© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ივნისი 2012
პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ - 22999/06
გადაწყვეტილება 12.6.2012 [III სექცია]
მე-7 ოქმის მე-3 მუხლი
კომპენსაცია
მართლმსაჯულების ხარვეზის დაზარალებულის შეუძლებლობა მოითხოვოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისათვის: დარღვევა
მუხლი 13
ეფექტური სამართლებრივი დაკმაყოფილება
პოლიციის მიერ არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიყენებული არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნის შეუძლებლობა: დარღვევა
ფაქტები – 1999 წელს პირველი მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მკვლელობისა და გაუპატიურებისათვის და მსჯავრდებულ იქნა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთით. თუმცა, მან განაგრძო უდანაშაულობის შესახებ პოზიციის დაფიქსირება და 2004 წელს მისი მსჯავრდება გაუქმდა და ის გათავისუფლდა საპატიმროდან. პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებიც აწარმოებდა პირველად გამოძიებას მკვლელობაზე, შედეგად, მსჯავრდებულ იქნა უფლებამოსილების გადამეტებისათვის, მას შემდეგ, რაც რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა რომ ისინი არაადამიანურად მოეპყრნენ პირველ მომჩივანს რათა მიეღოთ მისგან აღიარებითი ჩვენება. ცალკე სამოქალაქო წარმოების დროს, პირველ მომჩივანს მიენიჭა კომპენსაცია დაკარგული შემოსავლის გამო, მაგრამ მისი მოთხოვნა არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა იმ საფუძვლებით, რომ ასეთი სახის ზიანს არ ითვალისწინებდა სამოქალაქო კოდექსი.
კანონი – კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლები: კონვენციის სხვა დებულების რეალური დარღვევის არსებობა არ არის წინაპირობა მე-13 მუხლის გამოყენებისათვის. რაც მოთხოვნილია ამ დებულების გამოყენებასთან მიმართებაში იყო დასაბუთებული მოთხოვნა კონვენციასთან მიმართებაში. პირველ მომჩივანს უდავოდ ქონდა მოთხოვნა რადგან ადგილობრივმა სასამართლოებმა უდავოდ დაადგინეს რომ მოხდა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა პოლიციის მიერ. მე-13 მუხლი შესაბამისად გამოიყენებოდა მიუხედავად იმ ფაქტისა რომ სასამართლოს არ შეეძლო განეხილა პირველი მომჩივანის არსებითი საჩივარი მე-3 მუხლის მიხედვით, რადგან მისი არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა მანამ სანამ კონვენცია ძალაში შევიდა სომხეთთან მიმართებაში. სასამართლომ დაადგინა რომ წინა საქმეებში კომპენსაცია არამატერიალურ ზიანთან მიმართებაში, პრინციპის დონეზე, უნდა იქნეს ხელმისაწვდომი როგორც ნაწილი მთელი რიგი სამართლებრივი დაკმაყოფილებების კონვენციის ფუნდამენტური დებულებების, მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევების გამო. რადგან არანაირი მსგავსი კომპენსაცია არ იყო ხელმისაწვდომი პირველი მომჩივანისთვის ადგილორბივი კანონმდებლობის მიხედვით, მას არ ქონდა ეფექტური სამართლებრივი დაკმაყოფილება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-7 ოქმის მე-3 მუხლი: იმდენად, რამდენადაც პირველი მომჩივანის მსჯავრდება გაუქმებულ იქნა და მან მიმართა კომპენსაციისთვის მას შემდეგ რაც მე-7 ოქმი შევიდა ძალაში სომხეთისათვის, სასამართლოს ქონდა დროებითი იურისდიქცია ამ საჩივართან მიმართებაში და მე-7 ოქმის მე-3 მუხლი გამოიყენებოდა ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ მოცემული დებულება ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას კანონისა ან შესაბამისი სახელმწიფოს პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციის გადახდა მაინც გახლდათ ვალდებულება იმ შემთხვევაშიც თუ ადგილობრივი კანონი ან პრაქტიკა არ შეიცავდა რაიმე დებულებას ამ კომპენსაციისთვის. მეტიც, მე-7 ოქმის მე-3 მუხლი გახლავთ არა მარტო იმისათვის რომ მოხდეს უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, არამედ აგრეთვე იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების ხარვეზის შედეგად მსჯავრდებული პირის კომპენსაცია რაიმე არამატერიალური ზიანისთვის, ისეთის როგორიცაა ტანჯვა, მღელვარება, უხერხულობა და ცხოვრების ხალისის არ არსებობა. არანაირი ასეთი კომპენსაცია არ იყო ხელმისაწვდომი პირველი მომჩივანისთვის.
დარკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 30,000 ევრო პირველი მომჩივანისთვის მორალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy