© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #137
იანვარი, 2011
პაკსასი (Paksas) ლიტვის წინააღმდეგ - 34932/04
გადაწყვეტილება 6.1.2011 [დპ]
1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმით მონაწილეობა
იმპიჩმენტს დაქვემდებარებული პრეზიდენტისთვის საპარლამენტო არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით მონაწილეობის სამუდამო შეზღუდვა: დარღვევა
ფაქტები - განმცხადებელია ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება კონსტიტუციის მძიმე დარღვევებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელმა პრეზიდენტობისას უკანონოდ და პირადი მიზნებისთვის ლიტვის მოქალაქეობა მიანიჭა რუს ბიზნესმენს, ამ უკანასკნელს გაანდო სახელმწიფო საიდუმლო და საკუთარი სტატუსის გამოყენებით არასათანადო გავლენა იქონია კერძო კომპანიაზე მასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ. 2004 წლის აპრილში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას დაადგინა, რომ განმცხადებლისთვის არ არსებობდა რაიმე დაბრკოლება, მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველზე დაინიშნა. თუმცა 2004 წლის 4 მაისს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კანონში იმის შესახებ, რომ პირი, რომელსაც შეუწყდა საპრეზიდენტო უფლებამოსილება იმპიჩმენტის პროცედურის შედეგად არ შეიძლება არჩეულიყო პრეზიდენტად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ცვლილების შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ უარი განუცხადა განმცხადებელს კანდიდატად რეგისტრაციაზე. 2004 წლის 25 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დისკვალიფიკაცია შეესაბამებოდა კონსტიტუციას, მაგრამ დროში შეზღუდვა არაკონსტიტუციური იყო. 2004 წლის 15 ივლისს პარლამენტმა მიიღო ცვლილება საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, პირს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა იმპიჩმენტის პროცედურის საფუძველზე, ერთმეოდა საპარლამენტო არჩევნებში აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება.
კანონმდებლობა - 1-ელი დამატებით ოქმის მე-3 მუხლი
(ა) დასაშვებობა - 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი, რომელიც იცავს თავისუფალი არჩევნების უფლებას, ვრცელდება მხოლოდ „საკანონმდებლო ორგანოს“ არჩევნებზე. შესაბამისად, ვინაიდან განმცხადებლის საჩივარი ეხებოდა მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან დისკვალიფიკაციას, მისი ratione materiae შეუსაბამობაში მოდიოდა კონვენციის დებულებებთან და შესაბამისად დაუშვებელი იყო. თუმცა, ratione materiae დასაშვები იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის ნაწილში.
(ბ) არსებითი მხარე - განმცხადებლის მიერ პასიური საარჩევნო ხმის უფლების განხორციელებაში ჩარევას ქონდა ადგილი, რადგანაც მას ჩამოერთვა საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატურის დაყენების უფლება. ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა დემოკრატიული წესრიგის შენარჩუნების მიზანს. საკონსტიტუციო ვალდებულებებთან მიმართებით განმცხადებლის ქცევის სიმძიმის გაუფასურების ან მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმის გარეშე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩარევას მძიმე შედეგები ქონდა, რადგანაც მას აეკრძალა არა მარტო პარლამენტის წევრობა, არამედ ნებისმიერი ისეთი თანამდებობის დაკავება, სადაც აუცილებელია ფიცის დადება კონსტიტუციის შესაბამისად. ამ სფეროში ლიტვის პოზიცია ევროპაში საგამონაკლისო იყო, რადგანაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში იმპიჩმენტს არ ქონდა პირდაპირი გავლენა შესაბამისი პირის საარჩევნო უფლებებზე, ან არ ქონდა პირდაპირი მოქმედება საპარლამენტო არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით მონაწილეობაზე, ან დასაშვები შეზღუდვებისთვის აუცილებელი იყო სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილება და შეზღუდული იყო დროში. ასეთი ზომების პროპორციულობის შეფასებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ვადების არსებობას და სადავო ზომის გადახედვის შესაძლებლობას. გადახედვის შესაძლებლობის აუცილებლობა უფრო მეტად უკავშირდებოდა იმას, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი სახელმწიფოს ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი. ვინაიდან კონტექსტი უდავოდ ვითარდება, ასევე ამომრჩეველთა მხრიდან იმ გარემოებების შესახებ წუხილიც, რამაც განაპირობა ეს ზოგადი შეზღუდვები, შეზღუდვის თავდაპირველი დასაბუთება შეიძლება შემსუბუქებულიყო დროთა განმავლობაში. თუმცა წინამდებარე საქმეში შეზღუდვა არა მარტო უვადო იყო, არამედ მისი საფუძველი კონსტიტუციის არსში იყო მოცემული. განმცხადებლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან დისკვალიფიკაციის უცვლელობის კონოტაციის 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან შეთავსება რთული იყო. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ამ ზომის შემოღებას საკანონმდებლო პროცესზე ძლიერი გავლენა ქონდა კონკრეტულ გარემოებებს შეზღუდვის არაპროპორციულობის კიდევ ერთ ნიშანზე უთითებდა. ყველა ეს ფაქტორი, განსაკუთრებით კი პარლამენტის წევრობისგან განმცხადებლის დისკვალიფიკაციის მუდმივმა და შეუქცევადმა ხასიათმა სასამართლო მიიყვანა დასკვნამდე, რომ შეზღუდვა იყო არაპროპორციული.
დადგენილება: დარღვევა (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა არამატერიალური ზიანისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების ტოლფასია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy