© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 126
იანვარი 2010
რანცევი კვიპროსისა და რუსეთის წინააღმდეგ - 25965/04
გადაწყვეტილება 7.1.2010 [I სექცია]
მუხლი 4
ტრეფიკინგი: გამოიყენება მე-4 მუხლი
კვიპროსმა ვერ შეძლო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ვერ შეძლო მსხვერპლთა დაცვის მიზნით შესაბამისი ოპერატიული ზომების გატარება: დარღვევა
რუსეთმა ვერ შეძლო მის ტერიტორიაზე ადამიანებით მოვაჭრეთა მიერ ახალგაზრდა ქალებს ტრეფიკინგში ჩაბმის ეფექტიანი გამოძიება: დარღვევა
მუხლი 1
სახელმწიფოს იურისდიქცია
საერთაშორისო ტრეფიკინგის საქმეებზე სასამართლოს კომპეტენციის გავრცელება
მუხლი 2
მე-2 მუხლის 1-ნაწილი
ეფექტიანი გამოძიება
კვიპროსის სახელმწიფომ ვერ შეძლო მკვლელობის ეფექტიანი გამოძიება, კერძოდ, საზღვარგარეთ მტკიცებულებების შენახვის უზრუნველყოფა რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო კონვენცია ურთიერთდახმარების შესახებ: დარღვევა
ფაქტები - მომჩივანის ქალიშვილი ქალბატონი რანცევა, ეროვნებით რუსი, 2011 წლის მარტში გაურკვეველ ვითარებაში, კერძო ბინის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ის კვიპროსში რამოდენიმე დღით ადრე ჩავიდა “კაბარეს მსახიობის” ვიზით, თუმცა მალევე მიატოვა სამსახური და საცხოვრებელი სადაც დატოვა ბარათი, რომელშიც წერდა, რომ რუსეთში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. მას შემდეგ რაც იგი დისკოტეკაზე ნახა, კაბარეს მენეჯერმა ქალბატონი რანცევა წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში დილის 4 საათისთვის და მოითხოვა მისი დაკავება როგორც არალეგალი იმიგრანტის. პოლიცია დაუკავშირდა საიმიგრაციო სამსახურს, მათი მითითების მიხედვით ქალბატონო რანცევა არ უნდა დაეკავებინათ და მისი დამსაქმებელი როგორც მასზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო მიეყვანა იგი საიმიგრაციო სამსახურში დილას 7 საათზე. მენეჯერმა მიაკითხა ქალბატონ რანცევას დილას 5:20 საათზე და წაიყვანა თავის კერძო სახლში და თვითონაც იქ დარჩა. ქალბატონი რანცევას სხეული, ზუსტად ბინის ქვემოთ ქუჩაზე იპოვეს დაახლოებით დილის 6:30 სთ-ზე. ასევე ნახეს ლოგინის გადასაფარებელი, რომელიც აივნის მოაჯირზე იყო დახვეული. კვიპროსში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალბატონი რანცევა დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, როცა ცდილობდა საცხოვრებელი ბინიდან გაპარვას სადაც სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნულ გარემოებებში არ დგინდება ძალადობის კვალი. გვამი რუსეთში გადაყვანის შემდეგ გაკვეთეს. რუსეთის სახელმწიფო კვიპროსში ჩატარებულ გამოძიებას არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, თუმცა კვიპროსის სახელმწიფომ უარი განაცხადა გამოძიების გაგრძელებაზე, სანამ რუსეთის მხრიდან დამატებითი მტკიცებულებები არ იქნებოდა წარმოდგენილი რომელიც აღნიშნულ უბედურ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი ქმედების ნიშნებზე მიუთითებდა. არც ერთი ქვეყნის სახელმწიფოს მიერ არ გადადგმულა ნაბიჯები მაშინაც კი, როცა მომჩივანმა აღნიშნა, რომ მათ შეეძლოთ დაეკითხათ რუსეთში მცხოვრები, ორი ახალგაზრდა ქალი რომლებიც ქალბატონ რანცევასთან ერთად კაბარეში მუშაობდნენ და შეეძლოთ დაედასტურებიდათ სექსუალური ესქპლოატაციის ფაქტები რაც კაბარეში ხდებოდა.
2009 წლის აპრილში კვიპროსის სახელმწიფომ წარმოადგინა ცალმხრივი დეკლარაცია სადაც აღიარა კონვენციის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევა, მომჩივანს შესთავაზა კომპენსაცია და შეატყობინა რომ დამოუკიდებელი ექსპერტი იქნა დაქირავებული ქალბატონი რანცევას სიკვდილის, საქმიანობის და კვიპროსში ყოფნის გარემოებების გამოსაკვლევად.
კვიპროსის სახალხო დამცველმა, ევრო კომისიის ადამიანის უფლებათა კომისრის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ანგარიშები, რომლებიც ეხება კვიპროსში კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის ფაქტებს და კაბარეების ინდუსტრიისა და სამსახიობო ვიზების როლს ტრეფიკინგის ხელშეწყობაში.
კანონი – 37 მუხლის 1-ლი ნაწილი: სასამართლომ უარყო კვიპროსის სახელმწიფოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად ცალმხრივი დეკლარაციისა, რომელიც კონვენციის დარღვევას აღიარებს, ადამიანის უფლებათა პატივისცემის ზოგადი ნორმები ავალდებულებს სასამართლოს განაგრძოს საქმის განხილვა, რადგან საქმე ეხება ბრალდებას მძიმე დარღვევებში, კერძოდ ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის სერიოზულ პრობლემებს კვიპროსში, ასევე არსებულ პრაქტიკას კონვენციის მეოთხე მუხლის ადამიანებით ტრეფიკინგის საკითხებში გამოყენებასა და ინტერპრეტაციაში.
დასკვნა: საქმე არ არის ამორიცხული განსახილველ საქმეთა სიიდან (ერთხმად).
1_ლი მუხლი: Ratione Loci იურისდიქცია – სასამართლომ არ მიიღო რუსეთის სახელმწიფოს შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ მათ არ ჰქონდათ იურისდიქცია და შესაბამისად არც პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ იქ განვითარებული მოვლენების გამო. რადგან ნაგულვები ტრეფიკინგი დაიწყო რუსეთში, სასამართლოს ჰქონდა კომპეტენცია გამოეკვლია რამდენად შეეძლო რუსეთს მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის ქვეშ დაეცვა მომჩივანის ქალიშვილი ტრეფიკინგისგან და გამოეძია როგორც თვით სავარაუდო ტრეფიკინგის ფაქტი, ასევე ის გარემოებები რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი, კონკრეტულად კი დაეკითხა ის მოწმეები რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ.
დასკვნა: საქმის მიუღებლობის მოთხოვნით პირველადი პრეტენზიის უარყოფა (ერთხმად).
მე-2 მუხლი: (ა) კვიპროსი – (ი) მატერიალური ნაწილი: თუმცა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის მსხვერპლებს ხშირად უწევთ იცხოვრონ და იმუშაონ სასტიკ პირობებში და იყვნენ ძალადობისა და ცუდი მოპყრობის მსხვერპლნი მათი დამსაქმებლების მხრიდან, ცუდი მოყრობისა და ძალადობის საფრთხის ზოგადი არსებობა არ არის სიცოცხლისათვის რეალური და მყისიერი საფრთხის შემცველი. აღნიშნულ საქმეში, პოლიციას რომც სცოდნოდა რომ ქალბატონი რანცევა შეიძლებოდა ყოფილიყო ტრეფიკინგის მსხვერპლი, მისი პოლიციაში ყოფნისას არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ მისი სიცოცხლე რეალური და მყისიერი საფრთხის ქვეშ იყო. იმ გარემოებათა ჯაჭვი რამაც მის სიკვდილამდე მიგვიყვანა ვერ იქნებოდა განჭვრეტილი თავიდანვე, მაშინ როცა პოლიციამ იგი გამოუშვა მისი მენეჯერის მეურვეობის ქვეშ. შესაბამისად სიცოცხლის დაცვის უზრუველყოფის არანაირი ვალდებულება არ წარმოშობილა.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
(იი) პროცედურული ნაწილი: კვიპროსის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული სიკვდილის გამოძიება არ იყო დამაკმაყოფილებელი რამოდენიმე ნაწილში: არ მომხდარა შეუსაბამო მტკიცებულებათა გამოკვლევა; საქმესთან დაკავშირებული მოწმეები არ იყვნენ დაკითხულნი; პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას არ ჩატარებულა ფაქტების შესაბამისი გამოკვლევა –პოლიციის მხრიდან შესაძლო კორუფციის არსებობა; მომჩივანს არ მიეცა საშუალება ეფექტურად ჩართულიყო სამართალწარმოებაში; კვიპროსის სახელმწიფომ უარი განაცხადა რუსეთის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე რაც მათ საშუალებას მისცემდა ორი მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება მიეღოთ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ ყველა აუცილებელი და შესაძლო ნაბიჯები გადადგან მტკიცებულებების უზრუნველყოფის მიზნით, მიუხედავად იმისა მოიპოვებოდა თუ არა ის მათ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მსგავს სიტუაციებში, როცა ორივე ქვეყანა სისხლის სამართლებრივ საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის ხელმომწერი მხარეა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
(ბ) რუსეთი – პროცედურილი ნაწილი: მე-2 მუხლი არ ითხოვს წევრ ქვეყნებში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიერ უნივერსალური იურისდიქციის უზრუნველყოფას იმ საქმეებზე, რომელიც ერთ-ერთი მათგანის მოქალაქის გარდაცვალებას უკავშირდება ამ ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. რუსეთის სახელმწიფო არ იყო განცალკევებული ვალდებულების ქვეშ რომ გამოეძია ქალბატონი რანცევას სიკვდილი კვიპროსში. რაც შეეხება რუსეთის, როგორც იმ ქვეყნის ვალდებულებას, სადაც მდებარეობდა მტკიცებულება, უზრუნველყო სამართლებრივი დახმარება გამოძიების განმახორციელებელი ქვეყნისთვი (კვიპროს), არ არსებობდა არანაირი ვალდებულება რომლის მიხედვითაც რუსეთს თვითონ, კვიპროსის მოთხოვნის გარეშე ევალებოდა რაიმე ქმედების განხორციელება ორი რუსი მოწმის ჩვენების მოპოვების მიზნით. ბოლოს კი, მომჩივანის საჩივართან მიმართებაში, რომლის მიხედვით რუსეთის სახელმწიფომ ვერ მოახდინა სისხლის სამართალწარმოების ინიცირება, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ გამოიყენეს სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმებით მინიჭებული არაერთი საშუალება კვიპროსი მოქმედებისკენ რომ მოეწოდებინათ.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
მე-4 მუხლი: (ა) გამოყენებადობა - რუსეთის სახელმწიფოს არგუმენტის საპასუხოდ რომლის თანახმად, საჩივარი არ იყო დასაშვები ratione materiae მონობის, ყმობის, ან იძულებითი შრომის არ არსებობის შემთხვევებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ტრეფიკინგი, როგორც გლობალური ფენომენი ბოლო წლებში ძალიან გახშირდა. 2000 წელს გაეროს ადამიანების, განასკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთის და დასჯის პროტოკოლის (პალერმოს პროტოკოლის) დასკვნამ და 2005 წელს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თაობაზე ევროპის საბჭოს კონვენციამ დაადასტურა ადამიანებით ვაჭრობის გავრცელებული ხასიათი და საერთაშორისო დონეზე ტრეფიკინგთან ბრძოლის აუცილებლობა. შესაბამისად, აუცილებელი იყო იმის განხილვა, თუ რამდნად ეწინააღმდეგება ტრეფიკინგი მე-4 მუხლის მიზანს. მისი ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ტრეფიკინგი ეფუძვნება საკუთრების უფლებისგან გამომდინარე ძალაუფლებას. იგი ეპყრობოდა ადამიანებს როგორც შესასყიდ და გასაყიდ, იძულებითი შრომისთვის განკუთვნილ საგნებს, მცირედი ანაზღაურები ფასად ან მის გარეშე, ძირითადად სექს ინდუსტრიაში თუმცა არამარტო აქ. იგი გულისხმობდა მსხვერპლის ქმედებების მჭიდრო მეთვალყურეობას, რომლის გადაადგილება ხშირად იზღუდებოდა და მოიცავდა ძალადობასა და მუქარას. ეჭვგარეშეა, რომ ტრეფიკინგი ლახავს მსხვერპლის ადამიანის ღირსებასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და არ არის მიჩნეული დემოკრაიული საზოგადოებისა და იმ ღირებულებების შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობს კონვენციიდან. არსებული პირობების გათვალისწინებით კონვენციის ინტერპრეტაციის ვალდებულებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია. რომ არ იყო აუცილებელი იმის განსაზღვრა, წარმოადგგენდა თუ არა მომჩივანის მიერ მითითებული მოპყრობა “მონობას”, “ყმობასა” თუ “იძულებით და სავალდებულო შრომას.” აღნიშნულის ნაცვლად, ტრეიფიკინგი, პალერმოს პროტოკოლის მესამე “ა” მუხლისა და ანტი-ტრეფიკინგის კონვენციის მეოთხე “ა” მუხლის მნიშვნელობით, ევროპის კონვენციის მეოთხე მუხლის მოქმედების ფარგლებში ექცევა.
დასკვნა: პირველადი პრეტენზიის უარყოფა (ერთხმად).
(ბ) საქმის არსებითი მხარე – პოზიტიური ვალდებულება: პალერმოს პროტოკოლისა და ანტი ტრეფიკინგის კონვენციის დებულებებიდან ნათელი იყო, რომ წევრმა ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ხედვა რომლის მიხედვით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ გაეთიანებული ძალებით არის შესაძლებელი. აღნიშნული გამო გაჩნდა ტრეფიკინგის აკრძალვის, მსხვერპლთა და პოტენციურ მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა გასამართლებისა და დასჯის პოზიტიური ვალდებულება. ტრეფიკინგისთვის დამახასიათებელია, რომ ის არ არის შემოფარგლული მხოლოდ ქვეყნის შიდა ტერიტორიით, მსხვერპლი ძირითადად სხვა ქვეყნიდან მოჰყავთ. საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები და მოწმეები ერთზე მეტ ქვეყანაში შეიძლება მოიძებნოს. ამ მიზეზით, ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მომხდარ საქმეებთან დაკავშირებით შიდა გამოძიების ჩატარების ვალდებულებასთან ერთად, წევრი ქვეყნები ასევე ჩართულები იყვნენ მოსაზღვრე ქვეყნებში მომხდარ ტრეფიკინგის დანაშაულებში რათა გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე უფრო ეფექტურად ეთანამშრომლათ დაინტერესებულ ქვეყნებთან და ჩამოეყალიბებინათ ერთიანი საერთაშორისო მიდგომა ტრეფიკინგის წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებში.
(ი) კვიპროსის მიერ ვალდებულების შესრულება: კვიპროსმა ვერ შეძლო მე-4 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულება ორი ნაწილში: პირველ რიგში, მათ ვერ უზრუნველყვეს ტრეფიკინგთან ბრძოლა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული კუთხით და მეორე, პოლიციამ ვერ განახორციელა შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები ქალბატონი რანცევას ტრეფიკინგისგან დასაცავად. (შეასრულა თუ არა კვიპროსის სახელმწიფომ მათი პროცედურული ვალდებულება, რომ გამოეძიებინა ტრეფიკინგის საკითხი ექცევა მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების ფარგლებში და არ საჭიროებს ცალკე გამოძიებას).
თუმცა ეროვნული კანონმდებლობა ტრეფიკინგის შესახებ არ ეხებოდა აღნიშნულ საკითხს, ევრო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და კვიპროსის სახალხო დამცველი აკრიტიკებდნენ “კაბარეების მსახიობთა” სავიზო რეჟიმს, რასაც ისინი თვლიდნენ უცხოელი ქალების კვიპროსში ჩასვლის ხელისშემწყობ გარემოებად, სადაც მათ ტრეფიკინგის საფრთხე ემუქრებოდათ. მაშინ როცა საიმიგრაციო კონტროლის მიზნებისთვის აუცილებელი იყო, რომ დამსაქმებელს შეეტყობინებინა სახელმწიფოსთვის თუკი მსახიობი სამსახურს დატოვებდა, საიმიგრაციო მოთხოვნებითან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხელში რჩებოდა. საშუალებები რომელთა საფუძველზე კაბარეების მფლობელებს და მენეჯერებს ეძლეოდათ საშუალება მოეძებნათ და აეღოთ პირადი პასუხისმგებლობა მსახიობთა ქცევაზე მიუღებელი იყო, ისევე როგორც მათთვის საბანკო გარენტიების დაწესება მსახიობების მარცხის შემთხვევაში. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი რანცევას საქმეში. სამსახიობო ვიზის რეჟიმმა ვერ უზრუნველყო ქალბატონი რანცევას პრაქტიკული და ეფექტური დაცვა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციისგან.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა ქალბატონი რანცევა, რადგან არსებობდა საკმარისი ინდიკატორები პოლიციისთვის, რომ მათ გასჩენოდათ დასაბუთებული ეჭვი ამ ქალბატონის ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის რეალური და მყისიერი რისკის ქვეშ ყოფნისა. პოლიციის მხრიდან იყო რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობა – დაუყოვნებლივ ჩაეტარებინათ გამოძიება, იყო თუ არა ქალბატონი რანცევა ტრეფიკინგის მსხვერპლი, პოლიციამ ის გაუშვა მენეჯერის მეურვეობის ქვეშ იმის ნაცვლად, რომ გაენთავისუფლებინა, პოლიციამ არ შეასრულა მისი დაცვის კანონით დადგენილი ვალდებულება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(იი) რუსეთის მიერ ვალდებულების შესრულება: სასამართლომ არ დაადგინა მე-4 მუხლის დარღვევა პოზიტიურ ვალდებულებასთან მიმართებაში, დაცვის მიზნით პოზიტიური ღონისძიებების უზრუნველყოფისა და შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების კუთხით. რაც შეეხება რუსეთში ეფექტური გამოძიების ჩატარებას, რუსეთი ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო რომ ჩაეტარებინა ქალბატონი რანცევას დასაქმების ეფექტური გამოძიება, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. თუმცა არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, რაც შეიძლება ჩაითვალოს წარუმატებლობად, რომელმაც ქალბატონი რანცევას სიკვდილსა და მის რუსეთიდან გამგზავრების გასაიდუმლოებულ გარემოებებს უკავშირდება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-5 მუხლი: ქალბატონი რანცევას დაკავება პოლიციის განყოფილებაში და მენეჯერის ბინაში წაყვანა თავისუფლების აღკვეთად შეიძლება იქნეს მიჩნეული. თუმცა შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ის იქნა დაკავებული რათა დადგენილიყო მისი საემიგრაციო სტატუსი, მას შემდეგ რაც დადგინდა რომ ქალბატონი რანცევას საბუთები წესრიგში იყო არ არსებობდა მისი დაკავების საფუძველი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით და შესაბამისად იგი გაუშვეს კაბარეს მენეჯერის მეურვეობის ქვეშ. კვიპროსს დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალბატონი რანცევას ბინაში თავისუფლების აღკვეთის ფაქტის გამო, მიუხედავად იმისა რომ მას თავისუფლება აღუკვეთა კერძო პირმა, რადგან ნათელი იყო, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა პოლიციის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის გარეშე. მისი ბინაში დაკავება იყო როგორც თვითნებური ასევე უკანონო.
დასკვნა: დარღვევა კვიპროსის მიერ (ერთხმად)
41-ე მუხლი: 40000 ევრო კვიპროსს და 2000 ევრო რუსეთს ეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy