© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე პარილო იტალიის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 4670/11)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 აგვისტო 2015
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა
შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
საქმეში პარილო იტალიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო,
ინეტა ზიმელე,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ანდრაშ შაიო,
ან პაუერ-ფირდი,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
განა იუდკივსკა,
ვენსან ა. დე გაეტანო,
იულია ლაფრანკი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ელენ კელერი,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
დმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
და იოან ქალევერთი, დიდი პალატის განმწესრიგებლის მოადგილე,
განიხილეს რა საქმე დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 18 ივნისსა და 2015 წლის 22 აპრილს,
გამოიტანეს ქვემორე გადაწყვეტილება მითითებულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 4670/11) იტალიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 26 ივლისს სასამართლოში წარმოადგინა იტალიის მოქალაქემ, ქ-ნმა ადელინა პარილომ („მომჩივანი“). მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ნიკოლო პაოლეტი, ქ-ნი კლაუდია სარტორი და ქ-ნი ნატალია პაოლეტი, რომში მომუშავე იურისტები. იტალიის მთავრობის („მთავრობა“) სახელით გამოდიოდნენ თანაწარმომადგენლები ქ-ნი პაოლ აცარდო და ბ-ნი ჯანლუკა მაურო პელეგრინი. მომჩივანი აცხადებდა, რომ 2004 წლის 19 თებერვლის N.40 კანონის მე-13 მუხლით დადგენილი აკრძალვა სამედიცინო რეპროდუქციის დახმარებით განაყოფიერებული ემბრიონის სამედიცინო კვლევისათვის დონაციის შესახებ შეუსაბამობაში იყო კონვენციის მე-8 მუხლითან და N.1 დამატებითი ოქმის 1 მუხლით დაცულ უფლებებთან პატივი სცენ პირად ცხოვრებას და საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებას. იგი ამასთანავე ჩიოდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შესახებ, რადგან მიიჩნევდა, რომ სამედიცინო კვლევა მის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენდა. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 53 § 1 მუხლი). 2013 წლის 28 მაისს კონვენციის მე-8 მუხლითა და N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით წარმოდგენილი საჩივრების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას, ხოლო დანარჩენი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. 2014 წლის 28 იანვარს მეორე სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: იშილ კარაკაში, პრეზიდენტი, გიდო რაიმო ნდი, პირ ლორენსენი, დაგოლიუბ პოპოვიჩი, ანდრაშ შაიო, ნებოიშა ვუჩინიჩი და პაულო პინტო დე ალბუკერკერ, მოსამართლეები, და სთენლი ნაისმითი, სექციის განმწესრიგებელი, მოიხსნა იურისდიქციია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაზეც პრეტენზია არცერთ მხარეს გამოუთქვამს (კონვენციის 30-ე და რეგლამენტის 72-ე მუხლები). დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 § § 4 და 5 და რეგლამენტის 24-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი საქმის დასაშვებობასა და არსებით მხარეზე. წერილობით ნაწილში ჩართვის უფლება (კონვენციის 36 § 2 და რეგლამენტის 44 § 3 მუხლები) მიეცათ შემდეგ მხარეებს: ევროპის სამართლისა და მართლმსაჯულების ცენტრი (“the ECLJ”), ასოციაციები Movimento per la vita, Scienza e vita, Forumdelle associazioni familiari, Luca Coscioni, Amica Cicogna Onlus, L’altra cicogna Onlus, Cerco bimbo, VOX – Osservatorio italiano sui Diritti, SIFES –ნაყოფიერების, სტერილობისა და რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება, Cittadinanzattiva და იტალიის პარლამენტის ორმოცდაექვს წევრს. მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 18 ივნისს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქ-ნი პ. აკარდო,
ბ-ნი გ. მაურო პელეგრინი,თანაწარმომადგენლები,
ქ-ნი ა. მორესი, ეროვნული ბიოეთიკის კომიტეტის წევრი და პერუჯიას უნივერსიტეტის ქიმიის, ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის ფიზიკური ქიმიის პროფესორი,
ქ-ნი დ. ფეჰილი, ეროვნული ტრანსპლანტაციის ცენტრის ინსპექტორი და ტექნიკური მრჩეველი, რომი მრჩევლები;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ნ. პაოლეტი,
ქ-ნი ს. სარტორი,
ქ-ნი ნ. პაოლეტი, იურისტებიადვოკატები;
ბ-ნი მ. დე ლუკა,ბიოქიმიის პროფესორი და რეგენერაციური მედიცინის „სტეფანო ფერარის“ ცენტრის დირექტორი, მოდენას უნივერსიტეტი და რეგიო ემილია მრჩეველი.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნი პ. აკარდოს, ქ-ნი ა. მორესის, ბ-ნი ნ. პაოლეტის, ბ-ნი მ. დე ლუკას და ქ-ნი ს. სარტორის გამოსვლები, ისევე როგორც მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ქ-ნი პ. აკარდოს, ბ-ნი გ. მაურო პელეგრინის, ბ-ნი მ. დე ლუკას, ქ-ნი ნ. პაოლეტისა და ბ-ნი ნ. პაოლეტის მიერ.
ფაქტები საქმის გარემოებანი
მომჩივანი დაიბადა 1954 წელს და ცხოვრობს რომში. 2002 წელს, რომში მან მიმართა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნიკას და ევროპული ჰოსპიტალის რეპროდუქციულ ცენტრში („ცენტრი“) პარტნიორთან ერთად გაიკეთა ინ ვიტრო განაყოფიერება („ივგ“). „ივგ“ შედეგად იმღებული ხუთი ემბრიონი დაექვემდებარა კრიოპრეზერვაციას. მანამდე სანამ მოხდებოდა ემბრიონების გადატანა მომჩივნის სხეულში, მისი პარტნიორი გარდაიცვალა ომის გაშუქებისას 2003 წლის 12 ნოემბერს, ერაყში, ნასირიაში ბომბის აფეთქების შედეგად. მას შემდეგ რაც მომჩივანმა გადაწყვიტა არ მოეხდინა ემბრიონების იმპლანტირება, მან გადაწყვიტა მათი სამედიცინო კვლევისათვის გადაცემა და ამით რთულადგანკურნებადი დაავადებების მკურნალობის ხელშეწყობა. დიდი პალატის წინაშე საქმის მოსმენისას წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანი რამდენჯერმე უშედეგოდ ეცადა გამოეთხოვა ემბრიონები ცენტრიდან, სადაც ხდება მათი შენახვა. 2011 წლის 14 დეკემბრის წერილით მომჩივანმა მიმართა ცენტრის დირექტორს თხოვნით გაეცა ხუთი კრიოპრეზერვირებული ემბრიონი უჯრედოვანი კვლევის ჩასატარებლად. დირექტორმა უარი განაცხადა, აღნიშნა რა, რომ ამგვარი კვლევა აკრძალული იყო და იტალიაში სისხლისსამართლებრივად ისჯებოდა 2004 წლის 19 თებერვლის N.40 კანონის მე-13 მუხლის მიხედვით („კანონი N. 40/2004). ემბრიონები დღემდე ინახება კრიოგენიულ საცავში, იმავე ცენტრში, სადაც განხორციელდა „ივგ“.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. 2004 წლის 19 თებერვლის კანონი N. 40, ძალაშია 2004 წლის 10 მარტიდან („სამედიცინო ჩარევით განხორციელებული განაყოფიერების მარეგულირებელი წესები“)
მუხლი 1 - მიზანი
„1. ადამიანის სტერილურობისა თუ უშვილობის შედეგად წარმოშობილი რეპროდუქციული პრობლემების მოსაგვარებლად, დასშვებია სამედიცინო ჩარევით რეპროდუქცია მოცემული კანონით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის დაცვით, როდესაც უზრუნველყოფილია ყველა ჩართული პირის უფლების დაცვა, მათ შორის პროცესის შედეგად ჩასახული პირისაც.“
მუხლი 5 - წვდომის პირობები
„...[მხოლოდ] სრულწლოვან, საწინააღმდეგო სქესის, დაოჯახებულ ან თანამცხოვრებ, რეპროდუქციული ასაკის, ცოცხალ წყვილებს აქვთ უფლება გამოიყენონ დამხმარე რეპროდუქციული საშუალებანი.“
მუხლი 13 - ექსპერიმენტები ადამიანის ემბრონზე
„1. იკრძალება ნებისმიერი ექსპერიმენტი ადამიანის ემბრიონზე.
2. კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევა ადამიანის ემბრიონზე ნებადართულია მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი განხორციელდება ექსკლუზიურად თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნებისათვის, ემბრიონის ჯანმრთელობისა და განვითარების დასაცავად და როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატიული მეთოდი.
...
4. მხარე, რომელიც დაარღვევს 1-ლ პუნქტში დადგენილ აკრძალვას დაექვემდებარება თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით და ჯარიმას 50,000-დან 150,000 ევრომდე. ...
5. სამედიცინო მუშაკს, რომელსაც დაედება მსჯავრი მოცემული მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის, აეკრძალება სამედიცინო პრაქტიკა ერთიდან სამ წლამდე.“
მუხლი 14 - ემბრიონებზე ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვა
„1. ემბრიონის კრიოპრეზევაცია (გაყინვა) ან განადგურება იკრძალება. მოცემული დებულება გავლენას არ ახდენს 1978 წლის 22 მაისის N. 194 კანონის დებულებებზე [დედობის სოციალური დაცვისა და ფეხმძიმობის ნებაყოფლობით შეწყვეტის შესახებ წესები].
2. ემბრიონის წარმოების ტექნიკამ არ უნდა გამოიწვიოს იმაზე მეტი რაოდენობის ემბრიონის შექმნა ვიდრე აუცილებელია ერთი და თანადროული იმპლანტაციისათვის. დაუშვებელია სამზე მეტი ემბრიონის შექმნა.
3. თუკი შეუძლებელია ემბრიონის გადანერგვა საშვილოსნოში ქალის ჯანმრთელობის სერიოზული და დადასტურებული force majeure მდგომარეობის გამო, რომელიც თავისთავად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული განაყოფიერების დროს, ემბრიონის გაყინვა დაიშვება სხეულში მის გადატანამდე, რაც უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ.“2009 წლის 1 აპრილის N. 151-ე გადაწყვეტილებით (იხ. ქვემორე პარაგრაფები 29-31) საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო N. 40/2004 კანონის 14(2) დებულება, რომლის მიხედვითაც ემბრიონების შექმნის ტექნიკის შედეგად იკრძალებოდა იმაზე მეტი რაოდენობით ემბრიონის შექმნა „ვიდრე აუცილებელია ერთი და თანადროული იმპლანტაციისათვის. დაუშვებელია სამზე მეტი ემბრიონის შექმნა“. მან ასევე არაკონსტიტუციურად სცნო 14 (3) მუხლი იმის გამო, რომ იგი არ ადგენდა წესს, რომ ემბრიონის გადატანა უნდა განხორციელდეს ქალის ჯანმრთელობისადმი საფრთხის შექმნის გარეშე.
ბ. ეროვნული ბიოეთიკის კომიტეტის მოსაზრება გასაჩენად აყვანის შესახებ („ადპ“) (18 ნოემბერი 2005)N.40/2004 კანონის ამოქმედების შემდეგ ეროვნულმა ბიოეთიკის კომიტეტმა განიხილა მიტოვებული გაყინული ემბრიონების საკითხი, რადგან კანონი ამ მხრივ კონკრეტულ განაწესს არ ადგენდა, არამედ არაპირდაპირ კრძალავდა ზედმეტი ემბრიონების სამედიცინო კვლევისათვის გამოყენებას.ამ მხრივ კომიტეტმა შეიმუშავა მოსაზრება, რომლითაც ემხრობოდა „გასაჩენად აყვანას“, პრაქტიკა რომელიც წყვილს ან ქალს მისცემს უფლებას აიყვანოს ზედმეტი ემბრიონი იმპლანტაციის მიზნით და, შესაბამისად დაუშვა ემბრიონის გამოყენება მის დასაბადებლად და ოჯახის შესაქმნელად.
გ. ჯანდაცვის სამინისტროს 2008 წლის 11 აპრილის განკარგულება („რეპროდუქციაში ჩარევის განმარტებითი ბარათი“)
„... ემბრიონების კრიოპრეზერვაცია (გაყინვა): ... არსებობს ემბრიონის ორი კატეგორია, რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს გაყინვით შენახვის მეთოდს: პირველი გახლავთ ემბრიონები, რომლებიც ელოდებიან იმპლანტაციას, მათ შორის ისინიც, რომელთა გაყინვაც მოხდა 2004 წლის N.40 კანონის ძალაში შესვლამდე; და მეორე, ემბრიონები, რომლებიც კვალიფიცირებულია როგორც მიტოვებული...“
დ. „ემბრიონების შემსწავლელი კომისიის“ 2010 წლის 8 იანვრის საბოლოო ანგარიში2009 წლის 25 ივნისის განკარგულებით ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ხელოვნური რეპროდუქციის ცენტრებში გაყინვის მეთოდით შენახული ემბრიონების შემსწავლელი კომისია. ქვემოთ მოცემულია კომისიის მიერ 2010 წლის 8 იანვარს ხმათა უმრავლესობით მიღებული საბოლოო ანგარიშის ამონარიდი:
„ემბრიონების განადგურების სამართლებრივი აკრძალვა უნდა გავიგოთ როგორც კრიოპრეზერვაციის შეწყვეტის აკრძალვა, გარდა ორი გამონაკლისისა: როდესაც გამოყინული ემბრიონის გადატანა ხდება დედის ან იმ სხვა ქალის საშვილოსნოში, რომელსაც სურს მისი იმპლანტაცია; ან როდესაც ადგილი აქვს ბუნებრივ გარდაცვალებას ან იკარგება ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა, რაც დასტურდება სამედიცინო გზით. ამჟამინდელი [სამეცინერო] ცოდნის გათვალისწინებით ვერ დგინდება ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობა, თუკი არ მოხდება მისი გამოყინვა, რის შედეგადაც იქმნება პარადოქსული მდგომარეობა, რადგან გამოყინული ემბრიონის ხელმეორე გაყინვა დაუშვებელია და თუკი არ მოხდება მისი დაუყოვნებლივ საშვილოსნოში მოთავსება, გარდაუვალია მისი გარდაცვალება. შესაბამისად, ჩნდება გაყინული ემბრიონების განუსაზღვრელი ვადით შენახვის პერსპექტივა. თუმცა, შესაძლებელია სამეცნიერო კვლევა იმგვარად განვითარდეს, რომ შესაძლებელი შეიქნება გაყინულ მდგომარეობაში ემბრიონის გარდაცვალების ან სიცოცხლისუნარიანობის დადგენა. ამგვარად შესაძლებელი შეიქნება ამჟამინდელი - და სამართლებრივად გარდაუვალი - პარადოქსის - განუსაზღვრელი კრიოპრეზერვაციის - დაძლევა. მანამდე კი, [კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს] რომ 2004 წლის N.40-ე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი აკრძალვა ემბრიონების განადგურებაზე, მათ შორის გაყინული ემბრიონების შემთხვევაშიც, ვერ იქნება უგულვებელყოფილი. მომეტებული ემბრიონების ბედთან დაკავშირებით N. 40-ე კანონის ავტორებმა აირჩიეს მათი შენახვის და არა განადგურების გზა, რის შედეგადაც გამომდინარეობს, რომ უნდა მოხდეს მათი შენახვა მაშინაც კი, როდესაც მათი ბედი უცნობია.“
ე. იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუცია
კონსტიტუცის შესაბამისი მუხლები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 9
„რესპუბლიკა ხელს უწყობს კულტურის, სამეცნიერო და ტექნიკურ კვლევების განვითარებს. ...“
მუხლი 32
„რესპუბლიკა იცავს ჯანმრთელობას, როგორც პირის ფუნდამენტურ უფლებასა და კოლექტიურ ინტერესს. ...“
მუხლი 117
„საკანონმდებლო უფლებამოსილება ხორციელდება სახელმწიფოსა და რეგიონების მიერ კონსტიტუციის შესაბამისად და საზოგადოებრივი სამართლებრივი წყობისა და საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე შეზღუდვების დაცვით. ...“
ვ. 2007 წლის 24 ოქტომბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები N. 348 და 349
მოცემული გადაწყვეტილებანი ეხება საკასაციო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ წამოყენებულ შეკითხვებს 1992 წლის 11 ივლისის N.333 საკანონმდებლო დადგენილების შესახებ, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციაში ექსპროპრიაციის კომპენსაციის გამოთვლის კრიტერიუმებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 § 1 მუხლისა და N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მათ გაითვალისწინეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეში Scordino v. Italy (no. 1) ([GC], no. 36813/97, ECHR 2006‑V).მოცემულ გადაწყვეტილებებში, მას შემდეგ რაც მოხდა საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის შესახებ კანონმდებლის ვალდებულების ხაზგასმა (კონსტიტუციის მუხლი 117), საკონსტიტუციო სასამართლომ ისაუბრა ადამიანის უფლებათა კონვენციის ადგილზე იტალიის სამართებრივ სისტემაში, აღნიშნა რა, რომ იგი რანგირებდა ჩვეულებრივ კანონსა და კონსტიტუციას შორის. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქვედა სასამართლოებმა ეროვნული კანონდების განმარტება უნდა განახორციელონ ადამიანის უფლებათა კონვენციისა და სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილება N. 349, პარაგრაფი 26, პუნქტი 6.2 ქვემოთ). ხოლო მაშინ, როდესაც ამგვარი განმარტება შეუძლებელია ან როდესაც სასამართლოებს ეჭვი ეპარებათ ეროვნული კანონის კონვენციასთან შესაბამისობაზე, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე უნდა წამოაყენონ ნორმის კონსტიტუციურობის განხილვის საკითხი.2007 წლის 24 ოქტომბრის N. 348 გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები აღნიშნავდნენ შემდეგს:
„4.2 აუცილებელია განისაზღვროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების ადგილი და როლი იტალიის სამართლებრივ წყობაზე მათი გავლენის განსასაზღვრად [კონსტიტუციის 117-ე მუხლის გათვალისწინებით]...
4.3 მაშინ, როდესაც ერთის მხრივ [მოცემული დებულებანი] დამატებით იცავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, და შესაბამისად ავრცობენ იტალიის კონსტიტუციით დაცულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, მეორეს მხრივ, ისინი ინარჩუნებენ ჩვეულებრივი კანონმდებლობის მარტივი წყაროების ფორმალურ სტატუსს. ...
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს პრაქტიკოს იურისტთა ყოველდღიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გავლენის მქონე ნორმატიული და ინსტიტუციური საკითხი [მოხმობილი ზემოთ]...
ჩვეულებრივ სასამართლოებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება განიხილონ კონფლიქტი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ჩვეულებრივ კანონმდებლობას შორის, რადგან ამ ორს შორის შესაძლო შეუსაბამობა წარმოშობს კონსტიტუციურობის საკითხს კონსტიტუციის 117 § 1 მუხლის შესაძლო დარღვევაზე და [შესაბამისად] ხვდება საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიური იურისდიქციის ქვეშ. ...
4.5 კონსტიტუციის 117 § 1 მუხლში გაწერილი პრიციპი პრაქტიკაში ამოქმედდება მხოლოდ მაშინ თუკი სახელმწიფოსა და რაიონებისათვის სავალდებულო საკანონმდებლო უფლებამოსილებების ფარგლებში „საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებანი“ ჯეროვნად იქნება გაწერილი. ...
4.6 სხვა საერთაშორისო სამართლებრივ ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა კონვენციამ განსაზღვრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია, რომელსაც ენიჭება კონვენციის დებულებათა განმარტების როლი. [კონვენციის] მუხლი 32 § 1 ადგენს: „სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომელიც მას გადაეცემა, როგორც ეს გათვალისწინებულია 33-ე, 34-ე და 47-ე მუხლებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი დებულებანი მნიშვნელობას იძენენ სამართლებრივი პრაქტიკის განმახორციელებლების მხრიდან, განსაკუთრებით კი სასამართლოების მხრიდან მათი ინტერპრეტაციის გზით, კონვენციის 32 § 1 მუხლის ბუნებრივი შედეგია, რომ იტალიის მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებანი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიკაციის შედეგად მოიცავს ვალდებულებას საკუთარი კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს კონვენციასთან ამ უკანასკნელისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მინიჭებული მნიშვნელობით, რადგან ეს უკანასკნელი შეიქმნა ხსენებულ დებულებათა განმარტებისა და გამოყენების მიზნით. შესაბამისად, არ არის მართებული ვისაუბროთ იტალიის სასამართლოების მომეტებულ იურისდიქციულ კომპეტენციაზე, არამედ უნდა განვიხილოთ იგი როგორც ცნობილი განმარტების განმახორციელებელი ფუნქციის მატარებელი, რომელიც ხელმომწერმა სახელმწიფოებმა მიანიჭეს ევროპულ სასამართლოს, რითაც ხელი შეუწყვეს მათი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების განმარტებას კონკრეტულ სფეროში.
4.7 აღნიშნულიდან არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ განმარტებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებანი ატარებენ კონსტიტუციური სამართლის ძალას და შესაბამისად არ ექვემდებარებიან ამ სასამართლოს მისი კონსტიტუციური ლეგიტიმურობის ფარგლებში. სწორედ იმის გამო, რომ განხილული დებულებანი ავსებენ კონსტიტუციურ პრინციპებს, რომელიც უფრო დაბალი იერარქიის მატარებელია, იგი აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან... .
იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მნიშვნელობას ევროპული სასამართლოს მიერ ინტერპრეტაციის შედეგად იღებს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება უნდა გამომდინარეობს მისი განმარტებიდან და არა თავად დებულებებიდან. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებანი არ წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის კონსტიტუციურობის უპირობოდ სავალდებულო შეფასების წინაპირობას. განხილვა ყოველთვის უნდა აბალანსებდეს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე შეზღუდვებს, კონსტიტუციის 117 § 1 მუხლის მიხედვით, და კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ ინტერესტთა კონტიტუციონალურობას. ...
5. ზემოთმოცემული მეთოდოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლოების მიერ მოთხოვნილი კონსტიტუციურობის შეფასება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ დადგინდეს: ა) არსებობს თუ არა რეალურად კონფლიქტი, რომელიც ვერ გვარდება კონკრეტული ეროვნული დებულებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების ინტერპრეტირების შედეგად, ამ უკანასკნელის ევროპული სასამართლოს ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, რადგან იგი წარმოადგენს 117 § 1 მუხლში მოცემული კონსტიტუციური პრინციპის დამატებით წყაროს და ბ) შეესაბამება თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებანი, [ევროპული] სასამართლოს მიერ მისი განმარტების მიხედვით, იტალიის კონსტიტუციურ წესრიგს. ...“
2007 წლის 24 ოქტომბრის N. 349 გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
„6.2 ... კონსტიტუციის 117 § 1 მუხლში წარმოდგენილი პრინციპი არ გულისხმობს, რომ საერთაშორისო შეთანხმებებში მოცემული დებულებანი, რომელთა იმპლემენტაციაც ხდება სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებები, მიჩნეულ უნდა იქნას კონსტიტუციური სტატუსის მქონედ. განხილული კონტიტუციური პრინციპები კანონმდებელს აკისრებს ვალდებულებას დაემორჩილოს ხსენებულ დებულებებს, რადგან ნებისმიერი ეროვნული დებულება, რომელიც შეუსაბამობაშია ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციასთან და, შესაბამისად, კონსტიტუციის 117 § 1 მუხლში ნახსენებ „საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან“, ipso facto არღვევს კონსტიტუციურ პრინციპს. 117 § 1 მუხლი მოიხმობს კონვენციის დებულებებს, რომელიც შესაძლოა რელევანტური იყოს ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეში, რითაც სიცოცხლეს შთაბერავს (dà vita)და შინაარსს სძენს ზოგადად წარმოქმნილ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდეულებებს და [საფუძველში არსებულ საკონსტიტუციო] პრინციპს, სწორედ იმ დებულებებს, რომლებიც ზოგადად მიიჩნევა „ჩართულ დებულებებად“ და რომელთა გადახედვაც ხდება მათი კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, რის შესახებაც საუბარი იქნება ქვემოთ.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს საერთო სასამართლოების მიერ უნდა მოხდეს ეროვნული კანონის შესაბამისობა კონკრეტულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმასთან... როდესაც ამგვარი განმარტება შეუძლებელია, ან როდესაც სასამართლოს ეჭვი ეპარება ეროვნული კანონის შესაბამისობაში „ჩართულ“ კონვენციურ დებულებასთნ, იგი ვალდებულია კონსტიტუციურობის საკითხი დააყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე კონსტიტუციის 117 § 1 მუხლის იხედვით... .
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი სპეციალური ბუნება სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან შედარებით, რადგან იგი სახელმწიფოთა შორის ნაცვალგებით უფლებებისა და მოვალეობების ჩამოთვლას სცილდება. ამ უკანასკნელმა შექმნა ფუნდამენტური უფლებების ერთგვაროვანი დაცვის სისტემა. მოცემული სისტემის გამოყენება და განმარტება პირველ რიგში წარმოადგენს წევრ სახელმწიფოთა სასამართლოების ფუნქციას, რომელიც კონვენციურ კანონთან შედარებით ჩვეულებრივ, საერთო სასამართლოებს წარმოადგენენ. მეორეს მხრივ, გამოყენების აშკარა ერთგვაროვნება უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის ცენტრალიზებული განმარტებით - ვალდებულება რომელიც ეკისრება სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელსაც საბოლოო სიტყვის თქმის უფლება აქვს და რომლის იურისდიქციაც „ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების დებულებების განმარტებისა და გამოყენების ყველა საკითხზე“ (კონვენციის 32 § 1 მუხლი). ...
საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს განსხვავებული როლები ეკისრებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიზანი საერთო აქვთ - ფუნდამენტური უფლებების მაქსიმალურად ეფექტიანად დაცვა. რომის კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებანი სტრასბურგის სასამართლოს ფუნქციას წარმაოდგენს, რაც უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებში დაცვის ერთგვაროვან დონეს.
თუმცა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარმოიშვება საკითხი ეროვნული დებულების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კონსტიტუციის 117 § 1 მუხლის გაგებით - რომლის დადგენაც შეუძლებელია ინტერპრეტაციის გზით - და განსახილველია მისი შეუსაბამობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთ ან მეტ დებულებასთან, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად აქვს ადგილი შეუსაბამობას და [ასეთის არსებობის შემთხვევაში] დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონკრეტული დებულებანი, სტრასბუგის სასამართლოს განმარტების გათვალისწინებით, რომელიც ახდებს ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტირებას მინიმუმ იმავე დონეზე, როგორც იტალიის კონსტიტუცია.
ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულების განმარტების შეფასება ... არამედ დასადგენია თუ რამდენად არის დებულება, წევრ სახელმწიფოებში განმარტების ფუნქციის მატარებელი სასამართლოს მხრიდან ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, შესაბამისობაში კონკრეტულ კონსტიტუციურ დებულებებთან. შესაბამისად, მართებული ბალანსი დადგინდება კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულების დაცვით - მოხდეს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის უზრუველყოფა და კონსტიტუციის შესაძლო დამრღვევი ნორმის პრევენცია.“
ზ. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასაკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულება N. 396, დათარიღებული 2006 წლის 24 ოქტომბრითმოცემულ განკარგულებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სარჩელი, რომელიც ეხებოდა კალიარის სასამართლოს მიერ წამოყენებულ საკონსტიტუციო შეკითხვას N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლს, რომელიც კრძალავს იმპლანტაციამდელ დიაგნოზირებას.საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ განჩინებაში აღნიშნა, რომ სასამართლომ, რომელმაც წარმოადგინა შეკითხვა წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, შეიზღუდა თავი მხოლოდN. 40/2004 კანონის მე-13 მუხლით, მაშინ როდესაც წინასწარი გადაწყვეტილების გამოყენების მარეგულრებელი წესების მიხედვით, იმავე კანონის სხვა დებულებანი ასევე მოქმედებენ იმპლანტაციამდელი დიაგნოზირების აკრძალვაზე, კერძოდი კი მუხლი 14 (3).
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N. 141, დათარიღებული 2009 წლის 1 აპრილითმოცემული გადაწყვეტილება ეხება N. 40/2004 კანონის 13(2) და 14(3) მუხლს, რომელიც აწესებს შეზღუდვას ემბრიონების რაოდენობაზე (მაქსიმუმ სამი) და ვალდებულებას მოხდეს მათი ერთდროული იმპლანტირება და, ამასთანავე, კრძალავს ზედმეტი ემბრიონების კრიოპრეზერვაციას.საკონსტიტუციო სასამრთომ დაადგინა, რომ მოცემული პუნქტები არაკონსტიტუციური იყო იმის გამო, რომ ნეგატიურ გავლენას ახდენდა ქალის ჯანმრთელობაზე ავალდებულებდა რა მათ გაევლოთ საშვილოსნოს სტიმულირების რამდენიმე ციკლი და ამასთანავე აყენებდა მათ მრავალჯერადი ფეხმძიმობის საფრთხის წინაშე, კრძალავდა რა სელექციურ აბორტს.გადაწყვეტილებაში მითითებები არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაზე. სასამართლოები (ლაციოს რაიონული ადმინისტრაციული სასამართლო და ფლორენციის სასამართლო) არც ადამიანის უფლებათა კონვენციას მოიხმობენ.
საკონტიტუციო სასამართლოს განკარგულება N. 97, დათარიღებული 2010 წლის 8 მარტითმოცემული განკარგულებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო მილანის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა N. 151/2009 გადაწყვეტილებაში განხილულ საკითხებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულება N. 150, დათრიღებული 2012 წლის 22 მაისითმოცემული განკარგულებით, რომელიც მოიხმობდა საქმეს S.H. and Others v. Austria ([GC], no. 57813/00, ECHR 2011) საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე, რომელიც ეხებოდა N. 40/2004 კანონში დაწესებულ ჰეტეროლოგური განაყოფიერების აკრძალვას, განსახილველად დაუბრუნა ქვედა ინსტანციის სასამართლოს.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N. 126, დათარიღებული 2014 წლის 10 ივნისითმოცემული გადაწყვეტილება ეხება სამედიცინოდ დადგენილი სტერილურობის ან უნაყოფობის დროს ჰეტეროლოგური განაყოფიერების ერთიანი აკრძალვის კონსტიტუციურობას, რომელსაც ადგენს N. 40/2004 კანონი.საერთო იურისდიქციის სასამართლოებმა საკონსტიტუციო სასამართლოსაგან მოითხოვეს წინასწარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად იყო ხსენებული კანონი შესაბამისობაში კონსტიტუციის მე-2 მუხლთან (განუყოფელი უფლებები), მე-3 მუხლთან (თანასწორობის პრინციპი), 29-ე მუხლთან (ოჯახის უფლებები), 31-ე მუხლთან (სახელმწიფოს ვალდებულებანი დაიცვას ოჯახის უფლებები) და 32-ე მუხლთან (ჯანმრთელობის უფლება). ერთ-ერთმა სასამართლომ - მილანის სასამართლომ - ასევე შეკითხვით მიმართა სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება კანონის შესაბამისობაზე კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებთან.საკონტიტუციო სასამართლომ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად სცნო.კერძოდ კი დაადგინა, რომ სამართალწარმოებისას მომჩივანთა არჩევანი გახდნენ მშობლები და დააფუძნონ ოჯახი ბავშვებით წარმოადგენდა მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების ფარგლებში თვითგამორკვევის თავისუფლების ნაწილს, რომელიც ხვდებოდა კონსტიტუციის მე-2, მე-3 და 31-ე მუხლების დაცვის ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთანავე დაადგინა, რომ ის პირები, რომლებიც სრულიად სტერილურნი ან უნაყოფონი იყვნენ ფლობდნენ ჯანმრთელობის დაცვის უფლებას (კონსტიტუციის 32-ე მუხლი).სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია მოცემული უფლებები შესაძლოა დაექვემდებარონ შეზღუდვას ეთიკის საფუძველბზე, მოცემული შეზღუდვები არ უნდა წარმოადგენდეს ერთიან აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარად შეუძლებელი იყო სხვათა კონსტიტუციური თავისუფლებების დაცვა.რაც შეეხება მოცემული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისობას კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებთან, საკონსტიტუციო სასამართლო შეიზღუდა იმის აღნიშნვნით, რომ მოცემულ შეკითხვებზე პასუხი გაცემული იყო ხსენებულ ნორმათა კონსტიტუციურობის შესახებ მიმოხილვაში (იხ. ზემოთ).
თ. ეროვნულ სასამართლოთა გადაწყვეტილებანი იმპლანტაციამდელ დიაგნოზირებაზე წვდომასთან დაკავშირებით
კალიარის სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2007 წლის 22 სექტემბრითმოცემულ გადაწყვეტილებაში კალიარის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა პირველ რიგში დაიწყეს დაჩქარებული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც წარმოიშვა კონსტიტუციურობის საკითხი. მათ დასძინეს, რომ მოცემული საკითხი დაუშვებლად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს N. 396 გადაწყვეტილებით 2006 წლის 24 ოქტომბერს (იხ. პარაგრაფები 27-28 ზემოთ), რის გამოც, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ვერ იქნება გამოყენებული სახელმძღვანელოდ მოცემული ეროვნული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განხილვის პროცესში.სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ აწესებდა არანაირ ცალსახა აკრძალვას იმპლანტაციამდელ დიაგნოზირებაზე და რომ კანონის იმგვარად განმარტება, თითქოს არსებობს მსგავსი აკრძალვა, წინააღმდეგობაში მოდის მომჩივნების უფლებასთან სათანადოდ ინფორმირებულნი იყვნენ იმ სამედიცინო მკურნალობის შესახებ, რომლის გავლასაც აპირებენ.ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმპლანტაციამდელი დიაგნოზირების აკრძალვა დაწესდა მეორადი/დამხმარე კანონმდებლობით, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს N. 15165 ბრძანებით, დათარიღებული 2004 წლის 21 ივლისით ( განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ „გამოკვლევანი, რომელიც განსაზღვრავს ინ ვიტრო ემბრიონის ჯანმრთელობის მდგომარეობას, [N. 40/2004] კანონის 14(5) მუხლის მნიშვნელობით ვერ განხორციელდება სხვა მიზნით თუ არა ემბრიონებზე დაკვირვება - dovrà essere di tipo osservazionale). მან დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონიერების პრინციპსა და ევროპის საბჭოს „ოვიედოს კონვენციას“.დაბოლოს, მან აღნიშნა, რომ N. 40/2004 კანონის იმგვარად განმარტება, რომ დაშვებულ იქნას იმპლანტაციამდელი დიაგნოზირება შესაბამისობაში გახლდათ დედის სასარგებლოდ აღიარებული ჯანმრთელობის უფლებასთან. შესაბამისად, იგი მომჩივნებს ანიჭებდა წვდომას იმპლანტაციამდელ დიაგნოზირებაზე.
ფლორენციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2007 წლის 17 დეკემბრითმოცემულ გადაწყვეტილებში ფლორენციის სასამართლომ მოიხმო ზემოთგანხილული კალიარის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ იზიარებდა ეროვნული კანონმდებლობის მისეულ განმარტებას. შესაბამისად, მიანიჭა მომჩივნებს წვდომა იმპლანტაციამდელ დიაგნოზირებაზე.
ბოლონიის სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2009 წლის 29 ივნისითმოცემული გადაწყვეტილებით ბოლონიის სასამართლომ მომჩვნებს მიანიჭა წვდომა იმპლანტაციამდელ დიაგნოზირებაზე, აღნიშნა რა, რომ იგი შეესაბამებოდა ქალთა ჯანმრთელობის უფლების დაცვას, უფლებას, რომელიც აღიარებული გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული ეროვნული კანონმდებლობით 2009 წლის 1 აპრილის N. 151 გადაწყვეტილებით (იხ. პარაგრაფები 29-31 ზემოთ).სალერნოს სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2010 წლის 9 იანვრითმოცემულ გადაწყვეტილებაში, რომელიც დაჩქარებული პროცედურით იქნა მიღებული, სალერნოს სასამართლომ მოიხმო ჯანდაცვის სამინისტროს 2008 წლის 11 აპრილის N. 31639 ბრძანებულება, კერძოდ კი მასში განხილული ის ფაქტი, რომ ინ ვიტრო ემბრიონების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამსაზვრელი ანალიზები აღარ იზღუდებოდა დაკვირვების პროცესში და რომ წვდომა სამედიცინო დახმარებით განაყოფიერებაზე ნებადართული იყო იმ წყვილებშიც, სადაც კაცი დაავადებული გახლდათ სექსუალურად გადამდები დაავადებებით.მან დაასკვნა, რომ იმპლანტაციამდელი დიაგნოზირება წარმოადგენდა ანტენატალური მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავდა ემბრიონის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრას.შესაბამისად, სასამართლომ მომჩივნებს დართო ნება განეხორციელებინათ ინ ვიტრო ემბრიონის იმპლანტაციამდელი დიაგნოზირება.
კალიარის სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2012 წლის 9 ნოემბრითმოცემულ გადაწყვეტილებაში კალიარის სასამართლომ მოიხმო ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებებში მოყვანილი არგუმენტაცია. მან მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართოს 2007 წლის 24 ოქტომბრის N. 348 და 349 გადაწყვეტილებები აჩვენებდა - კანონის განმარტება იმგვარად, რომ ნებადართული იყოს იმპლანტაციამდელ შემოწმებაზე წვდომა, შესაბამისობაში გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ Costa and Pavan v. Italy (no. 54270/10, 28 აგვისტო 2012) საქმეში მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
რომის სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2014 წლის 15 იანვრითმოცემულ გადაწყვეტილებაში სასამართლო შეეხო N. 40/2004 წლის კანონის 1(1) და (2) და 4(1) მუხლების კონსტიტუციურობას, რომლებიც იმ წყვილებს, რომლებიც არც სტერილურნი და არც უნაყოფონი არ არიან, უკრძალავს იმპლანტაციამდელი დიაგნოზირების მეთოდების მხრივ სამედიცინო ჩარევას. სასამართლომ თემა განიხილა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების ჭრილში.სასამართლომ გაითვალისწინა რა ზემოთმოხმობილი Costa and Pavan v. Italy გადაწყვეტილება დაადგინა, რომ კანონი არ უნდა იქნეს ფართოდ განმარტებული, რადგან იგი ცალსახად ადეგნს, რომ სამედიცინო რეპროდუქციის მეთოდებზე წვდომა სტერილური ან უნაყოფო წყვილების პრეროგატივას წარმოადგენს.
ი. ფლორენციის სასამართლოს მიერ წამოყენებული N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფლორენციის სასამართლომ კონსტიტუციის მე-9 და 32-ე მუხლების გათვალისწინებით, რომელიც იცავს სამედიცინო კვლევის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას, დასვა შეკითხვა N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლის კონსტიტუციურობაზე, სადაც ეს უკანასკნელი კრძალავს მომეტებული ემბრიონის სამედიცინო კვლევისთვის დონაციას.2014 წლის 19 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა საქმის მოსმენა გადადო მანამდე, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა არ განიხილავს წინამდებარე საჩივარს საქმეში Parrillo v. Italy (საჩივრის no. 46470/11).
ევროპის საბჭოს დოკუმენტები
ა. ევროპის საბჭს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1046 (1986) ადამიანის ემბრიონისა და ნაყოფის თერაპიული, სამეცნიერო, ინდუსტრიული და კომერციული მიზნებით დიაგნოზირების შესახებ
„...6. [საპარლამენტო ასამბლეა] ითვალისწინებს რა, რომ სამართლებრივი პოზიციონირების მხრივ განვლილი პროგრესი განსაკუთრებით საფრთხილოა ემბრიონისა და ნაყოფისათვის, და იმ ფაქტს, რომ მათი სამართლებრივი სტატუსი ამჟამად არ განისაზღვრება კანონით;
7. იცის რა, რომ ამჟამად არ არსებობს ცოცხალი თუ გარდაცვლილი ემბრიონისა და ნაყოფის გამოყენების ადექვატურად მარეგულირებელი დებულებანი;
8. დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პროგრესი, რომელიც შესაძლებელს ხდის ადამიანის სიცოცხლეში ჩარევას განაყოფიერების მომენტიდან, დაუყოვნებლივ საჭიროდ ხდის მისი სამართლებრივი დაცვის მასშტაბის განსაზღვრას;
9. ითვალისწინებს რა ემბრიონისა თუ ნაყოფის და მათი უჯრედების გამოყენების საკთხზე განსხვავებული ეთიკური მოსაზრებებისა და ღირებულებების კონფლიქტს;
10. მიიჩნევს რა, რომ ადამიანის ემბრიონი და ნაყოფისადმი მოპყრობა უნდა ხვდებოდეს ადამიანური ღირსების დაცვით და რომ მათგან მიღებული მასალა და ქსოვილები უნდა იყოს მკაცრად შეზღუდული და რეგულირებული... ცალსახად თერაპიული მიზნებისათვის, მაშინ როდესაც აღარ არსებობს სხვა საშუალება; ...
13. ხაზს უსვამს რა ევროულ თანამშრომლობას,
14. რეკომენდაციას უწევს მინისტრთა კომიტეტს:
ა. მოუწოდოს წევრ სახელმწიფოთ მთავრობებს:
...
ii. შეზღუდონ ადამიანის ემბრიონისა და ნაყოფის და მასალებისა და ქსოვილების გამოყენება ინდუსტრიულ კონტექსტში მკაცრად თერაპიული მიზნებით, მაშინ, როდესაც სხვა საშუალება არ არსებობს, დანართში გაწერილი პრინციპების მიხედვით; უზრუნველყონ კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა მოცემულ პრინცპებთან ან აამოქმედონ კანონები, რომელთა მიხედვითაც inter alia განისაზღვრება პირობები, სადაც ამოღება და გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დიაგნოზირების ან თერპიული მიზნით;
iii. აიკრძალოს ადამიანური ემრბიონის შექმნა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მათი სიცოცხლის ან გარდაცვალების შემდეგ კვლევის მიზნებისათვის;
iv. აიკრძალოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნას არასასურველ გამოყენებად ან მოცემული მეთოდებიდან გადახვევად, მათ შორის:
...
- კვლევა სიცოცხლისუნარიან ადამიანურ ემბრიონზე;
- ექპერიმენტი ცოცხალ ადამიანურ ემბრიონზე, სიცოცხლისუნარიანია ეს უკანასკნელი თუ არა იმის მიუხედავად ...“
ბ. ევროპის საბჭს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1100 (1989) ადამიანის ემბრიონისა და ნაყოფის სამეცინერო კვლევებისათვის გამოყენების შესახებ
„ ... 7. ვითვალისწინებთ რა, რომ ადამიანის ემბრიონი, წარმატებული განვითარების ფაზების გათვალისწინებით ... ადასტურებს პროგრესულ სხვაობებს როგორც ორგანიზმი და ამ პროცესში ინარჩუნებს ბიოლოგიურ და გენეტიკურ იდენტობას;
მოვიხმობთ რა ევროპული თანამშრომლობის საჭიროებას და მაქსიმალურად ფართო რეგულირებას, რათა გადავლახოთ მოცემული სფეროების ექსკლუზიურად ეროვნული სტანდარტების ურთიერთწინააღმდეგობანი, საფრთხეები და განჭვრეტადი სისუსტეები,
...
21. ემბრიონისა თუ ნაყოფის განზრახ შექმნა და/ან ცოცხლად შენარჩუნება ინ ვიტრო თუ ინ უტერო მდგომარეობაში ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის მიზნებისათვის, მაგალითად გენეტიკური მასალის, უჯრედების ან ორგანოების ამოღების მიზნით იკრძალება.
...“რეკოემნდაციის დანართის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„ბ. ცოცხალ იმპლანტირებამდელ ემბრიონზე:
4. რეკომენდაცია 934 (1982) და 1046 (1986) შესაბამისად, სიცოცხლისუნარიან ინ ვიტრო ემბრნიონზე კვლევები დაიშვება მხოლოდ:
-დიაგნოზირების გამოყენებითი მიზნების, პრევენციის ან თერაპიული მიზნებისათვის;
- მათ არა-პათოლოგიურ გენეტიკურ მემკვიდრეობაში ჩარევის გარეშე;
5. ... ცოცხალ ემბრიონებზე კვლევა იკრძალება, განსაკუთრებით მაშინ:
- თუკი ემბრნიონი სიცოცხლისუნარიანია;
- თუკი შესაძლოა ცხოველის მოდელის გამოყენება;
- თუკი შესაბამისი სახელმწიფო ჯანდაცვის ან სამეცნიერო ორგანოს, დელეგაციის ან სხვა შესაბამისი ეროვნული მულტიდისციპლინარული კომიტეტის წინაშე არ არის ჯეროვნად წარმოდგენილი და ნებადართული ჩარჩო პროექტების ფარგლებში;
- თუკი არ ხვდება ზემოთხსენებული ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილ ვადებში;
...
თ. ადამიანის ემბრიონული მასალის დონაცია
20. ადამიანის ემბრიონული მასალის დონაცია ნებადართულია მხოლოდ სამეცინერო კვლევის საწარმოებლად დიაგნოზირების, პრევენციის ან თერაპიული მიზნებით. მისი გაყიდვა იკრძალება.
21. ემბრიონისა თუ ნაყოფის განზრახ შექმნა და/ან ცოცხლად შენარჩუნება ინ ვიტრო თუ ინ უტერო მდგომარეობაში ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის მიზნებისათვის, მაგალითად გენეტიკური მასალის, უჯრედების ან ორგანოების ამოღების მიზნით იკრძალება.
22.ადამიანის ემბრიონული მასალის დონაცია და გამოყენება დამოკიდებულია დონორი მშობლების ნებაყოფლობით გამოხატულ, წერილობით თანხმობაზე.
23. ორგანოების დონაცია დაუშვებელია კომერციულ ასპექტში. ემბრნიონის ან ნაყოფის ან მათი ნაწილის შეძენა ან გაყიდვა მათი დონორი მშობლების ან სხვა მხარეების მიერ, ასევე მათი იმპორტირება ან ექსპორტირება, იკრძალება.
24. ადამიანის ემრბიონული მასალის დონაცია ან გამოყენება სახიფათო და გამანადგურებელი ბიოლოგიური იარაღის საწარმოებლად იკრძალება.
25. მოცემული რეკომენდაციის ფარგლებში „სიცოცხლისუნარიანი“ ემბრნიონი გაგებულ უნდა იქნას როგორც ემბრიონი, რომელიც თავისუფალია ისეთი ბიოლოგიური მახასიათებელებისაგან, რომელიც ხელისშემშლელად გვევლინება მათი განვითარებისათვის; არასიცოცხლისუნარიანი ადამიანური ემბრიონის ან ნაყოფის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ობიექტური ბიოლოგიური კრიტერიუმებით, რომელიც ეფუძნება ემბრიონის თანდაყოლილ დეფექტებს.“
გ. ევროპის საბჭს კონვენცია ადმიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ („ოვიედოს კონვენცია“), 1997 წლის 4 აპრილი
მუხლი 2. ადამიანის უზენაესობა
ადამიანის ინტერესები და კეთილდღეობა უზენაესია საზოგადოების და მეცნიერების ინტერესებთან შედარებით.
მუხლი 18. ემბრიონზე ინ ვიტრო კვლევა
1. იმ ქვეყნებში, როდესაც კანონით დაშვებულია ემბრიონზე in vitro კვლევის ჩატარება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ემბრიონის ადეკვატური დაცვა.
2. აკრძალულია კვლევის ჩატარების მიზნით ადამიანის ემბრიონის შექმნა.
მუხლი 27. დაცვის გაფართოება
ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ კრძალავს და სხვაგვარად არ ზღუდავს რომელიმე მხარეს შესაძლებლობას ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების მიზნით უზრუნველყოს დაცვის უფრო ფართო ზომები, ვიდრე ეს დადგენილია კონვენციით.
დ. ოვიედოს კონვენციის დამატებითი ოქმი ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ, 2005 წლის 25 იანვარი
მუხლი2-მოქმედების სფერო
1. ეს ოქმი მოიცავს ჯანმრთელობის სფეროში წარმოებული კვლევითისაქმიანობის სრულ სპექტრს, რომელიც გულისხმობს ადამიანზე ჩარევას.
2. ეს ოქმი არ ეხება ემბრიონზე in vitro ჩატარებულ კვლევას, ის ეხება კვლევას ნაყოფზე და in vivo კვლევას ემბრიონზე.
...“
ე. ადამიანის ემბრიონისა და ნაყოფის დაცვის შესახებ ბიოეთიკის სახელმძღვანელო კომიტეტის მუშა ჯგუფის ანგარიში, გამოქვეყნებული 2003 წლის 19 ივნისს - დასკვნა
„წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს მიმოიხილოს ევროპაში არსებული მდგომარეობა ადამიანის ინ ვიტრო ემრბიონის დაცვასთან დაკავშირებით და წამოაყენოს არგუმენტები მის დასაცავად.
ინ ვიტრო ემრბიონის დაცვასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არსებობს. თუმცა, ემბრიონის სტატუსის განმარტება რჩება სფეროდ, სადაც მტკიცე არგუმენტებზე დაყრდნობით არსებობს ფუნდამენტური განსხვავებანი. ხსენებული განსხვავებანი დიდწილად განაპირობებს იმ შეუთანხმებლობას, რომელიც არსებობს ინ ვიტრო ემრბიონის დაცვასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, თუკი არ არსებობს შეთანხმება ემბრიონის სტატუსის შესახებ, რიგი საკითხების გადახედვა ბიოსამედიცინო სფეროში განვითარებული მოვლენების ფონზე და თერაპიული წინსვლის გათვალისწინებით მიზანშეწონილად უნდა იქნას მიჩნეული. მოცემულ კონტექსტში, ვიზიარებთ და პატივს ვცემთ რა ქვეყნების მიერ მიღებულ ფუნდამენტურ არჩევანს, შესაძლო და სასურველი გახლავთ ემბრიონის ინ ვიტრო იმგვარი დაცვა, რომელზეც ერთიანი მიდგომის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს ყველა სახელმწიფო და ამით უზრუნველყოფენ ინ ვიტრო ემბრიონის შექმნისა და გამოყენების პროცედურების გამოყენების ჯეროვან პირობებს. მოცემული ანგარიშს მიზანია საკითხზე მსჯელობის ხელშეწყობა.“
ვ. ევროპის საბჭს საპარლამენტო ასამპლეის რეზოლუცია 1352 (2003) ადამიანური ღეროვანი უჯრედების კვლევის შესახებ
...3. ადამიანის ღეროვანი უჯრედის მოპოვება შეეიძლება რიგი ქსოვილების და სითხეების ზრდის შედეგად ნებისმიერ ასაკში და არ არის დაკავშირებული ემბრიონულ წყაროებთან.
...
ემბრიონული ღეროვანი უჯრედის შექმნა ამჟამად საჭიროებს ადამიანის ემბრიონის განადგურებას.
...
7. ასამბლეა მიუთითებს, რომ ემბრიონული ადამიანური ღეროს საჭირო რაოდენობა სამეცნიერო კვლევისათვის უკვე არსებობს მსოფლიოში.
...
10. ადამიანის განადგურება კვლევის მიზნებისათვის ეწინააღმდეგება სიცოცხლის უფლებას და ადამიანების ინსტრუმენტალიზაციის მორალურ აკრძალვას.
11. შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს:
i. ხელი შეუწყონ ღეროვანი უჯრედების კვლევას იმდენად, რამდენადაც პატივცემული იქნება ადამიანის სიცოცხლე მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე;
ii.ხელი შეუწყონ იმ სამეცინერო ტექნოლოგიებს, რომლებიც არ არის სოციალურად ან ეთიკურად კონფლიქტური, რათა გააუმჯობესონ უჯრედთა ფართო პოტენციალი და ხელი შეუწყონ რეგენერაციული მედიცინის ახალი მეთოდების განვითარებას;
iii. ხელი მოაწერონ და მოახდინონ ოვიედოს კონვენციის რატიფიცირება, რათა ეფექტურად აიკრძალოს ადამიანური ემბრიონების კვლევისათვის შექმნა;
iv. ხელი შეუწყონ ერთიან ევროპულ საბაზისო კვლევის პროგრამებს ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედების სფეროში;
v. უზრუნველყონ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია ადამიანური ემბრიონის განადგურებით ღეროვანი უჯრედების კვლევა, პროცესი განხორციელდეს შესაბამისი ეროვნული ორგანოებისაგან ჯეროვანი ნებართვისა და ზედამხედველობის ფარგლებში;
vi.პატივი სცენ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლებსაც არ სურთ იმ საერთაშორისო კვლევით პროგრამებში ჩართვა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ ეროვნულ კანონმდებლობაში გაწერილ ეთიკურ ღირებულებებს და არ ელოდონ ამ ქვეყნებისაგან კვლევაში პირდაპირ ან ირიბ ჩართულობას;
vii. პრიორიტეტი მიანიჭონ კვლევის ეთიკურ ასპექტებს პირდაპირ გამოყენებით და ფინანსურ სარგებელთან შედარებით;
viii. ხელი შეუწყონ იმგვარი ორგანოების შექმნას, სადაც მეცნიერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ განიხილონ სხვადასხვა ტიპის პროექტები ადამიანური ღეროვანი უჯრედების კვლევასთან დაკავშრებით, რაც განხორციელდება გამჭვირვალეობის ხელშეწყობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაძლიერების ფონზე.“
ზ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მიმართ ადამიანური წარმოშობის ბიოლოგიურ მასალაზე კვლევასთან დაკავშირებით (რეკ(2006)4), მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 15 მარტს
მოცემული რეკომენდაცია, რომელიც არ ვრცელდება ემბრიონულ და ნაყოფის ქსოვილებზე (იხ. მუხლი 2, პარაგრაფი 3) მიზნად ისახავს იმ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რომელთა ბიოლოგიური მასალაც შეიძლება გამოყენებულ იქნას კვლევით პროექტებში ამოღებისა და შენახვის შემდეგ: (ა) კონკრეტული სამეცნიერო პროექტი რეკომენდაციის მიღებამდე, (ბ) შემდგომი არაკონკრეტული კვლევისათვის ან (გ) უსარგებლო მასალა, რომელიც თავდაპირველად ამოღებული იყო კლინიკური ან სამედიცინო ექსპერტიზის მიზნებისათვის. რეკომენდაცია მიზნად ისახავს inter alia ხელი შეუწყოს სახელმძღვანელო პრინციპების დაფუძნებას წევრ სახელმწიფოებში და საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებას იმ კვლევითი საქმიანობის ფარგლებში, რომელიც ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას. იგი ასევე აყალიბებს წესებს ბიოლოგიური მასალების ამოღებისა და შეგროვების შესახებ.
თ. „ეთიკა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1934 (2013)
„2. ... ასამბლეა ადგენს, რომ საჭიროა უფრო მეტი ეთიკური შეფასება - ეროვნულ, სუპრარეგიონულ და გლობალურ დონეზე - სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად, რათა მოხდეს ინსტრუმენტებისა და მეთოდების გონივრული გამოყენება, მათი მაქსიმალური შედეგებითა და მინიმალური გვერდითი ჩვენებებით, და რათა დაიხვეწოს მოქმედების წესებისა და ქმედებების ზოგადი სისტემა.
3. ასამბლეას სჯერა, რომ გლობალურ დონეზე ეთიკური პერმანენტული სტრუქტურის არსებობა შესაძლებელს გახდის ეთიკური საკითხების, როგორც „მოძრავი მიზნის“ აღქმნას და არ შემოიფარგლება „ეთიკურ კოდექსზე“ აქცენტირებით, რითაც საშუალებას მისცემს პერიოდულად გადაიხედოს, ისეთი საბაზისო დაშვებებიც კი, როგორიცაა „ადამიანური იდენტობა“ ან „ადამიანური ღირსება“.
4. ასამბლეა მიესალმება იუნესკოს ინიციატივას შეიქმნას სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიების ეთიკის მსოფლიო კომისია (კომესტ), რომელიც ჩაერთვება მიმდინარე ეთიკურ საკითხებში და გამოიკვლევს ფუნდამენტური ეთიკური პრინციპების შექმნისა და პერიოდულად გადახედვის შესაძლებლობას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე.
5. ამ მხრივ ასამბლეა რეკომენდაციას აძლევს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს განიხილოს მოქნილი და არაფორმალური სტრუქტურის შექმნა ეთიკური მოსაზრებების გამოსახატად, რომელიც ითანამშრომლებს ასამბლეის შესაბამის კომიტეტებთან და შესაბამის ექსპერტთა კომიტეტების წევრებთან, მათ შორის ბიოეთიკის კომიტეტთან (დჰ-ბიო) და დაისახავს მიზნად ახალი ეთკური საკითხებისა და მთავარი ეთიკური პრინციპების დადგენას ევროპაში პოლიტიკური და სამართლებრივი მოქმედებების სახელმძღვანელოდ.
6. გააძლიერონ ერთიანი ევროპული მოქმედების გეგმა მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში ეთიკის შესახებ, ასამბლეა რეკომენდაციას უწევს წევრ სახელმწიფოებს, რომელსაც ჯერ არ მოუხდენიათ, ხელი მოაწერონ და რატიფიცირება გაუკეთონ ადამიანის უფლებებისა და ღირესების დაცვის კონვენციას ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების კუთხით: ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციას (N. 164 „ოვიედოს კონვენცია“) და მის ოქმებს და სრულად ჩაერთონ ბიოეთიკის კომიტეტის საქმიანობაში.
...
10. ასამბლეა სთავაზობს ევროკავშირსა და იუნესკოს ითანამშრომლონ ევროპის საბჭოსთან რათა გააძლიერონ ერთიანი ევროპული მიდგომა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ეთიკის საკითხებზე და ამის გამო სთავაზობს:
10.1. შექმნან ევროპული და რეგიონული პლატფორმები რათა რეგულარულად მოხდეს გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებულ ეროვნული ეთიკის კომიტეტების ეროვნული კონფერენციების ცოდნას (კომეთ) და, ბოლოდროინდელ ეროვნული ეთიკის საბჭოების ფორუმს (ნეკ ფორუმი), დაფინანსებული ევროპის კომისიის მიერ, და ევროპის საბჭს ბიოეთიკის კომიტეტის შეხვედრებს;
10.2. შექმნან და პერიოდულად გადახედონ ფუნდამენტურ ეთიკურ პრინციპებს, რომელიც გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში;
10.3. შესთავაზონ შემდგომი დახმრება წევრ სახელმწიფოებს ეთიკური წესებისა და ზედამხედველობის პროცედურების ჰარმონიზაციაში, დაეფუძნონ ევროპის კომისიის მეშვიდე ჩარჩო პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში (2007-2013) (ფპ7).“
ევროკავშირის შესაბამისი კანონები და მასალები
ა. ევროპის კომისიის ევროპული ჯგუფი ახალ ტექნოლოგიებში ეთიკისა და მეცნიერების შესახებ (ეგე)1991 წელს ევროპის კომისიის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო „ეგე“ შედგება იმ ექსპერტებისაგან, რომელთა ვალდებულებაც მოიცავს ევროპის კომისიისათვის რეკომენდაციების მიცემას მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე. „ეგე“-მ წარმოადგინა ორი მოსაზრება კვლევის მიზნებისათვის ინ ვიტრო ემბრიონების გამოყენებაზე.
მოსაზრება N. 12: ადამიანის ემბრიონის გამოყენებით კვლევის ეთიკური ასპექტები მე-5 ჩარჩო პროგრამის კონტექსტში, 1998 წლის 14 ნოემბერიმოცემული მოსაზრება გამოქვეყნდა ევროპის კომისიის თხოვნის საფუძველზე მას შემდეგ, რაც ევროპის პარლამენტმა, მე-5 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში განიხილა იმ კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე უარის თქმა კავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც იწვევდა ადამიანის ემბრიონის განადგურებას. შესაბამისი ნაწილი აღნიშნავდა შემდეგს:
„... 2.6... ევროპის კვლევითი პროგრამების ფარგლებში, ადამიანის ემბრიონის კვლევისადმი მიდგომა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ წევრ სახელმწიფოთა საერთო ფუნდამენტური ეთიკური პრინციპების, არამედ ფილოსოფიური და ეთიკური მოსაზრებების გათვალისწინებითაც, რომელიც გამოხატულია სფეროში არსებულ პრაქტიკასა და ეროვნულ რეგულაციებში. ...
2.8. ზემორე პრინციპებისა და კონკრეტიკის საფუძველზე, ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეთიკური მასშტაბის გათვალისწინებით კავშირის მეხუთე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებიდან ა პრიორი არ უნდა გამოირიცხოს ადამიანის ემბრიონზე კვლევა, რომელიც სხვადასხვა ეთიკური არჩევანის ობიექტია ქვეყნების მიხედვით...“
2. მოსაზრება N. 15: ადამიანის ღეროვანი უჯრედის კვლევისა და გამოყენების ეთიკური ასპექტები, 2000 წლის 14 ნოემბერიმოსაზრების შესაბამის ნაწილებში აღნიშნულია შემდეგი:
2.3 პლურალიზმი და ევროპული ეთიკა
... ევროპული პლურალიზმის კონტექსტში, ყოველი წევრი სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს ემბრიონული კვლევის აკრძალვა ან დაშვება. ამ უკანასკნელის არჩევისას, ადამიანის ღირსების პატივისცემა საჭიროებს ემბრიონული კვლევის რეგულირებას და იმგვარი დებულებების დაწესებას, რომლებიც თავიდან აგვაცილებს ადამიანის ემბრიონზე თვითნებურ ექსპერიმენტებსა და მისი ინსტრუმენტალიზაციის საფრთხეებს.
2.5. სფეროში კვლევის ეთიკური დაშვება.
ჯგუფი აღნიშნავს, რომ რიგ ქვეყნებში აკრძალულია ემბრიონზე კვლევა. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი კვლევა ნებადართულია, ისახავს რა იგი მიზნად უნაყოფობის მკურნალობას, რთულია დადგინდეს რაიმე სპეციალური არგუმენტი, რომელიც აკრძალავს კვლევის გამოყენებას ახალი მკურნალობის გზების კვლევაზე, რათა მოხდეს მძიმე დაავადებებისა და დაზიანებების მკურნალობა. მსგავსად უშვილობის კვლევისა, ღეროვან უჯრედის კვლევა მიზნად ისახავს მძიმე ადამიანური ტანჯვის შემსუბუქებას. ნებისმიერ შემთხვევას, ემბრიონი, რომლის გამოყენებაც ხდება კვლევისათვის ექვემდებარება სავალდებულო განადგურებას. შესაბამსიად, არ არსებობს არგუმენტი გამოირიცხოს კვლევა ამ ტიპის კვლევაზე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში ევროპის კავშირში, თუკი იგი ემორჩილება პროგრამაში განსაზღვრულ ეთიკურ და სამართლებრივ მოთხოვნებს.“
ბ. ევროპის პარლამენტის და საბჭოს N. 1394/2007 რეგულაცია, 2007 წლის 13 ნოემბერი, პროგრესული თერაპიის სამედიცინო პროდუქტების შესახებ და მასში განხორციელებული ცვლილებები დირექტივა 2001/83/EC და რეგულაცია (EC) N. 726/2004
"(7) პროგრესული თერაპიის სამედიცინო პროდუქტების შესახებ რეგულაცია გაერთიანების დონეზე არ უნდა ერეოდეს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებში დაუშვან თუ არა რომელიმე კონკრეტული ტიპის ადამიანური უჯრედის, მსგავსად ემბრიონული ღეროვანი უჯრედისა, ან ცხოველური უჯრედების გამოყენება. მათ გავლენა არ უნდა მოახდინონ ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებაზე, რომელიც კრძალავს ან ზღუდავს მოცემული უჯრედების შემცველ, მასში შემავალ ან მისგან გამომდიანრე სამედიცინო პროდუქტების გაყიდვას, მიწოდებასა თუ გამოყენებას.“
გ. ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (C-34/10 Oliver Brüstle v Greenpeace eV)მოცემული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა გერმანიის ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოს (Bundesgerichtshof) მიერ პირველადი განჩინებით მიმართვის საფუძველზე, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ წარმოადგინა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 6 ივლისის 98/44/EC დირექტივის ინტერპრეტაცია ბიოტექნოლოგიური გამოგონებების სამართლებრივი დაცვის შესახებ.განსახილველი გახლდათ დირექტივის ის ნაწილი, რომელიც ზღუდავდა პრინციპს, რომლითაც ადამიანის ემბრიონის გამოყენება ინდუსტრიული ან კომერციული მიზნებისათვის ვერ დაექვემდებარებოდა პატენტირებას, აღნიშნავდა, რომ მოცემული შეზღუდვა დაპატენტებაზე არ ვრცელდებოდა „თერაპიული ან დიაგნოზირების მიზნით გამოგონებებზე, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ემბრიონის ნაწილს და მისთვის მნიშვნელოვანია.“მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დირექტივის მიზანი არ გახლდათ ადამიანის ემბრიონის გამოყენების რეგულირება სამეცნიერო კვლევის კონტექსტში. იგი იზღუდებოდა ბიოტექნოლოგიური გამოგონებების პატენტირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოგონებანი, რომლებიც მოიცავენ ადამიანის ემბრიონის გამოყენებას ჯერ ისევ არ ხვდებოდა პატენტირებად სფეროში, მაშინაც კი, როდესაც ისინი მიზნად ისახავდნენ სამეცნიერო კვლევას (მოცემული მიზნების განსხვავება შეუძლებელი გახლდათ მათი ინდუსტრიული და კომერციული მიზნებისაგან პატენტის შემთხვევაში). მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავდროულად მოცემული შეზღუდვა არ ახდენდა გავლენას თერაპიული ან დიაგნოზირების მიზნით იმ გამოგონებებზე, რომელიც ვრცელდებოდა ადამიანის ემბრიონზე და მისთვის სასარგებლო იყო.
დ. ევროკავშირის დაფინანსება კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში1984 წლიდან მოყოლებული ევროპის კავშირი დაფინანსებას გამოყოფბდა სამეცნიერო კვლევებზე ჩარჩო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც კვლევებს აფინანსებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში.გადაწყვეტილება N. 1982/2006/EC შესაბამისი ნაწილი ეხება ევროპის კავშირის კვლევის, ტექნოლოგიური განვითარების და სადემონსტრაციო საქმიანობების შესახებ მეშვიდე ჩარჩო პროგრამას (2007-2013) და აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 6 - ეთიკის პრინციპები
„1. მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ყველა კვლევითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს ფუნდამენტური ეთიკური პრინციპების დაცვით.
კვლევის შემდეგი სფეროები არ ექვემდებარება ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას:
კვლევითი საქმიანობა, რომელიც ეხება ადამიანის კლონირებას რეპროდუქციული მიზნებისათვის;
კვლევითი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის გენეტიკის იმგვარ ცვლილებას, რომელიც შეიძლება მემკვიდრეობით გადაიცეს;
კვლევით საქმიანობანი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ემბრიონის შექმნას მხოლოდ კვლევის მიზნებისათვის ან ღეროვანი უჯრედის შექმნას, მათ შორის სომატური უჯრედოვანი ბირთვული გადაცემის საშუალებითაც;
ადამიანის ღეროვან უჯრედებზე კვლევა, როგორც ზრდასრულების, ისე ემბრიონების შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს დაფინანსებას სამეცნიერო პროგრამის და ჩართულ წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივი რეგულირების შინაარსიდან გამომდინრე. ...“ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის N. 1291/2013 რეგულაციის შესაბამისი ნაწილებით დადგენილია ჰორიზონ 2020 - ჩარჩო კვლევისა და ინოვაციების პროგრამა (2014-2020), რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 19 - ეთიკური პრინციპები
„1. „ჰორიზონ 2020“ ფარგლებში განხორციელებული ყველა კვლევა და ინოვაციური საქმიანობა სავალდებულოდ უნდა დაექვემდებაროს ეთიკურ პრინციპებსა და შესაბამის ეროვნულ, კავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობას, მათ შორის ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისევე როგორც მის დამხმარე ოქმებს ...
...
3. შემდგომი კვლევის სფეროები არ ექვემდებარება დაფინანსებას:
(ა) კვლევითი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის კლონირებას რეპროდუქციული მიზნებისათვის;
(ბ) კვლევითი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის გენეტიკური მემკვიდრეობის ცვლილებას, რომელიც შესაძლოა მემკვიდრეობით გადაიცეს;
(გ)კვლევითი საქმიანობანი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ემბრიონის შექმნას მხოლოდ კვლევის მიზნებისათვის ან ღეროვანი უჯრედის შექმნას, მათ შორის სომატური უჯრედოვანი ბირთვული გადაცემის საშუალებითაც;ადამიანის ღეროვან უჯრედებზე კვლევა, როგორც ზრდასრულების, ისე ემბრიონების შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს დაფინანსებას სამეცნიერო პროგრამის და ჩართულ წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივი რეგულირების შინაარსიდან გამომდინრე. დაფინანსებას არ დაექვემდებარება კვლევითი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია ყველა წევრ სახელმწიფოში. აქტივობანი არ დაფინანსდება იმ წევრ ქვეყანაში, რომელშიც ეს საქმიანობა იკრძალება.
...“
ე. კომუნიკაცია ევროპის კომისიიდან ევროპის მოქალაქეთა ინიციატივა „ერთ-ერთი ჩვენთაგანის“ პასუხად COM(2014) 355 საბოლოო (ბრიუსელი, 28 მაისი 2014)
2014 წლის 10 აპრილს სამოქალაქო ინიციატივამ „ერთ-ერთი ჩვენთაგანი“ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპული დაფინანსებიდან იმ სამეცნიერო პროექტების ამოღებას, რომლებიც მოიცავდნენ ადამიანის ემბრიონის განადგურებას.2014 წლის 28 მაისის კომუნიკაციაში, ევროპის კომისიამ აღნიშნა, რომ იგი ვერ დააკმაყოფილებდა მოთხოვნას იმის გამო, რომ დაფინანსებაზე განაცხადები ითვალისწინებდნენ ეთიკულ ასპექტებს, პოტენციურ ჯანმრთელობის სარგებელს და მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის დონეზე ღეროვანი უჯრედების გამოსაკვლევად.
შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მასალები
ა. იუნესკოს საერთაშორისო ბიოეთიკის კომიტეტის (იბს) ანგარიში ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედის კვლევის ეთიკურ ასპექტებზე (2001 წლის 6 აპრილი)ანგარიშის შესაბამისი დასკვნითი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„ა. „იბს“ აღიარებს, რომ ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედის კვლევა წარმოადგენს საგანს, რომლის განხილვაც სასურველია ეროვნულ დონეზე რათა განისაზღვროს თუ რა პოზიციის მიღებაა სასურველი თემაზე, მათ შორის, კვლევიდან თავშეკავების ჩათვლით. იგი მოუწოდებს, რომ დებატები თემაზე განხორციელდეს შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ დონეზე, რითიც შესაძლებელი შეიქნება სხვადასხვა მოსაზრებათა გამოხატვა და, საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ კონსესუსს სფეროში ახალი მნიშვნელოვანი კვლევების დაშვებად ზღვარზე.
სფეროში უნდა არსებობდეს მიმდინარე განათლებისა და ინფორმირების პროცესი. სახელმწიფოებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ რათა დაიწყონ განგრძობადი დიალოგი საზოგადოებასთან ამგვარი კვლევით გამოწვეული საკითხების ეთიკურობასთან დაკავშირებით, სადაც ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე.
ბ. ემბრიონზე როგორი ფორმის კვლევის დაშვებაც არ უნდა მოხდეს, აუცილებელია მიღებულ იქნას ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ კვლევის განხორციელებას დამფინანსებელი სახელმწიფო საკნონმდებლო სისტემის ფარგლებში, როდესაც გათვალისწინებული იქნება ეთიკური მოსაზრებანი და შეიქმნება შესაბამის სახელმძღვნელო პრინციპთა სისტემა. იმ შემთხვევებში, როდესაც მომეტებული რაოდენობის ინ ვიტრო იმპლანტაციანმდელი ემბრიონების ღეროვან უჯრედებზე კვლევის მიზნით დონაციაზე თანხმობა განხილვის პროცესშია, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ემბრიონის მშობელი დონორების ღირსებასა და უფლებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დონაცია განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც დონორები მიიღებენ სრულ ინფორმაციას კვლევის შესახებ და გასცემენ წინასწარ, ნებაყოფლობით და ინფორმირებულ თანხმობას. მიზნები, თუ რატომ ხორციელდება კვლევა და მისი წარმოების ფორმა უნდა დაექვემდებაროს შეფასებას შესაბამისი ეთიკის კომიტეტის მხრიდან, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს მკვლევარებისაგან. მოცემული შეფასება უნდა მოიცავდეს კვლევის ex post facto ეთიკურ შეფასებასაც. ...“
ბ. ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Murillo and Others v. Costa Rica (2012 წლის 28 ნოემბერი)
მოცემულ საქმეში ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კოსტა რიკაში ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაზე. მან, inter alia დაადგინა, რომ ემბრიონი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას „ადამიანად“ ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 4.1 მუხლის მნიშვნელობით (სიცოცხლის უფლების დაცვა), „ჩასახვა“ ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ემბრიონი განთავსდება საშვილოსნოში.
შედარებითი სამართლის მასალები სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ორმოცი წევრ სახელმწიფოს კანონმდებლობიდან ადამიანის ემბრიონის სამეცნიერო კვლევაში გამოყენებას და ემბრიონის ამ მიზნით შექმნას უშვებს სამი სახელმწიფო (ბელგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო).სამეცნიერო კვლევის მიზნით ემბრიონის შექმნა აკრძალულია თოთხმეტ სახელმწიფოში. თუმცა, ზედმეტი რაოდენობით ემბრიონებზე კვლევის ჩატარება ზოგადად დაშვებულია მოცემულ ქვეყნებში, რიგი პირობების დაცვის შემთხვევაში.მსგავსად იტალიისა, სამი წევრი სახელმწიფო (სლოვაკეთი, გერმანია და ავსტრია) კრძალავს სამეცნიერო კვლევებს ემბრიონებზე ზოგადად, და უშვებენ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში, ისეთი როგორიცაა ემბრიონის ჯანმრთელობის დაცვა ან როდესაც კვლევა ხორციელდება საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ უჯრედებზე.სლოვაკეთში კვლევა ემბრიონზე სასტიკად აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევა ხორციელდება უშუალოდ კვლევაში მონაწილე პირთა ჯანმრთელობის სასარგებლოდ.გერმანიაში კანონი ზოგადად კრძალავს კვლევის მიზნით ემბრიონული უჯრედების იმპორტირებასა და გამოყენებას და ნებადართულია მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ექვემდებარება მკაცრ პირობებს.ავსტრიაში, კანონი ადგენს, რომ „სიცოცხლისუნარიანი უჯრედები“ ვერ იქნება გამოყენებული გარდა ინ ვიტრო განაყოფიერების მიზნებისა. თუმცა, ცნება „სიცოცხლისუნარიანი უჯრედები“ არ არის კანონით განმარტებული. პრაქტიკისა და სამართლებრივი კომენტარების მიხედვით, საკანონმდებლო აკრძალვა ეხება მხოლოდ „ტოტიპოტენტ“ (არადიფერენცირებული ემბრიონული უჯრედები, რომელთა ყოველ ნაწილსაც აქვს უნარი წარმოშვას ერთიანი ორგანიზმი) ემბრიონულ უჯრედებს.ოთხ ქვეყანაში (ანდორა, ლატვია, ხორვატია და მალტა) კანონი ცალსახად კრძალავს ნებისმიერ კვლევას ემბრიონულ ღეროვან უჯრედებზე.თექვსმეტ ქვეყანაში საკითხი საერთოდ არ არის დარეგულირებული. მათ შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, ირლანდია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლოდოვას რესპუბლიკა, მონაკო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სან მარინო, თურქეთი და უკრაინა.რიგი ამ ქვეყნებისა საკმაოდ შეზღუდულ მიდგომას იღებს პრაქტიკაში (მაგალითად თურქეთი და უკრაინა), ხოლო სხვები კი საკმაოდ არა-ამკრძალავ პრაქტიკას ემხრობიან (მაგალითად, რუსეთი).
სამართალისასამართლო აღნიშნავს დასაწყისშივე, რომ მთავრობამ წამოაყენა რამდენიმე პრეტენზია საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მათ მიუთითეს, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი; რომ მან საჩივარი არ წარმოადგინა კონვენციის 35 § 1 მუხლით დადგენილ ექვსი თვის ვადაში; და რომ მას არ ჰქონდა დარღვევის მსხვერპლის სტატუსი. სასამართლო განიხილავს მოცემულ პრეტენზიებს მანამდე, სანამ საჩივრის სხვა ასპექტების შესწავლას შეუდგება.
სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
ა. მთავრობის არგუმენტებიმთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს შეეძლო ედავა მისი ემბრიონის სამეცნიერო კვლევისათვის დონაციის აკრძალვაზე საერთო სამოქალაქო სასამართლოების წინშე იმ არგუმენტით, რომ აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა იტალიის კონსტიტუციასა დ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მოცემული არგუმენტის გასამყარებლად, მთავრობამ მოიხმო რამდენიმე ეროვნული გადაწყვეტილება, სადაც ეროვნულმა სასამართლოებმა მოახდინეს კანონი N. 20/2004 განმარტება კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში, კერძოდ საქმე იმპლანტაციამდელ დიაგნოზზე წვდომის შესახებ (კალიარის სასამართლოს 2007 წლის 22 სექტემბრის და 2012 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებანი, ასევე ფლორენციის, ბოლონიისა და სალერნოს სასამართლოების 2007 წლის 17 დეკემბრის, 2009 წლის 29 ივნისისა და 2010 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებანი, იხ. პარაგრაფები 40-49 ზემოთ).მთავრობის მიხედვით, ესა თუ ის კონკრეტული სასამართლო მოახდენდა კანონის განმარტებას ემბრნიონის დონაციის აკრძალვის შესახებ კონვენციის ჭრილში, როგორც ამას ითხოვს კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებანი N. 348 და 349.თუკი ადგილობრივი სასამართლო მიიჩნევდა, რომ დაურეგულირებელი კონფლიქტი არსებობდა კანონის განმარტებასა და მომჩივნის მიერ მოთხოვნილ უფლებებს შორის, მაშინ საკითხი გადაეცემოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მისი კონსტიტუციურობის დასადგენად. ადგილობრივი სასამართლო განიხილავდა არსებითად მის შესაბამისობას ადამიანის უფლებებთან და შეძლებდა ეროვნული დებულებების გაუქმებას უკუძალითა და erga omnes მოქმედებით.მეტიც, კანონი N. 20/2004-ის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე უკვე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ მხრივ გამოტანილია რამდენიმე გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი N. 369, 97 და 150 (მიღებული 2006 წლის 24 ოქტომბერს, 2010 წლის 8 მარტსა და 2012 წლის 22 მაისს), გადაწყვეტილება N. 151 მიღებული 2009 წლის 1 აპრილს და ფლორენციისა და რომის სასამართლოების მიერ 2012 წლის 7 დეკემბერსა და 2014 წლის 15 იანვარს მიღებული განჩნებანი (იხ. პარაგრაფები 27-33 და 50-53 ზემოთ).მთავრობის აზრით, მომჩივანმა დაარღვია 2013 წლის 24 ივნისის N. 15 ოქმში მოცემული სუბსიდიარობის პრინციპი, რადგანაც მან პირველ რიგში არ მიმართა ეროვნული დაცვის საშუალებებს მანამდე, სანამ მიმართავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.დაბოლოს, ფლორენციის სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წამოაყენა მოცემული საქმის მსგავსი შეკითხვა კონსტიტუციურობის შესახებ (იხ. პარაგრაფი 52-53 ზემოთ). თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივნის ინტერესთა წინააღმდეგ იქნებოდა მიღებული, მას შეეძლებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოსათვის მიემართა.
ბ. მომჩივნის არგუმენტებიმომჩივანმა აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოსადმი ნებისმიერი მიმართვა განწირული იყო წარუმატებლობისათვის, რადგან ეროვნული კანონმდებლობა ადგენდა ერთიან აკრძალვას ემბროინის სამეცნიერო კვლევისათვის დონაციაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც საკონსტიტუციო სამართლებრივი დაცვის საშუალება ვერ მიიჩნევა ჯეროვანი დაცვის საშუალებად კონვენციის 35 § 1 მუხლის მიზნებისათვის, რადგან იტალიის სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პირდაპირ მიმართვას.დაბოლოს, მან აღნიშნა, რომ 2014 წლის 19 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა ფლორენციის სასამართლოს მიერ წამოყენებული საკითხის განხილვა გადადო მანამდე, სანამ მოცემულ საქმეში გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს დიდი პალატა.
გ. სასამართლოს შეფასებაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველ რიგში იმეორებს, რომ კონვენციის 35 § 1 მუხლით იგი საქმეს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება. მომჩივანმა ეროვნულ სასამართლოებს უნდა მისცეს საშუალება, რაც პრინციპში ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებად განიხილება, მოახდინოს მის წინაშე წამოყენებული დარღვევის თავიდან აცილება ან გამოსწორება. მოცემული წესი ეფუძნება დაშვებას, რომ ეროვნულ სისტემაში არსებობს სავარაუდო დარღვევის გამოსასწორებელი ეფექტიანი სშუალება. 35 §1 მუხლი ითხოვს მხოლოდ ხელმისაწვდომი და საკმარისი საშუალებებისადმი მიმართვას იმისათვის, რომ ეროვნული საშუალებანი ამოწურულად იქნას მიჩნეული. ამგვარი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი საკმარისად ნათელი უნდა იყოს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც არ იქნება დაკმაყოფილებული საჭირო ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის ტესტი: შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს მოცემული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა (იხ. სხვა მრავალს შორის, McFarlane v. Ireland [GC], no. 31333/06, § 107, 10 სექტემბერი 2010; Mifsud v. France (dec.) [GC], no. 57220/00, § 15, ECHR 2002‑VIII; Leandro Da Silva v. Luxembourg, no. 30273/07, §§ 40 და 42, 11 თებერვალი 2010; დაVučković and Others v. Serbia [GC], no. 17153/11, §§ 69-77, 25 მარტი 2014).წინამდებარე საქმეში, კონსტიტუციური სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის N. 348 და 349 გადაწყვეტილებებით შექმნილი საკონსტიტუციო განხილვის სისტემაზე დაფუძნებული და მოქმედი ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალება, მთავრობის მიხედვით, არ იყო ამოწურული. მათ მაგალითად მოიხმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონ N. 40/2004-ით მიღებული გადაწყვეტილებანი.სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილებანი N. 348 და 349 გასაზღვრავს იტალიის სამართლებრივ სისტემაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მინიჭებულ ადგილს, მიიჩნევს რა მას ჩვეულებრივ სამართალსა და კონსტიტუციას შორის. მან ასევე დაადგინა, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ვალდებულება მოიცავდა ეროვნული კანონმდებლობის იმგვარ განმარტებას, რომ შესაბამისობა დაცული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სასამართლოს პრაქტიკასთან. მან მიუთითა, რომ მაშინ, როდესაც ამგვარი განმარტება შეუძლებელია ან როდესაც საერთო სასამართლოებს ეჭვი ეპარებათ ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში, ვალდებულნი არიან საკითხის კონსტიტუციურობის შესახებ წამოაყენონ შეკითხვა.ევროპული სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონკრეტულად განსაზღვრული სამართლებრივი დაკმაყოფილების მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში, მისი არსებობის დასტური, განვითარება, ხელმისაწვდომობა, მასშტაბი და გამოყენება უნდა განმარტოს მთავრობამ ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის მოხმობით (იხ.mutatis mutandis, Melnītis v. Latvia, no. 30779/05, § 50, 28 თებერვალი 2012; McFarlane,ციტირებული ზემოთ, §§ 115-27; Costa and Pavan v. Italy, no. 54270/10, § 37, 28 აგვისტო 2012; დაVallianatosand Others v. Greece [GC], nos. 29381/09 და 32684/09, §§ 52-58, ECHR 2013 (ამონარიდები)).წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ მოიხმო რამდენიმე საქმე, რომელიც ეხებოდა კანონს N. 40/2004, თუმცა არ წარმოუდგენია ეროვნული სასამართლოების მიერ განხილული გადაწყვეტილებების იმგვარი მაგალითები, რომელიც შეეხებოდა ზედმეტი ემბრიონის კვლევისათვის გადაცემას. ამასთან, სასამართლო ვერ განიკითხავს მომჩივანს კანონით აკრძალული ზომის გამოუყენებლობის შესახებ.რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ N. 348 და 349 გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან აკრძალვის დამაწესებელი კანონი განმარტონ კონვენციის ჭრილში და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც აქამდე სასამართლოებს ეს ვალდებულება არ ეკისრებოდათ, რიგი მოსაზრებანი სასამართლოს უბიძგებს დაასკვნას, რომ მოცემული მითითება არ იყო სწორხაზოვნად დაცული, დადგენილი სამართლებრივი პრაქტიკის მიხედვით, მათ შორის რეპროდუქციაში დახმარების სფეროშიც.სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარეს მსგავს საქმეში, რომელიც ეხებოდა სამეცნიერო კვლევებისათვის ზედმეტი ემბრიონის დონაციის აკრძალვას, ფლორენციის სასამართლომ გადაწყვიტა 2012 წლის 7 დეკემბერს, რომ საქმე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, სადაც სთხოვდა მას განეხილა N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მე-9 და 32-ე მუხლების გათვალისწინებით, სადაც ეს უკანასკნელი იცავს სამეცნიერო კვლევის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ). ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ დაბალი ინსტანციის სასამართლოს არ დაუსვამს შეკითხვა, თუ რამდენად არის აკრძალვა კონვენციით დაცულ უფლებებთან შესაბამისობაში.ამასთანავე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მთავრობის მიერ მოხმობილი (იხ. პარაგრაფი 87 და 81 ზემოთ) დაბალი ინსტანციისა და საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებანი N. 40/2004 კანონთან მიმართებაში არ ეხება ადამიანის უფლებათა კონვენციას. იგივე ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს N 396/2006 და 97/2010 გადაწყვეტილებაზე, ასევე კალიარის, ფლორენციის, ბოლონიის და სალერნოს სასამართლოების მიერ 2007 წლის 22 სექტემბერს, 2007 წლის 17 დეკემბერს, 2009 წლის 29 ივნისსა და 2010 წლის 9 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის 22 მაისის N. 150 გადაწყვეტილება, რომლითან ჰეტეროგოლური განაყოფიერების აკრძალვის შესახებ საქმე დაბალი ინსტანციის სასამართლომ გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს inter alia ეხებოდა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებს. სასამართლომ ისიც უნდა აღნიშნოს, რომ იმავე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 10 ივნისს მიღებულ N. 162 გადაწყვეტილებაში განიხილა აკრძალვა კონსტიტუციის მხოლოდ მოხმობილი მუხლების ფარგლებში (კერძოდ, მუხლები 2, 31 და 32). რაც შეეხება კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებს, რომელიც სამი სასამართლოდან მხოლოდ ერთმა მოიხმო (იხ. პარაგრაფი 35 ზემოთ), მან მხოლოდ აღნიშნა, რომ წამოყენებული საკითხები მოცული იყო კონსტიტუციურობის განხილვის საფუძველზე მიღებულ დასკვნებში (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ).შესაბამისად, კალიარისა (2012 წლის 9 ნოემბერი) და რომის (2014 წლის 15 იანვარი) გადაწყვეტილებები მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენენ კონვენციისა და მისი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინების გზაზე. საქმეში Costa and Pavan მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ციტირებული ზემოთ), კალიარის სასამართლომ სასამართლომ მომჩივნებს მისცა იმპლანტაციამდელი დიაგნოზირების უფლება, ხოლო რომის სასამართლომ კი ამ თემის კონსტიტუციურობის საკითხი დააყენა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ფაქტია, რომ მოცემული ორი საქმე გამონაკლისს წარმოადგენს მთავრობის მიერ მოხმობილ საქმეებს შორის, სადაც ეს უკანასკნელი ეხება წინამდებარესაგან განსხვავებულ საკითხებს და რომელთაგან ერთ-ერთთან მიმართებაშიც ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.ამასთანავე, 40/2004 კანონის მე-13 მუხლთან შესამაბისობა კონვენციით დაცულ უფლებებთან ახალი საკითხია და სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩვნის მიერ საჩივრების ეროვნული საერთო სასამართლოს წინაშე წარდგენის შემთხვევაში მას ექნებოდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება.გადაწყვეტილებანი N. 348 და 349 თავადვე განსაზღვრავენ სტრასბურგის სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს, ადგენენ რა, რომ პირველს ეკისრება კონვენციის განმარტების ფუნქცია, ხოლოდ უკანასკნელს კი იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არსებობს კონფლიქტი ეროვნულ დებულებებსა და კონვენციით დაცულ უფლებებს შორის, inter alia ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი განმარტებების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ).ამასთანავე, 2014 წლის 19 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2012 წლის 7 დეკემბერს ფლორენციის სასამართლოს მიმართვის პასუხად გადაწყვეტილების გადადების შესახებ მანამდე, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე (იხ. პარაგრაფი 53), შესაბამისობაში მოცემულ მიდგომასთან. მოცემულ კონტექსტში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებაში (N. 49, დეპონირებული 2015 წლის 26 მარტს), რომელშიც გაანალიზებულია inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლო პრაქტიკის ადგილი ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ სტრასბურგის პრაქტიკას მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი „კარგადა დამკვიდრებული პრაქტიკაა“ ან წარმოადგენს „საპილოტო გადაწყვეტილებას“. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ იტალიის სამართლებრივ სისტემაში დავის მხარეს არ შეუძლია პირდაპირ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მხოლოდ იმ სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ უკანასკნელის საქმეს არსებითად, ენიჭება უფლება გადაუგზავნოს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს მხარის მოთხოვნის ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, ამგვარი სამართლებრივი დაცვის საშუალება ვერ მიიჩნევა ამოწურვის სავალდებულო ნაწილად კონვენციის მნიშვნელობით (იხ. სხვა ორგანოებს მრავალს შორის Brozicek v. Italy, no. 10964/84, 19 დეკემბერი 1989, § 34, Series A no. 167; Immobiliare Saffi v. Italy [GC], no. 22774/93, § 42, ECHR 1999‑V; C.G.I.L. and Cofferati v. Italy, no. 46967/07, § 48, 24 თებერვალი 2009; Scoppola v. Italy(no. 2) [GC], no. 10249/03, § 75, 17 სექტემბერი 2009; დაM.C.and Others v. Italy, no. 5376/11, § 47, 3 სექტემბერი 2013). თუმცა, კომისიამ და სასამართლომ სხვა წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში დაადგინა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პირდაპირი მიმართვა წარმოადგენდა სავალდებულოდ გამოსაყენებელ სამართლებრივი დაცვის მექანიზმს (იხ. მაგალითად W. v. Germany, no.10785/84, 18 ივლისი 1986, Decisions and Reports (DR) 48, p. 104; Union Alimentaria Sanders SA v. Spain, no. 11681/85, 11 დეკემბერი 1987 DR 54, pp. 101 და 104; S.B. and Others v. Belgium (dec.), no. 63403/00, 6 აპრილი 2004; დაGrišankova and Grišankovs v. Latvia (dec.), no. 36117/02, ECHR 2003‑II (ამონარიდები)). მოცემულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ სისტემა, რომელიც ითხოვს ეროვნული დებულებების კონვენციის ჭრილში განმარტებას N. 348 და 349 გადაწყვეტილებების მიხედვით, წარმოადგენს მიღებული დასკვნის გასაბათილებელ საფუძველს (იხ. განსხვავებული მიდგომა სასამართლოს ბოლოდროინდელ განჩინებებში, სადაც ევროპული სასამართლო აღიარებს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას, მისდამი პირდაპირი მიმართვის სისტემის შექმნის შემდეგ: Hasan Uzun v. Turkey (dec.), no. 10755/13, §§ 25-27, 30 აპრილი 2013 დაAli Koçintar v. Turkey (dec.), no. 77429/12, 1 ივლისი 2014). 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებებში N. 348 და 349 დადგენილი პრინციპები მისასალმებელია, განსაკუთრებით სასიხარულოა კონვენციისათვის იტალიის სამართლებრივ სისტემაში მინიჭებული ადგილი და ეროვნული სასამართლო ხელისუფლებისადმი სტანდარტებისა და კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტების მოწოდება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა რეპროდუქციაში დახმარების სფეროსა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს რიგი გადწყვეტილებანი, სადაც დაადგინა ეროვნული დებულების არაკონსტიტუციურობა inter alia კონვენციით დაცულ უფლებებთან და სასამართლოს პრაქტიკასთან მისი შეუსაბამობს გამო (იხ. მაგალითად 2008 წლის 5 მარტის N. 39 გადაწყვეტილება გაკოტრების შემდგომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის შესახებ, 2010 წლის 17 მარტის N. 93 გადაწყვეტილება დროებითი ზომების აღსრულების შესახებ საჯარო მოსმენის შესახებ და 2013 წლის 3 ივლისის N. 210 გადაწყვეტილება სისხლის სამართლის უკუძალით გამოყენების შესახებ). თუმცა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის სისტემა ინდივიდს აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მხოლოდ არაპირდაპირი მიმართვის უფლებას. ამასთანავე, მთავრობამ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით ვერ დაადასტურა, რომ როდესაც საქმე ეხება ემბრიონის დონაციას სამეცნიერო კვლევის მიზნებისთვის, მომჩივნის მიერ საერთო სასამართლოებისადმი მიმართვა, მოცემული სასამართლოების მიერ კონვენციის ჭრილში საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წამოყენების ვალდებულებასთან ერთად წარმოადგენდა წინამდებარე საქმეში ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელიც უნდა გამოეყენებინა მომჩივანს. ზემორე არგუმენტებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა მსგავსი საქმის განხილვა შეეჩერებინა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე წინამდებარე საქმეში, მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია არ უნდა იქნას გათვალისწინებული.
პრეტენზია ექვსთვიანი ვადის შესახებ
ა. მთავრობის არგუმენტები საქმის განხილვისას მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, მიუთითა რა, რომ აკრძალვა სამეცნიერო მიზნებისათვის ემბრიონის დონაციის შესახებ ძალაში შევიდა 2004 წლის 10 მარტს და რომ მომჩივანს არ მიუღია გადაწყვეტილება ემბრიონის დონაციის შესახებ 2011 წლის 14 დეკემბრამდე, რის შესახებ გადაწყვეტილებაც მან გააჟღერა იმ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრისადმი წერილის გაგზავნით, სადაც გაყინულ მდგომარეობაში ინახებოდა ემბრიონები.
ბ. მომჩივნის არგუმენტები მომჩივანმა პრეტენზიას პასუხი გასცა მოსმენის დროს, აღნიშნა რა, რომ წერილობით რეპროდუქციული მედიცინის ცენტრს ემბრიონის გაცემის შესახებ მართლაც 2011 წლის 14 დეკემბერს მიმართა, ხოლო მანამდე კი არაერთგზის მოითხოვა ზეპირად. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ რეპროდუქციული სამედიცინო ცენტრისადმი ნებისმიერი მოთხოვნა წარუმატებელი იქნებოდა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავდა ემბრიონების სამეცნიერო კვლევისათვის დონაციას.
გ. სასამართლოს შეფასება სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც მომჩივანი ჩივის მის უფლებაში ჩარევას და ეს ჩარევა უშუალოდ კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, მოქმედი კანონმდებლობის ძალაში ყოფნის ფაქტი უკვე წარმოადგენს ჩარევას (იხ. მაგალითად, Dudgeon v. the United Kingdom, 22 ოქტომბერი 1981, § 41, Series A no. 45, დაNorris v. Ireland, 26 ოქტომბერი 1988, § 38, Series A no. 142, სადაც ჰომოსექსუალი მომჩივნები ასაჩივრებდნენ კანონმდებლობას, რომლითაც ჰომოსექსუალიზმი დასჯადი იყო და ამით არღვევდა მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას). ახლახან სასამართლო დაეფუძნა იმავე ლოგიკას საქმეში Vallianatosand Others v. Greece ([GC], nos. 29381/09 და 32684/09, § 54, ECHR 2013 (ამონარიდები)), სადაც მომჩივნები ასაჩივრებდნენ კონვენციის მე-14 და მე-8 მუხლების განგრძობად დარღვევას მათი, როგორც ერთიდაიგივე სქესის მქონე წყვილის მიერ „სამოქალაქო კავშირის“ დამყარების შესაძლებლობის არქონის გამო, მაშინ, როდესაც სხვადასხვა სქესის წყვილებს მოცემული უფლება ჰქონდათ. ამასთანავე, საქმეში S.A.S.v. France ([GC], no. 43835/11, § 110, ECHR 2014 (ამონარიდები)), რომელიც ეხებოდა სახის დამფარავი სამოსის საჯაროდ ტარების საკანონმდებლო აკრძალვას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის სიტუაცია ჰგავდა Dudgeon და Norris საქმეში განხილულს, სადაც სასამართლომ დაადგინა განგრძობადი ჩარევა კონევნციის მე-8 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში. სასამართლო იაზრებს, რომ ზემორეციტირებულ საქმეებში საკანონმდებლო ზომების გავლენა მომჩივანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმაზე არსებითი და პირდაპირი იყო ვიდრე წინამდებარე საქმეშია. მიუხედავად ამისა, ემბრიონების სამეცნიერო კვლევისათვის დონაციის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას უდავოდ აქვს გავლენა მომჩივნის პირად ცხოვრებაზე. მოცემული გავლენა, რომელიც გამომდინარეობს მომჩივნისა და მის ემბრიონს შორის ბიოლოგიური კავშირიდან და გეგმიდან დაეწყო ოჯახური ცხოვრება თავდაპირველი გეგმის მიხედვით, წარმოადგენს N. 40/2004 კანონის ძალაში შესვლის უშუალო შედეგს და წარმოადგენს განგრძობად ვითარებას, რომელსაც მთელი ეს ხანია გავლენა აქვს მომჩივანზე (იხ. 2010 წლის 8 იანვრის ემბრიონების შემსწვალელი კომისიის ანგარიში, რომელიც ეხება გაყინული ემბრიონების პოტენციურად განუსაზღვრელი ვადით კრიოპრეზერვაციას, პარაგრაფი 21 ზემოთ). ამ ტიპის საქმეში, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ექვსთვიანი ვადის ათვლა არ იწყება მანამდე, სანამ არ დასრულდება გასაჩივრებული ვითარება (იხ. სხვა მრავალს შორის Çınar v. Turkey, no. 17864/91, კომისიის გადაწყვეტილება, 5 სექტემბერი 1994). შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ათვლა უნდა დაწყებულიყო კანონის ძალაში შესვლის თარიღიდან. ამასთანავე, მთავრობის არგუმენტის მიხედვით გამოდის, რომ მომჩივანს ემბრიონის დონაცია სურდა კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რაც არ წარმოადგენს სასამართლოს წინაშე სპეკულირების საგანს. შესაბამისად, მთავრობის მიერ კონვენციის 35 § 1 მუხლით წამოყენებული პრეტენზია საჩივრის დაგვიანებით წარმოდგენის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული.
მომჩივნის მსხვერპლის სტატუსი
ა. მთავრობის არგუმენტები მთავრობამ პრეტენზია გამოთქვა მასზედ, რომ მომჩივანს არ ჰქონდა მსხვერპლის სტატუსი 2003 წლის 12 ნოემბრიდან - მისი პარტნიორის გარდაცვალების თარიღი - 2004 წლის 10 მარტამდე, როდესაც კანონი N. 40/2004 ძალაში შევიდა, მომჩივანს შეეძლო მიეცა ემბრიონები სამეცნიერო კვლევისათვის, რადგან ამ დროს არ არსებობდა საკითხის დამარეგულირებელი დებულებანი და ამ ტიპის დონაცია არ იკრძალებოდა.
ბ. მომჩივნის არგუმენტები მომჩივანმა საქმის განხილვისას მიუთითა, რომ მისი პარტნიორის გარდაცვალებიდან კანონის ძალაში შესვლამდე ძალიან მცირე მონაკვეთი იყო - დაახლოებით ოთხი თვე - და რომ ამ პერიოდში მას არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება თუ რისი გაკეთება სურდა ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონისათვის.
გ. სასამართლოს შეფასება სასამართლო იმეორებს, რომ როდესაც მომჩივნის პირად ცხოვრებაში ჩარევა გამომდინარეობს უშუალოდ კანონმდებლობიდან, მოცემული კანონმდებლობის მოქმედება წარმოადგენს განგრძობად ჩარევას უფლებით სარგებლობაში. მომჩივნის პირად გარემოებებში, თავისთავად ხსენეული კანონმდებლობის არსებობა განგრობად და პირდაპირ გავლენას ახდენს მის პირად ცხოვრებაზე (იხ. Dudgeon, § 41, დაNorris, § 34, ორივე ციტირებული ზემოთ). მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანმა ვერ შეძლო მისი ემბრიონის დონაცია კვლევისათვის იმის გამო, რომ ძალაში შევიდა კანონი N. 40/2004 (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 113 ზემოთ). მას შემდეგ ვითარება უცვლელია, ის ფაქტი, რომ მომჩივანს სურდა სამეცნიერო კვლევისათვის ემბრიონის დონაცია საჩივრის წარმოდგენის მომენტისათვის საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ არსებითად მიიჩნიოს მისი მსხვერპლის სტატუსი. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ მომჩივანს შეეძლო სამეცნიერო კვლევისათვის მისი ემბრიონის დონაცია პარტნიორის გარდაცვალებიდან კანონის ძალაში შესვლამდე პერიოდში, სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ზემოთმითითებულ მოკლე პერიოდში, მან ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ემბრიონების ბედის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე მთავრობის პრეტენზია მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის არარსებობის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა დაეფუძნა რა კონვენციის მე-8 მუხლს, მომჩივანი აცხადებდა, რომ N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლით დაწესებული აკრძალვა ემბრიონის სამეცნიერო კვლევისათვის დონაციის შესახებ იწვევდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას. მე-8 მუხლის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს მისი პირადი... ცხოვრების პატივისცემის უფლება...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. მხარეთა არგუმენტებიმთავრობის არგუმენტები მთავრობამ აღნიშნა თავიდანვე, რომ ადამიანის ემბრიონის სამეცნიერო კვლევისათვის დონაციის საკითხი არ ხვდებოდა „პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში“. მოსმენისას მთავრობამ მიუთითა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი შეიძლებოდა მხოლოდ „არაპირდაპირ“ გამოყენებულიყო წინამდებარე საქმეში, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მომჩივანს მოუნდებოდა ოჯახის შექმნა, მოისურვებდა მისი ემბრიონების იმპლანტაციას და ამის უფლებას არ მისცემდა მას N. 40/2004 კანონი. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივნის პირად ცხოვრებაში სავარაუდო ჩარევა შესაბამისობაში იყო კანონთან და მიზნად ისახავდა ემბრიონის სიცოცხლის პოტენციალის კანონიერ დაცვას. გასაჩივრებულ ზომათა პროპორციულობასთან დაკავშირებით, მთავრობა შემოიფარგლა წერილობითი მოსაზრებებით და მოიხმო კონვენციის N. 1. ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი არგუმენტები. თუმცა, მოსმენისას, მთავრობამ აღნიშნა, რომ იტალიის კანონმდებლობა არ იყო შეუსაბამო, იდავა რა, რომ მომჩივანი ცდებოდა როდესაც ამტკიცებდა, რომ გაყინვის მეთოდით შენახული ემბრიონები ვერ განვითარდებოდნენ ცოცხალ ორგანიზმებად. ამ მხრივ მთავრობამ მიუთითა, რომ ჯეროვნად გაკეთების შემთხვევაში, კრიოპრეზერვაცია არ იფარგლებოდა დროით და რომ ამჟამად არ არსებობდა სამეცნიერო საშუალება, რომელიც დაადგენდა გაყინულ ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას მისი გალღობის გარეშე. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ იტალიის კანონი, რომელიც უშვებდა აბორტს არ ეწინააღმდეგებოდა ემბრიონის კვლევისათვის დონაციის აკრძალვას, რადგან აბორტის შემთხვევაში ნაყოფის სიცოცხლის დაცვა უნდა შეფასებულიყო დედის მდგომარეობისა და ინტერესების ფონზე. საქმის განხილვის დროს მათ ასევე აღნიშნეს, რომ ემბრიონები ნამდვილად ხვდებოდნენ ევროპული კანონმდებლობის დაცვის ქვეშ. მათი არგუმენტების მიხედვით, 1997 წლის 4 აპრილის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის კონვენცია (ოვიედოს კონვენცია) ნამდვილად არ ითხოვდა წევრ სახელმწიფოებისაგან დესტრუქციული სამეცნიერო კვლევების ავტორიზებას ემბრიონებზე, რადგან, მათ მიხედვით, არჩევანი მოცემულ კვლევის ჩატარებაზე ხვდებოდა სახელმწიფოს შეფასების ზღვარში. მათ ასევე მოუხმეს N. 40/2004 კანონის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც მათი ხედვით ადასტურებდა, რომ კანონი წარმოადგენდა რიგი სამეცნიერო და ეთიკური მოსაზრებებისა და საკითხების საბოლოო პროდუქტს. მეტიც, მოცემული კანონი დაექვემდებარა რამდენიმე რეფერენდუმს, მათ შორის მე-13 მუხლზეც, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ ვერ იქნა მიღებული ზღვარისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა. ამასთანავე, მთავრობა აღიარებდა, რომ იტალიის სამეცნიერო კვლევები იყენებდა საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ემბრიონული უჯრედების ხაზებს, რომელიც მიღებული იყო ემბრიონის განადგურების შედეგად და მიუთითებდა, რომ მოცემული უჯრედული ხაზების წარმოება არ ხდებოდა იტალიის ლაბორატორიების მოთხოვნით და იქვე აღნიშნა, რომ მსოფლიოში სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყოფილი იყო დაახლოებით სამასი ემბრიონული უჯრედული ხაზი. ამ მხრივ მთავრობამ მიუთითა, რომ ადამიანის ემბრიონის განზრახ განადგურება ვერ შეედრებოდა უკვე განადგურებული ემბრიონებისაგან მიღებული უჯრედული ხაზების გამოყენებას. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ სამეცნიერო კვლევის დაფინანსებას, მთავრობამ აღნიშნა, რომ კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამა და „ჰორიზონ 2020“ ჩარჩო პროგრამა კვლევისა და ინოვაციისათვის (იხ. პარაგრაფი 64 ზემოთ) არ გასცემდა დაფინანსებას ემბრიონების განადგურების მომცველ კვლევით პროექტებზე, მიუხედავად იმისა ევროპაში იყო იგი შექმნილი თუ იმპორტირებული მესამე ქვეყნებიდან. დაბოლოს, მთავრობამ აღნიშნა, რომ 2005 წლის 18 ნოემბრის მოსაზრებაში „გასაჩენად აყვანის შესახებ - ადპ“ (იხ. პარაგრაფები 19-20 ზემოთ), ბიოეთიკის ეროვნულმა კომიტეტმა უკვე განიხილა ზედმეტი ემბრიონების ბედი და მიაგნო გამოსავალს მათი სიცოცხლის პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მთავრობის აზრით, მოცემული გამოსავალი სრულიად რეალური იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის N. 162 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ჰეტეროლოგური განაყოფიერების აკრძალვა და დაუშვა ზედმედი ემბრიონების ინ ვიტრო განაყოფიერება და არა განადგურება, სფეროში არსებული იტალიის კანონმდებლობის მიზნების შესაბამისად.
მომჩივნის არგუმენტები
მომჩივანმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრება“ ფართო ცნება გახლდათ (მან მოიხმო გადაწყვეტილებანი საქმეებზე Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002‑III დაEvans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, § 71, ECHR 2007‑I) მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ მან პარტნიორი დაკარგა ტრაგიკულ გარემოებებში, რომლის გამოც მას არ ძალუძს ოჯახის ისე შექმნა, როგორც მას ეს წარმოედგინა. მოსმენისას მან განმარტა, რომ პარტიონირი გარდაცვალებიდან კანონის ძალაში შესვლამდე გავიდა მხოლოდ ოთხი თვე, ასე რომ მას არ ჰქონდა სათანადო დრო განეხილა გეგმები ოჯახის შექმნის შესახებ, და რომ ნებისმიერ შემთხვევაში ემბრიონის იმპლანტაცია გარდაცვალების შემდეგ უკანონო იყო. შესაბამისად, სახელმწიფო მისგან ითხოვდა ემბრიონის განადგურების ხილვას და არ აძლევდა უფლებას გადაეცა სამეცნიერო კვლევისათვის, რის შედეგადაც ემბრიონის გამოყენება მოხდებოდა ღირსეული მიზნებისათვის, რაც დამამშვიდებლად იმოქმედებდა მომჩივანზე მთელი იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რაც მან გამოიარა. ამ გარემოებებში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ საქმე სწორად რომ მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. მან ასევე მიუთითა, რომ ემბრიონების დონაციის აკრძალვა სრულიად არალოგიკური იყო, რადგან სისტემა მას ერთადერთ ალტერნატივას - ემბრიონის განადგურებას სთავაზობდა. მოსმენისას მომჩივანმა მიუთითა იმ შეუსაბამობებზე, რომელთაც ადგილი აქვს იტალიის საკანონმდებლო სისტემაში, მიუთითა რა, რომ მთავრობის მიერ მოხმობილი ემბრიონის სიცოცხლის უფლება არ ემთხვეოდა მთავრობის სულისკვეთებას როდესაც უშვებს სამ თვემდე ფეხმძიმობისას აბორტს და როდესაც იტალიის ლაბორატორიები იყენებენ საზღვარგარეთ ემბრიონის განადგურების გზით მიღებულ ემბრიონული უჯრედების ხაზებს. ამასთანავე მომჩივანმა მიიჩნია, რომ იმ ემბრიონის დონაციის საშუალება, რომლის იმპლანტირების გზაც არ არსებობდა, საჯარო ინტერესს ემსახურებოდა, რადგან კვლევა მრავალპოტენციურ ღეროვან უჯრედებზე ჯერ არ ჩანაცვლებულა ღეროვან უჯრედებზე კვლევით, რის გამოც ეს უკანასკნელი წარმოადგენს ყველაზე იმედისმომცემ კვლევის მეთოდს, განსაკუთრებით რიგი განუკურნებელი დაავადებების მკურნალობის კონტექსტში. მომჩივანმა მიუთითა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა შეფასების ფართო ზღვარი წინამდებარე საქმეში, განსაკუთრებით კი ევროპული კონსესუსის გათვალისწინებით, რომელიც იძლეოდა იმპლანტაციისათვის განუკუთვნელი ემბრიონის სამეცნიერო დონაციის საშუალებას. საქმის განხილვისას მომჩივანმა მოიხმო 2011 წლის 18 ოქტომბრის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში Oliver Brüstle v GreenpeaceeV(იხ. პარაგრაფი 59-61 ზემოთ). მიუთითა რა, რომ მოცემული გადაწყვეტილება ზღუდავდა იმ გამოგონებების პატენტუნარიანობას, რომელიც მოიცავდა ადამიანის ემბრიონების განადგურებას, და მიუთითა, რომ თავად გამოგონებანი - და მისკენ მიმავალი კვლევა - თავისთავად არ იყო ევროპის დონეზე აკრძალული. დაბოლოს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის 2014 წლის 28 მაისის კომუნიკაცია ევროპის მოქალაქეების ინიციატივაზე „ერთ-ერთი ჩვენთანგანი“ ადასტურებდა, რომ ადამიანის ემბრიონის ღეროვან უჯრედებზე კვლევის დაფინანსება ნებადართული იყო.
მესამე მხარეთა მოსაზრებანი
(ა) სამართლისა და მართლმსაჯულების ევროპული ცენტრი (ECLJ) ECLJ-მ აღნიშნა, რონ წინამდებარე საქმეში მეცნიერების ინტერესები - რომელსაც მნიშვნელობას ანიჭებდა მომჩივანი - არ იყო ემბრიონის პატივისცემაზე მნიშვნელოვანი, ოვიედოს კონვენციის მე-2 მუხლში მოცემული „ადამიანის უპირატესობის“ გათვალისწინებით. ცენტრმა აესვე მიუთითა, რომ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ ყველა იმ საქმეში, რომელიც ეხებოდა რეპროდუქციაში დახმარებას, ჩარევა მომჩვნების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში გამომდინარეობდა კანონიდან, რომელიც წყვილს ან დედას ართმევდა ბავშვის ყოფლის საშუალებას. წინამდებარე საქმეში განსხვავებული ვითარება იყო, იმდენად რამდენადაც მომჩივანმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ემბრიონის იმპლანტირებაზე მიუხედავად იმისა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების მომენტისათვის არ არსებობდა კანონი, რომელიც აკრძალავდა გარდაცვალების შემდგომ გესტაციას. დაბოლოს, ზემორე ციტირებული საქმეების S.H. and Others v. Austria and Evans საფუძველზე, ცენტრმა აღნიშნა, რომ წევრ სახელმწიფოს ამ სფეროში შეფასების ფართო ზღვარი ენიჭებოდა.
(ბ) ასოციაციები Movimento per la vita, Scienza e vitaდა Forum delle associazioni familiari,წარმოდგენილი ბ-ნი კარლო კასინის მიერ მოცემულმა ასოციაციამ აღნიშნა, რომ ადამიანის ემბრიონის განადგურების მომცველი ექსპერტიმენტები, სადაც ემბრიონი „სუბიექტებს“ წარმოადგენს, აკრძალული იყო კანონით და რომ ოვიედოს კონვენცია არ აწესებდა არანაირ ვალდებულებას სახელმწიფომ დაუშვას მსგავსი ექსპერიმენტები. ასოციაციამ ასევე მიუთითა, რომ წევრ სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვარით მოცემულ სფეროში.
(გ) ასოციაციები Luca Coscioni, Amica Cicogna Onlus, L’altra cicogna Onlus and Cerco bimbo დაიტალიის პარლამენტის ორმოცდაექვსი წევრი, წარმოდგენილი ქ-ნი ფილომენა გალოს მიერ წარმოდგენილმა მესამე მხარემ მიუთითა, რომ „პირადი ცხოვრების“ კონცეფცია ვითარდებოდა და რომ შეუძლებელი იყო მისი ამომწურავად განმარტება და რომ მომჩივანი აპელირებდა inter alia მის უფლებაზე პატივი სცენ მის არჩევანს მოახდინოს საკუთარი ბიოლოგიური მასალის კვლევისათვის გადაცემა, კერძოდ კი საუბარია ემბრიონზე, რომელიც აღარ იყო განკუთვნილი ოჯახის შესაქმნელად და ყველა შემთხვევაში წინ ელოდა განადგურება. მათ დასძინეს, რომ წინამდებარე ჩარევა არ იყო გამართლებული მოხმობილი მიზნით, რადგან იტალიის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ემბრიონის სიცოცხლის აბსოლუტურ დაცვას.
(დ) ასოციაციები VOX – Osservatorio italiano sui Diritti, SIFES – ნაყოფიერების, სტერილურობისა და რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება და Cittadinanzattiva, წარმოდგენილი ქ-ნი მარია ელისა დ’ამიკო, ქ-ნი მარია პაოლა კოსტანტიტნი, ბ-ნი მასიმო კლარა, ქ-ნი ქიარა რანი და ქ-ნი ბენედეტა ლიბერალის მიერ მოცემულმა ასოციაციებმა აღნიშნეს, რომ N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლი ზღუდავდა ინდივიდების თავისუფლებას თავად გადაწყვიტონ საკუთარი ემბრიონების ბედი, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო განუსაზღვრელი ვადით გაყინვას, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათ მიხედვით, გაყინვა არ წარმოადგენდა ემბრიონების სიკვდილის ყველაზე სასარგებლო მეთოდს, და არც იმ წყვილებისათვის იყო მისაღები, რომელთაც არ სურდათ გამოეყენებინათ იმპლანტაციამდე დიდი ხნით ადრე გაყინული ემბრიონები, რადგან მოცემულ ემბრიონთა „ხარისხი“ დროთა განმავლობაში მცირდებოდა. გაყინვით შენახვა უსარგებლო იყო იმ სამედიცინო ცენტრებისათვისაც, სადაც ემბრიონი ინახებოდა.
ბ. სასამართლოს შეფასებაწინამდებარე საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენებადობა და მომჩივნის მიერ წამოყენებული საჩივრების დასაშვებობა წინამდებარე საქმეში პირველად უწევს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება საკითხზე თუ რამდენად მოიცავს კონვენციის მე-8 მუხლით დაცული „პირადი ცხოვრებისს პატივისცემის უფლება“ მომჩივნის მიერ წამოყენებულ უფლებას - ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის დონაცია სამეცნიერო კვლევისათვის. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემული დებულება მხოლოდ არაპირდაპირ შეიძლებოდა გავრცელებულიყო წინამდებარე საქმეზე, როდესაც განხილული საკითხი მოხვდებოდა „ოჯახური ცხოვრების“ ასპექტში და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მომჩივანს ენდომებოდა ოჯახის შექმნა კრიოპრეზერვაციის და შემდგომ ემბრიონის იმპლანტაციის გზით, რისი უფლებაც მას არ მისცა კანონმა N. 40/2004. მომჩივანმა საჩივრის ფორმაში აღნიშნა (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ) და სასამართლო განხილვაზეც გაიმეორა (იხ. პარაგრაფი 116 ზემოთ), რომ მისი პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ, მას აღარ სურდა ოჯახის შექმნა. ამასთანავე, სასამართლოს წინაშე მას არასდროს უდავია კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური უფლების პატივისცემის დარღვევაზე. რეალურად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი საქმის საგანი არის მომჩივნის აზრით მისი უფლების შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი ემბრიონის ბედი, უფლება, რომელიც ყველაზე დიდი ალბათობით ხვდება „პირად ცხოვრებაში“. მომჩივნის მსგავსად, სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მისი პრაქტიკის მიხედვით, „პირადი ცხოვრება“ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით ფართოა, არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას და მოიცავს, სხვა მრავალს შორის, თვითგამორკვევის უფლებას (იხ. Pretty, ციტირებული ზემოთ § 61). კონცეფცია ასევე მოიცავს უფლებას პირმა თავად გადაწყვიტოს გახდეს თუ არა მშობელი (იხ. Evans, ციტირებული ზემოთ, § 71, დაA, B and C v. Ireland [GC], no. 25579/05, § 212, ECHR 2010). სასამართლოს მიერ განხილულ იმ საქმეებში, რომელიც ეხება რეპროდუქციაში დახმარების შედეგად მიღებული ემბრიონის ბედს, სასამართლო ითვალისწინებს მხარეების არჩევანის თავისუფლებას. საქმეში Evans (ციტირებული ზემოთ), სასამართლომ განიხილა კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით ინ ვიტრო განაყოფიერებისას ბალანსი მხარეთა ურთიერთსაპირისპირო უფლებებს შორის და დიდმა პალატამ „არ მიიჩნია რომ მომჩივნის უფლება პატივი სცენ მის გადაწყვეტილებას გახდეს გენეტიკური მშობელი უნდა მიენიჭოს მისი ყოფილი პარტნიორის უფლებაზე - პატივი სცენ მის გადაწყვეტილებას არ ყავდეს მომჩივანთან გენეტიკურად დაკავშირებული შვილი - მეტი მნიშვნელობა“ (იხ. Evans, ციტირებული ზემოთ, § 90). ასევე, საქმეში Knecht v. Romania (no. 10048/10, 2 ოქტომბერი 2012), სადაც მომჩივანი inter alia ჩიოდა ეროვნული ხელისუფლების მხრიდან უარზე გადაეცათ მისი ემბრიონი იმ სამედიცინო ცენტრიდან, სადაც ინახებოდა, მის სასურველ ცენტრში, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი გამოიყენებოდა მხოლოდ მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის კუთხით (იხ.Knecht, ციტირებული ზემოთ, § 55) მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი დავობდა მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაზე (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 51). რაც შეეხება ეროვნულ კანონმდებლობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც აღნიშნა კიდევაც მთავრობამ საქმის განხილვისას, 2014 წლის 10 ივნისის N. 162 გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჰეტეროლოგური განაყოფიერების აკრძალვა (იხ. პარაგრაფები 34-39 ზემოთ), უნდა ახლა უშვებდეს „გასაჩენად აყვანის“ პრაქტიკას, რომელიც საშუალებას აძლევს წყვილს ან ქალს აიყვანოს/იშვილოს ზემდეტი ემბრიონი რათა მოახდინოს მისი იმპლანტირება, რაც გათვალისწინებული იყო ბიოეთიკის ეროვნული კომიტეტის მიერ 2005 წელს. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების არჩევანი გამხდარიყვნენ მშობლები და შეექმნათ ოჯახი ბავშვებით წარმოადგენდა „თვითგამორკვევის თავისუფლებას პირადი და ოჯახური ცხოვრების ჭრილში“ (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). აღნიშნული მიუთითებს, რომ იტალიის სამართლებრივი სისტემაც ანიჭებს მნიშვნელობას მხარეთა არჩევანის თავისუფლებას ინ ვიტრო განაყოფიერებაზე იმ ემბრიონთან მიმართებაში, რომლის იმპლანტაციაც არ იგეგმება. წინამდებარე საქმეში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კავშირი იმ პირს შორის, ვინც უნდა გაიკეთოს ინ ვიტრო განაყოფიერება და ვისგანაც მოხდა ემბრიონს ჩასახვა, რაც გამომდიანრეობს იმ ფაქტიდან, რომ ემბრიონი შეიცავს მოცემული პირების გენეტიკურ მასალას და წარმოადგენს პირის გენეტიკურ მასალასა და მისი ბიოლოგიური იდენტობის ნაწილს. სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის საშუალება მიიღოს შეგნებული და გააზრებული არჩევანი მისი ემბრიონის ბედის შესახებ წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრების ინტიმურ ნაწილს და, შესაბამისად ხვდება მისი თვითგამორკვევის უფლების ფარგლებში. კონვენციის მე-8 მუხლი, პირადი ცხოვრების პატივისცემის ჭრილში, შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე საქმეში. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით და არ მიიჩნევს მას დაუშვებლად სხვა რომელიმე საფუძველზე. შესაბამისად, იგი მას დასაშვებად ცნობს.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრის არსებითი მხარე
(ა) ჰქონდა თუ არა ადგილი „ჩარევას“ „კანონის შესაბამისად“
მხარეების მსგავსად, სასამართლო მიიჩნევს, რომ N. 40/2004 კანონის მე-13 მუხლით დადგენილი აკრძალვა ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული და იმპლანტაციისათვის განუკუთვნელი ემბრიონის სამეცნიერო კვლევებისათვის დონაციაზე წარმოადგენს ჩარევას მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. იგი აღნიშნავს ამ მხრივ, რომ მაშინ, როდესაც მომჩივანმა მიმართა ინ ვიტრო განაყოფიერებას, არ არსებობდა სამართლებრივი დებულება რომელიც დაარეგულირებდა ხსენებული მეთოდით მიღებული არაიმპლანტირებადი ემბრიონის დონაციის საკითხს. შესაბამისად, კანონის ძალაში შესვლამდე, მომჩივანს ხელს არაფერი უშლიდა გადაეცა ემბრიონი სამეცნიერო კვლევისათვის.
(ბ) დასახული მიზნის ლეგიტიმურობა სასამართლო განხილვისას მთავრობამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ზომა მიზნად ისახავდა „ემბრიონის სიცოცხლის პოტენციალის“ დაცვას. სასამართლო იმეორებს, რომ 8 § 2 მუხლში ჩამოთვლილი ინდივიდის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების გამონაკლისები ამომწურავია და რომ ისინი შეზღუდულად უნდა განიმარტოს. იმისათვის, რომ შეზღუდვა შესაბამისობაში იყოს კონვენციასთან, თავისუფლების შეზღუდვას უნდა ჰქონდეს კავშირი დებულებაში ჩამოთვლილ ერთ-ერთ მიზანთან (იხ.S.A.S. v. France, ციტირებული ზემოთ, § 113). სასამართლო მიუთითებს, რომ არც წერილობით მოსაზრებებში და არც მოსმენისას დასმული შეკითხვებისას მთავრობას არ მოუხმია კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფის დებულებანი. თუმცა, კონვენციის მე-8 მუხლზე წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენისას, მთავრობა შეეხო კონვენციის N.1 დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლს (იხ. პარაგრაფი 124 ზემოთ), სადაც აღნიშნა, რომ იტალიის სამართლებრივ სისტემაში ემბრიონი მიიჩნევა კანონის სუბიექტად, რომელსაც გააჩნია ადამიანური ღირსების პატივისცემის უფლება (იხ. პარაგრაფი 205 ქვემოთ). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ანალოგიურად, ორმა მხარემ (ECLJ და ასოციაციები Movimento per la vita, Scienza e vitaდა Forum delle associazioni familiari) აღნიშნა, რომ ადამიანის ემბრიონს გააჩნდა „სუბიექტის“ სტატუსი (იხ. პარაგრაფები 140 და 143 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ნაგულისხმევი შინაარსის მიხედვით „ემბრიონის სიცოცხლის პოტენციალის დაცვა“ შესაძლოა კავშირში იყოს მორალისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან, (იხ. აგრეთვეCosta and Pavan, ციტირებული ზემოთ, §§ 45 და 59 ). თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო არ განახორციელებს იმის შეფასებას, თუ რამდენად მოიცავს სიტყვა „სხვები“ ადამიანის ემბრიონს (იხ.A, B and C v. Ireland, ციტირებული ზემოთ, § 228).
(გ) ზომის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
(i) რეპროდუქციაში დახმარების ჭრილში სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი პრინციპები სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის განსაზღვრისას თუ რამდენად იყო გასაჩივრებული ზომა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ საქმის მთლიანობაში შეფასების საფუძველზე, იგი განიხილავს თუ რამდენად იყო წარმოდგენილი მიზეზი რელევანტური და საკმარისი მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობით (იხ. სხვა მრავალს შორის S.H. and Others, ციტირებული ზემოთ § 91; Olsson v. Sweden (no. 1), 24 მარტი 1988, § 68, Series A no. 130; K. and T. v. Finland [GC], no. 25702/94, § 154, ECHR 2001‑VII; Kutzner v. Germany, no. 46544/99, § 65, ECHR 2002‑I; დაP., C. and S. v. the United Kingdom, no. 56547/00, § 114, ECHR 2002‑VI). ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ მე-8 მუხლის ფარგლებში შეფასების ზღვარის მასშტაბის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია რიგი გარემოებანი. როდესაც სასწორის პინზეა ინდივიდის არსებობის ან მისი იდენტობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი, სახელმწიფოს შეფასების ზღვარი, როგორც წესი იზღუდება (იხ. Evans, ციტირებული ზემოთ, § 77, და იქვე მოხმობილი სხვა წყაროები, და Dickson v. the United Kingdom [GC], no. 44362/04, § 78, ECHR 2007‑V). ხოლო მაშინ, როდესაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსესუსი განხილული ინტერესის შედარებითი მნიშვნელობისა თუ მისი მაქსიმალური დაცვის შესახებ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება მგრძნობიარე ან ეთიკურ საკითხებს, შეფასების ზღვარი უფრო ფართოა (იხ.S.H. and Others, ციტირებული ზემოთ, § 94; Evans, ციტირებული ზემოთ, § 77; X, Y and Z v. the United Kingdom, 22 აპრილი 1997, § 44, Reports of Judgments and Decisions 1997‑II; Fretté v. France, no. 36515/97, § 41, ECHR 2002‑I; Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 85, ECHR 2002‑VI; and A, B and C v. Ireland, ციტირებული ზემოთ, § 232). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში „კანონმდებლის მიერ მიღებული ნებისმიერი გამოსავალი არ არის მის შეფასებას მოკლებული. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს გულდასმით განიხილოს საკანონმდებლო პროცესის დროს წამოყენებული მოსაზრებანი, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა კანონმდებლის არჩევანი და განსაზღვროს თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოსა და საკანონმდებლო ზომებით გავლენამოხდენილი მხარეების ინტერესებს შორის“ (იხ.S.H. and Others, ციტირებული ზემოთ, § 97). ზემორეციტირებულ საქმეებში, სასამართლომ ასევე შენიშნა, რომ ავსტრიის პარლამენტს „მეცნიერებისა და საზოგადოების დინამიური განვითარების ფონზე, ჯერ არ განუხილავს ხელოვნური პროკრეაციის მარეგულირებელი წესები“ და აღნიშნა, რომ „მოცემული სფერო, სადაც კანონი მუდმივად ვითარდება და რომელიც განეკუთვნება მეცნიერებისა და კანონის განსაკუთრებულად დინამიურ განვითარებას, ხელშემკვრელი სახელმწიფოების მხრიდან მუდმივი განხილვის საგანი უნდა იყოს (იხ.S.H. and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 117 და 118). საქმეში Costa and Pavan (ციტირებული ზემოთ, § 64), სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიის კანონმდებლობა იმპლანტაციამდელი დიაგნოზირების სფეროში არ იყო სრულ შესაბამისობაში, იგი არ უშვებდა იმპლანტაციის შეზღუდვას იმ ემბრიონებით, რომელზეც გავლენა არ მოუხდენია დაავადებას, რომლის ჯანმრთელი მატარებლებიც იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, მაგრამ მომჩივანს აძლევდა იმ ნაყოფის მოშორების უფლებას, რომელიც დაიბადებოდა მოცემული დაავადებით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, მან არ უნდა ჩაანაცვლოს რეპროდუქციაში დახმარების ყველაზე ჯეროვანი მარეგულირებელი ნორმების შერჩევის შესახებ ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილებანი, რადგან ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდები ეხებიან მგრძნობიარე მორალურ და ეთიკურ საკითხებს მუდმივად განვითარებად სფეროში (იხ.Knecht, ციტირებული ზემოთ, § 59).
(ii) ზემორე პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განსხვავებით ზემოთმოხმობილი საქმეებისაგან, წინამდებარე საქმე არ ეხება სავარაუდო მშობლობას. შესაბამისად, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, მომჩივნის მიერ მოხმობილი უფლება მოახდინოს მისი ემბრიონის დონაცია სამეცნიერო კვლევებისათვის, არ წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ერთ-ერთ მთავარ უფლებას, რადგან იგი არ ეხება მომჩივნის არსებობისა და ინდენტობის რომელიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს. შესაბამისად, ითვალისწინებს რა სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულ პრინციპებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უნდა მიენიჭოს შეფასების ფართო ზღვარი წინამდებარე საქმეში. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმპლანტაციისათვის არ განკუთვნილი ემბრიონის დონაციის საკითხი ცალსახად წარმოშობს „დელიკატურ მორალურ და ეთიკურ საკითხებს“ (იხ.Evans; S.H. and Others; დაKnecht, ციტირებული ზემოთ) და რომ სასამართლოს ხელთ არსებული შედარებითი სამართლის მასალები (იხ. პარაგრაფები 69-76 ზემოთ) მიუთითებს, რომ განსხვავებით მომჩივნის მტკიცებისა, მოცემულ თემაზე არ არსებობს ერთიანი ევროპული კონსესუსი (იხ. პარაგრაფი 137 ზემოთ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც, რიგი წევრ სახელმწიფოები არ აწესებენ აკრძალვებს მოცემულ სფეროში: სასამართლოს ინფორმაციით ორმოცი წევრიდან ჩვიდმეტი უშვებს კვლევას ადამიანის ემბრიონული უჯრედების ხაზებზე. რიგ სხვა ქვეყნებში საკითხი დარეგულირებული არ არის და პრაქტიკა უჩვენებს, რომ მსგავსი კველვები ნებადართულია. თუმცა, არსებობს სახელმწიფოები (ანდორა, ლატვია, ხორვატია და მალტა) რომელთა კანონმდებლობაც პირდაპირ კრძალავს ნებისმიერ კვლევას ემბრიონულ უჯრედებზე. სხვები უშვებენ სამეცნიერო ტიპის კვლევებს მკაცრი პირობების დაცვით, ითხოვენ რა, მაგალითად, რომ კვლევის მიზანი იყოს ემბრიონის ჯანმრთელობის დაცვა ან, რომ საკვლევი უჯრედები საზღვარგარეთიდან იყოს შემოტანილი (სლოვაკეთი, გერმანია, ავსტრია და იტალია). შესაბამისად, იტალია არ არის ერთადერთი წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოში, რომელიც კრძალავს ადამიანის ემბრიონის დონაციას სამეცნიერო კვლევებისათვის. ამასთანავე, ზემოთმოხმობილი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მასალები ადასტურებს, რომ ეროვნული ხელისუფლება სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით იმის განსაზღვრისას, მიიღოს თუ არა შემზღუდავი კანონმდებლობა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ემბრიონის განადგურებას, რის დროსაც ითვალისწინებენ inter alia ადამიანის სიცოცხლის დასაწყისის ცნებასთან დაკავშირებულ ეთიკურ და მორალურ საკითხებსა და საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში. ამის მაგალითია ოვიედოს კონვენციის 27-ე მუხლი, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი არცერთი მუხლი არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მხარეს შეეზღუდოს საშუალება დააწესოს დაცვის უფრო ფართო ზომები ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების სფეროში. მოსაზრება N. 15, მიღებული 2000 წლის 14 ნოემბერს მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებზე ევროკომისიის ევროპული ჯგუფის მიერ, ისევე როგორც ევროპის საბჭს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია 1352 (2003) ადამიანის ღეროვანი უჯრედის კვლევის შესახებ და ევროპის პარლამენტის რეგულაცია (EC) N. 1394/2007, ისევე როგორც საბჭოს 2007 წლის 13 ნოემბრის დებულებანი ინტენსიური თერაპიის სამედიცინო პროდუქცების შესახებ შეიცავს მსგავს დებულებებს (იხ. პარაგრაფი 58, პუნქტი III, ქვეპუნქტი „ვ“ და პუნქტი IV, ქვეპუნქტი „ბ“). ევროპის დონეზე დაწესებული შეზღუდვები სახასიათოდ გადაჭარბებულია. ეს ეხება, მაგალითად ადამიანის ემბრიონის შექმნის აკრძალვას სამეცნიერო კვლევებისათვის, დაწესებული ოვიედოს კონვენციის მე-18 მუხლში, ისევე როგორც იმ სამეცნიერო გამოგონებების დაპატენტების აკრძალვას, სადაც პროცესი მოიცავს ადამიანის ემბრიონის განადგურებას (იხ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართოს გადაწყვეტილება საქმეზე Oliver Brüstle v GreenpeaceeV ,18 ოქტომბერი 2011). აღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფოსადმი მინიჭებული შეფასების ზღვარი არ არის უსაზღვრო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს განიხილოს ის არგუმენტები, რომელსაც კანონმდებელი დაეფუძნა გადაწყვეტილების მიღებისას და განსაზღვროს თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოსა და მისი გადაწყვეტილებებით გავლენამოხდენილ პირთა ინტერესებს შორის (იხ.Evans, cited above, § 86, and S.H. and Others, cited above, § 97). მოცემულ კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი N. 40/2004 მოსამზადებელ სამუშაოებზე დაყრდნობით მთავრობამ საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ კანონის მიღებამ გამოიწვია ფართო განხილვები, რომელიც ეფუძნებოდა სხვადასხვა სამეცნიერო და ეთიკურ მოსაზრებებსა და საკითხებს თემაზე (იხ. პარაგრაფი 127 ზემოთ). პარლამენტისათვის 2002 წლის 26 მარტს XII მუშა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან იკვეთება, რომ ექიმები, სპეციალისტები და ასისტირებული რეპროდუქციის სფეროში მომუშავე ასოციაციები მონაწილეობდნენ განხილვებში და რომ მათ შორის ყველაზე ცოცხალი განხილვები ეხებოდა ინდივიდუალური თავისუფლების სფეროს, სადაც ამ უკანასკნელის მომხრეები ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფოს ჩარევას. ასევე, 2004 წლის 19 იანვრის განხილვებისას N. 40/2004 კანონი დაექვემდებარა კრიტიკას, სხვა მრავალ არგუმენტთან ერთად იმის გამოც, რომ ემბრიონის კანონის სუბიექტად აღიარება 1-ლი მუხლის მიხედვით, რიგი მოსაზრებების მიხედვით, წარმოშობდა რიგ აკრძალვებს, ისეთს, მაგალითად, როგორიცაა ჰეტეროლოგური განაყოფიერება და არაიმპლანტირებადი კრიოპრეზერვირებული ემბრიონის გამოყენება სამეცნიერო კვლევებისათვის. მთავრობის მსგავსად, სასამართლოც აღნიშნავს, რომ კანონზე N. 40/2004 ჩატარდა რამდენიმე რეფერენდუმი, რომლებიც შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი საკმარისი ხმების არარსებობის გამო. მძიმედ განკურნებადი დაავადებების სფეროში სამეცნიერო კვლევის განვითარების ხელშესაწყობად იტალიაში, ერთ-ერთი რეფერენდუმი სთავაზობდა მოსახლეობას კანონის N. 13 მუხლის გაუქმებას და ემბრიონზე იმ სამეცნიერო კვლევის დაშვებას, რომელიც იცავდა მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას. სასამართლომ, შესაბამისად, მიუთითა, რომ კანონშემოქმედებით პროცესში, კანონმდებელმა გაითვალისწინა არსებული სხვადასხვა ინტერესები, განსაკუთრებით კი სახელმწიფოს ინტერესი დაიცვას ემბრიონი და იმ პირთა ინტერესი, რომლებსაც სურდათ ინდივიდუალური თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობის ფარგლებში ემბრიონის კვლევისათვის დონაცია. სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ იტალიის კანონმდებლობა რეპროდუქციაში დახმარების სფეროში შეუსაბამობებს შეიცავს, რის გასამყარებლადაც მან მიუთითა, რომ გასაჩივრებული ჩარევა არაპროპორციული იყო. წერილობით მოსაზრებებსა და სასამართლო მოსმენისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ რთული იყო სახელმწიფოს მიერ ემბრიონის დაცვის არგუმენტის მიღება მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ქალის უნარს შეწყვიტოს სამ თვემდე ვადის ფეხმძიმობა თერაპიული მიზეზებით, ისევე როგორც იტალიაში ემბრიონის კვლევის დაშვება საზღვარგარეთ განადგურებულ ემბრიონის უჯრედული ხაზების გამოყენებით. სასამართლოს ფუნქცია არ არის იტალიის კანონმდებლობის აბსტრაქტული შეფასება. იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს მომჩივნის მიერ გასაჩივრებული შეუსაბამობანი, ეს უკანასკნელნი უნდა ეხებოდეს მომჩივნის მიერ სასამართლოს წინაშე წამოყენებულ საჩივრებს, კერძოდ, ემბრიონის ბედის განსაზღვრისას მისი თვითგამორკვევის უფლების შეზღუდვას (იხ.mutatis mutandis, Olsson (no. 1), ციტირებული ზემოთ, § 54, დაKnecht, ციტირებული ზემოთ, § 59). რაც შეეხება იტალიაში განხორციელებულ კვლევას საზღვარგარეთ განადგურებულ იმპორტირებულ ემბრიონულ უჯრედებზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც მომჩივნის მიერ მოხმობილია უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი ემბრიონის ბედი და გადასცეს იგი სამეცნიერო კვლევას, რთულია ზემორე არგუმენტის მომჩივანზე პირდაპირი გავლენის დადგენა. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის მიერ საქმის განხილვის დროს წარმოდგენილ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც იტალიის ლაბორატორიებში კვლევისათვის გამოყენებული ემბრიონული უჯრედული ხაზები არასდროს იწარმოება იტალიის ხელისუფლების დაკვეთით. სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ ადამიანის ემბრიონის განზრახი და აქტიური განადგურება ვერ შეედრება უკვე განადგურებული ადამინური ემბრიონების უჯრედული ხაზების გამოყენებას. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ რომც დავუშვათ, რომ მომჩივნის მიერ მოხმობილი შეუსაბამობანი არსებობს, ისინი არ ახდენენ პირდაპირ გავლენას მომჩივნის მიერ მოცემულ საქმეში მოხმობილ უფლებაზე. დაბოლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში არჩევანი -ემბრიონი გადაეცა სამეცნიერო კვლევისათვის გამომდინარეობს მხოლოდ მომჩივნისაგან, რადგან მისი პარტნიორი გარდაცვლილია. სასამართლოს არ გააჩნია მტკიცებულება, რომ მისი პარტნიორი, რომელსაც განაყოფიერებისას იგივე ინტერესი ჰქონდა ემბრიონზე როგორც მომჩივანს, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. მოცემულ საკითხს ეროვნულ დონეზე არ არეგულირებს არცერთი ნორმა. ზემოთმოხმობილი არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობას არ გადაუჭარბებია არსებული ფართო შეფასების ზღვარისათვის და რომ მოცეულ საკითხზე აკრძალვა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის 8 § 2 მუხლის მნიშვნელობით. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას.
კონვენციის N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
კონვენციის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, მომჩივანი ჩიოდა, რომ მან ვერ შეძლო ემბრიონის დონაცია და ვალდებული იყო შეენახა იგი გაყინულ მდგომარეობაში ემბრიონების გარდაცვალებამდე. კონვენციის N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
ა. მხარეთა არგუმენტებიმთავრობის არგუმენტები
მთავრობამ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ადამიანის ემბრიონი არ უნდა იქნას მიჩნეული „ნივთად“ და რომ დაუშვებელი იყო მისთვის ეკონომიკური ღირებულების მინიჭება. მათ აღნიშნეს, რომ იტალიის სამართლებრივ სისტემაში ადამიანის ემბრიონი მიიჩნევა კანონის სუბიექტად და იმსახურებს ადამიანური ღირსების პატივისცემას. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო წევრ სახელმწიფოებს ანიჭებდა შეფასების ფართო ზღვარს ადამიანის სიცოცხლის დასაწყისის განსაზღვრისას (მთავრობამ მოიხმო ზემოთციტირებული საქმე Evans, § 56), განსაკუთრებით წინამდებარეს მსგავს შემთხვევებში, როდესაც წარმოიშვებოდა რთული მორალური და ეთიკური საკითხები, რომელზეც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში მიღწეული არ იყო კონსესუსი. მთავრობა მიიჩნევდა, რომ წინამდებარე საქმეში არ მომხდარა N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა.
მომჩივნის არგუმენტები მომჩივანმა აღნიშნა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად ჩასახული ემბრიონები არ უნდა იქნას მიჩნეული „ინდივიდებად“ რადგან ჯერ არ მომხდარა მათი იმპლანტაცია და რომ არ იგეგმებოდა მათი განვითარება ნაყოფად და დაბადება. მან დაასკვნა, რომ სამართლებრივი გადასახედიდან ისინი წარმოადგენდნენ „საკუთრებას“. მოცემულ გარემოებებში მან დაასკვნა, რომ მას ჰქონდა ემბრიონზე საკუთრების უფლება და რომ სახელმწიფოს მიერ მოცემულ უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები არ იყო გამართლებული საჯარო ინტერესების საფუძველზე. მისი აზრით, ემბრიონების პოტენციური სიცოცხლის დაცვის მოხმობა არაგონივრული იყო, რადგან მოცემულ ემბრიონებს წინ განადგურება ელოდათ.
მესამე მხარეთა არგუმენტები
(ა) სამართლისა და მართლმსაჯულების ევროპული ცენტრი (ECLJ) ECJL-მა აღნიშნა, რომ ემბრიონები არ უნდა იქნას მიჩნეული „ნივთებად“ და შესაბამისად დაუშვებელია მათი განზრახ განადგურება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ „საკუთრების“ არსს თან ახლდა ეკონომიკური კონოტაცია, რომელიც გამორიცხული უნდა იყოს ადამიანის ემბრიონის შემთხვევაში. მოიხმეს რა საქმე Vo v. France ([GC], no. 53924/00, § 82, ECHR 2004‑VIII), მათ აღნიშნეს, რომ სასამართლო სახელმწიფოებს ანიჭებდა უფლებას საკუთარ სამართლებრივ სისტემაში თავად განსაზღვრონ „როდის იწყება სიცოცხლე“ და რომ ამ სფეროში მათ შეფასების ფართო ზღვარი ენიჭებოდათ (A, B and C v. Ireland, ციტირებული ზემოთ, § 237).
(ბ) ასოციაციები Movimento per la vita, Scienza e vita და Forum delle associazioni familiari, წარმოდგენილი ბ-ნი კარლო კასინის მიერ მესამე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ემბრიონი „ნივთად“ არასდროს უნდა იქნას მიჩნეული. მათ შემდგომ მიუთითეს, რომ იტალიის კანონმდებლობა მოცემულ საკითხზე შესაბამისობაში იყო. აღიარეს რა, რომ თერაპიულ საფუძველზე აბორტი დაშვებული იყო, აღნიშნეს, რომ ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ემბრიონი მიიჩნევა „ნივთად“ არამედ, გათვალისწინებული იყო სხვადასხვა არსებული ინტერესი, განსაკუთრებით დედის.
(გ) ასოციაციები Luca Coscioni, Amica Cicogna Onlus, L’altra cicogna Onlus და Cerco un bimbo იტალიის პარლამენტის ორმოცდაექვსი წევრი, წარმოდგენილი ქ-ნი ფილომენა გალოს მიერ
ქ-ნმა გალომ გაიმეორა მომჩივნის მიერ ემბრიონის სტატუსთან დაკავშირებით წამოყენებული არგუმენტები.
(დ)ასოციაციები VOX – Osservatorio italiano sui Diritti, SIFES – ნაყოფიერების, სტერილურობისა და რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება და Cittadinanzattiva, წარმოდგენილი ქ-ნი მარია ელისა დ’ამიკო, ქ-ნი მარია პაოლა კოსტანტიტნი, ბ-ნი მასიმო კლარა, ქ-ნი ქიარა რანი და ქ-ნი ბენედეტა ლიბერალის მიერ მოცემულ მესამე მხარეებს არ წამოუყენებიათ მოსაზრებანი კონვენციის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით.
ბ. სასამართლოს შეფასებასასამართლოს პრაქტიკით დადგენილი პრინციპები
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „საკუთრების“ ცნებას N. 1 ოქმის 1-ლი მუხლის გაგებით ენიჭება ავტონომიური მნიშვნელობა და არ იფარგლება მატერიალური ნივთების საკუთრებით, იგი არ არის დამოკიდებული ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებულ ფორმალურ კლასიფიკაციაზე: რიგი სხვა უფლებები და ინტერესებიც, რომლებიც წარმოადგენენ ქონებას, შესაძლოა მიჩნეულ იქნან „ქონებრივ უფლებებად“ და, შესაბამისად „საკუთრებად“ განხილული დებულების მიზნებისათვის. ყოველ საქმეში განსახილველია თუ საქმის გარემოებანი მთლიანობაში რამდენად ანიჭებს მომჩივანს ქონებრივ უფლების ინტერესს N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით ( იხ. Iatridis v. Greece [GC], no. 31107/96, § 54, ECHR 1999‑II, Beyeler v. Italy [GC], no. 33202/96, § 100, ECHR 2000‑I, დაBroniowski v. Poland [GC], no. 31443/96, § 129, ECHR 2004‑V). N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი ვრცელდება მხოლოდ პირის არსებულ საკუთრებაზე. მომავალი შემოსავალი ვერ მიიჩნევა „საკუთრებად“ თუკი უკვე არ მოხდა მისი გამომუშავება ან თუკი მისი გადახდა ნამდვილად მოხდება.ასევე იმედი, რომ დიდი ხნის წინ გამქრალი ქონებრივი უფლება შესძლოა აღდგეს, ვერ მიიჩნევა „საკუთრებად“; არც პირობითი მოთხოვნა, რომელსაც გაუვიდა ვადა პირობის შეუსრულებლობის გამო ვერ მიიჩნევა „საკუთრებად (იხ.Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic (dec.), no. 39794/98, § 69, ECHR 2002‑VII ). თუმცა, რიგ გარემოებებში ქონების მიღების „ლეგიტიმური მოლოდინი“ შესაძლოა სარგებლობდეს N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დაცვით. შესაბამისად, როდესაც ქონებრივი ინტერესი წარმოადგენს საჩივრის ბუნებას, პირი, რომელსაც ენიჭება იგი, შესაძლოა მიჩნეულ იქნას ლეგიტიმური მოლოდინის მქონედ, თუკი ეროვნულ კანონმდებლობაში ინტერესი ეფუძნება საკმარის სამართლებრივ ბაზას, მაგალითად, როდესაც არსებობს ეროვნული სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს მის არსებობას (იხ.Kopecký v. Slovakia [GC], no. 44912/98, § 52, ECHR 2004‑IX).
განხილული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე წარმოშობს პირველად შეკითხვას საქმის ფაქტობრივ გარემოებებში კონვენციის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის გამოყენებადობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს საკითხზე დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებანი აქვთ, განსაკუთრებით ინ ვიტრო ადამიანის ემბრიონის სტატუსთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის კონვენციის მე-2 მუხლით სიცოცხლის დასაწყისის მგრძნობიარე და საკამათო საკითხის განხილვა, რადგან მოცემული საკითხი არ წარმოადგენს განსახილველი საქმის არსს. სასამართლო მიიჩნევს რომ N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი წინამდებარე საქმეზე არ ვრცელდება.განიხილა რა მოცემული მუხლის ეკონომიკური და მატერიალური მასშტაბი, ადამიანის ემბრიონი ვერ შემოიფარგლება „საკუთრების“ არსით მოცემული მუხლის მნიშვნელობით. იმის გამო, რომ კონვენციის N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ გამოიყენება წინამდებარე საქმეში, საჩივრის ეს ნაწილი კონვენციის დებულებებთან ratione materiae შეუსაბამოდ უნდა იქნას ცნობილი 35 §§ 3 და 4 მუხლის მნიშვნელობით.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო
უარყოფს, ერთხმად, მთავრობის პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ;უარყოფს, ხმათა უმრავლესობით, მთავრობის პრეტენზიას საჩივრის დაგვიანებით წარმოდგენის შესახებ;უარყოფს, ხმათა უმრავლესობით, მთავრობის პრეტენზიას მასზედ, რომ მომჩივანს არ გააჩნია მსხვერპლის სტატუსი;აცხადებს, ხმათა უმრავლესობით, საჩივარს დასაშვებად კონვენციის მე-8 მუხლით წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე;აცხადებს, ერთხმად, საჩივარს დაუშვებლად კონვენციის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე;ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, და გაცხადებულია საჯარო მოსმენით ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 27 აგვისტოს.
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლების თანახმად, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი ცალკეული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე დედოვის თანმხვედრი მოსაზრება;
(გ) მოსამართლეების კასადევალი, რაიმონდი, ბერო, ნიკოლაუ და დედოვის ერთობლივი ნაწილობრივ თანმხვედრი მოსაზრება;
(დ) მოსამართლეების კასადევალი, ზიმელე, ფაუერ-ფორდი, დე გაეტანო და იუდკივსკას ერთობლივი ნაწილობრივ თანმხვედრი მოსაზრებანი;
(ე) მოსამართლე ნიკოლაუს ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(ვ) მოსამართლე შაიოს განსხვავებული მოსაზრება.
დ.ს.
ი.კ.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy