-მა დაადგინა, რომ ნაკლებადსავარაუდო გახლდათ მომჩივანს ჰქონოდა საშუალება ჰყოლოდა ადვოკატი "გსდ" დაკითხვისას, თუმცა დიდი იყო ალბათობა , რომ მას ეყოლებოდა ადვკატო საჯარო პროკურორის მიერ დაკითხვისას და მოსამართლის წინაშე წარდგენისას. ადვოკატის წვდომაზე უარი პატიმრისათვის, განსაკუთრებით დაკითხვის დროს, წარმოადგენს სერიოზული წუხილის საგანს: პატიმრის უფლება ჰქონდეს წვდომა იურიდიულ დახმარებაზე გახლავთ არასათანადო მოპყრობისაგან პირის დაცვის ფუნდამენტური გარანტია (იხ. Salduz, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 54). თუმცა, მოცემულ საქმეში ხსენებული საფრთხე დიდწილად არის შემცირებული იმ სხვა გარანტიების დახმარებით, რომელიც მოცემულია "უშმ"-სა და მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაში.მესამე საკითხთან მიმართებაში უნდა აღნიშნოს, რომ სასამართლო ვერ ხედავს საფრთხეს, რომ მომჩივანი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ დაკითხვის შემთხვევაში და არც იმის ალბათობაა დიდი, რომ იგი განათავსონ საიდუმლო "გსდ" ან "ცდს" "მოჩვენება" პატიმრობის ცენტრში იორდანიაში ან რომ შესაძლოა განხორციელდეს მისი რენდიცია იორდანიის საზღვრებს მიღმა. საქმეში Babar Ahmad and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 78-82 და 113-16), სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსტრაორდინალური რენდიცია, მის მიერ სამართლის პროცესის მიზანმიმართული გვერდის ავლის გამო, წარმოადგენდა კანონის უზენაესობისა და კონვენციით დაცული ღირებულებებისათვის ანათემას. თუმცა, ხსენებულ საქმეში მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნების საჩივარი, რომლის მიხედვითაც ისინი დაექვემდებარებოდნენ ექსტრაორდინალურ რენდიციას, აშკარად დაუსაბუთებელი გახლდათ. მართალია აშშ-ს, რომელმაც მოითხოვა მათი ექსტრადირება, არ გაუცია აშკარა გარანტიები რენდიციის წინააღმდეგ, მაგრამ სამაგიეროდ მან გასცა გარანტიები, რომ მომჩივნები გასამართლდებოდნენ ფედერალური სასამართლოების მიერ; სასამართლომ მიიჩნია რომ რენდიცია ვერ განხორციელდებოდა გაცემული გარანტიის დაცვის შემთხვევაში.
მსგავსი არგუმენტები ვრცელდება წინამდებარე საქმეზეც. მართალია რენდიცია არ არის კონკრეტულად ხსენებული "უშმ"-ში, მაგრამ იგი ცალსახად აღნიშნავს, რომ მომჩივანი დეპორტირებულ იქნა იორდანიაში და მოხდება მისი დაპატიმრება და ხელახალი გასამართლება იმ დანაშაულებისათვის, რომელთა გამოც მას დაედო მსჯავრი in absentia 1998 და 1999 წლებში. იმ შემთხვევაში თუ მოხდება მისი მსჯავრდება, იგი დაპატიმრებული იქნება "გსდ" დაკავების ცენტრში. "უშმ"-სთან სრულიად შეუსაბამო იქნებოდა იორდანიის მიერ მომჩივნის მიღება და ხელახალი გასამართლების ნაცვლად მისი დაკავება ფარულ ადგილას იორდანიაში ან თუნდაც მისი გადაცემა მესამე სახელმწიფოსათვის. იგივე არგუმენტით, იმ შემთხვევაშიც კი,იგი რომ დაკითხულიყო აშშ შესაბამისი ორგანოების მიერ "გსდ" პატიმრობის განმავლობაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ეჭვის შეტანა "სსაკ" დასკვნაში, რომელიც აღნიშნავს, რომ იორდანიის ხელისუფლება იფრთხილებდა მასზედ, რომ აშშ-ს არ "გადაებიჯებინა ნიშნულისათვის" იმგვარი ქცევით, რომელიც დაარღვევდა "უშმ"-ს ან მის სულისკვეთებას.მეოთხე საკითხთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც, შესაძლებელია იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით "უშმ" არ არის იურიდიულად სავალდებულო. ამასთანავე, იმის გამო, რომ გარანტიები გაცემული უკანონო მოქმედების წინააღმდეგ, იგი განხილულ უნდა იქნას მეტი სკეპტიციზმით ვიდრე შემთხვევა, რომლის დროსაც სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას არ განახორციელოს ეროვნული კანონმდებლობით ნებადართული ქმედება (იხ. პარაგრაფი 189 (v) ზემოთ). მიუხედავად ამისა, "სსაკ"-მა გაითვალისწინა ხსენებული განსხვავება. "სსაკ" განსაზღვრებიდან ნათელია, რომ იგი სათანადო სიფრთხილით მიუდგა მოცემულ გარანტიას (იხ. ზოგადი დასკვნები "უშმ" ირგვლივ მოცემული 29-ე და შემდგომ პარაგრაფებში). სასამართლო იზიარებს "სსაკ" ხედვას, ამ შემთხვევაში იორდანიისთვის უნდა იარსებოს არა მარტო რეალურმა და ძლიერმა სურვილმა აიცილოს მიცემული სიტყვის დარღვევა, არამედ "უშმ" მხარდაჭერა იორდანიის უმაღლეს დონეზე დიდწილად შეამცირებს მისი პირობების შეუსრულებლობისადმი შემწყნარებლობას "გსდ" იმ ზემდგომ პირთა მიერ რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "უშმ" შემუშავებაში.მეხუთე საკითხს რაც შეეხება, მომჩივანმა ხაზი გაუსვა "უშმ" არაბულ და ინგლისურ ვერსიებს შორის განსხვავებას იმის დასტურად, რომ "ადალეჰ"-ს ექნება მასზე წვდომა მხოლოდ სამი წლის განმავლობაში მისი დეპორტაციის დღიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საკითხი მოგვარებულია იორდანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის დიპლომატიური ნოტების დახმარებით (იხ. ბ-ნი ლაიდენის მეორე განცხადება მოცემული ზემორე 90-ე პარაგრაფში [გადაწყვეტილების სრული ტექსტი იხილეთ Hudoc ბაზაში]), რომელთა საშუალებითაც ნათელი ხდება, რომ "ადალეჰ"-ს მომჩივანზე წვდომა ექნება მთელი იმ დროის განმავლობაში, რასაც იგი პატიმრობაში გაატარებს.დაბოლოს, მეექვსე საკითხთან დაკავშირებით, ნათელია, რომ "ადალეჰ ცენტრს" არ გააჩნია იგივე ექსპერტიზა ან რესურსი რაც წამყვან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის Amnesty International, Human Rights Watch ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. არც იგივე რეპუტაცია ან სტატუსი აქვს მას იორდანიაში როგორც, მაგალითად, იორდანიის ადამიანის უფლებების ცენტრს. "სსაკ"-მაც აღიარა მოცემული საკითხი. მან აღნიშნა, რომ ცენტრი იყო "შედარებით გამოუცდელი და მცირე მასშტაბის" მაგრამ იქვე დაასკვნა, რომ მნიშვნელოვანი გახლდათ უშუალოდ მონიტორინგის განხორციელება და არაფერი სხვა (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ). სასამართლო ეთანხმება დასკვნას. მეტიც, სასამართლო დარწმუნებულია, რომ "ცენტრის" უნარი დიდწილად გაიზარდა "სსაკ" დასკვნის მიღების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია მონიტორინგის პირდაპირი გამოცდილება. ბ-ნი ლეიდენის განცხადება აჩვენებს, რომ "ცენტრი" უხვადაა დაფინანსებული გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ, რაც თავისთავად წარმოადგენს "ცენტრის" დამოუკიდებლობის გარანტს იორდანიის მთავრობის მხრიდან მაინც. იმის გათვალისწინებით თუ რაოდენ დიდია გაერთიანებული სამეფოს ინტერესი მოხდეს გარანტიათა დაცვა, უნდა ვიმედოვნოთ, რომ ხსენებული დაფინანსება გაგრძელდება. სავარაუდოდ არ შეიცვლება არც "ცენტრის" იურიდიული სტატუსი და არც ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო სხვა რამდენიმე ორგანიზაციისათვის შეთავაზებულიყო მონიტორინგის განხორციელება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ბ-ნი ვიკლეს, როგორც "ცენტრის" ხელმძღვანელის სტატუსიც; აღსანიშნავია, რომ ბ-ნმა რაბაბამ როგორც ჩანს ბევრი არაფერი იცოდა მომჩივნის მიმართ სამართალწარმოების შესახებ გაერთიანებულ სამეფოში, თუმცა ვითარება უკვე ნათელი უნდა იყოს ბ-ნი რაბაბასათვის, იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც მას ქონდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მინისტრებთან; მან უნდა იცოდეს თუ რა როლი აკისრია "ცენტრს" მონიტორინგისას, ისევე როგორც ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხსენებული საკითხი გაერთიანებული სამეფოს მთავრობისათვის. ასევე, მართალია ბ-ნი რაბაბას შესაძლოა ჰქონდეს ოჯახური კავშირები უშიშროების სამსახურთან, ... მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი რომელიმე ახლობელი პირი პასუხისმგებელი იქნება მომჩივნის პატიმრობაზე. და რაც მთავარია, ის ყურადღება, რომელსაც მიიქცევს "ცენტრი" იორდანიისა და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებისაგან მასზედ თუ როგორ ახორციელებს იგი მონიტორინგს, სავარაუდოდ გადაძალავს იმ ბუნდოვან საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ბ-ნი რაბაბას ოჯახური კავშირებისაგან.რეალური ურთიერთობის ფორმა "ცენტრსა" და მის სუბსიდიარს, "წამების დამარცხების ეროვნულ ჯგუფს" შორის, არ არის ნათელი. იკვეთება, რომ "წდეჯ" ყავს საკმარისი პერსონალი და გააჩნია აუცილებელი დისციპლინათაშორისი გამოცდილება მონიტორინგის განსახორციელებლად (იხ. ბ-ნი ლეიდენის პირველი განცხადება, მოცემული პარაგრაფში 87 ზემოთ [იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, ხელმისაწვდომი Hudoc ბაზაში]). სასამართლო მოელის, რომ რა ბრალდებებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი "წდეჯ" შემადგენლობისადმი, მომჩივანს მოინახულებს დელეგაცია, რომელიც მოიცავს სამედიცინო და ფსიქიატრიულ პერსონალს, რომელთაც შესწევთ უნარი აღმოაჩინონ არასათანადო მოპყრობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნიშნები (იხ."ცენტრთან" დადებული შეთანხმების პირობების პარაგრაფი 4 (დ), ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 81). სავარაუდოა ვიფიქროთ, რომ დელეგაციას ექნება პერსონალური წვდომა მომჩივანზე (შეთანხმების პირობების პარაგრაფი 4 (გ)). აშკარაა, რომ მომჩივნის ინტერესებში იქნება შეხვდეს დელეგაციას წინასწარგანსაზღვრული განრიგის მიხედვით და შესაბამისად სასამართლო ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, რომ მონიტორინგის თავიდან აცილების მიზნით, "გსდ" განუცხადებს დელეგაციას თითქოს მომჩივანს არ სურდეს მათი ხილვა. იმ შემთხვევაში თუ დელეგაცია მართლაც აღმოჩნდებოდა მსგავსი პასუხის წინაშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღმოჩნდებოდა სწორედ იმ ვითარების წინაშე, რომელიც ბ-ნმა ოუქდენმა მოიხსენია როგორც "დიპლომატიური და მინისტრთა კონტაქტებისა და რეაქციების მეყსიერი ესკალაცია" "სსაკ" წინაშე ჩვენების მიცემისას (იხ. პარაგრაფი 30 ზემოთ). მოცემული მიზეზების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ "ადალეჰ ცენტრს" მაინც გააჩნია უნარი დაადგინოს თუ რამდენად მოხდა გარანტიათა დაცვა.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მის წინაშე არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ასკვნის, რომ მომჩივნის დაბრუნება იორდანიაში არ აყენებდა მას არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე.დაბოლოს, წერილობითი სარჩელების წარმოდგენისას, მხარეების მიმართ დაისვა შეკითხვა თუ რამდენად იყო მომჩივანი საფრთხის წინაშე შეფარდებოდა სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე, და თუ პასუხი დადებითი იქნებოდა, რამდენად შესაბამისი გახლდათ იგი კონვენციის მე-3 მუხლთან. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იორდანიაში მსგავს საფრთხეს ადგილი არ ჰქონდა, რადგან სამუდამო პატიმრობა იქ ოცი წლის ვადით იფარგლება. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სასჯელის ხანგრძლივობა შესაძლოა განხილული ყოფილიყო მის მიერ მე-6 მუხლით წარმოდგენილი სარჩელის კონტექსტში. სასამართლო ეთანხმება მხარეებს და მიიჩნევს, რომ მომჩივნის შემთხვევაში არ წარმოიშვება მე-3 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საკითხი იმ სასჯელის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მას შეეფარდოს იორდანიაში.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის დეპორტაცია იორდანიაში არ დაარღვევს კონვენციის მე-3 მუხლს.
III. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე მომჩივანმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მისი დეპორტაციის შემთხვევაში იგი აღმოჩნდებოდა მოცემული მუხლით დაცული თავისუფლების უფლების განხორციელებაზე აშკარა უარის საფრთხის წინაშე, რადგან იორდანიის კანონმდებლობა უშვებდა ორმოცდაათ დღემდე ინკომუნიკადო პატიმრობას. ასევე, იმავე მე-5 მუხლის საფუძველზე მომჩივანი აღნიშნავდა, რომ იგი ვერ ისარგებლებდა იურიდიული დახმარების მიღების უფლებით ამგვარი პატიმრობისას. დაბოლოს, მომჩივანი მიუთითებდა, რომ ხელახალი გასამართლების შედეგად მსჯავრდების შემთხვევაში, პატიმრობის ნებისმიერი სასჯელი იქნებოდა მე-5 მუხლის სასტიკი დარღვევა, რადგან იგი შეფარდებული იქნებოდა მე-6 მუხლის აშკარა დარღვევის საფუძველზე.
მე-5 მუხლის შესაბამისი ნაწილები აღნიშნავენ შემდეგს:
1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად:
...
(გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი, ან გნოივრულადაა მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ან მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.
...
3. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის (გ) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარდგენილი მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილი სხვა მოხელის წინაშე; იგი სარგებლობს უფლებით მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით."
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობამთავრობა არ იზიარებს პოზიციას, რომ მე-5 მუხლი შესაძლოა გამოყენებულ იქნას გაძევების საქმეში (სასამართლომ ეჭვი გამოხატა მოცემული მუხლის გამოყენებაზე საქმეში Tomic v. the United Kingdom (dec.), no. 17837/03, 14 ოქტომბერი 2003). შესაძლებელი რომც იყოს ხსენებული მუხლის მოხმობა, იგი მაინც არ გამოიყენება წინამდებარე საქმეში, რადგან მომჩივანი არ დაექვემდებარება ხანგრძლივ პატიმრობას სასამართლოს წინაშე წარდგენამდე. "სსაკ"-მა დაადგინა, რომ სავარაუდო გახლდათ მომჩივნის წარდგენა "მართლმსაჯულების ორგანოს" წინაშე ორმოცდარვა საათის ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაულების ორგანოდ შესაძლოა მოსაზრებულ იქნას პროკურორი, რომელიც სარგებლობს მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირის სტატუსით. ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის ანგარიშები ადასტურებენ, რომ საჯარო პროკურორი გახლავთ მართლმსაჯულების განმახორციელებელი მოხელე; მათ ასევე აღნიშნეს, რომ ის ორმოცდარვა საათიანი ვადა, რომლის დროსაც პოლიცია ვალდებულია შეატობინოს შესაბამის იურიდიულ ორგანოს დაკავების შესახებ, შემცირებულ იქნა ოცდაოთხ საათამდე... "სსაკ"-მა ასევე დაადგინა, რომ ნაკლებსავარაუდო იყო მოთხოვნილი ყოფილიყო პატიმრობის ვადის გაგრძელება ორმოცდაათ დღემდე (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ). "სსაკ"-ის ორივე დასკვნა გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოსა და ლორდთა პალატის მიერ. ლორდთა პალატაში ლორდმა ფილიპსმა ასევე დაადგინა, რომ ორმოცდაათდღიანი პატიმრობა არ წარმოადგენდა მე-5 მუხლის ცალსახა დარღვევას (იხ. პარაგრაფი 58 ზემოთ) და, მართალია მთავრობა არ თვლიდა, რომ სავარაუდო გახლდათ ორმოცდათდღიანი პატიმრობის მოთხოვნა, იგი მაინც დაეფუძნა მოცემულ დასკვნას.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ "უშმ"-ში მოცემული გარანტიები, რომლის მიხედვითაც მომჩივანი დაუყოვნებლივ იქნებოდა წარდგენილი მოსამართლის წინაშე, ვრცელდებოდა არამარტო ხელახალი გასამართების წინარე პატიმრობაზე იმ დანაშაულებისათვის, რომელთა ჩადენისათვისაც მომჩივანი მსჯავრდებული გახლდათ in absentia, არამედ იორდანიაში მისი პატიმრობის ნებისმიერ სხვა პერიოდზეც.
2. მომჩივანი
მომჩივანმა მიუთითა, რომ მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ მუსლიმი პატიმრები რუტინულად თავსდებოდნენ ინკომუნიკადო პატიმრობაში ორმოცდაათ დღემდე ვადით საჯარო პროკურორის ბრძანების საფუძველზე. მოცემული ვადა აჭარბებს სასამართლოს მიერ დაშვებულ (იხ.Brogan and Others v. the United Kingdom, 29 ნოემბერი 1988, §§ 61-62, Series A no. 145‑B, და Öcalan, ციტირებული ზემოთ, § 103 ) და საერთაშორისო სამართლით მიღებულ ვადებს (იხ. პარაგრაფი 155 ზემოთ). იგი ასევე ეწინააღმდეგება ამ სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართალს, რადგან საჯარო პროკურორი, რომელიც ახორციელებდა გამოძიებას ამასთანავე განსაზღვრავდა განგრძობადი პატიმრობის კანონიერებას. მოცემული ფაქტი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახლდათ მაშინ, როდესაც იორდანიის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში საჯარო პროკურორი სამხედრო ოფიცერი გახლდათ. ამასთანავე, იმის გამო, რომ "უშმ" არ განსაზღვრავდა თუ რა იგულისხმება ტერმინში "დაუყოვნებლივ მოსამართლის წინაშე", მომჩივანი მიიჩნევდა, რომ "სსაკ" დასკვნა ეფუძნებოდა მხოლოდ იმ ვითარებას, როდესაც იგი წარდგენილი იქნებოდა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე ორმოცდარვა საათში, როგორც ეს აღნიშნა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მოწმემ, ბ-ნმა ოუქდინმა, რომელიც თავდაპირველად პასუხისმგებელი გახლდათ "უშმ" შემუშავებაზე. თუმცა, ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის ანგარიშიდან ახლა უკვე ნათელი გახლდათ, რომ მოცემული ჩვენება ეფუძნებოდა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მომჩივანი წარდგენილი იქნებოდა საჯარო პროკურორის წინაშე.
ბ. მისაღებობასასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მნიშვნელობით. იგი ასევე მიუთითბს, რომ საჩივარი არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლითაც. შესაბამისად, მისაღებად მიიჩნევს მას.
გ. არსებითი მხარე
1. გამოიყენება თუ არა მე-5 მუხლი გაძევების საქმეში?სასამართლო ეთანხმება, რომ ზემოთციტირებულ Tomic საქმეში მას ეჭვი შეეპარა თუ რამდენად შეიძლებოდა მე-5 მუხლზე დაფუძნება გაძევების საქმეში. თუმცა, იგი ამასთანავე იხსენებს, რომ საქმეში Babar Ahmad and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 100-16) მომჩივნები ჩიოდნენ, რომ თუკი მოხდებოდა მათი ექსტრადირება აშშ-სათვის და თუ რომელიმე მათგანი ჩაითვლებოდა მტერ კომბატანტად (enemy combatant) ან დაექვემდებარებოდა რენდიციას, მაშინ დადგებოდა კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის რეალური საფრთხე. აშშ მთავრობამ გასცა გარანტიები მასზედ, რომ არ მოხდებოდა მომჩივანთა კვალიფიცირება ზემოთხსენებული სტატუსით და რომ გასამართლდებოდნენ ფედერალური სასამართლოების წინაშე. როგორც ეროვნული ისე ამ სასამართლოს წინაშე მომჩივანთა საჩივრები განხილული იყო იმ საფუძვლით, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ პირობას, რომ მიჩნეულნი ყოფილიყვნენ მტერ კომბატანტებად და მოცემული ფაქტი წარმოადგენდა მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის რეალურ საფრთხეს. თუმცა, საბოლოოდ საჩივრები არ დაკმაყოფილდა როგორც აშკარად დაუსაბუთებელი იმის გამო, რომ აშშ მიერ გაცემული გარანტიები საკმარისი გახლდათ იმ საფრთხის გასაბათილებლად რაც ახლდა თან მტერი კომბატანტის სტატუსის მინიჭებასა და რენდიციას. ამასთანავე, სასამართლო მოიხმობს, რომ Al-Moayad (ციტირებული ზემოთ, § 101), საქმეში მე-6 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას მან დაადგინა შემდეგი:
"საქმის სამართლიანად განხილვის უფლების აშკარა უგულვებელყოფა და შესაბამისად უარის გაცხადება მართლმსაჯულებაზე უდავოდ ხორციელდება მაშინ, როდესაც პირი დაპატიმრებულია ეჭვის გამო, რომ იგი გეგმავდა ან ჩაიდინა სისხლისსამართლებრივი დანაშაული და არ გააჩნია წვდომა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალზე, რომელიც განიხილავს მისი პატიმრობის კანონიერებას და, თუკი ხსენებული ეჭვი არ დადასტურდება, უზრუნველყოფს მის გათავისუფლებას [გამოტოვებულია მითითებანი წყაროზე].
იმის გათვალისწინებით, რომ ზემორე დასკვნა გამოტანილ იქნა კონტექსტში, როდესაც მომჩივანი ჩიოდა, რომ იგი სასამართლო განხილვის გარეშე იქნებოდა დაპატიმრებული გუანტანამოს ყურეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული მიგნებანი გამოყენებულ უნდა იქნეს, კიდევ უფრო მეტი ძალითაც კი, კონვენციის მე-5 მუხლთან მიმართებაშიც.სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ არალოგიკური იქნებოდა მომჩივანი, რომელიც იდგა მიმღებ სახელმწიფოში აშკარად არასამართლიანი სასამართლო განხილვის შედეგად პატიმრობის საფრთხის წინაშე დაფუძნებოდა მე-6 მუხლს მოცემულ ქვეყანაში გაძევების თავიდან ასაცილებლად და მომჩივანი, რომელსაც ელოდა სასამართლო განხილვის გარეშე პატიმრობა ვერ დაყრდნობოდა მე-5 მუხლს გაძევების თავიდან ასაცილებლად. ასევე, შესაძლოა შეიქმნას ვითარება, როდესაც მომჩივანი მსჯავრდებულ იყო მიმღებ სახელმწიფოში აშკარად არასამართლიანი სასამართლო განხილვის შედეგად და იგეგმებოდეს მისი ექსტრადირება იმ სახელმწიფოში პატიმრობის სასჯელის მოსახდელად. იმ შემთხვევაში, თუკი დაბრუნებისას მას არ ექნებოდა საშუალება ხელახლა დაეწყო სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება, იგი ვერ დაეფუძნებოდა მე-6 მუხლს რადგან არ იდგებოდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის საფრთხის წინაშე. არაგონივრული იქნებოდა არ ჰქონოდა მომჩივანს უფლება დაფუძნებოდა მე-5 მუხლს ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად (იხ.mutatis mutandis, Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §§ 51-56, 24 მარტი 2005, და Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, §§ 461-64, ECHR 2004‑VII).სასამართლო შესაბამისად აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ ეჭვისა, რომელიც მან გამოხატა Tomic საქმეში, შესაძლებელია მე-5 მუხლის გამოყენება გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეებში. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფო დაარღვევს მე-5 მუხლს თუკი მომჩვანს გააგზავნის იმ სახელმწიფოში, სადაც იარსებებს მოცემული მუხლის აშკარად დარღვევის საფრთხე. თუმცა, მსგავსად მე-6 მუხლისა, ამ შემთხვევებში წესდება მაღალი თამასა. მე-5 მუხლის აშკარა დარღვევას ადგილი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ, მაგალითად, მიმჩები სახელმწიფო თვითნებურად დააკავებს მომჩივანს მრავალი წლის განმავლობაში მისი სასამართლოს წინაშე წარდგენის განზრახვის გარეშე. მე-5 მუხლის აშკარა დარღვევა შესაძლოა ამასთანავე დადგეს, თუ მომჩივანი აღმოჩნდება მიმღებ სახელმწიფოში ხანგრძლივი პერიოდით პატიმრობის საფრთხის წინაშე და თუკი იგი უკვე იყო მსჯავრდებული ცალსახად არასამართლიანი სასამართლო განხილვის შედეგად.
2. ამ საქმეში ექნება თუ არა ადგილი მე-5 მუხლის აშკარა დარღვევას?სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის მიერ ამ მუხლით წარმოდგენილი მეორე და მესამე საჩივრები (იურიდიული დახმარების არარსებობა და აშკარად არასამართლიანი სასამართლო განხილვის შედეგად პატიმრობის საფრთხე) განხილულ უნდა იქნას მე-6 მუხლის ფარგლებში. შედეგად, საჭიროა რომ მე-5 მუხლის ფარგლებში სასამართლომ შეაფასოს მხოლოდ პირველი საჩივარი (ორმოცდაათი დღით ინკომუნიკადო პატიმრობის შესაძლებლობა).ზემოთმოცემულ 233-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული პრინციპების გამოყენების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იორდანიაში მომჩივნის წინასწარი პატიმრობის დროს არ იკვეთება მე-5 მუხლის აშკარა დარღვევის რეალური საფრთხე. სასამართლოს სერიოზული ეჭვები გააჩნია თუ რამდენად შესაძლებელია ჯეროვნად იქნას მიჩნეული საჯარო პროკურორი, როგორც "გსდ" მოხელე, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი დევნის განხორციელებაზე და რომლის ოფისიც მდებარეობს "გსდ" შენობაში, "მოსამართლედ ან კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელედ განახორციელოს მართლმსაჯულებითი ფუნქცია" (იხ. მაგალითად, საქმე Medvedyev and Others v. France [GC], no. 3394/03, § 124, ECHR 2010, და ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება საქმეში Kulomin, ციტირებული ზემოთ 155-ე პარაგრაფში). შესაბამისად, მცირე მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ იორდანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების მიხედვით, მომჩივანი საჯარო პროკურორის წინაშე წარდგენილი იქნებოდა ოცდაოთხ საათში (იხ. ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის ანგარიში მოხმობილი ზემორე 96-ე პარაგრაფში [იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, ხელმისაწვდომი Hudoc ბაზაში]). თუმცა, იორდანია აშკარად აპირებს მომჩივნის სასამართლოს წინაშე წარდგომას და ამას იგი დაპატიმრებიდან ორმოცდაათი დღის ვადაში გააკეთებს. სასამართლო ეთანხმება ლორდ ფილიპსის პოზიციას მასზედ, რომ ორმოცდაათდღიანი პატიმრობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მივიჩნიოთ მე-5 მუხლის აშკარა დარღვევა და, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იორდანიაში მომჩვნის დეპორტაციის შედეგად ადგილი არ ექნება ამ მუხლის დარღვევას.
IV. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
კონვენციის მე-6 მუხლით მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი აღმოჩნდებოდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის რეალური საფრთხის წინაშე in absentia გასამართლებული დანაშაულებისათვის იორდანიაში ხელახლა გასამართლების შემთხვევაში.
მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილები აღნიშნავენ შემდეგს:
" ყოველ ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას აღჭურვილია ...მისი საქმის სამართლიანი... განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ..."
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობამთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს ლორდთა პალატის მიდგომა და დაასკვნას, რომ მე-6 მუხლი გამოყენებადი იქნება მხოლოდ ექსტრატერიტორიულ კონტექსტში, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში საქმის არასამართლიანად განხილვას ექნება სერიოზული გავლენა მომჩივანზე. მათ ამასთანავე აღნიშნეს, რომ წინამდებარე საქმეში სერიოზული შედეგებს ექნება ადგილი მომჩივნისათვის თუკი მოხდება მისი მსჯავრდება და შესაბამისად დაეთანხმა, რომ "მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის" ტესტი გამოიყენებოდა მოცემულ საქმეში.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ "აშკარა უარი" უნდა განმარტებულიყო როგორც დარღვევა, რომელიც იქნებოდა "იმდენად ფუნდამენტური, რომ აზრს დაუკარგავდა ან გააუქმებდა გარანტირებული უფლების არსს" (იხ. ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება მოსამართლეებისა ბრაცა, ბონელო და ჰედიგანი საქმეში Mamatkulov and Askarov [GC], nos. 46827/99 and 46951/99, ECHR 2005-I). მთავრობის მიხედვით, მოცემული მკაცრი ტესტი დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მეტიც, საჭირო გახლდათ საფუძვლიანი მიზეზების არსებობა რათა გამოკვეთილიყო მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის ალბათობა.მთავრობამ გაიზიარა "სსაკ"-ისა და ლორდთა პალატის არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის ტესტი არ იქნა დაკმაყოფილებული წინამდებარე საქმეში. მათ აღნიშნეს, რომ მართლაც სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს სტრუქტურული დამოუკიდებლობა არ იყო სათანადო, მაგრამ მოცემული პრობლემა გვარდებოდა საკასაციო სასამართლოში აპელაციის უფლებით. არც არსობრივად და არც სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არ არის დადგენილი, რომ სასამართლოში სტრუქტურული დამოუკიდებლობის ნაკლებობა ავტომატურად გულისხმობს, რომ ადგილი ექნება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას; ნებისმიერ უსამართლობასთან მიმართებაში ყოველთვის საჭიროა შეფასება და ეს უკანასკნელი შესაძლოა განხორციელდეს გარემოებების ფართო ანალიზით და არ შემოიფარგლოს სტრუქტურული დამოუკიდებლობის ნაკლებობით მხოლოდ. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება სახელმწიფო უშიშროების სასამართლოსთან დაკავშირებულ საერთაშორისო კრიტიკასა თუ სამხედრო სასამართლოების მიერ სამოქალაქო პირთა გასამართლების შესახებ საერთაშორისო მასალებს.იგივე ითქმის წინასწარი პატიმრობისას იურიდიული დახმრების ნაკლებობაზეც: მე-6 მუხლი არ იძლევა მსგავსი დახმარების აბსოლუტურ უფლებას. "სსაკ" დასკვნებიდან ნათელი გახლდათ, რომ იორდანიის ხელისუფლება სიფრთხილით მოეკიდებოდა მომჩივნის საქმეს და ეცოდინება, რომ მომჩივნის ხელახალ გასამართლებაზე განხორციელდება დაკვირვებანი. მაგალითისათვის, ნაკლებად სავარაუდო გახლდათ იორდანიის სასამართლოები დაფუძნებოდნენ რაიმეს, რაც მომჩვანმა განაცხადა "გსდ" დაკითხვისას და შემდეგ აღარ გაუმეორებია საჯარო პროკურორის წინაშე; იორდანიის კანონმდებლობა სათანადო მიზეზის არსებობისას ადვოკატის დაუსწრებლობას უშვებს მხოლოდ საჯარო პროკურორის წინაშე დაკითხვისას (იხ. ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის ანგარიშის 97-ე პარაგრაფი ზემოთ [იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, ხელმისავდომია Hudoc ბაზაში]).მთავრობა დაეთანხმა, რომ მოპასუხის წამების შედეგად მიღებული მტკიცებულებანი მოპასუხის სასამართლო პროცესს უსამართლოდ შეიქმნდა. თუმცა, იგივე არგუმენტი არ ვრცელდებოდა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც მოპოვებულია იმ არასათანადო მოპყრობის შედეგად, რომელიც არ აღწევს წამების ზღვარს: "შიდა" კონტექსტშიც კი სასამართლოს მიერ განსხვავება არის დადგენილი უსამართლობას შორის რომელიც გამოწვეულია წამების შედეგად და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს შლის. მაშინ როდესაც არასათანადო მოპყრობა არ აღწევს წამების ზღვარს, არსებობს დისკრეციული უფლებამოსილება მასზედ თუ რამდენად უნდა მოხდეს არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული მტკიცებულების გამოყენება სასამართლო განხილვისას (იხ. Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, §§ 99 and 106‑07, ECHR 2006‑IX ). მეტიც, წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს შორის განსხვავებისას სასამართლომ გამოიყენა წამების წინააღმდეგ კონვენციის 1 მუხლით დადგენილი მაღალი სტანდარტი (იხ. პარაგრაფი 125 ზემოთ). წინამდებარე საქმეზე, "სსაკ"-ს არ დაუდგენია, რომ მომჩივნის წინაამდეგ მტკიცებულება მოპოვებულ იქნა წამების შედეგად, არამედ აღნიშნა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე მასზედ, რომ იგი მოპოვებული იყო მე-3 მუხლის საწინაღმდეგო არასათანადო მოპყრობის შედეგად. შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი დაგვესკვნა, რომ ხსენებული მტკიცებულების გამოყენება ავტომატურად გულისხმობდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ მკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტი უნდა იქნას გამოყენებული მაშინ, როდესაც, ექსტრატერიტორიალურ კონტექსტში მომჩივანი აცხადებს, რომ წამების ან არასათანადო მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება გამოყენებულ იქნება მიმღებ სახელმწიფოში სასამართლო განხილვისას. მთავრობამ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოები მიიღებდნენ მტკიცებულებას როდესაც არსებობდა მათი წამების შედეგად მოპოვების რეალური საფრთხე იმ პირობით, რომ მისი ამ გზით მოპოვება არ იყო დადასტურებული ალბათობის ბალანსით (balance of probabilities) (ლორდთა პალატის გადაწყვეტილება საქმეში A and others (no. 2),, იხ. პარაგრაფები 136-137 ზემოთ). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმეში არსებული მტკიცებულებანი კანონიერად და ჯეროვნად იქნებოდა დაშვებული გაერთიანებულ სამეფოში, არალოგიკური იქნებოდა გაერთიანებულ სამეფოს დეპორტაცია არ განეხორციელებინა სწორედ ამ საფუძველზე. მთავრობამ შესაბამისად აღნიშნა, რომ რეალური საფრთხე იმისა, რომ მტკიცებულება შესაძლოა მოპოვებული ყოფილიყო წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგად არ გახლდათ საკმარისი. მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის საკითხი არ წარმოიშვებოდა თუკი ალბათობის ბალანსის შედეგად ან გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდებოდა, რომ მათი მოპოვება წამების შედეგად განხორციელდა. მტკიცების მოცემული სტანდარტი შესაბამისობაში გახლდათ: სასამართლოს მიერ გამოყენებულ სტანდარტთან "შიდა" მე-3 და მე-6 მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში; გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლთან; და დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან საქმეში re. El Motassadeq, India v. Singh, and Mahjoub (იხ. შესაბამისად ზემოთმოცემული პარაგრაფები 129, 133, 135, 139 და 140 და 153).მომჩივანს ამ საქმეში არ დაუდგენია შემდეგი: შემდგომი მტკიცებულებანი, რომელსაც იგი დაეფუძნა არაფერს ამატებდა იმაზე, რაც უკვე წარმოდგენილი გახლდათ "სსაკ" წინაშე, და ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის. შემდეგ, ზემოთციტირებული Mamatkulov and Askarov საქმე ადასტურებდა, რომ ზოგადი ანგარიშები მასზედ რომ წამების შედეგად მიღებული მტკიცებულება ჩვეულებრივ მისაღები იყო სასამართლოს მიერ მიმღებ სახელმწიფოში არ იყო საკმარისი დადგენილიყო, რომ კონკრეტული მომჩივანი დაექვემდებარებოდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს. აღნიშნულის დასადგენად საჭირო გახლდათ უფრო პირდაპირი მტკიცებულებანი.მთავრობა მიიჩნევდა, რომ მომჩივნის არგუმენტი მასზედ რომ არსებობდა წამების ბრალდებების გამოძების ვალდებულება არარელევანტური გახლდათ: იორდანია არ იყო კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო, ასე რომ მას არ გააჩნდა პოზიტიური ვალდებულება გამოეძიებინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევები. ასევე, მართალია რთული გახლდათ იორდანიელი მოპასუხისათვის დამტკიცება რომ საჯარო პროკურორის წინაშე გაკეთებული აღიარება არ იყო ნებაყოფლობითი (იმის გამო რომ მტკიცების ტვირთი სწორედ მასზე იყო და არა პროკურორზე), "სსაკ"-მა დაადგინა, რომ იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით მისაღები იყო ამგვარად მოქმედება. მან ასევე დაადგინა, რომ იორდანიის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა მტკიცების ტვირთს არ იყო აშკარად არაგონივრული ან თვითნებური და შესაბამისად არ ჰქონდა ადგილი მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.დაბოლოს, მთავრობამ აღნიშნა, რომ არანაირი სპეციალური ტესტი არ გამოიყენება იმ მტკიცებულებასთან მიმართებაში, რომელიც მიღებულია მესამე მხარეთა წამების ან სხვა არასათადო მოპყრობის შედეგად და რომელმაც შესაძლოა სასამართლო განხილვა არასამართლიანად აქციოს. და რომც არსებობდეს, მაშინ როდესაც იმაზე მეტი არაფერი არსებობს ვიდრე რეალური საფრთხე მასზედ, რომ მტკიცებულება მოპოვებულია არასათანადო მოპყრობის შედეგად, მოცემული მტკიცებულების დაშვება სასამართლოზე არ ნიშნავს საქმის სამართლიანად განხილვის უფლების სრულ გაუფასურებას.შესაბაისად მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემული სამი გარემოება (დამოუკიდებლობის ნაკლებობა, იურიდიული დახმარების ნაკლებობა და წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების დაშვების საფრთხე), კუმულატიურადაც კი, არ წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.
2. მომჩივანიმთავრობისაგან განსხვავებით მომჩივანი არ მიიჩნევდა, რომ გრძელვადიანი პატიმრობის დაკისრება წარმოადგენდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის წინაპირობას და აღნიშნავდა, რომ გრძელვადიანი პატიმრობის საფრთხე გახლდათ უსამართლობის დამამძიმებელი გარემოება.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის ტესტი ხარისხობრივია და არა რაოდენობითი. "აშკარა" ნიშნავს, რომ იგი "უფლებას უკარგავს აზრს" მაგრამ არ საჭიროებს უფლების სრულ გაუქმებას. იგი ასევე აღნიშნავს, რომ უსამართლობა უნდა იყოს ცალსახა და წინასწრგანჭვრეტადი.მომჩივანმა მიუთითა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს ადგილი ექნება მისი ხელახალი გასამართლებისას, თუკი ადგილი ექნება შემდეგ გარემოებებს კუმულაციურად: ა) სახელმწიფო უშიშროების სასამართლო წარმოადგენდეს სამხედრო სასამართლოს, სადაც ფუნქციონირებს სამხედრო პროკურორი; ბ) რომ იგი იყოს ცნობილი სამოქალაქო პირი, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი; გ) რომ მის წინააღმდეგ საქმე ეფუძნებოდეს დიდწილად აღიარებებს, რომელიც დიდი ალბათობით მიღებულია სამხედრო აგენტების მიერ განხორციელებული წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგად; და დ) რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლო არ გამოიძიებს ჯეროვნად თუ რამდენად იყო ხსენებული აღიარებანი მიღებული წამების ან არასათანადო მოპყრობის შედეგად.სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს სამხედრო შემადგენლობასთან დაკავშირებით მომჩივანი უწინარესად დაეფუძნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ სამოქალაქო პირების სამხედრო სასამართლოების მიერ გასამართლების დამხობას (იხ. პარაგრაფები 157-59 ზემოთ). ასევე, იგი დაეყრდნო კონკრეტულ საერთაშორისო კრიტიკას იორდანიის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიმართ. მოცემული კრიტიკა დიდწილად ეხებოდა: სასამართლოს (ამ შემთხვევაში საჯარო პროკურორის, სამხედრო მოხელის) წინაშე წარდგენის გარეშე ინკომუნიკადო პატიმრობის შესაძლო ხანგრძლივ პერიოდს; სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს უუნარობა ჯეროვნად გამოიძიოს წამების ბრალდებანი; და სასამართლოს მხარეს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობა. მომჩივანი ასევე შეეხო იორდანიის იმ წესების უსამართლობას, რომელიც ვრცელდება აღიარებებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე. ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის მტკიცებულებების შემთხვევაშიც კი, როგორც ჩანს, საკასაციო სასამართლომ მიიღო მიდგომა, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ რაც აღიარება გამეორებულ იქნება პროკურორის წინაშე, უკვე დაცვის მხარის სამტკიცებელია, რომ პროკურორი თანამონაწილე იყო მოცემული ჩვენების ნების საწინააღმდეგოდ მიღებაში. თუკი მოპასუხე ვერ დაამტკიცებდა აღნიშნულს, მაშინ აღირება მისაღები ხდებოდა მიუხედავად "გსდ" მხრიდან ჩადენილი დარღვევისა.მოცემულ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლო იორდანიაში უფრო ღია იყო საკითხისადმი ვიდრე თურქეთის სახელმწიფო უშიშროების სასამართლო, რომელიც განხილულ იქნა საქმეში Ergin v. Turkey (no. 6) (no. 47533/99, ECHR 2006-VI). როგორც Al‑Moayad, ციტირებული ზემოთ, ისე Drozd and Janousek v. France and Spain, 26 ივნისი 1992, Series A no. 240 გვთავაზობენ, სამხედრო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა თავისთავად წარმოადგენს მე-6 მუხლის აშკარა დარღვევას.რაც შეეხება საჩივარს წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების სავარაუდო დაშვებაზე, მომჩივანი დაეყრდნო მის მიერ შემდგომ მიღებულ მტკიცებულებას (შეჯამებული ზემოთ პარაგრაფებში 102-105 [იხ. გადაწყვეტილების სრული ტექსტი, მოცემული Hudoc ბაზაში]), რომელიც აჩვენებს რომ: ა). აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერისა და აბუ ჰოშერის აღიარებანი წარმოადგენდა ძირითად საფუძველს მომჩივანის მსჯავრდებისათვის საქმის თავდაპირველად განხილვისას; და ბ) მოცემული ბატონები და რამდენიმე სხვა მოპასუხეც, ყოველი სასამართლო განხილვისას დაექვემდებარა ინკომუნიკადო პატიმრობას, იურიდიული დახმარების მიღების გარეშე და შეიქმნენ წამების მსხვერპლნი. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ქ-ნი რეფაჰის მტკიცებულება სწორი იყო: ჩვენებაზე თითის ანაბეჭდის გამოყენება წარმოადგენდა ცრუ ჩვენების აშკარა ნიშანს... თითის ანაბეჭდი, ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის მიხედვით, იყო არამარტო იმის ნიშანი, რომ ჩვენების წარმომდგენი გაუნათლებელი იყო, მაშინ როდესაც აბუ ჰოშერის საქმეში, მის წინააღმდეგ საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ იგი კითხულობდა მომჩივნის წიგნებს.მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ წამებასა და არასათანადო მოპყრობას შორის ნებისმიერი შესაძლო განსხვავება (საერთაშორისო სამართლისა თუ კონვენციის მიხედვით) უმნიშვნელო გახლდათ ორი მიზეზის გამო. პირველი, იგი აღნიშნავდა, რომ აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერისა და აბუ-ჰოშერის მიმართ არასათანადო მოპყრობა იმდენად სასტიკი იყო, რომ აღწევდა წამების ზღვარს. მეორე, ყოველთის, როდესაც ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობას ჩვენების მისაღებად ირღვევა მე-6 მუხლი, ხოლო აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერი და აბუ ჰოშერი კი სწორედ ამ მიზეზის გამო დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას.წამების შედეგად მიღებული მტიცებულების გამოყენება წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს. მომჩივნის მიხედვით, წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების აკრძალვა წარმოადგენდა დამკვიდრებული საერთაშორისო მექანიზმის ნაწილს, რომელიც ასახულია წამების აკრძალვის ius cogens ნორმაში. აკრძალვა მოცემულია გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლში და ამ სასამართლოს პრაქტიკაში. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის 15 მუხლში მოცემული წესი, მე-12 მუხლთან ერთად აწესებს ვალდებულებას გამოძიებულ იქნას ყოველი შემთხვევა, სადაც არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა წამებას. გაეროს ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (შეჯამებული ზემოთ პარაგრაფებში 106-24) ანგარიშებიდან ნათელი გახლდათ, რომ იორდანიის საჯარო პროკურორი ვერ იძიებდა ჯეროვნად წამების ბრალდებებს და, მართლაც არც მომჩივნის in absentia სასამართლო განხილვის დროს წამოყენებული წამების ბრალდებების დროს არ უწარმოებია გამოძიება. შესაბამისად, იგი აღიარებდა, რომ მას არ მოუხდენია ალბათობის ბალანსის დაცვა, მაგრამ მიუთითებდა, რომ მან გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა, რომ იორდანია არ გამოიძიებდა იმ ბრალდებებს, რომელიც გაჟღერებულ იქნა მის საქმეში.არამართებული იქნებოდა მთავრობას ეთქვა, რომ იორდანიის კანონმდებლობა შესაბამისობაში იყო ინგლისის კანონმდებლობასთან გამოყენებად მტკიცების ტვირთის სტანდარტთა დაკავშირებით; ინგლისის კანონმდებლობა სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ უშვებს მტკიცებულებას მანამდე, სანამ დევნის განმახორციელებელი ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მტკიცებულება არ იყო მოპოვებული წამების შედეგად... მეტიც, A and others (no. 2) საქმეში ლორდთა პალატის უმრავლესობა (იხ. პარაგრაფი 136-137) თვლიდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში დამოუკიდებელი სასამართლო, "სსაკ", გულდასმით გამოიძიებდა ნებისმიერ ბრალდებას მასზედ, რომ მტკიცებულება მოპოვებული გახლდათ წამების შედეგად. მოცემული დაშვება არ ასახავდა ვითარებას იორდანიის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს შემთხვევაში. სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ აღიარება წამების შედეგად იყო მოპოვებული. მოცემული მიდგომა არასამართლიანი გახლდათ, რადგან მას არ ახლდა თან არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის რიგი ყველაზე საბაზისო მექანიზმები, მათ შორის დაკითხვის ჩაწერა, პატიმრობის შეზღუდული ხანგრძლივობა და წვდომა ადვოკატებსა თუ ექიმებზე.განხილული მიზეზების გამო უმართებულო იქნებოდა მოლოდინი იმისა, რომ მომჩივანი ალბათობის ბალანსის ტესტის მიხედვით ან გონივრულ ეჭვის მიღმა შეძლებდა დაემტკიცებინა, რომ მის საქმეში მთავარი მოწმის ჩვენება მოპოვებული იყო წამების შედეგად.რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების დასკვნებს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო სწორი მიდგომა, როდესაც გადაწყვიტა მომჩივნის საქმე მთლიანობაში განეხილა და მართებულად აღნიშნა რეალური საფრთხე იმისა, რომ აღიარებანი მიღებული იყო წამების შედეგად იორდანიაში სისხლის სამართლის პროცესში "დაცვის საბაზისო მექანიზმების არარსებობის გამო". განსხვავებული მიდგომა ჰქონდა ლორდთა პალატას, რომელმაც შეცდომით გააკეთა აქცენტი მხოლოდ იმ საფრთხეზე, რომ მტკიცებულებანი შესაძლოა მოპოვებული ყოფილიყო წამების შედეგად და არ უწარმოებია მართმსაჯულება იმ პროცედურული ნაკლოვანებების ერთობლიობის გათვალისწინებით, რომელსაც ეფუძნებოდა მომჩივანი. ლორდთა პალატა შეცდა როდესაც დაეყრდნო ზემოთციტირებულ საქმეს Mamatkulov and Askarov. ამ საქმეში დიდი პალატის შეფასება განპირობებული იყო საქმეში 34-ე მუხლის გამოყენებით, სადაც სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მასალა არ იყო საკმარისად კონკრეტული და დეტალური, განსხვავებით მომჩივნის საქმისა; ამასთანავე, ციტირებულ საქმეში არ იყო გარემოებათა ისეთი ერთიანობა როგორც წინამდებარე საქმეში.
ბ. მისაღებობა
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მიხედვით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის მიუღებელი სხვა საფუძლვების არარსებობის გამოც. შესაბამისად, სასამართლო საქმეს მისაღებად აცხდებს.
გ. არსებითი მხარე
1. ზოგადი პრინციპები
(ა) "მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის" ტესტი
სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ გაძევებისა თუ ექსტრადიციის გადაწყვეტილების საფუძველზე, მე-6 მუხლით საქმე შესაძლოა წარმოდგენილ იქნას იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტს მიმღებ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის ეთქვა ან დგას ამგვარი საფრთხის წინაშე. მოცემული პრინციპი პირველად დადგინდა საქმეში Soering v. the United Kingdom, 7 ივლისი 1989, § 113, Series A no. 161, და მას შემდეგ უცვლელად იყო გაზიარებული სასამართლოს მიერ რიგ საქმეებში (იხ.inter alia, Mamatkulov and Askarov, ციტირებული ზემოთ, §§ 90-91, და Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom, no. 61498/08, § 149, ECHR 2010).სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ტერმინი "მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი" აღნიშავს სასამართლო პროცესს, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება მე-6 მუხლის დებულებებსა თუ მასში ასახულ პრინციპებს (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECHR 2006‑II; Stoichkov, ციტირებული ზემოთ, § 56; და Drozd and Janousek, ციტირებული ზემოთ, § 110). მართალია აქამდე არ წარმოშობილა საჭიროება ტერმინი განმარტებულიყო უფრო ზუსტად, სასამართლოს მაინც აქვს აღნიშნული, რომ უსამართლობის გარკვეული ფორმები შესაძლოა უტოლდებოდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს. ეს უკანასკნელი მოიცავს:
მსჯავრდება in absentia როდესაც არ არსებობს საშუალება საქმე ხელახლა არსებითად იქნას განხილული მოცემულ მსჯავრთან მიმართებაში (იხ.Einhorn, ციტირებული ზემოთ, § 33; Sejdovic, ციტირებული ზემოთ, § 84; და Stoichkov, ციტირებული ზემოთ, § 56);
სასამართლო პროცესი, რომელიც შეჯამებითი ხასიათისაა და ხორციელდება მოპასუხის უფლებების სრული უგულვებელყოფით (იხ.Bader and Kanbor v. Sweden, no. 13284/04, § 47, ECHR 2005-XI);
პატიმრობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალზე წვდომისა და მის მიერ პატიმრობის კანონიერების განხილვის გარეშე (იხ.Al-Moayad, ციტირებული ზემოთ, § 101);
ადვოკატზე წვდომაზე განზრახი და სისტემატიური უარი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში დაპატიმრებული პირის მიმართ (ibid.).აღსანიშნავია, რომ Soering გადაწყვეტილებიდან ოცდაორი წლის განმავლობაში სასამართლოს აღარ დაუდგენია გაძევებით მე-6 მუხლის დარღვევა. მოცემული ფაქტი, წინარე პარაგრაფში მოცემულ მაგალითებთან ერთად, ხაზს უსვამს სასამართლოს ხედვას, რომ "მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი" წარმოადგენს უსამართლობის მკაცრ ტესტს. მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი სცდება იმ უწესრიგობებსა და გარანტიების ნაკლებობას სამართალწარმოების პროცედურებში რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს მე-6 მუხლის დარღვევას ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩადენის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში საჭიროა დარღვეულ იქნას მე-6 მუხლით დაცული საქმის სამართლიანად განხილვის პრინციპები, რომელიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა, რომ უტოლდებოდეს მოცემული მუხლით გარანტირებული უფლების გაბათილებას ან მისი არსის განადგურებას.იმის შეფასებისას თუ რამდენად იქნა მოცემული ტესტის დაკმაყოფილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებული უნდა იქნეს იგივე სტანდარტი და მტკიცების ტვირთი, რომელიც დადგენილია მე-3 მუხლის ფარგლებში განხილულ გაძევების საქმეებში. შესაბამისად, მომჩივნის ვალდებულებაა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება დადასტურდეს, რომ არსებობს საფუძველი დავეჭვდეთ , რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოდან გადაცემის შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის რეალურ საფრთხეს. მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება მოცემული მტკიცებულებანი, შემდეგ უკვე მთავრობის ვალდებულებას წარმოადგენს საკითხის ირგვლივ ეჭვის გაქარწყლება (იხ.mutatis mutandis, Saadi, ციტირებული ზემოთ, § 129).დაბოლოს, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო აუცილებლად არ მიიჩნევს იმის დადგენას - აქვს თუ არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს ადგილი მხოლოდ მაშინ, როდესაც განსახილველ სამართალწარმოებას აქვს სერიოზული გავლენა მომჩივანზე. მოცემულ საქმეში ჩვეულებრივად მიიჩნევა, რომ სასჯელი, რომელიც გამოტანილია მომჩივნის მიმართ in absentia და რომელზეც იგი წარდგება საქმის ხელახალი განხილვისას, წარმოადგენს პატიმრობის საფუძვლიან პირობებს.
(ბ) წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დაშვება წარმოადგენს თუ არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს?სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მასზედ, რომ მოცემულ საქმეში მთავარი საკითხი გახლავთ იმის დადგენა თუ რამდენად არსებობს მესამე პირთა წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაშვების რეალური საფრთხე მომჩივნის ხელახალი გასამართლებისას. შესაბამისად, თავდაპირველად განხილულ უნდა იქნას თუ რამდენად წარმოადგენს წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება სასამართლო განხილვისას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს. მსგავსად სააპელაციო სასამართლოსი (იხ. პარაგრაფი 51 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.საერთაშორისო სამართალი, მსგავსად პრეცედენტული სამართლისა, უპირობოდ გმობს წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაშვებას. მოცემულ პოზიციას ამყარებს ძლიერი სამართლებრივი და მორალური მიზეზები.
მართალია, ლორდმა ფილიპსმა აღნიშნა მოცემულ საქმეზე მიღებულ ლორდთა პალატის გადაწყვეტილებაში, რომ აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი არის სახელმწიფოების ვალდებულება მედგრად გაუწიონ წინააღმდეგობა წამებას, მის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე უარის თქმით. მართლაც, სასამართლომ Jalloh საქმეში, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 105, დაადგინა, რომ წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაშვება არაპირდაპირ შეუწყობს ხელს მორალურად მიუღებელი ქმედების განხორციელებას, რომელიც კონვენციის ავტორებმა დაუშვებლად სცნეს მე-3 მუხლით.
თუმცა, არსებობს წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის შემდგომი და თანაბრად სავალდებულო მიზეზები. როგორც ლორდმა ბინჰემმა აღნიშნა საქმეში A and others (no. 2), პარაგრაფი 52, წამებით მიღბული მტკიცებულება დაუშვებელია იმის გამო, რომ არის "არასანდო, არასამართლიანი, ადამიანობისა და ღირსეულობის ჩვეულებრივი სტანდარტისათვის შეურაცმყოფელი და შეუთავსებელი იმ პრინციპებთან, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ტრიბუნალის საფუძველს". სასამართლო ეთანხმება ამ მიზეზებს: მან უკვე დაადგინა, რომ მე-3 მუხლის დარღვევით მიღებული ჩვენებები სრულიად არასანდოა (იხ. Söylemez v. Turkey, no. 46661/99, § 122, 21 სექტემბერი 2006). მართლაც, გამოცდილება ადასტურებს, რომ წამების მსხვერპლი იტყვის ყველაფერს - სიმართლეს თუ სიცრუეს- რათა მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდეს წამების სისასტიკისაგან.
რაც მთავარია, ვერცერთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ვერ დაუშვებს მტკიცებულებას - რაც არ უნდა სანდო იყოს იგი- თუ იგი მოპოვებულია წამების ბარბაროსული პრაქტიკის შედეგად. საქმის სასამართლოს მიერ განხილვა წარმოადგენს კანონის უზენაესობის ქვაკუთხედს. წამებით მიღებული მტკიცებულება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოცემულ მართლმსაჯულებით პროცესს; იგი აკნინებს კანონის უზენაესობის ძალას და ჩრდილს აყენებს ნებისმიერ იმ სასამართლოს, რომელიც მას მისაღებად სცნობს. წამების შედეგად მიღებული მტკიცებულება გამოირიცხება სასამართლო პროცესის შეუვალობის და, შედეგად, კანონის უზენაესობის დასაცავად.მოცემული მიზეზები წარმოადგენენ წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების აკრძალვის მიზეზს კონვენციურ სისტემასა და საერთაშორისო სამართალში. კონვენციური სისტემისათვის, იხილეთ სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქმეზე Gäfgen v. Germany ([GC], no. 22978/05, §§ 165-67, ECHR 2010), სადაც სასამართლომ გაიმეორა, რომ გარკვეული ხედვა ვრცელდება სისხლის სამართლის პროცესში მე-3 მუხლის დარღვევით მიღებული მტკიცებულების გამოყენებაზე. მან მიუთითა შემდეგი:
"ამგვარი მტკიცებულების გამოყენება, რომელიც მოპოვებულია კონვენციით გარანტირებული ერთ-ერთი უმთავრესი და აბსოლუტური უფლების დარღვევით, ყოველთვის წარმოშობს მართლმსაჯულების სამართლიანობის მიმართ შეკითხვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოცემული მტკიცებულების დაშვება არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი პირის მსჯავრდებისათვის.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა აღიარებებთან მიმართებაში, რომ წამებისა თუ სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული ჩვენებების მტკიცებულებად დაშვება მე-3 მუხლის დარღვევით არასამართლიანად შეიქმნს მთლიან მართლმსაჯულებით პროცესს. მოცემული დასკვნა ვრცელდება ჩვენებების ღირებულებებისა და იმის მიუხედავად, თუ რამდენად იყო მათი გამოყენება გადამწყვეტი მოპასუხის მსჯავრდებისათვის.
რაც შეეხება სასამართლოზე ნამდვილი მტკიცებულების გამოყენებას, რომელიც მოპოვებულია მე-3 მუხლის დარღვევით, უშუალოდ არასათანადო მოპყრობის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნამდვილი მაინკრიმინირებელი მტკიცებულება მოპოვებული ძალადობის გზით, იმ შემთხვევაში მაინც, თუკი მოცემული ძალადობა კვალიფიცირდება წამებად, არასდროს უნდა იქნას გამოყენებული მსხვერპლის ბრალის დასადასტურებლად მიუხედავად მისი სავარაუდო ღირებულებისა [ციტატა გამოტოვებულია].
საქმე Gäfgen ასახავს სასამართლოს ნათელ, უცვლელ და ცალსახა პოზიციას წამების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. იგი შეესაბამება ამ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ პოზიციას: კონვენციურ სისტემაში წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენების აკრძალვა ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. Gäfgen ასევე ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ არსებობს უმნიშვნელოვანესი განსხვავება მე-6 მუხლის დარღვევას, წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამო, და მე-6 მუხლის დარღვევას სასამართლო პროცესზე ნაკლოვანებების არსებობისა თუ სასამართლოს შემადგენლობას შორის (იხ. პარაგრაფი 45-49 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 51).მოცემულ ხედვას ამყარებს საერთაშორისო სამართალი. იშვიათად თუ ნახავთ სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვა ნორმებს, რომელიც ისევე ფუნდამენტურია, როგორც წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვა. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ფართოდ უჭერს მხარს გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციას. ამ უკანასკნელს ყავს ასორმოცდაცხრა ხელშემკვრელი მხარე, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიოებიც (იხ. პარაგრაფი 125 ზემოთ). გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია ასახავს საერთაშორისო საზოგადოების ნათელ ნებას, რომელსაც ius cogens სტატუსი აქვს, რომ აკრძალულ იქნას წამება რიგი ზომების მიღებითა და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობის აღკვეთით. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის უმნიშვნელოვანესი მუხლი ამ კუთხით გახლავთ მე-15 მუხლი, რომელიც კრძალავს, აბსოლუტური ენით, წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების გამოყენებას. იგი სახელმწიფოებს აკისრებს ცალსახა ვალდებულებას. როგორც აღნიშნა კიდეც გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, მე-15 მუხლი არის ფართო მასშტაბის მქონე. იგი განიმარტება იმგვარად, რომ გავრცელდეს ნებისმიერ სამართალწარმოებაზე, მათ შორის, მაგალითად, ექსტრადიციაზეც (იხ. გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებში P.E. v. France, G.K. v. Switzerland, and Irastorza Dorronsoro, იხ. პარაგრაფები 130 და 132 ზემოთ). საქმეები P.E. და G.K ასევე მიუთითებენ, რომ მე-15 მუხლი ვრცელდება "ნებისმიერ ჩვენებაზე", რომელიც დადასტურებულად არის მიღებული წამების შედეგად; ეს უკანასკნელი არ იზღუდება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებებით (იხ. აგრეთვე ამ მხრივ Harutyunyan v. Armenia, no. 36549/03, § 59, ECHR 2007‑VIII, ექ Mthembu v. the State (379/07) [2008] ZASCA 51, ციტირებული საქმეში Gäfgen, ციტირებული ზემოთ, § 74). მართლაც, აკრძალვიდან ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც უშვებს მე-15 მუხლი. მდგომარეობს წამებაში ბრალდებული პირის წინააღმდეგ სამართალწარმოებაში.მოცემული მიზეზების გამო, სასამართო მიიჩნევს, რომ წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაშვება აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო მე-6 მუხლის დებულებებს, არამედ საქმის სამართლიანად განხილვის შესახებ არსებულ უმეტეს საბაზისო საერთაშორისო სტანდარტებსაც. მისი გამოყენება სასამართლო პროცესს შეიქმს არამარტო ამორალურად და უკანონოც, არამედ მივიღებთ სრულიად არასანდო შედეგსაც. შესაბამისად, მსგავსი მტკიცებულების დაშვება სისხლისსამართლებრივი საქმის განხილვისას იქნება მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ იგივე დასკვნები იქნას გამოტანილი იმ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რომელიც მიღებულია იმ არასათანადო მოპყრობის შედეგად, რომელიც ვერ აღწევს წამების ზღვარს. თუმცა, მოცემული საქმის ფაქტებთან მიმართებაში (იხ. პარაგრაფები 269-71 ქვემოთ), მოცემული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ არის საჭირო.
2. მომჩივნის საქმე რამდენიმე გარემოებაზე დაყრდნობით მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი ხელახალი გასამართლება გაუტოლდებოდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმას, რის დასტურადაც მან მოიშველია ადვოკატის არდასწრება დაკითხვისას, მისი ცნობადობა და სახელმწიფო უშიშროების სასამართოს შემადგენლობა (იხ. პარაგრაფი 248 ზემოთ). თუმცა, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ საქმეში მთავარი საკითხი გახლავთ წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების დაშვება. შესაბამისად, სასამართლო პირველ რიგში ამ სარჩელს განიხილავს.
(ა) წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებამომჩივნის მაინკრიმინირებელი ჩვენებანი მიცემული გახლდათ აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის მიერ რეფორმისა და გამოწვევის სასამართლო განხილვაზე და აბუ ჰოშერის მიერ ათასწლეულის შეთქმულების პროცესზე (იხ. პარაგრაფები 9-20 ზემოთ). "სსაკ"-მა დაადგინა, რომ არსებობდა მინიმუმ ძალიან რეალური საფრთხე იმისა, რომ მოცემული მაინკრიმინირებელი ჩვენებანი მოპოვებული იყო "გსდ" მიერ განხორციელებული მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის შედეგად; იგი შესაძლოა ან შეიძლება არც წარმოადგენდეს წამებას (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 420, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 45).უცნობია საკითხის გადაწყვეტისას თუ რატომ ვერ შეძლო "სსაკ"-მა ნათელი დასკვნის გამოტანა მასზედ, აღწევდა თუ არა არასათანადო მოპყრობა წამების ზღვარს. აბუ ჰოშერი მის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ ბრალდებაში აღნიშნავდა, რომ იგი ცემეს ფეხის ძირებზე იმდენად, რომ ყოველი დაბანისას კანი ძვრებოდა... ბ-ნ ალ-ჰამაშერზე არსებული ნაიარევები ადასტურებდა იმავე ტიპის არასათანადო მოპყრობას... ხსენებული არასათნადო მოპყრობის მიზანი გახლდათ მათგან ინფორმაციისა თუ აღიარებების მოპოვება. მეტიც, ფეხის ძირზე ცემა, ცნობილი როგორც bastinado, falanga ან falaka, წარმოადგენს მოპყრობას, რომლის შესახებაც სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება. მისი გამოყენება მსხვერპლს აყენებს სასტიკ ტკივილსა და ტანჯვას და, როდესაც მისი მიზანი გახლავთ დასჯა ან აღიარების მოპოვება, სასამართლო უჭოჭმანოდ აკვალიფიცირებს მას წამებად (იხ. სხვა მრავალს შორის Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, §§ 114-15, ECHR 2000‑VII; Valeriu and Nicolae Roşca v. Moldova, no. 41704/02, § 64, 20 October 2009 იქვე შემდგომი მითითბანი; Diri v. Turkey, no. 68351/01, §§ 42-46, 31 ივლისი 2007; და Mammadov v. Azerbaijan, no. 34445/04, §§ 68-69, 11 იანვარი 2007). შესაბამად, არსებობს სერიოზული საფუძველი დავასკვნათ, რომ თუკი აბუ ჰოშერი და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერი დაექვემდებარნენ ისეთ არასათანადო მოპყრობას როგორზეც მიუთითებენ, მაშინ წამების ზღვარი მიღწეულად უნდა ჩაითვალოს.მოცემული დასკვნის გამოტანის შემდეგ სასამართლომ უნდა განიხილოს შემდეგი საკითხები: ა) წამების შედეგად მიღებული ჩვენების დაშვების რეალური საფრთხე საკმარისია თუ არა; და ბ) თუ პასუხი დადებითია, წარმოიშვება თუ არა საქმეში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის საკითხი.
(i) საკმარისია თუ არა წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაშვების რეალური საფრთხე?მოცემული საკითხის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულება მასზედ, რომ აბუ ჰოშერი და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერი დაექვემდებარნენ წამებას კიდევ უფრო სარწმუნოა ვიდრე "სსაკ" მიერ საკითხის განხილვისას. ბ-ნი ალ-ხალილისა და ბ-ნი ნაჯდავის ანგარიში დიდწილად არის ბალანსირებული და ობიექტური. იგი გულწრელად აფასებს იორდანიის სახელმწიფო უშიშროების ციხის სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს და აღიარებს "გსდ" მიერ ეჭვმიტანილთაგან აღიარებების იძულების პრაქტიკას. თუმცა, ანგარიშის მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ მის ავტორებს არ განუხილავთ წამების ბრალდებანი წარმოდგენილი მომჩივნის თანა-ბრალდებულის მიერ; ანგარიში მხოლოდ აღნიშნავს სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს დასკვნებს ყოველ იმ პროცესზე, სადაც თანაბრალდებულები არ დაქვემდებარებიან წამებას. ქ-ნი რეფაჰი კი, მეორეს მხრივ ორჯერ ეწვია იორდანიას და დაესწრო თავდაპირველ სასამართლო განხილვას რათა გასაუბრებოდა ადვოკატებსა და მოპასუხეებს. მისი ორი ჩვენება დეტალურად აღწერს ინტერვიუებს და აღნუსხავს ნათლად და კონკრეტულად, მოპასუხეების მიერ წამების დაქვემდებარების პრეტენზიებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ-ნი რეფაჰის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი უპირატესი ძალის მქონეა ბ-ნ ალ-ხალილისა და ბ-ნ ნაჯდავის მიერ შემოთავაზებულ ზოგად დასკვნებზე, მეტიც, ათასწლეულის შეთქმულების სასამართლო პროცესზე დადასტურებულ იქნა აბუ ჰოშერის ბრალდებების Amnesty International-ის 2006 წლის ანგარიშში, რომელიც გვთავაზობს დასკვნებს ოთხ მოპასუხესთან მიმართებაში, მათ შორის აბუ ჰოშერზეც და მიუთითებს რომ ეს უკანასკნელნი დაექვემდებარნენ წამებას. ერთ-ერთი თანამოპასუხის, რაედ ჰიჯაზის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებანი განსაკუთრებით სარწმუნოდ გამოიყურება არა მარტო იმის გამო, რომ რამდენიმე მოწმემ აღნიშნა, რომ იხილეს თუ როგორ მიათრევდა მას დაცვის ორი ოფიცერი დანაშაულის ადგილზე სარეკონსტრუქციოდ არამედ იმის გამოც, რომ მის მიმართ მოპყრობამ როგორც ჩანს გამოიწვია დიპლომატიური პროტესტი აშშ მხრიდან. ... დაბოლოს, ის ფაქტი, რომ წამება არის ფართოდგავრცელებული და რუტინული პრაქტიკა იორდანიაში და წარმოადგენს დასაყრდენ ფაქტორს. მომჩივნის თანაბრალდებულთა პატიმრობისა და დაკითხვისას მოცემული პრაქტიკა კიდევ უფრო რთულ ფორმებს ატარებდა. "გსდ" მიერ წამების სისტემატური ბუნება (როგორც ძველად, ისე ახლა) მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს აბუ ჰოშერისა და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ და დეტალურ ბრალდებებთან ერთად.იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ არსებობს მხოლოდ რეალური საფრთხე, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მტკიცებულებანი მოპოვებული იყო წამების გზით, ქვემორე მიზეზების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ უსამართლო იქნებოდა მასზე მომეტებული მტკიცების ტვირთის დაკისრება.პირველ რიგში, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ლორდთა პალატის მიერ საქმეში A and others (no. 2) გამოყენებული ალბათობის-ბალანსის ტესტი შეესაბამება მოცემულ კონტექსტს. ის საქმე ეხებოდა "სსაკ" წინაშე სამართალწარმოებას, რომლის მიზანიც გახლდათ იმის დადგენა თუ რამდენად მართებული იყო სახელმწიფო მდივნის ეჭვები მასზედ, რომ ინდივიდი ჩართული იყო ტერორიზმში. მოცემული სამართალწარმოება დიდწილად განსხვავდებოდა იმ სისხლისამართლებრივი სამართალწარმოებისაგან, სადაც, მსგავსად მოცემული საქმისა, მოპასუხეს შესაძლოა შეეფარდოს უკიდურესად გრძელვადიანი პატიმრობა მსჯავრდების შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ლორდთა პალატის უმრავლესობამ საქმეში A and others (no. 2) დაადინა, რომ ალბათობის-ბალანსის ტესტი "სსაკ"-ს უნდა გამოეყენებინა: აპელანტი "სსაკ" წინაშე აყენებდა გონივრულ მიზეზს, რომ მტკიცებულება შესაძლოა წამების შედეგად ყოფილიყო მოპოვებული. შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს A and others (no. 2) საქმეს როგორც ავტორიტეტს ზოგადი დაშვებისათვის მასზედ, რომ ალბათობის-ბალანსის ტესტის შემთხვევაში, სავარაუდოდ წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დასაშვები იქნებოდა სამართლებრივ წარმოებაში გაერთიანებულ სამეფოში, მითუმეტეს სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების დროს (იხ. ნაწილი 76(2) პოლიციისა და სისხლისსამართლებრივი მტკიცებულების შესახებ კანონი 1984, და R. v Mushtaq ...).მეორე საკითხი - სასამართლო არ მიიჩნევს, რომ კანადისა და გერმანიის სასამართლო პრაქტიკა, რომელიც წარმოდგენილ იქნა მთავრობის მიერ (იხ. პარაგრაფები 133, 135, 139-40 და 153 ზემოთ) ამყარებს მთავრობისავე პოზიციას. საქმეში India v. Singh მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდებანი უნდა დადასტურებულიყო ალბათობის ბალანსით; მტკიცების სტანდარტი კი არ წარმოადგენდა ამ საქმეში დავის საგანს. Mahjoub-მა, ეროვნული-უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ განხილულმა საქმემ, რომელიც მოიცავდა აპელანტისათვის გაუმჟღავნებელ მასალას, იგივე მიდგომა აირჩია რაც ლორდთა პალატამ საქმეში A and others (no. 2), მიდგომა, რომელიც სასამართლომ არასათანადოდ მიიჩნია მოცემულ შემთხვევაში. საქმეში re. El Motassadeq ჰამბურგის სააპელაციო სასამართლომ შეძლო მხოლოდ იმ ზოგადი ხასიათის ანგარიშების განხილვა, რომელიც ბრალს დებდა აშშ ორგანოებს ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა წამებაში და, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამოიტანა "არც საბრალდებო და არც გამამართლებელი დასკვნები" (იხ. El Motassadeq v. Germany (dec.), no. 28599/07, 4 მაისი 2010). ამასთანავე, არ იკვეთება, რომ ჰამბურგის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე მოხმობილი ყოფილიყო მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ეს უკანასკნელლი არც წარმოადგენდა ბ-ნი ელ-მოტასადექის საჩივრის ნაწილს ამ სასამართლოს წინაშე. დაბოლოს, დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციიდან ნათლად იკვეთება, რომ არც მას გამოუყენებია ალბათობათა-ბალანსის ტესტი მოცემული პირის ბრალდებების განხილვისას. ნაცვლად ამისა, იგი შემოიფარგლა იმის დადგენით, რომ არსებობდა რეალური საფრთხე (konkrete Gefahr) მასზედ, რომ თურქეთი არ სცემდა პატივს გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლს; რომ არსებობდა საფუძვლიანი სამხილი (begründete Anhaltspunkte) მასზედ, რომ თანამოპასუხის მიერ მიცემული ჩვენებანი მიღებული იყო წამების შედეგად; და რომ არსებობდა საფრთხე, გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებით (durch konkrete Indizien belegte Gefahr), რომ თანაბრალდებულისაგან მიღებული ჩვენებები შესაძლოა გამოყენებულიყო მოცემული პირის წინააღმდეგ თურქეთში სამართალწარმოებისას.მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს წამების ბრალდების დამტკიცების სირთულეს. წამება ბოროტებას წარმოადგენს როგორც მისი ბარბაროსული, ისე დამაზიანებელი გავლენის გამო სისხლისსამართლის პროცესზე. იგი ხორციელდება საიდუმლოდ, ხშირად გამოცდილი დამკითხველების მიერ, რომლებიც დახელოვნებულნი არიან მსხვერპლზე წამების კვალის არ დატოვებაში. ძალიან ხშირად, ისინი, ვისაც ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ წამების თავიდან აცილება - სასამართლოები, პროკურორები და სამედიცინო პერსონალი - თანამონაწილენი გახლავან მის დაფარვაში. სისხლისსამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი შტოსაგან, სადაც საქმეები განიხილება მიუკერძოებლად და სადაც წამების შესახებ ბრალდებანი ჯეროვნად არის ხოლმე გამოძიებული, შესაძლოა მოპასუხეს მოეთხოვოს მაღალი სტანდარტით დაამტკიცოს რომ მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულება მიღებულია წამების შედეგად. თუმცა, იმ სისხლისსამართლებრივ სისტემაში, რომელიც წარმოადგენს წამების თანამონაწილეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრევენცია მის ვალდებულებას წარმოადგენს, მტკიცების ამგვარი სტანდარტი სრულიად არაგონივრულია.მოცემულ შემთხვევაში განსახილველია იორდანიის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს სისტემა. იორდანიაში არამარტო წამება, არამედ წამების შედეგად მოპოვებული მასალის სასამართლოზე გამოყენებაც გახლავთ ფართოდ გავრცელებული. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-15 მუხლზე კომენტირებისას წამების წინააღმდეგ კომიტეტმა მის ანგარიშებში გამოხატა წუხილი სასამართლოში იძულებითი აღიარებების ფართოდ გამოყენების გამო (იხ. პარაგრაფი 107 ზემოთ). სპეციალურმა მომხსენებელმა სისტემა, სადაც "უდანაშაულობის პრეზუმფცია ილუზიად" დაახასიათა და მიუთითა, რომ "უპირატესობა აღიარებებს ენიჭებოდა" (იხ. პარაგრაფი 110 ზემოთ). Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ანგარიშებიც ადასტურებენ აღნიშნულს. Amnesty International-მა წამების შესახებ ბრალდებებთან მიმართებაში სახელმწიფო უშიშროების სასამართლო დაახასიათა როგორც "დიდწილად უმოქმედო", და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლამდე ათი წლის განმავლობაში ასმა მოპასუხემ განაცხადა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე, რომ დაექვემდებარა წამებას აღიარების მისაცემად და მსგავსი ბრალდებები გამოითქვა თოთხმეტ საქმეში მხოლოდ 2005 წელს (იხ. პარაგრაფი 113 ზემოთ). Human Rights Watch-ის 2006 წლის ანგარიში აღწერს სისტემას, სადაც პატიმრებს ატარებენ წინ და უკან "გსდ"ოფიცრებსა და საჯარო პროკურორს შორის მანამდე სანამ არ მიიღებენ მათთვის მისაღებ აღიარებას (იხ. პარაგრაფი 116 ზემოთ). და ბოლოს, ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომ ანგარიშებში გამოხატა წუხილი იმ ფაქტის ირგვლივ, თუ როგორც ხდება იძულების გზით მიღებული ჩვენებების დაშვება იორდანიის სასამართლოებში (იხ. პარაგრაფებ 121-22 ზემოთ).სასამართლო აღიარებს, რომ იორდანიის კანონმდებლობა მოპასუხეებს სთავაზობს რიგ გარანტიებს სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს საქმეებში. წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება აკრძალულია. მტკიცების ტვირთი ეკისრება დევნის განმახორციელებელ ორგანოს რათა დაამტკიცოს, რომ "გსდ" წინაშე გაკეთებული აღიარება არ არის მოპოვებული წამების გზით, ხოლო წამების დადასტურების შესახებ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება მხოლოდ იმ აღიარებებზე, რომელსაც იგი აკეთებს საჯარო პროკურორის წინაშე. თუმცა, წინარე პარაგრაფებში შეჯამებული გარემოებების გამო სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ მოცემულ სამართლებრივ გარანტიებს გააჩნიათ რაიმე სახის პრაქტიკული ღირებულება. მაგალითისათვის, თუკი მოპასუხე ვერ დაადასტურებს, რომ დევნის განმახორციელებელი ორგანო ჩარეული იყო არანებაყოფლობითი აღიარების მოპოვებაში, მაშინ მოცემული აღიარება დასაშვებია იორდანიის კანონმდებლობის მიხედვით მიუხედავად ნებისმიერი წინარე არასათანადო მოპყრობისა ან სხვა არაჯეროვანი ქმედებებისა "გსდ" მხრიდან. მოცემული ფაქტი წარმოადგენს პრობლემურ განსხვავებას, რომელსაც აწესებს იორდანიის კანონმდებლობა იმის გათვალისწინებთ, თუ რამდენად დაახლოვებულნი არიან საჯარო პროკურორი და "გსდ". ამასთანავე, მაშინ, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს გააჩნია უფლებაომსილება არ დაუშვას წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება, იგი არ არის მონდომებული გამოიყენოს მისი აღნიშნული უფლებამოსილება. ნაცვლად ამისა, სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიერ გულდასმითი გამოძიება წამების შესახებ ბრალდებებში არის, იოლად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ. სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას იძენს. როგორც აღნიშნა კიდეც "სსაკ"-მა (პარაგრაფი 447 გადაწყვეტილების, იხ. პარაგრაფი 46 ზემოთ), სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მოსამართლეების გამოცდილება:
"შესაძლოა სკეპტიკური იყოს მოცემულ პირთა დამოკიდებულება დარღვევის შესახებ იმ ბრალდებების მიმართ, რომელიც სავარაუდოდ ხორციელდება "გსდ" მიერ და რომელიც გავლენას ახდენს პროკურორის წინაშე მიცემულ ჩვენებებზე. ისინი შესაძლოა ინსტინქტურად იზიარებდნენ ხედვას, რომ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები წარმოადგენენ დაცვის ხაზის რუტინულ ნაწილს, რათა მოხდეს სხვათა ინკრიმინაციისთვის ღირებულების შემცირება. სამართლებრივი გარემო არ არის ჯეროვნად აღჭურვილი რათა დაადგინოს და იმოქმედოს სამართალდარღვევის შესახებ ბრალდებებზე. იმ მასალებზე დაყრდნობით რაც ჩვენ გაგავაჩნია, მივიჩნევთ, რომ ის ფორმა როგორც ხდება მტკიცებულების დაშვება აჩვენებს, რომ არ ხორციელდება პოტენციურად არაჯეროვან მტკიცებულებათა სათანადო შესწავლა." შესაბამისად, მომჩივნის საქმის ხელახალი განხილვისას მას შეეძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აბუ ჰოშერისა და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის ჩვენებების მისაღებობა და მოითხოვოს მტკიცებულების წარმოდგენა მათ დასადასტურებლად, ის სირთულეები, რომელიც შეიძლება თან ახლდეს აღნიშნულ პროცესს მრავალი წლის შედეგ და იმავე სასამართლოს წინაშე რომელმაც ერთხელ უკვე განაცხადა უარი დაეკმაყოფილებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა (და რუტინულად უარს აცხადებს ყველა მსგავს სარჩელზე) საკმაოდ დიდია.შესაბამისა, სასამართო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიმართ აბუ ჰოშერისა და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის მიერ წამოყენებული ბრალდებების ჯეროვანი და ეფექტიანი გამოძიების შესახებ აშკარა დასტურის არარსებობის გათვალისწინებით, მომჩივანი თავისუფლდება იმ ტვირთისაგან, რომელიც შესაძლოა მასზე ჯეროვნად ყოფილიყო დაკისრებული და რომლის მიხედვითაც მას უნდა დაედასტურებინა, რომ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებანი მოპოვებული იყო წამების გზით.
(ii) აქვს თუ არა ადგილი მოცემულ საქმეში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს?"სსაკ"-მა დაადგინა, რომ მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ აბუ ჰოშერისა და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა მომჩივნის ინკრიმინირება დაშვებული იქნებოდა საქმის ხელახალი განხილვისასაც და რომ მოცემულ მტკიცებულებას მიენიჭებოდა მნიშვნელოვანი, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი მის წინააღმდეგ საქმის განხილვისას (იხ. პარაგრაფი 45 ზემოთ). სასამართლო ეთანხმება მოცემულ დასკვნას.სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მტკიცებულება მოპოვებულია წამების შედეგად და როდესაც ხდება მისი დაშვება სისხლისსამართლერივი სამართალწარმოებაზე. მომჩივანმა წარმოადგინა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე აბუ ჰოშერისა და აბდულ ნასერ ალ-ჰამაშერის მიმართ წამებაზე რათა მათ მიეცათ ჩვენება მის წინააღმდეგ; სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კუთხით უფრო მაღალი მტკიცების ტვირთის დაკისრება უსამართლო იქნებოდა. მოცემული დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ მომჩივნის ხელახალი გასამართლება წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.სასამართლო დასძენს - დიდ პალატას არ მიუჩნევია, რომ მოცემული ტესტი დაკმაყოფილებულ იქნა საქმეში Mamatkulov and Askarov, გარემოება რომელიც გარკვეული მნიშვნელობის მქონე გახლდათ ლორდთა პალატის დასკვნაში, სადაც აღინიშნა, რომ მოცემულ საქმეში არ ექნებოდა ადგილი მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს.თუმცა, როგორც აღნიშნა კიდევაც მომჩივანმა, დიდმა პალატამ აქცენტი საქმეში Mamatkulov and Askarov გააკეთა 39-ე მუხლის მოთხოვნების სავალდებულო ხასიათზე და არა მე-6 მუხლის მიხედვით საქმეში წამოწეულ არსებით საკითხებზე. ამასთანავე, ამ საქმეში მომჩივნების საჩივარი მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით იყო ზოგადი და არაკონკრეტული ხასიათის, სადაც მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათი ექსტრადიციის დროისათვის მათ არ ჰქონდათ უზბეკეთში საქმის სამართლიანად განხილვის პერსპქტივა. მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმ ინფორმაციისა, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახლდათ მომჩივნის ექტრადიციის დროისათვის, შესაძლოა არსებობდეს მიზეზები ეჭვქვეშ დამდგარიყო პოზიცია, რომლის მიხედვითაც მომჩივნებს არ ექნებოდათ საქმის სამართლიანად განხილვის საშუალება უზბეკეთში, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა, რომ საქმის განხილვისას არსებული დარღვევები აღწევდა მართლმსაჯულების განხორციელების აშკარა უარის ზღვარამდე; ის ფაქტი, რომ თურქეთის მიერ 39-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო სასამართლოს არ მიეცა საშუალება მიეღო დამატებითი ინფორმაცია და შეეფასებინა თუ რამდენად არსებობდა რეალური საფრთხე, სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა საკითხად, რომელიც უნდა განხილულიყო კონვენციის 34-ე მუხლით წარმოდგენილ საჩივარში.მოცემულ საქმეში ვითრება განსხვავებულია. დიდი რაოდენობის მასალა იქნა წარმოდგენილი მხარეების მიერ მომჩივნის იორდანიაში ხელახალი გასამართლების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულდასმით იქნა შესწავლილი ეროვნული სასამართლოების მიერ. მეტიც, ამ სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების განმავლობაში მომჩივანმა წარმოადგინა შემდგომი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა მიხედვითაც ადგილი ჰქონდა მის თანამოპასუხეთა წამებას რათა მიღებულიყო მის წინააღმდეგ ჩვენებანი. მან ასევე წარმოადგინა, რომ იორდანიის სახელმწიფო უშიშროების სასამართლო უუნაროა ჯეროვნად გამოიძიოს წამების შესახებ ბრალდებანი და უარი განაცხადოს წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების დაშვებაზე, მიუხედავად გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მიერ დაწესებული მოთხოვნისა. მისი საჩივარი არ არის ზოგადი და არაკონკრეტული ხასიათის, განსხვავებით Mamatkulov and Askarov საქმისა; პირიქით, იგი წარმოადგენს სარწმუნო და კარგად ჩამოყალიბებული მითითებას სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს სისტემაზე, რომელიც მას გაასამართლებს საერთაშორისო სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ნორმის - წამების შედეგად მიღებული მტკიცებულების გამოყენების აკრძალვის - დარღვევით. ასეთი გარემოებებისას, და განსხვავებით Mamatkulov and Askarov მომჩივნებისა, მოცემულ საქმეში მომჩივანი აკმაყოფილებს იმ მტკიცების ტვირთს რომელიც საჭიროა რათა დაადასტუროს რეალური საფრთხის არსებობა მასზედ, რომ იგი დაექვემდებარება მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარს იორდანიაში დეპორტირების შემთხვევაში.
...
(გ) ზოგადი დასკვნა მე-6 მუხლთან დაკავშირებითსასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის დეპორტაცია იორდანიაში დაარღვევს კონვენციის მე-6 მუხლს.
...
აღნიშნული მიზეზების გამო, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ მომჩივნის დეპორტაცია იორდანიაში არ წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;
...
4. ადგენს, რომ მომჩივნის დეპორტაცია იორდანიაში არ წარმოადგენს კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას;
5. ადგენს, რომ მომჩივნის დეპორტაცია იორდანიაში წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას იმ რეალური საფრთხის გამო, რომელსაც ადგილი ექნება მომჩივნის ხელახალი გასამართლებისას მესამე პირთა წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაშვების გამო.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2012 წლის 17 იანვარს, სასამართლო რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის შესაბამისად.
ლორანს ერლილეხ გარლიკი
სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy