Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N156
2012 წლის ოქტომბერი
პლესო უნგრეთის წინააღმდეგ (Pleso v. Hungary)
(საჩივარი- 41242/08)
გადაწყვეტილება, 2 ოქტომბერი, 2012 (მე-2 სექცია)
მე-5 მუხლი
სულით ავადმყოფი პირები
სამედიცინო მიზეზებით იძულებითი დაპატიმრება იმ პირისა, რომელსაც არ აქვს ფსიქიატრიული აშლილობის ისტორია და არ წარმოადგენს საფრთხეს თავისი თავისთვის ან სხვებისთვის: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – მომჩივანი გაიგზავნა სამედიცინო კონსულტაციისთვის მისი საქციელისადმი ოჯახის დამოკიდებულების გამო. მას დაუსვეს დიაგნოზი, რომ იყო შიზოფრენიით დაავადებული და მისმა ექიმმა მოითხოვა სასამართლოს ორდერი მისთვის სავალდებულო ინსტიტუციური მკურნალობისთვის. ზეპირი მოსმენის შემდეგ, სადაც მოისმინეს მომჩივნის ექიმისა და მომჩივნის საქციელით შეწუხებული მხარეების მოსაზრებები, და საქმის განხილვის დროს ორმოც წუთიანი შესვენებისას ჩატარებულ ფსიქიატრიულ შეფასებაზე დაყრდნობით, რაიონულმა სასამართლომ ბრძანა მომჩივანის დაპატიმრება მკურნალობის მიზნით.
სამართალი - მუხლი 5 § 1 (e): სასამართლომ გაიმეორა ის სამი პირობა, რათა დაკავება ყოფილიყო კანონიერი სულით ავადმყოფისთვის: პირი, რომელსაც ეხება საქმე, უეჭველად უნდა იყოს სულით ავადმყოფი; მენტალური აშლილობა უნდა იყოს ისეთი სახის ან ხარისხის, რომ ამართლებდეს სავალდებულო პატიმრობას; განგრძობადი პატიმრობის კანონიერება უნდა იყოს დამოკიდებული ამგვარი აშლილობის მუდმივობაზე. დაკავება არის ისეთი სერიოზული ღონისძიება, რომ ის გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები მიჩნეულ იქნა არასაკმარისად, რათა დაცული ყოფილიყო ინდივიდუალური და საჯარო ინტერესი.
წინამდებარე საქმეში, მომჩივნის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ბრძანება ეფუძნებოდა იმას, რომ ის უქმნიდა ,,მნიშვნელოვან საფრთხეს’’ საკუთარ ჯანმრთელობას.* ამგვარი ბუნდოვანი სამართლებრივი ცნების გამოყენება საკმაოდ იმპროვიზებული ფორმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. ხელისუფლების ორგანოებს უნდა გამოეჩინათ უფრო წინდახედული დამოკიდებულება, ვინაიდან იმ უფლებებში ჩარევა, რომლებიც ეკუთვნით ისეთ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან ფსიქიატრიული პაციენტები, უნდა იყოს გამართლებული მხოლოდ ,,ძალიან წონადი მიზეზებით’’. ამის ნაცვლად, რაიონული სასამართლო დაეყრდნო თითქმის მხოლოდ სამედიცინო მოსაზრებებს, მიდგომას, რომელიც რთული იყო თანხმობაში მოსულიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ძალიან დიდი მნიშნელობასთან ისეთ საქმეებში, რომლებიც მიეკუთვნება პირის თავისუფლებას, განსაკუთრებით იქ, სადაც, როგორც აქ, მთავარი მოსაზრება შედგენილი იყო ექსპერტის მიერ სასამართლო სესიის ორმოც წუთიანი შესვენების დროს. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ მომჩივნის დაკავებას ჰქონდა ფორმალური საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, გამოყენებული პროცედურა სრულიად არ გამორიცხავდა თვითნებობის რისკს.
გარდა ამისა, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ პირობა ,,კანონიერება’’ დაცული იყო წინამდებარე საქმეში, და მომჩივანი უეჭველად იყო სულით ავადმყოფი, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის არგუმენტები მიიჩნია არადამაჯერებლად იმასთან დაკავშირებით, რომ მენტალური აშლილობა, რომლის შესახებაც ჩნდებოდა კითხვა, იყო თუ არა ისეთი სახის ან ხარისხის, რომ გაემართლებინა სავადებულო პატიმრობა. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა გარდაუვალი საფრთხე მომჩივნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რომ სათანადო მსჯელობა იყო ის, რომ სამედიცინო მკურნალობა გააუმჯობესებდა თუ არა მომჩივანის მდგომარეობას ან ხელს შეუშლიდა მის გაუარესებას, ხელისუფლების ორგანოებისთვის სავალდებულო იყო, დაედგინათ სამართლიანი ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის, ერთი მხრივ, საზოგადოების პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომ უზრუნველყოს საუკეთესო შესაძლებელი ჯანდაცვა მათთვის, ვისაც აქვს შემცირებული უნარები, მეორე მხრივ, ინდივიდუალური პირის განუსხვისებელი უფლებიდან გამომდინარე, რომელიც ეხება თვითგამორკვევას (რომელიც შეიცავს უფლებას, უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე ან სამედიცინო მკურნალობაზე, რაც წარმოადგენს ‘’უფლებას იყო ავად’’). ვინაიდან, სასწორზე იდო კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლება (თავისუფლების უფლება), სახელმწიფოს შეფასების ზღვარი ამ კუთხით არ იყო ფართო. მართლაც, იძულებითი ჰოსპიტალიზაცია შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ საბოლოო საშუალებად და მხოლოდ მაშინ, თუ მას ჯანმრთლებისთვის ექნება რეალურად სარგებლობა არაპროპორციული ტვირთის დაკისრების გარეშე იმ პირზე, ვისაც საქმე ეხება. მომჩივნის საქმეში არ გამოყენებულ ნამდვილი ძალა, რათა მიღწეული ყოფილიყო აუცილებელი სამართლიანი ბალანსი. ყოველმხრივ არ შეფასებულა მისი არჩევანის (უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე) რაციონალური ან ირაციონალური ხასიათი, გათვალისწინებული მკურნალობის რეალური ბუნება, ის სამედიცინო სარგებლობა, რაც უნდა მიღწეული ყოფილიყო, ან დაკვირვების პერიოდის შესაძლებობები ან ამბულატორიული მკურნალობა. საბოლოოდ, მნიშნველობა არ მიენიჭა მომჩივნის თანხმობის არარსებობას, იმის მიუხედავად, რომ ის ინარჩუნებდა სრულ სამართლებრივ ქმედუნარიანობას.
ყველა ამ კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით, არ შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ჩამოერთვა თავისუფლება მომჩივანს, იყო დაფუძნებული ყველა რელევანტური ფაქტორის შეფასებაზე, და სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ მომჩივნის მენტალური აშლილობა იყო ისეთი სახის ან ხარისხის, რომელიც ამართლებდა სავალდებულო დატუსაღებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 10,000 ევროარამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
* ჯანმრთელობის აქტის (Health Act) 188–ე სექცია წაკითხული მე–200 სექციასთან კავშირში ითვალისწინებს სავალდებულო ინსტიტუციურ მკურნალობას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან საფრთხეს საკუთარი ან სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები