© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 189
ოქტომბერი 2015
პენტაიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ [დპ] – 11882/10
გადაწყვეტილება 20.10.2015[დპ]
მუხლი 10
ჟურნალისტის დაპატიმრება და მსჯავრდება დემონსტრაციის დროს პოლიციელის ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - 2006 წელს მომჩივანი გააგზავნეს დემონსტრაციის გასაშუქებლად ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის სტატუსით. როდესაც დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, პოლიციამ გადაწყვიტა აღეკვეთა დემონსტრანტების სვლა და ნება დართო მშვიდობიანი შეკრება ერთ ადგილზე განხორციელებულიყო. მოგვიანებით პოლიციამ ალყა შემოარტყა ტერიტორიას და მოუწოდა მონაწილეებს დაშლისაკენ. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მომჩივანმა გადაწყვიტა დარჩენილიყო დემონსტრანტებთან. მალევე იგი დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად და პატიმრობა გაგრძელდა 17 საათზე მეტ ხანს. მოგვიანებით მომჩივანი დამნაშავედ ცნეს პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობაში, თუმცა სასჯელი არ დაკისრებია. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა აპელაციის მიუხედავად და მომჩივნის საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც არ იქნა დაკმაყოფილებული.
2014 წლის 4 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ მიიჩნია, რომ მე-10 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია (იხ. საინფორმაციო ბროშურა N. 171). 2014 წლის 2 ივნისს მომჩივნის მოთხოვნით საქმე გადაეცა დიდ პალატას.
სამართალი - მუხლი 10: მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობის შეფასებისას, სასამართლომ განიხილა ორი საპირწონე ინტერესი: საზოგადოების ინტერესი მიიღონ ინფორმაცია ზოგადი ინტერესის საგანზე და პოლიციის ინტერესი შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი ძალადობრივი დემონსტრაციების შემთხვევაში. ამ მხრივ, სასამართლომ ხაზი გაუსვა მედიის „საზედმხედველო“ ფუნქციას ხელისუფლების მიერ დემონსტრაციებისადმი დამოკიდებულებისა და არეულობის თავიდან აცილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას. ტერიტორიიდან ჟურნალისტის გაყვანის ნებისმიერი მცდელობა, შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს მკაცრ კონტროლს. შესაბამისად, ჟურნალისტები, რომლებიც სარგებლობდნენ გამოხატვის თავისუფლებით კისრულობდნენ „პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს“ რაც გულისხმობდა, რომ ისინი ვერ მოითხოვდნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე იმუნიტეტს მხოლოდ იმის გამო, რომ მოცემული დანაშაულის ჩადენა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში.
რაც შეეხება მომჩივნის დაკავებას, საქმის მასალები არ იძლეოდა საფუძველს ეჭვი შეგვეტანა, რომ პოლიციის ბრძანებები დემონსტრაციის დაშლის მოთხოვნით არ ეფუძნებოდა ფაქტების გონივრულ შეფასებას. მეტიც, პრევენციული ზომები, რომელიც მიღებული იყო მოვლენების ძალადობრივი ხასიათის მიღების შემთხვევაში გამართლებული ჩანდა. იგი არ იყო მიმართული მხოლოდ „აბსტრაქტული“ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, არამედ მიზნად ისახავდა ახლომდებარე ინდივიდთა დაცვასაც, მათ შორის მედიის წევრებისა და მომჩივნისაც. რაც შეეხება მომჩივნის ქცევას, სასამართლომ პირველ რიგში აღნიშნა, რომ მისი შესახედაობა დიდწილად არ განსხვავდებოდა დემონსტრანტებისაგან, რადგან მას არ ეცვა განმასხვავებელი სამოსი და არც პრესის სააკრედიტაციო ბარათი იყო ხილული. შესაბამისად, დიდი ალბათობით, დაკავებამდე პოლიციისათვის იოლად შესამჩნევი არ იყო, რომ იგი ჟურნალისტი გახლდათ. მომჩივანს რომ ნდომოდა პოლიციის მიერ მისი ჟურნალისტობის მეყსიერი იდენტიფიკაცია, მას უნდა ჩაეცვა განსხვავებული სამოსი, ხილულად ეტარებინა პრესის ნიშანი მთელი დროის განმავლობაში ან მიეღო სხვა შესაბამისი ზომა. ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს პოლიციის ქმედებებს, ვალდებულია იცოდეს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობის შედეგი და მისი უგულვებელყოფით, მან გააზრებულად იკისრა დაკავების საფრთხე. ასევე, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ მომჩივანს არ შეეძლებოდა პროფესიული საქმიანობის განხორციელება იქვე, ოდნავ მოშორებით დახევისა და კორდონს მიღმა გასვლის ბრძანების დამორჩილების შემთხვევაში.
რაც შეეხება მომჩივნის პატიმრობას, მართალია იგი პოლიციის სადგურში 17,5 საათი ამყოფეს, მაგრამ მისი, როგორც ჟურნალისტის სტატუსის გამო იგი ერთ-ერთი პირველი დაკითხეს და გაათავისუფლეს. ასევე, მართალია არ იკვეთება თუ როგორ მოეპყრნენ მის ფოტო კამერასა და მეხსიერების ბარათებს დაკავების შემდეგ, მაგრამ არ ჩანს, რომ მომხდარიყოს მისი აპარატურის კონფისკაცია რაიმე ეტაპზე და მას მისცეს საშუალება შეენარჩუნებინა გადაღებული ყველა ფოტო, გამოყენებაზე ყოველგვარი შეზღუდვის დაწესების გარეშე.
რაც შეეხება მსჯავრდებას, მართალია მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, მას სასჯელი არ დაეკისრა. მომჩივნის ჟურნალისტურ თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა უკიდურესად შეზღუდული იყო იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენის გაშუქება მან ჯეროვნად შეძლო. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სისხლისსამართებრივი მსჯავრდება მოჰყვა მომჩივნის არა ჟურნალისტურ საქმიანობას, არამედ უარს დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებას დემონსტრაციის დასასრულს, როდესაც პოლიციამ მიიჩნია, რომ უკვე იწყებოდა არეულობა. ამ მხრივ ის ფაქტი, რომ მომჩივანი ჟურნალისტი იყო, იქ მყოფ სხვა პირებთან შედარებით არ წარმოადგენდა პრეფერენციული ან განსხვავებული მოპყრობის საფუძველს. მართლაც, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობის კანონმდებლობა სპეციალურ სტატუსს არ ანიჭებს ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი არ ემოჩილებიან პოლიციის ბრძანებებს დატოვონ დემონსტრაციის ადგილი. ასევე, პასუხისმგებლობითი ჟურნალიზმის არსი მოითხოვს, რომ როდესაც ჟურნალისტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის მორჩილების ზოგად ვალდებულებასა და ინფორმაციის გავრცელების პროცედიულ ვალდებულებას შორის, თუკი იგი აირჩევს მეორეს, მზად უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში იგი აღმოჩნდება სამართლებრივი სანქციების, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, საფრთხის წინაშე. დაბოლოს, სასჯელი მომჩივანს არ დაკისრებია იმის გამო, რომ მისი ქმედება მიჩნეულ იქნა „პატიებადად“: როგორც ჟურნალისტი, იგი აღმოჩნდა ორ ურთიერთსაპირისპირო მოლოდინს შორის, რომელიც ერთის მხრივ ეფუძნებოდა პოლიციის მიერ მოთხოვნას, ხოლო მეორე კი დამქირავებლის მითითებას. შესაბამისად, მომჩივნის მსჯავრდება წარმოადგენდა მხოლოდ ფორმალურ დასკვნას მასზედ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ნაკლებსავარაუდოა ჰქონოდა რაიმე სახის „გამაგრილებელი ეფექტი“ დემონსტრაციებში მონაწილე პირებზე. მომჩივნის მსჯავრდება, შესაბამისად, მიჩნეული იქნა კანონიერი მიზნის პროპორციულად.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ).
(იხ. აგრეთვეStoll v. Switzerland [GC], 69698/01, 10 დეკემბერი 2007, საინფორმაციო ბროშურა N. 103; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], 48876/08, 22 აპრილი 2013, საინფორმაციო ბროშურა N. 162; დაMorice v. France [GC], 29369/10, 23 აპრილი 2015, საინფორმაციო ბროშურა N. 184)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy