ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის განჩინება დასაშვებობის შესახებ, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიუკერძოებლობის თაობაზე. თხუთმეტი ნაფიცი მსაჯულიდან ერთი ბრალდების ერთ-ერთი მოწმის თანამშრომელი იყო: დარღვევა არ დადგინდა
საქმე „პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF PULLAR v. THE UNITED KINGDOM
განაცხადი № 22399/93
განჩინება
სტრასბურგი
1996 წლის 10 ივნისი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი, ბრიტანთის მოქალაქე რობერტ პულარი დაიბადა 1949 წლის 9 ოქტომბერს. მსჯავრის დადებამდე, იგი შოტლანდიაში ადგილობრივ ხელისუფლებაში რეგიონული საბჭოს წევრად იყო არჩეული.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, ცალკე აღებული
28. ბ-ნი პულარის განცხადებით, ბ-ნი ფორსაიტის წევრობა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში, რომელიც არის ორი ბრალდების მოწმეთაგან ერთ-ერთის დასაქმებული, ნიშნავს რომ მისი საქმე არ განიხილება „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელიც, განსახილველი საქმის ნაწილში ითვალისწინებს შემდეგს:
„...წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... საქმის სამართლიანი ... და ღია განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ...“
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი - დავის საგანი არ გამხდარა, რომ წინამდებარე საქმე ეხებოდა „სისხლისსამართლებრივი ბრალდების“ განსაზღვრას და რომელზეც შესაბამისად, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდებოდა. ანალოგიურად, საერთო საფუძველი, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ, რომელმაც მსჯავრი დასდო ბ-ნ პულარს, ჩამოყალიბდა, როგორც მხარე - „სასამართლო“, იმავე მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საჭიროა დადგინდეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა წარმოადგენს თუ არა „დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ“ სასამართლოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის არსი ერთმანეთთან ახლო კავშირშია, მაგრამ ამ საქმეში უფრო მართებული იქნებოდა განხილულიყო განმცხადებლის განაცხადი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
30. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არსებობს მიუკერძოებლობის მოთხოვნის ორი ასპექტი. პირველი, სასამართლო უნდა იყოს სუბიექტურად მიუკერძოებელი, ე.ი. სასამართლოს არც ერთი წევრს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პირადი მიკერძოებული აზრი ან ტენდენცია. პიროვნული მიუკერძოებლობა მოიაზრება იქამდე, სანამ ამის საპირისპირო არ დამტკიცდება. მეორე, სასამართლო ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისითაც, ე.ი. ის უნდა გვთავაზობდეს საკმარის გარანტიებს, რათა გამოირიცხოს ლეგიტიმური ეჭვი ამ კუთხით.
31. პირველ ასპექტთან დაკავშირებით, განმცხადებელმა აღიარა, რომ არ არსებობდა პიროვნული მიკერძოებულობის ხელმისაწვდომი მტკიცებულება ნაფიცი მსაჯულის, ბ-ნ ფორსაიტის მხრიდან. თუმცა, მან სთხოვა სასამართლოს უგულებელეყო სუბიექტური მიუკერძოებლობის მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით 1980 წლის სამართლის რეფორმის აქტის კომბინირებული მოქმედების გამო, რომელიც, როგორც ის ირწმუნებოდა, კრძალავს ნებისმიერ გამოძიებას იმ საქმეებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნაფიც მსაჯულთა ოთახში და ფაქტებზე, რომ გაერთიანებული სამეფოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობები, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობები, არ იძლევიან საკუთარი ვერდიქტის დასაბუთებას. შედეგად, არ არსებობდა რაიმე რეალური ან სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მოეტანა რაიმე მტკიცებულება ამ მოსაზრების უარსაყოფად.
32. პრინციპი, რომ სასამართლო უნდა მოიაზრებოდეს, როგორც პიროვნული ტენდენციურობისაგან ან მიკერძოებისაგან თავისუფალი, დიდი ხნის დამკვიდრებულია სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. იგი ასახავს კანონის უზენაესობის მნიშვნელოვან ელემენტს, კერძოდ კი, იმას, რომ სასამართლოს ვერდიქტი უნდა იყოს საბოლოო და სავალდებულო ხასიათის, თუ ზემდგომი სასამართლო არ გააუქმებს დარღვევის ან უსამართლობის საფუძველზე. აღნიშნული პრინციპი უნდა ვრცელდებოდეს სასამართლოს ყველა ფორმაზე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ჩათვლით. თუმცა ზოგიერთ საქმეში, და გარკვეულწილად წინამდებარე საქმეშიც, შესაძლოა რთული იყოს მტკიცებულების მიღება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსაზრების უარყოფა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა უზრუნველყოფს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარანტიას.
33. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, განმცხადებლის მტკიცებით, რომ გარემოებები, რომელიც მის საქმეში ბ-ნ ფორსაიტის ნაფიც მსაჯულად არჩევას ახლდა, ობიექტური დამკვირვებლის თვალში სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვს გამოიწვევდა. აღნიშნული მტკიცების გასამყარებლად მან მიუთითა ფაქტებზე, რომ ბ-ნ ფორსაიტი და ბ-ნ მაკლარენი საკმაოდ შეწუხებულნი იყვნენ, რომ მათმა ურთიერთობამ შერიფი კლერკის ყურადღება არ მიექცია და რომ უმაღლესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ აღნიშნული კავშირის შესახებ შერიფისთვის ცნობილი რომ გამხდარიყო სასამართლო პროცესის მსვლელობისას, ბ-ნ ფორსაიტი შესაძლოა გაეთავისუფლებინათ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან. ამგვარად, დაცვის მხარემ ვერ ისარგებლა კუთვნილი უფლებით გაეპროტესტებინა ბ-ნ ფორსაიტის მონაწილეობა შერიფი კლერკის მიერ შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ ბ-ნ ფორსაიტს ბ-ნ მაკლარენის ნდობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდა სასამართლო პროცესამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მუშაობდნენ ერთსა და იმავე ფირმაში. ამასთან ერთად, ბ-ნ მაკლარენმა თავის განცხადებაში დაამოწმა, რომ ბრალდებები ბ-ნ პულარის წინააღმდეგ „ოფისში საუბრის თემა უნდა ყოფილიყო“.
34. კომისია ასევე ემხრობოდა აზრს, რომ არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლო იყო სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა. მან საყურადღებოდ მიიჩნია ფაქტი, რომ ბ-ნ ფორსაიტი შესაძლოა გაეთავისუფლებინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოდან, შერიფისთვის რომ ცნობილი ყოფილიყო ბ-ნ მაკლარენის და მისი კავშირის შესახებ. სასამართლო ასევე დაეთანხმა განმცხადებელს, რომ
ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა ევარაუდა, რომ ბ-ნ ფორსაიტს უფრო მეტი აკავშირებდა ბ-ნ მაკლარენთან, ვიდრე შემთხვევითი ნაცნობობა, რადგან იგი იმავე პატარა ფირმაში მუშაობდა ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე, სადაც ბ-ნ მაკლარენი. თუმცა ბ-ნ ფორსაიტი იმ თხუთმეტ ნაფიც მსაჯულთაგან ერთადერთი იყო, ვის ზეგავლენასაც შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, და მას შეეძლო შერიფი კლერკის უმოქმედობა მიეღო, როგორც ტაქტიკური ნებართვა, რომ იგი თავის წარსულ ნაცნობობას დაყრდნობოდა.
35. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფაქტი, რომ ბ-ნ ფორსაიტი მუშაობდა იმავე ფირმაში, სადაც ბ-ნ მაკლარენი, თავისთავად არ იყო საკმარისი საფუძველი ლეგიტიმური ეჭვის გაჩენისთვის სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელი იყო, რომ ბ-ნ ფორსაიტი იკავებდა დაბალ თანამდებობას ფირმაში, არ მუშაობდა აღნიშნულ პროექტზე და, როგორც მან განუცხადა შერიფ კლერკს, პირადად არ იცნობდა ორ ბრალდებულს და არ იცოდა საქმის გარემოებების შესახებ. გარდა ამისა, ბ-ნ ფორსაიტი თხუთმეტიდან მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული იყო. თითოეული ნაფიც მსაჯულს ფიცი ჰქონდა დადებული, რომ გამოეტანა ვერდიქტი სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად. სასამართლო პროცესის დამთავრებისას შერიფმა მითითება მისცა მათ, რომ ვერდიქტი გამოეტანათ მოსმენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, და რომ უნდა არსებობდეს მტკიცებულებებზე ორი ან მეტი წყარო, რაც გულისხმობდა იმას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დამნაშავედ ცნობის შესახებ განაჩენის გამოტანამდე, არ არსებობდა საფუძველი ვარაუდისთვის რომ ბ-ნ-მა ფორსაიტმა ან სხვა რომელიმე ნაფიცმა მსაჯულმა უგულებელყო დადებული ფიცი ან შერიფის მითითებები.
36. სასამართლოს აზრით და ასევე როგორც იუსტიციის უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენდა ის, რომ შერიფი სავარაუდოდ დაითხოვდა ბ-ნ ფორსაიტს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან, ბ-ნ ფორსაიტის და ბ-ნ მაკლარენის ურთიერთობის შესახებ რომ სცოდნოდა. ბუნებრივია, რომ სხდომის თავმჯდომარე უნდა ისწრაფოდეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა ისე უზრუნველყოს, რომ იგი ყველა ბრალდებაზე მაღლა იდგეს, ყოველთვის როცა ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, სასამართლო პროცესამდეც ან მისი მსვლელობისასაც. თუმცა, რადგან სასამართლო დამთავრდა და ვერდიქტიც უკვე გამოტანილი იქნა, არსებითი განხილვის საგანი გახდა თუ რამდენად მძიმე დარღვევა იყო,ბ-ნ ფორსაიტის უწყვეტი ყოფნა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში იმისათვის, რომ ვერდიქტის გაუქმება გაემართლებინა. აქედან გამომდინარე, არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ განხილულ იქნეს ხარვეზი, რომელმაც საფუძველი დაუდო ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო თუ არა მისი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრობით.
37. საჭიროა იმის შეხსენებაც, რომ ბ-ნ პულარის ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირების დაფუძნებული იყო იმ ფაქტზე, რომ ნაფიც მსაჯულთა ერთი წევრი, ბ-ნ ფორსაიტი დასაქმებული იყო იმავე ფირმაში, სადაც ბრალდების მოწმე, ბ-ნ მაკლარენი პარტნიორი იყო. გასაგებია, რომ ამგვარ კავშირს შესაძლოა, საფუძველი დაედო გარკვეული მღელვარებისთვის ბრალდებულის მხრიდან. თუმცა, ბრალდებულის მოსაზრება სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირების ვერ იქნებოდა განხილული, როგორც გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, შესაძლებელია თუ არა ეს საფრთხე ობიექტურად იქნეს გამართლებული.
38. მიუკერძოებლობის პრინციპი იმ ნდობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რასაც სასამართლოები უნდა უნერგავდნენ დემოკრატიულ საზოგადოებას. თუმცა, იგი აუცილებელი არაა გამომდინარეობდეს ფაქტიდან, რომ სასამართლოს წევრი პირადად იცნობს საქმის ერთ-ერთ მოწმეს, რომ მას ჩამოყალიბებული აქვს აზრი იმ პირის ჩვენების სასარგებლოდ. ყოველ ცალკეულ საქმეში აუცილებელია გადაწყდეს, აღნიშნული ნაცნობობა არის თუ არა იმ ხასიათის და ხარისხის, რომელიც მიუთითებს მიუკერძოებლობის არარსებობაზე სასამართლოს მხრიდან.
39. წინამდებარე საქმეში, ბ-ნ ფორსაიტი - დაბალი რანგის თანამშრომელი ბ-ნ მაკლარენის ფირმაში, არ მუშაობდა პროექტზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ბ-ნ პულარის წინააღმდეგ ბრალდება და სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინება გადაეცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე სამი დღით ადრე. აღნიშნული ფაქტებიდან ძნელია იმის გარკვევა, საქმის ობიექტური დამკვირვებელი დაასკვნიდა თუ არა, რომ ბ-ნ ფორსაიტი ბ-ნ მაკლარენის აზრისაკენ იხრებოდა თუ დაცვის მხარის მოწმისკენ.
40. ამასთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ შესთავაზა არაერთი მნიშვნელოვანი გარანტია. საყურადღებოა, რომ ბ-ნ ფორსაიტი იყო ერთადერთი თხუთმეტ ნაფიც მსაჯულთაგან, რომელიც შეირჩა შემთხვევითობის პრინციპით ადგილობრივი მოსახლეობიდან. ასევე აუცილებელია იმის შეხსენება, რომ შერიფმა მისცა ნაფიც მსაჯულებს მითითება, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ მიუკერძოებლად შეეფასებინათ ყველა მოწმის სანდოობა, რომლებიც მათ წინაშე გამოვიდა, და რომ ყველა ნაფიცმა მსაჯულმა დადო თანაბარი ძალის მქონე ფიცი.
41. აღნიშნულ ფონზე, ბ-ნ პულარის ვარაუდი იმ სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მის საქმეს განიხილავდა, ვერ მიიჩნევა როგორც ობიექტურად გამართლებული.
აქედან გამომდინარე, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც განმცხადებლის პირველ განაცხადს შეეხება.
Full & Egal Universal Law Academy