© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #104
იანვარი, 2008
საადი (Saadi) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 13229/03
გადაწყვეტილება 29.1.2008 [დპ]
მე-5 მუხლი
მუხლი 5.1.f
ქვეყანაში უნებართვოდ შესვლის თავიდან აცილება
მიმღებ ცენტრში თავშესაფრის იმ მაძიებლის შვიდ-დღიანი დაპატიმრება, რომელზეც გაცემული იყო „დროებითი დაშვება“: დარღვევას არ ქონდა ადგილი
მუხლი 5.2
ინფორმაცია დაკავების მიზეზების შესახებ
„დროებით დაშვებული“ თავშესაფრის მაძიებლის ინფორმირების 76 საათიანი დაგვიანება, მოგვიანებით მისი მიმღებ ცენტრში დაპატიმრების საფუძვლით: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელმა, ერაყელმა ქურთმა, დატოვა თავისი სამშობლო და ჩავიდა ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში 2000 წლის 30 დეკემბერს. მან დაუყოვნებლივ მოითხოვა თავშესაფარი და მისცეს „დროებითი დაშვება“. 2001 წლის 2 იანვარს საიმიგრაციო ორგანოებისთვის მიმართვის შედეგად ის დააკავეს და გადაიყვანეს ოკინგტონის მიმღებ ცენტრში, რომელსაც იყენებდნენ თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებზეც არ იყო ეჭვი, რომ დაიმალებოდნენ და რომელთა განცხადებაც შეიძლება განხილულიყო დაჩქარებული წესით. მას გადასცეს სტანდარტული ფორმა, რომლის დანიშნულება იყო განემარტა მისი დაპატიმრების მიზეზები და მისი უფლებები, მაგრამ არ იყო განმარტება იმის შესახებ, რომ ის დაკავებული იყო დაჩქარებული პროცედურის გასავლელად. 2001 წლის 5 იანვარს განმცხადებლის წარმომადგენელს იმიგრაციის ოფიცერმა ტელეფონით განუმარტა დაპატიმრების მიზეზი, რომ ის იყო ერაყელი, რომელიც აკმაყოფილებდა მიმღებ ცენტრში დაპატიმრების კრიტერიუმს. განმცხადებლის თავშესაფრის მოთხოვნა თავდაპირველად 2001 წლის 8 იანვარს არ დაკმაყოფილდა და ოფიციალურად უარი ეთქვა გაერთიანებულ სამეფოში შესვლის ნებართვაზე. ის გაათავისუფლეს მომდევნო დღეს და საბოლოო ჯამში მისცეს თავშესაფრის უფლება, შესვლის ნებართვაზე უარის გასაჩივრების შედეგად. მან მოითხოვა მისი დაპატიმრების გადაწყვეტილების სასამართლო წესით განხილვა. ეს მოთხოვნა საბოლოო ჯამში არ დააკმაყოფილა ლორდთა პალატამ, რომელმაც ოკინგტონის პროცედურის საფუძველზე დაპატიმრება პროპორციულად და დასაბუთებულად მიიჩნია. 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში ევროპული სასამართლოს პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის 5.1 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი, მაგრამ დაირღვა 5.2 მუხლის მოთხოვნა [დაპატიმრების] მიზეზების დაუყოვნებლივ განმარტების შესახებ (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება #88).
კანონმდებლობა: მუხლი 5.1.f – (ა) ფრაზის „მისი უნებართვოდ შესვლის თავიდან აცილება“ მნიშვნელობა: სახელმწიფოს მიერ უცხოელთა შესვლისა და ბინადრობის კონტროლზე უფლების აუცილებელი დანამატი იყო ის, რომ მას უნდა ქონოდა უფლება დაეკავებინა სავარაუდო იმიგრანტი, რომელიც შესვლის ნებართვას ითხოვდა თავშესაფრის მოთხოვნის ან სხვა გზით. „ნების დართვამდე“ ნებისმიერი შესვლა „უნებართვოდ“ ითვლებოდა და იმ პირის დაპატიმრება, ვისაც სურდა ქვეყანაში შესვლა და ვინც საჭიროებდა, მაგრამ ჯერ არ ქონდა ამის ნებართვა, ენის დამახინჯების გარეშე შეიძლება „თავიდან იცილებდა უნებართვოდ შესვლას“. სასამართლომ არ გაიზიარა ის არგუმენტი, რომ როგორც კი თავშესაფრის მაძიებელი ჩაბარდა საიმიგრაციო ორგანოებს ის სარგებლობდა „ნებადართული“ შესვლის ეფექტით. 5.1.f მუხლი არ უშვებდა იმ პირის დაპატიმრებას, რომელიც სავარაუდოდ ცდილობდა შესვლის შეზღუდვების თავიდან აცილებას. ასეთი განმარტება ძალიან ვიწრო იქნებოდა და ასევე შეუსაბამობაში მოდიოდა გაერთიანებული ერებისა და ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოებთან და რეკომენდაციებთან.
(ბ) თვითნებობა: პრინციპი, რომ დაპატიმრება არ შეიძლება იყოს თვითნებური ვრცელდება 5.1.f მუხლის როგორც პირველ ნაწილზე (უნებართვო შესვლა), ისე დაპატიმრებაზე მეორე ნაწილის საფუძველზე (დეპორტაცია ან ექსტრადიცია). თუმცა არ არსებობდა იმის მოთხოვნა, რომ დაპატიმრება გონივრულად აუცილებლად უნდა მიჩნეულიყო და პროპორციულობის პრინციპი მოითხოვდა მხოლოდ იმას, რომ დაპატიმრება არ უნდა გაგრძელებულიყო არაგონივრული დროით. შესაბამისად, 5.1.f მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაპატიმრება არ ჩაითვლება თვითნებურად თუ აკმაყოფილებს ოთხ პირობას: ის განხორციელდა კეთილსინდისიერად; ის მჭიდრო კავშირში იყო ქვეყანაში უნებართვოდ შესვლის თავიდან აცილებასთან; დაპატიმრების ადგილი და პირობები სათანადო იყო იმის გათვალისწინებით, რომ დაპატიმრებულმა შესაძლოა სამშობლო დატოვა სიკვდილის შიშით. და პატიმრობის ხანგრძლივობა არ აჭარბებდა დასახული მიზნის მისაღწევად გონივრულად საჭირო ვადას.
გაზიარებულ იქნა ის არგუმენტი, რომ ოკინგტონის დაპატიმრების რეჟიმი უზრუნველყოფდა იმ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად წარდგენილი თავშესაფრის მოთხოვნის დაახლოებით 84 000 განცხადებიდან 13 000 განცხადების დაჩქარებულ განხილვას. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო ყოველდღიურად დაახლოებით 150 ინტერვიუს ჩანიშვნით და მცირედ დაგვიანებასაც კი შეეძლო მთელი პროგრამის დარღვევა. განმცხადებელი შეარჩიეს პატიმრობისთვის მხოლოდ იმ საფუძვლით რომ მისი საქმე ექვემდებარებოდა დაჩქარებული წესით განხილვას. შესაბამისად, განმცხადებლის დაპატიმრებისას ეროვნული ორგანოების მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად. პოლიტიკა, რომელიც საფუძვლად დაედო ოკინტონის რეჟიმის შექმნას, ზოგადად თავშესაფრის მაძიებელთა სასარგებლოდ მათი მოთხოვნების დაჩქარებულად განხილვას ემსახურება. დაპატიმრება ასევე მჭიდრო კავშირში იყო ქვეყანაში უნებართვოდ შესვლის თავიდან აცილების მიზანთან, ვინაიდან მიმართული იყო სახელმწიფო ორგანოებისთვის განმცხადებლის თავშესაფრის მოთხოვნის სწრაფად და ეფექტიანად განხილვისკენ. რაც შეეხება პატიმრობის ადგილსა და პირობებს, ცენტრი განსაკუთრებულად იყო ადაპტირებული თავშესაფრის მაძიებელთა განსათავსებლად და სთავაზობდა რეკრეაციულ, რელიგიური მსახურების, სამედიცინო დახმარების და რაც მთავარია იურიდიული დახმარების საშუალებებს. განმცხადებელი არ უჩიოდა პირობებს. და ბოლოს, მისი დაპატიმრება შვიდი დღით, თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგი დღიდან მის გათავისუფლებამდე არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ვადაზე მეტად, რაც გონივრულად საჭირო იყო თავშესაფრის მოთხოვნის სწრაფად განსახილველად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავშესაფრის მოთხოვნათა მეტი რაოდენობის განსახილველად უფრო ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფამ დაპატიმრების უფლებამოსილების ფართო და უფრო ინტენსიურ გამოყენებასთან მიმართებით არააუცილებელი გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თერთმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ).
მუხლი 5.2 – დიდი პალატა დაეთანხმა პალატას იმაში, რომ ზოგად განაცხადებს - როგორიც არის საპარლამენტო განცხადებები - არ შეუძლია ჩაანაცვლოს პირის საჭიროება, ინფორმირებული იყოს მისი დაკავების ან დაპატიმრების მიზეზების შესახებ. განმცხადებელმა პირველად შეიტყო მისი დაპატიმრების მიზეზი 2001 წლის 5 იანვარს, მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რა დროისთვისაც ის უკვე 76 საათის დაკავებული იყო. იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენლისთვის მიზეზების ზეპირი გაცნობა შეესაბამებოდა 5.2 მუხლის მოთხოვნებს, ამ ხანგრძლივობის გაჭიანურება არ აკმაყოფილებდა მიზეზების დაუყოვნებლივ გაცნობის მოთხოვნას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა უტოლდება საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy