დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №160
თებერვალი 2013
პეტკო პეტკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ - 2834/06
გადაწყვეტილება 19.2.2013 [IV სექცია]
მუხლი 6
სამოქალაქო პროცესი
მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
რეტროსპექტული განცხადება პრეცედენტული სამართლის ცვლილების თაობაზე უკვე დაწყებულ სამართალწარმოებაზე გაუთვალისწინებელი შედეგებით: დარღვევა
ფაქტები- 2003 წელს, მამის გარდაცვალების შემდგომ, მომჩივანმა აღძრა სარჩელი მისი ბიძის წინააღმდეგ, რომელმაც მემკვიდრეობით სრული ქონება და მთელი ცხოვრების საჩუქრები მიიღო, სავალდებულო წილის მოთხოვნით 1949 წლის მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად. კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი სავალდებულო წილის მომჩივნისგან მოითხოვს, წარმოადგინოს ქონების აღწერა, სადაც სარჩელის მოპასუხე არ იყო „კანონით მემკვიდრე“. აღნიშნული ტერმინი არ იყო კანონით განსაზღვრული, მაგრამ 1964 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებითი გადაწყვეტილების საგანი გახლდათ. ამ განმარტებით გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მომჩივანმა მისი მოთხოვნის მხარდასაჭერად აღწერა არ წარადგინა. მის სარჩელს საბოლოოდ უარი ეთქვა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ 2005 წლის 4 თებერვლის ახალ გადაწყვეტილებაში რეინტერპრეტაცია გაუკეთა ტერმინს - „კანონით მემკვიდრე“ - ისეთი გზით, რომელიც ნიშნავდა, რომ მომჩივანს უნდა წარედგინა აღწერა. რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო, რადგან დადგენილი დრო ამოწურული იყო.
სამართალი – მე-6 მუხლის 1 ნაწილი: 1949 წლის მემკვიდრეობის შესახებ კანონის მომჩივნისადმი მოთხოვნა აღწერის მომზადების თაობაზე, მაშინ როცა სარჩელის მოპასუხე არ იყო „კანონით მემკვიდრე“, დანახული უნდა იყოს არა როგორც მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, არამედ როგორც პროცედურული ბარიერი შიდა სასამართლოების ძალაუფლების ხელში, რათა განსაზღვრონ უფლება. ასე რომ, მომჩივნის მიერ აღძრული სარჩელი ხვდებოდა მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „კანონით დადგენილი“ არ იყო კანონით განსაზღვრული, 2005 წლამდე უზენაესი სასამართლოს მიერ ისეთი გზით იყო განმარტებული, რომ როდესაც სარჩელი შეიტანა 2003 წელს, მომჩივანი გონივრულად მოელოდა, რომ აღწერის მოთხოვნა არ გამოიყენებოდა. ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ 2005 წელს ტერმინს რეინტერპრეტაცია გაუკეთა. ახალმა ინტერპრეტაციამ არამარტო მომჩივნის სარჩელის პრევენცია მოახდინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული აღწერის გარეშე, იგი ასევე, გახდა გადაულახავი დაბრკოლება მისი ნებისმიერი ცდისათვის მომავალში, რათა დაიბრუნოს სავალდებულო წილი, რადგან დადგენილი დრო აღწერის მოსამზადებლად დიდი ხნის წინ გავიდა. პრეცედენტული სამართლის განვითარება თავისთავად არ იყო შესაბამისი მართლმსაჯულების განხორცილების საწინააღმდეგო, წინა საქმეებში სადაც შიდა იურისპრუდენციის ცვლილებამ გავლენა იქონია განსახილველ სამოქალაქო სამართალწარმოებაზე, სასამართლო კმაყოფილი იყო იმით, რომ სამართალი რა გზითაც განვითარდა, კარგად იყო ცნობილი მხარეთათვის, ან სულ მცირე გონივრულად განჭრეტადი იყო და რომ მათი სამართლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით გაურკვევლობა არ არსებობდა. სანამ პირველადი მდგომარეობის აღდგენის პროცესი და სხვა სამართლებრივი განვითარება, რამაც მიიყვანა უზენაესი სასამართლო ტერმინის - „კანონით მემკვიდრის„ - ინტერპრეტაციის შეცვლამდე ცნობილი იყო, აღმოჩნდა, რომ საკასაციო დონეზე განსახილველ საქმეთა, ისეთი როგორიცაა მომჩივნის საქმე, ახალი ინტერპრეტაციის შედეგად ორიენტაციის შეცვლა არ იყო განჭვრეტადი. მართლაც, უზენაესმა სასამართლომ შემდგომ გადაწყვეტილებებში დაადგინა, რომ უფრო დაბალი სასამართლოები აღწერის ფორმალურ მოთხოვნას ფაქტიურად ძალიან მკაცრად განმარტავდა, როდესაც იმ საქმეებს უსადაგებდა, სადაც მოპასუხეს მემკვიდრეობით მთელი ქონება ჰქონდა მიღებული.
სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ამ მოთხოვნით მიღწეული სხვაგვარი გონივრული მიზანი არ იქნებოდა მოპოვებული დაპირისპირებულ სასამართლოში ვიდრე მოჩივნის სარჩელზე მთლიანად უარის თქმა. ასევე აღინიშნა, რომ უზენაესის სასამართლოს 2005 წლის განჩინება არ შეიცავდა დათქმას განსახილველ სამართალწარმოებაზე მის გამოყენებადობასთან დაკავშირებით. განსხვავებით Legrand v. France საქმისგან, სადაც საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ახალ სამართლებრივ პრინციპს იმ საქმეში მომჩივნისთვის არ ჰქონდა ჩამორთმევის შედეგი – რეტროსპექტულადაც კი – მათი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომის უფლების თაობაზე, მოცემულ საქმეში პროცედურული მოთხოვნების განუჭვრეტობა გამოყენებული იყო რეტროაქტიულად განხილვად სამართალწარმოებაზე და ამგვარად შეიზღუდა მომჩივნის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმდენად, რომ მისი არსი გაუარესდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 1 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.
(იხ. Legrand v. France, no. 23228/08, 2011 წლის 26 მაისი, საინფორმაციო ბროშურა ნომ. 141)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy