© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. საავტორო უფლებასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტის ბოლოში
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ
(განაცხადები ## 28955/06, 28957/06, 28959/06 და 28964/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2001 წლის 12 სექტემბერი
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ შეიძლება გახდეს რედაქციული ხასიათის ცვლილებების საგანი
საქმეზე პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც შეიკრიბა დიდი პალატის სახით, შემდეგი მოსამართლეთა შემადგენლობით:
ნიკოლოზ ბრატზა, თავმჯდომარე
პიერ ლორენზენი
ფრანსუაზა ტულკენსი
ელისაბედ შტეინერი
დავიდ თორ ბჯორგვინსონი
დანუტე ჟოსიენე
ჟან შიკუტა
დროგოლუბ პოპოვიჩი
ინეტა ზემელე
იზაბელა ბერრო-ლეფევრე
პაივი ჰირველა
ლუის ლოპეზ გუერრა
მირჟანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა
ლედი ბიანკუ
ისილ კარაკასი
ნებოჟნა ვუჩინიჩი
კრისტინა პარდალოს, მოსამართლეები,
დავინსენტ ბერგერი, რეგისტრატორის მოადგილე,
იმსჯელა განმარტოებით 2010 წლის 8 დეკემბერს და 2011 წლის 29 ივნისს, და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 2011 წლის 29 ივნისს:
პროცედურა
1. საქმე მომდინარეობს ესპანეთის ექვსი მოქალაქის, ბ-ნი ხუან მანუელ პალომო სანჩესის, ბ-ნი ფრაცისკო ანტონიო ფერნანდეს ოლმოს, ბ-ნი აუგუსტინ ალვარეზ ლეცეგუის, ბ-ნი ფრანცისკო ხოსე მარია ბლანკო ბალბას, ბ-ნი ხოსე ანტონიო აგუილერა ჯიმენეზ და ბ-ნი ფრანცისკო ბელტრან ლაფულლას (“განმცხადებლები”) მიერ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე ესპანეთის სამეფოს წინააღმდეგ 2006 წლის 13 ივლისს წარდგენილი ექვსი განაცხადიდან (##. 28955/06, 28957/06, 28959/06, 28964/06, 28389/06 და 28961/06).
2. განმცხადებლები სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იყვნენ ბ-ნი ლ. გარსია ქუინტეიროს მიერ, რომელიც პრაქტიკოსი ადვოკატია ბარსელონაში. ესპანეთის მთავრობა (“მთავრობა”) წარმოდგენილი იყო მისი აგენტის, სახელმწიფო იურისტის ბ-ნი ფ. ირურზუნ მონტოროს მიერ.
3. მათ საჩივრებში განმცხადებლები ასაჩივრებდნენ სხვა საკითხებთან ერთად იმას, რომ ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ დასჯის მიზნით პროფკავშირისადმი კუთვნილებისა და შესაბამისი მოთხოვნების გამო, სავარაუდოდ შეურაცხმყოფელი შინაარსის პრეტექსტით პროფკავშირის საინფორმაციო გაზეთში. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებს.
4. საჩივრების წარმართვა მოხდა სასამართლოს მესამე სექციისკენ (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი). 2008 წლის 11 დეკემბერს სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეეტყობინებინა მთავრობისთვის საჩივრების შესახებ. აგრეთვე გადაწყდა საჩივართა დასაშვებობა და მათი არსებითად განხილვა მომხდარიყო ერთობლივად, როგორც ეს დასაშვებია კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით (ახლა 29-ე მუხლის პირველი პუნქტი) და სასამართლოს რეგლამენტის 54A-ე მუხლით.
5. 2009 წლის 17 ნოემბერს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: იოსებ კასადევალი, პრეზიდენტი, ელისაბეტ ფურა, კორნელიუს ბირსან, ალვინა გიულუმიან, ეგბერტ მიერი, ლუის ლოპეზ გუერა და ან პოვერი, მოსამართლეები და სანტიაგო ქუესადა, სექციის რეგისტრატორი, გადაწყვეტა, სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაეერთიანებინა პროცესი შემდეგ საჩივრებზე 28389/06, 28955/06, 28957/06, 28959/06, 28961/06 ანდ 28964/06. მან გამოაცხადა დასაშვებად საჩივრები (ნო. 28955/06, 28957/06, 28959/06, 28964/06) რომლებიც წარმოადგენილ იქნა: ბ-ნი ხოსე მანუელ პალომო სანჩეზ, ბ-ნი ფრანცისკო ანტონიო ფერნანდეზ ოლმოს, ბ-ნი აგუსტინ ალვარეზ ლეცეგუის და ბ-ნი ფრანცესკო მარია ბლანკო ბალბას (“განმცხადებლები”) მიერ და დაუშვებლად ცნო (ნო. 28389/06 ანდ 28961/06) ბ-ნი აუგუილერა ხიმენეზის და ბ-ნი ბელტრან ლაფულას მიერ წარმოდგენილი საჩივრები. 2009 წლის დეკემბერში პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება (აგულიერა ხიმენეზ და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ) სადაც მან დაადგინა, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ რომ ადგილი არ ქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას და არანაირი დამატებითი საკითხი არ წარმოიშვებოდა კონვენციის მე-11 მუხლთან მიმართებაში.
6. 2010 წლის 7 მარტს განმცხადებლებმა მოითხოვეს საქმის წარმართვა დიდ პალატაში კონვენციის 43-ე მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებდნენ რა რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევას. 2010 წლის 10 მაისს დიდი პალატის პანელმა დააკმაყოფილა მოთხოვმა.
7. დიდი პალატის შემადგენლობა დადგინდა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
8. განმცხადებელმა და მთავრობამ წარადგინეს საკუთარი წერილობითი მოსაზრებები დიდ პალატაში.
9. განხილვა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2010 წლის 8 დეკემბერს (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
შემდეგი პირები წარდგნენ სასამართლოს წინაშე:
(ა) მთავრობის მხრიდან
ბ-ნი ფ. ირურზუნ მონტორო, სახელმწიფო იურისტიაგენტი,
(ბ) განმცხადებლების მხრიდან
ბ-ნი ლ. გარსია ქუენტეირო, ადვოკატი,იურისტი.
სასამართლომ მოისმინა მათი გამოსვლები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
10. განმცხადებლები ცხოვრობენ ბარსელონაში.
11. ისინი დაქირავებული იყვნენ მიმტანებად კომპანია პ.. მიერ, რომელთა წინააღმდეგაც მათ რამდენიმე საჩივრით მიმართეს დასაქმების ტრიბუნალს. განმცხადებლები ითხოვდნენ დამსაქმებლის მხრიდან მათთვის სპეციალური ხელფასზე მომუშავე მუშაკის სტატუსის აღიარებას, როგორც ეს დადასტურებულ იქნა 1995 წლის 2 მაისის და 30 დეკემბრის კატალონიიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, იმისათვის რომ ეს დაფარულიყო შესაბამისი სოციალური უსაფრთხოების რეჟიმით. კომპანიის არა ხელფასზე მომუშავე მიმტანი თანამშრომლების კომიტეტის წარმომადგენლებმა მისცეს ჩვენება მათ წინააღმდეგ ამ პროცედურების დროს.
12. 2001 წლის 21 მაისს განმცხადებლებმა შექმნეს პროფესიული კავშირი N.A.A. (Nueva alternativa asamblearia) რათა დაეცვათ საკუთარი და სხვა მიმტანი თანამშრომლების ინტერესები, ვინც იყვნენ ზეწოლის ქვეშ კომპანია პ..-ს მხრიდან და კვლავ გაჟღერებულიყო მათი მოთხოვნა სახელფასო სტატუსზე. განმცხადებლები შეურთდნენ კავშირის აღმასრულებელ კომიტეტს. 2011 წლის 3 აგვისტოს მათ შეატყობინეს კომპანია პ..-ის მის შიგნით პროფესიული კავშირის ფილიალის შექმნის შესახებ, მისი შემადგენლობისა, და მათი, როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრების, დანიშვნის შესახებ აღნიშნულ ფილიალში. ხუან მანუელ სანჩესი იყო პროფკავშირის წარმომადგენელი, ბ-ნი ფრანცისკო ანტონიო ფერნანდეზ ოლმო იყო ხაზინადარი, ბ-ნი აუგუსტინ ალვარეზ ლეცეგუი პრესის და კომუნიკაციის ოფიცერი და ბ-ნი ფრანცისკო ხოსე მარია ბლანკო ბალბას საორგანიზაციო ოფიცერი. კავშირის შექმნის შემდეგ არანაირი ცვლილებები არ განხორციელებულა წევრების დანიშვნის ან მათი ვალდებულებების თაობაზე.
13. პროფკავშირი N.A.A. გამოსცემდა ყოველთვიურ საინფორმაციო გაზეთს. 2002 წლის მარტის (სიც) გამოცემა იტყობინებოდა ბარსელონის დასაქმების ტრიბუნალის ნო. 13 2002 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებელთა მოთხოვნა და დააკისრა კომპანია პ..-ს მათ მიმართ სახელფასო დავალიანების გამო გარკვეული თანხების გადახდა.
საინფორმაციო გაზეთის ყდაზე იყო კარიკატურა საუბრის ბუშტებით, რომელიც გამოხატავდა ადამიანის რესურსების მენეჯერ გ..-ს, რომელიც იჯდა სამუშაო მაგიდასთან, რის ქვეშაც უკნიდან ჩანდნენ ოთხზე დამდგარი ა. და ბ., ასევე კომპანია პ..ს თანამშრომლები, აგრეთვე არა ხელფასზე მომუშავე მიმტანი მუშაკების კომიტეტის წევრები, რომლებიც უყურებდნენ სცენას და ელოდებოდნენ მათ ჯერს რათა ესიამოვნებინათ მენეჯერისთვის. საინფორმაციო გაზეთის შიგნით იყო ორი სტატია რომლებითაც ძლიერად გაკიცხული იყო ის ფაქტი რომ იმ ორმა თანამშრომელმა მისცეს ჩვენება კომპანია პ..-ს სასარგებლოდ იმ პრეცედურებში, რომლებიც განმცხადებლებმა დაიწყეს მათი დამსაქმებლის წინააღმდეგ. საინფორმაციო გაზეთი დარიგდა თანამშრომლებს შორის და გამოიფინა პროფკავშირის საინფორმაციო დაფაზე, რომელიც განთავსებული იყო კომპანიის შენობაში.
14. 2002 წლის 3 ივნისს კომპანიამ აცნობა განმცხადებლებს რომ ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ სერიოზული გადაცდომის გამო, კერძოდ გ., ა..-ს და ბ..-ს რეპუტაციის შელახვის გამო შრომის რეგულაციების 54-ე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების მოშლას როდესაც დასაქმებული ბრალეულია მისი საკონტრაქტო ვალდებლების სერიოზული და დაუდევარი შეუსრებლობისთვის.
15. განმცხადებლებმა გაასაჩივრეს მოცემული გადაწყვეტილება ბარსელონის ნო. 17 დასაქმების ტრიბუნალის წინაშე, რომელმაც 2002 წლის 8 ნოემბერს უარყო მათი საჩივრები და დაადგინა რომ გათავისუფლებები იყო დასაბუთებული შრომის რეგულაციების 54-ე მუხლის პირეველი და მე-2 (ც) შესაბამისად. ტრიბუნალმა მიიჩნია რომ კომპანიის გადაწყვეტილება განმცხადებლების გათავისუფლების შესახებ იყო დაფუძნებული საფუძვილიან და სერიოზულ მიზეზებზე, კერძოდ გამოცემაზე და საინფორმაციო სტენდზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო გაზეთშუ კარიკატურაზე სასაუბრო ბუშტებით და ორი სტატიის გამო, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი კონკრეტული პირებისათვის. პირველი სტატია სათაურით “ვისი მოწმეები? მათი, რა თქმა უნდა” მოიცავდა ა..-ს და ბ..-ს კარიკატურებს სადაც ისინი ჩანდნენ ხელბორკილშეკრულები და მათ ქვეშ არსებული ტექსტი შემდეგნაირად იკითხებოდა:
“ჩვენ ვიცოდით ვინ იყვნენ ისინი და როგორ იქცეოდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით რამდენად მომზადებული იყვნენ ისინი რომ წასულიყვნენ იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი სკამები და ადვილი საქმეები არაფრის კეთებით.
როგორც პ..-ს დაქირავებულები ჩვენ ცხოვრებისათვის ვშოულობთ ცხოვრებისთვის ქუჩაში ვაჭრობით. ა. და ბ. სარჩოს შოულობენ თანამშრომელთა გაყიდვით სასამართლოებში. ამით არ დაკმაყოფილებულები მათ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებებზე რაც ეწინააღმდეგება კოლექტიურ ინტერეს, ახლა ისინი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდნენ - ისინი ძარცვავენ და ქურდობენ სრულიად დაუსჯელად, დღის შუქზე, იმ ადამიანის თავდაჯერებულობით, რომელიც გრძნობენ რომ სრულიად ხელშეუხებელი არიან. ისინი ღმერთებს თამაშობენ.
... მაგრამ ისინი, თავმჯდომარის და თანამშრომელთა მდივნის წარმომადგენლები, შეთანხმდნენ, ისე როგორც დამცველი ძაღლები, ამოტრიალდნენ რათა იცელქონ მათი უფროსებისთვის წამახალისებელი ხელის დადებისათვის ზურგზე....”
ტრიბუნალმა ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ მოცემული ტექსტი იყო პასუხი იმაზე თუ რაც მოხდა ბარსელონის ნო. 13 დასაქმების ტრიბუნალში გამართული პროცესის დროს განმცხადებელების მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, რომელშიც ა. და ბ. წარდგენილ იყვნენ როგორც მოწმეები განმცხადებლების ინტერესების საწინააღმდეგოდ დამსაქმებლის სასარგებლოდ.
სტატია სათაურით „როდესაც შენ გააქირავე შენი უკანალი, შენ არ შეგიძლია განავალი ქნა სადაც შენ გინდა“, იკითხება შემდეგნაირად:
“თუ შენ მიეკუთვნები სამუშაო საბჭოს და შენ უნდა მოაწერო ხელი შეთანხმებას შენს დამსაქმებელთან რომელიც არასდროს არ იქნება შესრულებული, უბრალოდ შენ რომ დარჩე ჩუმად და დათანხმდე მხოლოდ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მხოლოდ სასარგებლო იქნება მათი მეგობრებისათვის და მხოლოდ საფასურზე, მაშინ შენ გაცვალე შენი ღირსება სკამზე, [და] შენ გაქვს საეჭვო შანსი მიაღწიო ისეთი სახის შერცხვენას, როგორც არიან პოლიტიკოსები და პოლიციელები. შეხედე, შენ ჩუმდები და შენ გამჭრიახად ეთანხმები ყველა სახის სისულელეს. როდესაც შენ გააქირავე შენი უკანალი, შენ არ შეგიძლია განავალი ქნა სადაც შენ გინდა. თუ შენ ხარ საზიზღარი „პროფესიული პროფკავშირელი“ და შენ შესაბამისად მიყიდე შენი სული კავშირს, შენ არასდროს გექნება გულწრფელობის მოზღვავება, რადგან შენი სტატუსი საფრთხის ქვეშ დადგება. შენ ამბობ რასაც კავშირი გეუბნება რომ თქვა და რადგან პროფესიული კავშირები არიან „პრეზერვატივები“ თავისუფლებაზე, შენი ტუჩები დახურულია, ისე როგორც შენი ანალის პროჭი, რადგან შენ გააქირავე შენი უკანალი და შენ არ შეგიძლია განავალი ქნა სადაც შენ გინდა.
შენ ხედავ უსამართლობებს გამოყენებულს შენი კოლეგების წინააღმდეგ, სრულად არარაციონალური გზა მათი პრობლემების მოგვარებისთვის და მუდმივი დევნა, რომლის მსხვერპლიც ისინი არიან, მაგრამ არ ამბობ არაფერს საკუთარი თავის მიმართ ყურადღება რომ არ გამოიწვიო. ერთხელ, ძველ დროში, შენ იყავი აჯანყებული ვინც აკრიტიკებდა სისტემას - შენ წყევლიდი კონსერვატიზმს და ილაშქრებდი წესების და რეგულაციების წინააღმდეგ. შენ იყავი მწვავე, დინამიური, გამჭრიახი, იმპულსური, მხიარული. მაგრამ რამდენიმე მიღებულმა წყალობამ გააცივა შენი აქტიური ტემპერამენტი, ცეცხლს შეუკეთა შენი ღირსების გრძნობა და მუხრუჭები დაადო შენს გრძნობებს. დროდადრო შენ გაქვს ნოსტალგიის შემოტევა და შენ გინდა მოშორდე, მაგრამ შენი პროჭი დალუქულია, რადგან შენ გააქირავე შენი უკანალი და არ შეგიძლია განავალი ქნა სადაც შენ გინდა.
შენ ყელში გაქვს ამოსული შენი სამუშაო, გაბრაზებული ხარ, აღელვებული, დასტრესილი და სასოწარკვეთილებაში ხარ, გრძელი სამუშაო საათების და მეტი პასუხისმგებლობების გამო, პროდუქტების, წახალისების და ზეწოლების გამო. შენ იმუშავებდი ნებისმიერ ადგილას, გააკეთებდი ნებისმიერ რამეს რომ არ ამდგარიყავი იმ დროს როდესაც სხვები მიდიან დასაწოლად. შენ შეგიძლია ყველაფერი დაშალო, დაანაწევრო ნაწილებად, დაამსხვრიო და დაშალო ის სრულად...მაგრამ შენი ხელები შებოჭილია კრედიტებით, IOU-ით და ვალებით. შენ გაწვება ახალი SUV, შენი შვილების სკოლის შემდგომი საქმიანობა და 25 წლიანი იპოთეკა შენს სახლზე. და შენ უშვებ საკუთარი თავის დამცირებას, შენ ყლაპავ შენს ღირსებას, შენ ჩუმდები და იღებ, რადგან როდესაც შენ გააქირავე შენი უკანალი, შენ არ შეგიძლია განავალი ქნა იქ სადაც შენ გინდა.“
საინფორმაციო გაზეთი გავრცელდა თანამშრომლებში და გამოფენილ იქნა პროფესიული კავშირის საინფორმაციო დაფაზე კომპანიის შენობაში.
დასაქმების ტრიბუნალმა თავიდანვე აღნიშნა რომ გათავისუფლების მიზეზი გახლდათ საინფორმაციო გაზეთის შინაარსი და არა განმცხადებლების პროფესიულ კავშირში წევრობა. მან მიუთითა მის გადაწყვეტილებაში გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე შრომით ურთიერთობათა კონტექსტში და იმ ფაქტის შესახებ რომ იგი არ იყო შეუზღუდავი. მან დაადგინა რომ აღნიშნულ უფლებაზე შეზღუდვები უნდა განმარტებულ იქნეს კეთილი განწყობის პრინციპის მიხედვით, რაც შრომით ურთიერთობაში უნდა გულისხმობდეს დამსაქმებლის უფლებების დაცვას და მინიმალურ მოთხოვნებს პროფესიულ გარემოში თანაცხოვრებისთვის. გადაწყვეტილება იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს რომლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლების დაცვა ექვემდებარებოდა შეზღუდვებს, რომლებიც გამომდინარეობნენ შრომითი ურთიერთობებისგან, რადგან შრომითმა კონტრაქტმა შექმნეს მთელი რიგი უფლებები და საპასუხო ვალდებულებები რომლებიც შემოსაზღვრულია გამოხატვის თავისუფლების დაცვის უფლების გამოყენებით. ამის გამო, სხვა კონტექტში ამ უფლების გარკვეული მანიფესტაცია შეიძლება იყოს ლეგიტიმური, არ იყოს ლეგიტიმური შრომითი ურთიერთობების კონტექსტში, მიუხედავად იმისა რომ ვალდებულება სამართლიანი განწყობით მოქმედების ყოველთვის არ გულისხმობდა ლოიალობის ვალდებულებას იმ მომენტამდე რომ მოხდარიყო მუშაკის დაქვემდებარება დამქირავებლის ინტერესებისადმი.
რაც შეეხება საინფორმაციო გაზეთის შინაარს, ტრიბუნალის მოსაზრებით კარიკატურა და საუბრის ბუშტები ყდაზე, მათ შორის სტატიები შიგნით, გახლდათ შეურაცხმყოფელი და გასცდნენ გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვებს, ადამიანის რესურსების მენეჯერის და მზიდავი ა და ბ პირის ღირსებისა და პატივის შელახვით და კომპანია პ..-ს იმიჯის დაზიანებით. დასასრულს, მან მიუთითა რომ გათავისუფლება შეუძლებელი იყო გამოცხადებული ბათილად ან ძალადაკარგულად რადგან ის დაფუძნებული იყო სერიოზულ დარღვევაზე, როგორც ეს გათვალისწინებული იყო კანონოთ და დაადგინა რომ განმცხადებელთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ადგილი არ ქონია.
16. განმცხადებლებმა შეიტანეს საჩივარი. 2003 წლის 7 მაის, თავის გადაწყვეტილებაში, კატალონიის მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში რა ნაწილშიც ის ეხებოდა განმცხადებლებს.
სასამართლომ მიუთითა სხვა საკითხებთან ერთად იმ შეზღუდვებზე რომლებიც გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების პრინციპით შრომითი კონტრაქტის მხარეთა შორის და იმ აუცილებელ ბალანსზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ მუშაკის კონტრაქტის საფუზველზე ვალდებულებებსა და მის გამოხატვის თავისუფლებას შორის. დაბალანსების მოქმედებამ უნდა უზრუნველყოს იმის დადგენა რამდენად კომპანიის რეაქცია, რომელმაც გაათავისუფლა თანამშრომელი, იყო ლეგიტიმური. სასამართლოსთვის შეურაცხმყოფელი კარიკატურა და სტატიები ნათლად გახლდათ ზიანის მიმყენებელი დაინტერესებული პირების ღირსებისთვის და გადააბიჯეს დაშვებული კრიტიკის შეზღუდვებს, რადგან გამოხატვის თავისუფლების გამოყენება ვერ ასაბუთებს შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ან საწყენ გამონათქვამებს, რომლებიც გასცდნენ კრიტიკის უფლების ლეგიტიმური გამოყენების ფარგლებს და ნათლად დაარღვიეს დაინტერებულ პირთა პატივისცემის პრინციპი. ამასთან ერთად, კომპანია პ.-მ, ნათლად აჩვენა რომ განმცხადებლების გათავისუფლება არ გახლდათ დასჯის ან შურისძიების ღონისძიება, არამედ მათი შრომითი კონტრაქტების მოშლა დაფუძნებული იყო საფუძვლიან, სერიოზულ მიზეზზე.
17. განმცხადებლებმა შეიტანეს საჩივარი კანონის დებულებებთან დაკავშირებით, ითხოვდნენ რა შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაციას. 2004 წლის 11 მარტს უზენაესმა სასამართლომ უარყო მათი სარჩელი იმის საფუძველზე რომ გადაწყვეტილება რომელიც გამოცემულ იქნა შედარების მიზნებისთვის, კერძოდ 1992 წლის 31 ივლისის მადრიდის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ იყო შესაბამისი.
18. კონსტიტუციის 24-ე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-20 და 28-ე მუხლებზე ერთად (გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება) დაფუძნებით განმცხადებლებმა შეიტანეს ამპარო საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში. მის 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც გამოქვეყნდა 2006 წლის 13 იანვარს, სასამართლომ დაადგინა რომ საჩივარი დაუშვებელი იყო კონსტიტუციური შინაარსის არ არსებობის გამო. გადაწყვეტლება შემდეგნაირად იკითხება:
“...პირველ რიგში...არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის საჩვენებად რომ [განმცხადებელთა] გათავისუფლება იყო სამაგიეროს მიზღვის აქტი მოპასუხე კომპანიის მხრიდან, იმ სასამართლო პროცედურების გამო რომელიც მათ წამოიწყეს კომპანიის წინააღმდეგ მათი უფლებების დასაცავად... მეორე მხრივ, რაც შეეხება [სავარაუდო] ჩარევას პროფესიული კავშირების თავისუფლებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით (აღნიშნული საჩივარი აერთიანებს განმცხადებლების საჩივრებს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე, იმ ფარგლბეში, რა ფარგლბეშიაც ისინი აცხადებენ რომ ადგილი ქონდა დისკრიმინაციას პროფკავშირებთან დაკავშირებით), ეს დაუშვებელია რადგან [განმცხადებლებმა] ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულება იმის საჩვენებლად რომ კომანიის მოქმედება მიზანს ისახავდა შეეზღუდა, არ დაეშვა მათი გაერთიანების თავისუფლების გამოყენება, მათი მხრიდან გაერთიანებაში წევრობისა ან პროფესიულ კავშირში საქმიანობის გამო. ამის გათვალისწინებით სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოცემული მტკიცებულება არ მოიცავს მხოლოდ ვარაუდს რომ მოხდა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ შესაბამისი უნდა იყოს იმისათვის რომ დადასტურდეს რომ ადგილი ქონდა დარღვევას, რასაც ადგილი არა აქვს აქ, რადგან სავარაუდო გარემოებები არ იწვევენ რაიმე ეჭვს პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებით. საკუთარ ბრალდებებში განცხადებლებმა მარტოოდენ გამოხატეს საკუთარი უთანხმოება სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილბებთან დაკავშირებით, რომლებმაც დაადგინეს გადაწყვეტილებებში საფუძვლების მითითებით და არ ყოფილან რა დაუსაბუთებელი, რომ განმცხადებლებმა ჩაიდინეს ის მოქმედებები, რომელთა ჩადენაშიც მათ ამხელს კომპანია, მათი გათავისუფლების წერილებში.
მესამე მხრივ, ადგილი არ ქონია კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, აღებულს მე-20 მუხლის პირველ (ა) პუნქტთან ერთად, განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლების დარღვევას მათ მიერ კავშირში საქმიანობის კონტექსტში, რადგან ფუნდამენტური უფლება არ ითვალისწინებს სხვების შეურაცხყოფის მიყენების რაიმე უფლებას. როგორც ეს დაადგინა სასამართლომ 28 თებერვლის, ნო. 39/2005 გადაწყვეტილებაში, პრეცედენტული სამართლის გამეორებით, მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუცია არ კრძალავს ზიანის მიმყენებელ, შემაწუხებელი ან ლანძღვის გამოყენებას ნებისმიერ პირობებში, კონსტიტუციის დაცვა, უზრუნველყოფილი კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი (ა) პუნქტით არ ვცდელდება აბსოლუტურად სალანძღავ გამონათქვამებზე, რომლებიც, საქმის რეალური გარემოებების გათვალისწინებით და მიუხედავად მათი სიმართლისა თუ არამართლობისა, არის შეურაცხმყოფელი ან ცილისწამებლური და არ ემსახურება მოსაზრებებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზანს. აღნიშნული პრეცედენტის გამოყენებას მოცემულ საქმეში, მიღყავს სასამართლო დასკვნამდე რომ განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა, რადგან მათ გამოიყენეს ეს უფლება გადაჭარბებული ფორმით კარიკატურებისა და კომენტარების გზით, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დაინტერესებული პირებისათვის და რითაც დაირღვა მათი ღირსება და რეპუტაცია. [აღნიშნული კარიკატურები და კომენტარები] არ იყო აუცილებელი სხვებისთვის მოსაზრების ჩამოყალიბებისთვის იმ ფაქტებზე, რომელზეც განმცხადებლებს უნდოდათ ჩივილი და იყო შესაბამისად გაუფასურებული და არ იყო აუცილებელი პროფკავშირების კონტექსტში გამოხატვის თავისუფლების გამოყენებისათვის.”
II. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა
19. კონსტიტუციის რელევანტური დებულებები იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 20
“1. შემდეგი უფლებები უნდა იქნას აღიარებული და დაცული:
(ა) რწმენის, იდეების და მოსაზრებების ზეპირად და წერილობით ან რეპროდუქციის სხვა საშუალებით თავისუფლად გამოხატვისა და გავრცელების უფლება;
...
(დ) მართალი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ნებისმიერი საშუალებებით გადაცემის უფლება ...
2. მოცემული უფლებების გამოყენება არ შეიძლება შეიზღუდოს ნებისმიერი წინასწარი ცენზურით.
...
4. აღნიშნული თავისუფლებები უნდა შეიზღუდოს ამ ნაწილში განმტკიცებული უფლებების დაცვის მიზნით, განმახორციელებელი აქტების ნორმებით და კერძოდ ღირსების უფლებით და პირადი ცხოვრების უფლებით და ვინმეს მოწონების გამოყენების კონტროლისთვის და ახალგაზრდების და ბავშვების დასაცავად.”
მუხლი 28
“1. ნებისმიერს უნდა ქონდეს თავისუფალი გაერთიანების უფლება....გაერთიანების თავისუფლება უნდა გულისხმობდეს პროფესიული კავშირის შექმნის ან მის მიერ არჩეულ კავშირში გაერთიანების უფლებას და პროფკავშირების უფლებას დააფუძნონ კონფედერაცია და შექმნან ან გაერთიანდნენ საერთაშორისო პროფესიული კავშირების ორგანიზაციაში. არავინ არ შიეძლება აიძულონ გაერთიანდეს პროფესიულ კავშირში.
...”
20. შრომითი რეგულაციების (დამტკიცებულია სამეფო საკანონმდებლო დეკრეტით ნო. 1/1995 1995 წლის 24 მარტს) შესაბამისი დებულებები იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 54 - გათავისუფლება დისციპლინური საფუძვლებით
“1. განმცხადებელმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ გააუქმოს შრომითი ხელშეკრულება თანამშრომლის გათავისუფლებით მისი მხრიდან ვალდებულებების სერიოზული და დაუდევარი შეუსრულებლობის გამო.
2. საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობა უნდა მოიცავდეს:
...
(ც) ზეპირ და ფიზიკურ თავდასხმას დამსაქმებელზე ან პირებზე რომლებიც მუშაობენ კომპანიაში ან ოჯახის წევრებზე რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ.”
მუხლი 55 § 7
“დასაბუთებული გათავისუფლება უნდა გულისხმობდეს კონტრაქტის გაუქმებას ნებისმიერი კომპენსაციის გარეშე....”
III. შესაბამისი საერთაშორისო აქტები და პრაქტიკა
A. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
21. 1971 წლის 23 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზოგადმა კონფერენციამ მიიღო Nო. 143 რეკომენდაცია თანამშრომელთა წარმომადგენლების შესახებ, რომლის მე-15 პუნქტი იკითხება შემდეგნაირად:
“(1) მშრომელთა წარმომადგენლები რომლებიც მოქმედებენ პროფესიული კავშირის სახელით უნდა იყვნენ უფლებამოსილნი განათავსონ პროფკავშირის ინფორმაცია იმ ადგილებზე, რომლებიც შეთანხმებულია მენეჯმენტთან და რის მიმართაც მშრომელებს აქვთ მარტივი ხელმისაწვდომობა.
(2) მენეჯმენტმა უნდა დაუშვას მშრომელთა წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ პროფკავშირების სახელით რათა მათ გაავრცელონ საინფორმაციო ფურცლები, პამპლეტები, გამოცემლობები და პროფკავშირების სხვა დოკუმენტები მშრომელებს შორის.
(3) კავშირის შეტყობინებები და დოკუმენტები, რომლებიც მითითებულია ამ პარაგრაფში უნდა ეხებოდეს პროფკავშირის ნორმალურ საქმიანობას და მისმა გამოქვეყნებამ და გავრცელებამ არ უნდა შეუშალონ ხელი ჩვეულებრივ საქმიანობას.”
22. მის 54-ე სესიაზე, 1970 წლის ივნისში, შრომის საერთაშორისო კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია პროფკავშირების უფლებების შესახებ და მათთან დაკავშირებულ სამოქალაქო თავისუფლებებთან დაკავშირებით. კონფერენციამ პირდაპირ გაითვალისწინა იმ ფუნდამენტური უფლებების ჩამონათვალი, რომლებიც უმნიშვნელოვანესია გაერთაინების თავისუფლების გამოყენებისთვის, კერძოდ: (ა) პირის თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება თვითნებური დაპატიმრების და დაკავებისაგან დასაცავად; (ბ) მოსაზრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძოდ ჩარევისგან თავისუფლად მოსაზრების ქონის უფლება და უფლება მოითხოვოს, მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია ან იდეები მედიის ნებისმიერი საშუალებით და საზღვრების მიუხედავად; (გ) შეკრების თავისუფლება; (დ) სამართლიანი სასამართლოს უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ; და (ე) პროფკავშირების საკუთრების და დაცვის უფლება.
23. 1994 წელს ILO-მ გამოსცა ანგარიში სათაურით “გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება: პროფკავშირების უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.” ანგარიშის რელევანტური ნაწილები იკითხება შემდეგნაირად:
“ნაწილი I. გაერთიანების თავისუფლება და აღიარების უფლების დაცვა
თავი II. პროფკავშირების უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები
შესავალი
...
24. ფილადელფიის დელკარაციამ...ოფიციალურად აღიარა კავშირი სამოქალაქო თავისუფლებებსა და პროფკავშირების უფლებებს შორის I(ბ) მუხლში გაცხადებით რომ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი სტაბილური პროგრესისთვის და II(ა) მუხლზე მითითებით, რომლის მიხედვით ფუნდამენტური უფლებები ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია. მას მერე, აღნიშნული კავშირი რამდენჯერმე აღიარებულ იქნა და ყურადღება გამახვილდა, როგორც ILO-ს საზედამხედველო ორგანოების მიერ ისე კონვენციებში, რეკომენდაციებსა და რეზოლუციებში, რომლებიც მიღებულია შრომის საერთაშორისო კონფერენციის მიერ.
...
27. არსებული ინფორმაცია, კერძოდ გაერთიანების თავისუფლების კომიტეტისადმი წარდგენილი საჩივრების ხასიათის შესახებ, აჩვენებს რომ ძირითადი სირთულეები, რომლებსაც პროფკავშირები, მათი ლიდერები და წევრები აწყდებიან დაკავშირებულია ძირითად უფლებებთან, კერძოდ ფიზიკური უსაფრთხოების უფლებასთან, შეკრების თავისუფლებასთან, აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პროფკავშირების საკუთრებისა და უძრავი ქონების დაცვის უფლებასთან.
...
აზრის და გამოხატვის თავისუფლება
38. პროფკავშირების უფლებების კიდევ ერთი ძირითადი საკითხი არის აზრის გამოხატვის უფლება პრესისა და სხვა საშუალებებით. პროფკავშირების უფლებების სრული გამოყენება გულისხმობს ინფორმაციის, აზრების და იდეების თავისუფალ გავრცელებას და იმას რომ მუშაკებმა, თანამშრომლებმა და მათმა ორგანიზაციებმა უნდა ისარგებლონ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით მათ შეხვედრებზე, მათ გამოცემებში და მათ სხვა საქმიანობის ფარგლებში. იმ საქმეებში სადაც პროფკავშირების გამოცემა ექვემდებარება ლიცენზიის გაცემას, სავალდებულო ლიცენზირება არ უნდა იყოს მხოლოდ ლიცენზიის გამცემი ორგანოების დისკრეცია, არც იგი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც გამოცემის შინაარსზე წინასწარი შეზღუდვების დაწესების საშუალება. ამასთან ერთად, ნებისმიერი განცხადება აღნიშნულ ლიცენზიაზე უნდა განხილულ იქნეს დაყოვნების გარეშე...ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები - ასე მაგალითად, პროფკავშირების გაზეთზე გაცემული ლიცენზიის ჩამორთმევა, გამომცემელი საშუალებების და ტექნიკის კონტროლი ან ქაღალდის უზრუნველყოფის კონტროლი - უნდა იყოს დროული და დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლის ობიექტი.
39. გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ასპექტი არის დელეგატების სიტყვის თავისუფლება მშრომელთა და თანამშრომელთა ორგანიზაციის შეხვედრებზე, კონფერენციებზე და გაერთიანებებზე და კერძოდ შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე.
...
43. კომიტეტი მიიჩნევს რომ შრომის საერთაშორისო კონვენციებში მოცემული გარანტიები, კერძოდ, ისინი რომლებიც შეეხება გაერთიანების თავისუფლებას შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს ეფექტური თუ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები განმტკიცებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებში, კერძოდ, საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ნათლად აღიარებული და დაცულია. აღნიშნული ხელშეუხებელი და უნივერსალური პრინციპები, რომელთა მნიშვნელობაზე კომიტეტს სურს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს, კერძოდ ILO შექმნის 75-ე წლისთავისა და ფილადელფიის დეკლარაციის 50-ე წლისთავის გათვალისწინებით, უნდა წარმოადგენდეს საერთო იდეალს, რომლის მიმართაც ყველა ხალხი და ერი მიისწრაფის.“
24. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და პრინციპების დაიჯესტის მეხუთე გამოცემა (გადამუშავებული), რომელიც გამოცემულ იქნა 2006 წელს, შეიცავს პრინციპების გაერთიანებას, რომელიც ჩამოყალიბდა კომიტეტის მიერ ინდივიდუალური და კოლექტიური საჩივრების კონტექსტში პროფკავშირების უფლებების სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ზოგადი პრინციპები აზრისა და გამოხატვის თავისუფლებებთან დაკავშირებით მოიცავს შემდეგს:
“154. პროფკავშირების უფლებების სრული რეალიზაცია მოითხოვს ინფორმაციის, მოსაზრებების და იდეების თავისუფალ გავრცელებას და ამასთან დაკავშირებით მშრომელები, თანამშრომლები და მათი ორგანიზაციები უნდა სარგებლობდნენ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით მათ შეხვედრებზე, მათ გამოცემებში და პროფკავშირების საქმიანობების დროს. ამის მიუხედავად, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის დროს პროფაკავშირების ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან შესაბამისი შეზღუდვები და თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებისაგან (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 152; 304-ე ანგარიში, საქმე Nო. 1850, პარაგრაფი 210; 306 ანგარიში, Case. 1885, პარაგრაფი 140; 309-ე ანგარიში, საქმე N#1945, პარაგრაფი 67; 324-ე ანგარიში, საქმე #2014, პარაგრაფი 925; და 336-ე ანგარიში, საქმე #2340, პარაგრაფი 652.)
155. აზრის გამოხატვის უფლება პრესისა და სხვა საშუალებებით არის მნიშვნელოვანი ასპექტი პროფკავშირების უფლებებისთვის. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 153; 299-ე ანგარიში, საქმე Nო. 1640/1646, პარაგრაფი 150; 302-ე ანგარიში, საქმე Nო. 1817, პარაგრაფი 324; 324-ე ანგარიში, საქმე Nო. 2065, პარაგრაფი 131; 327-ე ანგარიში, საქმე Nო.2147, პარაგრაფი 865; 328-ე ანგარიში, საქმე Nო. 1961, პარაგრაფი 42; 332-ე ანგარიში, საქმე N Nო.2090, პარაგრაფი 354; და 333-ე ანგარიში, საქმე Nო. 2272, პარაგრაფი 539.)
156. აზრის გამოხატვის თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე პრესის საშუალებით არის პროფესიული ორგანიზაციების უფლებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 154.)
157. გამოხატვის თავისუფლება, რომლითაც უნდა ისარგებლონ პროფესიულმა კავშირებმა და მათმა ლიდერებმა აგრეთვე უნდა იყოს გარანტირებული როდესაც მათ სურთ გააკრიტიკონ მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 155.)
...
163. პოსტერების განთავსების აკრძალვა, რომლებიც გამოხატავენ ცენტრალური პროფკავშირის ორგანიზაციის აზრს მიუღებელი შეზღუდვაა პროფკავშირების საქმიანობის. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 467.)
...
166. გამოცემა და დისტრიბუცია ახალი ამბების და ინფორმაციის, რომელიც შეეხება ზოგად და სპეციალურ ინტერესს პროფკავშირისთვის და მათი წევრებისთვის წარმოადგენს პროფკავშირის ლეგიტიმურ საქმიანობას და იმ ღონისძიების გამოყენება, რომლებიც მოწოდებულია აკონტროლონ პუბლიკაცია და ინფორმაციის გავრცელების საშუალებები შეიძლება გულისხმობდეს სერიოზულ ჩარევას აღნიშნულ საქმიანობაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. მოცემულ საქმეებში, ადმინისტრაციული უფლებამოსილების გამოყენება უნდა დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს რაც შეიძლება ადრეულ მომენტში. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 161; 320-ე ანგარიში, საქმე N Nო.2031, პარაგრაფი 172; და 327-ე ანგარიში, საქმე Nო.1787, პარაგრაფი 341.)
...
168. ზოგადი ცენზურის გამოყენება წარმოადგენს რა საკითხს რომელიც დაკავშირებულია სამოქალაქო თავისუფლებებთან, ვიდრე პროფკავშირის უფლებებთან, პრესის ცენზურას ინდუსტრიული დავის დროს შეიძლება პირდაპირი გავლენა ქონდეს დავის წარმართვასთან და შეიძლება წინასწარ ცუდად განაწყონ მხარეები, არ დაუშვან რა დავასთან დაკავშირებული მართალი ფაქტების განსაჯაროება. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 163.)
169. როდესაც ახდენენ საკუთარი გამოცემების გამოშვებას, პროფკავშირების ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, პროფესიული კავშირების მოძრაობის განვითარების ინტერესები, შრომის საერთაშორისო კონფერენციის 35-ე სესიაზე (1952) გაცხადებული პრინციპები პროფკავშირების მოძრაობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ და უნდა დაიცვან მათი ფუნდამენტური მიზანი, რომელიც გახლავთ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა ყველა მუშაკისათვის. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 165.)
170. იმ შემთხვევაში, როდესაც პროფკავშირების გაზეთმა, მის მინიშნებებსა და ბრალდებებში მთავრობის წინააღმდეგ, თუ გასცდნენ პოლემიკის დასაშვებ საზღვრებს, კომიტეტმა მიუთითა რომ პროფკავშირებმა ამ გამოცემებში თავი უნდა შეიკავონ ენის მფლანგველობით. ასეთი ტიპის გამოცემების პირველადი როლი უნდა იყოს იმ საკითხების განხილვა, რომლებიც უმნიშვნელოვანესწილად დაკავშირებულია კავშირის წევრების ინტერესების დაცვასა და განვითარებასთან კერძოდ და შრომით საკითებთან ზოგადად. ამის მიუხედავად, კომიტეტმა აღიარა რომ რთულია ნათელი ხაზის გავლება იმას შორის თუ რა არის პოლიტიკური და რა არის მკაცრად პროფკავშირული ხასიათის. მან აღნიშნა რომ ეს ორი ცნება ერთმანეთში ირევა და გარდაუვალია და ზოგჯერ ნორმალურიც პროფკავშირების გამოცემებისთვის დაიკავონ პოზიცია ისეთ საკითხებზე, რომლებსაც პოლიტიკური ასპექტები აქვთ, ისევე როგორც მკაცრად ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე. (იხილეთ 1996 წლის დაიჯესტი, პარაგრაფი 166.)“
B. ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო
25. ამერიკის კონვენციას აქვს სპეციალური ოქმი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, „სან-სალვადორის ოქმი“. იგი მიღებული და გახსნილია ხელმოსაწერად 1988 წლის 17 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1999 წლის 16 ნოემბერს. ოქმის მე-8 მუხლი, რომელიც დასათაურებულია როგორც „პროფკავშირების უფლებები“ იკითხება შემდეგნაირად:
“1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ რომ:
ა. მშრომელთა უფლებები აღიარებულ იქნას პროფესიული კავშირებზე და გაერთიანდნენ კავშირში მათი არჩევანით მათი ინტერსების დაცვისა და განვითარების მიზნით. როგორც ამ უფლების გაგრძელება, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა დაუშვან პროფკავშირები შექმნან ეროვნული ფედერაციები ან კონფედერაციები ან შეუერთდნენ უკვე არსებულებთან, ისევე როგორც შექმნან საერთაშორისო პროფესიული კავშირის ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათი ნებით უკვე არსებულთან. მონაწილე სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა დაუშვან პროფესიულ კავშირებს, ფედერაციებსა და კონფედერაციებს იფუნქციონირონ თავისუფლად;
ბ. გაფიცვის უფლება.
2. ზემოთ მოცემული უფლებების გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შეზღუდვებით, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, იმის გათვალისწინებით რომ მოცემული შეზღუდვები არის დამახასიათებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და აუცილებელია საჯარო წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის დასაცავად. სამხედრო ძალების წარმომადგენლები, პოლიციისა და საზოგადოების სხვა აუცილებელი სერვისები შეიძლება იყვნენ კანონით დადგენილი ლიმიტაციისა და შეზღუდვების ობიექტები.
3. არავინ შეიძლება აიძულონ მიეკუთვნებოდეს პროფესიულ კავშირს.“
26. ინტერ-ამერიკის სასამართლომ მის OC -5/85 სარეკომენდაციო მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ ხასიათზე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის, სხვა საკითხებთან ერთად იმაზე ხაზგასმით რომ გამოხატვის თავისუფლება იყო სინე ქუა ნონ პროფესიული გაერთიანებების განვითარებისათვის. მან დაადგინა შემდეგი (მოსაზრების 70-ე პარაგრაფი):
“გამოხატვის თავისუფლება ქვაკუთხედია რომელზეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ის არის შეუცვლელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის. ის აგრეთვე არის ცონდიტიო სინე ქუა ნონ პოლიტიკური პარტიების, პროფესიული კავშირების, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციების განვითარებისთვის, და ზოგადად იმათთვის, ვისაც უნდათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. ის წარმოადგენს, მარტივად რომ ითქვას, იმ საშუალებებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, როდესაც აკეთებენ მათ არჩევანს, იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულნი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ საზოგადოება რომელიც არ არის კარგად ინფორმირებული არ არის საზოგადოება, რომელიც სრულყოფილად თავისუფალია.”
IV. შედარებითი სამართალი
27. შედარებითი სამართლის კვლევამ აჩვენა რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დამსაქმებელთა დისციპლინური უფლებამოსილებები საკმაოდ განსხვავდება. განხილულია ოცდათხუთმეტი წევრი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების ურთიერთმიმართება: ყველა მათგანი ითვალისწინებს და არეგულირებს დასაქმებულთა გამოხატვის თავისუფლებასა და პროფესიული გაერთიანების თავისუფლებას, როგორც წესი კონსტიტუციური მნიშვნელობის ნორმების მეშვეობით ან სადაც ამას არ აქვს ადგილი, საკანონმდებლო რეგულაციებით. თანამშრომლები, რომლებიც მოქმედებენ როგორც წარმომადგენლები სარგებლობენ სპეციალური დაცვით, რაც უნდა დაეხმაროს მათ განახორციელონ მათი უფლებამოსილება. რეგულაციები ყველა ქვეყანაში, იმისათვის რომ მოხდეს ამ უფლების განხორციელების თანხვედრა სხვათა უმნიშვნელოვანეს უფლებებთან და თავისუფლებებთან, ადგენს წესებს, რომლებიც ითვალისწინებენ სანქციებს გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებში. უფლებამოსილებები, რომლებიც გააჩნიათ დამქირავებლებს საშუალებას აძლევს მათ, თუ ეს აუცილებელია, გამოიყენონ დისციპლინური ღონისძიებები დასაქმებულის ან თანამშრომლის წინააღმდეგ ვისი მოქმედებაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც არასათანადო გამოყენება მისი გამოხატვის თავისუფლების. სასამართლო პრაქტიკა ამ შემთხვევებში თანმიმდევრულია და აჩვენებს რომ სისტემატურად ხდება პროპორციულობის შემოწმება გათავისუფლებასა და იმ ქმედებას შორის რაზეც ის არის დაფუძნებული.
28. ადგილობრივი სამართლებრივი ინსტრუმენტები ითვალისწინებენ სასჯელს დაქირავებულის ნებისმიერი მოქმედებისთვის, რამაც შეიძლება დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.
რელევანტური წესები, უპირველესყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით, ან დებულებებით რომელიც შეეხება შესაბამისი მოქმედების გამოყენების შესაძლებლობას ბრალეულობის დადგენის მიზნით. უმეტესობა საქმეებში, სისხლის სამართლის ცნებები, როგორიცაა ცილისწამება, ღირსების და რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება ან თავდასხმა საშუალებას მისცემს პირს, რომელიც ამტკიცოს რომ ის არის დაზარალებული, დაიწყოს სამართალწარმოება იმ პირის ბრალეულობის დასადგენად, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.
შრომის კოდექსების წესები ან ნორმები, რომლებიც მოქმედებს საჯარო მოხელეების მიმართ აგრეთვე დაარეგულირებენ თანამშრომლების მიერ გამოხატვის თავისუფლების გამოყენების საკითხს, და თუ ეს აუცილებელია გაითვალისწინებენ სასჯელს ნებისმიერი ბოროტად გამოყენებისათვის. მსგავსი შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს საჯარო პირებზე, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მათ „საჯარო მოხელის“ სტატუსი.
29. დისციპლინური უფლებამოსილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეროგატივაა დამსაქმებლის, არის ის კერძო თუ საჯარო. ამასთან დაკავშირებით დამსაქმებლებს აქვთ ფართო დისკრეცია გამოიყენონ დისციპლინური სანქციები, რომელთა გამოყენებასაც ისინი მიიჩნევენ საუკეთესოდ თანამშრომლის მიმართ წაყენებული ბრალდებისათვის. შესაძლო სანქციების მასშტაბი მოიცავს იმ პირის გათავისუფლების უფლებამოსილებას, რომელმაც დაარღვია კომპანიის ან საჯარო სერვისის ინტერესები. ამის პარალელურად, აღნიშნული გათავისუფლების უფლებამოსილება მოიცავს თანამშრომლის გათავისუფლების იმს საფუძვლებით, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიული კავშირის საქმიანობასთან. გათავისუფლების ღონისძიება შეიძლება დაუფუძნოს გადაცდომას ან ლეგიტიმურ საფუძველს. პირველ შემთხვევაში ის უკავშირდება მოცემულ - იდენტიფიცირებულ - ქმედების ფორმას. მეორე შემთხვევაში კი, ქმედება გათვალისწინებული ზოგადი ფორმით.
30. ყველა განხილული კანონმდებლობა საფუძვლად უდევს გათავისუფლების ღონისძიების პროპორციულობა დასაქმებული პირის ქმედებასთან მიმართებაში.
31. განხილული სახელმწიფოების გამოსაყენებელი კანონი მიუთითებს, რომ თანამშრომლებისა და საჯარო მოხელეებისთვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი ბოროტად გამოყენება ყოველთვის განიხილებოდეს როგორც გასაკიცხი მოქმედება რომელმაც შეიძლება დაასაბუთოს დისციპლინური ღონისძიება, რაც შიძლება იყოს გათავისუფლებაც კი. ამ მიზნისთვის, ობიექტური ხასიათის ფაქტობრივი ელემენტები მიიღება მხედველობაში, ისეთი როგორიცაა: (ი) გადაცდომის სერიოზულობა; (იი) კომენტარების დახასიათება, გამოცემის ფარგლები, აგრეთვე გარკვეული სუბიექტური ელემენტები. ეს უკანასკნელი მოიცავს დასაქმებულის პერსონალურ სიტუაციას, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერ ბოროტად გამოყენებას და საკითხს რამდენად ქმედება ექცევა პროფესიული კავშირის „ნორმალური“ საქმიანობის გარეთ.
32. ყველა შესწავლილ ქვეყანაში ზოგადი ნორმები ნათელია და უშვებს დასაქმებულთა გამოხატვის თავისუფლების დაბალანსებას დასაქმებულის უფლებებსა და პრეროგატივებთან. იმპლემენტაცია უფრო პრობლემურია, რადგან ფუნდამენტური უფლებებზე შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნას თუ, გადაწყვეტილი ღონისძიებების გათვალისწინებით, ის პროპორციულია დასახულ მიზანთან. მხოლოდ ინდივიდუალური საქმისადმი მიდგომით არის შესაძლებელია გააზრებულ იქნას კონკრეტულ შემთხვევაში მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების არსი.
სამართალი
I. კონვენციის მე-11 მუხლის ჭრილში მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
33. განმცხადებლებმა, რომლებიც პროფკავშირ N.A.A.-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები არიან, ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 2002 წლის მარტში მათი გათავისუფლება მოხდა, კავშირის საინფორმაციო გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსის გამო. ისინი აცხადებდნენ რომ კომპანია პ..-მ არ გადაამოწმა მათი ინდივიდუალური მონაწილეობის ფარგლები და პერსონალური პასუხისმგებლობა. ისინი აცხადებდნენ, რომ კავშირის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნების გამო, სამაგიეროს გადახდის სახით ისინი გაათავისუფლეს, და საინფორმაციო გაზეთის სავარაუდო შეურაცხმყოფელმა შინაარსმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. მათი მტკიცებით, კარიკატურებმა და ორმა სტატიამ არ გადააბიჯეს კრიტიკის იმ ზღვარს, რომელიც დაშვებულია კონვენციის მე-10 მუხლით, რადგან სადავო გამონათქვამები გამოყენებულ იქნა სახუმარო ფორმით და არა რაიმე შეურაცხმყოფელი განზრახვით.
განმცხადებლები დაეყრდნენ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებს, რომელთა თანახმადაც:
მუხლი 10
1.“ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2.ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”
მუხლი 11
1.“ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2.დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ...”
A. პალატის გადაწყვეტილება
34. მის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, მას შემდეგ რაც გაიმეორა, ის რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვან საფუძველს, პალატამ აღნიშნა რომ მოცემული თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რაც უნდა გამოყენებულ იქნას მკაცრად; და ნებისმიერი გამონაკლისის აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. მოცემულ საქმეში ჩარევა “გათვალისწინებული იყო კანონით” და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, კერძოდ სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვას. იმისათვის რომ დადგინდეს თუ რამდენად იყო იყო ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლომ უნდა მიუთითოს დავის კონკრეტულ კონტექსტზე, რომელშიც განმცხადებლების მიერ სამართალწარმოება აღძრულ იქნა დასაქმებულის წინააღმდეგ შრომის საკითხების განმხილველ სასამართლოებში. იმ მოსაზრების გაზიარებით, რომ თუ პროფკავშირი ვერ შეძლებდა მისი იდეების გამოხატვას, ის გახდებოდა უშედეგო და უმიზნო, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში ესპანურმა სასამართლოებმა დააბალანსეს კონფლიქტური ინტერესები ეროვნული სამართლის თვალსაზრისით და დაადგინეს, რომ განმცხადებლებმა გადააბიჯეს კრიტიკის დასაშვებ ფარგლებს. ადგილობრივი სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არ შეიძლება ჩაითვალოს არგონივრულად ან თვითნებურად. შესაბამისად პალატამ დაადგინა რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. ამასთან ერთად, მან მიიჩნია რომ დამატებითი საკითხი არ წარმოშობილა კონვენციის მე-11 მუხლთან მიმართებაში.
B. მხარეთა მოსაზრებები
1. განმცხადებლები
35. განმცხადებლებმა აღნიშნეს რომ მათმა დამქირავებელმა, კომპანია პ.-მ, უარი განაცხადა ეცნო განმცხადებლები, როგორც სახელფასო მუშაკები და უარი განაცხადა ასევე შესაბამისი სოციალური უსაფრთხოების დანამატების გამოანგარიშებაზე, მიუხედავად იმისა რომ განმცხადებლების სტატუსი აღიარებულ იქნა ეროვნული სასამართლოების მიერ. განმცხადებლების აზრით პალატამ ვერ შეძლო შესაბამისად გაეთვალისწინებინა მათი პროფკავშირის ხანგრძლივი და კომპლექსური დავა დამქირავებელთან და არა სახელფასო მუშაკთა ასოციაციასთან, რომელიც შექმნილ და მხარდაჭერილ იქნა კომპანიის მიერ, რომელსაც საინფორმაციო გაზეთში მითითებული ორი მოწმე მიეკუთვნებოდა.
36. განმცხადებლებმა აღნიშნეს რომ 2001 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც კავშირ N.A.A გაწევრიანებულმა მუშებმა უარი თქვეს სასამართლოს მიერ მათთან მიმართებაში აღიარებული უფლებების განხორციელებაზე, კომპანია პ..-მ გადაწყვიტა დაესაჯა ისინი ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირების გზით. მათ შესაბამისად მიიჩნიეს, რომ პროფკავშირის საინფორმაციო გაზეთი, რომლის გამოც მოცემული საქმე წარიმართა, უნდა იქნეს აღქმული შესაბამის კონტექსტში, კერძოდ როგორც დამსაქმებლის, და არა სახელფასო მუშაკთა, მხრიდან მომდინარე დევნა და სისტემატური ზეწოლა, იმისათვის რომ აღკვეთილიყო მუშაკთა მოთხოვნების გავრცელება და იმისათვის, რომ დაერწმუნებინათ ისინი უარი ეთქვათ სასამართლოს მიერ აღიარებული უფლებების განხორციელებაზე. განმცხადებლებმა განაცხადეს რომ პ..-ს კადრების უფროსმა სცადა მოესყიდა პროფკავშირების გარკვეული წევრები, რათა დაეწრმუნებინა სხვა თანამშრომლები თავი შეეკავებინათ მათი უფლებების გამოყენებისგან. ადამიანური რესურსების მენეჯერმა სავარაუდოდ შესთავაზა ნაღდი ფული ამ მიზნებისთვის და სახელფასო თანამშრომელთა ასოციაცია, რომელსაც მოწმეები ა. და ბ. მიეკუთვნებიან, შესაბამისად იქცა დამსაქმებლის თანამონაწილედ. საბოლოო შედეგი გახლდათ არა მარტო იმ განმცხადებლების ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გათავისუფლება, რომლებმაც უარი არ თქვეს თავიანთი უფლებების განხორციელებაზე, არამედ პროფკავშირის დაშლაც. განმცხადებლებმა მიიჩნიეს რომ შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევას.
37. განმცხადებლები ამტკიცებდნენ რომ კარიკატურა პროფკავშირის საინფორმაციო გაზეთის ყდაზე, ისევე როგორც ორი სადაო სტატია, მიზნად ისახავდა, რომ ყოფილიყო კრიტიკული და წარმოედგინა ინფორმაცია სახელფასო მოთხოვნებზე დასაქმების ტრიბუნალის წინაშე და არასახელფასო მიმტანების ასოციაციის წევრების საქმიანობაზე. სატირული ნახატებისა და გამონათქვამების გამოყენებამ, რომლებიც შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო, როგორც მკაცრი და შოკის მომგვრელი, არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითა შესაბამის პირთა პერსონალურ ან პირად სფეროზე, არამედ მათ როლზე განსახილველ დავაში. არ ყოფილა არანაირი პერსონალური შეტევა და ნათლად ირონიული ტონი იქნა გამოყენებული, რაც შთაგონებულ იქნა animus jocandi -ს მიერ, და არა animus iniurandi -ს მიერ.
38. განმცხადებლებმა აღნიშნეს რომ სტატიები და ნახატები არ იყო ხელმოწერილი და ეხებოდა დებატებს ექსკლუზიურად დასაქმების და პროფკავშირების საკითხებზე, რომელიც წარიმართა კავშირის კომუნიკაციის ფარგლებში. შესაბამისად თვითნებური იყო იმის მიჩნევა, რომ მისი ყველა წევრი პასუხისმგებელი იყო ამ გამოცემაზე, რამაც შედეგად გამოიწვია ან კოლექტიური ხასიათის დისციპლინური პასუხისმგებლობა ან პოტენციურად უკანონო მოქმედება, პროფესიული კავშირის დაშლის მოთხვნაში, მისი დამფუძნებელი წევრების გათავისუფლებაში კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევით.
39. ბოლოს განმცხადებლებმა, აღნიშნეს რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდებოდა იმის მტკიცება რომ პროფკავშირების საინფორმაციო გაზეთში მოცემულმა კრიტიკამ დაარღვია სხვათა ფუნდამენტური უფლება მათ ღირსებასა და რეპუტაციაზე, ისეთი სასჯელის დაკისრება, როგორიცაა გათავისუფლება, გასცდა აღნიშნული უფლების ლეგიტიმური დაცვის ფარგლებს და იყო დისპროპორციული დასახულ მიზანთან მიმართებაში.
2. მთავრობა
(ა)ფაქტები
40. მთავრობამ აღნიშნა, განმცხადებლების გაცხადების საწინააღმდეგოდ, რომლებიც აღნიშნული იყო საქმის დიდი პალატისთვის გადაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნაში, რომ საინფორმაციო გაზეთში გაკრიტიკებული “კავშირის მარწმუნებლები” არ იყვნენ მუშაკები, რომლებიც დამსაქმებელმა “გაათავისუფლა მუშაობის ვალდებულებისგან” იმის სანაცვლოდ, რომ “მათ ემოქმედათ კომპანიის სასარგებლოდ”. მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ისინი არ იყვნენ დაფინანსებული დამსაქმებლის მიერ და გათავისუფლების დროს მათთვის ხელფასის მიცემა პროფკავშირის ვალდებულებების შესასრულებლად, გახლდათ კანონმდებლობის მოთხოვნა (შრომითი რეგულაციების 68-ე მუხლის მიხედვით).
(ბ) საჩივარი კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში
41. მთავრობამ აღიარა რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მოხდეს კერძო სამართლის მიხედვით ურთიერთობის კონტექსტშიც; ამავე დროს, ამ საქმეში საკითხი იმ კუთხით კი არ დგას სახელმწიფომ განახორციელა თუ არა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა, არამედ შეასრულა თუ არა პოტენციურად მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლება
42. მთავრობამ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა დამსაქმებელზე ან თანამშრომელზე შეურაცხყოფის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო კანონით და შეესაბამებოდა დასახულ მიზანს: სხვათა რეპუტაციის დაცვას. ესპანურმა სასამართლოებმა მიიჩნიეს რომ განმცხადებლები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების გამოყენების შემადგენელ შეზღუდვებს, იმ თვალსაზრისით რომ დააზარალეს დამსაქმებლის და სხვა მუშაკების რეპუტაცია. კომენტარები არ გამოქვეყნებულა მედიაში, მაგრამ გავრცელდა კომპანიაში და შეეხებოდა ინდივიდებს ვინც იქ მუშაობდნენ, კერძოდ კადრების უფროსს და მუშაკ კოლეგებს, შესაბამისად პირებს, რომლებსაც საჯარო ფუნქციები არ გააჩნდათ. დაშვებული კრიტიკის ფარგლები შედარებით ვიწრო იყო კერძო პირებთან მიმართებაში, ვიდრე ხელისუფლების თუ საჯარო ინსტიტუტებთან მიმართებაში. (კონტრასტისთვის იხ. DInk v. Turkey, nos. 2668/07, 6102/08, 30079/08, 7072/09 da 7124/09, § 133, ECHR 2010...). ზიანი, რაც მიადგა შესაბამისი პირების რეპუტაციას, კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა საინფორმაციო გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პოტენციური მკითხველი იცნობდა გაკრიტიკებულ და გაშარჟებულ ინდივიდებს.
43. განმცხადებლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს ბეჭდვით საშუალებაში (და არა ზეპირი და სპონტანური მოსაზრებების გაცვლის კონტექსტში), რომლის ცირკულირებაც მოხდა კომპანიის შიგნით, კავშირის საინფორმაციო გაზეთისა და საინფორმაციო დაფის გამოყენებით. შესაბამისად ეს იყო კარგად გააზრებული მოქმედება განმცხადებლების მხრიდან, რომლებიც სრულად იყვნენ ინფორმირებული იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვებოდა მათ მოქმედებას და თუ რა პოტენციური ზიანი შეიძლებოდა მიყენებოდა სხვათა რეპუტაციას.
44. რაც შეეხება განმცხადებლების კომენტარების შინაარსს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მასში არ იყო არანაირი მოსაზრება ან ანალიზი ზოგადი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით (კონტრასტისთვის Fuentes Bobo v. Spain, no. 39293/98, 29 თებერვალი 2000), არამედ როგორც ეს იყო საქმეში De Diego Nafría v. Spain (no. 46833/99, 14 მარტი 2002), კომენტარები გაკეთდა მკაცრად პროფესიული დავის კონტექსტში კომპანიასთან, სადაც განმცხადებლები მუშაობდნენ. მეტიც, მათ არ შეუტანიათ წვლილი დებატებში კავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა კომპანიის ყველა თანამშრომელს, არამედ გამოიხატა რეაქციაში იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩვენება მისცეს განმცხადებლების წინააღმდეგ სასამართლო წარმოების დროს, რითაც მათ ლეგიტიმურად ისარგებლეს მათი ინდივიდუალური უფლებებით.
45. ესპანეთის სასამართლოებმა აირჩიეს მოსაზრება რომ ნებისმიერი ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც შესაძლოა დოკუმენტი შეიცავდა, გამოხატულ იქნა შეურაცხყოფებით, დამამცირებლად გამონათქვამებით, რომ შესაბამისი პირები გასცემდნენ “სექსუალურ წყალობებს” სხვა სახის წყალობების საპასუხოდ და ისინი მოხსენიებულნი იყვნენ, როგორც “ქურდები”. Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France ([GC], nos. 21279/02 36448/02, ECHR 2007 XI), საქმეში ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ იცავს მსგავს კომენტარებს პოლიტიკაში საჯარო პირებთან დაკავშირებით; ხსენებული ასევე ეხებოდა სიტუაციას, როდესაც კომენტარები ეხებოდა კერძო ინდივიდებს.
46. რაც შეეხება კარიკატურებს, მოცემული საქმე რადიკალურად განსხვავდებოდა Vereinigung Bildender Künstler v. Austria (no. 68354/01, ECHR 2007 II) საქმისაგან. აქ ადგილი არ ჰქონდა დემოკრატიული საჯარო მოსაზრების ჩამოყალიბებას, რომელიც გამოხატული იქნებოდა ხელოვნების გამოყენებით, არამედ სახეზე იყო მხოლოდ დამსაქმებელ-დასაქმებულ შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებული კრიტიკა.
47. მთავრობამ აირჩია მოსაზრება, Constantinescu v. Romania (no. 28871/95, §§ 72-75, ECHR 2000 VIII) საქმეზე დაყრდნობით, რომ სხვათა რეპუტაციისადმი ზიანის არსებობა, განმცხადებლების მიერ მათი გამოხატვის თავისუფლების გამოყენების დროს არ შეიძლება დასაბუთდეს მათი კავშირში საქმიანობით. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები აგრეთვე გამოიყენებოდა კავშირის წარმომადგენლებისთვის.
48. მთავრობამ განაცხადა რომ დაკისრებული სასჯელის ხასიათი და სიმკაცრე, აგრეთვე უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შეღუდვის პროპორციულობის შეფასებისთვის. Diego Nafria გადაწყვეტილებაში, რომელიც ქვემოთ არის მოხსენიებული, სასამართლომ დაადგინა რომ მიუხედავად იმისა რომ გათავისუფლებას ჰქონდა სერიოზული შედეგები იმ მუშაკისთვის ვინც გადააბიჯა კრიტიკის დაშვებულ ზღვარს, შეზღუდვის პროპორციულობის შეფასების დროს აუცილებელი იყო მხედველობაში მიღებულიყო კონკრეტული საქმის ყველა გარემოება. მოცემულ საქმეში, ესპანურმა სასამართლოებმა გააანალიზეს ის პირდაპირი ზიანი, რომელიც მიადგა საინფორმაციო გაზეთში აღნიშნული პირების რეპუტაციას, შეურაცხმყოფელი კომენტარებითა და გამოსახულებებით. იმ შემთხვევაშიც კი თუ განმცხადებლების მოსაზრებები შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ისინი გამოხატულ იქნა შეურაცხმყოფელი ფორმით, და გაცხადებულ იქნა წერილობითი ფორმით.
49. მთავრობამ შესაბამისად დაასკვნა რომ განსახილველი შეზღუდვა დასაბუთებული იყო შესაბამისი კანონიერი მიზნით და პროპორციული იყო დასახულ მიზანთან მიმართებაში.
(ც) საჩივარი კონვენციის მე-11 მუხლთან მიმართებაში
50. მთავრობის მტკიცებით, აღნიშნული საჩივარი არ უნდა განხილულიყო ცალკე, არამედ მე-10 მუხლთან დაკავშირებულ საჩივართან ერთობლიობაში. რეალობაში განმცხადებლები თითქოსდა ამტკიცებდნენ, რომ გამონათქვამები, რომლებმაც გამოიწვიეს მათი ხელშეკრულებების შეწყვეტა უნდა განხილულიყო მათ მიერ კავშირში საქმიანობის კონტექსტში. ამავე დროს, პროფესიული კავშირის შექმნისა და გაერთიანების უფლებას არ შეხებია დამქირავებლის გადაწყვეტილება, რაც დადასტურდა სასამართლოების მიერ; ის რაც უნდა განხილულიყო ამ საქმეში იყო კავშირის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და შესაბამისი შეზღუდვების მართლზომიერება.
51. კონვენციის მე-11 მუხლით აღიარებული თავისუფლება აწესებს დაცვის პოზიტიურ ვალდებულებებს სახელმწიფოზე, მათ შორის იმას, რომელიც დაკავშირებულია პერსონალური მოსაზრებების შესაძლებლობებთან. ამავე დროს, აღნიშნული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევა იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გაერთიანების თავისუფლებაზე მოხდებოდა ზემოქმედება (იხილეთ, კონკრეტულად, Gustafsson v. Sweden, 25 აპრილი 1996, § 52, სასამართლოს გადაწყვეტილებების ანგარიშები 1996 II). განმცხადებლებმა ვერ დაადასტურეს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი, სხვა კავშირებისგან განსხვავებით, გახლდათ სამაგიეროს მიზღვა კონკრეტული პროფკავშირებისთვის. შეურაცხმყოფელმა საინფორმაციო გაზეთმა მარტივად გააკრიტიკა კავშირის გარკვეული წარმომადგენლების ჩვენებები, იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა განმცხადებლებს პერსონალურად, და შეადარა კონკრეტული პირების მიერ მიცემულ ჩვენებები, სექსუალურ წყალობებს და ქურდობას. შესაბამისად ადგილი არ ჰქონია გაერთიანების თავისუფლების დარღვევას. საკითხი ეხება მხოლო კავშირის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და დაწესებული შეზღუდვების მართლზომიერებას, რაც უნდა განხილულიყო მხოლოდ კონვენციის მე-10 მუხლთან მიმათებაში.
ჩ. სასამართლოს შეფასება
1. დებულებები, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ საქმეში
52. დასაწყისშივე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის ფაქტები ისეთია, რომ გამოხატვის თავისუფლების საკითხი ახლოს არის დაკავშირებული გაერთიანების თავისუფლებასთან, პროფკავშირების კონტექსტში. სასამართლო ამასთან კავშირში იმეორებს რომ პერსონალური მოსაზრების დაცვა, როგორც ეს გარანტირებულია მე-10 მუხლით, არის ერთ-ერთი მიზანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, როგორც ეს მოცემულია მე-11 მუხლში. (იხილეთ Ezelin v. France, 26 aprili 1991, § 37, Series A no. 202, da Barraco v. France, no. 31684/05, § 27, ECHR 2009 ...). მხარეებმა, ამავე დროს, წარადგინეს არგუმენტები ორივე დებულებასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებლების საჩივარი ძირითადად დაკავშირებულია მათი, როგორც პროფესიული კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების გათავისუფლებასთან, იმის გამო, რომ მათ გამოქაქვეყნეს და საჯარო გახადეს განსახილველი სტატიები და კარიკატურები. ამასთან ერთად, ადგილობრივმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს დადასტურებულად ის ფაქტი, რომ განმცხადებლები გათავისუფლდნენ პროფესიულ კავშირისადმი კუთვნილების გამო. სასამართლოებმა მიუთითეს გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე შრომითი ურთიერთობების კონტექსტში და აღნიშნეს რომ ეს უფლება არ იყო შეუზღუდავი, შრომითი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი გარკვეული თავისებურებების გამო. უფრო მეტიც, კატალონიის მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორი სხვა მიმტანის გათავისუფლება მოხდა შრომითი რეგულაციების 54-ე მუხლის პირველი და მე-2 (ც) პუნქტების დარღვევით, რადგან ისინი იყვნენ გათავისუფლებულნი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განსახილველი საიფორმაციო გაზეთის გამოცემისა და დისტრიბუციის დროს. ეს გულისხმობდა იმას, რომ არ შეიძლება მიჩნეულიყო რომ ისინი მონაწილეობდნენ საინფორმაციო გაზეთის გამოცემასა და დისტრიბუციაში ან სხვაგვარად, რომ ითქვას, იყვნენ ერთობლივად პასუხისმგებელნი იმ ზიანისთვის, რაც მიადგა შესაბამის პირთა ღირსებას. დასაქმების ტრიბუნალმა შეცდომით აღნიშნა იმ ფაქტის შესახებ, რომ ისინი კვლავ იყვნენ შესაბამისი პროფკავშირის წევრები. (იხილეთ მე-15 პარაგრაფი ზემოთ). ეს ადასტურებს იმას რომ განმცხადებელთა პროფკავშირში წევრობას არ უთამაშია გადამწყვეტი როლი მათ გათავისუფლებაში.
შესაბამისად სასამართლო უფრო ადექვატურად მიიჩნევს ფაქტების განხილვას მე-10 მუხლთან მიმართებაში, რაც მიუხედავად ყველაფრისა განმარტებული იქნება მე-11 მუხლის ჭრილში. (იხილეთ Women On Waves and Others v. Portugal, no. 31276/05, § 28, ECHR 2009 ... (ამონარიდები)).
2. კონვენციის მე-10 მუხლთან შესაბამისობა მე-11 მუხლის ჭრილში
(ა) ზოგადი პრინციპები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
53. გამოხატვის თავისუფლება წარმოდგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს დემოკრატიული საზოგადოებისათვის და ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვით-რეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ის გამოიყენება არა მარტო იმ “ინფორმაციის” ან “იდეების” მიმართ რომელიც ხელსაყრელად მიიღება ან მიჩნეულია როგორც არა შეურაცხმყოფელი ან როგორც უმნიშვნელო, არამედ აგრეთვე იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც შეურაცხყოფს, შოკისმოგვრელია და ამაღელვებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართეთვალთახედვის მოთხოვნები, რის გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება”. როგორც ეს გათვალისწინებულია მე-10 მუხლში, მოცემული თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რაც ამავე დროს უნდა გამოყენებულ იქნეს მკაცრად და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა დამტკიცდეს დამაჯერებლად (იხილეთ, სხვა სწყაროებთან ერთად, Lindon, Otchakovsky-Laurens and July, ციტირებული ზემოთ). ამასთან ერთად, მე-10 მუხლი იცავს არა მარტო გამოხატული იდეებისა და ინფორმაციის შინაარსს, არამედ აგრეთვე იმ ფორმას, რომლითაც ისინი იყო გავრცელებული (იხილეთ De Haes and Gijsels v. Belgium, 24 თებერვალი 1997, § 48, Reports 1997 I).
54. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სწორი ბალანსის დაცვას სხვადასხვა ინტერესებს შორის. ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მათი პირდაპირი და განგრძობადი კონტაქტის გამო სახელმწიფოთა სასამართლოები უკეთესო პოზიციაში არიან, ვიდრე საერთაშორისო სასამართლო, იმის დასადგენად თუ როგორ მოხდეს, კონკრეტულ დროში, სწორი ბალანსის დაცვა. ამის გამო, კონვენციის მე-10 მუხლთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, მონაწილე სახელმწიფოებ სარგებლობენ გარკვეული შეფასების თავისუფლებით, მოცემული მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობისა და ფარგლების დასადგენად. (იხილეთ Tammer v. Estonia, no. 41205/98, § 60, ECHR 2001 I, da Pedersen and Baadsgaard v. Denmark [GC], no. 49017/99, § 68, ECHR 2004 XI).
55. ამავე დროს, შეფასების ფარგლებზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპული სასამართლო, კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შეფასების გზით, მათ შორის იგულისხმება ის გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებულია დამოუკიდებელი სასამარლოს მიერ (იხილეთ, mutatis mutandis, Peck v. the United Kingdom, no. 44647/98, § 77, ECHR 2003 I, da Karhuvaara and Iltalehti v. Finland, no. 53678/00, § 38, ECHR 2004 X). სასამართლოს ფუნქცია მის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების დროს არ არის ეროვნული ხელისუფლების ადგილის დაკავება, არამედ ის რომ განიხილოს, საქმის ერთიანობაში განხილვით, რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს კონვენციის იმ დებულებებს, რომლებსაც ისინი დაეყრდნენ, ის გადაწყვეტილებები რომლებიც მათ მიიღეს მათი შეფასების თავისუფლების ფარგლებში (იხილეთ Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 60, ECHR 1999 III; Petrenco v. Moldova, no. 20928/05, § 54, 30 marti 2010; Polanco Torres and Movilla Polanco v. Spain, no. 34147/06, § 41, 21 სექტემბერი 2010; და Petrov v. Bulgaria (dec.), no. 27103/04, 2 ნოემბერი 2010).
56. სასამართლო მიიჩნევს რომ პროფკავშირის წევრებს უნდა შეძლებოდათ გამოეხატათ მათ დამქირავებლისთვის მათი მოთხოვნები, რომლითაც ისინი ცდილობნენ გაეუმჯობესებინათ მშრომელთა სიტუაცია კომპანიაში. ამასთან მიმართებაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინტერ-ამერიკის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მის Oჩ-5/85193 სარეკომენდაციო მოსაზრებაში აღნიშნა რომ გამოხატვის თავისუფლება იყო “a conditio sine qua non პროფესიული კავშირების განვითარებისათვის” (იხილეთ 26-ე პარაგრაფი ზემოთ; აგრეთვე იხილეთ 24-ე პარაგრაფი და კონკრეტულ საკითხზე პუნქტი 155). პროფესიული კავშირი, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი იდეები თავისუფლად ამასთან დაკავშირებით, მართლაც მოკლებული იქნება მოქმედების უმნიშვნელოვანესი საშუალებებს. შედეგად, ეფექტური და აზრიანი ხასიათის პროფესიული კავშირების უფლებების უზრუნველსაყოფად, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ დისპროპორცულმა სანქციებმა არ გადაათქმევინონ პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს, იზრუნონ საკუთარი წევრების ინტერესების გამოხატვისა და დაცვისათვის. პროფკავშირების მოსაზრებების გამოხატვა შეიძლება მოხდეს საინფორმაციო ფურცლების, პამფლეტების, გამოცემების და სხვა დოკუმენტების სახით, რომელთა დისტრიბუცია მშრომელთა წარმომადგენლების მიერ შესაბამისად უნდა იყოს ნებადართილი მენეჯმენტის მიერ, როგორც ეს გათვალისწინებულია შრომის საერთაშორისო კონფერენციის მიერ მის 1971 წლის 23 ივნისის #143 რეკომენდაციაში (იხილეთ 21-ე პარაგრაფი ზემოთ).
57. მოცემულ საქმეში ესპანურ სასამართლოებს მოეთხოვებოდათ დაებალანსებინათ განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლება, როგორც ეს გარანტირებულია კონვენციის მე-10 მუხლით ბ-ნი გ-ს, ბ-ნი ა.-ს და ბ-ნი ბ.-ს პატივისა და ღირსების უფლების საწინააღმდეგოდ (იხილეთ 15-18 პარაგრაფები ზემოთ) შრომითი ურთიერთობების კონტექსტში. კონვენციის მე-10 მუხლი არ ითვალისწინებს გამოხატვის შეუზღუდავ თავისუფლებას და სხვათა რეპუტაციის დაცვის უფლება, მოცემულ საქმეში კი იმ პირთა რეპუტაცია რომელთა წინააღმდეგაც იყო მიმართული კარიკატურები და ტექსტი, წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც უშვებს აღნიშნული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. თუ ადგილობრივი სასამართლოთა გადაწყვეტილებების დასაბუთება, პირის რეპუტაციასთან მიმართებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით, არის შესაფერისი და თანმიმდევრული იმ კრიტერიუმთან, რომელიც დადგენილია ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, სასამართლო მოითხოვს საფუძვლიან არგუმენტებს, რათა შეცვალოს მისი ხედვა ადგილობრივი სასამართლოს ხედვით (იხილეთ MGN Limited v. the United Kingdom, no. 39401/04, §§ 150 da 155, 18 იანვარი 2011).
(ბ) მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მე-11 მუხლთან ერთად განხილული მე-10 მუხლის ჭრილში
58. სასამართლო აღნიშნავს რომ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით ხელმომწერმა მხარეებმა “უნდა უზრუნველყონ ყველასთვის მათი იურისდიქციის ფარგლებში უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაღვრულია...კონვენციაში”. როგორც სასამართლომ დაადგინა საქმეში Marckx v. Belgium (13 ivnisi 1979, § 31, Series A no. 31. 31; იხილეთ აგრეთვე Young, James and Webster v. the United Kingdom, 13 აგვისტო 1981, § 49, Series A no. 44), სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებებთან ერთად, რომ თავი შეიკავოს კონვენციით გარანტირებული უფლებებში ჩარევისაგან, “შეიძლება არსებობდეს პოზიტიური ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს” აღნიშნული უფლებებიდან.
59. ამას ადგილი აქვს მათ შორის გამოხატვის თავისუფლების დროს, რომლის ეფექტური და სწორი გამოყენება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებაზე არ ჩაერიოს, არამედ შეიძლება მოითხოვდეს დაცვის პოზიტიურ ღონისძიებებს, მათ შორის ინდივიდებს შორის ურთიერთობის სფეროში. გარკვეულ საქმეებში სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებლება დაიცვას გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის კერძო პირებისაგან ჩარევის დროს (იხილეთ Fuentes Bobo, ზემოხსენებული საქმე, § 38; Özgür Gündem v. Turkey, no. 23144/93, §§ 42-46, ECHR 2000 III; და Dink,-ის ზემოხსენებული საქმე, § 106).
60. მოცემულ საქმეში ღონისძიებები, რომელთან დაკავშირებით იჩივლეს განმცხადებლებმა, კერძოდ ის, რომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება არ იყო მიღებული სახელმწიფო ხელისუფლების, არამედ კერძო კომპანიის მიერ, პროფკავშირების საიფორმაციო გაზეთის 2002 წლის მარტის გამოცემის შემდეგ და იმ გამონათქვამების გამო, რომლებიც მასში იყო მოცემული. განმცხადებლების მიმართ მათი დამქირავებლის მიერ (იხილეთ მე-14 პარაგრაფი ზემოთ) ხსენებული დისციპლინური ღონისძიება გათავისუფლების სახით, განხორციელდა სერიოზული გადაცდომისთვის და დადასტურდა ადგილობრივი სასამართლოების მიერ. განმცხადებელთა გათავისუფლება არ ყოფილა ეროვნული ხელისუფლების პირდაპირი ჩარევის შედეგი. ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამის მიუხედავად შეიძლება დადგინდეს თუ გასაჩივრებული ფაქტები მომდინარეობს მათი მხრიდან განმცხადებლებისთვის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული უფლებების გამოყენების უზრუნევლყოფის შეუძლებლობით (იხილეთ, mutatis mutandis, Gustafsson, -ის ზემოხსენებული საქმე, § 45).
61. ამ პირობებში სასამართლო ადგენს რომ შესაბამისია აღნიშნული საჩივრების განხილვა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების თვალსაზრისით მე-11 მუხლის ჭრილში მე-10 მუხლთან მიმართებაში. სასამართლო შესაბამისად განიხილავს რამდენად მოცემულ საქმეში ესპანეთის სასამართლო ორგანოებმა, განმცხადებელთა საჩივრების უარყოფით, ადექვატურად დაიცვეს გამოხატვის თავისუფლების უფლება შრომითი ურთიერთობების კონტექსტში.
62. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის საზღვარი არ უშვებს ნათელ დეფინიციას, გამოყენებადი პრინციპები, მაინც მსგავსია. ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა მიექცეს სამართლიან ბალანს რომელიც უნდა იქნეს მიღწეული ინდივიდისა და საზოგადოების საპირისპირო ინტერესებს შორის, რაც ყველა შემთხვევაში ხვდება სახელმწიფოთა შეფასების თავისუფლების ფარგლებში. (იხილეთ Karhuvaara and Iltalehti, ციტირებული ზემოთ, § 42).
(ც) მოცემული პრინციპების გამოყენება აღნიშნულ საქმეში
63. როგორც სასამართლომ ზემოთ მიუთითა (იხილე 61-ე პარაგრაფი ზემოთ) პრინციპული საკითხი მოცემულ საქმეში არის ის, თუ რამდენად იყო ვალდებული მოპასუხე სახელმწიფო უზრუნველეყო განმცხადებლების გამოხატვის თავიუფლების სპეციალური დაცვა მათი გათავისუფლების გაუქმებით. სასამართლოს ფუნქცია შესაბამისად არის მთლიანად საქმის გარემოებების გათვალისწინებით თუ რამდენად იყო განმცხადებლებლებთან მიმართებაში გამოყენებული სანქცია პროპორციული დასახულ მიზანთან და მიზეზები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ეროვნული ხელისუფლების მიერ ამ ღონისძიებების დასასაბუთებლად, რამდენად იყო “რელევანტური და შესაბამისი” (იხილეთ Fუენტეს Bობო, -ს ზემოხსენებული საქმე, § 44).
(ი) რამდენად შეიძლება სხვათა რეპუტაციისათვის ზიანის მომტანად ჩაითვალოს განმცხადებლების კომენტარები
64. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა შეისწავლეს რამდენად დარღვეულ იქნა ფუნდამენტური უფლებები, რასაც განმცხადებლები ეყრდნობოდნენ. თუ ადგილი ექნებოდა დარღვევას, მათი სამსახურიდან გათავისუფლება უნდა გამოცხადებულიყო უკანონოდ და ბათილად. სასამართლო აღნიშნავს რომ ადგილი არ ჰქონია პროფკავშირის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვას, რადგან გათავისუფლებები იშედეგად მოყვა საინფორმაციო გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და საფუძვლად არ ედო პროფესიულ კავშირ N.A.A. განმცხადებლების წევრობა.
65. მეტიც, ადგილობრივმა სასამართლოებმა მიუთითეს გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე შრომითი ურთიერთობების კონტექსტში და აღნიშნეს, რომ მოცემული უფლება არ იყო შეუზღუდავი; შრომითი ურთიერთობის სპეციალური მახასიათებლები უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში. ბარსელონის #17 დასაქმების ტრიბუნალმა შესაბამისად დაადგინა რომ გაზეთის ყდაზე არსებული კარიკატურები და საინფორმაციო გამონათქვამები, ისევე როგორც სტატიები, იყო შეურაცხმყოფელი და ეჭვის ქვეშ დააყენეს შესაბამისი პირების პატივისცემა, გადააბიჯეს რა გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლებისა საზღვრებს ადამიანური რესურსების მენეჯერის და ორი მუშაკის პატივისა და ღირსების დაზიანებით და კომპანია პ..-ს იმიჯის შელახვით. (იხილეთ მე-15 პარაგრაფი ზემოთ).
66. დასკვნამდე მისასავლელად # 17 ბარსელონის დასაქმების ტრიბუნალმადავასთან დაკავშირებული ფაქტების დეტალაური ანალიზი გააკეთა, კერძოდ იმ კონტექსტთან დაკავშირებით რომელშიც განმცხადებლებმა გამოაქვეყნეს საინფორმაციო გაზეთი. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებები იმის თაობაზე, რომ განსახილველი ნახატი და ორი სტატია იყო შეურაცხმყოფელი და შეეძლო ზიანი მიეყენებინა სხვათა რეპუტაციისთვის.
67. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ განმცხადებელებმა გამოხატეს საკუთარი თავი კარიკატურის მეშვეობის სადაც ჩანს ადამიანური რესურსების მენეჯერი , გ.., რომელიც ზის სამუშაო მაგიდასთან, რომლის ქვეშ პირი ოთხ კიდურზე შეიძლება იყოს დანახული უკნიდან, ა. და ბ. თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც უყურებენ ამ სცენას და ელოდებიან მათ რიგს, რომ უწყალობონ მენეჯერს. თანდართული გამონათქვამები იყო შესაბამისად ნათელი. რაც შეეეხება ორ სტატიას (იხილეთ მე-15 პარაგრაფი ზემოთ), ისინი მოიცავდნენ აშკარად სახელის გამტეხ ბრალდებებს ა. და ბ. წინააღმდეგ, მათ გამოცხადებით როგორც “გამყიდველების” სხვა თანამუშაკების და მათი ღირსების გაყიდვით რომ შეენარჩუნებინათ მათი პოსტები. ბრალდებები გამოთქმულ იქნა შეურაცხმყოფელი ფორმით შესაბამისი პირების მიმართ. სასამართლო იმეორებს, რომ ნათელი განსხვავება უნდა გაკეთდეს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის და ამ უკანასკნელმა პრინციპში შეიძლება დაასაბუთოს სანქციები (იხილეთ, mutatis mutandis, Skałka v. Poland 43425/98, § 34, 27 მაისი 2003). სასამართლო დამატებით უთითებს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ზოგად პრინციპებზე რომელიც მოცემულია შრომის საერთაშორისო ოფისის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და პრინციპების დაიჯესტის მეხუთე გამოცემაში (გადამუშავებული) და კერძოდ 154-ე პუნქტში, რომლის მიხედვითაც “საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის დროს პროფკავშირების ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ მოქმედების ლიმიტებით და თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი ენისგან” (იხილეთ 24-ე პარაგრაფი ზემოთ).
68. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ ადგილობრივი სასამართლოების მიერ წარმოდგენილი საფუძვლები, შესაბამისი იყო სადავო კარიკატურისა და ტექსტების მიერ მიზანში ამოღებული პირების რეპუტაციის დაცვის საკანონმდებლო მიზანთან და რომ სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლებმა გადააბიჯეს კრიტიკის დასაშვებ ზღვარს შრომის უერთიერთობებში, არ შეიძლება ჩიათვალოს უსაფუძვლოდ.
(იი) რამდენად იყო გათავისუფლების სანქცია პროპორციული სადავო გამონათქვამების სერიოზულობის ხარისხთან
69. რჩება შესაფასებელი რამდენად პროპორციული იყო დამსაქმებლის მიერ განმცხადებლებისათვის შეფარდებული, სანქცია, კერძოდ კი გათავისუფლება.
70. ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმობს სიტყვებს რომლებიც გამოყენებულია კარიკატურასა და შესაბამის სტატიებში და პროფესიულ კონტექტს რომელშიც ისინი ჩანან.
71. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ სადავო შენიშვნები გამოთქმულ იქნა კონკრეტულ კონტექსტში. სამართალწარმოება წამოწყებულ იქნა დასაქმების ტრიბუნალებში განმცხადებლების, პროფკავშირების წევრებს მიერ, დამსაქმებლის წინააღმდეგ. ამ წარმოების დროს არა სახელფასო მუშაკებმა, ა. და ბ. მისცეს ჩვენება კომპანია პ..-ს სასარგებლოდ და შესაბამისად განმცხადებლების საწინააღმდეგოდ (იხილეთ მე-11 პარაგრაფი ზემოთ). კარიკატურა და სტატიები შესაბამისდ გამოქვეყნებულ იქნა საინფორმაციო გაზეთში განმცხადებებსა და კომპანია პ.ს შორის დავის კონტექტში. შესაბამისად, ისინი შეიცავდნენ კრიტიკას და ბრალდებებს არა პირდაპირ კომპანიის წინააღმდეგ, არამედ ორი არასახელფასო მუშაკისა და ადამიანური რესურსების მენეჯერის წინააღმდეგ. სასამართლო იმეორებს ამასთან კავშირში, რომ დასაშვები კრიტიკის ფარგლები არის ვიწრო, როდესაც ეს შეეხება კერძო პირებს, ვიდრე პოლიტიკოსებს ან საჯარო პირებს, რომლებიც მოქმდებენ საკუთარი უფლებამოსილების აღსრულების დროს (კონტრასტი Lingens v. Austria, 8 July 1986, § 42, Series A no. 103, da Nikula v. Finland, no. 31611/96, § 48, ECHR 2002 II).
72. სასამართლო არ იზიარებს მთავრობის მოსაზრებას რომ სადავო სტატიების შინაარსი არ ეხება ზოგადი ინტერესის საკითხს (იხილეთ 44-ე პარაგრაფი ზემოთ). გამოცემები მოხდა შრომითი დავის კონტექტში კომპანიის შიგნით, სადაც განმცხადებლებმა წარადგინეს მათი მოთხოვნები. დებატები შესაბამისად არის არა მარტო კერძო; ის იყო როგორც მინიმუმ ზოგადი ინტერესის მქონე კომპანია პ.-ს თანამშრომლებისთვის. (იხილეთ, mutatis mutandis, Fressoz and Roire v. France [GC], no. 29183/95, § 50, ECHR 1999 I, da Boldea v. Romania, no. 19997/02, § 57, ECHR 2007 II).
73. ამის აღნიშვნასთან ერთად, მოცემული საკითხის არსებობა ვერ ასაბუთებს შეურაცხმყოფელი კარიკატურების ან გამონათქვამების გამოყენებას, მათ შორის შრომით ურთიერთობებში (იხილეთ 24-ე პარაფგრაფი ზემოთ, პუნქტი 154 ციტირებული დაიჯესტის). მეტიც, მოსაზრებები არ წარმოადგენდა გაცხარებულ რეაქციას სწრაფ და სპონტანურ ზეპირ საუბარში. ამის საპირისპირდო, ისინი იყო წერილობითი ბრალდებები, გამოცემული და გაცხადებული საჯაროდ კომპანია პ.ს შენობაში (შეადარე De Diego Nafria, ციტირებული ზემოთ, § 41).
74. ადგილობრივმა სასმართლოებმა გაითვალისწინეს ყველა ეს ფაქტორი განმცხადებლების მიერ წარდგენილი საჩივრის განილვის დროს. მათ განახორციელეს საქმის გარემობების სრულყოფილი გაანალიზება და დეტალური დაბალანსება საპირისპირო ინტერესებს შორის, გამოხატვის თავისუფლების საზღვრების და შესაბამისი უფლებებისა და თავისუფლებების გათვალისწინებით, რომელიც სპეციფიკურია პროფესიული გარემოსთვის. მათ კანონიერად გამოაცხადეს სანქციები რომლებიც გამოიყენა დამსაქმებელმა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგენეს, რომ ისინი არ იყვნენ არაპროპორციული დასახულ მიზანთან მიმართებაში, კერძოდ ნ-ნი გ.ს და ბ-ნი ბ.ს რეპუტაციის დაცვასთან მიმართებაში. ეროვნულმა სასამართლოებმა დამატებით დაადგინეს, რომ განსახილველი ქმედება პირდაპირ არ ჯდება განმცხადებლების პროფკავშირულ საქმიანობაში, ამის საპირისპიროდ, მათ განახორციელეს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შრომით ურთიერთობებში და დაარღვიეს პროფესიულ გარემოში თანაარსებობის მინიმალური მოთხოვნები (იხილეთ მე-15 პარაგრაფი ზემოთ). ბოლოს, სასამართლოებმა გააკეთეს ფართო მითითება მოცემულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე შრომით ურთიერთობებში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა, რომ ის არ იყო შეუზღუდავი. სასამართლოს მოსაზრებით, დასკვნები, რომლებიც მიღებულ იქნა ადგილობრივი სასამართლოების მიერ, არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ. ამასთან კავშირში, სასამართლო აღნიშნავს რომ, შეურაცხმყოფელთან ერთად, კარიკატურები და ტექსტები გამიზნული იყო უფრო მეტად როგორც თავდასხმა კოლეგებზე მათ მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემის გამო, ვიდრე იმის საშუალება, რომ მოხდარიყო პროფესიული კავშირის საქმიანობის პოპულარიზაცია.
75. მეტიც, სასამართლოს ხელთ არსებული შედარებითი სამართლის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ დამსაქმებლები ზოგადად სარგებლობენ ფართე დისკრეციით სანქციების განსაზღვრის დროს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება ბრალდებებს დამსაქმებლის მიმართ. შესაძლო სანქციის ფარგლები გულისხმობს იმ პირის გათავისუფლების უფლებამოსილებას, ვინც სერიოზულად დააზიანა კომპანიის ინერესები. განხილულ ქვეყნებში ადგილობრივი კანონმდებლობა ცდილობს შეუთავსოს დამაქმებულის გამოხატვის თავისუფლება დამსაქმებლის უფლებებსა და პრეროგატივებს, და ითხოვს კონკრეტულად რომ გათავისუფლების ღონისძიება იყოს პროპორციული იმ თანამშრომლის ქმედებასთან მიმართებაში ვის წინააღმდეგაც ის მიიღება. (იხილეთ 27-ე და 30-31 პარაგრაფები ზემოთ). ევროპის სამართლებრივი სისტემის ჰომოგენურობა ამ სფეროში არის რელევანტური ფაქტორი მოცემულ საქმეში სხვადასხვა უფლებისა და ინტერესების დაბალანსების დროს.
76. სასამართლო აღნიშნავს რომ, იმისათვის, რათა შრომითი ურთიერთობები იყოს ნაყოფიერი, იგი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ ნდობას. როგორც დასაქმების ტრიბუნალმა სწორედ დაადგინა, მიუხედავად იმისა რომ დასაქმების კონტექტში კარგი განზრახვის მოქმედების მოთხოვნა არ გულისხმობს დამსაქმებლის მიმართ ლოიალობის აბსოლუტურ ვალდებულებას, გამოხატვის თავისუფლებსი გარკვეული მანიფესტაცია, რომელიც ლეგიტიმური იქნებოდა სხვა კონტექსტებში არ არის ლეგიტიმური შრომით ურთერთობებში (იხილეთ, mutatis mutandis, Vogt v. Germany, 26 სექტემბერი 1995, §§ 51 და 59, Series A no. 323). მეტიც, თავდასხმა პირთა პატივისცემაზე ძალზედ შაურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებით პროფესიულ გარემოში, მისი დამანგრეველი ხასიათის გათვალისწინებით, არის კონკრეტულად სერიოზული ფორმა გადაცდომის, რომელმაც შეიძლება გაამართლოს მძიმე სანქციები.
77. ეს უბიძგებს სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს, რომ გათავისუფლების ღონისძიება რომელიც გამოყენებულ იქნა განცმხადებლების წინააღმდეგ არ იყო არაპროპორციული ან გადაჭარებებული სანქცია რომელსის დაავალდებულება საქხელმწიფოს უზრუნველეყო დაკმაყოფილება მისი გაუქმებით ან მისი შეცვლით სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიებით.
(იიი) დასკვნა
78. ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს რომ მოპასუხე სახელმწიფოს არ დაურღვევია მისი განმცხადებლებთან მიმართებაში კონვენციის მე-11 მუხლით, მე-10 მუხლთან კავშირში, დაკისრებული ვალდებულებები.
79. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მე-11 მუხლით, მე-10 მუხლთან კავშირში, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო
ადგენს, თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-11 მუხლით, მე-10 მუხლთან კავშირში, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2011 წლის 12 სექტემბერი.
ვინსენტ ბერგერინიკოლას ბრატზა
იურისტკონსულტითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს და სასამართლო არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC -ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან რომელსაც გააჩნია წვდომა სასამართლოს მონაცემთა ბაზაზე. თარგმანის გამოყენება შეიძლება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხსენიებული იქნება საქმის სრული დასახელება, ზემოხსენებული მითითება საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის შესახებ. იმ შემთხვევაში თუკი იგეგმება წინამდებარე თარგმანის რომელიმე ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე publishing@
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy