© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #104
იანვარი 2008
რიაკიბ ბირიუკოვი (Ryakib Biryukov) რუსეთის წინააღმდეგ - 14810/02
გადაწყვეტილება 17.1.2008 [I სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
Public judgment
სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის საჯაროდ გამოუქვეყნებლობა: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელმა სამოქალაქო დავა წამოიწყო საავადმყოფოს წინააღმდეგ სამედიცინო დაუდევრობისთვის. მისი საქმე არსებითად განიხილა რაიონულმა სასამართლომ პირველი ინსტანციის განხილვის წესით საჯარო სხდომაზე. სასამართლო განხილვის დასასრულს წაიკითხა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ის უთითებდა, რომ არ აკმაყოფილებს განმცხადებლის საჩივარს სამოქალაქო კოდექსის 1064-ე მუხლის საფუძველზე. მოტივირებული გადაწყვეტილება განმცხადებელს გადაეცა მოგვიანებით. ამ გადაწყვეტილებაზე განმცხადებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა სააპელაციო სასამართლომაც ღია სხდომაზე.
კანონმდებლობა: სასამართლოს წინაშე სადაო გახდა შემდეგი, სამოქალაქო სამართალწარმოებისას სრულდებოდა თუ არა გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების მოთხოვნა ღია სხდომაზე გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებით. ეს თავის მხრივ მოიცავდა ასევე საკითხს, ქონდა თუ არა საზოგადოებას წვდომა დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე და უზრუნველყოფილი იყო თუ არა მისი ხელმისაწვდომობა საჯარო ზედამხედველობისთვის. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცემათ მხოლოდ მხარეებს და პროცესის სხვა მონაწილეებს ან მათვე შეუძლიათ მოითხოვონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს რეგისტრატურიდან. ამას ემატებოდა ისიც, რომ ის საფუძვლები, რასაც ემყარებოდა საქმის არსებითი განხილვის შედეგად რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, გარდა სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამოქალაქო კოდექსის 1064-ე მუხლისა, უცნობი დარჩა საზოგადოებისთვის. 1064 მუხლი ადგენს ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის ზოგად საფუძვლებს, ასევე სარეზოლუციო ნაწილი არ ასახავდა იმ მთავარ პრინციპს რითაც იხელმძღვანელა სასამართლომ და შესაბამისად არ იყო ინფორმაციული მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განმცხადებლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლები, რომლებიც გასაგებს გახდიდა თუ რატომ ეთქვა მას უარი, არ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy