დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.165
ივლისი 2013
რუდნიჩენკო უკრაინის წინააღმდეგ- 2775/07
გადაწყვეტილება 11.7.2013 [სექცია V]
მუხლი 6
მუხლი 6-3-d
მოწმეთა დაკითხვა
ხელისუფლების წარმომადგენელთა უარი, უზრუნველეყოთ მოწმეთა დასწრება, რომელთა ჩვენებაც გამოყენებული იყო მომჩივნისათვის მსჯავრის დადებაში; გამამართლებელ მიზეზთა არარსებობა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი დაადანაშაულეს ბ.-სთან ერთად შეთქმულებით ქურდობაში და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. ბ.-ი უკვე დადანაშაულებული იყო ცალკე სასამართლო პროცესზე და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო დაეყრდნო ბ.-ს მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებს, რომელიც წაიკითხეს მომჩივნის სასამართლო პროცესზე და საჩივარს, ბ.-ს ჯვარედინ დაკითხვაზე, უარი ეთქვა. სასამართლო პროცესში მონაწილე მოსამართლე ცდილობდა მიეღო ნებართვა, რომ ჩამოშორებოდა საქმეს იმ საფუძვლით, რომ იგი მონაწილეობდა ბ.-ს საქმეში, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ევროპული სასამართლოს წინაშე, მომჩივანი ჩიოდა inter alia, რომ ის დაადანაშაულეს ბ.-ს სასამართლო პროცესზე დადგენილ ფაქტებში, და რომ მას არ შეეძლო ბ.-ს ჯვარედინი დაკითხვა, რომელიც ერთ–ერთი მთავარი მოწმე იყო ამ საქმეში.
სამართალი – მუხლი 6§1 და მუხლი 6§3(d): მოთხოვნა იმაზე, რომ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველიდაუსწრებელი მოწმის ჩვენების დასაშვებად ცნობაზე, იყო წინასწარი შეკითხვა, რომელზეც უნდა ემსჯელათ, სანამ დაიწყებდნენ საქმის განხილვას, რომ ეს ჩვენება იყო ერთადერთი და გადამწყვეტი. იმის მიუხედავად, რომ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება არ იყო ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლომ მაინც დაადგინა მე–6(1) და მე–6(3d) მუხლის დარღვევა, როცა არ არსებობდა საკმარისი საფუძველი, რის გამოც არ დაიკითხა მოწმე. ეს მოხდა იმიტომ, რომ როგორც ზოგადი წესი, მოწმეებმა უნდა მისცენ ჩვენება სასამართლო პროცესზე და ყველა გონივრული ძალა უნდა იყოს გამოყენებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი დასწრება. შესაბამისად, როცა მოწმეები არ ესწრებოდნენ პროცესს, რომ ჩვენება მიეცათ (live evidence), არსებობდა მოთხოვნის ვალდებულება იმის შესახებ, იყო თუ არა გამართლებული პროცესზე მათი დაუსწრებლობა.
წინამდებარე საქმეში, ბ.-ი არ ესწრებოდა მომჩივნის სასამართლო პროცესს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსამართლემ არ გამოიძახა ის. მართლაც, საქმის მასალებში არაფერია, რაც მიუთითებდა, რომ გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის ძალისხმევა მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში ბ.-ს დასწრების უზრუნველყოფისათვის, სულ მცირე წინასასამართლო გამოძიების ეტაპზე მაინც, თუ სასამართლო მოსმენაზე არა. იმის გათვალისწინებით, რომ ბ.-ი სასჯელს იხდიდა ციხეში, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეექმნებოდათ სირთულეები მისი ადგილსამყოფელის მონახვასა და მისი დასწრების უზრუნველყოფაში, თუ ამას მოისურვებდნენ. გარდა ამისა, არ არსებობდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბ.-ს სთხოვეს, და მან უარი განაცხადა მომჩივნის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიეცა ჩვენებები.
სასამართლომ აღნიშნა მთავრობის არგუმენტი იმაზე, რომ მომჩივანმა მოითხოვა ბ.-ს დასწრება სამართალწარმოების შეუსაბამო ეტაპზე და საკმარისად დაჟინებული არ იყო ამ მოთხოვნაში. თუმცაღა მან (სასამართლომ) არ მიიჩნია, რომ მომჩივნის ქცევა გამოხატავდა სასამართლო პროცესზე ბ.-ს ჩვენებების წაკითხვაზე თანხმობას და ეს, რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი სასამართლოსთვის, რათა დაესკვნა, რომ მას (მომჩივანს) ჩამოერთვა უფლება, დაეკითხა ის მოწმე. მართლაც, მომჩივანი დაობდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოს წინაშე, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაეკითხა ბ.-ი.
ზემოთ ხსენებული მოსაზრებები იყო საკმარისი, რათა სასამართლოს შესძლებოდა დაესკვნა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რომ აღარაფერი ვთქვათ საკმარის საფუძველზე, შეეზღუდათ მომჩივნის უფლება, დაეკითხა მოწმე, რომლის ჩვენებაც გამოიყენეს მის დამნაშავედ ცნობაში. ამ გარემოებებში, სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ განეგრძო საქმის მეორე ნაწილის განხილვა, წარმოადგენდა თუ არა ბ.–ს არგუმენტების ერთადერთობა და გადამწყვეტი ხარისხი მომჩივნის მსჯავრის დადებაში მთავარ საფუძველს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე დაადგინა მე-5(1) და მე-5(3), მე-6(1) მუხლების დარღვევა (“მიუკერძოებელი სასამართლოს” მოთხოვნა).
მუხლი 41: 10,000 ევრო როგორც არამატერიალური ზიანი.
(ნახეთ ასევე Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], nos. 26766/05 და 22228/06, 15 დეკემბერი 2011, საინფორმაციო ბარათი 147)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy