Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ROMANCHENKO AND KHARAZISHVILI v. GEORGIA
რომანჩენკო და ხარაზიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
საჩივრები nos. 33067/22 და 37832/22
18.02.2025
გადაწყვეტილება
ფაქტები
(მოკლე ვერსია)
მომჩივნები ანა რომანჩენკო (პრაქტიკოსი ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი) და ნიკა ხარაზიშვილი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულები არიან 1989 და 1990 წელს და ცხოვრობენ თბილისში.
2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტების საფუძველზე აღძრა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის უკანონო რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე, ჩადენილი ჯგუფის მიერ). საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება იმავე დღეს მიღებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც, იგეგმებოდა 400 000 კოლოფი სიგარეტის სავარაუდო გაყიდვა აქციზური მარკის გარეშე (ჯამში 880 000 ქართული ლარი - დაახლოებით 270 000 ევრო) რომელიც განხორციელდებოდა 2020 წლის 2 ნოემბერს. მოქალაქე დ.ნ-მ ამ მიზნით დაარეგისტრირა საქართველოში კომპანია შპს „ნადერი“. ოპერატიული ინფორმაციაში ასევე მითითებული იყო, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს აღნიშნული საქონელი შემოვიდა შპს „ნადერის“ სახელით.
პირველი მომჩივანი იყო შპს „ნადერის“ დამფუძნებლისა და დირექტორის კანონიერი წარმომადგენელი, მეორე მომჩივანი კი მისი ქმარი.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქალაქო სასამართლოსგან მიიღო ნებართვა რვა პირის, მათ შორის, რომანჩენკოს და ხარაზიშვილის მოსმენის თაობაზე. სათვალთვალო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულმა ტექნიკურმა სამსახურმა (სუს) დააფიქსირა, რომ ანა რომანჩენკოს არც ერთი სატელეფონო საუბარი არ იყო გამოვლენილი როგორც გამოძიებისთვის პოტენციური ინტერესის მქონე და თავდაპირველად მათი შენახვის შემდეგ აღარ მომხდარა მისი კომუნიკაციების ჩაწერა. რაც შეეხება მეორე მოჩივანს, მისი მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი იქნა ჩაწერილი და შეტანილი შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში.
სამართალი
საჩივრების გაერთიანება32. სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტს საჩივრების გაერთიანებას მათი ფაქტობრივი და სამართლებრივი მსგავსების გათვალისწინებით.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
33. მომჩივნები დავობდნენ კონვენციის მე-6 მუხლის (პირველი მომჩივანი) და მე-8 მუხლის (ორივე მომჩივანი) საფუძველზე, რომ მათი სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადება და ჩანაწერი არღვევდა მათი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებას. როგორც საქმის ფაქტებისთვის კანონით მინიჭებული დახასიათების ოსტატი (იხ. Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 and 22768/12, §§ 114, 124 and 126, ECHR 2018), სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია გასაჩივრებული ფაქტების განხილვა მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლის პოზიციიდან.
ა. დასაშვებობა
მხარეთა წარდგინებები34. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ ამოწურული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე დაყრდნობით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნებს შეეძლოთ მოეთხოვათ მორალური ზიანის კომპენსაცია ნებისმიერი ზარალისთვის, რომელიც მათ მიადგათ საჯარო მოხელეების მიერ მათი სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადებითა და ჩაწერით. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
35. მომჩივვნებმა განაცხადეს, რომ ისარგებლეს მათთვის ხელმისაწვდომი მთავარი სამართლებრივი დაცვის საშუალებით და ეჭვქვეშ დააყენეს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერება, რომელთა მიხედვითაც ნებადართული იყო მათი სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა და ჩაწერა. შესაბამისად, მათ არ მოეთხოვებოდათ რაიმე დამატებითი სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა დაადასტურეს მოთხოვნილი მიყურადების ზომების კანონიერება, კომპენსაციის მოთხოვნის საშუალებას არ ექნებოდა მათი წარმატებისთვის პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, მთავრობის მიერ შემოთავაზებული საშუალება არაეფექტური იქნებოდა.
2. სასამართლოს შეფასება
36. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის ზოგადი პრინციპები განახლებულია საქმეებში Communauté genevoise d’action syndicale (CGAS) v. Switzerland ([GC], no. 21881/20, §§ 138-45, 27 November 2023) და Vučković and Others v. Serbia ((preliminary objection) [GC], nos. 17153/11 and 29 others, §§ 68-77, 25 March 2014).
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სატელეფონო მოსმენა განხორციელდა სუს-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მომჩივნების კონკრეტული საჩივარი ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედებას, კერძოდ, მის გადაწყვეტილებას რომელიც ნებას რთავდა სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადებასა და ჩაწერას მაშინ, როცა არ ასაბუთებდა ამ გადაწყვეტილებას. სადავო არ ყოფილა სასამართლოს ბრძანების შესრულება და სუს-ის, სათვალთვალო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს, პასუხისმგებლობა. ამ გარემოებებში სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეეძლო სუს-ის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებას, ყოფილიყო პირდაპირი სამართლებრივი დაცვის საშუალება ეროვნული სასამართლოს მიერ ნებადართული სატელეფონო მიყურადებისა და ჩაწერის წინააღმდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არ შეეძლო გადაეხედა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გარდა სხვა რომელიმე ორგანოს, რადგან ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა შედიოდა ექსკლუზიურად მის იურისდიქციაში (იხ. სსსკ-ის 1433 §14, შეადარეთ Potoczká and Adamcho v. Slovakia, No. 7286/16, §§ 62-63, 12 იანვარი 2023; აგრეთვე, იდენტურ კონტექსტში, რომელიც ეხება თურქეთის არაეფექტურობას, no. 30083/10, §§ 59-61, 2016 წლის 7 ივნისი). სასამართლომ უკვე არაერთხელ დაადგინა, კონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში, რომ სასამართლო განხილვა, რომელსაც არ შეეძლო გამოეკვლია პასუხობდა თუ არა სადავო ჩარევა მწვავე სოციალურ საჭიროებას და იყო თუ არა დასახული მიზნების პროპორციული, არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ სამართლებრივი დაცვის საშუალებად (იხ. Moskalev v. Russia, no. 44045/05, § 25, 7 November 2017; იხ. Potoczká and Adamčo, ციტირებული ზემოთ, § 63). ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ აჩვენა, რომ კომპენსაციის მოთხოვნას ექნებოდა წარმატების რაიმე პერსპექტივა, თუ გავითვალისწინებთ სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებენ თავად ფარული მიყურადების ღონისძიების კანონიერებას. აქედან გამომდინარე, შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურავობის თაობაზე საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
38. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მომჩივნების საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობით და არც დაუშვებელია რაიმე სხვა საფუძვლით. ამიტომ ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
. . . .
ბ. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
45. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ (i) სატელეფონო საუბრები ექცევა “პირადი ცხოვრებისა” და “კორესპონდენციის” ცნებებში მე-8 მუხლის მნიშვნელობით; (ii) მათი კონტროლი წარმოადგენს ჩარევას მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში; და iii) ასეთი ჩარევა გამართლებულია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის პირობებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის „კანონის შესაბამისი“, ატარებს ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს, რომელსაც ეს პუნქტი ეხება და არის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ნებისმიერი ასეთი მიზნის მისაღწევად (იხ. სხვა მითითებებთან ერთად Dragojević v. Croatia, no. 68955/11, §§ 78‑79, 15 January 2015).
46. ფორმულირება „კანონის შესაბამისი“ გულისხმობს პირობებს, რომლებიც სცილდება შიდა კანონმდებლობაში სამართლებრივი საფუძვლის არსებობას და მოითხოვს, რომ სამართლებრივი საფუძველი იყოს „ხელმისაწვდომი“ და „განჭვრეტადი“. ფარული თვალთვალის ღონისძიებების სპეციალურ კონტექსტში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება ფარულად ხორციელდება და თვითნებობის რისკი აშკარაა, განჭვრეტადობის მოთხოვნა არსებითად გულისხმობს ფარული თვალთვალის ღონისძიებების მკაფიო, დეტალური წესების არსებობას. შიდა კანონმდებლობა საკმარისად მკაფიო უნდა იყოს თავისი პირობებით, რათა პირებს მიეცეთ ადეკვატური მითითება იმ გარემოებებისა და პირობების შესახებ, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ ასეთ ზომებს (იხ.იქვე §§ 80-81; იხ.ასევე Potoczká and Adamčo v. Slovakia, no. 7286/16, §71, January 2023).
47. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ თავის პრეცედენტულ სამართალში სისხლის სამართლის გამოძიების დროს მიყურადების შესახებ შეიმუშავა შემდეგი მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც კანონით უნდა იყოს დადგენილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: (i) დანაშაულთა ბუნება, რითაც შეიძლება ნებადართული მიყურადება; (ii) ადამიანთა კატეგორიების განსაზღვრა, რომლებსაც ემუქრებათ მათი კომუნიკაციების მიყურადება; (iii) მიყურადების ხანგრძლივობის შეზღუდვა; (iv) მიღებული მონაცემების შესწავლის, გამოყენებისა და შენახვის პროცედურა; (v) სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული მონაცემების სხვა მხარეებისთვის გადაცემისას; და (vi) გარემოებები, რომლებშიც მიღებული მონაცემები შეიძლება ან უნდა წაიშალოს ან განადგურდეს (Centrum för rättvisa v. Sweden [GC], no. 35252/08, § 249, 25 May 2021, სხვა მითითებებთან ერთად).
48. უფლებამოსილებები და პროცედურული გარანტიები, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, არის თუ არა სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტური. ამიტომ, აუცილებელია, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება განხორციელდეს იმ ორგანოს მიერ რომელიც (თუმცა არ არის აუცილებელი იყოს სასამართლო), დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და უზრუნველყოფს სამართალწარმოების სამართლიანობას, რაც შეძლებისდაგვარად სთავაზობს შეჯიბრებითობის პროცესს. ასეთი ორგანოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული და იურიდიულად სავალდებულო, მათ შორის, უკანონო თვალთვალის შეწყვეტისა და უკანონოდ მოპოვებული ან/და შენახული მასალის განადგურებასთან დაკავშირებით (იხ. Big Brother Watch and Others v. the United Kingdom [GC], nos. 58170/13 and 2 others, § 359, 25 May 2021, სხვა მითითებებთან ერთად). იგივე მიდგომა ბოლო დროს გამოიყენება მიზანმიმართული მიყურადების შემთხვევებში (იხ. Pietrzak and Bychawska-Siniarska and Others v. Poland, nos. 72038/17 and 25237/18, § 226, 28 May 2024; იხ. ასევე Ekimdzhiev and Others v. Bulgaria, no. 70078/12, § 334, 11 January 2022).
(ბ) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
(i) იყო თუ არა ჩარევა?
49. სასამართლო აღიარებს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მომჩივნების სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადების ზომები იყო კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად მათი უფლებების განხორციელებაში ჩარევა (იხ. 45-ე პუნქტში ციტირებული პრეცედენტული სამართალი ზემოთ).
(ii) გამართლებული იყო თუ არა ჩარევა?
50. რაც შეეხება კანონიერების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს და მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, რომ მომჩივნების სატელეფონო საუბრების მოსმენას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სსსკ-ის შესაბამის დებულებებში და რომ სამართლებრივი საფუძველი ხელმისაწვდომი იყო მომჩივნებისთვის. თუმცა, მომჩივნები დავობდნენ, რომ შიდა კანონმდებლობის ხარისხი ჩამოუვარდებოდა კონვენციის სტანდარტებს.
51. სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მომჩივნის საჩივარი ემყარება ფარული თვალთვალის კონკრეტულ და უდავო შემთხვევებს, მისი შეფასება იმის შესახებ, აკმაყოფილებდა თუ არა მე-8 მუხლის მოთხოვნებს კანონი, რომელიც ემსახურებოდა თვალთვალის საფუძველს, აუცილებლად საჭიროებს გარკვეულ ჩაძიებას. თუმცა, ეს შეფასება არ შეიძლება იყოს ისეთივე ზოგადი ხასიათის, როგორიც არის საქმეებში Association for European Integration and Human Rights და Ekimdzhiev v. Bulgaria (no. 62540/00, 28 June 2007), Kennedy v. the United Kingdom (no. 26839/05, 18 May 2010), Roman Zakharov v. Russia ([GC], no. 47143/06, ECHR 2015), და Ekimdzhiev v. Bulgaria and Ekimdzhiev and Others (ზემოხსენებული), რომლებიც ეხება ზოგად საჩივრებს ფარული თვალთვალის ნებადამრთველი კანონის შესახებ და რომლებშიც სასამართლომ აუცილებლობით და ჩვეულებრივი მიდგომის გამონაკლისის სახით უნდა განახორციელოს ასეთი კანონის სრულიად დეტალური შეფასება. იმ შემთხვევებში, როდესაც მომჩივნები უფრო მეტად აპროტესტებენ შიდა კანონმდებლობის გამოყენებას in concreto, როგორიცაა წინამდებარე საქმეში, სასამართლომ, როგორც წესი, ყურადღება უნდა გაამახვილოს არა კანონზე, როგორც ასეთზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს იგი მომჩივანთან მიმართებით კონკრეტულ გარემოებებში (იხ. Goranova-Karaeneva v. Bulgaria, no. 12739/05, § 48, 8 March 2011, და Dragojević, ციტირებული ზემოთ, § 86).
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივ დროს მოქმედი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გვთავაზობდა პრინციპების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული ფარული საგამოძიებო ღონისძიებებისათვის ბრძანების გაცემისა და მათი განხორციელებისას. სსკ-ის 1433-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ნათლად ადგენს, რომ სისხლის სამართლის პროცესის კონტექსტში ნებისმიერი ფარული საგამოძიებო ღონისძიების კანონიერი არსებობისთვის, მასზე ბრძანება უნდა გაეცა მოსამართლეს პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. 1433§2 (ა) მუხლი მოიცავდა დანაშაულთა კატეგორიებს რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იყო ფარული საგამოძიებო ღონისძიების გამოყენება და სსკ-ის 1433§ 12 მუხლი ადგენდა, რომ აღნიშნული ზომა თავდაპირველად არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს (იქვე). იმ დროისთვის ფარული საგამოძიებო ღონისძიებისათვის აუცილებელი წინაპირობა იყო გონივრული ეჭვის არსებობა, რომ პირმა ჩაიდინა კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული ან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებით, ან რომ მისი კომუნიკაციის საშუალება გამოიყენებოდა ამ მიზნით (იხ. სსსკ-ის 1433-ე მუხლის მე-2 პუნქტი); მწვავე სოციალური საჭიროების არსებობა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ზომების მიღების აუცილებლობა ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; და რომ გამოძიების ჩატარება განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებით ან შეუძლებელი იყო რაიმე სხვა საშუალებით, ან მოითხოვდა უსაფუძვლოდ გადაჭარბებულ ძალისხმევას (იხ. სსსკ-ის 1433-ე მუხლი 2 (გ) და (დ), ციტირებული 24-ე პარაგრაფში ზემოთ). სასამართლოს მიერ უფლებამოსილების მინიჭება დადგენილი უნდა ყოფილიყო წერილობით და მოსამართლეს, რომელიც წყვეტდა, მიანიჭებდა თუ არა მას, ჰქონდა წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც ეფუძნებოდა მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო ღონისძიება (იხ. სსსკ-ის 1433-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
53. საქართველოს კანონმდებლობა დამატებით ითვალისწინებდა ფარული საგამოძიებო ღონისძიების ავტორიზაციისა და გამოყენების სასამართლო ზედამხედველობას და მოსამართლეებს მოეთხოვებოდათ შეეფასებინათ ფარული საგამოძიებო ღონისძიების აუცილებლობა და მისი პროპორციულობა და დაეშვათ მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი ღონისძიების სახით. მოსამართლის ბრძანება ფარული საგამოძიებო ღონისძიების გამოყენების ნებართვის შესახებ უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით და უნდა მოიცვა საფუძვლიანი განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო ინფორმაცია იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც უნდა განხორციელებულიყო ზომები, ფარული საგამოძიებო ღონისძიების საჭიროების დამადასტურებელი შესაბამისი გარემოებები, ღონისძიების განხორციელების ვადა-რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ლეგიტიმურ მიზანს-და ღონისძიების ფარგლები (იხ. სსსკ-ის 1433-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
54. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოქმედი კანონმდებლობა მომჩივნებს აძლევდა ადეკვატურ მითითებებს იმ გარემოებებისა და პირობების შესახებ, რომელშიც და რა პირობებშიც მიეცათ საგამოძიებო ორგანოებს უფლება მიემერთათ სადავო ფარული საგამოძიებო ღონისძიებისთვის. რაც შეეხება წინამდებარე საქმეში ფარული მიყურადების კონკრეტულ შემთხვევას და თუ როგორ იქნა შესაბამისი კანონი მათ მიმართ გამოყენებული, მომჩივნების საჩივრები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია შესაბამისი მოსამართლეების მიერ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შეუსრულებლობაზე, კერძოდ, იმას რომ მოსამართლეებმა შესაბამისად არ დაასაბუთეს იყო თუ არა ფარული საგამოძიებო ღონისძიების გამოყენება საჭირო და გამართლებული კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ამას სსკ-ის 1433-ე მუხლი მოითხოვდა. ამრიგად, სტრასბურგის სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, როგორც ამას განმარტავენ და იყენებენ ეროვნული სასამართლოები, აძლევდა თუ არა მომჩივნებს ადეკვატურ გარანტიებს სხვადასხვა შესაძლო ბოროტგანზრახვებისგან. ვინაიდან ბოროტად გამოყენებისგან ადეკვატური გარანტიების არსებობა მჭიდრო კავშირშია საკითხთან, იყო თუ არა დაცული „აუცილებლობის“ ტესტი ამ საქმეში, სასამართლო განიხილავს მოთხოვნას, რომ ჩარევა იყოს როგორც „კანონის შესაბამისი“ ასევე „აუცილებელი“ (იხ. Dragojević, ციტირებული ზემოთ, § 89, შემდგომი მითითებით).
55. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს რომ სასამართლოს ბრძანებაში (რომლის მიხედვითაც ნებადართულია მომჩივნების სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა და ჩაწერა), უბრალოდ, დეტალების გარეშე, ნათქვამია, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომჩივნები შესაძლოა იყვნენ „პირდაპირ დანაშაულთან დაკავშირებული პირები ან პირები, რომლებიც ფლობდნენ დანაშაულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას და [იყენებდნენ] მითითებულ მობილურ ტელეფონს“. არ იყო წარმოდგენილი ფაქტობრივი დეტალები საქმის კონკრეტულ ფაქტებთან და კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც დაადასტურებდნენ საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირები ან აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას, ან ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას (იხ. mutatis mutandis, Moskalev, ციტირებული ზემოთ, § 42, და Dragojević, ციტირებული ზემოთ, § 95).
56. გარდა ამისა, სასამართლოს ბრძანების ტექსტში არ არის მითითებული, რომ სასამართლომ გამოიყენა ტესტი „აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ან, კერძოდ, შეაფასა, იქნება თუ არა მომჩივნების წინააღმდეგ დაკვეთილი ფარული საგამოძიებო ღონისძიება პროპორციული ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნის მიმართ. სასამართლოს ბრძანება უბრალოდ ეყრდნობოდა კანონით დადგენილ ფრაზებს, რომ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა გამოძიებისთვის და რომ ასეთი ინფორმაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა ან მოითხოვდა დაუსაბუთებლად გადაჭარბებულ ძალისხმევას. თუმცა, ეროვნულ სასამართლოს არ განუმარტავს თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე (იხ. mutatis mutandis, Bašić v. Croatia, No. 22251/13, § 33, 2016 წლის 25 ოქტომბერი; Grba v. Croatia, No. 47074/12, § 85, 23 ნოემბერი 2017; Dudchenko v. No. 2017; Dudchenko v. 2017 და Potoczká and Adamčo, ციტირებული ზემოთ, § 74).
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში ფარული მიყურადების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის განმხილველმა მოსამართლემ გამოიკვლია დაკმაყოფილებული იყო თუ არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნები, შუამდგომლობის დამადასტურებელი არსებითი მასალის გათვალისწინების გარეშე. გაურკვეველია, რამდენად გამოიკვლია კონკრეტულმა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობის დასადასტურებლად წარდგენილი მასალა, რადგან სასამართლოს ბრძანება ღონისძიების ჩატარების დასაბუთების ნაწილში არც საქმის კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებდა და არც ამ ფაქტებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ საფუძველზე. ეს ასევე ეხება ოპერატიულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ შეტანილი იყო საქმის მასალებში და რომელიც წარდგენილ იქნა პროკურორის ზემოხსენებული შუამდგომლობის მხარდასაჭერად. სასამართლოს არ შეუძლია არ შენიშნოს, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიება ერთდროულად დაინიშნა რვა პირის მიმართ ერთი სასამართლო ბრძანების ფარგლებში, ყოველგვარი ინდივიდუალური საფუძვლების გარეშე. მაშასადამე, სასამართლო ბრძანებაში არ იყო მოყვანილი შესაბამისი და საკმარისი დასაბუთება სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდა მოთხოვნილ ფარულ საგამოძიებო ღონისძიებას.
58. აქედან გამომდინარე, რომ სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიების ნებართვის გაცემის პროცედურა, იმ სახით როგორც გამოყენებული იქნა წინამდებარე საქმეში, წარმოადგენდა ეფექტურ გარანტს, რომ მოცემული ფარული მიყურადება იყო ჭეშმარიტად აუცილებელი და პროპორციული თითოეული მომჩივნის მიმართ.
59.სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივანთა საჩივრების განხილვისას წარმოდგენილი დასაბუთება უფრო დეტალური და ფაქტობრივად არსებითი იყო. თუმცა, მან უკვე აღნიშნა, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენების რეტროსპექტული დასაბუთება ვერ ანაზღაურებს არასაკმარისი წინასწარი გამოკვლევისა და დეტალური მსჯელობის ნაკლებობას, როდესაც მოცემული სახის ღონისძიების ჩატარების ნებართვაა გაცემული (იხ., მაგალითად, Dragojević, ციტირებული ზემოთ, §§96-98, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ რეტროსპექტული დასაბუთება ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ და საკმარის გარანტიებს პოტენციური ბოროტგანზრახვისგან, რადგან მან გახსნა კარი თვითნებობისთვის, ფარული მეთვალყურეობის განხორციელების დაშვებით, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული პროცედურის საწინააღმდეგოდ; იხილეთ აგრეთვე Grba, ციტირებული ზემოთ, § 86, და Liblik and Others v. Estonia, nos. 173/15 and 5 others, §§ 140-41, 28 May 2019).
60. და ბოლოს, რაც შეეხება პირველ მომჩივანს, პროკურორმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ პირველი მომჩივანი იყო პრაქტიკოსი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მიუხედავად ამისა, პროკურორის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში არ იყო მითითება ამ ფაქტზე და მის პოტენციურ სამართლებრივ ზეგავლენაზე, არამედ იგი ამტკიცებდა, რომ არც ერთი მომჩივანი არ იყო ისეთი პროფესიის წარმომადგენელი რომელზედაც მოქმედებდა ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენებაზე შეზღუდვები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არ ახსენა პირველი მომჩივნის სტატუსი და უბრალოდ აღნიშნა, რომ რვა პირიდან არც ერთი არ სარგებლობდა იმუნიტეტით. ამიტომ მან ვერ შეაფასა ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სისხლის სამართლის გამოძიების საჭიროებებთან მიმართებით. მას არ განუხილავს ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სისხლის სამართლის გამოძიების საჭიროებებთან მიმართებით. რაც შეეხება პოსტფაქტუმ სასამართლო განხილვას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლისთვისაც ცნობილი იყო პირველი მომჩივნის სტატუსი, მხოლოდ განაცხადა, რომ პრაქტიკოსი ადვოკატები არ იყვნენ დაზღვეულნი ფარული საგამოძიებო ღონისძიებებისგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ამგვარი ინტერპრეტაცია და გამოყენება უბრალოდ ყოველგვარ არსს უკარგავს ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის პრივილეგიას. მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი მომჩივნის კომუნიკაციები საბოლოოდ არ იქნა ჩაწერილი და შენახული სისხლის სამართლის გამოძიების მიზნებისთვის, როგორც ასეთი, შეუსაბამოა, რადგან ჩარევა უკვე მოხდა მისი კომუნიკაციების მიყურადებისა და თავდაპირველი შენახვის ეტაპზე.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა, როგორც ეს შიდა სასამართლოების მიერ იქნა განმარტებული და გამოყენებული წინამდებარე საქმეში, არ უზრუნველყოფდა გონივრულ სიცხადეს საჯარო ხელისუფლებისათვის მინიჭებული დისკრეციის გამოყენების ფარგლებსა და წესთან დაკავშირებით და, კერძოდ, არ უზრუნველყოფდა პრაქტიკაში ადეკვატურ გარანტიებს სხვადასხვა შესაძლო ბოროტგანზრახვისგან. შესაბამისად, მომჩივანთა სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენისა და ჩაწერის ბრძანების პროცედურა სრულად არ შეესაბამებოდა შიდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და არც ადეკვატური იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომჩივანთა უფლებაში ჩარევა მათი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის კუთხით დაცული იყო იმით, რაც იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
62. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი ორივე მომჩივანთან მიმართებით.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
63. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს”.
ა. ზიანი
64. ორივე მომჩივანმა მოითხოვა 30,000 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
65. მთავრობამ განაცხადა, რომ დარღვევის აღმოჩენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მოცემულ საქმეში.
66. სასამართლო მომჩივნებს ანიჭებს 1,500 ევროს თითოეულს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, გარდა ამისა, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს ნებისმიერი გადასახდელი რომელიც მათ შეიძლება დაეკისროს.
ხარჯები და დანახარჯები
67. მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 1200 ლარი (450) ევრო და 600 ლარი (220) ევრო სასამართლოს წინაშე გაწეული სამართლებრივი ხარჯებისთვის; 105 ლარი (45 ევრო) და 46.60 ლარი (17.50 ევრო) საფოსტო მოსახურებისთვის; და 16/60 (6 ევრო) და 12.10 (4.50 ევრო) მობილური ტელეფონის სერვისის პროვაიდერისგან გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებისთვის.
68. მთავრობამ განაცხადა, რომ რაიმე იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, არ არსებობდა საფუძველი ადვოკატის საფასურის ანაზღაურების შესახებ. რაც შეეხება დანარჩენ ხარჯებს, მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელია.
69. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს ანაზღაურდეს ხარჯები და დანახარჯები მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დადასტურდა, რომ ეს იყო რეალურად და აუცილებლობით გაწეული და არის გონივრული ოდენობის. წინამდებარე საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 73 ევროს ერთობლივად გამოყოფას გაწეული ხარჯებისთვის, გარდა ამისა, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს.
ამ მიზეზების გამო, სასამართლო ერთხმად,
იღებს გადაწყვეტილებას გააერთიანოს საჩივრები;
საჩივრებს დასაშვებად აცხადებს;
ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ორივე მომჩივნის მიმართ;ადგენს(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივნებს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, შემდეგი თანხები, რომლებიც უნდა გარდაიქმნას მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით:
(i) 1500 ევრო (ათას ხუთასი ევრო) თითო, დამატებითი ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის გამო.
(ii) 73 ევრო (სამოცდაცამეტი ევრო) ერთობლივად, პლიუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს ხარჯებისა და დანახარჯების მიმართ;
(ბ) რომ ზემოაღნიშნული სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, პლუს სამი პროცენტული პუნქტი;
არ აკმაყოფიელბს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.