© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეორე სექცია
საქმე ოზგიურლიუკ ვე დაიანიშმა პარტისი (ოდპ) თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 7819/03)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
10 მაისი 2012
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე ოზგიურლიუკ ვე დაიანიშმა პარტისი (ოდპ) თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, პრეზიდენტი,
დანუტე იოჩიენე,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ანდრაშ შაიო,
იშილ კარაკაში,
გიდო რაიმონდი,
პაულო პინტო დე ალბაკერკ, მოსამართლეები
და სტენლი ნესმითი, სექციის განმწესრიგებელი,
2011 წლის 4 ოქტომბერსა და 2012 წლის 10 აპრილს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამავე დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 7819/03) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2002 წლის 1 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანა თურქეთის პოლიტიკურმა პარტიამ "ოზგიურლიუკ ვე დაიანიშმა პარტისი" ("ოდპ", თავისუფლებისა და სოლიდარულობის პარტია) ("მომჩივანი").სასამართლოს წინაშე მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი გ. ბექტაში, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა ანკარაში. თურქეთის მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი.მომჩივანი პარტია, რომელსაც მიეცა უფლება მიეღო მონაწილეობა შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში, აცხადებდა, რომ დაექვემდებარა დისკრიმინაციას ეთქვა რა პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარების გაცემაზე უარი მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას ანიჭებდა კონსტიტუცია2007 წლის 30 ივლისს საჩივარი კომუნიცირებულ იქნა მთავრობისადმი. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის მისაღებობა და მისი არსებითი ნაწილი თანადროულად იქნეს განხილული.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანიმომჩივანი, "ოდპ" არის თურქული პოლიტიკური პარტია, რომელიც ბაზირებულია ანკარაში.1998 წლის 28 ნოემბრის დეკრეტით უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა იმ თვრამეტი პარტიისაგან შემდგარი სია, რომლებიც ავტორიზებულნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო და მუნიციპალურ არჩევნებში, რომელიც დანიშნული გახლდათ 1999 წლის 18 აპრილისათვის. სიაში გახლდათ "ოდპ"-ც. იმისათვის, რომ მიეღო ხსენებულ არჩევნებში მონაწილეობა, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონოდათ არჩევნებამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე მაინც, ოფისები არანაკლებ ქვეყნის პროვინციების ნახევარში და უკვე ორგანიზებული უნდა ჰქონოდათ პარტიის ყრილობა.1998 წლის 23 სექტემბერს "ოდპ"-მ მიმართა ფინანსთა სამინისტროს იმ ფინანსური დახმარების მისაღებად, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვისაა განკუთვნილი კონსტიტუციის 68-ე მუხლის მიხედვით.1998 წლის 23 ნოემბრის დადგენილებით ფინანსთა სამინისტრომ მომჩივანს უარი განუცხადა იმ საფუძველზე, რომ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კანონი N.2820 ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ საჯარო დაფინანსება. 1998 წლის 29 დეკემბერს "ოდპ"-მ დაიწყო სამართალწარმოება ანკარის ადმინსიტრაციულ სასამართლოში ითხოვდა რა 1998 წლის 23 ნოემბრის დადგენილების გადახედვას. "ოდპ"-მ პირველ რიგში აღნიშნა, რომ კონსტიტუცია მიუთითებდა, რომ "სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს უზრუნველყოფს საკმარისი და სამართლიანი დაფინანსებით" და რომ "კანონი განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომელიც გამოყენებულ იქნება პარტიის დაფინანსების, წევრების მიღებისა და შენატანების გაკეთების ირგვლივ". მომჩივანმა პარტიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით დადგენილი კრიტერიუმებით ის პარტიები, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში ვერ სარგებლობდნენ სახელმწიფო სუბსიდირებით. ხაზი გაუსვა რა პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისა და კამპანიების წარმოების სირთულეს აუცილებელი ფინანსური რესურსების გარეშე, მან აღნიშნა, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი არაკონსტიტუციური გახლდათ და ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებსა და სახელმწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებსა და დისკრიმინაციის აკრძალვას. ამასთანავე, მომჩივანის მიხედვით ზემოთმოცემული დებულებანი არღვევდნენ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებს.1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ანკარის ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ოდპ" სარჩელი იმის გამო, რომ იგი არ აკმაყოფილებდა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი N2820 მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება "ოდპ" მიერ წამოყენებულ არაკონსტიტუციურობის საკითხზე."ოდპ"-მ გაასაჩივრა 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გაუსვა რა ხაზი მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე წამოყენებულ არგუმენტებს.2002 წლის 25 აპრილით დათარიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც მომჩივანმა მიიღო 2002 წლის 10 ივლისს, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა გასაჩვრებული გადაწყვეტილება, რომელიც მიიჩნია რომ შეესაბამებოდა კანონმდებლობას როგორც არსობრივად, ისე პროცედურულად.
II. შესაბამისი კანონმდებლობა და პრქტიკა
ა. ეროვნული კონტექსტი
1. კონსტიტუციაკონსტიტუციის 68-ე მუხლის ბოლო აბზაცი მიუთითებს, რომ "სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს უზრუნველყოფს საკმარისი და სამართლიანი დაფინანსებით" და რომ "კანონი განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომელიც გამოყენებულ იქნება პარტიის დაფინანსების, წევრების მიღებისა და შენატანების ირგვლივ".
2. კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებკანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ N. 2820 დამატებით ნაწილში N.1 მიუთითებს, რომ სახელმწიფო ფინანსურ დახმრებას (მთლიანობაში მისი ბიუჯეტის 2/5000-ედით) უწევს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს მათ მიერ დაკავებული ადგილების პროპორციულად. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან პარლამენტში წარმოდეგნილი ასევე უფლებამოსილნი არიან მიიღონ დახმარება იმ პირობით, რომ წინა არჩევნებში მიღებული აქვთ ხმების 7% მაინც. პარტიები, რომელთაც პარლამენტში ყავთ მინიმუმ სამი წევრი მაინც, ასევე უფლებამოსილნი არიან დახმარებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო არჩევნებში.პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სამმაგდება საპარლამენტო არჩევნების წელს და ორმაგდება მუნიციპალური არჩევნების ჩატარების წელს.
3. საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა2008 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით თურქეთის საკოსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანკარის ადმინისტრაციული სასამართლოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც დავობდა, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ კანონით დაწესებული 7% ბარიერი დისკრიმინაციული და შესაბამისად არაკონსტიტუციური გახლდათ. განჩინების გამოტანისას, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება რათა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს მართვაში და შესაბამისად, ხელი შეეწყო ხალხის მოსაზრების გამოხატვისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის პარტიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამომრჩევლის სათანადო მხარდაჭერა, ვერ მოახერხებდნენ ხალხის მოსაზრების გამოხატვისათვის ხელის შეწყობას იმდენად, რამდენადაც ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც უფრო მეტი ხალხი უჭერდა მხარს. მან უარყო არგუმენტი მასზედ, რომ პარტიების კონტრიბუციის ხვედრითი წილი დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების ჩამოყალიბებაში, როგორც სახელმწიფო დაფინანსების კრიტერიუმი, არ იყო ობიექტური, სამართლიანი და პროპორციული.საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმცირესობამ მიიჩნია, რომ 7% ბარიერი ძალიან მაღალი გახლდათ (რაც 2007 წლის რეფერენდუმისათვის დაახლოებით სამ მილიონ ხმას უდრიდა), რომ იგი უსამართლო უპირატესობას ანიჭებდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ახერხებდნენ ბარიერის გადალახვას და რომ კრიტერიუმი "ხალხის მოსაზრების გამოხატვისადმი კონტრიბუცია" იყო სუბიექტური და არღვევდა კანონის უზენაესობის პრინციპს.
4. პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსება და წინამდებარე საქმისათვის რელევანტური არჩევნების მოკლე მიმოხილვა"ოდპ"-მ მიიღო ხმათა 0.8% 1999 წლის 18 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე, 0.34% 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე და 0.15% 2007 წლის არჩევნებზე.იმ პარტიებს, რომლებმაც ხსენებულ არჩევნებამდე მიიღეს დაფინანსება, ან ადგილები ჰქონდათ დაკავებული ეროვნულ ასამბლეაში წინა საპრლამენტო არჩევნებისას ან მოცემულ არჩევნებში მიიღეს ვალიდურ ხმათა 7%-ზე მეტი.
1999 წლის საერთო არჩევნებამდე ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ (მათ შორის ერთი არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში) იმ ოცდაერთიდან, რომლებმაც წამოაყენეს კანდიდატები, მიიღო სახელმწიფო დაფინანსება. 2007 წლის არჩევნებამდე დაფინანსება გაიცა თხუთმეტიდან ხუთ პარტიაზე; ხუთ მათგანს შორის სამი არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. "ოდპ"-ს არასდროს მიუღია სახელმწიფო დაფინანსება.
ბ. საერთაშორისო დოკუმენტებიეუთოსა (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური პარტიების რეგულირების შესახებ, მიღებული ვენეციის კომისიის მიერ 84-ე პლენარულ სესიაზე (ვენეცია, 15-16 ოქტომბერი 2010 CDL-AD(2010)024), აღნიშნავს შემდეგს:
"3. საჯარო დაფინანსება
(ა) საჯარო დაფინანსების მნიშვნელობა
176. საჯარო დაფინანსება და მისი თანმდევი რეგულაციები (მათ შორის ისიც, რომელიც ეხება დანახარჯების ლიმიტებს, ინფორმაციის გაცემასა და მიუკერძოებელ აღსრულებას) შემუშავდა და მიღებულ იქნა მრავალ სახელმწიფოში კორუფციის თავიდან აცილების პოტენციურ საშუალებად, პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად, რათა მოხდეს იმ მნიშნველოვანი როლის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი ასრულებენ და კერძო დონორებზე არაჯეროვანი დამოკიდებულების მოსახსნელად. დაფინანსების მოცემული სისტემები მიზნად ისახავენ მისცენ ყველა პარტიას საშუალება გასწიონ კონკურენცია არჩევნებში თანასწორი საშუალებების პრინციპის საფუძველზე და შესაბამისად გააძლიერონ პოლიტიკური პლურალიზმი და დაეხმარონ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჯეროვან ფუნქციონირებაში. ზოგადად, კანონმდებლობა უნდა ეცადოს შექმნას ბალანსი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროდ საჯარო და კერძო კონტრიბუციებს შორის. დაუშვებელია საჯარო დაფინანსების გაცემით შეიზღუდოს ან მოხდეს პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებლობაში ჩარევა.
177. საჯარო დაფინანსების რაოდენობა ფრთხილად უნდა განისაზღვროს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოცემული დაფინანსების გამოყენებადობა და თან ამასთანავე არ გაუფასურდეს კერძო კონტრიბუციების საჭიროება და ინდივიდუალური შემოწირულობების მნიშვნელობა. სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული არჩევნებისა და კამპანიების განსხვავებული ბუნება შეუძლებელს ხდის განისაზღვროს უნივერსალურად გამოყენებადი დაფინანსების მოცულობა, თუმცა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს მექანიზმები, რომლებიც მიზნად დაისახავენ საჯარო დაფინანსების გავლენის პერიოდულად განსაზღვრას და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლიან გამოყოფილი დაფინანსების რაოდენობას. ზოგადად, სუბსიდიები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით რათა მიაღწიოს დახმარების გაწევის დასახულ მიზანს, თუმცა ამავდროულად არ უნდა წარმოადგენდეს შემოსავლის ერთადერთ წყაროს და არ უნდა შექმნას ვითარება, სადაც მიმღები ზედმეტად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე.
(ბ) ფინანსური დახმარება
178. კანონმდებლობამ ცალსახად უნდა დაადგინოს პოლიტიკური პარტიებისათვის სახელმწიფოსაგან ფინანსური დახმარების მიღების კანონიერება. საჯარო ფულის პოლიტიკური პარტიებისათვის გამოყოფა ხშირად მიიჩნევა ყველა კანდიდატისათვის თანასწორი შესაძლებლობების მიცემის პრინციპის განუყოფელ ნაწილად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაფინანსების მექანიზმი მოიცავს სპეციალურ დებულებას ქალებისა და უმცირესობისათვის. როდესაც ფინანსური დახმარება გაიცემა პარტიებზე, შესაბამისმა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები მოცემული დაფინანსების რაოდენობის განსასაზღვრად, რომელიც მიმღებებზე გაიცემა ობიექტურად და მიუკერძოებლად.
(გ) საჯარო დახმარების სხვა ფორმები
179. პირდაპირ დაფინანსებასთან ერთად, სახელმწიფო უფლებამოსილია შესთავაზოს პარტიებს დახმარება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის პარტიის საქმიანობების გადასახადებისაგან გათავისუფლება, უფასო მედიაზე დროული წვდომა თუ შეხვედრებისათვის სივრცის უფასო გამოყენება კამპანიის აქტივობებისათვის. ყველა ხსენებულ შემთხვევაში როგორც ფინანსური ისე არამატერიალური დახმარება გაწეულ უნდა იქნას შესაძლებლობათა თანასწორობის საფუძველზე ყველა პარტიისა და კანდიდატისათვის (მათ შორის ქალებისა და უმცირესობებისათვის). მართალია "თანასწორობა" არ არის აბსოლუტური ხასიათის, სახელმწიფო დახმარების (როგორც ფინანსური ისე არამატერიალური) პროპორციული (ან სამართლიანი) სისტემა უნდა ხასიათდებოდეს ობიექტურობით, იყოს სამართლიანი და გონივრული.
...
4. დაფინანსების გამოყოფა
183. პოლიტიკური პარტიებისათვის საჯარო დახმარების გამოყოფის სისტემა უნდა განისაზღვრებოდეს შესაბამისი კანონმდებლობით. რიგი სისტემა დაფინანსებას გამოყოფს არჩევნებამდე, წინა არჩევნებში მიღებული შედეგების საფუძველზე ან გასცემს მინიმალური მხარდაჭერის დადასტურების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში გადახდა წარმოებს არჩევნების შემდეგ, საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით. ზოგადად, წინასაარჩევნო დაფინანსების გაცემა, ან მინიმუმ დაფინანსების ნაწილის გაცემა მაინც, უზრუნველყოფს პარტიების კონკურენციას თანასწორი საშუალებების საფუძველზე.
...
185. დაფინანსების გამოყოფა შესაძლოა იყოს ან სრულად თანასწორი ("აბსოლუტური თანასწორობა") ან პარტიის მიერ არჩევნებში მიღებული შედეგების ან მხარდაჭერის მაჩვენებლის პროპორციული ("სამართლიანი"). ზოგადად არ არსებობს საჯარო დაფინანსების გაცემის განსასაზღვრი უნივერსალურად გაწერილი სისტემა. საჯარო დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს დაფინანსების გაცემას აბსოლუტური თანასწორობისა და სამართლიანი მიდგომების კომბინაციით, შესაძლოა გახლდეთ ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკური პლურალიზმისა და თანასწორი საშუალებების მისაღწევად. იქ, სადაც დაფინანსებისათვის სავალდებულოა მხარდაჭერის მინიმალური ზღვარის დაკმაყოფილება, არაგონივრულად მაღალი ზღვარის დადგენა შესაძლოა ზიანს აყენებდეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და ზღუდავდეს პატარა პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობებს. პოლიტიკური პლურალიზმის ინტერესებში გახლავთ საჯარო დაფინანსების დაქვემდებარება საჯარო მხარდაჭერის იმაზე დაბალ ზღვარზე, ვიდრე დაწესებულია საპარლამენტო მანდატების მისაღებად დადგენილი ბარიერის შემთხვევაში.
...
187. კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ საჯარო დაფინანსების გაცემის ფორმულა არ ანიჭებდეს ერთ პოლიტიკურ პარტიას მონოპოლიას ან დაფინანსების არაპროპორციულ ოდენობას. დაფინანსების გამოყოფის ფორმულა ამასთანავე უნდა ახდენდეს ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის მიერ საჯარო დაფინანსების მიღების მონოპოლიზების პრევენციას.
5. საჯარო დაფინანსების მისაღებად დადგენილი მოთხოვნები
188. პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ უნდა მიიღოს საჯარო დაფინანსების გარკვეული რაოდენობა მაინც. თუმცა, პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად, გარკვეული დაფინანსება უნდა სცდებოდეს პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებსაც და მოიცავდეს იმ პარტიებსაც, რომლებიც აყენებენ კანდიდატებს საარჩევნოდ და სარგებლობენ მოქალაქეთა მხარდაჭერის მინიმალური ზღვარით მაინც. მოცემული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ახალი პარტიების შემთხვევაში, რადგან მათაც უნდა მიეცეთ სამართლიანი საშუალება შეეჯიბრონ არსებულ პარტიებს.
...
190. საჯარო დაფინანსებამ, პოლიტიკური პარტიებისათვის დამატებითი რესურსების მიწოდების გზით, შესაძლოა გაზარდოს პოლიტიკური პლურალიზმის დონე. გონივრულია კანონმდებლის მიერ პარტიისადმი დადგენილ იქნას მოთხოვნა, რომ ეს უკანასკნელი სარგებლობდეს ამომჩევლის მხარდაჭერის მინიმალური ზღვარით მაინც მანამდე, სანამ მიიღებს დაფინანსებას. თუმცა, იმის გამო, რომ საჯარო დაფინანსებაზე უარის გაცხადებამ შესაძლოა გამოიწვიოს პლურალიზმისა და პოლიტიკური ალტერნატივის შემცირება, სასურველია განისაზღვროს ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები თუ რა შემთხვევაში შეიქნებიან პოლიტიკური პარტიები დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი და ამასთანავე საჯარო დაფინანსება ხელმისაწვდომი შეიქნას პარლამენტში მყოფ პარტიებს მიღმაც. სასურველია განხილულ იქნას უფლებამოსილების განსასაზღვრი ფართო სისტემა, რათა ამომრჩეველთათვის უზრუნველყოფილ იქნას რეალური არჩევანისათვის აუცილებელი პოლიტიკური ალტერნატივები."
სამართალი
I. მისაღებობასასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მიხედვით და რომ არ არის დაუშვებელი სხვა მიზეზის გამო. შესაბამისად, იგი მას მისაღებად აცხადებს.
II. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა N.1 ოქმი მე-3 მუხლთან ერთობლიობაშიკონვენციის მე-9, მე-10, მე-11 და მე-14 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი პარტია აცხადებდა, რომ სხვა პარტიებზე გაცემული ფინანსური დახმარების მისთვის მიცემაზე უარით, იმის გამო, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მოიპოვა ხმათა 7%-ზე ნაკლები, სახელმწიფომ მის წინააღმდეგ განახორციელა დისკრიმინაცია ჩააყენა რა იგი არახელსაყრელ ვითარებაში 1999 წლის, 2002 წლისა და 2007 წლის საარჩევნო კამპანიებისას. მომჩივანი ასევე მიუთითებდა, რომ მოცემული ქმედებით სახელმწიფომ დაარღვია ხალხის მიერ მოსაზრების თავისუფალი გამოხატვის უფლება კანონმდებლის არჩევის პროცესში.სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებს კონვენციის მე-14 მუხლით, N.1 ოქმის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
კონვენციის მე-14 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა ნიშნის განურჩევლად."
კონვენციის N.1 ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით:
"მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული ინტერვალით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭსყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას."
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი აცხადებდა, რომ გასაჩივრებული უარი - მიეღო საჯარო დაფინანსება - იყო უთანასწორობის გამომწვევი საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, გაზარდა რა იმ პარტიების წარმატების შანსები რომლებიც უკვე გახლდნენ პარლამენტში წარმოდგენილები ან რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ ხმათა 7%-ზე მეტი წინა არჩევნებისას. მომჩივნის აზრით, ხსენებულ პარტიებს ჰქონდათ წვდომა დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროზე რამაც მათ მიანიჭა უსამართლო უპირატესობა (რითაც დაირღვა დისკრიმინაციის ამკრძალავი საკონსტიტუციო და სახელშეკრულებო დებულებანი) იმ ახალ პარტიებთან მიმართებაში, რომლებიც იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათი მოსაზრებების გავრცელებას - რადგან დაფინანსება ზრდიდა მათ უნარს ჰქონოდათ მასმედიაზე წვდომა- და სხვადასხვა შეხვედრებისა და სოციალურ-კულტურული აქტივობების ორგანიზებას ეროვნული მასშტაბით.მთავრობა არ ეთანხმებოდა მომჩივნის არგუმენტს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საჯარო დაფინანსების გაცემისას პოლიტიკურ პარტიებს შორის გაკეთებული არჩევანი ეფუძნებოდა წინა არჩევნებში მიღებულ შედეგებს (ანუ რამდენი ხმა მიიღეს ან რამდენი ადგილი დაიკავეს პარლამენტში არჩევნების შედეგად). სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსხვავება ეფუძნებოდა ლეგიტიმურ და ობიექტურ საფუძვლებს. სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი შესაძლოა მიჩნეულ იქნას დისკრიმინაციულად თუკი იგი გამოწვეულია პარტიის პოლიტიკური ხედვით, რაც არ გახლავთ მოცემული შემთხვევის ამსახველი. ამასთანავე, სახელმწიფოს გააჩნია შეფასების ფართო ზღვარი იმ მინიმალური კრიტერიუმების დადგენისას, რომელიც ეხება პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, იმ დათქმით, რომ პარტიის უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ირღვევა.
ბ. სასამართლოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმები კონვენციის მე-14 მუხლის N.1 ოქმის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში განხილვისას სასამართლო იმეორებს, რომ დისკრიმინაცია აღნიშნავს მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამამართლებელი საფუძვლის გარეშე. "ობიექტური და გონივრული გამამართლებელი საფუძველი" ნიშნვს, რომ მოცემულ ვითარებაში არსებული განსხვავება არ ისახავს "ლეგიტიმურ მიზანს" ან, რომ არ არსებობს "გონივრულად პროპორციული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის" (იხ. სხვა მრავალს შორის Sejdić and Finci v. Bosnia and Herzegovina [GC], nos. 27996/06 და 34836/06, § 42, ECHR 2009). ხელშემკვრელი მხარის შეფასების ზღვარი ამ სფეროში განსხვავდება გარემოებების, დავის საგანსა და ფონური ვითრების მიხედვით (იხ. Andrejeva v. Latvia [GC], no. 55707/00, § 82, ECHR 2009).სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ N.1 ოქმის მე-3 მუხლი ასახავს ეფექტიანი პოლიტიკური დემოკრატიის მახასიათებელ პრინციპს და შესაბამისად უდიდესი მნიშვნელობის მქონეა კონვენციის სისტემაში (იხ.Mathieu‑Mohin and Clerfayt v. Belgium, 2 მარტი 1987, § 47, Series A no. 113). სახელმწიფოს, როგორც პლურალიზმის უზენაესი გარანტის როლი, მოიცას პოზიტიური ზომების მიღებას რათა მოახდინოს დემოკრტიული არჩევნების "ორგანიზება" "ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლის არჩევისას ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვას" (იხ.Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, § 54).თავისუფალი არჩევნები და გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც პოლიტიკური დებატების თავისუფლება, წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს (იხ.Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, § 47, და Lingens v. Austria, 8 ივლისი 1986, §§ 41 და 42, Series A no. 103). "კანონმდებლის არჩევისას ხალხის მიერ მოსაზრების თავისუფლად გამოხატვა" წარმოადგენს საკითხს, რომელთანაც კავშირი აქვს კონვენციის მე-11 მუხლსაც, რომელიც ახდენს გაერთიანების თავისუფლების გარანტირებას და შესაბამისად, არაპირდაპირ ეხება პოლიტიკურ პარტიათა თავისუფლებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დემოკრატიის ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი გაერთიანების ერთ-ერთ ფორმას. ხალხის მიერ მოსაზრების გამოხატვა წარმოუდგენელია იმ პოლიტიკური პარტიების პლურალიზმის დახმარების გარეშე, რომელიც ასახავს ქვეყნის მოსახლების მოსაზრებათა დინებებს. მოცემული დინებების ასახვით არამარტო პოლიტიკურ ინსტიტუტებში, არამედ მედიის დახმარებით, საზოგადოების ცხოვრების ყველა საფეხურზე, პოლიტიკური პარტიები შეუცვლელ კონტრიბუციას უწევენ იმ პოლიტიკურ დებატებს, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების არსის საფუძველშია განთესილი (იხ.Lingens, ციტირებული ზემოთ, § 42; Castells v. Spain, 23 აპრილი 1992, § 43, Series A no. 236; United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, 30 იანვარი 1998, § 44, Reports of Judgments and Decisions 1998‑I; და Yumak and Sadak v. Turkey [GC], no. 10226/03, § 107, ECHR 2008).როგორც ითქვა ევროპის ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ რამდენიმე შემთხვევაში, სიტყვები "ხალხის მოსაზრების თავისუფალი გამოხატვა" აღნიშნავს, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება ზეწოლის რაიმე ფორმით რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ და რომ მოცემული არჩევანის გაკეთებისას ამომრჩეველი არ უნდა იყოს იძულებული ხმა მისცეს ამა თუ იმ პარტიას (იხ.X. v. the United Kingdom, no. 7140/75, კომისიის გადაწყვეტილება 6 ოქტომბერი 1976, Decisions and Reports (DR) 7, გვ. 96). სიტყვა "არჩევანი" გულისხმობს იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ გონვრული საშუალებით წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატი არჩევნებისას (ibid.; იხ. აგრეთვე, X. v. Iceland, no. 8941/80, კომისიის გადაწყვეტილება 8 დეკემბერი 1981, DR 27, გვ. 156, და Yumak and Sadak, ციტირებული ზემოთ).აღნიშნულის გათვალისწინებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ N.1 ოქმის მე-3 მუხლში გაწერილი უფლებები არ გახლავთ აბსოლუტური ხასიათის. არსებობს სივრცე "ნაგულისხმევი შეზღუდვებისათვის" და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ ამ სფეროში შეფასების ფართო ზღვარი (იხ. სხვა მრავალს შორის Matthews v. the United Kingdom [GC], no. 24833/94, § 63, ECHR 1999-I, და Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 201, ECHR 2000-IV). რაც შეეხება უფლებას იყარო კენჭი, ანუ N.1 ოქმის მე-3 მუხლით დაცული . "პასიური" უფლება, სასამართლო კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს უხმობს ამ კონტექსტში შეზღუდვების შეფასებისას ვიდრე N.1 ოქმის მე-3 მუხლით დაცული "აქტიური" უფლების შემთხვევაში დაწესებული შეზღუდვებისას.თუმცა, ამ სასამართლოს მიერ საბოლოოდ უნდა დადგინდეს თუ რამდენად მოხდა N.1 ოქმის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვა; მან უნდა მიიჩნიოს, რომ ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლებაზე დაკისრებული პირობები არ კვეცენ განსახილველ უფლებას იმდენად, რომ შეზღუდონ მისი არსი და ეფექტიანობა (იხ.Mathieu-Mohin and Clerfayt, ციტირებული ზემოთ, § 52).
გ. ზემოთხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
1. ჰქონდა თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობასსასამართლო აღნიშნავს: - მოცემულ საქმეში მომჩივანი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ იგი აღმოჩნდა არახელსაყრელ ვითარებაში 1999 წლის, 2002 წლისა და 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იმ პარტიებთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს ფინანსური დახმარება სახელმწიფოსაგან. მას უარი ეთქვა დაფინანსების გაცემაზე იმის გამო, რომ არ გახლდათ პარლამენტში წარმოდგენილი (ქვეყნის მასშტაბით დადგენილი წარმომადგენლობის 10% ბარიერის გამო) და რომ მან მიიღო ხმათა 7%-ზე ნაკლები წინა საპარლამენტო არჩევნებში.სასამართლო აღნიშნავს, რომ "ოდპ", რომელიც დაფუძნდა 1996 წელს, არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა სახელმწიფო დაფინანსება 1999 წლის არჩევნებამდე, ხოლო შემდგომ არჩევნებში მიღებული შედეგები კი ასეთი გახლდათ - 1999 წლის 18 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მიცემულ ხმათა 0.8%, 2002 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში - 0.34% და 2007 წლის არჩევნებში - ხმათა 0.15% (იხ. პარაგრაფები 18-19 ზემოთ) - ხვდებოდა რა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი 7%-იან ბარიერს ქვემოთ და შედეგად ვერ სარგებლობდა დაფინანსების მოთხოვნის უფლებით.მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1999 წლის საერთო არჩევნებამდე მონაწილე ოცდაერთი პარტიიდან მხოლოდ ექვსმა (მათ შორის ერთი არ გახლდათ პარლამენტში წარმოდგენილი) მიიღო სახელმწიფო დაფინანსება. 2002 წლის საერთო არჩევნებამდე კანდიდატების წარმომდგენი თხუთმეტი პარტიიდან მხოლოდ ექვსმა (მათ შორის ერთი არ გახლდათ პარლამენტში წარმოდგენილი) მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო 2007 წლის არჩევნებამდე, სახელმწიფო დაფინანსება გაიცა არჩევნებში მონაწილეობის მიმღები თხუთმეტიდან ხუთ პარტიაზე (მათ შორის სამი არ გახლდათ პარლამენტში წარმოდგენილი).სრულიად ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული პოლიტიკური პარტიების საჯარო დაფინანსების სისტემა აყენებდა "ოდპ"-ს, რომელსაც არ მიუღია ფინანსური დახმარება, არახელსაყრელ ვითარებაში იმ მეტოქეებთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს ხსენებული დაფინანსება და შესაბამისად, უფრო იოლად შეძლეს საკუთარი მოსაზრებების გავრცელება ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, ხსენებული სისტემის გამოყენების შედეგად, მომჩივანი პარტია დაექვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას N.1 ოქმის მე-3 მუხლით დადგენილი საარჩევნო უფლებების განხორციელებისას. ზემოთგანხილული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად ჰქონდა განხილულ სისტემას კანონიერი მიზანი და არსებობდა თუ არა პროპორციული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის. მოცემული ორი კრიტერიუმის გამოყენება დაეხმარება მას დაადგინოს თუ რამდენად წარმოადგენდა გასაჩივრებული ზომები კონვენციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციას და ახდენდა თუ არა N.1 ოქმის მე-3 მუხლით დაცული ხალხის მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის უფლების არსის შეზღუდვას.
2. განსხვავება მოპყრობაში ემსახურებოდა თუ არა კანონიერ მიზანსპოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით სასამართლო აღიარებს, რომ პარტიის წევრთა საწევროები, დაფინანსების ტრადიციული წყარო, აღარ არის საკმარისი მუდმივად მზარდი ხარჯების დასაფარად პოლიტიკური შეჯიბრებითობისა და თანამედროვე კომუნიკაციის კომპლექსური და ხარჯიანი საშუალებების ზრდის გათვალისწინებით. იგი აღნიშნავს, რომ ევროპაში, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციასა და პარტიების მიერ კერძო დონორებზე გადამეტებული დამოკიდებულების თავიდან აცილებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოცემული დაფინანსება გამიზნულია პოლიტიკური პლურალიზმის გასაძლიერებლად და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების ჯეროვან ფუნქციონირებას.ევროპის უმეტეს ქვეყნებში არსებული სისტემების შესწავლა ადასტურებს, რომ ამ სფეროში არ არსებობს ერთგვაროვანი სისტემა. ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიებისათვის გაცემული თანხა იყოფა პარტიებს შორის მკაცრად თანაბრად ან სამართლიანი განაწილებით. ანუ იმის მიხედვით თუ რა შედეგები ჰქონდათ წინა არჩევნებში.ასევე აღსანიშნავნია, რომ იმ ხელშემკვრელ სახლმწიფოებში, რომლებმაც აირჩიეს საჯარო დაფინანსების სამართლიანი დისტრიბუციის სისტემა, თითქმის ყოველთვის სავალდებულოა ელექტორატის მხარდაჭერის მინიმალური ზღვარის დაკმაყოფილება. თუკი არ ხდება ამგვარი მინიმალური ზღვარის დადგენა, სავარაუდოა რომ სისტემა იქონიებს ნეგატიურ გავლენას და ხელს შეუწყობს კანდიდატთა რაოდენიბის ზრდას, რაც გამოწვეული იქნება მომეტებული დაფინანსების მიღების სურვილით და რაც შედეგად მოიტანს კანდიდატების გადამეტებულ რაოდენობას, რადგან ყოველი მოპოვებული ხმა უნდა ითარგმნოს საჯარო დაფინანსების წლიურ ოდენობაში.თურქეთის გარდა სხვა წევრ სახელმწიფოებში იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს საჯარო დაფინანსება, ხმათა მინიმალური ხვედრითი წილი მერყეობს წინა არჩევნებში მიცემულ ხმათა 0.5%-დან 5%-მდე და ხშირად იმ საარჩევნო ზღვარზე ნაკლებია რაც დაწესებულია პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად. შესაბამისად, პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან ერთად, ახალ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომელთაც გააჩნიათ მოქალაქეთა მინიმალური მხარდაჭერა, ეძლევათ საჯარო დაფინანსება მათ მიერ წინა არჩევნებზე მოპოვებული ხმების პროპორციულად.სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მიერ, პლურალისტულ დემოკრატიულ რეჟიმში პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული მიღებული არცერთი ინსტრუმენტი არ მიიჩნევს არაგონივრულად ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელსაც სურს საჯარო დაფინანსების მიღება უნდა სარგებლობდეს ამომრჩეველთა მინიმალური ოდენობის მხარდაჭერით მაინც; ასევე გონივრულადაა მიჩნეული ამ მხრივ კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლების დადგენაც. ამ მხრივ სასამართლო მოიშველიებს რამდენიმე სპეციალური ინსტიტუტის დასკვნებს, რომელიც იძლევა რეკომენდაციას თავიდან იქნას აცილებული გადამეტებით მაღალი ბარიერის დადგენა, რადგან ამ უკანასკნელმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს პოლიტიკურ პლურალიზმსა და პატარა პოლიტიკურ პარტიებზე ( იხ. OSCE/ODIHR და ვენეციის კომისიის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური პარტიების რეგულირების შესახებ, მიღებული 2010 წლის 15 და 16 ოქტომბერს, პარაგრაფი 185, (CDL‑AD(2010)024) - იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). ამასთანავე, მითითებული გახლდათ, რომ საჯარო დაფინანსების ფორმულის შემუშავებისას თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიის მიერ საჯარო დაფინანსების მიღების მონოპოლიზება (ibid,. პარაგრაფი 187).ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის საჯარო დაფინანსების გაცემა სამართლიანი დისტრიბუციის სისტემით, რომელიც საჭიროებს ამომრჩეველთა მინიმალური ზღვარის მხარდაჭერას ეფუძნება კანონიერ მიზანს გააძლიეროს დემოკრატიული პლურალიზმი კანდიდატურების მომეტებული და უფუნქციო ფრაგმენტაციის თავიდან აცილების გზით, რაც გამოიწვევს კანონმდებლის არჩევისას ხალხის მოსაზრების გამოხატვის გაძლიერებას (იხ. იმავე შედეგით საქმე Fournier v. France, no. 11406/85, კომისიის განჩინება 10 მარტი 1988, DR 55, p. 130, და, mutatis mutandis, Cheminade v. France (dec.), no. 31559/96, ECHR 1999-II, რომელიც ეხება საჯარო დაფინანსების სისტემას, რომელმაც შეზღუდა კამპანიების ღირებულებების ანაზღაურება და იმ კანდიდატებისა და სიებისათვის დეპოზიტების გაცემა, რომლებმა მიიღეს ხმათა გარკვეული რაოდენობა).
3. იყო თუ არა განსხვავებული მოპყრობა პროპორციულისასამართლო აღნიშნავს, რომ ელექტორატის მხარდაჭერის მინიმალური ოდენობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პარტიები, რომელთაც სურთ საჯარო დაფინანსების მიღება თურქეთში წარმოადგენს წინა საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7%-ს; მოცემული ბარიერი არის ყველაზე მაღალი ევროპაში (იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ). იმისათვის რომ სასამართლომ ჩათვალოს, რომ მოცემული ბარიერი არ არის არაპროპორციული, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს მის შედეგებს და შემდეგ კი განიხილავს მის თანხმლებ მაკორექტირებელ მექანიზმებს.სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ელექტორატის მხარდაჭერის 7% ბარიერი არის იმაზე ნაკლები, ვიდრე თურქეთის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად განსაზღვრული ეროვნული მასშტაბით 10%. მოცემულ საქმეში განხილულ საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, პარლამენტში წარმომადგენლობის არმქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთაც მიაღწიეს დაწესებულ ხმათა 7% ბარიერს უფლებამოსილნი იყვნენ მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება შემდგომი არჩევნების წინ. 1999 წლის არჩევნებში, ექვსი პარტიიდან ერთი, რომელმაც მიიღო საჯარო დაფინანსება, არ გახლდათ წარმოდგენილი პარლამენტში. 2002 წლის მაჩვენებელი იგივე გახლდათ, ხოლო 2007 წელს სამი პარტია არ გახლდათ წარმოდგენილი პარლამენტში და ორმა პარტიამ მიიღო საჯარო დაფინანსება. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემულ საქმეში განხილულ პერიოდში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა არ მოახდინეს საჯარო დაფინანსების მონოპოლიზება, აღნიშნული ვრცელდება როგორც ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე, ისევე მთავარ ოპოზიციურ პარტიაზეც.სასამართლომ ამასთანავე უნდა გაითვალისწინოს "ოდპ" შედეგები წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომლის დროსაც გაცემულ იქნა სადავო საჯარო დაფინანსება. მომჩივანი პარტიის მიერ მიღებულ იქნა ხმათა 0,8%-დან 0.15%-მდე. მოცემული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალი გახლდათ თურქეთის კანონმდებლობის მიერ დადგენილ სავალდებულო მინიმუმთან შედარებით და რიგ სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც ჩაითვლებოდა არასაკმარისად რათა მის საფუძველზე გაცემულიყო დაფინანსება. მართალია მომჩივანი პარტიის საჩივარი არ წარმოადგენს actio popularis-ს, რადგან პარტიაზე უშუალო გავლენა იქონია ხსენებულმა მინიმალურმა ზღვარმა, "ოდპ"-მ მაინც ვერ მოახერხა ეჩვენებინა სასამართლოსათვის, რომ მისი მხარდამჭერნი თურქეთის ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ პირდაპირი დაფინანსების გარდა სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სხვა ფორმის საჯარო მხარდაჭერასაც. მაკორექტირებელი მექანიზმები, რომელიც თან ახლავს თურქეთში მოქმედ საჯარო დაფინანსების სისტემას, რომლის მიხედვითაც ყველა პარტია არ არის უფლებამოსილი მიიღოს პირდაპირი სუბსიდიები, მოიცავს გადასახადებისაგან გათავისუფლებას რიგ შემოსავლებზე და სამაუწყებლო დროის გამოყოფას საარჩევნო კამპანიების დროს. მხარეების მიერ სადავოდ არ გახდილა ის ფაქტი, რომ "ოდპ"-მ ისარგებლა საჯარო დახმარების ალტერნატიული ფორმებით.მოცემული დასკვნების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც "ოდპ"-მ ვერ მოახერხა მოქალაქეთა მინიმალური მხარდაჭერის ზღვარის გადალახვა და სხვა საჯარო დახმარების მიღების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განსხვავებული მოპყრობა გონივრულად პროპორციული გახლდათ დასახული მიზნისა.სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, სახელმწიფოს უარი გაეწია "ოდპ"-სათვის პირდაპირი ფინანსური დახმარება, რადგან მას არ გადაულახავს კანონით ობიექტურად და გონივრულად დადგენილი ხმათა 7% ბარიერი, არ ლახავს ხალხის მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის უფლების არსს და შესაბამისად არ არის კონვენციის მე-14 მუხლის, N. 1 ოქმის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში წინააღმდეგ.შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მოცემულ დებულებათა დარღვევას.
III. კონვენციის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა მომჩივანი პარტია ასევე ჩიოდა კონვენციის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევის შესახებ. იმის გამო, რომ მოცემული საჩივრები ეხება იმავე ფაქტებს რაც განხილულ იქნა კონვენციის მე-14 მუხლის ჭრილში N.1 ოქმის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, სასამართლო არ მიიჩნევს მათ დამოუკიდებლად განხილვას მიზანშეწონილად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო
1. აცხადებს, ერთხმად, საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას N. 1 ოქმის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში;
3. ადგენს, ერთხმად, რომ საჭირო არ გახლავთ ცალკე იქნას განხილული საჩივრები წარმოდგენილი კონვენციის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე.
შესრულებულია ფრანგულად და გაცხადებულია წერილობით 2012 წლის 10 მაისს, სასამართლო რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის თანახმად.
სტენლი ნეისმითიფრანსუაზ ტულკენსი
სასამართლო გამწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლის შესაბამად, მოცემულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ერთობლივი განცალკევებული მოსაზრება მოსამართლე ტულკენსისა და შაიოსი.
ფ.ტ.
ს.ჰ.ნ.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy