© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის ბროშურა N. 191
დეკემბერი 2015
რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ [დპ] – 47143/06
გადაწყვეტილება 4. 12. 2015[დპ]
მუხლი 34
მსხვერპლი
მობილური ტელეფონის მომხმარებლის საჩივარი ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის გარეშე საიდუმლო თვალთვალის შესახებ: მსხვერპლის სტატუსი მინიჭებულია.
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მობილური სატელეფონო კომუნიკაციების საიდუმლო თვალთვალის მარეგულირებელ სამართლებრივ სტრუქტურაში ნაკლოვანებანი: დარღვევა
ფაქტები - მომჩივანმა, რომელიც გახლდათ საგამომცემლო კომპანიის მთავარი რედაქტორი, დაიწყო სამართალწარმოება სამი მობილური ქსელის ოპერატორის წინააღმდეგ, აცხადებდა რა, რომ ადგილი ჰქონდა მისი სატელეფონო კომუნიკაციების დაცულობის უფლებაში ჩარევას. იგი აცხადებდა, რომ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მობილური ქსელის ოპერატორებმა დაამონტაჟეს სისტემა/დანადგარი, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურს (FSB) აძლევდა საშუალებას განეხორციელებინა სატელეფონო კომუნიკაციაზე მიყურადება წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე. მან წარმოადგინა შუამდგომლობა მოთხოვნით მომხდარიყო სისტემის/დანადგარის მოხსნა და უზრუნველყოფილიყო ტელეკომუნიკაციებზე წვდომა მხოლოდ ავტორიზებულ პირთათვის.
ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მომჩივნის მოთხოვნა, მიიჩნიეს რა, რომ მან ვერ დაამტკიცა, რომ ხდებოდა მისი სატელეფონო საუბრების მიყურადება ან რომ მობილური ქსელის ოპერატორებმა გადასცეს ინფორმაცია არაავტორიზებულ პირებს. ხოლო სისტემის/დანადგარის მონტაჟი, თავისთავად არ არღვევდა მისი კომუნიკაციების დაცულობას.
საკონვენციო წარმოებაში მომჩივანი აცხადებდა, რომ რუსეთში მობილური ტელეფონების კომუნიკაციების საიდუმლო მიყურადების სისტემა არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2014 წლის 11 მარტს სასამართლოს პალატამ იურისდიქცია მოიხსნა დიდი პალატის სასარგებლოდ.
სამართალი - მუხლი 8
(ა) მსხვერპლის სტატუსი - სასამართლოს მიდგომა, რომელიც მან გამოიყენა საქმეში Kennedy v. the United Kingdom ყველაზე კარგად ერგებოდა საჭიროებას თავიდან იქნას აცილებული საიდუმლო თვალთვალის ზომები არ შეიქნენ რეალურად გაუსაჩივრებადი და არ მოხვდნენ ეროვნული მართლმსაჯულებითი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის მიღმა. შესაბამისად, მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ წარმოადგენს დარღვევის მსხვერპლს, რომელიც გამოწვეულია საიდუმლო თვალთვალის ზომების ან ამგვარი ზომების დამშვები კანონმდებლობის უბრალო არსებობით, იმ პირობით რომ დაცულია შემდეგი:
(i) კანონმდებლობის მასშტაბი - სასამართლო ითვალისწინებს საიდუმლო თვალთვალის ზომებს დამშვები კანონმდებლობის მასშტაბს იხილავს რა მისი გავლენის შესაძლებლობას მომჩივანზე იმის გამო, რომ იგი მიეკუთვნება იმ პირთა ჯგუფს, რომლის მიმართაც არის მიმართული გასაჩივრებული კანონმდებლობა ან იმის გამო, რომ კანონმდებლობა პირდაპირ გავლენას ახდენს კომუნიკაციების სერვისის ყველა მომხმარებელზე იმ სისტემის შექმნით, სადაც შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერი პირის კომუნიკაციის მიყურადება.
(ii) სამართლებრივი დაცვის საშუალებანი ეროვნულ დონეზე - სასამართლო ითვალისწინებს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას და შეფასების სიმკაცრეს განახორციელებს მოცემული დაცვის საშუალებების ეფექტიანობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული სისტემა ვერ გვთავაზობს ეფექტიან სამართლებრივ დაცვას, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ეჭვი და წუხილი საიდუმლო თვალთვალის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ ვერ იქნება მიჩნეული უსაფუძვლოდ. ასეთ პირობებში უშუალოდ მიყურადების საფრთხე შესაძლოა განხილულ იქნას საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სერვისების სარგებლობის დროს თავისუფალი კომუნიკაციის შეზღუდვად, რაც თავისთავად ყველა მომხმარებლისა თუ პოტენციური მომხმარებილისათვის წარმოდგენს მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში პირდაპირ ჩარევას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა სასამართლომ საკითხი უნდა შეაფასოს მომეტებული გულდასმით და დაადგინოს, რომ წესიდან -რომელიც პირებს არ აძლევს კანონის in abstracto გასაჩივრების უფლებას -გამონაკლისი გამართლებულია. ასეთ შემთხვევებში პირს არ უწევს დაადასტუროს, რომ საიდუმლო მიყურადების ზომების რაიმე საფრთხე არსებობდა მისი მისამართით. განსხვავებულია ვითარება მაშინ, როდესაც ეროვნული სისტემა ადგენს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში უფლების ბოროტად გამოყენების ფართოდ გავრცელებული ეჭვი რთული გასამართლებელია. ამ დროს ინდივიდს შეუძლია განაცხადოს, რომ წარმოდგენს დარღვევის მსხვერპლს რომელიც გამომდინარეობს საიდუმლო ზომების უბრალო არსებობიდან ან კანონმდებლობიდან, რომელიც უშვებს ამგვარ საიდუმლო ზომებს მხოლოდ მაშინ, თუკი იგი შეძლებს აჩვენოს, რომ მისი პირადი ვითარების გამო, იგი იმყოფება ხსენებული ზომების დაქვემდებარების პოტენციური საფრთხის წინაშე.
წინამდებარე საქმეში, გასაჩივრებული კანონმდებლობა პირდაპირ ახდენდა გავლენას მობილური სატელეფონო სერვისის ყველა მომხმარებელზე, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა საიდუმლო თვალთვალის სისტემას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული პროვაიდერის მობილური სატელეფონო სერვისით მოსარგებლე ნებისმიერი პირის კომუნიკაცია შესაძლოა დაექვემდებაროს მიყურადებას ისე, რომ პირი თვალთვალის შესახებ ვერასდროს შეიტყობს. ამასთანავე, ეროვნული კანონმდებლობა არ სთავაზობდა ეფექტიანი დაცვის საშუალებას იმ პირებს რომლებსაც ეჭვი ჰქონდათ, რომ ექვემდებარებოდნენ საიდუმლო თვალთვალს. შესაბამისი კანონმდებლობის in abstracto შეფასება, შესაბამისად გამართლებული გახლდათ. მომჩივანს არ სჭირდებოდა ეჭვენებინა, რომ მისი პირადი ვითარების გამო იგი იმყოფებოდა საიდუმლო თვალთვალის საფრთხის წინაშე. შესაბამისად, მას ჰქონდა კონვენციის დარღვევის მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნის უფლება.
დასკვნა: პირველადი პრეტენზიები არ დაკმაყოფილდა (ერთხმად).
(ბ) არსებითი მხარე - გასაჩივრებული კანონმდებლობის უბრალო არსებობა თავისთავად წარმოადგენდა ჩარევას მე-8 მუხლით დაცული მომჩივნის უფლებებით სარგებლობაში. მობილური სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადებას ჰქონდა საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და მიზნად ისახავდა ეროვნული უშიშროებისა და საჯარო უსაფრთხოების დაცვას, დანაშაულის პრევენციას და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვას. გასარკვევი რჩებოდა თუ რამდენად ხელმისაწვდომი გახლდათ ეროვნული კანონი და თუ რამდენად ადექვატურად და ეფექტურად იცავდა „განჭვრეტადობისა“ და „აუცილებელს დემოკრატიურ საზოგადოებაში“ მოთხოვნებს.
(i) ხელმისაწვდომობა - მხარეებს შორის სადავო არ გახლდათ, რომ საიდუმლო თვალთვალის მარეგულირებელი თითქმის ყველა ეროვნული სამართლებრივი დებულება ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი გახლდათ საზოგადოებისათვის. მართალია არსებობდა მცირე დავა რიგი დებულებების წვდომაზე, მაგრამ სასამართლომ აღნიშნა, რომ მათი გამოქვეყნება მოხდა ოფიციალურ სამინისტროს ჟურნალში და ხელმისაწვდომი გახლდათ ინტერნეტ სამართლებრივი ბაზის საშუალებით, შესაბამისად, საჭიროდ არ მიიჩნია საკითხის შემდგომი გავრცობა.
(ii) საიდუმლო თვალთვალის ზომების გამოყენების მასშტაბი - იმ დანაშაულთა ბუნება, რომელიც შესაძლოა შეიქნას მიყურადების საფუძველი საკმარისად ნათლად იყო გაწერილი. თუმცა, შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდებლობა კომუნიკაციების საიდუმლო მიყურადებას უშვებდა დანაშაულების ძალიან ფართო სპექტრთან მიმართბაში. ასევე,მიყურადება შესაძლებელი გახლდათ არა მხოლოდ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართაც, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ. წინა საქმეში* სასამართლომ დაადგინა, რომ მიყურადების ზომები იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ფლობს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შესაძლოა გამართლებული იყოს მე-8 მუხლით, თუმც იქვე აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა პრაქტიკაში არ განმარტავდა თუ ვინ ხვდებოდა ამ კატეგორიაში. კანონი არც იმის შესახებ ამბობდა რამეს თუ რა პირობებში და როგორი კომუნიკაციები შეიძლება მიყურადებულიყო იმ მოვლენებისა თუ საქმიანობების ჭრილში რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. ნაცვლად ამისა, ხელისუფლების ორგანოებს მიენიჭა თითქმის შეუზღუდავი დისკრეციის უფლება განესაზღვრა თუ რომელი მოვლენები ან ქმედებანი წარმოადგენდა მსგავს საფრთხეს და თუ რამდენად სერიოზული იყო საფრთხე საიდუმლო თვალთვალის გასამართლებლად. ყოველივე აღნიშნული ქმნიდა უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
(iii) საიდუმლო თვალთვალის ზომების ხანგრძლივობა -მართალია ეროვნული კანონმდებლობა შეიცავდა ნათლად ჩამოყალიბებულ წესებს მიყურადების ხანგრძლივობისა და განახლების შესახებ, რაც მიიჩნევა უფლების ბოროტად გამოყეებისაგან დაცვის გარანტიად, თვალთვალის ზომების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი დებულებანი საკმარისად ნათელ გარანტიებს არ ადგენდნენ თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ.
(iv) მიყურადების შედეგად ამოღებული მონაცემების შენახვის და inter alia განადგურების პროცედურა - ეროვნული კანონმდებლობა ნათლად არეგულირებს მიყურადებული მონაცემების შენახვის, გამოყენების და გადაცემის პროცედურას, რითაც ამცირებს მასზე არაუფლებამოსილი წვდომისა თუ გასაჯაროების საფრთხეს. მართალია სასამართლო გონივრულად მიიჩნევს ექვსთვიანი ვადის დაწესებას მიყურადებული მასალის შენახვისას თუკი არ მოხდა პირის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდება, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ადგენს მოთხოვნას დაუყოვნებლივ განადგურდეს ნებისმიერი მონაცემი, რომელიც არ არის ამოღების მიზნის შესაბამისი. აშკარად არარელევანტური მონაცემის ავტომატურად ექვსი თვე შენახვა ვერ იქნება გამართლებული მე-8 მუხლით.
ასევე, თუკი მოხდა პირის, რომელიც დაექვემდებარა თვალთვალს, მსჯავრდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, საქმის განმხილველ მოსამართლეს გააჩნია შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილება ეროვნული კანონმდებლობით გადაწყვიტოს მოითხოვოს მტკიცებულებად გამოყენებული მიყურადებული მასალის შემდგომი შენახვა თუ განადგურება. შესაბამისად, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არაფერი იციან იმ გარემოებების შესახებ, რომლის დროსაც ხდება მიყურადებული მასალის შენახვა. შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობა ამ საკითხზე საკმარისად ნათელი არ გახლდათ.
(v) მიყურადების ავტორიზაცია - რაც შეეხება ავტორიზაციის პროცედურას, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის ნებისმიერ მიყურადებაზე ნებართვა/ავტორიზაცია უნდა გასცეს სასამართლომ. თუმცა, სასამართლოების მხრიდან შეფასება შეზღუდული ფორმით ხორციელდება. კერძოდ, მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საიდუმლო აგენტებისა თუ პოლიციის ინფორმაციის წყაროების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზებისა და ტაქტიკის შესახებ არ გადაეცემა მოსამართლეს და, შესაბამისად, ვერ ხვდება სასამართლო განხილვის ფარლგებში. ამიტომ, შესაბამისი ინფორმაციის სასამართლოსადმი მიუწოდებლობა ართმევდა მათ საშუალებას შეეფასებინათ არსებობდა თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი შეეტანათ ეჭვი იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც მოითხოვება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის ან ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური ან ეკოლოგიური უშიშროებისათვის საფრთხის შექმნის შესახებ. მართლაც, რუს მოსამართლეებს არ მოეთხოვებათ პირთან მიმართებაში „ეჭვის გონივრულობის“ არსებობის დადასტურება და არც „აუცილებლობისა“ და „პროპორციულობის“ ტესტების გამოყენება ევალებათ.
ამასთანავე, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა არ შეიცავს არანაირ მოთხოვნას მიყურადების მოთხოვნების შინაარსისა თუ ავტორიზაციების შესახებ. შედეგად, სასამართლოები ხანდახან გასცემენ დანაშაულის ჩადენის ზონაში ყველა სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადების ნებართვას, ისე რომ არ ახსენებენ ერთ კონკრეტულ პირს ან ტელეფონის ნომერს. რიგი ნებართვებისა არ ამბობს თუ რა ვადით გაიცემა მიყურადების ნებართვა. ამგვარი ავტორიზაციები ძალიან ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს იმის დასადგენად თუ რომელ კომუნიკაციას და რა ვადით მიაყურადონ.
ამასთანავე, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში შესაძლებელი გახლდათ კომუნიკაციის მიყურადება წინასწარი სასამართლო ავტორიზაციის გარეშე, ვადით 48 საათამდე. თუმცა, უკიდურესი აუცილებლობის პროცედურა არ ადგენდა საკმარის დაცვას რათა უზრუნველეყო მისი იშვიათად გამოყენება და ისიც მხოლოდ სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში. ეროვნული კანონმდებლობა არ ზღუდავდა უკიდურესი აუცილებლობის პროცედურას იმ საქმეებზე, რომელიც მოიცავს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს და ამგვარად ორგანოებს აძლევდა განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას დაედგინათ თუ რომელ ვითარებაში გამოეყენებინათ იგი, რითაც ქმნიდა უფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას. ამასთანავე, მართალია ეროვნული კანონმდებლობით მოსამართლისათვის დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინათ უკიდურესი აუცილებლობით მიყურადების შესახებ, მაგრამ მოსამართლის უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მიყურადების ზომის 48 საათს მიღმა გაგრელებით. შესაბამისად, რუსეთის კანონმდებლობა არ იძლეოდა უკიდურესი აუცილებლობის ჟამს გამოყენებული პროცედურის ეფექტიანი სასამართლო განხილვის საშუალებას.
დასკვნის სახით, რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციის პროცედურა ვერ უზრუნველყოფდა საიდუმლო თვალთვალის ზომების შემთხვევით, არარეგულარულ ან სათანადო და ჯეროვანი განხილვის გარეშე გამოყენების თავიდან აცილებას.
დამატებით სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდებლობით სამართალდამცავ ორგანოებს ზოგადად არ ეკისრებოდათ ვალდებულება კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერებისათვის წარედგინათ სასამართლო ავტორიზაცია მანამდე, სანამ მიიღებდნენ წვდომას კომუნიკაციაზე; ხოლო თავის მხრივ სერვისის პროვაიდერს კი ეკისრებოდა ვალებულება დაეყენებინა სისტემა/დანადგარი, რომელიც ხელისუფლებას მისცემდა პირდაპირ წვდომას ყველა მომხმარებლის მობილური ტელეფონის კომუნიკაციაზე. შესაბამისად სისტემა განსაკუთრებით იყო მოწყვლადი დარღვევების წინაშე.
(vi) ზედამხედველობა - ეროვნული კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვა მიყურადების რეგისტრირებისა და ჩაწერის შესახებ შეუძლებელს ხდის საზედამხედველო ორგანოებისათვის აღმოაჩინონ მიყურადება, რომელიც განხორციელდა სათანადო სასამართლო ნებართვის გარეშე. იმასთან ერთად, რომ ხელისუფლების სათანადო ორგანოებს გააჩნიათ ტექნიკური საშუალება პირდაპირ აწარმოონ მიყურადება, ამ დებულებამ აზრი დაუკარგა ნებისმერი საზედამხედველო მექანიზმს და ჩამოართვა მიყურადების კანონიერების საშუალება, შესაბამისად იგი არაეფექტიანია.
როდესაც მიყურადება ხორციელდება სათანადო სასამართლო ნებართვის საფუძველზე, სასამართლო ზედამხედველობა იფარგლება მხოლოდ თავდაპირველი ავტორიზაციის ეტაპით. შემდგომი ზედამხედველობა ეკისრება პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, გენერალურ პროკურორსა და კომპეტენტურ ქვედა რგოლის პროკურორებს. ეროვნული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება აწარმოონ მიყურადების ზედამხედველობა პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ. არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეგულაციები ან ინსტრუქციები, რომელიც აღწერს მათ მიერ შეფასების მასშტაბს, შეფასების პირობებს, საზედამხედველო ზომების განხილვის პროცედურას და დარღვევების გამოსწორებას.
მართალია საკანონმდებლო ბაზა ადგენდა, თუნდაც თეორიაში, პროკურორების მხრიდან გარკვეულ ზედამხედველობას, მაგრამ პრაქტიკაში ვერ შეძლო ადექვატური და ეფექტური გარანტიების დადგენა დარღვევის წინაღმდეგ. კერძოდ:
- არსებობდა ეჭვები პროკურორების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რადგან მათი დანიშვნა და გათავისუფლება ხდებოდა გენერალური პროკურორის მიერ რეგიონალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ და გადაფარვა ჰქონდა, რადგან სწორედ ეს ორი ახდენს მიყურადების მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ზედამხედველბს იმპლემენტაციას;
- ზედამხედველობა ხორციელდებოდა შეზღუდულად (პროკურორებს არ გააჩნდათ ინფორმაცია საიდუმლო აგენტების საქმიანობის შესახებ, ხოლო კონტრ-დაზვერვასთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომები არ ხვდებოდა მათი ზედამხედველობის ქვეშ, რადგან მოცემულმა პირებმა არ იცოდნენ, რომ ექვემდებარებოდნენ თვალთვალს და შესაბამისად ვერ წარმოადგენდნენ საჩივარს);
- შეზღუდული იყო მათი უფლებამოსილებანიც, მაგალთად, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ დარღვევების შეწყვეტა ან გამოსწორება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა, არ არსებობდა კონკრეტული დებულება, რომელიც მოითხოვდა უკანონოდ ამოღებული მიყურადების მასალების განადგურებას;
- ზედამხედველობა არ იყო ღია საზოგადოების დაკვირვებისა და ცოდნისათვის, რადგან მათი ანგარიშები არ ქვეყნდება და არც რაიმე სხვა ფორმით არის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი;
- მთავრობას არ წარმოუდგენია შეფასების არცერთი ანგარიში და არც პროკურორის რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა დადგენილი კანონდარღვევის შეწყვეტას ან გამოსწორებას.
(vii) მიყურადების შესახებ შეტყობინება და სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებანი - ის პირები, რომელთა კომუნიკაციაც ისმინებოდა ამის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი. მიყურადების ობიექტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა და მიყურადების შედეგად ამოღებული მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების გარეშე, პირი სავარაუდოდ ვერასდროს შეიტყობდა რომ მისი კომუნიკაცია დაექვემდებარა მიყურადებას.
მათ, ვინც რამენაირად შეიტყობდნენ მიყურადების შესახებ, შეეძლოთ მონაცემების ინფორმაციის მოთხოვნა. თუმცა იმისათვის, რომ წარედგინათ ამგვარი მოთხოვნა, უნდა ჰქონოდათ მათი მისამართით განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ ფაქტები. შესაბამისად, ინფორმაციაზე წვდომა დამოკიდებული იყო იმაზე თუ რამდენად შეძლებდა პირი დაემტკიცებინა, რომ ადგილი ჰქონდა მისი კომუნიკაციის მიყურადებას. ასევე, მიყურადების ობიექტს არ ჰქონდა უფლება მიეღო წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომელიც ეხებოდა მისი კომუნიკაციების მიყურადებას; მათ, საუკეთესო ვარიანტში, შეეძლოთ ჰქონოდათ წვდომა ამოღებული მონაცემების შესახებ მხოლოდ „ინფორმაციაზე“. მსგავსი ინფორმაციის გაცემა ხდებოდა უკიდურესად იშვიათ პირობებში, კერძოდ როდესაც ვერ მოხდა პირის ბრალის დადასტურება კანონის მიხედვით და თუკი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს. იმის გამო, რომ რუსეთის კანონმდებლობით ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში გამოყენებული საშუალებების, მეთოდების, ჩართული პირებისა და შეგროვებული ინფორმაციის შესახებ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, მიყურადების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეზღუდული გახლდათ.
მთავრობის მიერ მოხმობილი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას კომუნიკაციების მიყურადების შესახებ. მათი ეფექტურობა შესაბამისად იზღუდებოდა მიყურადების ობიექტისათვის შეტყობინების არარსებობითა და ხელისუფლებისაგან მიყურადების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების სათანადო საშუალების არარსებობით. შესაბამისად, რუსეთის კანონმდებლობა არ იძლევა საიდუმლო თვალთვალის ზომებისაგან ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებას მაშინ, როდესაც მიყურადების ობიექტის წინააღმდეგ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
შედეგად, ეროვნული სამართლებრივი დებულებანი, რომელიც არეგულირებს კომუნიკაციების მიყურადებას არ იძლევა ადექვატური და ეფექტიანი დაცვის გარანტიებს თვითნებობისა და უფლების დარღვევის საფრთხისაგან. ეროვნული კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნას და ვერ ინარჩუნებს „ჩარევას“ იმ მასშტაბით, რაც გახლავთ „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა სამართლიანი დაკმაყოფილების საკმარის ფორმას ნებისმიერი მორალური ზიანისათვის.
(იხ.Weber and Saravia v. Germany (dec.), 54934/00, 29 ივნისი 2006, საინფორმაციო ბროშურა N. 88; Kennedy v. the United Kingdom, 26839/05, 18 მაისი 2010, საინფორმაციო ბროშურა N.130; უფრო ზოგადად იხილეთმონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის სახელმძღვანელო).
* Iordachi and Others v. Moldova, 25198/02, 10 თებერვალი 2009.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy