დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 55
2003 წლის ივლისი
შაჰინი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Sahin v. Germany) [GC]
(საჩივარი- 30943/96)
გადაწყვეტილება, 8 ივლისი, 2003 [დიდი პალატა]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
მამისთვის ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთან ხელმისაწვდომობაზე უარის თქმა: დარღვევა
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
ფაქტები – მომჩივანი 1988 წელს ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამაა. მან აღიარა მამობა და 1990 წლის ოქტომბრამდე ნახულობდა ბავშვს, რის შემდეგაც, დედამ აუკრძალა მასთან რაიმე სახის კონტაქტი. მომჩივნის მოთხოვნა, ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ, უარყო საოლქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1711 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც იმ დროისთვის ადგენდა, რომ პირს, რომელსაც გააჩნდა ბავშვზე მეურვეობის უფლება შეეძლო შეეზღუდა მამის უფლება ხელმისაწვდომობაზე და რომ სასამართლოს შეეძლო მამისთვის ბავშვზე ხელმისაწვდომობის უფლების მინიჭება, მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუმცა, მომჩივნის მოთხოვნა ეფუძნებოდა მის გულწრფელ გრძნობებს ბავშვის მიმართ, ეს არ წარმოადგენდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს, დედის მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით. მომჩივანმა მიმართა რაიონულ სასამართლოს, ამ უკანასკნელმა მოითხოვა ფსიქოლოგის დასკვნის წარდგენა, იმის შესახებ, მამასთან ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ექსპერტმა გამოკითხა მომჩივანი, ბავშვი და დედა და დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული არ შედიოდა ბავშის საუკეთესო ინტერესებში. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი არ იქნებოდა რომ ბავშვი, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით ხუთი წლის იყო, სასამართლოზე გამოკითხულიყო. რეგიონულმა სასამართლომ, მშობლებს შორის დაძაბულობის და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მამის ვიზიტებს შეეძლო შეეფერხებინა ბავშის განვითარება, არ დააკმაყოფილა მომჩივნის აღნიშნული სარჩელი. ასევე, დაუშვებლად იქნა ცნობილი მომჩივნის საკონსტიტუციო საჩივარი.
სამართალი – მე-8 მუხლი - ბავშვთან ხელმისაწვდომობის უფლებაზე უარი წარმოადგენდა ჩარევას, რომელსაც საფუძვლად ედო ეროვნული კანონმდებლობა და გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი - ბავშვის „ჯანმრთელობის და მორალური მდგომარეობის“ და „უფლებებისა და თავისუფლებების“ დაცვა. ჩარევის აუცილებლობის გათვალისწინებით, ეროვნულმა სასამართლოებმა წარმოადგინეს შესაბამისი საფუძვლები ზემოაღნიშნულ უფლებაზე უარის თქმისათვის. თუმცა, რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა ეს საფუძვლები შესაბამისი, სტრასბურგის სასამართლო ვერ შეაფასებდა მათ, იმის დადგენის გარეშე, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უზრუნველყოფდა თუ არა მომჩივნის ინტერესების დაცვას, რაც დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე წარმოედგინა საკუთარი არგუმენტები და გააჩნდა წვდომა ყველა შესაბამის ინფომრაციაზე. საოლქო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა მშობლების ახსნა-განმარტებებსა და მოწმეთა ჩვენებებს, ხოლო რაიონულმა სასამართლომ დამატებით გაითვალისწინა ექსპერტის დასკვნა. ასევე უნდა ითქვას, რომ ეროვნული სასამართლოები ყოველთვის არ არიან ვალდებულნი გამოკითხონ ბავშვი ხელმისაწვდომობის უფლების საკითხთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით. წინამდებარე საქმეში, ბავშვი დაახლოებით ხუთი წლის იყო, როდესაც რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდებისა და ბავშვის დამოკიდებულებასთან ფრთხილი მიდგომის გათვალისწინებით, სასამართლო არ გასცდა საკუთარი თავისუფალი შეფასების ფარგლებს, როდესაც დაეყრდნო ექსპერტის დასკვნებს. ეჭვქვეშ არ დგებოდა ექსპერტის პროფესიული კომპეტენცია და გამოკითხვის დროს მის მიერ გამოყენებული მეთოდები. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოების პროცედურული მიდგომა იყო არსებულ გარემოებებთან შესაბამისი და მან გამოიტანა დასაბუთებული, ფაქტებთან შესაბამისი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, შესრულდა მე-8 მუხლის პროცედურული მოთხოვნები.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy