© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
აპრილი 2012
სასო გორგიევი “მაკედონიის იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის” წინააღმდეგ- 49382/06
გადაწყვეტილება 19.4.2012 [V სექცია]
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 2-1
სიცოცხლე
არასასიკვდილო სროლა ოფიციანტისთვის პოლიციის ოფიცრის მიერ ნებართვის გარეშე სამსახურიდან დათხოვნის დროს: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანს, ბარის ოფიციანტს, ესროლეს და იქნა დაჭრილი ახლოდან R.D.-ს, პოლიციის რეზერვისტის, მიერ, ვისაც ნებართვის გარეშე დატოვებული ქონდა სამსახური ღამის მორიგეობის დრო. R.D. შემდგომში მსჯავრდებულ იქნა უსაფრთხოების წინაარმდეგ სერიოზული დანაშაულების გამო, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან განზრახვის გარეშე გამოკრა ჩახმახს ალკოჰოლის ზეგავლების დროს. მას შეეფარდა საპატიმრო სასჯელი გადავადებით. განსხვავებული პრცესის დროს, სამოქალაქო სასამართლოებმა უარყვეს მომჩივანის მიერ წარდგენილი ზიანთან დაკავშირებული საჩივარი სახელმწიფოს/შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ იმის საფუძველზე რომ R.D. არ მოქმედებდა მისი ოფიციალური უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში როდესაც ინციდენტს ქონდა ადგილი.
კანონი – მუხლი 2: იმის მიუხედავად რამდენად არსებობდა მკვლელობის რაიმე განზრახვა, მომჩივანი გახდა დაზარალებული იმ ქმედების გამო, რამაც მისი რეალური არსის მიხედვით, მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა. შესაბამისად, მე-2 მუხლი გამოყენებადია ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ პოლიციის რეზერვისტი, R.D., გახლდათ სახელმწიფოს წარმომადგენელი, ის არ მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში სროლის დროს. იმის დადგენის დრო რამდენად სახელმწიფოს, ამის მიუხედავად, შეიძლება დაკისრებოდა პასუხისმგებლობა უკანონო მოქმედებებისთვის, სასამართლოს უნდა შეესწავლა ყველა გარემოება და განეხილა ამ პირის ქმედების ხასიათი და გარემოებები.
ინციდენტს ქონდა ადგილი R.D. სამუშაო საათების დროს, როდესაც ის უნდა ყოფილიყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის პოლიციის განყოფილებაში. მიუხედავად ამისა სადავოდ არ გამხდარა რომ მან დატოვა პოსტი ნებართვის გარეშე და ინტოქსიკაციის მდგომარეობაში გახლდათ უნიფორმაში და მან ესროლა მომჩივანს, მისი სამსახურებრივი იარაღით. მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლების ორგანოებს არ შეეძლოთ ობიექტურად განეჭვრიტათ R.D.-ს ქცევა, სახელმწიფოს ქონდა ვალდებულება შეექმნა და აქტიურად გამოეყენებინა ადექვატური და ეფექტური გარანტიები რათა აცილებულიყო თავიდან მისი წარმომადგენლების, განსაკუთრებით დროებით მობილიზებული რეზერვისტების, მიერ იარაღის არასათანადო გამოყენება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მათთვის მათი ოფიციალური ვალდებულებების განხორციელების კონტექსტში. მთავრობამ ვერ მიუთითა რაიმე ასეთ რეგულაციას, მაგრამ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რომ შინაგან საქმეთა კანონის 26-ე ნაწილი მოითხოვს რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განახორციელონ მოვალეობები “ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ოფიციალური უფლებამოსილების განხორციელების პირობებში თუ არა”, რაც პრაქტიკაში გულისხმობს რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ ყოველთვის თან ქონოდათ მათი სამსახურებრივი იარაღი. მთავრობას არც ის მიუთითებია რამდენად მოხდა R.D. მზადყოფნა შემოწმებული რომ მას ემსახურა პოლიციაში და ეტარებინა იარაღი, როცა ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული შესწავლის საგანი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, R.D. ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოპასუხე სახელმწიფოს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 12,000 ევრო მორალური ზიანისთვის; 3,390 ევრო მატერიალური ზიანისთვის.
(იხილეთ აგრეთვე გოროვენკო და ბუგარა უკრაინის წინააღმდეგ, nos. 36146/05 და 42418/05, 12 იანვარი 2012, საინფორმაციო დოკუმენტი ნო. 148)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy