© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #97
მაისი, 2007
რამსაჰაი (Ramsahai) და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 52391/99
გადაწყვეტილება 15.5.2007 [დპ]
მე-2 მუხლი
მუხლი 2.1
სიცოცხლე
მუხლი 2.2
ძალის გამოყენება
პოლიციის ოფიცრის მიერ სასიკვდილო გასროლის გამოძიების ეფექტურობა, იმასთან მიმართებით, შეძლეს თუ არა დაზარალებულის ნათესავება მონაწილეობა, პოლიციის ოფიცრის მიმართ დევნის განხორციელებაზე უარის გასაჩივრებაზე საჯარო მოსმენის არ არსებობა: დარღვევა; დარღვევას არ ქონდა ადგილი
დაკავების მცდელობისას პოლიციის ოფიცრის სასიკვდილო გასროლა: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხება მორავია რამსაჰაის სიკვდილს, განმცხადებლების შვილსა და შვილიშვილს, ვინც პოლიციის ოფიცრის მიერ იქნა მოკლული ამსტერდამში, შემდეგ გარემოებებში. ის იყო 19 წლისა და ნახევრის. შაბათს საღამოს, ფესტივალის დროს, მორავია რამსაჰაიმ მოიპარა სკუტერი: ის მესაკუთრეს პისტოლეტით დაემუქრა და სკუტერით წავიდა. პოლიციას შეატყობინეს ქურდობის შესახებ. ორმა ფორმიანმა პოლიციელმა, B-მ და B-მ, რომლებიც საპატრულო მანქანით მოძრაობდნენ, შენიშნეს სკუტერი, რომელსაც გადმოცემული აღწერილობის პირი მართავდა. ერთი ოფიცერი გაეკიდა მას და შეეცადა დაკავებას, მაგრამ მცირე შეჭიდების შემდეგ მორავია რამსაჰაიმ გათავისუფლება მოახერხა. ოფიცერმა შენიშნა, რომ მან ქამრიდან იარაღი ამოიღო, რის კვალდაკვალა მანაც ამოიღო სამსახურებრივი იარაღი და უბრძანა მორავია რამსაჰაის იარაღის დადება. ახალგაზრდა არ დაემორჩილა. ამასობაში მეორე ოფიცერმა დატოვა საპატრულო მანქანა და მიუახლოვდა მათ. მორავია რამსაჰაიმ აშკარად ასწია იარაღი და დაუმიზნა ამ ოფიცრის მიმართულებით, ოფიცერმა ამოიღო იარაღი და გაისროლა. დაზარალებულს ტყვია ყელში მოხვდა და სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე გარდაიცვალა. მორავია რამსაჰაის პისტოლეტი მოქმედებაში იყო მოყვანილი და მზად იყო გასროლისთვის.
საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ნაწილობრივ წარიმართა იმ პოლიციის დანაყოფის მიერ, სადაც ოფიცრები B და B მსახურობდნენ. ამ პოლიციის დანაყოფმა აწარმოა გამოძიება პირველი თხუთმეტ საათნახევრის განმავლობაში, შემდეგ გადაეცა და დაექვემდებარა სისხლის სამართლის სახელმწიფო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი დეტექტივის პასუხისმგებლობას. დეტექტივმა ანგარიში გაუგზავნა სახელმწიფო პროკურორს, რომელიც პოლიციის იმ დანაყოფში სადაც B და B მსახურობდნენ სისხლის სამართლის გამოძიებაზე პასუხისმგებელი სამართლებრივი ოფიცერი იყო. სახელმწიფო პროკურორმა დაადგინა, რომ სასიკვდილო გასროლა განხორციელდა თავდაცვის მიზნით და შესაბამისი ოფიცერი არ უნდა დაქვემდებარებოდა პასუხისმგებლობას. განმცხადებლებმა მოიპოვეს საქმის მასალებზე წვდომა. მათ გაასაჩივრეს სახელმწიფო პროკურორის გადაწყვეტილება პოლიციის ოფიცრის მიმართ საქმის არ დაწყების გამო. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება, საქმის განხილვა და გადაწყვეტილება არ იყო საჯარო.
კანონმდებლობა: პოლიციის ოფიცრის მიერ სასიკვდილო გასროლა: დიდი პალატა დაინტერესდა სიცოცხლის მოსპობის გამოძიების დამოუკიდებლობითა და ხარისხით. რაც შეეხება იმ ოფიცრის ვინაობას ვინც მოახდინა გასროლა, გარკვეული შეუსაბამობა იყო ორ ვერსიას შორის, რომ პოლიციელი ადგილზე იყო და რომ პოლიციელებს რადიოგადამცემით დაუკავშირდნენ გასროლის შემდეგ; უფრო მეტიც გამოძიება თავდაპირველად დაიწყეს ადგილობრივი პოლიციის განყოფილების პოლიციის ოფიცრებმა B-მ და B-მ. თუმცა, როგორც პალატის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მხარეებს ამ ფაქტების დადგენაზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაუმახვილებიათ. ამასთან, მორავია რამსაჰაის ქცევა, როგორც ეს B-მ და B-მ აღწერეს, შეესაბამებოდა სინამდვილეს და ასევე იმასაც, რომ ერთი დღით ადრე ახალგაზრდა პისტოლეტის დემონსტრირებას ახდენდა და ემუქრებოდა სხვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით დიდმა პალატამ გადაწყვიტა საქმე განეხილა პალატის მიერ დადგენილ ფაქტებზე დაყრდნობით. ის დაეთანხმა პალატას იმაში, რომ სასიკვდილო გასროლამ არ გადააჭარბა „სრულიად აუცილებელს“.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიების ეფექტურობა:
პალატისაგან განსხვავებით დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გამოძიების ადეკვატურობას ჩრდილი მიაყენა რამდენიმე ნაკლმა, კერძოდ კი: ოფიცრების B-სა და B-ს ხელები არ იყო გამოკვლეული გასროლის ნაკვალევის აღსაბეჭდად, ინციდენტის ადგილის შესწავლისას აშკარა იყო რომ არ მოხდა მათი იარაღის ან აღჭურვილობის შესწავლა, სასიკვდილო გასროლით დაზარალებულის სხეულზე ტრავმის ამსახველი გრაფიკული ჩანაწერის არ არსებობა. ამასთან, არ მოხდა ინციდენტის შემდეგ ოფიცრების B-ს და B-ს განცალკევება და მათი დაკითხვა მთელი სამი დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ერთმანეთთან ან თავიანთ კოლეგებთან მოილაპარაკეს, თავად ის ფაქტი, რომ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული ასეთი მოლაპარაკების რისკის თავიდან ასაცილებლად, უთანაბრდება მნიშვნელოვან პრობლემას. ეს შეცდომები უფრო მეტად სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, რომ ორი პოლიციელის გარდა, სასიკვდილო გასროლის სხვა მოწმეები არ არსებობს.
დადგენილება: დარღვევა გამოძიების არაადეკვატურობის სახით (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
რაც შეეხება პოლიციის მიერ გამოძიების დამოუკიდებლობას, სიკვდილის მომენტიდან თხუთმეტი საათისა და ნახევრის შემდეგ ჩაერთო გამოძიებაში სისხლის სამართლის სახელმწიფო საგამოძიებო დეპარტამენტი. ამ დროის მანძილზე, საგამოძიებო მოქმედებათა მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პოლიციის განყოფილებამ განახორციელა, რომელსაც ოფიცრები B და B განეკუთვნებოდნენ. მოპასუხე სახელმწიფომ არ მიუთითა რაიმე საგანგებო გარემოებებზე, რომელთაც განაპირობა ადგილობრივი პოლიციის ძალების დაუყოვნებლივი ჩართულობა გარდა იმისა, რომ უნდა მომხდარიყო მიმდებარე ტერიტორიის დაცვა. ვინაიდან სისხლის სამართლის სახელმწიფო საგამოძიებო დეპარტამენტმა შეძლო მოქმედების ადგილზე ერთ საათსა და ნახევარში გამოცხადება, თხუთმეტი საათისა და ნახევარის დაგვიანებით ჩართულობა მიუღებელია. რაც შეეხება ადგილობრივი პოლიციის მიერ სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, სისხლის სამართლის სახელმწიფო საგამოძიებო დეპარტამენტის მოთხოვნითა და პასუხისმგებლობით, მას შემდეგ რაც დეპარტამენტმა გადაიბარა გამოძიება, მისი ჩართულობა ვერ ჩაითვლება პოლიციის ძალების დამოუკიდებლობის პრობლემის მოხსნისთვის საკმარის გარემოებად.
დადგენილება: დარღვევა იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის მიერ გამოძიება არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი (თექვსმეტი ხმა ერთს წინააღმდეგ).
რაც შეეხება სახელმწიფო პროკურორს, პოლიციის გამოძიება მიმდინარეობდა სახელმწიფო პროკურორის ზედამხედველობით, ვისაც იერარქიული პასუხისმგებლობა ქონდა პოლიციის ოფიცრებზე B-სა და B-ზე და მის კოლეგებზე. იმავე პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მათ მიმართ, უფროსი სახელმწიფო პროკურორის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. სახელმწიფო პროკურორი გარდაუვალად ეყრდნობოდა პოლიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და მათ მხარდაჭერას. ეს არ კმარა დასკვნის გასაკეთებლად, თითქოს ისინი პოლიციისგან დამოუკიდებელი არ იყვნენ. თუმცა პრობლემა შეიძლება წარმოშობილიყო, თუ სახელმწიფო პროკურორს სამსახურებრივი ურთიერთობა ექნებოდა კონკრეტულ პოლიციის დანაყოფთან. წინამდებარე საქმეში უკეთესი იქნებოდა, თუ საქმეს ზედამხედველობას გაუწევდა სახელმწიფო პროკურორი რომელსაც კავშირი არ ქონდა ამ პოლიციის დანაყოფთან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს დანაყოფი გამოძიებაშიც ჩართული იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს ნიდერლანდების სახელმწიფო პროკურატურის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი და ის ფაქტი, რომ გამოძიებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა მთავარ სახელმწიფო პროკურორს ეკისრება. უფრო მეტიც, დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოს მიერ გადახედვის საშუალება არსებობს და განმცხადებლებმა ის გამოიყენეს კიდეც.
დადგენილება: დარღვევა არ დადგინდა სახელმწიფო პროკურორთან მიმართებით, ვინც ზედამხედველობდა გამოძიებას (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
განმცხადებლების ჩართულობა გამოძიებაში: დიდმა პალატამ, ისევე როგორც პალატამ, მიიჩნია რომ განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმ ხარისხით, რაც აუცილებელი იყო მათთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის გასაჩივრების პროცესში ეფექტური მონაწილეობისთვის.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
საჯაროობის არ არსებობა სამართალწარმოებაზე, რომლის ინიცირებაც განმცხადებლებმა მოახდინეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის არსებითად განსახილველად და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.
დიდი პალატა დაეთანხმა პალატას იმაში, რომ არ არის აუცილებელი სამართალწარმოების საჯაროობა. თუმცა პალატისგან განსხვავებით, ის დაეყრდნო მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროობაც არ არის აუცილებელი. განმცხადებლებს ქონდათ სრული წვდომა გამოძიების მასალებზე , სრულად შეეძლოთ მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოს განხილვებში და გადაეცათ დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, მინიმალური იყო იმის ალბათობა, რომ რაიმე დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება დაფარულიყო სააპელაციო სასამართლოსთვის ან განმცხადებლებისთვის. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლებს არ შეზღუდვიათ განჩინების გასაჯაროვება, საჯაროობის მოთხოვნა შესრულდა იმ ფარგლებში, რაც საკმარისი იყო სახელმწიფო ორგანოების მიერ რაიმეს არასათანადოდ დაფარვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
სასამართლომ დაადგინა ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ მე-6 მუხლი არ ვრცელდება ნიდერლანდების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის გასაჩივრებისთვის განმცხადებლის მიერ ინიცირებულ პროცედურაზე.
41-ე მუხლი - 20 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy