© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 36391/02)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 ნოემბერი 2008
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა, თავმჯდომარე
ქრისტოს როზაკის,
ჯოზეფ კასადევალ,
რიზა ტურმენ,
რაიტ მარუსტე,
ვლადიმირო ზაგრებელსკი,
სტანისლავ პავლოვსკი,
ალვინა გიულუმიან,
ლილიანა მიიოვიჩ,
დინ სპიელმან,
რენატე იეგერ,
დავიდ თორ ბიორგვინსონ,
იან შიკუტა,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიგერ,
ლუიშ ლოპეზ გერა,
მირიანა ლაზაროვა-ტრაიკოვსკა, მოსამართლეები,
და ვინსენტ ბერჟერ, იურისკონსული,
2008 წლის 19 მარტსა და 15 ოქტომბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 36391/02) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2002 წლის 8 აგვისტოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად ბატონმა იუსუფ სალდუზმა ("მომჩივანი") სასამართლოში შეიტანა.მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის უფლება დაირღვა, რადგანაც არ მოხდა საკასაციო სასამართლოში მთავარი საჯარო პროკურორის წერილობითი მოსაზრების მისთვის მიწოდება და რომ პოლიციაში დაკავების დროს მას უარი ეთქვა იურისტის მომსახურებაზე. სასარჩელო მოთხოვნებს მომჩივანი აფუძნებდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 და 3(გ) პარაგრაფებზე.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (რეგლამენტის მუხლი 52, პარაგრაფი 1 სასამართლოს რეგლამენტი).2006 წლის 28 მარტს მოცემული სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ჟან-პოლ კოსტა, ანდრაშ ბაკა, რიზა ტურმენ, კარლ იუნგვირთ, მინდია უგრეხელიძე, ანტონელა მულარონი, ელიზაბეტ ფურა-სანდსტრომ, მოსამართლეები და სალი დოლე, სექციის რეგისტრატორი, საჩივარი ნაწილობრივ მიუღებლად ჩათვალა.2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ("პალატის გადაწყვეტილება"), პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ფრანსუაზ ტულკენსი, ანდრაშ ბაკა, ირენეუ კაბრალ ბარეტო, რიზა ტურმენ, მინდია უგრეხელიძე, ანტონელა მულარონი და ანუტე იოჩიენე, მოსამართლეები და აგრეთვე სალი დოლე, სექციის რეგისტრატორი, ერთხმად დაადგინეს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას მთავარი საჯარო პროკურორის წერილობითი მოსაზრების მიუწოებლობის გამო და შემდეგ, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ მომჩივნის პოლიციაში დაკავების დროს იურიდიული დახმარების ნაკლებობის გამო ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის 3(გ) პუნქტის დარღვევას.2007 წლის 20 ივლისს მომჩივანმა მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა (კონვენციის 43-ე მუხლი).2007 წლის 24 სექტემბერს დიდმა პალატამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა (რეგლამენტის მუხლი 73).დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების და რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.როგორც მომჩივანმა, ისე მთავრობამ წარმოადგინეს მოსაზრებები საქმის არსებით მხარესთან მიმართებაში.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 19 მარტს (რეგლამენტის მუხლი 59, ნაწილი 3).
სასამართოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ბ-ნი მ. იოზმენ,თანა-აგენტი
ქ-ნი ნ. ჩეტინ,
ქ-ნი ა. იოზდემირ,
ქ-ნი ი. კოჩაიღიტ,
ბ-ნი კ. აიდინ,მრჩევლები
(ბ)მომჩივნის მხარეს
ბ-ნი უ. კილინჩ,ადვოკატი
ქ-ნი ტ. ასლანმრჩეველი
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი კილინჩისა და ბ-ნი იოზმენის გამოსვლებს, ისევე როგორც მათ პასუხებს სასამართლოს შეკითხვებზე.
ფაქტები
I.საქმის გარემოებებიმომჩივანი დაიბადა 1984 წლის 2 თებერვალს და ცხოვრობს იზმირში.
ა.მომჩივნის დაკავება და პატიმრობა2001 წლის 29 მაისს, დაახლოებით საღამოს 10.15-ზე, მომჩივანი დააკავეს იზმირის უსაფრთხოების განყოფილების ანტიტერორისტული დანაყოფის პოლიციელებმა ეჭვის საფუძველზე, რომ მან მონაწილეობა მიიღო უკანონო ორგანიზციის, კერძოდ კი PKK (ქურთისტანის მუშათა პარტია) უკანონო დემონსტრაციაში. მომჩივანს ასევე ბრალად ედებოდა უკანონო ბანერის გადმოფენა ბორნოვას ხიდიდან 2001 წლის 26 აპრილს.2001 წლის 30 მაისს, დაახლოებით შუაღამის 12.30-ზე, მომჩივანი წაიყვანეს ათათურქის სასწავლო და კვლევით საავადმყოფოში, სადაც იგი შეამოწმა ექიმმა. სამედიცინო ანგარიშის მიხედვით, მას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.შემდეგ, დაახლოებით ღამის 1 საათზე, მომჩივანი დაკითხეს ანტი-ტერორისტულ დანაყოფში ადვოკატის დასწრების გარეშე. დაკავებული პირის უფლებების აღმწერი ფორმის მიხედვით, რომელსაც მომჩივანმა ხელი მოაწერა, მას გააცნეს მის წინაშე წამოყენებული ბრალდებები და მოახსენეს დუმილის უფლების შესახებ. ჩვენებაში მომჩივანმა აღიარა HADEP (Halkin Demokrasi Partisi – ხალხის დემოკრატიული პარტია) ახალგაზრდულ ფრთაში ჩართულობა. მან მიუთითა რამდენიმე პირის სახელი, რომელიც ბორნოვას უბნის ახალგაზრდული ფრთის ოფისში მუშაობდა. მან განმარტა, რომ იგი გახლდათ ახალგაზრდობის პრესისა და პუბლიკაციების ასისტენტ ოფიცერი და ამასთანავე პასუხისმგებელი პირი ოსმანგაზის უბანზე. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ფრთის სხვა წევრებზე ვალდებულებების გადანაწილება მისი სამუშაოს ნაწილი გახლდათ. მანვე აღიარა, რომ მონაწილეობა მიიღო PKK დაკავებული ლიდერის მხარდამჭერ, 2001 წლის 29 მაისის, HADEP-ის მიერ ორგანიზებულ, დემონსტრაციაში. მან აღნიშნა, რომ აქციას ესწრებოდა დაახლოებით სამოცი პირი და რომ ისინი გაიძახოდნენ ოჯალანისა და PKK მხარდამჭერ მოწოდებებს. იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მან ასევე აღიარა, რომ მისი შექმნილია ბანერი “გაუმარჯოს ლიდერ აპოს”, რომელიც ხიდიდან გადმოფინა 2001 წლის 26 აპრილს. პოლიციამ აიღო მომჩივნის ხელწერის ნიმუშები და გამოსაკვლევად გააგზავნა პოლიციის ლაბორატორიაში.2001 წლის 1 ივნისს, მომჩივნის ხელწერისა და ბანერზე არსებული წარწერის შედარების შემდეგ იზმირის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორიამ გამოსცა ანგარიში. მის მიხედვით, მართალია მომჩივნის ხელწერის გარკვეული მახასიათებლები მსგავსი იყო ბანერზე არსებული წარწერისა, მაგრამ მაინც ვერ დადგინდა რეალურად იყო თუ არა ბანერზე არსებული წარწერა მის მიერ შესრულებული.2001 წლის 1 ივნისს, დაახლოებით ღამის 11.45-ზე მომჩივანი ისევ შეამოწმა ექიმმა, რომელმაც დაასკვნა რომ მის სხეულზე არ აღინიშნებოდა ძალადობის კვალი.იმავე დღეს მომჩივანი წარადგინეს საჯარო პროკურორისა და შემდეგ, გამომძიებელი მოსამართლის წინაშე. საჯარო პროკურორს მან აუხსნა, რომ იგი არ იყო არც ერთი პოლიტიკური პარტიის წერი, მაგრამ მონაწილოებას იღებდა HADEP-ის ცალკეულ აქტივობებში. მან იუარა უკანონო ბანერის დამზადება, ისევე როგორც 2001 წლის 29 მაისის დემონსტრაციაში მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ დოგანლარის უბანში მეგობრის სანახავად მიდიოდა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა. მომჩივანმა გამომძიებელი მოსამართლის წინაშეც მისცა ჩვენება, სადაც შეცვალა პოლიციაში მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მას ზეწოლის შედეგად გამოსძალეს. იგი ამტკიცებდა, რომ პოლიციაში დაკავების დროს იგი სცემეს და შეურაცყოფა მიაყენეს. მან კიდევ ერთხელ უარყო უკანონო საქმიანობებში მონაწიელობა და განმარტა, რომ 2001 წლის 29 მაისს იგი წავიდა დოგანლარის უბანში მეგობრის სანახავად და რომ იგი არ მიეკუთვნებოდა იმ ჯგუფს, რომელიც მოწოდებებს გაყვიროდა. დაკითხვის შემდეგ, დანაშაულის ბუნებიდან და ჩვენებიდან გამომდინარე, გამომძიებელმა მოსამართლემ მომჩივანი პატიმრობაში დატოვა. ამის შემდეგ მომჩივანს მიეცა ადვოკატზე წვდომის საშუალება.
ბ. სასამართლო პროცესი2001 წლის 11 ივლისს იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში საჯარო პროკურორმა შეიტანა საჩივარი, სადაც მომჩივანს, სხვა რვა ეჭვმიტანილთან ერთად, ბრალად ედებოდა PKK მხარდაჭერა და ხელშეწყობა, დანაშაული დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსის 169 მუხლით და ტერორიზმის პრევენციის აქტის მე-5 ნაწილით (კანონი No. 3713).2001 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ ჩაატარა მოსამზადბელი სხდომა. მან გადაწყვიტა, გაეგრძელებინა მომჩივნის წინასწარი პატიმრობა და მოთხოვა ეჭვმიტანილს მოემზადებინა შესაგებელი.2001 წლის 28 აგვისტოს სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ ჩაატარა პირველი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მომჩივანი და მისი იურისტი. სასამართლომ მოისმინა მომჩივნის ჩვენება, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მან ასევე უარყო პოლიციის ჩვენება, მიუთითა რა, რომ ეს უკანასკნელი მას ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს. მან განმარტა, რომ დაკავების დროს, პოლიციელებმა უბრძანეს მას დაეწერა ბანერზე არსებული სიტყვები. მან აგრევე აღნიშნა, რომ იგი თვითმხილველი გახლდათ 2001 წლის 29 მაისს განვითრებული მოვლენებისა; თუმცა, მას დემონსტრაციაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი მოცემულ ტერიტორიაზე მეგობრის, სახელად ოზკანის, სანახავად იყო. მან ასევე უარყო ხიდიდან უკანონო ბანერის გადმოფენის ფაქტი 2001 წლის 26 მაისს.შემდეგ მოსმენას, რომელიც გაიმართა 2001 წლის 25 ოქტომბერს, ესწრებოდა მომჩივანიცა და მისი ადვოკატიც. სასამართლომ მოისმინა სხვა ეჭვმიტანილთა ჩვენებებიც, სადაც ყოველი მათგანი უარყოფდა 2001 წლის 29 მაისს უკანონო დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებას და უკან მიჰქონდათ მათ მიერ მიცემული ჩვენებებიც. ბრალდების მხარემ მოითხოვა მომჩივნისათვის სასჯელის დაკისრება სისხლის სამართლის კოდექსის 169 მუხლის საფუძველზე, ხოლო მომჩივნის ადვოკატმა დრო ითხოვა შესაგებელის წარმოსადგენად.2001 წლის 5 დეკემბერს მომჩივანმა წარმოადგინა შესაგებელი. იგი უარყოფდა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს და ითხოვდა გათავისუფლებას. იმავე დღეს, იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მან გაამართლა ხუთი ეჭვმიტანილი, ხოლო მომჩივანი და კიდევ სამი ეჭვმიტანილი დამნაშავედ სცნო წაყენებულ ბრალდებებში. მან მომჩივანს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით, რაც შემდეგ მას შეუმცირდა ორ წელიწად ნახევრამდე დანაშაულის ჩადენის დროს მომჩივნის არასრულწლოვნების გამო.მომჩივნის დამნაშავედ ცნობისას, სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ გაითვალისწინა მომჩივნის მიერ პოლიციისათვის, საჯარო პროკურორისა და გამომძიებელი მოსამართლისათვის მიცემული ჩვენებები. მან ასევე გაითვალისწინა მისი თანამოპასუხის მიერ საჯარო პროკურორისადმი მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითად მომჩივანმა მოუწოდა მას მონაწილეობა მიეღო 2001 წლის 29 მაისის დემონსტრაციაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ თანადამცველმა ასევე მისცა ჩვენება, რომ მომჩივანი პასუხისმგებელი იყო დემონსტრაციის ორგანიზებაზე. მან ასევე გაითვალისწინა ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადარებდა მომჩივნის ხელწერას ბანერზე არსებულ ხელწერასთან და ასევე გაამახვილა ყურადება იმ ფაქტზე, რომ დაკავების შესახებ პოლიციის მოხსენების შესახებ, მომჩივანი დემონსტრაციის მონაწილეებს შორის გახლდათ. მან დაასკვნა:
“ ... საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მომჩივნის უარყოფას და პოლიციაში მის მიერ მიცემულ ჩვენებებს სანდოდ მიიჩნევს.”
გ. აპელაცია2002 წლის 2 იანვარს, მომჩივნის ადვოკატმა გაასაჩივრა იზმირის სახელმიფო უშიშროების სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარში იგი მიუთითებდა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევაზე, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარმართული წარმოება მას მიჩნდა უსამართლოდ და თვლიდა, რომ სასამართლომ მტკიცებულებები ჯეროვნად ვერ განიხილა.2002 წლის 27 მარტს მთავრმა საჯარო პროკურატურამ წერილობითი პოზიცია წარადგინა საკასაციო საამართლოს მეცხე პალატის წინაშე, სადაც აღნიშნავდა, რომ პალატამ უცვლელი უნდა დატოვოს იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემული წერილობითი პოზიცია არ მიწოდებია არც მომჩივანს და არც მის წარმომადგენელს.2002 წლის 10 ივნისს საკასაციო სასამართლოს მეცხრე პალატამ უცველად დატოვა იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს არგუმენტაცია და მტკიცებულებათა შეფასება, მომჩივნის აპელაცია არ დაკმაყოფილდა.
II.შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა.ეროვნული კანონმდებლობა
1. საჩივრის წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობამაშინ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (No. 1412) შესაბამისი დებულებები, კერძოდ მუხლები 135, 136 და 138, მიუთითებდნენ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ან ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა სარგებლობს უფლებით ჰყავდეს ადვოკატი პოლიციის მიერ მისი დაკავების მომენტიდან. 138-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთათვის სამართლებრივი დახმარება სავალდებულოა.1992 წლის 18 ნოემბრის No. 3842 კანონის 31-ე ნაწილის მიხედვით, რომელმაც ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, ზემოთმოცემული დებულებები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ხვდებიან სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ.
2.უკანასკნელი ცვლილებები2003 წლის 15 ივლისის No. 4928 კანონის მიხედვით მოიხსნა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოებში წარმოებისას ბრალდებულის ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა.2005 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი. ახალი კოდექსის შესაბამისი დებულებების მიხედვით (მუხლები 149 და 150), ყველა დაკავებულ პირს აქვს ადვოკატის მოთხოვნის უფლება პოლიციის მიერ მათი დაკავების მომენტიდანვე. ადვოკატის დანიშვნა სავალდებულოა თუ პირი არასრულწლოვანია ან თუ მას ბრალად ედება დანაშაული, რომლის მაქსიმალური სასჯელიც მოიცავს ხუთ წლამდე პატიმრობას მაინც.და ბოლოს, ტერორიზმის პრევენციის აქტის მე-10 ნაწილი (კანონი No. 3713), 2006 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად, მიუთითებს, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების შემთხვევაში, ადვოკატზე წვდომის უფლება შეიძლება გაჭიანურდეს ოცდაოთხი საათის განმავლობაში საჯარი პროკურორის ბრძანების საფუძველზე. დაუშვებელია ეჭვმიტანილის დაკითხვა ამ დროის განმავლობაში.
ბ. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
1. პროცედურა არასრულწლოვანთა საქმეებში
(ა) ევროპის საბჭომინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ევროპის საბჭოს წევრი სახლემწიფოებისადმი ეხება არასრულწლოვანთა დანაშაულისა და არასრულწლოვანთა მიმართ სამართალწარმოების ახალ გზებს (რეკ(2003)20). 2003 წლის 24 სექტემბერს, მინისტრთა მოადგილეების 853-ე შეხვედრის დროს მიღებული რეკომენდაციის შესაბამისი ნაწილების მიხედვით:
“15. არასრულწლოვანთა პოლიციაში დაკავების დროს, ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ, როგორც არასრულწლოვანთა, სტატუსზე, მათ ასაკზე, სიმყიფესა და მომწიფების დონეზე. მათ უმალვე უნდა ეცნობით მათი უფლებებისა და გარანტიების შესახებ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სრული აღქმა. პოლიციის მიერ დაკითხვის დროს, ძირითადად, მათ თან უნდა ახლდეთ მათი მშობელი/მეურვე ან სხვა სათანადო უფროსი. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ადვოკატსა და ექიმზე წვდომის უფლება...”მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ევროპის საბჭოს წევრი სახლემწიფოებისადმი არასრულწლოვანთა დანაშაულზე სოციალური რეაგირების შესახებ (No. ე(87)20), მიღებული 1987 წლის 17 სექტემბერს მინისტრთა მოადგილეების 410-ე შეხვედრაზე, მიუთითებს:
“წევრ სახელმწიფოთა მთავრობას რეკომენდაციას უწევს გადახედონ, საჭიროების შემთხვევაში, მათ კანონმდებლობასა და პრაქტიკას ქვემორეს გათვალისწინებით:
8. არასრულწლოვანთა სამართლებრივი პოზიცია გაძლიერდეს მთელი წარმოების განმავლობაში, მათ შორის პოლიციაში დაკითხვისას, ინტერ ალია, შემდეგის გათვალისწინებით:
- ადვოკატის დახმარების უფლება, რომელიც შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურად დაინიშნოს და ანაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ.”
(ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
(i) ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
“მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:...
(დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება, გაასაჩივროს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და რომ მათ დაუყოვნებლივ გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი ქმედების თაობაზე.”
(ii) ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი No. 10, 2007 წლის 25 აპრილი (CRC/CGC/10)მოცემული ტექსტის შესაბამისი ნაწილი არასრულწლოვანთა პოლიციაში დაკავების დროს სამართლებრივი დახმარების შესახებ მიუთითებს:
“49. ბავშვს გარანტირებული უნდა ჰქონდეს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება დაცვის მომზადებისა და წარდგენისას. ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია მოითხოვს, რომ ბავშვს უნდა გაეწიოს დახმარება, რომელიც არ უნდა შემოიფარგლებოდეს სამართლებრივი დახმარებით, არამედ უნდა იყოს შესაბამისი. წევრ სახელმწიფოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოხდება დახმარების გაწევა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფასო...
52. კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რათა წევრმა სახელმწიფოებმა დაადგინონ და განახორციელონ დროითი შეზღუდვბი დანაშაულის შეტყობინებასა და პოლიციის გამოძიების დასრულებას შორის, პროკურატურის (ან სხვა კომპეტენტური ორგანოს) გადაწყვეტილებაზე ბავშვის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებასა და სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური სამართლებრივი ორგანოს მიერ საბოლოო განხილვასა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას შორის. მოცემული დროითი შეზღუდვები უნდა იყოს სრულწლოვანთათვის დადგენილ ვადებზე მრავალგზის მოკლე. ამასთანავე, დაყოვნების გარეშე გადაწყვეტილებები უნდა იყოს შედეგი პროცესისა, სადაც ბავშვის უფლებები და სამართლებრივი გარანტიები სრულად არის პატივცემული. აღნიშნულ გაუჭიანურებელ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს სამართლებრივი ან სხვა შესაბამისი დახმარების გაწევა. მათი არსებობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სასამართლო სხდომით ან განხილვით სხვა სამართლებრივი ორგანოს წინაშე, არამედ ასევე უნდა გავრცელდეს პოცესის ყველა ეტაპზე, დაწყებული პოლიციის მიერ ბავშვის დაკითხვის მომენტიდან.”
(iii) გაეროს ბავშვთა უფლებების დაცის კომისიის დასკვნითი შეფასება: თურქეთი, 2001 წლის 9 ივლისი (CRC/C/15/Add.152.)ტექსტის შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
“66. კომიტეტი წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს განაგრძონ კანონებისა და პრაქტიკის გადახედვა არასრულწლოვანთა პასუხისგების სისტემის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად კონვენციასთან, კერძოდ კი 37-ე, მე-40 და 39-ე მუხლებთან, ისევე როგორც მოცემულ სფეროში მოქმედ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა პასუხისგების ადმინისტრირებისათვის (ბეიჯინგის წესები) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის (რიადის სახელმძღვანელო პრინციპები), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის გაზრდის, არასრულწლოვანთა პასუხისგების სასამართლოს დაცვის გავრცელების 18 წლამდე ბავშვებზე და მოცემული კანონის ეფექტიანი აღსრულების საშუალებით, ყოველ დაბაში არასრულწლოვანთა სასამართლოს შექმნის გზით. კერძოდ კი, იგი ახსენებს წევრ სახელმწიფოებს, რომ არასრულწლოვან დამნაშავეთა საკითხები უნდა გადაწყდეს გაჭიანურების გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული incommunicado დაკავება და რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნას როგორც უკანასკნელი ზომა, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება მცირეხნიანი და რომელიც არ უნდა აჭარბებდეს კანონით დადგენილ ვადებს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს წინასწარი პატიმრობის ალტერნატიული ზომების გამოყენება.”
3.ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება დაკავების დროს
(ა) ევროპის საბჭო
(i) მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული წესებიპატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების 93-ე წესის (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია (73)5) მიხედვით: “წინასწარ პატიმრობაში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს დაკავებისთანავე აირჩიოს ადვოკატი... და შეხვდეს მას რათა განიხილოს დაცვა და მოამზადოს და გადასცეს და მისგან მიიღოს, კონფიდენციალური ინსტრუქტაჟი. მოთხოვნის შემთხვევაში, მას უნდა შეექმნას ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო ყველა საჭირო პირობა. ... საუბრები პატიმარსა და მის იურიდიულ მრჩეველს შორის შეიძლება ხილული იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება მათი მოსმენა, პირდაპირ ან არაპირდაპირ, პოლიციის ან დაწესებულების ოფიციალურ პირთათვის.”ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთათვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ევროპული ციხის წესების შესახებ (რეკ (2006)2), მიღებული მინისტრთა მოადგილეების 952-ე შეხვედრაზე 2006 წლის 11 იანვარს, შესაბამის ნაწილებში მიუთითებს:
“იურიდიული დახმარება
23.1 ყველა პატიმარს აქვს უფლება მიიღოს იურიდიული დახმარება და ციხის ხელმძღვანელბამ უნდა უზრუნველყოს მათთვის გონივრული პირობები რათა ხელი მიუწვდებოდეთ ამგვარ დახმარებაზე.
23.2 პატიმრებს უფლება აქვთ მიიღონ კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე მათ მიერ არჩეული და მათი ხარჯით ანაზღაურებული იურიდიული მრჩეველისაგან.
...
23.5 სამართლებრივ ორგანოს, გამონაკლის შემთხვევებში, უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვები მოცემულ კონფიდენცილურობაზე სერიოზული დანაშაულისა და ციხის უსაფრთხოებისა და უშიშროების მნიშვნელოვანი დარღვევების თავიდან ასაცილებლად.”
(ii) წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT )თურქეთში 2000 წლის ივლისში ვიზიტის შემდეგ, CPT -მ მოხსენება 2001 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა (CPT / inf (2001)25). მოხსენება აღნიშნავდა:
“მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ამ ბოლო დროს მრავალი ცვლილება განხორციელდა, მაინც რჩება გარკვეული სისუსტეები ძალადობის გამოყენებისაგან ფორმალური დაცვის მხრივ. ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლოვანებად შესაძლებელია განვიხილოთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვედრილი კოლექტიურ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები არ სარგებლობენ ადვოკატზე წვდომის უფლებით დაკავების პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ამასთანავე, მიუხედავად საწინააღმდეგოს მტკიცებისა, თურქეთის ხელისუფლებამ, 1999 წლის თებერვალი/მარტის ვიზიტის საფუძველზე მომზადებულ მოხსენებაზე პასუხში, ნათლად აღნიშნა, რომ მოცემულ პირებს არ აქვთ უფლება შეატყობინონ მათ ნათესავებს საკუთარი მდგომარეობის შესახებ დაკავებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ამგვარი incommunicado დაკავება ხელს უწყობს ძალადობრივი მოპყრობის განხორციელებას.
შესაბამისად, CPT იმეორებს მის რეკომენდაციას, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებში თავისუფლებაშეზღუდულ ყველა პირს, მათ შორის იმ პირებსაც, რომლებსაც ბრალი ედებათ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს იურისდიქციით ქვეშ არსებული დანაშაულების ჩადენაში, დაკავების მომენტიდანვე უნდა მიეცეთ ადვოკატზე წვდომის უფლება. CPT აღიარებს, რომ პოლიციის ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება საჭირო შეიქნას დაკავებული პირის მიერ არჩეულ ადვოკატზე წვდომის გარკვეული პერიოდით შეყოვნება; თუმცა, ასეთ შემთხვევებში, სხვა დამოუკიდებელ ადვოკატზე წვდომა უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
ზემოთმოცემული რეკომენდაციის იმპლემენტაცია საჭიროებს საკანონმდებლო ზომების განხორციელებას. თუმცა, მანამდე, სასწრაფო ზომები უნდა იქნას მიღებული რათა უზრუნველყოფილ იქნას არსებულ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა. მართლაც, 2000 წლის ივლისში ad hoc ვიზიტებისას შეგროვებული ინფორმაცია აშკარად მიუთითებს, რომ პოლიციაში დაკავების პირველი ოთხი დღის შემდეგაც კი, სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიერ განსჯად დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიერ ადვოკატზე წვდომა პრაქტიკაში უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი. CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ ზემოთმითითებული შესაბამისობის მონიტორინგის პროცედურის მიხედვით შემოწმებისა და ინსპექტირების განმახორციელებლ სახელმწიფო მოხელეებს მიეცეთ ინსტრუქცია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თუ რაიმდენად არის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ მყოფი კოლექტიურ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირი ინფორმირებული უფლებაზე ჰყავდეს ადვოკატი დაკავების პირველი ოთხი დღის შემდეგ და თუU რამდენად არიან იმ მდგომარეობაში რათა ეფექტიანად გამოიყენონ მოცემული უფლება.”CPT ისევ ეწვია თურქეთს 2001 წლის სექტემბერში და 2002 წლის 24 აპრილით დათარიღებული მისი ანგარიში (ჩPღ/Iნფ(2002)8) მიუთითებდა შემდეგს:
“12. სახელმწიფო უშიშროების სასამართოს ორგანიზებისა და სამართალწარმოების პროცედურის შესახებ კანონის მე-16 მუხლში შეტანილმა ცვლილებებმა გააუმჯობესა ვითარება სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ მყოფი კოლექტიურ დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირთა ადვოკატზე წვდომის კუთხით. აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ ადვოკატზე წვდომის უფლება ოპერატიული ხდება მას შემდეგ. რაც პროკურორი გამოსცემს წერილბით ორდერს გაგრძელდეს პოლიციაში დაკავება 48 საათის შემდეგ; ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ ადვოკატზე წვდომის უფლება ახლა ორი დღით ეზღუდებათ, განსხვავებით წინა კანონში არსებული ოთხი დღისა.
CPT მიესალმება მოცემულ წინგადადგმულ ნაბიჯს, თუმცა ამასთანავე წუხილს გამოთქვამს, რადგან მოცემული ხელსაყრელი საშუალება არ იქნა გამოყენებული რათა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ მყოფ, კოლექტიურ დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირთათვის ადვოკატზე წვდომის უფლება გარანტირებულიყო დაკავების მომენტიდანვე (და შედეგად, მოხდებოდა მათი უფლებების ამ მხრივ გათანაბრება სისხლის სამართლის დანაშაულში ჩვეულებრივი ეჭვმიტანილების უფლებებთან). CPT სწამს, რომ თურქეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში განახორციელებს კომიტეტის მიერ უკვე მრავალგზის გაჟღერებულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა თავისუფლებაშეზღუდულ პირს, მათ შორის იმ ეჭვმიტანილებსაც, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულიც ხვდება სახელმწიფო უშიშროების საამართლოების იურისდიქციაში, დაკავებისთანავე მიეცემათ ადვოკატზე წვდომის უფლება.
...
46. უკვე აღინიშნა ის დადებითი საკანონმდებო ცვლილებები, რომელიც შეეხო ადვოკატზე წვდომისა და პირის დაკავების შესახებ ნათესავისადმი შეტყობინების უფლებას (იხ. პარაგრაფები 12-დან 14-მდე). მათ შემდგომაც გააუმჯობესეს უკვე შთამბეჭდავი საკანონმდებლო და მარეგურილებელი სტრუქტურა წამებისა და ძალადობის დასამარცხებლად. თუმცა, CPT ერთობ შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ არსებულ კოლექტიურ დანაშაულებში ეჭვმიტანილ დაკავებულ პირებს ისევ უარს ეუბნებიან იურთიერთონ ადვოკატთან დაკავების პირველი ორი დღის განმავლობაში; CPT -მ ნათლად გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში მე-12 პარაგრაფში.
ამასთანავე, სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირთა უფლების შინაარსი დაამყარონ კონტაქტი ადვოკატთან, ნაკლებად კარგად განვითარებულია, ვიდრე ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა შემთხვევაში. კერძოდ, CPT მიერ დადგენილ შემთხვევებში, ამგვარ დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირებს ჯერ ისევ არ ეძლევათ უფლება დაისწრონ ადვოკატი პოლიციისადმი ჩვენების მიცემისას და რომ ადვოკატთა ასოციაციის მიერ ადვოკატის დანიშვნის პროცედურა მათზე არ ვრცელდება. ასევე, დებულება, რომელიც სავალდებულოდ ხდის 18 წლამდე პირთათვის ადვოკატის დანიშვნის სავალდებულოობას არ ვრცელდება სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების დანაშაულებში ეჭვმიტანილ დაკავებულ პირებზე. ამ მხრივ CPT იმეორებს საკუთარ რეკომენდაციას, რომელიც უკვე აისახა 1997 წლის ოქტომბრის ვიზიტის ანგარიშში, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე, 136-ე და 138-ე მუხლების შესაბამისი დებულებები უნდა გავრცელდეს იმ პირებზეც, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული დანაშაულების ჩადენაში.”
(ბ)გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
(i)საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებსაერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR), მუხლი 14 § 3(ბ) მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ ყოველ პირს უნდა “ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოამზადოს დაცვა და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს”.
(ii)გაერთიანებული ერების კომიტეტის წამების წინააღმდეგთურქეთის მიმართ დასკვნებსა და რეკომენდაციებში, 2003 წლის 27 მაისს (CAT/C/CR/30/5), კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი:
“5. კომიტეტი წუხილს გამოხატავს შემდეგი საკითხების ირგვლივ:
(გ) ბრალდებები მასზედ, რომ პოლიციაში დაკავებულ პირებს უარს ეუბნებიან სამართლებრივ და სამედიცინო დახმარების მეყსიერ და ადექვატურ წვდომაზე და რომ მათი ოჯახის წევრები არ არიან უმალვე ინფორმირებულნი მათი დაკავების შესახებ;
...
7. კომიტეტი წევრ-სახელმწიფოს რეკომენდაციას უწევს რათა მან:
(ა) უზრუნველყოს რომ დაკავებულებმა, მათ შორის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ არებულ დანაშაულებისათვის დაკავებულმა პირებმაც, სრულად და პრაქტიკულად ისარგებლონ ძალადობრივი მოპყრობისა და წამების საწინააღმდეგო დაცვით, კერძოდ კი სამედიცინო და სამართლებრივი დახმარების და ოჯახთან კონტაქტის დამყარების გარანტირებული უფლებით;
...”2008 წლის 24 იანვრის (CAT/C/GC/2) ზოგად კომენტარში No. 2, კომიტეტმა აღნიშნა:
“ცალკეული საბაზისო გარანტიები ვრცელდება ყველა თავისუფლებაშეზღუდულ პირზე. რამდენიმე მათგანი ჩამოთვლილია კონვენციაში და კომიტეტი მუდმივად მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მათი შესრულებისაკენ. კომიტეტის რეკომენდაციები ეფექტიანი ზომების შესახებ მიზნად ისახავს ახლანდელი სტანდარტის განმარტებას და თავისთავად არ არის ამომწურავი ხასიათის. ამგვარი გარანტიები მოიცავს, inter alia, ... უფლება დაუყოვნებლივ მიიღო დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება...”
(გ) ევროპის კავშირიფუნდამენტური უფლებების ქარტიის 48-ე მუხლი მიუთითებს, რომ “ნებისმიერი ბრალდებული პირის დაცვის უფლების პატივისცემა გარანტირებულია”. 52§3 მუხლი შემდგომ მიუთითებს, რომ 48-ე მუხლში გარანტირებული უფლება იგივე მნიშვნელობისა და მასშტაბისაა როგორც მისი ექვივალენტი უფლება, გარანტირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ.
სამართალი
I.კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა.ადვოკატზე წვდომა პოლიციაში დაკავების დროსმომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის უფლება დარღვეული იყო პოლიციაში დაკავებისას ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე უარის განცხადებით. იგი ეყრდნობოდა კონვენციის 6 § 3 (გ) მუხლს, რომლის მიხედვითაც:
“3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(გ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები.”
1. პალატის გადაწყვეტილება2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი 3(გ) პარაგრაფის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ მხრივ მან აღნიშნა, რომ მომჩივანი წარმოდგენილი იყო სასამართლო პროცესსა და სააპელაციო წარმოებისას ადვოკატის მიერ და რომ მომჩივნის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება არ წარმოადგენდა მისი მსჯავრდების ერთადერთ საფუძველს. პალატის მიხედვით, მომჩივანს ჰქონდა საშუალება გაესაჩივრებინა პროკურატურის ბრალდებები იმგვარ პირობებში, რომელიც მას არ აყენებდა ოპონენტთან, vis-à-vis, არახელსაყრელ პირობებში. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივნის დამნაშავედ ცნობისას, იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებები, როდესაც მოხდა მომჩივნის დაკავება, ექსპერტის დასკვნა ბანერზე არსებულ ხელწერილთან დაკავშირებით და მოწმის ჩვენებები. აღნიშნულზე დაყრდნობით მან აღნიშნა, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვაზე წინასწარი ნეგატიური გავლენა არ ჰქონია პოლიციაში დაკავების დროს იურიდიული დახმარების ნაკლებობას.
2. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანიმომჩივანმა გაასაჩივრა ის საფუძვლები, რომელსაც პალატა დაეყრდო კონვენციის მე-6 მუხლის 3(გ) პუნქტის არ დარღვევის დადგენისას. იგი ამტკიცებდა, რომ პოლიციაში დაკავების დროს ადვოკატის დახმარება ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენდა. მან შეახსენა სასამართლოს, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული ყოველი სამხილი მოპოვებული იყო წინასწარი გამოძიების ეტაპზე, სწორედ მაშინ, როდესაც მას უარი ეთქვა ადვოკატის დახმარებაზე. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ მართალია ეროვნულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო, არ არსებობდა მტკიცებულება რომელიც მის ბრალს ადასტურებდა. მან აგრეთვე აღნიშნა პოლიციაში დაკავების დროს მის მიმართ განხორციელებული ცუდად მოპყრობის შესახებ და მიუთითა, რომ ჩვენებას ხელი პოლიციის ზეწოლის შედეგად მოაწერა. მოცემული ჩვენება გამოყენებულ იქნა იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პროკურორისა და გამომძიებელი მოსამართლის წინაშე, ისევე როგორც სასამართლო მოსმენის დროს, მან ცალსახად უარყო იგი. მომჩივანი ასევე ხაზს უსვამდა, რომ იმ დროისათვის იგი არასრულწლოვანი გახლდათ და არ იყო ნასამართლევი. მის წინააღმდეგ წარმოყენებული ბრალდებების სერიოზულობის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების არარსებობამ დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა ჯეროვანი მიზეზი, თუ რატომ იყო იურიდიული დახმარებაზე უარი გამართლებული.
(ბ) მთავრობამთავრობამ სთხოვა დიდ პალატას დასთანხმებოდა პალატის გადაწყვეტილებას მასზედ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 3(გ) პუნქტის დარღვევას. მათ აღნიშნეს, რომ, პირველ რიგში, კანონმდებლობა შეიცვალა 2005 წელს. ამასთანავე, მათი არგუმენტაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ ადვოკატზე წვდომის უფლების შეზღუდვით არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით. დაეყრდნო რა სასამართლო პრაქტიკას (კერძოდ კი, Imbrioscia v. Switzerland, 24 noemberi 1993, Series A no. 275; John Murray v. the United Kingdom, 8 Tebervali 1996, Reports of Judgments and Decisions 1996‑I; Averill v. the United Kingdom, no. 36408/97, ECHR 2000‑VI; Magee v. the United Kingdom, no. 28135/95, ECHR 2000‑VI, da Brennan v. the United Kingdom, no. 39846/98, ECHR 2001‑X), ისინი ამტკიცებდნენ, რომ იმის შეფასებისას თუ რამდენად სამართლიანი იყო საამართლო, ყურადღება უნდა მიექცეს სამართალწარმოების ერთიანობას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ადვოკატის მიერ იყო წარმოდგენილი იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოს წინაშე წარმოებისას, მისი საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება არ დარღვეულა. მთავრობამ აქცენტი გააკეთა რამდენიმე თურქულ საქმეზე (Saraç v. Turkey (dec.), no. 35841/97, 2 seqtemberi 2004; Yurtsever v. Turkey (dec.), no. 42086/02, 31 agvisto 2006; Uçma and Uçma v. Turkey (dec.), no. 15071/03, 3 oqtomberi 2006; Ahmet Yavuz v. Turkey (dec.), no. 38827/02, 21 noemberi 2006, and Yıldız and Sönmez v. Turkey (dec.), nos. 3543/03 da 3557/03, 5 დეკემბერი 2006), სადაც სასამართლომ მსგავსი საჩივრები მიუღებლად ჩათვალა აშკარა დაუსაბუთებლობის გამო, რადგან პოლიციის ჩვენებები არ წარმოადგენდა ბრალდების მხარდამჭერ ერთადერთ მტკიცებულებას, შესაბამისდ, იურიდიული დახმარების ნაკლებობა პოლიციაში დაკავებისას არ წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.საქმის ფაქტებთნ დაკავშირებით, მთავრობა აღნიშნავდა, რომ როდესაც მოხდა მომჩივნის აყვანა პოლიციის მიერ, მას მოახსენეს დუმილის უფლების შესახებ და რომ შემდგომი სისხლის სამართლის პროცესის დროს მის ადვოკატს საშუალება ჰქონდა გაესაჩივრებინა პროკურატურის ბრალდებები. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ მომჩივნის მიერ პოლციაში მიცემული ჩვენება არ წარმოადგენდა მსჯავრდების ერთადერთ საფუძველს.
4.სასამართლოს შეფასება
(ა)წინამდებარე საქმეში გამოყენებადი ზოგადი პრინციპებისასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სისხლისსამართლებრივი წარმოებისას მე-6 მუხლის პირველადი მიზანია, სამართლიანი სასამრთლოს უზრუნველყოფა კომპეტენტური “სასამართლოს” მიერ “ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების” დადგენისას, თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნას განხილული იმგვარად თითქოს, მე-6 მუხლი არ ვრცელდება წინასწარ გამოძიებაზე. შესაბამისად, მე-6 მუხლი -განსაკუთრებით კი მისი მე-3 ნაწილი - შეიძლება გამოყენებადი იყოს მანამდე, სანამ საქმე გაიგზავნება სასამართლო მოსმენაზე და იმდენად, რამდენადაც სასამართლოს სამართლიანობა სავარაუდოა მოხვდეს სერიოზული წინასწარი ნეგატიური გავლენის ქვეშ მის დებულებებთან თავდაპირველი დაუმორჩილებლობის გამო (Imbrioscia, ციტირებული ზემოთ, § 36). წინა გადაწყვეტილებებში სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (გ) პუნქტი არის ერთი ელემენტი, სხვათა შორის, რომელიც სისხლისსამართლებრივი წარმოებისას ასახავს 1 ნაწილში მითითებული სამართლიანი სასამართლოს ცნებას (Imbrioscia, ციტირებული ზემოთ, § 37, და Brennan, ციტირებული ზემოთ, § 45).სასამართლო იმეორებს, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდებისას, ყოველი პირის უფლება იყოს ეფექტიანად დაცული, საჭიროების შემთხვევაში მისთვის ოფიციალურად დანიშნული იურისტის მიერ, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს მართალია არა აბსოლუტურ, მაგრამ ფუნდამენტურ შემადგენელ ნაწილს (Poitrimol v. France, 23 ნოემბერი 1993, § 34, Series A no. 277 A, და Demebukov v. Bulgaria, no. 68020/01, § 50, 28 თებერვალი 2008). მიუხედავად აღნიშნულისა, მე-6 მუხლის 3(გ) პუნქტი არ განსაზღვრავს მოცემული უფლების განხორციელების გზას. შესაბამისად, იგი უტოვებს არჩევანის უფლებას ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უზრუნველყონ მათ სამართლებრივ სისტემაში მოცემული საშუალებების არსებობა, სადაც სასამართლოს ფუნქციად მხოლოდ იმის დადგენა განისაზღვრება თუ რამდენად არის მათ მიერ არჩეული მეთოდი სამართლიან სასამართლოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ამ მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენცია შექმნილია “არა თეორიული ან ილუზორული უფლებების უზრუნველსაყოფად, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებებისათვის” და რომ ადვოკატის დანიშნვა, თავისთავად არ უზრუნველყოფს ბრალდებულისათვის დახმარების ეფექტიანობას (Imbrioscia, ციტირებული ზემოთ, § 38).ეროვნული კანონმდებლობა შესაძლებელია დიდწილად დაეყრდნოს პოლიციაში დაკითხვის ადრეულ ეტაპზე გამოხატულ ბრალდებულის პოზიციას, რომელიც შემდგომი სისხლისსამართლებრივი წარმოებისას განმსაზღვრელი ხდება დაცვისათვის. ასეთ შემთხვევებში, მე-6 მუხლი ჩვეულებრივ ითხოვს, რომ ბრალდებულს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით პოლიციაში დაკითხვის ადრეული ეტაპიდანვე. თუმცა მოცემული უფლება, ჯერ-ჯერობით ითვლება, რომ შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს ჯეროვანი მიზეზების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არის შეზღუდვა გამართლებული და, თუ არის, სამართალწარმოების ერთიანობაში განხილვისას, ხომ არ დაირღვა ბრალდებულს საქმის სამართლიანი მოსმენა, რადგან შესაძლებელია გამართლებულმა შეზღუდვამაც კი გამოიწვიოს აღნიშნული შედეგი გარკვეულ პირობებში (იხ. John Murray, ციტირებული ზემოთ, § 63; Brennan, ციტირებული ზემოთ, § 45, და Magee, ციტირებული ზემოთ, § 44).მოცემული პრინციპები, განხილული ზემოთ §52, შეესაბამება ზოგადად აღიარებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს (იხ. ზემოთ პარაგრაფები 37-42), რომელიც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს საფუძვლებს და რომელთა მიზანიც გახლავთ ბრალდებულის დაცვა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი იძულებისაგან. ისინი ამასთანავე ხელს უწყობენ უსამართლობის პრევენციას და მე-6 მუხლის მიზნების განხორციელებას, კერძოდ კი მხარეთა თანასწორობას საგამოძიებო და ბრალმდებელ ორგანოებსა და ბრალდებულს შორის.ამ მხრივ, სასამართლო ხაზს უსვამს საგამოძიებო ეტაპის მნიშვნელობას სისხლისსამართლებრივი წარმოებისათვის, რადგანაც მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებანი განსაზღვრავს იმ ფორმატს, რომელშიც ხდება ბრალდების სასამართლო განხილვა (Can v. Austria, no. 9300/81, კომისიის ანგარიში 1984 წლის 12 ივლისი, § 50 Series A no. 96). ამასთანავე, მოცემულ ეტაპზე, ბრალდებული ხშირად აღმოჩნდება ხოლმე მოწყვლად ვითარებაში, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება იმ ფაქტით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ერთობ კომპლექსურია, განსაკუთრებით კი მტკიცებულებათა შეგროვებისა და გამოყენების კუთხით. უმეტეს შემთხვევაში, მოცემული მოწყვლადობა შესაძლებელია ჯეროვნად კომპენსირებულ იქნას ადვოკატის დახმარებით, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენს, სხვა მრავალს შორის, დაეხმაროს ბრალდებულს უზრუნველჰყოს პატივისცემა მისი უფლებისადმი, არ მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება. მოცემული უფლება ითხოვს, რომ სისხლისსამართლებრივ საქმეში ბრალდების მხარე იღწვოდეს დაამტკიცოს ბრალდებულის დამნაშავეობა იმ მტკიცებულებათა გამოყენების გარეშე, რომელიც მოპოვებულ იქნა იძულების ან ბრალდებულის ნების აშკარა უგულვებელყოფის გზით (იხ.Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 100, ECHR 2006‑..., da Kolu v. Turkey, no. 35811/97, § 51, 2 აგვისტო 2005). ადვოკატზე ადრეული წვდომა წარმოადგენს პროცედურული დაცვის განუყოფელ ნაწილს, რომელსაც სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმის დადგენისას თუ რამდენად ჩაახშო პროცედურამ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის არსი (იხ.mutatis mutandis, Jalloh, ციტირებული ზემოთ, § 101). ამ მხრივ სასამართლო ითვალისწინებს CPT რეკომენდაციებს (პარაგრაფები 39-40, ზემოთ), სადაც კომიტეტმა მრავალგზის აღნიშნა, რომ დაკავებულის უფლება იურიდიულ დახმარების მიღებაზე წარმოადგენს ფუნდამენტურ დაცვას ძალადობრივი მოპყრობის წინააღმდეგ. მოცემული უფლებით სარგებლობის ნებისმიერი გამონაკლისი უნდა იყოს ნათლად შემოფარგლული და დროში შეზღუდული. მოცემული პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, რადგანაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მძიმე სასჯელის განხილვისას სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად.მოცემულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება იყოს საკმარისად “პრაქტიკული და ეფექტიანი” (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 51), მე-6 მუხლის 1 პარაგრაფი მოითხოვს, რომ, ჩვეულებისამებრ, ადვოკატზე წვდომა უზრუნველყოფილ იქნას პოლიციაში ეჭვმიტანილის პირველივე დაკითხვისას; გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ყოველი საქმის გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით დასტურდება, რომ არსებობს მოცემული უფლების შეზღუდვის დაუძლეველი მიზეზები. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც დაუძლეველი მიზეზები, გამონაკლის შემთხვევებში, ამართლებს ადვოკატზე წვდომის შეზღუდვას, ამგვარი შეზღუდვა – მიუხედავად მისი მართებულობისა – არ უნდა წარმოადგენდეს მე-6 მუხლით დაცული ბრალდებულის უფლებების არაჯეროვან დაზარალებას (იხ. mutatis mutandis, Magee, ციტირებული ზემოთ, § 44). დაცვის უფლებები გამოუსწორებლად დაზიანდება, როდესაც ადვოკატზე წვდომის გარეშე, პოლიციაში დაკითხვისას საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მიცემული ჩვენება გამოყენებულია მსჯავრდებისათვის.
(ბ)აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეშიმოცემულ საქმეში, მომჩივნის ადვოკატზე წვდომის უფლება შეიზღუდა პოლიციაში დაკავების დროს, No. 3842 კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე, რადგანაც იგი ეჭვმიტანილი გახლდათ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციაში არსებული დანაშაულის ჩადენაში. შედეგად პოლიციაში, საჯარო პროკურორისა და გამომძიებელი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემის დროს მას არ ჰყავდა ადვოკატი. მომჩივნისათვის ადვოკატის წვდომის შეზღუდვის გამამართლებელი მიზეზი, გარდა იმისა, რაც სისტემატურად გამოიყენება მოცემული სამართლებრივი დებულებების შემთხვევაში, არ მოუხსენებიათ. შედეგად, მოცემული ფაქტი უკვე არ შეესაბამება მე-6 მუხლის მიერ ამ მხრივ დადგენილ, და 52-ე პარაგრაფში მითითებულ, მოთხოვნებს.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს ჰყავდა ადვოკატი წინასწარი პატიმრობისას. შემდგომი სისხლის სამართლის პროცესის დროს, მას შეეძლო მოწმეთა მოწვევა საკუთარი სახელით და შესაძლებლობა ჰქონდა შეწინააღმდეგებულიყო ბრალდების არგეუმენტებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივანი მუდმივად, სასამართლოზეც და აპელაციისასაც, უარყოფდა პოლიციაში მის მიერ მიცემული ჩვენების შინაარს. თუმცა, საქმის მასალებიდან აშკარაა, რომ გამოძიება დიდწილად უკვე დასრულებული იყო მანამდე სანამ მომჩივანი წარსდებოდა გამომძიებელი მოსამართლის წინაშე 2001 წლის 1 ივნისს. მეტიც, იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ, საქმის არებით განხილვამდე, არა მარტო არ განიხილა მომჩივნის მიერ პოლიციაში დაკავების დროს მიცემული ჩვენებების დასაშვებობა, არამედ მსჯავრდებისასს მთავარ მტკიცებულებად გამოიყენა მომჩივნის მიერ პოლიციისადმი მიცემული ჩვენება, მიუხედავად მის მიერ ამ უკანასკნელის სისწორის უარყოფისა (იხ. პარაგრაფი 23, ზემოთ). ამ მხრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მსჯავრდებისას, იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ, ფაქტიურად, მის წინაშე არსებული მტკიცებულება გამოიყენა მომჩივნის მიერ პოლიციაში მიცემული ჩვენების დასადასტურებლად. მოცემული მტკიცებულება მოიცავდა 2001 წლის 1 ივლისის ექსპერტის ანგარიშს, ისევე როგორც სხვა ეჭვმიტნილთა მიერ პოლიციაში და საჯარო პროკურორის წინაშე მიცემულ ჩვენებებს. ამ მხრივ, სასამართლოს გასაოცრად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ხსენებული ექსპერტის დასკვნა მომჩივნის სასარგებლო იყო, რადგანაც აღნიშნავდა, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად ემთხვეოდა ბანერზე არსებული ხელწერა მომჩივნის ხელწერას (იხ. პარაგრაფი 15, ზემოთ). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამოპასუხემ, რომლებმაც პოლიციაში და საჯარო პროკურორის წინაშე მომჩივნის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, შემდგომ, სასამართლო სხდომაზე, უარყვეს საკუთარი ჩვენებები და იუარეს დემონსტრაციაში მონაწილეობა.შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანზე უდაოდ იმოქმედა ადვოკატზე წვდომის შეზღუდვამ, რადგანაც მის მიერ პოლიციაში მიცემული ჩვენება მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. ვერც ადვოკატის შემდგომმა დახმარებამ და ვერც სამართალწარმოების დაპირისპირებულმა ხასიათმა ვერ გამოასწორა ის ზიანი, რომელიც მოსარჩEლეს პოლიციაში დაკავების დროს მიადგა. თუმცა, სასამართლოს საქმე არ გახლავთ იმით სპეკულირება, თუ რა შედეგს იქონიებდა შემდგომ სამართალწარმოებაზე ის ფაქტი, პოლიციაში დაკავების დროს მომჩივანს ადვოკატზე წვდომა რომ ჰქონოდა.სასამართლო შემდგომ აღნიშნავს, რომ არც ფორმულირებით და არც შინაარსით კონვენციის მე-6 მუხლი არ ეწინააღმდეგება პირის უფლებას თავად, საკუთარი ნებით, პირდაპირ ან ირიბად, განაცხადოს უარი სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე (იხ.Kwiatkowska v. Italy (dec.), no. 52868/99, 30 ნოემბერი 2000). თუმცა, იმისათვის რომ ეს უკანასკნელი, კონვენციის მიზნების შესაბამისად ეფექტიანი იყოს, სასამართლო განხილვაში მონაწილეობაზე უარი უნდა იყოს აშკარად გამოხატული და თან უნდა ახლდეს ისეთი მინიმალური გარანტიები, რომელიც შეესაბამება მის მნიშვნელობას (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 86, ECHR 2006‑...; Kolu, ციტირებული ზემოთ § 53, და Colozza v. Italy, 12 თებერვალი 1985, § 28, , Series A no. 89). შესაბამისად, წინამდებარე საქმეში ვერ დავეფუძნებით მტკიცებას, რომ უფლებების აღმწერი ფორმის საშუალებით მომჩივანს შეატყობინეს დუმილის უფლების შესახებ (იხ. პარაგრაფი 14, ზემოთ).საბოლოოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ელემენტს წარმოადგენს მომჩივნის ასაკი. საერთაშორისო სამართლის შესაბამისი დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება პოლიციაში დაკავებულ არასრულწლოვანთათვის სამართლებრივ დახმარებას (იხ. პარაგრაფები 32-36 ზემოთ), სასამართლო ხაზს უსვამს არასრულწლოვანი დაკავებული პირისათვის ადვოკატზე წვდომის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.მოცემულ საქმეში, როგორც ეს ზემოთ იქნა განხილული, სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ არსებული დანაშაულის შემთხვევაში, ადვოკატზე წვდომის უფლების შეზღუდვა სისტემატიურ ხასიათს ატარებდა და ვრცელდებოდა პოლიციაში დაკავებულ ყველა პირზე, მიუხედავად მათი ასაკისა.დასკვნის სახით სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს ჰქონდა საშუალება გაესაჩივრებინა მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებანი სასამართლო მოსმენისას და, შემდეგ, აპელაციის დროს, პოლიციაში დაკავების პერიოდში ადვოკატის არ ყოფნამ გამოუსწორებელი გავლენა მოახდინა მის დაცვის უფლებებზე.
(გ) დასკვნააღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (გ) პუნქტის დარღვევას კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილთან ერთობლიობაში.
ბ. საკასაციო სასამართლოში მთავარი საჯარო პროკურორის წერილობითი მოსაზრების მიუწოდებლობამომჩივანი ჩიოდა საკასაციო სასამართლოში მთავარი საჯარო პროკურორის წერილობითი მოსაზრების მისთვის მიუწოდებლობის შესახებ. ამ მხრივ იგი ეყრდონობდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილს, რომლის შესაბამისი ნაწილიც მიუთითებს:
“ყოველი ადამიანი ... სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გარკვევისას აღჭურვილია ... სასამართლოს მიერ ... სამართლიანი ... განხილვის უფლებით...”
1.პალატის გადაწყვეტილება2007 წლის 26 აპრილის განაჩენში პალატამ დაადგინა, რომ საქმეზე არსებული განმტკიცებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში, მთავარი საჯარო პროკურორის წერილობითი მოსაზრების მომჩივნისათვის მიუწოდებლობა წარმოადგენდა საქმისწარმოების შეჯიბრებითობის დარღვევას. შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.
2.მხარეთა არგუმენტებიმხარეებს არ წარმოუდგენიათ შემდომი არგუმენტები მოცემულ საკითხზე.
3.სასამართლოს შეფასებასასამართლო მიიჩნევს, რომ პალატის მიერ განხილული მიზეზების გათვალისწინებით, ადგილი ჰქონდა მომჩივნის შეჯიბრებითი სამართალწარმოების უფლების დარღვევას. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი.
III.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებაკონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა.მატერიალური ზიანი
1.მხარეთა არგუმენტები
მომჩივანი ითხოვდა 5,000 ევროს მატერიალური ზიანისათის, ხოლო 10,000 ევროს მორალური ზიანიათვის.მთავრობა მიუთითებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლო და გადამეტებული იყო.
2.პალატის გადაწყვეტილებაპალატამ არ დააკმაყოფილა მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნა, მიუთითა რა, რომ მომჩივანმა ვერ დაასაბუთა მოთხოვნა. მან აღნიშნა, რომ დარღვევის დადგენა, თავისთავად წარმოადგენდა მომჩივნის მიერ განცდილი ნებისმიერი მორალური ზიანის დაკმაყოფილებას.
3.სასამართლოს შეფასებასასამართლომ აღნიშნა, რომ მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევის გამოსწორების ყველაზე შესაფერის ფორმას წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ მომჩივანი, შესაძლებლობის ფარგლებში, დაბრუნდეს იმ პოზიციაში, რომელშიც იგი იქნებოდა, რომ არ მომხდარიყო მოცემული მუხლის უგულვებელყოფა (იხ.Teteriny v. Russia, no. 11931/03, § 56, 30 ivnisi 2005; Jeličić v. Bosnia and Herzegovina, no. 41183/02, § 53, ECHR 2006‑..., da Mehmet and Suna Yiğit v. Turkey, no. 52658/99, § 47, 17 ივლისი 2007). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული პრინციპი წინამდებარე საქმეზეც ვრცელდება. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ დაკმაყოფილების სათანადო ფორმას წარმოადგენს მომჩივნის საქმის ხელახალი სასამართლო განხილვა, რომელიც განხორციელდება კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მომჩივანს სურს საქმის ხელახალი განხილვა (იხ.mutatis mutandis, Gençel v. Turkey, no. 53431/99, § 27, 23 ოქტომბერი 2003).რაც შეეხება დანარჩენ მორალურ ზიანს, სამართლიან საწყისებზე გადაწყვეტილების მიღებისას, იგი მომჩივანს მიაკუთვნებს 2,000 ევროს.
ბ. ხარჯები
1.მხარეთა არგუმენტებიეროვნული და პალატის წინაშე სამართალწარმოების ასანაზღაურებლად მომჩივანი ითხოვდა 3,500 ევროს ანაზღაურებას, აღნიშნული მოთხოვნის გამამყარებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არ შეუცვლია მისი პირველადი მოთხოვნა პალატის წინაშე, თუმცა წარმოადგინა იურიდიული დახმარების მოთხოვნა დიდი პალატის წინაშე გაწეული ხარჯებისათვის.მთავრობამ სადავოდ გახადა მოცემული მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იგი დაუსაბუთებელი იყო.
2.პალატის გადაწყვეტილებაპალატამ მომჩივანს მიაკუთვნა 1,000 ევრო სასამართლო ხარჯებისათვის.
3.სასამართლოს შეფასებასასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ისარგებლა იურიდიული დახმარებით დიდი პალატის წინაშე წარმოების ხარჯების ასანაზღაურებლად. შედეგად, ხარჯები მოიცავს მხოლოდ ეროვნული სასამართლოებისა და პალატის წინაშე გაწეულ ხარჯებს.სასამართლოს განმტკიცებული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო ხარჯების მიკუთვნებას 41-ე მუხლის საფუძველზე ადგილი არ ექნება, თუკი არ დადგინდება, რომ ხარჯები რეალური და საჭირო იყო და რომ გაწეულ იქნა გონივრული ოდენობით. ასევე, სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დადგინდება დარღვევა (იხ. სხვა მრავალს შორის, Beyeler v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება) GC], no. 33202/96, § 27, 28 May 2002, და Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 105, ECHR 2003‑VIII).ზემოთმოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მომჩივანს უკმაყოფილებს პალატის მიერ უკვე მიკუთვნებულ ოდენობას, კერძოდ კი 1,000 ევროს.
გ. საურავი
80.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
ამის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.ადგენს, რომ მომჩივნის პოლიციაში დაკავების დროს იურიდიული დახმარების ნაკლებობის გამო დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (გ) ნაწილი კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილთან ერთობლიობაში;
2.ადგენს, რომ საკასაციო სასამართლოში მთავარი საჯარო პროკურორის წერილობითი მოსაზრების მომჩივნისათვის მიუწოდებლობით დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი.
3.ადგენს:
(ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობა, კონვერტირებული ახალ თურქულ ლირებში, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად:
(i)2,000 ევრო (ორი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს არამატერიალურ ზიანთან მიმართებაში;
(ii)1,000 ევრო (ერთი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებაში;
(ბ)რომ ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
4.უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2008 წლის 27 ნოემბერს.
ვინსენტ ბერჟერნიკოლას ბრატცა
იურისკონსული პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy