დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
მესამე სექცია
ფრაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(განაცხადის ნომერი: 33394/96)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
10 ივლისი 2001
საბოლოო
10/10/2001
ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო იმ გარემოებების არსებობისას, რომელიც ჩამოთვლილია კონვენციის 44(2) მუხლში.
საქმეში ფრაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (III სექცია) შეიკრიბა პალატის სახით შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით:
ბ-ნი ჯ.პ. კოსტა, თავმჯდომარე,
ბ-ნი ვ.ფურმანი,
ბ-ნი ლ. ლუკაიდესი,
სერ ნიკოლას ბრატზა,
ქ-ნი ჰ.ს. გრევე,
ბ-ნი კ. ტრაია,
ბ-ნი მ.უგრეხელიძე, მოსამართლეები,
და ქ-ნი ს.დოლე, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა რა განმარტოებით 2000 წლის 12 სექტემბერსა და 2001 წლის 19 ივნისს,
სასამართლოს გამოაქვს წინამდებარე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბოლოს მითითებულ დროს:
პროცედურა:საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (no.33394/96) , რომელიც წარმოდგენილ იქნა გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (‘‘კონვენცია’’) 25-ე მუხლის შესაბამისად გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის, ქალბატონ ადელ ურსულა ფრაისის („განმცხადებელი’’) მიერ, 1996 წლის 23 ივლისს.განმცხადებელს, რომელმაც მიიღო იურიდიული დახმარება, სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბატონი პ.ბლუმი, პრაქტიკოსი იურისტი სპილსბიში, ლინკოლნშირში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას (‘‘მთავრობა’’) წარმოადგენდა ქალბატონი ჰ. ფიელსენდი, მათი საგარეო ურთიერთობათა და თანამეგობრობის სამსახურის აგენტი.განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი ციხეში მოთავსება და დაკავების დროს მოპყრობა იყო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.განმცხადებელი გადაეცა სასამართლოს 1998 წლის 1 ნოემბერს, როდესაც კონვენციის მე-11 ოქმი შევიდა ძალაში (მე-11 ოქმის მე-5(2) მუხლი). საქმე გადანაწილდა სასამართლოს მე-3 სექციაში (სასამართლოს რეგლამენტის 52(1) მუხლი). ამ სექციაში, პალატა, რომელსაც უნდა განეხილა საქმე (კონვენციის 27(1) მუხლი) ჩამოყალიბდა იმგვარად, როგორც მითითებულია რეგლამენტის 26(1) მუხლში.2000 წლის 12 სექტემბერს პალატამ განცხადება დასაშვებად ცნო ( რეგისტრატურის შენიშვნა. სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია რეგისტრატურაში).პალატამ მხარეებთან კონსულტაციების შემდგომ გადაწყვიტა, რომ არსებით მხარეზე ზეპირი მოსმენა არ იყო მოთხოვნილი (რეგლამენტის 59(2) მუხლის in fine), მხარეები წერილობით გასცემდნენ პასუხს ერთმანეთის არგუმენტებს.
ფაქტებისაქმის გარემოებებიფოკომელიის[1] (phocomelia) შედეგად, განმცხადებელს არა აქვს კიდურები, რაც გამოწვეული იყო თალიდომიდით (thalidomide)[2]. . მას ასევე აქვს პრობლემები თირკმელებთან დაკავშირებით. 1995 წლის 20 იანვარს ლინკოლნის საგრაფო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვების მიმდინარეობისას , რომელიც ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებული ვალის ანაზღაურებას, განმცხადებელმა უარი თქვა, ეპასუხა კითხვებისთვის, რომელიც მის ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდებოდა და ის ჩასვეს ციხეში 7 დღის განმავლობაში სასამართლოს უპატივცემულობის გამო. როგორც განმცხადებელი იხსენებს, მოსამართლემ ბრძანა, რომ ის დაუყოვნებლივ გადაეყვანათ ვეიკფილდის ციხეში. სანამ დატოვებდა სასამართლოს, განმცხადებელმა ჰკითხა სასამართლოს ოფიცერს, შეეძლო თუ არა, თან წაეღო ბატარეის დამტენი თავისი ეტლისთვის. . განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ოფიცრის თქმით, ეს შეიძლებოდა მიჩნეულიყო ფუფუნების საგნად და რომ, შესაბამისად, მას არ შეეძლო მისი წაღება.ვინაიდან, განმცხადებლის საქმის მოსმენა გაიმართა 1995 წლის 20 იანვრის შუადღეს, შეუძლებელი იყო, მისი მომდევნო დღემდე ციხეში გადაყვანა და განმცხადებელმა გაატარა მთელი ის ღამე ლინკოლნის პოლიციის განყოფილების საკანში (წინასწარი დაკავების იზოლატორში). ეს საკანი, სადაც იყო ხის საწოლი და მატრასი, არ იყო ადაპტირებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირთათვის. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ იძულებული იყო დაეძინა თავის ეტლში , ვინაიდან საწოლი იყო მაგარი და გამოიწვევდა ტკივილს ბარძაყებში, რომ სასწრაფო გამოძახების ღილაკები და შუქის ჩამრთველები მიუწვდომელი იყო, და რომ მას არ შეეძლო ესარგებლა ტუალეტით, რადგან თავის ეტლთან შედარებით უფრო მაღალი იყო და შესაბამისად, იგი მას ვერ მიწვდებოდა..საპატიმროს ჩანაწერების მიხედვით, განმცხადებლის მიყვანისას, 19:20 საათზე, მან აცნობა საპატიმროს ოფიცერს, რომ ჰქონდა პრობლემები თირკმელებთან დაკავშირებით და ასევე პერიოდულიყურის ინფექცია, თუმცა იმ მომენტისათვის მას არ მოუთხოვია წამლები ან ექიმის ნახვა. 19:50 საათზე მან უარი განაცხადა საჭმელზე და ცხელ სასმელზე. 20:50 საათზე, განმცხადებელმა განაცხადა, რომ მას სციოდა, და ოფიცერმა მას მოახურა 2 საბანი(პლედი). როცა ის ხელახლა შეამოწმეს საკანში 21:15 საათზე, განმცხადებელი ისევ ჩიოდა, რომ ციოდა. 21:35 საათზე, მას შემდეგ რაც შესცივდა და თავის ტკივილი დაეწყო, რომელიც გამოწვეული იყო ამ სიცივით, მას კიდევ ერთი საბანი (პლედი) შემოახურეს. მას შესთავაზეს ცხელი სასმელი, თუმცა მან უარი განაცხადა. განმცხადებელს ჩაეძინა 22:00 საათზე, მაგრამ 22:50 საათისთვის ისევ გაეღვიძა, ჩიოდა რა, რომ სციოდა და ისევ უარი განაცხადა ცხელ სასმელზე. 23:15 საათზე მან ითხოვა ექიმის ნახვა, რომელიც მოვიდა 23:50 საათზე. ექიმის შეფასება განმცხადებელზე 00:35 საათზე იყო ამგვარი:
,,პაციენტი უჩივის სიცივეს, თავის ტკივილს და გულისრევას (საპატიმროში მოთავსებოს შემდეგ არ მიუღია საკვები - შესთავაზეს, თუმცა არაფერი უჭამია). საუბრობს სრულიად გონივრულად, არ აქვს ჰიპოთერმია, ზის ეტლში. მეუბნება, რომ არ შეუძლია დაწვეს საწოლში, რადგან თავის სახლში სავარძელში მჯდომარეს ძინავს. იღებს ერიტრომიცინს ყურის ინფექციის გამო. ყურის გასინჯვისას არ დადგინდა Nystigmus J36. სამწუხაროდ საკანში არ არსებობს ხელმისაწვდომი მომსახურება (იგულისხმება ტუალეტი) ამგვარი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების პირისთვის. . ნამდვილად საჭიროებს ოთახის ტემპერატურას 70 გრადუსი ფარენჰეიტით, რადგან არ მოძრაბს/არშეუძლია მოძრაობა.
შემოხვეული ჰქონდა ე.წ. „კოსმონავტის პლედი“ და დამატებითი პლედები.
შეთავაზეს/მიეცა პარაცეტამოლი და სტემეტილი, რადგან კო-პროქსამოლი არ იყო ხელმისაწვდომი..”საპატიმროს ჩანაწერების მიხედვით, განმცხადებელს ეძინა 07:00 საათამდე, როცა ის გადაიყვანეს სხვა საკანში და შესთავაზეს საჭმელი და სასმელი, რომელზეც უარი განაცხადა. 08:30 საათზე, ის გადაიყვანეს ნიუ ჰოლის (New Hall) ქალთა ციხეში, ვეიკფილდში(Wakefield), სადაც იყო დაკავებული 1995 წლის 23 იანვრის შუადღემდე.განმცხადებელი არ მოათავსეს ნორმალურ საკანში ნიუ ჰოლში, თუმცა ნაცვკად ამისა, იგი დაკავებული ჰყავდათ ციხის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. მის საკანს ჰქონდა უფრო ფართო კარი, რათა თავისუფლად ემოძრავა ეტლსა, ჰქონდა სახელურები ტუალეტში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირისთვის და ჰიდრავლიკური საავადმყოფოს ლოგინი. ციხეში მისვლისას განმცხადებელმა შეავსო სამედიცინო კითხვარი. მან განაცხადა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ,,შეიძლებოდა კონტროლს დაქვემდებარებოდა და როგორც კი წარმოიშობოდა, გადაეჭრა ეს პრობლემები’’. უმცროსმა მედდამ ბროდჰედმა, რომელმაც დაამოწმა ხელმოწერით აღნიშნული კითხვარი, დაწერა:
,, გადმოყვანილია საავადმყოფოში უმეტესად მოძრაობის პრობლემების გამო. საავადმყოფოში მყოფ პირს აქვს თალიდომიდი და იყენებს ელექტრო ეტლს, რომლის გამოყენებაც რთული იქნებოდა ჩვეულებრივ ციხეში კიბეების გამო, მაგალითად . სასადილო ოთახში. მას არ მოუტანია თან ეტლის დამტენი, რადგან აცხადებს, რომ პოლიცია მას ამის ნებას არ მისცა.
მას აქვს უროლოგიური პრობლემები და პერიოდულად თირკმლის ფუნქციის დარღვევა. შეუძლია თვითონ შეჭამოს საჭმელი, თუ ეს საჭმელი დაჭრილია, ასევე შეუძლია თავად გამოიყენოს ჭიქა. ახერხებს მოშარდვას, მაგრამ საჭიროებს დახმარებას, რათა შემდგომში დასუფთავდეს.
ჩვეულებრივ, სახლში სძინავს დივანზე და ღამით ადგომაში ეხმარება თავისი ძაღლი. ღამით აქ დასჭირდება დახმარება, რომ ადგეს და გამოიყენოს ტუალეტი. ეცდება საავადმყოფოს საყრდენიანი საწოლის გამოყენებას. დაუძახა დოქტორ როდს ღამის ძიძის დახმარების თაობაზე. ჩანაწერი გაკეთდა ღამის მორიგე ოფიცრისა და უსაფრთოებისთვის ღამით დახარების მიზნით და საჭიროებს გახსნას...
ის ალერგიულია ბევრ ანტიბიოტიკზე ... სჭირდება ტანსაცმლის ხშირი ცვლა თირკმლის პრობლემების გამო.
მოთავსდა განყოფილებაში და ისადილა.
p.s. შეუძლებელია ჩვეულებრივი მანერით მისი წამოწევა, ვინაიდან მხარი აქვს ნაღრძობი, რომელიც გამოწვეულია ძველი დაზიანებით.განმცხადებელი შეამოწმა დოქტორმა კიდმა, ვისი ჩანაწერებიც აცხადებდა:
“ახალი მიღება.
თალიდომის მსხვერპლი კიდეურების მრავლობითი დეფორმაციით, მათ შორის არ გააჩნია ზედა და ქვედა კიდურების დაბოლოებები.
საშარდე ბუშტი - არ შეუძლია სრულად გამოანთავისუფლოს და ხშირად უწევს შეკავება (როდესაც საჭიროებს კათეტერიზაციას) და ინფიცირდება ...
ნაწლავები – ... არ შეუძლია თავად გაისუფთაოს ხელით.
სახლში ის შედარებით დამოუკიდებელია, ვინაიდან აქვს რამდენიმე სერვისი, მათ შორის ელეტრონული ეტლი - რომელსაც სჭირდება დატენვა ყოველ შაბათ-კვირა.
საავდამყოფოში აქვს სირთულეები:
საწოლი - ზედმეტად მაღალი
უნიტაზი - ვერ წვდება
მოძრაობა - ელემენტი ჯდება
სითხის მიღება - უყვარს წვენის მიღება და აქ არ არის წვენი
კვება - ვეგეტარიანული
ზოგადი ჰიგიენა - საჭიროებს დახმარებას ...
საჭიროებები: სითხის მიღება
ელემენტის დატენვა
ადეკვატური ტემპერატურა ...’’„განგრძობადი სამედიცინო ჩანაწერები’’ განმცხადებლის შესახებ ინახებოდა მისი დაკავების მთელ პერიოდში. პირველი შესვლის დრო, 1995 წლის 21 იანვრის ჩანაწერები ადგენდნენ:
,,მე ვთხოვე პატივცემულ კომენდატს, ბატონ ელისს, მოეცა ნებართვა, რომ ადელისთვის მისი ეტლის დამტენი მიგვეტანა, თუ შეგვეძლო ამის მოგვარება. ის დაგვთანხმდა ამაზე და იქვე ჩვენ მივუთითეთ ბევრ პრობლემაზე, რაც ამ პირთან დაკავშირებით შეექმნებოდა მედპერსონალს, i.e.
(1) სჭირდება დახმარება საწოლიდან ადგომაში და საწოლზე დაწვენაში და განმცხადებელი ამბობს, ეს როგორც წესი კეთდება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც მის უკან დგება, ხელები შემოხვეული აქვს მის წელზე და ამგვარად, ან აწვენს საწოლზე ან სვამს ეტლში.
(2) განმცხადებელს სახლში აქვს მოწყობილება რომელსაც იგი შეჰყავს და გამოჰყავს აბაზანიდან. თუ ის არ მიიღებს ყოველდღიურად აბაზანას, რისკის ქვეშ დადგება, რომ მას გაუჩნდება წყლულები, განსაკუთრებით იქ, სადაც მისი ტერფი გადადებულია ე.წ. ფეხზე.
(3) თირკმლის განმეორებადი ინფექციის გამო, მან უნდა მიიღოს ორი ლიტრი სითხე ყოველდღიურად, მაგრამ როგორც წესი სვამს წვენს და არ მოსწონს წყალი, შესაბამისად, ეს ალბათ შეამცირებს მისი სითხის მიღებას. გარკვეული კონსულტაციების შემოდგომ ბატონმა ელისმა გადაწყვიტა, რომ თუ ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა ადელისთვის მოხერხებული ადგილი საავადმყოფოს გარეთ, ის გასცემდა მისი გადასვლის ნებართვას, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამედიცინო პირობები მისი ჰოსპიტალიზირებისთვის. დოქტორი ქიდი ხვალ მოინახულებს ადელს, რადგან ფიქრობს, რომ დიდი ალბათობაა განვითარდეს საშარდე მილის ინფექცია”ექთნები, რომლებიც უვლიდნენ განმცხადებელს მისი დაკავებისას, გააკეთეს ერთდროული ჩანაწერები, რომლის მიხედვითად 1995 წლის 21 იანვარის ღამეს:
,, არ შეუძლია ღამით ტუალეტით სარგებლობა. ვიყავით ადელის საკანში ორჯერ. დასჭირდა ნახევარ საათამდე ტუალეტში ყოფნა და მერე ვეღარ ვახერხებდით მის საწოლზე გადაყვანას. მიეცა ტკივილგამაყუჩებელი და მას უხდება დიდ ტკივილთან შეგუება რადგან წევს მაგარ, მყარ მატრასზე. ძალიან რთულია მხოლოდ ერთმა ექთანმა მოუაროს’’.განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იგი 1995 წლის 21 იანვარს, საღამოს ტუალეტში მოათავსა ციხის ოფიცერმა ქალმა, ხოლო შემდეგ 3 საათის მანძილზე იმყოფებოდა ტუალეტში, ვიდრე არ დათანხმდა, ციხის ოფიცერ კაცს, რომ დაესუფთავებინა იგი და დახმარებოდა ტუალეტიდან გამოსვლაში. მთავრობა ამტკიცებს, რომ 1995 წლის 21 იანვარს იქ იყო მხოლოდ ერთი მორიგე ქალი ექთანი, ექთანი ლისტერი, და რომ მან სთხოვა დახმარება მომსახურე პერსონალის წევრ ორ მამაკაცს, უფროს ოფიცერ ტინგლს და ოფიცერ ბოუმანს, და რომ მომსახურე პერსონალის ეს ორი მამაკაცი წევრი დაეხმარა მედდა ლისტერს განმცხადებლის ტუალეტში შეყვანასა და გამოყვანაში, იმ დროს როცა მას ჰქონდა კუჭის მოქმედება. ექთანმა ლისტერმა შემდეგ გაასუფთავა განმცხადებელი და დააწვინა ისევ. მთავრობის განცხადებიდან ნათლად არ ჩანს, უფროსი ოფიცერი ტინგლი და ოფიცერ ბოუმანი იყვნენ სამედიცინო პერსონალის წევრები, თუ იყვნენ ციხის თანამშრომლები, რომლებსაც არ ჰქონდათ ექთნის კვალიფიკაცია. განმცხადებელი შემდგომში ამტკიცებდა, რომ მოგვიანებით იმ საღამოს, ექთანმა ქალმა, რომელიც ეხმარებოდა მას ტუალეტში, გახადა ტანსაცმელი ორი ციხის ექთანი ოფიცერი მამაკაცის თანდასწრებით, შედეგად, მკერდს ქვემოთ მთლიანად გაშიშვლებული ჩანდა მამაკაცი ოფიცრების წინ. მთავრობა უარყოფდა რომ ასეთი ინციდენტები მოხდა. ისინი ამბობდნენ, რომ განმცხადებელი თავის გათავისუფლებამდე ციხის მმართველთან ჩიოდა, არ ჰქონდა ადეკვატური გარემო, თუმცა ზემოთ ხსენებულზე არაფერი იყო ნათქვამი.სააგენტოს ექთანი (ძიძა) დაიქირავეს, რომ განმცხადებლისთვის მოევლო ღამის განმავლობაში 1995 წლის 22 დან 23 იანვარის ჩათვლით. ექთნის მიერ შედგენილი 22 იანვრის ჩანაწერებით დადგინდა:
,,ამბობს, რომ საწოლი არაკომფორტულია და რომ არსებობს დიდი რისკი განუვითარდეს ცუდი წყლულები, მაგრამ ის არ არის სრულიად უმოძრაო და შეუძლია საწოლზე დაწვეს თავისით. პრობლემები არაა საკვებთან მიმართებით, სითხის მიღება კი შემცირებულია, ვინაიდან მას არ მოსწონს წყალი. საჭიროა, განვასხვავოთ ადელის მცირედი კაპრიზები სერიოზული პრობლემებისაგან.
არ ჰქონია კუჭის მოქმედება და არც მოუშარდავს 01:00 საათის შემდეგ, უარს ამბობს რა წყლის მიღებაზე, უარს ამბობს 8 საათამდე იყოს მზად დასაძინებლად.
ღამე -21:50საათზე ითხოვა, რომ დაეწვინათ ლოგინში. როცა იკითხეს, თუ რატომ არ იყო დაწოლილი საწოლში, დღის პერსონალმა უთხრა, რომ დაქირავებულ ექთანს უნდა დაებანა ის და მერე დაეწვინა ლოგინში.
23:10-ზე ითხოვა, რომ დაეწვინათ ლოგინში, რადგან ტკივილს გრძნობდა „ფეხებში’’. მიეცა კოპროქსიმოლი და გადაიყვანეს. მოთავსდა და გვიან დაიძინა. მიიღო სითხე..”სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების შესახებ 1991 წლის აქტის 45-ე და 33-ე პარაგრაფების (მუხლების) შემამსუბუქებელი ნორმები ნიშნავს იმას, რომ განმცხადებელს უნდა მოეხადა მასზე დაკისრებული სახდელის ნახევარი, ანუ მხოლოდ 3 დღე და ნახევარი. მის გათავისუფლებამდე, 1995 წლის 23 იანვარს, განმცხადებელი შეამოწმა დოქტორმა ქიდმა, რომლის განცხადებითაც მას სჭირდებოდა კთეტერიზაცია შარდის შეკავების გამო. სამედიცინო ჩანაწერი ადგენდა:
,,გათავისუფლებისას ამ ნაშუადღეს როგორც კი შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის საკითხის მოგვარება...
უნდა მიიღოს აბაზანა და დაუცარიელდეს შარდის ბუშტი კატეტერის მეშვეობით სანამ დატოვებს აქაურობას.
როცა ჰკითხეს თუ ჰქონდა რაიმე სპეციფიკური სამედიცინო ჩივილები, მან თქვა რომ უნდოდა მიეღო აბაზანა და მომხდარიყო მისი კათეტერიზაცია..
მას ჰქონდა ჩივილები ძილთან დაკავშირებით. ამბობდა, რომ კომენდატმა ბატონმა ელისმა თქვა, რომ მას შეეძლო დაეძინა სკამზე და მისი საკნის კარები მთელი ღამე ყოფილიყო ღია. ვინაიდან დღეს ათავისუფლებდნენ, მან თქვა რომ კომენდატის მიერ განხორციელებული ქმედებები აღარ იყო არსებითი ... ‘‘განმცხადებელი ციხიდან წაიყვანა მისმა მეგობარმა. ის ამტკიცებდა, რომ პატიმრობისას განხორცილებული მოპყრობის შედეგად, განმცხადებელს 10 კვირის განმავლობაში ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ არ წარმოუდგენია პირდაპირი სამედიცინო სამხილი თავისი საჩივრის დასამტკიცებლად.1995 წლის 30 იანვარს განმცხადებელმა კონსულტაცია გაიარა ადვოკატთან, იმ მიზნით რომ საჩივარი შეეტანა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) წინააღმდეგ გამოვლენილი დაუდევრობისა და გულგრილობის გამო.. მას დაენიშნა უფასო იურიდიული დახმარება, რომელიც მოიცავდა მტკიცებულებების შეგროვებას და საქმის არსებით ნაწილში ადვოკატის კონსულტაციებზე გაწეულ ფულად დანახარჯებს და კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრას. . 1996 წლის 6 მარტით დათარიღებულ თავის მოსაზრებაში, მისმა ადვოკატმა მიუთითა იმ სირთულეებზე, რომლის წინაშეც დადგებოდა განმცხადებელი , თუკი დაიწყებდა იმის დამტკიცებას, რომ მან განიცადა არასათანადო მოპყრობა, როგორც ეს განაცხადა, , და მიუთითა მაღალი სასამართლოს (High Court) გადაწყვეტილებაზე (Knight and Others v. Home Office and Another [1990] 3 All England Law Reports 237), რომლის მიხედვით, არასაკმარისი სახსრების (რესურსების) გამო, ციხის საავადმყოფოს მოვლის პირობები იყო იმაზე დაბალი ვიდრე ეს დადგენილი იყო გარეთ არსებულ შესაბამის დაწესებულებებში. . მოცემული პრეცედენტული სამართლისა და იმ პრობლემების გამო, რომელსაც ის წააწყდებოდა მტკიცების დროს, ადვოკატმა ურჩია, რომ განმცხადებელს ჰქონდა მოგების მცირე პერსპექტივა თავის მოთხოვნაში და თუნდაც რომ ყოფილიყო წარმატებული, ზარალის ანაზღაურება არ გადააჭარბებდა 3000 ფუნტ სტერლინგს. ამ რჩევის გათვალისწინებით, განმცხადებლის იურიდიული დახმარების დამადასტურებელი ცნობა 1996 წლის 13 მაისს გაუქმდა.
რელევანტური შიდასახელმწიფოებრივი სამართალი და პრაქტიკასაგრაფო სასამართლოსთვის (County Court) არ არის დადგენილი პრაქტიკა, განსაზღვროს , თუ სად უნდა იყოს დაკავებული კონკრეტული ბრალდებული. ციხის შესახებ 1952 წლის აქტის 12(1)-(2) სექციის მიხედვით ეს შინაგან საქმეთა მინისტრის პრეროგატივაა, განსაზღვროს, თუ რომელ ციხეში უნდა იყოს პატიმარი:
‘‘12(1) პატიმარი, რომელსაც მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ან წინასწარი პატიმრობა, ან დააპატიმრეს სასამართლო განხილვების დაწყებამდე ან სხვა მიზეზით, შესაძლებელია, კანონიერ საფუძველზე გადაიყვანონ ნებისმიერ ციხეში. .
(2) პატიმრები გაიგზავნებიან ისეთ ციხეებში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი გაგზავნა და ასევე, მათი პატიმრობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით შეიძლება გადაყვანილ სასჯელის მოხდის ადგილიდან (ციხიდან) იქნენ ნებისმიერ სხვა ციხეში. ‘
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
განმცხადებლის თქმით, მისმა დაკავებამ და ციხეში მოპყრობამ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ადგენს:
,, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.’’მთავრობამ დაადგინა, რომ დროის გასვლის გამო შეუძლებელი იყო დადგენილიყო, მისცა თუ არა მოსამართლემ რაიმე სახის მითითება, თუ სად უნდა ყოფილიყო განმცხადებელი დაპატიმრებული, თუმცა, საგრაფო სასამართლოსთვის არ იყო დადგენილი პრაქტიკა, გაეცა ნებისმიერი ასეთი მითითება. პოლიციის განყოფილებებში და ციხეებში არსებული თავისუფალი ადგილების შესახებ უშუალო ინფორმაციას ფლობს პოლიცია და ციხის ადმინისტრაცია, ამგვარად, უფრო შესაფერისია, რომ სასამართლოებმა ამ ორგანოებს დაუტოვონ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ სად განათავსონ პატიმრები. . იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლე პირდაპირ არ გაითვალისწინებდა განმცხადებლის სპეციალურ საჭიროებებს, ეს არ ჩაითვლებოდა მე-3 მუხლის დარღვევად მანამ, სანამ არ იქნებოდა ცუდად მოპყრობის რეალური რისკი , რომელიც არ წამოჭრილა განმცხადებლის საქმეში.
პატიმრობის დროს განმცხადებლის მიმართ განხორცილებული მოპყრობა ჯდებოდა სიმკაცრის გაცილებით მინიმალურ ზღვარში, რათა წამოჭრილიყო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. ამგვარად, განმცხადებლის „ნიუ ჰოლის“ ციხეში მიყვანისას გათავლისწინებულ იქნა მისი განსაკუთრებული გარემოებები და ის განთავსდა სამედიცინო მომსახურების ცენტრში, სადაც ჰქონდა წვდომა ექთნების პერსონალთან, ვინც იღებდა შესაფერისი ზომებს უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნები საჭმელის, სასმელისა და ჰიგიენის მხრივ. მთავრობამ უარყო, რომ განმცხადებელს თან ახლდა მამაკაცი ოფიცერი, ან რომ ის გახდა რაიმე დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მოპყრობის სუბიექტი, მამაკაცი ოფიცრების წინაშე გაშიშვლების შედეგად და შეახსენა სასამართლოს, რომ მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განმცხადებელია ვალდებულიადაამტკიცოს მის მიერ წამოყენებული ბრალდებები დასაბუთებული ეჭვის გარეშე.განმცხადებლის თქმით, მის საქმეზე გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ კარგად იცოდა მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, თუმცა გადაწყვიტა, იგი ჩაესვა ციხეში, ისე რომ წინსაწარ არც კი შეამოწმა იყო თუ არა იქ ადეკვატური გარემო პირობები. პოლიციის განყოფილებაში ის დაკავებული ჰყავდათ ცივ პირობებში, რამაც გამოიწვია თირკმლის ინფექცია. მისი საკანი ციხის სამედიცინო მოსახურების ცენტრში არ იყო ადაპტირებული მისი საჭიროებებთან, როგორც ეს აღნიშნა ციხის ექიმმა რომელმაც გასინჯა ის მიღებისას, და ექთნები და ციხის ოფიცრები რომლებიც ზრუნავდნენ მასზე, ექცეოდნენ უხეშად და მცირე დახმარებას უწევდნენ მას. მთელი პატიმრობის პერიოდში, მის მიმართ განხორცილედა არაადამიანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რომელმაც მას დაუტოვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვები.სასამართლო იმეორებს, რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმკაცრის მინიმუმ ზღვარს, რომ მოხვდეს მე-3 მუხლის განხილვის ფარგლებში. ამ მინიმუმი ზღვარის შეფასება არის ფარდობითი; ის დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და მენტალური შედეგები და ზოგ საქმეში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა მოპყრობა ‘‘დამაცირებელი’’ მე-3 მუხლის მიხედვით, ერთ-ერთ ფაქტორს, რომელსაც სასამართლო გაითვალისწინებს არის კითხვა, იყო თუ არა მისი მიზანი შეურაცხოფა და დამცირება იმ ადამიანისა, რომელსაც ეხება ეს საქმე, თუმცა ასეთი მიზნის არარსებობას არ შეუძლია მთლიანად გამორიცხოს მე-3 მუხლის დაღვევის დადგენა. (იხილეთ Peers v. Greece, no. 28524/95, §§ 67-68 and 74, ECHR 2001-III).ამ საქმეში განმცხადებელმა, რომელიც იყო თალიდომიდის მსხვერპლი და არ ჰქონდა კიდურები, ჯანმრთელობის მრავალი პრობლემით, მათ შორის დეფექტური თირკმლებით, სამოქალაქო წესით საქმის განხილვისას გამოავლინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა და მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად დაკავებულ იქნა 7 დღის განმავლობაში ( თუმცაღა, როგორც განაჩენის შემსუბუქების შედეგი, ის ფაქტობრივად დაკავებული იყო 3 ღამითა და 4 დღით. როგორც ჩანს, ინგლისური სამართლისა და პრაქტიკის შესაბამისად, განაჩენის გამომტანმა მოსამართლემ არ გადადგა რაიმე ნაბიჯი, სანამ განმცხადებელს დაუყოვნებლივ დაკავებას მიუსჯიდა - რაც განსაკუთრებით მკაცრი სასჯელია ამ საქმეში - დაედგინა, თუ სად მოიხდიდა იგი პატიმრობას, ან დარწმუნებულიყო იმაში, რომ შესაძლებელი იქნებოდა ადეკვატური გარემო პირობები, რათა გამკლავებოდა მისი შეზღუდული შესაძლბელობების სასტიკ დონეს.განმცხადებელმა და მთავრობამ წარმოადგინეს განსხვავებული მოხსენებები დაკავების დროს მიღებული მოპყრობის შესახებ, და ვინიდან დიდი დრო გავიდა შემთხვევიდან და შიდა სასამართლოებმა ვერ მოახერხეს რაიმეს აღმოჩენა, რთულია დეტალურად დადგინდეს, თუ რა მოხდა კონკრეტულად.. ამის მიუხედავად,, სასამართლო მიიჩნევს მნიშვნელოვნად იმას, რომ დოკუმენტური სამხილი, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ, რომელიც შეიცავს ციხისა და სამედიცინო პერსონალის ერთდროულ ჩანაწერებს, აჩვენებს, რომ პოლიციასა და ციხის ადმინისტრაციას არ შეეძლოთ ადეკვატურად გამკლავებოდნენ განმცხადებლის სპეციალურ საჭიროებებს.მისი დაკავების პირველ ღამეს, განმცხადებელი ჰყავდათ ადგილობრივი პოლიციის განყოფილების საკანში, ვინაიდან ძალიან გვიანი იყო ციხეში მის გადასაყვანად. ციხის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ყოველ ნახევარ საათში ის წუხდა რომ სციოდა - რაც სერიოზული პრობლემა იყო განმცხადებლისთვის, რომლესაც აწუხებდა თირკმლის განმეორებადი პრობლემები და , თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, არ შეეძლო მოძრაობა , რათა შეენარჩუნებინა სითბო. საბოლოოდ, გამოიძახეს ექიმი, რომელმაც აღნიშნა, რომ განმცხადებელს არ შეეძლო გამოეყენებინა საწოლი და მოუწევდა, დაეძინა თავის ეტლში, და რომ გარემო პირობები არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებებიდან გამომდინარე და რომ საკანი იყო ძალიან ცივი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექიმის დასკვნების მიუხედავად არაფერი გაუკეთებიათ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ განმცხადებლის დაცვაზე, რომ დარწმუნებულიყვნენ რომ ის გადაიყვანეს უფრო შესაბამის დაკავების ადგილას, ან გაათავისუფლეს. ამის ნაცვლად, განმცხადებელს მოუხდა დარჩენა ამავე საკანში მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა ექიმმა მას შემოახვია საბანი და მისცა რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი.მომდევნო დღეს განმცხადებელი გადაიყვანეს ვეიკფილდის ციხეში (Wakefield Prison) სადაც ის დააკევს 3 დღითა და 2 ღამით. მისი პირველი ღამის დაკავებისას, ექთნის ჩანაწერები ადგენს, რომ მორიგე ექთანს არ შეეძლო მარტოს აეწია განმცხადებელი და ამიტომ ჰქონდა მას პრობლემები, რათა დახმარებოდა მას ტუალეტით სარგებლობისას. განმცხადებელი ადგენს, რომ ამის შედეგად, ის განსაკუთრებით დამამცირებელი მოპყრობის სუბიექტი გახდა ციხის მამაკაცი ოფიცრების მიერ. მთავრობა უარყოფს მის ანგარიშს, თუმცა როგორც ჩანს, აშკარა იყო, რომ მამაკაც ოფიცრებს მოსთხოვეს, რომ გაეწიათ დახმარება განმცხადებლისთვის ტუალეტით სარგებლობისას.სასამართლო შენიშნავს, რომ განმცხადებლის მიღების ოქმში არის ექიმისა და მომსახურე ექთნის მიერ გაკეთებული შენიშვნები, რომლებიც გამოთქვამენ წუხილს იმ პრობლემებზე, რომლებსაც შეეჩეხნენ მისი დაკავებისას, მათ შორის საწოლისა და ტუალეტის ხელმისაწვდომობა, ჰიგიენა და სითხის მიღება, და მისი გადაადგილება, იმ შემთხვევაში, თუ მისი ეტლის ელემენტი დაჯდებოდა. ასეთი წუხილის გამო, ციხის მმართველმა მისცა უფლება მომსახურე პერსონალს, ეცადათ და მოენახათ ადგილი განმცხადებლისათვის საავადმყოფოს გარეთ. როგორც აღმოჩნდა, ამის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს მისი გადაყვანა, ვინაიდან მას არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული სამედიცინო ჩივილი. განმცხადებელს გათავისუფლების დროს დასჭირდა კათეტერების ჩადგმა, რადგან სითხს მიღების ნაკლებობის გამო და ტუალეტში შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰქონდა შარდის შეკავება. ის ჩივის, რომ მას შემდეგ განიცდიდა ჯანმრთელობის პრობლემებს 10 კვირის განმავლობაში თუმცა არ წარმოუდგენია რაიმე სამედიცინო სამხილი ამის დასადასტურებლად.ამ საქმეში არ არის რაიმე მტკიცებულება, რომ დადასტურდეს განმცხადებლის დამცირების ან შეურაცყოფის განზრახვა. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ უაღრესად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დაკავება ისეთ გარემოებებში, სადაც უკიდურესად ცივა, არსებობს რისკი, რომ განვითარდეს წყლულები, რადგან საწოლი არის ძალიან მაგარი ან მიუწვდომელი, და როცა მას არ შეუძლია ტუალეტში შესვლა ან სუფთად ყოფნა განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, ადგენს დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ. ამგვარად, ის ადგენს ამ დებულების დარღვევას წინამდებარე საქმეში.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებაკონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
,, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.’’
ზიანიგანმცხადებელი ჩივის, რომ ჯერ კიდევ განიცდის ემოციულ და ფსიქოლოგიურ შედეგებს, რომელიც მოჰყვა მის არასათანადო მოპყრობას ციხეში, და სთხოვს სასამართლოს, რომ გადასცეს მას 50 000 ფუნტი სტერლინგი (GBP) როგორც არამატერიალური ზიანის კომპენსაცია.მთავრობა ადგენს, რომ განმცხადებლის ჩივილი მთლიანობაში არის გადაჭარბებული და არაკეთილგონიერი, განსაკუთრებით იმიტომ რომ მას არ წარმოუდგენია სამხილი, რომ დაემტკიცებინა მისი განცხადებები განგრძობად ტრავმასთან დაკავშირებით. ისინი ასაბუთებდნენ, რომ დარღვევის დადგენა იქნებოდა ადეკვატური სამართლიანი დაკმაყოფილება.სასმართლო, მხედველობაში იღებს რა ზემოთ მითითებულ დასკვნებს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა განმცხადებლის მიმართ, მიიჩნევს, რომ მან განიცადა გარკვეული მორალური ზიანი როგორც მისი დაკავების შედეგად, რომელიც არ იქნება კომპენსირებული მხოლოდ დარღვევის დადგენით (see Peers, cited above, § 88). თანხის რაოდენობის განსაზღვრისას მან მიმართა, inter alia, ფაქტებს, რომ არ ყოფილა განზრახვა დაემცირებინათ და შეურაცხეყოთ განმცხადებელი და რომ მას აღეკვეთა თავისუფლება შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში. ყველა გარემოებების გამო, ის გადასცემს 4,500 ფუნტ სტერლინგს.
სასამართლო ხარჯები და დანახარჯებიგანმცხადებელი მოითხოვს სასამართლო ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას 4000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რომელიც მან გასწია მისი საჩივრის განხილვისას კონვენციის დარღვევის თაობაზე. მთავრობას არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით.სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის კეთილგონივრული და აკმაყოფილებს მას მთლიანად, მათ შორის დამატებით მომსახურებასთან დაკავშირებულ შესაძლო გადასახადებს, რომლებიც ექვემდებარება დაბეგვრას , და ნაკლებია იმ თანხებთან, რაცუკვე გადახდილია სამართლებრივ დახმარებაში ევროპის საბჭოს მიერ.
საურავი
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა სასამართლოსათვის, წლიური საპროცენტო მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისას, შეადგენს 7.5 %-ს.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ერთხმადადგენს რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი;ადგენს
(a) მოპასუხე სახელმწიფომ იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა, რომელშიც შედის დამატებით მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც შეიძლება რომ დაიბეგროს;;
(i) GBP 4,500 ( ოთხი ათას ხუთასი ფუნტი სტერლინგი) არამატერიალური ზიანისთვის;
(ii) GBP 4,000 (ოთხი ათასი ფუნტი სტერლინგი)სასამართლო ხარჯებისა და დანახარჯების გათვალისწინებით, დამატებით 5300 ფრანგული ფრანკი, რომელიც ექვემდებარება ფუნტ სტერლინგში კონვერტირებას, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული შესაბამისი კურსით;
(b) რომ პირველადი თანხის წლიური 7.5% -ის გადახდა დაეკისრება ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლისთანავე ვიდრე არ დაიფარება თანხა ბოლომდე.უარყოფს, განმცხადებლის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში. .
შესრულებულია ინგლისურ ენაზე, შეტყობინებულია 2001 წლის 10 ივლისს წერილობით, სასამართლოს რეგლამენტის 77(2) და 77(3) მუხლების მიხედვით.
ს. დოლე
რეგისტრატორი
ჯ. -პ. კოსტა
თავმჯდომარე
კონვენციის 45(2)ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74(2)ე მუხლის მიხედვით შემდეგი განსხვავებული აზრები არის თანდართული ამ გადაწყვეტილებაზე:
(a) სერ ნიკოლას ბრატზას განსხვავებული აზრი თანმხვედრი ბატონი კოსტას მიერ;
(b) ქალბატონი გრევეს განსხვავებული აზრი.
ჯ.-პ.კ.
ს.დ.
მოსამართლე ბრატზას განსხვავებული აზრი
შეერთებული მოსამართლე კოსტას მიერ
მე მთლიანად ვეთანხმები იმას, რომ დაირღვა განმცხადებლის უფლებები კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით და ერთადერთი სურვილია, უფრო ნათელი გავხადო, რომ ჩემი აზრით, უმთავრესი პასუხისმგებლობა იმაზე რაც მოხდა, ეკისრება არამხოლოდ პოლიციას ან ციხის ადმინისტრაციას, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ განმცხადებელზე მისი დაკავების პერიოდში, არამედ იმ სასამართლო წარმომადგენლებს, რომლებმაც განმცხადებელს მიუსაჯეს დაუყოვნებელი დაპატიმრება სასამართლოს უპატივცემულობის გამო.
თუმცა, სასამართლოს მიერ განხილული მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციის და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილ პატიმრობის პირობებს გააჩნდა გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებიც დიდ წილად აიხსნებოდა იმით, რომ არ აღმონდნენ მზად მიეღოთ სერიოზული ფიზიკური ნაკლოვანებების მქონე პირი იმ პირობებში, რომლებიც არანაირად არ შეესაბამებოდა განმცხადებლის მოთხოვნებს. ამასთან,, ვერ ვხედავ გამართლებას იმ გადაწყვეტილებისა, რომლითაც განმცხადებელს მიუსაჯეს დაუყოვნებლივი პატიმრობა. სულ მცირე, წინასწარ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ არსებობდა როგორც ადეკვატური გარემო პირობები მისი პატიმრობისთვის, ასევე საპატიმროში არსებული პირობები, რომლებიც დააკმაყოფილებდა მის განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს.
მოსამართლე გრევეს განსხვავებული აზრი
მე მთლიანად ვეთანხმები ჩემი კოლეგების აზრს, რომ დაირღვა განმცხადებლის უფლებები კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით. თუმცა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ საქმეში წამოიჭრა სერიოზული და აგრეთვე ახალი თემები ევროპული სასამართლოს მანდატის საკვანძო სფეროში, მინდა დავამატო რამდენიმე პუნქტი.
ამ საქმეში არის სიმცირე პირდაპირი თანხვედრა, როგორ ასეთი განმცხადებლის სიტუაციასა და დაკავებას შორის ციხის ჩვეულებრივ გარემო პირობებში. განმცხადებელი მიჯაჭვულია თავისი ეტლს და განსაკუთრებულად ესაჭიროება დახმარება, იმ ფარგლებში, რომ მას არ შეუძლია საკმარისად იმოძრაობს , რომ შეინარჩუნოს ნორმალური ადამიანის სხეულის ტემპერატურა თუ ოთახი სადაც ის რჩება, არ თბება სპეციალურად, ან როგორც in casu, ის არის შეფუთული არა მხოლოდ პლედებში, არამედ სპეცილურ ე.წ. „კოსმონავტთა პლედში“..
ამ შემთხვევაში განმცხადებელი განსხვავდება სხვა ადამიანებისგან იმ ფარგლებში რომ მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა ისე როგორც ეს სხვების მიმართ ხდება, არ არის მხოლოდ დისკრიმინაცია, არამედ მე-3 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება დისკრიმინაციის აკრძალვას, ნახეთThlimmenos v. Greece ([GC], no. 34369/97, § 44, ECHR 2000-IV), რომელიც ასე იკითხება:
,,სასამართლო დღემდე მიიჩნევს, რომ მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლება, არ იყოს დისკრიმინირებული კონვენციით გარანტირებული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით, , არის დარღვეული, როცა სახელმწიფო განსხვავებულად ექცევა ადამიანებს ანალოგიურ სიტუაციებში ობიექტური და კეთილგონიერი გამართლების წარმოდგენის გარეშე ... თუმცაღა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს ასპექტი არ წარმოადგენს დისკრიმინაციის აკრძალვას მე-14 მუხლში. უფლება, არ იყო დისკრიმინირებული შენი უფლებების გამოყენების დროს, რომელიც გარანტირებულია კონვენციით, შეიძლება ასევე დაირღვეს, როცა სახელმწიფოები ობიექტური და კეთილგონიერი გამართლების გარეშე ვერ ახერხებენ მოექცნენ განსხვავებულად ადამიანებს, ვისი სიტუაციაც მნიშვნელოვნად განსხვავებულია.’’
ცხადია, განიხილო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ არის ინვალიდი, განცხადებლის მოძრაობის უნარსა და მისი თვითმომსახურების შესაძლებლობებთან მიმართებაში, თუნდაც ხანმოკლე პერიოდით, იქნებოდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა - შესაძლოა, წამებაც კი. ისეთ ცივილიზებულ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს არის არა მხოლოდ მართებული , არამედ ადამიანთა უმთავრესი ამოცანაა გააუმჯობესოს პირობები და შესაბამისად აუნაზღაუროს იმ ინვალიდ ადამიანების, რომლებიც აღმოჩნდნენ განცხადებლის მდგომარეობაში.. ჩემი აზრით, ასეთი საკომპენსაციო ზომები წარმოადგენს ინვალიდთა ფუზიკურ ხელშუხებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ, მაგალითად, განმცხადებელს, რომელსაც არა აქვს კიდურები, არ მისცე საშუალება თან წაიღოს თავისი ეტლის დამტენი როდესაც ერთი კვირით გზავნიან მას ციხეში, ან დატოვო ძილისთვის არასათანადო პირობებში, რა დროსაც მას უწევდა ტკივილის და სიცივის ატანა- იმ ზღვრამდე, რომ საბოლოოდ ექიმი გამოიძახეს - ჩემი აზრით არის განმცხადებლის უფლების დარღვევა ფიზიკურ ხელშუხებლობაზე. ციხეში განვითარებული სხვა ეპიზოდებიც ამის მსგავსია.
გამნცხადებლის შეზღუდული შესაძლებლობები არ არის დამალული და რთული არაა მათი შემჩნევა. ის არ საჭიროებს სპეციალურ კვალიფიკაციას, არამედ მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანური თანაგრძნობის მინიმუმს, მისი მდგომარეობის გაგებას, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სირთულე. სირთულეში არ იგულისხმება შრომის უნარის მქონე პირის პატიმრობაში მოთავსება. განმცხადებლის მიმართ უნდა განხორცილებულიყო სხვაგვარი მოპყრობა, რადგან მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვა ადამიანებისგან.
როგორც სასამართლომ დაადგინა, ამ საქმეში დაირღვა მე-3 მუხლი.. ჩემი აზრით, ყველა, ვინც ჩართული იყო განმცხადებლის დაკავებაში - მოსამართლე, პოლიცია და ციხის ადმინისტრაცია - ხელი შეუწყვეს ამ დარღვევას. თითოეულ მათგანს შეეძლო და უნდა დარწმუნებულიყო, რომ არ დაეკავებინათ განმცხადებელი სპეციალური ღონისძიებების გატარდებამდე, რომელიც საჭირო იყო მისი შეზღუდული შესაძლებლობების კომპენსირებისთვის, ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა, სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ ექვივალენტურ მოპყრობას. ვინაიდან ვერ მოხერხდა ამ ნაბიჯების გატარება, გაიზარდა შანსი განმცხადებლის პირადი ხელშუხებლობის დარღვევისა - ფიზიკური და ფსიქოლოგიური -ასევე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა.
მოპყრობამ, რომლის სუბიექტიც იყო განმცხადებელი, დაარღვია არამარტოსპეციალური დებულებები, არამედ მთლიანი არსი პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები (რომელიც, მიღებულია 1955წლის 30 აგვისტოს გაეროს პირველ კონგრესის მიერ დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის თაობაზე).
[1] ფოკომელია – განვითარების თანდაყოლილი მანკი: კიდურების პროქსიმალური ნაწილების არარსებობა ან მნიშვნელოვანი განუვითარებლობა (იხ. სამედიცინო ენციკლოპედია).
[2] თალიდომიდი სედაციური საძილე საშუალებაა, რომელმაც სწორედ ტერატოგენული თვისებებით გაითქვა სახელი - 1956-1962 წლებში ამ პრეპარატის მომხმარებელ 10 000-მდე ქალს თანდაყოლილი სიმახინჯის მქონე ბავშვი გაუჩნდა (ინფორმაცია მოპოვებულია www.mkurnali.ge).
Full & Egal Universal Law Academy