დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No. 163
მაისი 2013
რადუ გერმანიის წინააღმდეგ - 20084/07
გადაწყვეტილება 16.5.2013 [სექცია V]
მუხლი 5
მუხლი 5-1-a
მსჯავრის დადების შემდეგ
მომჩივანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანგრძლივი მოთავსება მისი ციხეში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ: არ არის დარღვევა
ფაქტები – 1995 წელს მომჩვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობისთვის და მიესაჯა რვანახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება შეზღუდული პასუხისმგებლობის გამო. სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, მომჩივანის განთავსებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ექსპერტის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მომჩივანი განიცდიდა სერიოზულ პიროვნულ აშლილობას, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობრივი აგზნებით და შეზღუდული ჰქონდა უნარი, ეკონტროლებინა თავისი მოქმედებები და სავარაუდოდ ისევ მოკლავდა ვინმეს, თუ აღმოჩნდებოდა მსგავს კონფლიქტურ სიტუაციაში. ეს ბრძანება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ის გახდა საბოლოო. 1998 წელს, ციხეში გატარებული 4 წლის შემდეგ მომჩივანი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თუმცა, სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე, როცა გადაიხედებოდა მისი დაკავება, საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა დაასკვნა, რომ მომჩივნის მოთავსება საავადმყოფოში იყო არასწორი, იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა „აქცენტუირებული პიროვნულობა’’ და სავარაუდოდ ისევ ჩაიდენდა დანაშაულს, თუ გაათავისუფლებდნენ, ის ფაქტობრივად განიცდიდა ქრონიკულ გონებრივ აშლილობას და არ არსებობდა იმის მოტივაცია, რომ დაესრულებინა თერაპიის კურსი. სასამართლომ, რომელიც მუშაობდა გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ბრძანა, რომ დაებრუნებინათ ის ციხეში, სადაც მან თავისი დარჩენილი სასჯელის ნაწილი მოიხადა. ამ დროის განმავლობაში, იმის მიუხედავად რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მომჩივანი არ უნდა ყოფილიყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებული ბოლომდე, ამის მიუხედავად, შემდგომში ექსპერტის ფსიქიატრული ჩვენება ადასტურებდა სამედიცინო ხელმძღვანელის ხედვას, რომ მომჩივანი არ განიცდიდა სერიოზულ პიროვნულ აშლილობას, რომელიც შეზღუდავდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას იმ დროს, როცა დანაშაული იქნა ჩადენილი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დასდო მსჯავრი მომჩივანს და მოათავსა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო შედეგი მცდარი სამართლებრივი კვალიფიკაციისა, ეს კვალიფიკაცია ვერ გამოსწორდებოდა იმ სასამართლოების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ განაჩენების აღსრულებაზე ისე, რომ არ მოეხდინათ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მომჩივანმა მოიხადა თავისი განაჩენი ციხეში 2003 წელს, ის გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოები მივიდნენ ამგვარ დასკვნამდე 2006 წელს მომჩივნის ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ გადახედვის შემდეგ და ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა მომჩივნის საკონსტიტუციო საჩივარზე.
ევროპული სასამართლოს მიმართ საჩივარში მომჩივანი ჩიოდა, რომ მისმა გახანგრძლივებულმა თავისუფლების აღკვეთამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაარღვია მისი თავისუფლების უფლება, რადგან მისი დაკავება გაგრძელდა იმ ფაქტის დადგენის მიუხედავად, რომ ის არ იმყოფებოდა და ფაქტობრივად არც არასდროს იმყოფებოდა ისეთ გარემოებებში, რომელიც შეასუსტებდა ან გამორიცხავდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას.
სამართალი – მუხლი 5 § 1 (a): თავდაპირველად სასამართლოს მოუწია, დაედგინა, იყო თუ არა საკმარისი მიზეზობრივი კავშირი 1995 წელს განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ მიღებულ მომჩივნის განაჩენსა და 2006 წლიდან მისი თავისუფლების გახანგრძლივებულ წართმევას შორის. ამასთან კავშირში მან (სასამართლომ) აღნიშნა, რომ განაჩენის გამომტანი სასამართლო და სასამართლო, რომელიც მუშაობდა განაჩენების აღსრულებაზე, შეთანხმდნენ, რომ მომჩივანი განიცდიდა გონებრივ აშლილობას და სავარაუდოდ, ჩაიდენდა მომავალ დანაშაულებს, თუ გაათავისუფლებდნენ. მომდევნოდ, იმის მიუხედავად, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს აშლილობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე, სასამართლოები, რომლებიც მუშაობდნენ განაჩენების აღსრულებაზე დაეთანხმნენ, რომ განაჩენის გამომტანი სასამართლოს კვალიფიკაციამ შეიძინა იურიდიულად სავალდებულო ძალა და არ შეიძლებოდა შეცვლილიყო. ამასთან კავშირში სასამართლომ (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ) აღნიშნა, რომ სასამართლოს ნდობა სისხლისსამართლებრივი სასამართლოს დასკვნებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ამართლებდა პიროვნების დაკავებას, თუნდაც ასეთი დასკვნები იყო ან შეიძლება ყოფილიყო არასწორი, როგორც წესი, არ წამოწევდა საკითხს მე–5(1) მუხლის მიხედვით: ყალბი განაჩენი დაკავებას გახდიდა უკანონოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი იყო მართლმსაჯულების აშკარა უარყოფა, რაც არ განიხილებოდა ამ საქმეში. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები, რომლებიც მუშაობდნენ განაჩენების აღსრულებაზე, მოქმედებდნენ იმ მიზნით, რომ დაეცვათ საზოგადოება და უზრუნველეყოთ მომჩივნის გონებრივი აშლილობის მკურნალობა, სასამართლო (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) კმაყოფილია, რომ მათი გადაწყვეტილება, არ გაეთავისუფლებინათ მომჩივანი, დაეყრდნო იმ საფუძვლებს, რომელიც შესაბამისი იყო იმ მიზნებისა, რომელიც გაატარა განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, როცა ბრძანა მისი (მომჩივნის) დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. შესაბამისად შენარჩუნდა საკმარისი მიზეზობრივი კავშირი მე–5(1) მუხლის (a) ქვეპუნქტის მიზნებისთვის 1995 წელს მომჩივნის განაჩენსა და მის გახანგრძლივებულ დაკავებას შორის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მომჩივნის დაკავების ამგვარ გახანგრძლივებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ სამართალში, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი იურისპრუდენციის მიხედვით იყო ადვილად განჭვრეტადი ამ საქმეში. გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა წარმოადგინეს თავიანთი გადაწყვეტილებებისა და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის გამოყენებადი დებულების თავიანთი ინტერპრეტაციის დეტალური მიზეზები, რომლის მიზანიც იყო განაჩენის გამომტანი სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა, რომელიც არ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგობაში მე–5 მუხლთან. და ბოლოს, მომჩივნისთვის თვითნებურად არ შეუზღუდავთ თავისუფლება, რადგან ეროვნული სასამართლოების მიერ შიდა კანონმდებლობის გამოყენება არ ხდის შეუძლებელს მის გათავისუფლებას, როგორც კი დადგინდებოდა რომ მას არ შეეძლებოდა შემდგომი არაკანონიერი აქტების ჩადენა. რადგან მომჩივანს არ დაუკმაყოფილებია ეს პირობა, მისი დაკავების შესახებ ბრძანების აღსრულება არ შეჩერებულა. ბრძანება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომჩივანის გახანგრძლივებული შეზღუდვისა იყო შესაბამისად „კანონიერი’’ და „კანონით გაწერილი პროცედურის შესაბამისი’’, როგორც ამას მოითხოვს მე–5(1) მუხლი.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ხუთი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ).
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy