© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
პირველი სექცია
საქმე საბანჩევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ
(განაცხადი # 38450/05)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
6 ივნისი, 2013
საბოლოო
06/09/2013
ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კონვენციის 44.2 მუხლი საფუძველზე. ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას.
საქმეზე საბანჩიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ,
ადამაინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პალატამ), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
იზაბელ ბერო-ლეფევრი, თავმჯდომარე,
ელიზაბეთ შტეინერი,
ხანლარ ჰაჯიევი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ერიკ მოსე,
კსენია ტურკოვიჩი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
და ანდრე ვამპაჩი, სასამართლოს მდივნის მოადგილე,
ითთბირა 2013 წლის 14 მაისს და ამავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა:
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ორმოცდაათი მოქალაქის მიერ (მათი სია თანდართულია) 2005 წლის 26 ოქტომბერს და 15 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სასამართლოსთვის განაცხადის (38450/05) წარდგენის საფუძველზე.
2. განმცხადებლებს სასამართლოს წინაშე წარმოადგენდნენ ქალბატონი დ.ი. სტრაისტენაუ, ქალბატონი ნ. მალცევა, ქალბატონი ე. ეჟოვა და ბატონი ა. ნიკოლაევი, ორგანიზაცია რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივის იურისტები მოსკოვიდან და ქალბატონი ლ. დორგოვა, ქალაქ ნალჩიკში მოღვაწე იურისტი. რუსეთის ხელისუფლებას (“მოპასუხე სახელმწიფო”) თავდაპირველად წარმოადგენდა ბატონი პ. ლაპტევი და ქალბატონი ვ. მილინჩუკი, ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ყოფილი წარმომადგენლები და შემდგომ მათი წარმომადგენელი ბატონი გ. მატიუშკინი.
3. განმცხადებლები აცხადებდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების იდენტიფიცირების გარემოებები არაადამიანური და დამამცირებელი იყო და ამ პირების ცხედრების ოჯახებისთვის დაუბრუნებლობაზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და არაპროპორციული იყო, რითაც ირღვეოდა მე-3, მე-8 და მე-9 მუხლები, დამოუკიდებლად და კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლებთან ერთობლიობაში.
4. 2008 წლის 6 ნოემბრის გადაყვეტილებით სასამართლომ განაცხადი დასაშვებად ცნო.
5. განმცხადებლებმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები ([სასამართლოს რეგლამენტის] 59. მუხლი) საქმის არსებით მხარეზე. პალატამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეიტა, რომ საქმის არსებითი განხილვის ზეპირი მოსმენა არ იყო საჭირო ([სასამართლოს რეგლამენტის] 59.3 მუხლი in fine), მხარეებმა წერილობითი შეპასუხება წარმოადგინეს ერთმანეთის წერილობით მოსაზრებებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
A. 2005 წლის 13 ოქტომბრის თავდასხმა
6. 2005 წლის 13 ოქტომბერს დილით ადრე ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ნალჩიკში სამართალდამცავ ორგანოებს თავს დაესხნენ მძიმედ შეიარაღებული პირები, რომლებიც ადგილობრივი მეამბოხეები აღმოჩნდნენ. ეს ორგანოები იყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დეპარტამენტის ცენტრი “ტ”, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიული დეპარტამენტები, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების პოლიციის ქვედანაყოფი, საგზაო პოლიციის სხვადასხვა საგუშაგოები, ფედერალური უშიშროების სამსახურის რესპუბლიკური დეპარტამენტი, სასჯელთა აღსრულების ფედერალური სამსახურის რესპუბლიკური დეპარტამენტი, ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ოფისი და კერძო საკუთრებაში არსებული იარაღის რამდენიმე მაღაზია. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით თავდასხმაში ორას ორმოცდაათ პირზე მეტი მონაწილეობდა.
7. სახელისუფლებო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკება გრძელდებოდა 2005 წლის 14 ოქტომბრამდე.
B. განმცხადებლებისა და გარდაცვლილთა ნათესაური კავშირები
8. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ ისინი 2005 წლის 13 და 14 ოქტომბერს ან ამის შემდეგ მალევე გარდაცვლილ შეტაკების მონაწილეთა ნათესავები იყვნენ (იხილეთ თანდართული სია, სადაც ნაჩვენებია გარდაცვლილ პირთა და განმცხადებელთა ნათესაური კავშირი).
9. მოპასუხე სახელმწიფოს სადაო არ გაუხდია ეს განცხადება, გარდა მეცხარამეტე განმცხადებლის შემთხვევისა, ქალბატონი ჟანა ფიოდოროვნა იფრაიმოვა, რომელიც მათი შეფასებით არ იყო დაკავშირებული გარდაცვლილ ბატონ რუსლან ბორისოვიჩ თამაზოვთან.
10. მეცხრამეტე განმცხადებლის თავდაპირველი ჩვენების მიხედვით გარდაცვლილი რუსლან ბორისოვიჩ თამაზოვი მისი მეუღლე იყო. თუმცა მოგვიანებით მან შეცვალა ეს ჩვენება და განაცხადა რომ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ 2005 წლის თებერვლიდან. 2005 წლის ოქტომბრის მოვლენების დროს ის რვა თვის ფეხმძიმე იყო. მეცხრამეტე განმცხადებელმა წარმოადგინა 2008 წლის 9 ივლისს გაცემული დაბადების მოწმობა ს. ტ.-ზე, რომელიც 2005 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მოწმეობაში ბატონი რუსლან ბორისოვიჩ თამაზოვი მითითებულია როგორც გოგონას მამა და მეცხრამეტე განმცხადებელი როგორც დედა.
11. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად 2005 წლის 13 და 14 ოქტომბერს მათმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა და მოკლეს ოთხმოცდაშვილი ადგილობრივი მეამბოხე. მოპასუხე სახელმწიფოს არ დაუკონკრეტებია მოკლულთა სახელები.
12. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ 2005 წლის 14 ოქტომბერს მათ დააპატიმრეს ბატონი ასლან იურის ძე ბაღოვი (მეთხუთმეტე განმცხადებლის ორ ძმისშვილთაგან ერთი), რომელსაც თავისა და გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ქონდა. ის გარდაიცვალა საპყრობილეში 2005 წლის 23 ოქტომბერს.
13. 2005 წლის 18 ოქტომბერს ბატონმა ყაზბულატ ბეტალოვის ძე კერეფოვმა (მეჩვიდმეტე განმცხადებელის ერთერთი ვაჟი და 2005 წლის 13-14 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილე) ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივი საგუშაგოს დამცველ პოლიციის ოფიცრებს და დაიღუპა საპასუხო ცეცხლის შედეგად.
14. საქმის დასაშვებობასთან დაკავშირებით თავის წერილობით მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა მოკლეს სულ ოთხმოცდა თხუთმეტი მეამბოხე 2005 წლის 13 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ ორგანიზებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად.
15. არსებითად, მათ აღიარეს, რომ განმცხადებლების მიერ მოხსენიებული ყველა გარდაცვლილი პირი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ მოკლულ პირთა შორის იყვნენ.
C. სისხლის სამართლის საქმე #25/78-05
1. 2005 წლის 13 ოქტომბერთან დაკავშირებით სამართალწარმოების დაწყების გადაწყვეტილება
16. გამოვლინდა, რომ 2005 წლის 13 ოქტომბერთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოებმა წამოიწყეს სისხლის სამართლის საქმე #25/78-05 ნალჩიკის თავდასხმასთან დაკავშირებით.
17. გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ 1999 წლიდან 2005 წლის თებერვლამდე პერიოდში პირთა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ ა. მასხადოვი, შ. ბასაევი, ი. გორჩხანოვი, ა. ასტემიროვი, აბუ-ვალიდ ხატაბი და აბუ-დზეითი, ჩამოაყალიბეს ტერორისტული დაჯგუფება. ამ ჯგუფმა გაუკეთა ორგანიზება თავდასხმას. ოცდათხუტმეტი სამართალდამცავი და თხუთმეტი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, ხოლო ასოცდათერთმეტი სამართალდამცავი ოფიცერი და ოთხმოცდათორმეტი სამოქალაქო პირი დაიჭრა. მძიმედ დაზიანდა ქონება.
18. განმცხადებლებს არ ქონდათ რაიმე პროცესუალური სტატუსი სისხლის სამართლის საქმეზე #25/78-05.
2. განმცხადებლების წერილები სახელმწიფო ორგანოებს გამოძიების საწყის ეტაპზე
19. თავდასხმის შემდეგ, 2005 წლის 13, 20, 21 და 25 ოქტმბერს დაუდგენელი რაოდენობის პირებმა (მათ შორის რამდენიმე განმცხადებელმა) ხელი მოაწერეს კოლექტიურ პეტიციას, რომლითაც სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის პროკურორებს სთხოვდნენ ცხედრების გადაცემას დაკრძალვისთვის.
20. 2005 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2006 წლის აპრილამდე განმცხადებლებმა მიიღეს პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირთა პასუხები იმის შესახებ, რომ ისინი კონკრეტულ პასუხს მიიღებდნენ მას შემდეგ რაც ამ მოვლენებზე გამოძიება დასრულდებოდა.
21. რამდენიმე განმცხადებლის მცდელობა, ეს პასუხები გაესაჩივრებიათ ადგილობრივ სასამართლოებში წარუმატებელი იყო, რადგანაც ისინი პირველ და სააპელაციო ინსტანციებში საწყის სტადიაზევე არ დააკმაყოფილეს.
3. შეტაკებისას მოკლულ მეამბოხეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არ დაწყების შესახებ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილება
22. 2006 წლის 13-14 აპრილს საგამოძიებო ორგანომ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება ოთხმოცდათხუთმეტი გარდაცვლილი მეამბოხის წინააღმდეგ, მათი გარდაცვალების საფუძვლით. თითოეული მათგანის მიმართ ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სადაც აღწერილი იყო თითოეული მათგანის ინდივიდუალური ჩართულობის ხარისხი და ხასიათი და დასკვნაში მითითებული იყო, რომ ამ პირებმა მონაწილეობა მიიღეს შეტაკებაში და დაიღუპნენ გაჩაღებულ ბრძოლაში. აღმოჩნდა, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარდაცვლილები მათ შორის იყვნენ ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხებოდა.
23. გენერალური პროკურორის სამსახურმა აღნიშული გადაწყვეტილება განმცხადებლებს შეატყობინა 2006 წლის 14 აპრილს, მაგრამ გადაწყვეტილების ასლები არ იყო შეტყობინებებზე თანდართული.
24. ზოგიერთმა განმცხადებელმა სასამართლოს მიმართა 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებების ასლების სახელმწიფო ორგანოების მიერ მათთვის გადაუცემლობასთან დაკავშირებით. ამ სამართალწარმოების შედეგად განმცხადებლთა უმრავლესობას გადაეცა შესაბამისი გადაწყვეტილების ასლები. თუმცა, მათ უარი ეთქვათ გარდაცვლილთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში გარკვეული სტატუსით, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებად ჩართვაზე ან გარდაცვლილთა პირადი ნივთების დაბრუნებაზე.
25. სტრასბურგში მიმდინარე სამართალწარმეობისას მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა 2006 წლის 13-14 აპრილის თითოეული განმცხადებლის ნათესავების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები.
4. გარდაცვლილთა ცხედრების მათი ოჯახებისთვის დაბრუნებაზე უარის შესახებ 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
26. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით ოთხმოცდათხუტმეტი სავარაუდო ტერორისტის ცხედარის კრემაცია მოხდა 2006 წლის 22 ივნისს. განმცხადებელთა განმარტებით კრემაციის შესახებ მათ პირველად გაიგეს წინამდებარე საქმეზე მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი განმარტებიდან.
27. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით, კრემაცია განხორციელდა 2006 წლის 15 მაისით დათარიღებული გადაწყვეტილების საფუძვლეზე, რომლითად გადაწყდა ცხედრები არ გადაცემოდათ გარდაცვლილთა ოჯახებს. 2006 წლის 13-14 აპრილის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საპირისპიროდ 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება გარდაცვლილ პირებს კოლექტიურად მოიხსენიებდა. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად მითითებული იყო:
“... საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა ... [თანამდებობის პირი ს.] შეისწავლა რა #25/78-05 საქმის მასალები, დაადგინა: ... [რომ] თავდასხმის აღკვეთის მიზნით ჩატარებული კონტრ-ტერორისტული სპეციალური ოპერაციის შედეგად 95 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, კერძოდ კი:
[გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა გარდაცვლილი პირი, რომლებზეც მიუთითებდნენ განმცხადებლები, იხილეთ თანდართული სია.]
დღევანდელი მდგომარეობით ყველა სახის საექსპერტო შესწავლა დასრულებულია, მათ შორის მოლეკულურ დონეზე გენეტიკური შესწავლა, გარდაცვლილი ტერორისტების გვამების შესწავლით და მათი პიროვნება დადგენილია შესაბამისი პროცედურების დაცვით.
2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმის წარმოება ამ 95 პირის მიმართ, რომელთაც განახორციელეს თავდასხმა ნალჩიკის სხვადასხვა დაწესებულებებზე და სამართალდამცავ ორგანოებზე, ჩეწყდა მათი გარდაცვალების საფუძვლით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27.1.2 და 24.1.2 მუხლების საფუძველზე.
დაკრძალვის ორგანიზების შესახებ ფედერალური კანონის (კანონი # 8-FZ) 14.1 მუხლის თანახმად: “პირების, რომელთა წინააღმდეგაც მათ ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა მათი გარდაცვალების საფუძვლით, აღნიშნული ტერორისტული აქტის დასრულების შემდეგ მათი დაკრძალვა უნდა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დადგენილი პროცედურის მიხედვით. მათი ცხედრები არ უნდა გადაეცეს დაკრძალვისთვის და დაკრძალვის ადგილი არ უნდა გამჟღავნდეს”.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2003 წლის 20 მარტის #164-ე ბრძანების მე-3 ნაწილის თანახმად “იმ პირთა სარიტუალო მომსახურების შესახებ, რომელთა სიკვდილიც გამოწვეული იყო მათ მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტის აღმოფხვრით”, “ამ პირების სარიტუალო მომსახურება უნდა მოხდეს გარდაცვალების ადგილის მიხედვით და ეს უნდა განახორციელოს სარიტუალო მომსახურების ორგანიზაციებმა, რომლებიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი შტოს ორგანოების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ...”
[ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თანამდებობის პირმა ს.-მ გადაწყვიტა]95 ტერორისტის ცხედრის დაკრძალვა...;გადაწყვეტილების გადაგზავნა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის აღსასრულებლად;[მისი ზედამხედველების] ინფორმირება გადაწყვეტილების შესახებ”.
28. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა განმცხადებლებს შეატყობინეს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, მაგრამ დაადასტურა, რომ ამ გადაწყვეტილების ასლი არ გადაცემიათ.
29. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში გენერალური პროკურორის სამსახურმა განმცხადებლებს არსებითად განუმარტა ცხედრების გადაცემაზე უარი. არ დადასტურდა, რომ განმცხადებლებს გადაეცათა 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ასლი.
30. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ მათ 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ასლი პირველად მოიპოვეს 2007 წლის მაისში, საქმის დასაშვებობის ეტაპზე მოპასუხე სახელმწიფოს წერილობით მოსაზრებებთან ერთად. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავების ცხედრების კრემაციის შესახებ 2007 წლის სექტემბერში შეიტყვეს (იხილეთ 26-ე პარაგრაფი მაღლა).
5. განმცხადებლების მცდელობები სასამართლოში გაესაჩივრებიათ ეს ორი გადაწყვეტილება
31. განმცხადებლების თავდაპირველი მცდელობები, მიეღწიათ 2006 წლის 13-14 აპრილის და 15 მაისის გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ გადახედვისთვის წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც სასამართლოებმა უარი განაცხადეს მათი არგუმენტაციის შესწავლაზე.
(a) სამართალწარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
32. განმცხადებელთაგან რამდენიმემ ტერორისტების დაკრძალვის მარეგულირებელი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მათი თავდაპირველი საჩივრები არ იქნა მიღებული როგორც მოუმწიფებელი. საბოლოო ჯამში მეცამეტე და ოცდამეოთხე განმცხადებლების საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
33. 2007 წლის 28 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (# 8-P), რომლითაც მან არსებითად არ დააკმაყოფილა მათი საჩივრები იმის შესახებ, რომ სარიტუალო მომსახურებისა და დაკრძალვის შესახებ კანონის 14.1 მუხლი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2003 წლის 20 მარტის 164-ე ბრძანება არაკონსტიუტციური იყო. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ სადაო ნორმები არსებულ პირობებში აუცილებელი და გამართლებული იყო. სასამართლო სადაო კანონმდებლობის ლეგიტიმურ მიზანთან და აუცილებლობასთან მიმართებით შემდეგ გადაწყვეტილებამდე მივიდა:
“... ერთდროულად ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესი, ტერორიზმის ზოგადი და კერძო პრევენცია და ტეორირისტული აქტის შედეგებისთვის სათანადო დაკმაყოფილების უზრუნველყოფა მასობრივი არეულობის, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკების, მოსახლეობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული ტერორისტულ აქტებში ჩართულ პირთა ახლობლების აგრესიის რისკთან და ბოლოს და ბოლოს ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხესთან ერთობლიობაში შეიძლება იყოს ისტორიულ კონტექსტში გარკვეული სამართლებრივი რეჟიმის დამკვიდრების დასაბუთება, როგორიცაა ფედერალური კანონის 14.1 მუხლით დადგენილი, რომელიც არეგულირებს იმ პირთა დაკრძალვას, რომლებიც გაექცნენ მართლმსაჯულებას ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად გარდაცვალებით... ეს ნორმები ლოგიკურ კავშირშია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2005 წლის 23 ნოემბრის რეკომენდაციასთან 1687 (2004), კულტურის მეშვეობით ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია, რომ კონკრეტული კულტურის ან რელიგიის ელემენტების ექსტრემისტული ინტერპრეტაციები, როგორიცაა გმირული მოწამეობა, საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა, აპოკალიპსი ან საღვთო ომი, ისევე როგორც სეკულარული იდეოლოგიები (ნაციონალისტური ან რევოლუციური) შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას ტერორისტული აქტების გამართლებად.
3.2. მოსახლეობაზე ტერორისტული აქტის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეგავლენის მინიმიზებისთვის, მათ შორის მისი პროპაგანდისტული მოქმედების შესასუსტებლად მოქმედება ერთერთი აუცილებელი საშუალებაა მოსახლეობის უსაფრთხოების და მოქალაქეთა მორალის, ჯანმრთელობის, უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. შესაბამისად ეს ემსახურება სწორედ იმ მიზნებს, რომლისთვისაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები უშვებს შესაბამისი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.
ტერორისტული აქტის მონაწილეთა დაკრძალვა მათი მოქმედების მსხვერპლთა საფლავების სიახლოვეს და დაკრძალვის რიტუალზე და პატივისცემით მოგონებისას დასწრება, როგორც პატივის მიგების სიმბოლური აქტი, ტერორისტული იდეების პროპაგანდის საშუალებაა და ასევე შეურაცხყოფს ამ აქტის შედეგად დაზარალებულთა ნათესავებს, რითაც იზრდება ეთნიკური და რელიგიური საფუძვლით დაძაბულობის წინაპირობები.
რუსეთის ფედერაციაში ტერორისტების აქტების სერიების განხორციელების პირობებში, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჩამოყალიბდა ფართოდ გავრცელებული უარყოფითი სოციალური დამოკიდებულება და ამან განაპირობა კოლექტიური რწმენის ჩამოყალიბება, რომ ცხედრების ნათესავებისთვის დაბრუნება საფრთხეს შეუქმნიდა სოციალურ წესრიგს და მშვიდობას და სხვა პირების უფლებებს და სამართლებრივ ინტერესებს და მათ უსაფრთხოებას, გააღვივებდა სიძულვილს და ვანდალურ აქტებში, ძალადობაში, მასობრივ არეულობასა და შეტაკებებში ჩართვის პროვოცირებას, რასაც მეტი მსხვერპლი მოყვებოდა. ამასთან ტერორისტული აქტების მონაწილეთა დაკრძალვის ადგილები კონკრეტული ექსტრემისტი პირებისთვის შეიძლება გახდეს მემორიალური და გამოიყენონ ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდის და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის საშუალებად.
ამ გარემოებების გათვალისწინებით ფედერალური კანონმდებლობით შესაძლებელია ტერორისტული აქტების ჩახშობის შედეგად გარდაცვლილი, ამ აქტების მონაწილე პირების დაკრძალვის საგანგებო რეგულირების შემოღება...”
34. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული იყო, რომ კანონმდებლობაში ასახული ღონისძიებები შეიძლება გამართლებულად იქნეს მიჩნეული თუ სათანადო პროცესუალური გარანტიები, როგორიცაა ეფექტიანი სასამართლო ზედამხედველობა, სახეზეა პირთა თვითნებობისგან დასაცავად. სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-127 მუხლები უზრუნველყოფდა ამგვარ ზედამხედველობას (იხილეთ 87-ე პარაგრაფი დაბლა).
35. საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლომ სადაო ნორმები კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია, მაგრამ ამავდროულად განმარტა ისინი როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის ცხედრების დაკრძალვის ამკრძალავი, სანამ სასამართლო არ დაადასტურებდა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას. მისი დასაბუთება შემდეგია:
“... არსებული ნორმების კონსტიტუციური და სამართლებრივი მნიშვნელობა ითვალისწინებს ტერორისტულ აქტში მონაწილეთა წინააღმდეგ ეჭვმიტანილთა გარდაცვალების საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის ან დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას. შესაბამისად ისინი ასევე მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, შეისწავლოს საჩივრის შინაარსი, რაც თავის მხრივ გულისხმობს ტერორისტულ აქტში სადაო პირთა მონაწილეობის დადგენისა და გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის დადგენას და [ეჭვმიტანილის] რეაბილიტაციის საფუძვლების არ არსებობისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენას. შესაბამისად ისინი ითვალისწინებენ აღნიშნული შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების კანონიერების შესწავლას. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე გარდაცვლილთა ნეშტის დაკრძალვა არ შეიძლება; შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა და თანამდებობის პირება აუცილებელი ზომები უნდა მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცხედრების გაპატიოსნება მოხდეს დადგენილი ჩვეულებისა და ტრადიციის მიხედვით, კერძოდ კი თუ შესაძლებელია ნეშტის ინდივიდუალურად მიწაში დაკრძალვით ან [კრემაციით], და გარდაცვლილთა იდენტიფიცირების და დროის, ადგილმდებარეობისა და გარდაცვალების მოთხოვნების დაცვით... “
36. მოსამართლე გ.ა გაჯიევმა განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა, სადაც ის ეთანხმებოდა იმას, რომ გასაჩივრებული ნორმა კონსტიტუციის შესაბამისი იყო, მაგრამ დაეყრდნო სხვა მოსაზრებას მათი განმარტების თაობაზე. ამ მოსაზრების თანახმად:
“... თუკი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები წინასწარი გამოძიების შედეგად დაადგენს, რომ ჩადენილია ტერორისტული აქტი და რომ კონკრეტული პირია ამაში ჩართული, მაგრამ ამ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად მისი გარდაცვალების საფუძვლით, და თუკი ისინი დაასკვნიან, რომ ოჯახისთვის დაკრძალვის მიზნით ცხედრის გადაცემით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობას, ასევე სხვათა ჯანმრთელობას, მორალს, უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და უსაფრთხოებას, ისინი უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ცხედრის გადაცემაზე და მიიღონ სპეციალური ზომები დაკრძალვისთვის.
ამავდროულად, ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად მის ჩადენაში მონაწილეთა ცხედრების გადაცემაზე უარის შემთხვევაში, დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ გარდაცვლილის პირადობის, გარდაცვალების დროისა და ადგილის, გარდაცვალების მიზეზის, დაკრძალვის ადგილისა და საფლავის იდენტიფიცირებისთვის (ადგილმდებარეობა და ნომერი) აუცილებელი მონაცემების დადგენისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნის შესრულება. დაკრძალვა უნდა განხორციელდეს ნათესავების მონაწილეობით, დადგენილი ჩვეულებისა და ტრადიციის შესაბამისად და გარდაცვლილის მიმართ ჰუმანიტარული პატივისცემით. სახელმწიფო ორგანოებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ კანონის უზენაესობით, პატივი უნდა სცენ მრავალეთნიკური საზოგაოდების კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა...”
37. მოსამართლე ა.ლ. კონონოვმა გამოაქვეყნა განსხვავებული მოსაზრება, სადაც მან სადაო კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ დაახასიათა. კერძოდ კი აღნიშნა:
“... სადაო ნორმები, რომელბიც გარდაცვლილთა ცხედრების მათი ნათესავებისთვის გადაცემას კრძალავს და მათი ანონიმურად დაკრძალვას ადგენს, ჩვენი შეფასებით აბსოლუტურად ამორალურია და ასახავს ყველაზე არაცივილურ, ბარბაროსულ და გასული თაობების ამორალურ მოსაზრებებს...
ყოველი ადამიანის უფლება, დაკრძალული იყოს ღირსეული ფორმით მისი ოჯახის ტრადიციისა და ჩვეულების მიხედვით ნალებად ითხოვს განსაკუთრებულ დასაბუთებას ან თუნდაც დაცვას დაწერილ კანონმდებლობაში. ეს უფლება აშკარაა და მომდინარეობს ადამიანის ბუნებისგან, როგორც არაერთი სხვა ბუნებითი უფლება. თანაბრად ბუნებრივი და უდაოა ყოველი ადამიანის უფლება დაკრძალოს პირი, რომელიც ახლო და ძვირფასია მისთვის, ჰქონდეს შესაძლებლობა შეასრულოს მისი მორალური მოვალეობა და გამოავლინოს ადამიანის ადამიანური მახასიათებლები, დაემშვიდობოს, იგლოვოს, პატივი სცეს და მოიგონოს გარდაცვლილი, მიუხედავად იმისა საზოგადოება და სახელმწიფო როგორ განიხილავს მას, ჰქონდეს უფლება საფლავზე, რაც ყველა ცივილიზაციაში წმინდა ღირებულება და მოგონების სიმბოლოა...”
(b) თანმდევი პროცედურა
38. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნულმა სასამართლოებმა შეცვალეს მიდგომა და დათანხმდნენ 2006 წლის 13-14 აპრილის და 15 მაისის გადაწყვეტილებების ფორმალური კანონიერების გადახედვას.
39. სამი განმცხადებლისთვის (## 12, 21 და 33) შესაძლებელი გახდა მათი გარდაცვლილი ნათესავების შესახებ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილების ასლების მოპოვება, მაგრამ არ წამოუწყიათ რაიმე სახის წარმოება ამასთან ან 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
40. თხუთმეტმა განმცხადებელმა (## 1, 2, 4, 8, 18, 25, 26, 32, 34, 35, 37, 39, 42, 43 და 44) არ მოითხოვა ან მიიღო 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებების ასლები და ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ წამოიწყეს საქმის წარმოება.
41. დანარჩენმა განმცხადებლებმა, სამის გამოკლებით (## 39, 42 და 43) მოიპოვეს 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილება მათი ნათესავების შესახებ და სასამართლო წესით გაასაჩივრეს ისინი.
42. შვიდმა განმცხადებელმა (##3, 15, 17, 30, 38, 41 და 49 ...), რამდენიმე წყება სამართალწარმოების შემდეგ მოიპოვეს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გააუქმა როგორც 2006 წლის 13-14 აპრილის, ისე 15 მაისის გადაწყვეტილებები. 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებებთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებებში არ იყო გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლში შესული ბოლო ცვლილებები (იხილეთ 76-ე პარაგრაფი დაბლა) და საქმე დაუბრუნა საგამოძიებო ორგანოებს ხელახალი გამოძიებისთვის. 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა, ვინაიდან ის დაკავშირებული იყო 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებასთან და ასევე რადგანაც ის არ იყო მიღებული კომპეტენტური ორგანოს მიერ. განმცხადებლების თანახმად, ეს გადაწყვეტილებები არ აღსრულებულა.
43. აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა შედეგად შეცვალეს თავიანთი პოზიცია სისხლის სამართლოს კოდექსის 205-ე მუხლში შესული ცვლილებებით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე და დაიწყეს გადაწყვეტილებების გაუმება საზედამხედველო გადახედვის გზით (იხილეთ 45-ე პარაგრაფი დაბლა).
44. ცხრამეტმა განმცხადებელმა (## 5, 6, 9, 10, 11, 13, 14, 16, 19, 20, 22, 24, 27, 28, 31, 40, 45, 46, 50 ...) რამდენიმე სამართალწარმეობის შედეგად მოიპოვა მათი სასარგებლო გადაწყვეტილება ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოსგან. ეს გადაწყვეტილებები ეხებოდა მხოლოდ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებებს და აუქმებდა მათ, როგორც უკანონოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლში შესულ ბოლო ცვლილებებს და დაუბრუნა საქმეები გამოძების ორგანოებს ხელახალი გამოძიებისთვის. ამ განცხადებლებს ფაქტიურად არ წამოუწყიათ დამოუკიდებელი სამართალწარმოება 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებასთან მიმართებით. განმცხადებლის განმარტებით ეს გადაწყვეტილებები აღუსრულებელი დარჩა.
45. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მეცამეტე განმცხადებლის მიერ ინიცირებული სამართალწარმოების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად დაბალი ინსტანციის სასამართლოებში საქმის ხელხალი შესწავლის შედეგად მიღებულ იქნა 2007 წლის 3 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებები სრულად დარჩა ძალაში.
46. ეროვნულ დონეზე სამართლწარმოებისას სამ განმცხადებელს (## 7, 23 და 47...) აშკარად უარი ეთქვათ მათი გარდაცვლილი ნათესავების შესახებ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებების ასლების გადაცემაზე და ამის შედეგად კომპეტენტურმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს 2006 წლის 13-14 აპრილისა და 15 მაისის გადაწყვეტილებების კანონიერების განხილვა. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კონკრეტულად განაცხადა შესაბამის გადაწყვეტილებებში, რომ გამოძიების ორგანოებმა უკანონოდ უთხრეს უარი განმცხადებლებსა და სასამართლოებს 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებების გადაცემაზე და მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობაზე. მოპასუხე სახელმწიფომ წერილობით მოსაზრებებში განმარტა, რომ განმცხადებლების გარდაცვლილი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ასევე გამოიყენებოდა თავდასხმის გადარჩენილი მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას და სადაო უარი წარმოადგენდა იმ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაცვის უზრუნველყოფის მოტივს.
47. ორმა განმცხადებელმა (## 29 და 36...) მოიპოვა მათი გარდაცვლილი ნათესავების შესახებ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებების ასლები და წარუმატებლად გაასაჩივრა ისინი სასამართლოში. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა გადაწყვეტილებები, როგორც კანონიერი. იგივე განმცხადებლებმა წარმატებას მიაღწიეს იმავე სასამართლოში, რომელმაც 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა, როგორც არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული.
48. ორმოცდამერვე განმცხადებელმა, ქალბატონმა ოკსანა ნიკოლოზის ასულმა დაოვამ, მოიპოვა 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილება მისი ძმის, ბატონი ვალერი ნიკოლოზის ძე ტლეუჟევის და მისი მეუღლის ბატონი ზურაბ ნაზრანის ძე დაოევის შესახებ და წარუმატებლად გაასაჩივრა ისინი სასამართლოში. 2007 წლის 6 თებერვლისა და 2008 წლის 8 ივლისის საბოლოო გადაწყვეიტლებებით ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი ძმისა და მეუღლის შესახებ. არ იკვეთება რომ მან რაიმე მოიმოქმედა 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებასთან მიმართებით.
49. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებლებს შეეძლოთ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებების და შესაბამისი საქმის მასალების მოპოვება როდესაც მოისურვებდნენ.
50. ორმოცდამერვე განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ამგვარი წვდომა მხოლოდ რამდენიმე განმცხადებელს შეექმნა.
D. 2005 წლის 13 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრების განთავსებისა და იდენტიფიცირების პირობები
1. განმცხადებლების თავდაპირველი მონათხრობი
51. იმ განმცხადებელთა განმარტებით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცხედრების ამოცნობაში 2005 წლის 13 და 14 ოქტომბრის მოვლენებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ცხედრები განთავსებული იყო ქალაქის მორგში და სხვა ადგილებზე, სრულიად არადამაკმაყოფილებელ პირობებში. კერძოდ კი ცხედრებს ასდიოდა მძაფრი სუნი, რადგანაც არ ხდებოდა საკმარისად გაყინვა და ქაოსურად იყო განთავსებული გროვად, ერთმანეთზე.
52. დაუდგენელ დღეს ქალბატონმა გ.გ. კუსხოვამ, ოცდამეათე განმცხადებლის ნათესავმა, წეილობითი საჩვარი წარადგინა იმის შესახებ, რომ ცხედრები გროვად იყო განთავსებული და ინახებოდა ქუჩის ტემპერატურაზე, მიუთითებდა რა რომ ზოგი გვამი იხრწნებოდა და ასდიოდა ლპობის მძაფრი სუნი. დაუდგენელ დღეს ქალბატონმა ფ. ნ. არხაგოვამ, ორმოცდამეორე განმცადებელმა განაცხადა, რომ მან ნახა ცხედრები სადაო მოვლენებიდან მეცხრე დღეს და ზოგიერთი მათგანი იხრწნებოდა და მათ ესეოდა მატლები. ბატონმა კერეშევმა, მეთექვსმეტე განმცხადებლის მეუღლემ განაცხადა, რომ 2005 წლის 15 ოქტომბერს ამოცნობის პროცესში მან ნახა, რომ ცხედრები გაშიშვლებული იყო და გროვად ეყარა. მსგავსი წერილობითი განმცხადებები გააკეთეს ბატონმა ალაკაევმა, მეხუთე განმცხადებლის ქმარმა და ქალბატონმა საბანჩევამ, პირველმა განმცხადებელმა.
53. განმცხადებელმა ვიდეო ჩანაწერები გააკეთეს თავიანთი ჩვენებების გასამყარებლად, მათ გადაიღეს მაცივარ ვაგონი შიგნიდან და დაადასტურეს, რომ ცხედრები გაშიშვლებული იყო და მათი ნაწილი გროვად იყო განთავსებული, ერთმანეთზე.
2. მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი 2005 წლის 6 დეკემბერს
54. სასამართლოს მიერ 2005 წლის 4 ნოემბერს მოპასუხე სახელმწიფოსთვის განმარტების მოთხოვნაზე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ქალაქზე თავდამსხმელთა ცხედრები განთავსებული იყო “ცხედრების გრძელვადიანად შესანახ ნაგებობაში, სადაც ყველა საჭირო მოწყობილობა იყო”.
3. გენერალური პროკურორის 2006 წლის 14 აპრილის წერილი
55. განმცხადებლების წერილის პასუხად, რომლითაც ისინი განმარტებას ითხოვდნენ [ცხედრების] შენახვის აუტანელი პირობების გამო, გენერალური პროკურორის სამსახური 2006 წლის 14 აპრილის წერილში აცხადებდა, რომ ცხედრებთან დაკავშირებით პროცედურული გადაწყვეტილების მიღებამდე ისინი ინახებოდა საგანგებოდ აღჭურვილ ოთახებში, სამაცივრე საკნებში სათანადო ტემპერატურაზე. სახელმწიფო ორგანოები არ ამჟღავნებდნენ სად ინახებოდა ცხედრები.
4. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებები ცხედრების შენახვასთან დაკავშირებით
56. 2007 წლის 22 მაისს თავის წერილობით მოსაზრებაში დასაშვებობასთან დაკავშირებით, მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ აღნიშნული მოვლენების შემდეგ ცხედრები თავდაპირველად გადაიგზავნა ნალჩიკის მორგში. შემდეგ ისინი გააშიშვლეს და ტანსაცმელი გაიგზავნა ექსპერტიზისთვის. ამის შემდეგ ყველა ცხედარი განათავსეს ორ სამაცივრე ვაგონში, რომელიც აღჭურვილი იყო შენახვისთვის აუცილებელი მოწყობილობით და გადაგზავნეს გენეტიკური შესწავლისთვის ქალაქში როსტოვი დონზე. მოპასუხე სახელმწიფო ასევე ადასტურებდა, რომ თავდასხმის დასრულებისთანავე არანაირი ნაგებობა არ იყო ხელმისაწვდომი ცხედრების შესანახად და სწორედ ეს მომენტი იყო აღბეჭდილი განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერში.
5. განმცხადებლების წერილობითი მოსაზრებები ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით
57. განმცხადებლების წერილობით მოსაზრებებში არ არის ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ოთხი განმცხადებლის - # 2, 8, 26 და 32, მონაწილეობას ამოცნობის პროცედურაში.
58. ცამეტი განმცხადებელი (## 4, 5, 6, 11, 14, 16, 30, 33, 36, 41, 44, 46 და 50) პირადად არ მონაწილეობდა ამოცნობის პროცედურაში, რადგანაც შესაბამისი ცხედრები სხვა პირებმა ამოიცნეს.
59. დარჩენილმა ოცდაცამეტმა განმცხადებელმა (## 1, 3, 7, 9, 10, 12, 13, 15, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 28, 29, 31, 34, 35, 37, 38, 39, 40, 42, 43, 45, 47, 48 და 49) წარმოადგინეს ხელნაწერი განცხადებები, რითაც დასტურდებოდა მათი პირადი მონაწილეობა ამოცნობის პროცესში...
60. განმცხადებლების განმარტებით, მათ შეეძლოთ ცხედრების ნახვა როგორც ნალჩიკის მორგში ისე ორ სამაცივრე ვაგონში, რომელიც გაჩერებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ცხედრების ნახვის შესაძლებლობა იშვიათად იყო, რადგანაც ამოცნობის პროცესში მონაწილეობის მიღების ნებართვას ყველას არ აძლევდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ცხედრების ნახვა არ იყო სათანადოდ დოკუმენტირებული.
61. ვინაიდან ცხედრების ნახვა შეზღუდული იყო, შესაბამისი ადგილების ირგვლივ როგორც წესი გარდაცვლილი ნათესავები ჯგუფებად ირეოდნენ.
6. მოპასუხე სახელმწიფოს მომდევნო წერილობითი მოსაზრებები ცხედრების ამოცნობის შესახებ
62. მოპასუხე სახელმწიფომ ნაწილობრივ სადაო გახადა განმცხადებლების წერილობითი მოსაზრებები. მან მიუთითა ამოცნობის ოქმებზე, რომლებიც ადასტურებდა, რომ 57-ე პარაგრაფში ჩამოთვლილი ოთხივე განმცხადებელი და ორმოცდამეოთხე განმცხადებელი, ქალბატონი ლიუბოვ მიხეილის ასული გონიბოვა, მონაწილეობდნენ ამოცნობაში. მოპასუხე სახელმწიფომ სადაო გახადა მეცხრე (ქალბატონი ანჟელიკა იურის ასული არხესტოვა), მეჩვიდმეტედან მეოცე განმცხადებლამდე (ბატონი ბეტალ მურადის ძე კერეფოვი, ბატონი მაგომედ ხასიმის ძე ატოიევი, ქალბატონი ჟანა ფიოდორის ასული იფრაიმოვა) და ოცდამეცხრე განმცხადებლის (ბატონი კარალბი მასადის ძე ამშაკოვი) პირადი მონაწილეობა ამოცნობაში. [მოპასუხე სახელმწიფომ] დაადასტურა 59-ე პარაგრაფში ჩამოთვლილ განმცხადებელთა მონაწილეობა.
63. მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებების თანახმად ყველა ცხედარი თავდაპირველად განთავსებული იყო ნალჩიკის მორგში. 2005 წლის 14-დან 18 ოქტომბრამდე განმცხადებლებმა შეისწავლეს ცხედრები და ტანსაცმელი. 2005 წლის 19 ოქტომბრიდან ცხედრები განათავსეს ორ სამაცივრე ვაგონში. 2005 წლის 1 ნოემბრიდან ვაგონები გადაიყვანეს ქალაქში როსტოვი დონზე მოლეკულურ გენეტიკური გამოკვლევისთვის და 2006 წლის 22 ივნისს ყველა ცხედარის კრემაცია მოხდა. 2005 წლის 13-დან 22 ოქტომბრამდე ამოცნობის პროცედურის ხელმძღვანელი პირი იყო საგამოძიებო ჯგუფის უფროსი, გამომძიებელი პ. 2005 წლის 22 ოქტომბრიდან ის შეცვალა გამომძიებელმა ს.-მ.
64. მოპასუხე სახელმწიფოს ბოლო წერილობითი მოსაზრებების თანახმად 2005 წლის 13 ოქტომბრის მოვლენების შედეგად ჯამში დაიღუპა თორმეტი სამოქალაქო პირი, ოცდათხუტმეტი პოლიციელი და სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერი და შეტაკების ოთხმოცდაშვიდი მონაწილე.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონის შესაბამისი ნორმები
65. სარიტუალო მომსახურებისა და დაკრძალვის შესახებ კანონი (# 8-FZ, თარიღი 12 იანვარი, 1996) შეიცავს შემდეგ დებულებებს:
მუხლი 3: დაკრძალვის რიტუალი
“ეს ფედერალური კანონი განმარტავს დაკრძალვის რიტუალს, როგორც პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედრის (ან ნეშტის) დაკრძალვის რიტუალს ჩვეუბლებისა და ტრადიციის მიხედვით, რაც არ ეწინააღმდეგება სანიტარულ ან სხვა მოთხოვნებს. დაკრძალვა შეიძლება განხორციელდეს ცხედრის (ან ნეშტის) მიწაში განთავსებით (დაკრძალვა სასახლით ან აკლდამაში), ან ცეცხლში (კრემაცია, ფერფლის შემცველი ურნის დაკრძალვით), ან წყალში (დაკრძალვა ზღვაში)...”
მუხლი 4: დაკრძალვის რიტუალის ადგილმდებარეობა
“1. დაკრძალვის რიტუალის შესრულების ადგილი საგანგებოდ გამოყოფილი [შესაბამისი წესების მიხედვით] სივრცეა, სასაფლაოთი გარდაცვლილთა ცხედრების (ნეშტის) დაკრძალვისთვის, გლოვის კედლებით გარდაცვლილთა ფერფლიანი ურნების განსათავსებლად, კრემატორიუმით ასევე ნაგებობებით გარდაცვლილთა დაკრძალვის ორგანიზებისთვის....”
მუხლი 5: გარდაცვალების შემდეგ ცხედართან პატივისცემით მოპყრობის შესახებ პირის სურვილის გაცხადება
“1. პირის სურვილის გაცხადება გარდაცვალების შემდეგ (გარდაცვლილის ანდერძი) მისი ცხედრის მიმართ პატივისცემით მოპყრობის შესახებ მოწმეთა თანდასწრებით ზეპირად, ან წერილობით გამოხატული სურვილია:
- გვამის გაკვეთაზე თანხმობის ან თანხმობის არ არსებობის შესახებ;
- სხეულის ორგანოების ან ქსოვილის გამოყენებაზე თანხმობის ან თანხმობის არ არსებობის შესახებ;
- კონკრეტულ ადგილზე განსაზღვრული ჩვეულებისა და ტრადიციის მიხედვით, უკვე გარდაცვლილ კონკრეტულ პირთა გვერდით დაკრძალვის შესახებ;
- კრემაციის შესახებ;
- ამ სურვილების შესრულების კონკრეტული პირისთვის მინდობა.
2. გარდაცვლილი პირის ცხედრის მიმართ პატივისცემით მოპყრობისთვის მიღებული ზომები უნდა გატარდეს მისი სურვილების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეუძლებელს ხდის მათ შესრულებას ან [ეროვნული] კანონმდებლობა სხვა წესს ადგენს.
3. როდესაც გარდაცვლილს არ განუცხადებია რაიმე სურვილი, ამ ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების უფლება აქვს მეუღლეს, ოჯახის წევრს (შვილებს, მშობლებს, ნაშვილებს და მშვილებლებს, ძმებს და დებს, შვილიშვილებს და ბებია-ბაბუას), სხვა ნათესავებს ან გარდაცვლილის წარმომადგენელს და ასეთი პირების არ არსებობის შემთხვევაში პირი, რომელმაც აიღო გარდაცვლილის დაკრძალვის ვალდებულება.”
მუხლი 6: გარდაცვლილის სურვილების აღმასრულებლები
“გარდაცვლილი პირის სურვილების შემსრულებლები უნდა იყვნენ გარდაცვლილის მიერ დასახელებული პირები, თუ ისინი დათანხმდებიან ამას. როდესაც ანდერძის აღმასრულებლების შესახებ კონკრეტული მითითება არ არის ან თუ დასახელებული პირები უარს აცხადებენ მის შესრულებაზე, გარდაცვლილის სურვილები უნდა აღასრულოს მეუღლემ, ოჯახის წევრმა ან სხვა ნათესავებმა ან წარმომადგენლებმა. გარდაცვლილის სურვილების აღსრულებაზე ჩამოთვლილ პირთა დასაბუთებული უარის შემთხვევაში, ის შეიძლება დაკრძალოს სხვა პირმა, ვინც დათანხმდა ამ ვალდებულების შესრულებას, ან დამკრძალავმა ბიურომ.”
მუხლი 7: გარდაცვლილის სურვილების აღსრულება დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებით
“1. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყველა ადამიანს გარანტირებული უნდა ქონდეს, რომ მისი გარდაცავლების შემდეგ დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებით მისი სურვილებით გათვალისწინებული იქნება, ცხედრის (ნეშტის) ან ფერფლის დაკრძალვისთვის უფასოდ მიწის ნაკვეთის გამოყოფით ფედერალური კანონის მიხედვით...”
მუხლი 8: გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებული გარანტიები
“გარდაცვლილის მეუღლე, ოჯახის წევრი, სხვა ნათესავი, წარმომადგენელი ან სხვა პირი, რომელმაც გარდაცვლილის დაკრძალვის ვალებულება იკისრა, სარგებლობს შემდეგი გარანტიებით:
(1) გარდაცვალების მიზეზის დადგენიდან ერთი დღის ვადაში გარდაცვლილის დაკრძალვისთვის აუცილებელი დოკუმენტების გაცემა; გარდაცვლილის გაკვეთისთვის მორგში განთავსების მიზეზების არსებობის შემთხვევაში, მეუღლის, ოჯახის წევრის, სხვა ნათესავების, წარმომადგენლის ან სხვა პირის, რომელმაც დაკრძალვის ვალდებულება იკისრა, მოთხოვნისამებრ ცხედრის გადაცემა უნდა მოხდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა; ...”
B. ტერორისტული საქმიანობისა და ტერორიზმის სამართლებრივი განმარტება
66. რუსეთის ფედერაციის #130-FZ კანონის (ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ) მე-3 მუხლით ტერორიზმი განმარტებულია შემდეგნაირად:
“... ძალადობა ან ძალადობის მუქარა ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ და ქონების ან სხვა მატერიალური ღირებულების მქონე ობიექტების განადგურება (ან დაზიანება) ან განადგურების (ან დაზიანების) მუქარა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ზრდის მნიშვნელოვან ქონებრივ დანაკარგებს ან მოიცავს სხვა სოციალურად საშიშ შედეგებს, ჩადენილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის, მოსახლეობის დაშინების ან სახელმწიფო ორაგნოებზე ზეწოლის განხორციელების მიზნებით, რათა მათ მიიღონ ტერორისტების სასარგებლო გადაწყვეტილებები ან დააკმაყოფილონ მათი უკანონო ქონებრივი და/ან სხვა ინტერესები; სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მისი სახელმწიფოებრივი ან სხვა პოლიტიკური მოღვაწეობის შეწყვეტის ან ამგვარი საქმიანობისთვის შურისძების მიზნით; ან საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელზე, ან საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის ოფიციალურ საცხოვრებელზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმა, თუ ეს განხორციელდა ომის ან საერთაშორისო ურთიერთობების დაძაბვის მიზნით.”
67. ამ კანონის მიზნებისთვის ტერორისტული საქმიანობა გულისხმობს:
“(1) ტერორისტული აქტის ორგანიზებას, დაგეგმვას, მომზადებას და ჩადენა;
(2) ტერორისტული აქტის ჩადენის ან ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ძალადობის, ან ტერორისტული მიზნებით მატერიალური ღირებულების ობიექტების განადგურების წახალისება;
(3) უკანონო შეიარაღებული ძალების, დანაშაულებირვი ასოციაციის (დანაშაულებრივი ორგანიზაციის) ან ტერორისტეული აქტების ჩასადენად ორგანიზებული ჯგუფის ან მათში მონაწილეობის ორგანიზება;
(4) ტერორისტების მომზადება, შეიარაღება, სწავლება და დაქირავება;
(5) ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორისტული დაჯგუფების განზრახი დაფინანსება ან მათთვის რაიმე სახის დახამრების აღმოჩენა.”
68. მე-3 მუხლი ტერორისტულ აქტს განმარტავს შემდეგნაირად:
“... ტერორისტული ხასიათის დანაშაულის ჩადენა აფეთქების, ან ხანძრის გაჩენის, ბირთვული ასაფეთქებელი საშუალების ან რადიოაქტიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ასაფეთქებელი, ტოქსიკური ან მძიმე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ან გამოყენების მუქარის ფორმით; სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა ობიექტების განადგურება, დაზიანება ან ჩამორთმევა; სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, ან ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების წარმომადგენლების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა; მძევლების აყვანა ან პირების გატაცება; პირთა განუსაზღვრელი რაოდენობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის საფრთხის შექმნა ავარიების ან ტექნოლოგიური ხასიათის უბედური შემთხვევისთვის პირობების, ან ამგვარი საშიშროების რეალური საფრთხის შექმნით; მუქარის გავრცელება ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით; სხვა ქმედებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, განაპირობებს ქონების მნიშვნელოვან დანაკარგს, ან მოიცავს სხვაგვარ სოციალურად საშიშ შედეგებს.”
69. იმავე მუხლით ტერორისტი განმარტებულია როგორც:
“... პირი, რომელიც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობს ნებისმიერი ფორმით.”
C. ტერორისტთა დაკრძალვის მარეგულირებელი კანონმდებლობა
70. 2002 წლის 26 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ქალაქ მოსკოვში, ნორდ-ოსტის თეატრში, რაც უკავშირდებოდა მძევლების აყვანას და გამოიწვია მძიმე დანაკარგები, მათ შორის ათობით მძევალის გარდაცვალება (იხილეთ ფინოგენოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Finogenov and Others v. Russia), ## 18299/03 და 27311/03, §§ 8-14, ECHR 2011 (ამონარიდები)).
71. თავდასხმის შემდეგ მალევე, 2002 წლის 11 დეკემბერს, რუსეთმა ცვლილებები შეიტანა ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, რომელსაც დაემატა 161 მუხლი, რომლის თანახმადაც:
“ტერორისტული აქტის ჩახშობის შედეგად გარდაცვლილი ტერორისტების დაკრძალვა უნდა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დადგენილი წესით. მათი ცხედრები არ უნდა გადაეცეთ დაკრძალვისთვის და მათი საფლავები არ უნდა გამჟღვანდეს.”
72. იმავე დღეს რუსეთში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ (FZ - #170), რომელსაც დაემატა შემდეგი შიანარსის 141 მუხლი:
“პირები, რომელთა წინააღმდეგაც ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება შეწყდა აღნიშნული ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად გარდაცვალების საფუძვლით, უნდა დაიკრძალონ რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დადგენილი პროცედურის თანახმად. მათი ცხედრები არ უნდა გადაიცეს დაკრძალვისთვის და მათი საფლავები არ უნდა გამჟღავნდეს.”
73. ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ კანონის 161 მუხლის საფუძველზე მიღებული, რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2003 წლის 20 მარტის #164 დადგენილებით, განისაზღვრა ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის პროცედურა:
“... 3. ამ პირების დაკრძალვა უნდა მოხდეს გარდაცვალების ადგილის მიხედვით და უნდა განახორციელონ დაკრძალვის ცერემონიაში სპეციალიზებულმა სააგენტოებმა, რომლებიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელის ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ...
4. [ამ] პირების დაკრძალვასთან დაკავშირებით სპეციალიზებული დამკრძალავი სააგენტოს მიერ მიწოდებული მომსახურება მოიცავს: დაკრძალვისთვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება; ცხედრის გაპატიოსნება; სასახლით უზრუნველყოფა; ცხედრის (ნეშტის) გადატანა დაკრძალვის ადგილზე (კრემაცია); დაკრძალვა.
ცხედრის (ნეშტის) დაკრძალვის ადგილზე გადატანა (კრემაცია) რკინიგზის ან საჰაერო გზით ხორციელდება დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე.
დაკრძალვის ადგილი უნდა განისაზღვროს დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონით დადგენილ შეზღდვებზე მითითებით.
5. დაკრძალვის მიზნებისთვის ოფიციალური წინასწარი გამოძიების მიერ უნდა გადმოიგზავნოს აუცილებელი დოკუმენტები სპეციალიზებული დამკრძალავი სააგენტოს განსასაზაღვრად, მათ შორის [ამ] პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება; გარდაცვალების დამადასტურებელი შეტყობინება მან ასევე უნდა გაგზავნოს სამოქალაქო რეესტრში პირის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. [შესაბამისი] პირის ნათესავებს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს თანამდებობის პირმა, რომელიც აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, იმის შესახებ თუ რეესტრის რომელი სამსახურიდან შეეძლებათ მათ გარდაცვალების მოწმობის აღება.
7. წინასწარი გამოძიების წარმომადგენელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით [ამ] პირების ნათესავებს შესაძლოა გადაეცეთ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტების ასლები, რომელიც სამედიცინო ორგანიზაციამ გასცა და გვამის გაკვეთის დასკვნა; პირადი ნივთებიც ასევე უნდა დაუბრუნონ [ნათესავებს] თუკი კონფისკაციას არ ექვემდებარება.
8. სპეციალიზებულმა დამკრძალავმა სააგენტომ უნდა წარმოადგინოს ანგარიში შესრულებული დაკრძალვის შესახებ, რაც ეგზავნება წინასწარი გამოძიების მწარმოებელ თანამდებობის პირს; ეს ანგარიში სისხლის სამართლის საქმის ნაწილი ხდება.”
D. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის # 16-P გადაწყვეტილება
74. 2011 წლის 14 ივლისს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ შეისწავლა ორი პირის მიერ წარდგენილი საჩივარი, რომლებიც ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24.1.4 მუხლს (სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის საფუძვლები) და 254.1 მუხლს (სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა სასამართლო განხილვის ეტაპზე). სასამართლომ დაადგინა ზემოთ აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობა სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილის (ან ბრალდებულის) გარდაცვალების საფუძვლით, მისი ახლო ნათესავებისგან თანხმობის მიღების გარეშე, შეწყვეტასთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად სასამართლომ აღნიშნა შემდეგ:
“... პირის უფლებების ძირითად პროცედურულ გარანტიები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპციის პატივისცემა დაცული უნდა იყოს არამარეაბილიტირებელ გარემოებებში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას. წინასასამართლო ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის დაწყებაზე უარის თქმისას ან საქმის შეწყვეტისას კომპეტენტური ორგანოებისთვის ათვლის წერტილი უნდა იყოს, რომ პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა [რომელიც არ გამოცხადდა დამნაშავეს] არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ბრალეული - კონსტიტუციური თვალსაზრისით ეს პირი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სისხლის სამართის საქმის წარმოებაში ჩართული შესაბამისი ეჭვის ან ბრალდების ეტაპზე...
ამავდროულად, ეჭვმიტანილის (ან ბრალდებულის) გარდაცვალების საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტით [შესაბამისი ორგანო] წყვეტს მისი ბრალის დადგენის პროცესს მაგრამ ამ შემთხვევაში ბრალდება ან ეჭვი არ ქარწყლდება, პირიქით: რეალურად [შესაბამისი ორგანო] ასკვნის დანაშაულებრივი ქმედების კონკრეტული პირის მიერ ჩადენას და სისხლის სამართლის ბრალდების გაგრძელების შეუძლებლობას პირის გარდაცვალების გამო. ამ ლოგიკით ეს პირი განაჩენის გამოტანის ან ძალაში შესვლის გარეშე ცხადდება დამნაშავედ და ეს წარმოადგენს სახელმწიფოს ვადებულების დარღვევას, უზრუნველყოს ამ პირის კონსტიტუციით [სხვადასხვა ნორმებით] დაცული ღირსების, პატივისა და რეპუტაციის სასამართლოსმიერი დაცვა და რაც შეეხება იმ პირებს, ვისი ინტერესებიც შეიძლება შეილახოს ამ გადაწყვეტილებით, ამით ირღვევა მათი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება...
... [სხვა სიტყვებით] სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა არამარეაბილიტირებელ გარემოებებზე მითითებით ზოგადად შესაძლებელია თუკი სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონაწილეთა უფლებები დაცულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობს ეჭვმიტანილის (ან ბრალდებულის) თანხმობის მოპოვების აუცილებლობა]...
თუმცა, თუკი განსახილველი პირი აპროტესტებს [ამგვარ გადაწყვეტლებას], ის უფლებამოსილი უნდა იყოს საქმის მის წინააღმდეგ წარმოებაზე სასამართლოს მიერ მისი განხილვის სტადიამდე...
[სასამართლომ შესაბამისი ეროვნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს, რომ [გარდაცვლილი პირის ნათესავებს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა] აქვთ უფლებები, რაც შესაძლებელს გახდის მათთვის მათი გარდაცვლილი ნათესავის უფლებების დაცვას, რომელიც ფორმალურად ბრალეულად ცნეს. ვინაიდან დაინტერესებული პირები და პირველ ყოვლისა გარდაცვლილის ახლო ნათესავები არ არიან უფლებამოსილი ჩაერთონ საქმის წარმოებაში, [შესაბამისი] პროცესუალური გადაწყვეტილებები მიიღება გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე...
ამგვარი შეზღუდვებს არ აქვს ობიექტური ან გონივრული დასაბუთება და შესაბამისად წარმოადგენს [შესაბამის პირთა კონსტიტუციური უფლებების] დარღვევას ...
[სასამართლო ასევე ადგენს რომ] გარდაცვლილი პირის ახლო ნათესავების უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვა ... მიმართული მისი რეაბილიტაციის [უზრუნველყოფაზე] უნდა განხორციელდეს მათთვის აუცილებელი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებით და შედეგად უნდა განაპირობოს სამართლებრივი უფლებები სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში ...
[სასამართლომ ასკვნის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები არ არის საკმარისი დაინტერესებული პირებისთვის სასამართლოსმიერი დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად]...
[შესაბამისად, საქმეებზე სადაც] ახლო ნათესავები აპროტესტებენ სისხლის სამართლის საქმის განხილვის შეწყვეტას ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის გარდაცვალების საფუძვლით, კომპეტენტურმა საგამოძიებო ორგანომ ან სასამართლომ უნდა განაგრძოს საქმის შესწავლა. ამავდროულად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა ისარგებლონ იგივე უფლებებით, რაც გარდაცვლილ პირს [თავად] ექნებოდა...“
E. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები
75. სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის (“მკველობა”) შესაბამის დროს მოქმედი რედაქიით:
“1. მკვლელობა არის სხვა პირის სიცოცხლის განზრახი მოსპობა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.”
76. სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლი 2007 წლის 1 იანვარს, 2006 წლის 27 ივლისის # 153-FZ ფედერალური კანონის ძალაში შეცვლამდე წარმოდგენილი იყო შემდეგი რედაქციით:
“1. ტერორიზმი, რაც გულისხმობს აფეთქებას, ხანძრის გაჩენას ან სხვა ქმედებას, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ან წარმოშობს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს ან სხვა სოციალურად საშიშ შედეგებს, თუკი ამგვარი ქმედება ჩადენილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების შერყევის, მოსახლეობის დაშინების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ან იგივე მიზნებით ამგვარი მოქმედების ჩადენის მუქარა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე...”
77. იგივე 2006 წლის 27 ივლისის ფედერალური კანონით სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის სახელი შეიცვალა და შევიდა ცვლილებები, ეწოდა “ტერორისტული აქტი” და წარმოდგენილია შემდეგი რედაქციით:
“1. აფეთქება, ხანძრის გაჩენა ან სხვა ქმედება, საყოველთაო შიშის დათესვა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენება ან სხვა მძიმე შედეგები, სახელმწიფო ორგანოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ან იგივე მიზნებით ამგვარ ქმედებათა განხორციელების მუქარა ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე.”
...
III. სხვა შესაბამისი წყაროები
91. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონის 14.1 მუხლის შესატყვისი ნორმა.
92. მათ ასევე განმარტეს, რომ მსგავსი პრაქტიკა დე ფაქტო არსებობდა ისრაელში და გამოიყენებოდა ადმინისტრაციულ დონეზე, მაგრამ მისი კოდიფიცირება არ მომხდარა. მათ მიუთითეს 2002 წლის 14 აპრილის # HCJ 3114/02 გადაწყვეტილებაზე ბარაკე და სხვები თავდაცვის სამინისტროსა და სხვების წინააღმდეგ (Barake and Others v. Minister of Defence & Others), რომელზე ისრაელის მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ დაგმო ეს პრაქტიკა. განმცხადებლების განმარტებით, 2004 წელს ისრაელის სახელმწიფო ორგანოებმა გამოაცხადეს, რომ მათ შეწყვიტეს პალესტინელებისთვის ცხედრების დაბრუნებაზე უარის თქმის პრაქტიკა, “გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა”.
93. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შვიდ მოსაზრებაზე, რაც გაიცა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე ბელორუსის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე, სადაც სახელმწიფო ორგანოებმა სიკვდილმისჯილი პატიმრის ნათესავებს უარი განუცხადეს სასჯელის აღსრულების თარიღის შეტყობინებაზე, დაკრძალვისთვის ცხედრის დაბრუნებაზე და დაკრძალვის ადგილის გამხელაზე (#. 886/1999, ბონდარენკო ბელორუსის წინააღმდეგ (Bondarenko v. Belarus), 3 აპრილი, 2003, პარაგრაფი 10.2; # 887/1999, ლიუშკევიჩი ბელორუსის წინააღმდეგ (Lyashkevich v. Belarus), 3 აპრილი, 2003, პარაგრაფი 9.2; # 915/2000, სულთანოვა უზბეკეთის წინააღმდეგ (Sultanova v. Uzbekistan), 30 მარტი, 2006, პარაგრაფი 7.10; # 959/2000, ბაზაროვა უზბეკეთის წინააღმდეგ (Bazarova v. Uzbekistan), 14 ივლისი, 2006, პარაგრაფი 8.5; # 973/2001, ხალილოვა ტაჯიკეთის წინააღმდეგ (Khalilova v. Tajikistan), 30 მარტი, 2005, პარაგრაფი 7.7; # 985/2001, ალიბოევა ტაჯიკეთის წინააღმდეგ (Aliboeva v. Tajikistan), 18 ოქტომბერი, 2005, პარაგრაფი 6.7; # 1044/2002, შუქუროვა ტაჯიკეთის წინააღმდეგ (Shukurova v. Tajikistan), 17 მარტი, 2006, პარაგრაფი 8.7). კერძოდ კი საქმეზე ალიბოევა ტაჯიკეთის წინააღმდეგ (Aliboeva v. Tajikistan) (# 985/2001) ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა შემდეგი:
“6.7 კომიტეტმა ჩაინიშნა საჩივრის ავტორის განაცხადი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა არ შეატყობინეს მას მისი ქმრის სიკვდილით დასჯის შესახებ, არამედ განაგრძობდნენ მისი სახელით მასთან მოლაპარაკებებს მისი დასჯის შემდეგ. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონი სიკვდილმისჯილი პირის ოჯახს არ ანიჭებს უფლებას, ინფორმირებული იყოს სიკვდილით დასჯის თარიღის ან დასჯილი პირის დაკრძალვის ადგილის ადგილმდებარეობის შესახებ. კომიტეტისთვის გასაგებია საჩივრის ავტორისთვის, როგორც დასჯილი პატიმრის მეუღლისთვის, მისი სიკვდილით დასჯის გარემოებების ასევე მისი საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ დაუსრულებელი გაურკვევლობით მიყენებული განგრძობადი შფოთვა და სულიერი ტკივილი. ის მიუთითებს, რომ დასჯის თარიღისა და დაკრძალვის ადგილის გასაიდუმლოება, ასევე ცხედრის დაკრძალვისთვის გადაცემაზე უარი, ოჯახებზე ზეწოლის ან დასჯის შედეგების მქონეა, მათი გაურკვევლობაში და სულიერ მღელვარებაში დატოვების გზით. კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ თავდაპირველ ეტაპზე საჩივრის ავტორისთვის მისი მეუღლის დასჯის შეუტყობინებლობა და დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა უტოლდება საჩივრის ავტორის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, პაქტის მე-7 მუხლის დარღვევით”.
94. განმცხადებლები ასევე ეყრდნობიან ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებას საქმეზე სოფელი მოივანა სურინამის წინააღმდეგ (Moiwana Village v. Suriname) (ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო, (სერია C) # 145 (2005). ამ საქმეზე სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს დაესხნენ სოფელ მოივანას 1986 წელს და დახოცეს ნძუკას კლანის ოცდაცხრამეტი წევრი (86.15 პარაგრაფი). სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გადარჩენილებს აუკრძალეს ცხედრების მოწესრიგება. მოგვიანებით დადგინდა, რომ რამდენიმე ცხედრის კრემაცია მოხდა. სასამართლომ გაითვალისწინა ნძუკას განსაკუთრებული დაკრძალვის რიტუალი და აღნიშნა, რომ:
“86(7). ნძუკას აქვს განსაკუთრებული რიტუალები, რომლის დაცვაც აუცილებელია თემის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. მთელი რიგი რელიგიური ცერემონიებისა უნდა ჩატარდეს, რისი დასრულებაც ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდს საჭიროებს; ეს რიტუალები მოითხოვს თემის იმაზე მეტი წევრის მონაწილეობას ან იმაზე მეტი რესურსის გამოყენებას, ვიდრე სხვა ცერემონიები ნძუკას თემში.
86(8). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდაცვლილთა ნეშტის ფიზიკურად ფლობა, რადგანაც ნძუკას სამგლოვიარო რიტუალი ცხედრის მიმართ განსაკუთრებულ მოპყრობას ითვალისწინებს და ის უნდა დაიკრძალოს შესაბამისად განსაზღვრული ჯგუფისთვის გამოყოფილ მიწაზე. მხოლოდ ისინი, რომელნიც ეშმაკს ეზიარნენ ვერ მიიღებენ ღირსეულ დაკრძალვას. უფრო მეტიც, მარონთა ყველა თემში კრემაცია მიჩნეულია მეტად შეურაცხმყოფელად.
86(9). თუკი დაკრძალვის სხვადასხვა რიტუალი არ განხორციელდა ნძუკას ტრადიციის შესაბამისად, ეს ჩაითვლება მორალურ დანაშაულად, რაც განარისხებს არა მხოლოდ გარდაცვლილის სულს, არამედ ასევე შეიძლება შეურაცხყოს თემის სხვა წინაპრები. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს მთელ რიგ ‘სულების მიერ გამოწვეულ დაავადებას’ რაც გამოვლინდება რეალური ფიზიკური დაავადებების სახით და შეიძლება დააზიანოს მთელი ბუნებრივი შთამომავლობა. ნძუკას სჯერა, რომ ამგვარი დაავადებები არ იკურნება თავისთავად, არამედ უნდა აღმოიფხვრას კულტურული და რიტუალური საშუალებებით; წინააღმდეგ შემთხვევებში ეს პირობები გადავა თაობებზე.”
95. ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების მე-100 პარაგრაფში მიუთითა, რომ განმცხადებლების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის უფელბათა ამერიკული კონვენციის მე-5 მუხლის წინააღმდეგ, რადგანაც:
“... მოივანას თემის წევრების ტანჯვის ერთერთი მთავარი წყაროა ის, რომ მათ არ იციან მათთვის საყვარელი ადამიანების ნესტის შესახებ არაფერი და შესაბამისად ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, პატივი მიაგონ და დაკრძალონ ისინი ნძუკას კულტურის ძირითადი წესების შესაბამისად. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაგებია, რომ თემის წევრები ტრავმირებული დარჩნენ რამდენიმე ცხედრის დაწვის შესახებ ინფორმაციის მიღებით...”.
96. სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში (გადაწყვეტილების 208-ე პარაგრაფი) სურინამის მთავრობას დაევალა:
“... 1986 წლის შეტაკებისას დაღუპული მოივანას თემის წევრების ნეშტის სასწრაფო გამოვლენა. სახელმწიფოს მიერ ამ ნეშტის აღმოჩენის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეთ თემის გადარჩენილ წევრებს, იმისათვის რომ გარდაცვლილებს პატივი მიაგონ ნძუკას კულტურის რიტუალის შესაბამისად”.
კანონმდებლობა
...
II. კონვენციის მე-3 მუხლის გაცხადებული დარღვევა
101. განმცხადებლები ჩიოდნენ იმ პირობების გამო, რომელშიც მათი გარდაცვლილი ნათესავების ცხედრები ინახებოდა ამოცნობის პროცესში. ისინი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამოცნობის პროცესში მათი პირადად მონაწილეობის გარემოებებთან დაკავშირებით. განმცხადებლების განმარტებით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამგვარმა მოპყრობამ მათ განაცდევინა იმგვარი სულიერი ტანჯვა, რომ ეს უტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომლითაც დადგენილია:
“არავინ შეიძლება დაექვემდებარეოს წამებას, არაადამუანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
102. განმცხადებლები ამყარებდნენ თავიანთ საჩვრებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამოცნობაში მონაწილე პირთა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სია არ იყო სრული.
103. მოპასუხე სახელმწიფო არ დაეთანხმა. მან განაცხადა, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ ცხედრები პირველ რიგში გადაიგზავნა ნალჩიკის მორგში, სადაც ისინი გააშიშვლეს და ტანსაცმელი ექსპერტიზისთვის გადაიგზავნა. ამის შმედეგ ცხედრები განთავსდა ორ ვაგონ-მაცივარში, რომლებიც აღჭურვილი იყო ყველა აუცილებელი შესანახი მოწყობილობით. მოგვიანებით ცხედრები გადაიგზავნა ქალაქში როსტოვი დონზე, გენეტიკური შესწავლისთვის. მოპასუხე სახელმწიფომ აღიარა, რომ თავდასხმის დასრულებისთანავე ხელმისაწვდომი არ იყო რაიმე ნაგებობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ცხედრების შენახვა და შესაძლოა ამას ასახავდა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე აღნიშნა, რომ ამოცნობის პროცესში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო.
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
104. სასამართლომ არაერთხელ განსაზღვრა, რომ მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ ძირითად ღირებულებას. ყველაზე რთულ ვითარებაში კი, როგორიცაა ტერორიზმის ან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების უმრავლესი მატერიალური ნორმისგან განსხვავებით, მე-3 მუხლში არ არის მითითებული რაიმე გამონაკლისი და არანაირი გადახვევა არ არის შესაძლებელი მე-15 მუხლიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ საზოგადოებრივ საგანგებო ვითარებაშიც კი (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, აკსოი თურქეთის წინააღმდეგ (Aksoy v. Turkey), 18 დეკემბერი, 1996, § 62, გადაწყვეტილებებისა და განჩნებების ანგარიშები 1996-VI). არასათანადო მოპყრობა არ უნდა გაცდეს სისასტიკის მინიმალურ დონეს, იმისათვის რომ მოექცეს მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამ მინიმუმის შეფასება შედარებითია: ის დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და/ან მენტალური შედეგები და ზოგიერთ შემთხვევებში მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), 18 იანვარი 1978, § 162, სერია A # 25).
105. რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით, სახელმწიფო ორგანოების მიერ ინიცირებული უშიშროების ოპერაციების მსხვერპლთა ნათესავების მიერ ინიცირებულ საჩივრებს მორალურ ტანჯვასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა შემზღუდავი მიდგომა, განაცხადა რა, რომ მაშინ როცა “გაუჩინარებული პირის” ოჯახის წევრს შეუძლია ამტკიცოს, რომ არის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლი (იხილეთ კურტი თურქეთის წინააღმდეგ (Kurt v. Turkey), 25 მაისი, 1998, §§ 130-34, ანგარიშები 1998‑III), ეს პრინციპი ყოველთვის ვერ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დაკავებული პირი მოგვიანებით გარდაცვლილი აღმოჩნდა (იხილეთ, მაგალითად თანლი თურქეთის წინააღმდეგ (Tanlı v. Turkey), # 26129/95, § 159, ECHR 2001‑III; იასინ ათესი თურქეთის წინააღმდეგ (Yasin Ateş v. Turkey), # 30949/96, § 135, 31 მაისი, 2005; და ბიტიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Bitiyeva and Others v. Russia), # 36156/04, § 106, 23 აპრილი 2009). ამგვარ საქმეებზე სასამართლო როგორც წესი გადწყვეტილებას იღებს მე-2 მუხლთან მიმართებით. მეორეს მხრივ, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა განმცხადებლების მიერ უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მათ თვალწინ მათი სახლებისა და ქონების დაწვის შედეგად გადატანილი სულიერი ტანჯვის საფუძველზე (იხილეთ სელჩუკი და ასკერი თურქეთის წინააღმდეგ (Selçuk and Asker v. Turkey), 24 აპრილი 1998, §§ 77-80, ანგარიშები 1998‑II; იოილერი თურქეთის წინააღმდეგ (Yöyler v. Turkey), # 26973/95, §§ 74-76, 24 ივლისი, 2003; და აიდერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Ayder and Others v. Turkey), # 23656/94, §§ 109-11, 8 იანვარი, 2004).
106. და ბოლოს, სასამართლო ამტკიცებს მის მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც არასათანადო მოპყრობის ბრალდებები უნდა გამყარდეს შესაბამისი მტკიცებულებით (იხილეთ, mutatis mutandis, კლაასი გერმანიის წინააღმდეგ (Klaas v. Germany), 22 სექტემბერი 1993, § 30, სერია A # 269). ამ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულების სტანდარტს “გონივრულ ეჭვს მიღმა”, მაგრამ დასძენს, რომ ამგვარი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს შესაბამისად საკმარისად მყარი, ნათელი და შეთანხმებული ჩარევის ან მსგავსი ფაქტების უტყუარი პრეზუმპციის თანაარსებობიდან (იხილეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 161).
2. ამ პრინციპების მოქმედება
107. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2005 წლის 14-დან 18 ოქტომრამდე 2005 წლის 13-14 ოქტომბრის მოვლენების შედეგად დაღუპულთა ცხედრები განმთავსებული იყო ქალაქ ნალჩიკის მორგში და 2005 წლის 19-დან 31 ოქტომბრამდე ისინი იმყოფებოდა ნალჩიკის გარეუბანში ორ ვაგონ-მაცივარში (იხილეთ 51-53 და 63-ე პარაგრაფი მაღლა). ასევე დავის საგანს არ წარმაოდგენს, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ გადაამეტა იმ რაოდენობას, რისი განთავსებაც შესაძლებელი იყო ადგილობრივ დონეზე შესაბამის ნაგებობებში და რომ პირველი ოთხი დღის განმავლობაში ცხედრების ნაწილი გარეთ იყო განთავსებული.
108. სასამართლოს მცირე ეჭვი აქვს, რომ ცხედრების შენახვის პირობების გათვალისწინებით განმცხადებლებს, როგორც გარდაცვლილთა ნათესავებს, შეეძლოთ ამასთან მიმართებით სულიერი ტანჯვის განცდა. ეს მით უფრო დასტურდება, თუკი ისინი ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ პირადად ამოცნობის პროცესში. სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მინიმუმ ოცდათვრამეტმა განმცხადებელმა პირადად მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, #1, 2, 3, 7, 8, 9, 10, 12, 13, 15, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 31, 32, 34, 35, 37, 38, 39, 40, 42, 43, 44, 45, 47, 48 და 49 (იხილეთ 57‑59 და 62-ე პარაგრაფები).
109. სასამართლოს ამოცანაა, დაამტკიცოს, საქმის კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით განცდილ ტანჯვას ქონდა თუ არა იმგვარი მაშტაბი, რომ მოქცეულიყო მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში.
110. სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება “გაუჩინარების” ან უშიშროების ძალების მიერ არა-ლეგიტიმური მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმეებისგან (იხილეთ, მაგალითად, ლულუიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Luluyev and Others v. Russia), # 69480/01, §§ 116-118, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები)). წინამდებარე საქმეზე განმცხადებლების ნათესავთა გარდაცვალება არ იყო გამოწვეული სახელმწიფო ორგანოთა კონვენციის მე-2 მუხლის საწინააღმდეგო მოქმედებით (განმცხადებელთა ნათესავების გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები იხილეთ მე-6 და მე-7 პარაგრაფებში მაღლა და შეადარეთ მაგალითად საქმეს ესმუხამბეტოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Esmukhambetov and Others v. Russia), # 23445/03, §§ 138‑151 და 190, 29 მარტი, 2011). განმცხადებელთან მიმართებით არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი იტანჯებოდნენ მათი ნათესავების გაურკვეველი ბედის შესახებ განგრძობადად, ვინაიდან თავდასხმიდან მალევე ჩატარებულ ამოცნობის პროცესში მონაწილეობის მიზანი სწორედ მათი ნათესავების აღმოჩენა იყო (იხილეთ 63-ე პარაგრაფი მაღლა და შეადარეთ საქმეს ლულუევი და სხვები (Luluyev and Others), ციტირება მაღლა, §§ 116-118).
111. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება თურქეთის წინააღმდეგ საქმეებისგან რომლებიც ეხებოდა ქონების განზრახ განადგურებას, რისი მოწმეებიც განმცხადებლები გახდნენ. კერძოდ კი, საქმეზე სელჩუკი და ასკერი (Selçuk and Asker) სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების სახლების განადგურების ფორმა, კერძოდ კი ის რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, განხორციელდა შეურაცხმყოფელად და განმცხადებლების გრძნობებისთვის პატივისცემის გარეშე, რომელთა პროტესტის იგნორირებაც მოხდა (იხილეთ სელჩუკი და ასკერი (Selçuk and Asker), ციტირება მაღლა, § 77), და, ამის გათვალისწინებით, დაადგინა, რომ უშიშროების ძალების მოქმედება უტოლდებოდა “არაადამინურ მოპყრობას” კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობისთვის. დასაბუთების იგივე ხაზი გამოიკვეთა საქმეზე იოილერი (Yöyler) და აიდერი და სხვები (Ayder and Others) (ორივე ციტირება მაღლა). ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე უშიშროების ძალებმა დაწვეს განმცხადებლების სახლები და ქონება, მათთვის ტანჯვის მიყენების ფორმით, რამაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა ამასთან მიმართებით დაედგინა მე-3 მუხლის დარღვევა.
112. თუმცა, წინამდებარე საქმეზე, სასამართლოს არ აქვს მტკიცებულება, რომელიც მას მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა. მართალია, რომ როგორც ეს მოპასუხე სახელმწიფომ აღიარა, პირველი ოთხი დღის განმავლობაში ადგილობრივად არსებული ნაგებობები არ იყო საკმარისი ყველა ცხედრის შესანახად (იხილეთ 56-ე პარაგრაფი მაღლა) და რომ ამის შემდეგაც ცხედრები გროვად იყო განლაგებული ვაგონ-მაცივარში (იხილეთ 53-ე პარაგრაფი მაღლა). თუმცა, დარღვევები გამოწვეული იყო 2005 წლის 13-14 ოქტომბრის მოვლენების ბუნებიდან გამომდინარე ობიექტური ლოჯისტიკური სირთულეებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით და რთულია იმის გაცხადება, რომ მიზნად ისახავდა განმცხადებლების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, კერძოდ კი მათთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას.
113. თუ შევაჯამებთ, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ ამ გარემოებებს შეეძლო გამოეწვია 108-ე პარაგრაფში ჩამოთვლილი განმცხადებლების ან სხვა განმცხადებლების ტანჯვა, რომლებისთვისაც მარტივად ცნობილი იყო მათი ნათესავების ცხედრების რთულ პირობებში განთავსების შესახებ, იმ ფარგლებში და ისეთი ხასიათის, რაც განსხვავდება ემოციური დაძაბულობისგან, რაც გარდაუვალია მსგავს ვითარებაში გარდაცვლილი პირების ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. შესაბამისად სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა წინამდებარე საქმის გარემოებებში.
III. კონვენციის მე-8 მუხლის გაცხადებული დარღვევა
114. კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, განმცხადებლები ასევე ჩიოდნენ მათთვის გარდაცვლილი ნათესავების ცხედრების დაბრუნებაზე სახელმწიფო ორგანოების უარის გამო. კონვენციის ეს მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
კონვენციის მე-8 მუხლი
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
115. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო ორგანოების 2006 წლის 15 მაისის უარი ცხედრების დაბრუნებაზე უკანონო და არაპროპორციული იყო. პირველ ყოვლისა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ უარი უკანონო იყო, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ორგანოებს დაევალათ მხოლოდ გამოძიების შედეგების შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება ცხედრების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც მათ აშკარად არ შეასრულეს. მეორე, კანონმდებლობაში არსებობდა ბუნდოვანი ტერმინები “ტერორისტული ქმედება”, “ტერორისტული საქმიანობა” და “ტერორისტული აქტი” და ასევ ბუნდოვანი იყო კრემაციის პოლიტიკა (განმცხადებლები შეურაცხყოფილები იყვნენ იმით, რომ მოხდა მათი ნათესავების კრემაცია და არა დაკრძალვა); კონკრეტული თანამდებობის პირი, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით; სააპელაციო გასაჩივრების პროცედურა; დაკრძალვის თარიღის გამჟღავნების პოლიტია; და დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების საჭიროება. მესამე, მათ განაცხადეს, რომ ეს ღონისძიება არაპროპორციული იყო, რადგანაც არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობდა მსგავსი კანონმდებლობა; მართალია ისრაელის სახელმწიფო ორგანოებს ქონდათ მსგავსი ადმინისტრაციული პოლიტიკა, მაგრამ ეს დაგმეს ისრაელის სასამართლოებმა; ის რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს ამგვარ მოპყრობას და სახელმწიფო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი იყო სხვა, ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებები ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
2. მოპასუხე სახელმწიფო
116. მოპასუხე სახელმწიფო აცხადებდა, რომ განმცხადებლების ნათესავების ცხედრების დაბრუნებაზე უარის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ, დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონების და ტერორიზმთან ბრძოლის ბრძანების თანახმად და გამართლებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში მოცემული დასაბუთების ჭრილში (33-35 პარაგრაფები). ყველა განმცხადებელმა მიიღო ოფიციალური შეტყობინება და პასუხები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და ამ გადაწყვეტილებებთან მიმართებით სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.
B. სასამართლოს შეფასება
1. მე-8 მუხლის მოქმედება ვრცელდება თუ არა წინამდებარე საქმეზე
117. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მე-8 მუხლთან მიმართებით მისი პრეცედენტული სამართლის თანახმად “პირადი ცხოვრებისა” და “ოჯახური ცხოვრების” კონცეფციები ფართოა და არა ექვემდებარება ამოწურვას (იხილეთ, მაგალითად, პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), # 2346/02, § 61, ECHR 2002‑III). საქმეებზე პანულო და ფორტე საფრანგეთის წინააღმდეგ (Pannullo and Forte v. France) (# 37794/97, §§ 35-36, ECHR 2001‑X) და ჟირარდი საფრანგეთის წინააღმდეგ (Girard v. France) (# 22590/04, § 107, 30 ივნისი, 2011) სასამართლომ აღიარა, რომ გაკვეთის შემდეგ გვამის ან სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ სხეულის ნაწილების დაბრუნების გაჭიანურება შესაძლოა წარმოადგენდეს გადარჩენილი ოჯახის წევრების როგორც “პირად ცხოვრებაში”, ისე “ოჯახურ ცხოვრებაში” ჩარევას. საქმეზე ელი პოლუჰას დოდსბო შვედეთის წინააღმდეგ (Elli Poluhas Dödsbo v. Sweden) (# 61564/00, § 24, ECHR 2006‑I) სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მეუღლის ფერფლის შემცველი ურნის გადაგზავნაზე უარი შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც საკითხი, რომელზეც მე-8 მუხლის მოქმედება გავრცელდება. და ბოლოს, საქმეზე ჰადრი-ვიონეტი შვეიცარიის წინააღმდეგ (Hadri‑Vionnet v. Switzerland) (# 55525/00, § 52, 14 თებერვალი, 2008) სასამართლომ გადაწყვიტა, რომ განმცხადებლისთვის მისი მკვდრადშობილი შვილის დაკრძალვაზე დასწრება, ასევე მისი გადაგზავნა და ცერემონიის დაგეგმვა, შესაძლოა ასევე გამხდარიყო მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის “პირადი” და “ოჯახური ცხოვრების” რეგულირების საგანი.
118. სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ მეცხრამეტე განმცხადებლის გამოკლებით - ქალბატონი ჟანა ფიოდოროვნა იფრაიმოვა, მოპასუხე სახელმწიფო სადაოდ არ ხდის, რომ 2006 წლის 15 მაისი გადაწყვეტილება ცხედრების დაბრუნებაზე უარის შესახებ წარმოადგენდა განმცხადებლების კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას.
119. რაც შეეხება მეცხრამეტე განმცხადებელს, სასამართლო მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ადგენს, რომ მიუხედავად ქალბატონ იფრაიმოვასა და ბატონ თამაზოვს შორის არსებული ურთიერთობისა, რაც ფაქტიურად შემოიფარგლება მხოლოდ ერთთვიანი თანაცხოვრებითა და მომდევნო რვა თვის განმავლობაში იშვიათი ფარული შეხვედრებით (იხილეთ მე-10 და 98-ე პარაგრაფები მაღლა), ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობად, რაც ექცევა “ოჯახური ცხოვრების” ფარგლებში კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის; მცირე შესაძლებლობაა, რომ მათ შორის არსეობდა “პირადი ცხოვრება” კონვენციის იგივე ნორმის მნიშვნელობისთვის.
120. სასამართლო ასევე ადგენს, რომ 2006 წლის 15 მაისს, გარდაცვლილი პირების ცხედრებთან მიმართ საგამოძებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, გამომძიებელმა გადაწყვიტა განმცხადებლებისთვის არ დაებრუნებია ცხედრები და შეუკვეთა მათი დაკრძალვა დაუდგენელ ადგილზე (იხილეთ 27-ე პარაგრაფი მაღლა). ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2003 წლის 20 მარტის 164-ე ბრძანების მე-3 მუხლისა და დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონის 14.1 მუხლის შესაბამისად, რომლებიც კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს უკრძალავდა ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად დაღუპული ტერორისტების ცხედრების დაბრუნებას.
121. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესწავლის შედეგად სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთში გარდაცვლილი პირის ნათესავები, რომელთაც სურთ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ორგანიზება, სარგებლობენ კანონისმიერი გარანტიით, დაიბრუნონ ცხედარი დაკრძალვისთვის გარდაცვალების მიზეზის დადგენისთანავე, დაუყოვნებლივ. ისინი ასევე სარგებლობენ სამართლებრივი რეჟიმით, რაც შესაძლებელს ხდის მათთვის, ან დაკრძალვასთან დაკავშირებით გარდაცვლილის უკანასკნელი სურვილის ამსრულებელებისთვის, გადაწყვიტონ როგორ წარმიმართება დაკრძალვა, უსაფრთხოებისა და სანიტარული წესების გათვალისწინებით (იხილეთ დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონის 3-8 მუხლები, 65-ე პარაგრაფი).
122. ამ სამართლებრივი გარემოს საპირისპიროდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების უარი განმცხადებლებისთვის მათი ნათესავების ცხედრების დაბრუნებაზე დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონის 14.1 მუხლზე და 2003 წლის 20 მარტის #164 ბრძანების მე-3 მუხლზე მითითებით წარმოადგენდა ზოგადი წესიდან გამონაკლისს და აშკარად უკარგავდა განმცხადებლებს შესაძლებლობას, დაეგეგმათ და მონაწილეობა მიეღოთ მათი ნათესავების დაკრძალვაში და ასევე ცოდნოდათ მათი საფლავების ადგილმდებარეობა და მისულიყვნენ იქ.
123. საკუთარი პრეცედენტული სამართლისა და ამ საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ მეცხრამეტე განმცხადებლის გარდა, ყველა განმცხადებელთან მიმართებით სადაო ღონისძიება წარმოადგენდა მათ “პირად ცხოვრებაში” და “ოჯახურ ცხოვრებაში” ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. მეცხრამეტე განმცხადებელთან მიმართებით 2006 წლის 15 მაისი გადაწყვეტილება წარმოადგენდა მის “პირად ცხოვრებაში” ჩარევას ამავე ნორმის მნიშვნელობისთვის. გამოსარკვევი დარჩა ჩარევა გამართლებული იყო თუ არა ამავე მუხლის მეორე ნაწილის მნიშვნელობისთვის.
2. გამართლებული იყო თუ არა ჩარევა
(a) “კანონთან შესაბამისობა”
124. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად 8.2 მუხლის ჩანაწერი „კანონის შესაბამისად“ სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვს რომ განსახილველ ღონისძიებას ან ღონისძიებებს უნდა გააჩნდეს რაიმე საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში (იხილეთ მაგალითად, ალექსანდრა დმიტრიევა რუსეთის წიანაღმდეგ (Aleksandra Dmitriyeva v. Russia), # 9390/05, §§ 104-07, 3 ნოემბერი, 2011), მაგრამ ასევე მიუთითებს განსახილველი კანონმდებლობის ხარისხზე, მოითხოვს რა რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი პირებისთვის და მის მოქმედებასთან მიმართებით განჭვრეტადი (იხილეთ როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Rotaru v. Romania) [დიდი პალატა], #28341/95, § 52, ECHR 2000-V). იმისათვის რომ კანონმა დააკმაყოფილოს განჭვრეტადობის კრიტერიუმი, მასში საკმარისი სიზუსტით უნდა იყოს წარმოდგენილი ის პირობები, რომლის არსებობისასაც გამოიყენება ღონისძიება, რათა შესაბამისმა პირმა საჭიროებისამებრ, სათანადო რჩევით შეძლოს საკუთარი ქცევის რეგულირება.
125. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ღონისძიება მიღებულ იქნა ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ კანონის, დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონისა და 2003 წლის 20 მარტის #164 ბრძანების შესაბამისი ნორმების შესაბამისად, რომლებიც ადგენდა, რომ „ტერორისტული აქტის აღკვეთის შედეგად გარდაცვლილი ტერორისტის [ცხედარი]“ დაკრძალვისთვის არ გადაეცემოდა და დაკრძალვის ადგილი არ გამჟღავნდებოდა.
126. სასამართლო მიიჩნევს და განმცხადებელიც არ ხდის ამას სადაოდ, რომ 2006 წლის 13-14 აპრილის გადაწყვეტილებები აშკარად ავლენს განმცხადებლების გარდაცვლილი ნათესავების მონაწილეობას 2006 წლის 13 ოქტომბრის თავდასხმაში. მის წინაშე წარმოდგენლი საქმის მასალებზე დაყრდნობით (იხილეთ 22-ე, 25-ე და 26-ე პარაგრაფები) სასამართლო დარწმუნდა, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ განმცხადებლების ნათესავების ცხედრების დაბრუნებაზე უარს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი რუსულ კანონმდებლობაში.
127. სასამართლოს აზრით ღონისძიების კანონიერებასთან მიმართებით დარჩენილი საკითხები, როგორიცაა სამართლებრივი აქტების განჭვრეტადობა და სიცხადე და კერძოდ კი წესის ავტომატური ბუნება, ამ კონცეფციების გაცხადებული ბუნდოვანება და სასამართლო ზედამხედველობის ნაკლებობა, მჭიდრო კავშირშია პროპორციულობასთან და განხილული იქნება შესაბამისად 8.2 მუხლთან მიმართებით (იხილეთ, mutatis mutandis, T.P. და K.M. გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (T.P. and K.M. v. the United Kingdom), [დიდი პალატა], # 28945/95, § 72, ECHR 2001-V, და ჩეპმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 27238/95, § 92, ECHR 2001-I).
(b) ლეგიტიმური მიზანი
128. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გატარებული ღონისძიება დაასაბუთა საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივლისის #8-P გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომელშიც დაკრძალვის რიტუალისა და დაკრძალვის შესახებ კანონის 14.1 მუხლსა და 2003 წლის 20 მარტის #164 ბრძანებაზე მითითებით გაცხადებული იყო, რომ ამ წესის მიღება დასაბუთებული იყო „ტერორიზმთან ბრძოლისა და ტერორიზმის ზოგადი და კერძო პრევენციით, ასევე ტერორისტული აქტის შედეგებისთვის სათანადო დაკმაყოფილების ინტერესით, მასობრივი არეულობის, ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკებებისა და ტერორისტულ აქტების მონაწილეთა მიერ ზოგადად მოსახლეობისა და თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიის რისკთან და ბოლოს ადამიანთა სიცოცხლისა და არსებობისთვის საფრთხესთან ერთობლიობაში“. ასევე ნახსენებია „მოსახლეობაზე ტერორისტული აქტის ინფრომაციული და ფსიქოლოგიური ზეგავლენის მინიმიზება, მათ შორის პროპაგანდის მოქმედების შესუსტება“. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „მათი დაკრძალვა, ვინც მონაწილეობა მიიღო ტერორისტულ აქტში, მათი მოქმედების მსხვერპლთა საფლავების სიახლოვეს და დაკრძალვის ცერემონიისა და პატივისცემით მოგონების, როგორც სიმბოლური თაყვანისცემის მოწმეობა ტერორისტული იდეების პროპაგანდის საშუალებაა და განსახილველი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ნათესავების შეურაცხყოფას იწვევს, რაც თავის მხრივ ზრდის ინტერ-ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობის შექმნის წინაპირობაა“.
129. ზემოთ აღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო დარწმუნდა, რომ განსახილველი ღონისძიება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის მიღებული, არეულობის თავიდან ასაცილებლად და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
130. შესაბამისად განსახილველია მიღებული ზომა იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ გაცხადებული მიზნების მისაღწევად.
(c) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(α) ზოგადი პრინციპები
131. ჩარევა მიიჩნევა დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ თუკი პასუხობს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“ და თუკი ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიერ დასასაბუთებლად წარმოდგენილი არგუმენტები „შესატყვისი და საკმარისია“ (იხილეთ, მაგალითად, კოსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Coster v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 24876/94, § 104, 18 იანვარი, 2001, და S. და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S. and Marper v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ## 30562/04 და 30566/04, § 101, ECHR 2008).
132. ობიექტურ საწყისზე ცალკეულ პირთა ადამიანის უფლებების დამცველი კონვენციის მიზანი და ამოცანაა მისი დებულებების იმგვარი განმარტებისა და მოქმედების მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი პრაქტიკულობა და ეფექტიანობა (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, არტიკო იტალიის წინააღმდეგ (Artico v. Italy), 13 მაისი, 1980, § 33, სერია A # 37). თუმცა მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის პირადი და ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უზრუნველსაყოფად თითოეული საქმის რეალური გარემოებები უნდა იქნას მიღებული მხედველობაში კონკრეტულ მდგომარეობაზე ეროვნული კანონმდებლობის მექანიკური შეფარდების თავიდან ასაცილებლად (იხილეთ, როგორც უახლესი წყარო, ნადა შვეიცარიის წინააღმდეგ (Nada v. Switzerland) [დიდი პალატა], #. 10593/08, §§ 181-185, 12 სექტემბერი, 2012).
133. სასამართლომ ბოლოს დაადგინა, რომ ღონისძიების პროპორციულად და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად მისაჩნევად, იგივე მიზნის მისაღწევად განსახილველი ძირითადი უფლებისთვის ნაკლები ზიანის მიმყენებელი ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს (იხილეთ ნადა (Nada), ციტირება მაღლა, § 183).
134. ჩარევის აუცილებლობის საბოლოო შეფასება [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს განხილვის საგანია კონვენციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამასთან მიმართებით თავისუფალი შეფასების ფარგლები კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს პასუხისმგებლობად რჩება. თავისუფალი შეფასების ფარგლები განსხვავდება და დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის კონვენციით დაცული უფლების ბუნებაზე, კონკრეტული პირისთვის მის მნიშვნელოვნებაზე, ჩარევის ბუნებასა და ჩარევის მიზანზე (იხილეთS. და მარპერი (S. and Marper), ციტირება მაღლა, § 102). სასამართლომ მრავალჯერ გამოკვეთა, რომ მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფოები თუ რა გამოწვევების წინაშე იყვნენ ტერორიზმისა და ტერორისტული ძალავდობის გამო (იხილეთ, mutatis mutandis, ბროგანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღდმეგ (Brogan and Others v. the United Kingdom), 29 ნოემბერი, 1988, § 61, სერია A # 145‑B; ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ (Öcalan v. Turkey) [დიდი პალატა], # 46221/99, §§ 104, 192-196, ECHR 2005‑IV; რამირეს სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ (Ramirez Sanchez v. France) [დიდი პალატა], # 59450/00, §§ 115-116, ECHR 2006‑IX; და ფინოგენოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Finogenov and Others v. Russia), ## 18299/03 და 27311/03, § 212, ECHR 2011 (ამონარიდები)). [თავისუფალი შეფასები] ფარგლები მეტწილად ვიწრო იქნება როდესაც განსახილველი უფლება კონკრეტული პირისთვის გადამწყვეტია ინტიმური ან არსებითი უფლებებით სარგებლობისას (იხილეთ კონორსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Connors v. the United Kingdom), # 66746/01, § 82, 27 მაისი, 2004, შემდეგი მითითებებით). როდესაც ცალკეული პირის არსებობის ან იდენტობის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოვლინება განიხილება, სახელმწიფოსთვის დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლები იზღუდება (იხილეთ ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Evans v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 6339/05, § 77, ECHR 2007‑I).
(β) აღნიშნული პრინციპების მოქმედება
135. იმის შესაფასებლად განმცხადებლების გარდაცვლილი ნათესავების ცხედრებთან მიმართებით მათ მიმართ გატარებული ღონისძიებები იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული და სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთება იყო თუ არა „შესატყვისი და საკმარისი“, სასამართლომ უნდა შეისწავლოს რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა სათანადოდ გაითვალისწინეს თუ არა საქმის განსხვავებული ბუნება და გატარებული ღონისძიება საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მათი თავისუფალი შეფასების ფარგლების კონტექსტში, გამართლებული იყო თუ არა.
136. ამ შეფასებისას სასამართლო მზად არის გაითვალისწინოს 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებამდე მომხდარი მოვლენები და ის ფაქტი, რომ მომდევნო თავდასხმისა და ნალჩიკში მაცხოვრებელ სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შეტაკების საფრთხე საკმაოდ სერიოზული იყო. თუმცა, განსახილველი ღონისძიების გამოყენება ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე დამაჯერებლად უნდა განიმარტოს და დასაბუთდეს (იხილეთ, mutatis mutandis, ნადა (Nada), ციტირება მაღლა, § 186).
137. სასამართლო იმთავითვე აღნიშნავს, განმცხადებლის კრიტიკასთან მიმართებით ზოგიერთი ცნების გადაჭარბებული ყოვლისმომცველობისა და შესაბამისი კანონმდებლობის სხვა დეფექტების შესახებ, რომ ინდივიდუალური პეტიციებიდან მომდინარე საქმეებზე მისი ამოცანა როგორც წესი არ არის კონკრეტული კანონმდებლობის ან კონკრეტული პრაქტიკის აბსტრაქტულად განხილვა. ნაცვლად ამისა, ის ზოგადი კონტექსტის ხედვის დაკარგვის გარეშე უნდა კონცენტრირდეს მის წინაშე წარდგენილი საქმით წამოჭრილ საკითხებზე. შესაბამისად აქ სასამართლოს ამოცანა არ არსი აღნიშნული წესის კონვენციასთან შესაბამისობის in abstracto მიმოხილვა, არამედ in concreto, განმცხადებლის პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე უფლებაზე ჩარევის ზემოქმედების განსაზღვრა (იხილეთ, როგორც უახლესი წყარო, ნეჯდეტ საჰინი და პერიჰან საჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey) [დიდი პალატა], # 13279/05, §§ 68-70, 20 ოქტომბერი, 2011).
138.თუკი წინამდებარე საქმის გარემოებებს დავუბრუნდებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების შედეგად განმცხადებლებს ჩამოერთვათ რუსეთში ნებისმიერი გარდაცვლილი პირის ახლო ნათესავებისთვის სხვა შემთხვევაში გარანტირებული შესაძლებლობა, დაეგეგმათ და მონაწილეობა მიეღოთ გარდაცვლილი ოჯახის წევრის დაკრძალვაში და ასევე ცოდნოდათ საფლავის მდებარეობა და მოინახულონ ის (იხილეთ 65-ე პარაგრაფი მაღლა). სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლების მე-8 მუხლით დადგენილ უფლებებში ჩარევა, რაც მომდინარეობდა განსახილველი ღონისძიებიდან, განსაკუთრებით სასტიკი იყო, რადგანაც ის სრულად გამორიცხავდა მათ შესაბამის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობისგან და მოიცავდა საფლავის ადგილმდებარეობის გამჟღავნების აკრძალვას, რითაც მუდმივად იშლებოდა კავშირი განმცხადებლებსა და გარდაცვლილთა ნეშტის ადგილმდებარეობას შორის. ამასთან მიმართებით სასამართლო ასევე უთითებს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის პრაქტიკაზე, რომლებიც მსხგავსი ღონისძიებების გატარების საქმეებზე განმცხადებლების უფლებებში ამგვარ ჩარევას განსაკუთრებით სასტიკად მიიჩნევს (იხილეთ 91-96 პარაგრაფები).
139. სასამართლო ასევე ავლენს, რომ გამოძიებამ დაადგინა, ის რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარდაცვლილები მონაწილეობდნენ შეიარაღებულ ამბოხში და განახორციელეს ტერორისტული თავდასხმა ქალაქ ნალჩკში 2005 წლის 13 ოქტომბერს (იხილეთ 22-ე პარაგრაფი მაღლა). საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო მზად არის გამოიყენოს ეს ფაქტობრივი გარემოებები შემდგომი ანალიზისას.
140. გარდაცვლილთა საქმიანობის ბუნების, მათი გარდაცვალების გარემოებებისა და რუსეთის ამ რეგიონში განსაკუთრებულად სენსიტიური ეთნიკური და რელიგიური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ორგანიზებასთან მიმართებით განმცხადებლების უფლებების შემზღუდავი ღონისძიებები შესაძლოა გამართლებულად ყოფილიყო მიჩნეული კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ მიზნებთან მიმართებით.
141. სასამართლოს ფაქტიურად შეუძლია გაიზიაროს, რომ გარდაცვლილი პირების მოქმედებათა ხასიათისა და შედეგების და სხვე რელევენტური კონტექსტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, დაკრძალვის ცერემონიის ჩატარებისა და დაკრძალვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოების მიმართ შესაძლოა არსებობდეს გონივრული მოლოდინი ჩარევაზე, გარდაცვლილთა მიზნების ან აქტივობების მხარდამჭერთა ან მოწინააღმდეგე პირების მხრიდან შესაბამისი ცერემონიისას ან მისი დასრულების შემდეგ შესაძლო არეულობის ან უკანონო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, ასევე მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ამასთან მიმართებით ნახსენები სხვა საკითხების გადასაწყვეტად.
142. სასამართლოს ასევე შეუძლია გაიზიაროს, რომ შესაბამისი ინტერვენციების ორგანიზებისას სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან იმოქმედონ ტერორისტული აქტის მოსახლეობაზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეგავლენის მინიმიზების და ტერორისტული აქტების მსხვერპლთა ნათესავების გრძნობების გაფრთხილების ჭრილში. ამგვარმა ჩარევამ შესაძლოა მართლაც შეზღუდოს განმცხადებლების შესაძლებლობა აირჩიოს დრო, ადგილი და შესაბამისი დაკრძალვის ცერემონიისა და დაკრძალვის ჩატარების ფორმა ან თუნდაც პირდაპირ დაარეგულიროს ეს პროცედურა.
143. ამავდროულად სასამართლო რთულად მიიჩნევს იმაზე დათანხმებას, რომ რომელიმე გაცხადებული მიზანი ახდენს გატარებული ზომის ყველა ასპექტის ვალიდაციას. უფრო კონკრეტულად, ამ მიზნებში ის ვერ ხედავს შესაბამის დაკრძალვის რიტუალში განმცხადებლებისთვის რაიმე ფორმით მონაწილეობაზე ან გარდაცვლილთა მიმართ უკანასკნელი პატივის მიგების რაიმე შესაძლებლობაზე უარის ქმედით დასაბუთებას.
144. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს ამგვარი შეფასების განხორციელება წინამდებარე საქმეზე. ფაქტიურად, შესაბამისმა თანამდებობის პირმა არ მიიღო გადაწყვეტილება საქმეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომით და ანალიზით, რითაც გაითვალისწინებდა თითოეული გარდაცვლილისა და მათი ოჯახის წევრების ინდივიდუალურ გარემოებებს (იხილეთ 27-ე პარაგრაფი). სწორედ იმიტომ რომ ყველა ამ საკითხს მოქმედი კანონმდებლობა არარელევანტურად მიიჩნევდა, 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება წმინდად ავტომატური ღონისძიება იყო. იმის გათვალისწინებით თუ რა იყო მნიშვნელოვანი განმცხადებლებისთვის, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს „ავტომატური“ ხასიათი წინააღმდეგობაში მოდის მე-8 მუხლის თანახმად სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებასთან, სათანადოდ იზრუნოს იმაზე, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა გამართლებული და პროპორციული უნდა იყოს საქმის ინდივიდუალურ გარემოებებში (იხილეთ, mutatis mutandis, პლოსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Płoski v. Poland), # 26761/95, §§ 35-39, 12 ნოემბერი, 2002, და ნადა (Nada), ციტირება მაღლა, § 182).
145. სასამართლო კვლავ განმარტვას, რომ მე-8 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებისთვის სახელმწიფო ორგანოებმა პირველ ყოვლისა უნდა გამორიცხოს იგივე მიზნის მიღწევისას ძირითადი უფლებისთვის ნაკლები ზიანის მიმყენებელი ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხილეთ ნადა (Nada), ციტირება მაღლა, § 183, და პლოსკი (Płoski), ციტირება მაღლა, § 37). ამგვარი ინდივიდუალური მიდგომის არ არსებობისას გატარებულ ზომებს ძირითადად სადამსჯელო ზეგავლენა ექნება განმცხადებლებზე, გარდაცვლილი პირების საქმიანობიდან გამომდინარე არასახარბიელო შედეგების ტვირთის ამ პირებისგან მათ ნათესავებსა და ოჯახის წევრებზე გადატანით.
146. შეჯამების სახით, ღონისძიების ავტომატური ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოების მიერ პროპორციულობის პრინციპის სათანადოდ გაუთვალისწინებლობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო ადგენს, რომ განსახილველი ღონისძიება სამართლიან ბალანსს ვერ უზრუნველყოფს ერთის მხრივ განმცხადებლების უფლებას პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე და მეორეს მხრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, არეულობის პრევენციისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს შორის და მოპასუხე სახელმწიფომ გადაამეტა ამასთან მიმართებით დასაშვებ თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
147. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი ქონდა მეცხრამეტე განმცხადებლის გარდა, განმცხადებელთა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას, 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების შედეგად. სასამართლო იგივე დასკვნამდე მიდის მეცხრამეტე განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან მიმართებით.
IV. მე-13 მუხლის გაცხადებული დარღვევა კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
148. კონვენციის მე-13 მუხლზე დაყრდნობით, კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, განმცხადებლები ასევე ჩივიან სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების არ არსებობის გამო, გარდაცვლილი ნათესავების ცხედრების დაბრუნებაზე უარის შესახებ სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებასთან მიმართებით.
კონვენციის მე-13 მუხლი
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
149. განმცხადებლებმა განამტკიცეს თავიანთი საჩივრები.
150. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ყველა განმცხადებელმა სახელმწიფო ორგანოებისგან მიიღო ოფიციალური შეტყობინება და პასუხები და არანაირი შეზღუდვა არ დადგენილა სადაო გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებასთან მიმართებით.
B. სასამართლოს შეფასება
1. შესატყვისი პრინციპები
151. სასამართლო ადგენს, რომ მე-13 მუხლი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშაულებების ხელმისაწვდომობას კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გასასაჩივრებლად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული დისკრეციით ამ ნორმით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ფორმასთან მიმართებით, უნდა არსებობდეს ეროვნული საშულება, რაც შესაძლებელს გახდის კომპეტენტური ეროვნული ორგანოსთვის განიხილოს როგორც კონვენციასთან მიმართებით წარდგენილი საჩივრის შინაარსი, ისე განსაზღვროს შესაბამისი დაკმაყოფილება. მე-13 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლები განსხვავდება კონვენციასთან მიმართებით განმცხადებლის საჩივრის ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ სამართლებრივი დაცვის საშუალება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს „ეფექტიანი“ პრაქტიკაში და ასევე კანონმდებლობაში, კერძოდ კი იმ თვალსაზრისით, რომ ამ საშუალებით სარგებლობა არ უნდა იყოს დაბრკოლებული სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით ან უმოქმედებით (იხილეთ ბუიუკდაგი თურქეთის წინააღმდეგ (Büyükdağ v. Turkey), # 28340/95, § 64, 21 დეკემბერი, 2000, მასშივე ციტირებული საქმეებით, განსაკუთრებით აკსოი (Aksoy), ციტირება მაღა, § 95). გარკვეულ პირობებში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ერთობლიობა უნდა აკმაყოფილებდეს მე-13 მუხლის მოთხოვნებს (იხილეთ კერძოდ, ლეანდერი შვედეთის წინააღდეგ (Leander v. Sweden), 26 მარტი, 1987, § 77, სერია A # 116).
152. თუმცა, მე-13 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნული კანონმდებლობით სამართლებრივი დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც მიიჩნება „სადაოდ“ კონვენციის ფარგლებში (იხილეთ, მაგალითად, ბოილე და რაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Boyle and Rice v. the United Kingdom), 27 აპრილი, 1988, § 54, სერია A # 131). ის არ მიდის იმდენად შორს, რომ დაუშვას ხელშმეკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის გასაჩივრება ეროვნულ დონეზე მისი კონვენციასთან წინააღდეგობის საფუძვლით (იხილეთ კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Costello-Roberts v. the United Kingdom), 25 მარტი 1993, § 40, სერია A # 247‑C), მაგრამ მიზნად ისახავს მხოლოდ იმის უზრუნველყოფას, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც სადაო საჩივარს წარადგენს კონვენციური უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, ქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული სამართლებრივი სისტემით (ibid., § 39).
2. აღნიშნული პრინციპების მოქმედება წინამდებარე საქმეზე
153. სასამართლო მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი მე-8 მუხლთან მიმართებით დასაშვებად იქნა მიჩნეული (იხილეთ საბანჩევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Sabanchiyeva and Others v. Russia) (გადაწყვეტილება), # 38450/05, 6 ნოემბერი, 2008)), საჩივარი სადაოა. შესაბამისად უნდა დადასტურდეს, განმცხადებლებს რუსეთის კანონმდებლობის თანახმად ქონდათ თუ არა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება კონვენციური უფლების დარღვევის გასასაჩივრებლად.
154. საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს ეფექტიანი სასამართლო ზედამხედველობის არ არსებობას 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლების მდგომარეობა გარკვეულწილად გამოსწორდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის #8-P და 2011 წლის 14 ივლისის #16-P გადაწყვეტილებების მიღებით. მიუხედავად ამისა, ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებისას განმცხადებლებს უარი ეთქვათ 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ასლის გადაცემაზე და თვით ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შემდეგაც სასამართლოების კომპეტენციაში დარჩა ღონისძიების მხოლოდ ფორმალური კანონიერების და არა ამ ღონისძიების საჭიროების მიმოხილვა (იხილეთ 33-35 და 38-50 პარაგრაფები მაღლა). ამასთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს განმცხადებლებს საკმარისი პროცედურული გარანტიებით თვითნებობის წინააღმდეგ (იხილეთ, mutatis mutandis, ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღდეგ (Al-Nashif v. Bulgaria), # 50963/99, § 123, 20 ივნისი, 2002).
155. ამ გარემოებებში სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლები არ სარგებლობდნენ 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტიანი შესაძლებლობით მთელ რიგ გარემოებათა გამო, მათ შორისაა სახელმწიფო ორგანოების უარი მათთვის გადაწყვეტილების ასლის მიწოდებაზე და სასამართლოების შეზღუდული კომპეტენცია ამგვარი გადაწყვეტილებების გადახედვისას. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლებს არ გააჩნდათ სამართლებრივი დაცვის რაიმე ეფექტიანი საშუალება მათ მიერ გაცხადებული კონვენციის დარღვევასთან მიმართებით.
156. შესაბამისად, სასამართლო ადგენს მე-13 მუხლის დარღვევას, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
...
VIII. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება
168. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
169. განმცხადებლები ჩივიან, რომ მათ განიცადეს ძალიან მძიმე არამატერიალური ზიანი და თითოეული მათგანი ითხოვს კომპენსაციას 20 000 ევროს ოდენობით. ისინი ასევე ითხოვენ, რომ სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს დაავალოს მათი ნათესავების ნეშტის ოჯახის წევრებისთვის გადაცემა ან გაამჟღავნოს ინფორმაცია მათი დაკრძალვის გარემოებების შესახებ, მათ შორის მათი საფლავების ადგილმდებარეობა და გააუქმოს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა.
170. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნები დაუსაბუთებელი და ზოგადად გადაჭარბებული იყო.
171. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისიწინებით კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის დადგენა დამოუკიდებლად და მე-13 მუხლთან ერთბლიობაში განმცხადებლებისთვის სათანადო სამართლიან დაკმაყოფილებას წარმოადგენს.
B. ხარჯები და დანახარჯები
172. განმცხადებლები ასევე ითხოვენ 24 371 ევროს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას სამართლებრივი და სხვა ხარჯებისთვის და 4 862 ევროს ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებისას გაწეული სამართლებრივი დანახარჯებისთვის.
173. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი იყო.
174. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებაზე მხოლოდ იმ ფარგლებში რამდენადაც წარმოაჩენს მათ რეალურ და აუცილებელ განხორციელებას და გონივრულ მოცულობას. სასამართლოს ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით ის აკმაყოფილებს განმცხადებლების მოთხოვნას მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმის წარმოებისას გაღებული სამართლებრივი და სხვა დანახარჯების ნაწილში და გონივრულად მიიჩნევს მათთვის 15 000 ევროს განსაზღვრას, მათთვის შესაძლოდ განსაზღვრულ გადასახადთან ერთად. მიკუთვნებული თანხა წარმომადგენელ ორგანიზაციას პირდაპირ უნდა გადაეცეს, განმცხადებლების მოთხოვნის შესაბამისად.
C. საურავი
175. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო
...
2. ადგენს ერთხმად, რომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაშიც განთავსებული იყო და ინახებოდა იდენტიფიცირების მიზნით გარდაცვლილთა ცხედრები;
3. ადგენს ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-8 მუხლი დაირღვა ორმოცდაათივე განმცხადებლის მიმართ 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით;
4. ადგენს ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ მე-13 მუხლი დაირღვა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებასთან მიმართებით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების არ არსებობიდან გამომდინარე;
...
8. ადგენს ერთხმად, რომ დარღვევის დადგენა საკმარისი სამართლიანი დაკმაყოფილებაა განმცხადებლების მიერ განცდილი არამატერიალური ზიანისთვის;
9. ადგენს ერთხმად
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია განმცხადებლებს ერთობლივად გადაუხადოს 15 000 ევრო (თხუთმეტი ათასი) ხარჯებისა და დანახარჯებისათვის, კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, გადარიცხვის დროისთვის შესაბამისი კურსით რუსულ რუბლში, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროთ განმცხადებლებს აღნიშნული თანხისთვის, უნდა გადაირიცხოს ევროში განმცხადებლების წარმომადგენლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ნიდერლანდებში;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდისთვის განისაზღვროს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
10. ერთხმად არ აკმაყოფილებს განმცხადებლების დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკამაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გადაეცა [მხარეებს] 2013 წლის 6 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლების შესაბამისად.
ანდრე ვამპახიიზაბელ ბერრო-ლეფევრი
სასამართლოს მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად მოსამართლეების ჰაჯიევისა და დედოვის ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება თან ერთვის გადაწყვეტილებას.
I.B.L.
A.M.W.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy