© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #105
თებერვალი, 2008
რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ - 74420/01
გადაწყვეტილება 5.2.2008 [დპ]
მე-6 მუხლი
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6.1
საქმის სამართლიანი მოსმენა
მსჯავრდება პოლიციის მიერ პროვოცირებული ქრთამის აღების ფაქტზე: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელი იყო პროკურორი. მან განაცხადა, რომ პირადი ნაცნობის მეშვეობით მიმართა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სინამდვილეში ანტიკორუფციული პოლიციის განყოფილებიდან იყო. ოფიცერმა განმცხადებელს 3000 აშშ დოლარი შესთავაზა ქრთამის სახით მესამე პირის გამართლების სანაცვლოდ. განმცხადებელმა თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა, რადგანაც ოფიცერმა შეთავაზება მრავალჯერ გაიმეორა. ოფიცერმა შეატყობინა თავის დამსაქმებელს და 1999 წლის იანვარში მან გენერალური პროკურორის მოადგილისგან მიიღო ნებართვა ქრთამის მიცემის დანაშაულის სიმულაციაზე. მალევე განმცხადებელმა აიღო მისგან ქრთამი. 2000 წლის აგვისტოში ის დამნაშავედ ცნეს 2500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში და შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარისას უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ თავდაპირველი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პოლიციის ინსტრუქციის საფუძველზე და შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც განმცხადებელი დათანხმდა ქრთამის აღებას, ოფიცრის მომდევნო მოქმედებაზე ნებართვის გაცემით კი ისინი ფაქტიურად შეუერთდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მიმდინარეობდა. უზენაესი სასამართლოს თანახმად, წახალისების საკითხს არ ქონდა არანაირი გავლენა განმცხადებლის ქცევის სამართლებრივ შეფასებაზე.
კანონმდებლობა: ეროვნული სახელმწიფო ორგანოები ვერ გათავისუფლდებიან პოლიციის ოფიცრების მოქმედებებზე პასუხისმგებლობისგან იმის საფუძველზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასრულებდნენ თავის მოვალეობას, პოლიციის ოფიცრები მოქმედებდნენ „პირადი უფლებამოსილებით“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო ორგანოებს დაეშვათ პასუხისმგებლობა, რადგანაც საწყის ეტაპზე მოქმედებები მიმდინარეობდა სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა და სასამართლოს ნებართვის გარეშე. უფრო მეტიც, ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის სიმულაციით და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, სახელმწიფო ორგანოებმა მოახდინეს საწყისი ეტაპის ex post facto ლეგიტიმაცია და გამოიყენეს მისი შედეგები. ამასთან, არანაირი დამაკმაყოფილებელი ახსნა არ იქნა წარმოდგენილი იმის თაობაზე, თუ რა მიზეზით თუ პირადი მოტივით იხელმძღვანელა ოფიცერმა როდესაც საკუთარი ინიციატივით მიმართა განმცხადებელს მისი ზედამხედველის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ან რატომ არ დადგა მისი პასუხისმგებლობის საკითხი საწყის ეტაპზე. ამასთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ მარტივად განაცხადა, რომ ყველა დაკავშირებული დოკუმენტი განადგურდა. შესაბამისად სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობა დაკავშირებული იყო ქრთამის მიცემის სიმულაციაზე ნებართვის გაცემამდე ოფიცრის და განმცხადებლის ნაცნობის მოქმედებებთან. სხვაგვარად გადაწყვეტა გზას გაუხსნიდა გამოსაყენებელი პრინციპების გვერდის ავლით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და თვითნებობას. პოლიციის ოფიცრისა და განმცხადებლის ნაცნობის მოქმედებები გასცდა არსებული სისხლისსამართლებრივი ქმედების პასიურ გამოძიებას: არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელმა მანამდე ჩაიდინა რაიმე სამართალდარღვევა, კერძოდ კი კორუფციული ხასიათის; განმცხადებელსა და ოფიცერს შორის შეხვედრები ხდებოდა ამ უკანასკნელის ინიციატივით; და განმცხადებელი დაექვემდებარა ვულგარულ ცდუნებას მისი ნაცნობის და ოფიცრის მხრიდან, ჩაედინა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება, და არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას განზრახული ქონდა ასეთ მოქმედებაში ჩაბმა. სამართალწარმოების დროს განმცხადებელი გამუდმებით ამტკიცებდა, რომ მოხდა მისი პროვოცირება, ჩაედინა დანაშაული. შესაბამისად, ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს და სასამართლოებს მინიმუმ უნდა გამოერკვიათ, სისხლის სამართლებრივი ბრალდების ორგანოების მიერ ხომ არ მოხდა დანაშაულის პროვოცირება. ამისთვის კი მათ უნდა დაედგინათ, ოპერაციის დაგეგმვის მიზეზები, პოლიციის ჩართულობის ფარგლები სამართალდარღვევაში და ნებისმიერი პროვოცირების ან ზეწოლის ბუნება, რასაც განმცხადებელი დაექვემდებარა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნაცნობი, რომელმაც განმცხადებელს გააცნო ოფიცერი და რომელმაც როგორც ირკვევა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრთამის მიცემის შედეგის მქონე მოვლენების განვითარებაში, არ დაუბარებიათ მოწმედ ამ საქმეზე, რადგანაც მას ვერ მიაგნეს. განმცხადებელს უნდა ქონოდა შესაძლებლობა, მისი საქმე წარმოედგინა ამ გარემოებებზე მითითებით. მაგრამ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა უარყვეს ის ფაქტი, რომ ადგილი ქონდა პოლიციის მხრიდან რაიმე პროვოცირებას და არანაირი ზომა არ მიუღიათ სასამართლოს დონეზე განმცხადებლის მტკიცებათა სერიოზული შესწავლისთვის. უფრო კონკრეტულად კი, მათ არც კი ცადეს გაერკვიათ თუ რა როლი შეასრულა განმცხადებლის საქმეში აგენტმა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის მსჯავრდება ეფუძნებოდა მტკიცებულებას, რომელიც მიიღეს პოლიციის მხრიდან პროვოცირების შესახებ საჩივრის შედეგად. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მიგნება იმის შესახებ, რომ მას შემდეგ რაც განმცხადებლის ბრალი დადგინდა, საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა რაიმე გარეშე ზეგავლენა მის განზრახვაზე, ჩაედინა დანაშაული, არარელევანტური გახდა. თუმცა, პროვოცირების შედეგად ჩადენილი დანაშაულის აღიარებას არ შეუძლია გამორიცხოს პროვოცირება ან მისი შედეგები. ოფიცრისა და განმცხადებლის ნაცნობის ქმედებებს მოყვა განმცხადებლის პროვოცირება, ჩაედინა დანაშაული, რისთვისაც ის გასამართლდა. არ არსებობს მინიშნება იმაზე, რომ დანაშაულის ჩადენა მოხდებოდა მათი ჩარევის გარეშე. ასეთი ჩარევისა და წარმოებული სისხლის სამართალის საქმის განხილვისას მისი გამოყენების გათვალისწინებით განმცხადებლის საქმის სასამართლო განხილვა არ იყო სამართლიანი.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - 30 000 ევრო ყველა სახის ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy