© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ივნისი 2012
ფირუზიანი სომხეთის წინააღმდეგ - 33376/07
გადაწყვეტილება 26.6.2012 [III სექცია]
მუხლი 5
მუხლი 5-3
გარანტიები სასამართლოზე გამოცხადებისათვის
საკანონმდებლო აკრძალვა გირაოთი გათავისუფლებისთვის იმ პირებისთვის, ვინც ბრალდებულნი არიან გარკვეული კატეგორიის დანაშაულისათვის: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი დაპატიმრებულ იქნა 2006 წლის ოქტომბერში და დაკავებული ყაჩაღობის ბრალდებით. მისი პატიმრობა შესაბამისად გახანგრძლივებულ იქნა რამდენიმეჯერ იმის საფუძველზე რომ მას შეეძლო მიმალურიყო ან ხელი შეეშალა გამოძიებისათვის და დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები იყო აუცილებელი და პროცესი კვლავ მიმდინარეობდა. მომჩივანს აგრეთვე უარი ეთქვა გირაოზე იმის გამო, რომ ის იყო ბრალდებული ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ადგილობრივი კანონის მიხედვით კვალიფიცირდებოდა როგორც “მძიმე დანაშაული” და შესაბამისად შეზღუდული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გირაოზე მიმართვისაგან, რაც შეიძლება შეფარდებული იყოს იმ პირებს რომლებიც ბრალდებულნი არიან “მცირე ან საშუალო სიმძიმის” დანაშაულებისთვის. მომჩივანი საბოლოოდ გათავისუფლებულ იქნა 2007 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც ბრალდებები მის მიმართ იქნა მოხსნილი.
კანონი - მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი
(ა) გირაოთი გამოშვების შეუძლებლობა – როდესაც წყვეტდნენ რამდენად გამოეშვათ ან დაეკავებინათ ეჭვმიტანილი, ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი იყვნენ განეხილათ მის სასამართლო განხილვას გამოცხადების უზრუნველყოფისთვის ალტერნატიული ღონისძიებები. სასამართლომ ადრე დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა რამდენიმე საქმეში, სადაც მოთხოვნა გირაოზე უარყოფილი იქნა ავტომატურად, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავდა გირაოთი გამოშვებას იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკვალიფიცირებულ იქნენ როგორც მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე. მომჩივანის გირაოს მოთხოვნების მოცემული ავტომატური უარყოფა, რაც გამორიცხავს მისი დაკავების კონკრეტული გარემოებების რაიმე სასამართლო კონტროლს, შეუსაბამოა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარანტიებთან.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
(ბ) განგრძობადი დაკავების საფუძვლები – იმისათვის რომ დაესაბუთებინათ მომჩივანის შემდგომი ყოფნა დაკავების ადგილას, ადგილობრივი სასამართლოები ეფუძნებოდნენ, უპირველეყოვლისა, გაქცევისა და პროცედურებისთვის ხელის შეშლის რისკს და, მეორესმხრივ, იმ ფაქტზე რომ გამოძიება ჯერ არ იყო დასრულებული და პროცედურები კვლავ უნდა განხორციელებულიყო. ამ უკანასკნელ საკითხთან მიმართებაში, სასამართლომ მიუთითა, რომ დამატებითი გამოძიების განხორციელების საჭიროება ან ის ფაქტი რომ პროცედურები ჯერ არ იყო დასრულებული, სასამართლო განხილვამდე, მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, არ ექცეოდე პირის დასაკავებლად რომელიმე მისაღებ მიზეზებს შორის. რაც შეეხება მომჩივანის მიერ გაქცევისა და პროცედურებისთვის ხელის შეშლის რისკს, ადგილობრივმა სასამართლოებმა შეიზღუდეს თავი მოცემული საფუძვლების საკუთარ გადაწყვეტილებებში გამეორებით, აბსტრაქტულად და სტერეოტიპული გზით, იმის მიუთითებლად თუ რატომ მიიჩნიეს ისინი დასაბუთებულად. დანაშაულის სერიოზულ ხასიათზე ზოგადი მითითება, რომლისთვისაც ბრალდებულს წარედგინა ბრალი, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის დასაბუთებად. ადგილობრივმა სასამართლოებმა, შესაბამისად, ვერ შეძლეს წარედგინათ “რელევანტური და საკმარისი” მიზეზები დაპატიმრებისთვის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
სასამართლომ მიიჩნია მე-3 მუხლის დარღვევა, იმის გამო რომ პროცესის დროს მოხდა მომჩივანის მოთავსება რკინის საკანში; მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა იმის გამო, რომ არ იყო სამართლებრივი საფუძველი მომჩივანის პატიმრობის 2007 წლის 19 თებერვლიდან 12 მარტამდე; და მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის ორი დარღვევა იმის გამო, რომ არ მოხდა შეჯიბრებითი პროცესისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფა და იმის გამო, რომ უარი იქნა ნათქვამი დაკავების წინააღმდეგ საჩივრის განხილვაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმე აღარ განიხილებოდა რომ იყო წინასასამართლო ეტაპზე.
მუხლი 41: 8,000 ევრო მორალური ზიანისთვის; მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან მიმართებაში იქნა უარყოფილი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy