© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #105
თებერვალი, 2008
საადი (Saadi) იტალიის წინააღმდეგ - 37201/06
გადაწყვეტილება 28.2.2008 [დპ]
მე-3 მუხლი
გაძევება
დაუსწრებლად გასამართლებული ტერორისტის ტუნისში დეპორტაციის საქმეზე არასათანადო მოპყრობის რისკი: დეპორტაცია წარმოადგენდა დარღვევას
ფაქტები: განმცხადებელი ტუნისის მოქალაქეა. 2001 წელს მასზე გაიცა იტალიის ბინადრობის მოწმობა. 2002 წელს ის დააკავეს და განათავსეს წინასწარ პატიმრობაში საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობის ეჭვით. 2005 წელს მას იტალიის პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულებრივი შეთქმულების, გაყალბებისა და ნაქურდალი ნივთების მიღებისთვის. დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს იტალიურ სასამართლოებში სააპელაციო წარმოება მიმდინარეობდა. 2005 წელსვე ტუნისის სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა განმცხადებელი და მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მშვიდობიან დროს საზღვარგარეთ მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის და ტერორიზმის მხარდაჭერისთვის. 2006 წლის აგვისტოში ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან, მოიხადა რა სასჯელი იტალიაში. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე გასცა ბრძანება მისი ტუნისში დეპორტირების შესახებ. განმცხადებლის თხოვნა პოლიტიკურ თავშესაფარზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის (დროებითი ღონისძიება) საფუძველზე სასამართლომ სთხოვა იტალიის ხელისუფლებას გაძევების შეჩერება მომდევნო შეტყობინებამდე.
კანონმდებლობა: სასამართლო ვერ უგულებელყოფდა ტერორიზმის საფრთხეს და იმ სირთულეებს, რასაც სახელმწიფოები აწყდებიან ტერორისტული ძალადობისგან თავიანთი მოსახლეობის დაცვისას. თუმცა, შეუძლებელი იყო ადამიანის წინაშე არსებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკის და საზოგადოებისათვის მისგან მომდინარე საფრთხის შეფასება სანამ მას დააბრუნებდნენ. საზოგადოებისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის პერსპექტივა ვერანაირად აკნინებდა დეპორტირების შემთხვევაში მისთვის მოსალოდნელი ზიანის რისკს. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი განიხილება საზოგადოებისთვის და თვით ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი საფრთხის მატარებელად, მოთხოვნილ იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, რადგანაც ასეთი მიდგომა შეუსაბამობაში მოდის მე-3 მუხლის აბსოლუტურ ბუნებასთან. ეს მიგვიყვანდა იმ დასკვნამდე, რომ მაღალი სტანდარტის მტკიცებულების არ არსებობის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა გაამართლებდა ადამიანის მიმართ არსებული არასათანადო მოპყრობის რისკზე უფრო მარტივად დათანხმებას. სასამართლომ კვლავ დაადასტურა, რომ იძულებითი გაძევების კონვენციასთან შეუსაბამობისთვის აუცილებელი - და საკმარისი - იყო არსებითი საფუძვლების წარმოჩენა იმის დასაჯერებლად, რომ არსებობდა მიმღებ ქვეყანაში განმცხადებლის არასათანადო მოპყრობასთან მაღალი რისკი. სასამართლომ მიუთითა Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის ანგარიშებზე, სადაც აღწერილი იყო ტუნისში არსებული შემაშფოთებელი მდგომაროება, რასაც ასევე ადასტურებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც. ამ ანგარიშებში მითითებული იყო ტერორიზმში ბრალდებული პირების წამების მრავალი და რეგულარული შემთხვევები. ანგარიშებში ასახული პრაქტიკა - რასაც ანგარიშების თანახმად, პირები ძირითადად ექვემდებარებოდნენ პოლიციის იზოლატორებში - მოიცავდა ჭერში დაკიდებას, გაუპატიურების მუქარას, ელექტროშოკის გამოყენებას, თავით წყალში იძულებით ჩაყვინთვას, ცემასა და სიგარეტით დაწვას. ანგარიშები ასევე უთითებდა, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებები არ იყო გამოძიებული ტუნისის კომპეტენტური ორგანოების მიერ. ეს უკანასკნელი როგორც წესი იყენებდა აღიარებებს, რომლებიც მოპოვებული იყო ზეწოლის შედეგად, რაც ბრალდების უზრუნველსაყოფად ხორციელდებოდა. სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ეს ანგარიშები და აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ამ მტკიცების გაბათილება. ტუნისში ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის განმცხადებლის მსჯავრდების გათვალისწინებით არსებობდა არსებითი საფუძვლები იმის სარწმუნოდ, რომ ტუნისში დეპორტირების შემთხვევაში ის დაექვემდებარებოდა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას. უფრო მეტიც, ტუნისის სახელმწიფო ორგანოებმა იტალიის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე არ წარმოადგინეს დიპლომატიური გარანტია. პატიმართა უფლებების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის არსებობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მიერთება, რაც აღინიშნა ტუნისის საგარეო საქმეთა სამინისტროს notes verbales-ში, არ იყო საკმარისი არასათანადო მოპყრობის რისკისგან ადეკვატური დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგანაც განმცხადებლის საქმეზე სარწმუნო წყაროები უთითებდნენ კონვენციის პრინციპების აშკარად საწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობაზე. უფრო მეტიც, ტუნისის სახელმწიფო ორგანოების მიერ დიპლომატიური გარანტიის გაცემაც ვერ გაათავისუფლებდა სასამართლოს ვალდებულებისგან, შეესწავლა, ასეთი გარანტია უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებლის დაცვას ასეთი მოპყრობის რისკისგან.
დადგენილება: დარღვევა, თუკი განმცხადებლის ტუნისში დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება (ერთხმად).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას მიმდინარე არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy