© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ყოფილი მეხუთე სექცია
სასო გორგიევის საქმე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ
(განაცხადი #. 49382/06)
გადაწყვეტილება
[ამონარიდი]
სტრასბურგი
19 აპრილი 2012
საბოლოო
19/07/2012
სასო გორგიევის საქმე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მეხუთე სექცია), პალატა შემდეგი შემადგენლობით:
პიირ ლორენცენი, თავმჯდომარე
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო–ლეფევერი
მარიანა ლაზაროვა რტაიკოვსკა
განა იუდკივსკა
ჯულია ლაფრანკო, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის განმწესრიგებელი
2012 წლის 27 მარტს გამართული დახურული თათბირის შემდეგ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება რომელიც მიღებულია ამავე დღეს:
პროცედურა
საქმის საფუძველია განაცხადი (#49382/06) იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2006 წ. 27 ნოემბერს, მიმართა მაკედონიის მოქალაქემ ბ–მა სასო გორგიევმა („განმცხადებელი“).განმცხადებელს წარმოადგენდა ბ–ნი პ. სილეგოვი ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას სკოპიეში ახორციელებს. ხოლო მაკედონიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი სახელმწიფო წარმომადგენელი, ქ-ნი რ. ლაზარესკა გეროვსკა.განმცხადებელი აცხადებს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო კონვენციის მე–2–ე მუხლის მიხედვით მის მიმართ სახელმწიფოს წარმომადგენლის რ.დ–ს მხრიდან განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ქმედებისათვის.
1. 2009 წლის 5 ოქტომბერს მეხუთე სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა სახელმწიფოსათვის ეცნობებინა განაცხადის თაობაზე და პრიორიტეტი მიენიჭებინა საჩივრისათვის სასამართლოს წესების 41–ე წესის მიხედვით. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
2. განმცხადებელი დაიბადა 1972 წელს და ცხოვრობს სკოპიეში.
ა. საქმის ფონი
3. განმცხადებელი მუშაობდა ოფიციანტად სკოპიეში, ბარში. 6 იანვარს დილის 3:50 საათზე პოლიციის რეზერვისტმა გაისროლა ბარში და ტყვია მოხვდა განმცხადებელს მკერდში. 2002 წლის 12 სექტემბრის სამედიცინო ცნობის მიხედვით, რომელიც გაცემულია სკოპიეს სამედიცინო ცენტრის მიერ, განმცხადებელი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში „მძიმე მდგომარეობაში“ (тешка општа состојба). მიღებული ჭრილობები შემდეგნაირად არის აღწერილი: მარჯვენა ლავიწის ძვალი და ოთხი ნეკნი გატეხილი, დაზიანებულია ლავიწიქვედა არტერია, შიდა სისხლდენა, მხრის სახსრის ნერვების შეკუმშვა. მას მარჯვენა მკლავი ჰქონდა პარალიზებული. დასკვნაში ეწერა რომ განმცხადებელს მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია და მძიმე შედეგებს იწვევს (витална загрозеност и трајни последици). მას ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეჯერ 2002 წლის აპრილში ბელგრადის კლინიკურ ცენტრში, სერბეთში.
ბ. სისხლის სამართლილ საქმის სამართალწარმოება რ.დ–ს წინააღმდეგ
4. 2003 წლის 27 მარტს სკოპიეს პირველი ინსტანციის სასამართლომ რ.დ. დამნაშავედ სცნო დაუსწრებლად „მძიმე დანაშაულის ჩადენაში რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ“ (тешки дела против општата сигурност). მას მიესაჯა ორ წლით თავისუფლებსი აღკვეთა. მას შემდეგ რაც სასამრთლომ მოისმინა ზეპირი მტკიცებულება რ.დ–სგან, განმცხადებელმა წარმოადგინა ექვსი მოწმე და გამოიკვლია სხვა მატერიალური მტკიცებულებები, დაადგინა რომ ინტოქსიკაციის გავლენის ქვეშ, რ.დ–მ შემთხვევით, განზრახვის გარეშე გამოჰკრა მისი სამსახურებრივი იარაღის სასხლეტს და ესროლა განმცხადებელს, რომელიც დაახლოებით ერთი მეტრის დისტანციაზე იმყოფებოდა. განმცხადებელს მიეცა რეკომენდაცია სამოქალაქო სარჩელით მოეთხოვა კომპენსაცია. გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნა 2003 წლის 8 მაისს.
5. რ.დ.–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 6 ივნისს, 2008 წლის 23 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ განაახლა საქმის წარმოება რ.დ–ს მოთხოვნის საფუძველზე. 2009 წლის 12 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლომ კვლავ დამნაშავედ სცნო რ.დ და მას ორ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის აღსრულებაც 4 წლით გადავადდა. ინფორმაცია იმის თაობაზე ეს გადაწყვეტილება იყო საბოლოო თუ შეიძლებოდა მისი გასაჩივრება უცნობია.
გ. სამოქალაქო წარმოება ზიანის ანაზღაურებისთვის
6. 2002 წლის 11 ნოემბერს განმცხადებელმა, წარმოდგენილი ბ–ნი პ. სილეგოვის დახმარებით, შეიტანა სამოქალაქო სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ („სამინისტრო“) და მოითხოვა მორალური და ფინანსური ზიანის ანაზღაურება იმ ზიანისათვის რომელიც მას მიადგა რ.დ–ს ქმედების შედეგად. მან განაცხადა რომ სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი ვინაიდან რ.დ იმის მაგივრად რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფილიყო მორიგეობაზე დაჭრა იგი ბარში. მან გამოიყენა მისი სამსახურებრივი იარაღი და მას ეცვა ფორმა. განმცხადებელმა მოითხოვა 28 000 000 მაკედონიურ დინარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 208480 მაკედონიური დინარი ფინანსური ზიანისთვის (მკურნალობის ხარჯები).[1]
7. სასამართლო სხდომების ხუთჯერ გადავადების შემდეგ, სკოპიეს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სარჩელი 2003 წლის 12 დეკემბერს და დაადგინა რომ სამინისტროს არ გააჩნია შესაბამისი სახსრები იყოს პასუხისმგებელი რ.დ–ს მიერ მიყენებულ ზიანზე, რომელიც იყო პოლიციის რეზერვისტი და განიხილებოდა როგორც სახელმწიფო მოხელე. სასამართლომ დაადგინა რომ რ.დ. იყო მორიგეობაზე პოლიციის განყოფილებაში სკოპიეში 2002 წლის 5 იანვარს საღამოს 7:30 საათიდან 6 იანვარს დილის 7:30 საათამდე. მას დავალებული ჰქონდა ყარაულში დგომა (службена задача – стража) შუაღამიდან ღამის 1 საათამდე და დილის 6 საათიდან დილის 7 საათამდე 2002 წლის 6 იანვარს. 2002 წლის 6 იანვარს დილის 1 საათზე იმის მაგივრად რომ რ.დ დაბრუნებულიყო პოლიციის განყოფილებაში, რ.დ წავიდა ბარში საკუთარი ინიციატივით, უფროსის ან მისი შემცვლელის გაფრთხილების გარეშე. მას ეცვა ფორმა და თან ჰქონდა სამსახურებრივი იარაღი. ბარში, სხვა კლიენტების თანდასწრებით და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მან ამოიღო იარაღი და ესროლა განმცხადებელს, რომელიც იდგა მის წინ დაახლოებით 1.5 მეტრის მოშორებით. სასამართლომ დაადგინა რომ განმცხადებელს მიადგა ზიანი რ.დ–ს ქმედების შედეგად. მაგრამ იმისათვის რომ სამინისტრო იყოს პასუხისმგებელი ვალდებულების შესახებ კანონის 157–ე ნაწილის ფარგლებში (იხილეთ პუნქტი 17 ქვემოთ), სასამართლომ მიუთითა
“...გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს: ზიანი გამოწვეული უნდა იყოს სახელმწიფო მოხელის მიერ (овластено службено лице), ზიანი უნდა მიადგეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ეს მოქმედება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მოხელის მიერ პროფესიული ვალდებულებების შესრულების პროცესში. ეს ასევე გამოწვეული უნდა იყოს უკანონო ქმედებით. ბრალდებული (სახელმწიფო) იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზიანი გამოწვეული იქნება ოფიციალური ვალდებულების შესრულების პროცესში. მოქმედება ჩაითვლება განხორციელებულად ოფიციალური ვალდებულების შესრულების პროცესში თუ ის წარმოადგენს სახელმწიფო მოხელის ფუნქციების (функција) ნაწილს. ეს არის ზიანის მომტანი ქმედება განხორციელებული სამუშაო საათებში, პირის მიერ ოფიციალური ვალდებულებების შესრულების პროცესში. ზიანი შესაძლოა გამოწვეულ იქნას ოფიციალური ვალდებულებების შესრულების პროცესის გარეთ მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების შესრულებასთან ან თავად ვალდებულებასთან . . . მოცემულ საქმეში, რ.დ არ იყო ბარში ოფიციალური ფუნქციებით ... ასე რომ ზიანი არ იყო გამოწვეული სამინისტროს ფუნქციების შესრულების პროცესში, მიუხედავად იმისა რომ ზიანი გამოწვეული იყო იმ დროს როდესაც რ.დ უნდა ყოფილიყო პროფესიული ვალდებულების შესრულების ადგილას, მორიგეობაზე. კრიტიკულ დროსა და ადგილას რ.დ არ მოქმედებდა ოფიციალური სტატუსით არამედ როგორც კერძო პირი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქმედება განხორციელდა სამუშაო საათებისას, მას ეცვა ფორმა და გამოიყენა სამსახურებრივი იარაღი. რ.დ პასუხისმგებელია განხორციელებულ ქმედებაზე და მიყენებულ ზიანზე. მიზეზობრივი კავშირი მის მოქმედებასა და ვალდებულებას შორი არ არის ...
ფაქტი რომ [რ.დ] იყო ფორმაში და გამოიყენა სამსახურებრივი იარაღი არ გულისხმობს იმას რომ ის მოქმედებდა ოფიციალურად. რ.დ-მ არ გამოიყენა იარაღი მისი სამსახურებრივი ვალდებულების შესასრულებლად არამედ როგორც ბარის კლიენტმა ...
იმ მომენტში როდესაც ზიანის გამომწვევი მოქმედება განხორციელდა, რ.დ როგორც პოლიციის რეზერვისტი იყო ზრდასრული და მას ჰქონდა გავლილი სწავლება იარაღის გამოყენებაში. ბრალდებული, როგორც იარაღის მფლობელი გათავისუფლდა პასუხისმგებლობიდან ვალდებულების შესახებ კანონის 163-ე ნაწილი პუნქტი 2-ის მიხედვით იმის გამო რომ მიყენებული ზიანი მოხდა გაუთვალისწინებელი ქმედების შედეგად რომლის შედეგების პრევენცია ან აღმოფხვრა შეუძლებელი იყო.”
8. სასამართლომ დაადგინა რომ განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომპენსაცია რ.დ–სგან ვალდებულების შესახებ კანონის 141–ე ნაწილის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 16 ქვემოთ).
9. 2004 წლის 3 მარტს განმცხადებელმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და დაობდა იმაზე რომ სამინისტრო იყო პასუხისმგებელი რ.დ–ს ქმედებაზე ვინაიდან ის მოქმედებდა მორიგეობის პერიოდში, მას ეცვა ფორმა და მან გაისროლა სამსახურებრივი იარაღი. მის სარჩელში, სამინისტროს პასუხისმგებლობა მომდინარეობს დასაქმების კანონის 103–ე მუხლიდან (იხილეთ პუნქტი 20 ქვემოთ) რომლის მიხედვითაც სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურება რ.დ–სგან. და ბოლოს მან განაცხადა რომ მან განიცადა გამოუსწორებელი ზიანი ამ ინციდენტის შედეგად ვინაიდან მისი მარჯვენა მკლავი სამუდამოდ პარალიზებულია.
10. 2004 წლის 27 აპრილს სკოპიეს სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო განმცხადებლის სააპელაციო სარჩელი იმ საფუძვლით რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების და დადგენილი ფაქტების შესაცვლელად რომ რ.დ–ს მოქმედებები ბარში არ იყო კავშირში მის როგორც პოლიციის ოფიცრის ოფიციალურ მოვალეობებთან. მან დაადგინა რომ როდესაც რ.დ–მ ესროლა იარაღი განმცხადებელს ის არ მოქმედებდა, როგორც პოლიციის ოფიცერი და არ ასრულებდა ოფიციალურ ფუნქციებს. შესაბამისად სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგებოდა. სასამართლომ დაადგინა განმცხადებლის უფლებამოსილება მოითხოვს კომპენსაცია რ.დ–გან.
11. 2004 წლის 21 ივლისს განმცხადებლმა სააპელაციო სარჩელით მიმართა უზენაეს სასამართლოს კანონის დებულებების განმარტებასთან დაკავშირებით (ревизија) და დაობდა, inter alia, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გასცა პასუხი მის არგუმენტებს სამინისტროს პასუხისმგებლობის შესახებ დასაქმების კანონის ფარგლებში.
12. 2006 წლის 31 მაისს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სააპელაციო სარჩელი იმავე საფუძვლებით რაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ განსაზღვრა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. კანონი ვალდებულებების შესახებ
13. ვალდებულების შესახებ კანონის 141–ე ნაწილი აყალიბებს ზოგად პრინციპებს კომპენსაციის შესახებ სამოქალაქო სარჩელების თაობაზე.
14. 157–ე ნაწილი უზრუნველყოფს, რომ დამსაქმებელი პასუხისმგებელია დასაქმებულის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების ან მასთან დაკავშირებულ პროცესში გამოწვეულ ზიანზე. მსხვერპლს შეუძლია რომ კომპენსაცია მოითხოვოს პირდაპირ დასაქმებულისგან თუ ზიანი განზრახ იყო მიყენებული. დამსაქმებელს შეუძლია მსხვერპლისთვის გაცემული კომპენსაციის ანაზღაურება ამოიღოს დასაქმებულისგან თუ მან ზიანი განზრად ან დაუდევრობით გამოიწვია.
15. ნაწილი 160–ეს მიხედვით, საშიში ნივთის (опасен предмет) მფლობელი პასუხისმგებელია ყველა სახის ზიანზე რომელიც ამ ნივთით არის გამოწვეული.
16. 163–ე ნაწილის მეორე პუნქტი ადგენს რომ საშიში ნივთის მფლობელი შესაძლოა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობიდან თუ დამტკიცდება რომ ზიანი გამოწვეული იყო მხოლოდ არაპროგნოზირებადი ქმედებით მსხვერპლის მხრიდან ან მესამე პირის მიერ რომლის შედეგის პრევენციაც ან აღმოფხრაც შეუძლებელი იქნებოდა.
ბ. 1993 წლის კანონი დასაქმების შესახებ
17. დასაქმების შესახებ კანონის 103–ე ნაწილის მიხედვით რომელიც იმ დროს იყო ძალში დამსაქმებელი პასუხისმგებელი იყო ყველა სახის ზიანზე რომელიც გამოწვეული იყო დასაქმებულის მიერ პროფესიული ვალდებულებების შესრულების ან შესრულებასთან დაკავშირებულ პროცესთან. დამსაქმებელს შეუძლია კომპენსაციის ანაზღაურება მოახდინოს დასაქმებულისგან თუ მან ზიანი გამოიწვია განზრახი ქმედებით ან დაუდევრობით.
გ. კანონი შიდა ურთიერთობების შესახებ (ოფიციალური გაზეთი 19/1995)
18. შიდა ურთიერთობების შესახებ კანონის 24-ე ნაწილი, ისეთი ფორმით როგორიც ეს მაშინ ძალაში იყო, აკონკრეტებს თუ ვინ წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეს.
19. 26-ე ნაწილის მიხედვით სახელმწიფო მოხელეებს მოეთხოვებათ ვალდებულებების შესრულება ყოველთვის, მიუხედავად იმისა ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში არიან თუ არა.
20. ომის ან საგანგებო სიტუაციებში სამინისტროს შეუძლია გამოიძახოს რეზერვისტები იმისათვის რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და მოახდინოს მასობრივი არეულობის პრევენცია (შიდა ურთიერთობის კანონის 45-ე ნაწილის მეორე პუნქტი). რეზრევისტების შერჩევა შეიძლება მოხდეს ტრენინგის ან პრაქტიკისთვის. მათი საქმიანობის პროცესში რეზერვისტები განიხილებიან სახელმწიფო მოხელეებად კანონის 24-ე ნაწილის მიზნებისთვის (ნაწილი 46).
...
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი
ა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ზოგადი პრინციპები მიღებული გაეროს მერვე საერთაშორისო კონგრესის მიერ დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ კონგრესზე ჰავანა, კუბა 1990 წლის 27 აგვისტო-7 სექტემბერი (”ძირითადი პრინციპები”)
25. ზოგადი პრინციპების მე-11-ე მუხლი, inter alia, ადგენს რომ:
“სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ციცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები და რეგულაციები უნდა მოიცავდეს შემდეგ მითითებებს:
(ა) გარემოებები როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი უნდა იყოს დაკონკრეტებულუ ...
(ბ) უზრუნველყოფილ იქნას რომ იარაღის გამოყენება ხდება მხოლოდ შესაბამის გარემოებებში და ისე რომ შეამციროს უსარგებლო ზიანის რისკი;
...
(დ) ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის, შენახვის და გაცემის რეგულირება, მათ შორის ისეთი პროცედურების დადგენა როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან ცეცხლსასროლ იარაღზე და ამუნიციაზე რომელიც მათზეა გაცემული”
ბ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კოპმიტეტის რეკომენდაცია Rec(2001)10 წევრი სახელმწიფოებისათვის პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის თაობაზე (”კოდექსი”)[2] და განმარტებითი ბარათი
26. კოდექსის 37-ე მუხლი ადგენს ”პოლიციამ შეიძლება გამოიყენოს ძალა როდესაც ეს მკაცრად საჭიროა და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც კანონიერი მიზნის მიღწევაა საჭირო”.
27. კოდექსის 37-ე მუხლის კომენტარი ადგენს, inter alia, შემდეგს:
“... პოლიციაში შესაბამისი თანამშრომლების დაქირავება, ასევე მათი ტრენინგი უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული . . ”
სამართალი
I. კონვენციის მე-2-ე მუხლის შესაძლო დარღვევა
28. განმცხადებელი აცხადებს რომ კონვენციის მე-2-ე მუხლის ფარგლებში ის იყო მსხვერპლი სიცოცხლისათვის საშიში ქმედების რომელიც განახორციელა რ.დ-მ, სახელმწიფო მოხელემ. მან ასევე განაცხადა რომ მე-6 მუხლის ფარგლებში ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შეფასება. სასამართლო, რომელიც უნდა იყოს დაოსტატებული საქმის ფაქტები დაახასიათოს კანონის დებულებების ფარგლებში, (იხილეთ Akdeniz v. Turkey, #25165/94, § 88, 31 მაისი 2005), მიიჩნევს რომ განმცხადებლის პოზიცია ამ პუნქტთან დაკავშირებით წარმოიშობა მხოლოდ კონვენციის მე-2- ე მუხლის ფარგლებში რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
”1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებელობას წარმოადგენდა:
ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
ბ) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.
ა. დასაშვებობა
1. კონვენციის მე-2-ე მუხლის შესაბამისობა
29. სასამართლო თავიდან მიუთითებს, რომ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული ძალა არ იყო სასიკვდილო. ეს არ გამორიცხავს განმცხადებლის სარჩელის განხილვას კონვენციის მე-2-ე მუხლის ფარგლებში. რეალურად კი, სასამართლოს უკვე აქვს წარსულში გამოკვლეული საჩივრები ამ დებულების ფარგლებში როდესაც მსხვერპლი არ გარდაცვლილა ქმედების შედეგად (იხილეთ Makaratzis v. Greece [GC], #. 50385/99, §§ 49-55, ECHR 2004‑XI; Osman v. the United Kingdom, 28 ოქტომბერი 1998, §§ 115-22, სასამართლო გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიში 1998‑VIII; და Yaşa v. Turkey, 2 სექტემბერი 1998, §§ 92-108, ანგარიშები 1998‑VI).
...
ბ. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეების პოზიციები
34. განმცხადებელი მოითხოვს რომ დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რ.დ-ს უკანონო ქმედებისთვის. რ.დ-ს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენა სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში არ ათავისუფლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისგან იმ ზიანის ანაზღაურების კუთხით რაც გამოწვეულია რ.დ-ს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, მორიგეობისას. სახელწმიფოს მიერ წარმოდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება . . . ძლიერი მტკიცებულებაა იმისა რომ შესაბამისი კანონმდებლობა არასწორად იქნა გამოყენებული ეროვნული სასამართლოების მიერ.
35. სახელმწიფომ განაცხადა რომ რ.დ-ს განზრახვა არ იყო განმცხადებლის მოკვლა. რაც დადგენილია მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით (იხილეთ პუნქტი 7 ზემოთ). მიუხედავად ამისა, მიყენებული ჭრილობების სიმძიმიდან გამომდინარე განმცხადებელი გახდა ცუდი მოპყრობის ობიექტი რომელიც შესაძლოა განხილულ იქნას კონვენციის მე-3-ე მუხლის ფარგლებში მაგრამ აცხადებს რომ სახელწმიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ მუხლის არსებითი დაცვის ფარგლებში. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დასრულდა იქ სადაც დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება რ.დ-ს წინააღმდეგ და რომლის ფარგლებშიც მას ბრალი წაეყენა და დაისაჯა. სამოქალაქო სასამართლოებმა, სამივე ეტაპზე, არ დააკმაყოფილეს განმცხადებლის საჩივარი, იმ საფუძვლით რომ სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი ვინაიდან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი რ.დ-ს ქმედებასა და მის ოფიციალურ ვალდებულებებს შორის. ამასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს რომ კრიტიკულ მომენტში რ.დ-მ დატოვა მისი პოსტი სამუშაო საათების განმავლობაში მისი უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ რაც მან განახორციელა მისი ოფიციალური ვალდებულება, კონკრეტულად კი ყარაულში დგომა. ბარში ის არ ახორციელებდა არანაირ ოფიციალურ ვალდებულებას რომელიც მის სამუშაოსთან იქნებოდა დაკავშირებული. ის მოქმედებდა როგორც კერძო პირი როგორც ეს ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) კონვენციის მე-2-ე მუხლის შესაბამისობა
36. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მხოლოდ გამონაკლის გარემოებებში სახელმწიფო მოხელეების მიერ განხორციელებული ფიზიკური ცუდათ მოპყრობა რომელიც არ იწვევს სიკვდილს გამოიწვევს კონვენციის მე-2-ე მუხლის დარღვევას. სწორია რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ პირებისა, რომლეთაც სადაო ძალა გამოიყენეს არ წარმოადგენს კონვენციის ფარგლებში განსახილველი საკითხის ნაწილს. მიუხედავად ამისა, გამოყენებული ძალის ფორმა და ხარისხი და ძალის გამოყენების მიზანი და განზრახვა, სხვა ფაქტორებთან ერთად შესაბამისი გარემოებაა იმის შეფასებისას კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელის ქმედება რომელიც იწვევს ზიანს და არა სიკვდილს საკმარისია ფაქტების კონვენციის მე-2-ე მუხლით შემოთავაზებული გარანტიების, ამ მუხლის მიზნის და განზრახვის გათვალისწინებით, ფარგლებში განსახილველად. ყველა შემთხვევაში როდესაც ადამიანი განიცდის ცუდ მოპყრობას პოლიციელის ან სამხედრო პირის მხრიდან, მათი საჩივრები უფრო ხშირად განიხილება კონვენციის მე-3-ე მუხლის ფარგლებში. (იხილეთ Makaratzis, ზემოთ ნახსენები, § 51, და İlhan v. Turkey [GC], #. 22277/93, § 76, ECHR 2000‑VII).
37. მოცემულ საქმეში ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტებით აშკარაა რომ რ.დ-მ ესროლა განმცხადებელს მკერდის მარჯვენა მხარეს. სასამართლო იღებს სახელმწიფოს პოზიციას რომ რ.დ-ს მხრიდან განმცხადებლის მოკვლის განზრახვა არ არსებობდა. ის ადგენს, რომ განმცხადებელი შემთხვევით გადარჩა. ამ შემთხვევაში სასამართლო მეტ წონას ანიჭებს იმ ფაქტს რომ რ.დ-მ იარაღის გასროლა განმცხადებლის მიმართულებით მოახდინა ძალიან ახლო მანძილიდან. (დაახლეობით 1 -დან 1.5 მეტრამდე მანძილზე იხილეთ ზემოთ პუნქტები 7 და 10). განმცხადებელმა მიიღო მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში სხეულის დაზიანებები, რითაც ის იქცა შეზღუდული შესაძლებლობების პირად. ის სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და მას ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია. მხარეები არ დაობენ მიყენებული ჭრილობების სიმძიმეზე.
38. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გთვალისწინებით, სასამართლო ადგენს რომ მიუხედავად იმისა რ.დ-ს ჰქონდა თუ არა განმცხადებლის მოკვლის განზრახვა, განმცხადებელი გახდა მსხვერპლი ქცევის, რომელიც მისი ბუნებით რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ის გადარჩა. ასე რომ მუხლი 2 შესაბამისია მოცემულ საქმეში.
(ბ) სახელწმიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა კონვენციი მე-2- მუხლი მიხედვით
(i) ზოგადი პრინციპები
39. სასამართლო იმეორებს რომ მე-2-ე მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას და აყალიბებს გარემოებებს როდესაც სიცოცხლის უფლების წართმევა შეიძლება გამართლებული იყოს, წარმოადგენს კონვენციაში ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას, რომლიდანაც გადახვევა დაუშვებელია (იხილეთ Velikova v. Bulgaria, #. 41488/98, § 68, ECHR 2000-VI).
40. დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-2-ე მუხლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ ამ მუხლის შესაძლო დარღვევის ბრალდება კრიტიკულად უნდა განიხილოს, გაითვალსიწინოს არა მხოლოდ სახელმწიფოს მოხელეების მოქმედებები რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს ძალა არამედ ყველა თანდმევი გარემოებები. (იხილეთ McCann and Others v. the United Kingdom, 27 სექტემბერი 1995, § 150, სერია A #. 324).
41. მე-2 მუხლი არ ეხება მხოლოდ გარდაცვალებას რომელიც გამოწვეულია სახელწმიფო მოხელის მხრიდან ძალის გამოყენებით, არამედ მისი პირველი პუნქტის პირველ პარაგრაფში დადგენილია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გადადგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის რომ დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლე. (იხილეთ Makaratzis, ზემოთ ნახსენები, § 57).
42. ეს პოზიტიური ვალდებულება ყველაფერთან ერთად აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას დაადგინოს კანონმდებლობა და ადმინისტრაციული მექანიზმები ეფექტური პრევენციისთვის. ეს მექანიზმები უნდა შეიცავდეს რეგულაციებს მიმართულს კონკრეტული აქტივობის სპეციალური მახასიათებლებისკენ, განსაკუთრებით კი ადამიანის სიცოცხლის პოტენციური რისკის თაობაზე. სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს განსაკუთრებული გულმოდგინეობა და დეტალურად განსაზღვროს ის შეზღუდული გარემოებები როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი (იხილეთ Abdullah Yilmaz v. Turkey, #. 21899/02, §§ 56 და 57, 17 ივნისი 2008, და Makaratzis, ზემოთ ნახსენები, § 59).
43. სასამართლოსთვის, და მისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას პირის სიცოცხლის უფლება უნდა მოიცავდეს გონივრული ნაბიჯების გადადგმას საზოგადოებრივ ადგილებში პირის უსაფრთხოების დაცვა და სერიოზული ზიანის ან სიკვდილის შემთხვევაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, ეფექტური სასამართლო ხელისუფლება რომელიც უზრუნველყოფს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების არსებობას რომელიც დაადგენს ფაქტებს, დაადგენს დამნაშავეთა პასუხისმგებლობას და მსხვერპლს მისცემს გამოსწორების ეფექტურ საშუალებას (იხილეთ Ciechońska v. Poland, #. 19776/04, § 67, 14 ივნისი 2011).
44. პოზიტიური ვალდებულება უნდა განხორციელდეს ისე რომ განსაკუთრებული ტვირთი არ დააწვეს უწყებებს და სამოქმედო არჩევანი უნდა გაკეთდეს პრიორიტეტების და რესურსების გააზრებით განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით რომ პირის საქციელი არაპროგნოზირებადია (იხილეთ Keenan v. the United Kingdom, no. 27229/95, § 90, ECHR 2001-III, და A. and Others v. Turkey, no. 30015/96, §§ 44-45, 27 ივლისი 2004).კონკრეტულად კი, პოზიტიური ვალდებულების უზრუნველსაყოფად საშუალებების შერჩევა მე-2-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების საზღვრებს. კონვენციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფის სხვადასხვა გზები არსებობს და იმ შემთხვევაშიც კი თუ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ერთი კონკრეტული მექანიზმის შესრულება მას მაინც აქვს შესაძლებლობა შეასრულოს მისი პოზიტიური ვალდებულება სხვა საშუალებებით (იხილეთ Ciechońska, ზემოთ მოყვანილი, § 65, და Fadeyeva v. Russia, # 55723/00, § 96, ECHR 2005‑IV).
(ii) ზემოხსენებული პრინციპების მოცემულ საქმესთან შესაბამისობა
45. სასამართლო მიუთითებს იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე რომელშიც რ.დ–მ გასროლა მოახდინა განმცხადებლის მიმართ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს რომ რ.დ მოცემულ მომენტში იყო პოლიციის რეზერვისტი და შესაბამისად სახელწმიფო მოხელე. ეს დადგენილია სამოქალაქო სასამართლოს მიერ (იხილეთ პუნქტი 10 ზემოთ) და შესაბამისობაშია შიდა ურთიერთობების კანონის 46–ე ნაწილთან (იხილეთ პუნქტი 23 ზემოთ). კრიტიკულ მომენტში, კონკრეტულად კი 2002 წლის 5-დან 6 იანვრის ღამეს, რ.დ იყო მორიგეობაზე პოლიციის განყოფილებაში სადაც მას ყარაულში დგომა ევალებოდა 5 იანვრის ღამის 12 საათიდან და დილის 6 საათზე 2002 წლის 6 იანვარს, ყარაულში მორიგეობის თითო ვადის ხანგრძლივობა შეადგენდა ერთ საათს. 2002 წლის 6 იანვრის ღამის 1 საათზე მას შემდეგ რაც მისი ვადა ყარაულში დგომის ამოიწურა, ხელმძღვანელის გაფრთხილების გარეშე მან დატოვა სადგომი და წავიდა ბარში. მას ეცვა ფორმა და თან ჰქონდა სამსახურებრივი იარაღი. ღამის 3:50 საათზე მან გაისროლა იარაღი და განმცხადებელი დაჭრა მკერდში. რ.დ-ს ბრალი წაეყენა დაუსწრებლად საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ დაუდევრობით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. მას შემდეგ რაც საქმის წარმოება განახლდა იგი ისევ დამნაშავედ სცნეს და მიესაჯა გადავადებული პატიმრობა (იხილეთ პუნქტი 7 და 8). განმცხადებელს ურჩიეს კომპენასაცია მოეთხოვა დამოუკიდებელი სამოქალაქო სარჩელით.
46. სამოქალაქო საქმის წარმოებისას განმცხადებელმა ეროვნულ სასამართლოს მოსთხოვა დაედგინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული ზიანისთვის. სასამართლოებმა არ მიიღეს სარჩელი იმ საფუძვლით რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობები და რომ რ.დ არ მოქმედებდა როგორც სახელმწიფო მოხელე არამედ როგორც კერძო პირი და ზიანი არ იყო გამოწვეული მის მიერ პროფესიული ვალდებულებების შესრულებით ან მათთან დაკავშირებული ქმედებით.
47. სასამართლო მიუთითებს პრეცედენტულ სამართალზე რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პირდაპირ პასუხისმგებელია ძალადობის აქტებზე რომელიც ჩადენილია პოლიციის ოფიცრის მიერ პროფესიული ვალდებულების შესრულებისას. (იხილეთ Krastanov v. Bulgaria, #. 50222/99, § 53, 30 სექტემბერი 2004). მოცემული საქმე განსხვავდება Krastanov–ის საქმისგან, ვინაიდან ის ეხება ზიანის გამომწვევ ქმედებას რომელიც განხორციელდა სახელმწიფო მოხელის მიერ მის მიერ პროფესიული ვალდებულების შესრულების გარეთ.
48. იმისათვის რომ დადგინდეს სახელმწიფო შეიძლება თუ არა იყოს პასუხისმგებელი მისი მოხელის უკანონო ქმედებისთვის რომელიც ჩადენილია ოფიციალური ვალდებულების შესრულების პროცესის გარეთ, სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებების ერთობლიობა და განიხილოს სადაო ქმედების ბუნება და გარემოებები;
49. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს რომ ინციდენტი მოხდა რ.დ–ს სამუშაო საათებში. არაფერი სადაო იმაში არ არის რომ მოცემულ დროს რ.დ უნდა ყოფილიყო პოლიციის განყოფილებაში პროფესიული ვალდებულების შესრულების პროცესში. მან ნებართვის გარეშე მიატოვა სამუშაო ადგილი და ინტოქსიკაციის ქვეშ განახორციელა სახიფათო მოქმედება და საფრთხე შეუქმნა განმცხადებლის სიცოცხლეს. მხარეები არ დაობენ იმაზე რომ ამ საქციელით მან უხეშად დაარღვია სამუშაო წესები რამაც გამოიწვია სადაო ინციდენტი. რ.დ–ს ეცვა ფორმა როდესაც მან მოახდინა გასროლა. ესეთ სიტუაციაში არ არის უსაფუძვლო ის რომ საზოგადოების მხრიდან ის შესაძლოა აღქმული იყო როგორც სამართალდამაცველი. უფრო მეტიც მან ესროლა განმცხადებელს მისი სამსახურებრივი იარაღიდან რომელიც მას გადაეცა უწყების მიერ.
50. სასამართლო ითვალისწინებს რომ უწყების წარმომადგენლები ობიექტურად წინასწარ ვერ განსაზღვრავდნენ მის დაუმორჩილებელ ქცევას და მის მოქმედებას ბარში. მაგრამ ეს ხაზს უსვამს იმას რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ადექვატური და ეფექტური დაცვის სისტემა იმისათვის რომ მოახდინოს მისი მოხელეების, განსაკუთრებით კი დროებით მობილიზებული რეზერვისტების, მიერ სამსახურებრივი იარაღის, რომელიც მათ გადაეცათ ოფიციალური ვალდებულებების შესასრულებლად, არასწორი გამოყენება სახელმწიფოს არ უცნობებია სასამართლოსთვის არანაირი რეგულაციის თაობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს შიდა ურთიერთობების შესახებ კანონის 26–ე ნაწილზე რომელიც მოითხოვს რომ სახელმწიფო მოხელეებმა – როგორც რ.დ–ია – ახორციელებდნენ თავიანთ ვალდებულებებს „მუდმივად მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი მირიგეობაზე“. შესაბამისად, აშკარაა რომ ეს დებულება მომგებიანია საზოგადოებისათვის მაგრამ ის ასევე შეიცავს გარკვეულ პოტენციურ რისკებს. პოლიციის ოფიცრების, როგორც სახელმწიფო აგენტების მუდმივი ჩართულობა მოითხოვს მათგან მუდმივად სამსახურებრივი იარაღის ტარებას იმისათვის რომ მათ განახორციელონ პროფესიული ვალდებულებები.
51. უფრო მეტიც, სასამართლო ადგენს რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მაღალი პროფესიული სტანდარტი სამართალდამცავ სისტემაში და უზრუნველყოს რომ ის პირები ვინც ამ სისტემაში მუშაობენ აკმაყოფილებდნენ შესაბამის კრიტერიუმს (იხილეთ mutatis mutandis, Abdullah Yilmaz, ზემოთ ნახსენები, §§ 56-57). კონკრეტულად კი, როდესაც პოლიციის ძალები ცეცხლსასროლი იარაღით არიან აღჭურვილნი მათ არა მხოლოდ უნდა გაიარონ საჭირო ტექნიკური ტრენინგი არამედ იმ მოხელეების შერჩევა ვინც ვალდებულია ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
52. მოცემულ საქმეზე სახელმწიფომ არ შეატყობინა სასამართლოს ჩატარდა თუ არა რაიმე შეფასება ეროვნული უწყებების მიერ იმის თაობაზე თუ რამდენად შესაფერისი იყო რ.დ. პოლიციაში სამუშაოდ და იარაღის სატარებლად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს რომ საზიანო ქმედება გამოწვეული რ.დ–ს მიერ მოპასუხე სახელმწიფოს ბრალეულობას წარმოადგენს.
53. განმცხადებლის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოადგენს შესაბამის საშუალებას რომელიც გამოიწვევს რ.დ–ს ქმედებაზე მის პასუხისმგებლობას, რითაც დადგინდება განმცხადებლის კონვენციის მე–2–ე მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა. ფაქტი იმისა, რომ მან არ მოითხოვა კომპენსაცია რ–დ–სგან არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან მისი სარჩელი და სასამართლოს წინაშე წარდგენილი მოთხოვნა წარმოადგენდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენას. 54. ზემოთ ხსენებულის გათვალსიწინებით, სასამართლო . . . ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–2–ე მუხლის არსებით დარღვევას.
55. სასამართლოს არ შეუფასებია სახეწლმწიფომ დააკმაყოფილა თუ არა საპროცესო მოთხოვნები განსაზღვრული კონვენციის მე–2 მუხლში ვინაიდან განმცხადებლს ამის თაობაზე სარჩელში არ მოუთხოვია.
...
III. კონვენციის 41–ე მუხლის გამოყენება
62. კონვენციის 41–ე მუხლის ადგენს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა. ზიანი
63. განმცხადებელმა მოითხოვა 3390 ევრო (EUR) ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად. ეს თანხა გამომდინარეობს მისი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო ხარჯებიდან. ამის დასადასტურებლად მან წარმაოდგინა ინვოისების ასლები. მან ასევე მოითხოვა 455300 ევრო (EUR) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იმ ტკივილის, შიშის, შეზღუდული შესაძლებლობების და გაურკვევლობის გამო რომელიც მას მიადგა ჭრილობების შედეგად. ორივე ციფრი შეესაბამება განმცხადებლის მიერ სამოქალაქო სარჩელში მოთხოვნილ თანხას (იხილეთ პუნქტი 9). დამატებით მან მოითხოვა 10 000 ევრო (EUR) კონვენციის მე–2–ე მუხლის შესაძლო დარღვევისთვის და 10,000 ევრო (EUR) სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვის გამო.
64. სახელმწიფომ იდავა ამ მოთხოვნებზე იმ არგუმენტით რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და შესაძლო დარღვევას შორის. რაც შეეხება მოთხოვნილ ფინანსურ ზიანს სახელმწიფომ განაცხადა რომ განმცხადებელმა უნდა მოითხოვოს ამ თანხის ამოღება რ.დ–გან როგორც დანაშაულის ჩამდენისგან და მიყენებულ ზიანზე პირდაპირ პასუხისმგებელმა პირმა. რაც შეეხება მორალურ ზიანს სახელმწიფომ განაცხადა რომ ამის მტკიცებულება არ არსებობდა და იგივე პოზიცია დაიჭირა კონვენციის მე–2–ე და მე–6–ე მუხლების შესაძლო დარღვევაზე. და ბოლოს, სახელმწიფომ განაცხადა რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში არსებული ცხოვრების დონე უნდა იყოს გათვალისწინებული და კონვენციის დარღვევის დადგენა იქნება საკმარისი სამართლიანი გამოსწორების საშუალება.
65. სასამართლო მიიჩნევს რომ მოთხოვნილი ფინანსური ზიანი ეხებოდა სამედიცინო ხარჯებს რომელიც განმცხადებელს მიადგა როგორც რ.დ–ს ქმედების პირდაპირი შედეგი. მხარდამჭერი დოკუმენტების და იმ ფაქტის გამო რომ სახელწმიფოს არ გაუსაჩივრებია მათი ოდენობა სასამართლო სრულად აკმაყოფილებს ამ ნაწიში მოთხოვნილ თანხას.
66. სასამართლო დამატებით ადგენს რომ განმცხადებელს მიადგა მორლაური ზიანი რომლის ანაზღაურებაც მხოლოდ იმის დადგენით რომ დაირღვა კონვენციის მე–2–ე მუხლი ვერ მოხდება. გონივრულად გაკეთებული შეფასების საფუძველზე სასამართლო ანიჭებს განმცხადებელს 12 000 ევროს (EUR) ამ ნაწილში და დამატებით ნებისმიერ გადასახადს რომელიც შეიძლება დაიქვითოს.
...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო...
2. ადგენს რომ კონვენციის მე–2–ე მუხლი შესაბამისია მოცემულ საქმეში;
...
5. ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–2–ე მუხლის არსებით დარღვევას;
6. ადგენს
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს განმცხადებელს, გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში კონევნციის 44–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შემდეგი თანხები, რომელიც უნდა ანაზღაურდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში იმ კურსით რომელიც მოქმედებს გარიგების დღეს:
i) 3,390 ევრო (EUR) (სამი ათას სამას ოთხმოცდაათი ევრო), და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული; და
ii) 12,000 ევრო (EUR) (თორმეტი ათასი) და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
მომზადებულია ინგლისურ ენაზე, შეტყობინება გაგზავნილია 2012 წლის 129 აპრილს სასამართლოს წესების 77–ე წესის მე–2 და მე–3–ე ნაწილების მიხედვით
კლაუდია ვესტდერიკიპიირ ლორენცენი
განმწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1] დაახლოებით 455,300 ევრო (EUR) და EUR 3,390.
[2] მიღებულია 2001 წლის 19 სექტემბერს მინისტრის მოადგილეების 765-ე შეხვედრაზე
Full & Egal Universal Law Academy