© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N. 152
მაისი 2012
____________________________________________________________________________
ოზგიურლიუკ ვე დაიანიშმა პარტისი (ოდპ) თურქეთის წინააღმდეგ- 7819/03
გადაწყვეტილება 10.5.2012
მუხლი 14
დისკრიმინაცია
პოლიტიკური პარტიისათვის ფინანსური დახმარების გაწევაზე უარი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს არ მიუღია დახმარებისათვის სავალდებულო ხმათა კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობა (7%): დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - მომჩივანი პარტია უფლებამოსილი გახლდათ მიეღო მონაწილეობა 1999 წლის მუნიციპალურ და საპარლამენტო არჩევნებში. ამის გამო მან მოითხოვა პოლიტიკური პარტიებისათვის კონსტიტუციით განსაზღვრული ფინანსური დახმარება. მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული იმის გამო, რომ პარტია არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ პირობებს, კერძდ კი უკვე პარლამენტში ადგილების ქონას ან წინა არჩევნებში ხმათა მინიმუმ 7%-ის მიღებას. მომჩივანმა პარტიამ გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე, დავობდა რა, რომ რთული გახლდათ პოლიტიკური აქტივობებისა და კამპანიების განხორციელება აუცილებელი ფინანსური რესურსების გარეშე და რომ ფინანსურ დახმარებაზე უარი ეწინააღმდეგებოდა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. 1999 წელს მოცემული საჩივარი არ დაკმაყოფლდა იმ მიზეზით, რომ მომჩივანი პარტია არ აკმაყოფილებდა ფინანსური დახმარების მისაღებად აუცილებელ სამართლებრივ პირობებს. მოცემული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ 2002 წელს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი პარტია აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება რომლითაც მას უარი ეთქვა მიეღო ფინანსური დახმარება აყენებდა მას არახელსაყრელ მდგომარეობაში 1999, 2002 და 2007 წლების არჩევნებში, სადაც მას მოპოვებული ჰქონდა ხმათა 0.8%, 0.34% და 0.15%.
სამართალი - კონვენციის მე-14 მუხლი N.1 ოქმის მე-3 მუხლთან ერთბლიობაში: იმ პარტიებთან შედარებით, რომელთაც მიიღეს მსგავსი დახმარება, ფინანსური დახმარების მიღებაზე უარმა მომჩივან პარტიას გაურთულა პირობები გაევრცელებინა მისი პოლიტიკური მოსაზრებანი ეროვნულ დონეზე. შესაბამისად, მომჩივანი პარტია დაექვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას მის მიერ საარჩევნო უფლებების განხორციელებისას. პოლიტიკური პარტიების საჯარო დაფინანსება წარმოადგენს კორუფციის პრევენციისა და კერძო დონორებზე მომეტებული დამოკიდებულების თავიდან აცილების გზას. ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში მოქმედი სისტემების ანალიზი ცხადყოფს, რომ გრანტები გაიცემოდა ორი სისტემის მიხედვით: მკაცრად თანასწორ საფუძვლებზე ან თანაბარი დაფინანსების პრინციპის მიხედვით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქმის ყოველთვის გახლდათ სავალდებულო მინიმალური ოდენობის საარჩევნო მხარდაჭერის არსებობა იმისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული კანდიდატურების არაჯეროვანი მომეტება. ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ დემოკრტიულ სისტემაში არსებული პოლიტიკური პარტიების შესახებ მიღებული არც ერთი დოკუმენტი არ მიიჩნევდა, რომ ეროვნული კანონმდებლობის მიერ საჯარო დაფინანსების მიმღებ პარტიებზე დაკისრებული მოთხოვნა - ესარგებლათ ამომრჩეველთა მინიმალური მხარდაჭერის ზღვარით - იყო არაგონივრული და არც ამგვარი მხარდაჭერის კონკრეტული ოდენობა ყოფილა განსაზღვრული. რიგი სპეციალიზებული ინსტიტუტების ანგარიშებიდან იკვეთებოდა, რომ ერთის მხრივ, აუცილებელი გახლდათ იმის უზრუნველყოფა, რომ მოცემული ზღვარი არ ყოფილიყო გადამეტებით მაღალი რათა არ დაზიანებულიყო პოლიტიკური პლურალიზმი და პატარა პარტიათა უფლებები, და, მეორეს მხრივ, რომ დაფინანსების გაცემის ფორმულა არ ყოფილიყო იმგვარი, რომ მიეცა ორი მთავარი პარტიისათვის საჯარო რესურსების მიღებაზე მონოპოლიის საშუალება.
პოლიტიკური პარტიების საჯარო დაფინანსება თანაბარი დაფინანსების პირობებში საჭროებს ამომრჩეველთა მინიმალურ მხარდაჭერას, რომელიც ისახავს კანონიერ მიზანს, კერძოდ კი პლურალისტული დემოკრატიის გაძლიერებას და ამავდროულად კანდიდატურების მომეტებული და არაფუნქციური ფრაგმენტაციის თავიდან აცილებას. თურქეთში წარმომადგენლობის მინიმალური ოდენობა იმ პარტიებისათვის, რომლებიც ითხოვენ საჯარო დაფინანსებას არის ევროპაში ყველაზე მაღალი (7%). თუმცა, განსახილველ პერიოდში, მოცემულ ბარიერს არ შეუქმნია მონოპოლია ფინანსურ დახმარებაზე იმ პარტიებისათვის, რომლებიც წარმოდგენილნი გახლავთ პარლამენტში. ამასთანავე, 1999, 2002 და 2007 წლების საპარლამენტო არჩვნებში მომჩივანი პარტიის შედეგები დიდად ჩამორჩებოდა დადგენილ 7%-ს და მათ მიერ მიღებული შედეგებით რთული იქნებოდა დაფინანსების მოპოვება რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. მომჩივან პარტიას არ უჩვენებია რომ იგი სარგებლობდა საკმარისი მხარდაჭერით თურქეთის ელექტორატისაგან რათა ემტკიცებინა, რომ მას გააჩნდა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითობა. დაბოლოს, სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობდა სხვა ფორმის საჯარო დახმარებას, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას რიგ შემოსავალზე და სამაუწყებლო დროის შეთავაზებას საარჩევნო კამპანიების დროს. მომჩივანმა პარტიამ ისარგებლა მაკორექტირებელი საჯარო დახმარების სხვა ფორმებით. ფინანსური დახმარების გაცემის სისტემა პროპორციული გახლდათ მისი მასშტაბისა და დამხმარე საკომპენსაციო ზომების გათვალისწინებით. შედეგად უარი მომჩივანი პარტიისადმი მიეღო ფინანსური დახმარება იმის გამო, რომ არ აკმაყოფილებდა კანონით განსაზღვრულ მინიმალურ წარმომადგენლობით ზღვარს, კერძოდ 7%-ს, იყო ობიექტური და გონივრული. იგი არ არღვევდა ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის უფლების არსს.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ხუთ ხმით ორის წინააღმდეგ)
_________________________________________________________________________________
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy