დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No. 164
ივნისი 2013
საბანჩიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ - 38450/05
გადაწყვეტილება 6.6.2013 [სექცია I]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
საკანონმდებლო აკრძალვა ტერორისტთა გვამების დაბრუნებაზე, მათი დაკრძალვის მიზნით: დარღვევა
მუხლი 3
არაადამიანური მოპყრობა
მომჩივნების გარდაცვლილ ნათესავთა გვამების შესახვის პირობები: არ არის დარღვევა
ფაქტები – 2005 წლის 13 ოქტომბრის ადრიან დილას ქალაქ ნალჩიკში(Nalchik) სამართალდამცავ ორგანოებს თავს დაესხნენ შეიარაღებული მეამბოხეები. შეტაკება მომდევნო დღესაც გაგრძელდა, რამაც გამოიწვია 100 ადამიანის დაღუპვა, რომელთა უმეტესობას წარმოადგენდნენ თავდამსხმელები. მომჩივნები რამდენიმე გარდაცვლილი მეამბოხის ნათესავები არიან.
მომჩივნები, რომელებმაც მონაწილეობა მიიღეს მათ იდენტიფიკაციაში, ამტკიცებდნენ, რომ გვამები შენახული იყო საშინელ პირობებში (დაწყობილი ერთ გროვად, გაშიშვლებული და ადეკვატური გაყინვის არქონის გამო დაწყებული იყო ხრწნის პროცესი). იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილ იქნა რუსეთში 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვში ნორდ-ოსტის თეატრზე (Nord-Ost Theatre) ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ტერორისტთა გვამები არ გადაეცემოდა ნათესავებს, და დასაფლავების ადგილს არ გაამჟღავნებდნენ. 2006 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც დაადგინეს მეამბოხეების ჩართვა შეტაკებაში, საგამოძიებო სტრუქტურებმა შეწყვიტეს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება შეტაკებისას ეჭვმიტანილების გარდაცვალების გამო. 2006 წელს, იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ არ დაებრუნებინათ გარდაცვლილები თავიანთი ოჯახებისთვის, სავარაუდო ტერორისტების 95 გვამის კრემაცია მოახდინეს. ზოგიერთი მომჩივანი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებდა ტერორისტების დასაფლავების საკითხებს. 2007 წლის ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის ღონისძიება, რომელიც გამოიყენეს და კითხვის ქვეშ იდგა, იყო გამართლებული, რადგან ტერორისტების დასაფლავებას შეიძლება ემუშავა როგორ ტერორისტთა იდეების პროპაგანდად და ასევე, შესაძლოა, განხორციელებულიყო დანაშაულები მსხვერპლთა ნათესავებზე, შეექმნა წინარე პირობები, რომელიც აამაღლებდა შიდაეთნიკურ და რელიგიურ დაძაბულობას. მან (საკონსტიტუციო სასამართლომ) მხარი დაუჭირა სადავო კანონმდებლობას, რადგან ის შესაბამისობაში იყო კონსტიტუციასთან, თუმცა, ამავე დროს მოახდინა მისი ინტერპრეტირება ისე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა დაემარხათ გვამები, მანამ სანამ სასამართლო არ დაამტკიცებდა ხელისუფლების კომპეტენტურ წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას.
სამართალი – მე-3 მუხლი: იმ პირობებს, რომლებშიც მომჩივნების გარდაცვლილ ნათესავთა გვამები ინახებოდა, შეიძლება გამოეწვია მომჩივნების ტანჯვა, რადგან, როგორც მთავრობამ აღიარა, ადგილობრივი საშუალებები იყო შეუსაბამო, რომ შეენახათ გვამები შეტაკებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში და რომ ამის შემდეგაც კი, მოუხდათ რომ ისინი გროვად ერთმანეთის ზემოთ შეენახათ მაცივარ ვაგონებში. თუმცა ეს ხარვეზები 2005 წლის ოქტომბერში მომხდარი შემთხვევების შედეგად გამოწვეული ლოჯისტიკური სირთულეებისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების მაღალი რიცხვის შედეგი იყო . არ არსებობდა მიზანმიმართული განზრახვა, რომ მომჩივნები დაექვემდებარებინათ არაადამიანური მოპყრობისთვის ან გამოეწვიათ მათი ფსიქოლოგიური ტანჯვა. სხვა სიტყვებით, მომჩივნების ემოციური მწუხარება იყო იგივე, რაც იქნებოდა ნებისმიერი გარდაცვლილის ოჯახის წევრისა მსგავს სიტუაციაში.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 8: რუსეთში, გარდაცვლილ პირთა ნათესავები, რომელთაც სურთ დაკრძალონ ისინი, როგორც წესი, სარგებლობენ კანონით დადგენილი გარაანტიით, რომ მაშინვე დაუბრუნდეთ მათ გარდაცვლილთა გვამები დასაფლავებისთვის , მას შემდეგ, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდება ცნობილი. ამგვარად, ხელისუფლების წარმომადგენელთა უარი სხეულების დაბრუნებაზე წინამდებარე საქმეში იყო ზოგადი წესიდან გამონაკლისი. უფრო მეტიც, ამ ფაქტმა მომჩვინებს აშკარად ჩამოართვა შესაძლებლობა, რომ დაეკრძალათ და მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი ნათესავების დაკრძალვაში, ან სცოდნოდათ საფლავის ადგილი პოტენციური მონახულებისათვის. გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც უარი ეთქვათ ოჯახებს გარდაცვლილთა გვამების გადაცემაზე, შესაბამისად, წარმოადგენდა მომჩივნების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას (მხოლოდ ერთი მომჩივნის გამონაკლისით, რომელიც ოფიციალურად არ იყო დაქორწინებული ერთ-ერთ მსხვერპლზე, თუმცა ცხოვრობდა მასთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში, რომლის საქმეში გადაწყვეტილება წარმოადგენდა მხოლოდ მის პირად ცხოვრებაში ჩარევას).
ხელისუფლების წარმომადგენლების უარი გარდაცვლილთა გვამების დაბრუნებაზე ეფუძნებოდა ტერორიზმის ჩახშობის შესახებ აქტსა (Suppression of Terrorism Act) და 2003 წლის დეკრეტს, რომელიც არეგულირებს ტერორისტების დასაფლავების საკითხებს და შესაბამისად, წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს რუსულ სამართალში. ამ გადაწყვეტილებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზნები, სახელდობრ, დაკრძალვის დროს არეულობის თავიდან აცილება მეამბოხეების მომხრეების ან მოწინააღმდეგეების მხრიდან, ტერორიზმის მსხვერპლთა ნათესავების გრძნობების დაცვა და საზოგადოებაზე მინიმალური ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
სახელმწიფოები ეჯახებიან ტერორიზმიდან და ტერორისტული ძალადობისგან გამოწვეულ კონკრეტულ გამოწვევებს. თუმცა, სასამართლოს უჭირს დაეთანხმოს, რომ მთავრობის მიერ მითითებული მიზნები, თუნდაც ლეგიტიმური, წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან გამართლებას, უარი ეთქვათ მომჩივნეისთვის დაკრძალვის ცერემონიაში რაიმე სახით მონაწილეობაზე ან სულ მცირე შესაძლებლობაზე, გამოეხატათ თავიანთი პატივისცემა. მართლად, სრულმა აკრძალვამ საფლავების ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე, სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი მომჩივნებსა და მათ გარდაცვლილი ნათესავებს შორის. უფრო მეტიც, როცა იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ არ გადაეცათ გარდაცვლილთა გვამები, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუყენებიათ თითოეული საქმისათვის ცალკე მიდგომა, ან არ მიუღიათ მხედველობაში თითოეული გარდაცვლილისა და მათი ოჯახის წევრების ინდივიდუალური გარემოებები, ვინაიდან შესაბამისი კანონის მიხედვით ყველა ეს შეკითხვა/საკითხი იყო არარელევანტური. ამის საპირისპიროდ, გადაწყვეტილებები იყო სრულიად ავტომატური და ინგორირება მოხდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალდებულებაზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა იყო გამართლებული და პროპორციული თითოეული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებში. ვინაიდან, არ ყოფილა ასეთი ინდივიდუალური მიდგომა, უარი ძირითადად წარმოადგენდა მომჩივნებზე სადამსჯელო ეფექტის მოხდენას ტერორისტული აქტების შესახებ ბრალდების ტვირთის გარდაცვლილებიდან მათზე დაკისრებას. მოპასუხე სახელმწიფომ, შესაბამისად, დაარღვია ყველა მისაღები ზღვარი პატივისცემის დაფასებისა.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ).
მე-13 მუხლი მე-8 მუხლთან კავშირში: სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებაზე არანაირი ეფექტური სამართლებრივი ზედამხედველობა გარდაცვლილთა გვამების ოჯახებისთვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის დადგენილებამ გააუმჯობესა მომჩივნების სიტუაცია, რუსული სასამართლოები რჩებოდნენ კომპეტენტურ ორგანოებად, რომ გადაეხედათ მხოლოდ მიღებული ღონისძიებების ფორმალური კანონიერებისთვის და არა ასეთი ღონისძიებების მიღების საჭიროებისთვის, როგორც ასეთი. შესაბამისად, კანონმდებლობა არ უზრუნველყოფდა მომჩივნებს საკმარისი პროცედურული დაცვით თვითნებობის წინააღმდეგ. მართლაც, მათ ვერ ისარგებლეს გასაჩივრების ეფექტური საშუალებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გადაწყვეტილებების ასლების წარმოდგენაზე უარის თქმისა და მათ გადახედვაზე სასამართლოების შეზღუდული კომპეტენცის გამო.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმა ორის ხმის წინააღმდეგ).
სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ იყო მე-14 მუხლის მე-8 მუხლთან კავშირში დარღვევა და ასევე არ იყო 38(1)-ე მუხლის დარღვევა.
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგათ მომჩივნებს.
(ნახეთ ასევე Maskhadova and Others v. Russia, 18071/05, 6 ივნისი 2013)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy