© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #112
ოქტომბერი, 2008
რენოლდი (Renolde) საფრანგეთის წინააღმდეგ - 5608/05
გადაწყვეტილება 16.10.2008 [V სექცია]
ე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრის სუიციდი სადამსჯელო საკანში: დარღვევა
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრის განთავსება დისციპლინურ საკანში ორმოცდახუთი დღით: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებლის ძმასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავებული იყო სასამართლო განხილვისას, სამედიცინო ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ მას აწუხებდა ფსიქიკური აშლილობა. ის გადაიყვანეს სხვა ციხეში. ციხეში მის სამედიცინო ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ ის იყო ნორმალური და უტარდებოდა დამამშვიდებელი მკურნალობა. თუმცა გადაყვანიდან ორ დღეში მან თვითმკვლელობა ცადა ვენების გადაჭრით. სასწრაფო ფსიქიატრიული დახმარების ჯგუფმა დაადგინა მწვავე ბოდვითი ეპიზოდი და დანიშნა შესაბამისი მკურნალობა. მას კვირაში ორჯერ აწვდიდნენ მედიკამენტებს, მაგრამ არ უცდიათ იმის უზრუნველყოფა, რომ მას ნამდვილად მიეღო ეს მედიკამენტები. ამის შედეგად ის გადაიყვანეს რეგიონული სამედიცინო და ფსიქოლოგიური სამსახურის მზრუნველობის ქვეშ და განათავსეს საკანში მარტო. მასზე ხორციელდებოდა სპეციალური ზედამხედველობა ხშირი შემოწმების გზით. თუმცა, იქ ის თავს დაესხა მცველს და მას განესაზღვრა 45 დღის სადამსჯელო საკანში გატარება. ამ განკარგულებიდან მეორე დღეს, მან წერილი მისწერა თავის დას, სადაც უთითებდა, რომ აღარ შეეძლო ასე გაგრძელება. წერილის ნახვის შემდეგ მისმა ადვოკატმა მოითხოვა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმება სადამსჯელო საკანში მის დაკავების დასაშვებობის განსასაზღვრად, მაგრამ ის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, სანამ შემოწმებას შეძლებდნენ. სამი დღით ადრე მას გადაეცა რამდენიმე დღის სამყოფი მედიკამენტები, მაგრამ კვლავ არ უცდიათ მათ მიღების უზრუნველყოფა.
სახელმწიფო პროკურორმა დაიწყო წინასწარი გამოძიება, რომელმაც inter alia დაადგინა, რომ განმცხადებლის ძმამ ჩაიდინა თვითმკვლელობა და მის სხეულში არ აღმოჩნდა რაიმე მედიკამენტის ნიშანი. პროკურორმა მოითხოვა სასამართლო გამოძიება უცნობი პირის ან პირების მიერ სიცოცხლის იძულებით მოსპობის ეჭვთან დაკავშირებით. გარდაცვლილის და-ძმები ჩაერთნენ საქმეში, როგორც სამოქალაქო მხარეები. გამომძიებელმა მოსამართლემ ბრძანება გასცა ორი ექსპერტის მიერ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელთაც დაადგინეს, რომ განმცხადებლების ძმის მდგომარეობიდან გამომდინარე დასაშვები იყო მისი განთავსება სადამსჯელო საკანში და ის, რომ მის სხეულში არ აღმოჩნდა მედიკამენტის შემცველობა განპირობებული იყო მისივე გადაწყვეტილებით, არ მიჰყოლოდა მკურნალობას. მისი ბოდვითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილებას შეეძლო გაეზარდა სუიციდის რისკი. სამოქალაქო მხარეების მრჩეველმა გამომძიებელ მოსამართლეს სთხოვა საქმე წარემართა გაუფრთხილებლად სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილის უსაფრთხოების და მასზე ზრუნვის ზომები არაადეკვატური იყო, პატიმრის სიცოცხლე, რომელიც ცნობილი იყო როგორც უკიდურესად სუსტი, რისკის ქვეშ აღმოჩნდა სადამსჯელო საკანში განთავსებით და მას არ გაუწიეს ის დახმარება, რაზე უფლებაც ჰქონდა როგორც რისკის ქვეშ მყოფ პირს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და დაადგინა, რომ არ იყო საჭირო საქმისწარმოების გაგრძელება, რამდენადაც გაირკვა, რომ განმცხადებლების ძმაზე მიმდინარეობდა სპეციალისტების მხრიდან ზედამხედველობა და ამის გათვალისწინებით თვითმკვლელობა ფსიქოტური აშლილობის შედეგს წარმოადგენდა. არ არსებობდა რაიმე მინიშნება დეპრესიულ სინდრომზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო ინსტანციაში.
კანონმდებლობა: მე-2 მუხლი - მტკიცებულებებით ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა განმცხადებლის ძმის მიერ პირველი სუიციდის მცდელობის შემდეგ იცოდნენ რომ მას აწუხებდა მწვავე ფსიქოტური აშლილობა, რაც შეიძლება თვითდაზიანებით დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა რომ მისი მდგომარეობა იცვლებოდა და მომდევნო სუიციდის მცდელობის მაღალი რისკი აუცილებლად არ არსებობდა, მაინც რისკი რეალური იყო და მასზე დაკვირვება უნდა განხორციელებულიყო მდგომარეობის უცაბედი გაუარესების აღმოსაჩენად. ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის მიმართ მიიღებენ საგანგებოდ ადაპტირებულ ზომებს რათა დარწმუნდნენ, რომ მისი [სამარტოო] პატიმრობაში დარჩენა შესაძლებელია. თუმცა, მიუხედავად მისი სუიციდური მცდელობებისა და მის ფსიქიკურ მდგომარეობის შესახებ დიაგნოზისა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა განხილვის საგანიც კი არ გამხდარა. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს განმცხადებლების ძმის შესაბამის დაწესებულებაში განთავსება, მათ მისი მდგომარეობის სერიოზულობის შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა მაინც უნდა უზრუნველეყოთ. ციხის ადმინისტრაციის წინაშე არსებული სირთულეების განხილვის გარეშე, სასამართლოს სერიოზული ეჭვი გაუჩნდა, რომ რეკომენდებული იყო ფსიქოტური აშლილობის მქონე პატიმრისთვის მისი ყოველდღიური მედიკამენტების მიღების მინდობა ზედამხედველობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ცნობილი თუ რამ აიძულა განმცხადებლების ძმა, ჩაედინა თვითმკვლელობა, მის მიერ ყოველდღიური მედიკამენტების მიღების ვერ უზრუნველყოფამ გარკვეული როლი ითამაშა მის სიკვდილში. და ბოლოს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინება არ მოხდა, რადგანაც პირველი სუიციდური მცდელობიდან სამ დღეში დისციპლინურმა საბჭომ მას მაქსიმალური სახდელი შეუფარდა სადამსჯელო საკანში 45 დღით დაპატიმრების სახით. ამით ის სრულ იზოლაციაში მოექცა, ჩამოერთვა პაემანისა და სხვა აქტივობების უფლება, რამაც თავის მხრივ გაზარდა სუიციდის რისკი. აღნიშნულ მსჯელობათა გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეასრულეს მათი პოზიტიური მოვალეობა დაეცვათ განმცხადებლების ძმის სიცოცხლის უფლება.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მე-3 მუხლი - საქმეზე კეენანი (Keenan) დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (no. 27229/95, ECHR 2001‑III, საინფორმაციო შეტყობინება #29) სასამართლომ დაადგინა, რომ სადამსჯელო ბლოკის სამარტოო საკანში 7 დღით განთავსება და დამატებითი პატიმრობა 28 დღით კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის ტოლფასი იყო. განმცხადებლის ძმის საქმეში გამოყენებული სახდელი ბევრად მკაცრი იყო და შეეძლო ადამიანის ფიზიკური და მორალური სიმტკიცის შერყევა. ის განიცდიდა ტანჯვას და სულიერ ტკივილს იმ დროისთვის. გარდაცვალებამდე რვა დღით ადრე მისმა მდგომარეობამ იმდენად შეაშფოთა მისი ადვოკატი, რომ მან დაუყოვნებლივ მიმართა გამომძიებელ მოსამართლეს თხოვნით, დაენიშნა ფსიქიატრიული შემოწმება, რათა შეფასებულიყო მისი სადამსჯელო საკანში განთავსების დასაშვებობა. შესაბამისად, განმცხადებლების ძმის მიმართ გამოყენებული ზომები არ შეესაბამებოდა ფსიქიკურად დაავადებული პირის მიმართ მოპყრობის სტანდარტებს და უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და დასჯას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy