© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #181
იანვარი 2015
პეტროპალოვსკისი ლატვიის წინააღმდეგ - 44230/06
გადაწყვეტილება 13.1.2015 [IV სექცია]
მუხლი 10
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
მუხლი 11
მუხლი 11-1
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
სახელმწიფოს ენის პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობის ლიდერისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი: მუხლები 10 და 11 არ არის შესაბამისი
ფაქტები – მომჩივანი იყო ლატვიის რესპუბლიკაში „მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის“, სამართლებრივი სტატუსი რომელიც მიენიჭათ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს საბჭოთა მოქალაქეობა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ და რომელთაც არ მიუღიათ არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მომჩივანი იყო ერთ-ერთი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, რომელიც აპროტესტებდა 2003 და 2004 წლებში განხორციელებულ განათლების რეფორმას ლატვიაში. მან გააკეთა საჯარო განცხადებები და მხარს უჭერდა რუსულენოვანი თემის უფლებას განათლება მიეღოთ რუსულ ენაზე და ასევე შენარჩუნებული ყოფილიყო სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი რუსულენოვანი სკოლები, სადაც რუსული სწავლების ერთადერთი ენა იქნებოდა. 2004 წელს მისი განცხადება ლატვიის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა მინისტრთა კაბინეტის მიერ და ასევე მისი მომდევნო საჩივრები არ დაკმაყოფილებულა. ევროპის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მან განაცხადა, რომ ეს უარი იყო სადამსჯელო ღონისძიება რომელიც მის მიმართ გამოიყენეს მის მიერ სახელმწიფოს კრიტიკის გამო.
კანონი – მუხლები 10 და 11: სასამართლო ვერ ხედავს თუ როგორ შეიძლებოდა ხელი შეეშალა მომჩივანისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს მის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვაში ან მიტინგებსა და შეკრებებში მონაწილეობაში. მისი ნატურალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეულ სადამსჯელოდ ღონისძიებად მისი მოსაზრებების გამო და ეს გადაწყვეტილება ვერ შეასუსტებდა მის საუბარს, დებატებში მონაწილეობას საჯარო პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხებზე. პირიქით მისი პოზიცია განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ფართოდ იყო გაშუქებული მედიის მიერ და იგი პოლიტიკურად აქტიური პირი იყო მას შემდეგაც კი რაც უარი ეთქვა ნატურალიზაციის მოთხოვნაზე. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არასდროს განხორციელებულა მოსაზრებების გამოთქმის ან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.
ამასთანავე საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნატურალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება არის ეროვნული სასამართლო იურისდიქციის საკითხი და როგორც წესი ეფუძნება იმ კრიტერიუმებს რომლითაც სახელმწიფოს და ნატურალიზაციის მომთხოვნ პიროვნებას შორის დგება კავშირი. არც ევროპული კონვენცია და არც საერთაშორისო სამართალი არ ადგენს ზოგად უფლებას პირისა მიიღოს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა. ეროვნულ კანონმდებლობაში არ ყოფილა არანაირი დებულება იმის თაობაზე რომ მომჩივანს ჰქონდა უპირობო უფლება მიეღო ლატვიის მოქალაქეობა ან რომ სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილება შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო თვითნებურად.
გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობისას მომჩივანი იყო თავისუფალი და შეეძლო გამოეხატა უთანხმოება სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ იქამდე სანამ ეს კრიტიკა ჯდებოდა კანონიერების ფარგლებში. ამ კრიტიკის ფარგლები იყო უფრო ფართო სახელმწიფოს შემთხვევაში კერძო პირისგან ან თუნდაც პოლიტიკოსისგან განსხვავებით. მაგრამ ეს საკითხი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ნატურალიზაციის კრიტერიუმებისა და პროცედურებისგან, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით არის დადგენილი. ბევრ იურისდიქციაში, მოქალაქეობის მიღებას თან სდევს ერთგულების ფიცის დადება, სადაც პირი გამოხატავს ლოიალობას სახელმწიფოს და კონსტიტუციის მიმართ, როგორც ეს მოცემულ საქმეშია. მსგავსი მოთხოვნა - რომელიც განსხვავდება კონკრეტული ხელისუფლების მიმართ ლოიალობის ფიცის მოთხოვნისგან - ვერ იქნება მიჩნეული დამსჯელ ღონისძიებად, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან. უფრო მეტიც ეს არის კრიტერიუმი რომელიც ნებისმიერი პირის მიერ უნდა შესრულდეს რომელსაც სურს ლატვიის მოქალქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით.
დასკვნა: მუხლები 10 და 11 არ არის შესაბამისი (ერთხმად)
(ასევე იხილეთ სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ ( Slivenko v. Latvia [GC], 48321/99, 9 ოქტომბერი 2003, საინფორმაციო ჩანაწერი #57; კოლოსოვსკი ლატვიის წინააღმდეგ (Kolosovskiy v. Latvia) (dec.), 50183/99, 29 დეკემბერი 2004, საინფორმაციო ჩანაწერი #60; სისოიევა და სხვები ლატვიის წინააღმდეგ (Sisojeva and Others v. Latvia) საჩივრი ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან [GC], 60654/00, 15 იანვარი 2007, საინფორმაციო ჩანაწერი 93; და ფეჰერი და დოლნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Fehér and Dolník v. Slovakia) (dec.), 14927/12 და 30415/12, 21 მაისი 2013)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy