© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #141
მაისი, 2011
R.R. პოლონეთის წინააღმდეგ - 27617/04
გადაწყვეტილება 26.5.2011 [IV სექცია]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
პრენატალური გენეტიკური შემოწმების ხელმისაწვდომობის არ ქონა, რამაც გამორიცხა ემბრიონის განუვითარებლობის საფუძვლით კანონიერი აბორტი: დარღვევა
ფაქტები - ფეხმძიმობის მეთვრამეტე კვირაზე ჩატარებული ულტრაბგერითი ექოსკოპიის შედეგად განმცხადებელს განემარტა, რომ სავარაუდო იყო ემბრიონის განუვითარებლობა. მან მაშინვე დააფიქსირა აბორტის სურვილი, თუ დიაგნოზი დადასტურდებოდა. მას ურჩიეს გენეტიკური გამოკვლევის ჩატარება ამნიოცენტეზის გზით, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა ფეხმძიმობის ოცდამესამე კვირამდე, რადგანაც თავდაპირველად მისმა პირადმა და რამდენიმე სხვა ექიმმა უარი უთხრეს მას შესაბამის მიმართვაზე. ბოლოს გამოკვლევა ჩატარდა. მან კვლავ წარუმატებლად მოითხოვა აბორტი. მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის შემდეგ მან მიიღო პასუხი, რითაც დასტურდებოდა რომ ემბრიონს ქონდა ტერნერის სინდრომი, აბორტის გაკეთება უკვე დაგვიანებული იყო*. მართალია, ექიმების სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მან წარმატებას ვერ მიაღწია, განმცხადებელს სამოქალაქო წესით განესაზღვრა კომპენსაცია გენეტიკური ტესტის დროულად ჩატარებასთან დაკავშირებით ექიმის გადაცდომისთვის და მისი გადამისამართების შესახებ უარის ჩანაწერის არ არსებობისთვის.
კანონმდებლობა - მე-3 მუხლი: განმცხადებელმა მრავალგზის ცადა მოეპოვებინა გენეტიკური ანალიზის ჩატარების უფლება, რაც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა სავარაუდო განუვითარებლობის დიაგნოზს. თუმცა, ექიმის მიერ რეკომენდებული გენეტიკური ანალიზის ჩატარებაზე ხელმისაწვდომობის განსაზღვრა გაჭიანურდა დაუდევრობით, დაბნეულობით და მისთვის სათანადო კონსულტაციის გაუწევლობითა და ინფორმაციის მიუწოდებლობით. უდავო იყო, რომ მხოლოდ გენეტიკურ ანალიზს შეეძლო ობიექტურად დაედგინა თავდაპირველი დიაგნოზის ნამდვილობა. სადავო არასდროს გამხდარა ის ფაქტი, რომ გენეტიკური ანალიზი არ იყო ხელმისაწვდომი აღჭურვილობის, სამედიცინო ექსპერტიზის ან დაფინანსების არ ქონის გამო. ეროვნული კანონმდებლობა სახელმწიფოს აკისრებდა პირდაპირ ვალდებულებას გენეტიკური დარღვევის ან განუვითარებლობის პრობლემების ეჭვის შემთხვევაში უზრუნველეყო შეუზღუდავი წვდომა პრენატალურ ინფორმაციაზე და შემოწმებაზე. ექიმებს ასევე განსაზღვრული ქონდათ ზოგადი ვალდებულება, პაციენტებისთვის საკუთარ თავთან მიმართებით აუცილებელი ინფორმაციის სრულად მიწოდებაზე და პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყო საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება. შესაბამისად არსებობდა სადავო დროს მოქმედი მთელი რიგი არაორაზროვანი სამართლებრივი ნორმებისა, რომლითაც განისაზღვრებოდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ფეხმძიმე ქალებისთვის მათი ჯანმრთელობისა და ემბრიონის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან მიმართებით.
განმცხადებელი აღმოჩნდა მეტად უსუსურ მდგომარეობაში. მედიცინის პროფესიონალების მხრიდან გაჭიანურების შედეგად ის იძულებული იყო ექვსი კვირის განმავლობაში მტანჯველ გაურკვევლობაში ყოფილიყო ემბრიონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალს კანონით ევალებოდა მისი პრობლემების აღიარება და სათანადო რეაგირება. ყურადღება არ მიექცა განმცხადებლის რთული მდგომარეობის საჩქაროობას და მან ანალიზის პასუხი ფაქტიურად მიიღო მაშინ, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იყო, ის ვეღარ შეძლებდა გადაწყვეტილების მიღებას, გაეგრძელებინა ფეხმძიმობა თუ მიემართა კანონიერი აბორტისთვის. შესაბამისად, განმცხადებელი დაიტანჯა და სასამართლოს აზრით მისმა ტანჯვამ მიაღწია მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სიმწვავის მინიმალურ ზღვარს.
დადგენილება: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მე-8 მუხლი: განმცხადებლის საქმესთან მიმართებით მოქმედი პოლონური კანონმდებლობა არ ადგენდა ეფექტურ მექანიზმს, რომელიც განმცხადებლისთვის დიაგნოსტიკური მომსახურების მიღებას შესაძლებელს გახდიდა, რაც თავის მხრივ გადამწყვეტი იყო კანონიერი აბორტის გაკეთების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების უფლების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის პრაქტიკული განხორციელება პოლონეთში კანონიერი აბორტის თეორიულ უფლებასთან მნიშვნელოვან შეუსაბამობაში მოვიდა და განმცხადებლის საქმეზე სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი პოზიტიური ვალდებულების განხორციელება მისი პირადი ცხოვრების ეფექტიანი პატივისცემის უზრუნველყოფასთან მიმართებით.
დადგენილება: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი: 45 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად ემბრიონის ანომალიის საფუძველზე აბორტი დასაშვებია მხოლოდ ფეხმძიმობის პირველი ოცდაოთხი კვირის განმავლობაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy