© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #181
იანვარი 2015
როლენა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Rohlena v. the Czech Republic) [დიდი პალატა] - 59552/08
გადაწყვეტილება 27.1.2015 [დიდი პალატა]
მუხლი 7
მუხლი 7-1
უფრო მძიმე სასჯელი
Nullum crimen sine lege
მსჯავრდება “განგრძობადი” დანაშაულისთვის, რომელიც შედგებოდა სისხლის სამართლის კოდექსით [ამ დანაშაულის] გათვალისწინებამდე ჩადენილი ქმედებებისგან: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – განმცხადებელს მსჯავრდი დაედო 2000 წლიდან 2006 წლის 8 თებერვლამდე მის მეუღლეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის. 2007 წელს სასამართლომ ის ბრალეულად ცნო განგრძობად დანაშაულში, კერძოდ კი ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობაში, როგორც ეს განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლით 2004 წლის 1 ივნისიდან. ამ მუხლის თანახმად, დანაშაულის ცნება ვრცელდებოდა დამნაშავის მიერ ამ თარიღამდე ჩადენილ ქმედებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ეს განმცხადებლის საქმეზე იყო, ეს ქმედებები უტოლდებოდა სხვა დანაშაულს. მსჯავრდება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ.
საკუთარ პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი დანაშაული განგრძობადი იყო, ის მიიჩნეოდა ერთ ქმედებად, ხოლო ამ ქმედების დანაშაულებრივი ბუნება უნდა შეფასებულიყო დანაშაულის შემადგენელი ბოლო ქმედების ჩადენის მომენტში მოქმედი კანონის საფუძველზე. იგივე კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდებოდა წინმსწრებ ქმედებებზეც იმ პირობით, რომ ისინი დანაშაულს წარმოადგენდა მანამდე მოქმედი კანონმდებლობით. წინამდებარე საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 1 ივნისს განხორციელებული ცვლილებებამდე განმცხადებლის ქმედებები უტოლდებოდა ძალადობას ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 197ა მუხლის მნიშვნელობით და თავდასხმას ამავე კოდექსის 221-ე მუხლის მნიშვნელობით.
2008 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო საჩივარი არ მიიღო წარმოებაში როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, მიიჩნია რა, რომ სასამართლოთა გადაწყვეტილებებს არ ქონდათ უკუძალა, რასაც თავის მხრივ კრძალავდა კონსტიტუცია. 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება 162), ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებით არ დარღვეულა კონვენციის მე-7 მუხლი.
კანონმდებლობა – მუხლი 7: განმცხადებელს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა კოდექსში 2004 წლის ცვლილებების საფუძველზე და რომელიც თავის მხრივ ამ დრომდე ჩადენილ ქმედებებზე ვრცელდებოდა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინა, რომ განგრძობად დანაშაულად მიიჩნეოდა ერთჯერადი ქმედება, რომლის სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მომხდარიყო ბოლო დანაშაულებრივი ქმედების დასრულების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, იმ პირობით, რომ მანამდე ჩადენილი ქმედებები ასევე დასჯადი იყო იმ დროისთვის მოქმედი სხვა კანონმდებლობის თანახმად. შესაბამისად 215ა მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდებოდა განმცხადებლის მიერ 2004 წლამდე ჩადენილ თავდასხმებზე, რადგანაც ისინი ასევე უტოლდებოდა დანაშაულს იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ეროვნული კანონმდებლობის განმარტებისას ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ იმგვარი განგრძობადი დანაშაულის კონცეფციას, რომელიც შედგებოდა ერთი მიზნისკენ მიმართული ცალკეული ქმედებებისგან, წარმოადგენდა იგივე დანაშაულს და ერთამენთთან დაკავშირებული იყო განხორციელების იდენტური ან მსგავსი ფორმით, ასევე რომლებიც ჩადენილი იყო მცირე დროის შუალედებით და მიმართული იყო ერთი და იგივე ობიექტისკენ. განმცხადებლის ქმედებები 2004 წლის 1 ივნისამდე უტოლდებოდა დასჯად დანაშაულებს, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მოქმედებდა იმ მომენტისთვის და წარმოადგენდა 215ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად ამ ნორმის საფუძველზე განმცხადებლის პასუხისმგებლობის დადგენა ამ დრომდე ჩადენილი ქმედებებისთვის არ წარმოადგენდა უფრო მკაცრი სისხლის სამართლის კანონის უკუძალის მოქმედების გავრცელებას, რაც თავის მხრივ კონვენციით აკრძალულია.
ამ გარემოებებში და შესაბამისი ეროვნული ნორმების ნათლად ჩამოყალიბებისა და ეროვნული სასამართლოების მიერ განმარტების გათვალისწინებით, განმცხადებელს შეეძლო განეჭვრიტა, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა განგრძობადი დანაშაულისთვის 2004 წლამდე პერიოდისთვის და უნდა მოეწესრიგებია საკუთარი ქცევა შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე დანაშაულს, რომლისთვისაც განმცხადებელს მსჯავრი დაედო საფუძველი გააჩნდა შესაბამის “ეროვნულ კანონმდებლობაში ჩადენის მომენტში”, რომელიც თავის მხრივ საკმარისად ნათლად განსაზღვრავდა დანაშაულს რათა დაეკმაყოფილებია კონვენციის მე-7 მუხლით განჭვრეტადობასთან მიმართებით დადგენილი ხარისხის მოთხოვნა.
და ბოლოს, სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2004 წლის ნორმის საფუძველზე სასჯელის დაკისრება განაპირობებდა უფრო მკაცრ სასჯელს ვიდრე სხვაგვარად მას დაეკისრებოდა. არაფერი უთითებდა, რომ ეროვნული სასამართლოების მიდგომას განმცხადებლის სასჯელის სიმკაცრის გაზრდით საუარესო ეფექტი ქონდა. პირიქით, თუკი მსჯავრდებულის მიერ 2004 წლის 1 ივნისამდე ჩადენილი ქმედებები შეფასდებოდა ამ დროის შემდეგ ჩადენილისგან დამოუკიდებლად, განმცხადებელს შეეძლო მიეღო მინიმუმ იგივე სასჯელი რაც რეალურად დაეკისრა, ან უფრო მკაცრიც კი.
დასკვნა: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
(იხილეთ ასევე დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ (Del Río Prada v. Spain) [დიდი პალატა], 42750/09, 21 ოქტომბერი, 2013, Information Note 167; და მაკტოუფი და დამიანოვიჩი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ (Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა], 2312/08 და 34179/08, 18 ივლისი, 2013, Information Note 165)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy