© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №186
ივნისი 2015
სარგსიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ [დპ] – 40167/06
გადაწყვეტილება 16.6.2015[დპ]
მუხლი 1
სახელმწიფოთა იურისდიქცია
აზერბაიჯანის იურისდიქცია სადავოდ არის მიჩნეული მთიანი ყარაბაღის მიმდებარე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
სახლის პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ სომხეთის მოქალაქეს არ გააჩნდა წვდომა სახლსა და ნათესავების საფლავებზე: დარღვევა
მუხლი 13
სამართლიანი დაკმაყოფილების ეფექტიანი საშუალება
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დაკარგულ სახლსა თუ ქონებაზე სამართლიანი დაკმაყოფილების ეფექტიანი საშუალების არარსებობა: დარღვევა
დამატებითი ოქმის N.1 მუხლი 1
პოზიტიური ვალდებულებანი
დამატებითი ოქმი N. 1, მუხლი 1, პარაგრაფი 1
საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობა
საკუთრება
აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული სომხეთის მოქალაქეთათვის საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ზომების მიუღებლობა: დარღვევა
ფაქტები - მომჩვანი გარდაიცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის წარმოდგენის შემდეგ. მისი სახელით ჩივილს აგრძელებს მისი ორი შვილი.
მომჩივანი და მისი ოჯახი, ეთნიკური სომხები, ცხოვრობდნენ სოფელ გულისტანში, შაჰუმიანის რაიონში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში („აზერბაიჯანის სსრ“), სადაც ჰქონდათ სახლი და მიწის ნაკვეთი. მომჩივნის მიხედვით, მისი ოჯახი იძულებული შეიქნა 1992 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებში დაეტოვებინათ სახლი.
1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისათვის, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი („მყაო“) წარმოადგენდა ავტონომიურ პროვინციას, რომელიც გარშემორტყმული გახლდათ აზერბაიჯანის სსრ მიერ. 1989 წელს, „მყაო“-ს მოსახლეობა გახლდათ დაახლოებით 77% ეთნიკური სომხები და 22 % ეთნიკური აზერბაიჯანლები.შაჰუმიანის რაიონი ესაზღვრებოდა „მყაო“-ს და განლაგებული გახლდათ მისგან ჩრდილოეთით. მომჩვნის მიხედვით, კონფლიქტამდე, შაჰუმიანის მოსახლეობის 82% ეთნიკური სომხები იყვნენ. შეიარაღებული შეტაკებანი მთიან ყაბაღში დაიწყო 1988 წელს. 1991 წლის სექტემბერში, მალევე მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირისაგან - მყაო-ს რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ („მყრ“), რომელიც შედგებოდა „მყაო“-სადა აზერბაიჯანის შაჰუმანის ოლქის ტერიტორიისაგან. 1991 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც აზერბაიჯანის მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა, მონაწილეთა 99,9% ხმა მისცეს „მყრ“-ს გამოყოფას აზერბაიჯანისაგან; „მყრ“-მ დაადასტურა მისი დამოუკიდებლობა აზერბაიჯანისაგან 1992 წლის იანვარში. ამის შემდეგ კონფლიქტი ნელ-ნელა გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში. 1993 წლის დასასრულისათვის ეთნიკურიმა სომხურმა ძალებმა მოიპოვეს კონტროლი თითქმის მთელ „მყაო“-ს ტერიტორიაზე, ისევე როგორც აზერბაიჯანის შვიდ მიმდებარე რეგიონზე. კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს წარმოიშვა ასობით ათასი დევნილი და ლტოლვილი. 1994 წლის მაისში კონფლიქტის მხარეებმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის („ეუთო“) ფარგლებში განახორციელეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებანი. თუმცა კონფლიქტი საბოლოდ ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული. „მყრ“ თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული არცერთი სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 2001 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა იკისრეს ვალდებულება მინისტრთა კომიტეტისა და საპარალამენტო ასამბლეის წინაშე მშვიდობიანად დაარეგულირონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.
შაჰუმიანი, ადგილი სადაც ცხოვრობდა ბ-ნი სარგსიანის ოჯახი, არ წარმოადგენს „მყაო“-ს ნაწილს, არამედ მოგვიანებით შეიქნა „მყრ“ ტერიტორიის ნაწილი. 1991 წელს აზერბაიჯანის სსრ სპეციალური მიზნის სამხედრო შენარეთებმა რეგიონში განახორციელეს სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანიც გახლდათ „პასპორტების შემოწმება“ და ადგილობრივი სომეხი მებრძოლების განიარაღება რეგიონში. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აზერბაიჯანის სსრ სამხედრო შენაერთები იყენებდნენ ოფიციალურ მიზეზს რეგიონში მრავალი სოფლიდან სომეხი მოსახლეობის გასაძევებლად. 1992 წელს, როდესაც კონფლიქტი გადაიზარდა ომში, შაჰუმიანის რაიონი დაექვემდებარა აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმას. მომჩივანმა და მისმა ოჯახმა დატოვეს გულისტანი სოფლის მძიმე დაბომბვის შემდეგ. იგი და მისი ცოლი შემდეგ ერევანში, სომხეთში ცხოვრობდნენ ლტოლვილებად.
იმ ფაქტის გასამყარებლად, რომ მომჩივამა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გულისტანში გაატანა იძულებით გადაადგილებამდე, მან წარმოადგინა ყოფილი საბჭოთა პასპორტისა და ქორწილების მოწმობის ასლი. მან ასევე წარმოადგინა ოფიციაური მოწმობა („ტექნიკური პასპორტი“), რომლის მიხედვითაც მომჩვნის სახელზე რეგისტრირებული იყო ორსართულიანი სახლი გულისტანში და 2,000 კვ.მ.-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, სახლის ფოტოები და წერილობითი მოწმობა სოფლის საბჭოს ყოფილი ოფიციალური პირებისაგან და ყოფილი მეზობლებისაგან, რომელიც ადასტურებდა, რომ მას ჰქონდა სახლი და მიწის ნაკვეთი გულისტანში.
სამართალი
(ა) პირველადი პრეტენზიები
(i) სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გათვალისწინებით, რომლის გამოც დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და რომ საზღვრები დახურულია - ერთ ქვეყანაში მყოფ პირს მეორე ქვეყანაში სამართალწარმოება დიდწილად გაუჭირდებოდა. აზერბაიჯანის მთავრობამ არ გამარტა თუ როგორ ვრცელდებოდა საკუთრების დაცვის შესახებ მათი კანონმდებლობა იმ სომეხ ლტოლვილზე, რომელსაც სურდა რესტიტუციის ან კომპენსაციის მიღება კონფლიქტის შედეგად დაკარგული საკუთრების გამო. მათ არ წარმოუდგენიათ არცერთი მაგალითი საქმისა, სადაც მომჩივნის მსგავს ვითარებაში მყოფ პირს აზერბაიჯანის სასამართლოებში წარმატებულად ედავოს. მთავრობამ, შესაბამსიად, ვერ დაადასტურა, რომ მომჩივნის საჩივრებზე მისაგებლის უზრუნველმყოფი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი არსებობდა.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ)
(ii) აზერბაიჯანის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა - იმის გათვალისწინებით, რომ გულისტანი განლაგებული გახლდათ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე - ფაქტი, რაც სადავო არ იყო მხარეებს შორის - სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ივარაუდებოდა, რომ სოფელზე იურისდიქციას ახორციელებდა აზერბაიჯანი. გულისტანი და აზერბაიჯანის სამხედრო ძალები განლაგებულნი იყვნენ მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე, ხოლო „მყრ“ პოზიციები კი სამხრეთ ნაპირზე. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მასალის მიხედვით შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ რამდენად იყვნენ განლაგებულნი აზერბაიჯანელი სამხედროები გულისტანში - მიუხედავად ამის შესახებ რამდენიმე მითითებისა -იმ დროითი იურისდიქციის პერიოდში, კერძოდ 2002 წლის აპრილიდან, როდესაც აზერბაიჯანმა რატიფიცირება გაუკეთა კონვენციას, დღევანდლამდე. აღსანიშნავი იყო, თუმცა, რომ არცერთ მხარეს არ განუცხადებია თითქოს თავად „მყრ“ ჰქონდეს ჯარები განთავსებული სოფელში.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ იმის გამო, რომ სოფელი განთავსებული იყო სადავო ტერიტორიაზე, გარშემორტყმული ნაღმებით და მოწინააღმდეგე სამხედრო პოზიციებით, აზერბაიჯანს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობა ჰქონდა კონვენციის მიხედვით. განსხვავებით სხვა საქმეებისაგან, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს მხრიდან ოკუპაციის ან სეპარატისტული რეჟიმის კონტროლის გამო, დადგინდა, რომ გულისტანი არ ყოფილა ოკუპირებული სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ.
კონვენციური დაცვის ვაკუუმის თავიდან აცილების საჭიროების გათვალისწინებით, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ მოპასუხე მთავრობამ დაადასტურა იმგვარი გამონაკლისი გარემოებების არსებობა, რომელიც კონვენციით პასუხისმგებლობას შეამცირებდა. წინამდებარე საქმეში არსებული ვითარება დიდწილად ჰგავდა საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეს Assanidze v. Georgia (71503/01, 8 April 2004, Information Note 63) იმ მხრივ, რომ სამართლებრივად განხილვისას, აზერბაიჯანის მთავრობა ფლობდა იურისდიქციას, როგორც ტერიტორიული სახელმწიფო და ეკისრებოდა სრული პასუხისმგებლობა კონვენციით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პრაქტიკურ დონეზე ჰქონოდათ სირთულეები გულისტანში ხელისუფლების განხორციელებისას. ამგვარი სირთულეები გათვალისწინებულ უნდა იქნას მომჩივნის მიერ გასაჩივრებული მოქმედებებისა თუ უმოქმედობის პროპორციულობის შეფასებისასა.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ).
(ბ) არსებითი მხარე
N.1 ოქმის 1-ლი მუხლი: სასამართლოს პრაქტიკამ განავითარა დრეკადი მიდგომა მომჩივნების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში, როდესაც ეს უკანასკნელნი აცხადებენ საერთაშორისო ან არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს საკუთრების ან სახლის დაკარგვის შესახებ. მსგავსი მიდგომა არის ასახული გაეროს „ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ქონების რესტიტუციის შესახებ პრინციპებშიც“ (პინიეროს პრინციპები).
წინამდებარე საქმეში, მომჩივანმა წარმოადგინა მის სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომელიც ეხებოდა გულისტანში მის სახლსა და მიწას, მათ შორის სახლის დეტალურ გეგმას. სადავო არ გამხდარა, რომ ტექნიკური პასპორტი, როგორც წესი, გაიცემოდა მხოლოდ სახლის მესაკუთრის სახელზე და, შესაბამისად, სასამართლოს აზრით, წარმოადგენდა prima facie მტკიცებულებას ადასტურებდა რა საკუთრებას სახლსა და მიწაზე, რაც ვერ გაბათილდა მთავრობის მიერ. ამასთანავე, მომჩივნის ვერსია, თუ როგორ მიიღო მიწა და უფლება აეშენებინა მასზე სახლი გამყარებული იყო ოჯახის რამდენიმე წევრისა და ყოფილი თანასოფლელის ჩვენებით. მართალია მოცემული ჩვენებები არ გადამოწმებულა ჯვარედინ დაკითხვაზე, ისინი საკმაოდ დეტალური გახლდნენ და აჩვენებდნენ, რომ მოცემული პირები მოცემული მოვლენების განვითარების მომსწრენი გახლდნენ. და ბოლოს, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებანი, რომლის დროსაც მომჩივანს მოუწია სახლის დატოვება, კერძოდ კი სოფელზე სამხედრო თავდასხმა. უცნაური არ არის, რომ მან ვერ შეძლო სრული დოკუმენტაციის თან წაღება. შესაბამისად, მთლიანობაში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა საკმარისად გაამყარა მისი მოთხოვნა მასზედ, რომ იგი ფლობდა სახლსა და მიწის ნაკვეთს გულისტანში 1992 წელს გაქცევის დროს.
იმის გამო, რომ არ არსებობდა ამომწურავი მტკიცებულებანი, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა, რომ აზერბაიჯანისათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე მომჩივნის სახლი სრულიად განადგურდა, სასამართლომ დაუშვა, რომ სახლი ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაში. დასკვნის სახით, სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის პრეტენზია ratione temporis საფუძველზე.
საბჭოთა სამართლებრივი სისტემა არ უშვებდა კერძო საკუთრებას, თუმცა მოქალაქეებს შეეძლოთ ჰქონოდათ საცხოვრებელი სახლები. მიწის ნაკვეთების გაცემა მოქალაქეებზე დაიშვებოდა სპეციალური მიზნით, მაგალითად ფერმერობა ან კერძო სახლის მშენებლობა. ასეთ შემთხვევებში, მოქალაქეს გააჩნდათ „სარგებლობის უფლება“, რომელიც იზღუდებოდა კანონით განსაზღვრული კონკრეტული მიზნით და რომელიც მემკვიდრეობით გადაიცემოდა. შესაბამისად, ეჭვგარეშე გახლდათ, რომ მომჩივნებს გააჩნდათ უფლება სახლსა და მიწაზე, რომელიც წარმოადგენდა არსებით ეკონომიკურ ინტერესს. N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ავტონომიური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მომჩივნის უფლება სახლის კერძო საკუთრებაზე და მიწით „სარგებლობის“ უფლებაზე წარმოადგენდა „საკუთრებას“ მოცემული მუხლის მნიშვნელობით.
მართალია მომჩივნის იძულებითი გადაადგილება გულისტანიდან არ ხვდებოდა სასამართლოს დროით იურისდიქციაში, სასამართლომ განიხილა დაარღვია თუ არა მოპასუხე მთავრობამ მომჩივნის უფლებები შემდგომ ვითარებაში, რომელიც გრძელდებოდა კონვენციის აზერბაიჯანისათვის ძალაში შესვლის შემდეგაც.
დღეისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ათასზე მეტი პირის საჩივარი, მათ შორის ნახევარზე მცირედით მეტი არის სომხეთის ხოლო დანარჩენი კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მართალია წამოყენებული საკითხი ხვდება სასამართლოს იურისდიქციაში კონვენციის 32-ე მუხლის თანახმად, ორი სახელმწიფოს ვალდებულება გახლდათ კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა. ისეთი საკითხების მასშტაბური მოგვარება როგორიცაა ლტოლვილთა დაბრუნება ყოფილ საცხოვრებელ ადგილას, ქონების ხელახლა დაუფლება ან/და კომპენსაციის მიღება, შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. ევროპის საბჭოში გაწევრიანებამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა იკისრეს ვალდებულება მშვიდობიანად მოაგვარონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანებამდე ნაკისრი ვალდებულება ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
წინამდებარე საქმე გახლავთ პირველი, სადაც სასამართლო არსებითად იხილავს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივარს, რომელმაც დაკარგა კონტროლი მისი ტერიტორიის ნაწილზე ომისა და ოკუპაციის გამო, მაგრამ რომელიც, ამასთანავე პასუხისმგებელია იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მის კონტროლქვეშ ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე წვდომის შეზღუდვაზე.
სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაანალიზა თუ რამდენად დაემორჩილა მოპასუხე სახელმწიფო N.1 ოქმის 1-ლი მუხლით დადგენილ პოზიტიურ ვალდებულებებს და ამასთანავე დაიცვა სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი ინტერესის მოთხოვნებსა და მომჩივნის საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას შორის. საჩივარი ეხებოდა ორ საკითს, პირველი - თუ რამდენად ეკისრებოდა მოპასუხე მთავრობას ვალდებულება უზრუნველეყო წვდომა მომჩივნის გულისტანში არსებულ სახლსა და მიწაზე, და მეორე-ეკისრებოდა თუ არა სახელმწიფოს ვალდებულება მიეღო სხვა რომელიმე ზომა რითიც დაიცავდნენ მომჩივნის ქონებრივ უფლებას და/ან გადაუხდიდნენ მას კომპენსაციას გამოუყენებლობით მიყენებული ზიანისათვის.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არ აყალიბებს ამომწურავ პასუხს შეკთხვაზე, თუ რამდენად გამართლებული იყო მთავრობის უარი მომჩივნის მიერ გულისტანზე წვდომაზე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გულისტანი მდებარეობს სამხედრო საქმიანობის ზონაში და რომ მისი ტერიტორიის ნაწილი მაინც არის დანაღმული, სასამართლომ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ისინი სამოქალაქო პირებს, მათ შორის მომჩივანსაც, უზღუდავდნენ წვდომას სოფელზე უსაფრთხოების გამო. თუმცა, იმდენად რამდენადაც საკუთრებაზე წვდომა შეუძლებელი იყო, სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება მიეღო ალტერნატიული ზომები რათა დაეცვა ქონებრივი უფლებები - და შესაბამისად სამართლიანი ბალანსი საპირწონე საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ ინტერესებს შორის - რაც აღიარებულია გაეროს შესაბამისი სართაშორისო სტანდარტებით (პინიეროს პრინციპები) და ევროპის საბჭს მიერ. სასამართლოს სურს ხაზი გაუსვას, რომ ალტერნატიული ზომების მიღება არ იყო დამოკიდებული იმაზე პასუხისმგებელი იყო თუ არა თავად სახელმწიფო იძულებით გადაადგილებაზე.
ის ფაქტი, რომ ეუთოს ეგიდით მიმდინარეობდა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებანი - რომელიც მოიცავდა გადადგილებულ პირთა შესახებ რიგ საკითხებს - არ ათავისუფლებს მოპასუხე მთავრობას ვალდებულებისაგან მიეღო სხვა ზომები, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოც წელზე მეტი ხანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო შექმნილიყო საკუთრების შესახებ მოთხოვნების შემსწავლელი მექანიზმი, რომელიც იოლად იქნებოდა ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფდა პროცედურას დრეკადი მტკიცებულებების სტანდარტით, რომელიც მომჩივანს და სხვა, მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, მისცემდა საკუთრების უფლების აღგენისა და უფლებებით სარგებლობის შეზღუდვისათვის კომპენსაციის მიღების საშუალებას. მართალია აზერბაიჯანის მთავრობას მოუწია დახმარება გაეწია ასობით ათასი იძულებით გადადგილებული პირისათვის - კერძოდ ის აზერბაიჯანელები, რომლებსაც მოუწიათ სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე რაიონებიდან წამოსვლა - მოცემული ჯგუფის დაცვა არ ათვისუფლებდა მთავრობას მისი ვალდებულებებისაგან იმ სომხების წინაშე,რომლებსაც, მსგავსად მომჩივნისა, მოუწიათ სახლების დატოვება კონფლიქტის შედეგად. ამ მხრივ, სასამართლომ მოიხმო ზემოთციტირებული პინიეროს პრინციპების მე-3 მუხლი დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.
დასკვნის სახით, მომჩივნის მიერ გულისტანში არსებულ მის საკუთრებაზე წვდომის შეუძლებლობა და მთავრობის მიერ რაიმე სახის ალტერნატიული ზომის მიუღებლობა მისი ქონებრივი უფლებების აღსადგენად ან კომპენსაციის უზრუნველსაყოფად, მომეტებულ ტვირთს წარმოადგენდა მომჩივნისათვის. შესაბამსიად, ადგილი აქვს N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცული უფლებების განგრძობად დარღვევას.
დასკვნა: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
კონვენციის მე-8 მუხლი: მომჩივნის საჩივარი მოიცავს ორ ასპექტს - გულისტანში სახლზე და ნათესავთა საფლავებზე წვდომის შეზღუდვას. ბ-ნი სარგსიანის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით (კერძოდ კი მისი საბჭოთა პასპორტისა და ქორწინების მოწმობის ასლი, ისევე როგორც მოწმეთა ჩვენებები), სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მან გულისტანში გაატარა სიცოცხლის უდიდესი ნაწილი მანამდე, სანამ იძულებული იქნებოდა დაეტოვებინა იქაურობა; შესაბამისად, მას იქ ჰქონდა „სახლი“. მისი გახანგრძლივებული არ ყოფნა არ მიიჩნევა სახლთან განგრძობადი კავშირის დარღვევად. ამასთანავე, იმის გამო, რომ მომჩივანს გულისტანში დამყარებული ჰქონდა სოციალურ კავშირთა უმრავლესობა სოფელში დაუბრუნებლობა ასევე გავლენას ახდენდა მის „პირად ცხოვრებაზე“. დაბოლოს, მომჩივნის კულტურული და რელიგიური ბმა გულისტანში არსებულ მის ნათესავთა საფლავებთან ასევე შესაძლოა ხვდებოდეს „კერძო და ოჯახურ ცხოვრებაში“.
სასამართლომ მოიხმო მის მიერ N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის განხილვისას გამოტანილი დასკვნები და მიიჩნია, რომ იგივე ვრცელდებოდა მომჩივნის მიერ მე-8 მუხლით წარმოდგენილ საჩივარზეც. მომჩივნის მიერ გულისტანში სახლსა და ნათესავთა საფლავებზე წვდომის შეუძლებლობა და ამ დროს მთავრობის მიერ არანაირი ზომის მიღება მისი უფლებების დასაცავად ან მინიმუმ კომპენსაციის გასაცემად, არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს მომჩივანს. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას.
დასკვნა: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ)
კონვენციის მე-13 მუხლი: მოპასუხე მთავრობამ ვერ დაამტკიცა, რომ არსებობდა კონვენციურ საჩივრებზე სამართლებრივი დაცვისა და მისაგებლის საშუალება, რომელზეც მომჩივანს ექნებოდა წარმატების გონივრული პერსპექტივა. მეტიც, სასამართლოს დასკვნა N.1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევებზე ეხებოდა სახელმწიფოს უმოქმედობას შეექმნა მექანიზმი, რომელიც მომჩივანს მისცემდა საშუალებას საკუთრებისა და სახლის უფლების აღდგენას და კომპენსაციის მიღებას მიყენებული ზიანისათვის. შესაბამისად, არსებობს მჭიდრო კავშირი ერთის მხრივ N.1 ოქმის 1-ლი მუხლისა და მე-8 მუხლის დარღვევებსა და მეორეს მხრივ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას შორის. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-13 მუხლის განგრძობად დარღვევას.
დასკვნა: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
მუხლი 41: გადაიდო შემდგომი განხილვისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy