© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 164
ივნისი 2013
საბანჩევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Sabanchiyeva and Others v. Russia) - 38450/05
გადაწყვეტილება 6.6.2013 [სექცია I]
მე-8მუხლი
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ტერორისტთა ცხედრების დაკრძალვისთვის გადაცემის კანონისმიერი აკრძალვა: დარღვევა
მე-3მუხლი
არაადამიანური მოპყრობა
განმცხადებლების გარდაცვლილი ნათესავების ცხედრების განთავსების პირობები: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – 2005 წლის13 ოქტომბერს დილით ადრე ნალჩიკში სამართალდამცავ ორგანოებზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. შეტაკება გაგრძელდა მეორე დღესაც, შედეგად 100-მდე პირი გარდაიცვალა, უმრავლესობა თავდამსხმელი იყო. განმცხადებლები გარდაცვლილი მეამბოხეების ნათესავები არიან.
განმცხადებლები, რომლებმაც მონაწილეობდნენ მათ ამოცნობაში, განაცხადეს, რომ ცხედრები განთავსებული იყო საშინელ პირობებში (გროვად, გაშიშვლებულები და იხრწნებოდა, ადეკვატური გაცივების არ არსებობის გამო). 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვში ნორდ-ოსტის თეატრზე ტერორისტული თავდასხმის შემდგომ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის თანახმად ტერორისტთა ცხედრები არ გადაეცემოდა ნათესავებს და მათი დაკრძალვის ადგილს არ ასაჯაროვებდნენ. 2006 წლის აპრილში, მეამბოხეთა შეტაკებაში მონაწილეობის დადგენის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა შეწყვიტეს სისხლის სამართალწარმოება ეჭვმიტანილთა შეტაკებისას გარდაცვალების გამო. 2006 წლის ივნისში, გარდაცვლილთა ცხედრების მათი ოჯახებისთვის დაბრუნებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სავარაუდო ტერორისტთა 95 ცხედრის კრემაცია განხორციელდა. ზოგიერთმა განმცხადებელმა გაასაჩივრა ტერორისტთა ცხედრებთან მოპყრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. 2007 წლის ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადაო ღონისძიება გამართლებული იყო, რადგანაც ტერორისტთა დაკრძალვა შესაძლოა განხილულიყო ტერორიზმის იდეის პროპაგანდად და ასევე გამოეწვია დაზარალებულთა ნათესავების შეურაცხყოფა, შექმნიდა რა ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობის მატების წინაპირობას. მან გასაჩივრებული კანონმდებლობა კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია, მაგრამ ამავდროულად განმარტა ის, როგორც მოთხოვნის დამდგენი, რომ შესაბამის ორგანოებს არ უნდა დაეკრძალათ ცხედრები გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადასტურებდა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებას.
კანონმდებლობა – მე-3 მუხლი: განმცხადებელთა ნათესავების ცხედრების შენახვის პირობები იწვევდა განმცხადებლების ტანჯვას, ვინაიდან ხელისუფლება აღიარებდა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული სპეციალური ნაგებობები არ იყო საკმარისი ყველა ცხედარის შესანახად თავდასხმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში და მას შემდეგაც ისინი იძულებული იყვნენ ცხედრები გროვად განეთავსებინათ მაცივარ-ვაგონში. თუმცა ეს ხარვეზები გამოწვეული იყო 2005 წლის ოქტომბრის მოვლენებით და მსხვერპლთა მაღალი რიცხოვნობით. განმცხადებლების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ან მათთვის ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენება არ იყო მიზანმიმართული განზრახვა. სხვა სიტყვებით განმცხადებლების ემოციური ტანჯვა უტოლდებოდა ოჯახის ნებისმიერი წევრის ტანჯვას, რომელმაც მსგავს ვითარებაში დაკარგა ნათესავი.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
მე-8 მუხლი: რუსეთში, გარდაცვლილთა ნათესავები, რომელთაც დაკრძალვის ორგანიზების სურვილი აქვთ, კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, სიკვდილის მიზეზის დადგენისთანავე მიიღონ ცხედარი. შესაბამისად წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უარი ცხედრების გადაცემაზე ზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ამით განმცხადებლებს აშკარად ჩამოერთვათ მათი ნათესავების დაკრძალვის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, ან საფლავის ადგილმდებარეობის ცოდნის შესაძლებლობა, შემდგომი ვიზიტებისთვის. შესაბამისად, ცხედრების ოჯახებისთვის დაბრუნებაზე უარის გადაწყვეტილება წარმოადგენდა განმცხადებლების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას (ერთი განმცხადებლის გამოკლებით, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა ერთერთ გარდაცვლილთან, არამედ ცხოვრობდა მასთან ერთად რამდენიმე თვის მანძილზე; მის შემთხვევაში ადგილი ქონდა მხოლოდ მის პირად ცხოვრებაში ჩარევას).
სახელმწიფო ორგანოების უარი ცხედრების დაბრუნებაზე ეფუძნებოდა ტერორიზმის აღმოფხვრის კანონს და ტერორისტთა დაკრძალვის შესახებ 2003 წლის ბრძანებას, შესაბამისად მას ქონდა საკანონმდებლო საფუძველი რუსულ კანონმდებლობაში. ამ გადაწყვეტილებას გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ კი დაკრძალვისას მეამბოხეთა მხარდამჭერთა ან მოწინააღმდეგეთა მხრიდან წესრიგის დარღვევის თავიდან აცილება, ტერორიზმის მსხვერპლთა ნათესავების გრძნობების დაცვა და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მინიმიზება.
სახელმწიფოები ტერორზიმისა და ტერორისტული ძალადობიდან გამომდინარე კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგანან. თუმცა სასამართლოს გაუჭირდა იმაზე დათანხმება, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დასახელებული მიზნები, შესაძლოა ლეგიტიმურიც, წარმოადგენდა განმცხადებლებისთვის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის ან რაიმე სახით უკანასკნელი პატივისცემის გამოხატვის აკრძალვის სათანადო დასაბუთებას. მართლაც, საფლავების ადგილმდებარეობის გამჟღავნებაზე სრული აკრძალვით სამუდამოდ შეწყდა კავშირი განმცხადებლებსა და მათი გარდაცვლილი ნათესავების ნეშტს შორის. უფრო მეტიც, ცხედრების დაბრუნებაზე უარის გადაწყვეტისას, სახელმწიფო ორგანოები არ დაყრდნობიან საქმის ინდივიდუალურად განხილვის მიდგომას ან არ გაუთვალისწინებიათ გარდაცვლილთა და მათი ოჯახის წევრთა ინდივიდუალური გარემოებები, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით ეს საკითხები რელევანტურად არ მიიჩნეოდა. საპირისპიროდ ამისა გადაწყვეტილებები წმინდად მექანიკური იყო და უარყოფდა სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებას იმის უზრუნველყოფაზე, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე უფლებაში ჩარევა დასაბუთებული და პროპორციული ყოფილიყო თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამგვარი ინდივიდუალური მიდგომის არარსებობის პირობებში, უარს ძირითადად სადამსჯელო მოქმედება ქონდა განმცხადებლებზე, ტერორისტული საქმიანობისთვის და დანაშაულების ტვირთის გარდაცვლილთაგან მათზე გადატანით. შესაბამისად მოპასუხე სახელმწიფომ გადაამეტა მასთან მიმართებით თავისუფალი შეფასების დასაშვებ ფარგლებს.
დადგენილება: დარღვევა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ).
მე-13 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში: [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა ეფექტიანი სასამართლო ზედამხედველობის არარსებობა ოჯახებისთვის ცხედრების დაბრუნებაზე სახელმწიფო ორგანოების უართან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუმჯობესდა განმცხადებლების მდგომარეობა, რუსეთის სასამართლოები კომპეტენტური გახდნენ ღონისძიებების მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით გადახედვასთან და არა ამ ღონისძიებათა საჭიროების შეფასებასთან მიმართებით. შესაბამისად, კანონმდებლობა განმცხადებლებს ვერ უზრუნველყოფდა თვითნებობისგან დაცვის პროცედურული გარანტიებით. მართლაც, მათ ვერ ისარგებლეს გასაჩივრების ეფექტიანი შესაძლებლობით, სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების გადაცემაზე უარისა და სასამართლოების მიერ მათი გადახედვის შეზღუდული კომპეტენციის გამო.
დადგენილება: დარღვევა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ).
სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მე-14 მუხლი არ დარღვეულა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, ასევე არც 38.1 მუხლი დარღვეულა.
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას განმცხადებლების მიერ განცდილი არამატერიალური ზიანისთვის.
(იხილეთ ასევე მასხადოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Maskhadova and Others v. Russia), 18071/05, 6 ივნისი, 2013)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy