Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
რუსიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
Rusishvili v Georgia
საჩივარი N15269/13
გადაწყვეტილება
30 ივნისი 2022
ფაქტები
მომჩივანი დავით რუსიშვილი არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1992 წელს, რომლის დაკავებაც მოხდა თბილისში (საქართველო). 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისის ცენტრში სასიკვდილო სროლის შემდეგ, ბ-ნი რუსიშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მას შემდეგ რაც მას განუმარტეს მისი საპროცესო უფლებები, როგორც ჩანს მან უარი თქვა ადვოკატის დახმარებაზე. ადვოკატი რომელსაც მისი ოჯახი დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის შემდეგ მივიდა, თუმცა მისი ნახვის უფლება არ მისცეს. ბ-ნმა რუსიშვილმა მკვლელობა რამდენიმე საათის შემდეგ აღიარა. იგი ფორმალურად იყო მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული.
მეორე დილით ბ-ნმა რუსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მოვლენების რეკონსტრუქციაში და ვიდეოჩანაწერში, რომელშიც ის აღიარებდა მკვლელობას, დეტალურად იყო აღწერილი მოვლენები, ხოლო თანამზრახველები დასახელებული. ჩანაწერების მიხედვით რეკონსტრუქცია მისი თანხმობით ჩატარდა. რეკონსტრუქციის ოქმს სათანადოდ მოაწერა ხელი ბატონმა რუსიშვილმა და გამომძიებლის მიერ მის წარმომადგენლად მოწვეულმა ადვოკატმა.
2011 წლის 20 ოქტომბერს ბ-ნ რუსიშვილს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დაკითხვისას - ამჯერად საკუთარი არჩეული ადვოკატის თანდასწრებით - თავი უდანაშაულოდ ცნო და გამოთქვა დუმილის უფლების გამოყენების სურვილი. მეორე დღეს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ორი თვის შემდეგ მან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უჩივლა ადვოკატის ყოფაქცევისთვის, რომელიც გამომძიებლის მიერ ჰყავდა დანიშნული. შემდგომში ეთიკის კომისიამ დაადგინა, რომ მან რეკონსტრუქციაში მონაწილეობა ბატონი რუსიშვილის ან მისი ოჯახის თანხმობის გარეშე მიიღო. იგი არ გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, და არ განიხილა მასთან პოტენციური თავდაცვის სტრატეგია. შედეგად, მას ლიცენზია 18 თვით შეუჩერდა. ამასობაში ორ თანამზრახველს ი.გ.-სა და ი.-ს, ფორმალურად წაუყენეს ბრალი სხვადასხვა მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ მკვლელობა შვილის სიკვდილის საპასუხოდ მოაწყო.
2012 წლის მაისში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბ-ნმა რუსიშვილმა, რომელიც იმ დროისთვის ოთხი ადვოკატის მიერ იყო წარმოდგენილი თავი უდანაშაულოდ ცნო. ისინი ითხოვდნენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი და რომ დაკავების პირველ საათებში მას არ მიეცა მის მიერ არჩეულ ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატი, რომელიც მას ახლდა დანაშაულის რეკონსტრუქციისას არც სახაზინო ადვოკატი იყო და არც მისი თანხმობით ყოფილა დანიშნული. მოსამართლემ მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა იგი.
მან ასევე დაუშვებლად ცნო ორი ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებს შორის, რომლებიც ვიდეოჩანაწერზე იყვნენ დაფიქსირებული, ბატონი რუსიშვილი არ ფიგურირებდა და რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 25 მოწმის სია რომლებიც პროცესზე უნდა ყოფილიყვნენ გამოძახებული არ იყო ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ და არ იყო დაფიქსირებული მხარეთა მიერ ინფორმაციის გაცვლის შესახებ არსებულ ჩანაწერებში. თუმცა, რამდენადაც სამი მათგანი დაშვებულ იქნა დაკითხვაზე როგორც ბრალდების მხარის მოწმეები, მან დაცვის მხარესაც მისცა ნებართვა ჯვარედინი დაკითხვისას კითხვები დაესვა მათთვის, ხოლო მათი წერილობითი განცხადებები დაშვებულ იქნა მტკიცებულების სახით.
ბ-ნ რუსიშვილს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, მას ჰქონდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, ხოლო ნაფიც მსაჯულთა მიერ დანაშაულში დამნაშავედ ცნობილ პირს სამართლის საკითხებზე ერთჯერადი გასაჩივრების უფლება. 2012 წლის ივნისში გამართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე, თავჯდომარე მოსამართლემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წამოყენებული რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ი.გ-სთვის ჩვენების მიცემის შესაძლებლობა, იმის შესახებ, რომ ბატონი რუსიშვილი მკვლელობაში არ მონაწილეობდა და რომ დანაშაულის ადგილას შედგენილი ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის შესახებ გაკეთებული ექსპერტის დასკვნა შესულიყო საქმეში. სასამართლო პროცესის დროს, ნაფიცმა მსაჯულებმა მოუსმინეს ბრალდების მხარის 19 მოწმეს, გაეცნენ სათვალთვალო კამერის კადრებსა და მედიის ანგარიშებს, მრავალი ექსპერტისა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებს და საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ათობით საპროცესო დოკუმენტებს. 2012 წლის 15 ივნისს, ნაფიცმა მსაჯულებმა ცხრა ხმა სამის წინააღმდეგ უმრავლესობით, ბატონი რუსიშვილი დამნაშევედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებისთვის. მოსამართლემ იხელმძღვანელა ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციების მიხედვით, რომ მას უფრო მკაცრი სასჯელი დაკისრებოდა და მიუსაჯა 18 წლითა და ორი დღით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის ივლისში ბ-ნმა რუსიშვილმა მსჯავრდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სადაც დავობდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით იყო უკანონო, რომ მას აკრძალული ჰქონდა მის მიერ არჩეულ ადვოკატთან წვდომა დაკავების პირველივე საათებში და რომ სახელმწიფოს მიერ მიჩენილი ადვოკატი უკანონოდ იყო დანიშნული. ის ასევე ჩიოდა, რომ მისი მსჯავრი ეფუძნებოდა ნაფიც მსაჯულთა განაჩენს, რომელიც შეიცავდა დასაბუთებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაუშვებლად ცნო მისი საჩივარი.
მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, მომჩივანი დავობდა, რომ მისი მსჯავრი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს ეფუძნებოდა, რომელიც არ შეიცავდა მიზეზებს და რომ მისი სააპელაციო საჩივარი სამართლის საკითხებზე რომელიც დაუშვებლად იქნა ცნობილი არ იყო დასაბუთებული, ასევე იგი დავობდა, რომ სახელმწიფოს მიერ მისთვის მიჩენილი ადვოკატის უკანონო დანიშვნით მას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ნებით აერჩია ადვოკატი და რომ მისი სასამართლო პროცესი იმის გათვალისწინებით თუ როგორც მოხდა მტკიცებულებების ამოღება, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპთა დარღვევით განხორციელდა.
სამართალი
საქმის ფარგლები33. თავის შენიშვნებში, რომელიც წარდგენილ იქნა მთავრობის შენიშვნების პასუხად, მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, საწყის ეტაპზე, მისი დაკავების საათებში, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მიკერძოებული იყო და რომ ამ კუთხით დაირღვა მისი უფლებები კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-13 მუხლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ზემოაღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ წარმოადგინა, რაც მთავრობას გადაეცა შეტყობინება საჩივრის შესახებ. ისინი არ შეიძლება განიხილოს როგორც მომჩივნის მხრიდან პირველი საჩივრის დაზუსტება. შესაბამისად, ისინი სცილდება წინამდებარე საჩივრის ფარგლებს (შეადარეთ, მაგალითად, Saghinadze and Others v. Georgia, no. 18768/05, §§ 71 და 72, 27 მაისი 2010, დამატებითი მითითებებით).
II. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პარაგრაფების (C) და (D) პუნქტების სავარაუდო დარღვევა.
34. მომჩივანი დავობდა, რომ მისი გამამტყუნებელი განაჩენი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, რომელიც არ შეიცავდა რაიმე საფუძველს და რომ მის საჩივარს სამართლის საკითხებზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოს მიერ. იგი ასევე აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მიერ მისთვის მიჩენილი ადვოკატის უკანონო დანიშვნით მას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ნებით აერჩია ადვოკატი და რომ მისი სასამართლო პროცესი იმის გათვალისწინებით თუ როგორც მოხდა მტკიცებულებების ამოღება, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპთა დარღვევით განხორციელდა. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 და 3 პარაგრაფების (C) და (D) პუნქტებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივრები წმინდად მე-6 მუხლის შესაბამისად უნდა იქნეს განხილული, რომელიც რამდენადაც შესაბამისია, იკითხება შემდეგნაირად:
„1. ყოველი ადამიანი... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია... მისი საქმის სამართლიანი... განხილვის უფლებით... სასამართლოს მიერ.
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
(d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
...”
დასაშვებობა35. მთავრობას საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს არანაირი პროტესტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი სხვა საფუძვლებით. ამიტომ უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
(b) არსებითი მხარე
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის მოთხოვნები განიხილება, როგორც მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული ასპექტები. შესაბამისად, იგი განიხილავს მომჩივნის თითოეულ საჩივარს ამ ორი დებულების შესაბამისად (იხ. მათ შორის, Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, § 100, ECHR 2015, და Idalov v. Russia [GC], no. 5826/03, § 169, 22 მაისი 2012).
1. ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლების სავარაუდო შეზღუდვები
(A) მხარეთა წარდგინებები
37) მომჩივანი დავობდა, რომ მას არ მიეცა კერძო ადვოკატის ნახვის უფლება, რომელიც
მისმა ოჯახმა 2011 წლის 18 ოქტომბერს საღამოს 9 საათიდან მომდევნო დილის 10 საათამდე უზრუნველყო. იგი ამტკიცებდა, რომ ამ დროის განმავლობაში ადვოკატმა რამდენჯერმე დაურეკა გამომძიებელს მომჩივანთან წვდომის უზრუნველყოფის თხოვნით, თუმცა ამაოდ. მისი არგუმენტის გასამყარებლად, მან წარადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადვოკატსა და გამომძიებელს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. მან განაცხადა, რომ ამ გარემოებებმა განაპირობა მისი თავდაპირველი დაკითხვის დროს დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების შესახებ ჩვენების მიცემა. რაც შეეხება ხელახალ საგამოძიებო მოქმედებებს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვოკატი ხ.ვ.-მ, რომელიც მონაწილეობდა დანაშაულის ადგილის რეკონსტრუქციაში, მისი ან მისი ოჯახის თანხმობის გარეშე იყო დანიშნული. ის არ ყოფილა იურიდიული დახმარების ადვოკატთა ოფიციალურ სიაში. იგი დანიშნა გამომძიებელმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მის სისხლის სამართლის საქმეს, ამგვარად იყო არამართლზომიერი და დაცვის მხარის უფლებებს. მომჩივანმა თავისი არგუმენტის გასამყარებლად მიუთითა სსბ-ს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხ.ვ.-მ თავისი ქმედებით დაარღვია მომჩივნის დაცვის უფლებების; რის შემდგომაც, მას ადვოკატის ლიცენზია შეჩერებული ჰქონდა თვრამეტი თვით.
38. მთავრობა დავობდა, მომჩივნის 2011 წლის 18 ოქტომბრის დაკითხვის ჩანაწერსა და 2019 წლის 19 ოქტომბრის დაკავების ოქმზე მითითებით, რომ მომჩივანი ჯეროვნად იქნა ინფორმირებული იურდიული დახმარების უფლების შესახებ - უფლება რომელზეც მან უარი თქვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობამ განაცხადა, რომ ადვოკატის დაუსწრებლად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების განცხადება საქმეში როგორც მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. ისინი ასევე დავობდნენ, რომ მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, რომ მის კერძო ადვოკატს ნამდვილად ეთქვა მასთან კონტაქტის დამყარებაზე უარი დაკავების საწყის საათებში. რაც შეეხება ხ.ვ.-ს შემდგომ დანიშვნას, მთავრობამ აღნიშნა, რომ იგი დაინიშნა 2011 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული მინდობილობის საფუძველზე.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
39. შესაბამისი ზოგადი პრინციპების ადვოკატის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი, საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ შეჯამებულია საქმეში of Ibrahim and Others v. the United Kingdom ([GC], nos. 50541/08 and 3 others, §§ 255-74, 13 სექტემბერი 2016) და Dvorski v. Croatia ([GC], no. 25703/11, § 76-82, ECHR 2015) შესაბამისად (შედარებით ახალი მითითებებით იხ. ასევე Simeonovi v. Bulgaria [GC], no. 21980/04, §§ 112-20, 12 მაისი 2017, და Beuze v. Belgium [GC], no. 71409/10, §§ 114-50, 9 ნოემბერი 2018).
(ii). აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის გარემოებებში
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს 2011 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, სადაც მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ, მოწმის სახით დაკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმალურად იყო დაკავებული და ბრალიც მხოლოდ 2011 წლის 19 ოქტომბერს დილის 1:30 წუთზე წარედგინა, ერთის მხრივ, იმ მიზეზების გათვალისწინებით, რომლის გამოც პოლიცია მის სახლში მივიდა და შეეცადა ცხელ კვალზე მტკიცებულების აღმოჩენას, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი პოლიციის მიერ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, სასამარლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის 18 ოქტომბრის საღამოს 8 საათი იყო ის საბოლოო მომენტი, როდესაც მის მიმართ არსებული ეჭვის საფუძველზე, მომჩივანს ხელისუფლების მოქმედებების შედეგად რეალური ზიანი მიადგა (იხ. Simeonovi, ციტირებულია ზემოთ, § 110; განსხვავებისთვის Bandaletov v. Ukraine, no. 23180/06, § 62, 31 ოქტომბერი 2013). შესაბამისად, ეს არის მომენტი, რომელიც აღებული უნდა იქნას როგორც საწყისი წერტილი კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტების გამოყენებისთვის, მათ შორის იურდიული დახმარების მიღების უფლება, რომელიც მე-6 მუხლის მე-3 (c) პარაგრაფითაა გათვალისწინებული (იხ. და შეადარეთ Brusco v. France, no. 1466/07, § 47, 14 ოქტომბერი 2010; Schmid-Laffer v. Switzerland, no. 41269/08, §§ 29-31, 16 ივნისი 2015; Turbylev v. Russia, no. 4722/09, § 94, 6 ოქტომბერი 2015; Truten v. Ukraine, no. 18041/08, §§ 66 და 70, 23 ივნისი 2016; Krivoshey v. Ukraine, no. 7433/05, §§ 78-80, 23 ივნისი 2016; Dubois v. France, no. 52833/19, §§ 45-46, 28 აპრილი 2022 და Wang v. France, no. 83700/17, § 42, 28 აპრილი 2022 [ორივე მათგანი ჯერ დაუსრულებელია]).
41. მთავრობამ განაცხადა, რომ იმ მომენტში მომჩივანმა ცალსახად უარი თქვა იურიდიულ დახმარების უფლებაზე. მომჩივანი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ მას არ მიეცა საშუალება ენახა მისი ოჯახის მიერ დანიშნული კერძო ადვოკატი. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ხელი მოაწერა ორ საპროცესო დოკუმენტს, რომლებიც აცნობდნენ მის უფლებაზე იურიდიული დახმარების შეახებ და მან ორივე დოკუმენტში აღნიშნა, რომ პროცესის ამ ეტაპზე არ მოითხოვდა ადვოკატს. მომჩივანს ამ ხელმოწერების ნამდვილობა სადავო არ გაუხდია. მთავრობის შენიშვნების საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ იგი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა მისი დაკავების საწყის საათებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მას საკმარისად დეტალურად და დასაბუთებულად არასდროს გაუხმოვანებია ეს ბრალდებები ეროვნული ხელისუფლებისა თუ სასამართლოების წინაშე. მართალია, რომ მომჩივნის თქმით, როდესაც მან ხელი მოაწერა უარს კერძო ადვოკატის ყოლის უფლებაზე, მან არ იცოდა, რომ ოჯახის მიერ უზრუნველყოფილი ადვოკატი მზად იყო საქმეში ჩარეულიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ფაილებში არსებული prima facie მტკიცებულება ადასტურებს მომჩივნის ბრალდებებს. ასეთი გარემოებების გათვალისწინებით სრულად ნათელი არაა გააკეთა თუ არა მომჩივანმა ინფორმირებული არჩევანი, როდესაც უარი თქვა იურისტის დახმარებაზე. (იხ. დვორსკი, რომლის მიმართაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივანმა ფორმალურად აირჩია ერთი ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა მას პოლიციის დაკითხვის დროს, ეს არჩევანი არ იყო ინფორმირებული, რადგან მომჩივანმა არ იცოდა იმის შესახებ, რომ მეორე ადვოკატი, რომელიც მისმა ოჯახმა აიყვანა, მივიდა პოლიციის განყოფილებაში თუმცა არ მიეცა მისი ნახვის უფლება). ამავდროულად, სასამართლოს არ აქვს ეროვნული სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნული ბრალდების შეფასების შესაძლებლობა, რადგან ის სასამართლოებს არასოდეს განუხილავთ (ზემოთ იხ. პარაგრაფები 14 და 20). ნებისმიერ შემთხვევაში, მისი უპირველესი საზრუნავი, კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით საჩივრის განხილვისას, არის სისხლის სამართლის პროცესის საერთო სამართლიანობის შეფასება (იხ. Beuze, ციტირებულია ზემოთ, § 120, დამატებითი მითითებებით). საერთო სამართლიანობის შეფასებისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი თვით-ინკრიმინაციული ჩვენება, რომელიც მომჩივანმა მისცა ადვოკატის არყოფნისას (იხ. პუნქტი 6 ზემოთ) არ იყო წარმოდგენილი როგორც მის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულება და არ იყო წარდგენილი ნაფიც მსაჯულთა წინაშე (ზემოთ იხ. პარაგრაფი 14).
42. რაც შეეხება 2011 წლის 19 ოქტომბრის ხელახალ საგამოძიებო მოქმედებას, მთავრობამ გამოძიების ხელახალი მოქმედების ჩატარებისას ვერ მოჰფინა შუქი ხ.ვ.-ის როგორც მომჩივნის ადვოკატად დანიშვნის ფაქტებს. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად მთავრობის მიერ წარდგენილი შესაბამისი მინდობილობის ასლი არ არის ხელმოწერილი მომჩივნის მიერ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხ.ვ გამომძიებლის მიერ დაინიშნა იურდიული დახმარებისთვის დადგენილი პროცედურული სტანდარტების გვერდის ავლით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კომისიამ დაასკვნა, რომ იგი დანიშნული იყო მომჩივნის თანხმობის გარეშე და არ წარმოადგენდა მის ინტერესებს და, რომ მის მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში უბრალოდ „ფორმალური“ მნიშვნელობა ჰქონდა (ზემოთ იხ. პარაგრაფი 12). ამ ფონზე და prima facie მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც მისი ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატს მომჩივნის ნახვის საშუალება არ მისცეს (იხ. პარაგრაფები 8 და 37 ზემოთ), სასამართლო ადგენს, რომ ხ.ვ.-ს დანიშვნამ გამოიწვია მომჩივნის ადვოკატის არჩევის უფლების შეზღუდვა. მთავრობას არ უდავია, იმის შესახებ არსებობდა თუ არა რაიმე მიზეზი რაც გაამართლებდა ამ შეზღუდვას სამართალწარმოების იმ ეტაპზე. ამგვარად, „მნიშნველოვანი და საკმარისი” საფუძვლის არარსებობა, რომელიც გადაწონიდა მომჩივნის სურვილს იურდიულ წარმომადგენლობაზე თავად მიეღო გადაწყვეტილება, სასამართლომ უნდა გააგრძელოს იმ ეფექტის შეფასება რომელიც მას ჰქონდა სისხლის სამართლის სამართალწარმოების საერთო სამართლიანობაზე, იმ ფაქტორების გათვალისწინებით რომელიც dvorski-ის საქმეშია დადგენილი (ციტირებულია ზემოთ, პარაგრაფები 81-82 და 111).
43. იგი იწყება იმაზე მითითებით, რომ, როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ჩანს, თავმჯდომარე მოსამართლემ უარი თქვა ნაფიც მსაჯულებისთვის სსსკ-ის 247-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების ხელახალი დაწყების შესახებ დასკვნის წარდგენაზე, რომლის თანახმადაც მოსამართლეს არ შეუძლია ნაფიც მსაჯულებს ბრალდებულის თანხმობის გარეშე გაუმჟღავნოს წინასწარი გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულება, თუ ის შეიცავს დაცვის მხარის გაკეთებულ თვით-ინკრიმინაციის განცხადებას (შესაბამისი დებულება იხ. 28-ე პარაგრაფში). ამდენად, როგორც ჩანს არც წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს (იხ. პარაგრაფი 14) და არც თავმჯდომარეს არ გაუკეთებიათ რაიმეს სახის შეფასება მომჩივნის მიერ გაცხადებული ბრალდებების შესახებ, რომ დაირღვა მისი უფლება საკუთარი ნებით არჩეული ადვოკატის ხელმისაწვდომობის შეახებ, და რომ არც ერთ მათგანს არ შეუსწავლია ის გავლენა, რომელიც შესაძლოა ამას ჰქონოდა პროცესის საერთო სამართლიანობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამართალწარმოების არსებითად მნიშვნელოვან ეტაპზე ადვოკატის არყოფნით გამოწვეული შედეგების საჭირო ანალიზში (იხ. Beuze, ციტირებულია ზემოთ, § 174; იხ. ასევე Dvorski, ციტირებულია ზემოთ, §§ 109-110). იგი მხედველობაში მიიღებს, რომ ვერ მოხერხდა მომჩივნის საჩივრის შემოწმება თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით (ქვემოთ იხ. პარაგრაფები 76-80).
44. რაც შეეხება წინამდებარე საჩივარს და საკითხს, ჰქონდა თუ არა შეზღუდვას მომჩივნის მიერ ადვოკატის ინფორმირებული არჩევანის გამოყენების უფლებაზე უარყოფითი გავლენა პროცესის სამართლიანობაზე მთლიანობაში, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ხელახალი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დასკვნა არ იყო გამოყენებული მომჩივნის მსჯავრდებისთვის. მისი საერთო შეფასებისას
სასამართლო პროცესის სამართლიანობის შესახებ სასამართლო ხელმძღვანელობს იმ კრიტერიუმებით, რომლებიც მითითებულია საქმეში Ibrahim and others (ციტირებულია ზემოთ, § 274; იხ. ასევე Beuze, ციტირებულია ზემოთ, § 150). მომჩივანი წინამდებარე საქმეში არ იყო განსაკუთრებულად მოწყვლადი, მაგალითად, მისი ასაკის ან გონებრივი შესაძლებლობების გამო; მისივე არჩეული ადვოკატის არყოფნისას მოპოვებული მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი ნაფიც მსაჯულთა წინაშე. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით (როდესაც მას ოფიციალური ბრალი წაუყენეს) და წინასასამართლო და ფაქტობრივი სასამართლო პროცესის განმავლობაში მომჩივანი იყო წარმოდგენილი თავდაპირველად ორი, შემდეგ კი მის მიერ არჩეული ოთხი ადვოკატის მიერ. მათ ჰქონდათ სრული და დაუბრკოლებელი წვდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, რაც მათ ეფექტურად გაასაჩივრეს სასამართლოში. მომჩივანმა უარყო თავისი თავდაპირველი განცხადება, წარმოადგინა მოვლენების განსხვავებული ვერსია და მისმა ადვოკატებმა მოიპოვეს და წარადგინეს გამამართლებელი მტკიცებულებები.
45. შესაბამისად, მთლიანი სამართალწარმოების განვითარების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ადგენს, სისხლის სამართალწარმოების საერთო სამართლიანობას, მომჩივნის დაკავების პირველ საათებში მის მიერ არჩეული ადვოკატის არარსებობა შეუქცევად ზიანს არ აყენებდა მას.
46. შესაბამისად არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1 და 3 (c) პარაგრაფები.
სავარაუდო უკანონო და თვითნებური უარი დაცვის მტკიცებულებების მიღებაზე
(ა) მხარეთა წარდგინებები
47. მომჩივანი დავობდა, რომ წინასასამართლო სხდომის დროს სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ მოწმეთა სია არ დაეშვა პროცესზე, იყო უკანონო. ამასთან დაკავშირებით, იგი აცხადებდა, რომ სია სათანადოდ იყო გავლილი პროკურორთან, სსსკ-ის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის) 83-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. მან ასევე დაგნო მოსამართლის უარი ი.გ-ის დაკითხვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაცვის მოწმეების არყოფნის შემთხვევაში მას ჩამოერთვა უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მიერ სასამარლოში წარმოდგენილი ექსპერტთა ჩვენებები უკანონოდ იქნა უარყოფილი.
48. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ბრალდების მხარის დაცვის მოწმეების სია, მათ შორის ექსპერტების დასკვნები, რითაც დაირღვა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლის მსჯელობა მის გადაწყვეტილებაში სიის დაუშვებლად ცნობის შესახებ, ადვოკატების არგუმენტების საპასუხოდ, დეტალური და ამომწურავი იყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ოცდაოთხი მოწმედან ექვსი დაკითხული იყო სასამართლოში და რომ დაცვის მხარემ ისინი ჯვარედინად დაკითხა. რაც შეეხება ი.გ-ს, მთავრობამ მოიხსენია სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის დასკვნა სსსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც შესაბამისი მოთხოვნის დაყოვნების დასაბუთების აუცილებლობა.
(ბ) სასამართლოს შეფასება
49. შესაბამისი დასკვნები შეჯამებულია საქმეებში Murtazaliyeva v. Russia ([GC], no. 36658/05, §§ 139, 144-49 და 158-68, 18 December 2018; ასევე იხ. Kikabidze v. Georgia, no. 57642/12, §§ 51-55, 16 November 2021).
50. წინამდებარე საქმეში მომჩივნის განცხადება დაცვის მხარის სახელით გამოსაძახებელი მოწმეების სიის მტკიცებულებად დაშვების თაობაზე პროცედურული საფუძვლებით არ დაკმაყოფილდა. წინასასამართლო სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ დაასკვნა, რომ სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტის მითითებით, სია არ იყო გაზიარებული პროკურატურასთან წინასასამართლო სხდომამხე ხუთი დღით ადრე (იხ. იქვე). მოსამართლის დასკვნებისა და მის ხელთ არსებული შესაბამისი მასალის გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ მოსამართლის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად თვითნებური იყო (შედარებისთვის იხ. Kikabidze, § 56, ციტირებული ზემოთ, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადებინა საკუთარი დაცვა, რის შედეგადაც მან დროულად ვერ წარმოადგინა მოწმეთა სია). ამასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ შესაბამის დროს სსსკ, კერძოდ 84-ე მუხლი ითვალისწინებდა დაგვიანებული მტკიცებულებების დაშვების შესაძლებლობას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დაცვის მხარის განხორციელებისათვის, მაშინაც კი, თუ ინფორმაცია ამ მტკიცებულებების შესახებ არ იყო მიმოცვლილი პროკურატურასა და სასამართლოს შორის, სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6-ე პუნქტის შესაბამისად (იხ. Kikabidze, ციტირებული ზემოთ, §§ 58-59). თუმცა, მომჩივანმა არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით (შედარებისთვის იქვე). დაცვის მხარის გუნდის მხრიდან ასეთი უმოქმედობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან, საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპების ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე ცხადი არ იყო, პროცედურული თვალსაზრისით შეეძლო თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე გაეუქმებინა წინასასამართლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით.
51. რაც შეეხება ი.გ-ს ელექტრონული ფორმით დაკითხვაზე უარს, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკაცრია, სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის შესაბამისი საპროცესო წესის ინტერპრეტაცია არ შეიძლება ითქვას, რომ თვითნებური იყო. სსსკ-ის 239-ე მუხლი ცალსახად ავალდებულებდა შესაბამის მხარეს განემარტა თავისი მიზეზები ასეთი მტკიცებულებების ადრე არ წარმოდგენის შესახებ, მაგრამ დაცვის მხარემ ეს ვერ გააკეთა.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 (დ) პუნქტები.
ნაფიც მსაჯულთა განაჩენში დასაბუთების არარსებობა(ა) მხარეთა წარდგინებები
53. მომჩივანი დავობდა, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენში რაიმე დასაბუთების არარსებობის გამო, მას არ შეეძლო გაეგო რატომ ცნეს ნაფიც მსაჯულებმა იგი დამნაშავედ.
54. მთავრობამ განაცხადა, Taxquet -ის საქმეში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა განაჩენში დასაბუთების არარსებობა დაბალანსებული იყო მთელი რიგი ფაქტორებით, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მთლიანობაში მომჩივნის სასამართლო საქმისწარმოების სამართლიანობას. მათ აღნიშვნა დაიწყეს 2021 წლის 24 მაისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაწყებამდე, დაცვისა და ბრალდების მხარეებს გადაეცათ თავმჯდომარე მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულებისთვის მომზადებული ინსტრუქციების ასლი, სსსკ-ის 231-ე მუხლის შესაბამისად. ინსტრუქციები, შესაბამისი სასამრთლო ოქმის მიხედვით, მოიცავდა განმარტებებს სსკ-ის 109 და 236-ე მუხლებში ჩამოთვლილი დანაშაულების იურიდიულ ხასიათთან დაკავშირებით. მხარეებს 2012 წლის 27 მაისამდე მიეცათ ვადა კომენტარის გასაკეთებლად ან ინსტრუქციებში რაიმე ცვლილების მოთხოვნისათვის; მათ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. შესაბამისად, 2012 წლის 4 ივნისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველ სხდომაზე, ნაფიც მსაჯულებს ზეპირად მიეწოდათ ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, ზემოაღნიშნული ინსტრუქციების შესაბამისად.
55. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს ასევე წაუკითხა საბრალდებო დასკვნა, განმარტა ბრალდებები და მათი სამართლებრივი საფუძველი. ნაფიც მსაჯულებს ასევე მიეცათ ინსტრუქტაჟი მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი პროცედურისა და მიდგომის შესახებ, მათ შორის იმისა, რომ განაჩენი არ შეიძლება დაფუძნებულიყო ვარაუდებზე ან დაუშვებელ მტკიცებულებებზე.
56. მთავრობამ ასევე მიუთითა ინსტრუქციებზე, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს მიეცათ განაჩენის გამოსატანად გასვლამდე. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დაცვის მხარეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ მითითებების შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა დამაბალანსებელ ფაქტორებს, ისინი ასევე მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ მომჩივანს წარმოადგენდა მის მიერ არჩეული ოთხი ადვოკატი; რომ ცხრამეტი მოწმე იყო დაკითხული სასამართლო პროცესის დროს და რომ დაცვის მხარეს ჰქონდა ყველა მათგანის ჯვარედინი დაკითხვის დაუბრკოლებელი შესაძლებლობა; რომ ამ მოწმეების ჩვენებები, საქმის სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საკმარისზე მეტი იყო მომჩივნის დანაშაულის დასამტკიცებლად; რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჩატარდა მხოლოდ მომჩივანთან მიმართებით და რომ სასამართლო პროცესი ორ კვირაზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა; და რომ ნაფიც მსაჯულებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ კითხვაზე თითოეულ ბრალდებასთან დაკავშირებით - დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო.
57. მათი არგუმენტების მხარდასაჭერად, მთავრობამ წარმოადგინა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის ჩანაწერის ასლი; იგი შედგებოდა 257 გვერდისგან და დეტალურად იყო აღწერილი მთლიანად სამართალწარმოება, ნაფიც მსაჯულებისთვის მიცემული მითითებები და მოწმეთა ჩვენებები.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
58. კონვენცის არ ავალდებულებს ნაფიც მსაჯულებს თავიანთი გადაწყვეტილების დასაბუთებას და მე-6 მუხლი არ გამორიცხავს ბრალდებულის გასამართლებას ნაფიც მსაჯულთა მიერ მიშინაც კი, როდესაც არ არის მოყვანილი განაჩენის საფუძვლები (იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 90, ECHR 2010). განაჩენში დასაბუთების არარსებობა, იმის გამო, რომ მომჩივნის დანაშაული დადგინდა ნაფიც მსაჯულების მიერ, თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციას (იხ. Lhermitte v. Belgium [GC], no. 34238/09, § 66, 29 November 2016).
59. მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, ბრალდებულს და საზოგადოებას, უნდა შეეძლოს გაიგოს მიღებული განაჩენი; ეს არის სასიცოცხლო გარანტია თვითნებობის საწინააღმდეგოდ. როგორც ევროპული სასამართლო ხშირად აღნიშნავს, კანონის უზენაესობა და თვითნებური უფლებამოსილების თავიდან აცილება არის პრინციპები, რომლებიც ემყარება კონვენციას (იხ. Taxquet, ციტირებული ზემოთ, § 90). სასამართლო სფეროში, ეს პრინციპები ემსახურება საზოგადოების ნდობას ობიექტური და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს (იხ. Suominen v. Finland, no. 37801/97, § 37, 1 July 2003; Tatishvili v. Russia, no. 1509/02, § 58, ECHR 2007-I; Taxquet, ციტირებული ზემოთ; და Lhermitte, ციტირებული ზემოთ, § 67).
60. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ასიზების სასამართლოს დროს სადაც მონაწილეობენ ნაფიც მსაჯულები, ნებისმიერი სპეციალური პროცედურული მახასიათებელი უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ნაფიც მსაჯულებს, როგორც წესი, არ მოეთხოვებათ - ან არ ეძლევათ უფლება - წარმოადგინონ დასაბუთება პირად მოსაზრებებზე (იხ. Taxquet, ციტირებული ზემოთ, § 92). ასეთ გარემოებებში, მე-6 მუხლი მოითხოვს იმის შეფასებას არსებობდა თუ არა საკმარისი გარანტიები თვითნებობის რისკის თავიდან ასაცილებლად და ბრალდებულის შესაძლებლობას გაიგოს მისი მსჯავრდების საფუძვლები. ასეთი პროცედურული გარანტიები შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიც მსაჯულებისთვის, წარმოშობილ სამართლებრივ საკითხებზე ან მოცემულ მტკიცებულებებზე, მითეთებებს, და მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასმულ ზუსტ, ცალსახა კითხვებს, რომლებიც ქმნიან ვერდიქტის ჩარჩოს და საკმარისად აკომპენსირებს იმ ფაქტს, რომ ნაფიც მაჯულთა დასკვნაზე არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთება. და ბოლოს, გასათვალისწინებელია ბრალდებულისათვის გასაჩივრების ნებისმიერი საშუალება (იხ. Lhermitte, ციტირებული ზემოთ, § 68, სხვა მითითებებთან ერთად).
61. იმის გათვალისწინებით, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს მთლიანი პროცესის საფუძველზე და შესაბამისი სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ კონტექსტში, ევროპული სასამართლოს ამოცანაა დასაბუთებული ვერდიქტის არარსებობის განხილვისას დაადგინოს, საქმის ყველა გარემოების ფონზე სამართალწარმოებამ უზრუნველყო თუ არა საკმარისი გარანტიები თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და მისცა თუ არა ბრალდებულს შესაძლებლობა გაეგო თუ რატომ ცნეს იგი დამნაშავედ (იხ. Taxquet, ციტირებული ზემოთ, § 93).
62. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საბრალდებო დასკვნის და ნაფიც მსაჯულთათვის დასმული კითხვების კომბინირებული განხილვით შესაძლებელი უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რომელმა მტკიცებულებამ და ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა საბოლოოდ ნაფიც მსაჯულთა მიერ ბრალდებულთან დაკავშირებულ კითხვებზე დადებითი პასუხის გაცემა, იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო: თანაბრალდებულთა განსხვავება; იმის გაგება, თუ რატომ იქნა წარმოდგენილი ერთი კონკრეტული ბრალდება და არა მეორე; იმის დადგენა, თუ რატომ დაასკვნეს ნაფიც მსაჯულებმა, რომ ზოგიერთ თანაბრალდებულს ეკისრებოდა ნაკლები პასუხისმგებლობა და შესაბამისად დაეკისრათ ნაკლები სასჯელი; და გაერკვიათ თ რატომ იქნა გათვალისწინებული დამამძმებელი ფაქტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვები უნდა იყოს ზუსტი და თითოეული პირისკენ მიმართული (იხ. Lhermitte, ციტირებული ზემოთ, §§ 69-72, სხვა მითითებებთან ერთად).
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
63. ისევე როგორც ყველა ბრალდებულს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმისწარმოება მკვლელობის ბრალდებით, წინამდებარე საქმეში მომჩივანსაც მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მუშაობისა და შედეგების შესახებ, მათ შორის, განაჩენის ხასიათი და სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა. ამ გადმოსახედიდან, წინამდებარე საქმე განსხვავდება სხვა შესადარებელი საქმეებისგან, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ განიხილა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია და იტალია, სადაც ბრალდებულების გადასაწყვეტი არ იყო უნდა ჩატარებულიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თუ არა. მიუხედავად ამისა, ევროპული სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის გადაწყვეტილება, რომ არჩევანი გაკეთებული იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, არ შეიძლება გაგებული იყოს როგორც მომჩივნის უარის თქმა უფლებაზე, რომ გაიგოს რატომ ცნეს იგი დამნაშავეს, რადგან ეს წარმოადგენს სასიცოცხლო გარანტიას თვითნებობისგან (იხ. შესაბამისი ზოგადი პრინციპები პარაგრაფებში 59-61 ზემოთ; ასევე იხ., mutatis mutandis, Maestri and Others v. Italy, nos. 20903/15 and 3 others, §§ 56-58, 8 July 2021, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება თავისთავად გულისხმობდეს საქმის განხილვის უფლებაზე უარის თქმას). როგორც სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბრალდებულს და საერთოდ საზოგადოებას უნდა შეეძლოს გაიგოს გამოტანილი ვერდიქტი (იქვე). ზემოაღნიშნულს, ევროპული სასამართლო მიჰყავს შემდეგ საკითხამდე.
64. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუქტის მიხედვით (იხ. Twomey, Cameron and Guthrie v. the United Kingdom (dec.), nos. 67318/09 and 22226/12, § 30, 28 May 2013). გარდა ამისა, კონვენცია არ ავალდებულებს ნაფიც მსაჯულებს თავიანთი გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მე-6 მუხლი არ გამორიცხავს ბრალებულის გასამართლებას ნაფიც მსაჯულთა მიერ, მაშინაც კი, როდესაც განაჩენი საფუძვლები არ არის მოყვანილი (იხ. Saric v. Denmark (dec.), no. 31913/96, 2 February 1999, და Taxquet, ციტირებული ზემოთ, § 89). საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სისტემა ბრალდებულებს კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში სთავაზობს არჩევანს სურს თუ არა მის საქმეზე იმსჯელონ ნაფიც მსაჯულებმა თუ პროფესიონალმა მოსამართლემ. ევროპული სასამართლოს აზრით, ასეთი არჩევანის შესაძლებლობა წარმოადგენს პროცედურულ გარანტიას, რომელიც საფუძვლად უდევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთელ სისტემას საქართველოში.
65. საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სისტემის კონკრეტულ მახასიათებლებთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სრულად წაიკითხა თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის გახსნით ნაწილში; შემდგომში, ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, შეჯიბრებითი კამათის ნაწილი იყო და თითოეული მტკიცებულება განიხილებოდა დაცვის მხარის თანდასწრებითა და მონაწილეობით. ნაფიც მსაჯულები ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე გავიდნენ სათათბიროდ, საქმის მასალებზე წვდომის გარეშე. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლო პროცესზე მხარეების მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე იქნებოდა დამყარებული.
66. ევროპული სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა, Taxquet- ის საქმის ციტირებით, ეყრდნობოდა საბრალდებო დასკვნას, რომელიც მათი თქმით დეტალიზირებული იყო და რომელიც - ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასმულ კითხვებთან ერთად - ხელს უწყობდა მომჩივნისთვის თავისი განაჩენის გაგებას. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში არ არსებობს საბრალდებო დასკვნის ზუსტი ექვივალენტი, რადგან არ არსებობს გამოიების დეტალურად შეჯამებული პროცედურული დოკუმენტი, რომელიც შემდეგ წაიკითება ნაფიც მსაჯულთა წინაშე (შედარებისთვის იხ. Lhermitte, ციტირებული ზემოთ, § 77; იხ. ასევე Taxquet, ციტირებული ზემოთ, § 95, და Magy v. Belgium, no. 43137/09, § 38, 24 February 2015). ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა Lhermitte - ის საქმეში, მე-6 მუხლის დებულებები მოითხოვს არა იმ მიზეზების გააზრებას, რამაც აიძულა საგამოძიებო ორგანოები გაეგზავნათ საქმე სასამართლოწარმოებისთვის, არამედ იმ მიზეზების, რომლებმაც დაარწმუნეს ნაფიც მსაჯულთა წევრები სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელსაც ესწრებოდნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება ბრალთან დაკავშირებით (იხ. Lhermitte, ციტირებული ზემოთ, § 77; იხ. ასევე Agnelet v. France, no. 61198/08, §§ 65-66, 10 January 2013).
67. რაც შეეხება მითითებებს, ნაფიც მსაჯულებს იგი ორჯერ მიეცა - სასამართლოს გახსნით ნაწილში და სათათბირო ოთახში გასვლამდე. მათ ინსტრუქციები მიეცათ არა მხოლოდ ზეპირად, არამედ წერილობითაც. ორივე შემთხვევაში დაცვის მხარე ესწრებოდა, სსსჯ-ის 231-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმისათვის რომ მოეთხოვათ ინსტრუქციებში ცვლილებების ან დამატებების შეტანა, მაგრამ მათ ამ შესაძლებლობით არ უსარგებლიათ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დებულების თანახმად, „თუ მხარეები ვერ ისარგებლებენ ამ უფლებით ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ საშუალება არ მიეცემათ გამოთვქან პრეტენზია ინსტრუქციათა სამართლიანობაზე დ აკანონიერებაზე, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე“. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურული გარანტია ხელმისაწვდომი იყო მომჩივნისთვის, მან შეგნებულად არ ისარგებლა ამით. იმავე შენიშვნაში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესის დასაწყვისში მითითებების მიცემა ნაფიც მსაჯულებს საშუალებას აძლევდა გაეგოთ სასამართლო პროცესის სტრუქტურა; მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესის ბოლოს მითითებები უზრუნველყოფდა, რომ ნაფიც მსაჯულები დარჩენილიყვნენ ფოკუსირეულნი თავიანთ საქმეზე და სასამართლოში მოსმენილ მტკიცებულებებზე.
68. რაც შეეხება კითხვებს, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი იყო ერთადერთი ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და მას ბრალი ედებოდა ოთხ კონკრეტულ დანაშაულზე (იხ. Legillon v. France, no. 53406/10, § 60, 10 January 2013; შედარებისთვის Taxquet, ციტირებული ზემოთ, სადაც მომჩივანი გამოცხადდა ასიზების სასამართლოზე შვიდ თანაბრალდებულთან ერთად; ასევე შედარებისთვის იხ. Ramda v. France, no. 78477/11, 19 December 2017რომელიც ეხებოდა მომჩივნის მსჯავრდებას სამ ცალკეულ ტერორისტულ შეტევაზე). მომჩივანს არ წამოუყენებია რაიმე „თავდაცვითი“ არგუმენტი; მისი ძირითადი მსჯელობა იყო უბრალოდ ფაქტობრივი - რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მაშნ, როცა კითხვები ზოგადად იყო ჩამოყალიბებული, იყო კონკრეტული კითხვებიც დამამძიმებელ გარემოებებთან დაკავშირებით (შედარებისთვის Goktepe v. Belgique (dec.), no. 50372/99, § 28, 2 June 2005).
69. გასარკვევია, იყო თუ არა ბრალდებულებისთვის გასაჩივრების გზები (იხ. Taxquet, ციტირებული ზემოთ, §§ 92 და 98). სტრასბურგის სასამართლო ამასთან დაკავშირებით იმეორებს, რომ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნაფიც მსაჯულთა იმ განაჩენების გასაჩივრების გზებს, რომლებიც არ არის დასაბუთებული (იქვე., §§ 92 და 99; იხ. ასევე Lhermitte, ციტირებული ზემოთ, § 68).
70. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი წინამდებარე საქმეში არ ექვემდებარებოდა სტანდარტულ გასაჩვრებას (შედარებისთვის Agnelet, ციტირებული ზემოთ, § 63). ვინაიდან მომჩივანი დანმაშავედ იქნა ცნობილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მან შეიტანა სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე. ამ ტიპის გასაჩივრება, რომელიც გამოიყენება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში გამოტანილ ვერდიქტთან მიმართებაში, როგორც სასამართლომ უკვე განიხილა საქმეში Kikabidze, განსხვავდება სტანდარტული საკასაციო პროცედურისგან და შეიძლება საჭირო გახდეს ახალი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, თუ დადგინდება, რო სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 (ა) –(ე) პუნქტებში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძველი არსებობს (იხ. იქვე, § 63). სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო სარგებლობს განხილვის ფართო უფლებამოსილებით და შეუძლია გააუქმეს ნებისმიერი ნასამართლეობა, თუ inter alia, იგი დაადგენს, რომ სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ ან დაუშვა არსებითი შეცდომა ნაფიც მსაჯულთათვის ინსტრუქციის მიცემისას ან თუ სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე მოქმედებდა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით (იხ. და შეადარეთ Shala, § 36). საკუთარ გადაწყვეტილებაში Taxquet v. Belgium, დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა დასაბუთების არარსებობა შეიძლება დაბალანსებული იყოს, სხვებთან ერთად, გასაჩივრების ხელმისაწვდომობით. სსსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებული განხილვის ბუნებისა და ფარგლების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო ეთანხმება, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გასაჩივრების უფლებებს შეუძლიათ უზრუნველყონ დაცვის საშალებები ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ნებისმიერი არასათანადო განაჩენზე. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სავარაუდო დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე, იგი წარმოადგენს მომჩივნის ცალკე საჩვარს და შესაბამისად განიხილა ცალკე სასამართლოს მიერ (იხ. პარაგრაფები 76-80 ქვემოთ).
71. დასკვნის სახით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მოცემული საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ მომჩივანს არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა ნაფიც მსაჯულთა ან პროფესიონალ მოსამართლეს შორის, კონკრეტულ პროცედურულ გარანტიებთან ერთად, რაც მას აძლევდა მთელი პროცესის განმავლობაში, საკმარისი იყო ნაფიც მსაჯულთა განაჩენის არარსებობის დასაბალანსებლად. აქედან გამომდინარეობს, რომ არ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი ნაფიც მსაჯულთა განაჩენში დასაბუთების არარებობის გამო.
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მომჩივნის საჩვრის დაუშვებლად ცნობის შესახებ(ა) მხარეთა წარდგინებები
72. მომჩივანი აგრძელებდა საჩივარს მის მიერ არჩეულ ადვოკატთან წვდომის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და მის მტკიცებას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი სერიოზული პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი საჩვრის დაუკმაყოფილების შესახებ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, იყო თვითნებური.
73. მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 266-ე და 303-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს და შესაბამისად, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
74. მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის გამოყენების წესი გასაჩივრების შემდეგ სამართალწარმოებაზე დამოკიდებულია პროცესის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საპროცესო სისტემა მთლიანობაში ეროვნული სამართალწამროების ფარგლებში და კონკრეტული სასამართლოს როლი მასში (იხ, inter alia, Botten v. Norway, 19 February 1996, § 39, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები 1996-I, და Lazu v. the Republic of Moldova, no. 46182/08, § 33, 5 July 2016).
75. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები, ეს არ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის მოთხოვნა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის უარყოფისას, პრინციპი, შეუძლია უბრალოდ დაამტკიცოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლები (იხ. García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, § 26, ECHR 1999‑I; Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, § 30, 27 September 2001; და Stepanyan v. Armenia, no. 45081/04, § 35, 27 October 2009).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
76. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კონტექსტში გასაჩივრების გზების არსებობას (იხ. ზემოთ ციტირებული საქმეები Taxquet, §§ 92 and 99, და Lhermitte, § 68). ნაფიც მსაჯულთა განაჩენებში დასაბუთების არარსებობის გათვალისწინებით, იგი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს როლი გადამწყვეტია, რადგან მასზეა დამოკიდებული, გამოიკვლიოს, ფუნქციონირებდა თუ არა სხვასადასხვა პროცედურული გარანტიები ეფექტურად და სწორად და მოჰყვა თუ არა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემას, უსამართლობა (მაგ. იხ. C.G. v. the United Kingdom, no. 43373/98, § 36, 19 December 2001; Ahmed v. the United Kingdom (dec.), no. 57645/14, § 61, 6 September 2016; და Rogers v. the United Kingdom (dec.) [Committee], no.42425/19, § 29, 15 September 2020).
77. გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროპულმა სასამართლომ საქმეში Kikabidze აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოვალეობა, რომ დეტალურად დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც ეროვნულმა ხელისუფლებამ გამართა პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები საქართველოში სისხლის სამართლის პროცედურების კარდინალური რეფორმის განხორციელების შემდეგ და იმ მომენტში, როდესაც არ არსებობდა შესაბამისი პრეცედენტული სამართალი, რომელიც ხელმძღვანელობდა მხარეებს და საქმის განმხილველ მოსამართლეებს.
78. წინამდებარე საქმეში, მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, სადაც დავობდა, მისი დაცვის უფლებების დარღვევასთან და კონკრეტული ფაქტების საფუძველზე მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან და მათ შორის, დაკავების საწყის საათებში მის მიერ არჩეულ ადვოკატთან წვდომის არქონასთან დაკავშირებით. მომჩივნის მიერ თავის საჩივარში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხები ეხებოდა 266-ე მუხლის მე-2 პუნქტების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რათა დაშვებულიყო საკასაციო საჩივარი. ეროვნული კანონმდებლობის სწორ ინტერპრეტაციაზე რაიმე პოზიციის დაფიქსირების გარეშე, სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის მიერ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხები იყო იურიდიულად მნიშვნელოვანი და აქტუალური და მაშინვე არ გამოჩენილა, რომ აშკარად მოკლებული იყო რაიმე ხარისხს.
79. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ან თავმჯდომარე მოსამართლის პოზიციის არარსებობის შემთხვევაში, სავარაუდო დარღვევის შედეგების შესახებ სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე, სააპელაციო სასამართლოს მოვალეობა იყო საფუძვლიანად შეესწავლა მომჩივნის ბრალდებების მართებულობა და ბუნება და ზოგადად შეეფასებინა, თუ როგორ იქნა გამოყენებული შესაბამისი პროცედურული გარანტიები მომჩივნის მიმართ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სასამართლო პროცესის სამართლიანობა (იხ. Kikabidze, ციტირებული ზემოთ, § 64). მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სააპელაციო სასამართლომ ჩაატარა ასეთი შემოწმება, მის გადაწყვეტილებაში არ იყო განმარტებული, თუ რატომ მიიჩნია მომჩივნის ბრალდებები დაუსაბუთებლად და რომ გასაჩივრება არ უნდა დაშვებულიყო. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებით პრობლემურია, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის სასამართლო პროცესი, ისევე როგორც Kikabidze -ში, იყო ერთ-ერთი პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმის შემდეგ (იქვე § 65).
80. რომ შევაჯამოთ, მიმდინარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით - კერძოდ, მომჩივნის მიერ წამოჭრილი პროცედურული საკითხების ხასიათი და ის რომ წინასასამართლო სხდომის დროს და სხდომის თავმჯდომარის მარცხი, რომ განეხილათ ისინი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, თუ რა იდგა მომჩივნისთვის საფრთხის წინაშე - მომჩივნის მიერ წამოჭრილი არგუმენტები საჩივარში იმსახურებდა საფუძვლიანად და დეტალურად განხილულვას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ასეთი განხილვის არქონა სტრასბურგის სასამართლო იმ მიჰყავს დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას მომჩივნის საჩივრის დაუსაბუთებლად გამოცხადების გამო.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 (გ) პუნქტები, მისივე არჩეულ ადვოკატთან წვდომის უფლების სავარაუდო შეზღუდვის გამო;ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და და მე-3 (დ) პუნქტის დარღვევას თავდაცვის მტკიცებულებების მიღებაზე სავარაუდო თვითნებური უარის გამო;ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას ნაფიც მსაჯულთა განაჩენში დასაბუთების არარსებობის გამო;ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლად გამოცხადების უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო.