Paradiso and Campanelli v. Italy
პარადისო და კამპანელი იტალიის წინააღმდეგ
24 იანვარი 2017 (დიდი პალატა)
წინამდებარე საქმე ეხებოდა სოციალური ზრუნვის პროგრამაში 9 თვის ბავშვის ჩასმას/მოთავსებას, რომელიც დაიბადა რუსეთში, რუს ქალსა და იტალიელ წყვილს (მომჩივნებს) შორის დადებული ჰესტაციონური სუროგაციის კონტრაქტის შესაბამისად. მოგვიანებით, გამოვლინდა/გაირკვა, რომ მათ ბავშვთან არანაირი ბიოლოგიური კავშირი არ ჰქონდათ. აპლიკანტები დავობდნენ, განსაკუთრებით, ბავშვის მათგან დაცილების/წართმევის ფაქტზე და ასევე, იმის თაობაზე, რომ მათ იტალიაში, ბავშვის დაბადების მოწმობის რეგისტრაციის შესაბამისად დამყარებულ მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღიარებაზე უარი ეთქვათ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასაამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, 11 ხმით ექვსის წინააღმდეგ, რომ მომჩივანთა შემთხვევაში არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება). აპლიკანტთა მხრიდან მშობლად ყოფნის მზაობისა და ბავშვთან ემოციური მიჯაჭვულობის არსებობის მიუხედავად, ბავშვსა და მომჩივნებს შორის რაიმე ბიოლოგიური კავშირის არარსებობის, მათი ბავშვთან ურთიერთობის ხანმოკლე ხანგრძლივობისა და მათ შორის არსებული გაურკვეველი სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ აპლიკანტებსა და ბავშვს შორის ოჯახურ ცხოვრებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ამასთან, აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ზომები ექცეოდა მომჩივანთა პირადი ცხოვრების ჩარჩოებში. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ღონისძიებები ემსახურებოდა არეულობის პრევენციისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ამ უკანასკნელ საკითხზე, ევროსასამართლომ ლეგიტიმურად ცნო იტალიურ სახელმწიფო უწყებათა სურვილი, ხაზი გაესვათ იმ ფაქტზე, რომ მშობლისა და შვილის ლეგალური ურთიერთობის აღიარება - ბიოლოგიური კავშირის ან კანონიერად შვილად აყვანის საფუძველზე, სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციაა, რომელსაც ეს უკანსაკნელი ბავშვთა დაცვის ხედვით/მიზნით ახორციელებს. დიდი პალატა ასევე დაეთანხმა იტალიურ სასამართლოებს და დაასკვნა, რომ ბავშვს მომჩივნებისგან დაცილების შედეგად არ მიადგებოდა მძიმე და გამოუსწორებელი ზიანი.
ამდენად, ევროსასამართლომ სამართლიანად დააბალანსა სასწორზე მდგარი განსხვავებული ინტერესები და ამავდროულად, მოექცა მისთვის ხელმისაწვდომი მანევრირების (თავისუფალი შეფასების არე) ჩარჩოებში.