© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეოთხე სექცია
საქმე პეტროპალოვსკისი ლატვიის წინააღმდეგ
(საჩივარი no. 44230/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
13 იანვარი 2015
საბოლოო
01/06/2015
ეს გადაწყვეტილება იქცევა საბოლოოდ კონვენციის 44–ე მუხლის მეორე პუნქტში ასახული გარემოებების შესაბამისად. ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე პეტროპალოვსკისი ლატვიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
პავი ჰირველა, თავმჯდომარე
ინეტა ზიემალე,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაჯიევა,
ქრისტოფ ვოტიჟეკი,
ფარის ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები,
და ფრანსუა ელენს-პასოსი, სხდომის გამწესრიგებელი,
ითათბირა 2014 წლის 18 ნოემბერს და 9 დეკემბერს განმარტოებით და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბოლოს მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (# 44230/06) ლატვიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა ლატვიის რესპუბლიკაში „მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის“ ბ-ნი იურიუს პეტროპავლოსკისის („მომჩივანი“) მიერ 2006 წლის 10 ოქტომბერს.
2. მომჩივანის წარმომადგენელი იყო ბ-ნი ა. დიმიტროვი, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებდა ბრიუსელში. ლატვიის მთვარობას („მთავრობა“) მისი წარმომადგენლები ქ-ნი რაინე და შემდეგ ქ–ნი ლიცე იცავდნენ.
3. მომჩივანი დაობდა კონვენციის მე-10-ე, მე-11-ე და მე-13-ე მუხლების ფარგლებში, რომ ნატურალიზაციის გზით ლატვიის მოქალაქეობაზე თვითნებური უარი წარმოადგენდა სადამსჯელო ღონისძიებას, რომელიც მას დაეკისრა სახელმწიფოს მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო.
4. 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ საჩივარი დასაშვებად სცნო და შეუერთდა მთავრობის პრეტენზიის არსებით მხარეს სასამართლოს იურისდიქციის ratione materiae–ს შესახებ (გარემოებათა გამო, რომლებიც დაკავშირებულია განხილვის საგანთან).
5. მომჩივანმა და მთავრობამ დამოუკიდებლად წარადგინეს წერილობითი არგუმენტები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით (რეგლამენტის 59-ე მუხლის § 1).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივანი დაიბადა 1955 წელს და ცხოვრობს რიგაში.
7. 1998 წლის 29 ოქტომბრამდე, როდესაც ლატვიის პარლამენტმა (Saeima) მიიღო კანონი განათლების შესახებ საგანმანათლებლო პროცესი სახელმწიფო და მუნიციპალურ სკოლებში ტარდებოდა ლატვიურ და რუსულ ენებზე, გაგრძელდა ის პრაქტიკა რაც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. განათლების შესახებ კანონმა, რომელიც ძალაში 1999 წლის 1 ივნისს შევიდა, დაადგინა, რომ სწავლების ერთადერთი ენა როგორც სახელმწიფო ისე მუნიციპალურ სკოლებში იქნებოდა სახელმწიფო ენა – ლატვიური. კანონით ასევე დადგინა, რომ სწავლების ენა კერძო სკოლებში შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ენა, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ სკოლებში, სადაც ეროვნული უმცირესობებისთვის სპეციალური კურიკულუმით ხდებოდა სწავლება და ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში კანონით დადგენილი წესით. სახელმწიფო და მუნიციპალურ სკოლებში, რომლებიც ეროვნული უმცირესობებისთვის პროგრამებს ახორციელებენ, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს იმ საგნებს, რომლებიც სახელმწიფო ენაზე ისწავლება (ნაწილი 9(1) და (2)) და ასევე განათლების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო სპეციალური რეგულაციების წარდგენა მინისტრთა კაბინეტისთვის 1999 წლის 1 სექტემბრისთვის (გარდამავალი დებულებები; პუნქტი 3). ასევე დადგინდა რომ სახელმწიფო ენის სწავლა და გამოცდის ჩაბარება დაწყებითი და საშუალო განათლების სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულო იყო ყველასთვის (ნაწილი 9(3)).
8. 2003–2004 წლებში მომჩივანი აქტიურად იყო ჩართული განათლების რეფორმის საპროტესტო აქციებში. იგი იყო ერთ–ერთი წამყვანი ლიდერი მოძრაობის სახელად „რუსული სკოლების დაცვის შტაბი“ (“Krievu skolu aizstāvības štābs” in Latvian), რომელიც მონაწილეობას იღებდა განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქციებში. იგი მონაწილეობას იღებდა განათლების რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და აკეთებდა საჯარო განცხადებებს და მხარს უჭერდა რუსულენოვანი თემის განათლების რუსულად მიღების უფლებას და სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული რუსულენოვანი სკოლების შენარჩუნებას, სადაც სწავლების ერთადერთი ენა იქნებოდა რუსული. მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა მედიაში გაშუქებული ამ საპროტესტო აქციების ჩანაწერები 2003 წლის 28 ივნისიდან 2005 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდისთვის, მათ შორის ლატვიური საინფორმაციო სააგენტოს LETA–ს საინფორმაციო მასალები და ყოველდღიურ გაზეთებში Diena და Lauku Avīze–ში გამოქვეყნებული სტატიები და ასევე რეგიონულ გაზეთში Novaja Gazeta რუსულ ენაზე გამოქვეყნებული სტატია. ჯამში ცამეტი საინფორმაციო ანგარიში და სტატია იყო წარმოდგენილი.
9. რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეკრებების და დემონსტრაციების შემდეგ, პარლამენტმა 2004 წლის 5 თებერვალს მიიღო განათლების კანონში ცვლილებები და დამატებები. ახალი ტექსტის მიხედვით 2004 წლის 1 სექტემბრიდან ყველა საშუალო განათლების დაწესებულება სახელმწიფო თუ მუნიციპალური, რომლებიც ახორციელებენ ეროვნული უმცირესობების პროგრამებს ვალდებულნი არიან სწავლება განახორციელონ სახელმწიფო ენაზე კურიკულუმის არა ნაკლებ 60%–ისა, მათ შორის უცხო ენა იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომლებიც მე–10–ე კლასში იწყებენ სწავლას. ამ სკოლებს ასევე ევალებოდათ, რომ ეროვნული, ინდივიდუალური და კულტურული უმცირესობის კურიკულუმის სწავლება მომხდარიყო უმცირესობის ენაზე (გარდამავალი დებულება, პუნქტი 3)..
10. 2003 წლის ნოემბერში მომჩივანმა მიმართა ნატურალიზაციის საბჭოს (Naturalizācijas Pārvalde) ლატვიის მოქალაქეობის მისაღებად ნატურალიზაციის გზით. 2003 წლის 1 დეკემბერს მან ჩააბარა ნატურალიზაციის გამოცდა (იხილეთ პუნქტი 29 ქვემოთ).
11. ნატურალიზაციის საბჭომ განიხილა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაადგინა, რომ იგი აკმაყოფილებდა მოქალაქეობის შესახებ კანონის მე–11–ე და მე–12–ე მუხლებს და ჩასვა მისი სახელი მოქალაქეობის მიმღებ პირთა სიაში. სია თან ერთვოდა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს და გადაიგზავნა მინისტრთა კაბინეტში (Ministru kabinets) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
12. 2004 წლის 16 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამოეშალა მომჩივანის სახელი სიიდან და ამით უარი უთხრა მას მოქალაქეობის მიღებაზე.
13. 2004 წლის 30 ნოემბერს ნატურალიზაციის საბჭომ შეატყობინა მომჩივანს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თაობაზე.
14. 2004 წლის 7 დეკემბერს მომჩივანმა წამოიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ. მან მიმართა ადმინისტრაციულ საოლქო სასამართლოს (Administratīvā rajona tiesa) და მოსთხოვა მას „დაევალდებულებინა მინისტრთა კაბინეტი მისთვის მიენიჭებინა ლატვიის მოქალაქეობა”. მომჩივანი აცხადებდა, რომ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციული აქტი და არ შეიძლება ის მიჩნეულ იქნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. მან მიიჩნია inter alia რომ პირი აკმაყოფილებს ლოიალობის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს მოქალაქეობის კანონის მოთხოვნებს და მხოლოდ კანონით დადგენილი შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს ასეთ პირზე. მან ასევე მიიჩნია, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი იყო არაკანონიერი; თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესაბამისად მისი მოსაზრებები არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო უარის საფუძვლად. მან განაცხადა, რომ მისი სახელი სიიდან ამოიშალა მხოლოდ მისი “გაერთიანებულ ლატვიაში ადამიანის უფლებებისთვის“ (“Par cilvēka tiesībām vienotā Latvijā”, abbreviated to PCTVL) პოლიტიკურ პარტიაში მონაწილეობის და მისი საჯარო განცხადებების გამო. PCTVL წარადგინა მისი კანდიდატურა რიგის მერობაზე, მაგრამ მოქალაქეობაზე უარის შედეგად მას შეეზღუდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
15. 2004 წლის 10 დეკემბერს მომჩივანმა მისცა ინტერვიუ ყოველდღიური გაზეთი Lauku Avīze–ს ჟურნალისტს. მისი პასუხი შეკითხვაზე თუ რამდენად ჰქონდა მას იმედი საქმის მოგების ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:
“თუ მე მოვინდომებდი პოლიტიკური ძალაუფლების მიღებას, მაშინ მე უკვე დიდი ხნის წინ მივიღებდი ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობას და არჩეული ვიქნებოდი პარლამენტის წევრად. ლატვიაში სასამართლოში საქმის მოგების შანსები ორმოცდაათი–ორმოცდაათზეა. მაგრამ მე ეს არ მინდა. გულწრფელად რომ გითხრა მე მჭირდება ფართო საერთაშორისო სკანდალი. ჩემი მოქალაქეობის საქმით ჩვენ მივიღეთ დამატებით უფასო საჯაროობა და ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ურთიერთობები PCTVL–თვის.”
16. 2005 წლის 5 იანვარს ადმინისტრაციულ საოლქო სასამართლოში წარმოდგენილ არგუმენტებში, მინისტრთა კაბინეტმა ხაზიგაუსვა, რომ იუსტიცის მინისტრმა გაამახვილა ყურადღება მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის იმ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც პირი, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს ლატვიის მოქალაქეობა უნდა გამოხატავდეს ლოიალობას ლატვიის რესპუბლიკის მიმართ, არა მხოლოდ დაპირების არამედ მოქმედებითაც და მომჩივანის ქმედება კი არ იყო შესაბამისობაში ლატვიის რესპუბლიკის ერთგულების ფიცთან. მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ მომჩივანის მოქმედებები მოცემული მომენტისთვის არ გამოხატავდა ლოიალობას ლატვიის რესპუბლიკის მიმართ.
17. მინისტრთა კაბინეტმა დამატებით არგუმენტებში, რომელიც 2005 წლის 17 ნოემბერს ადმინისტრაციულ საოლქო სასამართლოში წარადგინა და რომელშიც დაობდა, რომ inter alia, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ემყარებოდა მომჩვანის ქცევას; ნათელი იყო რომ მას არშეეძლო გულწრფელი ერთგულების ფიცის დადება. ეს დადასტურებული იყო მისი საჯარო განცხადებებით, რომელიც ცხადყოფდა, რომ მას არ ჰქონდა ნამდვილი კავშირი ლატვიის რესპუბლიკასთან, რომ მას არ სურდა მსგავსი კავშირის დამყარება და რომ მან მოქალაქეობის მიღებისთვის მიმართა პოლიტიკურ კამპანიას იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინა ლატვიის რესპუბლიკისთვის. მინისტრთა კაბინეტმა მოახდინა იმ განცხადებების ციტირება, რომელიც მან გააკეთა 2004 წლის 10 დეკემბერის ინტერვიუს მსვლელობისას (იხილეთ პუნქტი 15 ზემოთ). „დემოკრატიის უნარი დაიცვას საკუთარი თავი“ პრინციპზე დაყრდნობით, იგი აცხადებდა რომ ეროვნული უსაფრთხოება, სხვების და სახელმწიფო ენის დაცვა წარმოადგენდა დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ევალებოდა. მომჩვანის საჯარო განცხადებებმა ცხადყო, რომ მისი მოქმედებები მიმართული იყო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და მისი სურვილი გამხდარიყო ლატვიის მოქალაქე ამ მიზანს ემსახურებოდა. მისი განცხადებები და მოქმედებები წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს: (i) მომჩვანი იყო იმ ორგანიზაციის ლიდერი, რომლის მოქმედებები მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების არევისკენ[1]; (ii) ორგანიზაციის საქმიანობა მიუთითებდა ძალადობის გამოყენების შესაძლებლობაზე[2]; (iii) მომჩვანის განცხადებები მიუთითებდა, რომ იგი მზად იყო ძალადობის გამოყენებისთვის[3]; (iv) მომჩვანის მოქმედებები ახდენდა მისი დაუმორჩილებლობის დემონსტრირებას მიეცა ნება სახელმწიფო უწყებებისთვის გამოეყენებინათ ლეგიტიმური კონტროლი ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებაზე[4]; და (v) მომჩვანის ნამდვილი მიზანი არ იყოს ლატვიის მოქალაქეობის მიღება არამედ ორგანიზებული კამპანიის განხორციელება, რომელიც მიმართული იყო და წაახალისებდა პოლიტიკურ სკანდალს.[5]
18. 2005 წლის 16 დეკემბერს ადმინისტრაციულმა საოლქო სასამართლომ გადაწყვიტა შეეწყვიტა სამართალწარმოება საქმის არსებითი განხილვის გარეშე. სასამართლომ დაასკვნა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ლატვიის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით (lēmums par personas uzņemšanu Latvijas pilsonībā) იყო „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ (იხილეთ პუნქტი 33 ქვემოთ) და შესაბამისად არ ექვემდებარება სასამართლო გადასინჯვას. მომჩვანმა გაასაჩივრა და განაცხადა, რომ inter alia, მოქალაქეობის შესახებ კანონი არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც პოლიტიკური იარაღი და რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს სრული იურისდიქცია ასეთ გადაწყვეტილებებზე.
19. 2006 წლის 13 თებერვალს ადმინისტრაციულმა რეგიონულმა სასამართლომ (Administratīvā apgabaltiesa) ძალაში დატოვა ადმინისტრაციული საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე გაითვალისწინა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. მომჩივანმა გაასაჩივრა და განაცხადა, რომ inter alia, რომ მოქალაქეობის მინიჭება არ შეიძლება პოლიტიკურ იარაღად იყოს გამოყენებული და რომ სასამართლოს იურისდიქცია სრულად უნდა ვრცელდებოდეს მსგავს გადაწყვეტილებებზე.
20. 2006 წლის 11 აპრილს უზენაესი სასამართლოს სენატის ადმინისტრაციულმა პალატამ (Augstākās tiesas Senāta Administratīvo lietu departaments) ძალაში დატოვა ადმინისტრაციული რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონის შესაბამისად ნატურალიზაციის საბჭომ უნდა მოამზადოს გადაწყვეტილების პროექტი და დაადგინოს სამართლებრივი ფაქტები. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იყო მინისტრთა კაბინეტის მიერ კენჭისყრის გზით, რომელიც ეფუძნებოდა ნატურალიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს. კაბინეტის წევრებს არ მოეთხოვებოდათ საკუთარი ხმის დასაბუთება და კანონი ასევე არ ადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დეტალებს ამ საკითხთან მიმართებით. სასამართლომ დაადგინა, inter alia, რომ:
“[8.3] ... მინისტრთა კაბინეტი სარგებლობს შეუზღუდავი კომპეტენციით მოქალაქეობის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით იმ პირისთვის, რომელიც ნატურალიზაციის საბჭოს მიერ დადგინდა, რომ აკმაყოფილებს ნატურალიზაციის მოთხოვნებს. მსგავსი შეუზღუდავი მოქმედების უფლება, რომელიც განსხვავდება ნატურალიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტლების მიღების დეტალური რეგულაციისგან, ადგენს რომ მინისტრთა კაბინეტი მსგავს შემთხვევაში ასრულებს არა ადმინისტრაციულ არამედ კონსტიტუციურ ფუნქციას. შესაბამისად მინისტრთა კაბინეტი ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ორგანოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისთვის. შესაბამისად დამატებით საჩივარში წარმოდგენილი არგუნებტი რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ადმინისტრაციული აქტის ყველა კრიტერიუმს უსაფუძვლოა.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, [ადმინისტრაციული საოლქო სასამართლოს] გასაჩივრებული გადაწყვეტილების არა ადმინისტრაციულ აქტად, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიჩნევა სწორია. ...
[10] ადმინისტრაციული პალატის აზრით, თუ პირი აკმაყოფილებს ნატურალიზაციის ყველა მოთხოვნას და თუ ნატურალიზაციაზე შეზღუდვები არ მოქმედებს, მაშინ არსებობს სუბიექტური უფლება მოქალაქეობის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილების პროექტისა, რომელიც უნდა გადაისინჯოს მინისტრთა კაბინეტის მიერ.
[11] ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა არ ადგენს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურებს, არ ნიშნავს რომ ეს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს, ისე როგორც ადმინისტრაციული აქტი, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ლატვიაში არ მოქმედებს დადგენილი პრაქტიკა სამართლებრივ აქტში expressis verbis მითითების თაობაზე, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას ...
[12] ... ადმინისტრაციული პალატის აზრით, ლატვიის კანონმდებლობა ნატურალიზაციის შესახებ გადაწყვეტილბების მონიტორინგის (kontrolēt) საშუალებას იძლევა. ნატურაოიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ როდესაც მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ არის კანონთან შესაბამისი, საზოგადოებრივ პროკურორს შეუძლია შეიტანოს მოთხოვნა საზედამხედველო გადასინჯვის თაობაზე (protests) პროკურატურის შესახებ კანონის მე-19-ე მუხლის შესაბამისად. ასე რომ მომჩივანის მითითება მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12-ე მუხლზე უსაფუძვლოა.”
21. მომჩივანს დღემდე განმეორებით არ მიუმართავს ნატურალიზაციის გზით ლატვიის მოქალაქეობის მისაღებად.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. კონსტიტუცია (Satversme)
22. კონსტიტუციის მე-4-ე მუხლის მიხედვით ლატვიური ენა არის სახელმწიფო ენა ლატვიის რესპუბლიკაში.
23. კონსტიტუციის მე-100-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება, რომელიც მოიცავს ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას და საკუთარი მოსაზერებების გამოხატვას. ცენზურა აკრძალულია. 24. კონსტიტუციის 102-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის და სხვა საზოგადოებრივი ორგანზიაციის შექმნის და იქ გაწევრიანების უფლება.
25. კონსტიტუციის 103-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო იცავს წინასწარ გამოცხადებული მშვიდობიანი შეკრების, ქუჩის საპროტესტო აქციის და დემონასტრაციების თავისუფლებას.
26. 116-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებები დადგენილი inter alia, მუხლი 100, 102 და 103 შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში მხოლოდ სხვა ადამიანების უფლებების, სახელმწიფოს დემოკრატიული სტრუქტურის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კეთიდლღეობის და მორალის დაცვის მიზნით. ამ მუხლით დადგენილი პირობებით შეზღუდვები ასევე შეიძლება დაეკისროს რელიგიური რწმენის გამოხატვის უფლებასაც.
B. კანონი მოქალაქეობის შესახებ (Pilsonības likums), იმ ფორმით რა ფორმითაც ის ძალაში იყო მოცემულ დროს
27. მოქალაქეობის შესახებ კანონის მუხლი 1(1) ადგენს, რომ ლატვიის მოქალაქეობა წარმოადგენს მტკიცე სამართლებრივ კავშირს (noturīga tiesiska saikne) პირსა და ლატვიის სახელმწიფოს შორის (Latvijas valsts). უფრო ზოგადად, ლატვიის კანონმდებლობა მოქალაქეობის და იმიგრაციის შესახებ ანსხვავებს ადამიანების რამოდენიმე კატეგორიას და თითოეულს ანიჭებს კონრეტულ სტატუსს. ეს ყველაფერი შეჯამებულია გადაწყვეტილებაში საქმეზე სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko v. Latvia) ([GC], no. 48321/99, §§ 50-53, ECHR 2003 X) და სისოევა და სხვები ლატვიის წინააღმდეგ (Sisojeva and Others v. Latvia) ((საქმის ამოშლა) [GC], no. 60654/00, §§ 46-47, ECHR 2007 I).
28. მე–11–ე მუხლში ჩამოთვლილია ნატურალიზაციის შეზღუდვები. იგი ადგენს, inter alia, რომ ის პირები, რომლებიც არაკონსტიტუციური მეთოდებით მოქმედებენ ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს დემოკრატიულ საპარლამენტო სტრუქტურის ან ლატვიის არსებული სახელმწიფო სტრუქტურის წინააღმდეგ და ეს დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვერ მიიღებენ მოქალაქეობას.
29. მუხლი 12 ადგენს შემდეგს:
“(1) მხოლოდ ის პირები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან მოქალაქეთა რეესტრში შეიძლება მიიღონ ლატვიის მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით და როდესაც:
1) მათი მუდმივი საცხოვრებელი, ნატურალიზაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღის შემდეგ, იმყოფებიან ლატვიაში არა ნაკლებ ხუთი წლის განმავლობაში, რომლის ათვლაც იწყება 1990 წლის 4 მაისიდან (იმ პირებისთვის, რომლებიც ლატვიაში 1992 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩავიდნენ საცხოვრებლად ხუთ წლიანი ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც პირმა მიიღო მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
2) ისინი ფლობენ [prast] ლატვიურ ენას;
3) მათ იციან [zināt] ლატვიის რესპუბლიკის კონსტიტუცია და კონსტიტუციური სამართალი [1991 წლის 10 დეკემბერი] ადამიანის და მოქალაქეთა უფლებების და ვალდებულებების შესახებ;
4) მათ იციან ეროვნული ჰიმნის ტექსტი და ლატვიის ისტორია;
5) მათ აქვთ კანონიერი შემოსავალი;
6) მათ დადეს ლატვიის რესპუბლიკისადმი ერთგულების ფიცი;
7) მათ წარმოადგინეს შეტყობინება ძველ მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და მიიღეს ექსპატრიაციის ნებართვა მათი მოქალაქეობის ყოფილი სახელმწიფოსგან, თუ მსგავსი ნებართვის გაცემას ითვალისწინებს სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ან წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის დაკარგვას ან თუ ისინი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები რომლის მუდმივი საცხოვრებელი 1990 წლის 4 მაისიდან არის ლატვია, სეტრტიფიკატი დამადასტურებელი იმისა, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღიათ, და
8) ისინი არ ექვემდებარებიან ნატურალიზაციის შეზღუდვებს, რომელიც კანონის მე-11-ე მუხლით რეგულირდება.
(2) მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებენ შეიძლება გახდნენ ლატვიის მოქალაქეები ნატურალიზაციის გზით. ...
(6) პირები, რომელთა მოთხოვნა მოქალაქეობის შესახებ უარყოფილ იქნა, უფლებამოსილნი არიან თავიდან შეიტანონ წინა გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.”
30. მუხლი 17(1) ადგენს, რომ ნატურალიზაციის საბჭო იღებს და განიხილავს ნატურალიზაციის შესახებ განაცხადებას. ნატურალიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარს ეუბნებიან პირს ნატურალიზაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მუხლი 17(3)). მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მინისტრთა კაბინეტის მიერ (მუხლი17(2)).
31. მოცემულ დროს (საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენამდე 2013 წლის 1 ოქტომბერს) მე-18-ე მუხლის მიხედვით ყველა პირი ვისაც ლატვიის მოქალაქეობა ენიჭებოდა ვალდებული იყო ლატვიის რესპუბლიკისადმი ერთგულების შემდეგი ფიცისთვის მოეწერა ხელი:
“მე, (სახელი, გვარი) დაბადებული (დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი), ვფიცავ ვიქნები ლატვიის რესპუბლიკის ერთგული.
პირობას ვდებ, რომ პატიოსნად დავიცავ მის კონსტიტუციას და ლატვიის რესპუბლიკის კანონებს და ყველანაირად ვეცდები მის დაცვას.
მე პირობას ვდებ, რომ დავიცავ ლატვიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას (Latvijas valsts) და პატიოსნად ვიმუშავებ და ვიცხოვრებ იმისათვის რომ გავაუმჯობესო ლატვიის სახელმწიფოს და მისი ხალხის კეთიდლღეობა.“
32. 2013 წლის 1 ოქტომბერს რამოდენიმე ცვლილება შევიდა მოქალაქეობის შესახებ კანონში, მათ შორის ყველა ზემოთ ხსნებულ დებულებაში
C. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა (Administratīvā procesa likums)
33. ადმინისტრაციული საპროცესო კანონის მუხლი 1(3)-ის მიხედვით (2004 წლის 1 თებერვლიდან 2006 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით), ადმინისტრაციული აქტი არის გარეთ მიმართული სამართლებრივი ინსტრუმენტილ, რომელიც გაიცემა საჯარო პირის მიერ (iestāde) საჯარო სამართლის სფეროში ინდივიდუალურად დასახელებული პირის (პირების) მიმართ, კონკრეტული სამართლებრივი (tiesiskās attiecības) ურთიერთობების დამყარების, გაუქმების, განსაზღვრის ან შეწყვეტის ან არსებული სიტუაციის განსაზრვრის მიზნით. სამართლებრივი სტატუსის დადგენის, გაუქმების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ან მოხელის (amatpersona) დისციპლინური სასჯელი, რომელიც ექვემდებარება საჯარო მოხელეს (īpaši pakļauta persona), ასევე სხვა გადაწყვეტილებები თუ ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საჯარო მოხელის ან პირის ადამიანის უფლებებზე, რომლებიც ექვემდებარება საჯარო მოხელეს ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. გადაწყვეტილება ან საჯარო მოხელის სხვა ტიპის მოქმედება კერძო სამართლის სფეროში, და შიდა გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს თავად საჯარო მოხელეზე მხოლოდ, ან მის დაქვემდებარებულ პირზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს; პოლიტიკური გადაწყვეტილება (პოლიტიკური განცხადება, დეკლარაცია, მოწვევა, გაფრთხილება მოხელის არჩევნების შესახებ და მსგავსი) პარლამენტის (Saeima), პრეზიდენტის, მინისტრთა კაბინეტის ან ადგილობრივი მთავრობის, ქალაქის (ოლქის, საეკლესიო საბჭოს) გადაწყვეტილებები, ასევე გადაწყვეტილებები სისხლის სამართლებრივ წარმოებაზე და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასევე არ არის ადმინისტრაციული აქტი.
D. მინისტრთა კაბინეტის რეგულაცია #34 (1999), „ნატურალიზაციის შესახებ განცხადების მიღება და დამუშავება“
34. მინისტრთა კაბინეტის რეგულაცია #34 (1999), „ნატურალიზაციის შესახებ განცხადების მიღება და დამუშავების“ შესახებ მუხლი 32 (Naturalizācijas iesniegumu pieņemšanas un izskatīšanas kārtība), რომელიც ძალაში 1999 წლის 5 თებერვლიდან 2011 წლის 9 ივლისამდე იყო ადგენს გარკვეულ საფუძვლებს, რომლის მიხედვითაც ნატურალიზაციის საბჭოს ხელმძღვანელს უფლება აქვს უარი უთხრას პირს ნატურალიზაციაზე. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას მაგალითად თუ დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა, რომ პირმა განზრახ არასწორი ინფორმაცია წარმოადგინა (პუნქტი 32.1), ან თუ განაცხადის გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი ნატურალიზაციისთვის ან მსგავსი საფუძველი ამოიწურა (პუნქტი 32.2).
35. იმ შემთხვევაში თუ პირის ნატურალიზაცია უნდა მოხდეს მაშინ ნატურალიზაციის საბჭოს მოხელე იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც პირის ნატურალიზაციის დოკუმენტებშია, ამზადებს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების პროექტს ლატვიის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭების თაობაზე (პუნქტი 33). ნატურალიზაციის საბჭო აცნობებს პირს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე (პუნქტი 34).
E. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
36. 2010 წლის 13 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ (Satversmes tiesa) გამოიტანა გადაწყვეტილება #2009-94-01 მოქალაქეობის შესახებ კანონის გარდამავალი დებულებების პირველი პარაგრაფის მეორე წინადადების ზოგიერთი ტერმინების შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციის 1 და 2 მუხლებთან და ასევე 1990 წლის 4 მაისის „ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“ დეკლარაციის პრეამბულასთან. ეს საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიმართვის საფუძველზე (Augstākās tiesas Senāta Administratīvo lietu departaments) სადაც გადასაწყვეტი იყო კანონით დადგენილი ორმაგი მოქალაქეობის პირობები შესაბამისობაში იყო თუ არა ლატვიის სახელმწიფოს უწყვეტობის დოქტრინასთან. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ სამართლებრივი რეგულაცია შესაბამისობაში იყო კონსტიტუციასა და დეკლარაციასთან. ამ გადაწყვეტილების შესაბამისი დებულებები შემდეგნაირად იკითხება:
“16. მომჩივანი აცხადებს, რომ მოქალაქეობა განხილული უნდა იყოს როგორც ადამიანის უფლებები და რომ სადაო დებულებები არ არის შესაბამისობაში პროპორციულობის და სამართლებრივი უდავოობის პრინციპთან, რომელიც კონსტიტუციის პირველი მუხლიდან გამომდინარეობს.
16.1. საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი პრეცედენტული სამართლით დაადგინა, რომ ის ითვალისწინებს დემოკრატიული რესპუბლიკის კონცეფციას რაც კონსტიტუციის პირველი მუხლით არის დადგენილი და რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება გაითვალისწინოს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები (tiesiska valsts), როგორიცაა პროპორციულობის და სამართლებრივი უდავოობის პრინციპი ....
მოქალაქეობის რეგულირების სფეროში სახელმწიფო სარგებლობს განსჯის ფართო ფარგლებით.... მაგრამ ეს ფარგლები ვერ იქნება ულიმიტო. სახელმწიფოს უწყვეტობის დოქტრინის ფარგლებში კანონმდებელს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მოქალაქეობის შენარჩუნება ყველა მოქალაქისთვის ვინც შეინარჩუნა ლატვიის მოქალაქეობა ოკუპაციის პერიოდში და რომ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნები იყოს პროპორციული.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს 1991 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობის მიმართ პირის რწმენა სცდებოდა თუ არა კანონმდებლის დისკრეციას მოქალაქეობის დარეგულირების შესახებ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საკონსტირუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ სადაო დებულებები არ არღვევს პირის უფლებას იყოს კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე.
16.2. [დადგენილია] პირის მოქალაქეობა ან პირის კავშირი სახელმწიფოსთან არის ერთ-ერთი ადამიანის უფლებათაგანი, ვინაიდან ის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15-ე მუხლით არის დადგენილი და შესაბამისად კონსტიტუციის 89-ე მუხლით არის განსაზღვრული. ამ ვადის დაფიქსირება, რომლის ვადის გასვლის შემდეგ პირი ლატვიის მოქალაქედ რეგისტრაციის შემდეგ ვალდებულია შეწყვიტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უთანაბრდება მოქალაქეობის ჩამორთმევას ან მოქალაქეობის ჩამორთმევას en masse ან პირთა ჯგუფისთვის, რომელთა იდენტიფიცირება საერთო ნიშნით შესაძლებელია.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ავტორიტეტულ წყაროს და რომ მისი დებულებების შინაარსი დროთა განმავლობაში დაიხვეწა და ჩამოყალიბდა, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების და დებულებების განვითარების საფუძველი. იმისათვის რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-15-ე მუხლის ზუსტი შინაარსის გადმოცემა მოხდეს, რომელიც სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის 89-ე მუხლის მიხედვით სავალდებულოა, დამატებითი შეფასება არის საჭირო.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15-ე მუხლით დადგენილია, რომ ყველა ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება. ის ანიჭებს პირს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობას. მიუხედავად იმისა, რომ მუხლის შინაარსი დროთა განმავლობაში შეიცვალა და საერთაშორისო სამართლის განვითარებამ გავლენა მოახდინა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებაზე მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, მისი შინაარსი კვლავ შეზღუდულია.
სამართლებრივ მოსაზრებაში [აღნიშნულია], რომ მოქალაქეობა არ არის ბუნებრივი ან გარდაუვალი უფლება, ვინაიდან იგი გამომდინარეობს სუვერენული სახელმწიფოს არსებობიდან ....
ამჟამად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15-ე მუხლი შეიცავს სამ ძირითად ელემენტს: მოქალაქეობის უფლებას ან მოქალაქეობის არ ქონის თავიდან არიდებას; პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე თვითნებურად უარის თქმის აკრძალვას (მათ შორის en masse აკრძალვა); და პირის უფლება შეცვალოს მისი მოქალაქეობა. მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული მოსაზრებების გამო წარმოადგენს მოქალაქეობის თვითნებურ ჩამორთმევას... ამავე დროს, მოქალაქეობის ნებისმიერი ფორმით ჩამორთმევა, რომელიც იწვევს მოქალაქეობის გარეშე დატოვებას მიჩნეულია თვითნებურად ... დისკრიმინაციის აკრძალვა არ შეიძლება ფართოდ იყოს ინტერპრეტირებული; მაგალითად, ენის ცოდნის მოთხოვნა არ მიიჩნევა დისკრიმინაციულად. ამასთანავე, კონსენსუსი შემდეგ ორ საკითხთან დაკაშირებით უნდა იყოს იდენტიფიცირებული: გენდერული თანასწორობა, რაც ნიშნავს მოქალაქეობის არ არსებობის შემცირებას დაოჯახების შემთხვევაში და უფრო ნათლად კი სახელმწიფოს ვალდებულებას მიანიჭოს მოქალაქეობა ყველა ბავშვს, რომელიც მის ტერიტორიაზეა დაბადებული და რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მოაქალაქეობის არ მქონე პირად იქცევა ...”
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
A. მართლმსაჯულების საერთაშორისო მუდმივი სასამართლოს პრეცედენტული საქმეები
37. ტუნისსა და მაროკოში გამოცემული ეროვნული ბრძანებულების (1923 წლის 7 თებერვალს) შესახებ საკუთარ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებაში მართლმსაჯულების საერთაშორისო მუდმივმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“სიტყვები „მხოლოდ ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში“ გულისხმობდა გარკვეულ საკითხებს რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო ერთზე მეტი სახელმწიფოს ინტერესის სფერო და ეს საკითხები არ იყოს დარეგულირებული საერთაშორისო სამართლით. ასეთ საკითხთან მიმართებით თითოეული სახელმწიფო თავად წარმოადგენს მსაჯულს.
ესა თუ ის საკითხი წარმოადგენს თუ არა სახელმწიფოს იურისდიქციას შედარებითი საკითხია და დამოკიდებულია საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე. შესაბამისად საერთაშორისო სამართლის განვითარების არსებულ მდგომარეობაში მოქალაქეობის საკითხი სასამართლოს აზრით სწორედ ამ სფეროს მიეკუთვნება.
მოცემული მოსაზრების მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს ისე რომ ისეთი საკითხი რომელიც საერთაშორისო სამართლით არ რეგულირდება, როგორიც მაგალითად მოქალაქეობაა და სახელმწიფოს უფლება აქვს გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია შეზღუდულია იმ ვალდებულების საფუძველზე, რომელიც მას სხვა სახელმწიფოების მიმართ გააჩნია.”
B. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
38. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ნოტენბომის საქმეზე (ლიხტენშტეინი გვატემალის წინააღმდეგ (Liechtenstein v. Guatemala), 1955 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება), დაადგინა შემდეგი:
“ლიხტენშტეინმა, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა სუვერენულმა სახლემწიფომ მოქალაქეობის მოპოვების, მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების საკუთარი წესები უნდა დადგენოს, რომელსაც მისი სახელმწიფო ორგანოები გამოიყენებენ. არ არის საჭირო იმის განსაზღვრა საერთაშორისო სამართალი ადგენს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვებს გადაწყვეტილების თავისუფლებაზე ამ საკითხთან მიმართებით. ამასთანავე, მოქალაქეობას აქვს დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და ადამიანების უმეტესობისთვის ერთადერთი ეფექტი მოქალაქეობის მიმნიჭებელი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შიგნით. მოქალაქეობა გულისხმობს რომ პირი ვისაც ენიჭება მოქალაქეობა სარგებლობს უფლებებით და შეზღუდულია იმ ვალდებულებებით რომელსაც მოქალაქეობის გამცემი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ადგენს ან აწესებს მისი მოქალაქეებისთვის. ეს უფრო ფართო კონტექსტში რომ განვიხილოთ მოქალაქეობა სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის საკითხს წარმოადგენს. ...
სახელმწიფოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არბიტრაჟის და სასამართლო გადაწყვეტილებების და მწერალთა მოსაზრებების მიხედვით მოქალაქეობა წარმოადგენს სამართლებრივ კავშირს, რომელსაც საფუძვლად კავშირის სოციალური ფაქტი უდევს, არსებობის, ინტერესის და სენტიმენტის ნამდვილი კავშირი თანაზიარი უფლებებთან და ვალდებულებებთან ერთად. სამართლებრივი განმარტების გამოხატვის მიზნით შეიძლება აღინიშნოს, რომ პირი რომელსაც ენიჭება მოქალაქეობა პირდაპირ კანონით ან სახელმწიფო უწყების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით უფრო მეტად უახლოვდება მოქალაქეობის მიმნიჭებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეობის მინიჭება ავალდებულებს ამ სახელმწიფოს დაიცვას მოქალაქე vis-à-vis სხვა სახელმწიფოსი, იმ შემთხვევაში თუ ის საჭიროებს ინდივიდუალური პირის იმ სახელმწიფოსთან კავშირის სამართლებრივ განმარტებას, რომელმაც იგი საკუთარ მოქალაქედ აქცია. ...
ნატურალიზაცია არ არის მარტივი საკითხი. მოქალაქეობის ძიება და მოპოვება არ არის ისეთი რამ რაც ადამიანის ცხოვრებაში ხშირად ხდება. ეს პროცესი გულისხმობს ლოიალობის კავშირის გაწყვეტას და ახალი კავშირის ძიებას და ახალი კავშირის დამყარებას. მას შეიძლება გრძლევადიანი შედეგები ჰქონდეს და საფუძვლიანად შეცვალოს მოქალაქეობის მიმღები პირის ბედი. ეს მას ეხება პირადად და თუ ამ საკითხს მხოლოდ მის საკუთრებასთან დაკავშირებული შედგების ფარგლებში განვიხილავთ მაშინ არასწორად მოვახდენთ მისი მნიშვნელობის განმარტებას. იმისათვის რომ ხაზი გავუსვათ მის საერთაშორისო გავლენას შეუძლებელია იმ გარემოებების იგნორირება, რომელშიც მოხდა მოქალაქეობის მინიჭება, მნიშვნელოვანი მახასიათებელი რომელიც მასთან არის დაკავშირებული, რელაური და ეფექტური, და არა მხოლოდ ვერბალური უპირატესობა ინდივიდუალური პირისა რომელიც ანიჭებს მას მოქალაქეობას.”
C. მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენცია (ევროპის საბჭოს ხელშეკრულებები # 166)
39. ევროპის საბჭოს ძირითადი დოკუმენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებით არის მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც მიღებულია 1997 წლის 6 ნოემბერს და ძალში შევიდა 2000 წლის 1 მარტს. მისი რატიფიცირება მოახდინა ევროპის საბჭოს 20-მა წევრმა სახელმწიფომ. ლატვიამ კონვენციას ხელი მოაწერა 2001 წლის 30 მაისს მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.
40. ამ კონვენციის შესაბამისის დებულებების შემდეგია:
მუხლი 2 – განმარტებები
“ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე:
‘მოქალაქეობა’ გულისხმობს სამართლებრივ კავშირს პირსა და სახელმწიფოს შორის და არ განსაზღვრავს პირის ეთნიკურ წარმომავლობას ...”
მუხლი 3 – სახელმწიფოს კომპეტენცია
“1. ყველა სახელმწიფომ საკუთარი კანონმდებლობით უნდა დაადგინოს თუ ვინ არის მისი მოქალაქე.
2. ეს კანონი შეიძლება მისაღების იყოს სხვა სახელმწიფოების მიერ თუ ის შესაბამისობაშია შესაბამის საერთაშორისო კონვენციებთან, ჩვეულებით საერთაშორისო სამართალთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებით ზოგადად აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებთან.”
მუხლი 4 – პრინციპები
“თითოეული სახელმწიფოს მოქალაქოების შესახებ წესები უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:
a. ყველას აქვს მოქალაქეობის უფლება;
b. მოქლაქეობის არ ქონა თავიდან უნდა იყოს არიდებული;
c. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მისი მოქალაქეობა;
d. არც ქორწინება და არც განქორწინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქლაქეს და უცხოელს შორის, არც ქორწინების დროს მოქალაქეობის შეცვლა ერთ-ერთი მეუღლის მიერ, არ შეიძლება ავტომატურად გავლენას ახდენდეს მეორე მეუღლეზე.”
41. კონვენციის განმართებით ბარათში აღნიშნულია, inter alia, მეორე მუხლთან მიმართებით:
მუხლი 2 – განმარტებები
“22. მოქალაქეობის შესახებ კონცეფცია განვითარდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მიერ ნოტენბომის საქმეზე. ამ სასამართლომ მოქალაქეობა განმარტა, როგორც „სამართლებრივი კავშირი, რომელსაც საფუძვლად კავშირის სოციალური ფაქტი უდევს, არსებობის, ინტერესის და სენტიმენტის ჭეშმარიტი კავშირი თანაზიარი უფლებებთან და ვალდებულებებთან ერთად.’ (ნოტენბომის საქმე (Nottebohm case), ICJ Reports 1955, p. 23).
23. ’მოქალაქეობა“ განმარტებულია კონვენციის მე-2-ე მუხლში, როგორც „სამართლებრივი კავშირი პირსა და სახელმწიფოს შორის და არ განმარტავს პირის ეთნიკურ წარმომავლობას“. ის გულისხმობს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფოს და პირს შორის რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. როგორც უკვე ამ განმარტებითი ბარათის პუნქტი 1-ის სქოლიოშია აღნიშნული კონვენციის გავლენასთან დაკავშირებით ტერმინები „მოქალაქეობა“ და „ეროვნება“ სინონიმებია..”
D. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
42. საქმეზე C-135/08 ჯანკო როტმანი ფრეისტატ ბაიერნის წინააღმდეგ (Janko Rottmann v Freistaat Bayern (2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება), მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა შემდეგი :
“45. წევრმა სახელმწიფოებმა მოქალაქეობის სფეროში საკუთარი ძალაუფლების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის კანონმდებლობა ...
48. დებულება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა უნდა იყოს სათანადოდ გათვალისწინებული არ გულისხმობს სასამართლოს მიერ ადრე აღიარებული, 39-ე პუნქტში ნახსენები საერთაშორისო სამართლის პრინციპის იგნორირებას რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება დაადგინონ მოქალაქეობის მოპოვების ან დაკარგვის პირობები არამედ ამტკიცებს პრინციპს ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ რომ იმ ძალაუფლების გამოყენება რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირის სამართლებრივი წესრიგით დადგენილი უფლებების მინიჭებასა და დაცვაზე, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაშია, უნდა იყოს სასამართლოს განსჯადი და განხილული ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში. ...
55. ასეთ შემთხვევაში ეროვნული სასამართლოს გადასაწყვეტია ძირითად სასამართლო განხილვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა და რა შედეგებს აყენებს ის ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში პირისათვის, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეხება და სადაც შესაძლებელია ასევე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების პროპორციულობის განსაზღვრა ეროვნულ კანომდებლობასთან მიმართებით.”
E. ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
43. ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულმა სასამართლომ კოსტა რიკის კონსტიტუციის ნატურალიზაციის დებულებებში შემოთავაზებულ ცვლილებებში აღნიშნა შემდეგი (სარეკომენდაციო მოსაზრება OC-4/84, 19 იანვარი 1984):
“31. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი შეკითხვა მოიცავს სამართლებრივი პრობლემის ორ ძირითად ასპექტს, რომელსაც სასამართლო დამოუკიდებლად განიხილავს. პირველი ეს არის მოქალაქეობის უფლება დადგენილი კონვენციის მე-20-ე მუხლით. მეორე საკითხი კი ეხება შესაძლო დისკრიმინაციას, რომელიც კონვენციით არის აკრძალული.
32. დღეს ზოგადად მიღებულია, რომ მოქალაქეობა არის ყველა ადამიანის ხელშეუვალი უფლება. მოქალაქეობა პოლიტიკური უფლებების გამოყენების არა მხოლოდ ძირითადი საფუძველია, არამედ მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პირის სამართლებრივ ქმედუნარიანობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად დადგენილია, რომ მოქალაქეობის მინიჭება და რეგულირება წარმოადგენს თითოეული სახელმწიფოს ინდივიდუალური გადაწყვეტის საკითხს თანამედროვე მოვლენები ცხადყოფს, რომ საერთაშორისო სამართალი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს სახელმწიფოს ფართო უფლებამოსილებაზე ამ სფეროში და ის ფორმა რა ფორმითაც სახელმწიფო არეგულირებს მოქალაქეობის საკითხს არ შეიძლება მხოლოდ მათი იურისდიქციის ფარგლებში იყოს განხილული; სახელმწიფოს ეს ძალაუფლება ასევე იზღუდება მათი ვალდებულებით სრულად დაიცვან ადამიანის უფლებები.
33. კლასიკური დოქტრინული პოზიცია, რომელიც მოქალაქეობას განიხილავს როგორც სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ ატრიბუტს, ეტაპობრივად განვითარდა და ჩამოყალიბდა ისე რომ მოქალაქეობა დღეს მიიჩნევა, რომ მოიცავს როგორც სახელმწიფოს იურისდიქციას ისე ადამიანის უფლებების საკითხს. ეს აღიარებული იყო რეგიონული ინსტრუმენტის, 1948 წლის 2 მაისის ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაციით [მუხლი 19] და ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია . . . ადგენს შემდეგს [მუხლი 15].
34. ყველა ადამიანის მოქალაქეობის უფლება აღიარებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ უფლების ორი ასპექტი კონვენციის მე–20–ე მუხლშია ასახული: პირველი, მოქალაქეობის უფლება პირს აძლევს საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლებრივი დაცვის მინიმალურ საშუალებებს იმ კავშირით, რომელსაც მისი მოქალაქეობა ადგენს მას და სადაო სახელმწიფოს შორის; და მეორე, მოქალაქის დაცვა მოქალაქეობის თვითნებური ჩამორთმევის წინააღმდეგ, რომლის გარეშეც მოქალაქე დაკარგავს ყველა მის პრაქტიკულ მიზანს და პოლიტკურ უფლებებს ასევე სამოქალაქო უფლებებს, რომელიც პირის მოქალაქეობასთან არის დაკავშირებული.
35.მოქალქეობა მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკური და სამართლებრივი კავშირი რომელიც აკავშირებს პირს მოცემულ სახელმწიფოსთან და ავალდებულებს მას ამ სახელმწიფოს მიმართ ლოიალობას და ერთგულებას, უზრუნველყოფს მის დიპლომატიურ დაცვას ამ სახელმწიფოსგან. სახელმწიფოები სხვადასხვა ფორმებს სთავაზობენ მოქლაქეობის არ მქონე პირებს მოქალქეობის მირების შესაძლებლობას როგორც წესი ამ სურვილის დეკლარირების გზით მას შემდეგ რაც დააკმაყოფიელბენ გარკვეულ პირობებს. ასეთ შემთხვევაში, მოქლაქეობა აღარ არის დამოკიდებული მოცემულ ტეროტორიაზე დაბადების შემთხვევითობაზე ან მშობლების მოქალაქეობაზე, ეს უფრო მეტად დამოკიდებულია ნებაყოფლობით ქმედებაზე, რომელიც გამიზნულია მოცემულ პოლიტიკურ საზოგადოებასთან, მის კულტურასთან, ცხოვრების სტილთან და ღირებულებებთან.
36. ვინაიდან სახელმწიფოა ის ვინც სთავაზობს მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას პირებს, რომლებიც ადრე უცხოელები იყვნენ, ბუნებრივია რომ მოქალაქეობის მოპოვების პირობები და პროცედურები განისაზღვრება სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება უმაღლეს ნორმებს, სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეობას და შესაბამისად ის არის საუკეთესო მსაჯული იმისა თუ რა პირობები დაადგინოს კავშირის დასამყარებლად ნატურალიზაციის მომთხოვნ განმცხადებელს და ღირებულებების სისტემას და საზოგადოების ინტერსებს შორის, რომელთანაც ის სრულ ასოცირებას ცდილობს. ეს სახელმწიფო საუკეთესო მდგომარეობაშია გადაწყვიტოს ეს პირობები დაკმაყოფილებულია თუ არა. ამავე შეზღუდვების ფარგლებში თანაბრად ლოგიკურია, რომ თითოეული ქვეყნის აშკარა საჭიროებები უნდა განსაზღვრავდეს იმ გადაწყვეტილებას ნატურალიზაციას უფრო მაღალი თუ დაბალი ხარისხით დაუჭირონ მხარი თუ არა; და ვინაიდან თითოეული სახელმწიფოს აშკარა საჭიროებები სტატიკური არ არის ცვალებად პირობებში აბსოლუტურად ბუნებრივია რომ ნატურალიზაციის პირობები შეიძლება უფრო ლიბერალური ან უფრო მკაცრი იყოს. შესაბამისად არ არის სურპრიზი რომ მოცემულ მომენტში შეიძლება ახალი პირობები დადგინდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეობის შეცვლა არ ახდენდეს დროებითი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ, რომელიც განმცხადებელს წარმოეშვა მაშინ როდესაც არ დაამყარა რეალური და განგრძობადი კავშირი ქვეყანასთან და რომელიც იქნება მოქმედება ისეთი სერიოზული და შორს მიმავალი როგორიც მოქალაქეობის შეცვლაა.
44. საქმეზე გირლს იანი და ბოსიკო დომინიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ (2005 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება), ადამიანის უფლებათა ინტერ ამერიკულმა სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
“139. ამერიკული კონვენციით აღიარებულია უფლების ორივე ასპექტი: მოქალქეობის ქონის უფლება; მოქალაქეობის ქონის უფლება იმ პერსპექტივიდან რომ პირმა მიიღოს „საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლებრივი დაცვის მინიმალური საშუალება იმ კავშირით, რომელიც მყარდება მასსა და სადაო სახელმწიფოს შორის; და მეორე დაცვის მექანიზმი, რომელიც ენიჭება პირს მოქალაქეობის თვითნებური ჩამორთმევისგან დასაცავად.’
140. იმის განმარტება თუ ვის აქვს უფლება იყოს მოქალაქე წარმოადგენს სახელმწიფოს ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს. მისი დისკრეციული უფლებამოსილება ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იზღუდება საერთაშორისო სამართლის განვითარებასთან ერთად იმისათვის რომ უკეთ იყოს პირის დაცვა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს თვითნებური ქმედებებისგან. შესაბამისად, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის განვითარების არსებულ ეტაპზე სახელმწიფოს ეს უფლებამოსილება იზღუდება ერთის მხრივ მათი ვალდებულებით უზრუნველყოს პირები კანონის წინაშე თანაბარი და ეფექტური დაცვით და მეორეს მხრივ მათი ვალდებულებით თავიდან აიცილონ მოქალაქეობის არქონა, შეამცირონ ის და მოახდინონ მისი პრევენცია.
141. სასამართლო მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი სამართლებრივი პრინციპი კანონის წინაშე თანაბარი და ეფექტური დაცვის და დისკრიმნაციის აკრძალვა განსაზღვრავს რომ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მექანიზმების რეგულაციისას სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი რეგულაციების მიღებისგან რომელიც არის დისკრიმინაციული ან აქვს დისკრიმინაციული გავლენა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე მათ მიერ უფლებების გამოყენებისას. უფრო მეტიც, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს დისკრიმნაციულ პრაქტიკას ნებისმიერ ეტაპზე განსაკუთრებით კი საჯარო ინსტიტუტებში და ბოლოს უნდა მიიღონ ისეთი მექანიმზები, რომლითაც ყველა პირი თანაბრად იქნება დაცული.
142. სახელმწიფო ვალდებულია არ მიიღოს ისეთი კანონები ან არ დაამკვიდროს ისეთი პრაქტიკა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს და გაზრდის მოქალაქეობის არ მქონე პირების რაოდენობას. ეს მდგომარეობა წარმოიშობა მოქალაქეობის არ ქონით, როდესაც პირი არ არის კვალიფიციური მიიღოს მოქალაქეობა სახელმწიფოს კანონმდებლობით, თვითნებური ჩამორთმევის შედეგად ან მოქალაქეობის მინჭებით რომელიც რეალურად არ მოქმედებს. მოქალაქეობის არ ქონა ართმევს პირს შესაძლებლობას ისარგებლოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით და მას ხდის უკიდურესად მოწყვლადს.”
45. ადამიანის უფლებათა ინტერ ამერიკული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრაქტიკის შედეგად მოქალაქეობის უფლება დამტკიცდა ახალი გადაწყვეტილებით საქმეზე გაძევებული დომინიკელები და ჰაიტელები დომინიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ (2014 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება, პუნქტი 253–264).
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე–10–ე და მე–11–ე მუხლების ნაგულვები დარღვევა
46. მომჩივანი დაობდა კონვენციის მე–10–ე და მე–11–ე მუხლებით, რომლის მიხედვითაც ნაგულვები თვითნებური უარი ლატვიის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე წარმოადგენდა დამსჯელ ღონისძიებას, რომელიც მას დაეკისრა მისი მოსაზრებების და მის მიერ შეკრების უფლების გამოყნებეით სახელმწიფოს პოზიციის გაკრიტიკების მიზნით. მან დამატებით იდავა, რომ მისი უფლების ზემოთხსენებული დარღვევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის მე–10–ე მუხლის § 2 და მე–11–ე მუხლის § 2 არ იყო კანონით დადგენილი, არ ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, იყო არაპროპორციული და არ იყო საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში. კონვენციის მუხლები 10 და 11 ადგენს შემდეგს:
მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათავისუფლებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ..”
47. მთავრობა არ დაეთანხმა ამ მუხლების დარღვევას.
A. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
48. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მოქალაქეობის საკითხები არ წარმოადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციას იმ შემთხვევაში თუ ის გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე. მან განაცხადა, რომ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებები ტუნისსა და მაროკოში მიღებული მოქალაქეობის შესახებ დეკლარაციის თაობაზე ასახავდა შესაბამისად 1923 და 1955 წლებში საერთაშორისო სამართალში არსებულ სიტუაციას და არა მოცემულ მომენტში. იგი აცხადებდა რომ არსებობდა მზარდი საერთაშორიო თანხმობა იმის თაობაზე, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონები და პრაქტიკა უნდა იყოს შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან, კონკრეტულად კი ადამიანის უფლებათა სამართალთან. სახელმწიფოს დისკრეცია მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე არ არის სრულად თავისუფალი; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–15–ე მუხლის § 1–ის შესაბამისად, მომჩივანი დაობდა, რომ მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული ადამიანის უფლებების ჭრილში. მან მიუთითა პუნქტები 32 და 140, შესაბამისად, ორი მსგავსი საქმე ადამიანის უფლებათა ინტერ–ამერიკული სასამართლოს წინაშე (იხილეთ პუნქტები 43 და 44 ზემოთ). მომჩვანი აცხადებდა, რომ ინტერ–ამერიკული მიდგომა ასევე მოქმედებდა ევროპაშიც და ეყრდნობოდა მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის მე–4–ე მუხლს და მის განმარტებით ბარათს. მომჩვანმა მისი სტატუსი აღწერა, როგორც „არა–მოქალაქე“ და საკუთარი თავი მიიჩნია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში „პრივილეგირებულ“ მოქალაქეობის არ მქონე პირად. მან ასევე მიუთითა ნოტენბომის საქმეზე (Nottebohm Case) და განმარტა რომ იგი დაიბადა ლატვიაში, მისი საცხოვრებელი და ინტერესთა სფეროები იყო ლატვიაში და მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი ასევე ცხოვრობდნენ ლატვიაში. მან ასევე მიუთითა, რომ მას არ ჰქონია არანაირი რეალური თუ ეფექტური კავშირები სხვა სახელმწიფოსთან.
49. აცნობიერებს რა, რომ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა არ არის დადგენილი კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით, მომჩივანი დაეყრდნო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე კარასევი ფინეთის წინააღმდეგ (Karassev v. Finland ((dec.), no. 31414/96, ECHR 1999‑II) და დაობდა, რომ მოქალაქეობის მინიჭებაზე თვითნებური უარი შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში წარმოშობდეს კონვენციის მე–8–ე მუხლით დადგენილ გარემოებებს ვინაიდან ის გავლენას ახდენს პირის უფლებაზე. დამატებით მომჩივანმა მიუთითა საქმეზე გენოვესი მალტის წინააღმდეგ (Genovese v. Malta (no. 53124/09, § 45, 11 ოქტომბერი 2011), სადაც სასამართლომ დაადგინა მე–14–ე მუხლის დარღვევა მე–8–ე მუხლთან ერთად მოქალაქეობის ხელმისაწვდომობის საკითხთან მიმართებით. მომჩივანი დაობდა, რომ სხვა საერთაშორისო ფორუმზე დადგინდა, რომ ეროვნული კომპეტენცია მოქალაქეობის წესების დადგენასთან დაკავშირებით არ იყო ექსკლუზიური; მან მიუთითა ზემოთ ციტირებულ როტმანის (Rottmann) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმეზე. იგი ასევე დაობდა, რომ ამ საქმის მიზნებიდან გამომდინარე მოქალაქეობის არ ქონის შემცირება ზღუდავს სახელმწიფოს დისკრეციას და მიუთითა საქმე ანდრეევა ლატვიის წინააღმდეგ (Andrejeva v. Latvia ([GC], no. 55707/00, § 88, ECHR 2009), და განაცხადა, რომ ლატვია იყო ერთადერთი სახელმწიფო ვისთანაც მას სტაბილური სამართლებრივი კავშირები ჰქონდა.
50. მომჩივანმა დაადასტურა, რომ მას კონვენციით არ ჰქონდა უფლება მოეპოვებინა ლატვიის მოქალაქეობა; მისი არგუმენტი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მე–10–ე და მე–11–ე მუხლებით მისი უფლება დაირღვა ნატურალიზაციის პროცესში. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არაფერია დადგენილი გარდა იმისა რომ საკითხი შეიძლება დადგეს მე–8–ე და მე–14–ე მუხლების ფარგლებში. მისი აზრით „მოქალაქეობის მინიჭებაზე თვითნებური უარი“ შეიძლება ასევე წარმოშობდეს საკითხებს მე–10–ე და მე–11–ე მუხლების ფარგლებში. მომჩივანი დაობდა, რომ არსებობდა საკმარისი კავშირი ლატვიის რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად რუსულის აღიარების თაობაზე გამოსვლებში მის მონაწილეობას და მინისტრთა კაბინეტის საბოლოო გადაწყვეტილებას შორის უარი ეთქვათ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე. იგი „მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს“ მიიჩნევდა დამსჯელ ღონისძიებად, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებოდა მისი განცხადებების და მოქმედებების გამო.
51. მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ეზელინის (Ezelin) საქმე განსხვავდებოდა მოცემული საქმისგან. მომჩივანმა განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციის ბუნება და სიმკაცრე ის ფაქტორებია, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას. (მან მიუთითა საქმეზე სურეკი თურქეთის წინააღმდეგ (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 64, ECHR 1999‑IV). მისთვის ლატვიის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ჰქონდა რამოდენიმე დაუყოვნებლივი შედეგი. მან ერთ–ერთი ესეთი მაგალითი მოიყვანა: ის ფაქტი რომ მას შეეზღუდა უფლება მონაწილეობა მიეღო მუნიციპალიტეტის არჩევნებში რომელიც 2005 წელს ჩატარდა რადგან მას ნატურალიზაციაზე განაცხადის ხელახლა შეტანა შეეძლო მხოლოდ ერთი წლის შემდეგ (კანონი მოქალაქეობის შესახებ მუხლი 12(6)). მსგავსი შედეგი არ იყო განჭვრეტადი უსაფრთხოების პოლიციის მიერ დადებითი პასუხის შემთხვევაში. მომჩივანი დარჩა „მოქალაქეობის არ მქონე პირად“ და გამოირიცხა ასევე პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობისგან. მან მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების და არც საკუთარი კანდიდატურის წაყენების შესაძლებლობა – არც მუნიციპალურ და არც საპარლამენტო არჩევნებში ან თუნდაც ევრო პარლამენტის არჩევნებში.
52. მიუხედავად იმისა, რომ მან თანხმობა განაცხადა, რომ სანქციებმა მას არ შეუზღუდა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მისი აზრით მათ დაადგინეს გარკვეული ცენზურა, რომელიც სავარაუდოდ დაუკარგავდა მას სურვილს განეხორციელებინა მსგავსი კრიტიკა მომავალში (მან მიუთითა საქმეზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria), 8 ივლისი 1986, § 44, Series A no. 103). უფრო ზოგადად, მომჩივანმა განაცხადა, რომ ეროვნული უწყებების მიერ გამოყენებული ზომა საკმარისი იყო იმისათვის, რომ „მოქალაქეობის არ მქონე პირს“ დაეკარგა სურვილი მონაწილეობა მიეღო კანონიერი საჯარო ინტერესების მქონე საკითხების განხილვაში (მან მიუთითა ბლადეთ ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 64, ECHR 1999‑III).
53. სახელმწიფოს არგუმენტის საპასუხოდ, რომ თითქოსდა მან არ შეასრულა ერთგულების წინაპირობა, მომჩივანმა ერთმანეთისგან განასხვავა ერთგულება სახელმწიფოს და ერთგულება მთავრობის მიმართ. მან აღიარა, რომ სახელმწიფოს მიმართ ერთგულების მოთხოვნა შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს გამოყენებული მოსაზრებათა პლურალიზმის საწინააღმდეგოდ, როდესაც ეს მოსაზრებები გამოხატულია კანონის შესაბამისად (მან მიუთითა საქმეზე ტანასე მოლდოვას წინააღმდეგ (Tănase v. Moldova [GC], no. 7/08, §§ 166-167, ECHR 2010). მომჩვანმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მთავრობის გადაყენების, ძალადობის გამოყენების და საერთაშორისო სკანდალის ნაგულვები მოწოდებების თაობაზე. მომჩივანი გაკვირვებული იყო რომ მთავრობამ მიუთითა მედიის წყაროებზე იმისათვის, რომ ბრალდებები გაემყარებინა, როდესაც უფრო მეტად ობიექტური მტკიცებულების მოძიება იყო შესაძლებელი. მან მიუთითა უშიშროების პოლიციის დადებით დასკვნაზე და ხაზი გაუსვა რომ ის მხოლოდ ერთხელ იყო დასჯილი წერილობითი გაფრთხილებით დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის და რომ მას არასდროს დაკისრებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; მედიის ანგარიშებში კი მხოლოდ სტატიების ავტორების მოსაზრებებია ასახული. იგი დაეყრდნო იმავე განცხადებას მედიიდან (იხილეთ პუნქტი 17 ზემოთ) და დაობდა, რომ მისი პროტესტი მიმართული იყო მხოლოდ კონკრეტული მთავრობის და პრემიერ მინისტრის და მმართველი კოალიციის მიმართ, და არა რაიმე კანონიერი სამთავრობო მოქმედებისკენ; რომ მას არ სურდა არანაირი ძალადობის გამოყენება და მისი მოწვევა „ბოქსში შეჯიბრზე პოლიციის სპორტულ კლუბში“ მიმართული იყო ქუჩაში ძალადობის თავიდან არიდებისკენ. ბოლოს, 2004 წლის 10 დეკემბერს მის ინტერვიუში გაკეთებული განცახდებები ვერ იქნება უარის საფუძველი ვინაიდან ეს განცხადებები გაკეთებული იყო მას შემდეგ რაც მინისტრთა კაბინეტმა მას უარი უთხრა ლატვიის მოქალაქეობის მინიჭებაზე.
54. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება ასევე ვრცელდება იდეებსა და მოსაზრებებზე, რომელიც შეურაცმყოფელი, შოკის მომგვრელი და შემაწუხებელია (მან მიუთითა ჰანდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 7 დეკემბერი 1976, § 49, Series A no. 24) და შეკრების თავისუფლება ასევე იცავს დემონსტრაციებს, რომელიც გამაღიზიანებელია ან შეურაცმყოფელია იდეის მოწინააღმდეგე პირებისათვის (მან მიუთითა საქმეზე Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria, 21 ივნისი 1988, § 32, Series A no. 139). კრიტიკის ფარგლები უფრო ფართო იყო მთავრობასთან მიმართებით ვიდრე კერძო პირის მიმართ (მან მიუთითა კასტელესი ესპანეთის წინააღმდეგ (Castells v. Spain), 23 აპრილი 1992, § 46, Series A no. 236).
2. მთავრობა
55. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანის საჩივარი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას ედავა მისი ნატურალიზაციის შესახებ განაცხადის უარის ფაქტთან დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა თუ რა გავლენა იქონია უარმა ან რა უარყოფითი გავლენა მოახდინა კონვენციის მე-10-ე და მე-11-ე მუხლებით დადგენილ მის უფლებაზე და თავისუფლებაზე.
56. მთავრობის აზრით, უარი ნატურალიზაციაზე არანაირად არ ახდენს გავლენას მომჩივანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. მთავრობამ მიუთითა ინტენსიურ მედია განხილვებზე სადაც მომჩივანის საჯარო განცხადებები იყო ასახული, რომელშიც იგი თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს და პოზიციას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე მის გეგმებსა და მოქმედებების თაობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. მედიამ ასევე გააშუქა მომჩივანის მონაწილეობა დამატებით შეხვედრებში და დემონსტრაციებში 2005 წელს. ის გახდა ევრო პარლამენტის წევრის, ქ-ნი ჟდანოკას, თანაშემწე, და გააგრძელა სამთავრობო პოლიტიკის საწინააღმდეგო თემებზე საუბარი განათლების რეფორმის მიმართულებით. მთავრობამ მოიყვანა შეხვედრების კონკრეტული მაგალითები, რომლებშიც მომჩივანმა მიიღო მონაწილეობა 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ (მაგალითად შეხვედრა 2004 წლის 6 დეკემბერს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით). ამასთანავე, მათ მაგალითად მოიყვანეს 2012 წელს მომჩივანის მიერ ხელმოწერების შეგროვების ორგანიზება რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით „არა მოქალაქეებისთვის“ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. იმავე წელს მომჩივანმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის, სახელად „არა მოქალაქეების კონგრესის“ შექმნაში და ამ ორგანიზაციის ფარგლებში 2013 წლის 1 ივნისს ის არჩეულ იქნა თვითგამოცხადებული „წარმომადგენლობის არ მყოლეთა პარლამენტის“ წევრად. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კონფერენციაში, საპროტესტო აქციასა და დემონსტრაციებში, სადაც მან თავისუფლად გამოხატა საკუთარი მოსაზრება, რომ „მოქალაქეობის არ მქონეს“ ავტომატურად უნდა მიენიჭოთ „მოქალაქეობა“.
57. მომჩივანს მოსაზრებებისთვის და საჯარო განცხადებებისთვის არ დაკისრებია არანაირი სასჯელი, ჯარიმა და არც სისხლის სამართლებრივი დევნა აღძრულა მის მიმართ რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მხირდან. მთავრობამ მიუთითა საქმეზე იოკშასი ლიტვის წინააღმდეგ (Jokšas v. Lithuania (no. 25330/07, 12 ნოემბერი 2013) ვინაიდან ამ საქმის მიზნებისთვის შესაბამისად მიიჩნია, რომ ამ საქმეზე არ მომხდარა ჩარევა და შესაბამისად არ ყოფილა დარღვევა ვინაიდან არც დისციპლინური სანქციის დაკისრება მომხდარა და არც სისხლის სამართლებრივი დევნა აღძრულა საჯარო განცხადებების გამო.
58. მთავრობა არ დაეთანხმა მომჩივანს რომ ლატვიის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა უარი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარმოადგენდა სადამსჯელო ღონისძიებას და გამოარჩევდა არსებულ საქმეს ხსენებული საქმისგან აზელინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Ezelin v. France (26 აპრილი 1991, Series A no. 202). ამ საქმეში მომჩიივანს დაეკისრა დისციპლინური დევნა დემონასტრაციაში მონაწილეობის მიღებისთვის; ამ სასჯელმა ნეგატიური სამართლებრივი შედეგი მოუტანა მომჩივანს დასაქმების კუთხით. არსებულ საქმეში კი მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს მხოლოდ ერთი პირდაპირი შედეგი ჰქონდა - მოცემულ მომენტში ლატვიის მოქალაქეობის არ მიღება. მთავრობამ გაიმეორა, რომ არანაირი სხვა გავლენა მომჩივანის კონვენციის მე-10-ე და მე-11-ე მუხლებით დადგენილ უფლებაზე ამ გადაწყვეტილებას არ ჰოქნია და რომ უარი არ უკრძალავდა მას ახალი განაცხადის შევსებას მოქალაქეობაზე მომავალში.
59. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული საქმე ასევე უნდა განსხვავდებოდეს რედფეარნი და ვოგთის საქმეებისგან (Redfearn and Vogt), როდესაც მომჩივნებს შედეგად შეექმნათ პრობლემები სამსახურის მოძიების კუთხით (რედფარნი გაერთიანებული სამფოს წინააღმდეგ (Redfearn v. the United Kingdom), no. 47335/06, 6 ნოემბერი 2012, და ვოგთი გერმანიის წინააღმდეგ (Vogt v. Germany), 26 სექტემბერი 1995, Series A no. 323). ამის საპირისპიროდ, ლატვიის მოქალაქეობაზე უარი ნატურალიზაციის გზით მოცემულ შემთხვევაში არ უქმნიდა რაიმე სირთულეს მომჩივანს ვინაიდან მას ჰქონდა უფლება განმეორებით მიემართა მოქალაქეობის მისაღებად. ამ უარს არც არანაირი ნეგატიური შედეგი არ მოუტანია მისი პოლიტიკური კარიერისთვის. ის ფაქტი რომ მომჩივანმა განმეორებით არ მიმართა ნატურალიზაციისთვის ამტკიცებს, რომ მას არასდროს არ ჰქონია გულწრფელი განზრახვა მოეპოვებინა ლატვიის მოქალაქეობა.
60. მთავრობამ მიუთითა ზემოთ ციტირებულ სარეკომენდაციო მოსაზრებაზე ტუნისსა და მაროკოში გამოცემულ ეროვნულ ბრძანებულებაზე და ნოთენბომის საქმეზე (Nationality Decrees Issued in Tunisia and Morocco Advisory Opinion and Nottebohm Case), და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლით მოქალაქეობის საკითხი წარმოადგენს ექსკლუზიურად სახელმწიფოს კომპეტენციას და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში შეიძლება მისი გადაწყვეტა. მოქალაქეობის შესახებ საერთაშორისო სამართლის რეგულაცია ფრაგმენტულია - ის ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მოქალაქეობის საკითხის გადასაწყვეტად იურისდიქციებს შორის კონფლიქტი და სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობა, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის შესაბამისი მოცემული შემთხვევის მიზანთან. მთავრობამ ასევე აღნიშნა რომ შედარებით უფრო უნიფიცირებული სტანდარტების შემუშავება ზოგადად მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია, მიუთითა რა იმ ფაქტზე რომ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენცია მხოლოდ 16 სახელმწიფოს მიერ იყო რატიფიცირებული იმ მომენტისთვის, როდესაც სახელმწიფომ საკუთარი პოზიციები წარადგინა (ამჟამად უკვე 20 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული, იხილეთ პუნქტი 39 ზემოთ).
61. სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის მიხედვით (ოჯახი ფ და კ ნიდერლანდების წინააღმდეგ (Family K. and W. v. the Netherlands, no. 11278/84, კომისიის გადაწყვეტილება 1 ივლისი 1985, Decisions and Reports (DR) 43, p. 216; სლეპციკი ნიდერლანდების და ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Slepcik v. the Netherlands and the Czech Republic, no. 30913/96, კომისიის გადაწყვეტილება 2 სექტემბერი 1996, DR 86-B, p. 176; და იაზვინსკი სლოვაკეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Jazvinsky v. the Slovak Republic (dec.), nos. 33088/96, 52236/99, 52451/99, 52452/99, 52453/99, 52455/99, 52457/99, 52458/99, 52459/99, 7 დეკემბერი 2000), სახელმწიფომ აღნიშნა, რომ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის უფლება არ არის კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით გარენტირებულ უფლებებს შორის.
62. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით საქმეზე no. 2009-94-01, მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს მოქმედების ფართო ფარგლები მოქალაქეობის შესახებ წესების დადგენის კუთხით (იხილეთ პუნქტი 36 ზემოთ). მთავრობამ აღნიშნა, რომ ნატურალიზაცია არის სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და რომ ყველა სახელმწიფოს აქვს მექანიზმი გამიზნული მოქალაქეების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ლოიალურნი არიან კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ; სახელმწიფო ვერ იქნება ვალდებული მიანიჭოს მოქალაქეობა პირს, რომელსაც ის მიიჩნევს, რომ არის არა ლოიალური ან არა სანდო.
63. ლატვიის კანონმდებლობით არ არის გარანტირებული ლატვიის მოქალაქეობის მიღების უფლება ნატურალიზაციის გზით; კანონმდებლობით მხოლოდ დადგენილია განცხადების შევსების შესაძლებლობაა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. შემდეგ მთავრობამ განმარტა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების ორ ეტაპიანი პროცესი. პირველი, ნატურალიზაციის საბჭომ განახორციელა ადმინისტრაციული ამოცანა ინდივიდუალური აპლიკაციის მიღებით და განხილვით და იმის განსაზღვრით ისინი შესაბამისობაში იყო თუ არა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და მისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მოქალაქეობის შესახებ კანონის მუხლი 17(3)-ის მიხედვით. მეორე, მინისტრთა კაბინეტის ამოცანა იყო დისკრეციული ბუნების სხვა საკითხებთან ერთად განეხილა სხვა პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის პირის ერთგულება და ლოიალობა ლატვიის რესპუბლიკის მიმართ. მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა, რომ მომჩივანის განცხადებები და მოქმედებები მიმართული იყო სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და რომ მან ბოროტად გამოიყენა ნატურალიზაციის პროცედურები ამ მიზნის მისაღწევად (იხილეთ პუნქტი 17 ზემოთ).
64. უფრო მეტიც, მომჩივანის განცხადებები და მოქმედებები არ იყო შესაბამისობაში ლატვიის რესპუბლიკის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, ფუნდამენტურ ღირებულებებთან და რომ მან არ დააკმაყოფილა ლოიალობის წინაპირობა მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის მე-18-ე მუხლის შესაბამისად. თუ ზემოთ ხსენებულ ნოთებოჰმის საქმეზე მივუთითებთ მთავრობას ნორმალურად მიაჩნია ნატურალზიაციის განმცხადებლებმა გამოავლინონ გულწრფელი კავშირი ქვეყანასთან, მათ შორის გარკვეული ხარისხის ერთგულება ლატვიის რესპუბლიკის მიმართ მოქალაქეობის მოპოვების პროცესში. ვაღიარებთ რა რომ კონვენციის მუხლი 10 იცავს პირის უფლებას გამოხატოს საკუათარი აზრი შეურაცმყოფელი, შოკის მომგვერელი ან შემაწუხებელი ფორმით მთავრობამ ასევე მიუთითა რომ პირი, რომელიც სარგებლობს საკუთარი გამოხატვის თავისუფლებით იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომლის არეალიც დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე (მათ მიუთითეს ზემოთ ციტირებული ჰენდისაიდის საქმე (Handyside), § 49). სახელმწიფოს მოსაზრებით, მომჩივანს აქვს ვალდებულება შეარჩიოს საშუალებები, რომლითაც იგი ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას და თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისგან, მაგალითად ძალადობის შესაძლო გამოყენების თაობაზე, რითაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღირებულებებს მიადგება ჩრდილი. ამავე დროს მათ აღნიშნეს, რომ კონვენციის მე-11-ე მუხლი არ იცავს იმათ ვისაც აქვს ძალადობრივი განზრახვები რაც საზოგადოებრივ არეულობას იწვევს (მათ მიუთითეს გ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ (G. v. the Federal Republic of Germany, no. 10833/84, Commission decision of 13 ოქტომბერი 1987).
65. მოცემულ საქმეში, მომჩივანი არ შეიძლება განხილული იყოს როგორც გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირი, როდესაც ის ახდენს ადვოკატირებას რუსულენოვანი თემის სასარგებლოდ და განათლების რეფორმის თაობაზე. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარით მინისტრთა კაბინეტის მიზანი არ იყოს მომჩივანის დასჯა არამედ დემოკრატიის დაცვა ისე როგორც ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული.
66. ბოლოს, დასაშვებობის შემდგომი დაკვირვებისას მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნულ სამართალწარმოებაში მომჩივანს არასდროს უდავია რაიმე ფორმის ჩარევის თაობაზე მისი გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებაში. პირიქით მან ნათლად გამოხატა უკმაყოფილება ნატურალიზაციის განაცხადზე უარზე და შესაბამისად მათი მოსაზრებით ეს საქმე არ იყო ჰეინიში გერმანიის წინააღმდგე საქმის მსგავსი (ჰეინში გერმანიის წინააღმდეგ (Heinisch v. Germany (no. 28274/08, ECHR 2011 (ამონარიდები)).
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
67. სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Mouvement raëlien suisse v. Switzerland (no. 16354/06, § 48, ECHR 2012 (extracts)) იმეორებს ფუნდამენტურ პრინციპებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით (მიუთითებს რა საქმეს Stoll v. Switzerland [GC], no. 69698/01, § 101, ECHR 2007 V, and Steel and Morris v. the United Kingdom, no. 68416/01, § 87, ECHR 2005-II) as follows:
“(i) გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საყრდენს და მისი პროგრესის და თითოეული ინდივიდუალური პირის თვით-კმაყოფილების ძირითად პირობას. მე-10-ე მუხლის მეორე პუნქტი ვრცელდება არა მხოლოდ „ინფორმაციასა“ თუ „იდეაზე“ რომელიც დადებითად აღიქმება ან მიიჩნევა როგორც არა შეურაცმყოფელი ან როგორც გულგრილობის საკითხი, არამედ მათზეც ვინც შეურაცყოფენ, შოკში აგდებენ და აწუხებენ. ესეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართოდ ფიქრის მოთხოვნები, რომლის გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“. ისე როგორც ეს დადგენილია კონვენციის მე-10-ე მუხლში, ეს თავისუფლება გარკვეული გამონაკლისებით იზღუდება, რომელიც . . . უნდა, მკაცრად ჩამოყალიბდეს, და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა დადგინდეს დამაჯერებლად ...
(ii) ტერმინი „აუცილებელი“ მე-10-ე მუხლის მეორე პუნქტის ფარგლებში გულისხმობს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“. ხელშემკვრელი სახელმწიფო სარგებლობს თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით იმის გადაწყვეტისას დგას თუ არა მსგავსი საჭიროება, მაგრამ ის მიყვება ევროპულ ზედამხედველობას და ითვალისწინებს როგორც კანონმდებლობას ასევე გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე „შეზღუდვა“ არის თუ არა შეთავსებადი გამოხატვის თავისუფლებასთან ისე როგორც ეს მე-10-ე მუხლით არის დაცული.
(iii) სასამართლოს ამოცანა, მისი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას წარმოადგენს არა იმას, რომ დაიკავოს კომპეტენტური ეროვნული უწყების ადგილი არამედ განიხილოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მე-10-ე მუხლის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა შეზღუდულია იმაზე მსჯელობით რომ განისაზღვროს მოპასუხე სახელმწიფომ გამოიყენა თუ არა მისი დისკრეცია გონივრულად, ფრთხილად და პატიოსნად; სასამართლომ უნდა განიხილოს ნაგულვები ჩარევა საქმის ჭრილში ზოგადად და დაადგინოს ეს იყო თუ არა „პროპორციული ლეგიტიმური მიზნის“ და ეროვნული უწყებების გამამართლებელი არგუმენტები არის თუ არა „შესაბამისი და საკმარისი“.... ასე მოქმედებისას, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი თავი რომ ეროვნულმა უწყებებმა გამოიყენეს სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში იყო მე-10-ე მუხლით დადგენილ პრინციპებთან და რომ ისინი დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას ....”
68. სასამართლომ ასევე მიუთითა „დამაშინებელ ეფექტზე“ რომელსაც სანქციების შიში იწვევს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას. ეს ეფექტი, რომელიც ზოგადად საზოგადოების საზიანოდ მოქმედებს ასევე არის ფაქტორი, რომელიც ეხება პროპორციულობას და იმ სანქციების გამართლებას, რომელიც პირს დაეკისრა. (იხილეთ კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ (Kudeshkina v. Russia), no. 29492/05, § 99, 26 თებერვალი 2009).
69. შეკრების თავისუფლების წესიდან გამონაკლისი დადგენილი მე-11-ე მუხლით, არის მე-10-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისების მსგავსი და საჭიროა განისაზღვროს მკაცრად და მხოლოდ დამაჯერებელ და დაუძლეველ მიზეზებს შეუძლია გაამართლონ ამ თავისუფლების შეზღუდვა. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს „მწვავე სოციალური საჭიროებით“ გამოწვეული, შესაბამისად ტერმინი „აუცილებელი“ არ შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული როიგორც „საჭირო“ ან (იხილეთ Gorzelik and Others v. Poland [GC], no. 44158/98, § 95, ECHR 2004‑I).
70. სასამართლომ მიუთითა, რომ პლურალიზმი, ტოლერანტობა და ფართოდ აზროვნება არის „დემოკრატიული საზოგადოების“ ძირითადი ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ინტერესები დამოკიდებულია ჯგუფის ინტერესებზე, დემოკრატია მარტივად არ ნიშნავს რომ უმრავლესობის მოსაზრებები ყოველთვის უპირატესი უნდა იყოს: მიღწეული უნდა იყოს ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანების სამართლიან მოპყრობას და თავიდან იცილებს დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. პლურალიზმი და დემოკრატია უნდა ასევე ემყარებოდეს დიალოგს და კომპრომისს და პირების და ჯგუფების მხრიდან სხვადასხვა დათმობებს, რომელიც გამართლებულია დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების და იდეების დასაცავად (იხილეთ S.A.S. v. France [GC], no. 43835/11, § 128, ECHR 2014). სახელმწიფოს მიერ უმცირესობათა მოსაზრებების პატივისცემა და ისეთი ქცევის ატანა რომელიც per se არ ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებ ან არ სცდება ამ საზოგადოების ქცევის ნორმებს, არ აყალიბებს უსამართლო ან დისკრიმინაციულ გარემოს, უზრუნველყოფს სტაბილურ პლურალიზმს და ახდენს საზოგადოებაში ჰარმონიის და ტოლერანტობის მხარდაჭერას (იხილეთ, mutatis mutandis, ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ (Bayatyan v. Armenia [GC], no. 23459/03, § 126, ECHR 2011).
71. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ „კონვენციის ღირებულების წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამები“ მე-17-ე მუხლის მიხედვით არ ჯდება მე-10-ე მუხლის დაცვის სფეროში (იხილეთ ლეჰიდექსი და ისორნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Lehideux and Isorni v. France, 23 სექტემბერი 1998, § 53, Reports 1998-VII, და გარაუდი საფრანგეთის წინააღმდეგ (Garaudy v. France (dec.), no. 65831/01, ECHR 2003-IX). კონვენციის მე-10-ე და მე-11-ე მუხლებით გარანტირებული თავისუფლებები სახელმწიფოს უწყებებს ვერ ჩამოართმევს ამ ინსტიტუტების დაცვის უფლებას იმ შემთხვევაში თუ ასოციაცია თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოს ინსტიტუტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს რომ წარსულში მას დაუდგენია რომ გარკევული კომპრომისი დემოკრატიული საზოგადოების დაცვის მოთხოვნასა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის კონვენციის ფარგლებში ჩვეულია. მსგავსი კომპრომისის არსებობისთვის კი საჭიროა რომ სახელმწიფო ინსტიტუციების ნებისმიერი ფორმით ჩარევა შესაბამისი იყოს მე-11-ე მუხლის მე-2-ე პუნქტთან. და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ეს განხილვა იქნება სრულყოფილი სასამართლო შეძლებს დაადგინოს საქმის ყველა გრემოებებთან ერთად კონვენციის მე-17-ე მუხლი უნდ აიყოს თუ არა გამოყენებული. (იხილეთ რეფაჰ პარტისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 და 41344/98, § 96, ECHR 2003‑II).
72. სასამართლოს მიაჩნია, რომ არავინ არის უფლებამოსილი კონვენციის დებულებები გამოიყენოს დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების და იდეების შესასუსტებლად ან გასანადგურებლად. შესაბამისად, დემოკრატიული სისტემის სტაბილურობის და ეფექტურობის გარანტირებისთვის სახელმწიფოს შეიძლება მოეთხოვებოდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება საკუთარი თავის დასაცავად. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო აპირებს დაეყრდნოს პრინციპს „დემოკრატიას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი“, იმისათვის რომ გაამართლოს ჩარევა ინდივიდუალურ უფლებებში, მან ფრთხილად უნდა შეაფასოს ღონისძიების არეალი და შედეგი იმისათვის რომ უზრუნველყოს ზემოთ ხსენებული ბალანსის დაცვა. (see Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, §§ 99 and 100, ECHR 2006‑IV).
73. ბოლოს, სასამართლო იმეორებს, რომ „მოქალაქეობის უფლება“ რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15-ე მუხლით დადგენილი უფლების მსგავსია, ან უფლება მოიპოვო ან შეინარჩუნო კონკრეტული მოქალაქეობა არ არის კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით დაცული. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ მოქალაქეობაზე თვითნებური უარი გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოშობდეს კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილ უფლებას მსგავსი უარის პირის ინდივიდუალურ უფლებაზე გავლენის გამო. (იხილეთ კარასეევიი (Karassev), ზემოთ ციტირებული, და სლივენბკო და სხვები ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko and Others v. Latvia) (dec.) [GC], no. 48321/99, § 77, ECHR 2002-II). შესაბამისად, სასამართლო ადგენს რომ კონვენციით და მისი ოქმებით არ არის გარანტირებული მოქალაქეობაზე უარის თქმა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მოქალაქეობაზე უარის თქმაზე თვითნებურ უარყოფას რამაც შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში წარმოშვას კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილი უფლებები იმ შემთხვევაში თუ ასეთ უარს აქვს პირის პირად ცხოვრებაზე გავლენა (იხილეთ რაინერი ბულგარეთის წინააღმდეგ (Riener v. Bulgaria), no. 46343/99, §§ 153-154, 23 მაისი 2006).
74. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც წევრი სახელმწიფო სცდება საკუთარ ვალდებულებას მე-8-ე მუხლის ფარგლებში და ადგენს მოქალაქეობის უფლებას მემკვიდრეობით და ადგენს პროცედურებს, ამ სახელმწიფოს ევალება უზრუნველყოს უფლების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე კონვენციის მე-14-ე მუხლის ფარგლებში. (იხილეთ გენოვესე (Genovese), ზემოთ ციტირებული, § 34).
2. ამ პრინციპების მოცემულ საქმესთან შესაბამისობა
75. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანის აზრით მისი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება შეიზღუდა იმ ფაქტით, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო ნეგატიური გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ნატურალიზაციის გზით და ამით დასაჯა იგი მისი მოსაზრებების გამო, რასაც ჰქონდა დამაშინებელი ეფექტი მის მიერ საკუთარი თავისუფლებებით სარგებლობის კუთხით. მთავრობამ ერთმანეთისგან განასხვავა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი და გამოხატვის თავისუფლება, რომლის გამოყენებაც მომჩივანს თავისუფლად შეუძლია ლატვიის მოქალაქეობის გარეშეც კი.
76. სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში შეერთებოდა მთავრობის პრეტენზიის არსებით მხარეს სასამართლოს იურისდიქციის ratione materiae თაობაზე (იხილეთ პუნქტი 4 ზემოთ), პირველი შეკითხვა რომელიც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მდგომარეობს იმაში მე-10-ე და მე-11-ე მუხლები შესაბამისია თუ არა მოცემული საქმის გარემოებებთან.
77. მომჩივანი დაობდა, რომ მისთვის ნატურალიზაციის გზით ლატვიის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი იყო სადამსჯელო ქმედება იმ მოსაზრებებისთვის, რომელიც მან გამოთქვა სხვადასხვა დემონსტრაციების დროს განათლების რეფორმის წინააღმდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, რაც მასიურად იყო გაშუქებული მას მედიის მიერ მოცემულ დროს (იხილეთ პუნქტები 8, 15, 17 და 56 ზემოთ). ამასთანავე, მან გააგრძელა საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა განათლების რეფორმაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მას შემდეგ რაც მან უარი მიიღო ნატურალიზაციის შესახებ განცხადებაზე (იხილეთ პუნქტები 8 და 15 ზემოთ). ამავე დროს მომჩივანი პოლიტიკურად აქტიური იყო და გააგრძელა საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე (იხილეთ პუნქტი 56 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სამოქალაქო სტატუსის ხელმისაწვდომობა ან არ ქონა არ უშლის ხელს მომჩივანის სამოქალაქო აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი აცხადებს, რომ ნატურალიზაციის შესახებ განცხადებაზე უარმა დაუკარგა მას აზრის გამოხატვის მხნეობა და შესაბამისად შელახა მისი ჩართულობა საჯარო მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. მთავრობამ კი წარმოადგინა საპირისპიროს მამტკიცებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები (იხილეთ პუნქტები 8, 15, 17 და 56 ზემოთ) და მომჩივანს კი არ დაუსაბუთებია მისი ბრალდებები და არ წამოუდგენია მისი პოზიციის მხარდამჭერი მტკიცებულება. ასევე არ არსებობს სასამართლოს ხელთ სხვა არანაირი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რომ მთავრობის პოლიტიკას მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს დამაშინებელი ეფექტი მომჩივანის ან სხვებისთვის ვინც იმავე მოსაზრებებს გამოხატავენ.
78. მომჩივანმა მიუთითა ერთ ხელმოსაკიდ შედეგზე, რაც დადგა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის შედეგად: მას არ შეეძლო მუნიციპალურ ან საპარლამენტო არჩევნებში, ან ევრო პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის მიცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანის საჩივარი მოცემულ საქმეში არ ეხება კონვენციის დამატებითი ოქმი #1-ის მე-3-ე მუხლით დადგენილ უფლებას (ზდანოვსკას საქმისგან დანსხვავებით (Ždanoka), ზემოთ ციტირებული, § 73). მომჩივანი ვერც კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილ ნაგულვებ დარღვევას ამტკიცებს იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარმოადგინა მისი სამოქალაქო სტატუსი (განსხვავებით კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ საქმეზე (Kurić and Others v. Slovenia [GC], no. 26828/06, § 314, ECHR 2012 (ამონარიდები)). სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებობის შესახებ განსაზღვრავს მის წინაშე არსებული საქმის სფეროს და ის არ ეხება არაფერს სხვას გარდა კონევნციის მე-10-ე, მე-11-ე და მე-13-ე მუხლების მიხედვით (იხილეთ პუნქტები 3 და 4 ზემოთ).
79. დამატებით, მომჩივანმა თავად აღიარა რომ მას არასდროს დაკისრებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსაზრებებისთვის ან დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის. მან მხოლოდ ერთხელ მიიღო გაფრთხილება საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად; მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია დამატებითი დეტალები ამასთან დაკავშირებით - თარიღი, ადგილი ან მიზეზი.
80. ამ ჯერად სასამართლო შეაფასებს თუ რამდენად ჰქონდა ნატურალიზაციაზე უარს სადამსჯელო ხასიათი მომჩივანის მიერ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გადაწყვეტილება ნატურალიზაციის ან მოქალაქეობის სხვა რაიმე ფორმით მინიჭების თაობაზე წარმოადგენს სახელმწიფოს ეროვნული იურისდიქციის კომპეტენციას; ისინი როგორც წესი ემყარება სხვადასხვა კრიტერიუმებს და როგორც წესი ადგენენ კავშირს სახელმწიფოსა და პირს შორის, რომელიც ითხოვს მოქალაქეობას (იხილეთ პუნქტები 37 და 38 ზემოთ). ვინაიდან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენცია არ ყოფილა ფართოდ რატიფიცირებული (იხილეთ პუნქტი 39 ზემოთ), როგორც ეს განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მისი განმარტება ემყარება ტრადიციულ აღქმას მოქალაქეობის შესახებ ისე როგორც ეს ასახულია ICJ-ის მიერ ნოთენბოჰმის საქმეზე (Nottebohm Case) (იხილეთ პუნქტები 40 და 41 ზემოთ). ნატურალიზაციის პროცედურის მიზნებისთვის კრიტერიუმის არჩევანი არ ექვემდებარება არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ წესს და სახელმწიფოები თავისუფალნი არიან ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება ნატურალიზაციაზე (იხილეთ პუნქტი 38 ზემოთ). გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება სახელმწიფოს დისკრეცია შეიზღუდოს ჩაურევლობის პრინციპის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ეკრძალება სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში ჩარევა. (იხილეთ სამხედრო და ნახევრადსამხედრო მოქმედებები ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ (ნიკარაგუა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ)(Military and Paramilitary Activities in and against Nicaragua (Nicaragua v. United States of America), Merits, ICJ გადაწყვეტილება 27 ივნისი 1986, პუნქტები 202-205). მიუხედავად ამისა მსგავს შეზღუდვებს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება მოცემულ საქმესთან.
81. ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა ორი არგუმენტი წამოწია და განაცხადა, რომ სახელმწიფოს დისკრეცია არ იყო სრულად თავისუფალი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. პირველი, მან მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე და ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. მაგრამ როგორც უკვე სასამართლომ აღნიშნა კონვენციის ფარგლებში „მოქალაქეობის უფლება“ არ არსებობს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–15–ე მუხლის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 73 ზემოთ). მომჩივანის მიერ ადამიანის უფლებათა ინტერ ამერიკული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითება შეცდომაში შემყვანია, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, რომელიც რეგიონული ინსტრუმენტია კონკრეტულად ადგენს მოქალაქეობის უფლებას მის მე–20–ე მუხლში (იხილეთ პუნქტი 43–45 ზემოთ).
82. მომჩივანის მეორე არგუმენტი კი იმაში მდგომარეობდა, რომ სახელმწიფოს დისკრეცია შეზღუდულია ვალდებულებით შეამციროს მოქალაქეობის არ მქონე პირთა რაოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანი განეკუთვნება ლატვიის მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომელთაც მინიჭებული აქვთ სპეციალური სამოქალაქო სტატუსი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით - „მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის“ (nepilsoņi) – ესენი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები, რომელთაც დაკარგეს საბჭოთა მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და არ მიუღიათ სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა (იხილეთ, ლატვიაში მაცხოვრებელთა შესახებ უფრო მეტი დეტალებისთვის, იხილეთ სლივენკო (Slivenko), ზემოთ ციტირებული, §§ 50-53, და სისოევა და სხვები (Sisojeva and Others), ზემოთ ციტირებული, §§ 46-47). მომჩივანმა ვერ აჩვენა არსებული სტატუსის ხელმისაწვდომობა ან მისი არ ქონა ეროვნული კანონმდებლობით რა გავლენას იქონიებდა მისი გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაზე.
83. რაც შეეხება კონვენციის სისტემას, სასამართლო იმეორებს, რომ ზოგიერთ გარემოებებში დისკრიმინაციული ან თვითნებური მოქმედება მოქალაქეობის საკითხთან მიმართებით შესაძლოა წარმოშობდეს ზოგადად ადამიანის უფლებების სამართლის და კონვენციით დადგენილი უფლებების საკითხებს (იხილეთ ზემოთ ციტირებული საქმეები კარასევი, რეინერი, § 153, და გენოვესე, § 34). როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, არც კონვენცია და არც საერთაშორისო სამართალი ზოგადად არ ადგენს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების უფლებას. მომჩივანმა ეს გაიზიარა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლატვიის მოქალაქეობის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ მომჩივანს შეუძლია უსაფუძვლოდ მოითხოვოს ლატვიის მოქალაქეობა (იხილეთ პუნქტები 20, 29 და 63 ზემოთ) და რომ მინისტრთა კაბინეტის უარყოფითი პასუხი, შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც თვითნებური უარი მოქალაქეობის მიღებაზე (ჯენოვესეს (Genovese) საქმისგან განსხვავებით, ზემოთ ციტირებული, § 34).
84. ის საკითხი მომჩივანს აქვს თუ არა სადაო უფლება მოიპოვოს ქვეყნის მოქალაქეობა უნდა პრინციპულად გადაწყდეს ამ ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაზე მითითებით. (იხილეთ კოლოსოვსკი ლატვიის წინააღმდეგ (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 29 იანვარი 2004). შესაბამისად, ის საკითხი პირს მოქალაქეობა ჩამოერთვა თვითნებურად ისე რომ ეს შეიძლება იქცეს კონვენციის განხილვის საკითხად უნდა გადაწყდეს ეროვნული კანონმდებლობის დებულებებზე მითითებით (იხიელთ ფეჰერი დ ადოლნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Fehér and Dolník v. Slovakia) (dec.), nos. 14927/12 and 30415/12, § 41, 21 მაისი 2013). ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებისთვის კრიტერიუმის არჩევა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია სახელმწიფოს და პირს შორის კავშირის ფორმაზე, რომელსაც ნებისმიერი საზოგადოება აუცილებლად მიიჩნევს. ბევრ იურისდიქციაში, მოქლაქეობის მოპოვებას ტან სდევს ერთგულების ფიცის დადება, სადაც პირი გამოხატავს ლოიალობას დ აერთგულებას სახელმწიფოს წინაშე. სასამართლომ ლოიალობის ამ საკითხის ცოტათი განსხვავებული ფორმით ინტერპრეტირება მოახდინა არჩევნების უფლებასთან მიმართებით და ერტმანეთისგან განასხვავა სახელმწიფოს მიმართ ლოიალობას და მტავრობას მიმართ ლიოალობას შორის. (იხილეთ ტანასე (Tănase), ზემოთ ციტირებული, § 166).
85. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლოიალობის შეფასება ნატურალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის მოცემულ საქმეში არ გულისხმობს მთავრობის მიმართ ლოიალობას არამედ სახელმწიფოსთან და მის კონსტიტუციასთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო უფლებამოსილია იმ პირებისგან, ვისაც სურვილი აქვთ მოიპოვონ მისი ქვეყნის მოქალაქეობა, მოითხოვოს ლოიალობა სახელმწიფოს და კონკრეტულად კი კონსტიტუციის პრინციპებისადმი, რომელსაც ის ეფუძნება. მომჩივანი ამ საკითხზე არ დაობდა. სასამართლო ეთანხმება მომჩივანს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით სარგებლობისას ის თავისუფალია არ დაეთანხმოს მთავრობის პოლიტიკას იქამდე სანამ ეს კრიტიკა ხორციელდება კანონის შესაბამისად; ასევე დაშვებული კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა მთავრობასთან მიმართებით ვიდრე კერძო პირებთან ან თუნდაც პოლიტიკოსთან მიმართებით. ეს ნატურალიზაციისთვის დადგენილი კრიტერიუმისგან და პროცედურებისგან, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, სრულად განსხვავებული საკითხია. სახელმწიფოს და კონსტიტუციის მიმართ ლოიალობის მოთხოვნა ვერ იქნება მიჩნეული დამსჯელ ღონისძიებად, რომელიც შეიძლება ლახავდეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლებას. ეს არის კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ლატვიის მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით.
86. სასამართლო ვერ ხედავს თუ რა ფორმით შეეზღუდა მომჩივანს უფლება საკუთარი უკმაყოფილება გამოეხატა მთავრობის პოლიტიკის მიმართ მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ავლენს ვერცერთ ფაქტს რომელიც დაამტკიცებს, რომ მას ხელი შეეშალა რაიმე შეკრებაში ან მოძრაობაში მონაწილეობის მიღებაში.
87. შესაბამისად, კონვენციის მუხლები 10 და 11 არ არის შესაბამისი მოცემული საქმის გარემოებებთან და სასამართლო ეთანხმება მთავრობის პოზიციას.
II. კონვენციის მე-13-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
88. მომჩივანი ასევე დაობდა კონვენციის მე-13-ე მუხლის ფარგლებში და აცხადებდა რომ მან ვერ ისარგებლა ვერანაირი შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალებით მისი უფლების ნაგულვები დარღვევის გამოსასწორებლად ვინაიდან უზენაესი სასამართლოს პალატამ გადაწყვიტა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მან მიიჩნია, რომ საზედამხედველო განხილვა საჯარო პროკურორის მიერ არ წარმოადგენდა ქმედით საშუალებას ვინაიდან ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე ვერ იქნებოდა გასაჩივრებული.
89. კონვენციის მე-13-ე მუხლი ადგენს შემდეგს:
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა..”
90. მთავრობა არ დაეთანხმა.
91. ისე როგორც სასამართლომ ბევრჯერ დაადგინა, კონვენციის მე-13-ე მუხლი უზრუნველყოფს კონვენციით დადგენილი უფლებების და თავისუფლებების სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას ეროვნულ დონეზე ნებისმიერი ფორმით რითაც ეს შეიძლება მოხდეს ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. მე-13-ე მუხლი მოითხოვს ეროვნული მექანიზმის არსებობას კონვენციით „სადაო საჩივრის“ არსის დასადგენად და ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის მინიჭებას, მიუხედავად იმისა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ენიჭებათ დისკრეცია კონვენციით დაგდენილი ვალდებულებების შესრულების ფორმებზე ამ დებულების მიხედვით (იხილეთ, მაგალითად, ბაჟაკი ლატვიის წინააღმდეგ (Bazjaks v. Latvia), no. 71572/01, § 127, 19 ოქტომბერი 2010).
92. სასამართლომ დაადგინა, რა რომ კონვენციის მე-10-ე და მე-11-ე მუხლები არ არის შესაბამისი ამ საქმესთან, სასამართლო მივიდა იმავე დასკვნამდე მე-13-ე მუხლთან მიმართებით ვინაიდან “სადაო არგუმენტი“ კონვენციის ფარგლებში არ არსებობს (იხილეთ ბოილი და რაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Boyle and Rice v. the United Kingdom), 27 აპრილი 1988, § 52, Series A no. 131).
ამ მიზეზის გამო, სასამართლო ერთხმად,
1. ადგენს, რომ კონვენციის მე-10-ე და მე-11-ე მუხლების არ არსი შესაბამისი;
2. ადგენს, რომ კონვენციის მე-13-ე მუხლი არ არის შესაბამისი.
მომზადებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით წარდგენილია 2015 წლის 13 იანვარს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის §§ 2 და მე-3-ე მუხლის შესაბამისად.
ფრანსუა ელენს-პასოსი პავი ჰირველა
სხდომის გამწესრიგებელითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1]. Reference was made to the media reports of 27 April, 28 July, 14 and 17 August 2004.
[2]. Reference was made to the media reports of 21 February and 13 March 2004.
[3]. Reference was made to the media reports of 21 February, 8 March and 1 April 2004
[4]. Reference was made to the media report of 21 February 2004.
[5]. Reference was made to the media report of 10 December 2004.
Full & Egal Universal Law Academy