© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე 186
2015 წლის ივნისი
რუსლან იაკოვენკო უკრაინის წინააღმდეგ - 5425/11
გადაწყვეტილება 4.6.2015 [სექცია V]
დამატებითი ოქმი #7 მუხლი 2
მომჩივანმა გადაიფიქრა საკასაციო საჩივრის შეტანა მსჯავრდებასთან დაკავშირებით ვინაიდან აპელაცია აუცილებლად გადაავადებდა მის განთავისუფლებას: დარღვევა
მუხლი 5
მუხლი 5-1
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება
მსჯავრდებული პატიმრის აღმკვეთი დაკავება სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე, მას შემდეგაც კი რაც მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა: დარღვევა
ფაქტები – 2010 წლის 12 ივლისს მომჩივანი სცნეს დამნაშავედ სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით და მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის და შვიდი თვის ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების სახით მომჩივანი უნდა დარჩენილიყო წინასწარი დაკავების ცენტრში (SIZO) სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. 2010 წლის 15 ივლისს ამოიწურა მომჩივანის პატიმრობის ვადა ვინაიდან მას უკვე საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა გატარებული წინასწარ პატიმრობაში. მან SIZO-ს ადმინისტრაციას მოსთხოვა განთავისუფლება რაზეც მან უარი მიიღო. 2010 წლის 27 ივლისს ამოიწურა სასამართლოს 12 ივლისის გადაწყვეტილების თხუთმეტ დღიანი გასაჩივრების ვადა და ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა საბოლოო და შევიდა ძალაში. მომჩივანი გაანთავისუფლეს 2010 წლის 29 ივლისს, როდესაც SIZO-მ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
კანონი – კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1
(a) მომჩივანის პატიმრობა 2010 წლის 15 ივლისიდან 27 ივლისამდე – მომჩივანის პატიმრობა ამ პერიოდში გაგრძელდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ მაინც „წინასწარ პატიმრობად“ იგულისხმებოდა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება იძლევა თავისუფლების აღკვეთის ორ დამოუკიდებულ საშუალებას: პირველი, საპატიმრო სასჯელი და მეორე მომჩივანის პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება იქამდე სანამ სასამართლო გადაწყვეტილება იქცევა საბოლოოდ, ვინაიდან საპატიმრო სასჯელის ვადა 3 დღის შემდეგ იწურებოდა და მეორე ღონისძიება პატიმრობის ვადას კიდევ 12 დღით ახანგრძლივებდა თხუთმეტ დღიანი გასაჩივრების ვადის გათვალისწინებით. აპელაციის შემთხვევაში მომჩივანის პატიმრობის ვადა კიდევ უფრო მეტ დროს გაგრძელდებოდა და დამოკიდებული იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის შესწავლაზე. შესაბამისად, მომჩივანის პატიმრობა სადაო პერიოდის განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ ის განხორციელდა მას შემდეგ რაც საპატიმრო სასჯელი სრულად მოიხადა პირმა, შეიძლება მიჩნეულ იქნას „სხვა ღონისძიებად რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ და რომელიც განხორციელდა მსჯავრდების შემდეგ“ კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა)-ს ფარგლებში.
სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მომჩივანის პატიმრობა ვადით როდესაც იგი ელოდა სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას. მაგრამ გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული იმ ნაწილში თუ რატომ გადაწყვიტა სასამართლომ მომჩივანის პატიმრობაში დატოვების აღმკვეთ ზომად გამოყენება იმ ვადით რომელიც აშკარად აღემატებოდა დადგენილი საპატიმრო სასჯელის ვადას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული გარემოებები, რომელიც საპატიმრო სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად მომჩივანისთვის თავისუფლების შეზღუდვას პრევენციულ ღონისძიებად მიიჩნევს რაც მიმართულია მის სააპელაციო ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფისკენ, არ ყოფილა ნახსენები და ვერ იქნება მიჩნეული რომ იგულისხმებოდა ამ გადაწყვეტილებაში. პირიქით, სასამართლომ მიუთითა მომჩივანის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე რის გამოც გადაწყვიტა შედარებით მსუბუქი სასჯელის მისჯა ვიდრე ეს კანონით იყო დადგენილი. შესაბამისად, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ აღიარა, მომჩივანის განგრძობადი პატიმრობა მისი საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ არ იყო გამართლებული და შესაბამისად არღვევადა კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1.
(b) მომჩივანის პატიმრობა 2010 წლის 27 ივლისიდან 29 ივლისამდე – ეროვნულ უწყებებს დასჭირდათ ორი დღე მომჩივანის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მას შემდეგ რაც ამოიწურა მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში შესვლით. უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ გამოიყენეს კომუნიკაციის ყველა თანამედროვე საშუალება იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაეყვანა გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივანის პატიმრობიდან განთავისუფლება. შესაბამისად მომჩივანის პატიმრობა ამ პერიოდში არ იყო გამართლებული კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1-ის ფარგლებში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
დამატებითი ოქმი #7-ის მე-2-ე მუხლი: ეროვნულმა სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია მომჩივანის პატიმრობაში დატოვება პრევენციული მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადით მიუხედავად იმისა, რომ ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პატიმრობის ვადა ამოიწურა. საკასაციო სარჩელის არ არსებობის შემთხვევაში სადაო ვადა გაგრძელდა 12 დღით. იმ შემთხვევაში მომჩივანს რომ გადაეწყვიტა საკასაციო საჩივრის შეტანა სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გაურკვეველი ვადით გადავადდებოდა. შესაბამისად მომჩივანის მიერ საკუთარი უფლების რეალიზება მოხდებოდა მისი თავისუფლების ფასად, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით რომ მისი პატიმრობის ვადა არ იქნებოდა კონკრეტული. ამ გარემოებით შეილახა მისი უფლების არსი რომელიც დადგენილია დამატებითი ოქმი #7-ის მე-2-ე მუხლით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 3,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy