ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე პენტიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No.11882/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
20 ოქტომბერი 2015
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოეცემულ საქმეში პენტიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დიდი პალატის შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ბოშტიან მ. ცუპანჩიჩი,
ხანლარ ჰაჯიევი,
პაივი ჰირველა,
კრისტინა პარდალოს,
ანჟელიჯა ბურბერგერი,
ლინოს-ალექსანდე სიცილიანოს,
ანდრე პოტოკი,
პოლ ლემენსი,
ალეშ პეიჩალი,
იოანეს სილვის,
დმიტრი დედოვი,
ეგიდიურ კურისი,
რობერტ სპანო,
იულია ანტოანელა მოტოჩი,მოსამართლეები,
და ლორანს ერლი, იურისკონსული
განიხილეს რა საქმე დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 17 დეკემბერსა და 2015 წლის 3 სექტემბერს,
გამოიტანეს შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს.
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 11882/10) ფინეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 19 თებერვალს სასამართლოში წარმოადგინა ფინეთის მოქალაქემ, ბატონმა მარკის ვეიკო პენტიკაინენმა ("მომჩივანი").მომჩივანს წარმოადგენდა ჰელსინკიში პრაქტიკოსი იურისტი ბ-ნი იუსი სალოკანგასი. ფინეთის მთავრობის („მთავრობა“) წარმომადგენელი იყო ბ-ნი არტო კოსონენი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მომჩივანი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ, მისი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას იმის გამო, რომ პოლიციამ მოთხოვა მას დემონსტრაციის ადგილის დატოვება, პატიმრობის 17.5 საათის განავლობაში არ ჰქონდა ინფორმაციის გადაცემის საშუალება და იმის გამო, რომ იგი ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მსჯავრდებული იყო დანაშაულში, რომელსაც მის უფლებებსა და სამუშაოზე „გამაგრილებელი ეფექტი“ ჰქონდა. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 52 § 1). 2014 წლის 4 თებერვალს პალატამ შემდეგი შემადგენლობით- ინეტა ზიმელე, პრეზიდენტი, პაივი ჰირველა, ჯორჯ ნიკოლაუ, ლედი ბიანკუ, ვინსენტ ა. დე გაეტანო, პოლ მაჰოუნი, ფარის ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები და ფრანსუაზ ელენს-პასოსი, სექციის განმწესრიგებელი - გამოიტანა გადაწყვეტილება. მან ერთხმდ მიიჩნია საჩივარი დასაშვებად და დაადგინა, ხუთი ხმით ორის წინააღდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება წარმოადგინეს ჯორჯ ნიოლაუმ და ვინსენტ ა. დე გაეტანომ, რომელიც თან ახლდა გადაწყვეტილებას. 2014 წლის 30 აპრილს მომჩივანმა მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლის თანახმად და დიდი პალატა დაეთანხმა მოთხოვნას 2014 წლის 2 ივნისს.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლით. საბოლოო თათბირისას, მარკ ვილიგერმა განაგრძო საქმის განხილვა მისი ვადის ამოწურვის შემდეგად, ხოლო ისაბელ ბერო კი ჩანაცვლდა პოლ ლემენსის, შემცვლელი მოსამართლის მიერ (კონვენციის 23 § 3 და რეგლამენტის 24 § 4 მუხლები). მოსამართლეებმა ჯოზეფ კასადევალი და ელიზაბეტ შტაინერი ვერ მიიღეს მონაწილეობა საქმის საბოლოო განხილვაში და ჩანაცვლდნენ შემცვლელი მოსამართლეებით ხანლარ ჰაჯიევით და ანჟელიკა ნურბერგერით. მომჩივანმა და მთავრობამ, ყველამ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი საქმის არსებით ნაწილზე (რეგლამენტის მუხლი 59 §1).2014 წლის 15 დეკემბერს დიდმა პალატამ ნახა მხარეების მიერ წარმოდგენილი დივიდი მასალა.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შეობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 17 დეკემბერს (წესი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი ა. კოსონენი, დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომდგენელი
ქ-ნი ს. ჰეიკინჰეიმო, პოლიციის უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ქ-ნი ტ. მაიური, მთავარი მრჩეველი, იუსტიციის სამინისტრო,
ქ-ნი მ. სპოლანდერი, იურისტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ბ-ნი პ. კოტიაჰო, იურისტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მრჩევლები
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ი. სალოკანგასი,
ბ-ნი ვ. მატილაინენიწარმომადგენელი
მოსმენას ესწრებოდა მომჩივანიც.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი კოსონენის, ბ-ნი სალოკანგასისა და ბ-ნი მატილაინენის გამოსვლები, ასევე მათი და ქ-ნი მაიურისა და ბ-ნი პენტიკაინენის პასუხები მოსამართლეების ჰირველა, პოტოკი, სილვის, მოტოკ, სიცილიანოს, სპანო, კურიშ და დედოვის შეკითხვებზე.
ფაქტებისაქმის გარემოებანიმომჩივანი დაიბადა 1980 წელს და ცხოვრობს ჰელსინკიში. მომჩივანი არის ფოტოგრაფი და ჟურნალისტი და მუშაობს ყოველკვირეულ ჟურნალში Suomen Kuvalehti. 2006 წლის 9 სექტემბერს დამქირავებელმა იგი გააგზავნა ჰელსინკიში მიმდინარე აზია-ევროპის (ASEM) შეხვედრის საპროტესტო დემონსტრაციაზე ფოტოების გადასაღებად. დემონსტრაცია ფინური კონტექსტისათვის განსაკუთრებით დიდი იყო და მედია მას ყურადღებით აკვირდებოდა. მომჩივანს ევალდებოდა დეტალური ანგარიშის წარმოდგენა დემონსტრაციაზე ჟურნალის ბეჭდური ვერსიისათვის და ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გამოექვეყნებინა იგი ონლაინ, როგორც კი დასრულდებოდა დემონსტრაცია. საქმის გარემოებების მოცემული ინფორმაცია ეფუძნება მხარეთა არგუმენტებს, მათ შორის Smash ASEM აქციის შესახებ დივიდი ჩანაწერს (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ) და ჰელსინკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას (იხ. პარაგრაფი 37 ქვემოთ).
ა. SmashASEM დემონსტრაცია2006 წლის 30 აგვისტოს, დემონსტრაციის დაწყებამდე ფინეთის უშიშროების სამსახურმა შეაფასა საფრთხის მასშტაბი, რომელიც თან სდევდა Smash ASEM დემონსტრაციას და გააფრთხილა ჰელსინკის პოლიციის დეპარტამენტი, რომ დემონსტრაცია იქნებოდა დაპირისპირებით აღსავსე და რომ ხაზს არ გაუსვამდა არანაირ ნათელ პოლიტიკურ მესიჯს. ამ დროს პოლიციის დეპარტამენტმა, მიუხედავად მცდელობებისა, ვერ შეძლოა დაემყარებინა კონტაქტი დემონსტრაციის ორგანიზატორებთან. პოლიციამ შემდგომი მოქმედებანი, inter alia, დაამყარა ხსენებულ პირობებზე.მსგავსი საფრთხის შეფასება განხორციელდა ჰელსინკიში, იმავე წელს ჩატარებულ ორ წინარე დემონსტრაციასთან მიმართებაშიც, სადაც ორივე მათგანი გადაიზარდა დაპირისპირებაში. პირველი იყო EuroMayDay დემონსტრაცია, ჩატარებული 2006 წლის 30 აპრილს, სადაც დაახლოებით 1,500 ადამიანის მარში გადაიზარდა არეულობაში, ასაფეთქებლის სროლასა და ქონების დაზიანებაში. შესაბამისად, ჰელსინკის სასამართლომ ძალადობრივ არეულობაში დამნაშავედ ცნო რვა ადამიანი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და შეუფარდა პირობითი მსჯვრი.2006 წლის 24 აგვისტოს ადგილი ჰქონდა მსგავს ინციდენტს „Helsinki Night of Arts” ფარგლებში, რომელმაც ასევე გამოიწვია ქონების განადგურება, ძალადობა და 56 პირის პატიმრობა. 2006 წლის 8 სექტემბერს ე.წ. დონგჟუ კოალიციამ შეატყობინა პოლიციას Smash ASEM დემონსტრაციის შესახებ. საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილის ანგარიშის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 34 ქვემოთ), პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია „დონგჟ კოალიციის“ შესახებ და შესაბამისად, მათთვის არ იყო ნათელი თუ რეალურად ვინ იყო ორგანიზატორი. საჯარო წყაროებიდან იკვეთება, რომ ხსენებული „კოალიცია“ წარმოადგენდა არაფორმალურ დაჯგუფებას, რომელიც აერთიანებდა ნებისმიერ პირს, რომელიც იზიარებდა Smash ASEM დემონსტრაციის იდეას და რომლებიც კისრულობდნენ ვალდებულებას დემონსტრაციაზე არ მოეტანათ პარტიულ ემბლემები.დემონსტრანტებმა გამოაცხადეს, რომ ისინი სვლას გეგმავდნენ 2006 წლის 9 სექტემბერს 17.45-21.00 საათზე კიასმას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან - გადატვირთული მოძრაობის ზონა - ჰელსინკის გამოფენისა და კონვენციის ცენტრამდე, სადაც უნდა ჩატარებულიყო კიდეც ASEM სამიტი, დაახლოებით 4.9 კილომეტრის მანძილზე. სვლის მარშრუტი იყო შემდეგი: Mannerheimintie – Kaivokatu – Siltasaarenkatu – Agricolankatu – Kaarlenkatu – Helsinginkatu – Läntinen Brahenkatu – Sturenkatu – Aleksis Kivenkatu – Ratapihantie – Asemapäällikönkatu – Ratamestarinkatu – Rautatieläistenkatu- რომელიც მთავრდებოდა ველოდრომის პარკთან, სამიტის ჩატარების ადგილთან ახლოს. დემონსტრანტების მთავარი თემა იყო ASEM სამიტის გაპროტესტება, ადამიანის უფლებებზე გარკვეული აქცენტით. პოსტერებში, რომელიც ხალხს ეპატიჟებოდა მონაწილეობა მიეღოთ დემონსტრაციაში, დემონსტრანტებს თხოვდნენ შავი სამოსის ჩაცმას. პოსტერები ასევე ასახავდნენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის სცენებს და და მოუწოდებდნენ პოტენციურ მონაწილეებს inter alia „შემატონ მცირე არეულობა ჰელსინკის ქუჩებს“ (“tuoda edes hieman sekasortoa myös Helsingin kaduille”, att få även en liten bit av kaos också på gatorna i Helsingfors).მთავრობის მიხედვით, პოლიციამ ვერ შეძლო სატელეფონო კონტაქტის დამყარება ერთ-ერთ ორგანიზატორთან, მასთან ვინც იყო მითითებული საკონტაქტო პირად. თუმცა, ხსენებულმა პირმა, რომელიც მოქმედებდა ორგანიზატორების სახელით, უარი განაცხადა inter alia დემონსტრაციის ASEM სამიტის ჩატარების საგამოფენო ცენტრთან მიმავალი სვლის ჩატარების პირობების განხილვაზე. მათ ანალოგიურად უარით უპასუხეს პოლიციის მცდელობას კონტაქტი დაემყარებინათ სამიტის ჩატარების ადგილას მყოფ ორგანიზატორებთან.მთავრობის მიხედვით, პოლიციის მიერ ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი მოვლენის გასაშუქებლად მოსული მედიის წარმომადგენლებისათვის. იგი განთავსებული იყო პაასიკივის მოედანზე, კიასმას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, მანერჰეიმინტიეს მეორე ნაწილში. პოლიციამ, სტანდარტული პროცედურის მიხედვით, შეატყობინა ფინურ მედიას Smash ASEM მოვლენის შესახებ და თან დაურთო პოლიციის პიარის განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მზად იყო მედიასთან განეხილა მოვლენის გაშუქებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. ასევე, ჰელსინკის საოლქო პოლიციის პიარის განყოფილებამ გამოყო უფროსი ოფიცერი, რომელიც წარმოდგენილი იქნებოდა იმავე ზონაში მედია წარმომადგენლების ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუების გასაცემად.დემონსტრაცია უნდა დაწყებულიყო 2006 წლის 9 სექტემბერს 18.00 საათზე. სვლის დაწყების ადგილზე შეიკრიბა დაახლოებით 500 მაყურებელი, დაახლოებით 50 დემონსტრანტის მთავარი ჯგუფი და დაახლოებით 50 ჟურნალისტი. პოლიციამ განახორციელა უსაფრთხოების ზომები და გააგზავნა 480 პოლიციელი და საზღვრის დაცვის ოფიცერი. ფინური სტანდართით პოლიციის მზაობის მასშტაბი გამონაკლისი ხასიათისა გახლდათ.დემონსტრაციის დასაწყისში საზოგადოებასა და პოლიციელებს ესროდნენ ბოთლებს, ქვებსა და საღებავით სავსე ქილებს. რამდენიმე დემონსტრანტმა დაარტყა პოლიციელებს. დაახლოებით 18.05-ზე პოლიციელები დემონსტრაციის ტერიტორიას გარს შემოუდგნენ. ამ დროს ხალხს თავისუფლად შეეძლო პოლიციელების ხაზის გადაკვეთა. პოლიციელებმა რამდენჯერმე გამოაცხადეს დინამიკების გამოყენებით, რომ მშვიდობიანი დემონსტაცია დაიშვებოდა, მაგრამ ჯგუფი არ იძლეოდა დემონსტრაციის სვლის საშუალებას.ძალადობის ესკალაციის შემდეგ, 18.30-ზე პოლიციამ ჩათვალა, რომ ღონისძიება გადაიზარდა არეულობაში. 18.30-19.17 პერიოდში პოლიციამ დალუქა ტერიტორია, ცდილობდა რა არეულების შეკავებას. ჯგუფი ეცადა გაერღვია პოლიციის ჯაჭვი. თუმცა, ამ დროს, პოლიციის კორდონმა არ მისცა საშუალება ბავშვიან ოჯახებსა და მედიის წრმომადგენლებს გასულიყვნენ. ხსენებული გასასვლელი, პერიოდულად, ხვდებოდა ბოთლებისა და სხვა ასაფეთქებლის სროლის მიზანი, სწორდ იმ ადგილას, სადაც ხალხი გასვლას ცდილობდა. პოლიციამ დინამიკების დახმარებით ხმამაღლა გამოაცხადა, რომ დემონსტრაცია შეწყდა და რომ ხალხს უნდა დაეტოვებინა ტერიტორია. მოცემული ფრაზა რამდენჯერმე გამეორდა. ასობით ადამიანმა ნებაყოფლობით დატოვა ტერიტორია პოლიციის მიერ განსაზღვრული რამდენიმე გასასვლელიდან. გასვლისას მათ თხოვდნენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამოწმებდნენ მათ ნივთებს. მომჩივანმა აღნიშნა, რომ პოლიციის კორდონი იყო უკიდურესად ვიწრო და მრავალშრიანი. კორდონის გარედან შიგნით არაფერი ჩანდა. პოლიციის მინიავტობუსები და დაკავების ავტობუსებიც ზღუდავდნენ ხედვადობას. 19.15 საათზე პოლიციამ დაიწყო მეორე, უფრო ფართო კორდონის მოწყობა და გადაეღობნენ უშუალო ქვედა ტერიტორიას. მიმდებარე ქუჩებიდან კიასმას ტერიტორიამდე არაფრის დანახვა არ იყო შესაძლებელი.ზოგი დემონსტრანტი ძალით დააკავეს კორდონის მიღმა ზონიდან. პოლიციის მიერ დაკავება ხორციელდებოდა „გააფერადე-ჯაჭვი“ მეთოდით, რაც გულისხმობს პოლიციის კორდონის გახსნას და დაკავების განმახორციელებელი ოფიცრისათვის მოქმედების საშუალების მიცემას, რასაც მოყვება პირის დაკავებისთანავე კორდონის უცაბედი დახურვა. პოლიციამ არაერთგზის გამოაცხადა, რომ ხალხი უნდა დაშლილიყო. მომჩივანი აცხადებს, რომ მან პირველად გაიგო პოლიციის მოთხოვნა ტერიტორიის დატოვებაზე 20.30-ზე. მომჩივანმა დაურეკა დამქირავებელს და ისაუბრეს უნდა დაეტოვებინა თუ არა მას ტერიტორია. მომჩივანმა აღნშიშნა, რომ inter alia საუბრის გათვალისწინებით, მან დაასკვნა, რომ მისი დარჩენა კოდრონს შიგნით აუცილებელი იყო. დემონსტრაციის დასასრულისაკენ, მომჩივანმა აღნიშნა, რომ იმყოფებოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ განაგრძო ხალხის დაშლის მოთხოვნა, აღნიშნავდა რა, რომ დააკავებდნენ ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ დატოვებდა ტერიტორიას. დაახლოებით 21.00 პოლიციის ოფიცერმა მომჩივანს პირადად უთხრა, რომ ეს იყო ტერიტორიის დატოვების ბოლო შანსი. მომჩივანმა აუხსნა პოლიციელს, რომ იგი გახლდათ Suomen Kuvalehti ჟურნალისტი და რომ ბოლომდე აპირებდა მოვლენების გაშუქებას, რის შემდეგაც პოლიციელმა იგი დატოვა. მომჩივანმა ჩათვალა, რომ პოლიციელი არ შეუშლიდა ხელს საქმიანობის განხორციელებაში მას შემდეგ, რაც განუმარტა ვითარება.21.00 საათისათვის, დაახლოებით 500 ადამიანს დატოვებული ჰქონდა ტერიტორია პოლიციელების შემოწმების პუნქტების გავლით. მომჩივნის მიხედვით, დაახლოებით 20 დემონსტრანტი ჯერ კიდევ იჯდა მიწაზე პირველ, კორდონგარეშე ზონაში, პოლიციის ჯაჭვით გარშემორტყმული. დემონსტრანტები ეყრდნობოდნენ ურთიერთს და ხელი ეკიდათ ერთმანეთისათვის. კორდონს შიგნით ვითარება უკვე ერთი საათის წინ იყო დამშვიდებული. ამის შემდეგ, პოლიციამ დაარღვია დემონსტრანტების ჯგუფი და დააკავა პროტესტანტები. მომჩივანი აცხადებდა, რომ დაკავებამდე მან გაიგო პოლიციელის ყვირილი:
„დაიჭირეთ ფოტოგრაფი!“. მომჩივანი იდგა პარლამენტის ყოფილი წევრის გვერდით ამ დროს და იღებდა ფოტოებს. მან უთხრა დაკავების განმახორციელებელ პოლიციელს, რომ იგი ჟურნალისტი იყო, რაც მოგვიანებით დაადასტურა კიდევ პოლიციელმა. წინასწარი გამოძიების ეტაპზე დამკავებელმა პოლიციელმა აღნიშნა, რომ მომჩივანს წინააღმდეგობა არ გაუწევია და რომ მოითხოვა სატელეფონო ზარის განხორციელება, რისი უფლებაც მას მისცეს. მომჩივანმა დაურეკა ჟურნალში კოლეგას და აუხსნა, რომ პოლიციამ დააკავა და რომ არ იცოდა რა მოხებოდა შემდეგ. მან იფიქრა, რომ მას მალევე გაათავისუფლებდნენ. მომჩვანმა დამკავებელ პოლიციელს ისიც უთხრა, რომ ჩანთაში ფოტოაპარატები ედო, რაც გაითვალისწინა პოლიციალმა: მომჩივანს მიეცა ფოტოტექნიკის ჩანთაში ჩადების უფლება. როდესაც დაკავების განმახორციელებელმა პოლიციელმა მას მოთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, მომჩივანმა მას აკრედიტაციის ბარათი მიაწოდა. წინასწარი გამოძიებისას, მეორე პოლიციელმა, რომელიც ესწრებოდა მომჩივნის დაკავებას, აღნიშნა, რომ მომჩივანს არ გაუწევია წინააღმდეგობა დაკავებისას, თუმცა მას არ გაუგია, რომ მომჩივანმა თავი ჟურნალისტად წარმოადგინა. დაკავების განმახორციელებელმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ მან შეავსო დაკავების ოქმი, სადაც მიუთითა დაკავების მიზეზი და ჩაწერა მისი პერსონალური ინფორმაცია. წინასწარი საგამოძიებო ანგარიშის მიხედვით, მომჩივნის დაკავების მიზეზად მითითებული იყო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.მომჩივანი მიიყვანეს დაკავების ავტობუსთან. ავტობუსში, მომჩივანი აცხადებს, რომ მან პოლიციას კიდევ ერთხე აუხსნა, რომ იგი ჟურნალის ფოტოგრაფი იყო. მომჩივანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მან მოითხოვა პოლიციის უფროსთან საუბარი. მომჩივანი აცხადებს, რომ მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იგი ჟურნალისტი იყო, თუმცა მას ყურადღება არ მიაქციეს. მომჩივანი აცხადებს, რომ მან „ამოიღო“ პრესის ბარათი და გულზე თვალსაჩინოდ ეკეთა. მომჩივანი აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მიმღებმა პოლიციის ოფიცერმა მოხსნა მას პრესის ბარათი, რომელიც კისერზე ეკიდა. მომჩივნის მიხედვით, შესაბამისად, პოლიციის განყოფილებაში მიმღებმა პოლიციელმა იცოდა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. დაკავების საკანში ყოფნისას, მომჩივანი აცხადებს, რომ გამვლელ პოლიციელებს ხმამაღლა ეძახდა, რომ მათ ჟურნალისტი დააკავეს, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა.მომჩივანი აცხადებს, რომ მას ფოტოტექნიკა და მეხსიერების ბარათები ჩამოართვეს. თუმცა, მთავრობა აღნიშნავს, რომ როგორც კი პოლიციამ შეიტყო, რომ იგი პრესის წარმომადგენელი იყო, მისი აპარატი, მეხსიერების ბარათები და სხვა ტექნიკა მას დაუყოვნებლივ დაუბრუნდა, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის წყაროები და არ მომხდარა მათი კონფისკაცია. მან დაიტოვა ფოტოები და ფოტოების გამოყენების არანაირი შეზღუდვა მის მიმართ არ დაწესებულა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან რომელიმე ეტაპზე. საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილის ანგარიშის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 34 ქვემოთ), პოლიციამ შეამოწმა დაკავებულ პირთა მობილური ტელეფონების შინაარსი. თუმცა, უცნობია თუ რამდენად მოხდა მომჩივნის მობილური ტელეფონის შემოწმება და მისი მეხსიერების ბარათების ინსპექტირება.პოლიციას მომჩივანი დაპატიმრებული ყავდა 9 სექტემბრის 21.26 საათიდან 10 სექტემბრის 15.05 საათმდე ანუ 17,5 საათის განმავლობაში. პოლიციამ იგი ორჯერ დაკითხა 10 სექტემბერს 13.32 საათზე და 13.57 საათზე.მომჩივნის დამქირავებელმა, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, როგორც ჩანს შეიტყო მომჩივნის დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში ყოფნის შესახებ. როგორც ჩანს მან დარეკა პოლიციის განყოფილებაში მაგრამ მას ინფორმაცია მომჩივნის დაკავების შესახებ არ მიაწოდეს. მომჩივნის მიხედვით, მხოლოდ მას შემდეგ რაც მეორე დღეს მთავარმა რედაქტორმა დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს (რომლის სახელსაც მომჩივანი არ ასახელებს), დაიწყეს მომჩვნის გათავისუფლებისთვის მზადება.პოლიციამ დემონსტრაციის ადგილას სულ 128 ადამიანი დააკავა. პოლიციამ გაათავისუფლა არასრულწლოვნები (თექვსმეტი პირი) რამდენიმე საათის დაკავების შემდეგ. დაკავებულთა უმრავლესობა გაათავისუფლეს 2006 წლის 11 სექტემბერს. მომჩივანი იყო მეშვიდე დაკითხული და, არასრულწლოვნების მერე, მეექვსე გათავისუფლებული პირი. ბოლო ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს 2006 წლის 12 სექტემბერს 11.07 საათზე.
ბ. შემდგომი განვითარებანიმოვლენა და პოლიციის მიერ გამოყენებული ზომები ფართოდ გააშუქა როგორც ეროვნულმა, ისე საერთაშორისო მედიამ. საქმეს საფუძვლიანად იძებდა საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილე 2006-2007 წლებში. თუმცა, პროცედურული წესების გამო, საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილე ვერ გამოიძიებდა მომჩივნის საქმეს რადგან იმ დროს მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის ძიება. საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილის 2006 წლის 9 სექტემბრის ანგარიშიდან იკვეთება, inter alia, რომ პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია „დონგჟუ კოალიციის“ შესახებ და რომ შესაბამისად მათთვის უცნობი იყო თუ რეალურად ვინ იყო დემონსტრაციის ორგანიზატორი. ასევე ჩანს, რომ პოლიციამ შეამოწმა პატიმართა მობილური ტელეფონების შინაარსი. მეტიც, საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილემ გააკრიტიკა inter alia ის ფაქტი, რომ ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით არასაკმარისი შემოწმების პუნქტი იყო გამართული და რომ კორდონს მიღმა ზონაში ხალხის სამი საათით დაკავება არასაჭიროდ ხანგრძლივი იყო. საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილემ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უშიშროების შემოწმების კანონიერებაც.2007 წლის 5 თებერვალს პოლიციამ 37 ეჭვმიტანილს შეტყობინა, რომ მათთან მიმართებაში შეწყდა ძიება და რომ მათი საქმე არ გადაეცემოდა პროკურორს ბრალდებისათვის. პროკურორმა ბრალი წაუყენა სულ 86 პირს.
გ. სისხლის სამართლაწარმოება მომჩივნის წინააღმდეგ2007 წლის 23 მაისს პროკურორმა ბრალი წაუყენა მომჩივანს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო (niskoittelu poliisia vastaan, tredska mot polis) სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის, მე-4 ნაწილის 1 პუნქტით (rikoslaki, strafflagen).2007 წლის 17 დეკემბერს ჰელსინკის საოლქო სასამართლომ (käräjäoikeus, tingsrätten) მომჩივანი დამნაშავედ ცნო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის, მე-4 ნაწილის, 1 პუნქტით, თუმცა სასჯელი არ შეუფარდა.
მომჩივანმა ადგილობრივ სასამართლოს განუცხადა, რომ მან გაიგო დაშლის შესახებ ბრძანება დაახლოებით 20.30 საათზე, მაგრამ მიიჩნია, რომ ეხებოდა მხოლოდ დემონსტრანტებს. სასამართომ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლიციის ქმედებანი კანონიერი იყო და რომ მომჩივანმა იცოდა პოლიციის მიერ ტერიტორის დატოვების მოთხოვნის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელმა უგულვებელყო.სასამართლოს წინაშე წარმოდგენლი მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, იკვეთებოდა, რომ მომჩივანს დაკავებისას ახლომდგომი პოლიციელისათვის არც უთქვამს და არც მიუთითებია, რომ იგი ჟურნალისტი იყო. პოლიციის ოფიცრის მიხედვით, ეს ფაქტი ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გამოვიდა შესაბამისი ჟურნალი. სხვა ჟურნალისტის მიერ მიცემული მოწმის ჩვენების მიხედვით, მან და მესამე ფოტოგრაფმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ალყაში, დატოვეს ტერიტორია გართულებების გარეშე მომჩივნის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე. ბოლოს დარჩენილმა ჟურნალისტმა მოწმემ აღნიშნა, რომ მან ბოლო კადრი გადაიღო 21.15 საათზე და დატოვა ტერიტორია მომჩივნის დაკავებამდე 2-3 წუთით ადრე. საოლქო სასამართლომ შემდგომ მიიჩნია, რომ პოლიციის ბრძანებანი ნათელი იყო და რომ იგი აშკარად ეხებოდა მთელ მასას, რომელიც მოიცავდა როგორც დემონსტრანტებს, ისევე მაყურებლებსა და საზოგადოების სხვა წევრებსაც.
ასევე, სალქო სასამართლომ განიხილა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული მომჩივნის უფლებაში ჩარევა და აღნიშნა შემდეგი:
„,...
სადავოა თუ რამდენად ჰქონდა პენტიკაინენს, როგორც ჟურნალისტს, გამოხატვის თავისუფლაბზე დაყრდნობით უფლება არ დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებას. პენტიკაინენი მზად იყო გამოეყენებინა მისი გამოხატვის თავისუფლება ფოტოგრაფის რანგში. პოლიციის ბრძანება დაშლილიყო, შესაბამისად, ზღუდავდა პენტიკაინენის გამოხატვის თავისუფლებას. დასადგენია თუ რამდენად არსებობდა ხსენებული შეზღუდვის გასამართლებელი გარემოებანი.
კონსტიტუციის მე-12 მუხლისა და ადამიაის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ხსენებული უფლება მოიცავს უფლებას გამოაქვეყნო და გაავრცელო ინფორმაცია ხელისუფლების ორგანოებისაგან ჩარევის გარეშე. კონსტიტუციის მიხედვით, დეტალური დებულებანი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესახებ მოცემულია კანონში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონენციის 10 § 2 მუხლით გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა შესაძლოა დაექვემდებაროს ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებსა და ჯარიმებს კანონის დანაწესების შესაბამისად. ხსენებული მუხლისა და ადამიანის უფლებათა პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვის შეფასებისას უნდა მოხდეს სამი მოთხოვნის გათვალისწინება: 1). შეზღუდვა უნდა იყოს კანონით დადგენილი; 2) მას უნდა ჰქონდეს მისაღები მიზეზი და 3) იგი უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
პირველი, საოლქო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციას გააჩნია უფლებამოსილება პოლიციის შესახებ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით, მოახდინოს ტერიტორიის კორდონირება და დაშალოს ხალხის მასა. მოცემული უფლებამოსილების ფარგლებში, პოლიციამ კიასმა-პოსტიტალო ზონაში დარჩენილ ხალხს მოუწოდა დაშლილიყვნენ, რასაც არ დაემორჩილა პენტიკაინენი. შესაბამისად, შეზღუდვა იყო კანონით განსაზღვრული.
მეორე, საოლქო სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებში მოცემული უფლებამოსილებანი ეხება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასა და არეულობისა თუ დანაშაულის პრევენციას და რომ მოცემულ საქმეში დაშლის ბრძანება, რომელიც გაიცა პენტიკაინენსა და სხვებზე, მიზნად ისახავდა არეულობის თავიდან აცილებას. შეზღუდვა, შესაბამისად, მისაღებ მიზეზს ეფუძნებოდა.
მესამე, უნდა განვიხილოთ თუ რამდენად იყო პენტიკაინენისათვის მიცემული დაშლის ბრძანება და მისი დაცვის ვალდებულება აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. საოლქო სასამართლო მიიჩნევს, რომ კიასმაში არსებული სიტუაციის შესაჩერებლად აუცილებელი იყო ხალხისათვის მოეწოდებინათ დაშლისაკენ და მოეთხოვათ ტერიტორიის დატოვება.
საოლქო სასამართლო ასკვნის, რომ წარმოდგენილ საქმეში, პენტიკაინენის გამოხატვის უფლების შეზღუდვის პირობები, რაც განხორციელდა დანარჩენ ხალხთან ერთად დაშლის მოთხოვნით, დაკმაყოფილებული იყო. საოლქო სასამართლომ განიხილა ელემენტები, რომელთაც გავლენა ჰქონდათ პენტიკაინენის ქმედების დასჯადობაზე.
პემტიკაინენის მიერ მოხმობილი საქმე (Dammann v. Switzerland, 25 აპრილი 2006) ეხებოდა სიტუაციას, როდესაც შვეიცარიაში ჟურნალისტი დამნაშავედ ცნეს ოფიციალური საიდუმლოს დარღვევის წაქეზებაში, როდესაც მან მოითხოვა და მიიღო ინფორმაცია გარკვეული რეესტრის ჩანაწერების შესახებ პროკურატურის ადმინისტრაციული ასისტენტისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მსჯავრდება ჟურნალისტს ხელს შეუშლიდა მონაწილეობა მიეღო საზოგადოებისათვის საინტერესო თემაზე საჯარო განხილვისაგან. მსჯავრდება არ იყო დასახული მიზნის პროპორციული და, შესაბამისად, არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლს. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ციტირებული საქმე იყო წარმოდგენილი საქმის სადარი.
...“
თუმცა, დაეფუძნა რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის მე-12 მუხლს, სასამართომ მომჩივანს არ შეუფარდა სასჯელი, მიიჩნია რა, რომ დანაშაული უტოლდებოდა „პატიებად ქმედებას“ (anteeksiannettavaan tekoon rinnastettava, jämförbar med en ursäktlig gärning). საოლქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„...
პენტიკაინენის სასჯელის შეფარდებაზე სასამართლო უარს აცხადებს სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 12 § 3 მუხლის საფუძველზე, ითვალისწინებს რა ქმედებასთან დაკავშირებულ სპეციალურ მიზეზებს და მიიჩნევს რა, რომ იგი უთანაბრდება „პატიებად ქმედებას“. როგორც ჟურნალისტი, პენტიკაინენი აღმოჩნდა მძიმე არჩევნის წინაშე, იგი ერთის მხრივ იძულებული იყო მოეხდინა ქმედების მისადაგება სიტუაციისათვის როდესაც პოლიციამ გამოხატა კონფლიქტის მოლოდინი და მეორეს მხრივ მას ეკისრებოდა ვალდებულება პროფესიისა და დამქირავებლის წინაშე.
...“
2008 წლის 23 იანვრის წერილით მომჩივანმა აპელაცია შეიტანა ჰელსინკის სააპელაციო სასამართლოში (hovioikeus, hovrätten), აღნიშნა რა, რომ საოლქო სასამართლოს მისთვის უნდა მოეხსნა ბრალი. იგი აცხადებდა, რომ მისი დაკავება და ის ფაქტი, რომ დამნაშავედ იქნა ცნობილი, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციასა და კონვენციის მე-10 მუხლს. მომჩივანი ჟურნალისტი იყო და იგი არ მონაწილეობდა დემონსტრაციაში და არც არეულობა გამოუწვევია. საოლქო სასამართლოს არ წარმოუდგენია არგუმენტები თუ რატომ იყო მისი დაკავება და მსჯავრდება „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და მათ არც ჩარევა გაუმართლებიათ.2009 წლის 30 აპრილს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის აპელაცია არგუმენტების გარეშე.2009 წლის 24 აპრილით დათარიღებული წერილით მომჩივანმა მიმართა უზენაეს სასამართლოს (korkein oikeus, högsta domstolen), სადაც გაიმეორა იგივე არგუმენტები, რომელიც მას უკვე მოხმობილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს წინაშე. 2009 წლის 1 სეტემბერს უზანესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის აპელაცია.
შესბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. პოლიციის შესახებ კანონიპოლიციის შესახებ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით (poliisilaki, polislagen; Act no. 493/1995, იმ დროს მოქმედი ვერსია), სახლის ან საჯარო შენობის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მოთხოვნით, პოლიციის ოფიცრებს უფლება აქვთ ნებისმიერი პირი იძულებით გამოიყვანონ მასში უკანონოდ შეჭრის, შესვლის, შეპარვის ან მიმალვის შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც პირი არ ემორჩილება დატოვების შესახებ მოთხოვნას. პოლიციის ოფიცრებს უფლება აქვთ იძულებით დაატოვებინონ ზემოთხენებული ტერიტორია ნებისმიერ პირს, თუკი იგი არღვევს სხვათა პირად ან საჯარო სიმშვიდეს ან სხვაგვარად იწვევს საგრძნობ შეწუხებას ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი ექნება ამგვარ შეწუხებას. თუ არსებობს ალბათობა, რომ იძულებითი გამოყვანის შედეგად თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვათა შეწუხება,პოლიციის ოფიცრებს უფლება აქვთ დააკავონ არეულობის გამომწვევი პირი და დააპატიმრონ იგი. პირის დაკავება დაიშვება მხოლოდ იმდენდ, რამდენადაც შეიძლება გაგრძელებულიყო არეულობა, მაგრამ არაუმეტეს 12 საათისა დაკავებიდან.პოლიციის შესახებ კანონის 18 § 1 მუხლის მიხედვით, პოლიციის ოფიცრებს უფლება აქვთ მოახდინონ საჯარო ადგილის ან ზონის კორდონირება, დახურვა ან გახსნა, აკრძალონ ან შეზღუდონ ტერიტორიაზე გადაადგილება, თუკი ეს უკანასკნელი აუცილებელია საჯარო წესრიგისა და უშიშროების შესანარჩუნებლად, გამოძიების მიზნებისათვის ან შემთხვევის ადგილას მიღებული ზომების დასაცავად, ზომებს დაქვემდებარებულ პირთა ან ქონების დასაცავად.პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლი აღნიშნავს, რომ პოლიციის ოფიცრებს უფლება აქვთ მოუწოდონ ხალხის ჯგუფს დაშლისაკენ ან გადაადგილებისაკენ თუკი მათი გაერთიანება საფრთხეს უქმნის საჯარო წესრიგს და უშიშროებს ან ზღუდავს საგზაო მოძრაობას. თუ პირი არ დაემორჩილება დაშლის ან გადაადგილების ბრძანებას, პოლიციის ოფიცრებს უფლება აქვთ გამოიყენონ ძალა ხალხის დასაშლელად და დააკავოს დაუმორჩილებელი პირები. დაკავებული პირების გათავისუფლება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მოხდება ღონისძიების მიზნის მიღწევა, მაგრამ არაუგვიანეს დაკავებიდან 12 საათისა. პოლიციის შესახებ ახალი კანონი (poliisilaki, polislagen; Act no. 872/2011) ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვარს. ახალი კანონის მე-2 თავის, მე-5, მე-8 და მე-9 მუხლები იმავე დებულებებს შეიცავენ, მათ შორის მასზედაც, რომ დაკავებული პირი შესაძლოა დარჩეს პატიმრობაში მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც იარსებებს არეულობის საფრთხე, მაგრამ არაუმეტეს დაკავებიდან 12 საათისა.
ბ. კანონი იძულებითი ღონისძიებების შესახებიძულებითი ღონისძიებების შესახებ კანონის 1 თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი (pakkokeinolaki, tvångsmedelslagen; Act no. 450/1987, იმ დროს მოქმედი ვერსია) ადგენდა, რომ თუკი არსებობს დაკავების წინაპირობა, პოლიციის ოფიცერი უფლებამოსილია დააკავოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი დაკავების ორდერის გარეშე, თუკი დაკავება სხვაგვარად საფრთხეს დაემუქრებოდა. პოლიციის ოფიცერი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა დაკავების უფლებამოსილი მოხელე პირის დაკავების შესახებ. დაკავების უფლებამოსილების მქონე ხსენებული მოხელე დაკავებიდან 24 საათში მიიღებდა გადაწყვეტილება დაკავებული პირის გაშვების ან დაკავების გაგრძელების შესახებ. იძულებითი ღონისძიებების შესახებ ახალი კანონი (pakkokeinolaki, tvångsmedelslagen; Act no. 806/2011) ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვარს. ახალი კანონის მე-2 თავის 1-ლი მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„პოლიციის ოფიცერი უფლებამოსილია, დანაშაულის განსასაზღვრად, დააკავოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომლის დაკავებაც მოხდება ქმედების ჩადენისას ან მიმალვის მცდელობისას.
პოლიციის ოფიცერმა შესაძლოა ასევე დააკავოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომლის დაკავების ან დაპატიმრების შესახებ არსებობს ბრძანება. ამასთანავე, პოლიციის ოფიცერი უფლებამოსილია სასამართლოში მთავარი განხილვისას ან გადაწყვეტილების მიღების განხილვებისას, დააკავოს მოპასუხე, რომლის დაპატიმრების შესახებაც არსებობს გადაწყვეტილების ფარგლებში მიღებული სათანადო დადგენილება, თუკი დაკავება აუცილებელია პირის მიმალვის თავიდან ასაცილებლად.
დაკავების წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პოლიციის ოფიცერი უფლებამოსილია დააკავოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი დაკავების ორდერის გარეშე, თუკი სხვა შემთხვევაში დაკავებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. პოლიციის ოფიცერი ვალდებულია დაუყოვნებლად შეატყობინოს დაკავების უფლებამოსილების მხონე მოხელეს დაკავების შესახებ. დაკავების უფლებამოსილების მქონე ხსენებული მოხელე გადაწყვეტს, დაკავებიდან 24 საათში გაათვისუფლოს თუ განაგრძოს პირის დაკავება. დაკავების გაგრძელება 12 საათზე მეტი ვადით საჭიროებს დაკავების წინაპირობების არსებობას.“
გ. სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ კანონისისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ კანონის 21-ე მუხლით (esitutkintalaki, förundersökningslagen; Act no. 449/1987, იმ დროს მოქმედი ვერსია) ეჭვმიტანილი პირი, რომლის არც დაკავება მომხდარა და არც დაპატიმრება, სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში არ არის ვალდებული იყოს წარმოდგენილი ერთჯერადად 12 საათზე მეტი ვადით ან, თუ არსებობს იძულებითი ღონისძიებების შესახებ კანონით განსაზღვრული წინაპირობები, 24 საათზე ხანგრძლივად.იმავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, დაკითხვის ჩატარება 22.00 საათიდან 07.00 საათამდე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
(1) დასაკითხი პირი თავად ითხოვს ამას;
(2) საკითხზე ხორციელდება გამარტივებული გამოძიება, რისთვისაც დასაკითხი პირი უნდა დარჩეს ან მოვიდეს დაუყოვნებლივ; ან
(3) არსებობს ამის მწველი მიზეზი.“იგივე წესები არის მოცემული ახალი სისხლისსმართლებრივი გამოძიების კანონის მე-6 თავის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-7 თავის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში (esitutkintalaki, förundersökningslagen; Act no. 805/2011), რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვარს.
დ. სისხლის სამართლის კოდექსისისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით (rikoslaki, strafflagen; Act no. 39/1889, ცვლილებები განხორციელდა კანონით no. 563/1998):
„ პირი, რომელიც
(1) არ დაემორჩილება პოლიციის ოფიცერის მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გაცემულ ბრძანებას ან აკრძალვას საჯარო წესრიგის ან უსაფსრთხოების ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას,
(2) უარს აცხადებს მისცეს პოლიციის ოფიცერს პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია, რაც მითითებულია პოლიციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტში,
(3) არ ემორჩილება პოლიციის ოფიცრის აშკარად ხილულ სიგნალს ან ბრძანებას გააჩეროს ან იმოძრაოს ავტომობილით, როგორც ეს მითითებულია პოლიციის შესახებ კანონის 21-ე მუხლში,
(4) უგულვებელყოფს ვალდებულებას გაუწიოს დახმარება, პოლიციის შესახებ კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, ან
(5) იძახებს პოლიციას უმიზეზოდ, ცრუ ინფორმაციის წარმოდგენით და ხელს უშლის პოლიციის საქმიანობას
დაექვემდებარება სასჯელს პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმას ან პატიმრობას მაქსიმუმ სამი თვის ვადით, თუ კანონი უფრო მკაცრ სასჯელს არ აწესებს ხსენებული ქმედებისათვის.“იმავე კოდექსის მე-6 თავის მე-12 ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას სასჯელის დაწესებაზე თუ:
(1) დანაშაული, მთლიანობაში შეფასების შემდეგ, მისი ზიანისა და დამნაშავის ბრალეულობის გათვალისწინებით, მიიჩნევა უმნიშვნელოდ,
(2) დანაშაულის ჩამდენს არ შესრულებია 18 წელი და მოქმედება მიიჩნევა გაუაზრებლობის ან უგულისყურობით ჩადენილად,
(3) მოქმედებასთან ან დამნაშავესთან დაკავშირებული სპეციალური მიზეზების გამო, მოქმედება პატიებადია,
(4) სასჯელი არაგონივრულია ან უსარგებლოა ზემორე მე-6 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში მითითებული გარემოებების ან სოციალური უსაფრთხოების და ჯანდაცვის ორგანოების ქმედებების გათვალისწინებით, ან
(5) დანაშაულს არ ექნება არსებითი გავლენა მთლიან სასჯელზე განაჩენთა ერთობლიობის გათვალისწინებით.“
ე. სისხლის სამართლის რეესტრის შესახებ კანონისისხლის სამართლის რეესტრის შესახებ კანონი (rikosrekisterilaki, straffregisterlagen; Act no. 770/1993) ადგენს შემდეგს:
„სასამართლო შეტყობინების საფუძველზე, მონაცემების შეყვანა ხდება სისხლის სამართლის რეესტრში იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფინეთში პირისათვის მსჯავრის შეფარდება; გამასწორებელი სამუშაო; პირობითი მსჯავრი; პირობითი მსჯავრისა და ჯარიმის, გამასწორებელი სამუშაოს ან ზედამხედველობის ერთიანობა არასრულწლოვანთა სასჯელი; არასრულწლოვნის სასჯელის ნაცვლად ჯარიმის დაკისრება ან სამსახურიდან გათავისუფლება ან, იმ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის გაუქმება მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე (39/1889). ამასთანავე, სისხლის სამართლის რეესტრში არ შეიტანება ჯარიმის პატიმრობით შეცვლა და არც სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონით (1723/1991) დაწესებული პატიმრობის დაკისრება. მონაცემები კორპორატიული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დებულებების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ ასევე შეიტანება სისხლის სამართლის რეესტრში.
ასევე, რეესტრში, ბრძანებულების საფუძველზე, აღინუსხება სასამართლოს გადაწყვეტილებანი რომლითაც ფინეთის მოქალაქეს ან ფინეთში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარგარეთ დაეკისრება ზემორე პარაგრაფში მოხმობილის მსგავსი სასჯელი (1).“
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებიადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ინფორმაცია საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესახებ,რომელიც უშუალოდ ეხება ჟურნალისთა ქცევას დემონსტრაციების დროს მწირია. თუმცა, არსებობს რიგი რეგულაციები ან რეკომენდაციები, რომელიც არეგულირებს პოლიციის ქმედებებს იმ ჟურნალისტებთან მიმართებაში, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს ან მსგავს მოვლენებს, მაშინ როდესაც ჟურნალისტებს ეკისრებათ ვალდებულება თავი შეიკავონ და არ შეუშალონ ხელი პოლიციელებს საზოგადოებირივი წესრიგისა და უსაფრთხოების აღდგენაში.მაგალითად, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის („ეუთო“) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (“ODIHR”) და ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად („ვენეციის კომისია“) (იხ. ეუთო/ODIHR/ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი გაერთიანების თავისუფლების შესახებ (მე-2 გამოცემა), მომზადებული ეუთო/ODIHR გაერთიანების თავისუფლების საბჭოსა და ვენეციის კომისიის მიერ, მიღებული ვენეციის კომისიის მიერ 83-ე პლენარულ სესიაზე (ვენეცია, 4 ივნისი 2010), ადგენს შემდეგს:
„168. თუკი დაშლა აუცილებლად მიიჩნევა, გაერთიანების ორგანიზატორსა და მონაწილეებს ნათლად და გარკვევით წინასწარ უნდა შეატყობინონ სამართალდამცავი პერსონალის ჩართვის შესახებ. მონაწილეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო ნებაყოფლობით დასაშლელად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონაწილეები არ დაიშლებიან, სამართალდამცავი ორგანოს მოხელეებს უფლება ეძლევათ ჩაერიონ. შესაძლებელია დაშლის მოთხოვნა მესამე მხარეებთან მიმართებაშიც (მაგალითად, დამკვირვებლები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები), თუმცა, მათ ხელი არ უნდა შეეშალოთ პოლიციის ოპერაციაზე დაკვირვებისა და ჩაწერისას.
169. ფოტოგრაფირება და ვიდეო ჩაწერა (როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე მონაწილეთა მხრიდან) არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა მონაცემთა შენახვას თან სდევს პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემის დარღვევის საფრთხე: საჯარო გაერთიანებისას, მონაწილეთა ფოტო ან ვიდეო გადაღება სამართალდამცავთა მხრიდან დასაშვებია. თუმცა, საჯარო სივრცეში პირთა მონიტორინგი მათი იდენტიფიკაციის მიზნით არ წარმოადგენს პირად ცხოვრებაში ჩარევის აუცილებელ წინაპირობას, მაშინ როდესაც ხსენებულ მონაცემთა ჩაწერა და მათი სისტემატური დამუშავება ან ჩანაწერის მუდმივი შენახვა შესაძლოა იწვევდეს პირადი ცხოვრების პატივისცემის დარღვევას. ამასთანავე, გაერთიანების ფოტო ან ვიდეო ჩაწერამ ინფორმაციის მოპოვების მიზნით შესაძლოა პირს დაუკარგოს ხსენებული თავისუფლებით სარგებლობის ინტერესი და, ამის გამო, ჩაწერა არ უნდა ხორცილედებოდეს რუტინულად. პოლიციის ოპერაციისას მონაწილეთა და მესამე პირთა ფოტო ან ვიდეო გადაღებას ხელი არ უნდა შეეშალოს და სამართალდამცავთა მხრიდან ფირის ან ციფრულად ჩაწერილი კადრების გადაცემის მოთხოვნა უნდა დაექვემდებაროს წინასწარ სასამართლო კონტროლს. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ საჯარო შეკრებებისას ღია გადაღების/ფოტოგრაფირების პოლიტიკა.“ჟურნალისთა ქცევის მარეგულირებელი ევროპული და საერთაშორისო რეგულაციები, სტანდარტები და რეკომენდაციები თუ საჯარო პოზიციები დიდწილად დუმან დემონსტრაციების ან მსგავსი მოვლენების გაშუქებაზე. იგივე ვრცელდება ჟურნალისთა პროფესიული ქცევის წესებისა თუ ეთიკის დოკუმენტებზეც.
შედარებითი სამართალისასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მოიცავს ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტი წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო შედარებით ანალიზს (ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო), იკვეთება, რომ ყველა გამოკითხულ ქვეყანაში ჟურნალისტებზე, დემონსტრაციების გაშუქებისას, ვრცელდება ზოგადი სისხლისამართლებრივი დებულებანი. არ არსებობს ჟურნალისტის სპეციალური სტატუსი დაკავების, დაპატიმერბის ან მსჯავრდების დროს. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები ისევე არიან პასუხისმგებელნი დემონსტრაციის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, როგორც დემონსტრაციის სხვა მონაწილენი. მართალია გამოკითხულთაგან ხუთ ქვეყანაში არსებობდა წინამდებარეს მსგავსი შემთხვევა - ავსტრია, უნგრეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, ესპანეთი და შვედეთი - მაგრამ მათგან ზოგადი დასკვნის გამოტანის საშუალება არ იკვეთებოდა.პოლიციის უფლებამოსილებას რაც შეეხება, გამოკითხულ სახელმწიფოთა უმრავლესობა არ არეგულირებს ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ინფორმაციის მოპოვების სპეციფიურ საკითხს. პოლიციისა და მედიის ურთიერთობის ზოგდი სახელმძღვანელო პრინციპები ან რეგულაციები არსებობდა თორმეტ სახელმწიფოში (ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ნიდერლანდები, რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო), სადაც, ზოგადი წესის მიხედვით, მოვლენის გამშუქებელ მედიას მოუწოდებდნენ თვალსაჩინოდ წარმოედგინათ მედიის წევრობა, რათა მომხდარიყო მათი განსხვავება მონაწილეთაგან. თუმცა, მართალია მედიის წევრების მსგავსი გამიჯვნა მიზნად ისახავდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობას, იგი ჟურნალისტებს იმუნიტეტს არ ანიჭებდა იმ შემთხვევაში თუკი ეს უკანასკნელნი არ დაემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას დაეტოვებინათ დემონსტრაციის ადგილი. მხოლოდ რამდენიმე წევრი სახელმწიფო (საქართველო, მოლდოვა, რუსეთი და სერბეთი) არეგულირებს ინფორმაციის მოპოვებას დემონსტრაციების დროს სპეციალური რეგულაციებით. ამ ქვეყნებში ჟურნალისტებს ან ეძლევათ დაცული ტერიტორია, საიდანაც შეუძლიათ გააშუქონ მიმდინარე დემონსტრაციები ან ატყობინებენ ყველაზე უსაფრთხო ზონის შესახებ, საიდანაც შეძლებენ საქმიანობის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, ინტერესთა ზოგადი ბალანსი იხრება პოლიციის მითითებების დაცვით საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისაკენ. გამოკითხულ წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას გააჩნია ჟურნალისთა ქცევის კოდექსი ან ეთიკის მარეგულირებელი დებულებანი, მაგრამ არცერთი მათგანი არ არეგულირებდა ურთიერთობას ჟურნალისტებსა და პოლიციელებს შორის დემონსტრაციების დროს. ხსენებული რეგულაციები დიდწილად აქცენტირებდა საგამოძიებო ტექნიკაზე და ჟურნალისტთა წყაროებზე, ისევე როგორც მესამე მხარის პირადი ცხოვრების დაცვაზე.
სამართალი
კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული მისი გამოხატვის უფლების დაღვევაზე. კონვენციის მე-10 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირისთავის უფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინოწარმოებისლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
ა. პალატის გადაწყვეტილებაპალატამ გადაწყვიტა, რომ რადგან მომჩივნის დაკავება და მსჯავრდება წარმოადგენდა მისი, როგორც პოლიციისათვის დაუმორჩილებელი გაზეთის ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ქცევას, ვარაუდი ეფუძნებოდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. პალატამ შემდგომ დადგინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გასაჩივრებული ზომა ეფუძნებოდა ფინეთის კანონმდებლობას, კერძოდ კი სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილს. შესაბამისად, ჩარევა „კანონით დადგენილი“ გახლდათ და მიზნად ისახავდა რამდენიმე კანონიერ მიზანს, კერძოდ კი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და არეულობისა და დანაშაულის პრევენციას.რაც შეეხება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობას, პალატამ აღნიშნა, რომ მომჩივანმა უარი განაცხადა ესარგებლა პრესისათვის გამოყოფილი ცალკე, უსაფრთხო ზონით, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილიყო დემონსტრანტებთან მას შემდეგ, რაც იცოდა რომ პოლიციამ მოითხოვა ტერიტორიის დატოვება, მან კი უგულვებელყო მოთხოვნა. მომჩივანს შეეძლო დაეტოვებინა ადგილი და გადასულიყო პრესისათვის განკუთვნილ ადგილას ყოველგვარი შედეგების გარეშე, ტერიტორიის ალყაში მოქცევის ჟამს. ამ ყოველივეზე უარის თქმით, მომჩვანმა გაიაზრა იმის საფრთხე, რომ იგი შეიძლება დაკავებულიყო პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის გამო.პალატისათვის ნათელი არ იყო თუ რა ეტაპზე შეიტყო პოლიციამ, რომ მომჩივანი ჟურნალისტი იყო. როგორც ჩანს, მომჩივანს არ მუღია ზომები რათა ნათლად დაედასტურებინა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. ასევე, არ იკვეთებოდა, რომ მომჩივანს რაიმე ფორმით შეეზღუდა დემონსტრაციის ფოტოების გადაღება. არც მისი კამერის ან სხვა ტექნიკის ჩამორთმევას ჰქონია ადგილი და მას ჰქონდა შეუზღუდავი საშუალება შეენახა და გამოეყენებინა მის მიერვე გადაღებული ფოტოები.პალატამ მიიჩნია, რომ დემონსტრაცია წარმოადგენდა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის საგანს, განსაკუთრებით მისი ბუნების გათვალისწინებით. საოლქო სასამართლომ გაანალიზა საკითხი კონვენციის მე-10 მუხლის ჭრილში, დააბალანსა სხვადასხვა ინტერესები და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მწველ საზოგადოებრივ საჭიროებას მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებულიყო გასაჩივრებული ღონისძიებანი. პალატამ ასევე მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ მომჩივანს არ დაეკისრა სასჯელი, ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს რა მისი მოქმედება „საპატიოდ“. ყოველი ზემორე გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სამართლიანი ბალანსი დაიჭირეს არსებულ საპირწონე ინტერესებს შორის. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
ბ. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანიმომჩივანი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რადგან პოლიციამ მოსთხოვა მას დემონსტრაციის ადგილის დატოვება, მოხდა მისი დაკავება და პატიმრობის 17.5 საათის განმავლობაშ ვერ შეძლო ინფორმაციის გავრცელება, და იმის გამო, რომ იგი იყო ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მსჯავრდებული დანაშაულში, ამ უკანაკსნელს ჰქონდა მის უფლებებსა და სამუშაოზე „გამაგრილებელი ეფექტი“. რაც შეეხება ჩარევის კანონით დადგენს, მომჩივანი აცხადებდა, რომ პოლიციამ გადაამეტა კანონით განსაზღვრულ უფლებებს ან ბოროტად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება რამდენიმე ეტაპზე. უწინარესად, პოლიციის მხრიდან დაშლის კატეგორიული მოთხოვნის არაპროპორციულობა ადასტურებდა, რომ იგი არ შეესაბამებოდა ფინეთის კანონმდებლობას. პოლიციის გადაწყვეტილება დემონსტრაციას მოპყრობოდა როგორც არეულობას, ასევე საეჭვო იყო რადგან აგრესიულ ქმედებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე პირის მხრიდან, ანუ, უკიდურესად მცირე იყო.
მეორე, მომჩივნის პატიმრობა უკანონო იყო, რადგან მან გასტანა ღამეზე მეტი, დაახლოებით 17.5 საათი. შესაძლებელი იყო დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და არაუგვიანეს დაკავებიდან 12 საათში. პოლიციას მისი 12 საათზე მიღმა ხანით დაკავება შეეძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ეჭვმიტანილი იყო არეულობის გამოწვევაში. პოლიციამ მომჩივანი პირველ რიგში დააკავა პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო შემდეგ კი, მომჩივნის მიხედვით, მისი დაკავების საფუძველი შეიცვალა - არეულობის გამოწვევად. იმის გამო, რომ მომჩივანს აშკარად მონაწილეობაც კი არ მიუღია დემონსტრაციაში, მისი მოქმედება ვერ დააკმაყოფილებს არეულობის გამოწვევის განმარტებას. პოლიციას, შესაბამისად, არ გააჩნდა საკმარისი საფუძველი დაეკავებინათ იგი და მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 12 საათის ვადაში. მეტიც, მომჩივანი დაიკითხა ან გასაუბრება ჩაუტარდა დაუყოვნებლივ, რადგან დაკითხვის ჩატარება 22.00-დან 07.00-მდე დაიშვება მხოლოდ თუკი ეჭვმიტანილი ითხოვს ამას ან თუ არსებობს სხვა რაიმე მწველი მიზეზი.მომჩვანმა ასევე მიიჩნია, რომ მისი სისხლისსამართებრივი მსჯავრდება არ ეფუძნებოდა კანონს, რადგან მან არ იცოდა რომ იგი შეიძლება დამნაშავე იყოს ალყის მიღმა ტერიტორიაზე ფოტოების გადაღების გამო. იმის გამო, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ დაასაბუთეს გადაწყვეტილებანი, მათი მხრიდან არ მომხდარა კანონიერების შეფასება. შესაბამისად, მომჩივანი აცხადებდა, რომ პოლიციის, პროკურორისა და ეროვნული სასამართლოების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდა საფუძველი ფინეთის კანონმდებლობით. მომჩივანი მზად იყო დათანხმებულიყო, რომ ჩარევას მართლაც, შესაძლოა ჰქონოდა კანონიერი მიზანი.რაც შეეხება აუცილებლობას, მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ვალდებულება გახლდათ დემონსტრაციის შესახებ ინფორმაციის გონივრულ დროში გავრცელება. იგი სიღრმისეულად მუშაობდა ისტორიაზე და აკვირდებოდა დემონსტრაციისას ორივე მხარეს და უნდა ონლაინ გამოექვეყნებინა ინფორმაცია დემონსტრაციაზე მისი დასრულებისთანავე. მომჩივანი აცხადებდა, რომ არ არსებობდა არანაირი ცალკე და დაცული ზონა ჟურნალისტებისათვის დემონსტრაციის ადგილას. იგი დაუკავშირდა მედიის მთავარ ორგანიზაციებს და დაადგინა, რომ ადგილას მყოფი არც ერთი ჟურნალისტისათვის არ მიუციათ მითითებანი წასულიყო დაცულ ადგილას და, პრინციპში, ასეთი ზონა არც არავის უნახავს. ხედი კორდონის მიღმა ტერიტორიაზე დაფარული იყო მჭიდრო და მრავალდონიანი პოლიციის ოფიცრების, პოლიციის მიკროავტობუსებისა და პოლიციის ავტობუსების რიგებით. 19.13 საათზე პოლიციამ კიდევ უფრო დიდი ტერიტორიის კორდონირება მოახდინა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მოვლენების გარჩევა. ადგილზე ვერ იქნებოდა ჟურნალისტებისათვის დაცული ტერიტორია, რადგან თავდაპირველად დემონსტრაციას უნდა მარშით ევლო და, შესაბამისად, სტატიკური პრესის ზონა უშედეგო იქნებოდა. ასეთი ადგილი რომც არსებულიყო, იქ ყოფნა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, რადგან სახელმწიფოს ორგანოების გადასაწყვეტი არ არის თუ რომელი კუთხიდან გააშუქებს ჟურნალისტი მოვლენას. მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ ბრალდება მასზედ, რომ მას არ აღუნიშნავს, რომ ჟურნალისტი იყო ეწინაღმდეგება ლოგიკას. მას კისერზე ეკიდა პრესის აკრედიტაცია, რაც დადასტურდა მოწმის მიერ საოლქო სასამართლოში. იგი ატარებდა ორ ფოტოაპარატს რომელიც მაშინ, 20016 წელს, მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ გამოიყენებოდა და ასევე ქონდა ტექნიკის ჩანთა. წინასწარი გამოძიების ანგარიშიდან იკვეთება, რომ მომჩივანმა უთხრა დაკავების განმახორციელებელ პოლიციელს, რომ იგი ჟურნალისტი იყო. დემონსტრაციის დასასრულს, მომჩივანი იდგა დემონსტრანტებსა და პოლიციის ხაზს შორის და შესაბამისად, ნათლად იყო გამოყოფილი. ამ დროისათვის ვითარება მშვიდი იყო და პოლიცია აკონტროლებდა მას. დემონსტრანტების დაკავების შემდეგ, პოლიციის ოფიცერმა დაიყვირა „დაიჭირეთ ფოტოგრაფი“ და მომჩივანი დააკავეს ფოტოების გადაღებისას. პოლიციაში საპატიმროში მიყვანისას მომჩივანი აქტიურად ეძახდა გამვლელ პოლიციელებს, რომ იგი ჟურნალისტი იყო.მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი 17.5 საათის განმავლობაში დაკავება არაპროპორციული იყო. პოლიციას შეეძლო მისი გათავისუფლება ადგილზევე ან 12 საათის განმავლობაში. მომჩივნის მიერ დემონსტრაციის დროს შეგროვებული მასალა უკვე „მოძველებული“ მისი გამოსვლის მომენტისათვის. პოლიციამ არასრულწლოვნები დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა და შესაძლებელი იყო მომჩივნის გათავისუფლებაც მათ შემდეგ. პოლიციას შეეძლო შეეწყვიტა საქმის წინასწარი გამოძიება და პროკურორს შეეძლო ბრალდების მოხსნა. თუმცა, სახელმწიფომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მომჩივნის გასამართლება და შესაძლო მსჯავრდება პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის გამო. სახელმწიფომ იგი გაასამართლა სამუშაოს შესრულებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე მიადგა ზიანი პოლიციის კონკრეტული მოქმედებების შედეგად. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მისი პატიმრობის განგრძობას ექნებოდა ნათლად „გამაგრილებელი ეფექტი“ ჟურნალისტების საქმიანობაზე. ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს თუ რამდენად ეფუძნებოდა ჩარევა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“. საოლქო სასამართლომ სათანადო ბალანსი ვერ დაამყარა საპირწონე ინტერესებს შორის, არამედ უბრალოდ აღნიშნა, რომ დემონსტრაციის დასრულება დაშლის მოთხოვნით აუცილებელი იყო. მან არ შეაფასა მომჩივნის დემონსტრაციის ადგილიდან გაყვანის „მწველი სოციალური საჭიროების“ ბუნება.მან ასევე არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა როლის მიხედვითაც, მსგავს გადაწყვეტილებას „გამაგრილებელი ეფექტი“ ექნებოდა ჟურნალიზმზე.
მთავრობამთავრობა დაეთანხმა პალატის გადაწყვეტილებას მასზედ, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. მთავრობის აზრით, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა არ მომხდარა. მათ აღნიშნეს, რომ პოლიციას არ შეუძლია მომჩივნისათვის ხელი გაეშუქებინა მოვლენა. მომჩვნის დაკავების მიზეზი არა მის მიერ ფოტოგადაღება, არამედ პოლიციის თანმიმდევრული და ნათლი მოთხოვნის - დაეტოვებინა ტერიტორია - უგულვებელყოფა გახლდათ. პოლიციის ბრძანებანი ეხებოდა ყველას ვინც იქ იმყოფებოდა. მტკიცებულებანი ასევე აჩვენებდა, რომ მომჩივანს პირადად მოთხოვა პოლიციის ოფიცერმა დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდეგად მან კონსულტაცია გაიარა უფროსთან დარჩენილიყო თუ არა ტერიტორიაზე პოლიციის ბრძანების მიუხედავად. მომჩვნისათვის არავის უთხოვია ფოტოების გადაღების შეწყვეტა რაიმე დროს, მათ შორის ძალიან ახლო პლანითაც კი, მანამდე, სანამ არ მოხდა მისი დაკავება. როგორც კი პოლიციამ გაიგო, რომ მომჩივანი იყო პრესის წარმომადგენელი, მისი კამერა, მეხსიერების ბარათები და სხვა დანადგარები მას დაუყოვნებლივ დაუბრუნდა, როგორც ჟურნალისტური წყარო და არ მომხდარა მათი კონფისკაცია. მან შეინახა ფოტოები და არცერთი ორგანოს მიერ არცერთ ეტაპზე არ დაწესებულა რაიმე შეზღუდვა ფოტოების გამოყენებაზე. მომჩივანი გახლდათ მეშვიდე დაკითხულთაგან და მეექვსე გათავისუფლებულთაგან 81 დაკავებულ და მეორე დღეს დაკითხულ პირს შორის. არასრულწლოვნების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ რაც შეეძლო დროულად მიაპყრო ყურადღება მომჩივანს.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანთან დაკავშირებული სამართალწარმოებიდან არცერთი, მათ შორის არც ევროპული სასამართლოს წინაშე მიმდინარე განხილვა, არ ეხებოდა მომჩივანის, როგორც ფოტოგრაფის საქმიანობას. არამედ მისი ქმედებები განიხილებოდა იმ ხალხთან ერთად, რომელიც სისტემატიურად უარს აცხადებდა პოლიციის მოთხოვნებს დამორჩილებოდა, მიუხედავად დაშლის შესახებ თავიდან რჩევისა, მოთხოვნისა და საბოლოოდ ბრძანებისა. სწორედ ამის გამო მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანი დამნაშავედ პოლიციისათვის დაუმორჩილებლობაში. ამასთანავე, საოლქო სასამართლომ გადაწყვიტა, მომჩივნისათვის არ დაეკისრებინა სანქცია, რადგან მათი აზრით, მომჩივანი ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციაში აღმოჩნდა. მას უნდა აერჩია, ერთის მხრივ, დამორჩილეობდა კანონითა და პოლიციით დაკისრებულ მოთხოვნებს თუ, მეორეს მხრივ, დამორჩილებოდა დამქირავებელს, როემლმაც იგი გააგზავნა მოვლენის გასაშუქებლად და მანვე ურჩია დარჩენილიყო ადგილზე მას შემდეგ, რაც მას პირადად სთხოვეს ტერიტორიის დატოვება. მოცემული გასაგები სირთულის გათვალისწინებით, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის უარი დამორჩილებოდა პოლიციას წარმოადგენდა „პატიებად მოქმედებას“. ალტერნატივის სახით, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩრევას, მთავრობა აცხადებს, რომ ჩარევა იყო „კანონით განსაზღვრული“. ჩარევა მიზნად ისახავდა რამდენიმე კანონიერ მიზანს, კერძოდ კი საჯარო უსაფრთხოების დაცვას და არეულობისა და დანაშაულის პრევენციას, როგორც ეს განსაზღვრა კიდეც პალატამ.რაც შეეხება აუცილებლობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მთავრობა დაეთანხმა პალატის დასკვნას მასზედ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სამართლიანი ბალანსი უზრუველყვეს საპირწონე ინტერესებს შორის. მათ მიუთითს, რომ მედიის წევრებს შეეძლოთ თავისუფლად ეწერათ და ფოტოები გადაეღოთ მოვლენისათვის, მათ შორის პოლიციასთან ძალიან ახლო მანძილზეც. ასევე, არსებობდა ცალკეული ზონა მედიის წარმომადგენლებისათვის. თუმცა, ძალადობის ესკალაციამ Smash ASEM ადგილზე გამოიწვია პოლიციის მრავალი მანქანის მოსვლა, რომლებმაც დაცულ ზონას შეუზღუდეს მოვლენების ხედვის არე. უდავოა, რომ მომჩვანმა პირადად გაიგო პოლიციის მოთხოვნა დაშლილიყო უკვე 20.30 საათზე და რომ მან დაინახა თუ როგორ მიემართებოდა ხალხი გასასვლელებისაკენ. დაახლოებით 21.00 საათზე, როდესაც პოლიციამ გასცა საბოლოო დაშლის ბრძანება, ადგილზე იყო ორი ფოტოგრაფი თუმცა მათ დატოვეს ტერიტორია დაახლოებით 21.15-ზე. მათ მიმართ არცერთ ეტაპზე არ გამოყენებულა არანაირი ზომა. პოლიციამ გასცა ბრძანებები რათა დაემშვიდებინა ვითარება, აღედგინა საჯარო წესრიგი და, განსაკუთრებით, უზრუნველეყოთ საჯარო უსაფრთხოება. როდესაც პოლიციამ 21.15-ზე მოუწოდა მომჩივანს დაეტოვებინა ტერიტორია, მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მასზე როგორც ფოტოგრაფზე, არ ვრცელდებოდა ბრძანება. ამ დროს მოქალაქეები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ პოლიციას უკვე დაკავებული იყვნენ და ღონისძიება სრულდებოდა. რამდენიმე წუთში პოლიციამ დააკავა მომჩივანი რადგან ნათელი იყო, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა დაურეკა მის ხელმძღვანელს და ჰკითხა რჩევა დარჩენილიყო თუ წასულიყო, ნათელია, რომ მომჩივანი მიხვდა - დაშლისაკენ მოწოდება მასზეც ვრცელდებოდა. საოლქო სასამართომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პოლიციის ბრძანებები აშკარად ყველაზე ვრცელდებოდა, შესაბამისად, მომჩივნის დაკავება მისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივნის დაკავების მიზანი არ იყო მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ მიზნად ისახავდა იმ დანაშაულის გამოძიებას, რომლის ჩადენაშიც იყო ეს უკანასკნელი ეჭვმიტანილი. მას შეეძლო ღონისძიების დროს გადაღებული ყველა ფოტოს გამოყენება. შესაბამსიად, მომჩივნის დაკავება და დაპატიმრება გამართლებული, აუცილებელი და პროპორციული იყო, რადგან პოლიცია რეაგირებას ახდენდა ძალადობრივ დემონსტრაციაზე, რომელიც მოიცავდა შემდგომი ძალადობისა და არევის საფრთხეს. აღნიშნულის საფუძველზე, სავარაუდო ჩარევა იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მთავრობამ ხაზი გაუსვა თანასწორი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის მნიშვნელობას, რასაც იცავს ფინეთის კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლი. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივანს არ ჰქონდა უფლება ესარგებლა პრეფერენციული ან განსხვავებული მოპყრობით დემონსტრაციაში მონაწილე სხვა პირებთან შედარებით. პოლიციის ბრძანებები გაიცა სტატუსის თუ პროფესიის განურჩევლად და არ იყო მიმართული მომჩივნის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვისაკენ. პოლიციის მიზანი იყო ვითარების დამშვიდება და საჯარო წესრიგის აღდგენა. მეტიც, საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ უჩვენებია პრესის სააკრედიტაციო ბარათი დაკავების განმახორციელებელი პოლიციელისა თუ პოლიციის სადგურში მყოფი მიმღები პოლიციელისათვის. მან ბარათი წარმოადგინა მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში მიმავალ ავტობუსში. მომჩივანმა მისსავე სტატიაში თავადვე აღნიშნა, რომ გამოსარჩევი პრესის ბარათის ტარება მან მხოლოდ დაკავების შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, სახელმწიფოს შეფასების ზღვარზე - იმ ღონისძიებების პროპორციულობის შეფასებისას, რომლებმაც შესაძლოა შეზღუდეს მომჩივნის გამოხატვის თავისუფლება - გავლენას ადგილი არ ჰქონია, რადგან მომჩივანმა ვერ მიმართა აშკარა გზებს აღენიშნა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. დაბოლოს, მთავრობა აცხადებდა, რომ წინამდებარე საქმესთან არაფერ შუაში იყო „გამაგრილებელი ეფექტი“. მომჩივანი არ დაკავებულია და გასამართლებულა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, არამედ იმის გამო, რომ იგი სისტემატიურად არ ემორჩილებოდა პოლიციის ბრძანებებს. დემონსტრაციაზე მყოფმა რამდენიმე სხვა ჟურნალისტმა აირჩია დამორჩილებოდა პოლიციას. ასევე, მომჩივანს სანქცია არ შეფარდებია, რადგან საოლქო სასამართომ მიიჩნია, რომ მისი ქმედებები „პატიებად ქმედებებს“ წარმოადგენდა. მომჩივანს არც სასამართლო ბაჟის ან სხვა ხარჯის გადახდა დაკისრებია.
გ. სასამართლოს შეფასებადიდი პალატის წინაშე საქმის განხილვის ფარგლები
დიდი პალატის წინაშე წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებში, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა უკანონო იყო იმის გამო, რომ მან გასტანა ერთ ღამეზე მეტი ხანი, თითქმის 18 საათი. იგი აღნიშნავდა, რომ პოლიციას არ გააჩნდა საკმარისი წინაპირობა მისი დაკავებისათვის და რომ იგი უნდა გათავისუფლებულიყო მაქსიმუმ დაკავებიდან 12 საათში. ამის გამო, მისი დაკავება აჭარბებდა 12 საათს და არ იყო „კანონით განსაზღვრული“ (იხ. პარაგრაფი 66 ზემოთ). მთავრობას ამ საკითხზე არაფერი აღუნიშნავს.სასამართლოს მუდმივი პრაქტიკით, „საქმე“ დიდ პალატას გადაეცემა, როდესაც საჩივარი დასაშვებად არის ცნობილი პალატის მიერ (იხ. სხვა მრავალს შორის K. and T. v. Finland [GC], no. 25702/94, § 141, ECHR 2001‑VII). მომჩივანმა არგუმენტი მასზედ, რომ მისი პატიმრობა უკანონო იყო იმის გამო, რომ აჭარბებდა 12 საათს პირველად წამოაყენა დიდი პალატის წინაშე. პალატამ, როდესაც იხილავდა მომჩივნის მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას აუცილებლობად, განიხილა მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც მომჩივნის პატიმრობა დაახლოებით 18 საათის განმავლობაში აიხსნებოდა იმ ფაქტით, რომ მისი დაკავება მოხდა გვიან ღამეს და რომ ეროვნული კანონმდებლობა კრძალავდა დაკითხვას 22.00-დან 07.00-მდე (იხ. პარაგრაფი 48, პალატის გადაწყვეტილება). თუმცა, მომჩივანს პალატის წინაშე აქამდე არ გაუსაჩივრებია 12 საათზე ხანგრძლივი დაკავების უკანონობა. მოცემულ საკითზე სარჩელი არ წარმოადგენდა იმ საჩივრის ნაწილს, რომელიც პალატამ დასაშვებად სცნო და შესაბამისად, იგი ვერ მოხვდება დიდი პალატის მიერ განხილული საქმის ფარგლებში. სასამართლო, შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ იმ საჩივრების განხილვით, რომელიც პალატამ დასაშვებად სცნო, კერძოდ კი მისი დაკავება, პატიმრობა და მსჯავრდება, რომელმაც გამოიწვია გაუმართლებელი ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლებაში.
არსებობდა თუ არა ჩარევამთავრობა თავდაპირველად აღნიშნავდა, რომ ადგილი არ ჰქონია მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას მოცემულ საქმეში.მომჩივანი პოლიციამ დააკავა დემონსტრაციის ფარგლებში, ყავდა იგი დაპატიმრებული 18 საათის განმავლობაში, შემდეგ მოხდა მისი მსჯავრდება და დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. თუმცა, მომჩივანს არ დაეკისრა სასჯელი, რადგან დანაშაული „პატიებად ქმედებად“ იქნა მიჩნეული. მაშინაც კი, თუ გასაჩივრებული ღონისძიებანი არ იყო მიმართული მომჩივნის, როგორც ჟურნალისტის მიმართ, არამედ წარმოადგენდა პოლიციის მოთხოვნის-დაეტოვებინა ტერიტორია დაუმორჩილებლობის შედეგს -ასევე იმის გათვლისწინებით, რომ ხსენებული მოთხოვნა ვრცელდებოდა ყველა იმ პირზე, რომელიც იმყოფებოდა კორდონს მიღმა ზონაში - ხსენებულ ზომებს მომჩივნის მიერ ჟურნალისტური ფუნქციების განხორციელებაზე ნეგატიური გავლენა მაინც ჰქონდა, რადგან იგი ადგილზე იმყოფებოდა როგორც გაზეთის ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა გაეშუქებინა მოვლენები. სასამართლო, შესაბამისად იზიარებს ხედვას, რომ ადგილი ჰქონდა მისი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას (იხ.mutatis mutandis, Gsell v. Switzerland, no. 12675/05, § 49, 8 ოქტომბერი 2009).
იყო თუ არა ჩარევა კანონით განსაზღვრულისასამართლო აღნიშნავს, რომ ფრაზა „კანონით განსაზღვრული“ კონვენციის 10 §2 მუხლის მნიშვნელობით საჭიროებს გასაჩივრებული ღონისძიებების არა მარტო სამართლებრივ საფუძველს ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ ასევე ეხება კანონის ხარისხსაც, რომელიც უნდა იყოს მოცემული პირისათვის ხელმისაწვდომი და შედეგების მხრივ განჭვრეტადი (იხ. სხვა მრავალს შორის Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy [GC], no. 38433/09, § 140, ECHR 2012; and Rotaru v. Romania [GC], § 52, ECHR 2000-V). მხარეები ვერ თანხმდებიან თუ რამდენად იყო ჩარევა „კანონით განსაზღვრული“: სასამართო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მთავარი არგუმენტი ვრცელდება მისი პატიმრობის უკანონობაზე იმდენად, რამდენადაც მან გადააჭარბა 12 საათს, საკითხი, რომელიც არ ხვდება დიდი პალატის წინაშე განხილვის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ). დანარჩენს რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტებიდან იკვეთება, რომ იგი, როგორც ასეთი არ დავობს მისი დაკავებისა და მსჯავრდების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობაზე ფინური კანონმდებლობის მიხედვით, არამედ აქცენტირებს იმაზე, თუ როგორ მოხდა შესაბამისი ეროვნული კანონის დებულებების გამოყენება ეროვნული ხელისუფლებისა და სასამართლოს მიერ მის შემთხვევში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში სწორედ ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ კი სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება (იხ.Kopp v. Switzerland, 25 მარტი 1998, § 59, Reports of Judgments and Decisions 1998-II; and Kruslin v. France, 24 აპრილი 1990, § 29, Series A no. 176-A). მომჩივნის არცერთ არგუმენტში არ იკვეთება ეროვნული ხელისუფლების მიერ კანონის თვითნებური გამოყენება. სასამართლო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ჩარევა, რომელიც მოიცავს მომჩვნის დაკავებას, დაპატიმრებასა და მსჯავრდებას ეფუძნებოდა ფინეთის კანონმდებლობას, კერძოდ კი პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლს, იძულებითი ღონისძიებების შესახებ კანონის 1 თავის, მე-2 მუხლის, მე-2 პარაგრაფსა და სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის, მე-4 მუხლს. სასამართლო, შესაბამისად, ასკვნის, რომ ჩარევა იყო „კანონით განსაზღვრული“.
ემსახურებოდა თუ არა ჩარევა კანონიერ მიზანს მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა, რომ ჩარევა მიზნად ისახავდა კონვენციის 10 § 2 მუხლში მითითებულ რამდენიმე კანონიერ მიზანს, კერძოდ კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და არეულობისა და დანაშაულის პრევენციას.
იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(ა) ზოგადი პრინციპებიგამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობის ზოგადი პრინციპები შეჯამდა შვეიცარიის წინააღმდეგ საქმეში Stoll v. Switzerland [GC](იხ. § 101, ECHR 2007‑V) და შემდეგ, ახლახანს, კიდევ ერთხელ იქნა მოხმობილი საქმეებში Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013 (extracts) დაMorice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 აპრილი 2015:
„(i) გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და მისი განვითარებისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. იგი ექვემდებარება მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს და მიესადაგება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „შეხედულებებს“, რომლებიც მიღებულია კეთილი ნებით ან მიჩნეულია უვნებლად ან ნეიტრალურად, არამედ, აგრეთვე ისეთ ინფორმაციას თუ შეხედულებებს, რომლებიც იწვევენ წყენას, შოკს ან შეწუხებას. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და მასშტაბური აზროვნების მოთხოვნა, რომლის გარეშეც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს. ეს თავისუფლება ექვემდებარება მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისებს, რომლებიც განსაკუთრებული სიზუსტით უნდა დადგინდეს. ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს...
(ii) ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით, „მწვავე სოციალურ საჭიროებას“ მოიცავს. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული შეფასების ზღვარი, რომელსაც ისინი ასეთი საჭიროების არსებობის დასადგენად იყენებენ, მაგრამ იგი ევროპულ ზედამხედველობასთან ერთად ხორციელდება და მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ისე მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებების ჩათვლით, რომლებსაც დამოუკიდებელი სასამართლო იღებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს განჩინება, იყო თუ არა „შეზღუდვა“ გამოხატვის თავისუფლების შესაბამისი, როგორც ეს მე-10 მუხლითაა დაცული.
(iii). თავისი საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას სასამართლოს ამოცანაა არა კომპეტენტური ეროვნული ორგანოების შეცვლა, არამედ მათ მიერ მე-10 მუხლის საფუძველზე მიღებული დადგენილებების განხილვა მათთვის მინიჭებული შეფასების ფარგლების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა შეისწავლოს სადავო ჩარევა მთელი საქმის ფონზე, განმცხადებლის საწინააღმდეგოდ გამოთქმული კომენტარებისა და მათი კონტექსტის ჩათვლით. ეს არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, თუ რამდენად გონივრულად, გულდასმით და პატიოსნად განახორციელა მოპასუხე სახელმწიფომ მისი დისკრეციული უფლება; სასამართლომ სადავო ჩარევა უნდა განიხილოს მთელი საქმის ფონზე და უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მოცემული ჩარევა „მისაღწევი კანონიერი მიზნის პროპორციული“ და, იყო თუ არა მის გასამართლებლად ეროვნული ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები „რელევანტური და საკმარისი“... ამის განხორციელებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიყენა სტანდარტები, რომლებიც შეესაბამება მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს, ასევე იმაში, თუ რამდენად დაეყრდნო იგი შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას ...“
მე-10 მუხლის დაცვა ვრცელდება არა მარტი იდეებისა და გამოხატული ინფორმაციის არსზე, არამედ მისი წარმოდგენის ფორმაზეც (Jersild v. Denmark, 23 September 1994, § 31, Series A no. 298). სასამართლო აქვე ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან ფუნქციას დემოკრატიულ საზოგადოებაში. მართალია მათ არ უნდა გადააჭარბონ გარკვეულ საზღვრებს, მაგრამ მათი საქმე მოიცავს გაავრცელონ - მათი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად - ინფორმაცია და იდეა საზოგადოებისათვის საინტერესო ყველა საკითხზე (იხ.Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], § 59, ECHR 1999-III; De Haes and Gijsels v. Belgium, 24 თებერვალი 1997, § 37, Reports of Judgments and Decisions 1997‑I; და Jersild v. Denmark, ციტირებული ზემოთ, § 31). მედიას არა მარტო ეკისრება ვალდებულება გაავრცელონ მსგავსი ინფორამცია და იდეები, არამედ საზოგადოებასაც გააჩნია უფლება მიიღოს იგი (იხ.The Sunday Times v. the United Kingdom (no. 1), 26 აპრილი 1979, § 65, Series A no. 30). ამ მხრივ (და წინამდებარე საქმის ფაქტების გათვალისწინებით) ხაზი უნდა გაესვას მედიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას საზოგადოებრივი დემონსტრაციების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებისა და არეულების გავრცელების თავიდან არიდებისას მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას. მედიის როგორც „თვალ-ყურის მადევნებლის“ როლი მოიცავს გარკვეულ მნიშვნელობას მსგავს კონტექსტებში, რადგან მათი ადგილზე დასწრება იმის გარანტიაა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება vis-à-vis დემონსტრანტების და ფართო საზოგადოების წინაშე, როდესაც საქმე ეხება დიდ შეკრებაზე პოლიციის ზედამხედველობას, მათ შორის დემონსტრანტების კონტროლისა და დაშლის ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით გამოყენებულ მეთოდებს. შესაბამისად, დემონსტრაციიდან ჟურნალისტის გაყვანის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაექვემდებაროს მკაცრს შემოწმებას. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლით ჟურნალისტების დაცვა დამოკიდებულია წინაპირობაზე, რომ ჟურნალისტები კეთილსინდისიერად იმუშავებენ და წარმოადგენენ სწორ და სანდო ინფორმაციას პასუხისმგებლობითი ჟურნალიზმის პრინციპებზე დაყრდნობით (იხ. mutatis mutandis, Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], ციტირებული ზემოთ, § 65; Fressoz and Roire v. France [GC], no. 29183/95, § 54, ECHR 1999‑I; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, §§ 61 და 63-68, 19 აპრილი 2011; დაTimes Newspapers Ltd v. the United Kingdom (nos. 1 and 2), nos. 3002/03 და 23676/03, § 42, ECHR 2009). სასამართლოს პრაქტიკით, პასუხისმგებლობითი ჟურნალიზმის არსი ამ დრომდე დიდწილად აქცენტირებდა პუბლიკაციისა თუ ზეპირი განცხადების შინაარსზე (იხ. მაგალითად Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], ციტირებული ზემოთ, §§ 65-67; Fressoz and Roire v. France [GC], ციტირებული ზემოთ, §§ 52-55; Krone Verlag GmbH v. Austria, no. 27306/07, §§ 46-47, 19 ივნისი 2012; Novaya Gazeta and Borodyanskiy v. Russia, no. 14087/08, § 37, 28 მარტი 2013; Perna v. Italy [GC],no. 48898/99, § 47, ECHR 2003‑V;Times Newspapers Ltd v. the United Kingdom (nos. 1 and 2), ციტირებული ზემოთ, § 45; Ungváry and Irodalom Kft v. Hungary, no. 64520/10, § 42, 3 დეკემბერი 2013; დაYordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, §§ 53 და 55, 2 ოქტომბერი 2012 ) და არა ჟურნალისტის საჯარო ქმედებაზე.
თუმცა, პასუხისმგებლობითი ჟურნალიზმის არსი, როგორც პროფესიული საქმიანობა, რომელიც სარგებლობს კონვენციის მე-10 მუხლით დაცვით, არ იფარგლება იმ ინფორმაციის შინაარსით, რომლის შეგროვება და/ან გავრცელებაც ხორციელდება ჟურნალისტური საშუალებებით. არსი ასევე მოიცავს inter alia ჟურნალისტის მოქმედების კანონიერებას, მათ შორის, წინამდებარე საქმისათვის რელევანტური, ჟურნალისტური ფუნქციების განხორციელებისას საჯარო ურთიერთობას ხელისუფლების ორგანოებთან. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა დაარღვია კანონი ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად პასუხისმგებლობითი იყო მისი ქცევა. მოცემულ კონტექსტში სასამართლო იმეორებს რომ ჟურნალისტს, რომელიც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით ეკისრება „ვალდებულებები და პასუხისმგებლობები“ (იხ.Stoll v. Switzerland [GC], ციტირებული ზემოთ, § 102; დაHandyside v. the United Kingdom, 7 დეკემბერი 1976, § 49 in fine, Series A no. 24). ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 10 § 2 მუხლი არ ადგენს სრულ, შეუზღუდავ გამოხატვის თავისუფლების დაცვას თვით სერიოზული საზოგადოებრივი ინტერესის მომცველი საკითხების მედია გაშუქების ჟამსაც კი. კერძოდ, მიუხედავად დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის უმნიშვნელოვანესი როლისა, ჟურნალისტებს, პრინციპის დონეზე, ვერ მოეხსნებათ ვალდებულება დაემორჩილონ ზოგად სისხლის სამართალს იმის გამო, რომ როგორც ჟურნალისტებს, მე-10 მუხლი მათ სთავაზობს რკინისებრ დაცვას (იხ. სხვა მრავალს შორის, mutatis mutandis, Stoll v. Switzerland [GC], ციტირებული ზემოთ, § 102; Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], ციტირებული ზემოთ, § 65; დაMonnat v. Switzerland, § 66, ECHR 2006-X).ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჟურნალისტი ვერ ისარგებლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ექსკლუზიური იმუნიტეტით იმ მიზეზით, რომ განსხვავებით სხვა ინდივიდებისა, რომლებიც სარგებლობენ გამოხატვის თაისუფლებით, განხილული დანაშაულის ჩადენა მოხდა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს.
(ბ) ზოგადი პრინციპების გამოყენება მომჩივნის შემთხვევაშისასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დააკავეს, დააპატიმრეს, მსჯავრი წაუყენეს და დამნაშავედ სცნეს პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის გამო. მისი დაკავება განხორციელდა Smash ASEM დემონსტრაციის კონტექსტში, რომელიც იგი მონაწილეობდა როგორც ყოველკვირეული გაზეთის Suomen Kuvalehtiფოტოგრაფი და ჟურნალისტი. სადავო არ არის, რომ დემონსტრაციამ საგრძნობი მედია ყურადღება დაიმსახურა.ჟურნალისტების მიერ კონვენციის მე-10 მუხლით წარმოდგენილი მრავალი სხვა საქმისაგან განსხვავებით, მათ შორის ზემორე 87-91 პარაგრაფებში მოხმობილი Stoll საქმეც, წინამდებარე საქმე არ ეხება პუბლიკაციის აკრძალვას (გარკვეული ინფორმაციის საჯარო გამჟღავნებას) ან პუბლიკაციასთან დაკავშირებულ რაიმე სანქციის დაწესებას. წინამდებარე საქმე ეხება იმ ჟურნალისტის წინაღმდეგ მიღებულ ზომებს, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნებს მაშინ, როდესაც იღებდა ფოტოებს აწ უკვე ძალადობრივი დემონსტრაციის გაშუქებისას. იმის შეფასებისას თუ რამდენად აუცილებელი იყო ფინეთის ხელისუფლების მიერ მომჩივნის წინააღმდეგ მიღებული ზომები, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ინტერესები წინამდებარე საქმეში იყო ორმხრივად საჯარო ხასიათის მატარებელი. კერძოდ, პოლიციის ინტერესი -შეენარჩუნებინა საზოგადოებრივი წესრიგი ძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში და საჯარო ინტერესი - საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია ზოგადი ინტერესის მომცველ საგანზე (იხ.mutatis mutandis, Stoll v. Switzerland [GC], ციტირებული ზემოთ, §§ 115-116). სასამართლო რიგ-რიგობით განიხილავს მომჩივნის დაკავებას, დაპატიმრებას და მსჯავრდებას რათა განსაზღვროს გასაჩივრებული ჩარევა მთლიანობაში გამყარებული იყო თუ არა შესაბამისი და საკმარისი მიზეზით და იყო თუ არა დასახული კანონიერი მიზნების პროპორციული.
(i) მომჩივნის დაკავებამომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას თუ რამდენად ეფუძნებოდა პოლიციის ბრძანებები ფაქტების გონივრულ შეფასებას და თუ რამდენად შეძლო მომჩივანმა დემონსტრაციის გაშუქება. იგი ასევე გაითვალისწინებს მომჩივნის ქცევას, მათ შორის, თუ რამდენად წარმოადგინა მომჩივანმა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. დემონსტრაციის დასაწყისში, მთავარი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 50 დემონსტრანტის, 500 მაყურებლისა და 50 ჟურნალისტისაგან, მათ შორის მომჩივანიც, მოგროვდა სვლის დასაწყებ ადგილას. მას შემდეგ რაც დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, პოლიციამ ხალხს სვლა აუკრძალა, თუმცა მისცა უფლება ჩაეტარებინათ მშვიდობინი დემონსტრაცია შეკრების ადგილზე. მოგვიანებით, პოლიციამ ალყა შემოარტყა დემონსტრაციის ტერიტორიას და მოსთხოვა ხალხს დაშლილიყვნენ. პოლიციამ უსაფრთხოების სამზადისის ფარგლებში მოამზადა 480 პოლიციელი და საზღვრის დამცველი ოფიცერი. პოლიციას საკმარისი საფუძველი გააჩნდა მიეჩნია, რომ ფინეთის უსაფრთხოების დაზვერვის მიერ საფრთხის ანალიზის და იმავე წლის არეულობების წინარე გამოცდილებით, ასევე დემონსტრაციის ორგანიზატორების ტონის მიხედვით, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ „მცირე არეულობა შეეტანათ ჰელსინკის ქუჩებში“ და დემონსტრაციის ორგანიზატორების ანონიმურობის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 12-16 ზემოთ), რომ ეს დემონსტრაცია ძალადობრივი იქნებოდა. შესაბამისად, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის ქმედებანი კანონიერი იყო და რომ პოლიციას გააჩნდა გამართლებული საფუძველი მოეთხოვა დაშლა (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ხედავს მიზეზს ეჭვი შეიტანოს პოლიციის მოთხოვნების ფაქტების გონივრულ ანალიზზე დაფუძნებაში. ამასთანავე, სასამართლოს აზრით, პრევენციული ღონისძიებანი მოვლენების ძალადობრივად გარდაქმნის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის პოლიციის ბრძანებანი დაეტოვებინათ დემონსტრაციის ტერიტორია, გამართლებული იყო. ზომები მიმართული იყო არა მხოლოდ საჯარო წესრიგის „აბსტრაქტულად“ დასაცავად - საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და არეულობისა და დანაშაულის პრევენცია - არამედ ასევე მიზნად ისახავდა იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებიც იმყოფებოდნენ დემონსტრაციაზე ან მის მიმდებარედ, მათ შორის მედიის წევრებისა და მომჩივნის დაცვასაც.სასამართლო ახლა განიხილავს თუ რამდენად შეეშალა მომჩივანს ხელი ეკეთებინა თავისი საქმე Smash ASEM მოვლენის გაშუქებისას. მხარეები ვერ შეთანხმდნენ არსებობდა თუ არა პრესის დაცული ზონა. როგორც ჩანს, ჟურნალისტების უმრავლესობა, დემონსტრაციის დაწყებისას დაახლოებით 50 ჟურნალისტი, იმყოფებოდა დემონსტრაციის ზონაში. მათთვის, ისევე როგორც მომჩივანისათვის, ხელისუფლების ორგანოებს არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვიათ პრესისათვის განკუთვნილი ცალკე ზონით სარგებლობა. ამასთანავე, დემონსტრაცია იმგვარი ხასიათისა იყო - თავდაპირველად იგეგმებოდა სვლა წინასწარგანსაზღვრული მარშრუტით - რომ ძალადობრივი მოვლენები შესაძლოა, და რეალურადაც, მოხდა „განუსაზღვრელ“ ზონაში. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იყო ხელისუფლების ორგანოების მიერ მომხდარიყო მოვლენების ახლოს წინასწარ ზონის დადგენა. შესაბამისად, სასამართლოსათვის არ არის გადამწყვეტი თუ რამდენად არსებობდა დაცული ზონა, რადგან ყველა ჟურნალისტი დემონსტრაციის ზონაში იმყოფებოდა და შეეძლო იქ თავისუფლად მუშაობა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მომჩივანს, როგორც ასეთი, ხელი შეეშალა მოვლენის გაშუქებაში. პირიქით, მან შეძლო ფოტოების გადაღება მთლი დემოსნტრაციის განმავლობაში დაკავების მომენტამდე. ეს ნათლად ჩანს, მაგალითად, დემონსტრაციის დროს გაკეთებული დივიდი ჩანაწერებიდან, ისევე როგორც იმ ფაქტიდან, რომ მომჩივანმა ბოლო ფოტო მის დამკავებელ პოლიციელს გადაუღო.რაც შეეხება მომჩივნის ქცევს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი დააკავეს კოდრონს მიღმა ზონაში, სადაც იგი იმყოფებოდა დემონსტრანტების ძირითად ჯგუფთან ერთად, რომელთაც ურთიერთის ხელები ეჭირათ. დივიდი ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მომჩივანს ეცვა მუქი სამოსი, რომელიც შეესაბამება დემონსტრანტთა მოთხოვნილ „ჩაცმულობის სტილს“. მას არ ეცვა არანაირი განმასხვავებელი სამოსი ან რაიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. მას არ ეცვა, მაგალითად, ყვითელი მოსასხამი ან ჟაკეტი, როგორც ეს ეცვა მის რამდენიმე კოლეგა ჟურნალისტს. არც ფოტოკამერაზე იყო მითითებული, რომ იგი მუშაობდა გაზეთისათვის Suomen Kuvalehti. დივიდი ჩანაწერებიდან არც ის ჩანს, რომ მას პრესის აკრედიტაციის მოწმონა თვალსაჩინოდ ეტარებინა, რაც არც იმ ფოტოებში ჩანს, სადაც გადაღებულია მოჩივანი. მოჩივნის ვიზუალური მხარე, შესაბამისად, არ იძლეოდა დემონსტრანტებისაგან აშკარად განსხვავების საშუალებას. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ კორდონს მიღმა ზონაში მისი ყოფნა, ისევე როგორც მისი გარეგნული მხარე, არ იძლეოდა მისი, როგორც ჟურნალისტის ამოცნობის საშუალებს დკავებამდე.ასევე უცნობია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვითა და საქმის მასალებში არსებული სხვა მასალებით, თუ პოლიციის რომელ ოფიცრებთან აღნიშნა მოჩივანმა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. წინასწარი გამოძიების ანგარიშიდან იკვეთება, რომ მან ამის შესახებ შეატყობინა დამკავებელ პოლიციელს, რომელმაც წინასწარი გამოძიებისას აღნიშნა, რომ მომჩივანს წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავების დროს და რომ მან მოითხოვა სატელეფონო ზარის განხორციელება, რისი უფლებაც მას მისცეს. როდესაც დაკავების განმახორციელებელმა პოლიციელმა მოსთხოვა მას ვინაობის დადასტურება, მომჩივანმა მას პრესის ბარათი გაუწოდა (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ). აღნიშნულიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მომჩივანს არ ეკეთა პრესის ბარათი ან მინიმუმ ხილული მაინც არ იყო ეს ბარათი რათა დაუყოვნებლივ მომხდარიყო მისი, როგორც ჟურნალისტის განსაზღვრა. მომჩივნის დაკავების დროს მყოფმა პოლიციელმა წინასწარი გამოძიებისას აღნიშნა, რომ მომჩივანს წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას, მაგრამ პოლიციელს არ გაუგია მას ეთქვას რომ ჟურნალისტი იყო (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ). მეორეს მხრივ, დადგენილი არ არის თუ რამდენად აღნიშნა მომჩივანმა, რომ იგი ჟურნალისტი იყო მაშინაც, როდესაც მოხდა ავტობუსის მიერ მისი საპატიმროში გადაყვანა. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციას უნდა შეეტყო მომჩივნის ჟურნალისტობის შესახებ მაქსიმუმ მაშინ მაინც, როდესაც მოხდა მისი პოლიციაში გადაყვანა, როდესაც მიმღებმა პოლიციის ოფიცერმა მოხსნა მომჩივანს პრესის ბარათი, რომელიც, მომჩივნის მიხედვით, მან „აიწია“ და ატარებდა ხილულად მკერდზე სულ ცოტა ხნით ადრე (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს შემდეგს- მომჩივანს რომ ნდომებოდა პოლიციის მიერ მისი ჟურნალისტობის შეტყობა, მას უნდა მიეღო საკმარისად აშკარა ზომები რათა ეჩვენებინა ჟურნალისტობა განსხვავებული სამოსის ან პრესის აკრედიტაციის ბარათის მუდმივად ხილულად ტარებით ან რაიმე სხვა შესაბამისი ფორმით. იგი ასე არ მოექცეულა. მომჩივნის ვითარება განსხვავებული გახლდათ აზერბაიჯანის წინააღმდეგ არსებული საქმიდან Najafli v. Azerbaijan, სადაც ჟურნალისტს მედიაბარათი ხილულად ეკეთა მკერდზე და კონკრეტულად მიუთითა პოლიცის ოფიცერს, რომ ჟურნალისტი იყო (იხ.Najafli v. Azerbaijan, no. 2594/07, § 67, 2 ოქტომბერი 2012; იხ. აგრეთვე, mutatis mutandis, Gsell v. Switzerland, ციტირებული ზემოთ, § 49). ასევე, მომჩივანი აცხადებდა, რომ მან არ იცოდა პოლიციის მხრიდან დაშლის მოთხოვნის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლომ დაადგინა, მომჩივანმა იცოდა, რომ პოლიცია ითხოვდა დაშლას და უგულვებელყო ხსენებული მოთხოვნა (იხ.პარაგრაფი 37 ზემოთ). მომჩივანმა თავადვე აღიარა საოლქო სასამართლოს წინაშე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საჩივარში, რომ მან გაიგო ბრძანებები დაახლოებით 20.30-ზე (იხ. პარაგრაფები 24 და 37 ზემოთ). ეს დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მომჩივანმა დაურეკა დამქირავებელს და განიხილა დარჩენილიყო თუ დაეტოვებინა ტერიტორია (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ). სასამართლოსათვის იკვეთება, რომ მომჩივანმა იცოდა, ან ვარაუდობდა მაინც, რომ ბრძანება მასზეც ვრცელდებოდა. ამასთანავე, მომჩივანმა სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ დაახლოებით ნახევარი საათით ადრე მას პირადად უთხა პოლიციელმა წასულიყო, მაგრამ მან უპასუხა პოლიციელს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა დარჩენა (იც. პარაგრაფი 25 ზემთ). მოცემული აღიარება აშკარად ეწინააღმდეგება მოჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ მან არ იცოდა პოლიციის მიერ დაშლის მოთხოვნის შესახებ. მომჩივანმა, შესაბამისად, აშკარად იცოდა რას აკეთებდა და, შესაბამისად, ვერ მივიჩნევთ, რომ მან არ იცოდა პოლიციის ბრძანებების შესახებ. ამასთანავე, მას, როგორც ჟურნალისტს, რომელიც აშუქებს პოლიციის ქმედებებს, უნდა ცოდნოდა პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობით მომჩივანმა გააზრებულად იკისრა რისკი ყოფილყო დაკავებული პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის გამო.სასამართლო ამასთანავე რელევანტურად მიიჩნევს, რომ ყველა სხვა ჟურნალისტი, გარდა მომჩივნისა, დაემორჩილა პოლიციას. ბოლო მათგანმაც კი დატოვა ტერიტორია საბოლოო ბრძანების გაგებისას, რომლითაც პოლიციამ აღიშნა, რომ ის პირები, რომლებიც არ დაიშლებოდნენ, დაექვემდებარებოდნენ დაკავებას. საოლქო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების ფარგლებში დარჩენილმა ბოლო ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მან ბოლო ფოტო გადაიღო 21.15-ზე და დატოვა ტერიტორია 2-3 წუთში, სწორედ მომჩივნის დაკავებამდე. მოცემული ჟურნალისტების მიმართ არანაირი ზომები არ გამოყენებულა არცერთ ეტაპზე (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). მომჩივანსაც შეეძლო ტერიტორიის დატოვება და პოლიციის კორდონიდან გასვლა ყოველგვარი შედეგის დადგომის გარეშე, ნებისმიერ დროს, სანამ მიმდინარეობდა ალყის მოხსნა. ამასთანავე, წინამდებარე საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ მომჩივანი რომ დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებას დაეტოვებინა კოდრონს მიღმა ტერიტორია, იგი ვერ შეძლებდა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას კორდონსმიღმა ტერიტორიიდან, სადაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოლიციამ დაშალა დემონსტრანტების ჯგუფი და დააკავა პროტესტანტები.
(ii) მომჩივნის დაპატიმრებამომჩივანმა პოლიციაში პატიმრობაში გაატარა 17.5 საათი. როგორც აღნიშნა უკვე სასამართლომ, მომჩვნის პატიმრობის სავარაუდო უკანონობა იმის გამო, რომ მისმა პატიმრობამ გადააჭარბა 12 საათს არ ხვდება დიდი პალატის მიერ საქმის განხილვის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ). ამასთნავე, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მომჩივანმა მოითხოვა დაკითხვა და დაჩქარებით გათავისუფლება.მთავრობა მიუთითებდა, რომ მომჩივნის პატიმრობის ხანგრძლივობა დიდწილად აიხსნებოდა იმ ფაქტით, რომ იგი გვიან დააკავეს და რომ ეროვნული კანონმდებლობა კრძალავდა დაკითხვას 22.00-07.00 დროის მონაკვეთში. ეროვნული კანონმდებლობა აწესებდა სისხლისსამრთლებრივი გამოძიებების შესახებ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამონაკლისს (იხ. პარაგრაფი 49 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს ინფორმაცია მოითხოვა თუ არა მომჩივანმა დაკითხვა დაუყოვნებლივ, იმავე ღამეს. მომჩვანს ეს არც უმტკიცებია. ამასთანავე, მთლიანობაში დაკავებული და დაპატიმრებული იყო 128 ადამიანი დემონსტრაციის ფარგლებში, და ამ ფაქტის გამო შესაძლოა გაჭიანურებულიყო მომჩივნის გათავისულფება. თუმცა, მეორე დღეს მომჩივანი ერთ-ერთი პირველი დაიკითხა და მოხდა მისი გათავისუფლება მისი სტატუსის - ჟურნალისტობის გამო. მომჩვანი იყო მეშვიდე დაკითხული და მეექვსე გათავისუფლებული პირი არასრულწლოვნების გათავისუფლების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ). მოცემული ფაქტი აშკარად მიუთითებს, რომ პოლიციამ საკმაოდ დადებითი მიდგომა გამოამჟღავნა მომჩივნის, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ უცნობია თუ რამდენად მოხდა მომჩვნის მობილური ტელეფონის, ფოტო ტექნიკისა და მეხსიერების ბარათების შემოწმება პოლიციის მიერ. მომჩივანმა მიუთითა, რომ შემოწმებას ადგილი ჰქონდა. საპარლამენტო ომბუდსმენის მოადგილის ანგარიშის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ), პოლიციამ შეამოწმა დაკავებულთა მობილური ტელეფონების შინაარსი. საქმის მასალის მიხედვით უცნობია მოხდა თუ არა მომჩივნის მობილური ტელეფონისა და მეხსიერების ბარათის შემოწმება. მთავრობამ აღნიშნა, რომ როგორც კი პოლიციამ დაადგინა, რომ მომჩივანი პრესის წარმომადგენელი იყო, მისი აპარატი, მეხსიერების ბარათები და სხვა ტექნიკა მას უმალვე დაუბრუნდა როგორც ჟურნალისტური წყარო და არ მომხდარა მათი კონფისკაცია (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ). მომჩივანს არ გაუპროტესტებია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეს ფაქტი.მართალია საკმარისად ნათელი არ არის მოხდა თუ არა მომჩივნის ფოტო ტექნიკისა და მეხსიერების ბარათების შემოწმება მისი დაკავების შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ აცხადებს, რომ მისი ფოტო ტექნიკა ან ფოტო მასალა მას არ დაუბრუნდა მთლიანობაში და შეუცვლელად. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივანს ჩამოერთვა ტექნიკა რაიმე ეტაპზე, არამედ მოხდა მისი გადადება დაკავების განმავლობაში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ამასთანავე, მომჩივანს მისცეს უფლება შეენარჩუნებინა ყველა გადაღებული ფოტო. ფოტოების გამოყენებაზე არ დაწესებულა არანაირი შეზღუდვა რაიმე ეტაპზე.
(iii) მომჩივნის მსჯავრდებადაბოლოს, მომჩვნის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო პოლიციისათვის დაუმორჩილებლობაში, მაგრამ არ დაუწესებია არანაირი სასჯელი მიიჩნია რა დანაშაული „პატიებადად“. იგივე მსჯავრდება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, რომელსაც დამატებითი არგუმენტები არ წარმოუდგენია გადაწყვეტილებაში. დაბოლოს, არც უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ დემონსტრცია წარმოადგენდა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის საგანს, განსაკუთრებით მისი ბუნების გათვალისწინებით. მედიას, შესაბამისად, ეკისრებოდა ვალდებულება გაევრცელებინა ინფორმაცია მოვლენის შესახებ და საზოგადოებას ჰქონდა უფლება მიეღო აღნიშნული ინფორმაცია. ამას იზიარებს ხელისუფლებაც და შესაბამისად, მიიღეს წინასწარი ზომები მედიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოვლენამ მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და მასზე დაკვირვება მიმდინარეობდა აქტიურად. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დემონსტრაციაზე დამსწრე ორმოცდაათ ჟურნალისტს შორის მხოლოდ მომჩივანი აცხადებდა რომ მოხდა მისი გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დემონსტრაციის კონტექსტში.ასევე, მისი ჟურნალისტური თავისუფლების უფლებაში ჩარევა იყო შეზღუდული ხასიათის, იმ საშუალებების გათვალისწინებით, რაც მას ჰქონდა მოვლენის ჯეროვნად გასაშუქებლად. სასამართლო ხაზს უსვამს, კიდევ ერთხელ, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება არ ეხებოდა მომჩივნის ჟურნალისტურ საქმიანობას, ანუ მის მიერ რომელიმე პუბლიკაციას. მართალია სასამართლოს მიერ კონვენციის მე-10 მუხლით განხილვა პუბლიკაციამდე პერიოდზეც (იხ.The Sunday Times v. the United Kingdom (no. 2), 26 ნოემბერი 1991, § 51, Series A no. 217), წინამდებარე საქმე არ ეხება სანქციას, რომელიც მომჩივანს შეეფარდა ჟურნალისტური კვლევის ან ინფორმაციის მოპოვების გამო (იხ. განსხვავება საქმეშიDammann v. Switzerland, no. 77551/01, § 52, 25 აპრილი 2006 რომელიც ეხებოდა ჟურნალისტისათვის ჯარიმის დაკისრებას ოფიციალური საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების გამო). მომჩივნის მსჯავრდება ეხება მის უარს დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებას დემონსტრაციის ბოლო ეტაპზე, რომელიც პოლიციამ მიიჩნია არეულობის დასაწყისად. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციას გააჩნდა ბრძანების გამამართლებელი საფუძველი (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). მან მიიჩნია, რომ იგი აუცილებელი იყო ხალხის დასაშლელად არეულობისა და საზოგადოებირივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის გამო. იმის გამო, რომ არ მოხდა კანონიერი ბრძანებების დამორჩილება, პოლიცია უფლებამოსილი იყო დაეკავებინათ და დაეპატიმრებინათ დაუმორჩილებელი დემონსტრანტები. როგორც მთავრობამ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მომჩივანი ჟურნალისტი იყო, არ უზრუნველყოფდა მის პრეფერენციულ ან განსხვავებულ მოპყრობას ადგილზე მყოფ სხვა პირებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 78 ზემოთ). მოცემული მიდგომა გამყარებულია სასამართლოს წინაშე არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობის კანონმდებლობა არ თავაზობს სპეციალურ სტატუს ჟურნალისტებს, რომლებიც არ ემორჩილებიან პოლიციის ბრძანებას დატოვონ დემონსტრაციის ტერიტორია (იხ. პარაგრაფი 57 ზემოთ).საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დევნა მიმართული იყო ყველა 86 მოპასუხის მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ რამდენიმე ტიპის დანაშაულის ჩადენაში. მომჩივანი აცხადებდა, რომ პროკურორს შეეძლო და უნდა მოეხსნა ბრალდება მის წინააღმდეგ, რადგან იგი მხოლოდ ჟურნალისტურ სამუშაოს ასრულებდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დისკრეციული დევნის პრინციპი სახელმწიფოებს აძლევს მანევრირების მნიშვნელოვან არეალს გადაწყვიტონ დაიწყონ თუ არა სამართალწარმოება პირის მიმართ, რომელსაც შესაძლოა ჩაედინა დანაშაული (იხ.mutatis mutandis, Stoll, ციტირებული ზემოთ, § 159 ). ასევე, სასამართლო იმეორებს, რომ ჟურნალისტებს ვერ მოეხსნებათ ვალდებულება დაემორჩილონ სისხლის სამართლის კანონმდებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ მე-10 მუხლი მათ დაცვას სთავზობს (იხ.Stoll, ციტირებული ზემოთ, § 102). მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები შესაძლოა აღმოჩნდნენ სისხლის სამართლის კანონის დაცვის ზოგადი ვალდებულებისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების - რომლის შედეგადაც მედია ასრულებს საზოგადოების მეთვალყურის როლს - პროფესიული ვალდებულების არჩევანს შორის. ინტერესთა ხსენებული კონფლიქტის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ პასუხისმგებლობითი ჟურნალიზმის პრინციპის მიხედვით როდესაც ჟურნალისტს - ან მის დამქირავებელს - უწევს გადაწყვეტილების მიღება ორ ვალდებულებას შორის და თუკი იგი გადაწყვეტს უგულვებელყოს სისხლის სამართლის დაცვის ვლდებულება, ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს, რომ შესაძლოა აღმოჩნდეს სამართლებრივი სანქციების საფრთხის წინაშე, მათ შორის სისხლისსამართლებრივისაც, კანონიერი inter alia პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო. საოლქო სასამართლომ განიხილა საკითხი თუ რამდენად ჰქონდა მომჩივანს, როგორც ჟურნალისტს უფლება არ დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებებს. სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებში, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობები დაკმაყოფილებული იყო. მოცემული დასკვნის გამოტანისას, საოლქო სასამართლომ მოიხმო ზემოთციტირებული საქმე Dammann და აღნიშნა, რომ მომჩივნის შემთხვევა განსხვავებული იყო. საოლქო სასამართლოს მიერ მომჩივნის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო მსჯავრდების დასკვნა საკმაოდ მოკლეა. თუმცა, წინამდებარე საქმეში მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კონკრეტული ბუნების გათვლისწინებით (იხ. პარაგრაფი 108 ზემოთ), ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი რელევანტური და საკმარისია. ასევე, საოლქო სასამართლომ გაითვალისწინა მომჩივნის ინტერესთა კონფლიქტი როდესაც არ დაუწესა მას სასჯელი.მოცემულ კონტექსტში, სასამართლო იმეორებს, რომ დაკისრებული სასჯელის ბუნება და სიმკაცრე გასათვალისწინებელი გარემოებებია ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას (იხ. ზემოთციტირებული საქმე Stoll, § 153, შემდგომი მითითებებით). წინამდებარე საქმეში საოლქო სასამართლომ თავი შეიკავა მომჩივნისათვის სასჯელის დაკისრებისაგან, მიიჩნია რა, რომ მისი ქმედება „პატიებადი“ იყო. მოცემული დასკვნის გამოტანისას, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მომჩივანი, როგროც ჟურნალისტი, აღმოჩნდა ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოლოდინის წინაშე, რომელიც ერთის მხრივ გამომდინარეობდა პოლიციის მიერ დაკისრებული, ხოლო მეორეს მხრივ დამქირავებლის მიერ დაკისრებული ვალდებულებებისაგან.რიგ შემთხვევაში, პირის მსჯავრდების ფაქტი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე დაკისრებული მცირე ხასიათის სასჯელი (იხ. ზემოთციტირებული საქმე Stoll, § 154, შემდგომი მითითებებით). წინამდებარე საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მომჩივნის მსჯავრდებას არ მოჰყოლია ნეგატიური მატერიალური შედეგი მომჩივნისათვის: მას არ შეფარდებია სასჯელი და მსჯავრდება, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, არც კი ასახულა სისხლის სამართლის ჩანაწერებში (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ). მომჩივნის მსჯავრდება წარმოადგენდა მხოლოდ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფორმალურ დადგენას და ნაკლებად თუ იქონიებდა საპროტესტო მოქმედებებში მონაწილე პირზე „გამაგრილებელ ეფექტს“ ( შეადარე და იხილე განსხვავე საქმეში mutatis mutandis,Taranenko v. Russia, no. 19554/05, § 95, 15 მაისი 2014) ან ჟურნალისტის საქმიანობაზე მთლიანობაში (შეადარე და იხილე განსხვავება საქმეში Cumpănă and Mazăre v. Romania [GC], no. 33348/96, § 116, ECHR 2004‑XI). მთლიანობაში, შესაძლოა აღინიშნოს, რომ მომჩივნის მსჯავრდება იყო კანონიერი მიზნების პროპორციული.
ზოგადი დასკვნაგანხილული გარემოებებისა და სახელმწიფოს ხელთ არსებული შეფასების ზღვარის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში, ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა გადაწყვეტილებანი დააფუძნეს რელევანტურ და საკმარის მიზეზებს და დაიცვეს სამართლიანი ბალანსი საპირწონე ინტერესებს შორის. საქმის მასალებიდან აშკარად იკვეთება, რომ ხელისუფლებას განზრახ არ შეუძლიათ ხელი ან დაუბრკოლებიათ მედია გაეშუქებინა დემონსტრაცია და არ უცდიათ საზოგადოებისათვის დაეფარათ ზოგადად დემონსტრანტებისა თუ კონკრეტული პროტესტანტების მიმართ გამოყენებული ქმედებები (იხ. პარაგრაფი 89 in fine). მართლაც, მომჩივანს არ შეშლია ხელი გაეხორციელებინა ჟურნალისტური საქმიანობა დემონსტრაციის არც მიმდინარეობისას და არც მისი დასრულების შემდეგ. ადამიანის უფლებათა სასამართლო, შესაბამისად, ასკვნის, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა შესაძლოა ითქვას, რომ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 მუხლის მნიშვნელობით. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე დასკვნა განხილულ უნდა იქნას კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით და თავიდან უნდა იქნას არიდებული მედიის, როგორც „მეთვალყურეობის განმახორციელებლის“ როლის დაკნინება (იხ. პარაგრაფი 89 ზემოთ).შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო,
ადგენს, ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე სტრასნურგში, 2015 წლის 20 ოქტომბერს.
ლორანს ერლიდინ სპილმანი
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ახლავს შემდეგი ცალკეული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე მოტოჩის თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე სპანოს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც გაიზიარეს მოსამართლეებმა სპილმანი, ლემენსი და დედოვი.
დ.ს.
ტ.ლ.ე.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთpublishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy