© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე სარგსიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ
(საჩივარიNo.40167/06)
გადაწყვეტილება
(არსებითი მხარე)
სტრასბურგი
16 ივნისი 2015
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეში სარგსიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ისაბელ ბერო,
ინეტა ზიმელე,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ალვინა გიულუმიანი,
ხანლარ ჰაჯიევი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუის ლოპეს გერა,
განა იუდკივსკა,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ქსენია ტურკოვიჩი,
ეგიდიუს კურისი,
რობერტ სპანო,
იულია ანტოანელლა მოტოჩი, მოსამართლეები
და მაიკლ ო’ბოილი, განმწესრიგებლის მოადგილე,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 5 თებერვალსა და 2015 წლის 22 იანვარს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემომითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 40167/06) აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილ იქნა სომხეთის მოქალაქის, ბ-ნი მინას სარგსიანის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ემუხლის შესაბამისად 2006 წლის 11 აგვისტოს. მომჩივანი გარდაიცვალა 2009 წელს. მისი საჩივარი განაგრძო მისმა ქვირმა, ქ-ნმა ლენა სარგსიანმა, დაბადებული 1936 წელს და ვაჟმა ვლადიმირმა და ქალიშვილებმა ცოვნიარ და ნინა სარგსიანებმა, დაბადებულები 1957, 1959 და 1966 წლებში. ქ-ნი ლენა სარგსიანი გარდაიცვალა 2014 წლის იანვარში. მომჩივნის სახელით ჩივილი განაგრძეს ვალდიმირ და ცოვინარ სარგსიანებმა.
2. მომჩივანს, რომელმაც ისარგებლა იურიდიული დახმარებით,წარმოადგენდნენ ქ-ნი ნ. გასპარიანი და ქ-ნი კ. ოჰანიანი, ერევანში მოქმედი ადვოკატები. აზერბაიჯანის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბ-ნი ჩ.ასგაროვი.
3. მომჩივანი აცხადებდა, რომ უარი დაბრუნებულიყო სოფელ გულისტანში და ჰქონოდა წვდომა მის იქ არსებულ ქონებაზე, ისევე როგორც უარი მიეღო კომპენსაცია დანაკარგისათვის და უარი ჰქონოდა წვდომა სახლზე და გულისტანში არსებულ ნათესავთა საფლავებზე, წარმოადგენდა N. 1 ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას. ასევე, იგი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას იმდენად, რამდენადაც არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ზემორე საჩივრებთან მიმართებაში. დაბოლოს, მან აღნიშნა, რომ ზემოთმოცემული საჩივრების გათვალისწინებით, იგი გახლდათ დისკრიმინაციის მსხვერპლი ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური მრწამსის გამო, რაც წარმოადგენდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას.
4. საჩივარი დაეწერა სასამართლოს პირველ სექციას (წესი 52 § 1, სასამართლოს რეგლამენტი). სომხეთის მთავრობამ ისარგებლა კონვენციის 36 § 1 მუხლით განსაზღვრული უფლებით ჩართულიყო საქმეში. მათ წარმოადგენდა ბ-ნი გ. კონსტანიანი.
5. 2010 წლის 11 მარტს პირველი სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით - ქრისტოს როზაკისი, ნინა ვაჟიჩი, ხანლარ ჰაჯიევი, დინ სპილმანი, სვერე ერიკ იებენსი, ჯორჯიო მალინვერნი და ჯორჯ ნიკოლაუ, ისევე როგორც სორენ ნიელსენი, სექციის განმწესრიგებელი - მოიხსნა იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაზეც პრეტენზია არცერთ მხარეს არ გამოუთქვამს (კონვენციის 30-3 მუხლი და რეგლამენტის 72-ე მუხლი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 და რეგლამენტის 24-ე მუხლების შესაბამისად. პალატის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ჯეროვანი სამართალგების ინტერესების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმე და საქმე ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღდეგ (საჩვარი N. 13216/05) მიეკუთვნებინა დიდი პალატის იმავე შემადგენლობისათვის (რეგლამენტის მუხლები 24, 42 § 2 და 71).
7. საქმის დასაშვებობასა და არსებით მხარეზე მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში სტრასბურგში, 2010 წლის 15 სექტემბერს (მუხლი 59 § 3).
8. 2011 წლის 14 დეკემბერს საჩივარი ნაწილობრივ დასაშვებად სცნო დიდმა პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: ნიკოლას ბრატცა, ჟან-პოლ კოსტა, ქრისტოს როზაკის, ფრანსუაზ ტულკენსი, ჯოზეფ კასადევალი, ნინა ვაჟიჩი, კორნელიუ ბირსანი, პიირ ლორენსენი, ბოსტიან მ. ცუპანჩიჩი, ელისაბეტ ფურა, ალვინა გიულუმიანი, ხანლარ ჰაჯიევი, ეხბერტ მაიერი, სვერე ერიკ იებენსი, ჯორგიო მალინვერნი, ჯორჯ ნიკოლაუ და ლუის ლოპეს გერა, ასევე მაიკლ ო’ბოილი, განმწესრიგებლის მოადგილე.
9. მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, საქმის არსებით მხარეზე წარმოადგინა შემდგომი წერილობითი მოსაზრებანი (რეგლამენტის მუხლი 59 § 1). ამასთანავე, მესამე მხარის მოსაზრებანი წარმოდგენილ იქნა სომხეთის მთავრობის მიერ.
10. 2013 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ გადაწყვიტა მოეთხოვა ფაქტობრივი ინფორმაცია მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციისაგან („ააას“) „გეოსივრცული ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებების პროგრამის“ ფარგლებში (სასამართლოს რეგლამენტის დანართის მუხლი ა1 §§ 1 და 2).2013 წლის ნოემბერში „ააას“-მა წარმოადგინა „2002 -2012 წლებში აზერბაიჯანში, გულისტანში მაღალი რეზოლუციის სატელიტური ჩვენების შეფასების“ ანგარიში („ააას ანგარიში“). მოპასუხე მთავრობამ უარი განაცხადა რიგი სურათების გასაჯაროებაზე. 2013 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მოთხოვნა. საქმის მასალებში წარმოდგენილია ანგარიშის მხოლოდ ნაწილი, რომელიც გასაჯაროვდა.
11. 2014 წლის 3 თებერვალს სასამართლომ განიხილა მომჩივნის, მოპასუხე მთავრობისა და ჩართული მთავრობის მიერ წარმოდგენილი ყველა დისკი, რომელიც მოიცავდა გულისტანსა და მის გარშემო ტერიტორიასთან დაკავშირებულ მასალებს და ამასთანავე შეისწავლა „ააას ანგარიში“.
12. საქმის არესებითი განხილვა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 5 თებერვალს (რეგლამენტის მუხლი 5 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი ფ. ლიჩი,წარმომადგენელი,
ბ-ნი მ.ნ. შო,QC,
ბ-ნი გ. ლანსკი,კონსულტანტი
ბ-ნი ო. ღვალაძე,
ბ-ნი ჰ. თრეთერი,
ქ-ნი ტ. ურდანეტა ვიტეკიმრჩეველი,
(ა) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ფ. ლიჩი
ქ-ნი ნ. გასპარიანი,ადვოკატი,
ქ-ნი კ. ოჰანიანი,
ბ-ნი ა. ალოიანი,
ბ-ნი ვ. გრიგორიანი,
ქ-ნი ტ. ურდანეტა ვიტეკიმრჩევლები,
13. სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ლიჩის, ქ-ნი გასპარიანის, ბ-ნი გრიგორიანის, ბ-ნი შოს, ბ-ნი ლანსკის და ბ-ნი კონსტანიანის გამოსვლები.
ფაქტებისაქმის გარემოებანი
ა. ვითარება
14. სსრკ დაშლის მომენტისათვის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი („მყაო“) წარმოადგენდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის („აზერბაიჯანის სსრ“) ავტონომიურ ერთეულს. განლაგებული აზერბაიჯანის სსრ ტერიტორიაზე, მას ეკავა 4,388 კვ.მ. იმ დროს ერთიანი საზღვარი მთიან ყარაბაღსა (სომხურად ცნობილი როგორც „არცახი“) და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას („სომხეთის სსრ“) არ არსებობდა, რადგან მას ყოფდა აზერბაიჯანის ტერიტორია, ყველაზე ახლო ოლქი ლაჩინი, მათ შორის მიწის მცირე გრძივი მონაკვეთი ცნობილი როგორც „ლაჩნის დერეფანი“ რომელიც ათ კილომეტრზე ნაკლები განისა გახლდათ.
15. 1989 წლის სსრკ აღწერის მიხედვით „მყაო“-ს მოსახლეობა წარმოადგენდა დაახლოებით 189,000 ადამინს, მათ შორის 77% სომეხი და 22% აზერბაიჯანელი ეთნიკური კუთვნილების მოსახლით, ხოლო რუსები და ქურთები კი უმცირესობას წარმოადგენდნენ.
16. 1988 წლის დასაწყისში „მყაო“-ს დედაქალაქში, სტეპანაკერტში, ისევე როგორც სომხეთის დედაქალაქ ერევანში, დაიწყო დემონსტრაციები მოთხოვნით მთიანი ყარაბაღი მიერთებოდა სომხეთს. 1988 წლის 20 თებერვალს საბჭოთა „მყაო“-მ, მიმართა სომხეთის სსრ, აზერბაიჯანის სსრ და სსრკ უზენაეს საბჭოებს მოთხოვნით მისცემოდა უფლება „მყაო“-ს გამოყოფოდა აზერბაიჯანს და მიერთებოდა სომხეთს. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს მიერ, მაშინ როდესაც მისმა მსგავსმა ორგანომ სომხეთში ხმა გაერთიანებას მისცა.
17. 1988 წლის დემონსტრაციები გაერთიანების მოთხოვნით გაგრძელდა. ლაჩინის ოლქი აღმოჩნდა ჩაკეტილი გზებისა და თავდასხმების წინაშე. შეჯახებების შედეგად იყო მრავალი გარდაცვლილი და ასობით ათასი ლტოლვილი ორივე მხარეს, რომლებიც გადადიოდნენ სომხეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით. შედეგად, 1989 წლის 12 იანვარს სსრკ მთავრობამ „მყაო“ მოსკოვის უშუალო მართვას დაუქვემდებარა. თუმცა, იმავე წლის 28 ნოემბერს, ოლქზე კონტროლი დაუბრუნდა აზერბაიჯანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 1 დეკემბერს, სომხეთის სსრ უზენაესმა საბჭომ და მთიანი ყარაბაღის რეგიონულმა საბჭომ მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია „მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანების“ შესახებ.
18. 1990 წლის დასაწყისში, კონფლიქტის ესკალაციის შედეგად ბაქოსა და მთიან ყარაბაღში შევიდნენ საბჭოთა ჯარები და მთიან ყარაბაღში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები გრძელდებოდა, თუმცა საბჭოთა ჯარი იშვიათად ერთვებოდა კონფლიქტში.
19. 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან. რაც მოგვიანებით ფორმალურად დასრულდა 1991 წლის 18 ოქტომბერს სახელმწიფო დამოუკიდებლობის კონსტიტუციური აქტის მიღებით. 1991 წლის 2 სექტემბერს „მყაო“-ს საბჭოთა ნაწილმა გამოაცხადა „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ შექმნა (შემდგომსი „მყრ“), რომელიც შედგებოდა „მყაო“-ს ტერიტორიითა და აზერბაიჯანის შაჰუმიანის რეგიონით და გამოაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი აღარ იმყოფებოდა აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ. 1991 წლის 26 ნოემბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა გააუქმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსი. 1991 წლის 10 დეკემბერს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის 99.9%-მა ხმა მისცა გამოყოფას. თუმცა, აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა. იმავე თვეს საბჭოთა კავშირი დაიშალა და საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს ტერიტორიის დატოვება. მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონტროლი მალევე გადავიდა ყარაბაღელ სომხებზე. 1992 წლის 6 იანვარს „მყრ“-მ გაითვალისწინა რეფერენდუმის შედეგები და დაადასტურა მისი დამოუკიდებლობა აზერბაიჯანისაგან.
20. 1992 წლის დასაწყისში კონფლიქტი თანმიმდევრულად გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში. 1993 წლის მიმწუხრს ეთნიკურმა სომეხმა ძალებმა ყოფილი „მყაო“-ს თითქმის მთელ ტერიტორიასა და შვიდ მიმდებარე აზერბაიჯანულ რეგიონზე (ლაჩინი, ლეკბაიარი, ჯაბრაილი, გუბადლი და ზანგილანი, ასევე აღდამისა და ფიზულის მნიშვნელოვანი ნაწილი) მოიპოვეს კონტროლი.
21. 1994 წლის 5 მაისს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და „მყრ“-მ, რუსეთის მედიაციის შედეგად, ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ბიშკეკის ოქმი). ეს უკანასკნელი ძალაში შევიდა 12 მაისს.
22. Human Rights Watch ანგარიშის მიხედვით (მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შვიდი წელი, 1994 წლის დეკემბერი) 1988 და 1994 წლებში დაახლოებით 750,000-800,000 ეთნიკური აზერბაიჯანელი აიძულეს დაეტოვებინათ მთიანი ყარაბაღი, სომხეთი და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი აზერბაიჯანული რაიონი. სომხეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანიდან დარეგისტრირდა 335,000 სომეხი ლტოლვილი, ხოდო იძულებით გადაადგილდა 78,000 ადამიანი (აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები სომხები).
ბ. ამჟამინდელი მდგომარეობა
23. სომხეთის მთავრობის მიხედვით, „მყრ“ აკონტროლებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის 4, 061 კვ.კმ. მართალია სადავოა თუ რამდენად არის „მყრ“ მიერ ნაწილობრივ დაკავებული ორი ტერიტორია ოკუპირებული, იკვეთება, რომ შვიდი მიმდებარე რაიონის ოკუპირებული ტერიტორია მთლიანობაში შეადგენს 7,500 კვ. კმ-ს.
24. მთიანი ყარაბაღის ამჟამინდელი მოსახლეობა სავარაუდოდ მერყეობს 120.000 – 145.000 ადამიანს შორის, მათ შორის 95% სომეხი წარმომავლობისაა და რეალურად იქ აზერბაიჯანელები აღარ სახლობენ.
25. დღეისათვის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გზები არ არის მიღწეული. „მყრ“-ს თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული არცერთი სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პერიოდულად დაირღვა საზღვრის მიმდებარე ზონაში, რამაც გამოიწვია მრავალი სიცოცხლის დაკარგვა, ოფიციალურ პირთა რიტორიკა ისევ მტრულია. ამასთანავე, საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, დაძაბულობამ იმატა ბოლო წლებში და სომხეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
26. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების რამდენიმე გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ეუთოს ფარგლებში (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) და მის ე.წ. მინსკის ჯგუფში. 2007 წლის ნოემბერში მადრიდში სამი თანათავმჯდომარის ჯგუფმა - საფრანგეთი, რუსეთი და აშშ - სომხეთსა და აზერბაიჯანს წარუდგინეს მოგვარების საბაზისო პრინციპები. საბაზისო პრინციპები, რომლებიც მოგვიანებით შეიცვალა, მოუწოდებს მხარეებს inter alia აზერბაიჯანს დაუბრუნდეს მთიანი ყარაბაღის მომიჯნავე ტერიტორიები, მთიან ყარაბაღს მიენიჭოს დროებითი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და თვითმმართველობას, დერეფანი, რომელიც სომხეთს დააკავშირებს მთიან ყარაბართან, მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსის მომავალი განსაზღვრა სამართლებრივად სავალდებულო ხასიათის მქონე რეფერენდუმის ჩატარების გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება დაუბრუნდნენ ყოფილ საცხოვრებელს, და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, რაც მოიცავს მშვიდობისმყოფელთა ოპერაციასაც. მოცემული გეგმის მხარდაჭერით სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლებელს გახდიდა შემუშავებულიყო სრული და დეტალური შეთანხმება. მინსკის ჯგუფის დიპლომატებისა აქტიური მიმოსვლასა და ორი ქვეყნის პრეზიდენტების რამდენიმე შეხვედრას 2009 წელს, მოყვა 2010 წელს პროცესის შეჩერება. დღეისათვის კონფლიქტის მხარეებს არ აქვთ ხელი მოწერილი საბაზისო პრინციპების ფორმალურ შეთანხმებაზე.
27. 2011 წლის 24 მარტს მინსკის ჯგუფმა წარმოადგინა „ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ანგარიში მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების ადგილზე შეფასების შესახებ“, რომლის მოკლე მიმოხილვაც აღნიშნავს შემდეგს:
“ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დაასრულეს 2010 წლის 7-12 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის გარშემო ოკუპირებული აზერბაიჯანული შვიდი ტერიტორიის შეფასებითი ვიზიტი. ვიზიტი მიზნად ისახავდა ტერიტორიაზე არსებული ზოგადი ვითარების, მათ შორის ჰუმანიტარული და სხვა ასპექტების შესწავლას. თანათავმჯდომარეებთან ერთად ვიზიტს ახორციელებდა ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი და მისი გუნდი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე UNHCR ორი ექსპერტი და ეუთოს 2005 წლის ფაქტების დამდგენი მისიის ერთი წევრი. 2005 წლის შემდეგ მოცემული ვიზიტი წარმოადგენდა ტერიტორიაზე საერთაშორისო საზოგადოების პირველ მისიასა და გაეროს პერსონალის პირველ ვიზიტს 18 წლის განმავლობაში.
ტეროტორიებზე 1,000-ზე მეტი კილომეტრის გავლისას თანათავმჯდომარეებმა თავად იხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და შეუთანხმებლობის საშინელი შედეგები. კონფლიქტამდე არსებული ქალაქები და სოფლები მიტოვებულია და თითქმის სრულიად გავერანებულია. მართალია არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, მაგრამ მთლიანობაში მოსახლეობა დაახლოებით 14,000 ადამიანით განისაზღვრება, რომლებიც პატარა დასახლებებსა და ქალაქ ლაჩინსა და კელბაიარში ცხოვრობენ. თანათავმჯდომარეებმა მიიჩნიეს, რომ 2005 წლიდან მოსახლეობა მნიშნველოვნად არ გაზრდილა. მაცხოვრებლები, დიდწილად ეთნიკური სომხები, რომლებიც აზერბაიჯანიდან გამოსახლდნენ, ცხოვრობენ სახიფათო პირობებში, ცუდი ინფრასტრუქტურითა და შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობითა და საზოგადოებრივ სერვისებზე მცირე წვდომით. მრავალ მათგანს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ადმინისტრაციული მიზნებისათვის შვიდი ტერიტორია, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქი და სხვა ზონები ჩამოყალიბდა რვა ახალ ტერიტორიად.
ტერიტორიებზე არსებულმა მძიმე ვითარებამ განუმტკიცა ხედვა თანათავმჯდომარეებს მასზედ, რომ სტატუს ქვო მიუღებელია და რომ მხოლოდ მშვიდობიანი და ურთიერთმისაღები შეთანხმება არის გამოსავალი იმ ხალხისათვის უკეთესი, უფრო ნათელი და კონკრეტული მომავლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც ცხოვრობდნენ და განაგრძობენ ცხოვრებას მოცემულ ტერიტორიებზე. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა პარტიის ლიდერს თავი შეიკავონ მოცემულ ტერიტორიებსა და სხვა სადავო ტერიტორიებზე იმგვარი ქმედებების განხორციელებისაგან, რომელიც ნეგატიურ გავლენას იქონიებს მოცემულ ზონებში საბოლოო შეთანხმების მიღწევასა და მათი ბუნების შეცვლაზე. ისინი ასევე რეკომენდაციას იძლევიან მოხდეს სათანადო ზომების მიღება საფლავებისა და რელიგიური შენობების შესანარჩუნებლად და განისაზღვროს ტერიტორიაზე დასახლებულ იმ პირთა სტატუსის განსაზღვრა, რომელთაც არ გააჩნიათ პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტაცია. თანათავმჯდომარეები მიზნად ისახავენ განახორციელონ შემდგომი ვიზიტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით მოცულ ტერიტორიებზე და მოცემული ვიზიტის ფარგლებში ჩართონ ექსპერტები შესაბამისი საერთაშორისო სააგენტოებიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მშვიდობიანი შეთანხმების იმპლემენტაციაში.“
28. 2013 წლის 18 ივნისს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტებმა გამოსცეს ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით:
„ჩვენ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების - პრეზიდენტები ვრჩებით ჩართულნი პროცესებში, რათა დავეხმაროთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მიაღწიონ განგრძობად და მშვიდობიან შეთანხმებას. გამოვხატავთ მწუხარებას მასზედ, რომ ნაცვლად ურთიერთინტერესებზე დაფუძნებული გამოსავლის ძიებისა, მხარეები განაგრძობენ ცალმხრივი სარგებლის მიღებას მოლაპარაკებების პროცესში.
ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ განცხადებებში მოცემული ელემენტები უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი სამართლიანი და განგრძობადი შეთანხმების საფუძველს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. მოცემული ელემენტები განხილულიაერთიანად,რადგან ნებისმიერ მცდელობა მოხდეს რიგი ელემენტების ამორჩევა, შეუძლებელს გახდის მივაღწიოთ ბალანსირებულ გამოსავალს.
ვიმეორებთ, რომ მხოლოდ მოლაპარაკებული შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს გზას მშვიდობიანობის, სტაბილურობისა და მორიგების გზაზე, რაც თავისთავად წარმოადგენს შესაძლებლობას რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობისათვის. სამხედრო ძალის გამოყენებამ უკვე შექმნა არსებული დაპირისპირებული ვითარება და ის არასტაბილურობა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების გზაზე მხოლოდ დაბრკოლებას წარმოადგენს. საომარი მოქმედებების განახლება იქნება საგანგაშო რეგიონის მოსახლეობისათვის, გამოიწვევს რა სიცოცხლის დაკარგვას, უფრო მეტ განადგურებას, დამატებით ლტოლვილებს და უდიდეს ფინანსურ ხარჯს. ჩვენ მოვუწოდებთ ყოველი მხარის ლიდერებს დათანხმდნენ ჰელსინკის პრინციპებს, განსაკუთრებით კი ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, ძალის გამოყენების მუქარას, ტერიტორიულ ხელშეუვალობასა და თანასწორ უფლებებსა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას. ამასთანავე, მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებებისა და რიტორიკისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს რეგიონში დაძაბულობა და მიგვიყვანოს კონფლიქტის ესკალაციამდე. ლიდერებმა ხალხი უნდა მოამზადონ მშვიდობის და არა ომისათვის.
ჩვენი სახელმწიფოები მზად არიან დაეხმარონ მხარეებს, თუმცა პასუხისმგებლობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებაზე მათ ეკისრებათ. ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ ყოველმხრივი მშვიდობის ბალანსირებული შეთანხმების პრინციპებზე შეთანხმების მიღწევის გაჭიანურება მიუღებელია და მოუწოდებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ხელახალი ძალებით გააკეთონ აქცენტი მოუგვარებელ საკითხებზე.“
გ. მომჩივანი და მის მიერ სავარაუდოდ ფლობილი საკუთრება გულისტანში
29. მომჩივანი ეთნიკურად სომეხია და აცხადებს, რომ იგი და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ სოფელ გულისტანში, შაჰუმიანის რაიონში, აზერბაიჯანის სსრ-ში. იგი აცხადებს, რომ ფლობდა სახლსა და მის მიმდებარე ფლიგელებს.
30. გეოგრაფიულად, შაჰუმიანი ესაზღვრება „მყაო“-ს და განლაგებული იყო მის ჩრდილოეთით. რეგიონი არ წარმოადგენდა „მყაო“-ს ნაწილს, თუმცა შემდგომში გამოცხადდა „მყრ“-ს ტერიტორიის ნაწილად (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ). მომჩივნის მიხედვით, კონფლიქტამდე შაჰუმიანის მოსახლეობის 82% ეთნიკურად სომხები იყვნენ.
31. 1991 წლის თებერვალში შაჰუმიანს გაუუქმდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი და ოფიციალურად გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამჟამინდელი გორანბოის რაიონის ნაწილი.
32. 1991 წლის აპრილ-მაისში სსრკ შინაგანი ჯარებმა და აზერბაიჯანის სსრ სპეციალური დანიშნულების ძალებმა („ომონი“) დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის გაცხადებული მიზანიც გახლდათ „პასპორტების შემოწმება“ და რეგიონში ადგილობრივი სომეხი მებძოლების განიარაღება. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მთავრობის ძალებმა, რომლებიც ოფიციალურ მიზეზს საბაბად იყენებდნენ, გააძევეს სომეხი მოსახლეობა შაჰუმიანის რაიონის რიგი სოფლებიდან, რითაც აიძულეს ისინი დაეტოვებინათ სახლები და თავი შეეფარებინათ მთიანი ყარაბაღისს ან სომხეთისათვის. გაძევებას თან ახლდა დაკავება და ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის მისამართით. 1992 წელს, როდესაც კონფლიქტი გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში, შაჰუმიანის რეგიონი აზერბაიჯანის ძალების თავდასხმას დაექვემდებარა.
მხარეთა არგუმენტები და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი
33. მხარეთა პოზიცია განსხვავდება მომჩივნის საცხოვრებლისა და გულისტანში საკუთრებასთან დაკავშირებით.
(ა) მომჩივანი
34. მომჩივანი აცხადებდა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება ცხოვრობდა გულისტანში, 1992 წელს მის იძულებით გადაადგილებამდე. მოცემულის გასამყარებლად, მან წარმოადგინა ყოფილი საბჭოთა პასპორტი, გაცემული 1979 წელს, სადაც იკვეთება, რომ იგი დაიბადა გულისტანში. მან ასევე წარმოადგინა ქორწინების მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ იგი და მისი ცოლი, რომელიც ასევე გულისტანშია დაბადებული, დაქორწინდნენ გულისტანშივე 1955 წელს. დამატებით, მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი გაიზარდა გულისტანში და რომ მხოლოდ რამდენიმე წლით დატოვა სოფელი სამხედრო სამსახურის ჟამს და ქალაქ სუმგაიტში მუშაობისას. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იგი დაბრუნდა გულისტანში, სადაც ცხოვრობდა 1992 წლის ივნისამდე.
35. მომჩივანმა წარმოადგინა სხვა ოფიციალური მოწმობების ასლები („ტექნიკური პასპორტი“) საჩივრის წარმოდგენისას. მოცემული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც თარიღდება 1991 წლის 20 მაისით, გულისტანში ორსართულიანი სახლი და მიმდებარე ფლიგელები, მთლიანი ფართით 167 კვ.მ. და 2,160 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო მომჩივნის სახელზე. ამასთანავე, მან წარმოადგინა ძირითადი შენობის დეტალური გეგმა.
36. ტექნიკური პასპორტის მიხედვით, 167 კვ.მ ნაკვეთიდან, რომელზეც განლაგებული გახლდათ სახლი, 76 კვ.მ. დაკავებული ჰქონდა ძირითად სახლს, ხოლო 91 კვ.მ. კი სხვა ფლიგელებს, მათ შორის საქონლის ბაგას. მიწის 2,160 კვ.მ. ფართიდან, 1,500 კვ.მ. წარმოადგენდა ხილისა და ბოსტნეულის ბაღს. დოკუმენტი ასევე მოიცავს ძირითადი სახლისა და ფლიგელების შესახებ ტექნიკური ტიპის ინფორმაციას (მაგალითად, მშენებლობისას გამოყენებული მასალების შესახებ).
37. მომჩივანმა განმარტა, რომ მან მიწის შესახებ ნებართვა მიიღო სოფლის საბჭოსაგან, როდესაც მოხდა მამამისის მიწის ნაკვეთის მასა და მის ძმას შორის გამიჯვნა. გადაწყვეტილება აღნუსხულია სოფლის საბჭოს რეესტრსი. ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით მან და მისმა ცოლმა 1962-63 წლებში მიწის ნაკვეთზე ააშენეს სახლი. მათი ოთხივე შვილი ამ სახლში გაიზარდა და მომჩივანი და მისი ცოლი ამ სახლში ცხოვრობდნენ 1992 წლის ივნისამდე, როდესაც დატოვეს იქაურობა. ამასთანავე, მომჩივანმა განმარტა, რომ გულისტანში იგი საშუალო სკოლაში მასწავლებელიგახლდათ და ცხოვრობდა ხელფასითა და ნაწილობრივ ფერმერობითა და მიწის დამუშავებით, ხოლო მისი ცოლი მუშაობდა სოფლის კოლექტივის ფერმაში 1970-იანი წლებიდან მოყოლებული.
38. ამასთანავე, სახლისა და მიწის ზემოთხსენებულ ტექნიკურ პასპორტთან ერთად, მომჩივანმა წარმოადგინა სახლის ფოტოები და სოფლის საბჭოს ორი ყოფილი მოხელის ქ-ნი ხაჩატურიანისა და ბ-ნი მეღრიანის წერილობითი ჩვენებები, დათარიღებული 2010 წლის აგვისტოთი. ქ-ნი ხაჩატურიანი აღნიშნავდა, რომ სოფლის საბჭომ მომჩივანს მისცა უფლება გაეყო მამამისის მიწის ნაკვეთი მასა და მის ძმას შორის. ორივე მოხელე, რომლებიც მიუთითებენ, რომ 1970-იან წლებში გახლდნენ სოფლის საბჭოს საკრებულოს წევრები, აცხადებენ, რომ სოფლელებისათვის მიწის გადაცემა აღინუსხა სოფლის საბჭოს სარეგისტრაციო ჟურნალში. 2010 წლის მაისში ოჯახის წევრების (მათ შორის მომჩივნის ცოლის, ორი შვილისა და სიძის), ყოფილი მეზობლებისა და გულისტანში მყოფი მეგობრების რამდენიმე წერილობით ჩვენებაში აღწერილია გულისტანი და დასტურდება, რომ მომჩივანი გახლდათ საშუალო სკოლის მასწავლებელი, რომ ფლობდა მიწის ნაკვეთსა და ორსართულიან სახლს სოფელში. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ მომჩივნის სახლს ჰქონდა რამდენიმე ფარდული და ხილისა და ბოსტნეულის ბაღი, სადაც მომჩივანი და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ 1992 წლის ივნისამდე.
39. მომჩივანმა აღნიშნა, რომ შაჰუმიანის რაიონი დაექვემდებარა აზერბაიჯანის მთავრობის ბლოკადას 1990-იანი წლების დასაწყისში. 1992 წელს შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რეგიონს. 1992 წლის ივნისში გულისტანზე განხორციელდა აზერბაიჯანის ძალების პირდაპირი თავდასხმა. 1992 წლის 12-13 ივნისს სოფელი მძიმედ დაიბომბა. სოფლის მოსახლეობამ, მათ შორის მომჩივანმა და მისი ოჯახის წევრებმა, დატოვეს ტერიტორია სიცოცხლის გადასარჩენად. მოცემული ფაქტები აღწერილი აქვს რამდენიმე მოწმესაც, სადაც ისინი ასევე საუბრობენ კონფლიქტისას შაჰუმიანის რაიონის ბლოკადის, სოფელზე თავდასხმისა და მაცხოვრებლების გაქცევის შესახებ.
40. მომჩივანი და მისი ოჯახი სომხეთში გაიქცნენ. შემდეგ, მომჩივანი და მისი ცოლი ლტოლვილები იყვნენ ერევანში. 2002 წელს მომჩივანმა მიიღო სომხეთის მოქალაქეობა. იგი მძიმედ ავადმყოფობდა 2004 წლიდან მოყოლებული და 2009 წლის 13 აპრილს ერევანში გარდაიცვალა.
(ბ) მოპასუხე მთავრობა
41. მოპასუხე მთავრობამ აღნიშნა, რომ იგი ვერ ადგენდა მართლა ცხოვრობდა თუ არა მომჩივანი გულისტანში და ჰქონდა თუ არა მას იქ რაიმე საკუთრება. 1988 წლიდან დღემდე, გორანბოის რაიონის შესაბამისი განყოფილებები არ ფლობდნენ მიწის ნაკვეთის, სახლის ან სხვა ნაგებობების მომჩივნის მიერ ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. მეტიც, ყოფილი შაჰუმიანის რაიონის რიგი არქივები, მათ შორის სამოქალაქო რეესტრი და საპასპორტო სამსახური, არ განადგურებულა საომარი მოქმედებების დროს. დღეისათვის მომჩივანთან დაკაკვშირებული არანაირი დოკუმენტი არ იძებნება გორანბოის რაიონულ არქივებში.
42. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მთავრობამ წარმოადგინა რიგი დოკუმენტები, კერძოდ: 2007 წლის 22 ივლისით დათარიღებული, პოლკოვნიკ მაჰარამოვის, გორანბოის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ შაჰუმიანის რაიონის სამოქალაქო რეესტრისა და საპასპორტო განყოფილებების არქივები განადგურდა კონფლიქტის დროს; 2007 წლის 31 ივლისით დათარიღებული, უძრავი ქონების სახელმწიფო სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი რეგიონული დეპარტამენტის არქივში არ მოიძიებოდა დოკუმენტი, რომელიც ასახავდა მომჩივნის სავარაუდო ქონებრივ უფლებებს; 2012 წლის 5 მარტით დათარიღებული განცხადება, წარმოდგენილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მიწისა და რუქების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის სსრ მიწის კოდექსის მიხედვით, მიწის განკარვის უფლება ენიჭებოდა მხოლოდ ოლქებისა და ქალაქების საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტის მდივნებს.
დ. ვითარება გულისტანში
43. მხარეთა პოზიცია განსხვავდება გულისტანში ამჯერად არსებული ვითარების შეფასებაშიც. სომხეთის მთავრობამ, საქმეში ჩართულმა მესამე მხარემ, ამ მხრივ ასევე თავის პოზიცია წარმოადგინა.
მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
44. გულისტანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სოფელზე კონტროლს ახორციელებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა კერძოდ, რომ სოფელსა და მის შემოგარენში მათ ჰქონდა პოზიციები. მისი აზრით არ არსებობდა საფუძველი გვემტკიცებინა, რომ გულისტანი იყო კონტაქტის ხაზზე („კხ“) აზერბაიჯანსა და „მყრ“ ძალებს შორის, როგორც ამას მოპასუხე მთავრობა აცხადებს.
45. საჩივრის დასაშვებობის განხილვამდე სამართალწარმოებისას, მომჩივანმა წარმოადგინა „მყრ“-ს ანონიმური მაღალჩინოსანის წერილობითი ჩვენება, დათარიღებული 2010 წლის 11 აგვისტოთი, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ გულისტანი იმყოფება აზერბაიჯანის სამხედრო ძალების de facto კონტროლის ქვეშ (იხ. პარაგაფები 51 და 58 ქვემოთ). ამასთანავე, მომჩივანმა განაცხადა, რომ მისმა თანასოფლელებმა რამდენჯერმე სცადეს დაბრუნებულიყვნენ გულისტანში, მაგრამ ვერ შევიდნენ სოფელში, რადგან აღმოჩნდნენ აზერბაიჯანის ძალების მხრიდან გასროლის საფრთხის ქვეშ.
(ბ) მოპასუხე მთავრობა
46. მთავრობა სამართალწარმოების განმავლობაში აღიარებდა, რომ გულისტანი მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.
47. დასაშვებობამდე სამართალწარმოებისას მთავრობა ამტკიცებდა, რომ გულისტანი ფიზიკურად წარმოადგენდა „კხ“-ს აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის, რაც დადასტურებულია 1994 წლის მაისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაც. სოფელი მიტოვებული გახლდათ და „კხ“ გამყარებული იყო ორივე მხარეს შეიარაღებული ძალებითა და ნაღმებით. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მოპასუხე მთავრობას განეხორციელებინა რაიმე სახის კონტროლი ან ჰქონოდა წვდომა მოცემულ ტერიტორიაზე.
48. დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მთავრობა აცხადებდა, რომ ისინი არ ახორციელებდნენ საკმარის კონტროლს სოფელზე. მოიხმო რა იმ რამდენიმე სამხედროს ჩვენება, რომლებიც მსახურობდნენ გორანბოის რაიონში და რომლებმაც ისაუბრეს გულისტანში არსებულ ვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 62 ქვემოთ), მათ აღნიშნეს, რომ სოფელი, რომელიც განლაგებულია ინგლისური ასო “v”-ს ფორმის დაბაზე, მდინარე ინსაქაის ჩრილო ნაპირთან, მდებარეობდა „კხ“-ზე, კერძოდ, იგი გარშემორტყმული იყო ერთის მხრივ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებით (ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით) და მეორეს მხრივ (სამხრეთით და დასავლეთით), სომხეთის ძალებით. სომხეთის სამხედრო ძალებს ეკავათ სტრატეგიულად უპირატესი პოზიციები მდინარიდან შემაღლებულ ადგილზე, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ძალები განლაგებულნი იყვნენ მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე, დაბალ და შედარებით გაშლილ ადგილზე. მთავრობა ამტკიცებდა, რომ რეალურად გლისტანი არ იყო არცერთი მხარის ეფექტური კონტროლის ქვეშ. იგი წარმოდგენს სადავო ტერიტორიას და სახიფათო ადგილს. სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია დანაღულია. ხშირია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები. ტერიტორიაზე არ არსებობს უსაფრთხო შენობები, რადგან სოფელი განადგურებული და მიტოვებულია.
49. 2014 წლის 5 თებერვალს მოსმენაზე, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ გულისტანს ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის სამხედრო პოზიციებმა, რომლებიც განლაგებულნი არიან მდინარის შემაღლებულ ნაპირზე. ამასთანავე, მათ მოიხმეს „ააას“-ს ანგარიში გულისტანზე (იხ. პარაგრაფები 74 და 75 ქვემოთ), აღნიშნეს რა, რომ დადასტურებული იყო, რომ გარდა იმ ფაქტისა, რომ გულისტანი წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიას, გულისტანის ტერიტორია მთიანია და რომ მიმდინარეობდა განგრძობადი სამხედრო მოქმედებები და რომ სოფელი განადგურებული იყო. მათ აღნიშნეს, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და რომ მასზე წვდომა სამოქალაქოებს არ ჰქონდათ.
(გ) სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
50. მესამე მხარედ ჩართული მთავრობა სამართალწარმოების განმავლობაში აცხადებდა, რომ გულისტანზე სრულ, ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა მოპასუხე მთავრობა.
51. 2010 წლის 15 სექტემბრის მოსმენაზე, მათ გაასაჩივრეს მოპასუხე მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც გულისტანი წარმოადგენდა „კხ“-ს. მოიხმეს რა 2010 წლის 11 აგვისტოს „მყრ“-ს ანონიმური მაღალჩინოსანი ოფიცრის ჩვენება, რომელიც მსახურობდა გულისტანთან ახლოს და რომელიც წარმოადგინა მომჩივანმა, სომხეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი პირადად ესწრებოდა ჩვენების მიცემას და ადასტურებს მის სისწორეს. მოცემული ჩვენების საფუძველზე სომხეთის მთავრობა აცხადებდა, რომ რომ მოცემულ ტერიტორიაზე გამყოფი ხაზი „მყრ“-სა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის იყო ხეობა, რომელშიც მოედინებოდა მდინარე ინძახაი. გულისტანი განლაგებულია მდინარიდან ჩრდილოეთით და იმყოფებოდა აზერბაიჯანის იმ შეიარაღებული ძალების კონტროლს ქვეშ, რომელთაც სოფელში და მის მიმდებარედ სამხედრო პოზიციები ეკავათ, ხოლო „მყრ“ ძალები განლაგებულნი იყვნენ ხეობის მეორე მხარეს. მათ ასევე მოიხმეს მომჩივნის მიერ 2008 წელს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი დივიდი, რომელშიც ჩაწერილი იყო სოფელი (იხ. პარაგრაფი 56 ქვემოთ) და აცხადებდა, რომ პირი, რომელიც ჩანს რომ დადის სახლებს შორის, იყო აზერბაიჯანელი სამხედრო. ამასთანავე, სომხეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო „მყრ“-ს ან სომხეთის ძალებს ჰქონოდათ წვდომა სოფელზე.
52. საქმის დასაშვებად მიჩნევის შემდგომ წარმოდგენილ არგუმენტებში სომხეთის მთავრობამ სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე გაამჟღავნა მაღალჩინოსანი „მყრ“ სამხედროს ვინაობა. მოცემული ოფიცერი გახლდათ პოლკოვნიკი მანუკიანი „მყრ“ თავდაცვის არმიიდან. ასევე სომხეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ მათმა წარმოამდგენელმა ბ-ნმა კონსტანიანმა მიიღო ნებართვა „მყრ“ ხელისუფლებისაგან და მოინახულა გულისტანის ახლომდებარე ტერიტორია 2012 წლის მაისში. მან ჩაწერა დივიდი მასალა და ინტერვიუები სამ „მყრ“ ოფიცერთან, რომლებმაც აღწერეს არსებული ვითარება ადგილზე და გულისტანის მიმდებარედ (იხ. პარაგრაფი 71 ქვემოთ). სომხეთის მთავრობამ უპასუხა სასამართლოს შეკითხვას მასზედ, თუ რატომ ამტკიცებდნენ 2010 წლის 15 სექტემბრის მოსმენაზე, რომ მომჩივნის მიერ 2008 წელს წარმოდგენილი დივიდის ჩანაწერის კადრში ნაჩვენები პირი, რომელიც დადის ნანგრევებს შორის გახლავთ აზერბაიჯანელი სამხედრო: აღნიშნეს რა, რომ მათ არ შეეძლოთ ამოეცნოთ მოცემული პირის ვინაობა, მათ მოიხმეს „მყრ“ სამხედრო ოფიცრების ჩვენებანი, რომელთა მიხედვითაც გულისტანში განთავსებულია აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციები და რომ იქ არ არიან სამოქალაქო პირები.
53. 2014 წლის 5 თებერვლის მოსმენაზე სომხეთის მთავრობამ გაიმეორა გულისტანში ვითარების მათეული აღწერა. მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სამხედროების არსებობა დასტურდებოდა „ააას“ ანგარიშითაც.
მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი
54. მხრეებმა წარმოადგინეს მრავალი დოკუმენტური მასალა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ქვემოთ მოცემულია მტკიცებულებათა მთავარი მომენტების მოკლე
აღწერა.
(ა) მომჩივანი
(i) გულისტანის რუქა
55. გულისტანისა და მისი შემოგარენის რუქა: როგორც ჩანს ეს არის ოფიციალური რუქის ასლი, სახელები დატანილია აზერბაიჯანულად და მასზე მოცემულია მთელი სოფელი მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე (ინძაჩაი). აზერბაიჯანის სავარაუდო ძალებიც მონიშნულია: ერთი არის სოფლის შუაში, რამდენიმე ჩრდილოეთ საზღვარზე, დანარჩნი კი მიმოფანტულნი მდინარის ჩრდილო ნაპირზე, თუმცა შორს, უმეტესობა სოფლის გარშემო სიმაღლეებზე არიან განლაგებულნი.
(ii) დივიდი დისკების ჩანაწერები
56. 2008 წლის 21 თებერვლის მოხსენებისას წარმოდგენილი დივიდი ჩანაწერი მოიცავს გულისტანისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამსახველ კადრებს. სოფელი განლაგებულია შემაღლებულზე. მრავალი სახლი განადგურებულია, რამდენიმეს აქვს მთელი სახურავი. ზოგიერთი საკვამურიდან ამოდის კვამლი. ერთ მომენტში იკვეთება თუ როგორ დადის მამაკაცი ნანგრევებში. ბორცვზე, რომელიც დაშორებულია სოფელს, ჩანს კონსტრუქციები, რომელიც სავარაუდოდ სასროლი პოზიციებია.
(iii) „მყრ“ ოფიციალური პირებისა და გულისტანის სოფლის ყოფილ მცხოვრებთა ჩვენებები
57. „მყრ-ს თავდაცვის მინისტრის წერილი, დათარიღებული 2008 წლის 14 თებერვლით ასახავს გულისტანში არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე პოსტი და სასროლი წერტილი აქვთ სოფელში.
58. „მყრ“-ს ძალების მაღალჩინოსანი ოფიცრის, რომელიც 2005 წლის შემდეგ მსახურობდა გულისტანთან ახლოს სამხედრო ბაზაზე (იხ. მისი ჩვენების შეჯამება ზემორე 51-ე პარაგრაფში) 2010 წლის 11 აგვისტოთი დათარიღებული ჩვენება. ჩვენებას თან ახლავს ხელით დახატული გულისტანის და მისი შემოგარენის რუქა და ტერიტორიის ამსახველი რამდენიმე ფოტო. ოფიცერი, რომელიც თავდაპირველად ანონიმური იყო, გახლავთ პოლკოვნიკი მანუკიანი „მყრ“ თავდაცვის არმიიდან.
ბ-ნი ალოიანის, მომჩივნის წარმომადგენლის თანაშემწის, ჩვენება, რომელმაც ადგილზე, ანუ გულისტანთან ახლოს სამხედრო ბაზაზე, ჩიწერა „მყრ“ ოფიცრის ჩვენება, რომელიც ადასტურებს ოფიცრის ჩვენების სიზუსტესა და იმ ფაქტს, რომ ფოტოები მართლაც გადაღებულია „მყრ“ სამხედრო პოზიციიდან.
ბ-ნი კონსტანიანის, სომხეთის მთავრობის წარმომადგენლის, ჩვენება, რომლის თანდასწრებითაც „მყრ“ მაღალჩინოსანმა ოფიცერმა მისცა ჩვენება გულისტანთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე.
59. 2012 წლის მარტით დათარიღებული ჩვენებები, რომელიც წარმოადგინეს გულისტანის ყოფილმა მცხოვრებლებმა, როლებიც აცხადებდნენ, რომ უშედეგოდ ცდილობდნენ დაბრუნებულიყვნენ მათ სოფელ გულისტანში 2002-2004 წლებში. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუახლოვდნენ „მყრ“ტერიტორიას ცეცხლის შეწყვეტის ხაზიდან, ორი მათგანი აცხადებს, რომ მათ შეძლეს ჩაეხედათ სოფელში ნაპათის მთიდან, მაგრამ თანმხლებმა „მყრ“ ჯარისკაცებმა აუკრძალეს შემდგომი გადაადგილება, მოწინააღმდეგე მხარის სნაიპერის საფრთხის გამო. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ დურბინტის დახმარებით, მან სოფელში დაინახა რამდენიმე სანგარი და იქვე მდგარი ჯარისკაცი.
(ბ) მოპასუხე მთავრობა
(i) რუქები
60. გულისტანისა და მისი შემოგარენის რუქა. რუქაზე მოცემულია მთელი სოფელი მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე (ინძაჩაი), აზერბაიჯანის სამხედრო ძალები მდინარის ჩრდილო ნაპირზე, უმეტესწილად სოფლის გარშემო სიმაღლეებზე. „მყრ“ პოზიციები მოცემულია მდინარის სამხრეთ ნაპირზე, მათ შორის ყველაზე ახლო სოფლის მოპირდაპირე მხარეს.
მთიანი ყარაბაღის რუქა წარმოდგენილი გახლავთ სომხეთის მთავრობის მიერ საქმეში ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ (ციტირებული ზემოთ). რუქის მიხედვით გულისტანი არის „მყრ“ საზღვართან, მდინარის ჩრდილოეთით.
აზერბაიჯანის მიერ 2006 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოს მიწისა და კარტოგრაფიის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულია რუქა. რუქის მიხედვით გულისტანი არის „მყრ“ მიერ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე. რუქაზე ოკუპირებული ტერიტორიები დაფერილია და შემოვლებული აქვს წითელი ხაზი; გულისტანი არის წითელ ხაზებში, მაგრამ არ არის დაფერილი მდინარის ჩრდილოეთით.
(ii) დივიდი ჩანაწერები
61. გულისტანისა და მისი შემოგარენის ორი დივიდი (ერთი წარმოდგენილი 2008 წლის სექტემბერში, მეორე კი 2012 წლის ივლისში). პირველში სოფელი არის ბორცვიანი ლანდშაფტით, სახლების უმეტესობა დანგრეულია, არის რამდენიმე ნაგებობა ბორცვის თავზე, რომელიც გავს სასროლ პოზიციებს. მეორე ჩანაწერშიც სოფელია (დანგრეული სახლები და გაფუჭებული სასოფლოსამეურნეო დანადგარები) და მისი შემოგარენი, რომელსაც თან ახლავს განმარტებითი ტექსტი, კერძოდ კი, რომ სოფელში არ არის მოსახლეობა, რომ სომხეთის პოზიციები გამაგრებულია ბორცვზე და რომ ისინი სოფელს აკონტროლებენ მაღალკალიბრიანი იარაღით, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის პოზიციები 2.5 კმ არის დაშორებული და ამიტომ მათ შეუძლიათ სოფლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლი.
(iii) აზერბაიჯანის სამხედრო ოფიცრების, ოფიციალური პირებისა და მეზობელი სოფლის მაცხოვრებლების ჩვენებები
62. 2012 წლის მარტში აზერბაიჯანის არმიის ექვსმა ოფიცერმა წარმოადგინა ჩვენება: პოლკოვნიკმა ბაბაიევმა, რომელიც მსახურობდა გორანბოის რაიონის სამხედრო ნაწილში 1994 – 1997 წლებში, და პოლკოვნიკ-ლეიტენანტმა აბდულოვმა, მამადოვმა, აჰმადოვმა, აბასოვმა და ჰუსეინოვმა, რომლებიც მსახურობდნენ გორანბოის რაიონში სხვადასხვა პერიოდებში 1999-2009 წლებში. ისინი გულისტანში არსებულ ვითარებას შემდეგგვარად აღწერენ:
- გულისტანი მდებარეობს მდინარე ინძაჩაის ჩრდილოეთ ნაპირზე;
- აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციები განლაგებულია მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე გულისტანის დასახლების აღმოსავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით, დაბალ ნაწილზე, განადგურებული სოფლიდან დაახლოებით 1-3 კილომეტრის დაშორებით;
- სომხეთის სამხედრო პოზიციები განლაგებულია მდინარის სამხრეთ ნაპირზე, გულისტანის დასახლების დასავლეთ და სამხრეთ დასავლეთ ნაწილში სტრატეგიულად უკეთეს, შემაღლებულ პოზიციებზე (სტეპი, დაფარული ტყით). ოფიცრების მიხედვით, უახლოეს სომხურ პოზიციებამდე სოფელი დაშორებულია 200-300 მეტრიდან 1 კილომეტრამდე მანძილით;
- სომხეთის ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხშირად ირღვევა;
- ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სომხეთის მთავრობის მტკიცებას მასზედ, რომ სოფელში რიგი სახლები აღადგინეს და აზერბაიჯანის ძალები იყენებენ მას სამხედრო პოზიციონირებისათვის;
- აზერბაიჯანის ბაზები და სოფლები სომხეთის ბაზებისაგან სასროლ მანძილზეა (დიდკალიბრიანი ავტომატური იარაღით); სამხედრო პერსონალს, შესაბამისად, არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება ამ ტერიტორიაზე და იყენებენ განსაზღვრულ მარშრუტებს;
- სოფელში არ არიან სამოქალაქო პირები;
- სოფელში შენობების უმრავლესობა (დახლოებით 100 სახლი) განადგურდა საომარი მოქმედებების დროს. იმის გამო, რომ სოფელი 1992 წლიდან მიტოვებულია, ისინი დაზიანებულია, სახურავები ჩამოქცეულია, შენობებში ხეებია ამოსული, რითაც სრულიად განადგურდა შენობები. დარჩენილ შენობებში არავინ ცხოვრობს; საომარი მოქმედებების შემდეგ, სომხეთის ძალებმა დანაღმეს ყოფილი დასახლებული ტერიტორია, ხშირად ეს ნაღმები მოქმედებაში მოყავთ ცხოველებს;
- პოლკოვნიკ-ლეიტენანტი აბდულოვი აცხადებს, რომ შენიშნული აქვს სომხეთის სამხედროების გადაადგილება გულისტანის დასახლების სამხრეთ ნაწილში არსებულ ნანგრევებში, პოლკოვნის-ლეიტენანტი მამადოვი აცხადებს, რომ ნანახი ყავს სომეხი სამხედროები როგორ გადაადგილდებიან მათი პოზიციებიდან მდინარის მიმართულებით. პოლკოვნიკ-ლეიტენანტი აბასოვი და ჰუსეინოვი აცხადებენ, რომ მათ ნანახი აქვთ თუ როგორ ანადგურებდნენ სომეხი სამხედროები შენობებს და იყენებენ მასალებს საკუთარის გასამაგრებლად.
63. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ფარავს 2003-2010 წლის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევებს, მიუთითებს 2008 წლიდან ზრდაზე (20 2008 წელს, 35 2009 წელს და 52 2010 წელს) და გულისტანის მიმდებარედ ნაღმის აფეთქების შედეგად მსხვერპლზე (2003 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა 5 სამხედრო) და შეთანხმების დარღვევაზე (2005 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა ერთი სამხედრო).
64. ნაღმების განეიტრალების ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2010 წლის 12 ივლისის წერილი აღნიშნავს, რომ გორანბოის რაიონში მდებარე სოფელი გულისტანი წარმოადგენს „ტერიტორიას მრავალი ნაღმითა და აუფეთქებელი დანადგარით“.
65. 2012 წლის მარტში მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები რვა სოფლის ბინადრის, სოფელი მეშალი და ქალაქი იუხარი აღჯაკანდი, ჩვენება. ისინი აღწერენ, რომ სოფელი გულისტანი მიტოვებულია, რომ მის გარშემო ტერიტორია დანაღმულია და რეგულარულად არის სომხეთის პოზიციებიდან ცეცხლის გახსნის მიზანი.
(iv) პრეს-რელიზები
66. 2006 წლის ოქტომბრის ორი პრეს-რელიზი სომხური წყაროდან, რომელიც ეხება ეუთოს მონიტორინგ მისიას მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ სოფელ გულისტანს.
67. აზერბაიჯანის პრესის სააგენტოების მიერ 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის მაისამდე გამოცემული მრავალი პრეს-რელიზი, რომელიც საუბრობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე სხვადასხვა ზონაში, მათ შორის გულისტანშიც. პრეს-რელიზებში ყველაზე ხშირად მოხმობილი ტექსტი აღნიშნავს რომ: „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგე აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს გულსიტანთან ახლოს მდებარე სოფლიდან“ ან „ ... მრავალი უსახელო პოსტიდან, რომელიც განლაგებულია შემაღლებულზე, სოფელ გულისტანთან ახლოს“ ან „ მოწინააღმდეგის შენაერთებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოსტებს [...] აზერბაიჯანის გორანბოის რაიონის სოფელ გულისტანთან ახლოს მდებარე პოსტებიდან“. ერთ-ერთი პრეს რელიზი, დათარიღებული 2012 წლის 3 მარტით აღნიშნავს, რომ „აზერბაიჯანის ლეიტენანტ გურბან ჰუსეინოვს აუფეთქდა ნაღმი სოფელ გულისტანში, გორანბოის რაიონის სოფლის წინა ხაზზე. შედეგად მან დაკარგა ფეხი“.
68. 2013 წლის 20 სექტემბერს ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გამოხატა სერიოზული შეშფოთება ადამიანისსაწინააღდეგო სახმელეთო ნაღმების მზარდი განთავსების გამო მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზის გაყოლებაზე, სადავო ტერიტორიის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით.
(გ) ამერიკის მთავრობა, მესამე მხარე
(i) რუქა
69. გულისტანისა და მის გარშემო ტერიტორიის რუქა, რომელიც ფარავს მდინარე იძაჩაის ჩრდილო ნაპირზე გაშენებულ მთელს სოფელს. აზერბაიჯანის პოზიციებიც განლაგებულია მდინარის ჩრდილოეთ ნაწილში და ძალიან ახლოსაა სოფელთან (აღმოსავლეთით და დასავლეთით და ჩრდილო კიდეზე), მაშინ როდესაც „მყრ“ პოზიციები არის მდინარის სამხრეთ ნაპირზე, მათ შორის ყველაზე ახლო, სოფლის მოპირდაპირე მხარეს.
(ii) დივიდი ჩანაწერები
70. 2012 წლის ივლისში წარმოდგენილი დივიდი დისკი მოიცავს კადრებს გულისტანიდან და მის გარშემო ტერიტორიებიდან, ასევე ინტერვიუს ადგილზე ჩაწერილი სამთავრობო წარმომადგენლისაგან, ბ-ნი კოსტანიანისაგან და სამი „მყრ“ არმიის ოფიცრისაგან, რომლებიც მსახურობდნენ გულსიტანთან ახლოსმდებარე სამხედრო ნაწილში (შინაარსი იხილეთ ქვემორე პარაგრაფში 71). მასში ჩანს სოფელი და მის გარშემო ტერიტორია, სადაც სახლების უმეტესობა განადგურებულია. ვიდეოს დასასრულს ისმის ცხვრის ბღავილი და ჩანან თუ როგოდ დადის რამდენიმე ადამიანი განადგურებულ სოფელში.
(iii) „მყრ“ სამხედრო ოფიცრების ჩვენებები
71. 2012 წლის მაისში გულისტანთან ახლოს განლაგებული „მყრ“ სამხედრო ერთეულის ხელმძღვანელის სევოიანის, სერჟანტ პეტროსიანის და ოფიცერ ვარდანიანის გასაუბრების ჩანაწერები. ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას შემდეგვარად აღწერენ:
- აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს აქვთ პოსტები სოფელში და პერიოდულობით აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს, თუმცა მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილი უფრო უკან არის;
- სოფელში სამოქალაქოები არ არიან;
- უშუალოდ სოფელში ნაღმები არ არის, თუმცა მისი მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია აზერბაიჯანის ძალების მიერ (ისინი ამჩნევენ, რომ ხანდახან ცხოველები ფეთქდებიან ნაღმებზე);
- ხანდახან შეთანხმებას არღვევს აზერბაიჯანის მხარე; თუკი ისინი უყურადღებოდ იქცევიან, არის საფრთხე ცეცხლი გაუხსნას აზერბაიჯანის მხარემ;
- რამდენჯერმა ისე მოხდა, რომ სოფელ გულისტანის ყოფილმა მაცხოვრებლებმა რამდენჯერმე სცადეს სოფლისმონახულება. აზერბაიჯანის სნაიპერებისა თუ საბრძოლო იარაღის საფრთხის გამო, მათ არ მიეცათ სოფელთან მიახლოების საშუალება.
სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებანი
72. 2013 წლის 12 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მეცნიერების მხარდაჭერის ამერიკის ასოციაციას („ააას“) მიმართა თხოვნით წარმოედგინა მოხსენება რამდენიმე საკითხზე „გეოსივრცული ტექნოლოგიებისა და ადამიანის უფლებების“ პროგრამის ფარგლებში. მათ მოითხოვეს ინფორმაცია სამხედრო პოზიციების, მათ შორის სანგრებისა და გამაგრებების შესახებ ინფორმაცია სოფელ გულისტანში და მის მიმდებარედ აზერბაიჯანისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან (2002 წლის 15 აპრილი) დღემდე პერიოდში; ასევე, სოფელში განადგურებული შენობების მდგომარეობისა და სოფლის სასაფლაოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომი პერიოდიდან (2002 წლის 15 აპრილი).
73. ანგარიში სახელით „მაღალი რეზოლუციის სატელიტური კადრებით აზერბაიჯანის სოფელ გულისტანის შეფასება, 2002-2012“ („ააას ანგარიში“) სასამართლომ მიიღო 2013 წლის ნოემბერში. საჯარო წყაროებიდან 2005, 2009 და 2012 წლის მაღალი რეზოლუციის სატელიტური კადრების შესწავლის შედეგად ანგარიში აღნიშნავს შემდეგს.
74. სამხედრო ნაგებობებთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ 2005 და 2009 წლის კადრებში იკვეთება სანგრები და თხრილები სოფელში და მის მიმდებარედ, მოცემულ პერიოდში განხორციელდა გაძლიერება, ხოლო 2009 წლის შემდეგ სანგრების გამოყენება აღარ ხდებოდა, რაც იკვეთება ბაცი ვიზუალური კანტებით 2012 წლის კადრებში. გულისტანის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობა აშკარა იყო. 2005 -2009 წლებში სამხედრო გაძლიერებას, სანგრების, თხრილების, სამხედრო შენობების, მანქანებისა და სატვირთოების არსებობას თან ახლდა სამხედრო განვითარება რეგიონში 2009-2012 წლებში. თუმცა, მეორეს მხრივ, სანგრებისა და ნაგებობების გამოყენება შემცირდა, მაშინ როდესაც სამხედრო შენობები და მანქანების რაოდენობა განაგრძობდა გაზრდას.
75. შენობების განადგურებასთან დაკავშირებით, ანგარიში აღინიშნავს, რომ სოფლის დაახლოებით 250 სახლის უმეტესობა განადგურებულია და ტერმინში „განადგურებული“ იგულისხმება უფუნქციო. ანგარიში აღნიშნავს, რომ შენობის დეგრადაციამ და ვეგეტაციის ზრდამ გადაფარა შენობებში ნაკვალევები და გაართულა მათი დათვლა. მაშინ როდესაც 2005 წელს 33 შენობა იყო უფუნქციო, 2009 წელს უკვე 17, ხოლო 2012 წელს კი მხოლოდ 13 შენობა იყო დარჩენილი უფუნქციოდ. უმრავლესობა განადგურებულ შენობებში გარე და შიდა კედლები შენარჩუნებული იყო, ხოლო სახურავი კი ჩამონგრეული. მართალია შენობების მდგომარეობა მიგვითითებს, რომ განადგურების სავარაუდო მიზეზი ხანძარი გახლდათ, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ განადგურების მიზეზის დადგენა შეუძლებელია სატელიტური კადრებით, კერძოდ კი ყოველთვის არ არის შესაძლებელი განიმარტოს განზრახ მოხდა თუ არა შენობების განადგურება. სატელიტურ კადრებზე არ იკვეთება სასაფლაოები. ანგარიში აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი გაზრდილი ვეგეტაცია შეიძლება იყოს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი შეთანხმება
76. ევროპის საბჭოში გაწევრიანებამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა იკისრეს ვალდებულება მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის წინაშე მშვიდობიანად მოეგვარებინათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი (იხ. საპარლამენტო ასამბლეის მოსაზრებანი 221 (2000) და 222 (2000) და მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციები (2000) 13 და (20000)14).
აზერბაიჯანის მიერ ევროპის საბჭოს წევრობისადმი მიმართვისას საპარლამენტო ასამბლეის მოსაზრება 222(2000) შესაბამის ნაწილში აღნიშნავს შემდეგს:
„11. ასამბლეა ითვალისწინებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი ქვეყნის პირობას მშვიდობიანად მოაგვაროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის მიერ ევროპის საბჭში გაწევრიანება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოლაპარაკებების პროცესში და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
...
14. საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, პარლამენტის სპიკერის, პრემიერ მინისტრის, პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეების წერილებს და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი კისრულობს შემდეგ ვალდებულებებს:
...
ii. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში:
ა. განაგრძობს მცდელობებს მოაგვაროს კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით;
ბ. მოაგვაროს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დავები მშვიდობიანად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად (ვალდებულება, რომელიც ეკისრება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს), რომელიც გამორიცხავს ძალის გამოყენების მუქარას მისი მეზობლების მისამართით;“
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია (2000) 14, რომელიც ეხება აზერბაიჯანის მოწვევას გახდეს ევროპის საბჭს წევრი, მოიხმობს აზერბაიჯანის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, როგორც ეს მოცემულია მოსაზრება 222 (2000)-ში და აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მათი შესრულების პირობას.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. აზერბაიჯანის სსრ კანონები
77. მომჩივნის ქონებრივ უფლებას არეგულირებდა აზერბაიჯანის სსრ 1978 წლის კონსტიტუცია, 1970 წლის მიწის კოდექსი და 1983 წლის ბინადრობის კოდექსი.
1978 წლის კონსტიტუცია
78. კონსტიტუცია აღნიშნავდა შემდეგს:
მუხლი 13
„აზერბაიჯანის სსრ მოქალაქის კერძო საკუთრების საფუძველს წარმოადგენს გამომუშავებული შემოსავალი. კერძო საკუთრება შესაძლოა მოიცავდეს საოჯახო ნივთებს, პირადი მოხმარების ნივთებს, სახლსა და გამომუშავებულ შემოსავალს. მოქალაქის კერძო საკუთრება და მისი მემკვიდრეობით მიღების უფლება დაცულია სახელმწიფოს მიერ.
მოქალაქეებს შესაძლოა გადაეცეთ მიწის ნაკვეთები კანონით დადგენილი წესით დამხმარე მეურნეობის საწარმოებლად (მათ შორის საქონლისა და მეფრინველეობისათვის), მებაღეობისათვისა და კერძო სახლის ასაშენებლად. მოქალაქეები ვალდებულნი არიან მიწით რაციონალურად ისარგებლონ. სახელმწიფოსა და კოლექტივის ფერმები დახმარებას უწევენ მოქალაქეებს მათი მცირე მეურნეობის მართვაში.
კერძო საკუთრება ან სარგებლობის უფლებით დატვირთული ქონება დაუშვებელია გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოუმუშავებელი შემოსავლის მისაღებად.“
1970 წლის მიწის კოდექსი
79. მიწის კოდექსის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 4. სახელმწიფოს (ხალხის) მიერ მიწის ფლობა
„სსრკ კონსტიტუციისა და აზერბაიჯანის სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, მიწას საკუთრებაში ფლობს სახელმწიფო - იგი წარმოადეგენს საბჭოთა ხალხის საერთო ქონებას.
სსრკ-ში მიწას ექსკლუზიურად ფლობს სახელმწიფო და მისი გადაცემა ხდება მხოლოდ სარგებლობაში. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არღვევს მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლებას, აკრძალულია.“
მუხლი 24. მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები
„კოლექტივის ფერმებით, სახელმწიფო ფერმებითა და სხვა მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლება დასტურდება სარგებლობის შესახებ სახელმწიფო მოწმობით.
მოწმობის ფორმა განისაზღვრება სსრკ მინისტრთა საბჭოს მიერ სსრკ-სა და კავშირის რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის შესაბამისად.
მიწით დროებით სარგებლობის უფლება დასტურდება მოწმობით, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭო.“
მუხლი 25. მიწით სარგებლობის უფლების დამადსტურებელი მოწმობის გაცემის წესი
„მიწით განუსაზღვრელი ვადით სარგებლობის უფლების შესახებ სახელმწიფო მოწმობა, ისევე როგორც მიწის დროებითი სარგებლობის უფლების მოწმობა გაიცემა კოლექტიურ ფერმებზე, სახელმწიფო ფერმებსა და სახელმწიფოს სხვა, კოოპერატიულ და საჯარო დაწესებულებებზე, სამსახურებსა და ორგანიზაციებზე, ისევე როგორც მოქალაქეებზე. მოწმობას გასცემს ოლქისა თუ ქალაქის (რესპუბლიკის მართვის შემთხვევაში) სახალხო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოადგილეები იმ ტერიტორიის მიხედვით, სადაც მდებარეობს გასანაწილებელი მიწის ნაკვეთი.“
მუხლი 27. მიწის გამოყენება კონკრეტული მიზნით
„მიწით მოსარგებლეთ აქვთ უფლება და აკისრიათ ვალდებულება მიწის ნაკვეთი გამოიყენონ იმ მიზნით,რა მიზნითაც მოხდა მისი მათდამი განაწილება.“
მუხლი 28. მიწით მოსარგებლეთა უფლება ისარგებლონ გამოყოფილი მიწის ნაკვეთით
„გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიზნის მიხედვით, შესაბამისი წესების თანახმად, მიწით მოსარგებლეთ უფლება აქვთ:
ააშენონ საცხოვრებელი, ინდუსტრიული ან საზოგადოებრივი შენობანი, ისევე როგორც სხვა შენობანი და ნაგებობანი;
დათესონ სასოფლო მცენარენი, გააშენონ ტყე და დარგონ ხილი, დეკორატიული და სხვა ხეები;
გამოიყენონ მოსავლის ტერიტორია, საძოვრები და სხვა სოფლის მეურნეობის მიწები;
გამოიყენონ ფართოდგავარცელებლი ბუნებრივი ნიადაგქვეშა რესურსები, კომპოსტი და წყლის მარაგები, ისევე როგორც მიწის სხვა სასარგებლო თვისებები ეკონომიკური საჭიროებისათვის;
მუხლი 126-1.მიწით სარგებლობის უფლება შენობაზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში
„თუკი სოფელში არსებულ შენობაზე უფლების მიღება ხდება მემკვიდრეობით და თუკი მემკვიდრეებს არ გააჩნიათ უფლება შეიძინონ საოჯახო მიწის ნაკვეთი შესაბამისი პროცედურის თანახმად, მათ გადაეცემათ სარგებლობის უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჭიროა შენობის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ზომის შესაბამისად.“
მუხლი 131. მიწის ნაკვეთების განაწილება პირადი საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად
„ერთბინიანი საცხოვრებელი შენობის ასაშენებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებას წარმოადგენენ თუკი მათი გადაცემა მოხდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის სსრ დასახლებულ ფუნქტებში, სადაც კერძო ბინების მშენებლობა არ იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით. მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდება ქალაქისა და ურბანული დასახლების მიწის ფონდიდან, სოფლების იმ მიწებიდან, რომელიც არ გამოიყენება კოლექტივის ფერმებისათვის, სახელმწიფო ფერმებისა და სხვა სოფლისმეურნეობის საწარმოსათვის სახელმწიფო რეზერვების მიწიდან და სახელმწიფოს ტყის ფონდის იმ მიწიდან, რომელიც არ ხვდება ქალაქის მწვანე ზონაში. მიწის გაცემა მოხდება ხსენებული მიზნით ... მოცემული კოდექსით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
კერძო ბინების აშენება ქალაქებსა და მუშათა დასახლებებში განხორციელდება ცარიელ ზონებში, რომლებიც არ საჭიროებენ ხარჯების გაწევას ან ტექნიკურ მომზადებას; და, როგორც წესი, რკინიგზისა თუ საავტომობილო იმ გზებთან ახლოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრთა რეგულარულ გადაყვანას ცალკე მდგომი საცხოვრებელი უბნებიდან ან დასახლებებიდან.“
ბინადრობის 1983 წლის კოდექსი
80. ბინადრობის კოდექსის 10.3 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„მოქალაქეებს აქვთ ბინაზე, როგორც კერძო საკუთრებაზე, უფლება სსრკ და აზერბაიჯანის სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.“საცხოვრებლის რეგისტრაციის წესების 1985 წლის ინსტრუქცია
81. 1985 წლის ინსტრუქცია, მე-2 მუხლიში ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომელიც გამოდგება საცხოვრებელი სახლის უფლების დასტურად. ინსტრუქცია დამოწმებულია სსრკ ცენტრალური სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ N. 380 ბრძანებით 1985 წლის 15 ივლისს. 2.1 მუხლი ჩამოთვლის უფლების მთავარი/პირველადი დამადასტურებელი დოკუმენტების სხვადასხვა ფორმას.
მუხლი 2.2 აღნიშნავს, რომ თუკი არ არსებობს მთავარი/პირველადი დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ უფლება შესაძლოა არაპირდაპირ დადგინდეს სხვა დოკუმენტების გამოყენებით, მათ შორის:
„საინვენტარიზაციო-ტექნიკური დოკუმენტები იმ შემთხვევაში, როდესაც მათში პირდაპირ არის აღნიშნული მესაკუთრის მიერ სათანადოდ ფორმალიზებული დოკუმენტის ფლობა, რომელიც ადასტურებს საცხოვრებელ სახლზე უფლებას. “
მუხლი 2.3 აღნიშნავს, რომ:
„სოფლად, ისევე როგორც მაშინ, როდესაც სოფლის დასახლებანი მოქცეულია ქალაქის (სოფლის) საზღვრებში ან აღიარებულია როგორც ქალაქი (სოფელი), რეგისტრაციის წარმოების საფუძველი მოცემული ინსტრუქციების მიხედვით გახლავთ მობინადრეთა სიები, მათგან ამონაწერები, სოფლის ან სახალხო რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის მოადგილეების განცხადებანი, ისევე როგროც სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საკუთრების უფლებას მოცემული ინსტრუქციის 2.1 და 2.2 მუხლებში მოცემულ შენობებზე.“
აზერბაიჯანის სსრ სოფლის მუშათა საბჭოების თავმჯდომარეთა 1958 წლის წესდება
82. ამასთანავე, მომჩივნის მიხედვით, აზერბაიჯანის სსრ სოფლის მუშათა საბჭოების თავმჯდომარეების 1958 წლის 23 აპრილის წესდება („სოფლის საბჭოების 1958 წლის წესდება“) რელევანტური იყო 1960-იანების დასაწყისში მიწაზე მისი უფლებების დასადგენად. მთავრობამ არ გაიზიარა მოჩივნის არგუმენტი.
მე-9 პარაგრაფის მე-2 ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„სოფლის მეურნეობის სფეროში სოფლის მუშათა საბჭოების თავმჯდომარეები:
...
(ზ) მართავენ სოფლის მიწის ეროვნულ ფონდს; ანაწილებენ მიწის ნაკვეთებს მოცემული ფონდიდან კერძო დასახლებების მაცხოვრებლებზე; აკონტროლებენ კანონმორჩილებას მიწის ფლობის სფეროში.“
პარაგრაფი 2, ნაწილი 19 აღნიშნავს, რომ:
„საჯარო წესრიგისა და მაცხოვრებელთა უფლებების დაცვის მიზნით, სოფლის მუშათა საბჭოს თავმჯდომარეები:
...
(ე) განახორციელებენ ოჯახის ქონების დაყოფის რეგისტრაციას კოლექტივის ფერმებში (გლეხთა მეურნეობებში).“
ბ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობა
1991 წლის ბრძანება „მუდმივი საცხოვრებელის იძულებით დატოვების (ლტოლვილები) შემთხვევაში მოქალაქეთა ბინით უზრუნველყოფის შესახებ“
83. 1991 წლის 6 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოსცა ბრძანება „„მუდმივი საცხოვრებელის იძულებით დატოვების (ლტოლვილები) შემთხვევაში მოქალაქეთა ბინით უზრუნველყოფის შესახებ“. მოცემული ბრძანება inter alia მიზნად ისახავდა დაერეგულირებინა აზერბაიჯანში მცხოვრები სომხებისა და სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან წამოსული აზერბაიჯანელების ქონებრივი საკითხები.
მუხლი 8
„ქალაქების სუმგაითის, განჯის, მინგეჩაურის, იევლახის, ალი-ბაირამლის, ლენკარანის, ნაფტალანის, შეკისა და და მათი რაიონების სახალხო საბჭოს თავმჯდომარეებმა და ადგილობრივმა აღმასრულებელმა ორგანოებმა, ორი თვის ვადაში, უზრუნველყონ ბინით ლტოლვილთა ის ოჯახები, რომლებიც ფლობენ მინდობილობას ან სხვა შესაბამის დოკუმენტებს სომხეთიდან აზერბაიჯანზე სახლებისა და ბინების კანონიერი გადაცვლის შესახებ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დევნილთა საგრძნობმა ოდენობამ გადაცვალა კერძო სახლები ქალაქში მდებარე სახელმწიფო ბინებში, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელმა ადგილობრივმა ორგანოებმა ლტოლვილებს ეს ბინები გადაცეს კერძო საკუთრებაში პრივატიზაციის შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ.
აზერბაიჯანის რესპბლიკის სხვადასხვა სამინისტროების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ 1988 წლიდან სოფლად აშენებული სახლები დევნილებისათვის გამოცხადდეს დევნილთა დასასახლებელ კერძო საკუთრებად და აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელმა ადგილობრივმა ორგანოებმა გასცენ ამ ოჯახებზე შესაბამისი დოკუმენტები,
სომხეთში მუდმივი საცხოვრებლის ძალადობრივად და ანაზღაურების გარეშე დატოვების საკომისიოდ, ლტოლვილთა იმ ოჯახებს, რომლებიც შემოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მუდმივად ცხოვრობენ იმ ოჯახების სახლებში/ბინებში, რომელთაც არ გადაუცვლიათ ან გაუყიდიათ ქონება რესპუბლიკის დატოვებისას, გადაეცეს აღნიშნული საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში.“
84. 1991 წლის მოცემული ბრძანება ჯერ ისევ ძალაშია. ამ კანონის გარდა, მიღებული არ არის არანაირი კანონი, რომელიც დაარეგულირებდა აზერბაიჯანიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო წასული სომხების ქონების სტატუსს. შესაბამისად, იმ ქონებაზე, რომელიც არ არის მოცული ამ ბრძანებით, ვრცელდება საკუთრების ზოგადი წესები, რომელიც მოცემულია ქვემორე პარაგრაფებში.
85. 1991 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მიიღო ქონების მარეგულირებელი კანონები, რომელიც, პირველად იხსენიებს მიწას, როგორც კერძო საკუთრების ობიექტს. თუმცა, პრივატიზაციის შედეგად მოქალაქეებისათვის მიწის გადაცემა მოგვიანებით, 1996 წლის მიწის რეფორმის შესახებ კანონით განისაზღვრა.
1991 წლის კანონის საკუთრების შესახებ
86. 1991 წლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი საკუთრების შესახებ ძალაში შევიდა 1991 წლის 1 დეკემბერს. იგი, inter alia, აღიშნავს შემდეგს:
მუხლი 21. მოქალაქის ქონებრივი უფლებების საგანი
„1. მოქალაქე უფლებამოსილია ფლობდეს:
მიწის ნაკვეთს;
სახლებს, ბინებს, აგარაკებს, გარაჟებს, საოჯახო მეურნეობისა და კერძო სარგებლობის ნაგებობეს;
წილებს, ბონდებსა და სხვა ფასიან ქაღალდებს;
მას მედიის საშუალებებს;
საწარმოებსა და საწარმოო კომპლექსებს, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისათვის პროდუქციის შექმნს, სოციალურ და კულტურულ ბაზრებს, გამონაკლისია ქონების გარკვეული ტიპები, რომელიც განისაზღვრება კანონით და რომლის საკუთრებაში ფლობაც ეკრძალებათ მოქალაქეებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.
...
5. მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბინას, საცხოვრებელ სახლს, აგარაკს, გარაჟს ან სხვა ნაგებობას, უფლება აქვს განკარგოს ეს უკანასკნელი საკუთარი შეხედულებისამებრ: გაყიდოს, გადასცეს მემკვიდრეობით, გააჩუქოს, გააქირავოს ან განახორციელოს სხვა მოქმედება რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს.“1992 წლის მიწის კოდექსი
87. მიწის ახალი კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 1992 წლის 31 იანვარს, შეიცავდა შემდეგ დებულებებს:
მუხლი 10. მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრება
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება რაიონის ან ქალაქის სახალხო საბჭოს თავმჯდომარეების მიერ ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ქვემოთმოცემული მიზნების შესაბამისად:
მოცემულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისათვის კერძო სახლისა და დამხმარე სათავსების ასაშენებლად, და კერძო დამხმარე მეურნეობის დასაფუძნებლად;
ფერმისა და სხვა საწარმოების იმ საქმიანობისათვის, რომლებიც გასაყიდად აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს;
ქალაქის საზღვრებში კერძო და კოლექტიური სახლებისა და კერძო გარაჟების ასაშენებლად;
ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ნაგებობებისათვის;
ტრადიციულ ეთნიკურ წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე შესაძლოა გაიცეს კერძო საკურებაში სხვა მიზნებისთვისაც.“
მუხლი 11. კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთების გადაცემის პირობები
“წინამდებარე კოდექსის მე-10 მუხლში მოცემული მიზნებისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გაიცემა უფასოდ.
წინამდებარე კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქალაქეთათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები კერძო სახლების, აგარაკებისა და გარაჟების ასაშენებლად მათ გადაეცემათ საკუთრებაში.
მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლება ან სამუდამო მემკვიდრეობითი ფლობა არ გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქესა თუ უცხო ქვეყნის იურიდიულ პირზე.
მიწის ნაკვეთი არ დაუბრუნდება ყოფილ მესაკუთრესა და მის მემკვიდრეებს. მათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე უნდა მოიპოვონ წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული წესების შესაბამისად.“
მუხლი 23. მიწის ნაკვეთების გამოყოფა
„მიწის ნაკვეთები გადაეცემათ მოქალაქეებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს საკუთრებაში, ფლობაში, სარგებლობაში და ქირით რაიონისა თუ ქალაქის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიწის გამოყოფის პროცედურისა და მიწით სარგებლობის დოკუმენტების შესაბამისად.
მიწის გამოყოფის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს სარგებლობის განსაზღვრული მიზანი.
მიწის ნაკვეთის გამოყოფისა თუ დაკავების შესახებ მოთხოვნის წარდგენისა და განხილვის პროცედურა, მათ შორის სახელმწიფოსა თუ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის თვითნებურად დაკვაების შემთხვევებშიც, განისაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ.
მოქალაქეთა მოთხოვნა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ განხილულ უნდა იქნას არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.“
მუხლი 30. მიწის საკუთრების, ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები
„მიწის საკუთრება, ფლობა და სარგებლობა დადასტურდება სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობით, რომელსაც გასცემს რაიონისა თუ ქალაქის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე.
ხსენებული სახელმწიფო მოწმობის ფორმას დაამტკიცებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კომიტეტი.“
1995 წლის კონსტიტუცია
88. 1995 წლის კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას და განსაზღვრავს სახელმწიფო პასუხისმგებლობას სახელმწიფო ორგანოებისა და მათი მოხელეების მიერ უკანონო მოქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობისათვის.
კონსტიტუციის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 29
„1. ყველას აქვს საკუთრების უფლება.საკუთრების არცერთ ფორმას არ ენიჭება უპირატესობა. ქონებრივი უფლებები, მათ შორის კერძო მესაკუთრეთა უფლებები დაცულია კანონით.ყველას აქვს უფლება ფლობდეს მოძრავ თუ უძრავ ქონებას. საკუთრების უფლება მესაკუთრეს აძლევს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს ქონება საკუთარი შეხედულებისამებრ დამოუკიდებლად, ან სხვებთან ერთად.არავის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საკუთრების სრული ჩამორთმევა აკრძალულია. სახელმწიფოსა თუ საზოგადოების საჭიროებისათვის ქონების გადაცემა დაიშვება მხოლოდწინასწარი სამართლიანი ფასის გადახდის შემთხვევაში.სახელმწიფო იცავს მემკვიდრეობის უფლებას.“
მუხლი 68
„1. დანაშაულის თუ ძალაუფლების გადამეტების შედეგად მსხვერპლის უფლება დაცულია კანონით. დაზარალებული უფლებამოსილია ჩაერთოს სამართალწარმოებაში და მოითხოვოს კომპენსაცია ზიანის ასანაზღაურებლად.
2. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსაგან იმ ზიანისათვის, რომელიც დადგა სახელმწიფო ორგანოებისა თუ მოხელეების მოქმედებებითა თუ უმოქმედობით.“
სამოქალაქო კოდექსი
89. სამოქალაქო კოდექსის მოცემული დებულებანი ძალაში იყო 2000 წლის 1 სექტემბრამდე:
მუხლი 8. კავშირის სხვა რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენება აზერბაიჯანის სსრ-ში
„ კავშირის სხვა რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობა გავრცელდება აზერბიჯანის სსრ-ზე შემდეგი წესების შესაბამისად:
(1) ურთიერთობები, რომელიც გამომდინარეობს საკუთრების უფლებიდან დარეგულირდება ქონების მდებარეობის შესაბმისი კანონმდებლობით.
...
(4) ზიანის მიყენებისდან გამომდინარე ვალდებულებები დარეგულირდება ქონების ადგილმდებარეობის კანონმდებლობით ან, დაზარალებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დადგა ზიანი;...“
მუხლი 142. ქონების დაბრუნება არამართლზომიერი ფლობიდან
„სახელმწიფოს, ან კოლმეურნეობების“ ან სხვა კოოპერაციებისა თუ საჯარო დაწესებულებების ქონება, რომლის გადაცემაც მოხდა უკანონოდ, ფორმისდა მიუხედავად, შესაძლებელია დაბრუნდეს ნებისმიერი შემძენისაგან შესაბამისი ორგანიზაციების მიერ.“
მუხლი 146. არამართლზომიერი ფლობიდან ქონების დაბრუნდებისას გადასახადი
„სხვა პირის არამართლზომიერი ფლობიდან ქონების დაბრუნებისას მესაკუთრეს უფლება აქვს მოცემულ პირს, თუკი მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა არამართლზომიერი ფლობის შესახებ (არაკეთილსინდისიერი მესაკუთრისაგან) მოთხოვოს კომპენსაცია იმ შემოსავლისათვის, რომელიც მან მიიღო ან მიიღებდა ფლობის განმავლობაში;ხოლო კეთილსინდისიერი მესაკუთრისაგან მოითხოვოს კომპენსაცია ნებისმიერი იმ შემოსავლისათვის, რომელიც მან მიიღო ან უნდა მიეღო მას შემდეგ, რაც შეიტყო ფლობის არამართლზომიერების შესახებ ან მიიღო შეტყობინება მესაკუთრისაგან ქონების დაბრუნების მოთხოვნით.“
მუხლი 147. მესაკუთრის უფლებების დაცვა იმ დარღვევებისაგან, რომელიც არ იწვევს საკუთრების ჩამორთმევას
„მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს დაკმაყოფილება ნებისმიერი დარღვეული უფლებისათვის, მაშინაც კი, როდესაც დარღვევას შედეგად არ მოყვა საკუთრების ჩამორთმევა.“
მუხლი 148. იმ პირთა უფლებების დაცვა, რომლებიც არ არიან მესაკუთრენი, მაგრამ ფლობენ ქონებას
„წინამდებარე კოდექსის 1420147 მუხლებში მოცემული უფლებები ენიჭება იმ პირსაც, რომელიც მართალია არ არის მესაკუთრე, მაგრამ ფლობს ქონებას კანონისა თუ ხელშეკრულების საფუძველზე.“
მუხლი 571-3. საკურების უფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა
„საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც მდებარეობს ქონება.
სსრკ-სა და აზერბაიჯანის სსრ კანონმდებლობაში არსებული საწინააღმდეგო დანაწესის შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშვება ან წყდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც მდებარეობდა ქონება მაშინ, როდესაც განხორციელდა მოქმედება ან ადგილი ჰქონდა სხვა გარემოებებს, რომლებმაც გამოიწვია საკუთრების უფლების წარმოშობა ან შეწყვეტა.“
მუხლი 571-4. ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა
„მხარეთა უფლებები და მოვალეობები იმ ვალდებულებებისათვის, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენების შედეგად განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ქონდა ადგილი მოქმედებას ან იმ გარემოებებს, რომელიც წარმოადგენს დანაკარგისათვის კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველს.“
90. 2000 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსის დებულებანი
მუხლი 21. ზიანის ანაზღაურება
„21.1ფიზიკური პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ან ხელშეკრულება განსაზღვრავს უფრო ნაკლებ ოდენობას.
21.2. ზიანში იგულისხმება პირის ის ხარჯები, რომელიც მან გასწია ან გასწევს დარღვევის შედეგად უფლების აღსადგენად, ქონებისადმი მიყენებული ზიანი ან ზარალი (საკომპენსაციო ზიანი) და მიუღებელი მოგება, რომელიც მას უნდა მიეღო სამოქალაქო ტრანზაქციების ჩვეულებრივ პირობებში, რომ არ დარღვეულიყო უფლება (მიუღებელი მოგება).“
მუხლი 1100. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და მათი მოხელეების მიერ გამოწვეული ზიანისათვის
„ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა თუ მათი მოხელეების უკანონო მოქმედებებისა თუ უმოქმედობისათვის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოსა თუ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ უკანონო ზომების მიღება იწვევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ვალდებულებას კომპენსაციის გადახდაზე.“სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
91. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი:
მუხლი 118. საჩივრის შეტანა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
„საჩივრის წარდგენა ხდება სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იურიდიული პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანება მისი მისამართის, ან მის საკუთრებაში არსებული ქონების მისამართის მიხედვით.”
მუხლი 119. იურისდიქცია მომჩივნის არჩევანის მიხედვით
„... ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქონებისადმი მიყენებული ზიანის საფუძველზე საჩივარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარედგინება ზიანის მიყენების ადგილმდებარეობის მიხედვით.“
92. 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი:
მუხლი 8. კანონისა და სასამართლოების წინაშე თანასწორობა
„8.1 სამართალწარმოება სამოქალაქო საქმეებსა და ეკონომიკურ დავებზე განხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.
8.2 სასამართლოები იდენტურ მიდგომას გამოიყენებენ ყველა მხარის მიმართ, მიუხედავად რასისა, რელიგიისა, სქესისა, წარმოშობისა, ქონების სტატუსისა, საქმიანი მდგომარეობისა, მრწამსისა, პოლიტიკური პარტიების, პროფესიული კავშირებისა და სხვა სოციალური ასოციაციების წევრობისა, მდებარეობისა, დაქვემდებარებისა, საკუთრების ფორმისა ან სხვა საფუძვლისა, რომელიც არ არის მითებული კანონმდებლობაში.“
მუხლი 307. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა
„307.1 სასამართლო დაადგენს ფიზიკური და იურიდიული პირის პირადი თუ ქონებრივი უფლებების წარმოშობასთან, ცვლილებასთან თუ შეწყვეტასთან დაკავშირებულ ფაქტებს.
307.2 სასამართლო განიხილავს საქმეებს, რომელიც ეხება შემდეგი ფაქტების დადგენას:
...
307.2.6. საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, უძრავი ქონების ფლობის, სარგებლობისა თუ განკარგვის ფაქტი ...“
მუხლი 309. განაცხადის წარდგენა
„309.1 იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ განაცხადი წარედგინება სასამართლოს მომჩივნის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.
309.2 საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, საჩივრები უძრავი ქონების ფლობის, სარგებლობისა თუ განკარგვის დადგენის შესახებ წარედგინება სასამართლოს უძრავი ქონების მდებარეობის შესაბამისად.“
მუხლი 443. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოთა იურისდიქცია უცხოელების მონაწილეობით საქმეებში
„443.0 აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოები განიხილავენ უცხოელების მონაწილეობით შემდეგ საქმეებს: ...
443.0.6 შემთხვევებს, სადაც საქმე ეხება ქონებისადმი მიყენებულ ზიანს მოქმედებით ან სხვა გარემოებით, რომელიც წარმოადგენს საჩივრის წარდგენის საფუძველს იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელსაც ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.“
მოპასუხე მთავრობის მიერ კონვენციის რატიფიკაციისას გაკეთებული დეკლარაცია
93. რატიფიკაციის ინსტრუმენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ დეპონირებულ იქნა 2002 წლის 15 აპრილს და მოიცავდა შემდეგ დეკლარაციას:
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა აცხადებს, რომ მას არ შეუძლია უზრუნველყოს კონვენციის დებულებების გავრცელება სომხეთის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამდე, სანამ მოცემული ტერიტორიები არ გათავისუფლდება ოკუპაციისაგან.“
საერთაშორისო სამართლის შესაბამისი დებულებანი
94. 1907 წლის 18 ოქტომბრის, ხმელეთზე ომის წესებისა და ჩვეულებების შესახებ ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლი (შემდგომში „ჰააგის 1907 წლის რეგულაციები“) მოწინააღმდეგის მიერ ოკუპაციას განმარტავს შემდეგგვარად:
“ტერიტორია ოკუპირებულად ითვლება როდესაც იგი რეალურად იმყოფება მოწინააღმდეგის არმიის ხელისუფლების ქვეშ. ოკუპაცია ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ან შესაძლებელია განხორციელდეს მოწინააღმდეგის ხელისუფლება.“
შესაბამისად, ოკუპაცია 1907 წლის ჰააგის რეგულაციების თანახმად არსებობს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს მოწინაღმდეგე სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის რეალურ მართვას. რეალური ხელისუფლების განხორციელება დიდწილად მიღებულია როგორც ეფექტური კონტროლის სინონიმი.
ტერიტორია ან მისი ნაწილი სამხედრო ოკუპაციის ქვეშ ითვლება მაშინ, თუკი ადგილი აქვს შემდეგ ელემენტებს: სხვა ქვეყნის სამხედრო ჯარების არსებობა, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს სუვერენული სახელმწიფოს ნებართვის გარეშე. ექსპერტების ფართოდგავრცელებული მოსაზრების თანახმად, უცხო ქვეყნის ჯარების ფიზიკური დასწრება წარმოადგენს ოკუპაციის sine qua non მოთხოვნას, ანუ, ოკუპაცია არ ითვლება შემდგარად, თუკი „ჩექმები ტერიტორიაზე“ არ არის, ანუ, საზღვაო ან სახმელეთო კონტროლის განმახორციელებელი ძალების მიერ სამხედრო ან საჰაერო ბლოკადა საკმარისი არ არის.
95. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები უშუალოდ არ ეხება სახლებსა თუ ქონებაზე წვდომის შეზღუდვას. თუმცა, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ (ჟენევის IV კონვენცია), 49-ე მუხლში არეგულირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილების შემთხვევებს და აღნიშნავს, რომ:
„აკრძალულია ნებისმიერი მოტივით განპირობებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინდივიდუალური ან მასობრივი იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ქვეყნიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.
თუმცა, ოკუპანტი სახელმწიფოსათვის შესაძლებელი იქნება გარკვეული ოკუპირებული რაიონის მთლიანი ან ნაწილობრივი ევაკუაცია, თუ ეს მოსახლეობის უსაფრთხოების ან განსაკუთრებული სამხედრო ხასიათის მოსაზრებებითაა განპირობებული. ასეთი ევაკუაციის დროს, დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაყვანა დაშვებულია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარად ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ადგილს მოცემულ რაიონში საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე დაუბრუნდება.
ასეთი გადაადგილებების ან ევაკუაციის განხორციელებისას ოკუპანტმა სახელმწიფომ დაცვის ქვეშ მყოფი პირები, შესაძლებლობის ფარგლებში, სათანადო სათავსებით უნდა უზრუნველყოს. ეს გადაადგილებები უსაფრთხოების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია ერთი ოჯახის წევრთა განცალკევება. ნებისმიერი გადაადგილების ან ევაკუაციის შესახებ მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
ოკუპანტმა სახელმწიფომ დაცვის ქვეშ მყოფი პირები განსაკუთრებულად სახიფათო რაიონში მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ხასიათის მოსაზრებების გამო შეიძლება დააკავოს.
ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეპორტირება ან გადაყვანა. “
ჟენევის მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლი ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშინ როდესაც კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებას არ არეგულირებს არცერთი კონკრეტული წესი. მიუხედავად ამისა, გადაადგილებულ პირთა უფლება „ნებაყოფლობით უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ სახლებსა თუ ჩვეულებრივ საცხოვრებელს როგორც კი აღარ იარსებებს გადაადგილების გამომწვევი მიზეზები“ მიიჩნევა ჩვეულებრითი საერთაშორისო სამართლის წესად (იხ.ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წჯსკ კვლევა, წესი 132) და ვრცელდება ნებისმიერ ტერიტორიაზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს შესაბამისი მასალები
ა. გაეროს მასალები
96. „ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ქონების რესტიტუციის შესახებ პრინციპები (ადამიანის უფლებათა კომისია, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ქვე-კომისია, 2005 წლის 28 ივნისი, E/CN.4/Sub.2/2005/17 დანართი) წარმოადგენს მოცემულ საკითხზე ყველაზე სრულყოფილ სტანდარტს და ცნობილია როგორც „პინეიროს პრინციპები“. მოცემული პრინციპების მიზანი, რომელიც ეფუძნება არსებულ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკული სახელმძღვანელო პრინციპები სახელმწიფოების, გაეროს სააგენტოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისათვის მასზედ, თუ როგორ არის შესაძლებელი მაქსიმალურად განხილული განსახლებისა და ქონების რესტიტუციის რთული იურიდიული და ტექნიკური საკითხები.
პრინციპებში აღნიშნულია შემდეგი:
მუხლი 2. განსახლებისა და ქონების რესტიტუციის უფლება
„2.1 ყველა ლტოლვილსა და გადაადგილებულ პირს უფლება აქვს აღიდგინოს საცხოვრებლის, მიწისა და/ან ქონების უფლება, რომელიც მას თვითნებურად ან უკანონოდ ჩამოერთვა ან მიიღოს კომპენსაცია იმ სახლის, მიწის ან/და ქონებისათვის, რომლის აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, რასაც განსაზღვრავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტრიბუნალი.
2.2 სახელმწიფოებმა დემონსტრაციულად უნდა მიანიჭონ უპირატესობა რესტიტუციის უფლებას, როგორც გადაადგილებულთათვის სამართლებრივი დაცვის უმჯობეს საშუალებასა და მთავარ ელემენტს აღდგენით სამართალში. რესტიტუციის უფლება არსებობს როგორც დამოუკიდებელი უფლება და მასზე გავლენას არ ახდენს განსახლების, მიწისა და ქონების რესტიტუციის უფლების მქონე ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა არც რეალური დაბრუნება და არც დაუბრუნებლობა.“
დისკრიმინაციის აკრძალვა
„3.1 ყველას აქვს უფლება დაცული იყოს დისკრიმინაციიაგან რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონების, შეზღუდული შესაძლებლობების, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის მიუხედვად.
სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რათა de facto და de jure დისკრიმინაცია ზემორე საფუძვლებზე აკრძალული იყოს და რომ ყველა, მათ შორის ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, სარგებლობდეს კანონის წინაშე თანასწორობით.“
12. ეროვნული პროცედურები, ინსტიტუტები და მექანიზმები
„12.1 სახელმწიფოები ვალდებულნი არიან შექმნან და ხელი შეუწყონ განსახლების, მიწისა და ქონების რესტიტუციების შესახებ საჩივრების განმხილველ სამართლიან, დროულ, დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურას, ინსტიტუტებსა და მექანიზმებს. ...
...
12.5 როდესაც ადგილი აქვს კანონის უზენაესობის საყოველთაო დარღვევას ან როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს განსახლების, მიწისა და ქონების რესტიტუციების შესახებ საჩივრების განმხილველი პროცედურის, ინსტიტუტებისა და მექანიზმების სამართლიან და დროულ იმპლემენტაციას, სახელმწიფომ ტექნიკური დახმარება და თანამშრომლობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო სააგენტოსაგან, რათა შეიქმნას დროებითი რეჟიმები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეფექტიანი სარესტიტუციო მისაგებლის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების, ინსტიტუტებისა და მექანიზმების გამოყენებით.
12.6 სახელმწიფომ განსახლების, მიწისა და ქონების რესტიტუციის პროცედურები, ინსტიტუტები და მექანიზმები უნდა ჩართოს მორიგების შეთანხმებებსა და ნებაყოფლობითი რეპატრიაციის შესახებ შეთანხმებებში....“
13. რესტიტუციის შესახებ საჩივრების პროცედურაზე წვდომა
„13.1 ყველას, ვისაც თვითნებურად ან უკანონოდ ჩამოერთვა საცხოვრებელი, მიწა ან/და ქონება, უნდა შეეძლოს წარმოადგინოს საჩივარი რესტიტუციის/კომპენსაციის მოთხოვნით დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში, რომელიც განიხილავს საჩივარს და მიაწვდის მხარეს შეტყობინებას განხილვის შესახებ. სახელმწიფოებმა არ უნდა დააწესონ წინაპირობები რესტიტუციის შესახებ საჩივრის წარსადგენად.
...
13.5 სახელმწიფოებმა უნდა შექმნან რესტიტუციის შესახებ საჩივრების დამამუშავებელი ცენტრები და ოფისები იმ ტერიტორიებზე, სადაც იმჟამად ცხოვრობენ პოტენციური მომჩივნები. იმისათვის, რომ მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ მხარეებს, შესაძლებელი უნდა იყოს რესტიტუციის შესახებ საჩივრის ფოსტით ან მინდობილობით, ისევე როგორც პირადად, წარდგენა. ...
...
13.7 სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ რესტიტუციის საჩივრის ფორმები, რომელიც უნდა იყოს მარტივი და იოლად გასაგები ...
...
13.11 სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო იურიდიული დახმარება, თუ შესაძლებელია, უფასოდ...
...“
15. საცხოვრებლის, მიწისა და ქონების შესახებ ჩანაწერები და დოკუმენტები
„,...
15.7 მასიური გადადგილების დროს, როდესაც საკუთრებისა თუ სარგებლობის უფლების დასადგენად მტკიცებულებები იშვიათია, სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან დაეფუძნონ სრულ ვარაუდს მასზედ, რომ ძალადობისა თუ ბუნებრივი კატასტროფის დროს გადაადგილებული პირები ასე მოიქცნენ ძალადობისა თუ ბუნებრივი კატასტროფის გამო და რომ, შესაბამისად, უფლება აქვთ მოითხოვონ განსახლება, მიწისა და ქონების რესტიტუცია. ასეთ შემთხვევებში, ადმინსიტრაციული და სასამართლო ორგანოები უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად დაადგინონ ფაქტები არადოკუმენტირებული სარესტიტუციო საჩივრებთან მიმართებაში.
...“
21. კომპენსაცია
„21.1 რესტიტუციის პროცესის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს ყველა დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირის უფლება მიიღოს სრული და ეფექტიანიკომპენსაცია. კომპენსაცია შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, ისე ნატურით. სახელმწიფოები აღდგენითი სამართლის პრინციპების დაცვის მიზნით ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ კომპენსაცია გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც რესტიტუცია ფაქტობრივად შეუძლებელია ან როდესაც დაზარალებული მხარე გააზრებულად და ნებაყოფლობით თანხმდება კომპენსაციას რესტიტუციის ნაცვლად, ან როდესაც მშვიდობის შესახებ შეთანხმებით დგინდება რესტიტუციისა და კომპენსაციის ერთობლიობა.
...“
ბ. ევროპის საბჭოს მასალები
97. ევროპის საბჭს ორგანოები მუდმივად ეხებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) და ლტოლვილთა ქონებრივ საკითხებს. ქვემოთმოცემული რეზოლუციები და რეკომენდაციები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა წინამდებარე საქმის ფარგლებში:
„ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებრივი საკითრების მოგვარება“ საპარლამენტო ასამბლეა (სა) რეზოლუცია 1708 (2010)
98. საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა, რომ 2.5 მილიონი ლტოლვილი და დევნილი გადადგილდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის განსაკუთრებით ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, ბალკანებსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ხშირად მათი გადაადგილება გრძელდება იმის გამო, რომ გადაადგილებლ პირებს არ შეუძლიათ დაბრუნება ან აღარ აქვთ წვდომა მათ სახლებზე 1990-იანი და მანამდე პერიოდიდან მოყოლებული (პარაგრაფი 2). ასამბლეამ ხაზი გაუსვა რესტიტუციის მნიშვნელობას:
„3. მიტოვებული ქონების განადგურება, ოკუპირება ან ჩამორთმევა არღვევს მოცემული ინდივიდების უფლებებს, აგრძელებს გადაადგილებას და ართულებს შერიგებასა და მშვიდობის დამყარებას. შესაბამისად, ქონების რესტიტუცია - ანუ უფლებებისა და ფიზიკური საკუთრების აღდგენა გადაადგილებული ყოფილი მაცხოვრებლების ინტერესების დაცვით - ან კომპენსაცია, წარმოადგენს აუცილებელი მისაგებლის ფორმას ინდივიდისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.
4. საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ რესტიტუცია წარმოადგენს სახლზე, მიწასა და ქონებაზე ჩამორთმეულ წვდომასა და უფლებაზე ოპტიმალურ პასუხს, რადგან მისაგებლის მრავალი ფორმიდან, სწორედ იგი გვალევს არჩვანის საშუალებას გადაადგილების სამ „განგრძობად გამოსავალს“ შორის: უსაფრთხოდ და ღირსებით დაუბრუნდე საკუთარ სახლს; გადაადგილების ადგილზე ადგილობრივი ინტეგრაცია; ან განსახლება ქვეყნის შიდა ან საზღვრებს მიღმა ახალ ადგილზე.“
საპარლამენტო ასამბლეამ შემდეგ მოიხმო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები, კერძოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო ხელშეკრულება, ისევე როგორც გაეროს „პინიეროს პრინციპები“ და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს მიიღონ შემდეგი ზომები:
„9. ზემორეს გათვალისწინებით, ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მოაგვარონ ლტოლვილთა და „იგპ“ პოსტ-კონფლიქტური განსახლების, მიწისა და ქონების საკითხები და ამ პროცესში გაითვალისწინონ „პინიეროს პრინციპები“ ევროპის საბჭს შესაბამისი ინსტრუმენტები და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (რეკ 2006).
10. ევროპაში დღემდე განხორციელებული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და ქონების მოგვარებისა და კომპენსაციის პროგრამების გამოცდილების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს:
10.1. შეიარაღბული კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და კონკრეტული ტერიტორიის სტატუსის მიუხედავად, უზრუნველყონ ლტოლვილები და „იგპ“-ები მიტოვებულ საცხოვრებელზე, მიწასა და ქონებაზე დაკარგული წვდომისა და უფლების დროული და ეფექტური მისაგებლით;
10.2 უზრუნველყონ, რომ მისაგებელი წარმოდგენილი იყოს ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა მიერ საკუთრებასა და მათზე უსაფრთხო ფიზიკური წვდომისა და ფლობის სამართლებრივი უფლებების დადასტურები რესტიტუციის გზით. როდესაც რესტიტუცია შეუძლებელია, უნდა მოხდეს ადექვატური კომპენსირება ქონებაზე არსებული იურიდიული უფლებების აღიარებით და ფულისა და იმ საქონლის შეთავაზებით, რომელიც გონივრულად შეესაბამება საბაზრო ღირებულებას ან გამოყენებული უნდა იქნას რეპარაციის სხვა სამართლიანი ფორმა.
10.3 უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ იმ ლტოლვილებსა და გადაადგილებულ პირებს, რომელთა უფლებებიც გადაადგილებამდე არ ყოფილა ფორმალურად აღიარებული, მაგრამ რომლებიც სარგებლობდნენ საკუთრებით და რაც ფაქტობრივად აღიარებული იყო შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების მიერ, მიეცეთ თანაბარი და ეფექტიანი წვდომა ქონებრივი უფლებების სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალებებსა და მისაგებელზე. მოცემული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც დაზარალებული პირები სოციალურად მოწყვლდნი არიან ან განეკუთვნებიან უმცირესობას.
...
10.5 უზრუნველყონ, რომ იმ პირთა მიერ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი, დაბინავება და ქირავნობა მიჩნეულ იქნას გამართლებულად, მანამდე სანამ გარემოებანი მათ არ მისცემს საშუალებას ნებაყოფლობით დაბრუნდნენ უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში.
10.6 უზრუნველყონ სამართლიანი დაკმაყოფილების სწრაფი, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი პროცედურების არსებობა. შემთხვევებში, სადაც გადაადგილება და ქონების დატოვება განხორციელდა სისტემატიური ფორმით, უნდა შეიქმნას სპეციალური განმხილველი ორგანოები, რომლებიც შეისწავლიან საჩივრებს. მოცემულმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ დაჩქარებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს შემსუბუქებულ მტკიცებულებით სტანდარტებსა და გამარტივებულ პრიცედურას. ყველა ქონება, რომელიც ეხება გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ და მეურნეობით საჭიროებას, უნდა ხვდებოდეს მათ იურისდიქციაში, მათ შორის ეს ეხება სახლებს, სოფლის მეურნეობით მიწებსა და სამეწარმეო ქონებას;
10.7 უზრუნველყონ განმხილველი ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი, მათ შორის შემადგენლობის შესახებ წესების დადგენით, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა მოთხოვნილ იქნას საერთაშორისო წევრთა ჩართვაც. ...“
ლტოლვილები და გადაადგილებული პირები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუცია 1497 (2006)
99. მოცემულ რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს:
„12.1.ყურადღება გაამახვილონ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაზედა ამ მიზნით შექმნან პირობები მშობლიურ ადგილებშილტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისათვის.
...
12.4.გადაადგილებულიპირთა დაბრუნება მიჩნეულ იქნას პრიორიტეტად და მოლაპარაკებებისას გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი, რათა მათ მიეცეთ საშუალება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ შორის ვითარების საბოლოო მოგვარებამდეც;
...
12.15. განავითარონ პრაქტიკული თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედის მოძიების სფეროში, ხელი შეუწყონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნებას და ქონების რესტიტუციას, კეროძოდ, ბალკანეთში არსებული ანალოგიური პრობლემების გადაჭრის გამოცდილების გამოყენებით;
წევრ სახელმწიფოთა მიმართ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, რეკ(2006)6
100. მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა რომ:
„8. იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება ისარგებლონ საკუთარი ქონებითა დაგანსაკუთრებით ადამიანის უფლებების სამართლის შესაბამისად. კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლება აქვთ დაიბრუნონ საკუთარი ქონება, რომელიც დატოვეს გადაადგილების შედეგად. თუკი იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩამოერთვათ ქონება, აუცილებელია სათანადო კომპენსაციის გაცემა.“
სამართალი
შესავალი
101. მომჩივანი გარდაიცვალა 2009 წელს. წინამდებარე საქმის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის ქვრივმა, ქ-ნი ლენა სარგსიანმა და მათმა შვილებმა - ვლადიმირ, ცოვინარ და ნინა სარგსიანებმა - გამოხატეს სურვილი სასამართლოს წინაშე განეგრძოთ სამართალწარმოება, რისი უფლებაც მათ მიენიჭათ (Sargsyan v. Azerbaijan [GC] (dec.), no. 40167/06, §§ 1 და 51, 14 დეკემბერი 2011).
102. მოგვიანებით, მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქ-ნ ნინა სარგსიანს აღარ სურდა საჩივრის განხილვის გაგრძელება. მომჩივნის ქვრივი, ქ-ნი ლენა სარგსიანი გარდაიცვალა 2014 წლის იანვარში. ბ-ნმა ვლადიმირ და ქ-ნმა ცოვინარ სარგსიანებმა, მომჩივნის ვაჟმა და ქალიშვილმა, გამოხატეს სურვილი სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის გაგრძელებაზე. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მათ ჰქონდათ ამგვარი მოთხოვნის უფლება და ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა გადაუხვიოს მოცემულ ხედვას.
103. ამასთანავე, სასამართლო იმეორებს, რომ 2011 წლის 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში წინამდებარე საქმის დასაშვებობის შესახებ, მან არ დააკმაყოფილა მთავრობის შემდეგი პრეტენზია, რომელიც ეფუძნებოდა მთავრობის მიერ რატიფიცირების დროს გაკეთებულ დეკლარაციას და ratione temporis საფუძველზე იურისდიქციის არარსებობას, ისევე როგორც ექვსთვიანი წესის დაუცველობას (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 71, 92 and 147). სასამართლომ მთავრობის მიერ გამოთქმული პრეტენზიები გააერთიანა არსებით განხილვის ეტაპზე: პირველი, პრეტენზია იურისდიქციისა და პასუხისმგებლობის არარსებობის შესახებ, მეორე, პრეტენზია მასზედ, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, იმდენად რამდენადაც მისი საჩივარი ეხებოდა ნათესავების საფლავებს და მესამე, სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ პრეტენზია (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 76, 99 and 111).
104. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვისა და იურისდიქციისა და პასუხისმგებლობის არარსებობის შესახებ პრეტენზიები ცალ-ცალკე უნდა განიხილოს, ხოლო პრეტენზიას ნათესავების საფლავებთან მიმართებაში მომჩივნის დაზარალებულის სტატუსის შესახებ, განიხილავს კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესწავლისას.
სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
105. კონვენციის 35 § 1 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„სასამართლოს შეუძლია საქმე მიიღოს განსახილველად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთად აღიარებული ნომრების თანახმად, და თუ გასული არ არის ექვსი თვე საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.“
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი
106. მომჩივანმა მოიხმო სამი მთავარი არგუმენტი, რათა დაემტკიცებინა, რომ მას არ ეკისრებოდა ვალდებულება ამოეწურა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი.
107. პირველი, იგი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობაში, პრაქტიკის მიხედვით, არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი, ხელმისაწვდომი და საკმარისი საშუალებანი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია დაცვის ამგვარი საშუალებების არსებობის დასტური. მათ არ უჩვენებიათ დეტალები რომელიმე სამოქალაქო საქმეზე, რომელიც აზერბაიჯანის სასამართლოებში წარმოდგენილი იქნებოდა სომეხის მიერ. ინდივიდუალურად მოხმობილი საქმეები ეხებოდა მემკვიდრეობის საკითხებს და არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი მომჩივნის ვითარებაში მყოფ პირთან. მოკლედ რომ ითქვას, მთავრობას არ წარმოუდგენია მაგალითი იმისა, რომ სომეხმა მომჩივანმა მოითხოვა მისაგებელი მომჩივნის სადარ ვითრებაში. ამასთანავე, მომჩივანი აცხადებდა, რომ მთავრობის მიერ სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დროს განივთარებული პოზიცია იყო იმის მაჩვენებელი, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მომჩივნის მიერ აზერბაიჯანის სასამართლოებში წარდგენილი საქმე ასეთის შემთხვევაში. მთავრობის მიხედვით, ეროვნული ხელისუფლება არ ფლობდა დოკუმენტურ მტკიცებულებას მასზედ, რომ მომჩივანს გააჩნდა საკუთრება გულისტანში ან რომ საერთოდ ცხოვრობდა იქ. შესაბამისად, აზერბაიჯანში ეროვნული სამართალწარმოება წარუმატებელი იქნებოდა.
108. შედარებისათვის, მომჩივანმა მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თურქეთის წინააღმდეგ საქმეში Demopoulos and Others v. Turkey [GC] (dec.) (nos. 46113/99, 3843/02, 13751/02, 13466/03, 10200/04, 14163/04, 19993/04 და 21819/04, ECHR 2010)სადაც სასამართლომ ჩამოაყალიბა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები საერთაშორისო კონფლიქტის ფარგლებში დაკარგული ქონებისა და საცხოვრებლის მიმართ მისაგებლის განსაზღვრისასას. არცერთი მისაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი მთავრობის მიერ.
109. მეორე, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ამოწურვის წესი არ ესადაგებოდა წინამდებარე საქმეს ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის გამო - რომელიც უტოლდება კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებების განმეორებასა და ოფიციალურ შემწყნარებლობას სახელმწიფო ორგანოების მხრიდან - რაც უსარგებლოს ხდის სამართლებრივი დაცვის ნებისმიერი არსებული საშუალების გამოყენებას. გაეროს სხვადასხვა ორგანოების, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის დოკუმენტების მოხმობით, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მოპასუხე მთავრობას არ გააჩნდა პოლიტიკური ნება დაეცვა ეთნიკური სომხების მიერ მიტოვებული ქონება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავებული გახლდათ ლტოლვილების ან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ, ან შეეთავაზებინა კომპენსაცია მოცემული ქონებისათვის. მეტიც, არსებობდა პრაქტიკა ეთნიკურ სომხებს არ ჰქონოდათ წვდომა მათ საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე. ამგვარი პრაქტიკა უცვლელად გრძელდებოდა. ამასთანავე, მომჩივანმა ყურადღება მიაპყრო აზერბაიჯანში სასამართლოსადმი მიმართვის პრაქტიკულ სირთულეებზე. საზღვრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დახურული იყო. იმის გამო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა დიპლომატიური ურთიერთობები, ეთნიკურ სომეხ ლტოლვილებს, ისევე როგორც სომხეთის მოქალაქეებს არსად შეეძლოთ ვიზის მიღება, გარდა მეზობელი ქვეყნების საკონსულო სამსახურისა. ვიზის გაცემა ხდებოდა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური მისიების მიერ ორგანიზებული ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში. ორ სახელმწიფოს შორის საფოსტო სერვისი არ არსებობდა.
110. დაბოლოს, მომჩივანი აცხადებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგი გათავისუფლებული იყო სამართლებრივი დაცვის საშუალებებისადმი მიმართვისაგან მისი პირადი გარემოებები გამო. მან, დატოვა რა გულისტანი 1992 წელს, დაკარგა მთელი ქონება, სახლი და შემოსავლის წყარო და, შესაბამისად, აღმოჩნდა დაუცველ და მოწყვლად ვითარებაში. ამასთანავე, იგი სერიოზულად იყო ავად 2004 წლიდან მოყოლებული.მოპასუხე მთავრობა
111. მოპასუხე მთავრობა აცხადებდა, რომ იმდენად რამდენადაც მას ჰქონდა ეფექტური კონტროლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაგრამ არა გულისტანზე, არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი. პირველ რიგში, კონსტიტუციის 29-ე მუხლი წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის გარანტს. ამასთანავე, კონსტიტუციის 68-ე მუხლი აწესებდა სახელმწიფო ორგანოების ან მოხელეების უკანონო მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგად გამოწვეული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავს დეტალურ დებულებებს, რომლითაც იცავს როგორც ქონების საკუთრებას, ისე ფლობას. არსებობს სათანადო დებულებები, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ისე უცხოელებს აძლევს საშუალებას აზერბაიჯანის სასამართლოებში წარმოადგინონ საჩივრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიყენებული ზიანისა თუ დანაკარგისათვის (ეროვნული კანონმდებლობის დეტალური აღწერა იხილეთ ზემორე პარაგრაფებში 88-92). მთავრობა არ ეთანხმებოდა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომლის გამოც არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი უშედეგოა.
112. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მთავრობამ იუსიტიის სამინისტროდან წარმოადგინა სტატისტიკა ეთნიკური სომხების მიერ შეტანილ საჩივრებზე: მაგალითად, 1991 წლიდან 2006 წლამდე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ბაქოში განიხილა და გამოიტანა გადაწყვეტილება ეთნიკური სომხების მიერ წარმოდგენილ 243 სამოქალაქო სამართლის საქმეზე, მათ შორის 98 საჩივარი ეხებოდა საცხოვრებლის შესახებ დავას. ამასთანავე, მთავრობამ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ასლები მემკვიდრეობის შესახებ ორ საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება მიღებული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური სომხების სასარგებლოდ. საქმე Mammadova Ziba Sultan gizi v. Mammadova Zoya Sergeyevna and Mammadov Farhad Tarif oglu ( აზერბაიჯანის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, 2007 წლის 24 მაისი) ეხებოდა სამკვიდროს შესახებ დავას, სადაც მოპასუხეები გახლდნენ ეთნიკური სომეხი მეუღლე და გარდაცვლილის ვაჟი, რომლებიც ცხოვრობდნენ აშშ-ში. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაეთანხმა რა მის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოპასუხეები მიჩნეულ უნდა ყოფილიყვნენ უღირს მემკვიდრეებად. საქმეში Sinyukova, Korovkova and Zaimkina („ჩაგარიანი“, შეკის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება), სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ მინგაჩევირის ნორატიუსმა გასცა სამკვიდრო ცნობა ბინაზე სამი მომჩივნის სახელზე, საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური სომეხის ქალიშვილებზე, რადგანაც მათ გააკეთეს მოთხოვნა მემკვიდრეობის მიღებაზე იმ დროს. მართალია განხილული საქმეები გარემოებებით არ ემთხვეოდა მომჩივნის საქმეს, მაგრამ მთავრობის აზრით ადასტურებდნენ, რომ სომხების მიერ ქონებასა და სხვა დაცულ უფლებებზე ეფექტიანი ჩივილით მათ შეეძლოთ აზერბაიჯანის სამართლებრივი სისტემით სარგებლობა.
113. მთავრობამ, შესაბამისად, დასკვნა, რომ მათ დაამტკიცეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების არსებობა. ახლა უკვე მომჩივანს უნდა ემტკიცებინა, რომ მოცემულ გარემოებებში არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არაეფექტიანი იყო. მომჩივანმა აღიარა, რომ მას არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება სამართლებრივი დაცვით სასარგებლოდ და, შესაბამისად ვერ განაცხადებდა, რომ აზერბაიჯანის სამართლებრივმა სისტემამ იგი ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის სათანადო დაცვით.
სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
114. სომხეთის მთავრობამ ხაზი გაუსვა მომჩივნის პოზიციას აზერბაიჯანში არსებულ ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც იმ სომხებს, რომლებმაც დატოვეს ტერიტორია კონფლიქტის გამო, ან სომხური წარმოშობის ნებისმიერ პირს ეკრძალებოდა აზერბაიჯანში დაბრუნება ან უბრალო ვიზიტიც კი.
ბ. სასამართლოს შეფასება
115. შექმნის დროინდავე, კონვენციით განსაზღვრული დაცვის სისტემა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სისტემის დამხმარე საშუალებას. სასამართლოს საქმეა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა. იგი ვერ, და არ უნდა ახდენდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების როლის უზურპირებას, რადგან სწორედ სახელმწიფოთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს კონვენციაში მოცემული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და პატივისცემა ეროვნულ დონეზე. სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის წესი, შესაბამისად წარმოადგენს დაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს. სახელმწიფოებს ვერ მოეთხოვებათ საერთაშორისო ორგანოს წინაშე პასუხის გაცემა საკუთარ ქმედებებზე მანამდე, სანამ მათ თავად არ მიეცემათ საშუალება გამოასწორონ ვითარება საკუთარივე სამართლებრივი სისტემის ფარგლებში. მათ, ვისაც სურთ სასამართლოს საზედამხედველო იურისდიქციის მოხმობა სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრებზე, ეკისრებათვალდებულება მიმართონ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში (სხვა მრავალს შორის, Akdivar and Others v. Turkey, 16 September 1996, § 65, Reports of Judgments and Decisions 1996‑IV). სასამართლომ მრავალგზის აღნიშნა, რომ იგი არ წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, მას არ გააჩნია საშუალება და არც მართებულად მიიჩნევს საერთაშორისო სასამართლოს გადასახედიდან, განიხილოს დიდი რაოდენობით საქმეები, სადაც ჯერ კიდევ განსასაზღვრია ელემენტარული ფაქტები ან გმოსათვლელია ფინანსური კომპენსაციების ოდენობა - ეს ფუნქციები, პრინცპისა და ეფექტიანი პრაქტიკის დონეზე, წარმოადგენს ეროვნული სასამართლოების ფუნქციას (იხ.Demopoulos and Others, ციტირებულიზ ემოთ, § 69; Niazi Kazali and Hakan Kazali v. Cyprus (dec.), no. 49247/08, § 132, 6 მარტი 2012).
116. სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით სასამართლომ ზოგადი პრინციპები რამდენიმე საქმეში ჩამოაყალიბა. საქმეში Akdivar and Others(ციტირებული ზემოთ) მან დაადგინა შემდეგი (ციტატები მითითებები - ბრჭყალებში-ამოღებულია):
„65. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის [35] მუხლში მითითებული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა ავალდებულებს მათ, ვისაც სურთ საერთაშორისო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ან საარბიტრაჟო ორგანოს წინაშე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩივილი, პირველ რიგში ისარგებლონ ეროვნული სამართლებრივი სისტემით დადგენილი საშუალებებით. შესაბამისად, სახელმწიფოებს არ ეკისრებათ ვალდებულება საერთაშორისო ორგანოს წინაშე პასუხი აგონ იმ ქმედებებზე, რომლის გამოსწორების საშუალებაც მათ არ ჰქონიათ საკუთარი სამართლებრივი სისტემის დახმარებით. მოცემული წესი ეფუძნება ვარაუდს, რომელიც ასახულია კონვენციის მე-13 მუხლში - რომელთანაც მას მჭიდრო ბმა აქვს - რომ მიუხედავად იმისა, კონვენციის დებულებები არის თუ არა მოცემული ეროვნულ სამართალში, ეროვნულ სისტემას აქვს ეფექტიანი სამართებრივი დაცვის საშუალება სავარაუდო დარღვევის საპასუხოდ. ამგვარად, პრინციპის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კონვენციით დადგენილი დაცვის სისტემა არის ადამიანის უფლებების დამცველი ეროვნული სისტემებისათვის დამხმარე ხასიათის (...).
66. [35] მუხლით, მომჩივანმა უნდა ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის არსებული ზოგადი საშუალებებით, რომელიც საკმარის მისაგებელს წარმოადგენს სავარაუდო დარღვევისათვის. ამგვარი საშუალებების არსებობა საკმარისად მკაფიო უნდა იყოს არამხოლოდ თეორიაში, არამედ პრაქტიკაშც, რისი დაუცველობაც წარმოადგენს ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის რეკვიზიტის დარღვევას (...).
მუხლი [35] ასევე აწესებს მოთხოვნას - საჩივარი, რომელიც შემდგომ სტასბურგს უნდა წარედგინოს, უნდა იყოს მიმართული შესაბამისი ეროვნული ორგანოს წინაშე არსებითად მაინც და უნდა იცავდეს ეროვნული კანონმდებლობით განსზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებსა და ვადებს და, ასევე, ნებისმიერ იმ პროცედურულ საშუალებას, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო კონვენციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად (...).
67. თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არ არსებობს ვალდებულება მოხდეს არაადექვატური ან უეფექტო საშუალებებისადმი მიმართვა. ამასთანავე, „საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებული წესების“ მიხედვით, შესაძლოა არსებობდეს სპეციალური გარემოებანი, რომელიც მომჩივანს ათავისუფლებს ვალდებულებიდან ამოწუროს მის ხელთ არსებული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი (...). წესი არ გამოიყენება მაშინაც, როდესაც ადმინსიტრაციულ პრაქტიკაში ხშირია კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებანი და თუკი იკვეთება, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს ოფიციალურად შემწყნარებელ პოლიტიკას და თუკი იგი იმ ზღვარს აღწევს, რომ სამართალწარმოება ხდება უშედეგო ან უეფექტო (...).
68. სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის სფეროში მტკიცების ტვირთი ნაწილდება. მთავრობამ, რომელიც აცხადებს, რომ არ ამოწურულა სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, უნდა აჩვენოს სასამართლოს, რომ სამართებრივი საშუალება ეფექტიანი იყო როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში შესაბამის დროს, ანუ, რომ იგი იყო ხელმისაწვდომი და რომ მას შეეძლო მისაგებლის შეთავაზება მომჩივნის საჩივრებზე და რომ ჰქონდა წარმატების გონივრული შანსი. როგორც კი მოხდება მტკიცების ამ ტვირთის დაკმაყოფილება, უკვე მომჩივნის ვალდებულებაა დაადგინოს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი რეალურად ამოწურულია ან რომ არსებობდა გარკვეული მიზეზი საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ხსენებულ საშუალებებს არაადექვატურად და უეფექტოდ აქცევდა ან რომ არსებობდა სპეციალური გარემოებანი, რომელიც მომჩივანს ათავისუფლებდა მოცემული მოთხოვნისაგან (...). ერთ-ერთ ამგვარ მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ ეროვნული ხელისუფლების მხრიდან, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სერიოზული დარღვევებისა თუ მათ მიერ ზიანის მიყენებისსერიოზული ბრალდებების საპასუხო სრული უმოქმედობა, მაგალითად, როდესაც მათ არ აწარმოეს გამოძიებანი ან არ შესთავაზეს დახმარება. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა ითქვას, რომ მტკიცების ტვირთი ისევ მოპასუხე მთავრობას ეკისრება, რათა მან აჩვენოს სასამართლოს თუ რა გააკეთა გასაჩივრებული შემთხვევის მასშტაბისა და სერიოზულობის საპასუხოდ.
69. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული წესის გამოყენებისას უნდა გათვალისწინებულ იქნას, რომ მისი გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის შექმნის ფარგლებში წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას. შესაბამისად, იგი აღიარებს, რომ მუხლი [35] გამოყენებულ უნდა იქნას გარკვეული სიხისტითა და მომეტებული ფორმალიზმის გარეშე (...). სასამართლო ასევე აღიარებს, რომ ამოწურვის წესი არც აბსოლუტურია და არც ავტომატურად არ გამოიყენება; იმის განხილვისას, თუ რამდენად მოხდა მისი დაცვა, აუცილებელია ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინება (..). რაც, სხვა მრავალს შორის, გულისხმობს, რომ მან რეალურად უნდა გაითვალისწინოს ხელშემკვრელი მხარის სამართლებრივ სისტემაში არა მხოლოდ ფორმალური დაცვის საშუალებების არსებობა, არამედ ზოგადი სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტი, ისევე როგორც მომჩივნების პირადი გარემოებანი.“
117. წინამდებარე საქმის გარემოებების განხილვისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 35 § 1 მუხლის გამოყენება უნდა შეფასდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზოგადი გარემოებების გათვალისწინებით. მართალია კონფლიქტის სამხედრო ფაზა დასრულდა 1994 წლის მაისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, მხარეებს შორის დღემდე არ არის დადებული მშვიდობის შესახებ შეთანხმება. უდავოა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა და საზღვრები მათ შორის დახურულია. ასევე, როგორც ჩანს, ორ სახელმწიფოს არც საფოსტო კავშირი გააჩნია. ამგვარ ვითარებაში უნდა ვაღიაროთ, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირების სისტემას ჯეროვანი ფუნქციონირება გაუჭირდება. კერძოდ, შესაძლოა სხვა ქვეყანაში სამართალწარმოების დაწყებისას და მიყოლისას არსებობდეს სერიოზული პრაქტიკული სირთულეები (იხ.mutatis mutandis, Akdivar and Others, ციტირებული ზემოთ, § 70).
118. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ მიუთითა, რომ უკანონო მოქმედებებისა თუ უმოქმედობისაგან ქონების დაცვისა და კომპენსირების ზოგადი სქემა გაწერილია კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით. თუმცა, მათ არ აუხსნიათ თუ როგორ მოხდებოდა ხსენებული დებულებების გამოყენება წინამდებარე კონტექსტში, ანუ მაშინ, როდესაც სომეხმა ლტოლვილმა დატოვა ქონება და სახლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგელბში და მას სურს მოითხოვოს ქონების რესტიტუცია ან კომპენსაცია მისით სარგებლობის შეუძლებლობის გამო. მთავრობამ წარმოადგინა სამოქალაქო საქმეთა სტატისტიკა, სადაც საჩივრები წარმოდგენილი იყო ეთნიკური სომხების, ხოლო განხილული იყო აზერბაიჯანის სასამართლოების მიერ. იმის მითითების გარდა, რომ საქმეები ეხებოდა განსახლების შესახებ დავებს, მთავრობას არ წარმოუდგენია დეტალები განხილული საჩივრების ბუნებისა თუ სამართალწარმოების შედეგების შესახებ. რაც შეეხება 2007 წლის იმ ორ საქმეს, რომელიც მთავრობამ მაგალითის სახით წარმოადგინა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე ეხებოდა მემკვიდრეობას და არა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში გადაადგილებული პირის საკუთრებაზე ან/და სახლზე წვდომის ან მისით სარგებლობის შეუძლებლობას. რეალურად, მთავრობას არ წარმოუდგენია არცერთი მაგალითი ისეთ საქმეზე, სადაც მომჩივნის ვითარებაში მყოფი პირი წარმატებით მიმართავდა აზერბაიჯანის სასამართლოებს.
119. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ დააკმაყოფილა მტკიცების ტვირთი მაშინ, როდესაც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მომჩივანს ჰქონდა სამართლებრივი დაცვის საშუალება მისი კონვენციური საჩივრის დასაკმაყოფილებლად და რომ მოცემული საშუალების ფარგლებში მას ჰქონდა წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არის საჭირო იმის განხილვა, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ახორციელებს ადმინსიტრაციულ პრაქტიკას, რომელიც მომჩივანს ხელს შეუშლიდა არსებული დაცვის საშუალებებით სარგებლობაში. ანალოგიურად, ვერ იქნა წარმოჩენილი, რომ არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი და ამიტომაც არ არის საჭირო განვიხილოთ ეფექტური კონტროლის არარსებობა განხილულ ტერიტორიაზე და მისი გავლენა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებებზე.
120. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მთავრობის პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ.
აზერბაიჯანის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი
121. მომჩივანმა აღნიშნა, რომ გულისტანი იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ მოპასუხე მთავრობის ტვირთს წარმოადგენდა იმ მოსაზრების გაბათილება, რომ გულისტანის ტერიტორიაზე 2002 წლის 15 აპრილიდან დღემდე იგი იურისდიქციას არ ახორციელებს. მომჩივნის აზრით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა ამგვარი მტკიცებულება, რადგან მათ არ უჩვენებიათ რომ ისინი გულისტანზე კონტროლს არ ახორციელებენ. მან მიუთითა, რომ მთავრობის პოზიცია იქ არსებულ ფაქტობრივ ვითარებაზე გარკვეულწილად შეუსაბამოა, მაგრამ დაეთანხმა, რომ გულსიტანი არ იყო სომხეთის კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მომჩივნის კონვენციისეული უფლებების დაცვაზე.
122. ალტერნატიულად, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ რომც დადასტურდეს, რომ აზერბაიჯანი არ ახორციელებს კონტროლს მოცემულ ტერიტორიაზე, მას მაინც აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის 1-ლი მუხლიდან, განახორციელოს დიპლომატიური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ზომები, რათა დაიცვას მომჩივნის კონვენციური უფლებები (იხ.Ilaşcu and Othersv. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, §§ 331 და 333, ECHR 2004-VII). მომჩვნის მტკიცებით, მთავრობამ ვერც პოზიტიური ვალდებულებანი დაიცვა-იმდენად რამდენადაც მრავალი წლის განმავლობაში მთავრობას არ გამოუხატავს პოლიტიკური ნება დაერეგულირებინა კონფლიქტი და არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი მომჩივნის დაბრუნების ან მისთვის კომპენსირების ინდივიდუალური უფლების უზრუველსაყოფად ( იხ. პარაგრაფი 208 ქვემოთ).
მოპასუხე მთავრობა
123. მოპასუხე მთავრობა დაეთანხმა, რომ გულისტანი იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში. 2014 წლის 5 თებერვალს წარმოდგენილ წერილობით მოაზრებებში, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ვარაუდი, რომ სახელმწიფო ახორციელებს იურისდიქციას მთელ ტერიტორიაზე შესაძლოა შეიზღუდოს არამხოლოდ სხვა მხარეების მიერ ოკუპირებულ ზონებში, არამედ იმ მცირე ტერიტორიებზეც, რომელიც „მიუწვდომელია გარემოებებიდან გამომდინარე“. გულისტანი სწორედ ასეთ ტერიტორიას წარმოადგენს. იგი იმყოფება კონტაქტის ზონაში, ანუ, გარშემორტყმულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებით ერთის მხრივ (ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით) და სომხეთით მეორეს მხრივ (სამხრეთით და დასავლეთით) და არ იმყოფება არცერთი მხარის ეფექტური კონტროლის ქვეშ. მათ ხაზი გაუსვეს, რომ სოფელი იმყოფება სომხეთის პოზიციებიდან სასროლ მანძილზე, მდინარიდან შემაღლებულ ადგილზე. შესაბამისად, აზერბაიჯანის მთავრობას არ შეუძლია აღნიშნულ ტერიტორიაზე ლეგიტიმური ხელისუფლების განხორციელება.
124. ამის გამო, მთავრობის არგუმენტირების ძირითადი ხაზი აღნიშნავდა, რომ ისინი არ იყვნენ პასუხისმგებელნი კონვენციის 1-ლი მუხლით პირველადი მნიშვნელობით. როგორც შეზღუდულ სუვერენს, მათ ეკისრებოდათ მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობა, კერძოდ კი ვალდებულება შეასრულონ პოზიტიური ვალდებულება - განახორციელონ ყველა ზომა, რომელიც მათ ხელთაა და შეესაბამება საერთაშორისო სამართალს (Ilaşcu and Others, ციტირებული ზემოთ, § 331). მთავრობა აცხადებდა, რომ ამგვარი პოზიტიური ვალდებულებანი დამოკიდებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სახელმწიფოს დაეკისროს არაპროპორციული ტვირთი (ibid, § 332). მთავრობა ამტკიცებდა, რომ მათ განახორციელეს ყველა შესაძლო ზოგადი და ინდივიდუალური ზომა მოცემულ ვითარებაში (იხ. პარაგრაფი 210 ქვემოთ).
სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
125. სომხეთის მთავრობა ინარჩუნებდა საკუთარ პოზიციას მასზედ, რომ აზერბაიჯანს ჰქონდა სრული, ეფექტური კონტროლი გულისტანზე. მოიხმო რა მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება და მტკიცებულება გულისტანში არსებულ ვითარებაზე (იხ. პარა. 50-53 და 69-71ზემოთ), სომხეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ეკავათ სამხედრო პოზიციები უშალოდ სოფელში და მის მიმდებარედ, მაშინ როდესაც „მყრ“ ძალები განლაგებულნი იყვნენ ხეობის მეორე მხარეს.
ბ. სასამართლოს შეფასებატერიტორიაზე ნაგულისხმევი იურისდიქციის (იურისდიქციის პრეზუმპცია) შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა და პრინციპები
126. შესაბამისი პრინციპები სასამართლომ ჩამოაყალიბა საქართველოსა და შემდეგ მოლდოვა/რუსეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეებში Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §§ 137-143, ECHR 2004‑II და Ilasçu and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 311-313, და §§ 333‑335).
127. ასანიძის საქმეში, სასამართლომ გამოიყენება „ნაგულისხმევი კომპეტენციის“ ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიაზე ნაგულისხმევი იურისდიქციის (იურისდიქციის პრეზუმფცია) პრინციპი. გადაწყვეტილების შესაბამის პარაგრაფებში აღნიშნულია შემეგი:
„137. კონვენციის 1-ლი მუხლი მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, ყველასთვის უზრუნველყონ კონვენციის I ნაწილში განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“. ხსენებული დებულებიდან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოები პასუხს აგებენ ნებისმიერი პირის დაცული უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერ დარღვევაზე მათი „იურისდიქციის“ ან კომპეტენციის ფარგლებში დარღვევის ჩადენის დროს.
...
139. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უდავოდ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს და ექვემდებარება მის კომპეტენციასა და კონტროლს. სხვა სიტყვებით, არსებობს კომპეტენციის პრეზუმპცია. სასამართლომ ახლა უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ გაქარწყლებულ იქნეს ეს პრეზუმპცია.
140. ამასთან დაკავშირებით სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქართველომ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა მთელ ტერიტორიასთან მიმართებით. გარდა ამისა, აჭარის ა/რ არ გააჩნია სეპარატისტული მისწრაფებები და მის ტერიტორიაზე არცერთი სხვა სახელმწიფო არ ახორციელებს ეფექტიან სრულ კონტროლს (იხ., a contrario , Ilaşcu et autres c. Moldova et Russie (განჩინ.) [GC], no 48787/99, 4 ივლისი 2001, აგრეთვე Loizidou, ციტირებული ზემოთ). კონვენციის რატიფიცირებისას საქართველოს არ გაუკეთებია რაიმე კონკრეტული დათქმა კონვენციის 57-ე მუხლის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ან ამ ტერიტორიაზე საკუთარი იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ სიძნელეებთან მიმართებით. ასეთი დათქმა ნებისმიერ შემთხვევაში არაეფექტური იქნებოდა, რადგან პრეცედენტული სამართალი გამორიცხავს ტერიტორიულ გამონაკლისებს (Matthews c. Royaume-Uni [GC], no 24833/94, §29, CEDH 1999-I), გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია კონვენციის 56-ე (§1) მუხლში (დამოკიდებული ტერიტორიები).
...
142. აქედან გამომდინარე, 139-ე პარაგრაფში მითითებული პრეზუმპცია სწორია. მართლაც, სამართლებრივი პოლიტიკის მოტივებიდან გამომდინარე - წევრ სახელმწიფოებს შორის თანასწორობის შენარჩუნების საჭიროება და კონვენციის ეფექტიანობის უზრუნველყოფა - სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ პრეზუმპციისთვის კონვენციის გამოყენება შეიძლებოდა არჩევანისამებრ შეზღუდულიყო მხოლოდ კონკრეტული წევრი სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილებში და ამით ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობის ცნებას, რომელიც კონვენციის დასაყრდენს წარმოადგენს, წარმოაჩენდა, როგორც უმნიშვნელოს და ამავე დროს წარმოშობდა დისკრიმინაციის შესაძლებლობას წევრ სახელმწიფოებს შორის, ანუ იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც აღიარეს ან არ აღიარეს კონვენციის გამოყენება საკუთარ მთლიან ტერიტორიაზე.
143. ამიტომაც სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე ფაქტები, რომელთა თანახმად, ადგილი აქვს კონვენციის დარღვევის მტკიცებას საქართველოს სახელმწიფოს „იურისდიქციის“ ფარგლებში (Bertrand Russell Peace Foundation Ltd c. Royaume-Uni , no 7597/76, décision de la Commission du 2 mai 1978, Décisions et rapports (DR) 14, pp. 117 et 132) კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობისთვის.
128. მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეში Ilasçu and Others (ციტირებული ზემოთ), სასამართლომ განავრცო ნაგულისხმევი იურისდიქციის (იურისდიქციის პრეზუმფციის) პრინციპი. გადაწყვეტილების შესაბამისი პარაგრაფები მიუთითებენ შემდეგს:
„311. 1 მუხლიდან გამომდინარეობს, რომ წევრი სახელმწიფოები პასუხს აგებენ უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი დარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია მათ ,,იურისდიქციაში“ მყოფ პირებთან მიმართებაში.
იურისდიქციის განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ პირობას ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, რათა ის ჩაითვალოს პასუხისმგებლად იმ მოქმედებებთან და უმოქმედობასთან მიმართებაში, რომელთა განხორციელება/განუხორციელებლობა მას ერაცხება და წამოჭრის კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ვარაუდს.
312. სასამართლო იშველიებს მის მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალს რომლის მიხედვითაც „იურისდიქციის ცნება” კონვენციის 1 მუხლის მიზნებისათვის მიიჩნევა, რომ ასახავს საერთაშორისო საჯარო სამართალში მოაზრებულ ტერმინს (იხ.Gentilhomme and Others v. France, №. 48205/99, 48207/99 და 48209/99, პუნქტი 20, 2002 წლის 14 მაისის განაჩენი; Banković and Others v. Belgium and Others (dec.) [GC], №. 52207/99, პუნქტები 59-61, ECHR 2001-XII; და Assanidze v. Georgia [GC] №. 71503/01, პუნქტი 137, ECHR 2004-II).
საერთაშორისო საჯარო სამართლის კუთხით, კონვენციის 1 მუხლში მოხმობილი ფრაზა „იურისდიქციაში“ იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ სახელმწიფოს იურისდიქციული კომპეტენცია უწინარესად წარმოადგენს ტერიტორიულს (იხ. ზემოხსენებული განაჩენი საქმეზე Banković and Others, პუნქტი 59) და, ამავე დროს, იურისდიქცია ზოგადად განხორციელებული უნდა იქნეს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე.
ხსენებული პრეზუმფცია შესაძლებელია შეიზღუდოს გარკვეულ გარემოებებში, კერძოდ, როდესაც სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება ტერიტორიის ნაწილზე. ეს შეიძლება მოხდეს ტერიტორიის სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპაციის შემთხვევაში, როდესაც ეს ძალები ეფექტურად აკონტროლებენ შესაბამის ტერიტორიას (იხ. Loizidou v. turkey (პირველადი პრეტენზიები), 1995 წლის 23 მარტის განაჩენი, სერია A №310, და გადაწყვეტილება ზემოხსენებულ საქმეზე Cyprus v. turke, პუნქტები 76-80, ასევე ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქმეზე Banković and Others, პუნქტები 70-71), ომის ან აჯანყების დროს ან სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ისეთი ქმედებების შემთხვევაში, რომლებიც მხარს უჭერს სეპარატისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შესაბამის სახელმწიფოში.
313. იმისათვის, რომ დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ასეთ გამონაკლის სიტუაციასთან, სასამართლომ, ერთის მხრივ, უნდა განიხილოს ყველა შესაბამისი გარემოება, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიაზე უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებას, და, მეორეს მხრივ, თვით ამ სახელმწიფოს ქმედება. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციის პირველი მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, გარანტირებულ უფლებათა განხორციელებაში ჩარევისაგან თავის შეკავების გარდა, დამატებით მოიცავს პოზიტიურ ვალდებულებებს, გადადგმული იქნეს პოზიტიური ნაბიჯები ტერიტორიის შიგნით უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის კუთხით (სხვა მაგალითებს შორის იხ. Z. and Others v. the United Kingdom [GC], no. 29392/95, პუნქტი 73, ECHR 2001-V).
ხსენებულ ვალდებულებათა შესრულება სავალდებულოა მაშინაც კი, როდესაც შესაბამისი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ განხორციელება შეზღუდულია ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კვლავ აკისრია ვალდებულება, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.
...
333. სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს არა აქვს შესაძლებლობა, მართველობა განახორციელოს თავისი ტერიტორიის მთლიან ნაწილზე de facto არსებული სიტუაციის გამო, როგორიც წარმოიქმნება სეპარატისტული რეჟიმის შექმნის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა, ამას თან ახლავს თუ არა მეორე სახელმწიფოს სამხედრო ოკუპაცია, ამით კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია არ წყვეტს მოქმედებას ტერიტორიის ასეთ ნაწილზე, რომელიც დროებით ექვემდებარება ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც მხარს უჭერენ აჯანყებულები ან სხვა ქვეყნის ძალები.
მიუხედავად ამისა, ასეთი ფაქტობრივი სიტუაცია ამცირებს აღნიშნულ იურისდიქციას იმით, რომ სახელმწიფოს მიერ პირველი მუხლით ნაკისრი ვალდებულება სასამართლოს მიერ განხილული უნდა იქნეს ამ ტერიტორიაზე მყოფ პირთან მიმართებაში მხოლოდ ხელშემკვრელი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით. შესაბამისი სახელმწიფო უნდა ეცადოს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალებებით გააგრძელოს კონვენციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
334. მართალია, სასამართლოს არა აქვს უფლება, მიუთითოს სახელმწიფოებს და ხელისუფლების ორგანოებს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული იმისათვის, რომ ყველაზე ეფექტურად შესრულდეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მაგრამ სასამართლომ უნდა შეამოწმოს, იყო თუ არა განხორციელებული ღონისძიებები შესაფერისი და საკმარისი წინამდებარე საქმეში. როდესაც სახეზეა ქმედებების განხორციელების სრული ან ნაწილობრივი უგულებელყოფა, სასამართლოს ამოცანაა იმის გარკვევა, თუ რა მინიმალური მცდელობების განხორციელება იყო შესაძლებელი და განხორციელდა თუ არა ისინი. ხსენებული საკითხის განსაზღვრა განსაკუთრებით აუცილებელია ისეთ შემთხვევებში, რომლებიც ეხება აბსოლუტური უფლებების, როგორიც, მაგალითად, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებებია, სავარაუდო დარღვევას.
335. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნები ხვდებიან მოლდოვის რესპუბლიკის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მნიშვნელობით, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა იმ გასაჩივრებულ ქმედებებთან მიმართებაში, რომლებიც ჩადენილი იქნა ,,მდრ“-ს ტერიტორიაზე, შეფასებული უნდა იქნეს კონვენციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში.”
129. ზემორეციტირებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომ კონვენციის 1 მუხლის მნიშვნელობით იგულისხმება, რომ იურისდიქცია ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს სრულ ტერიტორიაზე. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ 1-ლი მუხლით ნაკისრი ვალდებულება, როგორც წესი, მოიცავს ორ ასპექტს, კერძოდ ერთის მხრივ ნეგატიური ვალდებულება თავი შეიკავოს გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობაში ჩარევისაგან და მეორეს მხრივ პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს სათანადო ზომები რათა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა (Ilasçu and Others, ციტირებული ზემოთ, § 313).
130. გამონაკლის შემთხვევებშიც კი, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს საშუალება განახორციელოს მმართველობა მისი ტერიტორიის ნაწილზე სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების მხრიდან სამხედრო ოკუპაციის, ომის, აჯანყების ან მოცმეულ ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმის მოსვლის დროს, კონვენციის 1-ლი მუხლით სახელმწიფო არ წყვეტს იურისდიქციის ქონას მოცემულ ტერიტორიაზე (Ilasçu and Others, ციტირებული ზემოთ, § 333; იხ. აგრეთვე Catan and Others v. Moldova and Russia [GC], nos. 43370/04, 8252/05 და 18454/06, § 109, ECHR 2012 (ამონარიდები)).
131. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოს არ ეძლევა საშუალება განახორციელოს მართველობა მისი ტერიტორიის ნაწილზე, კონვენციით ნაკისრი ვალდებულება იზღუდება პოზიტიური ვალდებულებების შესრულებით (ibid., § 335). ეს ეხება როგორც ზომებს, რომელიც საჭიროა განხილულ ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად, და ამ მხრივ იურისდიქციის განხორციელების გამოხატულებას, ასევე ზომებს, რომლითაც ხდება მომჩივნის ინდივიდუალური უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა (ibid, §339). პირველ ნაწილში, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება დაამყაროს ან განაახლოს სუვერენიტეტი ტერიტორიაზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ხელს უწყობს სეპარატისტულ რეჟიმს (ibid., § 340-345). მეორე ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულებითი, პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ზომები, რათა დაიცვას მომჩივნის ინდივიდუალური უფლებები (ibid., §346).
მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(ა) სასამართლოს მიერ ფაქტების დადგენა
132. მოცემულ საქმეში გულისტანთან დაკავშირებული ვითარება წარმოადგენს მხარეთა შორის სადავო საკითხს. პერიოდი, რომლიდანაც უნდა მოხდეს ათვლა გახლავთ 2002 წლის 15 აპრილი, ანუ ის დღე, როდესაც კონვენცია შევიდა ძალაში აზერბაიჯანისათვის დღემდე.
133. ქვემოთმოცემული ფაქტების დადგენისას, სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა წერილობითი მოსაზრებანი და ზეპირი გამოსვლები, გულისტანისა და მისი შემოგარენის რუქები, ტერიტორიის დივიდი ჩანაწერები და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინეს მხრეებმა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ააას“ ანგარიში გულისტანზე, რომელიც ეყრდნობოდა მაღალი რეზოლუციით წარმოდგენილ სატელიტურ კადრებს.
134. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან რამდენიმე პუნქტზე: სადავო არ არის, რომ გულისტანი მდებარეობს აზერბაიჯანის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. სოფელი მდებარეობს ინგლისური ასო “V“ ფორმის ველზე მდინარე ინძაჩაის ჩრდილოეთ ნაპირზე. აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციები განლაგებულია მდინარის ჩრდილოეთით, ხოლო „მყრ“ სამხედრო პოზიციები კი მდინარის სამხრეთითაა. სოფელში არ არიან სამოქალაქო პირები. მინიმუმ სოფლის გარშემო ტერიტორია დანაღმულია და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხშირად ირღვევა.
135. მხარეთა მოსაზრებები განსხვავდება რამდენიმე საკითხზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა გვხვდება მოსაზრებას შორის თუ რამდენად არის აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციები განლაგებული სოფელში. დისტანცია ორივე მხარის სამხედრო პოზიციებსა და სოფელს შორის და ის, თუ რამდენად არის დანაღმული თავად სოფელი, წარმოადგენს სადავო საკითხებს.
136. არსებული მასალებიდან და განსაკუთრებით ყოველი მხარისა და მესამე მხარედ ჩართული მთავრობის მიერ წარმოდგენილი რუქებიდან იკვეთება, რომ მთელი სოფელი, ისევე როგორც აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციები იმყოფება მდინარე ინძაჩაის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც გახლავთ ბუნებრივი გამყოფი ზოლი. „მყრ“ პოზიციები არის მდინარის სამხრეთ ნაპირზე, მათ შორის ყველაზე ახლო მდებარეობს სოფლის მოპირდაპირე შემაღლებაზე.
137. რაც შეეხება სადავო საკითხს თუ რამდენა არის აზერბაიჯანის სამხედრო ძალა უშუალოდ სოფელში, სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომელიც მიუთითებს, რომ იქ მართლაც არის გამაგრებული აზერბაიჯანის პოზიციები და შესაბამისად იმყოფებიან აზერბაიჯანელი სამხედროებიც. „ააას“ ანგარიში, რომელიც ეფუძნება 2005, 2009 და 2012 წლის სატელიტური კადრების ანალიზს, მიუთითებს, რომ ტერიტორიზე ან მინიმუმ სოფლის კიდეებში, არის სანგრები. მოცემული სანგრები კარგად ჩანს 2005 და 2009 წლის ფოტოებში, მაგრამ უკვე ნაკლებად იკვეთება 2012 წლის გამოსახულებაში. იმის გამო, რომ სოფელი მდებარეობს მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე და იქ მხოლოდ აზერბაიჯანის ძალებია განთავსებული, სასამართლო სათანადოდ დადგენილად მიიჩნევს, არსებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომ მოცემული სანგრები წარმოადგენს აზერბაიჯანის პოზიციების ნაწილს. აღნიშნული წარმოადგენს მითითებას იმაზე, რომ აზერბაიჯანის სამხედრო პერსონალი იმყოფება ტერიტორიაზე იმის გათვალისწინებით, რომ ხდება თხრილების შენარჩუნება/მოვლა (რაც გამომდინარეობს „ააას ანგარიშიდან“, სადაც იკვეთება, რომ 2009-2012 წლებში აღარ ხდებოდა სანგრების მოვლა/შენარჩუნება და ამიტომ უკვე ბუნდოვნად იკვეთება მათი არსებობა). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს- უდავოა, რომ სოფელში სამოქალაქო მოსახლეობა არ იმყოფება. ამასთანავე, „ააას ანგარიშიდან“ და დივიდი ჩანაწერებიდან, რომელიც 2012 წელს წარმოადგინა მესამე მხარედ ჩართულმა სახელმწიფომ, უკვეთება, რომ სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია და, შესაბამისად, მასთან მისასვლელი გზები იმყოფება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლს ქვეშ. მომჩივნის მიერ 2008 წელს წარმოდგენილი დივიდი ჩანაწერის მიხედვით, რამდენიმე სახლის საკვამურიდან ამოდის ბოლი და ჩანს რომ მამაკაცი დადის სახლის ნანგრევებს შორის.
138. მართალია არსებობს გარკვეული მითითებანი აზერბაიჯანის სამხედროების ყოფნაზე სოფელში, სასამართლო არ ფლობს საკმარის მასალას რათა დაასკვნას იმყოფებოდნენ თუ არა აზერბაიჯანის ძალები გულისტანში მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ხვდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ratione temporis იურისდიქციაში, კერძოდ კი 2002 წლის 15 აპრილიდან დღემდე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლოს წინაშე არ ყოფილა სადავო და არც მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი მასზედ, რომ განსახილველ პერიდში „მყრ“ აქვს ან ჰქონდა პოზიციები ან ჯარები მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად სოფელ გულისტანზე.
(ბ) ფაქტების სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასება
139. იმის გათვალისწინებით, რომ გულისტანი მდებარეობს აზერბაიჯანის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, მასზე ვრცელდება იურისდიქციის პრეზუმფცია (იხ.Ilasçu and Others, ციტირებული ზემოთ, § 312). სასამართლოს აზრით, მთავრობამ უნდა დაადასტუროს, რომ არსებობს გამონაკლისი გარემოებანი, რომელიც ზღუდავს მის პასუხისმგებლობას კონვენციის 1-ლი მუხლით.
140. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შეზღუდვა მის ტერიტორიაზე პოზიტიური ვალდებულებების განხორციელების ფარგლებში მიღებულია მხოლოდ იმ ტერიტორიასთან მიამრთებაში, სადაც სხვა სახელმწიფო ან სეპარატისტული რეჟიმი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. Ilasçuand Others საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოლდოვას მთავრობა არ ახორციელებდა ხელისუფლებას მისი ტერიტორიის ნაწილზე, კერძოდ კი იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო მოლდოვას დნესტრისპირეთის რესპუბლიკის („მდპ“) ეფექტური კონტროლს ქვეშ (ციტირებული ზემოთ, § 330). მსგავს დასკვნას დაეფუძნა სასამართლო საქმეში Ivanţoc and Others v. Moldova and Russia (no. 23687/05, § 105, 15 ნოემბერი 2011). ხოლო საქმეში Catan and Others (ციტირებული ზემოთ, § 109), სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოლდოვა არ ახორციელებდა კონტროლს მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ტერიტორიაზეც, რადგან იგი იმყოფებოდა „მდრ“ კონტროლს ქვეშ. განსხვავებით მოხმობილი საქმეებისაგან, ასანიძის საქმეში (ციტირებული ზემოთ, §§ 139-140) სასამართლომ მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნია ის, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნდა სეპარატისტული განწყობა და რომ სხვა სახელმწიფო არ ახორცილებადა ეფექტურ ზოგად კონტროლს.
141. მოლდოვის წინააღმდეგ საქმეებში სადავო არ გახლდათ, რომ განხილული ტერიტორია, კერძოდ დნესტრისპირეთი, იმყოფებოდა „მდრ“ ეფექტურ კონტროლს ქვეშ. კონვენციის პირობებით რუსეთსაც ჰქონდა იურისდიქცია „მდრ“ მიერ კონრტოლირებალ ტერიტორიაზე ეფექტური ხელისუფლების ან, მინიმუმ „მდრ“-ზე გადამწყვეტი გავლენის გამო, რასაც ახერხებდა სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის საფუძველზე; შესაბამისად, რუსეთი პასუხისმგებელი იყო დადგენილ დარღევებზე (იხ.Ilasçuand Others, ციტირებული ზემოთ, §§ 392-394;Ivanţoc and Others, ციტირებული ზემოთ, §§118-120;Catan and Others, ციტირებული ზემოთ, § 122).
142. წინამდებარე საქმე განსხვავდება ზემოთგანხილული საქმეებისაგან: გულისტანი მდებარეობს აზერბაიჯანისა და „მყრ“ ძალების ბრძოლის ხაზს შორის და სადავოა ახორციელებს თუ არა აზერბაიჯანი ეფექტურ კონტროლს სოფელზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ პრაქტიკის გათვალისწინებით, მოპასუხე მთავრობას უნდა ეჩვენებინა, რომ სხვა სახელმწიფო ან სეპარატისტული რეჟიმი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს გულისტანზე, ტერიტორიაზე სადაც სავარაუდოდ განხორციელდა კონვენციის დარღვევები.
143. ამ ეტაპზე სასამართლო გამოსადეგად მიიჩნევს მოიხმოს, რომ აზერბაიჯანმა კონვენციის რატიფიცირებისას გააკეთა დეკლარაცია, სადაც აღნიშნა, რომ „არ შეუძლია უზრუნველყოს კონვენციის დებულებების გამოყენება სომხეთის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (იხ. პარაგრაფი 93 ზემოთ). მოცემული საქმის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლომ დაადგინა, რომ დეკლარაცია არ ზღუდავს კონვენციის ტერიტორიულ გამოყენებას აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილზე (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 63-65) და არც ჯეროვანი დათქმის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ((ibid., §§ 66-70).
144. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით (განსაკუთრებით 1907 წლის ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლის გათვალისწინებით) ტერიტორია ოკუპირებულად ითვლება, როდესაც იგი რეალურად ხვდება მოწინააღდეგის არმიის ხელისუფლების ქვეშ, სადაც „რეალური ხელისუფლება“ დიდწილად ითარგმნება როგორც ეფექტური კონტროლი და ითხოვს ისეთი ელემენტების არსებობას, როგორიც გახლავთ უცხო ჯარების არსებობა და მათ მიერ, სუვერენული სახელმწიფოს ნების წინააღმდეგ, ეფექტური კონტროლის განხორციელება (იხ. პარაგრაფი 94 ზემოთ). წარმოდგენილი მასალისა და ზემორე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გულისტანი არ არის უცხო სახელმწიფოს ძალების მიერ ოკუპირებული და მათ ეფექტური კონტროლის ქვეშ არ იმყოფება, რადგან ამისათვის საჭირო იქნებოდა გულისტანში უცხო ჯარების არსებობა.
145. როგროც ჩანს, მოპასუხე მთავრობა აღარც ამტკიცებდა თავდაპირველ პოზიციას მასზედ, რომ მათ გულისტანზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდათ. არამედ ისინი დავობდნენ, რომ იგი წარმოადგენდა სადავო ტერიტორიას, ხაზს უსვამდნენ რა იქ ნაღმების არსებობას, რომელიც გარშემორტყმული გახლდათ მოწინააღმდეგის სამხედრო პოზიციებით მდინარის ყველა მხარეს და იმყოფებოდა სომხეთის ძალების მხრიდან სასროლ მანძილზე.
146. რეალურად მოპასუხე მთავრობა დავობდა, რომ სასამართლოს მიერ Ilasçuand Othersდა შემდგომ საქმეებში დადგენილი პრაქტიკა, რომელიც აღიარებს, რომ სახელმწიფო კარგავს ეფექტურ კონტროლს მისი ტერიტორიის ნაწილზე სხვა სახელმწიფოს ან სეპარატისტული რეჟიმის სასარგებლოდ, წარმოადგენს შეზღუდულ პასუხისმგებლობას კონვენციით, ასევე უნდა გამოიყენებოდეს სადავო ზონებზე ან, როგორც მათ აღნიშნეს 2014 წლის 5 თებერვალს „ზონებზე, რომელიც მიუწვომელი შეიქნა გარემოებების გამო“.
147. მოცემული საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონვენციის, როგორც ევროპის საჯარო წესრიგისა და ინდივიდის ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური ინსტრუმენტის როლი, როგორც ეს აღინიშნა კონვენციის მე-19 მუხლში „უზრუნველყოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა დაცვა“ (იხ. Loizidou v. Turkey (preliminary objections), 23 მარტი 1995, §§ 75 და 93, Series A no. 310; Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, § 141, ECHR 2011). აზერბაიჯანის მიერ კონვენციის რატიფიცირებისას 2002 წლის 15 აპრილს, მთელი მისი ტერიტორია შევიდა „კონვენციურ სამართლებრივ სივრცეში“.
148. მოლდოვის წინააღმდეგ ზემორეციტირებულ საქმეებში იმის დაშვება, რომ ტერიტორიულ სახელმწიფოს ჰქონდა მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობა კონვენციის მიხედვით, კომპენსირებული გახლდათ იმის დადგენით, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფო, გამონაკლისის სახით, ახორციელებდა იურისდიქციას მისი ტერიტორიის მიღმა და, შესაბამისად, მას ეკისრებოდა კონვენციით დადგენილი პასუხისმგებლობა. განსხვავებით ხსენებულ საქმეთაგან, მოცემულ შემთხვევაში ვერ დადგინდა, რომ გულისტანი ოკუპირებული გახლავთ სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ ან რომ მასზე კონტროლს სეპარატისტული რეჟიმი ახორციელებს. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო, რათა თავიდან აიცილოს კონვენციისეული დაცვის ვაკუუმი, არ მიიჩნევს, რომ მოპასუხე მთავრობამ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ ადგილი აქვს ისეთ გამონაკლის გარემოებებს, რომელიც კონვენცით პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს მას.
149. შესაბამისად, სასამართლო ვერ იზიარებს მთავრობის არგუმენტს. Ilasçuand Others(ციტირებული ზემოთ, §§ 312-313) საქმეში განვითარებული გამონაკლისი, კერძოდ კი ტერიტორიული სახელმწიფოს პაუხისმგებლობის შეზღუდვა მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია ან იმყოფება სხვა ერთეულის ეფექტურ კონტროლს ქვეშ, ვერ გავრცელდება სადავო ტერიტორიაზე, როგორც ამას მთავრობა გვთავაზობს.
150. წინამდებარე საქმეში არსებული ვითარება უფრო ასანიძის საქმის (ციტირებული ზემოთ, § 146) მსგავსია, იმდენად რამდენადაც სამართლებრივად აზერბაიჯანის მთავრობა ახორციელებს იურისდიქციასა და აკისრია სრული კონვენციული პასუხისმგებლობა, წარმოადგენს რა ტერიტორიულ სახელმწიფოს, თუმცა, პრაქტიკაში, შესაძლოა იგი სირთულეების წინაშე იმყოფებოდეს გულისტანის ტერიტორიაზე ხელისუფლების განხორციელების პროცესში. სასამართლოს აზრით მოცემული სირთულეები გათვალისწინებულ უნდა იქნას მომჩივნის მიერ გასაჩივრებული მოქმედებებისა თუ უმოქმედობის პროპორციულობის შეფასების განილვისას.
151. დასკვნის სახით, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული სავარაუდო დარღვევის ფაქტები ხვდება აზერბაიჯანის „იურისდიქციაში“ კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით და შესაძლოა წარმოშობდეს მომჩივანი მთავრობის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს იურისდიქციის ნაკლებობისა და პასუხისმგებლობის არქონის გამო, რასაც აერთიანებს საქმის არსებით განხილვასთან დასაშვებობის გადაწყვეტილებაში (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, § 76).
კონვენციის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
152. მომჩივანი აცხადებდა, რომ უარი მის უფლებაზე დაბრუნებულიყო სოფელ გულისტანში და ჰქონოდა წვდომა, კონტროლი, გამოეყენებინა და ესარგებლა მისი ქონებით ან მიეღო კომპენსაცია მისი დაკარგვის გამო, წარმოადგენდა კონვენციის N.1 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას. ეს უკანასკნელი აღნიშნავს შემდეგს:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.“
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
153. მთავრობა არ ეთანხმებოდა მომჩივნის პოზიციას, რის დასტურადაც წარმოადგინა სამი მთავარი არგუმენტი: პირველი, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გულისტანი იმყოფებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარში და, შესაბამისად, კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით ხვდებოდა აზერბაიჯანის იურისდიქციაში, მათ არ ჰქონდათ საკმარისი კონტროლი ტერიტორიაზე იმისათვის, რომ დადგენილიყო მათი პასუხისმგებლობა სავარაუდო დარღვევის გამო. მეორე, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ მას რეალურად ჰქონდა სახლი და მიწა გულისტანში. და მესამე, მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლომ რომც არ გაითვალისწინოს პირელი ორი არგუმენტი, მომჩივნის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია იმის გამო, რომ მთავრობამ დააკმაყოფილა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებანი.
ა. ჰქონდა თუ არა მომჩივანს „საკუთრება“ გულისტანშიმხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
154. მომჩივანი აცხადებდა, რომ მან წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება მასზედ, რომ იგი ცხოვრობდა გულისტანში ოჯახთან ერთად 1992 წლის ივ ნისამდე და რომ საკუთრებაში ფლობდა სახლსა და დაახლოებით 2,100 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და სხვა ქონებას. მან განსაკუთრებული აქცენტით მოიხმო სახლის ტექნიკური პასპორტი, გაცემული 1991 წლის მაისში და სახლის გეგმა, გაუსვა რა ხაზი, რომ მან ორივე დოკუმენტი წარმოადგინა ჯერ კიდევ საჩივრის შემოტანის დროს.
155. იგი ამტკიცებდა, რომ მან მიწა მიიღო 1960-იანების დასაწყისში სოფლის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც მას მისცა უფლება გაეყო მამის მიწის ნაკვეთ ძმასა და მას შორის. მომჩივანი არ ეთანხმებოდა მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ სოფლის საბჭოს არ გააჩნდა მიწის განაწილების უფლებამოსილება. მან, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ მთავრობამ მოიხმო მიწის 1970 წლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილება მიწის განაწილებაზე ეძლეოდა ხალხთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს შესაბამის რაიონებსა და ქალაქებში. 1960-იანების დასაწყისში, სოფლის საბჭოს ენიჭებოდა მიწის გადაცემის უფლებამოსილება. ისინი ამასთანავე აწარმოებდნენ რეესტრს, სადაც სხვადასხვა მონაცემებთან ერთად აღინიშნებოდა სოფელში კომლებზე ქონების განაწილება. მოცემული უფლებები რეგულირდებოდა სოფლის საბჭოების წესდებით (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ), რომელიც ძალაში შევიდა 1958 წლის 23 აპრილს და მოქმედებდა მომჩივანზე მიწის გაცემის მომენტისათბის, ანუ 1960-იანი წლების დასაწყისში. სოფლის საბჭოების წესდების მე-3 მუხლის მე-9(ზ) პუნქტი უფლებამოსილებას ანიჭებს სოფლის საბჭოს გაანაწილოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა ფიზიკურ პირებზე სოფლის საზღვრებში ინდივიდუალური მშენებლობების საწარმოებლად. სოფლის საბჭოს წესდების მე-2 მუხლის მე-19 (ე) მუხლი ადგენდა უფლებამოსილებას მომხდარიყო სოფელში მიწის ნაკვეთების რეგისტრირება კომლებზე.
156. ამასთანავე, მომჩივანმა გაიმეორა, რომ „ტექნიკური პასპორტი“, რომელიც მან უკვე წარმოადგინა, იყო ჯეროვნად დადგენილი, მოქმედი დოკუმენტი და საკმარისი იყო მოცემული საბუთით ემტკიცებინა უფლება სახლსა და მიწაზე. მომჩივანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ ტექნიკური პასპორტი არასაკმარისი იყო, რადგან იგი პასუხობდა მთავრობის მიერ წამოყენებულ ყველა არგუმენტს.
157. იმდენად რამდენადაც მთავრობა ამტკიცებდა, რომ ტექნიკური პასპორტი წუნიანი იყო და რომ მას აკლდა მითითება საკუთრების საწყის უფლებაზე, მომჩივანი აცხადებდა, რომ ამგვარი მითითება სავალდებულო არ იყო მის საქმეში. მართალია იგი ეთანხმებოდა, რომ 1985 წლის ინსტრუქცია (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ) გამოიყენებოდა რეგისტრაციის პროცესში, იგი ამტკიცებდა, რომ ქონების რეგისტრაცია სოფლად რეგულირდებოდა მოცემული ინსტრუქციის 2.3 მუხლით, რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის საფუძველი გახლდათ „კარმიდამოების სია, მათგან ამონაწერი [ან]სოფლის ან სახალხო რაიონული აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარის ცნობა“. იგი მიუთითებდა, რომ კარმიდამოების სია ( ანუ კომლების სია, როგორც ეს ტერმინი ითარგმნება ხოლმე) გულისხმობდა სოფლის საბჭოს რეესტრს. დაბოლოს, მან მიუთითა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი შედგენილი იყო სსრკ ცენტრალური სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმის ნიმუშის მიხედვით. მოცემული ფორმა არ მოითხოვდა საკუთრების პირველადი წყაროს მითითებას.
158. მთავრობის არგუმენტების მიხედვით, ტექნიკური პასპორტი წუნიანი იყო, რადგან ველი „მიწის ნაკვეთის ზომის აღწერა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით“ იყო ცარიელი, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ტექნიკური პასპორტი შეადგინეს შაჰუმიანის რაიონის ტექნიკური აღწერის ბიუროს თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ რომ არ ყოფილიყო იგი სრულფასოვანი. ამასთანავე, მან მიუთითა, რომ იმ ტექნიკურ პასპორტებში, რომელიც გაცემულია გულისტანის სოფლის მოსახლეებზე 1991 წელს ხსენებული ველები ასევე ცარიელი იყო, და მიუთითებდა, რომ ტექნიკური პასპორტი შეესაბამებოდა იმ დროს არსებულ სარეგისტრაციო პრაქტიკას.
159. დაბოლოს, მთავრობა აცხადებდა, რომ ტექნიკური პასპორტი, რომელიც თარიღდებოდა 1991 წლის მაისით, შესაძლებელია გაყალბებული ყოფილიყო, რადგან მასზე დატანილი ბეჭედი ჯერ კიდევ მიუთითბდა „აზერბაიჯანის სსრ“ და მიუხმობდა „შაჰუმიანის რაიონს“, მაშინ როდესაც იმ დროისათვის სახელმწიფოს სახელი უკვე შეცვლილი იყო „აზერბაიჯანის რესპუბლიკად“ და ყოფილი „შაჰუმიანის რაიონი“ 1991 წლის თებერვალში შეუერთდა გორანბოის რაიონს. პასუხად, მომჩივანმა მოიხმო მისი ჩვენება წარმოდგენილი 2006 წლის 10 ივლისს, რამდენიმე ყოფილი მეზობლის და მეგობრის ჩვენება გულისტანიდან, წარმოდგენილი 2010 წელს, სადაც ყველა ადასტურებდა, რომ მთელი შაჰუმიანის რაიონი, სადაც უმეტესწილად სომხები ცხოვრობდნენ და როლის ნაწილიც გახლდათ გულისტანი, იმყოფებოდა აზერბაიჯანის ბლოკადაში 1989-1992 წლებში. ბლოკადის გამო მთელი რაიონი მოსწყდა დანარჩენ ქვეყანას: სატელევიზიო სადგურები დაიბომბა და სოფლელებს არ ჰქონდათ ელექტროენერგია, თვით გულისტანის ოფიციალურმა პირებმაც არ იცოდნენ და ვერ იღებდნენ ინფორმაციას ხელისუფლებისაგან მასზედ, რომ შაჰუმიანის რაიონს გადაერქვა სახელი. მეტიც, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავრობა მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალი ბეჭედი უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ მათ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულოება მასზედ, რომ ბეჭები იმ დროისათვის მართლაც შეიცვალა.
160. ამასთანავე, სასამართლოს შეკითხვაზე რომელიც ეხბოდა სავარაუდო წინააღმდეგობას საჩივრის ფორმაში, სადაც შეკითხვა ეხებოდა განადგურდა თუ არა მომჩივნის სახლი 1992 წელს, მომჩივანმა განმარტა, რომ ხსენებული წინაღმდეგობა გამომდინარეობდა მისი და მისი მშობლების სახლებს შორის აღრევისაგან. მომჩივანმა განმარტა, რომ საჩივრის ფორმა, რომელიც მისმა წარმომადგენელმა შეავსო, ეფუძნებოდა მის მიერ 2006 წლის 10 ივლისს გაკეთებულ ჩვენებას. ჩვენებაში, იგი არ საუბრობდა მისი სახლის განადგურებაზე, არამედ იხმარა ფრაზა „დედაჩემი დარჩა სოფელ გულსიტანში და ჩვენი სახლი გაანადგურეს“. ზოგადად მიღებული იყო, რომ სოფელში მშობლების სახლსაც იხსენიებდნენ როგორც საკუთარს.
161. სახლის ახლანდელ მდგომარეობასთან მიმართებაში მომჩივანმა აღნიშნა, რომ რთული იყო ინფორმაციის მოპოვება, რადგან შეუძლებელი იყო გულისტანში დაბრუნება. მაქსიმუმ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იყოს სოფლის დანახვა ბინოკლით „მყრ“ საზღვრიდან. ამ მხრივ, მან მოიხმო სამი ყოფილი თანასოფლელის ჩვენება, რომელიც მათ გააკეთეს 2012 წლის მარტში (იხ. პარაგრაფი 59 ზემოთ). მომჩივანმა წარმოადგინა გულისტანის ყოფილი მცხოვრების დამატებითი ჩვენება 2013 წლის 12 აგვისტოს, სადაც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე „მყრ“-ში გულისტანთან ახლოს 2010 წელს და ერთხელ გადახედა სოფელს ბინოკლის დახმარებით და შეძლო მომჩივნის სახლის გარკვევით დანახვა. მის მიხედვით კედლები ისევ მთელი ხოლო სახურავი კი ჩამოშლილი იყო.
162. შეჯამების სახით, მომჩივანი აცხადებდა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი საკმარისი მტკიცებულება გახლდათ მისი უფლებისა „ისარგებლოს, ფლობდეს და განკარგავდეს“ მოცემულ სახლს, მაგრამ დაასკვნა, რომ მისი გადაადგილების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით, მას არ ჰქონდა უფლება გაეყიდა სახლი. თუმცა, მას ჰქონდა საფუძველი ქონოდა იმედი, რომ მის უფლებებს კერძო საკუთრებად გარდაქმნიდა 1991 წლის საკუთრების შესახებ კანონი. მისი ინფორმაციით, უფლებები მას არ გაუუქმდა და, შესაბამისად, ჯერ ისევ კანონიერად ჰქონდა უფლება განხილულ ქონებაზე.
(ბ) მოპასუხე მთავრობა
163. მთავრობა აცხადებდა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების ტვირთი მომჩივანს ეკისრებოდა და რომ სწორედ მას უნდა ემტკიცებინა, რომ იყო მესაკუთრე ან ჰქონდა უფლება წინამდებარე საჩივარში განხილულ ქონებაზე.
164. მთავრობამ აღნიშნა, რომ ვერ შეძლო დაედგინა მომჩივანი მართლა ცხოვრობდა თუ არა გულისტანში და ჰქონდა თუ არა იქ ქონება. მომჩივანსა თუ მიწის ნაკვეთზე, სახლსა თუ სხვა ნაგებობებზე, რომელზეც აცხადებდა პრეტენზიას მომჩივანი, არ იძებნებოდა არანაირი დოკუმენტი გორანბოის რაიონულ არქივებში. მეტიც, ყოფილი შაჰუმიანის რაიონის გარკვეული არქივები, მათ შორის სამოქალაქო რეესტრი და საპასპორტო განყოფილება განადგურდა საომარი მოქმედებების ჟამს. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მთავარი დოკუმენტი, კერძოდ კი სახლის ტექნიკური პასპორტი ნაკლიანი იყო და შესაბამისად ვერ ადასტურებდა, რომ იგი მართლაც გახლდა სახლისა და მიწის მესაკუთრე. თავად მომჩივანის, ისევე როგროც მისი მოწმეების ჩვენებები შეიცავდა მრავალ წინააღმდეგობას, მაგალითად, მომჩივნის სახლში არსებული ოთახების რაოდენობისა და მისი მიწის ნაკვეთის შესახებ, შესაბამისად, ისინი მთლიანობაში ვერ გამოდგებოდა დასაყრდენ ინფორმაციად.
165. გულისტანში მომჩივნის სავარაუდო ქონებასთან დაკავშირებით მთავრობა, პირველ რიგში აცხადებდა, რომ მომჩივანი ჩიოდა მხოლოდ სახლზე, რომელიც როგორც ჩანს განადგურდა მანამდე, სანამ კონვენცია ძალაში შევიდა აზერბაიჯანისათვის. შესაბამისად, მისი საჩივარი ხვდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ratione temporis იურისდიქციის მიღმა.
166. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს მიწასთან დაკავშირებით, მთავრობას ეჭვი შეჰქონდა მომჩივნის მიერ იმის მტკიცებაში, რომ უფლება გაეყო მისი მამის მიწა მან მიიღო სოფლის საბჭოსაგან და რამდენიმე მიზეზის გამო მიაჩნდა მოცემული ფაქტი სადავოდ. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სოფლის საბჭოს ყოფილი წევრების ჩვენებები ართანმიმდევრული იყო. ორი ჩვენების მიხედვით, სოფლის საბჭომ მომჩივნის მამის მიწა გაუნაწილა მომჩივანსა და მის ძმას, მაშინ როდესაც მეორე ჩვენების მიხედვით სოფლის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნისათვის მიწის გამოყოფის/გადაცემის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის მიერ წარმოდგენლი პროცედურა არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციულ წყობას და 1960-იან წლებში მოქმედ კანონმდებლობას: სოფლის საბჭო არ იყო უფლებამოსილი გამოეყო-გადაეცა მიწა. 1960-იან წლებში არ არსებობდა კონკრეტული კანონი გარდა კონსტიტუციისა, რომელიც დაარეგულირებდა მიწით სარგებლობის უფლებას. 1970 წლის აზერბაიჯანის სსრ მიწის კოდექსმა მოახდინა მანამდე არსებული პრაქტიკის კოდიფიცირება: მან დაადგინა, რომ მხოლოდ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო უფლებამოსილი გამოეყო მიწა კერძო სახლების აშენების მიზნით. როგროც წესი, იღებდა გადაწყვეტილების ნაწილს.
167. საომარი მოქმეებების დროს აზერბაიჯანში არ არსებობდა ცენტრალური მიწის რეესტრი. სახლების რეგისტრაცია და ტექნიკური აღნუსხვა ხორციელოდებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულიების მიერ 10985 წლის ინსტრუქციის 2.1 და 2.2 მუხლების შესაბამისად, რადგან სწორედ ეს დებულებანი წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ პირველად და დამატებით წყაროებს. მთავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაკვალიფიცირდებოდა საკუთრების დამადასტურებელ პირველად წყაროდ. მაგალითისათვის, მთავრობამ აღნიშნა, რომ 1974 წლის 29 იანვრის ლაჩნის ოლქის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის დაგაწყვეტილება, რომელიც სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა Chiragov and Othersv. Armenia [GC](dec.), (no. 13216/05, 14 დეკემბერი 2011) საქმეში გახლდათ პირველადი წყარო.
168. მთავრობამ განმარტა, რომ ტექნიკური პასპორტი წარმოადგენდა „საინვენტარიზაციო-ტექნიკურ“ დოკუმენტს. მათ აღიარეს, რომ სახლის ტექნიკური პასპორტი შესაძლოა წარმოადგენდეს დამატებით მტკიცებულებას, რადგან მისი გაცემა, როგროც წესი ხდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ფლობდნენ საკუთრების უფლებას. თუმცა, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი ვერ განიხილება ქონებრივი უფლების დასტურად, რადგან არის ნაკლიანი ან შესაძლოა გაყალბებულიც კი შემდეგი მიზეზების გამო:
169. ტექნიკურ პასპორტში არ არის მითითებული სახლსა და მიწაზე პირველადი უფლება: მთავრობა აღნიშნავდა, რომ როგორც წესი, ტექნიკურ პასპორტში მოხმობილი უნდა იყოს საკუთრების პირველადი უფლება და არ იზიარებდნენ მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ განხილულ ინსტრუქციის 2.3 მუხლი გამოიყენებოდა მოცემულ საქმეში. ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემულ დებულებაში ხსენებული „კომლების სია“ არ წარმოადგეს სოფლის საბჭოს რეესტრის იდენტურ დოკუმენტს.
170. 2012 წლის ივლისში წარმოდგენილ მოსაზრებებში, თავრობამ წარმოადგინა ახალი არგუმენტი, კერძოდ რომ ტექნიკური პასპორტი არასრული იყო რადგანაც შეიცავდა მითითებას მხოლოს მიწის რეალურ ზომაზე, მაშინ როდესაც ველი, რომელიც აღნიშნავს ოფიციალური დოკუმეტის მიხედვით მიწის ზომას, ცარიელი გახლდათ.
171. შემდგომ არგუმენტად, 2012 წლის ივლისში წარმოდგენილ არგუმენტებში მთავრობა აღნიშნავდა, რომ ტექნიკურ პასპორტზე, რომელიც თარიღდებოდა 1991 წლის 20 მაისით, დატანილი გახლდათ აზერბაიჯანის სსრ/შაჰუმიანის ოლქის ბეჭედი მაშინ, როდესაც იმ დროისათვის ამგვარი ბეჭედი ოფიციალურად აღარ გამოიყენებოდა, რადგან სახელმწიფოს სახელი შეიცვალა და 1991 წლის თებერვლიდან ერქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ხოლო შაჰუმიანის ოლქი კი შეუერთდა გორანბოის რაიონს. მთავრობა აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს სახელის შეცვლის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკად, ძველი ბეჭდების გამოყენება ყალბი დოკუმენტების დამზადების მიზნით ხშირი ფაქტი გახლდათ. დამატებით, ისინი ასაჩივრებდნენ მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ ყოფილი შაჰუმიანის ოლქის მოსახლეობამ არ იცოდა ხსენებული ცვლილებების შესახებ. მათ მიუთითეს, რომ საჩივრის ფორმაში მომჩივანმა თავადვე ახსენა შაჰუმიანის ოლქის მიერთება მეზობელ ოლქზე და ახალი გორანბოის რაიონის შექმნა. დაბოლოს, მთავრობამ მიუთითა, რომ დიდად საეჭვო გახლდათ რომ 1991 წლის მიასში, მზარდი დაძაბულობისა და სამოქალაქო გაფიცვების ჟამს, შესაბამის ორგანოებს გაეცათ ტექნიკური პასპორტები.
172. დასკვნის სახლით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ N.1 ოქმის 1-ლი მუხლი არ გამოიყენებოდა, რადგან მომჩვანმა ვერ წარმოაგინა მტკიცებულება მისი ნაგულვები უფლებების დასამტკიცებლად.
173. იმ შემთხვევაში თუ, მიუხედავად ზემოთმოცემული არგუმენტებისა, სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ მომჩივანს ჰქონდა სახლზე ან/და მიწაზე უფლებები, მთავრობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სსრ შესაბამისი კანონები, რომელიც ჯერ ისევ გამოიყენებოდა საომარი მოქმედებების დროს, არ ადგენდა კერძო საკუთრებას, არამედ აძლევდა მოქალაქეებს უფლებას მფლობელობაში ჰქონოდათ კერძო საკუთრება. მიწის ნაკვეთების გამოყოფა ინდივიდებზე ხდებოდა განუსაზღვრელი ვადით, საცხოვრებლად და მეურნეობის წარმოების მიზნით. პირი, რომელზეც გაიცემოდა მიწა, ფლობდა უფლებას ესარგებლა აღნიშნული მიწით და ამ უფლებას იცავდა კანონი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1991 წლის კანონი საკუთრების შესახებ და 1992 წლის მიწის კოდექსი ადგენდნენ შესაძლოებლობას მოქალაქეებისადმი გაცემული მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე. მოქალაქეებისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების, მათ შორის კერძო სახლების, პრივატიზაციის დეტალური წესები დადგინა მოხდა მოგვიანებით, 1996 წელს მიწის რეფორმის შედეგად.
174. მთავრობამ მანამდეც აღნიშნა, რომ არ ყოფილა მიღებული არანაირი კანონი აზერბაიჯანში კონფლიქტის შედეგად სომხების მიერ დატოვებული ქონების სტატუსის განსასაზღვრად. 2013 წელს წარმოდგენილ მოსაზრებებში მთავრობამ შეცვალა პოზიცია მიუთითა რა, რომ 1991 წლის ბრძანება (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ) მიღებულ იქნა ქონების გაცვლის შესახებ პრაქტიკის დასარეგულირებლად (სომხები ტოვებდნენ აზერბაიჯანს და ცვლიდნენ ქონებას სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან ან სომხების მიერ დაკავებული მიმდებარე ტერიტორიებიდან მომავალ აზერბაიჯანელებთან). თუმცა, ეს პრაქტიკა მომჩვნის სავარაუდო ქონებას არ შეხებია.
(გ) სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
175. სომხეთის მთავრობა დაეთანხმა მომჩივნის არგუმენტებს.
სასამართლოს შეფასება
(ა) გადააგილებულ პირთა ქონებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებული მოთხოვნების შეფასების შესაბამისი პრინციპები
176. სასამართლოს აქამდეც განუხილავს საქმეები, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ პირთა ქონებასა და საცხოვრებლის უფლებებს. მოცემული თემა წარმოიშვა ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციისას, თურქეთისა და რუსეთის უშიშროების ძალების ქმედებებთან მიმართებაში, და კიდევ მრავალი სხვა კონფლიქტური ვითარებაში.
177. სასამართლომ გადაადგილებულ პირთა სახლისა და ქონების უფლებები პირველად განიხილა საქმეში Loizidou v. Turkey ((merits), 18 დეკემბერი 1996, Reports 1996-VI). მომჩივანი აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსში ფლობდა რამდენიმე მიწის ნაკვეთს. თურქეთის მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მომჩივნის საკუთრების უფლება, მაგრამ აცხადებდა, რომ მან დაკარგა მოცემული უფლება მიწაზე 1985 წლის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის („ჩკთრ“)კონსტიტუციის 159-ე მუხლის საფუძველზე, რომელმაც ყველა მიტოვებული უძრავი ქონება „ჩკთრ“ საკუთრებად გამოაცხადა. სასამართლომ, გაითვალისწინა რა „ჩკთრ“-ს, როგორც სახელმწიფოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებების არარსებობა, არ მიანიჭა იურიდიული ძალა მოცემულ დებულებას და მიიჩნია, რომ მის საფუძველზე მომჩივანს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება (§§ 42-47).
178. ზემორე ხსენებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეში სასამართლომ განსაზღვრა მომჩივნების „საკუთრება“ კონვენციის N.1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით prima facie მტკიცებულების საფუძველზე, რომლის დამაჯერებლად გაბათილებაც ვერ შეძლო მთავრობამ, მათ შორის იყო საკუთრების დამადასტურებელი თავდაპირველი დოკუმენტების ასლები, რეგისტრაციის ცნობები, ნასყიდობის ხელშეკრულებები და კვიპროსის რესპუბლიკის მიერ გაცემული ცნობები საკუთრების შესახებ. როგორც ახსნა კიდევაც მომჩივანმა საქმეში Solomonides v. Turkey (no. 16161/90, § 31, 20 იანვარი 2009), მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებული გახლდათ რაიონის მიწის განყოფილებაში. თუმცა, თურქეთის სამხედრო ინტერვენციის დროს, იგი იძულებული შეიქნა გაქცეულიყო და თან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წაუღია. კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღადგინა მიწის ჩანაწერები და გასცა უფლების დამადასტურებელი ცნობები. მოცემული ცნობები წარმოადგენდა საუკეთესო დასტურს ორიგინალი ჩანაწერებისა თუ დოკუმენტების არარსებობის ფონზე. აღსანიშნავია, რომ საქმეში Saveriades v. Turkey (no. 16160/90, 22 სექტემბერი 2009)მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო მომჩივანმა საკუთრების ორიგინალი დოკუმენტის წარმოდგენა, კონკრეტულად გაითვალისწინა სასამართლომ. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იგი იძულებული შეიქნა სასწრაფოდ დაეტოვებინა სახლი, სადაც ინახებოდა დოკუმენტები და შემდეგ ვეღარ შეძლო ვერც დაბრუნება და ვერც დოკუმენტების მოპოვება. სასამართლომ გაიზიარა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები (მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, საკუთრების მოწმობა და მშენებლობის ნებართვა) წარმოადგენდა prima facie მტკიცებულებას მასზედ, რომ იგი მართლაც ფლობდა საკუთრების უფლებას განხილულ ქონებაზე და დასძინა (§ 18):
„... რადგან მოპასუხე მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი გამაბათილებელი მტკიცეულება, და იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ როგორ მოუწია მომჩიანს ჩრდილოეთ კვიპროსის დატოვება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ფლობდა „საკუთრებას“ კონვენციის N. 1 ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით.“
179. საქმეში Doğan and Others v. Turkey (nos. 8803-8811/02, 8813/02 და 8815-8819/02, ECHR 2004-VI), რომელიც ეხებოდა საგანგებო მდგომარეობისას სოფლის მაცხოვრებლების გაძევებას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან და რამდენიმე წლის განმავლობაში უარს დაბრუნებულიყვნენ შინ, მოპასუხე მთავრობამ წამოაყენა პრეტენზია მასზედ, რომ რამდენიმე მომჩივანს წარმოდგენილი არ ჰქონდა საკუთრების დამადსტურებელი დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ისინი ფლობდნენ საკუთრებას მოცემულ სოფელში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელი არ იყო დაედგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისას, ჰქონდათ თუ არა მომჩივნეს ქონებრივი უფლებები ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად უნდა მიჩნეულიყო მომჩივნების მიერ განხორციელებული ზოგადი ეკონომიკური საქმიანობა „საკუთრებად“ N.1 ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში. მოცემულ შეკითხვაზე პასუხი სასამართლომ დადებითად გასცა და აღნიშნა შემდეგი (§ 139):
“... სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის ფაქტი რომ მომჩივნები ყველანი ცხოვრობდნენ სოფელ ბოიდაშში 1994 წლამდე. მართალია მათ არ ჰქონდათ რეგისტრირებული ქონება, ისინი ფლობდნენ მათი წინაპრების მიერ მიწაზე აშენებულ სახლებს ან ცხოვრობდნენ მამებისეულ სახლებში და ამუშავებდნენ ამ უკანასკნელთა დანატოვარ მიწას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნებს ჰქონდათ უფლებები საერთო მიწებზე სოფელში, მათ შორის საძოვრებზე, სახნავებსა და ტყეზე, და რომ მათი შემოსავალი გახლდათ მესაქონლეობა და ტყის კაფვა. შესაბამისად, სასამართლოს აზრით ყველა ის ეკონომიკური რესურსი და შემოსავალი, რომელსაც იღებდნენ მომჩივნები შესაძლოა ჩაითვალოს „საკუთრებად“ 1-ლი მუხლის მიზნებისათვის.“
180. სასამართლოს მიერ „საკუთრების“ ავტონომიური მნიშვნელობა აღიარებულია მრავალ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში. საქმეში Öneryıldız v. Turkey (no. 48939/99, § 124, ECHR 2004-XII) სასამართლომ შეაჯამა შემდეგი:
„სასამართლო იმეორებს, რომ ცნებას „საკუთრება“ N.1 ოქმის 1 მუხლში აქვს ავტონომიური მნიშვნელობა, რომელიც არ იფარგლება საქონლის ფიზიკურ საკუთრებაში ქონით და დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კლასიფიკაციისაგან: ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს იმის გარკვევა თუ რამდენად იძლევა საქმის გარემოებანი, მთლიანობაში, იმის დასკვნის საშუალებას, რომ მომჩივნის უფლება არსებით ინტერესზე დაცულია მოცემული დებულებიათ... . შესაბამისად, მსგავსად ფიზიკური ქონებისა, რიგი უფლებები და ინტერესებიც წარმოადგენს ქონებას და შესაძლებელია მიჩნეულ იქნას „ქონებრივ უფლებებად“ და შესაბამისად „საკუთრებად“ მოცემული დებულების მიზნებისათვის... . „საკუთრების“ ცნება არ იფარგლება „არსებული საკუთრებით“ არამედ შესაძლოა ფარავდეს აქტივებსაც, მათ შორის, მოთხოვნებს, რომელთან მიმართებაშიც მომჩივანს შეუძლია იდავოს, რომ გააჩნია მინიმუმ გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ რომ შეძლებს ეფექტიანად ისარგებლოს ქონებრივი უფლებით... .“
ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო მიწაზე ნაგვის ზვინის მიმდებარედ უკანონო საცხოვრებელი, სადაც მომჩივანი და მისი ოჯახი შეფერხების გარეშე ცხოვრობდნენ, წარმოადგენს ქონებრივ ინტერესს, რომელიც de facto აღიარებულია ხელისუფლების ორგანოების მიერ და რომელიც იმგვარი ბუნებისაა, რომ წარმოადგენდეს საკუთრებას N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით.
181. საკითხი თუ რამდენად მყარი იყო მომჩივნების მოთხოვნა N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით წამოიჭრა რუსეთის წინააღმდეგ განხილულ რამდენიმე საქმეში,სადაც მომჩივნების სახლები და სხვა ქონება განადგურდა ან დაზიანდა იმ ქალაქებზე საჰაერო თავდასხმის გამო, სადაც ცხოვრობდნენ მომჩივნები. მაგალითად საქმეში Kerimova and Others v. Russia (nos. 17170/04, 20792/04, 22448/04, 23360/04, 5681/05 და 5684/05, § 293, 3 მაისი 2011), სასამართლომ დააკმაყოფილა რამდენიმე მომჩივნის მოთხოვნა საკუთრებაზე, თავდასხმის შემდეგ ქალაქის ადმინისტრაციის მიერ სახლების აღწერიდან ამონაწერის საფუძველზე, სადაც დასტურდებოდა, რომ მომჩივნები წარმოადგენდნენ სახლების მესაკუთრეებს. რაც შეეხება იმ მომჩივნებს, რომელთაც უფლების დასტური არ წარმოუდგენიათ, სასამართლომ მათი ქონებრივი უფლება დაადასტურა სხვა მტკიცებულების საფუძველზე, მაგალითად ქალაქის ადმინისტრაციის მიერ საცხოვრებლის შესახებ ცნობის საფუძველზე. სასამართლომ სავარაუდოდ მიიჩნია, რომ სახლებზე მომჩივნების უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტები განადგურდა თავდასხმის შედეგად.
182. იმ ვითარებებში, სადაც დადასტურდა, რომ მომჩივანი გახლდათ სახლის მესაკუთრე, სასამართლოს არ მოუთხოვია დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებანი მათ საცხოვრებელზე, რათა დაედგინა, რომ იგი წარმოადგენდა „სახცხოვრებელს“ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. მაგალითად საქმეში Orphanides v. Turkey (no. 36705/97, § 39, 20 იანვარი 2009) სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც გააბათილებდა მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ თურქეთის შემოჭრის დროს, იგი რეგულარულად ცხოვრობდა ლაპითოსში და რომ მისი სახლი მისთვის და მისი ოჯახისათვის წარმოადგენდა საცხოვრებელს.“
183. თუმცა, თუკი მომჩივანი არ წარმოადგენს ქონებაზე ან საცხოვრებელზე საკუთრების დამადასტურებელ რაიმე საბუთს, მისი საჩივარი დაუკმაყოფილებელი დარჩება (იხ, მაგალითად, Lordos and Others v. Turkey, no. 15973/90, § 50, 2 ნოემბერი 2010, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი დაუშვებელი იყო ratione materiaeსაკუთრების დასტურის არარსებობის გამო; იხილე აგრეთვე დასკვნა რამდენიმე საჩივარზე მოხმობილი ზემორეციტირებულ საქმეში Kerimova and Others).რამდენიმე საქმეში სასამართლომ გაიმეორა, რომ მომჩივნები ვალდებულები იყვნენ წარმოედგინათ საკმარისი prima facie მტკიცებულება საკუთარი საჩივრების გასამყარებლად. საქმეში Damayev v. Russia (no. 36150/04, § 108-111, 29 მაისი 2012) სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი, რომელიც ჩიოდა სახლის განადგურების გამო, ვალდებული იყო წარმოედგინა სადავო ქონების მოკლე აღწერა მაინც. იმის გამო, რომ საჩივრის გასამყარებლად წარმოდგენილი არ ყოფილა დოკუმენტი ან დეტალური საჩვარი, მისი საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი. რაც შეეხება ქონების ან საცხოვრებლის საკუთრების შესახებ prima facie მტკიცებულებების სხვა მაგალითებს, სასამართლომ მოიხსენია ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის მიწის ან ქონების უფლების დასტური, ამონაწერი მიწის ან საგადასახადო რეესტრებიდან, დოკუმენტები ადგილობრივი ადმინისტრაციებიდან, გეგმები, ფოტოები და გადასახადების ქვითრები, ისევე როგორც ფოსტის მიღების დასტურები, მოწმეთა ჩვენებები და ნებისმიერი სხვა რელევანტური მტკიცებულება (იხ. მაგალითისათვის, Prokopovich v. Russia, no. 58255/00, § 37, ECHR 2004-XI, დაElsanova v. Russia (dec.), no. 57952/00, 15 ნოემბერი 2005).
184. შეჯამების სახით, სასამართლოს პრაქტიკამ განავითარა მოქნილი მიდგომა იმ მომჩივნების მიერ წარმოსადგენ მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლებმაც დაკარგეს ქონება და სახლი საერთაშორისო თუ შიდა შეიარაღებული კონფლიქტების დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა არის ასახული გაეროს „ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ქონების რესტიტუციის შესახებ პრინციპებშიც“ (იხ. პარაგრაფი 96 ზემოთ).
(ბ) ზემორე პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(i) ფლობის მტკიცებულება
185. სასამართლო, პირველ რიგში განიხილავს მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ეხებოდა მხოლოდ იმ სახლს, რომელიც განადგურდა კონვენციის ძალაში შესვლამდე. სასამართლომ უკვე აღნიშნა წინამდებარე საქმის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებაში, რომ მომჩივანი თავიდანვე ჩიოდა იმ მიწის ნაკვეთზეც, რომელზეც განთავსებული იყო სახლი (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, § 88). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი ჩივის როგორც სახლზე, ისე მიწის ნაკვეთზეც.
186. მხარეთა არგუმენტებში მოხმობილი გახლდათ ორი მთავარი საკითხი: პირველი, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი „ტექნიკური პასპორტის“ დამამტკიცებელი ღირებულება და, მეორე, საკითხი, თუ რამდენად წარმოადგენდა სოფლის საბჭო იმ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილი იყო გადაეცა მიწა მომჩივანისათვის, რასაც ამტკიცებს მომჩივანი და მიუთითებს, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში მას გადაეცა მიწა და მიიღო ზედ სახლის აშენების ნებართვა.
187. მეორე საკითხთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა ეფუძნებოდა აზერბაიჯანის სსრ ზოგად ადმინისტრაციულ სტრუქტურას, სადაც, მათი განცხადებით სოფლის საბჭოს არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეცა მიწა. მომჩივანი, თავის მხრივ, მოიხმობდა სოფლის საბჭოების 1985 წლის წესდების (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ), რომელიც ამყარებდა მის პოზიციას, რომ სოფლის საბჭოს შეეძლო მიწის ნაკვეთის გადაცემა კერძო მშენებლობის წარმოების მიზნით. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სავალდებულო არ არის შემდეგი მიზეზების გამო.
188. სადავო არ გახლავთ, რომ ტექნიკური პასპორტი, როგორც წესი, გაიცემოდა მხოლოდ იმ პირზე, რომელიც ფლობდა სახლს. წინამდებარე საქმეში, მომჩივანმა წარმოადგინა ტექნიკური პასპორტი, სადაც მითითებული გახლდათ მისი სახელი და რომელიც ეხებოდა სახლსა და დაახლოებით 2.100 კვ.მ მიწის ნაკვეთს გულისტანში, მათ შორის თანდართული სახლის დეტალური გეგმით. სასამართლოს აზრით, ტექნიკური პასპორტი წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას. იმის დაშვებით, რომ ტექნიკური პასპორტი შესაძლოა მივიჩნიოთ სათანადო, არაყალბ დოკუმენტად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი განიხილოს მხარეთა არგუმენტების დეტალები აზერბაიჯანის სსრ ეროვნული კანონმდებლობით 1960-იანი წლების დასაწყისში მიწის გადაცემის შესახებ. სასამართლო, შესაბამისად, პირველ რიგში განიხილავს თუ რამდენად ჯეროვანია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახლების რეგისტრაცია რეგულირებოდა 1985 წლის ინსტრუქციით (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ). სასამართლო განიხილავს მთავრობის ყოველ არგუმენტს, რითაც ეს უკანასკნელი დავობდა, რომ ტექნიკური პასპორტი იყო ნაკლოვანი ან გაყალბებული.
189. იმის გამო, რომ მთავრობის მიხედვით, ტექნიკური პასპორტი არ შეიცავდა მითითებას საკუთრების პირველად უფლებაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ 1985 წლის ინსტრუქციის რომელი დებულება ესადაგებოდა მომჩივნის საქმეს. სასამართლო არ არის იმ პოზიციაში, რომ განსაზღვროს აზერბაიჯანში 1991 წლის მაისში, მაშინ როდესაც მოხდა ტექნიკური პასპორტის გაცემა, მოქმედი კანონის ინტერპრეტაცია. იგი აღნიშნავს, რომ მომჩივანს გააჩნია, მინიმუმ გონივრული ახსნა თუ რატომ არ იყო საჭირო სადავო ველის შევსება. მომჩივანი ასევე მართალია როდესაც აღნიშნა, რომ გამოყენებული ფორმა არ ითვალისწინებდა სადავო მითითების გაკეთებას. დაბოლოს, მომჩივანმა წარმოადგინა გულისტანის სოფლის ყოფილი მაცხოვრებლების სახლების ტექნიკური პასპორტები, სადაც, მის მსგავსად, არ იყო მსგავსი მითითება მოცემული.
190. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ პასპორტში ველი „მიწის ნაკვეთის ზომა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით“ ცარიელი იყო. ამ შემთხვევაშიც, მომჩივანმა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია თუ როგორ იყო ტექნიკური პასპორტი შედგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის რაიონული ბიუროს თანამშრომლების მიერ და წარმოადგინა გულისტანის სოფლის ყოფილი მაცხოვრებლების სახლების ტექნიკური პასპორტები, სადაც, მის მსგავსად, ხსენებული ველი ცარიელი იყო.
191. დაბოლოს, სასამართლო უბრუნდება მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ ტექნიკურ პასპორტზე მოცემული იყო არასწორი ბეჭდები. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ 1991 წელს არსებული ვითარებისას - კერძოდ კი ზოგადი სამოქალაქეო არეულობა და შაჰუმიანის რაიონის ბლოკადა, რომელიც მოიხმეს კიდევაც მომჩივანმა, მისი ოჯახის წევრებმა და ყოფილმა თანასოფლელებმა 2010 წელს წარმოდგენილ არგუმენტებში, დიდი ხნით ადრე მანამდე, სანამ მთავრობა წამოაყენებდა ყალბი ბეჭდების არგუმენტს - მოსახლეობა, ისევე როგორც ოფიციალური პირები რაიონში, არ იყვნენ ინფორმირებულნი შესაბამისი ორგანოების მიერ სახელის ცვლილების შესახებ. მოცემული არგუმენტის გაზიარებისას, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მთავრობას არ უდავია და არც წარმოუდგენია ახალი ბეჭდები, რომელიც 1991 წლის მაისში, ანუ მაშინ როდესაც მოხდა მომჩივნის სახლზე ტექნიკური პასპორტის გაცემა, (ყოფილი) შაჰუმიანის რაიონის შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს გადაეცათ.
192. მთლიანობაში, სასამართლო იზიარებს არგუმენტს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი წარმოადგენს სახლსა და მიწის ნაკვეთზე prima facie მტკიცებულებას, რომელიც ჰგავს იმ მრავალ სხვა ანალოგიურ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს დაუშვია წინარე საქმეებში (იხ. პარაგრაფები 178-183 ზემოთ) და დასაბუთებულად არ გაბათილებულა მთავრობის მიერ.
193. დამატებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაწყისიდანვე მომჩივანმა წარმოადგინა ლოგიკურად თანწყობილი არგუმენტები, აცხადებდა რა, რომ იგი ცხოვრობდა გულსიტანში 1992 წლის ივნისში ტერიტორიიდან გაქცევამდე და რომ იქ მას სახლი და მიწა ჰქონდა. მან წარმოადგინა ყოფილი საბჭოთა პასპორტის ასლი და ქორწილების მოწმობა, სადაც აღნიშნული გახლდათ, რომ იგი დაიბადა გულისტანში 1929 წელს და დაქორწინდა იქვე 1955 წელს. მომჩივნის ვერსია თუ როგორ მიიღო მან მიწა და ნებართვა აეშენებინა სახლი, რაც შემდეგ გააკეთა კიდეც 1960-იანი წლების დასაწყისში მეზობლებისა და მეგობრების დახმარებით განმტკიცებულია ოჯახის რამდენიმე წევრისა და ყოფილი თანასოფლელების ჩვენებებით. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ მოცემული ჩვენებები წარმოდგენილია წერილობითი ფორმით და რომ არ მომხდარა მათი გადამოწმება ჯვარედული დაკითხვით, იგი აღნიშნავს, რომ ჩვენებები არის სავსე დეტალებით და მიუთითებენ, რომ მოცემული პირები რეალურად ცხოვრობდნენ მოცემული ტერიტორიაზე მათ მიერ აღწერილი მოვლენების ჟამს. სოფლის მაცხოვრებლების გადაადგილების შემდეგ გასული მრავალი წლის გათვალისწინებით, სასამართლო არ ანიჭებს გადამწყვეტ მნიშნველობას იმ ფაქტს, რომ მოცემული ჩვენებები რიგ დეტალებში არ ემთხვევა ურთიერთს, რასაც ხაზი გაუსვა მთავრობამ.
194. და ბოლოს, სასამართლო ითვალისწინებს იმ ვითარებას, რომლის დროსაც მომჩივანს მოუწია სოფლის დატოვება, ანუ სოფელზე სამხედრო თავდასხმას. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მომჩივანმა თან ვერ წამოიღო სრული დოკუმენტაცია. შესაბამისად, მთლიანობაში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა საკმარისად დაასაბუთა საკუთარი საჩივარი მასზედ, რომ გულისტანში, 1992 წლის ივნისში ტერიტორიდან გაქცევის დროს იგი ფლობდა სახლსა და მიწას.
195. დაბოლოს, სასამართლო იხილავს მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივნის სახლი განადგურდა 2002 წლის 15 აპრილამდე, ანუ მანამდე სანამ კონვენცია ძალაში შევიდა აზერბაიჯანისათვის და რომ, შესაბამისად, სახლის მოთხოვნასთან მიმართებაში იგი არ ხვდება სასამართლოს იურისდიქციაში raione temporis. მოცემულ საქმეზე დასაშვებობის გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ნათელი არ გახლდათ თუ როდის მოხდა მომჩივნის სახლის განადგურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იგი განიხილავდა საქმის იმ ფაქტებს, რომელიც ხვდებოდა მის raione temporis იურისდიქციაში, ხოლო საქმის ფაქტებისა და სამართლებრივი საკითხების განხილვა მოხდებოდა მოგვიანებით, არსებითი განხილვის დროს (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, § 88). სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ სავარაუდო ქონებაზე, სახლსა და გულისტანში ნათესავების საფლავებზე წვდომის არარსებობა მიჩნეულ უნდა იქნას განგრძობად ვითარებად, რომლის განხილვის კომპეტენციაც სასამართლოს ენიჭება 2002 წლის 15 აპრილიდან. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის raione temporis(ibid., §§ 91-92) პრეტენზია. თუმცა, იმის გამო, რომ სასამართლომ ფაქტების განხილვა გადადო საქმის არსებითად განხილვის პერიოდამდე, იგი ვალდებულია განსაზღვროს მოხდა თუ არა მოჩივნის სახლის განადგურება კონვენციის ძალაში შესვლამდე და, შესაბამისად, არსებობს თუ არა ფაქტობრივი საფუძველი მთავრობის ratione temporis პრეტენზიაზე სახლთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუკი სახლი განადგურდა კონვენციის ძალაში შესვლამდე, მაშინ ეს უკანასკნელი ნამდვილად განიხილება მეყსიერ ფაქტად, რომელიც არ ხვდება სასამართლოს ratione temporisიურისდიქციაში (იხ.Moldovan and Others and Rostaş and Others v. Romania (dec.), nos. 41138/98 და 64320/01, 13 მარტი 2001).
196. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები განადგურდა თუ არა სახლი ურთიერთსაწინააღმდეგო იყო (Sargsyan (dec), ციტირებული ზემოთ, § 24). სასამართლოს მოთხოვნაზე, განემარტა არსებული წინააღმდეგობანი, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ არსებობდა გაურკვევლობა მის და მისი მშობლების სახლს შორის, რაც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მისმა წარმომადგენელმა საჩივარი შეადგინა 2006 წლის 10 ივლისის ჩვენების საფუძველზე, სადაც მან გამოიყენა ფრაზა დედაშემი ცხოვრობდა სოფელ გულისტანში და ჩვენი სახლი განადგურდა“. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემული ჩვენება წარმოდგენილი იყო საჩივართან ერთად. იგი იზიარებს, რომ ის კონტექსტი, რომელშიც მოხმობილი იყო ფრაზა „ჩვენი სახლი“ იძლევა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებას და რომ საჩივრის ფორმაში შესაბამისი ნაწილი, რომელიც ეხება მომჩივნის სახლის განადგურებას, შესაძლოა გაურკვევლობის შედეგი გახლდეთ.
197. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად, კერძოდ კი ორივე მხარისა და მესამე მხარედ ჩართული სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დივიდი დისკების, მხარეების მიერ წარმოდგენილისხვა შესაბამისი მტკიცებულებებისა და „ააას ანგარიშის“ გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ გულისტანი მიტოვებულია 1992 წლიდან და რომ სოფელში შენობების უმეტესობა უსახურავოა, ანუ გარე და შიდა კედლები ადგილზეა, ხოლო სახურავი კი ჩამოვარდნილია. არ გააჩნია რა ამომწურავი მტკიცებულება მასზედ, რომ მომჩივნის სახლი სრულიად განადგურდა კონვენციის ძალაში შესვლამდე, სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს იმ დაშვებით, რომ სახლი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ არის ძალიან დაზიანებული. ანუ, არ არსებობს მთავრობის ratione temporis პრეტენზიის ფაქტობრივი საფუძველი.
198. საბოლოოდ, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანს ჰქონდა და ჯერ ისევ აქვს სახლი და მიწის ნაკვეთი გულისტანში და არ აკმაყოფილებს მთავრობის პრეტენზიას მასზედ, რომ სასამართლოს არ გააჩნია ratione temporis კომპეტენცია განიხილოს საჩივარი სახლთან დაკავშირებით.
(ii) ხვდება თუ არა მომჩივნის უფლებები N.1 ოქმის 1 მუხლში
199. სასამართლო იხილავს ჰქონდა - და ახლაც აქვს - თუ არა მომჩივანს ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული საკუთრების უფლება და თუ რამდენად შეიძლება მოცემული ფულებები მიჩნეულ იქნას „საკუთრებად“ N.1 ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით.
200. მთავრობამ განმარტა, რომ მომჩივნის გადაადგილებისას მოქმედი აზერბაიჯანის სსრ შესაბამისი კანონების მიხედვით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება ჰქონოდათ კერძო საკუთრება სახლებსა თუ მიწაზე. თუმცა მათ შეეძლოთ ჰქონოდათ კერძო საკუთრებაში სახლი. მეტიც, მიწის გადაცემა მოქალაქეებზე ხდებოდა განუსაზრვრელი ვადითა და განსაზღვრული მიზნით - მეურნეობის წარმოება და ცხოვრება. მართალია 1991 წლის კანონმა საკუთრების შესახებ და 1992 წლის მიწის კოდექსმა დაუშვა - პირველად - მოქალაქეებისადმი უკვე გადაცემულ მიწაზე კერძო საკუთრება, დეტალური წესები მიწის პრივატიზაციის შესახებ, მათ შორის იმ სახლების პრივატიზაციის შესახებ, რომლებიც გადაცემული იყო მოქალაქეებზე, გაიწერა მხოლოდ 1996 წელს მიწის რეფორმის შესახებ კანონის ფარგლებში.
201. სასამართლო, შესაბამისად აღნიშნავს, რომ პირველი, როდესაც მომჩივანმა 1992 წლის ივნისში დატოვა გულისტანი, შესაბამისი კანონები - რომელიც ინიდივიდებს აძლევდა უფლებას შეეცვალათ აქამდე არსებული უფლებები მიწაზე და ინდივიდუალურ სახლებზე - ჯერ არ იყო მიღებული. სადავო არ არის, რომ მომჩივანმა მოგვიანებით ისარგებლა ამ საშუალებით. იმის გამო, რომ ძველი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები არ გაუქმებულა 1991 წლის საკუთრების შესახებ კანონითა და 1992 წლის მიწის კოდექსით, უფლება სახლსა და მიწაზე, რომელსაც მომჩივანი ფლობდა ტერიტორიიდან გაქცევის დროს, განხილულ უნდა იქნას აზერბაიჯანის სსრკანონების საფუძველზე.
202. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კანონების თანახმად, კერძოდ კი 1978 წლის კონსტიტუციის მე-13 მუხლისა და 1983 წლის ბინადრობის კოდექსის 10.3 მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს შეეძლოთ ჰქონოდათ კერძო საკუთრება საცხოვრებელ სახლებში. პირადი საკუთრება და მისი მემკვიდრეობით მიღების უფლება დაცული გახლდათ სახელმწიფოს მიერ. ამისაგან განსხვავებული ვითარება იყო მიწასთან მიმართებაში, რადგან ყველა მიწას სახელმწიფო ფლობდა. მიწის ნაკვეთები შეიძლება გადაცემულიყო მოქალაქეებზე სპეციალური მიზნებისათვის, ისეთი როგორიცაა ფერმერობა ან კერძო სახლის აშენება. ასეთ შემთხვევებში, მოქალაქეებს ჰქონდათ მოცემული მიწით „სარგებლობის უფლება“. ხსენებული უფლება გამომდინარეობს 1978 წლის კონსტიტუციის მე-13 მუხლიდან და მიწის შესახებ კოდექსის მე-4 მუხლიდან. „სარგებლობის უფლება“ ავალდებულებდა მიმღებს ესარგებლა მიწით სწორედ იმ მიზნით, რა მიზნითაც მოხდა მისი გაცემა და მოცემული უფლება კანონით იყო დაცული. მოცემულს სახელმწიფო არ აპროტესტებდა. მეტიც, მოცემული უფლება მემკვიდრეობით გადაცემადი გახლდათ.
203. სადავო არ არის, რომ მომჩივანისადმი მიკუთვნებული უფლებანი მის სახლსა და მიწასთან მიმართებაში დაცულ უფლებებს წარმოდგენდა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესის საგანი გახლდათ. კონვენციის N.1 დანართის 1-ლი მულის ავტონომიური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მომჩივნის უფლება სახლზე, კერძო საკუთრების ქონაზე და მიწით „სარგებლობის უფლება“ წარმოადგენენ „საკუთრებას“ მოცემული დებულების თანახმად.
204. მთავრობა აცხადებდა, რომ არ ამოქმედებულა არანაირი კანონი, რომელიც დაარეგულირებდა იმ სომეხთა ქონების სტატუსს, რომლებმაც დატოვეს აზერბაიჯანი კონფლიქტის გამო. მათ მოიხმეს ერთი გამონაკლისი, კერძოდ კი 1991 წლის ბრძანება (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ) და განმარტეს, რომ ხსენებული ბრძანება ეხებოდა აზერბაიჯანიდან მიმავალ სომხებსა და სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან ან მიმდებარე პროვინციებიდან მომავალ აზერბაიჯანელებს შორის ქონების გაცვლას. თუმცაღა, იქვე აღნიშნეს, რომ ხსენებული არ ეხებოდა მომჩივნის ქონებას.
205. დასკვნის სახით, გულისტანში გადაადგილების მომენტისათვის, ანუ 1992 წლის ივნისში, მომჩივანს ჰქონდა უფლებები სახლსა და მიწაზე, რაც, კონვენციის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით წარმოადგენს საკუთრებას. საქმეში არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ხსენებულმა უფლებებმა შეწყვიტეს მოქმედება აზერბაიჯანის მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე ან მის შემდეგ. შესაბამისად, მომჩივნის ქონებრივი უფლებები ჯერ ისევ მოქმედებს. იმის გამო, რომ მომჩივანს გააჩნია არსებული საკუთრება, აღარ არსებობს საჭიროება მოხდეს იმის განხილვა, ჰქონდა თუ არა მომჩივანს 1991 წლის საკუთრების შესახებ კანონის დებულებათა თანახმად „კანონიერი მოლოდინი“ მისი უფლებების კერძო ქონებად გარდაქმნის შესახებ.
ბ. აქვს თუ არა ადგილი N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის განგრძობად დარღვევას
მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
206. მომჩივანი აცხადებდა, რომ უარი მის უფლებაზე დაბრუნებულიყო სოფელ გულსიტანში და არ ჰქონოდა წვდომა, კონტროლი, სარგებლობა და გამოყენება საკუთარი ქონებით ან უარი მიეღო კომპენსაცია ზიანისათვის უთანაბრდებოდა N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის განგრძლობად დარღვევას (იხ.Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, § 149). მომჩივანი დაეფუძნა რა სასამართლოს პრაქტიკას ჩრდილოეთ კვიპროსის საქმეებზე, აცხადებდა, რომ წარმოადგენდა გულისტანში მისი ქონების კანონიერ მესაკუთრეს, მაგრამ ვერ ბრუნდებოდა და ვერც კომპენსაციას იღებდა მის უფლებებში ჩარევის გამო.
207. მომჩივანი აცხადებდა, რომ 2002 წელს კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მოპასუხე მთავრობამ არ განახორციელა არანაირი ზომა რათა აღედგინა მის მსგავსი დევნლიებისათვის უფლებები, კერძოდ კი უზრუნველეყო მათი უფლება დაბრუნებულიყვნენ სახლებში, ჰქონოდათ წვდომა მიწაზე ან მიეღოთ შესაბამისი კომპენსაცია. მან აღნიშნა, რომ ლტოლვილთა და დევნილთა უფლება ნებაყოფლობით დაბრუნებულიყვნენ ან მიეღოთ კომპენსაცია მუდმივად იყო ნახსენები საერთაშორისო დოკუმენტებში, მათ შორის 2007 წლის მადრიდის საბაზისო პრინციპებში, რომელიც ეუთოს მინსკის პროცესის ფარგლებში იქნა შემუშავებული (იხ. პარაგრაი 26 ზემოთ), გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის პარლამენტის რეზოლუციებში.
208. მთავრობის ვალდებულებების ბუნებასა და მაშტაბთან მიმართებაში მომჩივანი აცხადებდა, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის გაეროს „ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ქონების რესტიტუციის შესახებ პრინციპები“ ცნობილი როგორც პინიეროს პრინციპები (იხ. პარაგრაფი 96 ზემოთ). მომჩივნის აზრით, მთავრობას გააჩნდა რიგი მექანიზმები. მათ შორის ქონების აღმნუხსველი ორგანოს შექმნა და პროცესის გატარება, რომელიც დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს მისცემდა საშუალებას ხელახლა დაედგინათ საკუთრების უფლება ომამდელ ქონებაზე და წარედგინათ მოთხოვნა მის დაბრუნებაზე. შემდგომი ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო გამყოფი ზონის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დაიდებოდა შეთანხმება მოწინააღმდეგე მხარეების მშვიდობიანი ზონიდან გამოყვანის შესახებ, რასაც მოყვებოდა დემილიტარიზებული ზონის შექმნა საერთაშორისო მშვიდობიანობის დამცველი ძალების ხელისუფლების ქვეშ. მოცემული ზონა შემდგომ გახდებოდა პირველი ნაწილი, სადაც მოხდებოდა დაბრუნება. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მთავრობას არც კი უდავია, რომ ეცადნენ მსგავსი ნაბიჯების გატარებას.
(ბ) მოპასუხე მთავრობა
209. მოპასუხე მთავრობის მთავარი არგუმენტი საქმის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გახლდათ ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს გულისტანზე და, შესაბამისად, არ იყო იმგვარ ვითარებში, რომ მომჩივნებისათვის უზრუნველეყო წვდომა საკუთრებაზე, და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი სავარაუდო განგრძობად დარღვევაზე (იხ.Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, § 155).
210. მოგვიანებით, სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მთავრობამ - განაგრძო რა იმ მოსაზრების გატარება, რომ გულისტანზე მას გააჩნდა მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობა კონვენციის მიხედვით, იმის გამო, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებდა სათანადო კონტროლს - აღნიშნა, პირველ რიგში, რომ მათ კონვენციის 1-ლი მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება დააკმაყოფილეს როგროც ზოგადი, ისე ინდივიდუალური ზომების მიღების გზით. მთავრობამ მიუთითა, რომ ისინი მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე პროვინციების სომხეთის ძალების მიერ უკანონო ოკუპაციას. ამასთანავე, ისინი ცდილობდნენ დაემყარებინათ კონტროლი ტერიტორიაზე ყველა დიპლომატიური გზის გამოყენებით, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ორგანიზებული მოლაპარაკებების ფარგლებში. რეგულარული შეხვედრები ტარდებოდა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და პრეზიდენტებთან. რაც შეეხება ინდივიდუალურ ზომებს, რომელიც საჭირო იყო ლტოლვილთა და დევნილთა ვითარების დასარეგულირებლად, მთავრობამ მოიხმო 1991 წლის ბრძანება (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ), რომლითაც მოხდა აზერბაიჯანიდან მიმავალ სომხებსა და სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე პროვინციებიდან მომავალ აზერბაიჯანელებს შორის ქონების გაცვლის ლეგალიზება. ხსენებული მოქმედება წარმოადგენდა ნაბიჯს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მასიური ნაკადით გამოწვეული განსაკუთრებით საგანგებო ვითარების პასუხს. თუმცა, მთავრობის ცოდნით, მომჩივანი არ გახლდათ ჩართული ამგვარ გაცვლაში.
211. ალტერნატივის სახით, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობას ეკისრებოდა სრული პასუხისმგებლობა კონვენციის მიხედვით, მთავრობა აღიარებდა, რომ მომჩვანისათვის გულისტანზე წვდომაზე უარი შესაძლოა განხილულ იქნას, ჩარევად N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დადგენილ უფლებებში.
212. ისინი ამტკიცებნენ, რომ სამოქალაქო პირისადმი უარი ჰქონოდა წვდომა გულისტანზე, მიუხედავად მისი ეროვნებისა, გამართლებული იყო უსაფრთხოების ვითარებით მოცემულ ზონაში. მომჩივნის უფლებებში ნებისმიერი ჩარევა იყო კანონიერი და მიზნად ისახავდა ზოგადი ინტერესის დაცვას. ამ მხრივ მთავრობამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა 1993 წლის კანონით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეირაღებული ძალების შესახებ, პასუხისმგებელი იყო აზერბაიჯანის საზღვრების დაცვაზე და მის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების დაცვაზე. გულისტანზე წვდომა, რომელიც განლაგებული იყო სამხედრო ოპერაციების ზონაში, აკრძალული იყო თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უკნასკნელის გასაჯაროება კი მთავრობას არ შეეძლო მისი მკაცრად კონფიდენციალური ბუნების გამო. თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილება, გამოეცა ამგვარი ბრძანება, ეფუძნებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ კანონის მე-7 მუხლის 2(11) პარაგრაფს. ზემოთგანხილული მისიის შესრულებისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ კონვენცია და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ სამოქალაქო პირთა მიმართ შესაძლო ზიანის შემცირებაზე რასაც ახორციელებდნენ სახიფათო ზონებში შესვლის აკრძალვით. რეალურად, სოფელში სამოქალაქო პირთა შესვლის დაშვება, შესაძლოა განხილულ იქნას აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულების დარღვევად. ნათელი იყო, რომ გულისტანი სახიფათო ზონას წარმოადგენდა იქ არსებული ნაღმებისა და საომარი მოქმედებების საფრთხის გათვალისწინებით.
213. ამასთანავე, მთავრობამ მოიხმო საქმე Doğan and Others (ციტირებული ზემოთ), მიუთითა რა, რომ ამ ტიპის საქმეებში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებდა ჩარევის პროპორციულობის საქმეებზე. ისინი დავობდნენ, რომ წინამებარე საქმე განსხვავდებოდა Doğan and Othersსაქმისაგან, სადაც სახელმწიფომ დაადგინა N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. მათ აღნიშნეს, რომ არსობრივად, მომჩივანი არ გახლდათ იძულებით გადაადგილებული პირი. იგი ცხოვრობდა სომხეთში და შესაბამისად ხვდებოდა მის იურისდიქციაში. მოპასუხე მთავრობამ არ დაიშურა ძალისხმევა დაეკმაყოფილებინა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროებანი, უზრუნველყო რა ისინი სახლებითა და რიგი სოციალური სერვისებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ცხოვრობდა სომხეთში, მათ არ შეეძლოთ მისთვის პრაქიკული დახმარების გაწევა.
(გ) სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
214. სომხეთის მთავრობა იზიარებდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს.
სასამართლოს შეფასება
215. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე საკითხზე წინათქმას. როგორც აღინიშნა კიდევაც საქმის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებასა (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 89-91) და ზემოთმოცემულ მოსაზრებებში, სასამართლოს მიერ ratione temporis იურისდიქციული კომპეტენცია ეფუძნება იმის დადგენას, რომ მომჩივანს ჯერ კიდევ გააჩნია საკუთრების უფლება გულისტანში არსებულ სახლსა და მიწაზე (იხ. პარაგრაფი 205 ზემოთ). აღნიშნულისაგან განსხვავებით, მომჩივანის გადაადგილება გულისტანიდან 1992 წლის ივნისიდან, ხვდება სასამართლოს ratione temporis იურისდიქციის მიღმა (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, §§91). შესაბამისად, წინამდებარე საქმეში განხილულ უნდა იქნას თუ რამდენად დაარღვია მოპასუხე მთავრობამ მომჩივნის უფლებები იმ ვითარებაში, რომელიც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის დაურეგულირებელი კონფლიქტის შედეგად.
216. ამ მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი გახლავთ ერთ-ერთი იმ მრავალ ათას სომეხს შორის, რომელმაც დატოვა აზერბაიჯანი კონფლიქტის დროს, დატოვა რა იქ ქონება და სახლი. ამჟამად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ათასზე მეტი საჩივარი იძულებით გადაადგილებული პირების მიერ, მათ შორის ნახევარზე ცოტა მეტი სომხეთის წინააღმდეგაა, და დანარჩენი კი აზერბაიჯანის. მართალია ვითარება ხვდება სასამართლოს იურისდიქციაში, კონვენციის 32-ე მუხლის თანახმად, ამ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება მასში ჩართული ორი სახელმწიფოს ვალდებულებაა (see, mutatis mutandis, Kovačić and Others v. Slovenia, nos. 44574/98, 45133/98 და 48316/00, §§ 255-256, 3 ოქტომბერი 2008; Demopoulos and Others (ციტირებული ზემოთ, § 85). ისეთი საკითხების კომპლექსური მოგვარება, როგორიცაა ლტოლვილთა დაბრუნება მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ქონების ხელახალი დაუფლება ან/და კომპენსაციის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებით. მართლაც, ევროპის საბჭოსადმი მიერთებამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა იკისრეს ვალდებულებანი დაერეგულირებინათ მთიანი ყარაბაღის პრობლემა მშვიდობიანი გზებით (იხ. პარაგრაფი 76 ზემოთ). მართალია მოლაპარაკებები ხორციელდებოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის მაისის შეთანხმების შემდეგ გავიდა ოც წელზე მეტი და თორმეტ წელზე მეტი სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ კონვენციაზე მიერთებისაგან, 2002 წლის 15 და 26 აპრილს და მიუხედავად ამ დროისა, პოლიტიკური გამოსავალი არ იკვეთება. 2013 წლის ივნისში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პრეზიდენტებმა - საფრანგეთმა, რუსეთის ფედერაციამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - გამოხატეს „უდიდესი წუხილი მასზედ, რომ ნაცვლად საერთო ინტერესებზე დაფუძნებული გამოსავლის ძიებისა, მხარეები განაგრძობენ ცალმხრივი სარგებლის ძიებას მოლაპარაკებების პროცესში“ (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). სასამართლო თავს ვერ იკავებს არ შეახსენოს მხარეებს, რომ მიერთებისას გაკეთებული ვალდებულებები ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
(ა) N. 1 დანართის 1-ლი მუხლის გამოყენებადი წესი
217. სასამართლო იმეორებს, რომ N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი მოიცავს სამ განსხვავებულ წესს. პირველი წესი, რომელიც მოცემულია მუხლის პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაში, არის ზოგადი ხასიათის და აჟღერებს საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, მოცემული პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაში, ფარავს ქონების ჩამორთმევას და უწესებს მას რიგ პირობებს. მესამე წესი, მოცემული მეორე პარაგრაფში, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან, სხვა დანარჩენს შორის, აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა ზოგადი ინტერესების შესაბამისად და ამ მიზნით აამოქმედონ იმგვარი კანონები, რომელიც მათ საჭირო მიაჩნიათ მოცემული მიზნისათვის. თუმცა, წესები არ არის „გამორჩეული“ იმის გამო, რომ არ არის ურთიერთ დაკავშირებული. მეორე და მესამე წესები ეხება საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში ჩარევის კონკრეტულ შემთხვევებს, და შესაბამისად, განხილულ უნდა იქნან პირველ წესში მოცემული ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით ( იხ. სხვა მრავალს შორის Broniowski v. Poland [GC], no. 31443/96, § 134, ECHR 2004‑V).
218. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს არ გაუკეთებიათ კომენტარი წესზე, რომელიც ეხება წინამდებარე საქმეს. სასამართლო იმეორებს საკუთარ დასკვნას, რომ მომჩივანს არ ჩამოერთვა მისი უფლებები გულიტანში არსებულ სახლსა და მიწაზე. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ საქმე არ ეხება ქონების ჩამორთმევას N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი პარაგრაფის მეორე წინადადების მნიშვნელობით. სასამართლოს წინაშე არც ის გასაჩივრებულა, რომ სადავო ვითარება წარმოადგენდა საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის მიზნით რაიმე ქმედების შედეგს. სასამართლო, შესაბამისად მიიჩნევს, რომ ის ვითრება, რომელსაც ასაჩივრებს მომჩივანი განიხილება პირველი პარაგრაფის პირველი წინადადებით, რადგან იგი ეხება მომჩივნის მიერ მისი საკუთრების მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვას (იხ. Loizidou (merits), ციტირებული ზემოთ, § 63; Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 187, ECHR 2001‑IV; Doğan and Others, cited above, § 146).
(ბ) სავარაუდო დარღვევის ბუნება
219. N.1 ოქმის 1-ლი მუხლის არსებითი მიზანი გახლავთ პირის დაცვა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, კონვენციის 1 მუხლის მიხედვით, ყოველი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია „ყველასათვის უზრუნველყოს კონვენციით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა [საკუთარი] იურისდიცქიის ფარგლებში“. მოცემული ზოგადი ვალდებულების შესრულებას შესაძლოა თან ახლდეს პოზიტიური ვალდებულებებიც, რომელიც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კონვენციით დაცული უფლებებით ეფექტურად სარგებლობის უზრუნველყოფისას. N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის კონტექსტში, პოზიტიური ვალდებულებები შესაძლოა ავალდებულებდეს სახელმწიფოს მიიღოს იმგვარი ზომები, რომელიც დაიცავს საკუთრების უფლებას (იხ.Broniowski, ციტირებული ზემოთ, § 143; Sovtransavto Holding v. Ukraine, no. 48553/99, § 96, ECHR 2002‑VII).
220. თუმცა, N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დადგენილი სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები არ იძლევა კონკრეტული განმარტების საშუალებას. მიუხედავად ამისა, გამოყენებადი პრინციპები მსგავსია. მიუხედავად იმისა, საქმე განიხილება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში თუ საჯარო მოხელის ჩარევის შემთხვევაში, სადაც ეს უკანასკნელი საჭიროებს გამართლებას, გამოსაყენებელი კრიტერიუმები არსობრივად არ განსხვავდებიან. ორივე კონტექსტში გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსის დაცვა ინდივიდისა და საზოგადოების, მთლიანობაში, კონკრეტულ ინტერესებს შორის. ასევე გასათავალისწინებელია ის მიზნები, რომელიც მოხმობილია ხსენებულ დებულებაში და რომელიც ეხმიანება ბალანსის დაცვას საზოადოებრივ ინტერესს შორის და მომჩივნის ფუნდამენტურ უფლებას შორის. ორივე კონტექსტში, სახელმწიფოს გააჩნია შეფასების გარკვეული ზღვარი იმის განსაზღვრისას, თუ რა ზომები უნდა მიიღოს, რათა დაიცვას კონვენციით დადგენილი მოთხოვნები (Broniowski, cited above, § 144).
221. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მას არ ჰქონდა წვდომა გულისტანში არსებულ საკუთრებაზე და რომ მოპასუხე მთავრობამ არ უზრუნველყო იგი კომპენსაციით მის უფლებებში ჩარევის გამო. მომჩივანმა, შესაბამისად, ჩამოაყალიბა მისი საჩივარი ჩარევაზე აპელირებით. შესაბამისად, მთავრობამ, იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო არ გაითვალისწინებს მათ არგუმენტს მასზედ, რომ მათ კონვენციის 1-ლი მუხლით მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობა აკისრია, უპასუხა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივრებს, საკუთრების უფლებაში ჩარევის შესახებ.
222. რამდენიმე მსგავს საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე განიხილა ლტოლვილებისა თუ იძულებით გადაადგილებულ პირთა საჩივრები, რომელიც ეხებოდა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვას, როგორც N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას (იხ. მაგალითად, Loizidou (merits), ციტირებული ზემოთ, § 63; Cyprus v. Turkey, ციტირებული ზემოთ, § 187; Doğan and Others, ციტირებული ზემოთ, § 143). წინამდებარე საქმეში სასამართლო არ მიჩნევს საჭიროდ გამოიყენოს არსებული მიდგომა შემდეგი მიზეზების გამო.
223. წინამდებარე საქმე განსხვავდება ჩრდილოეთ კვიპროსის საქმისაგან, სადაც თურქეთის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ბერძენი-კვიპროსელებისათვის „ჩკთრ“- ში არსებულ საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვაზე, რადაგან ეს უკანასკნელი მდებარეობდა თურქეთის მთავრობის ეფექტური კონტროლის ქვეშ ამ უკანასკნელის მხრიდან ოკუპაციისა და დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის შექმნის საფუძველზე. მოცემულ საქმეებში ბერძენი-კვიპროსელების საკუთრების უფლებებში ჩარევა მჭიდრო კავშირში გახლდათ ოკუპაციასთან და „ჩკთრ“ შექმნსთან (Loizidou, ციტირებული ზემოთ, §§ 52-56 and 63; Cyprus v. Turkey, ციტირებული ზემოთ, §§ 75-80 და § 187). განსხვაებით აღნიშნული საქმეებისაგან, წინამდებარე საქმეში განიხილება მოპასუზე მთავრობის მოქმედება და უმოქმედობა მისსავე საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტიაზე,
224. წინამდებარე საქმე გახლავთ პირველი, სადაც სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს საჩივარი იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც დაკარგა კონტროლი მისი ტერიტორიის ნაწილზე ომისა და ოკუპაციის შედეგად, მაგრამ საქმე ეხება მის კონტროლქვეშ ტერიტორიას, სადაც სადავოა იძულებით გადაადგილებული პირის მიერ საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან. წინამდებარე საქმეს შესაძლოა შეედაროს კვიპროსის რესპუბლიკის წინააღმდეგ თურქი-კვიპროსელების მიერ წარმოდგენილი საჩივრები, რომლებიც ასევე ეხება კვიპროსის მთავრობის კონროლქვეშ დარჩენილ ტერიტორიაზე საკუთრებასა და სახლებზე წვდომის შეზღუდვს. თუმცა ეს საქმეები არ მისულა არსებით განხილვამდე, რადგან ადგილი ჰქონდა ან მოგვარებას (Sofi v. Cyprus (dec.), no. 18163/04, 14 იანვარი 2010) ან მოხდა მათი დაუშვებლად ცნობა მიტოვებული ქონების შესახებ კვიპროსის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ამოუწურავობის გამო (იხ. განსაკუთრებით, Niazi Kazali and Hakan Kazali (dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 152-153).
225. საქმეში Doğanand Others(ციტირებული ზემოთ), სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მდებარე სოფლებიდან გამოაძევეს სახელმწიფოს უშიშროების ძალებსა და „პკკ“ (ქურთების მუშათა პარტიის) წევრებს შორის ძალადობრივი კონფრონტაციების შედეგად საგანგებო მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ორგანოები არ ძლევდა საშუალებას დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში, რის მიზეზადაც ასახელებდნენ ტერორისტულ ინციდენტებს სოფელში და მის იგვლივ (ibid., §§ 142-143). ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ მართალია სოფლის მაცხოვრებლების ჩარევის შესახებ საჩივრის - სოფელში საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვაზე - ანალიზისას, სასამართლომ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, თუ რამდენად კანონიერი იყო ჩარევა მაცხოვრებელთა უფლებაში მშვიდობიანად ესარგებლათ საკუთრებით და თუ რამდენად ისახავდა მოცემული ჩარევა კანონიერ მიზნებს. ამის ნაცვლად, სასამართლომ აქცენტი გააკეთა პროპორციულობის შეფსებაზე (ibid., §§ 147-149).
226. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განიხილოს მომჩივნის საჩივარი რათა განსაზღვროს თუ რამდენად დააკმაყოფილა მოპასუხე მთავრობამ N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დადგენილი პოზიტიური ვალდებულებები. შესაბამისად, სასამართლო აქცენტს გააკეთებს იმის განხილვაზე, თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესებსა და მომჩივნის საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას შორის.
(გ) რამდენად იყო სამართლიანი ბალანსი დაცული საზოგადოებრივი ინტერესის მოთხოვნებსა და მომჩივნის მიერ საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას შორის
227. უსადაგებს რა სასამართლო მისი პრაქტიკით განვითარებულ პრინციპებს წინამდებარე საქმის გარემოებებს, იგი მიიჩნევს, რომ მომჩივნის საკურებით მშვიდობიანად სარგებლობაში ჩარევაცა და მოქმედებისაგან თავის შეკავებაც უნდა იცავდეს სამართლიან ბალანსს მთავრობაზე დაკისრებულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებასა და მომჩივნის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის. სასამართლო იმეორებს, რომ N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სტრუქტურა, მთლიანობაში, ასახავს ბალანსის საჭიროებას. კერძოდ, აუცილებელია არსებობდეს გონივრული პროპორციული კავშირი გამოყენებულ ზომებსა და მისაღწევი მიზნისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ზომებს შორის, მათ შორის იგულისხმება პირებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ზომაც. ყოველ საქმეში რომელიც ეხება მუხლის სავარაუდო დარღვევას, სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რამდენად იყო სახელმწიფოს მოქმედება ან უმოქმედობა არაპროპორციული ან მომეტებული ტვირთი კონკრეტული პირისათვის (Broniowski, ციტირებული ზემოთ, § 150 შემდგომი სქოლიოებით). N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დაცვის შეფასებისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქმეში არსებული ზოგადი ინტერესები და ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოს, რომ კონვენციის მიზანი არის „პრაქტიკული და ეფექტური“ უფლებების დაცვა. მან უნდა უფრო ღრმად ჩაიხედოს და გამოიძიოს გასაჩივრებული ვითრების რეალური გარემოებანი (ibid., § 151).
228. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩვნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ეხება ორ საკითხს, პირველი, თუ რამდენად აკისრია მოპასუხე მთავრობას ვალდებულება მიანიჭოს მას წვდომა გულისტანში არსებულ სახლსა და მიწაზე. და მეორე, თუ რამდენად ეკისრება მთავრობას ვალდებულება მიიღოს სხვა ზომები მომჩივნის ქონებრივი უფლებების ან/და მათი სარგებლობის დაკარგვის გამო კომპენსაციის დასაცავად.
229. რაც შეეხება მომჩივნის მიერ გულისტანში არსებულ საკუთრებაზე წვდომას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაურეგულირებელი კონფლიქტიდან გამომდინარე ზოგადი ვითარების გამო, აზერბაიჯანში ჩასვლა, რომ არაფერი ვთქვათ ქონებაზე წვდომაზე, შესაძლოა ერთობ რთული, თუ არა შეუძლებელიც კი გახლდეთ მომჩივნის ვითარებაში მყოფი პირისთვის. თუმცა, მხარეთა არგუმენტები დიდწილად ეხებოდა უშუალოდ გულისტანში არსებულ ვითარებას. სასამართლოც, შესაბამისად, ამ მომენტზე გაამახვილებს ყურადღებას.
230. მთავრობა აცხადებდა, რომ გულისტანში შესვლის აკრძალვა სამოქალაქო პირებისათვის გამართლებული იყო სოფელში და მის ირგვლივ არსებული სახიფათო ვითარებით. მოკლედ მოიხმო რა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაკისრებული ვალდებულებანი, მთავრობა დიდწილად დაეფუძნა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებულ ვალდებულებას დაიცვან ადამიანის სიცოცხლე ნაღმების ამოქმედებისა თუ სამხედრო მოქმედებებისაგან გამომდინარე საფრთხეებიდან.
231. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე დეტალური არგუმენტი იმის გასამყარებლად, რომ გულისტანში სამოქალაქო პირებისათვის შესვლაზე აკრძალვა ეფუძნებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. სასამართლო მიუთითებს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი შეიცავს წესებს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებითი გაუჩინარების შესახებ, მაგრამ პირდაპირ არ ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა წვდომას სახლსა თუ სხვა ქონებაზე. ჟენევის მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლი (იხ. პარაგრაფი 95 ზემოთ) კრძალავს ინდივიდუალურ თუ მასობრივ იძულებით ტრანსფერს ან დეპორტაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის გარეთ და უშვებს ევაკუაციას კონკრეტულ ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას ითხოვს მოსახლეობის უსაფრთხოება ან უზენაესი სამხედრო საჭიროება. ასეთ შემთხვევებში, გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ როგორც კი ტერიტორიაზე შეწყდება სამხედრო მოქმედებანი. თუმცა, მოცემული წესები არ ვრცელდება წინამდებარე კონტექსტზე, რადგან იგი ვრცელდება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ როდესაც გულისტანი მდებარეობს მოპასუხე მთავრობის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.
232. წინამდებარე საქმეში მნიშვნელოვანი გახლავთ გადაადგილებულ პირთა უფლება ნებაყოფლობით დაბრუნდნენ, უსაფრთხო სახლებსა თუ ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილებში რაც შეიძლება მალევე, მას შემდეგ რაც შეწყდება გადაადგილების გამომწვევი მიზეზების არსებობა, მოცემული წესი წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩვეულებით ნორმას და გამოიყენება ყველა ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა „ოკუპირებულია“ იგი თუ „საკუთარი“ (წჯსკ კვლევა ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართლის შესახებ, წესი 132 - იხ. პარაგრაფი 95 ზემოთ). თუმცა, აქაც, შესაძლოა განხილვის საგანი გახლდეთ ის ფაქტი, თუ რამდენად აღარ არსებობს მომჩივნის გადაადგილების გამომწვევი მიზეზები. შეჯამების სახით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არ ადგენს ამომწურავ პასუხს შეკითხვაზე, თუ რამდენად გამართლებული გახლდათ მთავრობის მხრიდან მომჩივნისათვის გულისტანზე წვდომის შეზღუდვა.
233. მის წინაშე წარმოდგენილი მასალის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ გულსიტანი მდებარეობს სამხედრო მოქმედებების ზონაში. მის გარშემო მინიმუმ ერთი ტერიტორია დანაღმულია და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებანი ხშირად ირღვევა. სადავო არ არის და არც მითითება გაკეთებულა სასამართლოს წინაშე მასზედ, რომ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა კონვენციის ძალაში შესვლიდან დღევანდელ დღემდე. ნებისმიერ შემთხვევაში, არ იკვეთება ვითარების გაუმჯობესება. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მასალა მიუთითებს სამხედრო მოქმედებების ზრდაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე. სასამართლო იზიარებს, რომ სამოქალაქო პირთათვის, მათ შორის მომჩივნისათვის, გულისტანზე წვდომის შეზღუდვა გამართლებულია უსაფრთხოების გარემოებებით, კერძოდ კი შეზღუდვა დანაღმულ ზონაზე და სამოქალაქო პირების დაცვა მოცემულ ზონაში არსებული საფრთხეებისაგან (იხ. mutatis mutandis, Oruk v. Turkey, no. 33647/04, §§ 58-67, 4 თებერვალი 2014, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს ვალდებულებას კონვენციის მე-2 მუხლით მიიღოს სათანადო ზომები სამხედრო მოქმედებების ზონების მახლობლად მცხოვრები სამოქალაქო პირების ამუნიციის ამოქმედების საფრთხისაგან დასაცავად). არარეალური იქნებოდა ამჟამად მოვთხოვოთ აზერბაიჯანის მთავრობას უზრუნველყოს მომჩივნის მიერ გულისტანში არსებულ საკუთრებაზე წვდომა ან მისი ხელახლა დაუფლება იმ ფაქტისდა მიუხედავად, რომ იგი მდებარეობს სამხედრო მგრძნობიარე ზონაში (იხ.mutatis mutandis, Demopoulos and Others (dec.), ციტირებული ზემოთ, § 112).
234. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მანამდე, სანამ საკუთრებაზე წვდომა შეუძლებელია, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება მიიღოს ალტერნატიული ზომები საკუთრების უფლებების დასაცავად. ამ მხრივ სასამართლო მოიხმობს საქმეს Doğanand Others რომელიც ეხებოდა სოფლის მაცხოვრებლების შიდა გადაადგილებას, სადაც სასამართლომ დეტალურად განიხილა თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები, სოფლის მაცხოვრებლებისათვის დაბრუნების გაიოლების მიზნით ან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ალტერნატიული საცხოვრებისა თუ დახმარების სხვა ფორმების შეთავაზების გზით (ციტირებული ზემოთ, §§ 153-156). სასამართლოს სურს ხაზი გაუსვას, რომ ალტერნატიული ზომების მიღების ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმაზე შესაძლოა თუ არა სახელმწიფოს დადანაშაულება უშუალოდ გადაადგილების გამო. საქმეში Doğanand Others, სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ შეეძლო დაედგინა მომჩივანთა გადაადგილების ზუსტი მიზეზები და შესაბამისად, შეიზღუდა თავი საჩივრის განხილვით, რომელიც ეხებოდა საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვას (ibid., § 143). ის, თუ რა ზომების მიღება არის საჭირო, დამოკიდებულია საქმის გარემოებაზე.
235. სასამართლო განიხილავს თუ რამდენად მიიღო მთავრობამ მომჩივნის საკუთრების უფლების დამცავი ზომები. მთავრობა აღნიშნავდა, რომ ისინი მუდმივად იღებდნენ მონაწილეობას მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში. მეტიც, მათ აღნიშნეს, რომ დააკმაყოფილეს იძულებით გადაადგილებულ მრავალ პირთა საჭიროებანი. იმის გამო, რომ მომჩივანი აღარ იმყოფებოდა აზერბაიჯანში, მთავრობას არ შეეძლო მისთვის დახმარების გაწევა. თავის მხრივ, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავრობას არ გადაუდგამს არანაირი კონკრეტული ნაბიჯი, რითაც დაიცავდა ან აღადგენდა საკუთრების უფლებას, და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს დევნილთა და ლტოლვილთა საცხოვრებლისა და საკუთრების რესტიტუციის შესახებ.
236. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა აღნიშნავდა მის მონაწილეობას მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში, სასამართლო მიუთითებს, რომ დევნილთა და ლტოლვილთა უფლება დაბრუნდნენ მათ ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე, წარმოადგენს ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებულ მადრიდის 2007 წლის საბაზისო პრინციპების ერთ-ერთ ელემენტს (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ) და გახლავთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოიშვება შეკითხვა, თუ რამდენად არის მთავრობის მიერ ხსენებულ მოლაპრაკებებში მონაწლეობა საკმარისი იმ ვალდებულების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ითხოვს სამართლიანი ბალანსის დაცვას საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. მაშინ როდესაც სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ხაზი გაუსვას მოცემულ მოლაპარაკებათა მნიშვნელობას, მან უკვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1994 წლის მაისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან მოყოლებული და აზერბაიჯანისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან თორმერტზე მეტი წლის განმავლობაში იმგვარად, რომ არ არის მიღწეული რაიმე ხელშესახები შედეგი.
237. სასამართლო მიიჩნევს - მხოლოდ ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან განახორციელოს სხვა ზომები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლაპრაკებები უკვე ამდენი ხანია მიმდინარეობს (იხ.mutatis mutandis, Loizidou, ციტირებული ზემოთ, § 64; Cyprus v. Turkey, ციტირებული ზემოთ, § 188). ამ მხრივ სასამართლო მოიხმობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას 1798 (2010) „ლტოლვილთა და დევნილთა ქონებრივი საკითხების მოგვარების“ შესახებ, რომელიც დაეფუძნა რა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს „უზრუნველყონ ლტოლვილებისა და დევნილების მიერ მიტოვებულ სახლებზე, მიწასა და საკუთრებაზე შეზღუდული უფლებების დროული და ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების თემაზე“ (იხ. პარაგრაფი 98 ზემოთ).
238. სახელმძღვანელო პრინციპები მასზედ, თუ რომელი ზომები შეეძლო და უნდა მიეღო მოპასუხე მთავრობას მომჩივნის საკუთრების უფლების დასაცავად გამომდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებიდან, კერძოდ კი გაეროს პინიეროს პრინციპებიდან (იხ. პარაგრაფი 96 ზემოთ) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზემოთხსენებული რეზოლუციიდან. ამ ეტაპზე, მანამდე სანამ არ არსებობს სრულფასოვანი შეთანხმება მშვიდობის შესახებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგინდეს საკუთრებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის მექანიზმები, რომელიც იქნება იოლად ხელმისაწვდომი და რომელიც განსაზღვრავს მტკიცებულებათა შესახებ მოქნილი სტანდარტების პროცედურას და მისცემს მომჩივანსა და მის ვითარებაში მყოფ სხვა პირებს საშუალებას აღიდგინონ საკუთრების უფლებები და მიიღონ კომპენსაცია საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სანაცვლოდ.
239. სასამართლომ იცის, რომ მოპასუხე მთავრობას მოუწია ასობით ათასი იძულებით გადააგილებული პირისათვის დახმარების გაწევა, კერძოდ კი იმ აზერბაიჯანელებისათვის, რომლებსაც მოუწიათ სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და შვიდი ოკუპირებული მიმდებარე რაიონიდან გამოქცევა. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართეს დევნილთათვის საცხოვრებლისა და დახმარების სხვა საშუალების უზრუნველყოფაზე. მთავრობის მიერ მოხმობილი ერთადერთი ზომა, რომლითაც პოტენციური სარგებლობა შეეძლოთ სომეხ ლტოლვილებს გახლავთ 1991 წლის ბრძანება ფიზიკურ პირებს შორის ქონების გაცვლის შესახებ. რომც დავუშვათ, რომ ქონების ამგვარი განაწილება დასაშვებია კონვენციით, სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანი მოცემულ პროცესში ჩართული არ ყოფილა.
240. სასამართლო თვლის, რომ მაშინ, როდესაც დევნილთა დიდი რაოდენობის საჭიროებების დაკმაყოფილება გასათვალისწინებელია ბალანსის განსაზღვრისას, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ჯგუფის დაცვა არ ათავისუფლებს მთავრობას სხვა ჯგუფისადმი, კერძოდ კი იმ სომხებისადმი არსებული ვალდებულებებისაგან, რომლებსაც, მსგავსად მომჩივანისა, მოუწიათ კონფლიქტის დროს გაქცევა. მოცემულ კონტექსტში სასამართლო მოიხმობს ზემოთხსენებულ პინიეროს პრინციპების მე-3 მუხლში ჩამოყალიბებულ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. დაბოლოს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხსენებული ვითარება უკვე დიდი ხანია გრძელდება.
241. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის შეზღუდული წვდომა გულისტანში არსებულ საკუთრებაზე - მთავრობის მხრიდან, საკუთრების უფლების აღდგენისა თუ სარგებლობის შეზღუდვის კომპენსაციის მიზნით ალტერნატიული ზომების მიღების გარეშე - წარმოადგენდა და დღემდე გახლავთ მომეტებული ტვირთი მომჩივნისათვის.
242. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცული მომჩივნის უფლებების განგრძობად დარღვევას.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
243. მომჩივანი აცხადებდა, რომ სოფელ გულისტანში დაბრუნების უფლების შეზღუდვა, ისევე როგორც მის სახლსა და ნათესავთა საფლავებზე წვდომაზე უარი წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას. ხსენებული მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი
244. მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი დაიბადა და გაიზარდა გულსიტანში და ცხოვრბდა იქ, თავის სახლში, ოჯახთან ერთად 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1992 წლის ივნისამდე. აღნიშნულის დასტურად მან მოიხმო N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით წარმოდგენილი მტკიცებულებანი. დამატებით, მომჩივანმა წარმოადგინა საბჭოთა პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ იგი დაიბადა გულსიტანში 1929 წელს და ქორწინების მოწობა, რომელშიც ჩანდა, რომ იგი დაქორწინდა გულისტანში 1955 წელს, რაც აძლიერებდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც მას უკვე წარმოდგენილი ჰქონდა საჩივრის შემოტანისას. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მას აღარ შეეძლო საბჭოთა პასპორტის სრული ასლის წარმოდგენა (მათ შორის იმ გვერდისა, რომელზეც დატანილი იყო სარეგისტრაციო ბეჭედი და რომელიც ადასტურებდა, რომ იგი გულსიტანში ცხოვრობდა), რადგან პასპორტი განადგურდა 2002 წელს სომხური პასპორტის აღების შემდეგ.
245. მომჩვანი აცხადებდა, რომ მე-8 მუხლის გამოყენება დამოკიდებული იყო „კონკრეტულ ადგილთან საკმარის და განგრძობად კავშირზე“ ან „ საკუთრებასთან კონკრეტულ და უწყვეტ კავშირზე“, კრიტერიუმებზე, რომელსაც იგი აკმაყოფილებდა გულისტანში არსებულ მის სახლზე. ჩრდილოეთ კვიპროსთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოცემული კავშირები გაწყვეტილად არ ითვლება მისი ხანგრძლივი, იძულებითი არყოფნის გამო. მანვე დასძინა, რომ ამგვარი შეფასება და, შესაბამისად, მე-8 მუხლის გამოყენებაც, არ იყო დამოკიდებული „სახლის“ საკუთრებაში ქონაზე. რაც შეეხება ნათესავთა საფლავებს, მომჩივანი აცხადებდა, რომ მათზე წვდომის შეზღუდვა არღვევდა მე-8 მუხლით დადგენილ „პირადი და ოჯახური ცხოვრების“ უფლებას. მომჩივანი აცხადებდა, რომ იმასთან ერთად, რომ მას არ შეეძლო ნათესავთა საფლავების მონახულება, იგი განსაკუთრებით განიცდიდა მათი ასავალ-დასავალის არ ცოდნას.
246. მთლიანობაში, მომჩივანი აცხადებდა, რომ უარი ჰქონოდა წვდომა სახლზე ან ამის გამო კომპენსაციის არარსებობა, ისევე როგორც შეზღუდული წვდომა ნათესავთა საფლავებზე და აქედან გამომდინარე გაურკვევლობ მათი ბედის შესახებ, წარმოადგენდნენ კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევებს.მოპასუხე მთავრობა
247. მოპასუხე მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებანი იმის დასადასტურებლად, რომ იგი რეალურად ცხოვრობდა გულსიტანში ან რომ ჰქონდა სახლი. მათ განმარტეს, რომ საცხოვრებლის რეგისტრაციის (propiska system) საბჭოთა სისტემის მიხედვით, რომელიც ყველას ავალდებულებდა ჰქონოდა რეგისტრაცია გავლილი საცხოვრებელ ადგილზე, რეგისტრაცია იწერებოდა მოქალაქის შიდა პასპორტში სარეგისტრაციო ბეჭდის დატანებით და ინახებოდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არქივებში. წინამდებარე საქმეში, შესაბამისი არქივები განადგურდა საომარი მოქმდებების შედეგად და მომჩივნის ყოფილი საბჭოთა პასპორტის გვერდების ასლებზე, რომელიც მან წარმოადგინა საქმის მსვლელობის ფარგლებში, არ ჩანდა სარეგისტრაციო ბეჭდის არსებობა.
248. მე-8 მუხლის გამოყენებასთან მიმართებაში, მთავრობამ გაიზიარა, რომ წვდომა სახლსა თუ ნათესავთა საფლავებზე ხვდებოდა „სახლისა“ და „პირადი ცხოვრების“ ცნებებში და, შესაბამისად, მე-8 მუხლშიც. თუმცა, მოიხმეს რა საქმე Demopoulos and Others ((dec.), ციტირებული ზემოთ, § 136), ისინი ამტკიცებნენ, რომ მე-8 მუხლი არ ვრცელდებოდა იმ შემთხვევებზე, სადაც აღარ არსებობდა „უწყვეტი კავშირი“ საკუთრებასთან. მთავრობა ამტკიცებდა, რომ იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მომჩივანი მართლაც ცხოვრობდა გულისტანში და ჰქონდა სახლი, მოცემული სახლი განადგურდა 1992 წლის საომარი მოქმედებების შედეგად. შესაბამსიად, მომჩივანი ვეღარ დაადასტურებდა გულისტანში არსებულ „სახლთან“ უწყვეტ კავშირს.
249. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს ნათესავთა საფლავების შესახებ, მთავრობამ აღნიშნა, რომ პირველი, იგი ჩიოდა სომხური საფლავების განადგურებაზე აზერბაიჯანში, მაგრამ არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებანი, რომ ეს საფლავები მის ნათესავეს ეკუთვნოდათ და რომ სწორედ ეს საფლავები განადგურდა. შესაბამისად, იგი ვერ განაცხადებდა, რომ იყო კონვენვიის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლი. მოცემულ საფლავებს რომც ეარსებათ, ისინი, დიდი ალბათობით, მართლაც განადგურდებოდნენ საომარი მოქმედებების ჟამს, ანუ მანამდე სანამ კონვენცია ძალაში შევიდა აზერბაიჯანისათვის და შესაბამისად, საჩივრის მოცემული ნაწილი გახლდათ დაუშვებელი ratione temporis.
250. თუკი მიუხედავად ზემორე არგუმენტებისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში გამოიყენება მე-8 მუხლი, რადგან მომჩივანს ჰქონდა სახლი და არსებობდა მისი ნათესავების საფლავები გულისტანში, მთავრობა აცხადებდა, რომ იგი ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მომჩივნის უფლებებში სავარაუდო ჩარევის გამო. ზონაში არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მათ არ შეეძლოთ დაეშვათ მომჩივნის, ან ნებისმიერი სხვა სამოქალაქო პირისათვის წვდომა გულისტანზე.
სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
251. მესამე მხარედ ჩართული მთავრობა ეთანხმებოდა მომჩივნის არგუმენტებს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ უდავო გახლდათ, რომ მომჩივანს არ ჰქონდა გულისტანში არსებულ სახლსა და ნათესავთა საფლავებზე წვდომა. იმის გათვალისწინებით, რომ სომხური საფლავები მასიურად განადგურდა (მაგალითად, უძველესი სომხური საფლავები ჯუღაში, ნახიჭევანის რაიონი, აზერბაიჯანი), რაც დაიგმო კიდევაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მომჩივანს გააჩნდა არასტაბილურობისა და განცდის გონივრული საფუძველი მის ნათესავთა საფლავებთან დაკავშირებით.
ბ. სასამართლოს შეფასებაგამოიყენება თუ არა კონვენციის მე-8 მუხლი
252. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ეხება ორ ასპექტს: გულისტანში მდებარე სახლზე წვდომის არარსებობას და ნათესავთა საფლავებზე წვდომის არარსებობას. მთავრობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მომჩივნის, როგორც მსხვერპლის სტატუსს ნათესავთა საფლავებთან მიმართებაში. დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ გააერთიანა მთავრობის პრეტენზია მომჩივნის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით საქმის არსებით განხილვასთან (Sargsyan (dec.), ციტირებული ზემოთ, § 99).
253. სასამართლო იმეორებს მის მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც „სახლს“ ენიჭება ავტონომიური მნიშვნელობა და არ არის დამოკიდებული ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ კლასიფიკაციაზე. ის, თუ რამდენად წარმოადგენს ცალკეული საცხოვრებელი „სახლს“, რომელიც იმსახურებს კონვენციის 8 § 1 მუხლით დაცვას, დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ კი საკმარისი და განგრძობადი კავშირის არსებობაზე კონკრეტულ ადგილთან (იხ., მაგალითად Prokopovich, ციტირებული ზემოთ,§ 36; Gillow v. the United Kingdom, 24 ნოემბერი 1986, § 46, Series A no. 109).
254. სხვა მსგავს საქმეებში სასამარმთლომ მიიჩნია, რომ ხანგრძლივი იძულებითი არყოფნა არ წარმოადგენდა გადაადგილებული პირის სახლისადმი ბმის გაწყვეტის საფუძველს (იხ. Cyprus v. Turkey, ციტირებული ზემოთ, §§ 173-175; Doğan and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 159-160). თუმცა, სასამართლოს პრაქტიკა, პირველ რიგში, ითხოვს საკმარისად ძლიერი კავშირის არსებობას: მაგალითად, საქმეში Loizidou (ციტირებული ზემოთ, § 66), სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მომჩივანი გეგმავდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას წარმოადგენდა „სახლს“ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. ხოლო საქმეში Demopoulos and Others ((dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 136-137), სასამართლო არ დაეთანხმა, რომ ბერძენი-კვიპროსელი ოჯახის მაშინდელი ოჯახის სახლი შესაძლოა მიჩნეულ იქნას „სახლად“ ერთი მომჩივნის- ქალიშვილის შემთხვევაში, რადგან იგი ძალიან პატარა იყო მაშინ, როდესაც ოჯახი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა საცხოვრებელი.
255. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცნება „ოჯახური ცხოვრება“ არის ფართო მნიშვნელობის მატარებელი და შეუძლებელია მისი ამომწურავად განმარტება. სხვა მრავალს შორის, იგი მოიცავს უფლებას დაამყარო და განავითარო ურთიერთობები სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან (იხ., მაგალითად, Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002‑III). მაშინ, როდესაც მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებები უწინარესად ეხება ადამიანებს შორის ურთიერთობებს, იგი არ გამორიცხავს ამავე ცნებების გავრცელებას რიგ ვითარებში გარდაცვალების შემდეგაც (იხ., განსაკუთრებით Jones v. the United Kindgom (dec.), no. 42639/04, 13 სექტემბერი 2005, რომელიც ეხებოდა ხელისუფლების ორგანოს უარს მიეცა ნებართვა მომჩივანზე განეთავსებინა მემორიალური ქვა საფლავზე ქალიშვილის ფოტოთი და საქმე Elli Poluhas Dödsbo v. Sweden, no. 61564/00, § 24, ECHR 2006‑I, სადაც ხელისუფლებამ მომჩივანს უარი უთხრა გარდაცვლილი ქმრის ნეშტის ფერფლის ურნა გადაეტანა ერთი სასაფლაოდან მეორეზე, ასევე საქმე Hadri‑Vionnet v. Switzerland, no. 55525/00, § 52, 14 თებერვალი 2008, რომელიც ეხებოდა მომჩივნის მკვდრადშობილი შვილის დაკრძალვას, სადაც ხელისუფლებამ მომჩივანს არ მისცა საშუალება დასწრებოდა პროცესს). ბოლოდროინდელ საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების უარი მომჩივანს მიეღო მისი ნათესავების ნეშტი და ბრძანება მათი უცნობ ადგილას დაკრძალვის შესახებ, რაც მომჩივანს ართმევდა საშუალებას სცოდნოდა სად იყო მათი საფლავი, რის გამოც მომვალში ვეღარ მოინახულებდა მათ, წარმოადგენდა ჩარევას მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში (იხ.Sabanchiyeva and Others v. Russia, no. 38450/05, §§ 122‑123, ECHR 2013 (extracts)).
256. წინამდებარე საქმეში მომჩივანმა წარმოდგინა მტკიცებულებანი, კერძოდ კი მისი ყოფილი საბჭოთა პასპორტისა და ქორწინების მოწმობის ასლები, რომელშიც ჩანს, რომ იგი 1929 წელს დაიბადა გულისტანში და დაქორწინდა იქ 1955 წელს. მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი ფლობდა სახლს გულსიტანში, რომელიც მართალია ძლიერ არის დაზიანებული, მაგრამ მაინც არსებობს დღემდე (იხ. პარაგრაფი 197 ზემოთ). მისი განაცხადი მასზედ, რომ მან 1960-იანი წლების დასაწყისში ააშენა სახლი და ცხოვრობდა იქ ოჯახთან ერთად 1992 წლის ივნისამდე გამყარებულია რამდენიმე მოწმის ჩვენებით. დაბოლოს, გულისტანის რუქები, წარმოდგენილი მხარეებისა და მესამე მხარედ ჩართული მთავრობის მიერ, ადასტურებს, რომ სოფელში იყო სასაფლაო. იმის გამო, რომ მომჩივანი იყო გულისტანიდან და რომ მისი მრავალი ნათესავი ცხოვრობდა იქვე, სრულიად საფუძვლიანია დავუშვათ, რომ სოფლის სასაფლაოზე მისი გარდაცვლილი ნათესავების საფლავები ნამდვილად არსებობდა.
257. სასამართლო, შესაბამისად მიიჩნევს, რომ მომჩივანს ჰქონდა „სახლი“ გულისტანში, რომელიც მან იძულებით დატოვა 1992 წლის ივნისში. მისი საჩივრის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ იგი ვეღარ დაბრუნდა სახლში. მოცემულ გარემოებებში, მისი ხანგრძლივი არყოფნა არ უნდა ჩაითვალოს სახლთან განგრძობადი კავშირის წყვეტად. ამასთანავე, სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ მომჩივანი ცხოვრობდა გულისტანში ცხოვრების უდიდესი ნაწილი და, შესაბამისად, სავარაუდოდ განავითარა სოციალური კავშირების უმრავლესობა სწორედ იქ. მოცემულიდან გამომდინარე, სოფელში დაბრუნების შეულებლობა გავლენას ახდენს მის „პირად ცხოვრებაზე“. დაბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების მიხედვით, მომჩივნის კულტურული და რელიგიური ბმა გარდაცვლილი ნათესავების საფლავებზე გულისტანში, ასევე შესაძლოა ხვდებოდეს „პირადი და ოჯახური ცხოვრების“ ცნებაში. მთლიანობაში, მომჩვნის მიერ ყოფილ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შეუძლებლობა გავლენას ახდენს მის „პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე“ და „სახლზე“.
258. დასკვნის სახით, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის პრეტენზიას მომჩივნის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით მისი ნათესავების საფლავების ასპექტში და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტები ხვება „პირადი და ოჯახური ცხოვრებისა“ და „სახლის“ ცნებებში. შესაბამისად, მე-8 მუხლი მოქმედებს.
ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას
259. სასამართლო მოიხმობს მოსაზრებებს, რომელიც მან გამოთქვა N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის განგრძობადი დარღვევის დადგენისას. მან მიიჩნია, რომ გულისტანში არსებული ვითარების გამო, მომჩივნისა თუ ნებისმიერი სხვა სამოქალაქო პირისათვის სოფელზე წვდომის აკრძალვა მიზნად ისახავდა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას ზონაში არსებული ხიფათისაგან. თუმცა, მომჩივნის მიერ გულისტანში არსებულ საკუთრებაზე წვდომის შეუძლებლობა, მთავრობის მხრიდან ქონებრივი უფლებების აღდგენის ალტერნატიული ზომების მიღების ან მათი სარგებლობის შეზღუდვისათვის კომპენსირების გარეშე, მომჩივანს აკისრებდა მომეტებულ ტვირთს.
260. იგივე არგუმენტები ვრცელდება მომჩივნის მიერ კონვენციის მე-8 მუხლით წარმოდგენილ საჩივარზეც. მომჩივნის მიერ გულისტანში სახლსა და ნათესავების საფლავებზე წვდომის აკრძალვა, მთავრობის მხრიდან უფლებებთან დაკავშირებული რაიმე ზომის მიღების ან თუნდაც, სარგებლობის შეზღუდვისათვის კომპენსაციის გაცემის გარეშე, მომჩივანს აკისრებდა და ახლაც აკისრებს არაპროპორციულ ტვირთს.
261. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მომჩივნის უფლებების განგრძობად დარღვევას.
კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
262. მომჩივანი აცხადებდა, რომ მის ზემორე საჩივრებზე არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალება. მან მოიხმო კონვენციის მე-13 მუხლი, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
”ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, მაშინაც კი, როდესაც დარღვევა ჩადენილია სამსახურებრივი უფლებამოსილების გამახორციელებელი პირის მიერ.“
ა. მხარეთა არგუმენტები
მომჩივანი
263. მომჩივანმა, პირველ რიგში მოიხმო სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ გაკეთებული არგუმენტები. შემდეგ, მან უფრო დეტალებში განავრცო სასამართლოს მიერ განხილული ჩრდილოეთ კვიპროსზე მდებარე საბერძნეთი-კვიპროსის საკუთრებასთან დაკავშირებული მსგავსი კონტექსტის საქმეები.
264. საქმეში Xenides-Arestis v. Turkey (dec.),(no. 46347/99, 14 მარტი 2005), სასამართლომ დაადგინა, რომ „თღჩკ“-ში არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი საკუთრებასა და სახლზე ჩამორთმეულ წვდომასთან მიმართებაში არაეფექტიანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. შემდგომ საქმეში Demopoulosand Others, ((dec.), ციტირებული ზემოთ, §§ 104-129), სასამართლომ განიხილა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობა, რომელიც განხილვის განმავლობაში შეიცვალა. დეტალური განხილვის შემდეგ, სასამართლო დარწმუნდა, რომ უძრავი ქონების კომისიის წინაშე სამართალწარმოება სამართებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას წარმოადგენდა. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო წევრი და რომ ოთხი წლის განმავლობაში, მან განიხილა ოთხმოცდახუთი განაცხადი; ამჟამად დაახლოებით სამასი საქმე ჯერ კიდევ განსახილველი იყო; არ არსებობდა საფუძველი სასამართლოს ევარაუდა, რომ სამართალწარმოება არაგონივრულად გაიწელებოდა; კომისიამ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა გასცა კომპენსაციის სახით; საჩივრების წარდგენა შეიძლებოდა არამატერიალური ზიანისათვისაც, მათ შორის სახლით სარგებლობის ჩამორთმევა; ქონების გადაცვლა შედგა რამდენიმე საქმეში; არსებობდა უფლება სასამართლოსადმი მიმართვის. Demopoulos საქმეში მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სასამართლო საჭიროებს საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებას რათა შეაფასოს განსახილველი სამართლებრივი დაცვის საშუალების პრაქტიკული ეფექტიანობა.
265. სხვა, გარკვეულწილად სადარ ვითარებებში სასამართლომ სამართლებრივი დაცვის საშუალებანი ეფექტიანად მიიჩნია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთიდან სოფლის მაცხოვრებლების გამოძევების საქმეზე (იხ.Içyer v. Turkey (dec.), no. 18888/02, ECHR 2006-I).
266. განსხვავებით განხილული მაგალითებისაგან, წინამდებარე საქმეში მთავრობის მიერ გამოყენებული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი არ აკმაყოფილებდნენ ეფექტიანობის არცერთ მოთხოვნას.
მოპასუხე მთავრობა
267. მთავრობა არსობრივად დაეფუძნა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ გაკეთებულ არგუმენტებს. მათ აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა იცავდა როგორც საკუთრებას, ისე ფლობას და ადგენდა ადექვატურ პროცედურებს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო როგორც მისი მოქალაქეებისათვის ისე უცხოელთათვის, რაც მათ საშუალებას აძლევდათ მიემართათ სასამართლოსათვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიყენებული ნებისმიერი დანაკარგისა თუ ზიანის შემთხვევაში.
სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
268. სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. მათ განავრცეს პოზიცია მასზედ, რომ აზერბაიჯანში არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ხელს უშლიდა იძულებით გამოძევებულ სომხებს, და ზოგადად, სომხური წარმოშობის ნებისმიერ პირს, დაბრუნებულიყო, ან თუნდაც სტუმრად ჩასულიყო, აზერბაიჯანში.
ბ. სასამართლოს შეფასება
269. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი ჰქონდა N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევებს. მომჩივნის საჩივრები, შესაბამისად „გასათვალისწინებელია“ მე-13 მუხლით განხილვისას (იხ. მაგალითად საქმე Doğanand Others, ციტირებული ზემოთ, § 163).
270. მომჩივნის მიერ ამ მუხლით წარმოდგენილი საჩივარი დიდწილად ასახავს იგივე ან მსგავს ელემენტებს, რომელიც უკვე განხილული იყო სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვისას წარმოდგენილი პრეტენზიის დროს. დამატებით მომჩივანი აცხადებდა, რომ სასამართლოს პრაქტიკა მოიცავს მითითებებს იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე, თუ სამართლებრივი დაცვის რომელი საშუალებანი ეხება ლტოლვილთა თუ დევნილთა ქონებრივი უფლებებისა და საცხოვრებლის უფლების დარღვევას და რომელთა დაკმაყოფილებაც სავალდებულოა იმისათვის, რომ მოხდეს მათი მიჩნევა ეფექტიანად.
271. სასამართლო იმეორებს ზემორე დასკვნას, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ დააკმაყოფილა ვალდებულება და ვერ უზრუნველყო სამართლებრივი დაცვის იმგვარი საშუალებანი, რომელიც მომჩივანს უზრუნველყოფდა მის მიერ კონვენციის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივრებთან მიმართებაში მისაგებლითა და წარმატების გონივრული პერსპექტივით (იხ. პარაგრაფი 119 ზემოთ).
272. ამასთანავე, სასამართლო იმეორებს მის მიერ N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე გამოტანილ დასკვნას, რომელიც ეხებოდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ იმგვარი სისტემის შეუქმნელობას, რომელიც მომჩივანს და მის მსგავს ვითარებაში მყოფ სხვა პირებს, მისცემდა საშუალებას დაეცვათ საკუთრებისა და სახლის/საცხოვრებლის უფლება და მიეღოთ კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვის. სასამართლო, შესაბამისად, მჭიდრო კავშირს ხედავს ერთის მხრივ N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევასა და მეორეს მხრივ კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს შორის.
273. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის N. 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევებთან მიმართებაში არ არსებობდა და არც ახლა არსებობს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებანი.
274. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-13 მუხლის განგრძობად დარღვევას.
კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა
275. დაბოლოს, მომჩივანი აცხადებდა, რომ ზემოთჩამოთვლილი საჩივრების გათვალისწინებით, იგი დაექვემდებარა დისკრიმინაციას მისი ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური კუთვნილების საფუძველზე. მან მოიხმო კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.“
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი
276. მომჩივნის აზრით სომხების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა წარმოადგენდა მოცემული საქმის ფუნდამენტურ ასპექტს. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ეთნიკური სომხები იქნენ გაძევებული აზერბაიჯანიდან მისი სამხედროების მიერ და იძულებულნი დაეტოვებინათ საკუთრება და სახლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებში. მათ ჯერ ისევ არ შეეძლოთ დაბრუნება და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვით სარგებლობა. მაშინ როდესაც იძულებით გადაადგილებულმა აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს მთავრობისაგან დახმარებით, მომჩივნის მდგომარეობაში მყოფი სომხებისათვის არაფერი გაკეთებულა.
მოპასუხე მთავრობა
277. მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნის ბრალდება მასზედ, რომ იგი დაექვემდებარა დისკრიმინაციულ ზომებს მისი ეთნიკური წარმოშობის ან რელიგიური კუთვნილების გამო. რაც შეეხება გულისტანში დაბრუნებას, მათ აღნიშნეს, რომ იქ არსებული უსაფრთხოების ვითარება არ იძლეოდა ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების დაშვებისსაშუალებას. დაბოლოს, მთავრობამ განაცხადა, რომ მათ საკმარისი პოლიტიკური ნება გამოხატეს კონფლიქტის დასარეგულირებლად, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას მათ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებზე.
სომხეთის მთავრობა, მესამე მხარე
278. სომხეთის მთავრობა დაეთანხმა მომჩივანს და ხაზი გაუსვა, რომ მისი საჩივარი განხილულ უნდა იქნას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში: სადაც აზერბაიჯანიდან იძულებით გადაადგილებას მხოლოდ ეთნიკური სომხები დაექვემდებარნენ და რომ მომჩივნისათვის დაბრუნებაზე უარიც მის ეთნიკურ წარმომავლობასთან იყო კავშირში.
ბ. სასამართლოს შეფასება
279. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ კონვენციის მე-14 მუხლით წარმოდგენილი საჩივრები დიდწილად იგივე საჩივრებს წარმოადგენს, რაც სასამართლომ უკვე განიხილა კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლებით. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დაადგინა მოცემულ მუხლთა დარღვევა, იგი მიიჩნევს, რომ მე-14 მუხლის განცალკევებით განხილვის საჭიროება არ წარმოიშვება (იხ. მაგალითისათვის, Cyprus v. Turkey, ციტირებული ზემოთ, § 199; Xenides-Arestis v. Turkey, no. 46347/99, § 36, 22 დეკემბერი 2005; Catan and Others, ციტირებული ზემოთ, § 160).
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
280. კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს.“
281. მომჩივანმა პირველ რიგში მოითხოვა მისი ქონების რესტიტუცია, მათ შორის საკუთრებისა და სახლის დაბრუნება გულისტანში. შემდეგ, მან აღნიშნა, რომ გონივრული იქნებოდა სასამართლოს მთავრობისათვის განესაზღვრა ზოგადი ზომების მიღება კონვენციის 46-ე მუხლით. მომჩივანი მატერიალური ზიანისათვის ითხოვდა 374,814 ევროს (EUR). ხოლო არამორალურ ზიანს კი აფასებდა EUR 190,000-დ. საბოლოოდ, იგი ითხოვდა სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
282. მთავრობა არ ეთანხმებოდა მომჩივნის მოთხოვნას.
283. სასამართლო, ითვალისწინებს რა წინამდებარე საქმის განსაკუთრებულ ბუნებას, მიიჩნევს, რომ 41-ე მუხლის გამოყენების კუთხით საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მზად. საჭიროა მისი გადადება, რათა განისაზღვროს შესაბამისი პროცედურა, რომელიც გაითვალისწინებს ნებისმიერ შეთანხმებას, რომლის მიღწევაც მოხდება მთავრობასა და მომჩივანს შორის.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოარ აკმაყოფილებს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, მოპასაუხე მთავრობის პირველად პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის შესახებ;ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ გასაჩივრებული საკითხები ხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის იურისდიქციაში და რომ ადგილი აქვს მოპასუხე მთავრობის პასუხისმგებლობას კონვენციის მიხედვით; არ აკმაყოფილებს მოპასუხე მთავრობის პირველად პრეტენზიას იურისდიქციისა და პასუხისმგებლობის არარსებობის შესახებ;არ აკმაყოფილებს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ მოპასუხე მთავრობის პირველად პრეტენზიას სასამართლოს ratione temporis იურისდიქციის არარსებობაზე მომჩივნის სახლთან დაკავშირებულ საჩივარზე;არ აკმაყოფილებს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, მოპასუხე მთავრობის პირველად პრეტენზიას მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის ნაკლებობის შესახებ მისი ნათესავების საფლავთან დაკავშირებულ საჩივრებზე;ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ,რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის განგრძობად დარღვევას;ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ,რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას;ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის განგრძობად დარღვევას;ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-14 მუხლით არ წარმოიშვება განსახილველი ცალკე საკითხი;ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი არ არის ჯერ მზად გადასაწყვეტად; და, შესაბამისად,
(ა) ტოვებს საკითხს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად;
(ბ) მოუწოდებს მოპასუხე მთავრობასა და მომჩივანს, წინამდებარე გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან თორმეტ თვეში წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრებანი საკითხზე, განსაკუთრებით კი, შეატყობინონ სასამართლოს რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ;
(გ) იტოვებს შემდგომი პროცედურის საჭიროებას და გადასცემს სასამართლოს პრეზიდენტს უფლებამოსილებას განსაზღვროს იგივე, საჭიროების შესაბამისად.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 16 ივნისს.
მაიკლ ო’ბოილიდინ სპილმანი
განმწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განცალკევებული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე ზიმელეს თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე იუდკივსკას თანმხვედრი მოსაზრება;
(გ) მოსამართლე გიულუმიანის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(დ) მოსამართლე ჰაჯიევის განსხვავებული მოსაზრება;
(ე) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს განსხვავებული მოსაზრება.
დ.ს.
მ.ო’ბ
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთpublishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy