დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2012 წლის იანვარი
პ.მ. ბულგარეთის წინააღმდეგ (P.M. v. Bulgaria)
(საჩივარი- 49669/07)
გადაწყვეტილება, 24 იანვარი, 2012 [მე-4 სექცია]
მე-3 მუხლი
ეფექტური გამოძიება
ფაქტები – აპლიკანტი, პ.მ. არის ბულგარეთის მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1977 წელს და ცხოვრობს სტარა ზაგორაში (ბულგარეთში).
1991 წლის მარტში პ.მ. - რომელიც იმ დროს 13 წლის იყო - წავიდა წვეულებაზე 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სახლში. მომჩივანი შეაშინა და გააუპატიურა წვეულებაზე დამსწრე ერთ-ერთმა სტუმარმა - 17 წლის ბიჭმა. შემდეგ, პ.მ. ცემა სახლის მასპინძელმა, რომელიც ასევე ცდილობდა მის გაუპატიურებას, მაგრამ აღნიშნულის განხორციელებაში ხელი შეუშალა დედამ, რომელიც იმ დროს სახლში დაბრუნდა.
პ.მ-მ მოუყვა მის მშობლებს მომხდარის შესახებ, მათ შვილი წაიყვანეს ექიმთან და აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. სამედიცინო დასკვნაში, რომელიც იმავე დღით დათარიღდა, დადასტურდა საქალწულე აპკის დაზიანება და რამდენიმე სისხლჩაქცევა დაზარალებულის თავზე.
1991 წლის აპრილს პ.მ-ს დედა ჩიოდა პოლიციაში, რომ ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა სექსუალური ძალადობა განახორციელა თავის ქალიშვილზე. პოლიციამ დაიწყო მოკვლევა და გამოკითხა მომჩივანი. მათ ასევე გამოკითხეს სავარაუდო მოძალადეები, განსაზღვრეს რა მათი მისამართები.
1992 წლის იანვარში პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება ორი ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ იმის გამო, რომ იმავე წლის ნოემბერში ერთ-ერთი მათგანი დაეკავებინა, რადგან მეორე ბრალდებულის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, ხელისუფლების ორგანოებმა მიიღეს თუ არა რაიმე ზომები მათ მოსაძებნად.
8 წლის შემდეგ, 2000 წლის დეკემბერში, სისხლის სამართლის საქმის წარმოება განახლდა და ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. თუმცა პროკურორმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება 2003 წლის სექტემბერში იმ საფუძვლით, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. მომდევნო წლის მარტში მეორე ბრალდებულის მიმართაც შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რადგან პროკურორმა დაადგინა, რომ ამ უკანასკნელის მიმართ არსებული ბრალდებები დაუსაბუთებელი იყო და დიდი დროის გასვლის გამო, შეუძლებელი იყო ახალი მტკიცებულების შეგროვება.
ორჯერ შეწყვეტილი სამართალწარმოება კვლავ განახლდა. 2005 წლის ნოემბერში, ერთ-ერთ ბრალდებულს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურებისთვის, მაგრამ გათავისუფლდა პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მიუხედავად იმისა, რომ იმავე სასამართლომ მეორე ბრალდებული დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გაუპატიურებისთვის და მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, უმაღლესმა სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება მის მიმართ, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. პ.მ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით პ.მ. დავობდა, რომ იმ სექსუალური ხასიათის დანაშაულების გამოძიება, რომლის მსხვერპლიც თვითონ აღმოჩნდა, არაეფექტური იყო.
სამართალი – მისაღებობა
სასამართლომ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ პ.მ-ს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები ჩადენილი იყო მანამდე, სანამ ბულგარეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი სახელმწიფო გახდებოდა (1992 წლის 7 სექტემბერი), გამოძიება აღნიშნულ დანაშაულებზე განხორციელდა ამ თარიღის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საჩივარი, ვინაიდან საქმე გამოძიებას შეეხებოდა.
გარდა ამისა, პ.მ-ს არ გაუსაჩივრებია ბოლო გადაწყვეტილება სამართალწარმოების პროცესების შესაჩერებლად, რადგან ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა იმ პირის მიმართ, რომელიც ბრალდებული იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გაუპატიურებისთვის. თუმცა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის სიცხადეზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებას ნაკლებად სავარაუდო იყო, გაეუქმებინა სამართალწარმოების შეწყვეტა.
შესაბამისად, პ.მ-ს საჩივარი დასაშვები იყო.
მე-3 მუხლი: სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიება პ.მ-ს გაუპატიურების საჩივართან დაკავშირებით იყო არაეფექტური. არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა იმაზე მითითებით, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მისამართი უცნობი იყო.
თუმცა, როცა საბოლოოდ მისი ადგილსამყოფელი დაადგინეს 8 წლის შემდეგ, გაირკვა, რომ ბრალდებულს ნამდვილად არასდროს შეუცვლია თავისი ადგილსამყოფელი და ამ ხნის განმავლობაში პოვნის არც ერთი მცდელობა არ ყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობა თვითნებობის ზღვარზე გადიოდა, ფაქტების სიმძიმისა და პ.მ-ს ასაკის გათვალისწინებით. იმის გამო, რომ გამოძიება განსაკუთრებულად ნელა მიდიოდა, გასაკვირი არ იყო, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმული გახდა. აქედან გამომდინარე, გამოძიება არაეფექტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გარემოებები და დამნაშავეთა ვინაობა დადგენილი იყო. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთმა უნდა გადაუხადოს პ.მ-ს 15,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 3,000 ევრო - ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy