© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #142
ივნისი, 2011
პონომარიოვი (Ponomaryovi) ბულგარეთის წინააღმდეგ - 5335/05
გადაწყვეტილება 21.6.2011 [IV სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
მუდმივი ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხოელებისგან საშუალო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნა: დარღვევა
ფაქტები - 1991 წლის განათლების ეროვნული კანონის თანახმად მხოლოდ ბულგარეთის მოქალაქეებსა და გარკვეული კატეგორიის უცხოელებს ქონდათ დაწყებითი და საშუალო განათლების უფასოდ მიღების უფლება. განმცხადებელი იყო ორი რუსი სკოლის მოსწავლე, რომლებიც დედასთან ცხოვრობდნენ. განსახილველ დროს, მხოლოდ დედას ქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება, ხოლო განმცხადებლებს, როგორც მისი ოჯახის წევრებს მასთან ცხოვრების უფლება ქონდათ. ევროპული სასამართლოსადმი განაცხადში ისინი ჩიოდნენ დისკრიმინაციის გამო, რადგანაც მათ ბულგარელი და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებისგან განსხვავებით მოეთხოვებოდათ საფასურის გადახდა (800 ევროს და შესაბამისად 2 600 ევროს ოდენობით) ბულგარეთში საშუალო განათლების მისაღებად.
კანონმდებლობა - კონვენციის მე-14 მუხლი 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში.
(ა) ნორმის მოქმედება - განსახილველ დროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაშვება 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის პირველ წინადადებაში მითითებული უფლების თანდაყოლილი ნაწილი იყო. განმცხადებლები ჩაირიცხნენ და დადიოდნენ ბულგარეთის მიერ დაფუძნებულ საშუალო სკოლაში, მაგრამ მოგვიანებით მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სტატუსის გამო მათ მოსთხოვეს სწავლის საფასურის გადახდა საშუალო განათლების მისაღებად. შესაბამისად დავა მოექცა 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის და კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედების ფარგლებში.
(ბ) საქმის არსებით მხარე - იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლებს მოსთხოვეს სწავლის საფასურის გადახდა მხოლოდ მათი მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სტატუსის საფუძვლით, მათ აშკარად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისაგან განსხვავებით ნაკლები შემწყნარებლობით მოექცნენ პირადი მახასიათებლებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა არსებობდა თუ არა ამ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული დასაბუთება.
სახელმწიფოს შეიძლება ჰქონოდა მწირი რესურსის მქონე საჯარო მომსახურების (როგორიცაა კეთილდღეობის პროგრამები, სახელმწიფო შეღავათები და ჯანმრთელობის დაცვა) შეკვეცის ლეგიტიმური მიზეზები იმ მოკლევადიანი ვიზიტორებისა და უკანონო მიგრანტებისთვის, რომლებსაც ამ მომსახურების დაფინანსებაში წვლილი არ შეჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არგუმენტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს განათლების სფეროში, არ შეიძლება მისი აქ გადმოტანა გარკვეული პირობების გარეშე. მიუხედავად იმის აღიარებისა, რომ განათლების სისტემა კომპლექსურ ორგანიზებას საჭიროებდა და ძვირი იყო და სახელმწიფო ცდილობდა დაეცვა ბალანსი მის იურისდიქციაში მყოფთა განათლების საჭიროებასა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მწირ რესურსს შორის, სასამართლო მხედველობაში მიუღებლად ვერ დატოვებდა იმ ფაქტს, რომ სხვა საჯარო მომსახურებისგან განსხვავებით, განათლების მიღების უფლება კონვენციით პირდაპირ არის დაცული. ეს ასევე განსაკუთრებული სახის საჯარო მომსახურება იყო, რომლითაც სარგებელს იღებენ არა მხოლოდ უშუალოდ [განათლების მიმღებნი], არამედ მას აქვს ფართო სოციალური დატვირთვა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისგან განუყოფელია.
ამ სფეროში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები იზრდება განათლების დონის შესაბამისად, ამ განათლების მიმღებთათვის და საზოგადოებისთვის მისი მნიშვნელობის უკუპროპორციულად. შესაბამისად, საუნივერსიტეტო დონეზე, რაც ბევრი ადამიანისთვის არჩევანის საგანია, უცხოელებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადი - და ზოგადად მაღალი გადასახადი - ჩვეულებრივი მოვლენაა და წინამდებარე ვითარებაში გამართლებულადაც შეიძლება ჩაითვალოს. საპირისპირო მიდგომაა დაწყებით განათლებასთან მიმართებით, რაც საწყის წიგნიერებას და ანგარიშის უნარს უზრუნველყოფს - ისევე როგორც საზოგადოებაში პირველ ინტეგრაციას და გამოცდილებას - შესაბამისად, ის ქვეყნების უმრავლესობაში სავალდებულოა. საშუალო განათლება, რაც განმცხადებლის საქმის საგანს წარმოადგენს, ამ ორ უკიდურესობას შორის ექცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა მიილტვის „ცოდნაზე დაფუძნებული“ საზოგადოებისკენ, საშუალო განათლება სულ უფრო მეტ როლს ასრულებს პიროვნების წარმატებით განვითარებაში და შესაბამის პირთა სოციალურ და პროფესიულ ინტეგრაციაში. მართლაც, თანამედროვე საზოგადოებაში მხოლოდ საბაზისო ცოდნისა და უნარების ქონა წარმატებული პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, რასაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აქვს ზეგავლენა. ამ მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მეტად მკაცრ შეფასებას იყენებს განმცხადებელზე მოქმედი ღონისძიებების პროპორციულობის განსასაზღვრად.
განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ პირებს, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ ჩავიდნენ და მოითხოვეს საჯარო მომსახურება, მათ შორის უფასო სასკოლო განათლება. მუდმივი ბინადრობის მოწმობის გარეშეც სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ რაიმე მყარი არგუმენტი მათი ბულგარეთში დარჩენასთან დაკავშირებით, არც მათი დეპორტირების რაიმე სერიოზული განზრახვა. შესაბამისად, უკანონო იმიგრანტთა ნაკადის შეჩერების ან დაბრუნების აუცილებლობასთან დაკავშირებული არგუმენტები ვერ იქნებოდა მოყვანილი ამ საქმეზე. თუმცა ბულგარეთის სახელმწიფო ორგანოებმა აღნიშნულთაგან არცერთი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. ამასთან კანონმდებლობაც არ ქმნიდა სასკოლო განათლების გადასახადისგან გათავისუფლების მოთხოვნის რაიმე საშუალებას. საქმის სპეციფიურ გარემოებებში განმცხადებლების მიმართ მათი მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სტატუსის საფუძველზე გადასახადის გადახდის მოთხოვნა არ იყო გამართლებული.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 2 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy