© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #139
მარტი 2011
RTBF ბელგიის წინააღმდეგ - 50084/06
გადაწყვეტილება 29.3.2011 [II სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
ხელმისაწვდომობა სასამართლოზე
ტელევიზიის ახალი ამბების პროგრამის ეთერში გაშვების დროებითი აკრძალვა: დარღვევა
ფაქტები - განმცხადებელ კომპანიას, საზოგადოებრივ სამაუწყებლო კონსორციუმს, ჰქონდა ყოველთვიური გადაცემა სახელწოდებით “Au nom de la loi” (კანონის სახელით), რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს ეხებოდა. 2001 წელს დაგეგმილი გადაცემა ეხებოდა სამედიცინო რისკს და მაგალითებად მოყვანილი იყო პრესაში უკვე გამოქვეყნებული, პაციენტების მიერ მათი ექიმების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები. ექიმის მიერ მიღებული ზომების პასუხად, პირველი ინსტანციის სასამართლოს პრეზიდენტმა უზრუნველყოფის ღონისძიება დაადგინა, რომლის თანახმადაც RTBF-ს ეკრძალებოდა გადაცემის გარკვეული ნაწილის ეთერში გაშვება, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა ჯარიმა ორი მილიონი ბელგიური ფრანკის ოდენობით გადაცემის ეთერში თითოეული გაშვებისთვის. განმცხადებელი კომპანიის საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ექიმის მიერ RTBF-ის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება განმცხადებლის მიერ ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მომენტში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
კანონმდებლობა - მე-10 მუხლი: საქმის არსებით განხილვამდე სატელევიზიო გადაცემაში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მასალის გაშვების აკრძალვა წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. იმის განსაზღვრისას, ჰქონდა თუ არა ამ ჩარევას სამართლებრივი საფუძველი, სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიის კონსტიტუციით ნებადართული იყო გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დასჯა მხოლოდ მას შემდეგ რაც დარღვევას ჩაიდენდნენ და არა ჩადენამდე. რაც შეეხება სასამართლო კოდექსს და სამოქალაქო კოდექსს, აქ არ იყო მითითებული ნებადართული შეზღუდვების სახე, არც მათი მიზანი, ხანგრძლივობა, ფარგლები ან კონტროლი. კერძოდ კი, მაშინ როცა ეს კოდექსები უშვებდა სასწრაფო განცხადებების განმხილველი მოსამართლის ჩარევას, პრეცედენტული სამართალი გარკვეულწილად განსხვავებულ მიდგომას ადგენდა ამ მოსამართის მიერ პრევენციული ჩარევის შესაძლებლობასთან მიმართებით. ბელგიური კანონმდებლობის თანახმად არ არსებობდა ნათელი და მდგრადი პრეცედენტული სამართალი, რომელიც საშუალებას მისცემდა განმცხადებელ კომპანიას, გონივრულ ფარგლებში განეჭვრიტა სადავო გადაცემის ეთერში გაშვების შედეგები. გამოხატვის თავისუფლებაზე პრევენციული შეზღუდვების ნათელი და კონკრეტული რეგულაციის გარეშე, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გაუჩნდა სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით მასზე თავდასხმის შიში - გადაცემის ანონსის საფუძველზე - შეეძლო მიემართა სასწრაფო განცხადებების განმხილველი მოსამართლისთვის, რომელიც მათი საქმის მიმართ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებას მიიღებდა და ეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების არსის შენარჩუნების ხელშემწყობი არ იქნებოდა. ამასთან, მაშინ როცა [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ, სახელმწიფოების მხრიდან მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნის შეუზღუდავობით, გაიზიარა მათი მხრიდან ბეჭდური მედიის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დაშვების პრინციპი, საკასაციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმების შეფარდება იმის მიხედვით, საკითხი ბეჭდურ მედიას ეხებოდა თუ აუდიოვიზუალურ მედიას, ხელოვნური აღმოჩნდა. ის არ ადგენდა მკაცრ სამართლებრივ რეგულაციას მაუწყებლობის წინასწარ შეზღუდვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბელგიური პრეცედენტული სამართალი არ არეგულირებდა კონსტიტუციით აკრძალული „ცენზურის“ ტერმინის განმარტებას. შესაბამისად, ბელგიის სასამართლოების პრეცედენტულ სამართალთან ერთად, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოქმედებდა განმცხადებელ კომპანიასთან მიმართებით, არ აკმაყოფილებდა კონვენციით დადგენილი განჭვრეტადობის პირობას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა ნებისმიერი მატერიალური და არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას უტოლდება.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy